გულანი
საცდელი · 1.37.0
საზიარო განგება წმინდისა ღირსისა მამისა 1 / 61მარხვა გაქუნდა ცნობათა უაღრესი, ზედგომაჲ უსაზომოჲ, მღჳძარებაჲ…

საზიარო განგება წმინდისა ღირსისა მამისა

თვენი საზიარო

თვენი საზიარო („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 32 წთ

მარხვა გაქუნდა ცნობათა უაღრესი, ზედგომაჲ უსაზომოჲ, მღჳძარებაჲ…

მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა დ გუერდი, ვითარ-მე გხად.

მარხვა გაქუნდა ცნობათა უაღრესი, ზედგომაჲ უსაზომოჲ, მღჳძარებაჲ გამოუთქმელი. და ჰხედევდ გონებითა საღმრთოსა მას სიკეთესა, ნეტარო (სახელი), ამისთჳს მოიღე მადლი, ვნებათა უკურნებელთა კურნებისაჲ, და წინაშე უფალისა კადნიერებაჲ; ითხოვე მამაო, რაჲთა მოგვანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.

ეშმაკთა სისრანი და ბრძოლანი, და მრავალნი საბრხენი, (სახელი), ძალითა საღმრთოჲთა განჰვლენ შეუხებელად და უვნებელობისა მიერ შეიმკვე, და ყოველთა წმიდათა გუნდსა შეერთე, და იხარებ ზეცას მათთანა, და მეოხ ხარ მგალობელთა შენთათჳს, რაჲთა მოანიჭოს ქრისტემან ზეცით დიდი წყალობაჲ.

(სახელი) განთქუმულმან ღმერთი-შემოსილმან შუებანი სოფლისანი უვარ-ყუნა ღმრთივ-გონიერად…

ბ-გზის

(სახელი) განთქუმულმან ღმერთი-შემოსილმან შუებანი სოფლისანი უვარ-ყუნა ღმრთივ-გონიერად, და მარხვისა შრომითა, დასცნა ვნებანი ხორცთანი, და მოკლა მრავალღონე მტერი მოშურნე, ძლევისა გვირგვინნი მოიხუნა, ქრისტეს ღმრთისაგან; ვედრებითა მისითა, ყოვლად ძლიერო, მოგვეც ჩუენ ყოველთა ზეგარდამო შენი დიდი წყალობაჲ.

სამოთხისა სიკეთესა განიცდიდი ღირსო, და მდიდრად საშუებელსა…

დიდებაჲ, ჴმა ა, ზეცისა გან.

სამოთხისა სიკეთესა განიცდიდი ღირსო, და მდიდრად საშუებელსა უდაბნოსა აჰყუავენ და მეცნიერებაჲ ქრისტეს ღმრთისაჲ ასწავე სიბრძნით სოფელსა, რომლისათჳს ზიარ-მყუენ ჩუენ, წმიდაო (სახელი), ქებად შენსა დღესასწაულსა.

რაჟამს მამაო, ნისლი იგი საცთურისაჲ განაქარვე, მხურვალითა…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ გ რაჟამს გარდა.

რაჟამს მამაო, ნისლი იგი საცთურისაჲ განაქარვე, მხურვალითა შენითა შრომითა, მაშინ დაიმკჳდრა შენთანა სულმან წმიდამან, მდინარეთა მადლისათა აღმოაცენებდ, უხრწნელსა ცხორებასა მიმყვანებელთა, და სწავლითა საღმრთოჲთა დასწერდ სინანულისა სიტყუათა, სიბრძნით გამოსახულთა, სანატრელო (სახელი).

აქუნდა პირსა შენსა ნეტარო, ვა̅ ეზეკიელ წინასწარმეტყუელსა…

მუხლი: პატიოსან არს წინაშე უფალისა-სიკუდილი წმიდათა მისთაჲ.

აქუნდა პირსა შენსა ნეტარო, ვა̅ ეზეკიელ წინასწარმეტყუელსა, ქარტაჲ იგი; სოფელი დაატკბე წერილთა შენთა სიტყვითა, და სიმდიდრე სიბრძნისაჲ სათნოებით უჩუენე ყოველთავე, რომელნი შენდა მოივლტოდეს, რომელნი უფალისა შესწირენ, და აწ მხიარულ ხარ მამაო, რამეთუ უფროის განამრავლე ტალანტი შენი.

ჭურად სიწმინდისა გამოჩნდი და ჰქადაგებდ სამებისა ბუნებასა…

მუხლი: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?

ჭურად სიწმინდისა გამოჩნდი და ჰქადაგებდ სამებისა ბუნებასა ერთბუნებად, სწავლანი უღმრთოთანი აღმოჰფხურენ ძირითურთ, და ცეცხლითა ენისა შენისაჲთა შესწუენ სიტყუანი იგი ბოროტთა მწვალებელთანი, ეკლესიისა სიმტკიცეო, და სუეტო შეურყეველო კეთილად მსახურებისაო, წმიდაო (სახელი).

მსაჯულისა იგი მოსვლაჲ დასწერე ნეტარო, და ცრემლითა…

დიდებაჲ, ჴმა ა, ზეცისა გან.

მსაჯულისა იგი მოსვლაჲ დასწერე ნეტარო, და ცრემლითა მდინარითა სულიერნი ლამპარნი აღნთებად ასწავენ ყოველთავე მოსვლასა მას სიძისასა, და სამოსლითა ბრწყინვალითა მიგებებად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, ღირსო.

შენ შორის საკჳრველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითა ჴმა ე

შენ შორის საკჳრველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაჲ, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ჴორცთაჲსა, ვა̅ წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვა̅ უკუდავისა არსებისასა, რომლისათჳსცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო (სახელი).

გიხაროდენ, თანაზიარო ანგელოსთაო მაღალთა შინა (სახელი), რამეთუ…

დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა ა, გუერდი, გიხაროდენნი.

გიხაროდენ, თანაზიარო ანგელოსთაო მაღალთა შინა (სახელი), რამეთუ ამათი ცხორებაჲ ქუეყანასა ზედა მოიგე, მამაო, ჭეშმარიტებით, რაჟამს სიწმიდით ჰმოქალაქობდი სათნოებითა, და გამოსჩნდი შენ, ვა̅ სარკე ბრწყინვალე, და შეიწყნარე სული წმიდაჲ, სანატრელო, რომლისაგან განათლებული, ჰხედევდ მომავალთა და ყოველსა ყოფადმდე იტყოდე უწყებითა საღმრთოჲთა, და აწ მეოხ გვეყავ წინაშე ქრისტესა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.

გიხაროდენ, ღირსო მთავარო მონაზონთაო, და მართალთა წინამბრძოლო, რამეთუ ვნებათა იგი ძირნი აღმოჰკუეთენ, და სულთა ბოროტთა ზედამოსვლასა სიმხნით ძლიერად წინა-აღუდეგ, და განაქიქე მათი იგი უძლურებაჲ, და ღონისძიებაჲ და შეწევნითა მაცხოვრისაჲთა, დასთრგუნე ყოველივე ძალი მათი, რამეთუ შეგემოსა ძალი იგი ჯუარისაჲ, და სძლე ყოველთა წინააღმდგომთა, და აწ მეოხ გუეყავ ქრისტესა, რაჲთა მოჰმადლოს სოფელსა დღეს დიდი წყალობაჲ.

გამოსჩნდი შენ სუეტად ნათლისა, მამაო, სათნოებითა დამტკიცებულად, და იქმენ ღრუბელ მფარველ უდაბნოჲსა მყოფთა. და ქუეყანით ზეცად ხედევდი ღმერთსა, ღირსო, და რომელი იგი გიძღოდა, ძელი ჯუარისაჲ, კუერთხითა მით ვნებათა უფსკრული განაპე, და საცნაურსა მას ამალეკსა მტერთა სძლე, და დაუბრკოლებელად ზეცად აღსვლაჲ ჰპოვე ნეტარო, და კრებულსა მას შორის უხორცოთასა განწესებულ ხარ, და აწ მეოხ გუეყავ ქრისტესა, რაჲთა მოგუმადლოს ჩუენ დღეს დიდი წყალობაჲ.

ცეცხლითა სულისაჲთა ბრძენო, გული შენი ეგზებოდა, რომლისა მიერ ყინელი ვნებათაჲ განადნვე, და ეშმაკნი დასწუვენ (სახელი), სანატრელო ყოვლად ქებულო, ღირსო, უდაბნოჲსა სამკაულო, და მონაზონთა სიქადულო, და თუალო მეუდაბნოეთაო, და დიდებაო ჭეშმარიტო შრომათაო, რომელმან სიმხნით დასთრგუნენ სოფლისა ძნელოვანნი საცდურნი, და უვალთა უდაბნოთა შინა მყუდროებით ჰმონებდ ქრისტესა და ჰზრახევდ მხოლოჲ მხოლოსა, რომელი მოგვანიჭებს დიდსა წყალობასა

გეტვირთა ჯუარი მხართა ზედა, შენთჳს ჯვარცმულისა ქრისტეს სიყუარულითა, ნეტარო (სახელი), და უბიწოებით სცხოვნდებოდე და განშორებული უდაბნოთა და მთათა, ღამე ყოველ მღჳძარებითა ჰმონებდ უფალსა, განკაფული სიცხისა და ყინელისა მიერ, და შიმშილისა, და მარხვისა შეიწრებული; ამისთჳსცა მოაკვდინე ხორციელი განზრახვაჲ, და აჰმაღლდი ზეცისა სიხარულსა და განსუენებასა; ღმერთსა ევედრე აწ, რაჲთა მოგვანიჭოს დიდი წყალობაჲ.

გიხაროდენ, დიდო მნათობო მონაზონთაო, და დამხსნელო ვნებათაო, მაღალთა მათ ღუაწლთა და შრომათა შენთა ნათლითა, (სახელი), დიდებულო, მართალთა თუალო, ბრძენო, განმანათლებელო მგალობელთა შენთაო, სამოთხეო ყუავილოვანო, და საწადელო, სულნელმყოფელო ყოველთა მოღვაწეთაო, თქუმულთა შენთა მიჰრონითა, რომელნი მსგავსად მზისა ჰნათობენ ცისკიდეთა, აღვსებულო სულითა წმიდითა, ღმერთსა ევედრე აწ, რაჲთა მოანიჭოს სოფელსა დიდი წყალობაჲ.

სული შეზღუდე სიყუარულითა ღმრთისაჲთა, და ნივთნი წარმავალნი…

სხუანი, ჴმაჲ ბ გუერდი, ყოველი სასოებაჲ

სული შეზღუდე სიყუარულითა ღმრთისაჲთა, და ნივთნი წარმავალნი სრულიად მოიძულენ, ღმერთი-შემოსილო მამაო (სახელი), და განხუედ უდაბნოდ, და განისუენე მთათა და ბორცუთა, რამეთუ ძელისა მის ცხორებისა გემოჲ იხილე და, ვა̅ ყუავილთა მიერ საღმრთოთა, გამოჰბრწყინდი შენ, ღვთის-მეტყველი, და ანგელოზებრ წიაღ-ჰვლე არმური ხორცთაი, მეოხ გვეყავ ქრისტეს მიმართ, მამათა სიქადულო.

კაცსა ზეცისასა, და ქუეყანისა ანგელოსსა, სოფლისა სამკაულსა, ხილულთა და უხილავთა დიდსა შუებასა, მოღუაწეთა თუალსა, (სახელი) ვაქებდეთ, სიქადულსა მონაზონთასა, რომელი აღყუავნა სახლსა შინა ღმრთისა ჩუენისასა, ვა̅ ნაძჳ და ფინიკი, და განამრავლა სამწყსოი ქრისტესი, და სიმართლით და სიწმიდით წინამძღუარ იქმნა მოღუაწეთა, და მეოხ არს ქრისტეს მიმართ ცხორებად სულთა ჩუენთათჳს.

შენ, მონაზონთა სიქადულო, სათნოებათა ჭურო, და ვარსკულავო…

დიდებაჲ, ჴმა დ გუერდი, ჵ, სასწაულნი.

შენ, მონაზონთა სიქადულო, სათნოებათა ჭურო, და ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ახალნერგთა სიმტკიცეო, წარმატებულთა სუეტო, სნეულთა მკურნალო, მკუდართა აღდგომაო, წარწყმედულთა და შეცდომილთა მომაქცეველო, ჵ, ნესუტო ეკლესიისაო, და ებანო ხმამაღალო, ყოვლად დიდებულო, (სახელი), მეოხ გუეყავ ჩუენ.

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდედი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ და მოიღოს ყოველი საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა; და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული, მოიღოს თორნე უძლეველი სიწმიდე, და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვა̅ კეთილი სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს. და კლდისაგან საისრითა გულისწყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვა̅ არმურნი, განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა რამეთუ უფალისა-მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ მაღლისა მიერ.

მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი

მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ; რამეთუ მჴცოვანებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ჰასაკ სიბერის ცხოვრებაჲ უბიწოჲ. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა. და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმისყოფაჲ მისი, ანუ ზაკუამან აცთუნოს სული მისი. რამეთუ შური სიხენეშისაჲ დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ. და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი; რამეთუ სათნო იყო უფალისა სული მისი, ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა. ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი ღირსთა მისთა

მოღუაწებათა კუერთხითა განაპე სიღრმე ვნებათაჲ, და გზა…

ლიტიასა ზედა, ჴმა დ, მხნეო.

მოღუაწებათა კუერთხითა განაპე სიღრმე ვნებათაჲ, და გზა უყავ მონაზონებისა ალაგთა, რომლისა მიერ წარუმართე ტრფიალთა სიბრძნისათა, მოღუაწებისა მიერ სარბიელსა ზეცათასა, და ღირს ჰყუენ ხილვად დიდებასა ღმრთისასა, მონაზონთა სიქადულო და გვირგვინო, და მოღუაწეთა თავო (სახელი).

მოღუაწებისა ტევანნი შრომათა მიერ მოისთულენ, და ტაკუკნი სულიერნი მის მიერ აღავსენ, და წინა უყვენ მოღუაწეთა, და რომელთა ხმა-უყავ: მოვედით, ჰსუთ ყოველთა ღვინოჲ ესე სრულებისაჲ, მახარებელი გულთა და გონებათა, ანგელოსთა მოქალაქობისა წინდი, ღმრთის წყალობათა საუნჯე.

დანერგულ იქმენ მამაო ღმერთი-შემოსილო (სახელი), თანაწარსადინელსა საღმრთოთა მდინარეთასა, და გამოიღე შენ ნაყოფი კეთილი ჟამსა თჳსსა, და მიართუ მუშაკსა მას, დამნერგველსა ყოველთასა, ცხორებაჲ შენი ყოვლითურთ უნაკლულოჲ, რომელმანცა შეიწირა მსგავსად მსხუერპლთა, და საღმრთოჲ დიდებაჲ დაგიმკჳრდა.

ცნობათა უაღრესისა ნეტარებისა გსუროდა, და შეჰრაცხე მარხუაი შუებად ღმრთივ-გონიერო, ხოლო სიგლახაკე სიმდიდრედ, და უპოვარებაი საღმრთოჲ მონაგებთა სიმრავლედ, და სიმდაბლე წარჩინებად, რომლისათჳსცა მიემთხვიე მამაო საწადელსა, და იხარებ ცათა შინა ანგელოსთა თანა (სახელი).

სრბაჲ იგი მოღუაწებისაჲ უქცეველად აღასრულე, და სარწმუნოებაჲ დაიმარხე, და გვირგვინნი სიმართლისანი მოიღე ღირსო, რომელნი განგიმზადა ქრისტემან, რომელიცა მისცემს ღირსად ნიჭთა თჳსთა, და დიდებასა უოხჭნოსა მიჰმადლებს, და შრომათა მოსაგებელსა, (სახელი), ქრისტე მხსნელი მრავალმოწყალე.

ყოველივე განსუენებაჲ შეიწრებითა ხორცთაჲთა უვარ-ჰყავ, ღმრთივ-განბრძნობილო, და ძლიერად მარხვითა დამწარებაჲ საცნობელთაჲ სიტკბოებად შეჰრაცხე, და ფიცხელთა შრომათა და განსაცდელთა თავს-სხმითა მოიგე მრჩობლი განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი, და სიხარული უოხჭნოჲ, და დიდებაჲ გამოუთქუმელი.

ღამე ყოველ მღჳძარებაჲ, და მოუკლებელად ლოცუაჲ და ხორცთა მიმართ უწყალოჲ ულმობელობაჲ მოთმინებით შეიტკბე ღირსო, და სრული სიყუარული და ყოვლად ამათ-თანა სარწმუნოებაჲ მაღალი მიუდრეკელად დაიცევ, დიდებულო, და ხედვისა და საქმისა ჭურად რჩეულად იწოდე მამაო (სახელი).

ღირსო მამაო, (სახელი), ხედევდი შენ ყოვლადვე თუალითა…

დიდებაჲ, ჴმაჲ დ გუერდი, ჵ, სასწაულნი.

ღირსო მამაო, (სახელი), ხედევდი შენ ყოვლადვე თუალითა მით სულისაჲთა, მაღალთა შინა დამკჳდრებულსა ღმერთსა მხოლოსა, და ხვიდოდე რაჲ, ღელვათა ზედა სოფლისათა, არა დაინთქ შენ ცუდად დიდებისაგან; ჵ, შრომათა შენთა სიმრავლესა ნეტარო, რომლითაცა ჭურ რჩეულ იქმენ ქრისტესა, მეოხ გვეყავ ჩუენ.

აჰმაღლდი ზეცად სანატრელო, (სახელი), სიწმიდითა გონებისა შენისაჲთა…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ, გუერდი ნესტუსა.

აჰმაღლდი ზეცად სანატრელო, (სახელი), სიწმიდითა გონებისა შენისაჲთა, ვა̅ პირველად შენსა ელია იგი ხორცითა აღვიდა, მჯდომარე ეტლთა ცეცხლისაჲთა ზეცად, ხოლო შენ სულითა წინაშე ღმრთისა დამკჳდრებულ ხარ, ნეტარო, რამეთუ ნაცვლად შრომათა მოგანიჭა შენ სასუფეველი, და ვნებათა წილ სიხარული საუკუნოჲ, ვა̅ გაქუს კადნიერებაჲ ქრისტეს მიმართ, არამედ, მეოხ გვეყავ ღირსო მამაო, რომელნი გევედრებით, რაჲთა განმარინნეს ჩუენ განსაცდელთაგან მტრისათა.

ტრფიალ იქმენ შენ სიბრძნისა მის საღმრთოჲსა, ნეტრეულო…

მუხლი: პატიოსან არს წინაშე უფალისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ.

ტრფიალ იქმენ შენ სიბრძნისა მის საღმრთოჲსა, ნეტრეულო, და მოსწრაფედ შეაყავ მას გონებაჲ შენი სიყრმითგანვე შენით და ღუაწლისა შრომისაჲთა ფიცხლითა განჰკაფე გუამი შენი უწყალოდ, და არა ჰრიდე ვნებასა ხორცთასა, და მით მსგავს იქმენ ქრისტესა, და განაბრწყინვე სული შენი; და დაუმორჩილე გულისთქუმაჲ და სძლე შენ სოფელსა და სოფლის მპყრობელსა და წარსდექ წინაშე ქრისტესა ურცხუენელად, არამედ აწ მეოხ გუეყავ მისსა მიმართ, მოღუაწეო (სახელი), მშვიდობისათჳს სოფლისა.

ქრისტეს მსახურო, სანატრელო (სახელი), რომელმანცა ღუაწლითა შრომისაჲთა…

მუხლი: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?

ქრისტეს მსახურო, სანატრელო (სახელი), რომელმანცა ღუაწლითა შრომისაჲთა საცთური ეშმაკისაჲ განაქარვე, და მიიღე მადლი ღმრთისაჲ, ლოცვითა შენითა საკერპონი დაარღვიენ, და სულნი უკეთურნი განასხენ, და უძლურნი განჰკურნენ, და წინამძღუვარ ექმენ მონაზონთა, და დაიმკჳდრენ სათნოებანი, და დაუყვენ წინააღმდგომთა პირნი მათნი, და ჩუენ მასწავე მართალი სარწმუნოებაჲ, არამედ, მეოხ გვეყავ ქრისტეს მიმართ, ბრწყინვალეო მამაო, მშვიდობისათჳს სოფლისა.

რაჲმე სახელ გდუათ ნეტარო (სახელი): იგავად მონაზონთა…

დიდებაჲ, ჴმაჲ დ გუერდი, ვითარ-მე გხადოდი.

რაჲმე სახელ გდუათ ნეტარო (სახელი): იგავად მონაზონთა, და საუნჯედ კურნებათა, მარხვისა მახჳლითა სულთა ვნებისა მომკვლელად, მოდასედ ანგელოსთა და თანამკჳდრად ზეცათა პირმშოთა კრებულისა, მოსაგრედ სამკჳდრებელ ყოველთა სათნოებათა, და თუალად მონაზონთა; მეოხ გუეყავ ხსნად სულთა ჩუენთათჳს.

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

მადლი საკჳრველებათა შენთაჲ უაღრეს არს კაცთა გონებისა…

ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ ა

მადლი საკჳრველებათა შენთაჲ უაღრეს არს კაცთა გონებისა და ცნობისა, რამეთუ, ვა̅ კაცი სოფლად შემოხუედ, და ვა̅ ანგელოზი განხუედ სოფლისაგან; გონებაჲ დაიცევ და ზრახვაჲ ქუეყანისაჲ განიშორენ, და წარჰმართე სრბაჲ შენი ცად მიმართ სიხარულით; ამისთჳსცა ჰგალობ და სუფევ მარადის უხორცოთა თანა, და იხარებ მაღალთა შინა უკუე, ჭურო სიწმიდისაო, (სახელი), საწადელო, მომიხსენენ მგალობელნი დღესასწაულსა შენსა და გვითხოვე ქრისტესაგან მონიჭებად მშჳდობაი სოფელსა და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ

ყოველნივე გემონი ვნებათანი ცეცხლითა ლოცვათაჲთა მოსწუენ, ღმერთი-შემოსილო…

წარდგომაჲ შემდგომად მეორესა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ

ყოველნივე გემონი ვნებათანი ცეცხლითა ლოცვათაჲთა მოსწუენ, ღმერთი-შემოსილო, და ამრავლენ ნაყოფი ღმრთისაჲ, და ხუავი სათნოებათანი მარხვისა მიერ განამრავლე გამოზრდად სულთა მომყმართა, და ოფლითა შრომათაითა მორწყვად განხმელთა ვნებათა მიერ, რომელთა-იგი აღაორძინეს საღმრთოჲ სურვილი და ტრფიალებაჲ კეთილთა საქმეთა მოღუაწებითა, და აწცა ნუ დასცხრები, ყოვლად ქებულო, და სამ გზის სანატრელო (სახელი), ოხად უფალისა-მიმართ, რაჲთა აცხოვნეს სულნი ჩუენნი.

გნატრით შენ, ღირსო მამაო (სახელი), და პატივს…

სადიდებელი

გნატრით შენ, ღირსო მამაო (სახელი), და პატივს ვცემთ წმიდასა ჴსენებასა შენსა, წინამძღუარო მონაზონთაო და თანამკჳდრო ანგელოზთაო.

მწყსილი უფალისა-მიერ ცხოვარ მისსა იქმენ (სახელი) უმანკო…

წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ გ

მწყსილი უფალისა-მიერ ცხოვარ მისსა იქმენ (სახელი) უმანკო, და წინააღმდგომთა მგელთა მძლე ექმენ, და სრულ-ჰყავ საღმრთოჲ ღუაწლი შენი, და ზეცათა სავანესა დაემკჳდრე მამაო წმიდაო, და ითხოვ ღმრთისა მიერ მონიჭებად ჩუენდა დიდსა წყალობასა.

შიშითა ქრისტესითა მამაო, განჰმსჭუალენ ხორცნი შენნი, და…

წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა დ: პატიოსან არს წინაშე უფალისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი: რაჲ მივაგო უფალსა ყოველისავეთჳს რომელი მომაგო მე. სახარება მათესი 10 დას: 4, 2-5, 12. დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, ჴმაჲ ბ მამისაგან

შიშითა ქრისტესითა მამაო, განჰმსჭუალენ ხორცნი შენნი, და ყოველნი ვნებანი განსდევნენ ყოვლად ბრძნისა გულისა შენისაგან, და ურნატთა სულისა შენისათა დათესული თესლი აღაორძინე, ღირსო, და ხუავი სათნოებათაი შეიკრიბე ზეცისა საუნჯეთა შინა, სიმდიდრედ საუკუნოდ დაუნჯებული (სახელი).

უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა…

გალობანი ჴმაჲ დ გუერდი გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:

უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა, რომელიცა დიდებულ არს.

ცეცხლითა სულისაჲთა აგზებულმან გულმან შენმან, მამაო, საეშმაკოჲ ყინელი, და ვნებათა ზამთარი განადნო, (სახელი).

დასწვი ვნებათა ნივთი შიშისა ღმრთისა ნაკუერცხალთა მიერ, და სანთელ განკითხვისა და უვნებელობისა იქმენ, დიდებულო.

გეტვირთა მხართა ჯუარი შენი, და მისდევდი უფალსა წადიერად, მამაო, და იწოდე მნათობად მონაზონთა.

გაქუნდა თუალი სულისაჲ მღჳძარედ, და დაჰხსენ აღძრვაჲ ვნებათაჲ, (სახელი), ღმერთი-შემოსილო, და იწოდე ძედ ნათლისა დაუვალისა.

შენ, უქორწინებელო ღვთის-მშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუაჲ დაუსაბამოჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

შენ, უქორწინებელო ღვთის-მშობელო, რომელმან გვიშევ სიტყუაჲ დაუსაბამოჲ, ხორცითა უზეშთაეს ბუნებათა, გიგალობთ.

ისრაელი მონაქმნული გამოიხსენ უფალო, მკლავითა შენითა მტკიცითა…

სხუანი გალობანი მასვე ჴმასა ზედა ძლისპირი:

ისრაელი მონაქმნული გამოიხსენ უფალო, მკლავითა შენითა მტკიცითა, ამისთჳსცა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ.

მონაზონთა სიქადულსა მოღუაწესა (სახელი)-ს, უდაბნოთა ქალაქ-მყოფელსა, საცთურთა განმდევნელსა, მორწმუნენო უგალობდეთ.

ღთივ-განბრძნობილსა (სახელი)-ს, ყოველნი უგალობდეთ, რომელმან მარხვისა შრომითა ვნებანი განიოტნა და ქრისტეს სათნო ეყო.

იოვანეს და ელიას მიემსგავსე ნეტარო, და პატივ-გცა ღმერთმან მათ-თანა, ჩუენთჳსცა მეოხ-გუეყავ, რაჲთა იხსნეს სულნი ჩუენნი.

ვედრებითა ნეტარისა (სახელი)-სითა ქრისტე, წყალობანი შენნი მოჰმადლენ ერსა შენსა სახიერ, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

უზეშთაეს ბუნებათა შენგან განკაცებულსა ღმერთსა ევედრე დედუფალო…

ღვთის-მშობლისაჲ:

უზეშთაეს ბუნებათა შენგან განკაცებულსა ღმერთსა ევედრე დედუფალო, ყოველთაგან ურვათა გამოხსნად მონათა შენთა.

არავინ არს წმიდაჲ ვითარ უფალი, და არავინ…

გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:

არავინ არს წმიდაჲ ვითარ უფალი, და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ, რომელსა უღაღადებთ: არავინ არს წმიდა შენებრ უფალო.

ღამე ყოველი დგომად შენი უძილად დაუკვირდა მამაო, ანგელოზთა გუნდსა, რომელნი-იგი გაქუნდეს თანაშემწედ შენდა ლოცვათა შინა.

წმიდა ჰყავ ვნებათა არმურისაგან სული შენი მამაო, ვინაიცა ბრწყინვალედ იხილე უხილავი, და გამოგეცხადნეს მიუწდომელნი.

ვა̅ აღზრდილი მარხვისა სძითა (სახელი), ღმერთი-შემოსილო, სათნოებათა სიმაღლედ აღიწიე, და უვნებელობისა სისრულედ აჰხედ.

ჰშევ და ქალწულად ეგე სამარადისოდ და უქორწინებელად…

ღვთის-მშობლისაჲ:

ჰშევ და ქალწულად ეგე სამარადისოდ და უქორწინებელად ღმრთისა დედა იქმენ, სანატრელო მარიამ, რომელსა ევედრე სულთა ჩუენთათჳს.

ღირსისა (სახელი)-ს სახსენებელსა ვა̅ თანამდებსა, ვდღესასწაულობდეთ, და…

სხუანი მასვე ძლისპირსა ზედა

ღირსისა (სახელი)-ს სახსენებელსა ვა̅ თანამდებსა, ვდღესასწაულობდეთ, და ქრისტესა ვაქებდეთ, განმანათლებელსა სულთა ჩუენთასა.

ქუეყანასა ზედა მოღვაწე იყავ სანატრელო, (სახელი), მსახურო ქრისტესო, და პატივცემულ იქმენ მის მიერ ზეცისა სასუფეველსა.

კრებული მამათაჲ აღასრულებს დღეს ყოველსა ქუეყანასა სახსენებელსა შენსა, მოღუაწეო (სახელი), გვითხოვე ღმრთისაგან დიდი წყალობაჲ

ხატად პირმეტყველად დაუტევე შენ ზეცისა მოსურნეთა ქუეყანასა ზედა ქცევაჲ შენი (სახელი), მსახურო ქრისტესო ყოვლადქებულო.

სრბაჲ აღასრულე, და სარწმუნოებაჲ დაიმარხე, (სახელი), ვინაჲცა გელის შენ სიმართლისა გჳრგჳნი, რომელი დაგადგას ქრისტემან ღმერთმან.

ბჭესა ზეცისასა, და სამოთხესა, და ნათელსა ღრუბელსა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ბჭესა ზეცისასა, და სამოთხესა, და ნათელსა ღრუბელსა წმიდასა ქალწულსა უგალობდეთ ყოველნი, რამეთუ მეოხ არს ცხორებად ჩუენდა.

მოღუაწებისა ზეთითა სულისა ლამპარნი სულიერად განაბრწყინვენ სურჳელად…

წარდგომაჲ, ჴმაჲ დ გურდი

მოღუაწებისა ზეთითა სულისა ლამპარნი სულიერად განაბრწყინვენ სურჳელად მოლოდებითა, სიძისა მის უკუდავისაჲთა, და ლოცვითა და მღჳძარებითა, დაუშრეტელად დაიცუენ, და სასძლოსა მას შინა მისსა იხარებ და იშუებ, ნეტარო, რომლისაცა-იგი შუებაჲ ჯეროვნად დაიმკჳდრე, დაუსრულებელი და უოხჭნოჲ, და მოქმედებაჲ სასწაულთაჲ სამარადისოდ მოიგე ღმერთი-შემოსილო, (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდუათა შენდობა მოანიჭოს სულთა ჩუენთა, რომელნი სურჳელად ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა.

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ…

გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი

შეუგინებელად სარკედ სულისა, ბრწყინვალებასა შემწყნარებელად იწოდე, (სახელი) დიდებულო, და ძალითი-ძალად აღიწიე შენ.

მორწყული ცრემლითა ღუარითა, მიემსგავსე ნაძუსა მაღალსა შროშანსა, და მარხვითა განშუენებულმან, ნაყოფნი საღმრთონი გამოიხუენ შენ.

მოჰქმენ ქუეყანაჲ სულისა შენისაჲ შრომითა მოღუაწებისაჲთა, და სათნოებათა ხუვილნი და ნიშნი მადლთანი მოიმუშაკენ

ღმერთი, რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად…

ღვთის-მშობლისაჲ:

ღმერთი, რომელი გვიშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისსა ნუ დასცხრები ჩუენთჳს ქალწულო, რაჲთა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.

მესმა მე ქრისტე სმენაჲ, და შემეშინა, რამეთუ…

სხუანი ძლისპირი:

მესმა მე ქრისტე სმენაჲ, და შემეშინა, რამეთუ მამისაგან არა დააკლდი, და კაცთა შორის გამოსჩნდი ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა, მრავალმოწყალე.

გესმა რაჲ ღირსო, სიტყუაჲ სახარებისაჲ, მუნთქუესვე დაუტევე ზრუნვაჲ სოფლისაჲ, აღიღე ჯუარი შენი, და შეუდეგ შენ ქრისტესა ღმერთსა, და სათნო ეყავ.

ყოვლითურთ განემზადე მონებად ღმრთისა, ყოვლითურთ მოიძულე გულისთქუმაჲ ხორცთაჲ, ღირსო მამაო, (სახელი), და მოელოდე მოღებად მადლსა ქრისტეს ღმრთისაგან.

მოციქულებრნი ჟამნი აღასრულენ შენ და ღირს იქმენ მოღებად მადლსა ღმრთისაგან, და ჰხედევდი მოწევნადთა და კურნებასა მიჰმადლებდი შენ სენსა კაცთასა.

ვერ შემძლებელ ვართ ქებად შემსგავსებულად, სიწმიდისა შენისა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ვერ შემძლებელ ვართ ქებად შემსგავსებულად, სიწმიდისა შენისა ღმრთისა დედაო, რამეთუ ზეშთა იპოვა ცნობათა ჩუენთა დიდებულებაჲ შენი უსძლოო.

რომელმან ღამისაგან უმეცრებისა ღმერთეებისა ცნობითა განანათლე ქუეყანაჲ…

გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:

რომელმან ღამისაგან უმეცრებისა ღმერთეებისა ცნობითა განანათლე ქუეყანაჲ, განგუანათლენ ჩუენ, აწცა უფალო.

იტვირთე, დიდებულო მამაო, სიმძიმე და სიცხე დღისაჲ, ამისთჳს ღირს იქმენ სიხარულსა საღმრთოსა უფალისა-შენისასა.

ყუავილოვანსა შინა მოღუაწეთასა აღმოსცენდი ვარდი სულნელი, და მოძღურებათა მიერ საღმრთოთა სულნელ ჰყუენ ცისკიდენი.

გუელი იგი მზაკუვარი, და ვეშაპი ზუაობით მოქადული, ქუეყანად დააკუეთე, (სახელი), სიმდაბლითა შეზღუდვილმან.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვა̅…

სხუანი ძლისპირი:

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ ვა̅ სახიერ ხარ, რამეთუ სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.

ღირს იქმენ მოღებად მადლსა ღმრთისაგან შენ, (სახელი), რამეთუ დაიმკჳდრა სულმან წმიდამან სულსა შენსა.

მსახურო ქრისტესო, ღირსო (სახელი), მეოხ გვეყავ, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა სანატრელო.

ნუ დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ სანატრელო, და მითხოვე მოტევებაჲ ცოდუათა ჩუენთა სიმრავლისაჲ.

რომელნი სურვილით აქებენ ხსენებასა შენსა, სანატრელო (სახელი), უთხოვე გამოხსნაჲ ჭირისაგან.

განანათლნა კაცნი ცხორებამან შენმან წმიდაო, და ყოველთა მოუწოდს სათნოებათა სრულებისა მიმართ.

შემდგომად შობისა ქალწულად გიგალობთ, ღვთის-მშობელო, რამეთუ ღმერთი…

ღვთის-მშობლისაჲ:

შემდგომად შობისა ქალწულად გიგალობთ, ღვთის-მშობელო, რამეთუ ღმერთი სიტყუაჲ უშევ ხორცითა, ღირსო სოფელსა.

მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიხმობ…

გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:

მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

მოაკუდინენ აღძრვანი ხორცთანი მოღუაწებითა (სახელი), და ცხორებად უკუდავად მიიცვალე ნეტარო დიდებულო მამაო, და იხარებ შენ წინაშე სამებისა წმიდისა

მარხვაჲ სამარადისოჲ, ლოცვაჲ და სიყუარული უბიწოჲ გაქუნდეს ღმერთი-შემოსილო, და სარკედ განწმედილად საღმრთოდ გამოსჩნდი, (სახელი), და განიცდიდი მარადის დიდებასა ღმრთისასა.

უვალთა უდაბნოთა ქცევითა ვნებათაგან უვალ ჰყავ სული შენი უბიწოჲ, ძლიერად შრომითა ზეცათა მოქალაქედ იწოდე (სახელი), სამგზის სანატრელო მამაო.

განვერენით საცთურსა ცოდუათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღვთის-მშობელო…

ღვთის-მშობლისაჲ:

განვერენით საცთურსა ცოდუათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღვთის-მშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზეშთაეს ბუნებათა, ძე ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ.

მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი…

სხუანი ძლისპირი:

მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაჲთა.

სახე კეთილის ექმენ მონაზონთა, (სახელი), სანატრელო, სამწყსოთა შენთათჳს, ნუ დასცხრები ვედრებად უფალისა-მიმართ.

კადნიერებაჲ გაქუს ქრისტეს მიმართ, (სახელი), სანატრელო, ითხოვე შეწევნაჲ, რაჲთა განვერნეთ მტერსა სულთა ჩუენთასა.

აცხოვნე სოფელი კაცთმოყუარე, ვა̅ სახიერ ხარ, მეოხებითა დღეს მსახურისა შენისა (სახელი)-საჲთა.

მსხემ იყავ სოფლისა, და წარმავალ, ხოლო მკჳდრ უდაბნოჲსა, და ზეცათა შინა გაქუნდა მოქალაქობაჲ, ყოვლად ნეტარო.

მოაკუდინენ ვნებანი ხორცთანი, მოღუაწებისა მიერ წმიდაო (სახელი), შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა.

რომელმან გვიშევ ხორცითა წმიდაჲ, სიტყვისა მიერ სძალო…

ღვთის-მშობლისაჲ:

რომელმან გვიშევ ხორცითა წმიდაჲ, სიტყვისა მიერ სძალო; იხსენ გევედრებით, საფრხეთაგან მტერისათა სულნი ჩუენნი.

სიწმიდისა სულისაჲთა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვა̅…

კონდაკი, ჴმაჲ ბ

სიწმიდისა სულისაჲთა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვა̅ ლახვარი ჴელსიდევ, კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკჳრველმოქმედი მამაო (სახელი), ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად სულთა ჩუენთათჳს.

ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა…

გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:

ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო, უკუე.

ჰხედევდ საღმრთოთა ხედვათა მარადის, და ჰბრწყინევდ ნათლითა მით ზეგარდამოჲთა, (სახელი), და იქმენ ძე დღისა, და ნათელ ბნელისა მყოფთა ჭეშმარიტად, დიდებულო ღმერთი-შემოსილო მამაო.

აჰხედ სიმაღლედ ჭეშმარიტებისა, და მსგავს იქმენ ანგელოზთა ნეტარო (სახელი), და სამოთხე ფუფუნებისაჲ დაიმკჳდრე და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო უკუე.

ჰნათობდ ნათლითა უვნებელობისაჲთა, (სახელი), და დააბნელენ სულნი ბოროტნი და საფრხეთაგან მათთა იხსნენ ურიცხუნი, და ღაღად-ყუეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო უკუე.

არათუ ბუნებით სამებაჲ არს ერთი ღმრთეებაჲ, არამედ გუამოვნებით იცნობების მამაჲ, ძე, და სული წმიდაჲ, რომელი-იგი არს კურთხეულ აწ და უკუე.

ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა…

სხუანი ძლისპირი:

ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო უკუე

იქმნეს ჟამნი შენნი (სახელი), კიბე საღმრთოთა ჩუენებათა დღითი-დღე, და მით ჰზრახევდი დამბადებელსა, და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო უკუე.

გამოიხურვე ბრძმედსა შინა განსაცდელთასა ვა̅ ოქროი რჩეული, და განჰბრწყინდი მადლისა მიერ და ღაღადებდ: კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო უკუე.

მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა…

გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:

მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევდეთ, და აღვამაღლებდეთ მას უკუე.

ღუაწლთა შენთა ზეთითა განაპოხე ღმრთივ-ბრწყინვალედ ლამპარი შენი, (სახელი), და შეხუედ სიხარულსა ზეცისა სასძლოჲსასა, და ჰსუფევ მარადის წინაშე ღმრთისა ღმერთი-შემოსილო.

ნიავქარმან სულთა უკეთურთამან ვერ შეუძლო შეძრვად გოდოლი იგი სულისა შენისაჲ, რამეთუ კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა დაგემყარა იგი ღმრთივ-გონიერო.

კუართი იგი ვნებათაჲ საძაგელი განიძარცუე, და უვნებელობისა ღმრთივ-ბრწყინვალე სამოსელი შეიმოსე ყოვლად სანატრელო, (სახელი), და წინაშე ღმრთისა იხარებ.

რომელმანცა ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწყნარე და ღმერთი მხოლოჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

რომელმანცა ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწყნარე და ღმერთი მხოლოჲ გვიშევ, და ნათელი სოფელსა გამოუბრწყინვე, ყოველნი გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ შენ უკუე

სამნი ყრმანი ღმერთო, შეჭურვილნი მადლისაგან, მძლედ გამოჩნდეს…

სხუანი ძლისპირი:

სამნი ყრმანი ღმერთო, შეჭურვილნი მადლისაგან, მძლედ გამოჩნდეს ალსა და მძლავრსა მას, შჯულისა დამარხვითა და ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუე.

მამაო (სახელი), განსწმიდე გონებაჲ, სულნი და ხორცნი, და ტრფიალებითა ღმრთისაჲთა ფრთოვანქმნული ესრეთ ღაღადებდი: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა.

მამაო (სახელი), ყოველი სათნოებაჲ შრომით შეიკრიბე, და იქმენ მოწამე სისხლთა დაუთხეველად, და ღაღადებდი: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა.

მამაო (სახელი), სათნოებისა ეტლთა შრომით აღმხედრდი, ვა̅ ელია, აჰმაღლდი სიმაღლესა, და ღაღადებდი: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა.

მამაო (სახელი), საკჳრველ იქმნა ჩუენგან ცხორებაჲ შენი, რამეთუ იქმენ შენ მსგავს უხორცოთა, მსახურ სამებისა და იტყოდე: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა.

სამებაჲ გუეცნობა სამთა მიერ ებრაელთა, და ერთარსებით ვიცნობთ ბუნებასა ღმერთეებისასა და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუე

განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ…

გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:

განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა, და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღვთის-მშობელო, ანგელოზნი და კაცნი ვა̅ ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

აღივსე სოფლით, ვა̅ მთიები, ხოლო ქრისტეს თანა აღმოჰბრწყინდი საცნაურსა მზესა სიმართლისასა ნეტარო, და, ვა̅ მცხინვარებანი, დაგვიტევენ სათნოებანი შენნი და სწავლანი საღმრთონი, (სახელი), ღმერთი-შემოსილო, მნათობო ყოვლისა სოფლისაო.

პატიოსან იქმნა წინაშე ღმრთისა სიკუდილი შენი, ყოვლად ქებულო, (სახელი), რამეთუ სიწმინდით სცხოვნდებოდე სოფელსა შინა, და მცნებანი და სამართალნი მისნი უბიწოდ დაიმარხე შენ; ამისთჳსცა ვა̅ მართალსა, აღმოგიბრწყინდა ნათელი საღმრთოჲ სამარადისოჲ

საღმრთოჲთა სიკეთითა განშუენებული, და მადლით განღმრთობილი ნეტარი (სახელი), დიდისა მის ნათლისა წინაშე მდგომარე ხარ აწ, და თავსა საწადელთასა მიეახლები ღმრთივ-შუენიერად; მადიდებელთა შენთა და ხსენებისა შენისა აღმასრულებელთა ნუ დაგვივიწყებ.

წინაჲთვე გვიქადაგებდეს უბიწოო, წინაჲსწარმეტყველნი გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად…

ღვთის-მშობლისაჲ:

წინაჲთვე გვიქადაგებდეს უბიწოო, წინაჲსწარმეტყველნი გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად, და ბჭედ დახშულად, მთად გამოუკვეთელად, კიბედ, ზეცისა აღმართებულად, წყაროდ დაბეჭდულად, და სულმცირე ღრუბელად, და მშობელად ევმანუელისა.

რომელმან წინაჲსწარ მოასწავა შობაჲ უხრწნელად, მომცემელსა სჯულისასა…

სხუანი ძლისპირი:

რომელმან წინაჲსწარ მოასწავა შობაჲ უხრწნელად, მომცემელსა სჯულისასა მთასა ზედა სინასა ცეცხლისა მაყულოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებდეთ.

რომელმან საშუებელნი სოფლისანი განიძარცუნა და საჭურველი ქრისტესი შეიმოსა (სახელი)-ს ვა̅ სულთა ჩუენთა მეოხსა, დაუდუმებელად მას ვადიდებდეთ.

მართალო (სახელი), სათნოებათა მოგებითა ზეცად აღიწიე, და შრომანი შესწირე ღმრთისა, რამეთუ გზისა მიერ იწროჲსა შეხუედ სასუფეველად, და დაემკჳდრე.

სარწმუნოებითა შეჭურვილსა ღირსსა (სახელი)-ს, ვა̅ საჭურველითა მბრძოლსა წინააღმდგომსა, მხნესა მას ახოვანსა ქრისტესსა მორწმუნენი გალობით ვადიდებდეთ

ხატნი სათნოებათანი მოღუაწებათა მიერ კეთილად მსახურებისა წამლითა გამოჰსახენ და ხატად ღმრთისად ჭეშმარიტებით სული შენი განაბრწყინვე, ნეტარო.

შენ, ქალწულო გექმნა სახე მაყუალი აგზებული, რომელი…

ღვთის-მშობლისაჲ:

შენ, ქალწულო გექმნა სახე მაყუალი აგზებული, რომელი ცეცხლისა მისგან შეუწველად დაიცევ, რამეთუ უხრწნელად დაიტიე ცეცხლი ღმრთეებისაჲ, უვნებელად ჰშევ

იწროჲ გზაჲ მოღუწებისაჲ ქუეყანასა ზედა წარჰვლე, ღმერთი-შემოსილო…

გამოავლინე, ჴმაჲ ა გუერდი, მოწაფენი რაჲ.

იწროჲ გზაჲ მოღუწებისაჲ ქუეყანასა ზედა წარჰვლე, ღმერთი-შემოსილო, და მნათობად გამოსჩნდი შენ და ყოველთა სიხარულად წარუძეღუ, მოუკლებელად, (სახელი), სადა-იგი დღესასწაულთა ოხრისა ჴმაჲ არს.

ქებით აღესრულების დღეს ხსენებაჲ შენი, ღმერთი-შემოსილო, რამეთუ…

სხუანი მასვე ჴმასა ზედა, ძლიერმან

ქებით აღესრულების დღეს ხსენებაჲ შენი, ღმერთი-შემოსილო, რამეთუ საჭირველისა მის გზისა კეთილად მორბედ იქმენ და აწ ანგელოზთა კრებულსა შორის მდგომარე ხარ, (სახელი), და იხარებ.

რაჟამს სურვილმან საღმრთომან აღგატყინა და ფრთოვან ჰყო…

აქებდითსა ზედა, ჴმაჲ გ გუერდი, მჯდომარე ეტლ

რაჟამს სურვილმან საღმრთომან აღგატყინა და ფრთოვან ჰყო სული შენი, ღირსო (სახელი), მაშინ ხორცნი და სისხლნი ახოვნებით შეურაცხ-ჰყუენ და მოღუაწებითა ზეშთა ექმენ სოფლისა ნივთთა და შეეყავ სიყუარულსა ქრისტეს ღმრთისასა მარტოებით ქცევითა, ამისთჳსცა აღივსე ბრწყინვალითა მადლითა სულისაჲთა და გამობრწყინდი შენ, მსგავსად მთიებისა, განმანათლებელად კიდეთა სოფლისათა, ბრძენო და მონაზონთა და მოღუაწეთა წინამძღუარო.

საღმრთოჲთა მადლითა სულისა წმიდისაჲთა მშვილდნი და ისარნი ეშმაკთანი შეჰმუსრენ, ხოლო ზაკულებანი მათნი ყოველთა აუწყენ და საანჯმნო ჰყავ მოძღურებათა მიერ შენთა მათი იგი სივერაგე, სულთა განმხრწნელი, და იქმენ მონაზონთა მზეებრ განმანათლებელ, და უდაბნოჲს მოქალაქეთა პირველ, ხოლო შეცთომილთა და სნეულთა იქმენ მკურნალ ღმრთივ-განბრძნობილ და წინამძღუარ, დიდება, და მთავარ ყოვლად წმიდათა მოღუაწეთა წესისა.

უბიწოო სულითა და გონებითა, ანგელოზო ქუეყანისაო, და კაცო ზეცისაო, (სახელი), ქალწულებისა მოძღუარო, მოღვაწებისა საზღვარო და მასწავლელო, მეუფისა შენისა წინაშე იხარებ, დიდების-ჰმეტყუელებ, ზეცისა ძალთა თანა და წმიდათა და ყოველთა მართალთა და მარტვილთა გუნდსა აღმსარებელნი დღესასწაულსა შენსა ჭირთაგან განგუათავისუფლენ, და მოტევებაჲ ცოდუათაჲ მოგუანიჭენ

ღირსო მამაო, დიდებულო (სახელი), არა ეც ძილი თუალთა შენთა, და არცაღა ჰრული წამთა მათ შენთა, ვიდრემდის სული და ხორცნი ვნებათა მათგან არა წმიდათა წმიდა ჰყუენ, და თავი შენი სავანედ სულისა განჰმზადე, რამეთუ მოვიდა ქრისტე შენდა თანა-მამით და დაემკჳდრა და სამებისა წმიდისა მონად გამოსჩნდი შენ და მქადაგებელად დიდად შუენიერად; მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს, ღმერთი-შემოსილო, მამათა დიდებაო.

ღირსო მამაო საკჳრველო (სახელი), აღვირ-ასხენ შენ ბუნებასა ხორცთასა, და მარხვითა დასთრგუნენ გემონი გულისთქუმათანი, ხოლო სულითა უნათლეს მზისა განჰბრწყინდი მღჳძარებითა, და დაუცხრომელად ლოცვითა ანგელოზებრ სცხოვნდებოდე, მნათობო სოფლისაო დაუვალო, გნატრით და გიგალობთ შენ, ყოვლად დიდებულო, მოღუაწეთა თუალო, მამათა გვირგვინო, მეოხ გუეყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.

ღირსო მამაო საწადელო (სახელი), სათნოებათა შენთა ელვარებანი…

დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა

ღირსო მამაო საწადელო (სახელი), სათნოებათა შენთა ელვარებანი მოეფინნეს ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა და არა ხოლო თუ ცხორებასა შინა შენსა საკჳრველ იქმენ, არამედ შემდგომად განსვლისაცა ხორცთაგან, სანატრელო, ბუნებათა მძლე ექმენ, რამეთუ მკუდარნი აღადგინენ ლოცვითა, ეშმაკნი განასხენ, სნეულნი განჰკურნენ; ქრისტესა ევედრე, ნეტარო, ცხორებისათჳს მგალობელთაჲსა და ყოვლისა სოფლისა.

აწ და ღვთის-მშობლისაჲ

აწ და ღვთის-მშობლისაჲ