განეშორენით გემოთა სოფლისათა ღირსნო მამანო, და უდაბნოთა…
მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, სუფევისანი
განეშორენით გემოთა სოფლისათა ღირსნო მამანო, და უდაბნოთა მათ სიცხისათა ნაკლულევანი ძჳრხილულნი იქცეოდით და მოელოდეთ თქუენ აღთქუმულსა სასუფეველსა, რომელსაცა მიემხჳენით.
გულისსიტყუანი ბოროტნი და წარმწყმედელი სულისანი მოიძულეთ, ნეტარნო…
ბ-გზის
გულისსიტყუანი ბოროტნი და წარმწყმედელი სულისანი მოიძულეთ, ნეტარნო მამანო, და განაცხოველეთ თქუენ სიწმიდე და აწ იხარებთ, ღირსნო, წინაშე მაცხოვრისა; გჳთხოვეთ ჩუენ დიდი წყალობაჲ.
კრებულნი მორწმუნეთანი გალობითა სულიერითა საჴსენებელსა თქუენსა, ღირსნო სანატრელნო მამანო, ვდღესასწაულობთ დღეს, გჳთხოვეთ ქრისტესაგან მოტევებაჲ ცოდუათაჲ მადიდებელთა სამებისათა
ვითრცა სახედ იყვნეთ მუშაკ მცნებათა უფალისათა, საღმრთოჲ…
დიდებაჲ, ჴმაჲ დ გუერდი, არა დააკლდი
ვითრცა სახედ იყვნეთ მუშაკ მცნებათა უფალისათა, საღმრთოჲ უღელი მოღუაწებისაჲ აღიღეთ მჴართა თქუენთა ზედა, მამანო, და, ვა̅ გურიტნი, უდაბნოთა შინა სიწმიდით ცხოვნდებოდეთ, დიდებულნო, და ფართოებასა მას სასუფეველისასა მიიწიენით.
მოღუაწებისა ნაყოფნი მხიარულებით მოისთულენით და ტაკუკნი სულიერნი…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ, მხნეოთა ზედა
მოღუაწებისა ნაყოფნი მხიარულებით მოისთულენით და ტაკუკნი სულიერნი მათ მიერ აღავსენით ღჳნით სიხარულისაჲთა, მამანო სანატრელნო, და ჴმატკბილად ეტყოდეთ სათნოებისა მუშაკთა: მოვედით და სუთ ბარძიმი სრულებისაჲ და სასუმელი ანგელოზთა ცხორებისაჲ ღირსი ზეცისა სუფევისაჲ
დააწყნარეთ თქუენ ღელვანი ვნებათანი, დიდებულნო მამანო, და…
მუხლი: თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისა.
დააწყნარეთ თქუენ ღელვანი ვნებათანი, დიდებულნო მამანო, და მყუდროებითა აღივსენით და ნიავითა სულისაჲთა უშრომელად წიაღჰვლეთ უფსკრული საწუთროჲსაჲ და განერეთ ღელვათა მათ მისთა, მძჳნვარედ დუღილითა აღძრულთა, და შეხუედით ნავთსაყუდელთა მყუდროთა ზეცისა ფუფუნებისათა.
მოღუაწებათა კუერთხითა განაღეთ ღელვაჲ ვნებათაჲ, გზა უყავთ…
მუხლი: დაამტკიცენ კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და წარმართენ სლვანი ჩემნი
მოღუაწებათა კუერთხითა განაღეთ ღელვაჲ ვნებათაჲ, გზა უყავთ მონაზონთა მოქალაქობასა, რომლისა მიერ წარუმართეთ ტრფიალთა სიბრძნისათა მოღუაწებისა მიმართ და უბიწოდ ცხორებისა და შეიყვანენით ზეცისა სავანეთა და შუებასა საღმრთოსა, ღირსნო მამანო, სიქადულნო მონაზონთანო.
სარწმუნოებითა სუეტნი ეკლესიისა შემწენი, მწყობრი პატიოსანი და…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
სარწმუნოებითა სუეტნი ეკლესიისა შემწენი, მწყობრი პატიოსანი და სანატრელი, შესაკრებელი ღმრთივ-ბრწყინვალე, ბანაკი შუენიერი, გუნდი განუკუეთელი და მჴედრობაჲ უძლეველი და ნავთსადგური მყუდროჲ ღელვა-გუემულთაჲ, მორწმუნეთა წინამძღუარნი და შემწენი მამანი იდიდებოდენ.
მოღუაწეთა შენთა ნეტართა ღუაწლსა შინა თჳსსა მოღუაწებანი…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითა, ჴმაჲ დ
მოღუაწეთა შენთა ნეტართა ღუაწლსა შინა თჳსსა მოღუაწებანი დიდნი აჩუენნეს, ქრისტე ღმერთო, წადიერებითა თჳსითა, რამეთუ აქუნდა შენ მიერი შეწევნაჲ, დათრგუნნეს ეშმაკნი და შემუსრეს უძლური იგი ძალი მათი; მათ მიერ გევედრებით, აცხოვნენ სულნი ჩუენნი, კაცთმოყვარე.
გიხაროდენ, ღვთის-მოყუარენო და საღმრთოჲსა მადლითა განმტკიცებულნი ღრუბელნო…
დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა გ გუერდი, გიხაროდენნი ბ-გზის.
გიხაროდენ, ღვთის-მოყუარენო და საღმრთოჲსა მადლითა განმტკიცებულნი ღრუბელნო, სავსენო სულისა წმიდისა ცუარითა და მაგრილებელნო საყურძნესა მას ქრისტეს მოციქულთა დანერგულსა სოფელსა შინა; თქუენ ხართ სუეტნი სულიერნი ცად აღწევნულნი და ცათა შინა წინაშე ღმრთისა მდგომელნი, ანგელოზთა მოდასენო, სანატრელნო მამანო, მომიჴსენენით ჩუენცა წინაშე ღმრთისა, ყოვლად ქებულნო, რაჲთა ჩუენცა ღირს მყვნეს პოვნად წყალობასა მისსა თქუენ თანა, წმიდანო.
ვა̅ ხატნი უჴორცონი, ჴორცითა გამოსახულნი, სოფელსა შინა…
ბ-გზის.
ვა̅ ხატნი უჴორცონი, ჴორცითა გამოსახულნი, სოფელსა შინა გამოსჩნდით, ნებისმყოფელნო სულისა წმიდისანო, და ყოველთა კაცთა სახე ექმნენით სიმჴნით მოღუაწებითა საღმრთოჲთა, ღმერთი-შემოსილნო, კიბედ გაქუნდა ცად აღმყვანებელად სიმდაბლე, ლოცვაჲ ძლიერი და მარხვაჲ სამარადისოჲ, რომელმან შეგიყვანნა თქუენ თუალით უხილავთა მათ საყოფელთა, სავსეთა ყოვლად ყოვლითა სულნელებითა და აწ ევედრენით ქრისტესა მოცემად ჩუენდა დღეს დიდი წყლობაჲ.
შფოთთა სოფლისათა მოჰრიდეთ და საწუთროჲსა საცთურსა განეშორენით…
ბ-გზის.
შფოთთა სოფლისათა მოჰრიდეთ და საწუთროჲსა საცთურსა განეშორენით, სიმდიდრე და განსუნებაჲ ჴირცთაჲ მოიძულეთ თქუენ, ჭურნო რჩეულნო, მნენო ქრისტესნო, ღირსნო, უდაბნოჲსა სამკაულნო პატიოსანნო, და გამოსჩნდით ჴორცითა სწორად უჴურცოთა და მსგავსად მზისა, ჰბრწყინევდით თქუენ ქუეყანისა, ხოლო აწ ცათა შინა წინაშე მდგომარე ხართ სამებისა წმიდისა წმიდათა თანა ანგელოზთა, და აწ ევედრებით ქრისტესა მოცემად ჩუენდა დღეს დიდი წყალობაჲ.
რაჲ-მე გიწოდოთ, ნეტარნო? საუნჯედ უდაბნოჲსა და ტრფიალ…
სხუანი, ჴმა დ, გუერდი, ვითარ-მე გხად
რაჲ-მე გიწოდოთ, ნეტარნო? საუნჯედ უდაბნოჲსა და ტრფიალ დაყუდებისა, ვნებათა წარმწყმედელად და მასწავლელ მონაზონთა, მდინარედ დიდად საღმრთოთა მოძღურებათა, მნათობად განკითხვისა და გულისჴმისყოფისა სასწაულთა და ნიშთა აღმასრულებელად და დამწუველ ეშმაკთა; მეოხ გუეყვენით ჴსნად სულთა ჩუენთათჳს.
იქმნენით, ღირსნო, სანთელ განკითხვისა, განმაბრწყინვებელ სულთა თქუენდა მომავალთა, (სახელი), და ალაგთა საღმრთოთა განუნათლებდით მათ, ნეტარნო; ამისთჳს გალობითა და შესხმით გნატრით თქუენ და თქუენსა ჴსენებასა ვდღესასწაულობთ, მონაზონთა და მამათა სიქადულნო, მოღუაწეთა გჳრგჳნნო, მეოხ გუეყვენით ჴსნად სულთა ჩუენთათჳს.
იღუაწეთ სათნოდ უფალისად, ღირსნო, და საწუთროჲ ცხორებაჲ…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
იღუაწეთ სათნოდ უფალისად, ღირსნო, და საწუთროჲ ცხორებაჲ უგულებელს-ჰყავთ ყოვლითურთ და ჴორცთა ესე ზრახვაჲ დასტკებნეთ, ვა̅ მტუერი და ესრეთ ქრისტეს მიერ სრულ-ჰყავთ სრბაჲ თქუენი და ძალითა ზეცისათა თანა დიდებულ ხართ; ამისთჳსცა ვადიდებთ საჴსენებელსა თქუენსა, სანატრელნო, მეოხ გუეყვენით ჴსნად სულთა ჩუენთათჳს.
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი სიბრძნისაგან სოლომონისა
ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.
ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს…
სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი
ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდედი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ და მოიღოს ყოველი საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა; და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული, მოიღოს თორნე უძლეველი სიწმიდე, და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვა̅ კეთილი სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს. და კლდისაგან საისრითა გულისწყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვა̅ არმურნი, განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა რამეთუ უფალისა-მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ მაღლისა მიერ.
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ…
სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ; რამეთუ მჴცოვანებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ჰასაკ სიბერის ცხოვრებაჲ უბიწოჲ. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა. და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმისყოფაჲ მისი, ანუ ზაკუამან აცთუნოს სული მისი. რამეთუ შური სიხენეშისაჲ დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ. და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი; რამეთუ სათნო იყო უფალისა სული მისი, ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა. ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი ღირსთა მისთა.
ღირსნო მამანო, დაუტევეთ ქუეყანაჲ და ქრისტესა შეუდეგით…
ლიტიასა ზედა, ჴმა დ, გუერდი, ჵ სასწაულთა
ღირსნო მამანო, დაუტევეთ ქუეყანაჲ და ქრისტესა შეუდეგით და არად შეჰრაცხეთ ცუდი ესე მერმესა მას თანა, უდაბნოთა შინა ჰმოქალაქობდით და ეშმაკთა სიმრავლე განიოტეთ; ჵ კადნიერებასა თქუენსა, სანატრელნო, და სულისა მჴურვალებასა; ქრისტეს მიმართ მეოხ გუეყვენით ჩუენ.
ღირსნო მამანო, ჭეშმარიტად გამოსჩნდით მონაზონთა სიქადულად, მადიდებელთა სიმტკიცედ, სოფლისა მნათობად, რომელნი მზაკუვარისა მის მტერისა ბრძოლასა ყოვლად არა მოუძლურდით; ჵ მადლთა თქუენთა სიმრავლესა, სანატრელნო, რომელთაცა მოღუაწებით დასთრგუნეთ მტერი; მეოხ გუეყვენით ჩუენ.
ღირსნო მამანო, ჭეშმარიტად ფრთოვან ჰყავთ სულით თქუენი ღმრთისა მიმართ და მოღუაწებით დაამორჩილეთ მას გონებაჲ და დაუცადებელითა ომითა ღირს იქმნენით უოხჭნოსა ცხორებასა; ჵ შუენიერნო მონაზონთა დიდებანო, თქუენ ქრისტემან მკჳდრ-გყუნა უსხეულოთა თანა; მეოხ გუეყვენით ჩუენ.
მამანო წმიდანო, სოფელი ესე არად შეჰრაცხეთ, გულისთქუმაჲ…
სხუანი, ქრისტეს მოწამენი
მამანო წმიდანო, სოფელი ესე არად შეჰრაცხეთ, გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ დაიმორჩილეთ და სწორ ანგელოზთა იქმნენით; მეოხ გუეყვენით მარადის სულთა ჩუენთათჳს, გევედრებით.
მამანო წმიდანო, ჯუარი აღიღეთ ქრისტეს მჴსნელისაჲ და კუალსა მისსა შეუდეგით თქუენ და ზეცად აჰმაღლდით შრომითა ჴორცთა თქუენთაჲთა, ნეტარნო; მეოხ გუეყვენით ჩუენ მარადის.
მამანო წმიდანო, ქრისტეს ძალითა მტერი განსდევნეთ და ვნებაჲ ჴორცთაჲ სიმხნით დასთრგუნეთ და სულნი იჴსნენით ლოცვითა და მარხვითა, სანატრელნო; მეოხ გუეყვენით ჩუენ მარადის.
ყოვლად ქებულნო მამანო სანატრელნო, შჯულსა უფალისასა იწურთიდით…
დიდებაჲ, ჴმაჲ გ გუერდი, მჯდომარე ეტლთა
ყოვლად ქებულნო მამანო სანატრელნო, შჯულსა უფალისასა იწურთიდით დღე და ღამე და თანანერგ იქმნენით ხისა მის ცხორებისა და ნაყოფი თქუენი ჟამსა თჳსსა გამოეცით, რომელმანცა გჳრგჳნნი მოღუაწებისანი ბრწყინვალენი შეგითხზნნა და ყუავილოვან გყუნა თქუენ; ღმრთისა მიმართ, ღუაწლთა დამდებელსა, კადნიერებაჲ გაქუს ყოვლად დიდებული, გჳთხოვეთ ლხინებაჲ და შენდობაჲ ცოდუათა ჩუენთაჲ და მონიჭებად სულთა ჩუენთა წყალობაჲ.
იშუებდით აწ, მონანო სახიერნო, და სარწმუნონო მუშაკნო…
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ ბ, რაჟამს გარდამო
იშუებდით აწ, მონანო სახიერნო, და სარწმუნონო მუშაკნო ქრისტეს ვენაჴისანო, რამეთუ თქუენ სიმძიმე დღისაჲ იტჳრთეთ სიმჴნით და ტალალტი თქუენი აღაორძინეთ და რომელნი-იგი მოვიდეს შემდგომად თქუენსა, არა მოშურნე ექმნენით, ამისთჳს შეხუედით სიხარულსა, მამანო, უფალისა თქუენისასა და იხარებთ მას შინა.
კაცნო ღმრთისანო და სარწმუნონო მსახურნო უფალისანო, ნეტარნო…
მუხლი: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს მარადის, რაჲთა არა შევიძრა.
კაცნო ღმრთისანო და სარწმუნონო მსახურნო უფალისანო, ნეტარნო მამანო, უდაბნოჲსა ნერგნო ყოვლად ნაყოფიერნო, ჭურნო რჩეულნო, სუეტნო და სიმტკიცენო მართლისა სარწმუნოებისანო, ბრძენნო კაცნო, საწადელნო და მკჳდრნო ზეცისა სასუფეველისანო, ნუ დასცხრებით მეოხებად სულთა ჩუენთათჳს.
მარხვითა ცხორებაჲ განაშუენეთ და სული ცხოველ ჰყავთ…
მუხლი: ყოველი თესლები გარემომადგეს მე და სახელითა უფალისათა ვერეოდი მათ.
მარხვითა ცხორებაჲ განაშუენეთ და სული ცხოველ ჰყავთ ვნებათა მოკუდინებით და მძლე ექმნენით მტერისა სივერაგეთა, მამანო, და წინაშე ღმრთისა მიიცვალენით საშუებელთა საუკუნეთა, ვა̅ თანაზიარნი ვნებათა ქრისტესთა, და მას თანა ჰსუფევთ მარადის; ითხოვეთ სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.
სოფლისა ამის ამაოებაჲ უვარ-ჰყავთ, სანატრელნო, და აღიღეთ…
დიდებაჲ,ედემთა ზედა
სოფლისა ამის ამაოებაჲ უვარ-ჰყავთ, სანატრელნო, და აღიღეთ თქუენ ჯუარი ქრისტეს მჴსნელისაჲ და მოღუაწებითა, მამანო, დასთრგუნეთ მტერი ბოროტი და მრავალფერნი მზაკუვარებანი მისნი, ვა̅ რაჲ ქსელი დედაზარდლისაჲ, დაჰჴსენით თქუენ და მნათობად საცნაურად ყოვლისა სოფლისა გამობრწყინდით და კეთილად სისხლთა წამებისაჲთა უნათლეს მზისთუალისა განჰნათლდით, ამისთჳს გევედრებით, ღმერთი-შემოსილნო, ევედრენით ღმერთსა მგალობელთა თქუენთათჳს, რაჲთა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
ღვთის-მსახურებითა უდაბნოჲ ქალაქ ჰყავთ და მარხვითა ვნებანი…
ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ
ღვთის-მსახურებითა უდაბნოჲ ქალაქ ჰყავთ და მარხვითა ვნებანი მოაკუდინენით, ორნატნი სულისანი აღაორძინენით, უფროჲს გოლეულისა დამატკბობელნი კაცთა ნათესავისანი, ამისთჳსცა ვჰნატრით სარწმუნოებით საჴსენებელსა თქუენსა და ქრისტეს ვადიდებთ, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ
სურვილსა ქრისტესსა შეაყავთ სული თქუენი და ყოველი…
წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ დ გუერდი
სურვილსა ქრისტესსა შეაყავთ სული თქუენი და ყოველი დაუტევეთ და უდაბნოთა შინა და მთათა განისუენეთ, წმიდანო, რამეთუ საცნაურისა მის ხისა გემოჲ იხილეთ, დიდებულნო, და, ვა̅ უხილავთაგან, ღვთის-მხილველნი ანგელოზებრ გამოჰბრწყინდით, ვინაჲცა ნისლი ჴორცთაჲ განჰვლეთ და წყუდიადი ეშმაკთაჲ განაღეთ, ნეტარნო წინამძღუარნო და თავნო მონაზონთანო, ევედრენით ქრისტეს ღმერთსა, რაჲთა ცოდუათა შენდობაჲ მოანიჭოს, რომელნი სურვილით დღესასწაულობენ ჴსენებასა თქუენსა.
გნატრით თქუენ, ღირსნო მამანო (სახელები), და პატივს-ვსცემთ…
სადიდებელი
გნატრით თქუენ, ღირსნო მამანო (სახელები), და პატივს-ვსცემთ წმიდასა ჴსენებასა თქუენსა, წინამძღუარო მონაზონთაო და თანამკჳდრო ანგელოზთაო.
ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუპარველად ღვთის-მსახურებისა…
წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ გ
ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუპარველად ღვთის-მსახურებისა გამოსჩნდით თქუენ, ყოვლად ნეტარნო, უვნებელობითა განაბრწყინვეთ ცხოვრებაჲ თქუენი და ნაკლულევანნი აღავსენით წყალობითა, მამანო წმიდანო, ქრისტესა ღმერთსა ევედრენით მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.
ცხორებაჲ სოფლისაჲ ამის, მიზეზი წარწყმედისაჲ, მოიძულეთ, ღირსნო…
წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა დ: პატიოსან არს წინაშე უფალისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავესთჳს, რომელი მომაგო მე? სახარება ლუკასი 24 დას: 6, 17-23 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნებისა, ცხორების მომცე
ცხორებაჲ სოფლისაჲ ამის, მიზეზი წარწყმედისაჲ, მოიძულეთ, ღირსნო, და ივლტოდეთ უდაბნოთა და მუნ ჰმსახურებდით ქრისტესა, რომელმან მოგანიჭა თქუენ სასუფეველი.
გალობაჲ შევწიროთ, მორწმუნენო, ღმრთისა საკჳრველმოქმედისა, რომელმანცა იჴსნა…
გალობანი ღირსთა მამათანი ჴმაჲ გ გუერდი გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:
გალობაჲ შევწიროთ, მორწმუნენო, ღმრთისა საკჳრველმოქმედისა, რომელმანცა იჴსნა ისრაელი ეგჳპტით, ძლევისა გალობითა უგალობდეთ და ვიტყოდით: გიგალობთ შენ, ღმერთსა სახიერსა.
მადლი და სიბრძნე სულიერი და სინათლე გონებისაჲ ვითხოოთ ქრისტესაგან ერთგულებით, მორწმუნენო, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ქებად და შესხმად ღირსთა მისთა გალობითა შემსგავსებულითა.
ფრთითა საღმრთოჲსა მის ტრედისაჲთა, რომელიცა იორდანეს ზეცით გარდამოხდა აჰმაღლდით თქუენ, მამანო, და მოჰრიდეთ სოფელსა, მიუვალთა უდაბნოთა გამოჰბრწყინდით სათნოდ ღვთისა, ღირსნო.
სახითა იოვანესითა და ელიაჲსითა ღირსად გამოსჩნდით, მამანო და უფალი დააჯერეთ შრომითა მით წმიდითა, მარხვითა და ლოცვითა და მათ თანა პატივ-გცა ქრისტემან
ედემ შუენიერების იქმნა დღეს უდაბნოჲ უქმი ნაყოფითა შრომათა თქუენთაჲთა, სანატრელნო მამანო, რამეთუ ჰყუაოდეთ თქუენ, ვა̅ ფინიკი მადლითა და, ვა̅ ვარდნი მეწამულნი.
კუალსა კეთილისა მის მწყემსისა შეუდეგით, სანატრელნო წმიდანო მამანო, რომელმან განგიხუნა თქუენ კარნი სამოთხისანი და შეგიყვანნა სუფევად კეთილთა მათ მოუგონებელთა.
გიხაროდენ, უქორწინებელო, მარადის ქალწულო მარიამ, წმიდაო ღვთის-მშობელო…
ღვთის-მშობლისაჲ:
გიხაროდენ, უქორწინებელო, მარადის ქალწულო მარიამ, წმიდაო ღვთის-მშობელო, დედათა დიდებაჲ, სასოო სოფლისაო, ყოველთა უმეტესო, შენ ხარ საფარველი მორწმუნეთაჲ.
სასწაულად იხილვებოდა მოსე, მსახური ღმრთისაჲ, ვინაჲთგან იხილა…
გალობაჲ ბ, მოიხილესა ძლისპირი:
სასწაულად იხილვებოდა მოსე, მსახური ღმრთისაჲ, ვინაჲთგან იხილა ღმერთი უხილავი, რომელსა ერნი ისრაელთანი ვერ შეუძლებდეს თუალთა შედგმად ხატსა პირისა მისისასა, ვა̅ ნათელსა მზისთუალისასა.
თქუენ ხართ სულთა ჩუენთა მეოხნი, ქრისტეს ნებისმყოფელნო, წმიდანო, ყოვლად სანატრელნო მამანო, რომელნი აწ ცათა მკჳდრ ხართ და სუფევთ ანგელოზთა თანა და ჰნათობთ საღმრთოჲსა ნათლითა, ვა̅ მზენი სამარადისონი.
სულმან წმიდამან დაიმკჳდრა გულთა თქუენთა, ნეტარნო მამანო, და გასწავებდა თქუენ დღითი-დღედ კეთილად ღმრთისა სათნოებათა და კუალად გაქუნდა საჭურველად უძლეველი ჯუარი ქრისტესი ბრძოლასა მტერთა მათ უჩინოთასა.
ეჰა დიდსა მას სიხარულსა, რაჟამს ჴმა-ყო თქუენდამო ქრისტემან: მოვედით ჩემდა, დამაშურალნო, მამისა კურთხეულნო, და მოიღეთ დაულევნელი, სოფლისა დაბადებისა წინაჲთ თქუენთჳს განმზადებული განსუენებაჲ
წესნი ბუნებათანი შესცვალენ შობისანი, მარიამ, ვინაჲთგან სიტყუაჲ…
ღვთის-მშობლისაჲ:
წესნი ბუნებათანი შესცვალენ შობისანი, მარიამ, ვინაჲთგან სიტყუაჲ სიტყჳთა მუცლად-იღე, რომელ არს ღმერთი დაუსაბამოჲ და კაცთა უშევ ჴორცშესხმული.
არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ…
გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:
არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩვუენისაებრ, რომელსა უღაღადებთ: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო.
შიშმან უფალისამან სიყრმით თქუენითგან დაიმკჳდრა თქუენ თანა, ზეცისა კაცნო და ქუეყანისა ანგელოზნო, მჴნენო მოღუაწენო, ღირსნო მამანო.
საწუთროჲსა ამის ამაოებაჲ გულისჴმა-ჰყავთ, მამანო, დაუტევეთ სოფელი და უდაბნოსა განხუედით და მუნ ჰმსახურებდით ქრისტესა ღმერთსა.
ცნობაჲ კაცობრივი ვერ შემძლებელ არს ღირსად თქუენსა ქებასა, და არცა გონებაჲ მისწუთების კეთილთა მათ, რომელ განგიმზადნა ქრისტემან ღმერთმან.
ჴმობენ ანგელოზნი მაღალთა შინა, სიქადულით იტყჳან: სირცხჳლეულ იქმნა მტერი ამპარტავანი უდაბნოს მყოფთაგან ღირსთა მამათა.
ჰშევ და ქალწულად ეგე სამარადისოდ და უქორწინებელად…
ღვთის-მშობლისაჲ:
ჰშევ და ქალწულად ეგე სამარადისოდ და უქორწინებელად ღმრთისა დედა იქმენ, სანატრელო მარიამ, რომელსა ევედრე სულთა ჩუენთათჳს.
მოღუაწეთა შენთა ნეტართა ღუაწლსა შინა თჳსსა მოღუაწებანი…
წარდგომაჲ, ჴმაჲ დ
მოღუაწეთა შენთა ნეტართა ღუაწლსა შინა თჳსსა მოღუაწებანი დიდნი აჩუენეს, ქრისტე ღმერთო, წადიერებითა თჳსითა, რამეთუ აქუნდა შენ მიერი შეწევნაჲ, დათრგუნნეს ეშმაკნი და შემუსრეს უძლური იგი ძალი მათი; მათ მიერ გევედრებით, აცხოვნენ სულნი ჩუენნი, კაცთმოყუარე.
მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ…
გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:
მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.
არეთა უდაბნოჲსათა, ადგილთა ფიცხელთა და საჭირველთა მხიარულებით იქცეოდეს მსგავსად ანგელოზთა ღირსნი მამანი
სასოებით ეძიებდეს და მიემთხჳნეს უოხჭნოთა მათ კეთილთა და მას შინა განისუენებენ ჴორცითა მაშურალნი ქრისტეს მუშაკნი.
უნათლეს ცისა მნათობთა განჰნათლიდით სულითა ქრისტეს მიერ, მამანო, და დაუბნელენით ბოროტნი თუალნი მოშურნისა ეშმაკისანი
ღმერთო მამათა ჩუენთაო, ღმერთო ნებისმყოფელთა მოშიშთა შენთაო, ღირს მყავ ჩუენცა, მონანი შენნი, ღირსთა შენთა თანა სასუფეველსა
ღმერთი, რომელი გჳშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად…
ღვთის-მშობლისაჲ:
ღმერთი, რომელი გჳშევ ჩუენ, უბიწოო მარიამ, ვედრებად მისა ნუ დასცხრები ჩუენთჳს, ქალწულო, რაჲთა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ.
განგუანათლეთ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა…
გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:
განგუანათლეთ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა, მორწმუნეთა, მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარე
ვა̅ ვარდნი სპეტაკნი, სულითა ჰამონი, შუენიერად ყუაოდეს სანატრელნი უდაბნოს მყოფნი და ჩუენ აღმავსნეს სულნელებითა.
მოკლეს გულისთქუმაჲ, აღმძრველი ჴორცთა ბუნებისაჲ, მარხვითა და შრომითა და მარადის მღჳძარებითა და განცხოველდეს სულით და ჴორცით
აღიღეს ჯუარი და დასცეს მტერი, სულთა მკლველი, მაცთური ადამისი, მოთმინებითა ქრისტეს მსახურთა ღირსთა მამათა მოღუაწებითა.
მეოხ გუეყავ ჩუენ ძისა შენისა, ღვთის-მშობელო, რაჲთა…
ღვთის-მშობლისაჲ:
მეოხ გუეყავ ჩუენ ძისა შენისა, ღვთის-მშობელო, რაჲთა გარდამოგჳვლინოს ჩუენ სიმრავლე მოწყალებათაჲ, ვა̅ გაქუს კადნიერებაჲ.
ისაკის მიერ ვნებაჲ გამოსახე და იონაჲსგან დაფლვაჲ…
გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:
ისაკის მიერ ვნებაჲ გამოსახე და იონაჲსგან დაფლვაჲ მოასწავე და აღდგომაჲ ყოველთა მოგუმადლე, შენ გიღაღადებთ ჩუენ, ყოველნი: ხრწნილებისაგან აღმომიყვანენ, მრავალმოწყალე.
გული გითქუმიდა მოქალაქობასა ანგელოზთასა, ნეტარნო მამანო, ამისთჳს დაუეტევეთ სოფელი და მიისწრაფეთ უდაბნოსა მსახურებად ღმრთისა და განასხენით სულნი ბოროტნი.
სულმან წმიდამან აღგავსნა მადლითა, ყოვლად ქებულნო წმიდანო მამანო, და წაგიძღუა გზასა მას იწროსა აღმყვანებელსა ცათა შინა და აწ იხარებთ ერსა მას თანა უჴორცოთასა.
დაიცევ, ქრისტე, ერი ესე შენი მეოხებითა მსახურთა შენთაჲთა და აღმავსენ ყოველნი მადლითა, რაჲთა მარადის ვიხარებდეთ და გადიდებდეთ შენ, კეთილისმომცემელსა უფალსა.
ღმერთეებისა ცეცხლმან არა შეწუა საშოჲ შენი, ქალწულო…
ღვთის-მშობლისაჲ:
ღმერთეებისა ცეცხლმან არა შეწუა საშოჲ შენი, ქალწულო უბიწოო, არამედ, ვა̅ იონა, დაცვულ იქმნა მუცელსა შინა მჴეცისასა, რომელმან მოასწავა სახე მკუდრეთით აღდგომისაჲ.
ყრმათა ღვთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა…
გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:
ყრმათა ღვთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროჲსასა და მით საჴუმილსა შეითხინეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ვა̅ ტრედნი უბიწონი, აღფრინდით ფრთითა მით განიერითა, ნეტარნო, და აღიწიენით ცათა შინა და ანგელოზთა თანა დაუდუმებელად ჰგალობთ: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ვა̅ გურიტნი, ჴმითა მით ტკბილითა მაღნართა მათ შინა უდაბნოჲსათა ჰჴმობდით ღმრთისა მიმართ, სანატრელნო, და მოჰხადოდეთ სულსა წმიდასა და ჰღაღადებდით: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ვა̅ სამარადისონი მთიებნი, მნათობნი კაცთა განმანათლებელნი, ჰბრწყინევდით უდაბნოთა შინა და ბნელი საცთურთაჲ განაქარვეთ და ესრეთ იტყოდეთ: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
მსგავსად ბრძენთა მათ ქალუწლთა მღჳძარეთა, სიწმიდისა სანთელნი აღინთენით და შეხუედით ქორწილსა მას უკუდავისა მას სიძისა თანა, ღირსნო მამანო, უოხჭნოსა ცხორებასა სამარადისოსა ნათელსა
მოვედით ყოველნი სარწმუნოებით, სამებასა დაუსაბამოსა, მამასა ძით და სულით წმიდითურთ განუყოფელად, თაყუანის-ვსცემდეთ და ვიტყოდით: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა…
გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:
შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, რისხვითა; ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელსა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.
უდაბნოსა სამკაულნო, მონაზონებისა სიქადულნო, შუენიერნო მოღუაწენო, საყუარელნო ქრისტესნო, მამანო სანატრელნო, სადგურნო სულისა წმიდისანო, შემწენო და მეოხნო ქრისტიანეთანო, თქუენ პატივ-გცა ქრისტემან წმიდათა თანა ანგელოზთა და იშუებთ მათითა მით სიკეთითა უკუე
იქცეოდეთ უდაბნოთა უგზოთა უქმთა, უნაყოფოთა, ჭირვეულნი, ძჳრხილულნი, ნაკლულევანნი, სულითა შემკობილნი, და არა გაქუნდა საყოფლად ქალაქი, არცა გემოჲ საწუთროჲსაჲ დაიტკბეთ თქუენ, არამედ სასოებით მოელოდეთ მოსაგებელსა ქრისტეს ღმრთისაგან და მოგცა სამოთხე სამკჳდრებელად
საწუთროჲსა განსაცდელთა, საცთურთა ღამისათა მტერისაგან, სიმდიდრესა მსოფლიოსა, ცუდსა განსუენებასა, შუებასა წარმავალსა, ვა̅ ქსელსა დედაზრდლისასა, დაჴსნადსა და განქარვებადსა, ჰხედევდით თქუენ, ამისთჳს ედემს შინა შეგიყვანნა დამბადებელმან და კეთილისმყოფელმან ღმერთმან და მჴსნელმან ჩუენმან
ღმერთეებისა სამებასა, ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწდომელსა სამგუამოვნებასა, მამასა უშობელსა და მშობელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ…
გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:
განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღვთის-მშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვა̅ ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
ცეცხლებრ მოტყინარემან ქერაბინმან, მდგომარემან კარსა სამოთხისასა, გიხილნა რაჲ მოგზაურნი გზასა იწროსა, სიხარულით შეგიწყნარნა და შეგიყვანნა საუკუნესა ქრისტეს მიერ აღთქუმულსა სამარადისოსა მას სიხარულსა და განსუნებასა
ცეცხლ შემწუელ იყვენით, სანატრელნო, ძალსა მას უჩინოჲსა მტერისასა და ზარგანჴდილთა აოტებდით სულთა ბოროტთა, რამეთუ შემწედ გაქუნდა კუერთხი ძლიერებისაჲ ჯუარი ქრისტესი, ქრისტეს სულნელებანო, სარწმუნონო მონანო, გონიერნო და გულისსათქუმელნო.
არა თუ ღირს-რაჲმე-ვართ ჴსენებასა თქუენსა, ღმრთივ-მოჴსენებულნო მამანო, არცა ყოვლად შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა სათნოებათა თქუენთასა, არამედ, ვა̅ შეუძლებელთა და უჴმართა მონათა, თანამდები აღვასრულეთ; მეოხ გუეყვენით სულთა ჩუენთათჳს.
წინაჲთვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაჲსწარმეტყუელნი; გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად…
ღვთის-მშობლისაჲ:
წინაჲთვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინაჲსწარმეტყუელნი; გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დაჴშულად, მთად გამოუკუეთელად, კიბედ ზეცისა აღმართებულად, წყაროდ დაბეჭდულად, სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.
იწროსა გზასა ხჳდოდეთ, სანატრელნო მამანო, უდაბნოთა შინა…
გამოავლინე, ცხორების მომცე
იწროსა გზასა ხჳდოდეთ, სანატრელნო მამანო, უდაბნოთა შინა და ფართოებასა მას მკჳდრ ხართ სამოთხისა შუებასა; გჳთხოვეთ ჩუენ აწ ქრისტესაგან დიდი წყალობაჲ
ქრისტესა გსუროდა, ღირსნო მამანო სანატრელნო, და შუებაჲ სოფლისაჲ საუცრად შეჰრაცხეთ თქუენ და აწ მოუგონებელთა მათ კეთილთა დამკჳდრებულ ხართ; მეოხ გუეყვენით.
მოღუეწებათა ოფლითა და სათნოჲთა ცხორებითა აჰჴედით თქუენ…
აქებდითსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, არა დააკლდი ბ-გზის.
მოღუეწებათა ოფლითა და სათნოჲთა ცხორებითა აჰჴედით თქუენ მთასა ზედა მაღალსა საღმრთოჲსა მოქალაქეობისასა და ღმრთისა ხედვითა იშუებდით მარადის, წმიდანო მამანო, სამგზის სანატრელნო, ამისთჳს გევედრებით, მეოხ გუეყვენით სულთა ჩუენთათჳს.
წყაროჲთა ცრემლთა თქუნთაჲთა უდაბნოჲსა უშვილოებაჲ მოჰრწყეთ და შვილიერ ჰყავთ, მამანო, და სიღრმეთაგან სულისათა სულთქუმითა ნაყოფი შრომათა თქუენთაჲ განამრავლეთ და იქმნენით მნათობ ყოვლისა სოფლისა; ევედრეთ მაცხოვარსა სულთა ჩუენთათჳს, ნეტარნო მამანო.
საწუთროჲ ესე დამნთქმელი დაულტოლველად წიაღ-ჰვლეთ და მდინარესა შინა ცრემლთა თქუენთასა უხორცონი მტერნი სიმჴნით დაანთქენით, ჵ ღმერთი-შემოსილნო ნეტარნო მამანო, და საკჳრველებათა მადლი მიიღეთ და მეოხ ხართ მარადის ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.
მოღუაწებითა ფრთოვან ჰყავთ სიწმიდე სულისა თქუენისაჲ და…
დიდებაჲ, მასვე ძლისპირსა ზედა
მოღუაწებითა ფრთოვან ჰყავთ სიწმიდე სულისა თქუენისაჲ და ღირს იქმენით ხილვად ღმრთისა დიდებასა, რომლისა მიმართ აჰჴედით და განჰვლეთ ცანი და შეხუედით სასძლოთა და სამკჳდრებელთა საუკუნეთა და ჰსუფევთ მათ შინა, დიდებულნო მამანო, ითხოვეთ ჩუენთჳს შენდობაჲ ცოდუათაჲ.
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ
აწ და, ღვთის-მშობლისაჲ