რომელმან შარავანდედი საღმთოჲსა მის ბრწყინვალებისაჲ შეიწყნარე გულსა…
მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ყავსა ზედა, ჴმა დ. რაჟამს მოწყალე
რომელმან შარავანდედი საღმთოჲსა მის ბრწყინვალებისაჲ შეიწყნარე გულსა წმიდასა და იქმენ საღმთოთა სიტყუათა ღვთის-მეტყუელ და მაუწყებელ წინაჲსწარ ყოფადთა და ნესტუ ჴმამაღალ, ნეტარო, სულისა წმიდისა, და მის მიერ შენდა უწყებულსა ასწავებდ და განუმარტებ ყოველთა და წარმართთა ერსა მოცემადსა მას ცხორებასა და სუფევასა ქრისტესსა აუწყებდ, მას ევედრე ცხორებად და განათლებად სულთა ჩუენთა.
რომელი ჰბრწყინავ ღვთის-მხილველობისა პატივითა და მადლითა პატივცემულ…
ბ-გზის
რომელი ჰბრწყინავ ღვთის-მხილველობისა პატივითა და მადლითა პატივცემულ ხარ საღმრთოჲსა ნეტარებისაჲთა საღმრთოჲთა, ნუ დასცხრები მეოხებასა მგალობელთა შენთასა, რომელნი სარწმუნოებით დღეს პატივს-გცემენ შენ, ვა̅ ღვთის-მხილველსა და ღვთის-მეტყუელსა, რაჲთა ვიჴსნნეთ ჭირთაგან და მწუხარებათა მეოხებითა შენითა
წინაჲსწარმეტყუელი შენი, ვა̅ რაჲ ღრუბელი ნათლისაჲ სულმცირე, აჩუენე, უფალო, წყაროდ წყლისა მის ცხოველისა, რომელი მდიდრად მოჰფინე სული ყოვლად წმიდაჲ თანაარსი შენი, მამისა მოწყალისაჲ, და ძისა მხოლოდშობილისაჲ, რომლისა მიერ სწინაჲსწარმეტყუელე ცხოველსმყოფელი მოსლვაჲ ქრისტესი და წარმართთა ცხორებაჲ წინაჲსწარვე აუწყე; მისითა ვედრებითა, მეუფეო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
მდგომარე ხარ წინაშე საყდართა ღმრთისათა, ნეტარო (სახელი)…
დიდებაჲ, ჴმა დ, მოგიცემიეს
მდგომარე ხარ წინაშე საყდართა ღმრთისათა, ნეტარო (სახელი), და იხარებ შენ საღმრთოჲთა დიდებითა და იშუებ, ვა̅ წინაჲსწარმეტყუელი, და აღვსებულ ხარ ნათლითა ერთარსისა სამებისაჲთა, ვინაჲცა მოგუხედენ ჩუენ, რომელნი სარწმუნოებით გადიდებთ შენ და გჳჴსნენ განსაცდელთაგან მეოხებითა შენითა.
იქმენ შენ სამკჳდრებელ უფალისა და ტაძარ სამეუფო…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმა დ გუერდი, ვითარ-მე გხად
იქმენ შენ სამკჳდრებელ უფალისა და ტაძარ სამეუფო ცხორებითა ბრწყინვალითა, და მოქალაქობითა საღმრთოჲთა და სულიერითა ისრაელი, პირველ დაცემული, აღჰმართე, ნეტარო, სოფლისა შემოქმედისათჳს; მისა მიმართ მეოხებად ნუ დასცხრები მონიჭებად ჩუენდა, (სახელი) დიდებულო, დიდი წყალობაჲ.
იქმენ ჭურ პატიოსან უფალისა და ზეცით მოცემულთა…
მუხლი: ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი.
იქმენ ჭურ პატიოსან უფალისა და ზეცით მოცემულთა ბრწყინვალებათა შემწყნარებელ და ნათლისა საუნჯე, ამისთჳს სწინაჲსწირმეტყუყელე ცხორებაჲ ყოველთა კაცთაჲ და გამოხსნაჲ და აწ ჩუენთჳს მეოხებად, ღირსო, ნუ დასცხრები და გჳთხოვე მოცემად დიდი წყალობაჲ ქრისტეს მჴსნელისაგან, რომელნი ვაქებთ საჴსენებელსა შენსა.
ელვაჲ საცნაური გამოგიჩნდა საღმრთოჲ უნათლეს მზისა და…
მუხლი: მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა.
ელვაჲ საცნაური გამოგიჩნდა საღმრთოჲ უნათლეს მზისა და მხედველ გყო დაფარულთა და უნივთოჲ ნათელი შეიწყნარე, სანატრელო (სახელი) და ჰბრწყინავ ყოველსა ქუეყანასა, ნეტარო, მგალობელთა შენთათჳს გჳთხოვე მხოლოჲსაგან უფალისა მოწყალისა მონიჭებად ჩუენდა აურაცხელი დიდი წყალობაჲ.
ფრიადი უშჯულოებაჲ კაცთაჲ და ღმრთისა უმრავლესი კაცთმოყუარებაჲ…
დიდებაჲ, მასვე ჴმასა ზედა, ედემთაჲ
ფრიადი უშჯულოებაჲ კაცთაჲ და ღმრთისა უმრავლესი კაცთმოყუარებაჲ და მრავალმოწყალებაჲ იხილა რაჲ წინაჲსწარმეტყუელმან (სახელი) განრისხებული აღშფოთნებოდა და უწყალოებისა ნაშობთა ჴმათა მოწყალისა მიმართ ჴმობდა და იტყოდა: განრისხენ შენ შეურაცხისმყოფელთა შენთა ზედა უღმრთოთა, მსაჯულო მართალო, არამედ ყოვლადვე ვერ მიმდრიკა უწყალოებად განმამწარებელთა მათ მისთათაჳს, რამეთუ მოწყალე არს და ელის სინანულსა და მოქცევასა მრავალმოწყალე
წინასწარმეტყუელისა შენისა (სახელი), უფალო სახსენებესლს ვდღესასწაულობთ მისითა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითა ჴმა ბ
წინასწარმეტყუელისა შენისა (სახელი), უფალო სახსენებესლს ვდღესასწაულობთ მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
ბრწყინვალე მადლი სულისაჲ შეიწყნარა დიდებულმან (სახელი) საკჳრველმან…
დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა დ, მხნეონი
ბრწყინვალე მადლი სულისაჲ შეიწყნარა დიდებულმან (სახელი) საკჳრველმან და იქმნა ღმრთივ-შუენიერ და მსაჯულთა უშჯულოებაჲ და უმშჯავროჲ საშჯელი იხილა რაჲ, განრისხნა და გონებისა სიწრფოებაჲ გამოაჩინა და ქრისტეს ღმრთისა მიმართ ახოვნითა და მჴურვალითა სულითა შეწუხებულმან ბრალეულ ყუნა.
ქრისტეს მიერ მაცხოვრისა მხიარულ იქმენ სულითა ღვთის-მეტყველო (სახელი) და განიხარე და ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა განბრწყივნებულ იქმენი ნათლითა ზეცისაჲთა საცნაურად განათლებული ღმერთსა ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ბოროტისა და რომელნი სარწმუნოებით ჴსენებასა შენსა ვადიდებთ.
(სახელი) ღმერთი-შემოსილმან გული უბიწოჲ მოიგო და ყო იგი სავანედ წმიდად სულისა და მის მიერ განათლებული ყოფადთა საქმეთათჳს წინასწარვე იტყოდა ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა განშუენებული და გამოუცხადებდა თჳთმპყრობელთა უშჯულოთა მათ მეფეთა დაფარულთა ჩუენებათათჳს.
მზისთუალი მრავალმნათობი, წინაჲსწარმეტყუელთა თუალი, იქებოდენ დღეს შესხმითა და გალობითა მადლთა სულისა წმიდისათა საღმრთოჲ სამკჳდრებელი, წყაროჲ დაუწყუდებელი, სარკე გამოცხადებათაჲ პატიოსანი, და დიდებული სუეტი მოძღურებათაჲ სიმტკიცე სოფლისაჲ (სახელი) და შეურყეველი საფუძველი
ვა̅ ვარსკულავსა დიდსა და მთიებსა ბრწყინვალესა და კაცსა გულისსათქუმელსა პატივს-გცემთ შენ, ღირსო, და სათნოებათა ელვითა ნათლის სახედ მნათობსა მორწმუნეთა სულთა და ხორცთა განმანათლებელსა და გიღაღადებთ (სახელი) დიდებულო მაცხოვარსა ევედრე, რაჲთა ულხინოს სულთა ჩუენთა შეცოდებულთა.
პოვა ბრწყინვალებამან სულისამან სიწმიდე გონებისა შენისაჲ, ღირსო…
სხუანი, ჴმა ბ, მამისაგან შობილ
პოვა ბრწყინვალებამან სულისამან სიწმიდე გონებისა შენისაჲ, ღირსო (სახელი) უფროჲს სარკისა განწმედილი და ელვარე და უხუებით დაემკჳდრა შენ თანა და ყოველი სოფელი განანათლა შენ მიერ ღმრთის მეცნიერებისა ნათლითა და ყოფადთა საიდუმლოთა გამოცხადებითა, ჵ ყოვლად დიდებულო.
პირად საღმრთოდ იწოდე, ნეტარო და ცხადად ამხილე უღმრთოებისა მუშაკთა და აუწყე საშჯელი მათთჳს განმზადებული სიმართლისა მშჯავრსა ურჩებისათჳს, ვინაჲცა ბრძენთა მათ თქუმულთა შენთა, დიდებულო, ვხედავთ აწ აღსრულებად და გალობითა უბიწოჲთა ჯეროვნად გიგალობთ შენ, ღმერთი-შემოსილო (სახელი).
საყდართა ღმრთისათა წინაშე სდგა და მის მიერითა დიდებითა აღვსებული ჰხედავ გამოუთქუმელსა დიდებასა, დიდებულო, და ნათლითა აღივსები, (სახელი) გჳოხენ სარწმუნოებით მაქებელნი შენნი და გჳთხოვე შენდობაჲ ბრალთაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ, ყოვლად ქებულო ღვთის-მეტყუელო წინაჲსწარმეტყველო.
გიხაროდენ, ჭურო მადლთაო, განშუენებულო სულისა მიერ წმიდისა…
დიდებაჲ, ჴმა ა გუერდი, გიხაროდენთაჲ
გიხაროდენ, ჭურო მადლთაო, განშუენებულო სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ისმინე ჴმაჲ ერისა ჭირვეულისაჲ, წინაისწარმეტყუელო, და ღმრთისა მიერ მოხუედ გამოსავალსა წყალთასა და მარილითა დაატკბე შენ სიმწარე მათი საკჳრველებით და მწუხარებაჲ იგი მათი გარდასცვალე სიხარულად საუკუნოდ, ამისთჳს ჴსენებასა შენსა, ბრძენო (სახელი), აღვასრულებთ წადიერებით; ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა ღმრთისათა, და არა…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ, და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად. და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთასა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს. და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ ივყნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან, დაჰშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.
ხოლო მართალნი უკუე ცხონდენ, და უფალისა მიერ…
სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი
ხოლო მართალნი უკუე ცხონდენ, და უფალისა მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯვენითა თჳსითა დაფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ.
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა იყოს; და საჯოს…
სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა იყოს; და საჯოს მართალმან, რომელი დაშურა, ცოცხალნი უღმრთონი და ჭაბუკი, რომელი აღესრულა ადრე, მრავალწლისანი ბერნი წრულნი; რამეთუ იხილონ აღსასრული ბრძნისაჲ და ვერ ცნან, რა იზრახა მისთჳს და რაჲსათჳს შეიკრძალა იგი უფამან. იხილონ და შეურაც-ყვნენ იგი, ხოლო უფალი ეცინოდის მათ; და იყვნენ ამისა შემდგომად დასაცმელი უპატივო და საგინებელ მკუდართა შორის საუკუნოდ; რამეთუ განხეთქნეს უჴმონი ხერხვით და შეძრნეს იგინი საფუძველითგან დასასრულადმდე, მოოჴრდენ და იყვნენ იგინი სალმობასა შინა, და საჴსენებელი მათი წარწყმდეს. და მოვიდენ განზრახვასა ცოდუათა მათთასა შიშით, და ამხილოს პირისპირ უშჯულოებამან მათმან. მაშინ დადგეს მართალი განცხადებულებითა წინაშე პირსა მაჭირებელისა მისისასა და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მისნი. იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულსა მას ცხოვრებასა მისსა. და იტყოდიან გულსა თჳსსა სინანულითა და იწროებითა სულისაჲთა სულთ-ითქუმიდენ: ესე არს იგი, რომელი ოდესმე გუაქუნდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა ჩუენ, უგუნურთა, და ცხორებაჲ მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი უპატიოდ. ვითარ შეირაცხა ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის არს ნაწილი მისი? შე-მე-ვსცელითა გზისაგან ჭეშმარიტისა? გზითა აღვივსენით და წარწყმედისაჲთა, და ვიდოდეთ უდაბნოთა უგზოთა, ხოლო გზაჲ უფალისაჲ არა ვცანთ.
გონებითა განათლებული სულისა წმიდისა მადლითა, ნეტარო (სახელი)…
ლიტიასა ზედა, ჴმა გ, ქერაბინ
გონებითა განათლებული სულისა წმიდისა მადლითა, ნეტარო (სახელი), განჰბრწყინდი წინაჲსწარმეტყუელად ღმრთისა და განუცხადე ყოველთა ცნობაჲ უცნაური და მიიცვალე ზეცისა ბრწყინვალებასა და ჩუენთჳს ითხოვ ლხინებასა.
იქმენ ებან სულისა წმიდისა და ჰჴმობდი სიტყუასა საღმრთოსა ცხორებისასა და დაატკბობდ გულსა კაცთასა, ბრძენო, ტკბილითა მით სწავლითა შენითა (სახელი) ღმრთივ-გონიერო, ამისთჳსცა გადიდებთ შენ წადიერებით, ნეტარო
განწმიდე სული ვნებათაგან და იქმენ სარკე სულისა ყოვლად წმიდისა და შეიწყნარენ მცხინვარებანი მისნი, ყოველთა მიჰფენ მდიდრად, (სახელი) ღმერთი-შემოსილო, ყოვლად ქებულო, კამკამებითა მათ ელვარებისა შენისათა.
ეჰა, ვითარ ბაგეთა ჴორციელთა გამოთქუან ქებაჲ შენი…
დიდებაჲ, ჴმაჲ ა, წმიდანო მარტჳლნო
ეჰა, ვითარ ბაგეთა ჴორციელთა გამოთქუან ქებაჲ შენი, ვითარ-იგი ღირს ხარ, წინაჲსწარმეტყუელო ღირსო (სახელი), გარნა ბაგეთა, აღვსებულთა სულითა და ძალითა, რამეთუ იქმენ მოშურნე ღმრთისა და სიმჴნით განეცხადე წინაშე მტერთა სავსე წინაჲსწარმეტყუელებითა, არამედ აწ მეოხ გუეყავ ჩუენ მადიდებელთა საჴსენებელსა შენსა.
სიტყუათა ღმრთივ-აღძრულისა ენისა შენისათა აღსრულებულად ვხედავთ და…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, უფალო, დაღაცათუ
სიტყუათა ღმრთივ-აღძრულისა ენისა შენისათა აღსრულებულად ვხედავთ და გნატრით, ნეტარო წინაჲსწარმეტყუელო, და ვიშუებთ ჭეშმარიტებისათჳს, რამეთუ შენ მოსლვაჲ უფალისაჲ ჴმითა ტკბილითა გჳქადაგე ჩუენ, (სახელი) ყოვლად ქებულო.
სოფელსა შინა უბიწოდ ცხორებითა ანგელოზად იწოდე, ღირსო…
მუხლი: ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ყოს იგი
სოფელსა შინა უბიწოდ ცხორებითა ანგელოზად იწოდე, ღირსო და მოსახელედ ანგელოზთა შემსგავსებულად სახელ-გედვა, რამეთუ სიკეთითა ჴორცთა და სულისაჲთა შეიმკვე, (სახელი) ყოვლად ნეტარო, და ჰქადაგე მოსლვაჲ მჴსნელისაჲ.
უფალო, წინაჲსწარმეტყუელსა შენსა მეოხად და მვედრებელად შენდამი…
მუხლი: მუნ აღმოუცენო რქაჲ დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა.
უფალო, წინაჲსწარმეტყუელსა შენსა მეოხად და მვედრებელად შენდამი აღვსძრავთ, ოხითა მისითა, მოწყალე, სასოწარკუეთილნი სულნი ჩუენნი შეიწყალენ და აცხოვნენ და დაჰჴსნენ სიმრავლენი ბრალთა ჩუენთანი, რამეთუ ბუნებითი გაქუს სახიერებაჲ და წყალობაჲ.
დიდებისა უოხჭნოჲსა ზიარ იქმენ, (სახელი) წინაჲსწარმეტყუელო ღმრთისაო…
დიდებაჲ, ჴმა ა, წმიდანო მარტჳლნო
დიდებისა უოხჭნოჲსა ზიარ იქმენ, (სახელი) წინაჲსწარმეტყუელო ღმრთისაო, და სამარადისოჲსა შუებასა და სიხარულისა საღმრთოჲსა და გამოუთქუმელისა ფუფუნებისა, ჩუენთჳსცა მეოხ გუეყავ მეუფისა.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
წინაჲსწარმეტყუელებისა მადლითა განჰმდიდრდი და ყოფადთა ცნობაჲ ღმრთივ-შუენიერი…
ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმა დ გუერდი.
წინაჲსწარმეტყუელებისა მადლითა განჰმდიდრდი და ყოფადთა ცნობაჲ ღმრთივ-შუენიერი გეუწყა სულისა მიერ, ღმრთივ-სულიერო (სახელი) და მოსლვაჲ ქრისტესი და წარმართთა ჩინებაჲ საღმრთოჲ წინაჲთვე აუწყე ყოველთა, ყოვლად ქებულო, ამისთჳსცა დღესასწაულსა შენსა ქებით ვდღესასწაულობთ და სურვილით გიგალობთ და სარწმუნოებით გნატრით და გიღაღადებთ შენ, დიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით დღესასწაულობენ ჴსენებასა შენსა.
წმიდა ჰყავ გონებაჲ შენი ყოვლისაგან შეგინებისა, ყოვლად…
ჴმა ბ გუერდი
წმიდა ჰყავ გონებაჲ შენი ყოვლისაგან შეგინებისა, ყოვლად ბრძენო წინაჲსწარმეტყუელო (სახელი), და სარკედ საღმრთოდ გამოაჩინე შემწყნარებელ ელვათა სულისა წმიდისათა და აწ წყაროჲსა მიმართ ბრწყინვალებათაჲსა სიხარულით და მხიარულებით აჰჴედ, სამგზის სანატრელო.
რომელი ყოველსავე ხედავს და უწყის, ვა̅ ღმერთმან…
წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმა ა გუერდი.
რომელი ყოველსავე ხედავს და უწყის, ვა̅ ღმერთმან, სულისა შენისა თუალნი ბრწყინვალედ განანათლნა, წინაჲსწარმეტყუელო ყოვლად ქებულო, და წინამძღურად სოფლისა გამოგაჩინა, ამისთჳსცა წმიდასა საჴსენებელსა შენსა უგალობთ, და მეოხად მჴურვალედ და შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ.
იქმენ საღმრთო ორღანო ნუგეშინისმცემელისა და მეტყუელ ჴმასა…
ჴმა გ
იქმენ საღმრთო ორღანო ნუგეშინისმცემელისა და მეტყუელ ჴმასა საიდუმლოსა დაფარულთა გამოცხადებისასა და ჰღაღადებ უხილავთა სახილველად და განაბრწყინვებ სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა (სახელი) დიდებულო, ამისთჳს გევედრებით: ქრისტესა ღმერთსა ევედრე მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
გადიდებთ შენ, წმიდაო წინასწარმეტყუელო ღმრთისაო (სახელი), და…
სადიდებელი
გადიდებთ შენ, წმიდაო წინასწარმეტყუელო ღმრთისაო (სახელი), და პატივს-ვსცემთ წმიდასა ჴსენებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენი წინაშე ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა.
სახელისაგან და ხატთა ქუეყანისათა შეუმრღუეველი გონებაჲ მოგეგო…
წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმა ა გუერდი.
სახელისაგან და ხატთა ქუეყანისათა შეუმრღუეველი გონებაჲ მოგეგო, დიდებულო (სახელი), და იქმენ წმიდა სავანე სულისა წმიდისა ბრწყინვალებისა ელვარედ შემწყნარებელ და ყოველთა განმანათლებელ, ამისთჳს გევედრებით მშჳდობისათჳს სოფელსა მეოხებად ნუ დასცხრები.
ჵ წინაჲსწარმეტყუელნო პატიოსანნო, გიხაროდენ, რამეთუ შჯული უფალისაჲ…
წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა დ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. მუხლი: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნნი ქუეშე ფერხთა შენთა. სახარება მათესი 94 დას: 23, 29-39 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, ჴმაჲ ა, ნათელი
ჵ წინაჲსწარმეტყუელნო პატიოსანნო, გიხაროდენ, რამეთუ შჯული უფალისაჲ კეთილად დაიმარხეთ და იქმნენით სუეტ სარწმუნოებისა და ახლისა აღთქუმისა შუამდგომელ და ქადაგ, ხოლო აწ მკჳდრ ხართ ზეცათა შინა და ევედრებით წმიდასა სამებასა სოფლისა მშჳდობისათჳს და ითხოვთ წყალობასა სულთა ჩუენთათჳს.
უკულეველად ზღუაჲ წიაღ-ვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ…
გალობანი წინაჲსწარმეტყუელისანი, ჴმა ბ გუერდი გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:
უკულეველად ზღუაჲ წიაღ-ვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ, და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთა, და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგალობდა.
გევედრებით, წინაჲსწარმეტყუელო ბრძენო, მდგომარეო წინაშე საყდართა მჴსნელისათა, ითხოვე განათლებაჲ ჩუენი, რომელნი წმიდასა ჴსენებასა შენსა უგალობთ.
გამოჩნდი შენ ორღანოდ დამტევნელად სულისა მის საღმრთოჲსა ნიჭისა და მადლისა ჵ (სახელი) ყოვლად ბრძენო, ამისთჳს სიხარულით მოწმუნენი გნატრით შენ
ნათლითა მით მზისა სიმართლისაჲთა, რომელი გამობრწყინდა საშოჲთ…
ღვთის-მშობლისაჲ:
ნათლითა მით მზისა სიმართლისაჲთა, რომელი გამობრწყინდა საშოჲთ შენით უბიწოჲთ, განათლდა ყოველი ქუეყანა, ამისთჳს დედად ღმრთისად აღგიარებთ, ქალწულო.
ღმერთსა, რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო…
სხუანი გალობანი, ჴმა გ გუერდი. ძლისპირი:
ღმერთსა, რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო, ძლევისა გალობითა უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.
განაბრწყინვე გონებაჲ ჩემი და განწმიდე ვნებათა მწინკულისაგან, ქრისტე, რაჲთა ვაქებდე დიდებულსა წინაჲსწარმეტყუელსა (სახელი).
მხილველ იქმენ უხილავთა და გამომთქუმელ ქრისტეს საიდუმლოთა ყოვლად მიუწდომელთა, ნეტარო, და იტყოდე მოწევნადთა.
ვა̅ წმიდამან და უბიწომან ღმრთისა სამკჳდრებელმან ძალი საღმთოჲ სულისჲ მდიდრად მიიღე, ღმერთი-შემოსილო (სახელი).
ქალწულისაგან შობილსა, რომელმან ყო მშობელი ქალწულადვე, უგალობდეთ…
ღვთის-მშობლისაჲ:
ქალწულისაგან შობილსა, რომელმან ყო მშობელი ქალწულადვე, უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.
არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო ღმერთო ჩუენო…
გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:
არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტიანეთაჲ, დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
რომელი ყოველსა ხედავს მომავალსა საქმეთათჳს, ჭეშმარიტად მოგანიჭა, ღმრთივ-შუენიერო, ცნობაჲ და გიჩუენნა შენ, ნეტარო, საუნჯენი საღმრთოთა ხილვათანი
ახოვან ჰყავ სული შენი და კადნიერ და უშიშ უღმრთოთა მხილებისათჳს და სულსა წმიდასა დაამონე თავი შენი და სავანედ მადლთა საღმრთოთა განბრწყინდი
აჰა ესერა ყოველნი ნათესავნი გნატრიან, მშობელო ქრიტეს…
ღვთის-მშობლისაჲ:
აჰა ესერა ყოველნი ნათესავნი გნატრიან, მშობელო ქრიტეს ღმრთისაო, ჴორცითა ჟამიერად ჟამთა დამბადებელისა და ქალწულად უბიწოდ დადგრომილო
განძლიერდა დღეს, სარწმუნოებითა ეკლესიაჲ ქრისტეს მიერ და…
სხუანი ძლისპირი:
განძლიერდა დღეს, სარწმუნოებითა ეკლესიაჲ ქრისტეს მიერ და გალობითა ესრეთ ღაღადებს: წმიდა ხარ, უფალო სულთა ჩუენთა მაცხოვარო.
ამხილებდ, (სახელი) ბრძენო, უშჯულოთა და სამართალნი საღმრთონი ცხად ჰყვენ ღვთის-მეტყუელებით და ჰღაღადებდი: წმიდა ხარ შენ, უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო.
ახლისა ამის აღთქუმისა სართულსა ქუეშე სუეტად აღგმართა ღმერთმან, რაჲთა ზე გაქუნდეს და ჰჴმობდი, (სახელი) წმიდა ხარ შენ, უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო
ქალწული წმიდაჲ შემდგომად შობისა ქალწულ არს, რომელმან…
ღვთის-მშობლისაჲ:
ქალწული წმიდაჲ შემდგომად შობისა ქალწულ არს, რომელმან გჳშვა ღმერთი ჴორცითა გამოუთქუმელად; ყოველნი მორწმუნენი უგალობდეთ უბიწოსა.
იქმენ, უბიწოო, სადგურ სულისა წმიდისა, სანატრელო (სახელი)…
წარდგომაჲ, ჴმაჲ დ
იქმენ, უბიწოო, სადგურ სულისა წმიდისა, სანატრელო (სახელი) წინაჲსწარმეტყუელო, და საიდუმლონი მისნი გულსა შენსა შეიწყნარენ, ვინაჲცა სიხარულით და სარწმუნოებით გიგალობთ შენ.
ქრისტე, ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა…
გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:
ქრისტე, ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკლესიაჲ, და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით საღმრთოჲთა მით სიხარულითა.
ყოველთა უფალი გამოგჳბრწყინდა ჩუენ და წინაჲსწარმეტყუელებისაებრ შენისა ყოველთა მოუწოდა დიდებად თჳსა და მონებისაგან განათავისუფლნა
მადლითა საღმრთოჲთა განბრწყინვებულ ჰჴმობდ, ვითარმედ უღელსა ერთსა ქუეშე ჰმსახურებდენ უფალსა, ადიდებენ და თაყუანის-სცემდენ სიმრავლენი მორწმუნეთანი.
ქალწულო წმიდაო, არმური ვნებათაჲ განსდევნე გონებისაგან ჩემისა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ქალწულო წმიდაო, არმური ვნებათაჲ განსდევნე გონებისაგან ჩემისა და ღელვაჲ განსაცდელთაჲ, რომელმან წყაროჲ ცხორებისაჲ უშევ დაბადებულთა.
სმენაჲ მესმა ღმრთისა გამოჩინებისაჲ ქუეყანასა მაცხოვრად ჩუენ…
სხუანი ძლისპირი:
სმენაჲ მესმა ღმრთისა გამოჩინებისაჲ ქუეყანასა მაცხოვრად ჩუენ მორწმუნეთა მისთა და უღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.
ისრაელთა კერპთმსახურებაჲ ამხილე და ტყუეობისათჳს წინაჲთვე აუწყე, ბრძენო, და ასწავებთ მათ (სახელი) შიშსა ღმრთისასა.
ვა̅ რაჲ სარკემან სულისა წმიდისა, ელვანი შეიწყნარენ და ღმრთის-მსახურების ბრწყინვალებითა განანათლე სოფელი
უბიწოო დედაო ქრისტეს ღმრთისაო, რომელმან ჰშევ ნათელი…
ღვთის-მშობლისაჲ:
უბიწოო დედაო ქრისტეს ღმრთისაო, რომელმან ჰშევ ნათელი ბრწყინვალე, დიდებული გამოუთქუმელად, ჩუენთჳსცა მეოხ გუეყავ.
ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთვეს…
გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:
ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთვეს შენდამი სიყუარულით, განანათლენ, რაჲთა გიცნან შენ, ღმერთი მხოლოჲ, განმათავისუფლებელი ცოდუათა მათთაგან.
აღსრულებად სათნოებათა ვნებათა ტყუეობისაგან მომაქციე, ღმერთი-შემოსილო წინაჲსწარმეტყუელო, ვედრებითა შენითა და საქმეთა ნათლისათა მუშაკობად წარმმართე.
განანათლე გონებჲ შენი სათნოებათა შუენიერებითა და შემწყნარებელ ჰყავ ბრწყინვალებასა სულისა წმიდისასა და წინაჲსწარცნობისა მადლითა განჰმსდიდრდი.
წინაჲსწარვე მოასწავებდეს ჴმანი წინაჲსწარმეტყუელთანი იგავით შობასა შენისა…
ღვთის-მშობლისაჲ:
წინაჲსწარვე მოასწავებდეს ჴმანი წინაჲსწარმეტყუელთანი იგავით შობასა შენისა, სძალო, რომელთა-იგი აღსრულებულად ვხედავთ ჩუენ და ჭეშმარიტად ღვთის-მშობელად აღგიარებთ შენ.
შენდა აღვიმსთობთ და გიღაღადებთ: მოწყალეო უფალო, განანათლენ…
სხუანი ძლისპირი:
შენდა აღვიმსთობთ და გიღაღადებთ: მოწყალეო უფალო, განანათლენ სულნი ჩუენნი დაბნელებულნი ნათლითა მცნებათა მათ შენთაჲთა, ღმერთო, და გუაცხოვნენ ჩუენ.
მკუდრად სახელ-სდევ მათ, რომელნი განხრწნადთა საშუებელთაგან იშუებდეს, ყოვლად ქებულო, რამეთუ გაქუნდა მოწყალებაჲ მაღალი და აყუედრე უგუნურებაჲ მათი.
ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა გარდაფენილ იყავ, (სახელი) ნეტარო, და თანამზრახველ ღმრთისა იწოდე და ყოველთა ასწავებდ კეთილთა საქმეთა მოგებასა.
ევედრე ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს მგალობელნი შენნი, ნეტარო, საბრთჴეთაგან მტერისათა და განგუანათლნეს ნათლითა ზეცისაჲთა ღვთის-მეტყუელებისა შენისაებრ.
მუცლად-იღე შენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჭეშმარიტად, ქალწულო და…
ღვთის-მშობლისაჲ:
მუცლად-იღე შენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჭეშმარიტად, ქალწულო და გჳშევ ჩუენ ჴორცითა გამოუთქუმელი ღმერთი, მას ევედრე წმიდაო ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.
სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაჲთა საშინელად…
გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:
სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაჲთა საშინელად დამთქამს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდელისა და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიჴსენ მე, მრავალმოწყალე.
შეიწყნარე, ნეტარო, ელვანი სულისანი, ვა̅ რაჲ სარკემან, და წინაჲსწარმეტყუელებისა ნათელი მიჰფინენ მორწმუნეთა და უთხრობ ყოფადთათჳს, ვითარ ყოფილთა
გიხაროდენ, სიონო, რამეთუ მოვიდა აწ მეუფე შენი ქრისტე და განანათლა ყოველი სოფელი და ეშმაკნი შემუსრნა ღმერთეებისა თჳსისა ძლიერებითა.
ხორცთა გუამოვნებითა სიტყუამან მამისამან შეიერთა შენ შორის…
ღვთის-მშობლისაჲ:
ხორცთა გუამოვნებითა სიტყუამან მამისამან შეიერთა შენ შორის კაცებაჲ, უბიწოო ღვთის-მშობელო, თჳნიერ ხრწნილებისა და დაგმარხა ქალწულად, საგალობელო.
იონაჲსებრ ვეშაპისა მისგან მიჴსენ მე, გევედრები, სახიერო…
სხუანი ძლისპირი:
იონაჲსებრ ვეშაპისა მისგან მიჴსენ მე, გევედრები, სახიერო უფალო, რომელსა შთანთქმაჲ ნებავს ჩემი უწყალოებით, განმარინე მე.
ელვარითა ნათლითა ჭეშმარიტებისაჲთა ჰბრწყინევდ, (სახელი), და უხეთქნე ძლიერად ცრუ წინაჲსწარმეტყუელსა და წინაჲთვე აუწყე წარწყმედაჲ მისი.
დააბნელე და დაშრიტე ცეცხლი საცთურისაჲ, ღირსო, და, ვა̅ მზისთუალი, განაბრწყინვე ნათელი მორწმუნეთა ერისაჲ მოწლედ ღუაწლითა
გულსმოდგინედ ჰმონე უფალსა ცხორებასა შენსა, (სახელი), ამისთჳსცა ღირს იქმენ ელვათა სულისათა მდიდრად შეწყნარებასა, ღმერთი-შემოსილო.
ცუარი იგი სულისა წმიდისაჲ ჰრუბელო სულმცირეო, გეტჳრთა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ცუარი იგი სულისა წმიდისაჲ ჰრუბელო სულმცირეო, გეტჳრთა წიაღითა, რაჟამს შეხუედ ეგჳპტეს, მოისრნეს ჴელთ ქმნულნი ეგჳპტისანი
განათლდა სულითა წმიდითა გული შენი და იქმნა…
იბაკოჲ, ჴმა დ
განათლდა სულითა წმიდითა გული შენი და იქმნა წინაჲსწრმეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედვიდა, ვა̅ აწინდელსა, ყოფადსა, ამისთჳს პატივს-გცემთ შენ, წინაჲსწარმეტყუელო ნეტარო (სახელი), დიდებულო.
ყრმათა მათ წმიდათა საჴუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან…
გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:
ყრმათა მათ წმიდათა საჴუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან და მძლავრსა ასწავა გალობად: კურთხულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
აღმოუბრწყინდა ყოველსა სოფელსა ჴსენებაჲ შენი, ვა̅ მზისთუალი, სავსე ნათლითა წინაჲსწარმეტყუელებისაჲთა და განანათლნა სარწმუნოებით მგალობელნი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ვა̅ ჰრუბელი სავსე წჳმითა ღმრთის-მეცნიერებისაჲთა, ნეტარო, მოჰრწყავ სოფელსა წყაროთაგან ცხორებსათა, (სახელი), და განათლებულნი ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
სიტყუამან, რომელმან არსებად მოიყვანნა ყოველნი საღმრთოჲთა ძალითა…
ღვთის-მშობლისაჲ:
სიტყუამან, რომელმან არსებად მოიყვანნა ყოველნი საღმრთოჲთა ძალითა, რაჟამს ინება განახლებაჲ დაძულებულთაჲ, შენ შორის დაემკჳდრა, ქალწულო წმიდაო, და იშვა ჴორცითა და აცხოვნა ნათესავი კაცთაჲ.
საჴუმილსა რაჲ ცეცხლისასა შეითხინეს სამნი იგი ყრმანი…
სხუანი ძლისპირი:
საჴუმილსა რაჲ ცეცხლისასა შეითხინეს სამნი იგი ყრმანი, ცეცხლი ცუარად გარდააქციეს და ძლევად შემოსილთა ესრეთ ღაღად-ყუეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო საუკუნითგან უკუე.
საღმრთოჲ ცხორებაჲ, რომელი წინაჲთვე ჰქადაგე, გამოჩნდა, წინაჲსწარმეტყუელო საკჳრველო (სახელი), მნათობო სოფლისაო, და ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუე.
განძლიერებული ძალითა საღმრთოჲთა ყოვლად ქებულო, მტერთაგან წინააღმდგომთა ღმრთისათა, უვნებელად დაიცევ და ჰგალობ ჴმატკბილად: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუე
ბუნებით განუყოფელსა აღვიარებთ სარწმუნოებით: მამასა დაუსაბამოსა, ძესა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ბუნებით განუყოფელსა აღვიარებთ სარწმუნოებით: მამასა დაუსაბამოსა, ძესა მიუწდომელსა სულით წმიდითურთ, დაუცხრომელად ვიტყჳთ: მამათა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდი და წყალთაგან…
გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:
საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდი და წყალთაგან დასწუენ ელიაჲს საკუერთხნი, რამეთუ ნებაჲ შენი, ქრისტე, მსრაფლ აღასრულე, შენ გაკურთხევთ და აგამაღლებთ უკუე.
ყოვლითურთ შეეყავ ყოვლისა მპყობელსა და განგებულებისა საღმრთოჲსა სახენი აუწყენ წარმართთა, ამისთჳს გიგალბოთ შენ, დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო (სახელი).
ვედრებაჲ ლმობიერი შეიწირე უფალისა მგალობელთა შენთათჳს, ღმრთივ-სანატრელო, და განსაცდელთა ღელვაჲ განძჳნებული დააცხრვე, დიდებულო ღვთის-მეტყუელო, წინაჲსწარმერყუელო.
ცხორებისა მომცემელი ჰშევ ღმერთი და უფალი, რომელმან…
ღვთის-მშობლისაჲ:
ცხორებისა მომცემელი ჰშევ ღმერთი და უფალი, რომელმან სიკუდილისა მძლავრებაჲ მძჳნვარე დასცა, უბიწოო, რამეთუ მოკლა სიკუდილი, ამისთჳსცა გიგალობთ შენ უკუე.
რომელი მხოლოჲ არს მეუფე დიდებისაჲ, რომელსა გუნდი…
სხუანი ძლისპირი:
რომელი მხოლოჲ არს მეუფე დიდებისაჲ, რომელსა გუნდი ზეცათანი აქებენ და ეშინის ანგელოზთა კრებულსა, მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.
ყოვლითურთ აჰმაღლდი ეთერისა სიმაღლედ და გეუწყა ცნობაჲ გამოუთქუმელთაჲ და იქმენ შენ ქადაგ ჴორცშესხმისა ქრისტეს მეუფისა, (სახელი) ნეტარო, ამისთჳს ვაქებთ ჴსენებასა შენსა.
გულისა შენისა სიწმიდითა ღირს იქმენ ხილვად ღმრთისა, რაოდენ შესაძლებელ არს, და მის მიერ უხილავთა ხილვაჲ და ცნობაჲ დაფარულთაჲ გეუწყა, ბრძენო (სახელი), მსახურო სამებისაო.
უქორწინებელსა ღვთის-მშობელსა ქალწულსა, რომელი ცათა უვრცელესად გამოჩნდა…
ღვთის-მშობლისაჲ:
უქორწინებელსა ღვთის-მშობელსა ქალწულსა, რომელი ცათა უვრცელესად გამოჩნდა უგალობენ ზეცისა განწყობილნი და ჩუენცა, მორწმუნენი, მას დაუცხრომელად გალობით ვადიდებთ
ღმერთი შეუძლებელ ხილვად კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი…
გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:
ღმერთი შეუძლებელ ხილვად კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყუაჲ ჴორციელქმნული, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ.
ქუეყანასა მშჳდთასა დაემკჳდრე, რომელსა შინა ჰხედავ ბრწყინვალებასა ანგელოზთასა, ბრძენო მსახურო ქრისტესო, რამეთუ მშჳდ იყავ შენ და ჰბრწყინავ მადლითა, ამისთჳს გნატრით მორწმუნენი და გალობით გადიდებთ
წინაჲსწარმეტყუელებათა შენთა, ყოვლად ქებულო, ვხედავთ ბრწყინვალედ აღსრულებულთა და შენთა მათ მადლთათჳს დაგჳკჳრდების და სიწმიდე გულისაჲ და უმანკოებაჲ გონებისა და სულისა შენისაჲ და ღმერთსა ვადიდებთ.
ვითარ შენ, არავინ სადა მიმადლებულ არს სძალო…
ღვთის-მშობლისაჲ:
ვითარ შენ, არავინ სადა მიმადლებულ არს სძალო წმიდაო ნათესავთაგანი პირველთაჲ, რამეთუ შენ მხოლოჲ იქმენ უზეშთაეს ყოველთა სიწმიდეთა, დედაო ღმრთისაო, ამისთჳსცა სიტყუამან ღმრთისამან შენგან ჴორცნი შეისხნა.
ყოვლად ქებულო ქალწულო, ღმრთისა საყდარო, რომელმან სიტყუაჲ…
სხუანი ძლისპირი:
ყოვლად ქებულო ქალწულო, ღმრთისა საყდარო, რომელმან სიტყუაჲ იგი დამბადებელი გჳშევ ჴორცითა გამოუთქუმელად, ამისთჳს სიხარულით ჩუენ, ყოველნი, დაუცხრომელად გადიდებთ.
ღმრთივ-აღძრულო, საწინაჲსარმეტყუელოჲსა მადლისა გამომეტყუელ იქმენ, ნეტარო (სახელი), და საღმრთოსა წყალობასა ყოველთა უქადაგებდ, ამისთჳს ღირსად დაუცხრომელად გადიდებთ
ჴსენებაჲ შენი, ღმერთი-შემოსილო (სახელი), ვა̅ რაჲ ცისკარი განთიადისაჲ, ნათობს კიდით კიდემდე სოფლისა და ტომთა და ენათა აღსძრავს წადიერებით ქებად შენდა.
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენ ყოველთათჳს, ქალწულო, მისა…
ღვთის-მშობლისაჲ:
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენ ყოველთათჳს, ქალწულო, მისა, რომელი შევ შენ, რაჲთა მიჴსნეს მორწმუნენი ცეცხლისა შემწუელისაგან და სარწმუნოებით ჩუენ გადიდებთ შენ.
ღმრთისა სიბრძნე დაემკჳდრა გულსა შენსა, განწმედილი რაჲ…
გამოავლინე, ჴმა ა გუერდი, მოწაფენი რაჲ
ღმრთისა სიბრძნე დაემკჳდრა გულსა შენსა, განწმედილი რაჲ პოვა იგი, ვინაჲცა აღივსე სულითა წმიდითა და აღმოაცნენ შენ უფსკრულნი ღვთის-მეტყუელებისანი და ყოველი მწჳრე უღმრთოებისაჲ წარჰრღუენ.
(სახელი) მიზეზი არს დღისა ამის დღესაწაულისაჲ, ამისთჳს…
აქებდითსა ზედა, ჴმა დ, ხისა მიერ
(სახელი) მიზეზი არს დღისა ამის დღესაწაულისაჲ, ამისთჳს ვადიდებთ მას გალობითა ახლითა, რამეთუ ესრეთ უხარის ღმერთსა დიდებაჲ მონისა მის სახიერისაჲ, რომელმან შეურაც-ყუნა სოფლისა საშუებელნი და ესრეთ ჴმა-ვყოთ: მომიჴსენენ, მჴსნელო, სასუფეველსა შენსა
განსწმიდე ცნობაჲ შენი და მხედველ ჰყავ მოწევნათა, ღირსო, რამეთუ სული წმიდაჲ დაემკჳდრა შენ თანა, ნეტარო, და გყო შენ წინაჲსწარმეტყუელ, (სახელი) ყოვლად დიდებულო, ამისჳს ჩუენცა ქებით ვადიდებთ დღესასწაულსა შენსა და ესრეთ ვიტყჳთ: მომიჴსენენ, მჴსნელო სასუფეველსა შენსა.
ვარსკულავთაებრ მნათობთა ქრისტეს ეკლესიაჲ განანათლეს წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა და მარტჳლთა გუნდმან და მართალთა კრებულმან და ანგელოზთა ბანაკნი იხარებენ დღესასწაულსა მათსა ბრწყინვალედ შუენიერსა, ხოლო ჩუენ ვიტყჳთ: მომიჴსენენ, მჴსნელო, სასუფეველსა შენსა.
წინაისწარმეტყუელნო ყოვლად ქებულნო, თქუენ მეფეთა ამხილებდით უღმრთოებასა…
სხვანი, ჴმა ა, წმიდანო მარტჳლნო
წინაისწარმეტყუელნო ყოვლად ქებულნო, თქუენ მეფეთა ამხილებდით უღმრთოებასა და ერსა მას ურჩსა წინა-აღუდექით, ჰქადაგებდით სამებასა ერთარსებასა და განსდევნიდით კერპთა საცთურსა; მეოხ გუეყვენით სულთა ჩუენთათჳს, რომელნი თქუენ გალობასა შეგასხამთ.
წინაჲსწარმეტყუელნო ყოვლად ქებულნო, თქუენ ღმრთისმსახურებისათჳს უდაბნოთა და მთათა შეცთომილნი და ნაკლულევანნი იქცეოდეთ ჭირვეულნი და ძჳრხილულნი, ხოლო აწ მკჳდრ ხართ ზეცას ღმრთისა თანა; მეოხ გუეყვენით სულთა ჩუენთათჳს, რომელნი თქუენ გალობასა შეგასხამთ.
წინაჲსწარმეტყუელნო ყოვლად ქებულნო, თქუენ მახჳლითა მოჰკუედით, განიტჳნენით, განიხერხენით და განბრწყინვებულნი ღუაწლსა შინა აწ იხარებთ წინაშე ღმრთისა, მას ევედრენით, რაჲთა მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ჵ, წინაჲსწარმეტყუელო, ქრისტეს ქადაგო და წინაშე მდგომელო…
დიდებაჲ, ჴმა ა, ნათელი.
ჵ, წინაჲსწარმეტყუელო, ქრისტეს ქადაგო და წინაშე მდგომელო საყდართა მისთა, მაღალთა შინა იშუებ გამოუთქუმელად და ყოველსა სოფელსა აკურთხევთ ზეგარდამო და ყოველთა სნეულთა სენთა და სალმობასა იოტებ და ყოველთაგან იქები ღირსად და იდიდები, სულთა ჩუენთათჳს ითხოვე ზეგარდამო დიდი წყალობაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ