ქრისტეს ეკლესიისაგან განიოტენ მძჳნვარენი მგელნი ბოროტნი კუერთხითა…
მცირესა მწუხრსა უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმაჲ დ, მჴნეონი
ქრისტეს ეკლესიისაგან განიოტენ მძჳნვარენი მგელნი ბოროტნი კუერთხითა სიტყუათა შენთაჲთა და სწავლათა შენთა ძალითა გარე-შეზღუდე იგი და ღმერთსა წარუდგინე დამტკიცებული მადლითა რომელსა ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან.
ელვითა მით სულისაჲთა განათლდა გონებაჲ შენი რომლითა…
ბ-გზის
ელვითა მით სულისაჲთა განათლდა გონებაჲ შენი რომლითა მზედ ბრწყინვალედ მრავალმნათობად იწოდე და სივრცესა ქუეყანისასა განჰფინენ მოძღურებათა შენთა შარავანდედი და განანათლენ მორწმუნენი, ყოვლად ნეტარო, და განსდევნე წყუდიადი უღმრთოთაჲ, ღმერთი-შემოსილო, ძალითა ქალწულისა შობილისაჲთა.
პატიოსანთა სიტყუათა შენთა მადლითა, (სახელი), ყოველივე სავსებაჲ ეკლესიისაჲ განშუენდების და მართლმადიდებელთა ერი ბრწყინვალედ შეიმკვების და აქებს საგალობელსა წმიდასა საჴსენებელსა შენსა, ყოვლად დიდებულო, მამათა სიქადულო.
ნესტჳ ჴმატკბილი ჭეშმარიტებისაჲ და მრავალმოღუაწე (სახელი) მოუწოდს…
დიდებაჲ, ჴმაჲ გ გუერდი, მჯდომარე ეტლ
ნესტჳ ჴმატკბილი ჭეშმარიტებისაჲ და მრავალმოღუაწე (სახელი) მოუწოდს კიდეთა სოფლისათა სულიერსა სერობასა დიდებულისა ჴსენებისა თჳსისასა. მოვედით დღეს მორწმუნენი განბრწყინებულნი, შევკრბეთ დღესასწაულსა საღმრთოჲსა მწყემსისასა და წმიდათა ღუაწლთა მისთა ვაქებდეთ, რაჲთა ვედრებითა მისითა მოვიღოთ ქრისტეს მჴსნელისაგან აურაცხელი დიდი წყალობაჲ და სატანჯუელთა საუკუნეთაგან ვიჴსნნეთ.
შენ ღვთის-მეტყუელებისა ნესტუად ღმრთისა ეკლესიასა გამოსჩნდი, ღირსო…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, ჵ სასწაულნი
შენ ღვთის-მეტყუელებისა ნესტუად ღმრთისა ეკლესიასა გამოსჩნდი, ღირსო (სახელი), ჴმაჲ სამეუფოჲ და სიმტკიცე სარწმუნოებისა მოძღურებისათაო და მწყემსთა მწყემსო და მძლავრთა უღმრთოთა დამცემელო, ჵ სიბრძნესა შენსა, მღვდელმთავარო ნეტარო, რამეთუ შენ ნათლად გამოჰბრწყინდი სოფლისა, მეოხ გუეყავ ჩუენ
ხარისხად სარწმუნოებისა სახელ-გედვა, (სახელი) ბრძენო, სათნოებათა საქმითა…
მუხლი: ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურადიღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა.
ხარისხად სარწმუნოებისა სახელ-გედვა, (სახელი) ბრძენო, სათნოებათა საქმითა აღჴედ და აღიწიე სიმაღლესა, რამეთუ სიბრძნე შეიყუარე ღირსო, და იქმენ საუნჯე მეცნიერებისა, ჵ სანატრელო დიდებულო მღვდელთმოძღუარო, შენ ყოველნი გნატრით და შემწედ აღგიარებთ, მეოხ გუეყავ ჩუენ.
შენ მორწმუნეთა სიმტკიცეო და სწავლისა წყაროო და…
მუხლი: პირი ჩემი იტყოდეს სიბრძნესა და ზრახუანი გულისა ჩემისანი გულისჴმისყოფასა.
შენ მორწმუნეთა სიმტკიცეო და სწავლისა წყაროო და მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და წესო მონაზონებისაო, მოძღუარო საღმრთოო სამეუფოო და საიდუმლოთა გამომეტყეულო, ჵ რავდენთა მადლთა ღირს გყო სათნოებამან შენმა, (სახელი), მღვდელთმოძღუარო ბრძენო წმიდისა სამებისაო
საყჳრი საღმრთოჲ, ჴმაშუენიერად მგალობელი (სახელი) დღეს მოგჳწოდს…
დიდებაჲ, ჴმაჲ დ გუერდი, უფალო, აღსრულებად
საყჳრი საღმრთოჲ, ჴმაშუენიერად მგალობელი (სახელი) დღეს მოგჳწოდს ჭეშმარიტად ყოველთა ეკლესიასა შინა; ბრწყინვალედ უკუე მორწმუნენი ჴსენებასა მისსა შევამკობდეთ კეთილისა მის მწყემსისასა, ვაქებდეთ მისთა წმიდათა შრომათა, რაჲთა მეოხებითა მისითა მოგუანიჭოს მჴსნელმან დიდი წყალობაჲ.
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშჳდისა და მოძღურად…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითა
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშჳდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოჲსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაითა სიმდიდრე, წმიდაო მღდელმთავარო (სახელი) ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
შინაგან ზეცათა ტაძრისა, ვა̅ მღდელთმთავარი, შეხუედ უბიწოებით…
დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა ა, გუნდი, გიხაროდენნი
შინაგან ზეცათა ტაძრისა, ვა̅ მღდელთმთავარი, შეხუედ უბიწოებით და საქმე და ხედვაჲ საფუძველნი ესე სიბრძნისანი შეამკვენ, ვა̅ წმიდაჲ ზოსტერი, და აწ ზეცისა საკურთხეველსა ჰმღდელთ-მოძღურობ, ღირსო, და წინაშე ღმრთისა მდგომარე შესწირავ მსხუერპლსა; მოგჳჴსენენ ჩუენ, ჵ მოწყალეო მამაო, ყოვლად ნეტარო (სახელი), ჴსენებისა შენისა ყოვლად დიდებულისა სურვილით აღმასრულებელნი; ქრისტესა ევედრე, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა
ეკლესიასა პირმშოთასა იშუებ ოხითა დღესასწაულთაჲთა, (სახელი), და…
ბ-გზის.
ეკლესიასა პირმშოთასა იშუებ ოხითა დღესასწაულთაჲთა, (სახელი), და გესმის ჴმაჲ იგი ტკბილი სახარულევანი და ბრწყინვალებითა საწადელითა ჰსუფევ და ჰხედავ წმიდათა ნათლისა სავანეთა და კრებასა ანგელოზთასა შეერთებულ ხარ, რამეთუ მსგავსად ანგელოზთა სცხოვნდებოდე ქუეყანასა ზედა, მამაო, რომლისა მიერ ჰპოვე სანატრელი დიდებაჲ სამარადისოდ უცვალებელი ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი მოსცემს სოფელსა დიდსა წყალობასა.
გჳრგჳნითა საღმრთოჲთა ელვარედ და შარავანდედითა მით სიკეთისაჲთა…
ბ-გზის.
გჳრგჳნითა საღმრთოჲთა ელვარედ და შარავანდედითა მით სიკეთისაჲთა მხოლომან მართალმან მან მსაჯულმან ღირსად შეგამკო, ვა̅ ბრწყინვალე მღდელთმთავარი და მძლე ზუაობით ზახებასა მას ზუავთა მძლავრთასა და მოწაფე ქადაგი სიტყუათა სულისათაჲ და მორწმუნეთა მოძღუარი ღმრთივ-განბრძნობილი და აწ, სამგზის სანატრელო, შესჴმაჲ ჩუენი მიიღე და ცოდუათა შენდობაჲ მოგუეც ნაცვალად, ყოვლად ქებულო, ვა̅ მწყემსთმთავარმან ქრისტესმან, და მოჰმადლე სოფელსა დიდი წყალობაჲ.
გიხაროდენ, ღირსო (სახელი), საღმრთოო მდინარეო მარადის სავსეო…
სხუანი, ჴმაჲ ა გუერდი
გიხაროდენ, ღირსო (სახელი), საღმრთოო მდინარეო მარადის სავსეო წყალთაგან მადლისათა, რომელი ახარებს ქალაქსა მეუფისასა, რომელმან წყალთა შინა მდინარისათა განმაახლნა ნათლისღებითა, საშუებელისა ღუარო, მოძღურებათა უფსკრულო, ხოლო სწავლათა ზღუაო, მყუდროდ მდგომარეო, სამებისა წინამბრძოლო, სულისა ორღანოო, გონებამღჳძარეო, ენაო კეთილად მეტყუელო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ.
გიხაროდენ, ღირსო მამაო ნეტარო (სახელი), ნესტო ჴმაშუენიერო, საყჳრო, სავსეო სულისა წმიდისა მადლითა, სარწმუნოებისა ენაო ვრცელო, ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, ჭეშმარიტო ღვთის-მეტყეულებისა მოძღუარო, სიტყუათა სიმდიდრეო, ათძალო ღმრთივ-მორთულო, გალობაო ღმრთივ-დაწერილო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ.
გიხაროდენ, ღირსო მამაო, ყოვლად ქებულო (სახელი), ღმერთი-შემოსილო, მახჳლო დამჭრელო წვალებისა უღმრთოებასა, ჴრმალო ორპირო, სულისა მიერ მკუეთლად ნივთთა მათ არაწმიდათა გამოცდილო და საჴულო უღმრთოებისა ქარქუეტთა შემწუველო, მუშაკობისა ნიჩაბო განმარჩეველო, რომლითაცა განირჩევის კეთილად მოძღურებითა მძიმე სუბუქისაგან და ჭეშმარიტი ტყუვილისაგან; ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ
გიხაროდენ, ღირსო მამაო, ყოვლად ნეტარო (სახელი) საგალობელო…
დიდებაჲ, ჴმაჲ ა გუერდი
გიხაროდენ, ღირსო მამაო, ყოვლად ნეტარო (სახელი) საგალობელო, წყაროო დაუწყუედელო და პირო ღვთის-მეტყუელო, ნეტართა მათ ჴმათა და მოძღურებათა მდიდრად აღმომთქუმელო და ყოველთა სათნოებად წარმმართებელო, განბრწყინვებულო საღმრთოთა მიერ ხილვათა და დაუბადებელისა სამებისა ნათლითა ელვარედ შემკობილო, რომლისაცა მოღუაწე იქმენ და აწ მას ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ.
ჴსენებაჲ მართლისა ქებით იყოს, ხოლო სახელი უღრმთოჲსა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესვლად წარდგომა და საკითხავი იგავთაგან სოლომონისთა საკითხავი
ჴსენებაჲ მართლისა ქებით იყოს, ხოლო სახელი უღრმთოჲსა დაშრტეს. კურთხევაჲ უფალისა თავსა ზედა მართალთასა, ხოლო პირი უღმროთა დაფაროს გლოვამან უჟამომან. ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ, რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვეცხლისა საუნჯეთა, და უპატიოსნეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროისა და ვეცხლისა საუნჯეთა, და უპატსიოსნეს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არა რაჲ ჰჴდების მას, არცა ერთი ბოროტი. კეთილად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას, რამეთუ სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა დიდებაჲ და სიმდიდრე; პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლე; შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს. ისმინეთ ჩემი, რამეთუ კეთილსა გეტყჳ და აღვაღებ ბაგეთა ჩემთა მართლ: ნეტარ არს კაცი, რომელმან ისმინოს ჩემი და კაცი, რომელმან გზანი ჩემნი დაიმარხნეს და იღჳძებდეს კართა ჩემთა ზედა მარადის და სცვიდეს შესავალთა ზღურბლთა ჩემთასა, რამეთუ გამოსავალნი ჩემნი გამოსავალ ცხორებისა, და განემზადების ნებაჲ უფალისა-მიერ. უკუეთუ ხჳდოდი, არა დაიჴსნენ სლვანნი შენნი, და ჰრბიოდი თუ, არა დაჰშურე. შეეკრძალე სწავლასა ჩემსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაიმარხე თავისა შენისა ცხორებად იგი შენდა. გზასა უღმრთოთასა ნუ მიხუალ, ნუცა ჰბარავ ალაგთა უშჯულოთასა. რომელსა ადგილსა განეწყვებოდიან, ნუ მიხუალ მუნ. მიაქციენ მისგან ფერჴნი შენნი და დაუტევე იგი, რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან. მიღებულ არს ძილი მათგან და არა დაიძინიან, რომელნი იზარდებიან საჭმლითა უღმრთოებისათა და ღჳნითა უშჯულოებისათა დაითრვნიან. ნუცა გარდააქცევ თქუმულთაგან პირისა ჩემისათა, ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ. დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ. გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რაჲთა შეგიტკბოს შენ, რაჲთა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ. აჰა ესერა მე წინა-გიყოფ თქუენ სულისა ჩემისა თქუმულთა და გასწავლნე თქუენ სიტყუანი ჩემნი. კურნებაჲ ენისა ხე ცხოვრებისაჲ, ხოლო რომელმან დაიმარხოს იგი, განძღეს სულითა.
პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ენაჲ უწესოჲ…
იგავთაგან სოლომონისთა საკითხავი
პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ენაჲ უწესოჲ შეიმუსროს. ბაგეთა მართლისათა აღმოადინონ მადლი და პირნი უღმრთოთანი დაიყვნენ. სადა შევიდეს გინებაჲ, მუნცა უპატიოებაჲ, ხოლო პირი ბრძენთა იწურთიდეს სიბრძნესა. ვერ სარგებელ იყუნენ საუნჯენი უშჯულოთა, ხოლო სიმართლემან სიკუდილისაგან იჴსნას. აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოებაჲ, ხოლო სიქადული უღმრთოთა მოისპოს. შვილი მართალი იშვის ცხორებად, ხოლო დევნულებაჲ უღმრთოთა სიკუდიდ. ნაყოფისაგან სიმართლისა ჭამდეს შვილი სახიერი, ხოლო სულნი უშჯულოთანი მოისრნენ უჟამოსა. ნათელი მრავალთა მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთა დაშრტეს; სულნი მზაკვარნი შესცთენ ცოდუასა შინა, ხოლო მართალთა ეწყალინ და სწყალობნ. ხოლო ენამან ბრძენთამან კეთილი იცის, ხოლო პირმან უგუნურთამან მიუთხრის ძჳრი. გულსა შინა კეთილსა განისუენოს სიბრძნემან, ხოლო გულსა შინა უგუნურთასა ვერ საცნაური იყოს. და თუალნი უფალისანი მცველ არიან გზათა მისთა, განბასრნის სიტყუანი კეთილნი უშჯულომან. პირი კაცისა გულისჴმისმყოფელისა ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურთანი კიდეთა ქუეყანისათა. გული გითქუემდინ თქუენ სიტყუათა ჩემთათჳს, გსუროდენ მათთჳს და განისწავლნეთ. ბრწყინვალე და უჭნობელ არს სიბრძნე და ადვილად იხილვების მოყუარეთა მისთაგან; მიიწიის მათდა, რომელთა გული უთქუამს მისთჳს წინაჲსწარ ცნობად. და რომელმან აღიმსთოს მისსა, არა დაშურეს, რამეთუ დადგრომილად პოვოს იგი წინაშე ბჭეთა მისთა. რამეთუ გულსა მოსლვაჲ, მისთჳს გონიერებისაჲ არს სრულისაჲ და რომელი იღჳძებდეს მისა ადრე, უზრუნველ იქმნეს. რამეთუ ამას შეიწყნარებს ღამე, ხოლო სიბრძნესა ვერ სძლევს ბოროტი. ესე შევიყუარე და ვეძიებდი სიჭაბუკით ჩემითგან და ვეძიებდ სძლად მოყვანებად ჩემდა და ვეტრფიალე სიკეთესა მისსა. აზნაურებამან ადიდის მის თანა ცხოვრებული, რომელი ღმრთისა მიმართ ილოცავნ, და ყოველთა მფლობელმანცა შეიყუაროს იგი; რამეთუ საიდუმლოჲ არს იგი ღმრთისა მეცნიერებაჲ და მომპოვნებელი საქმეთა მისთაჲ. და უკუეთუ ვისმე სიმართლე უყუარს, შრომანი მისნი არიან სათნოებანი, რამეთუ სიწმიდეს და გონიერებასა ასწავებს, და სიმართლესა და სიმჴნესა, რომლისა უსაჴმარეს არარაჲ არს ცხორებასა ამას შინა კაცთათჳს. აღვირჩიე უკუე ესე აწ მოყვანებად და თანა-ყოფად ჩემდა, ვიცი, რამეთუ მექმნეს მე თანამზრახვალ კეთილისა და ნუგეშინისმცემელ ზრუნვათაგან და მწუხარებათა. და მეგობრებასა მისსა სიხარული კეთილი, და შრომასა მისსა სიმდიდრე უნაკლულოჲ, და თანაწურთასა ზრუნვისა მისისასა გონიერებაჲ, და რჩეულ კეთილობის ზიარობასა სიტყჳსა მისისასა მოვიდოდე, ვეძიებდ მას, რაჲთა მოვიყვანო იგი თავისა ჩემისა. ხოლო მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ არა სხჳთ რაჲთმე შევიკრძალო იგი, უკუეთუ უფალმან მომცეს იგი, და ესე გონიერისაჲ არს სრულისაჲ ცნობად ესე, ვიცი არს მადლი იგი, შევემთხჳე უფალსა და ვევედრე მას, და ვთქუ ყოვლითა გულითა ჩემითა: ღმერთო მამათა ჩეუნთაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შეჰქმენ ყოველი სიტყჳთა შენითა და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რაჲთა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა, და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით, და სიწრფოებითა გულისაჲთა საშჯელსა შჯიდეს. მომეც მე, უფალო, საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე, და ნუ განმაგდებ მე მონათაგან შენთა, რამეთუ მე მონაჲ შენი და ძე მჴევლისა შენისაჲ, კაცი უძლური და მცირედისა ჟამისაჲ, და ნაკლულევანი გულისჴმისყოფითა საშჯელისა და შჯულისათჳს. გამოავლინე იგი წმიდათაგან ცათა შენთა და საყდრისაგან დიდებისა შენისა მოავლინე იგი, რაჲთა ჩემ თანა იყოს და შურებოდის, და ვცნა, რაჲ-იგი არს სათნო წინაშე შენსა. რამეთუ იცის მან ყოველი და გულისჴმა-ჰყოფს, და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმიდით, და დამიცვეს მე დიდებითა თჳსითა. რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ და საცთომელ განზრახვანი ჩუენნი
ქებასა მართალთასა იხარებდენ ერნი და მთავრობასა უღმრთოთასა…
იგავთა და სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი
ქებასა მართალთასა იხარებდენ ერნი და მთავრობასა უღმრთოთასა კუნესიედ კაცნი. უმჯობეს არს უშვილოებაჲ სათნოებით, რამეთუ უკუდავება არს ჴსენებაჲ მისი, რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არს და კაცთა მიერცა. რამეთუ სათნო იყო უფალისა სული მისი, ამისთჳს ისწრაფა განსლვაჲ შორის უკეთურებისა. რომელთა ღირსად დაიცვან სიღირსე, ღირსად ღირს იყვნენ, რომელმან ისწავლნეს, მან პოვოს სიტყჳს-გებაჲ. რამეთუ ღირსთა მისთა თჳთ იგი მიმოვალს და ეძიებს, და ალაგთა მათთა ეოტების მათ მხიარულებად, და ყოველთა განზრახვათა შეემთხუევის მათ. რამეთუ დასაბამი მისი სწავლულებისა გულისთქუმაჲ არს ჭეშმარიტი, და სწავლულებისა ზრუნვაჲ სიყუარული არს. რამეთუ გულისთქუმამან სიბრძნისამან აღიყვანის სასუფეველსა. უკუეთუ გნებას საყდართა და ტომთა ზედა, მთავარნო ერისანო, პატივ-ეცით სიბრძნესა, რაჲთა საუკუნოდ ჰმეფობდეთ. ხოლო რაჲ არს სიბრძნე და ვითარ იყო, გითხრა თქუენ, არა დაგიმალო თქუენ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არამედ დასაბამითგან ყოფისაჲთ გამოვიკულიო და დავდვა განცხადებულად ცნობაჲ მისი, და არა თანა-წარვჰჴდე ჭეშმარიტებასა. ხოლო მე მომოეცინ ღმერთმან, სიტყუად ნებისაებრ და განზრახვად ღირსად თქუმულთა მათ, რამეთუ იგი თავადი სიბრძნისა წინამძღუარი არს და ბრძენთა განმგებელ. და რავდენი რაჲ არს დაფარული და გამოჩინებული, ვცან მე, რამეთუ ყოველთა ხურომან მასწავა მე სიბრძნე. რამეთუ არს მას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისაჲ, მრავალ კერძო მწულილ და ვინაჲ კერძო კეთილად იძრვის, წარჩინებულ და შეუგინებელ, უბიწო, განცხადებულ, კეთილისმოყუარე, მალე, დაუყენებელ, ქველისმოქმედ და კაცთმოყუარე. რამეთუ გამობრწყინვებული არს ნათლისა ამის სამარადისოჲსა და სარკე უბიწოჲ ღმრთისა შეწევნისაჲ და ხატი სახიერებისა მისისაჲ. რამეთუ არს იგი უშუენიერეს მზისა და უფროჲს ყოველთა ვარსკულავთა დგომასა; ნათელსა შეტყუებულად იპოვოს უწინარეს. ხოლო სიბრძნემან მოყუარენი თჳსნი სალმობისაგან იჴსნნა, მანვე მეოხი რისხვისაგან ძმისა მართალი წარმოუძღუა და მოიყვანა გზასა წრფელსა, და აჩუენა მას სასუფეველი ღმრთისაჲ, და გულისჴმა-ყო ცნობაჲ წმიდათაჲ, და განამრავლნა შრომანი მისნი. რომელნი-იგი ანგაჰრობით ჰმსძლავრობდეს მას, თანა-დაუდგა და განამდიდრა იგი, და დაიცვა იგი მტერთაგან, და რომელნი უმზირდეს მას, შეიკრძალა იგი მათგან, და ღუაწლი ძლიერი დაუწინდა მას, რაჲთა ცნას, რამეთუ ყოვლისა უძლიერეს არს სიბრძნე. რამეთუ ამას ესხურების ღამე, ხოლო სიბრძნესა ვერ ჰმსძლავრობს ბოროტი. რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არა მართლ: მცირედ არს და მწუხარე ცხორებაჲ ჩუენი, და არა არს კურნებაჲ ჩუენი აღსასრულსა კაცისასა, და არასადა ვინ იცის, რომელიმცა მოიქცა ჯოჯოხეთით. ვმძლავრობდეთ გლახაკსა და მართალსა, არა ვერიდნეთ ქურივსა და არცა მოხუცებულისაგან შევიკდიმოთ, მჴეცთა მრავლისა ჟამისათა. იყავნ ჩუენდა ძალი შჯულად სიმართლისა, რამეთუ უძლურებასა უჴმარად ემხილების. დავაბრკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებლ ჩუენდა არს და წინა-აღმიდგების საქმეთა ჩუენთა, და მაყუედრებს ჩეუნ ცოდუათა შჯულისათა, და მიმომდებს ჩუენ ცოდუათათჳს სავლისა ჩუენისათა. აღიარებს, ვითარმედ ცნობაჲ აქუს ღმრთისაჲ, და ძედ ღმრთისად თავსა თჳსსა იტყჳს. და მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა. მძიმე არს ჩუენდა ხილვაჲცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხორებაჲ მისი, და ცვალებულ ალაგნი მისნი. საძაგელად შეურაცხიეთ მას, და განშორებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვა̅ არაწმიდათა, ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად ღმერთსა იტყჳს ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ. და გამოვცადოთ, რაჲ-ძი იყოს უკუანაჲსკნელი მისი. უკუეთუ არს მართალი იგი ძე ღმრთისაჲ, შეეწიენ მას, და იჴსენინ იგი ჴელთაგან წინააღმდგომთაჲსა. გინებითა და ტანჯვითა განვიკითხოთ იგი, რაჲთა ვცნათ სახიერებაჲ მისი და გამოვცადოთ თავს-დებაჲ განბოროტებისა მისისაჲ. სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყოს მოხედვაჲ მისი სიტყუათაგან მისთა. ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ დააბრმნა იგინი უკეთურებამან მათმან. და ვერ ცნეს საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, არცა სასყიდელსა ესვიდეს სიწმიდისასა და არცა გამოიკითხეს პატივი სულთა უბიწოთაჲ. ხოლო შენ, უფალო ჩუენო, ტკბილ ხარ და ჭეშმარიტ. სულგრძელ და წყალობით განაგებ ყოველსა. რაჲთა მათ გული უთქუმიდეს საზრდელისა მისთჳს, რომელი-იგი უჩუენა მათ მოსრული, და უსაქმარესსა მას ნებასა გარე-მოიქცენ; ხოლო ესენი ნაკლულევან იყვნეს მცირედსა, რაჲთა უცხოჲსა გემოჲსა ჭამონ. უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი
მამაო (სახელი), საფლავმან, რომელ არს მიზეზი დავიწყებისაჲ…
ლიტიასა ზედა, ჴმა ა, წმიდანო მარტჳლნო
მამაო (სახელი), საფლავმან, რომელ არს მიზეზი დავიწყებისაჲ, ვერ დაადუმნა ბაგენი შენნი აწ, არამედ იყვნეს კარ სიტყჳსა საღმრთოჲსა მართლაღსარებისა და ნესტუ ჴმამაღალ, რომლითა აქამომდე ზრახავ სოფელსა, მითხოვენ ჩუენ ქრისტესგან დიდი წყალობაჲ.
მამაო (სახელი), სიბრძნით მძლე ექმენ შენ ბუნებასა კაცობრივსა და აჰმჴედრდი შენ სათნოებისა ეტლითა, ვა̅ ელია, და აჰმაღლდი ზეცად ნათელსა მას საღმრთოსა მიუწდომელსა და ჰსუფევ მას შინა; მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს, რომელნი შენ გალობასა შეგასხამთ.
მამაო (სახელი), ღმრთისა და კაცთა შუამდგომელად იწოდე შენ და დამაგენ ჩუენ განდგომილნი ესე ლოცვითა შენითა, ვა̅ გაქუს კადნიერებაჲ მისსა მიმართ, აწ მეოხ გუეყავ, რაჲთა მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ, რომელნი შენ გალობასა შეგასხამთ.
შუენიერო მღდელთმოძღუარო (სახელი), მოძღურებითა განამდიდრე ეკლესიაჲ ქრისტესი…
სხუანი, ჴმაჲ გ გუერდი, დღე ვნე
შუენიერო მღდელთმოძღუარო (სახელი), მოძღურებითა განამდიდრე ეკლესიაჲ ქრისტესი და თქმულთა შენთა სივრცითა და სიღრმითა განამტკიცე ქრისტეს სარწმუნოებაჲ
მოხუედ ჩუენდა, ვა̅ რაჲ მდინარე, გამოსრული ედემით, და მოჰრწყენ გულნი კაცთანი მოძღურებითა, ყოვლად ბრძენო (სახელი), და აღაყუავილე სარწმუნოებაჲ
წარმიძეღუ ჩუენ ალაგსა მცნებათასა და წრფელ ყვენ…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
წარმიძეღუ ჩუენ ალაგსა მცნებათასა და წრფელ ყვენ გზანი ჩუენნი მოძღურებითა შენითა და აღმიყვანენ ქალაქსა უფალისასა ქრისტეს მიმართ ვედრებითა შენითა
ნეტარო მამაო (სახელი), მღდელობისა ნათლითა ბრწყინვალედ განათლებულმან…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, ჵ სასწაულნი
ნეტარო მამაო (სახელი), მღდელობისა ნათლითა ბრწყინვალედ განათლებულმან ნათლითა სწავლათაჲთა მორწმუნენი განანათლენ მონებად სამებისა სამგუამოვანისა და წყუდიადი უღმრთოებისაჲ განიოტე, ამისთჳსცა ელვარესა ჴსენებასა შენსა სიხარულით ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ და ქრისტესა ვადიდებთ.
ღმერთი-შემოსილო (სახელი), ცეცხლითა ლოცვათაჲთა დასწჳ მრავალფერი იგი…
მუხლი: ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა
ღმერთი-შემოსილო (სახელი), ცეცხლითა ლოცვათაჲთა დასწჳ მრავალფერი იგი ვეშაპი და შთააგდე უფსკრულსა ბნელისასა, წარმართთა სიმრავლე ღმრთისა მოიყვანე და უღმრთოთა ზუაობაჲ დაამდაბლე სასწაულთა საკჳრველთა აღსრულებითა მათ წინაშე, ამისთჳსცა გიგალობთ და გნატრით, სამგზის სანატრელო.
ღმრთისა მახჳლო მამაო (სახელი), იქმენ შენ სუეტ…
მუხლი: პირი ჩემი იტყოდეს სიბრძნესა და ზრახუანი გულისა ჩემისანი გულისჴმისყოფასა
ღმრთისა მახჳლო მამაო (სახელი), იქმენ შენ სუეტ ცეცხლისა და შუენიერად უძღოდე ერსა ღმრთისასა და მსგავსად ღრუბლისა აგრილობდ, ეგჳპტისა სიბნელით განარინენ და ქუეყანასა აღთქუმისასა შეიყვანენ უცთომელითა მით მოძრურებითა შენითა, ამისთჳსცა დიდებულსა ჴსენებასა შენსა ქებით პატივს-ვსცემთ
უხორცოთა განწყობილსა მას მდგომარე ხარ და ჰხედავ…
დიდებაჲ, ჴმაჲ ა, ზეცისა განწეს
უხორცოთა განწყობილსა მას მდგომარე ხარ და ჰხედავ დიდებასა სამებისა ღმრთისასა, ღირსო (სახელი); მოგჳჴსენენ, რომელნი სარწმუნოებით აღვასრულებთ წმიდასა ჴსენებასა შენსა და ვადიდებთ ქრისტესა ღმერთსა
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
მღდელთა შორის მღდელად მეუფისა და ღმრთისა გამოსჩნდი…
ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ
მღდელთა შორის მღდელად მეუფისა და ღმრთისა გამოსჩნდი, ღმერთი-შემოსილო, და მოღუაწეთა თანამოსაგრე იქმენ; ამისთჳსცა ანგელოზთა კრებულისა თანა ზეცათა შინა იხარებ, მამაო (სახელი), დიდებულო მწყემსო და მოძღუარო, დაიცუენ, რომელნი სურვილით აღასრულებენ საჴსენებელსა შენსა
სიმდიდრე სიბრძნისა საღმრთოჲსაჲ სულსა შენსა დაუუნჯე, ბრძენო…
წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ
სიმდიდრე სიბრძნისა საღმრთოჲსაჲ სულსა შენსა დაუუნჯე, ბრძენო მამაო, და საუნჯედ სიბრძნისა ქუეყანასა ზედა ვლოდე და უღმრთოებისა სიყმილითა მომყმარნი უაღრესითა სწავლითა და მოძღურებითა გამოჰზარდენ, ამისთჳსცა, რომელნი-ესე ვიშუებთ სიტყუათა შენთა მიერ, ღირსად და ჯეროვნად პატივს-გცემთ შენ და დაუცხრომელად ვიტყჳთ: მღდელთმოძღუარო ნეტარო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით დღესასწაულობენ ჴსენებასა შენსა.
გადიდებთ შენ, მღდელმთავარო მამაო (სახელი), და პატივს-ვსცემთ…
სადიდებელი
გადიდებთ შენ, მღდელმთავარო მამაო (სახელი), და პატივს-ვსცემთ წმიდასა ჴსენებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენი წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა.
სიბრძნისაგან გამოუთქმელისა ღვთის-მხილველობით აღმოივსე სიმდიდრე გულისჴმისყოფისაჲ და…
წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ ა
სიბრძნისაგან გამოუთქმელისა ღვთის-მხილველობით აღმოივსე სიმდიდრე გულისჴმისყოფისაჲ და წყალნი მართლმადიდებლობისანი ყოველთა დაუუნჯე გულსა მორწმუნეთასა ღმრთივ-შუენიერად მახარებელნი, ხოლო ურწმუნოთა გმობასა ჯეროვნად მომაშთობელნი, ვინაჲცა ორკერძოვე ოფლთა შინა ღვთის-მსახურებისათა გამოსჩნდი უძლეველად, მღდელთმთავარო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით დღესასწაულობენ ჴსენებასა შენსა.
მღდელთმოძღურებისა კუართითა შემკობილმან ღმრთივ-შუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ…
წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა გ გუერდი: პატიოსან არს წინაშე უფალისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი: რაი მივაგო უფალსა ყოველისავეთჳს რომელი მომაგო მე. სახარება იოანესი 35 დას: 10, 1-9 შემდგომად ნ ფსალმუნისა დასდებელი, რაჟამს მოწყალე
მღდელთმოძღურებისა კუართითა შემკობილმან ღმრთივ-შუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ, (სახელი), და მართლმადიდებლობისა სწავლანი აღმოსთქუენ და ეკლესიაჲ განამდიდრე მოძღურებითა, რომლითა აწ განათლებულნი მამისა თანა ძესა სულით წმიდითურთ ღვთისვმეტყუელებთ და ვადიდებთ ყოველნი სამხატოვანსა ღმრთეებასა განუყოფელსა, რომელსა ევედრე ცხორებად და განათლებად სულთა ჩუენთათჳს.
ეტლთა სიმრავლე მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს…
გალობანი ჴმაჲ ა გუერდი გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:
ეტლთა სიმრავლე მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნნეს ისრაელნი და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.
სიბრძნისა და გულისჴმისყოფისა უფსკრული ხარ, ქრისტე, და თჳთ სახიერება ბრწყინვალებაჲ საღმრთოჲ მომეც, რაჲთა მნათობსა ეკლესიისასა შევასხმიდე დიდებულსა (სახელი).
მიითუალე, მამაო (სახელი), კნინი ესე შესჴმაჲ სურვილით შეწირული, ბრწყინვალეო სამკაულო მღდელთმოძღუართაო, ჴსენებისა შენისაჲ და მოწყალე ყავ ჩუენთჳს ღმერთი, რომელნი გაქებთ.
პოვა ქრისტემან სული შენი საღმრთოჲ განწმედილი ვნებათა უყისაგან და დაემკჳდრა შენ თანა და ნათლად ელვარედ გამოგაჩინა კიდეთა ქუეყანისათა, ღმერთი-შემოსილო.
სიბრძნითა სიტყუათა შენთაჲთა ასწავე წმიდასა ქრისტეს ეკლესიასა აღსარებაჲ სამებისაჲ ერთარსებით და სამგუამოვნებით და ერთსწორებით, ერთპატივით, ღირსო (სახელი).
დაჰჴსნდეს წყევანი ევაჲსნი და მწუხარებანი, რამეთუ კურთხეული…
ღვთის-მშობლისაჲ:
დაჰჴსნდეს წყევანი ევაჲსნი და მწუხარებანი, რამეთუ კურთხეული და სანატრელი ქალწული გამოჩნდა ძირისაგან დავითისა მორწმუნეთა სიხარულად, რომელსა უგალობთ.
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმა…
სხუანი გალობანი, ჴმაჲ დ გუერდი ძლისპირი:
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმა, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად მეტყუელი გალობასა უფალისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
სავსე იქმენ საღმრთოჲთა მით სიბრძნითა, ღირსო, და ჟამთა შენთა იქმენ უფროჲს მზისთუალისა გამობრწყინვებული მადლითა და ჯშულსა მას ქებისასა თანაწარსრულ იქმენი, არამედ მიითუალე ჩუენგან შესჴმაჲ უღირსი ქებად შენდა, მსგავსი ძალისა ჩუენისაჲ.
საჴსენებელისა შენისა დიდებაჲ ჭეშმარიტად თანა-გუაც, ღირსო (სახელი), არამედ ვერ შეუძლებთ ღირსად და ჯერისაებრ ქებად შენდა; გევედრებით შენ, რაჲთა მომეცეს შენდობაჲ შენ მიერ და უშურველი მადლი სულისაჲ მოგუენიჭოს.
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან…
ღვთის-მშობლისაჲ:
დიდებულნი ითქუნეს შენთჳს თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაჲ ღმრთისაჲ საშოსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღვთის-მშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მჴსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.
რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც…
გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:
რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოვლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთმოყუარე.
მთავარსა გონებასა ჴორცთა იგი კრთომანი და ღმერთსა გონებაჲ შენი დაამონე, ამისთჳსცა განჰვლე უცთომელად გზაჲ იგი მცნებათაჲ და იქმენ სავანე სამებისა ყოვლად წმიდისა, ღირსო (სახელი).
სულისა მრისხანებაჲ გუელისა მიმართ აღსძარ, ნეტარო, ხოლო გულისთქუმაჲ სიკეთისა საწადელისა მიმართ საღმრთოჲსა ყოვლად უსაზღვროჲსა და ესრეთ აღჰფრინდი მისსა მიმართ, ყოვლითურთ სრული და განღმრთობილი
საქმესა ხედვაჲ შესძინე, მამაო, ამისთჳს აღჳრნი ეკლესიისანი ჴელთ-გისხნა ქრისტემან, ხოლო შენ უცთომელად მმართებელ ექმენ მას, ვა̅ მოძღუარი ღვთის-მეტყუელი და წინამბრძოლი ქრისტეს სამწყსოთაჲ.
ხჳდოდე სათნოებისა მთათა ზედა, (სახელი), და აღსლვაჲ გულსა შენსა დაიდევ, მამაო, და აჰმაღლდი ქუეყანით ზეცისა ცხორებისა მიმართ, ღირსო, ძალითი-ძალად სლვითა მარადის პირველ ჴორცთაგან მიცვალებისა.
დედაო ძისა ღმრთისაო, რომელიცა იშვა მამისა მოწყალისაგან…
ღვთის-მშობლისაჲ:
დედაო ძისა ღმრთისაო, რომელიცა იშვა მამისა მოწყალისაგან მიუწუდომელად, შენგან უქცეველად გამოჩნდა, ამისთჳსცა გაქებთ შენ სრულითა საწმუნოებითა, რომელმან გჳშევ ღმერთი ყოველთაჲ.
განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო…
სხუანი ძლისპირი:
განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა, დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდეს ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე.
განსწმიდენ შენ ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ჴორცთაჲსა, ნეტარო (სახელი), და იქმენ ტაძარ წმიდა, სამკჳდრებელ სამებისა და განსუენებულ იქმნა შენ ზედა მადლი ღმერთეებისაჲ.
რაჟამს პოვა სული შენი სულმან წმიდამან უბიწოდ, ნეტარო მღდელთმოძღუარო (სახელი), შეიყუარა მან იგი და მით აჩუენა ნიშები და ყო ლამპარ ბრწყინვალე, განმანათლებელ მორწმუნეთა
იქმენ კანონ მღდელთმოძღუართა წესითა საღმრთოჲთა, ღირსო, და ჟამნი შენნი სახე ექმნნეს ყოველთა მორწმუნეთა და ღვთის-მეტყუელებამან დიდმან სიტყუათა მათ შენთამან აღავსო ყოველი ქუეყანაჲ.
ყოველთა დამბადაბელი მუცლითა იტჳრთე, ქალწულო, და შეუწველად…
ღვთის-მშობლისაჲ:
ყოველთა დამბადაბელი მუცლითა იტჳრთე, ქალწულო, და შეუწველად დაიცევ მის მიერ, ვა̅ მთასა სინასა მაყუალი ცეცხლისაგან, რომელი სახე ექმნა შობასა შენსა, ღვთის-მშობელო.
საღმრთოჲ ნათელი შეიწყნარე, ნეტარო, და ბნელი ვნებათა…
წარდგომაჲ, ჴმაჲ გ
საღმრთოჲ ნათელი შეიწყნარე, ნეტარო, და ბნელი ვნებათა უჩინო ჰყავ და სამარადისოდ ლოცვითა შენითა დააჭნვე აღძრვაჲ ჴორცთა ზრახვისაჲ და ზეცისა დედაქალაქსა შეხუედ, ბრძენო მამაო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე…
გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:
ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.
სუეტად ნათლისად გამოსჩნდი, (სახელი), სიტყჳთ და საქმით მჴურვალედ, მართლმადიდებლობისა შურითა განათლებული, წინამძღუარად ახლისა ამის ისრაელისა.
შეიწყნარე შენ მადლი სულისაჲ და სიგლახაკე შჯულისა წერილთაჲ განჰყავ ძალისაგან და სიკეთე დაფარულთა მათ გონებათაჲ ჩუენ გამოგჳცხადე.
ასწავე მორწმუნეთა, (სახელი), სამგუამოვნად და ერთღმრთეებად დიდებად სამებისა წმიდისა და სიტყჳსა ჴორცშესხმულისა, განუყოფელად და შეურწყმელად.
განუხრწნელად, უსძლოო, მუცლად-იღე და უფროჲს ბუნებათა ჰშევ…
ღვთის-მშობლისაჲ:
განუხრწნელად, უსძლოო, მუცლად-იღე და უფროჲს ბუნებათა ჰშევ და შემდგომად შობისა ღმრთისა ქალწულადვე დაადგერ, გჳთხოვე ძისა შენისაგან წყალობაჲ.
შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ…
სხუანი ძლისპირი:
შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.
სული იგი ქრისტესი, ცხორებისა თავი, მოეფინა შენ ზედა, ნეტარო (სახელი), რომელი-იგი პირველ ქრისტეს მოციქულთა ზედა მაღლით გარდამოჴდა ქორსა მას ზედა საიდუმლოჲსასა და გყო შენ, მამაო, მეათცამეტე მოციქულ და მქადაგებელ მართლისა სარწმუნოებისა, ღირსო.
რაჟამს იქმენ მწყემსმთავარ ღმრთისა მიერ, ბრძენო, ყოველნივე გმობანი უღმრთოთანი, წარმწყმედელნი სულთანი, აღმოჰფხურენ მსგავსად ეკალთა ძირითურთ, ვა̅ მახჳლმან, და დასთესენ სიტყუანი მართლაღსარებისანი და მოჰრწყენ და აღმოსცენდეს და მოსცეს ნაყოფი.
განაქარვე ყუედრებაჲ დედისა ევაჲსი, რაჟამს ღმერთი, დამბადებელი…
ღვთის-მშობლისაჲ:
განაქარვე ყუედრებაჲ დედისა ევაჲსი, რაჟამს ღმერთი, დამბადებელი შენი, მუცლად-იღე უზეშთაეს კაცთა ბუნებისა და გჳშევ ჩუენ გამოუთქუმელად, უბიწოო დედაო ქრისტეს მაცხოვრისაო, მეოხ გუეყავ მოსავთა შენთა.
რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, შენ…
გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:
რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, შენ გიღაღადებ: განანათლე გული ჩემი დაბნელებული, ვა̅ ხარ მხოლოჲ მრავალმოწყალე.
ვა̅ ცეცხლმან, შესწუენ წვალებისა ეკალნი და მრავალშეთხზულნი გმობანი მათნი, ხოლო მორწმუნეთა გულნი განანათლენ, ღირსო (სახელი), საიდუმლოთა მეტყუელო.
განაბნიე და მიეც სიმდიდრე გლახაკთა, ღმერთი-შემოსილო ღირსო მამაო, ამისთჳს ჴსენებაჲ შენი და სიმართლე ჰგიეს, ნეტარო, მარადის უკუე
დაჰჴსენ მწუხარებანი ევაჲსნი, შობითა შენითა, ქალწულო, გარდაიცვალა…
ღვთის-მშობლისაჲ:
დაჰჴსენ მწუხარებანი ევაჲსნი, შობითა შენითა, ქალწულო, გარდაიცვალა ცთომაჲ და მოკუდა გუელი იგი, მაცთური ადამისი, შენ მიერ, მარიამ.
რაჲსათჳს განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და…
სხუანი ძლისპირი:
რაჲსათჳს განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები
ქრისტე ღმერთი ზრახვიდა ენისა შენისა მიერ ჴმაშუენიერისა და სირცხჳლეულ ქმნნა კერპთმსახურნი და მწვალებელთა ერნი და კერპთა მოპოვნებაჲ განაქიქა და მოაქცინა კაცნი მსახურებად ღმერთეებისა თჳსისა.
ჭეშმარიტი მოძღუარი ღმრთისა მიერ სწავლული შემდგომად მოციქულთა და ბრძენი უბიწოჲ გპოვა წმიდამან ეკლესიამან, ღირსო, და უზეშთაეს შენ მიერ განბრყინვებულ იქმნა დიდებითა დაუსრულებელითა.
კადნიერებაჲ დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, ყოვლად…
ღვთის-მშობლისაჲ:
კადნიერებაჲ დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაჲ და მოტევებაჲ ცოდუათა ყოველთა ქრისტეანეთა.
ზღუაჲ აღძრული, ღელვათა წარმწყმედელი დააცხრვე, ქრისტე, შერისხვით…
გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:
ზღუაჲ აღძრული, ღელვათა წარმწყმედელი დააცხრვე, ქრისტე, შერისხვით დააყუდე, ჩუენცა დანთქმულნი ცოდუათაგან აღმომიყვანენ, მოწყალეო.
მდაბალ და ტკბილ იყავ შენ მორწმუნეთათჳს, დიდო (სახელი), ხოლო ქრისტეს მბრძოლთათჳს საშინელ და მრისხანე, ღირსო, და დამჴსნელ სიმედგრისა მათისა.
სამარხოჲ ძუალთა შენთაჲ სარწმუნოებით მომავალთა სულნელებასა მიჰფენს კურნებათასა უხუებით, ღმერთი-შემოსილო (სახელი).
ქალწულმან მუცლად-იღო და გჳშვა ჩუენ ღმერთი ჴორცითა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ქალწულმან მუცლად-იღო და გჳშვა ჩუენ ღმერთი ჴორცითა და შემდგომად შობისა იპოა წმიდაჲ ქალწული, უბიწოებით აწოებდა.
მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ…
სხუანი ძლისპირი:
მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მიმართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო
ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოსცენდა თაფლისა უტკბილესი, მართალო (სახელი), და ერი მორწმუნეთაჲ, ვითარ მდინარით, აღმოივსებს სულთა საზრდელსა.
განვერენით საცთურსა ცოდუათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღვთის-მშობელო…
ღვთის-მშობლისაჲ:
განვერენით საცთურსა ცოდუათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღვთის-მშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან, უზეშთაეს ბუნებათა, ძე ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ.
საღმრთოსა ქუხილისა საყჳრო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და…
კონდაკი, ჴმაჲ ბ
საღმრთოსა ქუხილისა საყჳრო სულიერო, მორწმუნეთა სიმტკიცეო და განმდევნელო წვალებისაო, სამებისა მსახურო, დიდო მღდელმთავარო (სახელი), ანგელოზთა თანა მდგომარეო მარადის, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.
უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოწყინარე…
გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:
უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოწყინარე ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
მარადის ნათელსა თჳსსა უბრწყინვალეს მოგფენდა ღმერთი, უფროჲსად დიდებულო სანატრელო (სახელი), და ჴმატკბილად უგალობდი: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
სიტყუათა შენთა საუნჯე მამებრ დაგჳტევე, ღირსო, განმწმედელად სულისა და უფსკრულად სიბრძნისა და ქრისტესა უგალობთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
გონებად უმიზეზოდ პირველად მამაჲ ჰქადაგე და მშობელად სიტყჳსა და სულისა წმიდისა გამომავლინებელად და სამებით უგალობდ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
ერთი გუამი ორითა ბუნებითა გჳშევ ჩუენ უბიწოო…
ღვთის-მშობლისაჲ:
ერთი გუამი ორითა ბუნებითა გჳშევ ჩუენ უბიწოო მარიამ, ღმერთი ჴორციელქმნული, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
საღმრთოჲსა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა…
სხუანი ძლისპირი:
საღმრთოჲსა შურისაგან ცეცხლმან შეიკდიმა პირველად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვა̅ სამოთხესა შინა, ვიდოდეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
მქადაგებელად და მოძღურად და ღვთის-მეტყუელად სამებისა წმიდისა და კიდედმდე სოფლისა მასწავლელად მართლისა სარწმუნოებისა უღმრთოებისა მოძღუარმან გიხილა რაჲ, განსაცდელთა სიმრავლე ურიცხჳ აღძრა შენთჳს.
ურიცხუნი განსაცდელნი ღმრთისათჳს თავს-ისხენ, ღირსო (სახელი), და არა მოუძლურდი გუემათაგან, ვა̅ გურდემლი რკინისაჲ, და მსგავსად მაღნინტისა, მოირწყენ ყოვლით კერძო ტრფიალნი კეთილსა აღსარებასა.
არა დავსცხრებით ქებად შენდა, ქალწულო, მსგავსად ძალისა…
ღვთის-მშობლისაჲ:
არა დავსცხრებით ქებად შენდა, ქალწულო, მსგავსად ძალისა ჩუენისა, დაღაცათუ არა არს ჩუენ შორის სიტყუაჲ ღირსი სიწმიდეთა, ხოლო მიიღე უღირსთაგან ბაგეთა შესჴმაჲ შემსგავსებული უმეცრებათა ჩუენთაჲ.
შენ, მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა, გალობაჲ სულიერი გიღაღადეს…
გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:
შენ, მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა, გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუე
სიტყჳსა მისებრ საუფლოჲსა ქრისტესა, მდინარენი საღმრთონი დიან მუცლით შენით, რამეთუ წყაროდ დაუწყუედელად გაჩუენა მადლმან საღმრთომან, (სახელი), მორწმუნეთათჳს.
ბრწყინვალებამან, შენ თანა დამკჳდრებულმან, მნათობად ყოვლისა სოფლისა დაგდგა, მამაო, რამეთუ ერთსა ნათელსა ჰქადაგებდ, ღირსო, სამებისასა სამბრწყინვალედ ამაღლებულსა.
შენ ხარ სამებაჲ გარეშეუწერელი, უაღრეს ბუნებათა, რომელსა გიღაღადებთ: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუე.
შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა…
სხუანი ძლისპირი:
შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, რისხვითა; ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.
ნათელო და დიდებაო მღდელთმოძღუართა ყოველთაო, სუეტო ნათლისაო, ნეტარო (სახელი) მორწმუნეთა ზღუდეო, სამებისათჳს მოღუაწეო, ოქროჲსა წმიდისა საყჳრო ჴმამაღალო, ჭეშმარიტად მწერალო შჯულთა მონაზონთასა, ჩუენ თანავე იხარებდ დღესასწაულსა შენსა.
საიდუმლოთა საღმრთოთა სამკჳდრებელ იქმენ შენ ნეტარო, ტაძარ ბრწყინვალე საყოფელ სამებისა და გჳრგჳნ მღდელთმოძღუართა, ღმერთი-შემოსილო (სახელი), და დევნულმან სამებისათჳს მოღუაწებით საცთური განაქარვე და ესრეთ ჰღაღადებდი: სამებასა წმიდასა ვაკურთხევდეთ მარადის.
ღმრთეებასა სამებასა ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწდომელსა სამგუამოვნებასა, მამასა უშობელსა და მშობელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.
ესაია, მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე…
გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:
ესაია, მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე დაუსაბამოჲ ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან შვა იგი, ვჰნატრიდეთ.
სათნოებათა და სიტყუათა შენთა ბრწყინვალებისა ღირსებით გალობასა ვერ შეუძლებს გონებაჲ ჩუენი და განცხადებულად აღიარებს ძლეულებასა, რამეთუ ღმერთმან უფროჲს გადიდა.
ღვთის-მეტყუელო მამათმთავარო, სამებისა წმიდისა წინაშე მდგომარე ხარ მოციქულთა, წინაჲსწარმეტყუელთა, მოწამეთა და მარტჳლთა თანა მამათმთავართა, მომიჴსენენ ჩუენ შემსხმელნი შენნი.
მოიხილე ზეცით გარდამო და იღუაწე ეკლესიაჲ ქრისტესი, ჵ (სახელი), და მეფესა ქრისტეს მსახურსა მოეც ძლევაჲ წინააღმდგომთაჲ და მვედრებელთა შენთა გჳთხოვე დიდი წყალობაჲ
არათუ გუამითა ერთ არს სამებისა ერთარსებაჲ, არამედ…
ღვთის-მშობლისაჲ:
არათუ გუამითა ერთ არს სამებისა ერთარსებაჲ, არამედ ბუნებითა მიუწდომელ დამბადებელი, რომლისა წინაშე შენ აწ სდგა, ღვთის-მშობელო, ითხოვე მისგან მოტევებაჲ ცოდუათა ჩუენთაჲ
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ…
სხუანი ძლისპირი:
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს, ღვთის-მშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვა̅ ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
განბრწყინდეს ჟამნი შენნი, სანატრელო, ვა̅ ელვაჲ გამობრწყინვებული, და გონისმიერ სიტყუანი შენნი ქუხილის სახედ, ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა, რამეთუ ზეცით ჰმეტყუელებდი შენ, ამისთჳს ვერ დაშრიტა საჴსენებელი შენი საფლავმან, დავიწყებისა მიზეზმან.
მზისა ბრწყინვალებასა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, ნეტარო (სახელი), მაქებელნი შენნი ზიარ მყვენ ნათელსა შენსა, ვა̅ სარკემან ხატი პირისაჲ აჩუენის შთამხედველსა, დაღაცათუ ვერ ღირს ვართ დიდებასა შენ თანა, არამედ სასოებაჲ შენდა მაქუს.
ითხოვე ქრისტეს მიერ, სანატრელო, შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ და მოცემად ჭირთა ძლევაჲ მეფესა ჩუენსა და სიმტკიცე მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ მწვალებელთა მათ ზედა და სოფლისა მშჳდობაჲ და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
წინაჲთვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაჲსწარმეტყუელნი, გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად…
ღვთის-მშობლისაჲ:
წინაჲთვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაჲსწარმეტყუელნი, გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დაჴშულად, მთად გამოუკუეთელად, კიბედ ზეცისა აღმართებულად, წყაროდ დაბეჭდულად და სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.
ჭირთა შინა შემწე ხარ ურცხჳნელი, (სახელი), და…
გამოავლინე, ჴმაჲ დ გუერდი, მოიხილე
ჭირთა შინა შემწე ხარ ურცხჳნელი, (სახელი), და მსწრაფლ ეწევი, მღდელთმთავარო, ყოველთავე და მოსწრაფებით და მჴურვალედ მეოხებითა შენითა იჴსნი ჭირისაგან ლმობიერებით მგალობელთა შენთა
ისარ რჩეულ იქმენ შენ ღმრთისა, მამაო, დაფარულ…
აქებდითსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, მომიჴსენენ ჩუენ, ქრისტე
ისარ რჩეულ იქმენ შენ ღმრთისა, მამაო, დაფარულ კაპარჭთა მათ მოძღურებისათა და განჰგუმირენ მგმობარნი, ღირსო (სახელი), ყოვლად ნეტარო მღდელთმთავარო.
ხე ცხორებისა იქმენ შენ სავსე მადლითა, რომლისა ნაყოფსა ვერ მიჰხედავს გუელი და ეკლესიასა შინა ჰყუავი მარადის, ვა̅-იგი სამოთხეს შინა
ჰქონან სიტყუანი შენნი ეკლესიასა, ვა̅ რაჲ ზღუდენი შეურყეველნი, და მეუფისა დიდისა ქალაქად მტკიცედ და შეურყეველად იხილვების.
სიტკბოება საწადელ იქმენ, მამაო, დამატკბობელ სიტყუათა შენთა მადლითა გულსა მორწმუნეთასა და საცნობელთა უფროჲს თაფლისა გოლეულისა
შენ, მწყემსო ჭეშმარიტო სიონისაო, ქრისტეს ეკლესიათა დიდო…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
შენ, მწყემსო ჭეშმარიტო სიონისაო, ქრისტეს ეკლესიათა დიდო მნათობო, ბრწყინვალედ შუენიერო, ბრძენო (სახელი), მომიჴსენენ ჩუენ, რომელნი გაქებთ.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ