გიხაროდენ, ცაო გონიერო, რომელი უთხრობ მარადის დიდებასა…
მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა ა გუერდი, გიხაროდენნი
გიხაროდენ, ცაო გონიერო, რომელი უთხრობ მარადის დიდებასა ღმრთისასა, რომელმან სწავლათა მიერ განანათლე ქუეყანაჲ და აღავსე იგი ბრწყინვალებითა; ცეცხლო და ლამპარო აღგზებულო სულისა მიერ ეკალთა მათ უღმრთოებისა მის ნათლისა სავანეო, და სასუფეველისა მკჳდრო, (სახელი) ნეტარო, ღმერთსა, ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ
გიხაროდენ, მესათხევლეო წარმართთაო, რომელმან სამჭედურითა მით საღმრთოჲსა…
ბ-გზის.
გიხაროდენ, მესათხევლეო წარმართთაო, რომელმან სამჭედურითა მით საღმრთოჲსა ქადაგებისაჲთა უფსკრულით საცთურთაჲთ ყოველნი კიდენი აღმოიყვანენ ნათლად, ნავთსაყუდელო მყუდროო მღელვარეთაო და ტაკუკო მწდეველო მადლთა მდინარისაო, შეცოდებისა ღუართა მძაფრიად წარმღუნელო, ღრუბელო წყლის საქანელო, სიფონო ზეცათაო, სიღრმით უმეცრებისაჲთ აღმომყვანებელო სოფლისაო, ქრისტესა ევედრე ჩუენთჳს, რაჲთა მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
გიხაროდენ, მერცხალო მეტყველო, მქადაგებელო არესა ცხორებისასა, რომელმან ნიავითა სულისა წმიდისაჲთა განადნვე საცთურთა იგი ყინელი, ჴმაო, ჴმათა მათ წინააღმდგომთა დამაცხრობელო და სიტყჳსა მტჳრთველო ეტლო, რომელმან ეტლნი საცთურისანი შეჰმუსრენ და დააწურილენ. გონებაო ზეცათაო, საყჳრო ჴმამაღალო, მოციქულთა გჳრგჳნო, და სიქადულო (სახელი) ღმერთსა ევედრე ჩუენთჳს, რაჲთა მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
საღმრთომან (სახელი) სიტყჳთ კეთილად განმზრახმან, საქმით აჩუენა…
დიდებაჲ, ჴმა დ გუერდი, არა დააკლდ
საღმრთომან (სახელი) სიტყჳთ კეთილად განმზრახმან, საქმით აჩუენა ახოვნებაჲ თჳსი, და საცთურისა სიცბილი განაქიქა, ხოლო საღმრთოთა მათ მადლთა ბრწყინვალებაჲ კიდეთა ქუეყანისათა მიჰფინა ვედრებითა მისითა მოგუეც, უფალო, ყოველთა დიდი წყალობაჲ
მქადაგებელო მოძღურებათა საღმრთოთაჲ, ნესტჳ იგი ჴმამაღალი ზეცისათა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმა დ, რაჟამს მოწყალე
მქადაგებელო მოძღურებათა საღმრთოთაჲ, ნესტჳ იგი ჴმამაღალი ზეცისათა მათ საიდუმლოთა გამომთქუმელი დიდებული (სახელი) ვხადოთ შემწედ ჩუენდა და ჴსენებასა მისსა აღვასრულებთ დღეს გალობითა სულიერითა, რამეთუ ამან განანათლა სოფელი და განჴადა ბნელი უმეცრებისაჲ; მოვედით ვიხარებდეთ დღესასწაულსა მისსა და ვადიდებდეთ განმაბრძნობელსა მისსა ქრისტესა ღმერთსა
ენისა შენისა საჴნველითა ღირსო, მოჰჴნენ გონებანი ჩუენნი…
მუჴლი: მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინენ იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა
ენისა შენისა საჴნველითა ღირსო, მოჰჴნენ გონებანი ჩუენნი განბიცებულნი და დასთესე თესლი კეთილი ქრისტეს სარწმუნოებისაჲ და დაგჳუნჯე ჩუენ ხუავი წმიდაჲ ღმრთისმსახურებისაჲ, ნეტარო ქრისტეს მჴსნელისა ქადაგებაჲ და მიიღე მისგან ღუაწლთა შენთათჳს სუფევაჲ იგი დაუსრულებელი, რამეთუ შვილ უსხენ მას სიმრავლენი წარმართთნი; მას ევედრე ცხორებად და განათლებად სულთა ჩუენთათჳს
ვა̅ სადგურმან სულისა წმიდისამან, შუენიერად აღასრულე საღმრთოჲ…
მუჴლი: მზის აღმოსავლითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფალისა.
ვა̅ სადგურმან სულისა წმიდისამან, შუენიერად აღასრულე საღმრთოჲ ბრძანებაჲ (სახელი) ყოვლად ქებულო რამეთუ დაამჴუენ კერპნი და დასცენ ბომონნი და აღაშენენ წმიდანი ეკლესიანი სადიდებელად ქრისტეს ღმრთისა. ამისთჳს ვაქებთ ჴსენებასა შენსა და ამბორს-უყოფთ ჩუენ ნაწილთა შენთა; განანათლენ სულნი ჩუენნი ქრისტეს მოწაფეო, და გჳთხოვე შენდობაჲ ცოდუათაჲ, ვა̅ გაქუს კადნიერებაჲ.
ღირსო (სახელი) სამკაულო მოციქულთაო, იხილვე შენ ნაკუერცხალად…
დიდება, ჴმა ა გუერდი, საბა ნეტარო
ღირსო (სახელი) სამკაულო მოციქულთაო, იხილვე შენ ნაკუერცხალად მოტყინარედ საღმრთოჲსა სულისა და მოირბინენ კიდენი სოფლისანი, დასწჳ საცთური და განანათლენ დაბნელებულნი და წარუძეღუ ცხორებად მომკუდართა მათ ცოდვითა და მდებარე საფლავსა შინა აღმოუცენებ დაუწყუედელად, ნეტარო, სულთა და ჴორცთა კურნებასა მვედრებელთა და სულთა არაწმიდათა იოტებ ბრძანებით, ვინაჲცა ევედრე ღმერთსა ყოვლად სახიერსა გარდამოვლინებად შემსხმელთა შენთა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
მოციქულო წმიდაო, (სახელი) ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითა ჴმა გ
მოციქულო წმიდაო, (სახელი) ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
სულისა ნათლითა ელვარედ განჰბრწყინდი, ჵ ღვთის-მხილველო (სახელი)…
დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა ა, წმიდანო მარტჳლნო
სულისა ნათლითა ელვარედ განჰბრწყინდი, ჵ ღვთის-მხილველო (სახელი) და ჭეშმარიტად ვა̅ მნათობმან, ყოველი სოფელი მოჰვლე და განანათლე ნათლითა საღმრთოჲთა, ღმერთი-შემოსილო, აწცა ნუ დაცხრები ოხად სულთა ჩუენთათჳს, რომელნი შენ გალობასა შეგასხამთ
ყოვლად დიდებულო (სახელი) ჰსუ შენ მდინარე იგი საშუებელისაჲ და კუალად ასუ შენ ღვთის-მეცნიერებაჲ მოსურნეთა მისთა ქრისტეს მსგავსად, რომლისა წინაშე იხარებ და დიდებასა ბრწყინვალესა ჰხედავ წმიდისა სამებისასა და მშჳდობასა ყოვლად მიუწდომელსა
საღმრთოჲთა ძალითა ძლიერად უძლურებისა მის მიერ ჴორცთაჲსა განაძლიერე წმიდაჲ სული შენი და სრულიად დაეც თავხედობაჲ საცთურისაჲ და ჰქადაგებდი ქრისტეს მხსნელისა უძლურებით ვნებასა ყოვლად ძლიერსა და მშჳდობისა უფსკრულსა განუცდელსა.
ბრძენო (სახელი) ვა̅ მდინარე, ედემით გამოხუედ ღირსო, რომელმან მოჰრწყენ კაცთა გონებანი სიტყჳთა საღმრთოჲთა და ნაყოფიერ ჰყვენ და წარუდგინენ ღმერთსა განახლებულნი და აწცა ითხოვე სულთა ჩუენთათჳს წყალობაჲ, რომელნი შენ გალობასა შეგასხამთ.
მხნეო (სახელი), სოფელსა შინა განეფინნეს სიტყუანი შენნი, ვითარ მზისთუალნი, და განანათლებენ მსხდომარეთა ბნელსა ნათლითა მით დაუღამებელითა, ნეტარო, რომელი მკჳდრ არს შენ თანა; მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს, რომელნი შენ გალობასა შეგასხამთ.
ბრძენო (სახელი) სიმრგულესა სოფლისასა გამოჩნდეს ელვანი შენთა სწავლათანი და ყოველთა ჰნათობენ, ყოველთა წარუძღჳან საღმრთოდ მეცნიერებად და განანათლებენ დაბნელებულთა წყუდიადითა უღმრთოებისაჲთა, ღირსო, და ბნელითა კერპთა საცთურისაჲთა.
რაჟამს წყარომან ცხორებისამან, აღავსო გონებაჲ შენი ბრძენო…
სხუანი, ჴმა ბ, მამისაგან შობ
რაჟამს წყარომან ცხორებისამან, აღავსო გონებაჲ შენი ბრძენო (სახელი), მაშინ, ვითაცა მდინარე საღმრთოჲ, წარგავლინა წარრღუნად ღუარსა უღმრთოებისასა და მორწყვად გონებისა მორწმუნეთასა, რაჲთა გამოიღონ ნაყოფი ცხოველი სულისა წმიდისაჲ, მოციქულო ყოვლად ქებულო, სამგზის სანატრელო.
იქმენ, (სახელი) ყოვლად ბრძენო, ლამპარ განმანათლებელ ერთა დაბნელებულთა და მთავარი ბნელისაჲ სირცხჳლითა აღავსე ღვთის-მეტყუელთა სწავლათა შენთა მიერ. და მკჳდრ იქმენ ნათელსა შინა საღმრთოსა, ამისთჳს ნათლითშემოსილსა ამას დღესასწაულსა შენსა სარწმუნოებით ვდღესასწაულობთ, დიდებულო.
მზისა უმცხინვარესად გამობრწყინდა დღეს დღესასწაული ქრისტეს მოციქულისაჲ…
დიდება, ჴმა გ გუერდი, მჯდომარენი
მზისა უმცხინვარესად გამობრწყინდა დღეს დღესასწაული ქრისტეს მოციქულისაჲ, მორწმუნენი განანათლნა და ეშმაკნი განიოტნა და ყოველნივე სნეულებანი განწმიდნა და თხოვანი მვედრებელთანი აღასრულნა, ამისთჳს უბადრუკი მეცა მოვისწრაფი დღეს და ტკივილითა გულისაჲთა ვღაღადებ, რაჲთა მოვიღო მე საწადელი ჩემი ცოდუათა შენდობაჲ და ცხორებაჲ საღმრთოჲ ჭეშმარიტი და განკურნებაჲ სულთა და ჴორცთა ჩემთაჲ.
საყვარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესვლად წარდგომაჲ დღისა და საკითხავი კათოლიკე ეპისტოლე წმიდისა იოავანე მოციქულისა საკითხავი
საყვარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ. და რაცა-იგი ვითხოვოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ. და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი და ვიყუარებოდით ურთიერთას, ვა̅ მომცა მცნებაჲ. და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა და ამით უწყით, რამეთუ ჰგიეს ჩუენ თანა სულისა მისგან, რომელი მომცა ჩუენ. საყუარელნო ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად. ამით უწყოდეთ სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან, რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს. და ყოველმან სულმან, რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთჳს, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსლვად არს და აწცა სოფელსა შინა არს. თქუენ ღმრთისაგან ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათდა, რამეთუ უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი სოფლისაგან. იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთვისცა სოფლისასა იტყვიან და სოფელი ისმენს მათსა. ჩვენ ღმრთისაგან ვართ: რომელმან იცოდის ღმერთი, მან ისმინოს ჩუენი და რომელი არა იყოს ღმრთისაგან, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო ვცანთ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ.
საყვარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც…
შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი კათოლიკე ეპისტოლე წმიდისა იოვანე მოციქულისა საკითხავი
საყვარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მისი ჩუენ შორის აღსრულებულ არს. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ. და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა. რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. და ჩუენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულისა ზედა ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა.
უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და…
კათოლიკე ეპისტოლე წმიდისა იოვანე მოციქულისა საკითხავი
უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ, რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა, რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი. ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს, ვითარმე იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს და ყოველსა, რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან. ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან. რამეთუ ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოებაი ჩუენი. რაი არს, რომელი სძლევს სოფელსა, არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ?
(სახელი) ნეტარი, ქადაგი ახლისა მადლისაჲ გამოჩნდა თანამოდგამ…
ლიტიასა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, არა დააკლ
(სახელი) ნეტარი, ქადაგი ახლისა მადლისაჲ გამოჩნდა თანამოდგამ მოციქულთა და აჩრდილნი შჯულისანი დააცხრვნა და ჭეშმარიტებაჲ სულისაჲ ასწავლა და განთქუა კიდეთა ქუეყანისათა და მოძღურებათა თჳსთა მორჩილნი აღავსნა ბრწყინვალებითა.
ზეცით მოიღე შენ ძალი ყოფად ნიშთა და სასწაულთა და ჰკურნებდ სენსა და უძლურებასა და სდევნიდ სულთა მათ არაწმიდათა, რომელთაგან ჩუენცა გჳჴსნენ, მოციქულო, და განკურნენ სულნი და ჴორცნი ჩუენნი, (სახელი) ბრძენო ქადაგო წმიდისა სამებისაო.
რომელი იქმენ მსგავს ჩუენდა, ჩუენთჳს კაცთმოყუარეო ღმერთო, და მომცენ ჩუენ მეოხად მჴურვალედ ათორმეტნი შენნი მოციქულნი და შემდგომად სამეოცდაათნი, რომელთა თანა ბრწყინავს (სახელი) ქადაგი შენი წმიდაჲ: დიდებაჲ მოწყალებათა შენთა.
რაჟამს განკაცნა უფალი ცხორებისათჳს ჩუენისა, მხურვალედ შეუდეგ…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
რაჟამს განკაცნა უფალი ცხორებისათჳს ჩუენისა, მხურვალედ შეუდეგ მას, ღვთის-მეტყუელო, კეთილად განზრახვითა მით შენითა (სახელი), და მოსწრაფედ ჰმსახურე და იქმენ ქადაგ მისა ჴმამაღალ და ასწავე წარმართთა თაყუანისცემაჲ და დიდებაჲ მისი
ჵ სასწაული საკჳრველთაჲ, რამეთუ მძლავრი იგი, მთავარი…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმა დ, გუერდი, ჵ, სასწაულ
ჵ სასწაული საკჳრველთაჲ, რამეთუ მძლავრი იგი, მთავარი ბნელისაჲ ეშმაკი, გუნდითურთ მისით შთაჴადა უფსკრულთა ბნელისათა ქრისტეს ღმრთისა ქადაგებითა (სახელი) და იჴსნნა მის მიერ წარტყუენული ერნი; ჵ წყალობაჲ შენი, სახიერ.
(სახელი) ღმერთი-შემოსილო, გამოსჩნდი ეტლად საღმრთოდ და ჰრბიოდე…
მუჴლი: მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინენ იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.
(სახელი) ღმერთი-შემოსილო, გამოსჩნდი ეტლად საღმრთოდ და ჰრბიოდე სოფელსა შინა და იგი თავადი გაქუნდა შენ ამჴედრებულად და შეჰმუსრენ ეტლნი საცთურებისანი და ძალითა საუფლოჲთა ზეგარდამოჲთა, ვა̅ ჰუნემან რჩეულმან, აღსძრენ ზღუანი წარმართთანი და აცხოვნენ, რომელთა-იგი ჰრწმენა სწავლათა შენთა
იქმენ ცად, ვარსკულავითა შემკულად, ნიშთა მიერ მრავალთა…
მუჴლი: მზის აღმოსავლითგან ვიდრე დასავალადმდე ქებულ არს სახელი უფალისა.
იქმენ ცად, ვარსკულავითა შემკულად, ნიშთა მიერ მრავალთა და სწავლათა ბრწყინვალეთა და უთხრობდი დიდებასა ღმრთისა მაცხოვრისასა, (სახელი) ნეტარო მოციქულო, ამისთჳს საღმრთოჲსა და ღმრთივ-ბრწყინვალისა დღესასწაულისა შენისა მგალობელნი წადიერად განანათლენ, წმიდა ყვენ და იჴსნენ ჭირთაგან.
ვა̅ მზისთუალმან მოირბინენ კიდევნი სოფლისანი და სავსებაჲ…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
ვა̅ მზისთუალმან მოირბინენ კიდევნი სოფლისანი და სავსებაჲ მორწმუნეთაჲ განაბრწყინვე ქადაგებითა, ჵ ღვთის-მეტყუელო, და განჰხადე წყუდიადი უღმრთოებისაჲ და დაეც ზახება ეშმაკთა უკეთურთაჲ, ჵ სრბაჲ იგი შენი, მოციქულო, რომლითა წრფელ ჰყვენ გზანი ზეცისა ქალაქსა შემყვანებელნი მორწმუნეთანი.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
საღმრთოჲსა მეცნიერებისა მადლი უშურველი ნუგეშინისმცემელი ზეცით შეიწყნარე…
ცისკარი წარდგომაჲ შემგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმა გ
საღმრთოჲსა მეცნიერებისა მადლი უშურველი ნუგეშინისმცემელი ზეცით შეიწყნარე (სახელი) მოციქულო ბრძენო, და იქმენ მომრწყველ სოფლისა, რამეთუ მსგავსად მდინარისა აღმოუცენენ ნაკადულნი ღვთის-მსახურებისანი და ქადაგებითა შენითა ნაყოფიერ ჰყავ იგი, ამისთჳს მხიარული აქებ ქრისტესა ღმერთსა, მხოლოსა კაცთმოყუარესა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.
მთავართა მათ მოციქულთა თანამოსაყდრისა თანამავალ იქმენ და…
წარდგომაჲ შემგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმა დ
მთავართა მათ მოციქულთა თანამოსაყდრისა თანამავალ იქმენ და წმიდაჲ სახარებაჲ ურწმუნოთა უქადაგე ჴმამაღლად და სრულ ჰყავ სარბიელი სარწმუნოებით ცხორებისა შენისაჲ და სიხარულით მიიცვალე ნათლად წარუვალად და მეოხ ხარ ცხორებისათჳს ჩუენისა, რომელნი პატივს-გცემთ შენ, ღმერთი-შემოსილო (სახელი) მოციქულო.
გადიდებთ შენ, მოციქულო ქრისტესო (სახელი), და პატივს-ვსცემთ…
სადიდებელი
გადიდებთ შენ, მოციქულო ქრისტესო (სახელი), და პატივს-ვსცემთ ჭირთა და შრომათა შენთა, რომელ დაშვერ და გვახარენ ქრისტე.
საღმრთოთა სიტყუათა ელვარებითა დასწჳ საცთური სიბოროტისაჲ და…
წარდგომაჲ შემგომად, სადიდებელისა, ჴმა დ გუერდი
საღმრთოთა სიტყუათა ელვარებითა დასწჳ საცთური სიბოროტისაჲ და მორწმუნენი განანათლენ მგალობლად ჴორციელად მოსლვასა ყოველთა მფლობელისასა, ნეტარო, და ვნებათა მისთა ცხოველსმყოფელთა ებაძვე, ვინაჲცა შემოკრებულნი ესე წმიდასა ჴსენებასა შენსა სიხარულით აღვასრულებთ და ერთობით გიღაღადებთ, (სახელი) ყოვლად ქებულო: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოგუანიჭოს.
ცად პირმეტყუელად გამოსჩნდი და განსთქუ დიდებაჲ ღმრთისაჲ და სასწაულთა ბრწყინვალებითა და ძალთა ნიშებითა უმეცრებისა ბნელი გასდევნე და ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიჰფინე ცისკიდეთა, ამისთჳსცა განათლებულსა და წმიდასა ჴსენებასა შენსა ვადიდებთ მორწმუნენი და ვღაღადებთ, (სახელი) ყოვლად ქებულო: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოგუანიჭოს.
შენ, უფალო ძალთაო, მიუწდომელო სიბრძნითა, წინაჲთვე უწყოდე…
წარდგომა საცისკრო სახარებისა ჴმა გ გუერდი წარდგომა ჴმა დ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მუხლი: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო. სახარება ლუკასი 51 დას: 10, 11-26 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, ჴმა დ გუერდი, ლახუარსა
შენ, უფალო ძალთაო, მიუწდომელო სიბრძნითა, წინაჲთვე უწყოდე ღმრთივ-ბრწყინვალე სიწმიდე (სახელი) გონებისაჲ და ჰყავ იგი ქადაგ ღმერთეებისა შენისა, სახიერ; მის მიერ ჩუენცა გუაცხოვნენ, კაცთმოყუარე.
ზღუაჲ უვალ, რომელი მყარ ქუეყანა იქმნა პირველად…
გალობანი წმიდისა მოციქულისანი ჴმა დ გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:
ზღუაჲ უვალ, რომელი მყარ ქუეყანა იქმნა პირველად ბრძანებითა შენითა, გამოუთქუმელო ღმერთო, შეიწყნარა მან ერი ისრაელისაჲ, და რომელთა შეგიმზადეს ძლევისა გალობაჲ
ყოველთა მადლთა მიერ აღვსებული, (სახელი) ნეტარო, სულმან ცხოველსმყოფელმან ქადაგად წარგავლინა და მოციქულად კიდეთა სოფლისათა განჴორციელებულისა ღმრთისა სიტყჳსასა.
ნათელი სამებისაჲ შეიწყნარე და მიეფინე მსგავსად მზისა, ნეტარო, სულთა დაბნელებულთა და განანათლენ და იჴსნენ საცთურთაგან და ღმრთის მეცნიერ ჰყვნენ, (სახელი) ღმერთი-შემოსილო.
სასაკუმევლე ოქროჲსაჲ და ტაკუკი მანანაჲსაჲ მის და…
ღვთის-მშობლისაჲ:
სასაკუმევლე ოქროჲსაჲ და ტაკუკი მანანაჲსაჲ მის და კუერთხი აჰრონისი მოასწავებდა შენთჳს და კიდობანი სიტყუათა მათ საღმრთოთაჲ სახე გექმნებოდა შენ, დედაო ღმრთისაო.
უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა…
სხუანი გალობანი ჴმა დ გუერდი ძლისპირი:
უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა, რომელიცა დიდებულ არს.
უგალობთ მოწმუნენი საჴსენებელსა შენსა (სახელი) განგუანათლენ ყოველნი, რომელნი გალობით ქებასა შეგასხამთ
მზეებრ განჰბრწყინდი, ღირსო, ნათლითა მით დაუღამებელითა და მოივლინე ჩუენდა განათლებად სამწყსოთა ქრისტე ღმრთისათა.
შჯულსა სამეუფოსა დაემორჩილე შენ ღმერთი-შემოსილო, და სიტყჳსა ბადითა აღმოგჳყვანენ დანთქმულნი სიღრმისაგან.
ყოველნივე გუაცხოვნნა ღმრთისა სიტყუამან წყალობითა თჳსითა, რაჟამს…
ღვთის-მშობლისაჲ:
ყოველნივე გუაცხოვნნა ღმრთისა სიტყუამან წყალობითა თჳსითა, რაჟამს ინება შენგან განხორციელებაჲ, დედაო ქრისტესო
არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით…
გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:
არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თჳსით ვიქადით, არამეთ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე.
არა სიბრძნითა განცოფებულითა, არამედ საღმრთოჲთა განანათლენ შენ სულნი დაბნელებულნი (სახელი) ნეტარო და განსდევნე წყუდიადი საცთურისაჲ ქუეყანით.
უღმრთოებისა ეკლითა აღვსებულ იყო სოფელი, ხოლო შენ, დიდებულო, ცეცხლითა სულისაჲთა განსწმიდე და სარწმუნოებისა თესლი დასთესე, (სახელი).
სამხატოვნებით ჰქადაგებდ ერთსა ღმრთეებასა, ნეტარო, და მრავალ-ღმერთეებისა ბნელი წყუდიადი განჰხადე სოფლით და ცნობად ღმრთისა წარუძეღუ ურწმუნოთა, (სახელი).
უსძლოო სძალო, რომელმან ჰშევ ღმერთი ჴორციელ-ქმნული, ვედრებითა…
ღვთის-მშობლისაჲ:
უსძლოო სძალო, რომელმან ჰშევ ღმერთი ჴორციელ-ქმნული, ვედრებითა მით შენითა მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან და ვნებათა მიჴსნენ ჩუენ, რომელნი გესავთ შენ.
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ…
სხუანი ძლისპირი:
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაჲ და გადიდებს სული ჩემი.
განსძლიერდი ძალითა მით სულის წმიდისაჲთა და მძლე ექმენ ძლიერსა მას, ნატყუენავი მისი განუყავ მორწმუნეთა.
შენ, ღირსად შერაცხილსა მოციქულთა თანა, გიგალობთ, და წმიდასა ჴსენებასა შენსა ქებით აღვასრულებთ.
მეოხებითა შენითა, უბიწოო სძალო, ღვთის-მშობელო ქალწულო, მტერთაგან…
ღვთის-მშობლისაჲ:
მეოხებითა შენითა, უბიწოო სძალო, ღვთის-მშობელო ქალწულო, მტერთაგან უხილავთა იხსნენ სულნი ჩუენნი.
სიტყუათა წმიდათა ნათელგარდაფენილითა მცხინვარებითა განანათლენ ყოველნი ღმრთივ-შუენიერად…
წარდგომაჲ, ჴმა დ
სიტყუათა წმიდათა ნათელგარდაფენილითა მცხინვარებითა განანათლენ ყოველნი ღმრთივ-შუენიერად, ქრისტეს მოციქულო (სახელი) და ბნელი საცთურთაჲ განაბნიე და იღუაწე ღმრთივ-შუენიერად და კურნებისა მადლთა აღმოაცენებ და სულთა და ჴორცთა სენსა უჩინო ჰყოფ, ვინაჲცა შემოკრებულნი ესე წმიდასა ამას კრებასა შენსა გალობით აღვასრულებთ და მაცხოვარსა ვადიდებთ და სარწმუნოებით გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურჳელად დღესასწაულობენ ჴსენებასა შენსა.
იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმერთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა…
გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:
იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმერთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი, ჴსნად ჩუენდა მღაღადებელთა: დიდება ძალსა შენსა, მჴსნელო ჩუენ ყოველთაო.
საუნჯეთაგან საღმრთოთა, (სახელი) აღმოივსენ სიმდიდრენი და მშიერნი სულნი ჭეშმარიტებითა განამდიდრენ და მომკუდარნი გონებანი განაცხოველენ და იჴსნენ სიღრმით უმეცრებისაჲთ, ყოვლად ქებულო.
ზეგარდამოჲთა განგებითა უფალმან მოგინადირა შენ, ღვთის-მეტყუელო (სახელი) რაჲთა სიმრავლენი წარმართთანი მოინადირნეს შენ მიერ ძალმან საღმრთომან და იჴსნნეს სიღმრით უმეცრებისაჲთ, ღმრთივ-გონიერო.
მგავსად კრავისა უმანკოჲსა შეუდეგ უფალსა, ნეტარო, და მძიმენი მგელნი განჰჴადენ შორით, ღმერთი-შემოსილო, და კერპთა ტაძარნი დასცენ და ტაძრად ღმრთისა გამოაჩინენ მორწმუნენი (სახელი) ნეტარო.
ღვთის-მშობელმან სანატრელმან, რომელიცა სათნო იყო სიტყუამან ღმრთისამან…
ღვთის-მშობლისაჲ:
ღვთის-მშობელმან სანატრელმან, რომელიცა სათნო იყო სიტყუამან ღმრთისამან, სწორმან მამისამან ღმრთეებითა, ტაძრად სამკჳდრებელად, ამან გჳშვა ჩუენ მიუწდომელად ევმანუელ, ღმერთი და კაცი.
მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ…
სხუანი ძლისპირი:
მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი
ერთი ნებაჲ სამებისაჲ, ერთი მეუფებაჲ, ერთი ჴელმწიფებაჲ, გუასწავე ჩუენ თაყუანისცემად და აღვიარებთ მას სარწმუნოებით.
მოგავლინა მეუფემან, ვა̅ კრავი, შორის მგელთა წარმართთა, ხოლო შენ მგელნი გონიერ ჰყვენ და ჰყვენ იგი სამწყსო ღმრთისა ჩუენისა.
საღმრთოჲთა სიტყჳთა მოჰჴნენ გულნი წარმართთანი და დასთესე მათ შორს თესლი ღმრთისმსახურებისაჲ და ნაყოფიერ ჰყვენ ჭეშმარიტებით.
ქალწულებისა ყუავილო გამომღებელო ცხორებისა ტევანსა, განანათლენ ცნობანი…
ღვთის-მშობლისაჲ:
ქალწულებისა ყუავილო გამომღებელო ცხორებისა ტევანსა, განანათლენ ცნობანი ჩუენნი, ჵ ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო.
უღმრთოთა ვერ იხილონ დიდებაჲ შენი ქრისტე, ხოლო…
გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:
უღმრთოთა ვერ იხილონ დიდებაჲ შენი ქრისტე, ხოლო ჩუენ, მონანი შენნი, ვიხილავთ დიდებასა შენსა და ვღაღადებთ: ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ მგალობელად შენდამი, კაცთმოყუარე.
წყაროჲ გარდაფენილი ბოროტთაჲ განახმენ შენ, (სახელი) და წარმართთა სულნი ტკბილითა მარილითა სწავლათა შენთაჲთა შეანელენ, ვა̅ ქრისტეს ქადაგმან და ბრძენმან მკურნალმან.
თანასწორად მამისა ჰქადაგებდ შენ სიტყუასა, ვითარ ბრძენი ღვთის-მეტყუელი, და არწმუნე უგუნურთა, რაჲთა უვარ-ყონ საცთური კერპთაჲ, (სახელი), და ჰმონებდენ ძრწოლით სამებასა.
ჰურიათა კრებულმან უარ-გყუეს შენ, ქრისტე, ხოლო ჩუენ…
ღვთის-მშობლისაჲ:
ჰურიათა კრებულმან უარ-გყუეს შენ, ქრისტე, ხოლო ჩუენ, წარმართთა ერმან, აღგიარეთ მეუფედ, ძე ღმრთისაჲ, ტჳრთული ქალწულისა საშოსა, და ღმთისმშობელად თაყუანის-ვცემთ.
რაჲსათჳს განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და…
სხუანი ძლისპირი:
რაჲსათჳს განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარმჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები
ვა̅ ვენაჴი მსხმოჲ, ჭეშმარიტმან ვენაჴმან აღმოგაცენა, ხოლო შენ გამოიხუენ ტევანნი, რომლისაგან იწნიხა სიტკბოებაჲ შენ მიერ. ცხორებისა და უკუდავებისაჲ, ნეტარო, განმაბრძნობელი უგულისხმოთაჲ.
საღმთოჲთა მოძღვრებითა, ვა̅ მარილითა, მოივლინე სოფელსა და სულმყრალობაჲ იგი უმეცრებისაჲ განსდევნე კაცთაგან და გულნი უსწავლელთანი შეჰზავენ მოძღურებითა, ქრისტეს მოციქულო (სახელი).
სამოსელი ტყავისაჲ შეემოსა პირველსა ადამს ურჩებითა მით…
ღვთის-მშობლისაჲ:
სამოსელი ტყავისაჲ შეემოსა პირველსა ადამს ურჩებითა მით და სიკუდილი ეუფლა, ხოლო რაჟამს იშვა შენგან, ქალწულო, მეორე ადამ, შეიმოსა პირველივე დიდებაჲ, ამისთჳს, ღვთის-მშობელო, ყოველნი გადიდებთ.
შთავარდი მე სიღმრესა ზღჳსასა და ცოდვილსა უფსკრულთა…
გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:
შთავარდი მე სიღმრესა ზღჳსასა და ცოდვილსა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ ვა̅ ღმერთი ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხორებაჲცა ჩემი, მოწყალე.
წყალთაგან ცხოველთა აღსავსე იყავ და სწავლათა წყაროჲთა განიხმენ ღუარნი უღმრთოებისანი და კრებულნი წარმართთანი მოჰრწყენ (სახელი) ვა̅ სამოთხენი.
იხარებენ მკჳდრნი ქუეყანისანი საჴსენებელსა შენსა, (სახელი), მსახურო ქრისტეს მსჴნელისო, და ოხითა შენითა შეზღუდვილნი იჴსნებიან განსაცდელთაგან.
იქმნა საშოჲ შენი, ღვთის-მშობელო, დამტევნელ ღმთეებისა დაუტევნელისა…
ღვთის-მშობლისაჲ:
იქმნა საშოჲ შენი, ღვთის-მშობელო, დამტევნელ ღმთეებისა დაუტევნელისა მიუწდომელად, რომელსაცა დასებაჲ უსხეულოთაჲ ვერ იკადრებს თუალითა ხილვად.
მომიტევენ, სეხიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი რომლისათჳს გიჴმობ…
სხუანი ძლისპირი:
მომიტევენ, სეხიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი რომლისათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან. შენდა მიმართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
ღმერთი განკაცებული, რომელი მოვიდა ცხორებად ჩუენდა, გუეუწყა ჩუენ შენ მიერ, ნეტარო (სახელი) ვიცანთ და აღვიარებთ მჴსნელად სოფლისა და მაცხოვრად სულთა ჩუენთა.
წოდებითა საღმრთოჲთა გამორჩეულ იქმენ, მოციქულო, შეერთე გუნდსა თანა ღირსთა მოციქულთასა, რაჲთა ექმნეს სოფელსა განმანათლებელ საღმრთოჲთა ქადაგებითა.
წმიდათა უწმიდესად და ქერაბინთა უზეშთაესად გამოსჩნდი ღვთის-მშობელო…
ღვთის-მშობლისაჲ:
წმიდათა უწმიდესად და ქერაბინთა უზეშთაესად გამოსჩნდი ღვთის-მშობელო, სანთლად დაუშრეტელად და ტაბლად ცხორებისად, რომელმან უშევ სოფელსა პური ცხორებისაჲ.
მტკიცე და ღვთის-მეტყუელი ქადაგი და თავი მოწაფეთა…
კონდაკი ჴმა ბ
მტკიცე და ღვთის-მეტყუელი ქადაგი და თავი მოწაფეთა შენთანი უფალო, იზიარე განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მისი და სიკუდილი მიითვალე უფროს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა, მხოლოო რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.
რომელმან დაიცვა ყრმანი აბრამეანნი ცეცხლისაგან და ქალდეველნი…
გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:
რომელმან დაიცვა ყრმანი აბრამეანნი ცეცხლისაგან და ქალდეველნი იგი მოსრნა საჴუმილისა ალითა, ხოლო ყრმანი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუე.
ერთღმთეებისა გალობად და ერთუფლებისა მონიჭებად ასწავებდა (სახელი) სოფელსა და უღმრთოებისაგან იჴსნნა კაცნი და ასწავლა ღაღადებად: კურთხეულ ხარ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუე
ერთა, მომკუდართა სულითა კერპთა ყრუთა მსახურებითა, ჩუენთჳს მომკუდარი და ცხოველი ღმერთი შენ მიერ იცნეს, (სახელი) ნეტარო, ღვთის-მეტყუელო მოწაფეო და მოციქულო ქრისტეს მქადაგებელო.
ვა̅ ჭეშმარიტებისა თავმან, ტყუვილი დაარღჳე და, ვა̅ უფალის მოწაფემან, დევნულებანი და ჭირნი დაითმინენ და ჰგალობდ ჴმატკბილად: კურთხეულ ხარ, მამათა ჩუენთა ღმერთო, უკუე.
სამებისა მორწმუნენო, მოვედით დღეს სარწმუნოებით და ერთობით ვადიდებდეთ ერთარსებასა ღმერთეებისასა და ვიტყოდით: კურთხეულ ხარ, მამათა ჩუენთა ღმერთო უკუე.
ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა…
სხუანი ძლისპირი:
ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კუთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუე.
განაჴმენ საცთურთა მდინარენი საღმრთოჲთა მდინარითა, რომელი ასუ შენ მორწმუნეთა ქრისტესთა, რაჲთა ღაღადებდენ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო უკუე
ძალითა ყოვლისა მპყობელისაჲთა მოაუძლურენ შენ საცთურნი იგი მტერისანი და წინაშე შენსა დადნეს (სახელი) უღმრთოებისა ბორცუნი და დამტკიცნა ჭეშმარიტებაჲ.
ნათლად სოფლისა მოივლინე, ღირსო, ნათლისაგან დიდისა განათლებისათჳს დაბნელებულთა, (სახელი), რაჲთა იცნან ღმერთი ჯუარითა ვნებად მოსრული ცხორებისათჳს კაცთაჲსა.
წინასწარმეტყუელთა ჴმანი აღესრულნეს შენთჳს, ღმრთისა დედაო, რამეთუ…
ღვთის-მშობლისაჲ:
წინასწარმეტყუელთა ჴმანი აღესრულნეს შენთჳს, ღმრთისა დედაო, რამეთუ ესაია ღაღად-ყო: ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, თანასწორი მამისაჲ, ღმერთი საუკუნეთაჲ.
მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი…
გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:
მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იჴსნენი, რაჟამს იგი შეაცურიე, საჴუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა
ცრემლთა მდინარითა დაშრიტე ცეცხლი საცთურისაჲ (სახელი) და სალმობანი და ეშმაკნი განიჴადნეს ღმრთისა მიმართ ვედრებითა შენითა, მსახურო ქრისტეს მეუფისაო.
მადლითა საღმრთოჲთა განბრწყინვებულმან სიტყუაჲ ცხორებისაჲ გჳქადაგე ჩუენ და გჳჴსნენ პირუტყუებისაგან, (სახელი), ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფალისანი უფალსა.
საღმრთოჲსა ნათლისა საუნჯე იქმენ და ბრწყინვალებითა აღავსენ, (სახელი), კიდენი ქუეყანისანი და განჰჴადენ მტერნი წინააღმდგომნი და აკურთხევდ ღმერთსა უკუე.
დაგჳცუენ მშჳდობით ბოროტისაგან მგალობელნი შენნი, ღმრთისა დედაო…
ღვთის-მშობლისაჲ:
დაგჳცუენ მშჳდობით ბოროტისაგან მგალობელნი შენნი, ღმრთისა დედაო, მაქებელნი ძისა შენისანი და რომელნი შენ ღვთის-მშობელად აღგიარებთ და შენგან შობილსა ქრისტეს თაყუანის-ვცემთ
შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა…
სხუანი ძლისპირი:
შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა და რისხვითა; ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.
ემსგავსე მოძღუარსა შენსა, სახიერსა მას მოწყალებითა, და რომელნი შთაენთქნეს მჴეცსა მას კაცისმკლველსა, შეჰმუსრენ კბილნი მისნი და გამოუხუენ ცთუნებულნი იგი და ღირს ჰყვენ ცხორებასა უოხჭნოსა და ესრეთ ღაღადებენ: ვაკურთხევდეთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ უკუე.
საცთურებისა ეტლები შეჰმუსრენ, ნეტარო მოციქულო, რაჟამს ეტლ იქმენ შენ სიტყჳსა მის ცხორებისა, და დააწულილენ იგინი კერპთა თანა და ტაძართა მათ თანა და შეჰკრიბენ ერნი მგალობელად სამებისა და ჴმობენ: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე
ცად სულიერად გამოჩნდა, მქადაგებელად ქრისტეს მჴსნელისა (სახელი) ყოვლად ბრძენი, საუნჯე მადლისა საღმრთოჲსა ბრწყინვალისაჲ, მომაქცეველი სულთაჲ და გამომთქუმელი დაფარულთაჲ, რომელმან გუასწავა ჩუენ და ვიტყვით: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.
მუცლად-იღე უზეშთაეს ცნობისა და ჰშევ უფროჲს სიტყჳსა…
ღვთის-მშობლისაჲ:
მუცლად-იღე უზეშთაეს ცნობისა და ჰშევ უფროჲს სიტყჳსა დამბადებელი კაცთაჲ, უბიწოო ღვთის-მშობელო თანაარსი მამისაჲ და თანასწორი სულისა წმიდისაჲ, რომელსა აღვიარებთ და სარწმუნოებით ვღაღადებთ: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.
ევა ოდესმე ურჩებითა წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო…
გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:
ევა ოდესმე ურჩებითა წყევაჲ სოფლად შემოიღო, ხოლო შენ, ღირსო, წმიდაო ქალწულო ღვთის-მშობელო, მორჩისა მუცლად-ღებითა უთესლოდ აღმოუყუვავილე სოფელსა კურთხევაჲ, ამისთჳსცა ყოველი გადიდებთ.
ჰკუნებ სენსა მორწმუნეთასა და განჰჴდი ეშმაკთა საღმრთოჲთა ძლითა, ღირსო, მნათობო ბრწყინვალეო ზეცათაო, (სახელი) ბრძენო, ყოვლად ქებულო.
მსგავსად მზისა მოგუეფინა ჩუენ ჴსენებაჲ შენი ბრწყინვალებითა სულისაჲთა ღმრთივ-ბრწყინვალედ განათლებული დღეს და ღრუბელთა ცოდვისათა წარსდევნის, რომლისა სარწმუოებით მგალობელნი დაგჳფარენ (სახელი) ნეტარო.
დედაჲ ხარ უქორწინებული და მიზეზი კაცთა ჴსნისაჲ…
ღვთის-მშობლისაჲ:
დედაჲ ხარ უქორწინებული და მიზეზი კაცთა ჴსნისაჲ, ყოვლად წმიდაო, რამეთუ იქმენ შენ ეტლ და საყდარ და ღრუბელ ნათლისა უსხეულოჲსა, განმაქარვებელ ბნელსა ცოდვისასა, ამისთჳსცა ყოველნი გადიდებთ.
შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარ მაღალი…
სხუანი ძლისპირი:
შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარ მაღალი იგი ნებსით თჳსით განჴორციელებად გარდამოხდა საშოსა ქალწულისასა და განკაცნა უქცეველად სიმდაბლით, ამისთჳს მორწმუნენი ღვთის-მშობელსა უბიწოსა გალობით ვადიდებთ.
საჭითა უძლეველითა საუფლოჲსა ჯუარისაჲთა განჰვლე ზღუაჲ სოფლისა ამის და მიიწიე, ღირსო, მყუდროსა ნავთსადგურსა ცხორებისასა და მოიღე მოსაგებელი ღუაწლთა შენთაჲ და აწ მხიარულებით მდგომარე ხარ წინაშე მეუფისა (სახელი) გჳოხენ შემსხმელნი შენნი.
სასანთლედ ოქრობრწყინვალედ ნათლითა სულისა წმიდისაჲთა, მკამკამებელად, გამოჩნდა ენაჲ შენი და დაწუნა ზრახვანი ბორგნეულნი არაწმიდანი და დაშრიტა ცეცხლი კერპთმსახურებისაჲ და განანათლნა ერნი წყუდიადსა მსხდომარენი უმეცრებითა დანთქმულნი, ნეტარო (სახელი).
განქარდა წყევაჲ პირველი, აღმოცენებული გარდასლვითა მცნებათაჲთა, ხოლო…
ღვთის-მშობლისაჲ:
განქარდა წყევაჲ პირველი, აღმოცენებული გარდასლვითა მცნებათაჲთა, ხოლო შობითა შენგან კურთხევაჲ საუკუნოჲ მოგუეცა, ქალწულო, რამეთუ ჰშევ ყოველთა შემოქმედი ბუნებათა უაღრეს; შენ მიერ, ღმრთისა დედაო, ვიხილეთ მზე სიმართლისაჲ, მჴსნელი ყოვლისა სოფლისაჲ.
შენ ვენაჴისა საღმთოჲსა იქმენ ვაზ გონიერებისა და…
გამოავლინე, ჴმა გ გუერდი, ნათელო უც
შენ ვენაჴისა საღმთოჲსა იქმენ ვაზ გონიერებისა და რტო შუენიერებისა და ტანჯვათა შინა განგრძობილთა გამოიღე ტევანი მრავალნაყოფიერი, რომლისაგანცა უკუეთუ მეცნიერებით ვინ სუას, უძლეველ იქმნას ღუაწლთა შინა.
ბადითა მოძღურებისაჲთა, ღვთის-მეტყუელო მოციქულო, სიღმისაგან ბნელისათა აღმოიყვანენ…
აქებდითსა ზედა, ჴმა დ, მჴნეონი
ბადითა მოძღურებისაჲთა, ღვთის-მეტყუელო მოციქულო, სიღმისაგან ბნელისათა აღმოიყვანენ და განანათლენ შენ სწავლითა კიდენი სოფლისანი და შესწირენ ქრისტეს ღმრთისა ძღუნად პატიოსნად წარმართნი, რომელმან-იგი აღგავსო შენ მადლითა, ვითარ ბრძენი მოწაფე და მოციქული და საღმრთოჲ ქადაგი, (სახელი).
ნათელმან მიუწდომელმან, ღმერთმან ჩუენმან, დიდებულო, ვა̅ ელვაჲ ბრწყინვალე, წარგავლინა შენ ყოვლისა სოფლისა სივრცესა მოსწრაფედ წარმდევნელად უღმრთოებისა ნისლსა და განათლებად ყოველთა მირულებულთა ბნელსა შინა წყუდიადსა, რომელნი ჰყვენ შვილ მამისა ცათაჲსა (სახელი) ღმრთივ-განბრძნობილო.
ჭეშმარიტად თქუმულმან შენმან ყოველსა სოფელსა ოხრა, სანატრელო…
სხუაჲ, ჴმა ა, შენ სიტყუაჲ
ჭეშმარიტად თქუმულმან შენმან ყოველსა სოფელსა ოხრა, სანატრელო და სასმენელნი ჩუენნი აღავსენ სიბრძნითა, რომლითაცა სამებისა ბრწყინვალებაჲ გჳქადაგე, ღვთის-მეტყუელო (სახელი) მოციქულო, და ვადიდებთ მას საიდუმლოდ.
ვა̅ რაჲ მთიებსა ბრწყინვალედ მნათობს ეკლესიასა შინა (სახელი) დიდებულო ქრისტეს მოციქულო, პატივს-გცემთ შენ და სულითა განვნათლდებით და განსაცდელთაგან ჴორციელთა ვიჴსნებით ოხითა შენითა, ყოვლად ქებულო.
საჭურველითა ჯუარისაჲთა, (სახელი) მოციქულო, აჩუენე მოღუაწებაჲ, ღუაწლთა…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
საჭურველითა ჯუარისაჲთა, (სახელი) მოციქულო, აჩუენე მოღუაწებაჲ, ღუაწლთა მოთმინებაჲ, ამისთჳს გჳრგჳნი დაიდგ ღირსო, და ზეცისა სუფევასა ღირს იქმენ, ნეტარო, სხუათა თანა მოციქულთა და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათჳს.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ