შენ ნიჭად განმამდიდრებელად ქრისტემან ღმერთმან მოგცა სოფელსა…
მცირესა მწუხრსა უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმაჲ ბ, მამისაგან შობილ
შენ ნიჭად განმამდიდრებელად ქრისტემან ღმერთმან მოგცა სოფელსა, წმიდაო (სახელი), სისხლნი შენნი პატიოსანნი მისთჳს დასთხიენ. შურითა ღმრთისმსახურებისაჲთა, ღირსო, და მან შეგიწყნარა სასუფეველსა თჳსსა და აწ კადნიერად წარდგომილ ხარ მის წინაშე, მოწამეო, მეოხ გუეყავ მარადის მაქებელთა შენთა.
(სახელი) დიდებულო, მტერისა მძჳნვარისა ღონენი დაარღჳენ მოღუაწებითა შენითა ძლიერითა და ქრისტეს მჴსნელისა მსხუერპლად წმიდად და უბიწოდ შეიწირე და მის წინაშე ჰსუფევ მარადის; მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს, რომელნი შენ პატივს-გცემთ
(სახელი) დიდებულო, ჯუარითა ქრისტესითა შეიცუენ საცნობელნი სულისანი…
ჴმაჲ ა, წმიდანო მარტჳლნო
(სახელი) დიდებულო, ჯუარითა ქრისტესითა შეიცუენ საცნობელნი სულისანი და ეწყვე წინააღმდგომთა ახოვნად და სიმჴნით და ძლიერად დასცენ და შეჰმუსრენ იგინი, და აწ ჰმუეფებ ზეცას ქრისტეს თანა; მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს, მოწამეო ქრისტესო გამორჩეულო.
(სახელი) სანატრელო, ქრისტე ღმერთი შემწედ მოიგე და…
ბ-გზის დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
(სახელი) სანატრელო, ქრისტე ღმერთი შემწედ მოიგე და ყოველი ნივთი სოფლისაჲ შეურაცხ-ჰყავ, ბრძენო, და სიყუარულისა მისისათჳს მისცენ მდევართა ჴორცნი შენნი და ყოველნივე ჭირნი და ტანჯვანი სიმჴნით მოითმინენ და ძლევისა გჳრგჳნითა შეიმკევ.
ნეტარო (სახელი), ყოვლითურთ აჰმაღლდი ზეცად სულით და…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ, რომელი მოხუედ ზეც
ნეტარო (სახელი), ყოვლითურთ აჰმაღლდი ზეცად სულით და გონებით და ღუაწლნი წამებისანი სიმჴნით მოითმინენ, ვა̅ უჴორცომან.
აღჳრ-ასხენ ენასა უღმრთოთასა, მოწამეო, სიტყჳთა შენითა და…
მუხლი: ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკვით და განიზრახეს წმიდათა შენთათჳს.
აღჳრ-ასხენ ენასა უღმრთოთასა, მოწამეო, სიტყჳთა შენითა და სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჰქადაგე ღმრთად და შემოქმედად ყოველთა, (სახელი).
მადლთა შენთა ცუარითა დაშრიტე ვნებათა ჩუენდა საჴუმილი…
მუხლი: შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისაჲ, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი.
მადლთა შენთა ცუარითა დაშრიტე ვნებათა ჩუენდა საჴუმილი შემწუველი, (სახელი) დიდებულო, რომელნი ვადიდებთ საჴსენებელსა შენსა.
გოდოლ მტკიცე იქმენ, ნეტარო, წინააღმდგომთა მიმართ და…
დიდებაჲ, ჴმაჲ ბ, მამისაგან შობილ
გოდოლ მტკიცე იქმენ, ნეტარო, წინააღმდგომთა მიმართ და უკუნ აქციენ; მბრძოლი ხარ უბრძოლელი და შესავედრებელი და მჴურვალე მეოხი მვედრებელთა შენთაჲ და მსწრაფლ შემწე ჭირვეულთაჲ, მოწამეო, და მჴსნელი ყოვლად განმზადებული ყოველთა კაცთაჲ, რომელნიცა სარწმუნოებით ითხოვენ შენგან, (სახელი)
მოწამემან შენმან უფალო (სახელი) ღვაწლსა შინა თჳსსა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითა ჴმაჲ დ
მოწამემან შენმან უფალო (სახელი) ღვაწლსა შინა თჳსსა გჳრგჳნი მოიგე უხწნელებისა, შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
შურითა მოტყინარე საღმრთოჲსა სიყუარულისაჲთა, უძლეველო მოწამეო, ახოვნად…
დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა დ, მოგიცემიეს
შურითა მოტყინარე საღმრთოჲსა სიყუარულისაჲთა, უძლეველო მოწამეო, ახოვნად ეკუეთე მთავრობათა ბნელისათა და ჴელმწიფებათა და სატანჯუელთა მძჳნარეთა და მძლავრთა სასტიკთა ბოროტთა, და ძლევითა შემკობილი გჳრგჳნოსან იქმენ მარჯუენისაგან ღმრთისა, (სახელი) ყოვლად დიდებულო, ანგელოზთა მოდასეო.
უწყალოდ განსხირპულმან გუემანი მწარენი თავს-ისხენ და ცეცხლისა მიერ დაწუვაჲ დილეგთა შეწყუდევაჲ და მახჳლი სიმჴნით მიითუალე, ნეტარო (სახელი), ხოლო აწ ცათა შინა იშუებ მარტჳლთა თანა მოხარული, ამისთვს გნატრით და წმიდასა ჴსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ, ღუაწლმრავალო მოწამეო, დიდებულო და ქებულო.
სამკაულ ღმრთივ-შუენიერ მოწამეთა იქმენ, ნეტარო, და მნათობ ეკლესიათა, სუეტ მტკიცე, შეურყეველ და ნავთსადგურ ყოველთა მიმძლავრებულთა, საუნჯე საკჳრველებათა და მკურნალ სენთა და ტკივილთა, ამისთვს წამებისა შენისა ჴსენებასა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ, (სახელი) ყოვლად დიდებულო, უძლეველო მოწამეო.
პირველსა სიხარულსა, შუენიერებათა უფსკრულსა ეძიებდ, (სახელი), ვინაჲცა ახოვნად შებმა უყავ წინამდებარეთა მათ ღუაწლთა ძლიერთა და ეწყვე მაცთურსა და სიმხნით დაახეთქე იგი ქუეყანად და შეითხზ გჳრგჳნი ძლევისაჲ ღმრთივ-ბრწყინვალე, უძლეველო, და ევედრები შემსხმელთა შენთათჳს ყოვლად ძლიერსა.
სიბრძნითა შემკობილმან აღმოსთქუ სიტყუაჲ ცხოვრებისაჲ და მოაქციენ უცებნი ამხილებდ მრავალთა და მრავალ ღმერთეებისა ღელვათა დააყუდებდ და განამტკიცებდ მორწმუნეთა პყრობად მტკიცედ საღმრთოსა მადლსა; ამისთჳს მძჳნვარენი სატანჯუელნი ახოვნად თავს-ისხენ, (სახელი), და ზეცათა სუფევასა აჰჴედ გჳრგჳნშემოსილი
ღუაწლთა მიერ მაღალთა სისხლმწთოლვარე და შემკობილი წარმოუდეგ მეუფესა მსხუერპლი სულნელი, საკუერთხი უბიწოჲ და ძღუენი წმიდაჲ და სათნოჲ და შესაწირავი ბრწყინვალე და საკუმეველი შეწყნარებული, ვინაჲცა მეოხებითა შენითა სავსებაჲ ეკლესიისაჲ უვნებელად დაიფარე, ნეტარო (სახელი)
(სახელი) ყოვლად ნეტარმან კერპთმსახურთა მძაფრი ყინელი სულისა მჴურვალებითა განადნო და წარკუეთითა თავისაჲთა კურნებათა მდინარენი აღმოაცენნა და განჴმელთა სულთა მორწყავს ღმრთისა მადლითა, ამისთჳს დღეს შევასხმიდეთ, ვა̅ მეოხსა ჩუენსა მჴურვალესა და შემწესა უძლეველსა, ერნო მარტჳლთმოყუარენო.
წყალთა შინა შთასთხიენ წარმართთა სამსახურებელნი და უღმრთონი განაცჳბრენ, ნეტარო, სასწაულთა მათ მიერ, რომელთა-იგი აღასრულებდ შენ და შორის მათსა მდგომარემან მაღლით განბანაჲ შეიწყნარე, რამეთუ ღმერთმან გადიდა, ვა̅ საკუთარი მოწამე თჳსი და ახოვანი მჴედარი და ანგელოზთა მოდასე.
გაქუს შენ მდინარე საშუებელისაჲ, მომტევებელი წყალი ქრისტე…
დიდებაჲ, ჴმა ბ, მამისაგან შობილ
გაქუს შენ მდინარე საშუებელისაჲ, მომტევებელი წყალი ქრისტე მჴსნელი, მოწამეო, რომლისა იქმენ ჭეშმარიტად მოღუაწე, ღელვათაგან ცოდვისათა დამიფარენ ჩუენ და დააცხრვენ ქარნი იგი განსაცდელთანი და განმარინენ დანთქმისაგან შენითა მით ზეგარდამო მყუდროებითა, ღირსად სანატრელო (სახელი).
ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი წინაჲსწარმეტყუელებისაგან ესაიასი საკითხავი
ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ენენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი. მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, იტყვის უფალი ღმერთი, და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რაჲთა სცნათ და გრწმენეს და გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინაჲსწარ ჩემსა არა იყო სხუა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს. მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი. მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა ვყო, ვინ გარე-მიაქციოს იგი. ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაელისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ და აღვადგინნე მეოხნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ.
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა ღმრთისათა, და არა…
სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ, და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შენა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაჰშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი, და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა იყოს. რამეთუ სიბერისა…
სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა იყოს. რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ; რამეთუ მჴცოვნებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ და ჰასაკ სიბერის ცხორებაჲ უბიწოჲ. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა და გარდაიცვალა. და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმისყოფაჲ მისი, ანუ ზაკუვამან აცთუნოს სული მისი. რამეთუ შური სიხენეშისაჲ დააბნელებს კეთილსა, და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ. და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი; რამეთუ სათნო იყო უფალისა სული მისი. ამისთჳს ისწრაფა განსვლაჲ შორის უკეთურებისა. ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს, და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი ღირსთა მისთა.
რაჟამს საჴუმილი უღმრთოებისაჲ ყოველსა სოფელსა მოსწუვიდა, დიდებულო…
ლიტიასა ზედა, ჴმაჲ ბ, მამისაგან შო
რაჟამს საჴუმილი უღმრთოებისაჲ ყოველსა სოფელსა მოსწუვიდა, დიდებულო, მაშინ, აღტყინებულმან ცეცხლთა სულისაჲთა, ქალწულისა შობილი ღმერთი ჰქადაგე წყალობისა ჩუენისათჳს განკაცებულად და ცეცხლისა და სატანჯუელთა მწარენი გუემანი თავს-ისხენ ღმრთისა მიერ განმტკიცებულმან, ნეტარო (სახელი).
რაჟამს-იგი მტერი სახელხენეში ისწრაფდა მიპარვად გონებისა შენისა, მაშინ სიმჴნითა განშუენებული წინა-განეწყვე და თავს-ისხენ ტკივილნი ახოვნებით, უტკივართა სავანეთა მომატყუებელნი და საუკუნეთა შუებათანი, ყოვლად ქებულო მოწამეო, და მკჳდრ იქმენ ქრისტეს თანა სასუფეველსა.
რაჟამს-იგი გგუემდა მძლავრი ძარღჳთა და ხუეტითა დაუპყრობელითა განგლევდა, მაშინ თუალნი შენნი აღიხილენ ღმრთისა მიმართ, რომელმან მოყო ჴელი შეწევნისაჲ, ვინაჲცა სრულ-ჰყავ სარბიელი წამებისაჲ და ღირს იქმენ მოსაგებელთა დიდთა და მიუწდომელთა, (სახელი) ახოვანო, ღუაწლით-შემოსილო.
ცხორებაჲ იგი სამარადისოჲ დაიმკჳდრე, (სახელი) დიდებულო მოწამეო…
დიდებაჲ, ჴმაჲ დ გუერდი, ვითარ-მე გხად
ცხორებაჲ იგი სამარადისოჲ დაიმკჳდრე, (სახელი) დიდებულო მოწამეო და მარტჳლთა გჳრგჳნო, საღმრთოდ მოქალაქობითა შენითა, ხოლო რაჟამს მოჰკუედ, მოაკუდინენ საბრხენი ამპარტავანისა მტერისანი, ამისთჳსცა გადიდა, ღმერთი-შემოსილო, შემდგომად სიკუდილისა ნიშთა მიერ საკჳრველთა მეუფემან.
სისხლითა ჴორცთა შენთაჲთა შეღებული ძოწეული და პორფირი…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ, მჴნეონი
სისხლითა ჴორცთა შენთაჲთა შეღებული ძოწეული და პორფირი შეიმოსე ღმრთისა მადლითა და თავი შენი გჳრგჳნითა უხრწნელთა შეამკევ და ჯუარი უძლეველი, ვა̅ კუერთხი, იტჳრთე ჴელთა, (სახელი), და ჰსუფევ ქრისტეს თანა, ყოვლად ბრძენო, ცათა შინა საუკუნოდ; გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
მჴედრად ყოვლად უძლეველად გამოსჩნდი, ღირსო (სახელი), რამეთუ…
მუხლი: ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკვით და განიზრახეს წმიდათა შენთათჳს.
მჴედრად ყოვლად უძლეველად გამოსჩნდი, ღირსო (სახელი), რამეთუ ჯუარი საჭურველად აღიღე და განხუედ წყობად ახოვნებით მტერთა წინააღმდგომთა და დააკუეთენ იგინი ბრწყინვალედ მოღუაწებითა და გჳრგჳნითა ძლევისაჲთა შეიმკვე მხოლოჲსაგან ღმრთისა ყოვლად ძლიერისა და იხარებ წინაშე მისსა.
პატიოსანთა ვნებათა შენთა მიერ სახე იქმენ დიდებულთა…
მუხლი: შეისმინე, ღმერთო, ჴმისა ჩემისაჲ, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი.
პატიოსანთა ვნებათა შენთა მიერ სახე იქმენ დიდებულთა ვნებათა ქრისტესთა, (სახელი), და ძლევით შემოსილი ზეცას მკჳდრ ხარ წმიდათა თანა და მადლით განმღრთობისა სიხარულით იხარებ; ამისთჳსცა ჩუენ აღვასრულებთ წმიდასა ჴსენებასა შენსა, ღუაწლით-შემოსილო სამკაულო მოწამეთაო.
მარტჳლთა გჳრგჳნითა შემკული და სისხლთა შენთა მიერ…
დიდებაჲ, ჴმაჲ დ გუერდი, ვითარ-მე გხად
მარტჳლთა გჳრგჳნითა შემკული და სისხლთა შენთა მიერ ღებულითა პორფირითა წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჰსუფევ ანგელოზთა თანა, (სახელი) მარტჳლთა შუენიერებაო, რომლისა მიმართ მეოხებითა შენითა ჩუენ ყოველთა გჳთხოვე დიდი წყალობაჲ, სამგზის სანატრელო, და მოგუეც ძლევაჲ მტერთა უხილავთაჲ.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
მდინარესა შინა სისხლთა შენთასა საცნაური ფარაო მჴედრებითურთ…
ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ გუერდი
მდინარესა შინა სისხლთა შენთასა საცნაური ფარაო მჴედრებითურთ მოაშთვე, დიდებულო, და წიაღ-ჰხედ ქუეყანად, რომელსა შინა მშჳდნი მკჳდრ არიან და მოწამენი იშუებენ და გჳრგჳნი უხრწნელებისაჲ მოიღე, ყოვლად ქებულო, ვინაჲცა აღმოაცენებ კურნებათა და დაჰჴსნი ვნებათა და სდევნი სულთა ბოროტთა, ღუაწლით-შემოსილო (სახელი); ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა მოტევებაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით დღესასწაულობენ ჴსენებასა შენსა
სიმჴნითა სულისაჲთა სარწმუნოებაჲ ჯაჭუად შთაიცჳ და სიტყუაჲ…
სხუაჲ, ჴმაჲ ბ
სიმჴნითა სულისაჲთა სარწმუნოებაჲ ჯაჭუად შთაიცჳ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ვა̅ ლახუარი, ჴელთ-იდევ და მტერი განჰგურიმე, მოწამეთა შორის დიდებულო (სახელი), რომელთა თანა დაუცხრომელად ევედრე ქრისტესა ღმერთსა და მეოხ გუეყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.
ვა̅ მჴედარმან ქრისტესმან უძლეველმან ღუაწლით-შემოსილმან და უშიშმან…
წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ
ვა̅ მჴედარმან ქრისტესმან უძლეველმან ღუაწლით-შემოსილმან და უშიშმან, მოწამეთა სიქადულო ყოვლად დიდებულო, დაუჭნობელი გჳრგჳნი ზეგარდამო მოიგე და იხარებ ანგელოზთა თანა და ჰგალობ დაუცხრომელად გალობასა ძლევისასა (სახელი), ოხითა შენითა აცხოვნენ სარწმუნოებით შემსხმელნი საღმრთოთა მათ ღუაწლთა შენთანი.
ეგზებოდე სარწმუნოებისა აღსაარებითა და საცთურისა დაშრიტე ბოროტადმადიდებლობაჲ…
სხუაჲ, ჴმაჲ დ გუერდი
ეგზებოდე სარწმუნოებისა აღსაარებითა და საცთურისა დაშრიტე ბოროტადმადიდებლობაჲ და დაჰჴსენ უღმრთოჲ სიქადული და ზახებაჲ უშჯულოებათაჲ, (სახელი), და იქმენ საღმრთო მრგულიად დასაწუველ და საკჳრველთმოქმედებითა შეაცურევ ცისკიდეთა; დიდებულო მოწამეო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით აღვასრულებთ საჴსენებლსა შენსა.
გადიდებთ შენ მრავალთა ტანჯუათა დამთმენელო წმინდაო (სახელი)…
სადიდებელი
გადიდებთ შენ მრავალთა ტანჯუათა დამთმენელო წმინდაო (სახელი), და ვადიდებთ პატიოსანსა წამებასა შენსა, რომელ ქრისტეს ღმრთისათჳს თავს იდევ.
სისხლთა შენთა მიერ წმიდათა მოაშთვე მტერი ამპარტავანი…
წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ ბ
სისხლთა შენთა მიერ წმიდათა მოაშთვე მტერი ამპარტავანი და გჳრგჳნშემოსილი ყოველთა მეუფისა აღიწიე და კურნებისა მადლთა აღმოაცენებ ხოლო სნეულებათა უჩინო ჰყოფ, (სახელი) მოწამეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ
ბნელსა შინა საცთურისასა აღმობრწყინდი, ვა̅ ელვარე ვარსკულავი…
სხუაჲ, ჴმაჲ გ გუერდი
ბნელსა შინა საცთურისასა აღმობრწყინდი, ვა̅ ელვარე ვარსკულავი, (სახელი), და სიცბილსა უშჯულოთასა ამხილე და შჯულიერად იღუაწე და სრულ ჰყავ სრბაჲ შენი და ძლევისა გჳრგჳნი ღმრთისაგან დაიდგი და კადნიერებით მდგომარე ხარ მის წინაშე, რომლისა მიმართ მეოხ გუეყავ, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ ხრწნილებისაგან.
მოწამემან შენმან, კაცთმოყუარე, შენ მიერ განმჴნობილმან, დაამჴუა…
წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა გ გუერდი: იხარებდეს მართალი უფალისა მიმართ და ესვიდეს მას. მუხლი: შეისმინე ღმერთო, ჴმისა ჩემისაჲ, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი. სახარება ლუკასი 13, დას: 12, 2-12 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, ჴმაჲ დ გუერდი
მოწამემან შენმან, კაცთმოყუარე, შენ მიერ განმჴნობილმან, დაამჴუა მტერი მართალთაჲ და მძლავრნი დააკუეთნა და ძლევისა ნიჭნი მოიხუნა სამართლად მარჯუენისა შენისა მიერ, სახიერ, და აწ მისითა მეოხებითა მოანიჭე ერსა შენსა ზეგარდამო წყალობაჲ და მშჳდობაჲ, ვა̅ ხარ მხოლოჲ მრავალმოწყალე
სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარე…
გალობანი წმიდათა მოწამისანი ჴმაჲ ა გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:
სასწაულითა იჴსნა ერი უფალმან და ზღუაჲ მღელვარე სიტყჳთ განაჴმო პირველ, და დღეს უხრწნელად იშვა ქალწულისაგან და წარმიძღუა ჩუენ ზეცად ბუენებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობთ.
კეთილ ჰყავ სული ჩემი უსახურქმნილი ვნებათა მიერ, ვა̅ სახიერმან შესხმად წმიდასა საჴსენებელსა შენსა, (სახელი).
იცან ყოველთა მცნობელი, მოწამეო ღმრთივ-სულიერო, და განკაცებაჲ მისი ცხადად ჰქადაგე წინაშე წარმართთაჲსა და არა ჰზრუნევდ ჴორცთა სიკუდილისათჳს, არცა გელმოდა, ვა̅ უჴორცოსა.
აჰმართენ, მჴნეო, სწავლითა დაცემულნი და აღდგომისა მადლსა ღირს ჰყვენ მიმთხუევად და ბრწყინვალებაჲ საუკუნოჲ მიჰფინე, რამეთუ მორწმუნე ჰყვენ, (სახელი) ღმერთი-შემოსილო, და იღუაწეს კეთილად.
ვერ შემძლებელ ვართ ქებად შენდა ღირსებით, ღმრთისა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ვერ შემძლებელ ვართ ქებად შენდა ღირსებით, ღმრთისა დედაო, რამეთუ უზეშთაეს ცნობათა ჩუენთა ამაღლებულ იპოვე, ხოლო არა დავდუმნეთ დიდებად შენდა მსგავსად ძალისა, რაჲთა შემწე მოგიგოთ.
ზღუაჲ უვალი, რომელი მყარ ქუეყანა იქმნა პირველად…
სხუანი გალობანი, ჴმაჲ დ ძლისპირი:
ზღუაჲ უვალი, რომელი მყარ ქუეყანა იქმნა პირველად ბრძანებითა შენითა, გამოუთქუმელო ღმერთო, შეიწყნარა მან ერი ისრაელისჲ, და რომელთა შეგიმზადეს ძლევისა გალობაჲ.
მცნებათა ღმრთისათა ბრწყინვალებასა მისდევდი შენ, მოწამეო, და ფერჴნი შენნი, ღირსო, ავლინენ გზათა საღმრთოთა და დაუპყრობელითა სწრაფითა შეხუედ სავანეთა საუკუნეთა.
სისხლთა შენთა უფსკრულსა შინა მოაშთვე გონიერი ზუავი იგი ფარაო და, ვა̅ ღელვანი, წიაღ-ჰვლენ ღუაწლნი და ნაწილად დაიპყარ მართალთა და წმიდათა სანატრელი ცხორებაჲ.
შეიმოსე სახელი ქრისტესი, მჴნეო მოწამეო, ვა̅ რაჲ ნათელი, და ურწმუნოებისა ბნელი განაგდე, ამითჳსცა აწ ჰბრწყინავ ნათლითა საღმრთოჲთა ზეცისა ძალთა თანა
სასაკუმევლე ოქროჲსაჲ, და ტაკუკი მანანჲსაჲ მის, და…
ღვთის-მშობლისაჲ:
სასაკუმევლე ოქროჲსაჲ, და ტაკუკი მანანჲსაჲ მის, და კუერთხი აჰრონისი მოასწავებდეს შენთჳს. და კიდობანი სიტყუათა მათ საღმრთოთაჲ სახე გექმნებოდა შენ, დედაო ღმრთისაო.
ზეშთა ბუნებისა ხილვაჲ იხილა შჯულისმდებელმან: ბუნებითი იგი…
მოიხილესა ძლისპირი:
ზეშთა ბუნებისა ხილვაჲ იხილა შჯულისმდებელმან: ბუნებითი იგი თჳთმგზებარე ცეცხლი ედებოდა მაყუალსა და არა შესწუვიდა მას. და შიშით ზარგანჴდილი ესრეთ იტყოდა: წმიდა არს და მართალ სახელი შენი, უფალო, სასწაულთა მოქმედო.
ხჳდოდე რაჲ გზასა შუენიერსა წამებისასა, ჰპოვე ქრისტე ღმერთი სახიერი თანაშემწედ და მისა მიმართ წარჰმართენ სლვანი შენნი, რომელმან-იგი წრფელ ყუნა ალაგნი შენნი და სრულ-ყო კეთილად სარბიელი შენი, (სახელი) ღუაწლით-შემოსილო.
ფრთოვან ჰყავ გონაბაჲ შენი ზეცათა სიმაღლისა მიმართ და მთხრებლთა ზაკულთა და მახეთა მტერისათა წარმწყმედელთა უმაღლეს იქმენ, ღირსო, და, ვა̅ რაჲ მფრინველი შუენიერი, წამებისა მიერ აჰმაღლდი, მჴნეო, და ზეცისა ბუდეთა განისუენე.
მადლითა მისითა, რომელმან უძლურებანი ჩუენნი თავს-ისხნა შემოსად, განსძლიერდი, მჴნეო, და დაეც ძლიერებაჲ მტერისა ბოროტისაჲ და შჯულიერითა მით მოღუაწებითა შენითა, ნეტარო (სახელი), გჳრგჳნნი ძლევისანი დაიდგენ.
დიდებულ იქმნა სასწაული ქუეყანასა ზედა, ქალწული მიუდგა…
ღვთის-მშობლისაჲ:
დიდებულ იქმნა სასწაული ქუეყანასა ზედა, ქალწული მიუდგა და გჳშვა ჩუენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა და ქალწულადვე ჰგიეს. ვინ იხილა ესე შორის დედათა? რომელი მისგან განჴორციელდა, მან წმიდა ყო საყოფელი თჳსი.
ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა, იტყოდა მოსე…
სხუანი ძლისპირი:
ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა, იტყოდა მოსე წინაჲსწარმეტყუელი, რაჟამს შევიდა იგი შეუვალსა მას და ესმა მას უსმენელი უხილავისაგან, ხოლო პირი მისი ხილვითა ღმრთისაჲთა ნათლითა მზეებრ გაბრწყინდა.
ცეცხლითა სულისა წმიდისაჲთა ეგზებოდე, ბრძენო, და ურწმუნოთა ცთომილნი ზრახვანი ეკლის სახედ დასწუენ სიტყჳთა შენითა და მოძღურებათა შენთა ნათლითა წარუმართე ღვთის-მსახურებისა ნათლად მორწმუნეთა, ნეტარო (სახელი).
სიბრძნითა საღმრთოჲთა, რომელი გაქუნდა, (სახელი), სიბრძნენი წარმათთანი განაცოფენ და საქმით დაამტკიცენ სიტყუანი შენნი და ყოველთა დამბადებელად და განმგებელად ჰქადაგე, ნეტარო, ქრისტე მაცხოვარი, ჩუენთჳს ქუეყნად მოსრული.
ქრისტეს მოწამეო, ყოვლად ქებულო (სახელი), ემბაზისა მიერ ქსოვილი კუართი, ნათელი და წმიდაჲ, უფროჲს განაშუენე და პირად-პირადად შეამკვე სისხლთა მიერ და ღუაწლთა ძლიერთა და უბრწყინვალეს ჰყავ უფროჲს ნათელსა მზისასა.
დაუღამებელი ნათელი მკჳდრ იყო გულსა შენსა და მით დაჰჴსენ ბნელი უღმრთოებისაჲ და განჰბრწყინდი ელვარედ, (სახელი), ნათლითა საღმრთოჲთა ნიშთა და სასწაულთაჲთა და ჰკურნებ ყოველთა ქრისტეს მორწმუნეთა და დასწუავ სულთა ბოროტთა.
საღმრთოსა ვენაჴსა, მტჳრთველსა ცხორებისა ტევანსა, დედასა ანგელოზთა…
ღვთის-მშობლისაჲ:
საღმრთოსა ვენაჴსა, მტჳრთველსა ცხორებისა ტევანსა, დედასა ანგელოზთა შემოქმედისასა, რომლისა საშოჲთ მიეფინა ნათელი მსხდომარეთა ბნელსა შინა, სასოწარკუეთილთა, ერთობით ყოველნი ყოვლად შევამკობდეთ ჩუენ ყოველთა სამკაულსა.
ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლე…
გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:
ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სიმაღლე მაცთურისაჲ, და ზეშთა აღამაღლე დღეს ეკლესიაჲ, და შეუშფოთებელად დაამტკიცენი მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.
ჰგონებდა შენსა ცთუნებასა, ნეტარო, ზაკულთა მიერ ლიქნათა უკეთური, არამედ განცრუვნა სიცბილი მისი, რამეთუ კლდესა ზედა შეურყეველსა დაემტკიცე შენ სარწმუნოებისასა.
განჰვლენ უფსკრულნი ჴორცთა ტკივილისანი საჭეთპყრობითა ქრისტეს მეუფისაჲთა, ღუაწლისა მძლეო მჴნეო (სახელი), და შეხუედ ნავთსადგურსა საუკუნოჲსა ფუფუნებისა და განსუენებისასა.
ტანჯვაჲ და გუემაჲ, მახჳლი და ტაფაკი და ცეცხლი მძაფრი და მჴეცნი და სიკუდილი საწადელ არიან ჩემდა ქრისტეს ღმრთისათჳს-ჰჴმობდი, (სახელი), რაჲსა უდებ ხართ, მძლავრნო უღმრთონო, კერპთა ყრუთა მონანო?
წმიდაჲ წმიდათაჲ, ქალწულებით მშობელი, უკუდავებისა მიმსგავსებულ იქმნა…
ღვთის-მშობლისაჲ:
წმიდაჲ წმიდათაჲ, ქალწულებით მშობელი, უკუდავებისა მიმსგავსებულ იქმნა დღეს საყდართა ქერაბინთა, რაჟამს იტჳრთა დაუსაბამოჲ ღმერთი ჴორციელქმნული წიაღთა თჳსთა, მჴსნელი დაბადებულთაჲ.
ბუნებით ლმობიერ იქმენ, მჴსნელო, ბუნებასა ჩემსა უძლურსა…
სხუანი ძლისპირი:
ბუნებით ლმობიერ იქმენ, მჴსნელო, ბუნებასა ჩემსა უძლურსა, რომელიცა შეიმოსე, ღმრთეებით განაძლიერე, და ღაღადებს: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე.
ცეცხლითა ღუაწლთა შენთაჲთა, მჴნეო, აღჰლესე ლახურებ გუამი შენი, რომლისა მიერ განჰგურიმენ გუნდნი ბოროტთა ეშმაკთანი და ძალი მძალვრთა უღმრთოთაჲ, (სახელი) დიდებულო
იხარებდ, მჴნეო, უფალისა-მიერ, რაჟამს-იგი იღუწიდ ქრისტესთჳს და სიტკბოებად უსაზღვროდ მიითუალევდ სატანჯუელთა და, ვა̅ საფასეთა, მოიტაცებდ მათ წადიერად.
ვა̅ რაჲ პორფირი შეჰღებენ ჴორცნი, მჴნეო, სისხლთა წუეთითა და შეამკვე სული შენი, ვა̅ შარავანდედი, და სათნოებათა მწყობრი სახედ გჳრგჳნისა დაადგენ მას.
გამოსჩნდი ღელედ დაუთესველად, განმამრავლებელად იფქლისა, და შენ…
ღვთის-მშობლისაჲ:
გამოსჩნდი ღელედ დაუთესველად, განმამრავლებელად იფქლისა, და შენ მიერ მოვისთულეთ ჩუენ თავწარსხმული ცხორებისაჲ, და რომელნი ვეზიარებით, მივიღებთ მისგან უკუდავებასა.
ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, განჰბრწყინდი მოღუაწებითა და…
წარდგომაჲ, ჴმაჲ ა
ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, განჰბრწყინდი მოღუაწებითა და ელვარე იქმენ, ბრძენო, კურნებათა ნათლითა და ბნელი კერპთაჲ უჩინო ჰყავ და ეშმაკნი აოტენ საღმრთოჲსა მადლისა ძლიერებითა, ამისთჳს წმიდასა ჴსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ ყოველნი, (სახელი) ღმრთივ-სანატრელო, მოწამეთა სიქადულო, მითხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.
სარწმუნოებისა ჯაჭუ ჭურითა შეიჭურე და დაშჭრენ ყოველნივე…
სხუაჲ, ჴმაჲ დ
სარწმუნოებისა ჯაჭუ ჭურითა შეიჭურე და დაშჭრენ ყოველნივე ბანაკნი მტერისანი, ღმერთი-შემოსილო ყოვლად ქებულო (სახელი), და ყოველნივე სამნაკეცნი ღელვანი ტანჯვათანი მოითმინენ და სიხარულით შეხუედ ნავთსადგურსა ცხორებისასა და ლოცვითა შენითა განსაცდელთაგან გჳჴსნი მარადის და ითხოვ ქრისტესგან დიდსა წყალობასა.
პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთაჲ ამბაკუმ და…
გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:
პირველ აუწყა წინაჲსწარმეტყუელებით ცხორებაჲ კაცთაჲ ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა მოიჴსენი წყალობაჲ, ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ მო-რაჲ-ხუედ შენ მაცხოვრად ერისა ამის სიტყუაჲ დამბადებელი
მოღუაწებისა სტადიონსა რაჲ შეხუედ სასოებითა ღმრთისაჲთა შეჭურვილი, ეკუეთე მტერსა ახოვნად, მოწამეო, და ფერჴთა ქუეშე შენთა დაეც და მოჰკალ, (სახელი) მჴნეო, ღუაწლისა მძლეო.
სიტყუათა შენთა სიბრძნითა და საქმეთა ყოვლად წმიდათა ჩუენებითა განჰგურიმენ მტერნი, რომელნი ჰგონებდეს სიცოფითა თმენათა შენთა ძლევასა და ცთუნებად შენდა, ნეტარო მჴნეო (სახელი).
ცეცხლისა მიერ ღმრთისა სიყუარულისა აღატყინე შენ გონებაჲ შენი, მჴნეო, და ცეცხლისაგან უღმრთოჲსა ყოვლადვე არა შესძრწუნდი, არამედ დასწჳ ნივთი კერპთა მცბიერთაჲ, ბრძენო (სახელი).
ქალწული წმიდაჲ იესეს ძირისაგან აღმოგჳცენდა და გჳშვა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ქალწული წმიდაჲ იესეს ძირისაგან აღმოგჳცენდა და გჳშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი პირველ საუკუნეთა იყო და უვნებელად დაიცვა ქალწულებაჲ შობასა მისსა უაღრეს ბუნებათა.
განზრახვაჲ საუდუმლოჲ, შობაჲ შენი ქალწულისაგან, დამბადებელო, რაჟამს…
სხუაჲ ძლისპირი:
განზრახვაჲ საუდუმლოჲ, შობაჲ შენი ქალწულისაგან, დამბადებელო, რაჟამს იხილა, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
სისხლთა ნაკადულითა განსწმიდე შენ ქუეყანაჲ კერპთა საცთურისაგან სისხლთა და კუამლთა მიერ საეშმაკოთა განხრწნილი, (სახელი) ღუაწლით-შემოსილო უძლეველო.
ჰასაკისა შენისა ბრწყინვალებაჲ განაშუენე სისხლთა მდინარითა, და მიჰრონითა სულისა წმიდისაჲთა უფროჲს ვარდთა და ყუავილთაჲსა სულნელ გუყოფ ჩუენ სასწაულთა მიერ.
მცნებათა ღმრთისათა, კლდესა ზედა დაამტკიცენ ფერჴნი, დიდებულო, და სისრისაგან მძლავრთა უშჯულოთაჲსა ყოვლადვე არა შეირყიე, არცაღა მოიწყავ გონებითა.
მარჯულ შენსა ჰხედევდ ღმერთსა, დიდებულო, სტადიონსა რაჲ შინა იღუწიდი, (სახელი), ანმისთჳსცა ყოვლადვე არა გგლოდა სატანჯუელთათჳს, არცაღა ჰზრუნევდ საგუემელთათჳს.
შენ, მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტად ღვთის-მშობელსა, გიგალობთ ყოველნი…
ღვთის-მშობლისაჲ:
შენ, მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტად ღვთის-მშობელსა, გიგალობთ ყოველნი, რომელსა-იგი მაყუალი სახე გექმნა, რომელი იხილა მოსე ზედა მთასა სინასა, მოტყინარე ცეცხლითა.
საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხუედი, ქრისტე. აღმსთობილნი…
გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:
საცთურთა ბნელთა ღამისათა შენდობად მოხუედი, ქრისტე. აღმსთობილნი შევსწირავთ დღეს გალობასა შენდა, ვა̅ ღმერთი ხარ, რაჲთა წარმიძღუე გზასა მშჳდობისასა, შესლვად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩუენ.
შჯულთა მაცთურთა წინა-უყვენ, ნეტარო, შჯულნი საღმრთონი ქრისტეს მეუფისანი, ვა̅ მჴნემან შჯულიერმან მარტჳლმან, და დაჰჴსენ შჯული უშჯულოჲსა მძლავრისაჲ შჯულსა საღმრთოსა დამტკიცებითა, ღირსო.
განთქუმულ და ქებულ, დიდებულ და საკჳრველ იქმნა მოწამე დიდი (სახელი) და ნეტარებით იდიდების ჩუენ მიერ და ძალთა თანა ზეცისათა იხარებს ღირსი ბრწყინვალედ მარადის ცათა შინა.
ცხორებისათჳს კაცთა ნათესავისა განჴორციელდა ღმერთი შენგან, ქალწულო…
ღვთის-მშობლისაჲ:
ცხორებისათჳს კაცთა ნათესავისა განჴორციელდა ღმერთი შენგან, ქალწულო, შეურევნელად შეიერთა კაცებაჲ და იშვა მხოლოჲ ორითა ბუნებითა და მათ ბრწყინვალედ განანათლა სოფელი.
ნაწილ ჩემდა ხარ, ქრისტე, და დიდება თავისა…
სხუანი ძლისპირი:
ნაწილ ჩემდა ხარ, ქრისტე, და დიდება თავისა ჩემისა. რამთუ შენ, მხოლომან, მიჴსენ მე ბნელისაგან წყუდიადისა უგუნურებისა ნათლითა მით ღმერთეებისაჲთა, და შენდამი ვღაღადებთ: მშჳდობაჲ შენი მომეც ჩუენ.
ვა̅ საწერელი და კალამი სულისა წმიდისაჲ, სისხლთა შენთა მეწამულსა დააწე ენაჲ შენი და უზაკუველი სარწმუოებაჲ დასწერე მორწმუნეთა გულსა, (სახელი), მჴნეო მსახურო სამებისაო.
მადლი ყოვლად წმიდისა სულისაჲ დაემკჳდრა შენ თანა და აღგავსო სიბრძნითა საღმრთოჲთა, ვინაჲცა შექმნულთაგან იცან დამბადებელი, (სახელი) დიდებულო, და ხილულთაგან უხილავი გულისჴმა-ჰყავ.
სიკეთე საწადელი ქრისტეს მეუფისაჲ შეიყუარე, ყოვლად ქებულო (სახელი), და მისთჳს მიეც სიჭაბუკე ჴორცთა შენთაჲ წადიერებით სატანჯუელთა და მსხუერპლად წმიდად და უბიწოდ შეიწირე მისსა
ვა̅ წინამძღუარი და მთავარი საღმთოჲსა ბანაკისაჲ, ქრისტეს მჴედარი (სახელი) თანამოღუაწეთა თჳსთა სიმრავლესა მოუწესს და მათ თანა ადიდებს ღმერთსა და ითხოვს მისგან ცხორებასა მორწმუნეთასა.
აღესრულნეს შენ ზედა წინაჲსწარმეტყუელთა თქმულნი, რამეთუ შენ…
ღვთის-მშობლისაჲ:
აღესრულნეს შენ ზედა წინაჲსწარმეტყუელთა თქმულნი, რამეთუ შენ მუცლად-იღე, ღირსო, დამბადებელი და გჳშევ ჩუენ ჴორცითა ძე დაუსაბამოჲ, რომელ არს ევმანუელ წმიდაჲ, მომცემელი მშჳდობისაჲ.
შთაჴდა იონა სიღრმეთა მათ ზღჳსათა, და ღაღადებდა…
გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:
შთაჴდა იონა სიღრმეთა მათ ზღჳსათა, და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით: აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მიმართ ვღაღადებ: უგულებელს-ყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლე.
აურაცხელსა ჰინდოთა სიმრავლესა, რომელ არიან ეშმაკნი უჴორცონი, უძლურებითა ჴორცთაჲთა ეწყვე, ბრძენო, და დაშჭრენ იგი თმენათა მახჳლითა და ანგელოზთა წესსა თანა იხარებ.
ხჳდოდე შენ მჴნედ გზათა წამებისათა და შეაიწრენ გზანი წარწყმედისანი და მიიწიე ვრცელთა მათ საყოფელთა საუკუნეთა, მჴნეო (სახელი), და ცათა შინა იშუებ წინაშე ღმრთისა.
მსგავსად ოქროჲსა განჰბრწყინდი, მოწამეო, ბრძმედსა მას შინა ჭირთა და ტანჯვათასა და ვნებათაგან საუფლოთა ქრისტესთა დაწერილ იქმენ, ბრძენო (სახელი), და საუნჯეთა ზეცისათა დაიდევ.
სძალო წმიდაო, ვედრებად ნუ დასცხრები, რომლისა იქმენ…
ღვთის-მშობლისაჲ:
სძალო წმიდაო, ვედრებად ნუ დასცხრები, რომლისა იქმენ დედა უბიწოებით, რაჲთა განვერნეთ ღელვათა სოფლისათა, რამეთუ შენ ხარ მყუდროჲ ნავთსაყუდელი მოსავთა შენთაჲ, ღვთის-მშობელო ქალწულო.
ცოდვისა სიღრმეთა დამნთქეს მე, ვა̅ იონა ზღჳსა…
სხუანი ძლისპირი:
ცოდვისა სიღრმეთა დამნთქეს მე, ვა̅ იონა ზღჳსა უფსკრულთა, და ვღაღადებ შენდა მიმართ, სახიერ და კაცთმოყუარე: აღმომიყვანე, ვა̅ იგი დანთქმისა მისგან.
ღელვათა შინა ტანჯვათასა მმართებელად გაქუნდა სარწმუნოებაჲ და ყოვლადვე არა დაინთქ კუეთებისაგან მტერთაჲსა, ქრისტეს მოწამეო ახოვანო (სახელი).
ქრისტეს სურვილითა აღეგზენ და სიტყუანი მისნი დაგტკბეს, ნეტარო, და შეწევნითა მისითა ცეცხლი ფიცხელთა სატანჯუელთაჲ მსგავსად ცუარისა მიითუალე, (სახელი).
სიღრმისაგან კერპთა საცთურისა მთასა ღმრთისასა აჰჴედ, დიდებულო, და ეზრახე მეუფესა და გეუწყნეს საიდუმლონი დიდებისა მისისანი, მჴნეო (სახელი).
ჴორცთა შინა დასთესენ ტკივილნი, ხოლო მოსაგებელნი და ნაყოფნი სულისა მიერ მოისთულენ და უკუდავსა მას დიდებასა სულით და ჴორცით ღირს იქმენ შენ, (სახელი).
იქმენ სამკჳდრებელად ღმრთისა, ქალწულო უსძლოო, რომელსა გუნდნი…
ღვთის-მშობლისაჲ:
იქმენ სამკჳდრებელად ღმრთისა, ქალწულო უსძლოო, რომელსა გუნდნი უსხეულოთანი თუალთა შედგმად ვერ შემძლებელ არიან, ესე საშომან შენმან უცხოდ დაიტია.
ვარსკულავი ელვარედ აღმოხედ, უცდომელ მზესა გვაუწყებ, ქრისტესა…
კონდაკი, ჴმაჲ ბ
ვარსკულავი ელვარედ აღმოხედ, უცდომელ მზესა გვაუწყებ, ქრისტესა შარავადედთა, მის მიერ განათლებულო, ღუაწლით-შემოსილო (სახელები), სრულიად დაშრიტე სიმრავლეჲ საცთურისაჲ და ჩუენ მოგუფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად სულთა ჩუენთათჳს.
სიყუარულთა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ…
გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:
სიყუარულთა ყოველთა მჴსნელისაჲთა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაჲ მძლავრისა ღვთის-მოძულისაჲ, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
ზეცისა იგი დიდებაჲ დაიმკჳდრე, ვინაჲთგან ყოველივე დიდებაჲ განხრწნადი მოიძაგე და შეიყუარე ღმერთი წადიერებით, ამისთჳს პატივს-ვსცემთ ჴსენებასა შენსა დღეს, მჴნეო (სახელი).
დაყროლებულთა კერპთა არა ჰმსახურე, რამეთუ ჰმსახურებდი ღმერთსა უკუდავსა, (სახელი), რომელი მოკუდა ჩუენთჳს ნებსით ჴორცითა და მოკლა ძალი მტერთა ეშმაკთაჲ; ამისთჳს ჰსუფევ მის წინაშე.
ერთი ძე მხოლოჲ, თანადაუსაბამოჲ მამისა და სულისა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ერთი ძე მხოლოჲ, თანადაუსაბამოჲ მამისა და სულისა წმიდისა, შენგან განჴორციელდა უქცეველად, უსძლოო სძალო მარიამ, რომელსა უღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
არა ჰმსახურეს დაბადებულსა ღმერთი-შემოსილთა დამბადებელისა წილ და…
სხუანი ძლისპირი:
არა ჰმსახურეს დაბადებულსა ღმერთი-შემოსილთა დამბადებელისა წილ და შეურაცხ-ყუეს ცეცხლი შემწუელი, სატანჯუელი და ესრეთ იტყოდეს: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.
საჴუმილ განმლეველ იქმენ, ნეტარო, ნივთსა მწიკულევანსა კერპთა უჴმოთასა და უცნებასა ეშმაკთა მცბიერთასა, (სახელი), და ჰგალობდ: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.
ღუაწლთა შენთა სისხლითა, ნეტარო, მოიგე ზეცათა სუფევაჲ უოხჭნოჲ, (სახელი), და განხრწნადთა წილ უხრწნელნი შუებანი და ჰგალობდ: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.
საჭურველად უბრძოლველად გაქუნდა ჯუარი უძლეველი, მჴნეო (სახელი), და სპარაზენნი მტერთანი დასჭრენ და ძლევაშემოსილი იტყოდე: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.
მიურულებელად გაქუნდეს, მჴნეო, თუალნი გულისანი ქრისტეს ღმრთისა მიმართ და უშჯულოთა სიცბილმან ვერ შეგარყია ყოვლადვე, არამედ ჰგალობდ: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.
სიტყუათაგან სულიერთა მოგუესწავა ჩუენ სამებისა ძალი და აღვიარებთ ყოველნი ერთსა ღმრთეებასა და გალობით ვიტყჳთ: ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, უფროჲსად კურთხეულ ხარ შენ.
ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ…
გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:
ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშვა ცეცხლი ღმერთეებისაჲ და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ. ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
ჴორცთა ტანჯვანი და ძჳრ-ძჳრად გუემანი უგულებელს-ჰყვენ ღმრთისა სიყუარულითა და სიხარულით აღასრულე სრბაჲ შენი და შეირაცხე ზესკნელთა ძალთა თანა, (სახელი) ახოვანო ქრისტესო
დაეცა ძალი უჴორცოთა მაცთურთაჲ, რამეთუ ჴორცთა უძლურებითა მჴნეთა ქრისტეს მარტჳლთა ესენი დააკუეთნეს, განმტკიცებულთა ძალითა ძლიერითა მეუფისაჲთა გჳრგჳნნი დაიდგნეს.
შენ, უბიწოო ღვთის-მშობელო, ქალწულო, ევედრე ჩუენთჳს, რომელი…
ღვთის-მშობლისაჲ:
შენ, უბიწოო ღვთის-მშობელო, ქალწულო, ევედრე ჩუენთჳს, რომელი ჰშევ უთესლოდ, რაჲთა მიჴსნნეს საბრჴეთაგან მტერისათა, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და სიქადული ჩუენ მორწმუნეთაჲ, რომელნი გაკურთხევთ შენ.
ყრმანი ბრწყინვალენი საჴუმილისაგან პირველად იჴსნა შობილმან ქალწულისაგან…
სხუანი ძლისპირი:
ყრმანი ბრწყინვალენი საჴუმილისაგან პირველად იჴსნა შობილმან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ჴსნაჲ ჩუენი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდით: უფალსა უგალობდით ყოველნი და ამაღლებდით მას უკუე
ბნელსა შინა და წყუდიადსა უღმრთოთასა, ვა̅ მზე მცხინვარე, აღმოჰჴედ, მოწამეო, და განსდევნე არმური კერპთა საცთურისაჲ, ღირსო, და ნათელი საღმრთოჲ მიჰფინე სოფელსა და გალობს: უფალსა უგალობდეთ ყოველნი და უფროჲსად ავამაღლებდეთ მას უკუე.
ღმრთის-მეცნიერებისა სიმაღლედ აღიწიე, ბრძენო, და იხილენ უხილავნი მისნი და დაფარულნი და ისწავენ გამოუთქუმელნი მშჯავრნი მისნი და მოიძაგე კერპთა საცთური, (სახელი) ღუაწლისა მძლეო, და ექმენ მიზეზ ცხორებისა სულთა მრავალთა.
ვა̅ მჴნემან და ყოვლად უძლეველმან, სტადიონსა შინა შებმა უყავ მაცთურსა, უზომოდ მოქადულსა, და დააკუეთე და შეჰმუსრე, ბრძენო (სახელი), და გალობით იტყოდე: უფალსა უგალობდეთ ყოველნი და უფროჲსად ავამაღლებდეთ მას უკუე.
მადლთა შენთა ნიშნი და სასწაულნი განასულნელებენ გულსა და გონებასა მგალობელთა შენთასა, ნეტარო (სახელი), და სულნელებითა აღვსებულნი ჴმობენ მადლობით: უფალსა უგალობდეთ ყოველნი და უფროჲსად ავამაღლებდეთ მას უკუე.
არსებაჲ პირველი, მიზეზი ყოვლისა დაბადებისაჲ, გიცანთ ღმერთი დაუსაბამოჲ, და გქადაგებთ მშობელად, თანასწორსა სიტყუასა აღმომაცენებელად სულისა და ვიტყჳთ: უფალსა უგალობდით ყოველნი და ამაღლებდით მას უკუე.
ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად…
გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:
ჯერ-არს დუმილი, ვინაჲთგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღვთის-მშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათჳს, არამედ, მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, შევკრიბოთ შესჴმაჲ, რომლითა გადიდებდეთ.
შეერთე გუნდსა ქრისტეს მოციქულთასა და მოწამეთა მამათა კრებულსა, ჵ ყოვლად ბრძენო ღირსო (სახელი), და აწ მათ თანა წინაშე სამებისა გჳრგჳნოსანი ბრწყინვალედ მდგომარე ხარ.
სარწმუნოებაჲ შენი და შური საღმრთოჲ და ღმრთისა მიმართ სასოებაჲ, ნეტარო, და ცხორებაჲ და სიკუდილი შენი წმიდაჲ საკჳრველ იყვნეს და ყოვლად ღმთივშუენიერ, (სახელი), მოწამეო ქრისტესო.
კრავსა ქრისტესსა და მსხუერპლსა უბიწოსა და მოწამეთა შუენიერებასა, სასწაულთა თუალსა და მდინარესა და სამკაულსა ეკლესიათასა დღეს, (სახელი), სამართლად გადიდებთ შენ.
წმიდამყოფელი ყოვლისა ქუეყანისაჲ ჴსენებაჲ შენი ესერა მოიწია ყოვლად ქებული, ღირსო (სახელი), რომელსა შინა გევედრებით მიმთხუევად მეოხებისა შენისა შეწევნასა.
ღირსად ადიდა ძემან მშობელი თჳსი, რამეთუ მისგან…
ღვთის-მშობლისაჲ:
ღირსად ადიდა ძემან მშობელი თჳსი, რამეთუ მისგან შეიმოსა კაცებაჲ და ძე მაღლისაჲ ძედ ქალწულისად იწოდა. ერთი ორითა ბუნებითა დაადგრა, რომელსა ღირსად მორწმუნენი ვადიდებთ.
შობაჲ შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით…
სხუანი ძლისპირი:
შობაჲ შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განჴორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳსცა ჩუენ შენ, ღვთის-მშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ.
იქმენ ტაძარ სულისა წმიდისა და მადლთა მისთა საუნჯედ გამოსჩნდი, მოწამეო ქრისტესო, ამისთჳსცა კურნებასა მიჰმადლებ ერსა მორწმუნეთასა, (სახელი) დიდებულო.
მიწისა ჴორცნი შენნი განადნვენ ბრძმედსა შინა ღუაწლთასა, მოწამეო, და ოქროჲსა წმიდისა უმცხინვარეს გამოაჩინენ, (სახელი) ღმერთი-შემოსილო, ქრისტეს ღმრთისათჳს წამებითა.
ჴსენებისა შენისა შემსხმელნი, თუალო და გჳრგჳნო მარტჳლთაო, გჳჴსნენ განსაცდელთაგან და ევედრე ჩუენთჳს წმიდასა სამებასა, რაჲთა გუაცხოვნნეს, (სახელი) დიდებულო.
შობაჲ შენი, ქრისტე, ქალწულისაგან საღმრთომან ესაია ქადაგა…
ღვთის-მშობლისაჲ:
შობაჲ შენი, ქრისტე, ქალწულისაგან საღმრთომან ესაია ქადაგა, სულისა მიერ წმიდისა აღვსებული ჴმამაღლად იტყოდა: ყრმაჲ იშვეს ჩუენდა, პირველ საუკუნეთა სიტყუაჲ მამისაჲ.
რომელი ღუაწლთა მიერ შეიმკვე სიბრძნით და სიმჴნით…
გამოავლინე, ჴმაჲ დ გუერდი, რომელმან ცისა სამყარო
რომელი ღუაწლთა მიერ შეიმკვე სიბრძნით და სიმჴნით თავს-ისხენ ქრისტეს სიყუარულისათჳს, (სახელი), რომლისათჳს გჳრგჳნოსან იქმენ, მისგან გჳთხოვე მოტევებაჲ ცოდუათაჲ მგალობელთა შენთა.
ვა̅ მნე მეუფისაჲ და უძლეველი მოწამე და…
აქებდითსა ზედა, ჴმაჲ დ, მჴნეონი
ვა̅ მნე მეუფისაჲ და უძლეველი მოწამე და პატიოსანი და უბიწოჲ საკუერთხი და ყოვლად წმიდისა სამებისა დიდებისა ქადაგი და სარწმუნოებისა საფარველი და სიმტკიცე, რომელმან დასცა მტერი გუნდითურთ მისით, იქებოდენ (სახელი) მორწმუნეთა მიერ გალობითა სულიერითა.
ყოვლად წმიდაჲ სახარებაჲ გეტჳრთა წიაღთა შენთა და…
ბ-გზის
ყოვლად წმიდაჲ სახარებაჲ გეტჳრთა წიაღთა შენთა და სტადიონსა შინა მოღუაწებისასა თჳთწოდებით შეხუედ ახოვნად და სიტყჳთა შენითა დაეც მტერი მოშურნე და სრულიად დააკუეთე განმტკიცებულმან ღმრთისა სასოებითა, (სახელი) ბრძენო, და იღუწი მგალობელთათჳს შენთა წინაშე სამებისა.
სიყუარულითა უფალისაჲთა გონებაჲ შენი ფრთოვან ჰყავ, ღირსო, და აღიწიე სიმაღლედ სათნოებათა, (სახელი) ბრძენო, ვინაჲცა იქმენ მსახურ და დიაკონ ჭეშამარიტად საიდუმლოთა ქრისტესთა და განმაცხოველებელისა სიკუდილისა ჰსუ სასუმელი; ამისთჳს გევედრებით, ჵ ყოვლად დიდებულო, ეკლესიის შეუძრველად დაცვაჲ ითხოვე ქრისტეს მიერ, რომლისათჳს იღუაწე ღუაწლი ბრწყინვალე უკუდავებისაჲ, და მოცემად სულთა ჩუენთა დიდი წყალოაჲ.
რაჟამს-იგი წინაშე საყდართა ღუაწლნი დიდნი აჩუენენ გონებითა…
დიდებაჲ, ჴმაჲ ბ, მამისაგან
რაჟამს-იგი წინაშე საყდართა ღუაწლნი დიდნი აჩუენენ გონებითა მტკიცითა, მოსწყალ მტერი და მოაკუდინე იგი, (სახელი), ჴორცთა შენთა წყლულებითა საღმრთოჲთა, მაშინ მაღალმან ბრწყინვალედ ძლევაშემოსილი გჳრგჳნოსან გყო მარჯუენითა ცხოველსმყოფელითა, სანატრელო, და გუნდსა თანა ანგელოზთასა დაგამკჳდრა.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ