რომელმან შვა მამამან უწინარეს მთიებისა, ამან ჟამთა…
მცირესა მწუხრსა უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, არა დააკლდი
რომელმან შვა მამამან უწინარეს მთიებისა, ამან ჟამთა აღსასრულსა წყალობით ხატი მონისაჲ შემოსად ჯერ-იჩინა და ქადაგად თჳსად გამოგირჩინა თქუენ და წარგავლინნა ყოველსა სოფელსა, წმიდანო მოციქულნო, და თქუენ მიერ აცხოვნის წარწყმედულნი.
გიგალობთ, ქრისტე სახიერ, რომელმან აღმოგჳბრწყინვენ სამყაროსა ეკლესიისასა…
ბ-გზის.
გიგალობთ, ქრისტე სახიერ, რომელმან აღმოგჳბრწყინვენ სამყაროსა ეკლესიისასა გონიერნი მნათობნი მოციქულნი, რაჲთა ცისკიდეთა ბრწყინვალედ ჰნათობენ; მათ მიერ შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ, ყოვლისა შემძლებელო და ყოვლად ძლიერო, დიდებაჲ შენდა.
გამოსჩნდით მდინარედ ცხოველად, მომრწყველად ცისკიდეთა, ღმერთი-შემოსილნო, წმიდანო…
დიდებაჲ, ჴმაჲ ა გუერდი, გიხაროდენთა
გამოსჩნდით მდინარედ ცხოველად, მომრწყველად ცისკიდეთა, ღმერთი-შემოსილნო, წმიდანო მოციქულნო, მნათობნო სოფლისანო, რამეთუ მოგეცა თქუენ ქრისტეს მიერ მადლი შეკრვად და განჴსნად ცოდვილთა ქუეყანისათა და ვა̅ ისარნი რაჲ, განაწონენით სიტყუანი თქუენნი კაცთა გონებასა შინა (სახელები) დიდებულნო მნათობნო ბრწყინვალენო, მომიჴსენენით ჩუენცა წინაშე ღმრთისა, ყოვლად ქებულნო, რაჲთა მოტევებაჲ ცოდუათაჲ მოგუანიჭოს თქუნ მიერ და დიდი წყალობაჲ.
ბრწყინვალეთა საღმრთოჲთა ელვარებითა, მოციქულნო, ვა̅ არწივთა, მოჰვლეთ…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ, მოგიცემიეს
ბრწყინვალეთა საღმრთოჲთა ელვარებითა, მოციქულნო, ვა̅ არწივთა, მოჰვლეთ სოფელი, ნეტარნო, და მრავალღმერთეებისა წყუდიადი უჩინო-ჰყავთ და შვილ ნათლისა გამოაჩინენით წარმართთა ერნი დაბნელებულნი, ამისთჳს გადიდებთ თქუენ და წმიდასა ამას დღესასწაულსა თქუენსა სიხარულით აღვასრულებთ და პატივს-ვსცემთ ნაწილთა თქუენთა.
თქუენ ყოველსა სოფელსა წარგავლინნა ქრისტემან ღმერთმან განწმედად…
მუხლი: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
თქუენ ყოველსა სოფელსა წარგავლინნა ქრისტემან ღმერთმან განწმედად სიბოროტისა სიმპალესა, მოციქულნო, და გესლითა სულთა განმხრწნელითა განხრწნილთა სულთა განახლებად ბრწყინვალედ და სრულსა სიმრთელესა მიცემად; ამისთჳს გადიდებთ თქუენ, ვა̅ ქველისმოქმედთა და მაცხოვართა და ყოვლად ბრძენთა მკურნალთა და სულითა ორღანოთა.
მოციქულნო ქრისტესნო, მნათობნო ყოვლისა სოფლისანო, ნივთი კერპთმსახურებისაჲ…
მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროჲ. ჴმაჲ დ გუერდი, წარიყვანნა ქრისტემან
მოციქულნო ქრისტესნო, მნათობნო ყოვლისა სოფლისანო, ნივთი კერპთმსახურებისაჲ დასწჳთ ცეცლითა საღმრთოჲთა მოძღურებისა თქუენისაჲთა, ნეტარნო, და წარმართნი სიღრმით უმეცრებისაჲთ ღვთის-მსახურებისა მიერ კეთილად მოინადირენით და იჴსნენით თქუენ წარწყმედისაგან და აწ ქრისტესა, მოძღუარსა თქუენსა, ევედრენით, რაჲთა დღესა მას განკითჴვისასა სიტკბოებით მოგუხედნეს და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მოვედით უგალობდეთ წმიდათა მოციქულთა, რომელნი ქრისტეს მჴსნელისა…
დიდება, მასვე ძლისპირსა ზედა
მოვედით უგალობდეთ წმიდათა მოციქულთა, რომელნი ქრისტეს მჴსნელისა ჩუენისა მსახურ და თჳთმხილველ იქმნნეს: გიხაროდენ, ბრძენნო ყოვლად ქებულნო, ანგელოზთა და მართალთა სიხარულნო და ეკლესიათა ნათელნო; თქუენ კერპთმსახურებაჲ განჰჴადეთ და ქრისტე ღმერთი ჴმამაღლად ჰქადაგეთ და ერთარსებაჲ წმიდისა სამებისაჲ ღმრთივ-ბრწყინვალედ ღვთის-ჰმეტყეელეთ, რომელსა უღაღადებთ: დიდებაჲ შენდა.
მოციქულნო წმიდანო, (სახელები) ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითა ჴმა გ
მოციქულნო წმიდანო, (სახელები) ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ელვითა მით სულისაჲთა განათლებულთა, ნეტარნო, სავსებაჲ სოფლისაჲ…
დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმაჲ დ, მხნეონი
ელვითა მით სულისაჲთა განათლებულთა, ნეტარნო, სავსებაჲ სოფლისაჲ ახოვნად მოირბინეთ, და წარმართნი განანათლენით და ბნელი განაბნიეთ და წყუდიადი განსდევნეთ, მოციქულნო უფალისანო, ამისთჳსცა დღეს მადლობით აღვასრულებთ უბიწოსა ჴსენებასა თქუენსა, ღირსნო, და სულითა წმიდა ვიქმნებით.
მსგავსად ღრუბელთა, ნეტარნო, ყოველსა სოფელსა ზედა ცუარი იგი ზეცისაჲ საღმრთოჲ აცურიეთ და მორწმუნეთა სულნი მადლითა მოჰრწყენით, დიდებულნო, და შეაშთვენით ღვარძლი იგი უღმრთოებისანი და ნაყოფითა აღავსენით ყოველნი ცისკიდენი, ამისთჳს შესხმით გადიდებთ, ყოვლად ქებულნო მოციქულნო.
საღმრთოჲსა მის ვენახისა რქა იქმნენით, დიდებულნო, და გამოიხუენით ტევანნი საცნაურნი, რომელთაგან იწნიხა ღვინოი, მახარებელი სულთაი, ამისთჳს სიხარულით შეგასხამთ, ღმერთი-შემოსილნო, და გევედრებით, რაჲთა ევედრნეთ ღმერთსა და ითხოვოთ მოწყალებათა მისთაგან სოფლისათჳს დიდი წყალობაჲ
ჰქადაგეთ თქუენ სახარებაჲ სასუფეველისა ღმრთისაჲ და მის მიერ წმიდა ჰყავთ ყოველი სოფელი და ეშმაკთა სამსახურებელნი დააცხრვენით, ნეტარნო, და ძეგლები დაჰმუსრეთ კერპთა ყრუთა ამაოთაჲ და აწ წინაშე უფალისა მდგომარე ხართ უჴორცოთა ძალთა თანა, მოციქიულნო, მეოხ გუეყვენით სულთა ჩუენთათჳს.
ვა̅ თუალით მხილველთა და მოწაფეთა სიტყჳსა განჴორციელებისათა გნატრით, ღირსნო და ყოვლად ქებულნო მოციქულნო, რამეთუ, ვა̅ რაჲ ელვანი, გამოჰბრწყინდით და სოფელი განანათლეთ და, ვა̅ რაჲ სამოთხისა მდინარენი, განყოფილნი წარმართთა ეკლესიისა მოჰრწყავთ საღმრთოთა მადლთა მიერ.
ვა̅ ისარნი ნათლად ბრწყინვალენი სულიერნი ყოველსავე სოფელსა წარივლინენით და საკჳრველებათა ძალსა უშურველად მისცემდით, მოციქულნო ქრისტესნო, საიდუმლოდ მორწმუნეთა და საღმრთონი იგი სიტყუანი მადლისანი დაწერილნი ღმრთივ-სწავლულისა ახლისა შჯშულისანი მოგჳთხრენით ჩუენ
ისრად ცეცხლისად სულისა, ელვითა განბრწყინვებულად ყოველსავე სოფელსა წარივლინენით და საკჳრველებათა ძალსა უშურველად მისცემდით, ქრისტეს საიდუმლოთა ფიცარნო ღმრთივ-დაწერილნო, ყოვლად ქებულნო და შჯულისა საღმრთოჲსა მასწავლელნო, დიდებულნო მოციქულნო, მსახურნო ღმრთისა სიტყჳსანო.
მსგავს არწივთა ფრთოვანთა, მოჰვლეთ ყოველი სოფელი და ღმრთივ-სულიერნი სწავლანი დასთესენით, ხოლო ღუარძლნი საცთურისანი ძირითურთ აღმოჰფხურენით და მრავალი ნაყოფი ცხოვნებულთაჲ აღმოაცენეთ, ქრისტეს მოციქულნო, ღირსი საუნჯეთა მათ საცნაურთა მუშაკთმთავრისა და ღმრთისა საუკუნოდ დაუნჯებად.
ცად მეტყუელად წოდებულ ხარ ამაღლებულად საღმრთოჲთა და…
დიდება, მასვე ძლისპირსა ზედა
ცად მეტყუელად წოდებულ ხარ ამაღლებულად საღმრთოჲთა და უთხრობთ დიდებასა ღმრთისა ჩუენისასა, რომელიცა ნებსით განკაცნა, ნეტარნო მოციქულნო, წინამძღუარნო ერთანო, ეკლესიისა ზღუდენო, საფუძველნო სარწმუნოებისანო, დაფარულთა საიდუმლოთა მსახურნო და მნათობნო სულთა ჩუენთანო.
კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფალისა ჩუენისა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომაჲ დღისა და საკითხავი კათოლიკე ეპისტოლე წმიდისა პეტრე მოციქულისა
კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფალისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტესითა მკუდრეთით, სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხულთა ცათა შინა თქუენდა მიმართ, რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას განმზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას უკუანაჲსკნელსა. რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალფერთა შინა განსაცდელთა. რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა. რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა. და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ.
ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით…
კათოლიკე ეპისტოლე წმიდისა პეტრე მოციქულისა
ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრხილ იყვენით, სრულიად ესევდით მოწევნულსა მას თქუენდა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტესსა. ვა̅ შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქუენისა გულისთქუმათა, არამედ მწოდებელსა მისებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა. რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ. და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელი-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითოეულისა საქმეთაჲ, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით. უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა, არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვა̅ ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა
საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვა̅ მწირთა და წარმავალთა…
კათოლიკე ეპისტოლე წმიდისა პეტრე მოციქულისა
საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვა̅ მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულისთქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა. სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომლითა-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვა̅ ძჳრის მოქმედთასა, კეთილთა საქმეთაგან შეიკდიმონ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა. დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფალისათჳს: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს; გინა თუ მთავართა, ვა̅ მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს. რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა. ვა̅ აზნაურნი და ნუ ვა̅ საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებჲ ეგე, არამედ ვა̅ მონანი ღმრთისანი, ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცედით. მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით. რამეთუ რაჲ უმჯობეს არს უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან. და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა; რომელმან-იგი ცოდუაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა; რომელი-იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა; რომელმან ცოდუანი ჩუენნი აღიხუნა ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდუათა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით
საღმრთოჲთა სწავლითა ერნი უმეცრებისაგან გამოიჴსნენით და შესწირენით…
ლიტიასა ზედა, ჴმაჲ ა, წმიდანო მარტჳლნო
საღმრთოჲთა სწავლითა ერნი უმეცრებისაგან გამოიჴსნენით და შესწირენით ესე ცხოვნებულნი სიტყჳსა, რომელი იშვა მამისა უშობელისაგან ზეცას გამოუთქუმელად; მას ევედრენით, მოციქულნო, სულთა ჩუენთათჳს, რომელნი თქუენ გალობასა შეგასხამთ.
ყოვლად წმიდითა მით ნათლითა ქადაგებისა თქუენისაჲთა სულნი ბნელისა მისგან საცთურისა იჴსნენით და დაემკჳდრენით ნათელსა საღმრთოსა, ღირსნო მოციქულნო, ყოვლად ქებულნო, მისა მიმართ ნუ დასცხრებით ოხად სულთა ჩუენთათჳს, რაჲთა მოსცეს მშჳდობაჲ და წყალობაჲ.
მოჰჴნენით ცნობანი უქმნი ჯუარის საჴვნელითა, ნეტარნო მოციქულნო, და დასთესეთ მათ შინა თესლი სარწმუნოებისაჲ და ასეული ნაყოფი მოისთულეთ ჭეშმარიტად თქუენ, ყოვლად ბრძენნო, ვინაჲცა საღმრთოდ მარადის იდიდებით, დიდებულნო, საღმრთოჲთა გალობითა.
წარმართთა კრებულნი, ბრძენნო, ქრისტეს ღმრთისა მოიყვანენით თქუენ, ჴსნილი საღმრთოჲთა სისხლითა დიდებულითა, რომელმანცა ნებსით შობაჲ სათნო-იყო ქუეყანასა ზედა და ჯუარსა ზედა სიკუდილი თავს-იდუა ჴსნისათჳს სოფლისა; მისა მიმართ ოხაჲ ჩუენთჳს შეწირეთ.
სოფლისა სავსებაჲ, ვა̅ არწივთა მფრინვალეთა, მოჰვლეთ თქუენ…
დიდება, მასვე ძლისპირსა ზედა
სოფლისა სავსებაჲ, ვა̅ არწივთა მფრინვალეთა, მოჰვლეთ თქუენ, ქრისტეს ქადაგნო, სიმჴნით და ახოვნებით და პყრობილნი იგი მტერისაგან მოიყვანენით სარწმუნოებად შეუხებელად; აწცა ნუ დასცხრებით ოხად სულთა ჩუენთათჳს, რაჲთა მოსცეს მშჩდობაჲ და წყალობაჲ.
დღესასწაული წმიდათა მოციქულთაჲ მოიწია დღეს და განათლდა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ ბ გუერდი, მჯდომარე
დღესასწაული წმიდათა მოციქულთაჲ მოიწია დღეს და განათლდა ეკლესიაჲ და მორწმუნეთა ერსა აცხოვნებს და განაშუენებს ღმრთივ-სულიერად; ღაღად-ვყოთ აწ მათდა მიმართ: გიხაროდენ, ნათელნო დაბნელებულთანო, საცნაურისა მზისა ელვანო ბრწყინვალენო, გიხაროდენ ბრძენნო (სახელები) საღმრთოთა სწავლათა ხარისხნო მტკიცენო, ქრისტეს მეგობარნო, ჭურნო პატიოსანნო, შემსხმელთა თქუენთა გჳთხოვეთ ზეცით დიდი წყალობაჲ
პირველ საუკუნეთა ნათელო წარუვალო, ჯერ-იჩინე რაჲ ჩუენთჳს…
მუხლი: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
პირველ საუკუნეთა ნათელო წარუვალო, ჯერ-იჩინე რაჲ ჩუენთჳს ზეცით გარდამოსლვაჲ და განჰკაცენ წყალობით, ბრწყინვალებითა შენითა განათლებულნი მოციქულნი გამოაჩინენ ნათლად მეორედ, მსახურად საიდუმლოთა შენთა და ყოველსა სოფელსა ჴორცთშესხმისა შენისა ქადაგებად წარავლინენ, მაცხოვარ, და მოირბინნეს მათ ვა̅ ჰუნეთა მალემსრბოლთა ბრძენთა, ცისკიდენი და განთქუეს შენი ჯუარცუმაჲ და დაფლვაჲ და დიდებული აღდგომაჲ
ძალი სულისაჲ უძლეველი შეიმოსეს ქრისტეს ქადაგთა და…
მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროჲ
ძალი სულისაჲ უძლეველი შეიმოსეს ქრისტეს ქადაგთა და ეშმაკნი დაამჴუნეს და მეფეთა ამხილეს და რიტორნი განაქიქნეს და უსწავლელთა, შიშუელთა და უჭურველთა სპარაზენნი და ბევრეულნი აღჭურვილნი უღმრთოთანი იოტნეს და მადლითა საღმრთოჲთა სასწაულნი და ნიშნი აღასრულნეს და წარმართთა ერნი დაამონეს ღმერთსა და იჴსნეს სოფელი და მარადის ითხოვენ ჩუენთჳს აურაცხელსა დიდსა წყალობასა.
დიდებისაგან და დიდად შუენიერებისა საღმრთოჲსა ფრთენი ტრედისანი…
დიდებაჲ, ჴმაჲ ა
დიდებისაგან და დიდად შუენიერებისა საღმრთოჲსა ფრთენი ტრედისანი ვეცხლით მოსილნი, დიდებულნი წმიდანი მოციქულნი, რომელთა ვენაჴისაგან ჭეშმარიტისა მოსთულეს ტევანი სიტკბოებისაჲ, პირად-პირადად შუენიერად უქადაგეს წარმართთა, გუასწავეს მორწმუნეთა თაყვანისცემაჲ სამებისა წმიდისაჲ და მეოხ არიან ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
ვა̅ ცისკარი შუენიერი, აღმოჰბრწყინდით სოფელსა შინა და…
ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ ა
ვა̅ ცისკარი შუენიერი, აღმოჰბრწყინდით სოფელსა შინა და ბნელი წყუდიადი საცთურისაჲ სარწმუნოებითა განსდევნეთ, მოციქულნო და მორწმუნენი განანათლენით, ვინაჲცა ყოველივე ბრწყინვალებაჲ ეკლესიისაჲ უგალობს დღეს განათლებულსა ჴსენებასა თქუენსა და ქრისტესა ღმერთსა ადიდებს, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
ცხორებაშემოსილისა ვენაჴისა რტო იქმენით, წმიდანო მოციქულნო და…
წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ
ცხორებაშემოსილისა ვენაჴისა რტო იქმენით, წმიდანო მოციქულნო და გამოიხუენით ტევანნი სავსენი სიტკბოებითა და გჳწდიეთ ჩუენ ღჳნოჲ სარწმუნოებისაჲ ჭეშმარიდად დამატკბობელ გულთაჲ და მახარებელი გონებათაჲ, ზეცისა საიდუმლოთა ჴმამაღალნო ქადაგნო, ღვთის-მეტყუელნო მოციქულნო, ითხოვეთ ჩუენთჳს დიდი წყალობაჲ.
გადიდებთ თქუენ, მოციქულნო ქრისტესნო (სახელები), და პატივს-ვსცემთ…
სადიდებელი
გადიდებთ თქუენ, მოციქულნო ქრისტესნო (სახელები), და პატივს-ვსცემთ ჭირთა და შრომათა თქუენთა, რომელ დაშვერ და გვახარენ ქრისტე.
საცნაურსა მზისა შარავანდედად გამოსჩნდით და განაბრწყინვებთ ქუეყანასა…
წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ ა
საცნაურსა მზისა შარავანდედად გამოსჩნდით და განაბრწყინვებთ ქუეყანასა სიტყუათა თქუენთა ელვითა და ბნელსა უმეცრებისასა მადლით განსდევნით, ვინაჲცა დღეს ბრწყინვალესა ჴსენებასა თქუენსა განათლებულნი და განშუენებულნი გნატრით და გიგალობთ თქუენ, ღვთის-მეტყუელნო.
მოვედით, კრებულნო ერთა მორწმუნეთანო, განვაწყოთ ხოროჲ და…
წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა დ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროჲ. სახარება ლუკასი 50 დას: 10, 1-15 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, ჴმაჲ ბ, მდინარენი
მოვედით, კრებულნო ერთა მორწმუნეთანო, განვაწყოთ ხოროჲ და ღმრთივ-შუენიერად ქადაგნი საღმრთონი (სახელები) გჳრგჳნოსან ვყვნეთ შესხმითა საღმრთოჲთა, რამეთუ ამათ სოფელსა შინა თესლი სიტყჳსაჲ დასთესეს და აღავსეს მადლითა სულისაჲთა, რომელნი იქმნნეს ვაზ ჭეშმარიტისა ვენაჴისა და ღჳნოჲ, მახარებელი გონებათა ჩუენთაჲ, მდიდრად გჳწდიეს, რომელთა მიმართ ჴმა-ვყოთ ღმრთივ-ბრწყინვალითა პირითა: გიხაროდენ თქუენ, მსახურნო სიტყჳსანო და წარმწყმედელნო პირუტყუებისანო, გიხაროდენ, რჩეულნო უფალისანო, გიხაროდენ თქუენ, მომატყუებელნო ჩუენდა კეთილისანო და მაოტებელნო სულთა ბოროტთანო, რომელთა გევედრებით, რაჲთა მყუდროჲ მშჳდობაჲ გჳთხოვოთ ზეცით უფალისა და მოძღურისა თქუენისა მიერ და გჳჴსნნეთ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და მოსცეთ მშჳდობაჲ სოფელსა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ზღჳსა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე…
გალობაჲ ა, უგალობდითსა, ხმა დ ძლისპირი:
ზღჳსა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაჲლისაჲ, და ჴელთა განპყრობითა მოსე ჯუარის სახედ ძალი იგი ამალეკისაჲ უდაბნოს დასცა.
იჩინენით ზიარებად ღმრთისა მიერ მამისა, ბრძენნო, ძისა მისისა მხოლოდშობილისა და ვა̅ ქადაგთა სამმბრწყინვალისა ღმერთეებისათა, მადლი სულისაჲ შეიწყნარეთ თქუენ
იტყოდეთ თქუენ, დიდებულნო, დაფარულსა ღმრთისა სიბრძნესა საიდუმლოდ ყოველთა კაცთა მიმართ და მტყუვარი იგი სიბრძნე სოფლისა ბრძენთაჲ განცოფებულ ჰყავთ და ჭეშმარიტი სიბრძნე ასწავეთ.
იქუხეთ სოფელსა შინა სარწმუნოებაჲ, მოციქულნო, და ელვარითა მით მოძღურებითა თქუენითა განანათლენ ყოველი ქუეყანაჲ, დიდებულნო, და ბრწყინვალებაჲ სულთაჲ მიჰფინეთ.
სიტყუამან ღმრთისამან, რაჟამს წყალობით ქყეყანად მოვიდა, თჳსთა მით წინაჲსწარ ცნობითა და გამოუთქუმელითა განკითხვათა თჳსთა უფსკრულთა ნათლად სოფლისა გამოგირჩინა
კრებულსა მოციქულთასა გალობად წადიერსა, ქრისტე, მეოხებითა მათითა…
სხვანი გალობანი მასვე ძლისპირსა ზედა.
კრებულსა მოციქულთასა გალობად წადიერსა, ქრისტე, მეოხებითა მათითა მომეც, ვა̅ ღმერთი ხარ, ბრწყინვალებაჲ სულისა ყოვლად წმიდისაჲ, სავსე სიბრძნითა შენ მიერითა.
განმტკიცებულთა ძალითა შენითა, ქრისტე, და მადლითა, წინააღმდგომნი ძალნი შემუსრნეს დიდებულთა მოციქულთა და შენდა მიმართ წამისყოფითა განღმრთობილ იქმნნეს და ღმრთივ-შუენიერ.
საკჳრველებათა დიდთა იქმოდეს შენ მიერ, უფალო, დიდებულნი შენნი მოციქულნი და წარმართთა კრებულნი შენსა მეცნიერებასა სიბრძნით მოინადირნეს და განაბრწყინვნეს.
სიბრძნე ზეცისაჲ ისწავეთ, რჩეულნო ქრისტეს მოციქულნო, და განცხადებულად წარსწყმიდენით მრავალმეტყუელებანი იგი ბრძენთანი შემოკლებითა ქადაგებისა და თქუენისაჲთა.
რაჟამს ინება განღმრთობაჲ ადამიანთაჲ მეუფემან, შენ მიერ…
ღვთის-მშობლისაჲ:
რაჟამს ინება განღმრთობაჲ ადამიანთაჲ მეუფემან, შენ მიერ სრულ-იყო ესე, ქალწულო, რამეთუ გპოვა ღირს ტაძარი დიდებისა თჳსისაჲ და იშვა შენგან გამოუთქუმელად.
იხარებს ეკლესია შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს…
გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:
იხარებს ეკლესია შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: საშოჲ ჩემი ხარ შენ, განმაძლიერე დამბადებელო.
თუალით მხილველ იქმნენით ქრისტეს მჴსნელისა, ყოვლად დიდებულნო, და ნათლითა მისითა საღმრთოჲთა ბრწყინვალედ განჰნათლდით თქუენ.
და-რაჲ-ემოწაფენით ქრისტესა ღმერთსა, ბრძენნო მოციქულნო, უაღრეს ბუნებისა საღმრთოჲთა სიბრძნითა აღივსენით.
მოციქულნო ქრისტესნო, საფუძველნო ეკლესიათანო და ქრისტეს დიდებისანო, ითხოვეთ ჩუენთჳს დიდი წყალობაჲ.
ზეცისა საიდუმლოჲ, ღვთის-მეტყუელნო, ქუეყანასა ჰქადაგეთ, ენითა ცეცხლისაჲთა…
სხუანი
ზეცისა საიდუმლოჲ, ღვთის-მეტყუელნო, ქუეყანასა ჰქადაგეთ, ენითა ცეცხლისაჲთა აუწყეთ ქრისტე ყოველსა ერსა
ცად გამოაჩინენ შენ მოწაფენი სიტყჳერნი, უფალო, და მიუთხრეს კიდეთა ქუეყანისათა დიდებაჲ შენი
თანამკჳდრნო ქრისტესნო და აღწერილნო მის მიერ ცათა შინა, რომელნი პატივ-გცემთ თქუენ, მეოხ გუეყვენით სულთა ჩუენთათჳს.
კურთჴეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ, ქალწულო წმიდაო…
ღვთის-მშობლისაჲ:
კურთჴეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ, ქალწულო წმიდაო, და აკურთხევს მარადის ღვთის-მშობლად აღმსაარებელთა შენთა.
უფსკრულსა სიბრძნისასა დაემოწაფენით და განაბრძვენით, რომელნი პირველ…
წარდგომაჲ, ჴმაჲ დ
უფსკრულსა სიბრძნისასა დაემოწაფენით და განაბრძვენით, რომელნი პირველ უგუნურებით ჰმსახურებდეს კერპთა უჴმოთა, ყოვლად ბრძენნო მოციქულნო, ამისთჳსცა სანატრელ ხარ უკ“ ი უკუე და წინაშე საყდართა წმიდისა სამებისათა მდგომარე ხართ, რომლისაგან ითხოვეთ ლმობიეღრად, რაჲთა მოგუმადლოს შენდობაჲ ცოდუათა ჩუენთაჲ, ყოვლად ქებულნო.
იხილა რა ეკლესიამან მზე სიმართლისა, ჯუარსა ზედა…
გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:
იხილა რა ეკლესიამან მზე სიმართლისა, ჯუარსა ზედა ამაღლებული, დადგა იგიცა წესსა ზედა თჳსსა ღირსად, და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
საუფლოჲსა სახარებისა ღმრთივ-დაწერილნი ფიცარნი სიონით მოიხუენით, ჵ მოციქულნო, და შჯული იგი წიგნისაჲ სამართლად დაადუმეთ სულისა მადლთა ქადაგებითა.
ბნელსა შინა მსხდომარეთათჳს მაღლით აღმობრწყინვებულმან მან აღმოსავალმან სახედ ელვისა წარგავლინნა განათლებად ყოველთა ცისკიდეთა, ყოვლად დიდებულნო მოციქულნო
ოხრითა მით ღმრთივ-ბრწყინვალითა აღვსებულთა მოჰვლეთ ზღუაჲ ესე ამის სოფლისაჲ და ტჳრთი იგი საღმრთოჲ სარწმუნოებისაჲ განუყავთ მორწმუნეთა, ყოვლად დიდებულნო მოციქულნო.
ვა̅ საიდუმლოთა საღმრთოთა მსახურნი, უფროჲს მოსესსა ადიდენით და პირნი თქუენნი განათლდეს ღმრთისა სიტყჳსა ხედვითა, დიდებულნო მოციქულნო, ღმრთის გამომეტყუელნო.
სიტყუანი საღმრთონი და ჴმანი მოციქულთანი ცეცხლის სახედ…
სხუანი
სიტყუანი საღმრთონი და ჴმანი მოციქულთანი ცეცხლის სახედ განჴდეს სოფელსა და ნისლი იგი საცთურისაჲ განაქარვეს და აღავსნეს მადლითა კრებულნი იგი მორწმუნეთანი.
დაბნელებულთა წყუდიადითა უღმრთოებისაჲთა საღმრთოჲთა მცხინვარებითა გამოუბრწყინდით, მოწაფენო უფალისანო, და განანათლენით თქუენ ქადაგებითა ქრისტეს ღმრთისაჲთა
საცნაურისა მზისთუალისა ღმრთივ-ბრწყინვალითა მით ნათლითა განბრწყინვებულნი ჰნათობთ სოფელსა, დიდებულნო მოციქულნო, და განსდევნით წყუდიადსა საცთურისასა, ყოვლად ქებულნო
კუერთხი ძლიერებისაჲ აქუნდა ქადაგთა შენთა ჯუარი შენი, ღმრთისა სიტყუაო, და მწარე იგი სოფლისა ზღუაჲ მით განაპეს და, ვა̅ ჰუნეთა, აღძრნეს მრავალ ღმერთეებისა წყალნი.
რომელი საშოსა ქალწულისასა დაემკჳდრე, ქრისტე, და ჴორცითა…
ღვთის-მშობლისაჲ:
რომელი საშოსა ქალწულისასა დაემკჳდრე, ქრისტე, და ჴორცითა გამოგჳჩნდი, ვა̅ კაცი, მისითა მეოხებითა მომეც მონათა შენთა შენდობაჲ ბრალთაჲ, მრავალმოწყალე.
შენ უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი…
გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:
შენ უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყვანის-გცემთ შენ.
ჭეშმარიტად გონებაჲ ქრისტესი გაქუნდა, ბრძენნო მოციქულნო, და ნიჭთა მათ მისთა ტრფიალებითა სოფელი მოინადირეთ.
ვა̅ რაჲ მშჳდობისა ღმრთისა მახარებელთა, ესე მოჰმადლეთ სოფელსა ვედრებითა თქუენითა, ყოვლად ბრძენნო მოციქულნო.
პირველისა ნათლისა ბრწყინვალებად გამოსჩნდით და თავთა მათ ღვთის-მეტყუელთა მეორედ ელვარებად, ყოვლად ბრძენნო მოციქულნო.
ყოვლად ბრძენნი, ქრისტე, საღმთონი შენნი მსახურნი მნათობად…
სხუანი
ყოვლად ბრძენნი, ქრისტე, საღმთონი შენნი მსახურნი მნათობად გამოაჩინენ სოფლისა და ღმთეებაჲ წარმართთა მიუთხრეს.
რომელთა ყოველი სათნოებაჲ მოიპოვეთ, სანატრელნო მოციქულნო, მრავალფერნი ეშმაკთა სიბოროტენი დაჰჴსნენით.
განგჳჩინეს ცხადად სამებისა ბრწყინვალებაჲ ერთღმთეებად მოციქულთა, ცეცხლისა ენითა რაჲ მზრახვალ იქმნნეს საკჳრველად.
მორწმუნეთა შენთა, უფალო, მომეც შეწევნაჲ მაღლით ძლევად…
ღვთის-მშობლისაჲ:
მორწმუნეთა შენთა, უფალო, მომეც შეწევნაჲ მაღლით ძლევად უხილავთა მტერთა, მეოხებითა მშობელისა შენისაჲთა.
გალობით, ჴმითა სიხარულისაჲთა გაქებს შენ ეკლესიაჲ შენი…
გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:
გალობით, ჴმითა სიხარულისაჲთა გაქებს შენ ეკლესიაჲ შენი, ქრისტე, განწმიდნა რაჲ იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოჴდა გუერდსა საღმრთოსა წმიდასა.
ყოველთა გჳთხოვეთ შენდობაჲ შეცოდებათაჲ, ჵ მოციქულნო ქრისტესნო, რომელთა საღმრთოჲთა ქადაგებითა თქუენითა ვისწავეთ ცნობაჲ ჭეშმარიტი სამებისაჲ.
რომელთა მოირბინეს ყოველნი ცისკიდენი და საღმთოჲთა ქადაგებითა სიმრავლე წარმართთაჲ მოინადირე, გალობითა და შესხმითა პატივს-ვსცემდეთ, მორწმუნენო.
უსულოჲ და მიწისაგანი გონებაჲ განაგდეთ და ქრისტეს ქადაგებითა ცა მეტყუელ იქმნენით და სუფევისა მისისა დიდებაჲ განსთქუთ კიდეთა ქუეყანისათა.
სიბრძნითა და საკჳრველებითა განამტკიცენ მოწაფენი შენნი, ქრისტე…
სხუანი
სიბრძნითა და საკჳრველებითა განამტკიცენ მოწაფენი შენნი, ქრისტე, და განაძლიერენ წარმართთა მიმართ და სიბნელე საცთურთა მათთაჲ მათ მიერ განსდევნე.
საღმრთოჲთა მდინარითა სიბრძნისაჲთა აღივსნეს მაცხოვრისა მოციქულნი და ღელენი იგი ეკლესიისანი წყაროჲსა მის ცხოველისა დინებითა დაათრვნეს.
გამოსჩნდით, ვა̅ მთიები, სოფელსა შინა, ყოვლად ღირსნო მოციქიულნო, და განაქარვეთ თქუენ სიბნელე იგი საცთურისაჲ ნათლითა მით ღმრთის-მეცნიერებისაჲთა.
შენთა მათ წყალობითთა ოხათა ლიტანიობაჲ აღძარ ჩუენთჳს…
ღვთის-მშობლისაჲ:
შენთა მათ წყალობითთა ოხათა ლიტანიობაჲ აღძარ ჩუენთჳს, ღმრთისა დედაო, რომელნი შობილსა შენსა უგალობთ და გჳჴსნენ ჩუენ ხილულთა მათ და უხილავთა მტერთაგან.
მტკიცენი და ღვთის-მეტყველნი ქადაგნი და თავნი მოწაფეთა…
კონდაკი, ჴმაჲ ბ
მტკიცენი და ღვთის-მეტყველნი ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი (სახელები), უფალო, იზიარნენ განსასვენებელსა კეთილთა შენთაჲსა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითუალენ უფროჲს ყოველთა მსხუერვპლთა და შესაწირავთა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი
საჴუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი, მოგუთა მიერ კრულნი…
გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:
საჴუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი, მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა შჯულთათჳს შეითხინეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.
ვითარ მაღალ არს შუენიერებაჲ ქრისტეს მოციქულთაჲ: ესე ქრისტესა ხედვიდეს ჴორცშესხმულსა და ღვთის-მეტყუელეს საიდუმლოჲ იგი გამოუთქუმელი საღმთოჲსა მის განკაცებისა მისისაჲ.
გუნდი წმიდათა მოციქულთაჲ ღმრთივ-წოდებული, რჩეული, ასოდ ქრისტესა გამოჩნდეს და თანაჴორც და თანაზიარ თავისა მის საღმრთოჲსა სოფელი ყუეს ჭეშმარიტად სარწმუნოებისა მიერ.
ვა̅ ხართ თქუენ მუშაკთმთავრობისა საღმთოჲსა მუშაკნი, წინაჲსწარმეტყუელთა შრომილსა შემოხუედით და წარმართთა ყანაჲ შეჰკრიბეთ საუნჯეთა შინა ღმრთის-მეცნიერებისათა, ჵ მოციქულნო.
ვა̅ ქრისტეს, სოფლისა მძლისა, მოწაფეთა, სძლეთ თქუენ ჯუარისა ძლიერებითა ბნელისა მის სოფლისა სოფლისმპყრობელსა და იავარ-ჰყავთ მისი ერთა მაცთური თაყყანისცემაჲ, ბრძენნო.
რომელი ძე ხარ ბუნებით უხილავისა მამისაჲ, შვილად…
სხუანი
რომელი ძე ხარ ბუნებით უხილავისა მამისაჲ, შვილად თანამკჳდრად შენდა მოწაფენი შენნი ღირსნი გამოაჩინენ და თანამოსაყდრედ, ვა̅ ღმერთმან და უფალმან, სათნო-იყვენ.
უზესთაესი სიბრძნე და ენაჲ კეთილად მზრახვალი მიეც მოწაფეთა შენთა მაცხოვარო, და წარავლინენ ქადაგებად სახარებასა მას სასუფეველისასა წარმართთა შორის.
ვა̅ ღრუბელნი, სავსენი საღმრთოჲთა მით ცუარითა, განეფინნეს მოციქულნი და იცურიეს წყალი ცხოველი და ღაღად-ყუეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.
კუერთხო საღმრთოო, რომელმან ყუავილად გამოიღე ქრისტე, მუშაკი…
ღვთის-მშობლისაჲ:
კუერთხო საღმრთოო, რომელმან ყუავილად გამოიღე ქრისტე, მუშაკი სოფლისაჲ ამის და დამსხმელი ზეცისა და ქუეყანისათაჲ, მას ევედრე ჩუენთჳს, რაჲთა გჳჴსნნეს ჭირთაგან, ჵ კურთეულო.
ჴელთა განპყრობითა დანიელ მღჳმესა მას შინა მჴეცნი…
გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:
ჴელთა განპყრობითა დანიელ მღჳმესა მას შინა მჴეცნი მოამდოვრნა, და სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალისანი უფალსა.
მოვედით, ქრისტეს მოწაფეთა საღმრთოთა განმხიარულებულთა შესხმათა გჳრგჳნი შეუთხზათ, რომელთა წინაჲსწარ ცნობითა მისითა შემდგომი წესი თავთა მოწაფეთაჲ მიენიჭა და სწორი პატივი და დიდებაჲ მიეცა.
ვა̅ სამარადისონი მნათობნი, დაგსხნა თქუენ სამყაროსა შინა ეკლესიისა ქრისტემან და ნათლითა მოძღურებათაჲთა განანათლებთ, მოციქულნო, რომელნი იტყჳან: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალისანი უფალსა.
ჭეშმარიტად ქრისტემან მჴსნელმან საღმრთოჲთა ნათლითა აღგავსნა, ნეტარნო, რაჲთა ერთა დაბნელებულთა განუხუნეთ თუალნი და ყურნი და სულითა და პირითა ასწაოთ გალობად: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალისანი უფალსა.
თავთა მოციქულთა კრებულსა თანა-იწოდენით და თანა-იდიდენით დაფარულთა განმკითხველისა ღმრთისა წინაჲსწარ ცნობითა და შემდგომი მათი წესი გიპყრიეს, ნეტარო მოციქულნო, და აკრთხევდით მას აწ და უკუე
ქრისტეს მოციქულთა კრებულმან ყოვლად შუენიერმან სულისა ცეცხლითა…
სხუანი
ქრისტეს მოციქულთა კრებულმან ყოვლად შუენიერმან სულისა ცეცხლითა ვა̅ რაჲ მაღნარნი დაწუნა ეშმაკთა სამსახურებელნი და გულნი მორწმუნეთანი წარჰმართნა გალობად: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალისანი უფალსა.
მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტეს მჴსნელისათა ქებით პატივს-ვსცემდეთ რომელთა ზეცისა სწავლანი იქუხნეს ქუეყანასა ზედა, სარწმუნოებისა ყუავილთა, ჩუენთა ქველისმოქმედთა და ზოგადთა კაცთა ბუნებისა მაცხოვართა და მჴსნელთა.
ყოვლად ქებულთა მოციქულთა, საუნჯეთა ვრცელთა სათნოებისათა, კაცთა ბუნებისა პატივთა, სახარებისა ნესტუთა ჴმატკბილთა, საშუებლისა მდინარეთა კურნებისა წყაროთა შუენიერთა, ქრისტეს ქადაგთა ყოველნი ვადიდებდეთ.
ჭეშმარიტად დედად მჴსნელისად აღგიარებთ, სძალო, და ვიქადით…
ღვთის-მშობლისაჲ:
ჭეშმარიტად დედად მჴსნელისად აღგიარებთ, სძალო, და ვიქადით შენთჳს და ძისა და ღმრთისა შენისა სახელის-დებითა წმიდითა და შენითა მეოხებითა ვიჴსნებით ყოველთა მახეთაგან ეშმაკისათა და ვაკურთხევთ ქრისტესა.
ლოდი საკიდური უჴელოდ გამოეკუეთა შენგან, მთაო გამოუკუეთელო…
გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:
ლოდი საკიდური უჴელოდ გამოეკუეთა შენგან, მთაო გამოუკუეთელო, ქალწულო, ქრისტე, შემაერთებელი ბუნებათაჲ, ამისთჳსცა სიხარულით ჩუენ, მორწმუნენი, ღირსად გადიდებთ.
კლდესა ზედა შეურყეველსა აღსაარებისა თქუენისასა დაამტკიცეთ ეკლესიისა სავსებაჲ, ვა̅ ეზოჲსმოძღუართა მისთა და მნეთა ღმრთივ-გონიერთა, ჵ მოციქულნო ყოვლად ნეტარნო.
გჳჴსნენით ჩუენ, ჵ ღვთის-მეტყუელნო, მწარისა ჴელმწიფებისაგან ჩუენ შორის მყოფთა ვნებათაჲსა, რომელნი-იგი გუელ იქმნიან დაფარულად და გუაწუევენ ბრძანებათა საღმრთოთა წესსა შეურაცხყოფად.
ვა̅ მნეთა და განმგეთა და მსახურთა ყოვლად შუენიერთა საღმრთოთა საიდუმლოთასა, გჳზიარენით ჩუენცა, შემსხმელნი თქუენნი, მეოხებითა თქუენითა მადლთა მათ თქუენთა ჵ მოციქულნო.
მოხედენ, მჴსნელო, ვედრებათა ჩუენთა მოციქულთა ოხითა და კეთილთა შენთა წარუვალთა ზიარებაჲ მათ თანა მომანიჭე ჩუენ, რომელთა სარწმუნოებისა ღირს გუყვენ, მოწყალე, ზიარებასა.
ბრძანებაჲ მოიღეთ ქრისტესაგან განჴსნად საკრველთა ცოდვისათა, დიდნო…
სხუანი
ბრძანებაჲ მოიღეთ ქრისტესაგან განჴსნად საკრველთა ცოდვისათა, დიდნო მოციქულნო გიგალობთ: აჴოცენით ცოდუანი ჩუენნი და ღირს მყვენით დამკჳდრებად ცხორებასა მას საუკუნესა.
ქრისტემან მეგობართა თჳსთა, თქუენ, განსუენებაჲ მოგანიჭა და დაუჭნობელნი გჳრგჳნნი და თუალით ხილვაჲ საღმრთოთა მათ კეთილთაჲ, რომელსა აწ ევედრენით მშჳდობით დაცვად ეკლესიათა.
რომელნი ქებით პატივს-გცემთ შენ, ქრისტეს დედაო დიდებულო…
ღვთის-მშობლისაჲ:
რომელნი ქებით პატივს-გცემთ შენ, ქრისტეს დედაო დიდებულო, ნუ დასცხრები ჩუენთჳს ოხასა დედობრივითა ვედრებითა შენითა, რაჲთა ვპოოთ მოტევებაჲ შეცოდებათა ჩუენთა ურიცხუთაჲ.
ნათლისა სამკჳდრებელთა და მიუწდომელთა მათ ბრწყინვალებათა დაუღამებელისა…
გამოავლინე, ჴმაჲ ა, რომელმან ცისა სამყ
ნათლისა სამკჳდრებელთა და მიუწდომელთა მათ ბრწყინვალებათა დაუღამებელისა დღისათა, ისართა მათ ელვარეთა და ცათა ღვთის-მეტყუელთა, მოციქულთა, ღირსად ყოველნი გალობით პატივს-გცემთ.
მოვედით, მორწმუნენო, მოციქულთა უფალისათა სიხარულით ვაქებდეთ, რამეთუ…
აქებდითსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, მოვედით
მოვედით, მორწმუნენო, მოციქულთა უფალისათა სიხარულით ვაქებდეთ, რამეთუ მაღლით-გარდამო ძალი საღმრთოჲ შეიმოსეს და სიხარულით განვიდეს ყოველსა სოფელსა უქადაგეს სახარებაჲ და წარმართნი სარწმუნოებით ზეცისა უჴორცოთა თანა ზიარ-ყვნეს, რამეთუ ამათ ჭეშმარიტად ჯუარი მაცხოვრისაჲ, ვა̅ საჴნველი რაჲ, მიიღეს და უნაყოფოებაჲ იგი ამის სოფლისაჲ, ვა̅ ეკალი, განჰფხურეს, რომლისათჳს აწცა მეოხ არიან ქრისტეს მიმართ შეწყნარებად სულთა ჩუენთათჳს.
მოვედით, მორწმუნენო, სულიერად ვიხარებდეთ და ვდღესასწაულობდეთ, რამეთუ დღეს აღვასრულებთ საღმრთოსა ამას კრებასა მოციქულთა ქრისტესთასა და ამათ გალობითა ყოველნი შევასხმიდეთ, ვა̅ ქრისტეს მოწაფეთა და ყოვლისა სოფლისა მონადირეთა, რომელთა მიერ განმტკიცებულ ვართ მარადის და უძლურებათაგან სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲსა გამოვიჴსნებით და ცხორებასა მოვიღებთ, რომელნი მარადის მეოხ არიან ქრისტეს მიმართ შეწყნარებად სულთა ჩუენთათჳს.
აღიმაღლენით საცნობელნი თქუენნი, ძენო ნათლისანო, და მოისწრაფეთ…
სხუანი
აღიმაღლენით საცნობელნი თქუენნი, ძენო ნათლისანო, და მოისწრაფეთ ნათელსა მას, რომელმან-იგი ჭეშმარიტად თქუა: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ და თქუენ ხართ მნათობნი სოფლისანი, ესე თჳთ წმიდანი მოციქულნი, რომელნი შეუდგეს ქრისტესა, ვა̅ ცხოვარნი მწყემსსა და ნათლითა მათითა განაქარვეს ბნელი და ძალითა სულისა წმიდისაჲთა დასცეს მტერი სოფლისაჲ და ესრეთ იტყოდეს: მოვედ, მამაო, შეწევნად ჩუენდა და ისმინე ჴმაჲ ლოცვისა ჩუენისაჲ.
დღეს ზრახვა ჩუენდა იყავნ ჴსენებაჲ საღმრთოჲ (სახელები), დიდთა და ბრძენთა მათ ქადაგთა ახლისა შჯულისათა, რომელთა ზღუაჲ და ყოველი სოფელი მოვლეს და ძირი ცოდვისაჲ აღმოჰფხურეს და თესლი ღმრთისმსახურებისაჲ დასთესეს გულსა მორწმუნეთასა, რომელთა მიერ ივლტოდა კრებული ეშმაკთაჲ და მოეცემოდა მადლი სულისა წმიდისაჲ მაღლით, რამეთუ ეტჳრთა მჴართა მათთა ზედა ჯუარი იგი ქრისტეს მაცხოვრისაჲ და კრებული მორწმუნეთაჲ დაიცვეს.
ეჰა დიდებით შუენიერნო, სადიდებელნი თქუენ, (სახელები), ღვთის-მეცნიერებით…
დიდებაჲ, ჴმა ბ ეჰა გჳრგჳნნო
ეჰა დიდებით შუენიერნო, სადიდებელნი თქუენ, (სახელები), ღვთის-მეცნიერებით ფრთოვან ქმნილნო, ცისკიდენი მოჰფრინენით და აღიწიენით სიმაღლედ, სავსენო მდიდრად სახარებისა მადლითა, კაცნო ჭეშმარიტისა მქადაგებელნო, მდინარენო სიბრძნისანო, ფრთენო ჯუარისანო, რომელთა მიერ ქრისტემან გჳჴსნნა საცთურისაგან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ