გულანი
საცდელი · 1.37.0
საზიარო განგება წმინდისა ღირსისა დედისა 1 / 62საწუთროჲ ესე დიდებაჲ და შუებაჲ წარმავალი მოიძაგენ…

საზიარო განგება წმინდისა ღირსისა დედისა

თვენი საზიარო

თვენი საზიარო („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 27 წთ

საწუთროჲ ესე დიდებაჲ და შუებაჲ წარმავალი მოიძაგენ…

მცირე მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა დ გუერდი, ცხორების მომც ბ-გზის

საწუთროჲ ესე დიდებაჲ და შუებაჲ წარმავალი მოიძაგენ, ღირსო, (სახელი) ღმერთი-შემოსილო, და აწ იხარბ ცათა შინა სამარადისოდ, ამისთჳსცა გნატრით შენ.

განჰკაფენ ჴორცნი შრომითა ძლიერითა, დედაო სანატრელო (სახელი), და განიცდიდ მარადის ღმერთსა თუალითა სულისაჲთა და ესრეთ მოსწრაფედ ჰრბიოდე გზათა წრფელთა.

ღირს იქმენ შენ აღსრულებად ურიცხუთა ღუაწლთა, დიდებულო (სახელი), ძალითა ქრისტესითა და აწ მას ევედრე ნეტარო, რაჲთა მოსცეს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ

ღირსო დედაო (სახელი), განაბრწყინვე გონებაჲ შენი ღუაწლთა…

დიდებაჲ, ჴმა დ გუერდი, ზეცით ქუეყანად

ღირსო დედაო (სახელი), განაბრწყინვე გონებაჲ შენი ღუაწლთა შრომათაჲთა, სანატრელო, და მათ მიერ შეხუედ სასუფეველსა ზეცათასა, წმიდათა სამკჳდრებელსა; მეოხ გუეყავ ჩუენ წინაშე მაცხოვრისა.

(სახელი)-ს ქებით ყოველნი უგალობდეთ, შემკობილსა ღმრთისა მიერ…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ გ გუერდი, დღე ვნებისა

(სახელი)-ს ქებით ყოველნი უგალობდეთ, შემკობილსა ღმრთისა მიერ, დედათა სიქადულსა, განმდევნელსა ეშმაკთა მაცთურთათასა და სულთა ჩუენთა მჴურვალედ მეოხსა.

გამობრწყინდა ჴსენებაჲ დიდებული ნეტარისა (სახელი) და ჰნათობს…

მუხლი: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

გამობრწყინდა ჴსენებაჲ დიდებული ნეტარისა (სახელი) და ჰნათობს მორწმუნეთა და ეკლესიაჲ შვილთა თანა ადიდებს მადიდებელსა მისსა მეუფესა.

ლოცვათა მათ შენთა სულნელებანი აღვიდოდეს, სანატრელო, ვა̅…

მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა

ლოცვათა მათ შენთა სულნელებანი აღვიდოდეს, სანატრელო, ვა̅ საკუმეველი, წინაშე ღმრთისა და დასწუვიდეს ეშმაკთა, (სახელი) საღმრთო, ღმრთივ-სანატრელო.

ღირსო დედაო (სახელი), ვა̅ რაჲ ნელსაცხებელი, სულნელ…

დიდებაჲ, ჴმა დ გუერდი, ზეცით ქუეყანად

ღირსო დედაო (სახელი), ვა̅ რაჲ ნელსაცხებელი, სულნელ ჰყოფს გონებასა მორწმუნეთასა დღესასწაული შენი უბიწოჲ, ბრძენო, და აწ, ვა̅ გაქუს შენ კადნიერებაჲ, ითხოვე ჩუენთჳს მოტევებაჲ ცოდუათაჲ

შენ შორის საკჳრველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ ოხითა

შენ შორის საკჳრველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაჲ, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ჴორცთაჲსა, ვა̅ წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვა̅ უკუდავისა არსებისასა, რომლისათჳსცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო (სახელი).

უფალო, დაღაცათუ ხატსა შინა გიხილა სიჩჩოჲთგან მოსურნემან…

დიდი მწუხრი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, ჴმა დ გუერდი, უფალო, დაღაცათუ

უფალო, დაღაცათუ ხატსა შინა გიხილა სიჩჩოჲთგან მოსურნემან შენმან, არამედ, ვა̅ მაღალთა საყდართა წინაშე მდგომარე, განკჳრდა შენისა მისთჳს უსაზღვროჲსა შუენიერებისა (სახელი), რომლითა ჩუენთჳს მოხუედ სოფლად, მრავალმოწყალე.

უფალო, შენ დაგეწინდა სიჩჩოჲთგანვე (სახელი), ყოვლად ქებული და აწ ცათა შინა იხარებს წმიდათა თანა ანგელოზთა და კეთილსა უყოფს კაცთა მადლთა შენთაგან განმდიდრებული; მის მიერითა მეოხებითა შეგჳწყალენ, მრავალმოწყალე.

უფალო, შენდა მიმართ სურვილით იყო (სახელი) ღმერთი-შემოსილი და მაღლითა მოღუაწებითა დააჭნვნა ღირსმან ჴორცნი თჳსნი და ყოვლადვე ჰმსახურებდა მოშიშთა შენთა და გლახაკთა იღუწიდა მდიდრად; მის მიერ, მჴსნელო, შეგვიწყალენ მონანი შენნი.

უფალო, ცეცლითა მით სიყუარულისა შენისაჲთა აღეგზნა (სახელი), რომლისა მიფენად მოხუედ შენ და შეურაცხ-ყო მან ყოველი სოფლისაჲ და აღიღო ჯუარი თჳსი და შეგიდგა ყოველთა შემოქმედსა; მის მიერ ჩუენცა შეგჳწყალენ, მრავალმოწყალე.

უფალო, დაღაცათუ სიყუარულისა შენისათჳს მჴევალმან შენმან სარწმუნომან ნეტარმან (სახელი), მოიძულა სოფელი ესე, არამედ პოვა შენ მიერ სუფევაჲ იგი უოხჭნოჲ და სუფევს მას შინა; მის მიერ ჩუენცა შეგჳწყალენ, მრავალმოწყალე.

უფალო, დაღაცათუ განშორებულ იქმნა ნათესავთა და მონაგებთა (სახელი), არამედ მოიგო შენ მიერ გამოუთქუმელი იგი ნეტარებაჲ და სუფევს წინაშე შენსა; მის მიერ ჩუენცა შეგჳწყალენ.

ახოვნად, მოღუაწებითა და სათნოჲთა ცხორებითა ეშმაკთა მრავალფერთა…

ჴმა დ გუერდი, არა დააკლდი

ახოვნად, მოღუაწებითა და სათნოჲთა ცხორებითა ეშმაკთა მრავალფერთა მათ საბრჴეთა და სიბოროტეთა უჩინო ჰყოფს (სახელი) და, ვა̅ მახჳლი, მარხვითა წდობილი, დასჭრის ყოველსავე ბანაკსა მათსა და იშუებს ცათა შინა წინაშე სამებისა.

ვა̅, მზე, გამობრწყინდა ყოვლად წმიდაჲ ჴსენებაჲ შენი და კიდეთა სოფლისათა ელვარედ განანათლებს, (სახელი), ღმერთი-შემოსილო, რომლისათჳსცა დღეს ანგელოზთა თანა იხარებს და ქებით დღესასწაულობს საჴსენებელსა შენსა და იჴსნების ყოველთა განსაცდელთაგან.

ჴორციელნი გულისთქუმანი სრულად უვარ-ჰყვენ და ტრფიალებაჲ ჴორცთაჲ…

დიდებაჲ, ჴმა ა, ზეცისა განწე

ჴორციელნი გულისთქუმანი სრულად უვარ-ჰყვენ და ტრფიალებაჲ ჴორცთაჲ სურვილად ქრისტეს ღმრთისა შესცვალე, ნეტარო, რომლისაცა ჯუარი მჴართა შენთა ზედა აღიღე (სახელი), და კუალსა მისსა შეუდეგ შენ წადიერებით.

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ შესლვად წარდგომა დღისა და საკითხავი სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი

ხოლო სულნი მართალთანი ჴელთა შინა ღმრთისათა, და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდარ და შეერაცხა განსლვაჲ მათი ბოროტად და ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ კაცთა წინაშე იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველისმყოფელ იყვნენ; რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა. ვა̅ ოქროჲ ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი, და ვა̅ ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთაჲ, შეიწირნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ, ვა̅ ნაბერწყალნი ლერწამსა შინა, რბიოდიან. დაშჯიდენ თესლებსა და დაიპყრნენ ერნი, და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას; რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი

ხოლო მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფალისა-მიერ არს სასყიდელი მათი, და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდედი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფალისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ და მოიღოს ყოველი საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი თჳსნი ძლევად მტერთა მისთა; და შეიმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაიდგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული, მოიღოს თორნე უძლეველი სიწმიდე, და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, და მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან საისრელნი მიმართებულად ელვათანი, და ვა̅ კეთილი სიმრგულითა მშჳლდისაჲთა და ღრუბელთაჲთა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს. და კლდისაგან საისრითა გულისწყრომითა სავსე დაეცემოდიან სეტყუანი, და განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსაჲ, და მდინარენი წარჰრღუნიდენ ურიდად. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვა̅ არმურნი, განანქრინეს იგინი. და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან, და ძჳრის საქმემან დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. ისმინეთ ჩემი, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ, და ისწავეთ მსაჯულთა კიდისა ქუეყანისათა და ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებისაჲთა რამეთუ უფალისა-მიერ მოცემულ არს თქუენდა პყრობაჲ მათი და ძლიერებაჲ მაღლისა მიერ

მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი

მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს. რამეთუ სიბერისა პატიოსნებაჲ არა მრავალი ჟამი, და არცა რიცხჳ დღეთაჲ აღრაცხილ; რამეთუ მჴცოვანებაჲ არს გონიერებაჲ კაცთაჲ, და ჰასაკ სიბერის ცხოვრებაჲ უბიწოჲ. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა, და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა. და წარიტაცა, რაჲთა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმისყოფაჲ მისი, ანუ ზაკუამან აცთუნოს სული მისი. რამეთუ შური სიხენეშისაჲ დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონებაჲ უმანკოთაჲ. და აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი; რამეთუ სათნო იყო უფალისა სული მისი, ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა. ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა, და მიხედვაჲ მისი ღირსთა მისთა.

ცრემლლთა მდინარენი, ყოვლად ბრძენო, მდიდრად აღმოაცენენ წმიდათა…

ლიტიასა ზედა, ჴმაჲ ა გუერდი, ვითარ-მე გხადოდ

ცრემლლთა მდინარენი, ყოვლად ბრძენო, მდიდრად აღმოაცენენ წმიდათა თუალთა შენთაგან და ვნებათა ნაბრძჳლნი წარჰრღუნენ, ღმერთი-შემოსილო, და წყალნი კურნებათანი განჰფინენ შენ, სენთა წყლულებანი და ნაგუემნი დაჰჴსნენ და ლოცვითა შენითა ხრწნილებისაგან იჴსნი შემსხმელთა შენთა (სახელი), მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს

შრომათათჳს მოღვაწებისათა მოიღე ზეგარდამო მადლი ნიშთა სულიერთაჲ, სანატრელო დედაო, და ჰკურნებდ სულთა და ჴორცთა და სულთა არაწმიდათა განიოტებდ, ყოველთა ჭირვეულთა ჴელსა აღუპყრობდ, აწცა, ღირსო, მეოხებითა შენითა გჳთხოე ღმრთისაგან, რაჲთა მოსცეს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ

მტუერი ნაწილთა შენთა წმიდათაჲ მწუხარეთა ნათელსა მოჰმადლებს, ღმერთი-შემოსილო, და ყოველთა სნეულთა კურნებასა მიანიჭებს, რომელნი წადიერითა გონებითა ითხოვენ სარწმუნოებით შენგან ლხინებასა; ჵ დედაო დიდებულო (სახელი), მეოხ გუეყავ ჩუენთჳს, რაჲთა ვპოვოთ მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

წყალობაჲ შეიტკბე, სანატრელო, და სიყუარული ღმრთისაჲ და მოყუსისაჲ მსგავსად მცნებისა და სარწმუნოებითა მართლმადიდებლობისაჲთა შეიმკვე და ეგრეთვე სასოებითა, ამითჳს სული წმიდაჲ მკჳდრ იქმნა შენ თანა, (სახელი) ღმრთივ-სანატრელო დედაო, ითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა ვპოოთ შემსხმელთა შენთა დიდი წყალობაჲ

სულისა საბრჴენი და ვნებანი ჴორცთანი მახჳლითა მით…

დიდებაჲ, ჴმაჲ გ გუერდი, მჯდომარე ეტლთა

სულისა საბრჴენი და ვნებანი ჴორცთანი მახჳლითა მით მარხვისაჲთა მოჰკუეთენ, ხოლო გულისსიტყუათა გონებისა მიმართ წყობაჲ დუმილითა მით მოღუაწებისაჲთა მოაშთვე და მდინარითა ცრემლთაჲთა მოჰრწყენ უდაბნონი და აღმოგჳცენენ ჩუენ ნაყოფი სულიერი სინანულისა ყოვლად შუენიერისაჲ, ამისთჳს წმიდასა ჴსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ ჩუენ, ყოვლად სანატრელო დედაო; ითხოვე ჩუენთჳს ზეცით დიდი წყალობაჲ.

სიმჴნისა ახოვნებითა და შრომათა ღუაწლისათა და მტერთა…

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ დ მხნეონი

სიმჴნისა ახოვნებითა და შრომათა ღუაწლისათა და მტერთა ბრძოლასა ეწყვე გონიერებით, ნეტარო (სახელი), დიდებულო, სურვილითა საღმრთოჲთა, ცრემლითა და მარხვითა და განჰკაფენ ჴორცნი შენნი და ესრეთ სრულ ჰყავ სრბაჲ შენი შუენიერი და შეჰმუსრე ზუავი იგი და მძჳნვარე მბრძოლი კაცთა ნათესავისაჲ

მოიძულე შენ საწუთროჲ და განხრწნადი სიყუარული და…

მუხლი: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მოიძულე შენ საწუთროჲ და განხრწნადი სიყუარული და ზეცათა დიდებისათჳს სურვილით იქმენ, წმიდათათჳს განკუთნვილისა და უცვალებელისა, ყოვლად პატიოსანო, ამისთვისცა ჩუენ პატივს-ვსცემთ ბრწყინვალესა ჴსენებასა შენსა საღმრთოჲთა შესხმითა, მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს.

სათნოებითა ჰნათობდი და წყალობითა ჰბრწყინევდი და ლამპარი…

მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.

სათნოებითა ჰნათობდი და წყალობითა ჰბრწყინევდი და ლამპარი შენი დაიცევ დაუშრეტელად და სასოებით მოელოდე მოსლვასა უფალისასა, (სახელი) ყოვლად ქებულო, მღჳძარებით და ღირსებით, რომლისა თანა შეხუედ სასძლოდ უხრწნელად და მეოხ ხარ ჩუენ, მგალობელთა შენთათჳს, რაჲთა ვიჴსნნეთ განსაცდელთაგან.

ღირსო დედაო (სახელი), ჴორცნი სიბრძნით დაამონენ სულსა…

დიდებაჲ, ჴმაჲ დ გუერდი, ზეცით ქუეყანად

ღირსო დედაო (სახელი), ჴორცნი სიბრძნით დაამონენ სულსა და არა დაიტკბე გემოჲ საწუთროჲსაჲ, არცა განსუენებამან სოფლისამან, წუთერთ წარმავალმან, განგაშორა შენ სიყუარულსა მას ქრისტეს მაცხოვრისასა.

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

ჯუარისა ელვარებითა განჰნათლდი და სული შენი სინანულითა…

ცისკარი წარდგომაჲ შემდგომად პირველისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ ა გუერდი

ჯუარისა ელვარებითა განჰნათლდი და სული შენი სინანულითა განაბრწყინვე, ვნებათა კუეთებანი მოაკუდინენ და ქრისტე ღმერთი, სიძე იგი სულთაჲ უკუდავი აღსასრულადმდე შეიყუარე; მას ევედრე დაუცხრომელად, რაჲთა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.

შრომანი თავს-ისხენ მოღუაწებისანი და მადლნი მოიხუენ უვნებელობისანი…

წარდგომაჲ შემდგომად მეორისა ფსალმუნებისა, ჴმაჲ გ

შრომანი თავს-ისხენ მოღუაწებისანი და მადლნი მოიხუენ უვნებელობისანი და ნიშთა კურნებათანი, ღმრთივ-სულიერო დედაო (სახელი), განკურნებად ყოვლისავე სნეულებისა და ოტებად სულთა არაწმიდათა; ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.

გნატრით შენ, ღირსო დედაო (სახელი), და პატივს…

სადიდებელი

გნატრით შენ, ღირსო დედაო (სახელი), და პატივს ვცემთ წმიდასა ჴსენება სა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეოხი ჩუენი წინაშე ქრისტეს ღმრთისა

ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუპარველად ღვთის-მსახურებისა…

წარდგომაჲ შემდგომად სადიდებელისა, ჴმაჲ გ

ჭურად საღმრთოდ მარხვისა და სიმდიდრედ წარუპარველად ღვთის-მსახურებისა გამოსჩნდი შენ, (სახელი), ყოვლად ნეტარო, უვნებელობითა განაბრწყინვე ცხორებჲ შენი და ნაკლულევანნი აღავსენ წყალობითა, დედაო წმიდაო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.

ყოველნი ეკლოვანნი გემონი ცეცხლითა ლოცვათაჲთა ძირითურთ მოსწუენ…

წარდგომა საცისკრო სახარებისა წარდგომა ჴმა დ: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა. მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა. სახარება ლუკასი 33 დას: 7, 36-50 დასდებელი შემდგომად ნ ფსალმუნისა, ჴმაჲ ბ მამისაგან

ყოველნი ეკლოვანნი გემონი ცეცხლითა ლოცვათაჲთა ძირითურთ მოსწუენ, ბრძენო, და ღუარძლნი საეშმაკონი მოსთიბენ, დედაო, ძალითა საღმრთოჲთა შემოსილმან, და განწმედილი ზეცად აჰმაღლდი, ნეტარო, უვნებელობისა კიბითა და იხარებ განბრწყინვებული წინაშე ქრისტესა ღმრთისა, (სახელი) ღმერთი-შემოსილო.

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმო-ქმედმან კუერთხმან მოსესმან…

გალობანი ჴმაჲ დ გალობაჲ ა, უგალობდითსა ძლისპირი:

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმო-ქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაჲ და განუღო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად მეტყუელი გალობასა უფალისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ვნებათა ღელვისა მიერ ყოვლით კერძო გარე შეცვულსა ამას და გულის-სიტყუათა კუეთებითა შეძრწუნებულსა ნავთსადგურად ღმრთისა ნებისა წარმიძეღუ (სახელი) დიდებულო, ლოცვითა შენითა, რაჲთა გიგალობდე შენ საღმრთოჲთა გალობითა.

მოღვაწებისა მადლითა განბრწყინვებული სიტყუასა ღმრთისასა სძალ ექმენ სულითა სიჩჩოჲთგანვე მოღუაწებითა და განმაცხოველებელთა მათ კუალთა მისთა შეუდეგ და მოკუდინებაჲ ვნებათაჲ გეტჳრთა, ნეტარო (სახელი) ძღუნად საღმრთოდ საწადელად.

ცეცხლებრ შემწუველნი გემონი და გულისთქუმანი ჴორცთანი დაშრიტენ საღმთოჲთა ცუარითა მოღუაწებისა შრომათაჲთა, ამისთჳსცა აღმოგიბრწყინდა ლხინებისა ნათელი და უვნებელობისა ელვარებაჲ. და სულისა წმიდისა მადლთა საღმრთოჲ ბრწყინვალებაჲ.

წესსა და შჯულისდებასა მამათასა შეუდეგ, დიდებულო, და შრომათა მათთა მოღუაწებით მოშურნე იქმენ და მარხვითა და მღჳძარებითა მსგავს იქმენ უჴორცოთა და ჭეშმარიტითა სიმდაბლითა, ნეტარო (სახელი) განჰბრწყინდი გონებითა.

შენ, რომელმან ჰშევ ჴორცითა სიტყუაჲ მამისაჲ დაუსაბამოჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

შენ, რომელმან ჰშევ ჴორცითა სიტყუაჲ მამისაჲ დაუსაბამოჲ, სძალო ყოვლად უბიწოო, მჴურვალითა სიყუარულითა შეგიყუარა შენ (სახელი) და სულისა წმიდისა სავანე იქმნა სათნოებათა მიერ საღმრთოთა და განბრწყინდა შეწევნითა შენითა.

უგალობდეთ უფალსა, მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო…

სხუანი გალობანი მასვე ჴმასა ზედა ძლისპირი:

უგალობდეთ უფალსა, მორწმუნენო, რომელმან დაანთქა პირველ ფარაო ზღუასა მეწამულსა ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ყოველი სიყუარული ჴორცთაჲ განიძარცუე შენ, მოღუაწეო, და უვნებელობისა შრომითა საკუთარ იქმენ მეუფისა.

მოღვაწებაჲ ძლიერი სათნოებათაჲ მოიგე სიყრმითგან, ნეტარო (სახელი) და კეთილად მოღუაწებითა ჰმონე ღმერთსა

კაცობრივი ბუნებაჲ ქუეყანით ზეცად ამაღლდა შენ მიერ…

ღვთის-მშობლისაჲ:

კაცობრივი ბუნებაჲ ქუეყანით ზეცად ამაღლდა შენ მიერ ღვთის-მშობელო ქალწულო, ამისთჳს სამართლად გადიდებს შენ.

განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო…

გალობაჲ გ, განძლიერდასა ძლისპირი:

განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყვარე.

ზეცისა სავანეთა შინა ბრწყინვალეთა დაემკჳდრე, სძალო რჩეულო ქრისტეს ღმრთისაო (სახელი) ნეტარო, და კურნებისა მდინარეთა მდიდრად აღმოუცენებ და განაჴმობ ღუარსა ვნებათასა.

მოსეს და ელიას ჰბაძევდი და მსგავსად მათსა მარხვითა აღასრულენ, ბრძენო, დღენი შენნი და ხედვათა საღმრთოთა საზრდელითა იზრდებოდე და მადლითა სულისა წმიდისაჲთა განჰნათლდებოდე.

თუალნი გულისა შენისანი ზეცად მიმართ აღეხილნეს, ხოლო ჴორციელნი თუალნი შენნი სრულიად მოსწყჳდენ ზეცას აღხილვასა მოძღურებისაებრ ნეტართა მამათაჲსა, რომელნი გსწავლიდეს, დედაო.

ქალწულებისა ტაძარო განწმედილო, უბიწოო, ღირსმან (სახელი) შეგიყუარა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ქალწულებისა ტაძარო განწმედილო, უბიწოო, ღირსმან (სახელი) შეგიყუარა სიწმიდითა შემკულმან, და მიერთუა შემდგომად შენსა ძესა და ღმერთსა დედაო ღმრთისაო მაღლისაო.

შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ…

სხუანი ძლისპირი:

შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაჲ და გადიდებს სული ჩემი.

მადლი სულისაჲ გაქუნდა შენ სულსა შინა შენსა, ღირსო დედაო (სახელი), და სიტყჳთ და საქმით განჰბრწყინდი საკჳრველად.

სიტყჳთა სიბრძნისაჲთა და საქმით მოღუაწებისაჲთა შემკობილი მასწავლელ უცთომელ ექმენ მხილველთა შენთა.

ყოველთა წადიერებაჲ შენდამი დაეც ქალაქსა შენსა, ქალწულო…

ღვთის-მშობლისაჲ:

ყოველთა წადიერებაჲ შენდამი დაეც ქალაქსა შენსა, ქალწულო, და მოულოდებელთა ძჳრთაგან განერების.

ლოცვათა მიერ საიდუმლოთა და მღჳძარებათა დატკბა სული…

წარდგომაჲ, ჴმაჲ დ

ლოცვათა მიერ საიდუმლოთა და მღჳძარებათა დატკბა სული შენი და კითხვითა წიგნთა ღმრთივ-სულიერთაჲთა, (სახელი), და სარწმუნოებითა და სასოებითა და სიყუარულითა; ამისთჳს მჴართა ზედა აღიღე ჯუარი ქრისტესი და შეუდეგ მას მოღუაწებითა ძლიერითა და ყოველნივე სივერაგენი გულისანი დაარღჳენ და ლმობიერად ჰღაღადებდი ღმრთისა მიმართ: ეჰა სიძეო სულთაო ყოვლად წმიდაო, შენ მომანიჭე მე ძალი და სიმტკიცე, რომელსა გაქუს აურაცხელი დიდი წყალობაჲ.

შენ ხარ ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ…

გალობაჲ დ, მესმასა ძლისპირი:

შენ ხარ ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყველისა ამბაკუმის თანა ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.

გუელი იგი მძჳნვარე და ვეშაპი მოჰკალ, რამეთუ უწინარეს ლოცვითა შეჰმუსრენ უკეთურისა მის მრავალსახენი საცთურნი და სიბოროტენი, ღირსო, და საღმრთოჲთა ძალითა, ჵ (სახელი), და მიეც იგი საჭმლად მჴეცთა და მფრინველთა და ქუეწარმავალთა და ადიდებდ და ჰმადლობდ ქრისტესა ღმერთსა.

ვაზ იქმენ ვენაჴისა მის ჭეშმარიტისა, (სახელი), ნეტარო, და გამოიხუენ ტევანნი სულიერნი სათნოებათანი, სავსენი ღჳნითა კურნებათაჲთა და მომწთოლვარენი სინანულისანი, რომელთა მიერ გუახარებ ჩუენ ბრძენო, ქებით მადიდებელთა შენთა, სწორო ანგელოზთაო დიდებულო.

შენ მხოლომან იტჳრთე ღმერთი წიაღითა, ყოველთა შემოქმედი…

ღვთის-მშობლისაჲ:

შენ მხოლომან იტჳრთე ღმერთი წიაღითა, ყოველთა შემოქმედი და არსთა არსებისა მიმნიჭებელი, რომელნი შეიყუარა ყოვლითა სულითა თჳსითა (სახელი), ღირსმან და დაეწინდა მას, ღვთის-მშობელო ქალწულო უბიწოო, სიხარულო ანგელოზთაო და ეშმაკთა წყლულებაო, საგალობელო.

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ…

სხუანი ძლისპირი:

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი

საწუთროჲსა დიდებისა პატივი დაუტევე, პატიოსანო, და პატივსა საუკუნესა უკუდავსა ღირს ექმენ მოღუაწებითა.

ბრწყინავენ უბრწყინვალეს მზისა მადლითა სავსენი სწავლანი შენნი, ღმერთი-შემოსილო (სახელი), და განანათლებენ დაბნელებულთა.

რაჲსათჳს განმიშორებ პირისაგან შენსა, ნათელო წარუვალო და…

გალობაჲ ე, ღამითგანსა ძლისპირი:

რაჲსათჳს განმიშორებ პირისაგან შენსა, ნათელო წარუვალო და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

შრომათა მარხვისაჲთა წმიდა ჰყავ სული შენი და მსგავს იქმენ უჴორცოთა და ჟამთა განგრძობითა პურისა ჴუმევასა განეშორე შენ, ნეტარო (სახელი), სძალო ქრისტეს ღმრთისაო, სადგურო სულისა წმიდისაო.

მტერი მკლველი ევაჲსი ფერჴითა შენითა შუენიერითა შეჰმუსრე (სახელი), რამეთუ არა თავს-იდევ დაფარვაჲ მათი ჴამლთაგან წესისა მისებრ მაღალთა მოღუაწეთაჲსა, დედათა გჳრგჳნო და სიქადულო.

ზეცისა მჴედრობათა უაღრეს გამოსჩნდი, სძალო, ჰშევ რაჲ…

ღვთის-მშობლისაჲ:

ზეცისა მჴედრობათა უაღრეს გამოსჩნდი, სძალო, ჰშევ რაჲ სიტყუაჲ მამისაჲ თანასწორი მისი და თანადაუსაბამოჲ, რომლისა ნათლითა განბრწყინდა ღმერთი-შემოსილი (სახელი), და არმური ვნებათაჲ განაბნია.

განგუანათლენ ჩუენ ნათლითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა…

სხუანი ძლისპირი:

განგუანათლენ ჩუენ ნათლითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ კაცთმოყუარე.

დაუვალსა მას მზესა საცნაურად ხედევდი, საღმრთოჲთა მცხინვარებითა მისითა მოღუაწებათა ელვითა ჰბრწყინევდ, (სახელი)

დედობრივითა ბუნებითა სიმჴნე მამათაჲ მოიგე მჴურვალებითა ქრისტეს სურვილისაჲთა, ღირსო, რამეთუ ცეცხლებრ ეგზებდე.

მადლთა წყაროსა აღმოუცენებს შენ მიერ ქრისტე და…

ღვთის-მშობლისაჲ:

მადლთა წყაროსა აღმოუცენებს შენ მიერ ქრისტე და მოჰრწყავს უხუებით, რომელნი მჴურვალედ გადიდებენ შენ, ღვთის-მშობელო ყოვლად წმიაო

მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ…

გალობაჲ ვ, ღაღად-ვყავსა ძლისპირი:

მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მიმართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

მოწყალე ყოფად ღმრთისა გსუროდა, ნეტარო (სახელი), და ზეთისა ჴუმევასა სიჩჩოჲთგან განეშორე განმხიარულებული წარმატებითა მოღუაწებისა შრომათაჲთა.

ქცევაჲ შენი ნათლითა სათნოებათაჲთა განშუენდა, ღირსო, და მიცვალებაჲ შენი ნიშებითა შეიმკო, რამეთუ განიოტნა სულნი ბოროტნი და ვნებათა არმური განაბნია.

მუცლად-იღე ქალწულო დამბადებელი საუკუნეთაჲ და გჳშევ ჴორციელად…

ღვთის-მშობლისაჲ:

მუცლად-იღე ქალწულო დამბადებელი საუკუნეთაჲ და გჳშევ ჴორციელად არსებით უხილავი და სძითა ზრდიდი მზრდელსა ცისკიდეთასა, ღმრთიმშობელო, ყოვლად ქებულო.

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ…

სხუანი ძლისპირი:

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომლისათჳს გიჴმობ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მიმართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

შეიყვარე უდაბნოჲ, ვა̅ პალატი სამეუფოჲ, და მას შინა მკჳდრ იქმენ, ნეტარო (სახელი), და სიმდიდრე ფრიადი სათნოებათაჲ შეიკრიბე მოღუაწებითა.

არა დაგტკბა შენ მწარე გემო საწუთროჲსა საშუებელთაჲ, არცა ნაყროვანებისა საჴუმილი განმლეველი, უმძაფრესი ცეცლისა შემჭამელისაჲ, სძლევდა გუამსა შენსა განჴმელსა.

იცნეს დაბადებულთა, ქალწულო, შენგან განკაცებული მეუფედ და…

ღვთის-მშობლისაჲ:

იცნეს დაბადებულთა, ქალწულო, შენგან განკაცებული მეუფედ და მაცხოვრად და შიშით განსცხრებოდეს და შენ თაყუანის-გცემდეს და იორდანე მხიარული შეიწყნარებდა.

სიყუარულისათჳს უფალისა-ღირსო (სახელი), სურვილი განსვენებისა მოიძულე და…

კონდაკი, ჴმაჲ ბ

სიყუარულისათჳს უფალისა-ღირსო (სახელი), სურვილი განსვენებისა მოიძულე და მარხვითა სული შენი განსწმიდე, არამედ მეოხებითა შენითა წინა-აღმდგომთა ზახებაჲ განაქარვე, რამეთუ ძლიერსა მტერსა სძლე.

ყრმათა ღვთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა…

გალობაჲ ზ, კურთხეულარსა ძლისპირი:

ყრმათა ღვთის-მსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროჲსასა და მით საჴუმილსა შეითხინეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

გონებაჲ ღვთის-მოყუარე გაქუნდა, ღირსო, და ჴორცითა ანგელოზთა მიემსგავსე წადიერებით ლოცვითა და მღჳძარებითა (სახელი), და ჰგალობდ ჴმატკბილად: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მიწაჲ შეხებული საფლავსა შენსა წმიდა ჰყოფს მორწმუნეთა, ღირსო დედაო და იოტებს ვნებათა და სენთა განსდევნის სარწმუნოებით მგალობელთაგან: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

იხილე ჭირი ჩემი, ღმრთისა დედაო, რომელი მომატყუა…

ღვთის-მშობლისაჲ:

იხილე ჭირი ჩემი, ღმრთისა დედაო, რომელი მომატყუა მე სიმრავლემან ბოროტთა ჩემთამან და მიჴსენ გეჰენიისაგან, რაჲთა მადლობით გიღაღადებდე: კურთხეულ არს, ქალწულო, ნაყოფი მუცლისა შენისაჲ

ქუეყანით იუდაჲსით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი…

სხუანი ძლისპირი:

ქუეყანით იუდაჲსით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი საჴუმილისაჲ მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

ცრემლთა ნაკადულითა და ოფლითა ღუაწლთაჲთა დაშრიტე შენ საჴუმილი წინადაუდგრომელი გულისთქუმათაჲ და მადლითა ფრთოვან ქმნული იტყოდე: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

მძლავრი ამპარტავანი, რომელსა ენება შთანთქმაჲ დაბადებულთაჲ დასთრგუნე, მეუფეო, ფერჴთა ქუეშე დედისა (სახელი)-თა და ვიტყჳთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

ცოდუათა უყისაგან განთავისუფლდეს კაცნი შობითა შენითა უბიწოჲთა…

ღვთის-მშობლისაჲ:

ცოდუათა უყისაგან განთავისუფლდეს კაცნი შობითა შენითა უბიწოჲთა, ქალწულო, და უხრწნელებაჲ საღმრთოჲ შეიმოსეს და იტყჳან: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხელ ხარ შენ.

შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწრომითა…

გალობაჲ ჱ, აკურთხევდითსა ძლისპირი:

შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწრომითა, რისხვითა; მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.

რომელნი შეეხებიან სამარხოსა ნაწილთა შენთასა, ნეტარო დედაო, მიიღებენ თხოვათა მათთა, რამეთუ მეუფემან გადიდა შენ საღმრთოჲთა დიდებითა და შეიწირნა წმიდანი შრომანი შენნი (სახელი), და ჰგალობდ: ყრმანი და მღდელნი უგალობდით ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე.

მოწყალებისა ზეთითა განაბრწყინვე სულისა შენისა ლამპარი, ბრძენო, და შეხუედ სასძლოსა ზეცათასა და ბრძენთა მათ ქალწულთა თანა იხარებ წინაშე ქრისტესსა, უკუდავისა მის სიძისა, ღმრთივ-სანატრელო (სახელი), და ჰგალობ: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუე

ხისა მიერი დაცემაჲ შენ მხოლომან განჰკურნე, ქალწულო…

ღვთის-მშობლისაჲ:

ხისა მიერი დაცემაჲ შენ მხოლომან განჰკურნე, ქალწულო, ჰშევ რაჲ უხრწნელად ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლად წმიდაო ღვთის-მშობელო ქალწულო, და რისხვეულნი და განბოროტებულნი კუალად-აგენ პირველსავე მას დიდებასა და ჴმობენ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლდებდით მას უკუე.

მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანი სახედ გამოაჩინა…

სხუანი ძლისპირი:

მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და ავამაღლებთ მას უკუე.

განაბრწყინვე ლაპარი სულიერი სიწმიდისა ზეთითა, (სახელი), და აღანთე ცეცხლითა მოღუაწებათაჲთა და შეხუედ სასძლოსა საუკუნესა და იშუებ მას შინა.

არა დაჰჴსნდი, სანატრელო დედაო, ურიცხუთა მათ შრომათა სიმძიმითა, არამედ უფროჲს და უმეტეს მოსწრაფე იყავ და უაღრესისა მოღუაწებისა ღუაწლთა დასძინებდ.

მამულისა დიდებისა ზიარი და არსებით თანამოსაყდრე მისი…

ღვთის-მშობლისაჲ:

მამულისა დიდებისა ზიარი და არსებით თანამოსაყდრე მისი თანამოდგამ იქმნა კაცთა არსებისა შენ მიერ, ქალწულო, ქრისტე ღმერთი ჩუენი და გუაცხოვნნა ჩუენ.

განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ…

გალობაჲ თ, ადიდებდითსა ძლისპირი:

განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს, ღვთის-მშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვა̅ ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

სიძისა უკუდავისა სიკეთითა შუებად გსუროდა, ბრძენო (სახელი), და ჰჴმობდ: სადა ჰმწყსი და სადა აძოებ სამწყსოთა შენთა? რამეთუ მსურის შენთა მათ ფრთეთა საგრილსა შუებად, უფალო, რაჲთა გადიდებდე შენ და სახიერებასა შენსა ვჰმადლობდე, კაცთმოყუარეო.

გაქუნდა გულისჴმისყოფაჲ სულიერი და სიმდაბლე და საღმრთოჲ სიმშჳდე და სიყუარული და სარწმუნოებაჲ და სასოებეჲ, ღამე ყოველი მღჳძარებაჲ და ლოცვაჲ და მარხვჲ სამარადისოჲ და სათნო-ეყავ ღმერთსა, ნეტარო (სახელი), და ჰბრწყინავ მის მიერ სამარადისოდ.

შემოკრებულ არს დღეს ერი მორწმუნეთაჲ დიდებად ღმრთისა, რომელმან ადიდა შენი ესე ყოვლად უბიწოჲ დღესასწაული, რომელსა შინა მომიჴსენენ მომჴსენებელი შენნი, წმიდაო, ვა̅ მდგომარე ხარ წინაშე სამებისა, სამგზის სანატრელო (სახელი).

მაცხოვნე მე, ღმერთო სახიერო, რომელი განჰკაცენ ქალწულისაგან…

ღვთის-მშობლისაჲ:

მაცხოვნე მე, ღმერთო სახიერო, რომელი განჰკაცენ ქალწულისაგან და შემგომად შობისა კუალად დაიცევ ქალწულად და რაჟამს შჯიდე საქმეთა ჩემთა, უგულებელს-ყვენ ცოდუანი ჩემნი და უშჯულოებანი, ვა̅ უცოდველმან და მოწყალემან და კაცთმოყვარემან.

რომელმან წინაჲსწარ მოასწავა შობაჲ უხრწნელად, მომცემელსა შჯულისასა…

სხუანი ძლისპირი:

რომელმან წინაჲსწარ მოასწავა შობაჲ უხრწნელად, მომცემელსა შჯულისასა მთასა ზედა სინასა, ცეცხლითა მაყულოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებდეთ

ფრთითა მოღუაწებისა და სიწმიდისა ეტლთა აჰმაღლდი, ღმერთი-შემოსილო, კამარათა ცისათა, რომელთა-იგი სურჳელ იყავ და იშუებ წინაშე სამებისა წმიდისა.

მოგჳჴსენენ შვილნი შენნი, სანატრელო დედაო (სახელი) დიდებულო, და გჳთხოვე ქრისტესგან მშჳდობით განსლვაჲ საწუთროჲსაგან და განრომად საფრჴეთა ბოროტისათა

შვილ ნათლის გამოგუაჩინენ ვედრებითა შენითა ქალწულო, რომელნი-ესე…

ღვთის-მშობლისაჲ:

შვილ ნათლის გამოგუაჩინენ ვედრებითა შენითა ქალწულო, რომელნი-ესე შენ, ბჭესა ზეცისასა და ღრუბელსა ნათლისასა, გიგალობთ და ჭეშმარიტად დედად ღმრთისად გქადაგებთ

(სახელი) ყოვლად ქებულსა მოვედით ყოველნი საღმრთოჲთა გალობითა…

გამოავლინე, ჴმაჲ ა

(სახელი) ყოვლად ქებულსა მოვედით ყოველნი საღმრთოჲთა გალობითა პატივს-ვსცემდეთ, რომელთა გსურის ჴსნაჲ თანანადებთაგან, რამეთუ წინაშე საყდართა მეუფისათა მდგომარე არს და ლმობიერად ევედრების, რაჲთა მოსცეს ცხორებაჲ, რომელნი სარწმუნოებით და სურვილით ღაღადებენ: ყოვლად მოწყალეო, მეოხებითა (სახელი)-სითა მოგუანიჭე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

სათნოებათა საუნჯესა ღმრთისასა, ყოვლად წმიდასა და შუენიერსა…

აქებდითსა ზედა, ჴმაჲ დ გუერდი, ჵ სასწაულნი ბ-გზის

სათნოებათა საუნჯესა ღმრთისასა, ყოვლად წმიდასა და შუენიერსა სადგურსა, (სახელი) ყოვლად ქებულსა სარწმუნოებით ვჰნატრიდეთ, რომელმან წარმავალნი შეურაცხ-ყუნა და წარუვალთა შუენიერებაჲ შეიტკბო და ნაცვლად მოიგო ღმრთისაგან გჳრგჳნი, დიდებაჲ და მარადის ევედრების მას სულთა ჩუენთათჳს.

ყოველი ბრწყინვალებაჲ სულისა შეიწყნარე, ნეტარო, და ელვარედ მოღუაწებითა ზეგარდამო მოიხუენ მადლნი კურნებათანი და სიმდიდრედ დაულევნელად მოგეცა სნეულთა და ჭირვეულთა ლხინებაჲ, ღირსო, და წყლულებათა მრავალ სახეთა განჰკურნებდი, დიდებულო და ყოვლად ქებულო (სახელი) გჳთხოვე ჩუენ წყალობაჲ.

ზრახვაჲ ჴორცთაჲ დაუმორჩილე სულსა, ღმერთი-შემოსილო, და მარხვითა და ლოცვითა, ტირილითა, მღჳძარებითა და ზედგომითა ჯუარს-ეცუ სოფლისა ვნებათა მისთა და საუკუნოჲ დიდებაჲ დაიმკჳდრე; ამისთჳსცა პატივს-გცემენ შენ ზეცათა გუნდნი და ყოველნი მორწმუნეთა ღმრთივ-მოწოდებული კრებული გადიდებს.

გემოთა და ვნებათა ბნელითა და წყუდიადითა დაბნელებული…

დიდებაჲ, ჴმა ბ მამისაგან

გემოთა და ვნებათა ბნელითა და წყუდიადითა დაბნელებული სული ჩემი ლოცვითა შენითა, დედაო, განასპეტაკე და მორწყე სინანულისა ცუარითა და წარმიძეღუ ხილვად ნათლისა საღმრთოჲსა, რაჲთა კეთილთა საქმეთა თავწარსხმული გამოვიღო და გნატრიდე შენ, მეოხსა ჩემსა მჴურვალესა, ნეტარო (სახელი)

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ

აწ და, ღვთის-მშობლისაჲ