გულანი
საცდელი · 1.37.0
საზიარო განგება მეფეთა 1 / 52ზეგარდამოჲთა ცჴებითა ცჴებულ იქმენ, (საჴელ), სულისა მიერ…

საზიარო განგება მეფეთა

თვენი საზიარო

თვენი საზიარო („საღვთისმსახურო წიგნები“) · დაახლ. 23 წთ

ზეგარდამოჲთა ცჴებითა ცჴებულ იქმენ, (საჴელ), სულისა მიერ…

მცირესა მწუჴრსა ზედა, დასდებელი, ხმაჲ ა.

ზეგარდამოჲთა ცჴებითა ცჴებულ იქმენ, (საჴელ), სულისა მიერ ღმრთისა, და მხედართ-მძღუან გამოცდილ იქმენ, დიდებულო, სიმრავლესა უღმრთოთასა ათითა რაჲ ასთა, და ასითა ბევრთა წარიქცევდი საჭურველითა ჯუარისაჲთა:

სიბრძნისა ტრფიალ იქმენ შენ ღმერთ-მთავრისა, ბრძენო, რაჟამს ჴედვაჲ საქმესა შეჰზავე წესიერად, უჴილავსა ჴედვასა რწმენითსა, წმიდაო, სიკეთითა პირად-პირადთა მოგებაჲ, რომლითა კეთილმსაჴურებისა წინამბრძოლ და შემწე უძლეველ გიწოდა საქმემან:

დღეს ხსენებასა წმიდასა და ერსკრებასა დიდისა მეფისასა იშუებს ერი მორმუნე, და ღმრთივგანბრძნობილითა მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ საჴარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოჴად სასო დაუცჴრომელად ღმრთისა მიმართ:

თვითმპყრობელობისა სკიპტრაჲ, დიდებულო, შეამკვე უსასყიდლოთა მიერ საღმრთოთა…

დიდებაჲ, ხმაჲ ბ

თვითმპყრობელობისა სკიპტრაჲ, დიდებულო, შეამკვე უსასყიდლოთა მიერ საღმრთოთა სათნოებათა, და გჳრგჳნი უსასყიდლო, სასქეტოთა კეთილებათა, და ჴრმალი მკუეთრი სიმჴნისაჲ შეირტყ, აღლესილი ქრისტეს მიერ საწმუნებითა, (საჴელ), არასადა მიმდრეკი შჯულისაგან უფლისა:

საჴლი მეფობისა ქართველთაჲსა განბრწყინდების შენ მიერ, (საჴელ)…

აწდაჲ, ღმრთისმშობლისაჲ. სტიქარონსა ზედა, დასდებელი, ხმაჲ ბ.

საჴლი მეფობისა ქართველთაჲსა განბრწყინდების შენ მიერ, (საჴელ), რამეთუ აქუ შენ შუამდგომელად ღმრთისა მიმართ დამცველად ყოვლისაგან ჭირისა:

საჴლმან საწინაჲსწარმეტყუელომან გაწარმოვა შენ, რომლითა თჳსებაჲ უფლისა…

მუხლი : ამისთჳს გცჴო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცჴებელი სიჴარულისაჲ.

საჴლმან საწინაჲსწარმეტყუელომან გაწარმოვა შენ, რომლითა თჳსებაჲ უფლისა წინაჲსწარმეტყუელთაჲ მოიგე, (საჴელ), რომლისა მიმართ მეოჴ გუეყავ შემსჴმელთა შენთა:

საჴლი დავითისი წარმატებად ვალს შენ მიერ, ღმრთისმშობელო…

დიდებაჲ, აწდაჲ, ღმრთისმშობლისაჲ.

საჴლი დავითისი წარმატებად ვალს შენ მიერ, ღმრთისმშობელო, რამეთუ ასულმან დავითისმან ჰშევ ჟამიერად ხორცითა, რომელი შვა მამამან უდედოდ:

ვითარითა-მე ქებისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსანვყოფდეთ მეფესა კეთილმოწმუნესა, დიდსა…

დიდსა მწუჴრსა ზედა ვგალობთ ნეტარ არს კაცსა, ა აღსავალსა. უფალო ღაღადვყავსა ზედა დასდებელი, ხმაჲ ბ.

ვითარითა-მე ქებისა გჳრგჳნითა გჳრგჳნოსანვყოფდეთ მეფესა კეთილმოწმუნესა, დიდსა შუენიერებასა, კლდესა განუკუეთელსა მართლისა სარწმუნოებისასა, სუეტსა შეურყეველსა მართლისა სარწმუნოებისასა, ანდამანტსა მტკიცესა მკუეთრსა ქრისტეს დიდებისა მბრძოლთასა, მანგალსა მფრინვალესა, განსაკრთომელისა საჴელისა ღმრთისა მგმობართა მიმართ (საჴელ-ს), გჳრგჳნსა მეფეთასა, რომელი ღირსად გჳრგჳნოსან ყო ქრისტემან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ:

ვითარითა-მე შესჴმისა ყუავილითა გჳრგჳნოსანვყოფდეთ (საჴელ-ს), რომელმან მებრ პირველისა მამისა თჳსისა (ეზეკიაჲსსა) დამდაბლებულმან წინაშე ღმრთისა ლოცვითა განწმედილითა მიიღო შეწევნაჲ ღმრთისამიერი ანგელოზისაჲ, დამცემელმან ასურასტანელისა ბილწისა გონებისამან, და დასცნა ბევრგზის ოთჴმეოცი ათასნი მტერნი სწიმიდისა ღმრთისათანი, შემმუსრველმან უნივთოჲსა რვალის-გუელისამან, და მოიღო ქრისტეს მიერ გჳრგჳნი ძლევისაჲ, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ:

ვითარითა-მე ძნობითა შევასჴმიდეთ (საჴელ-ს) შემმუსრველსა საკურთჴეველისა ბეთელისსა, რომელმან განამტკიცა არათუ აჩრდილებრი იგი საიდუმლოჲ მადლისაჲ, არამედ ჭეშმარიტი დოგმატი ჭეშმარიტებისაჲ, აღსპო ყოველი ბილწმოქალაქობაჲ, და შეამკო შვილნი ღმრთისანი მადლისა მიერ აღმოშობილნი ჴედვითა და საქმითა, დიდ არს ჭეშმარიტად დიდებულებაჲ მეფისა ამის და მრავალ-მადლიერ, რომელი ღირსად გჳრგჳნოსან ყო ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ:

ვითარითა-მე სიტყვიათა ყუავილითა გჳრგჳნოსანვყოფდეთ (საჴელ-ს), რომელმან მოიგო ძლიერებაი, არათუ კოწოლსა შინა თმათასა, არამედ ღმრთისა საჴესა შინა ყოვლად სულსა განწმედილსა, და ვერ სადამე სძლო მისსა ყოვლადწმიდისა სულისა ძლითსა ძლიერებასა გულისსიტყუამან ქუე-მზიდველმან, მომსვრელსა მას უფროჲს უმრავლესთა გეთელთა და ასკალონელთასა, მარადის მჴნესა, მარადის მჴედვარესა, და ტაძართა საძაგთა დამცემელსა, და მას შინა მომსპობელსა უცჴო-თესლთასა, რომელი არა მათ თანა მოისპო, გჳრგჳნოსანსა ქრისტეს მიერ, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ:

ჴსენებაჲ (საჴელი-სი) შეწყობასა შინაჲ საკუმეველისა თან-შეზავებული საქმითა…

დიდებაჲ, ჴმაჲ ვ.

ჴსენებაჲ (საჴელი-სი) შეწყობასა შინაჲ საკუმეველისა თან-შეზავებული საქმითა მემირონისაჲთა, ყოველთა პირთა შინა დღესასწაულის-მოყუარელთასა დატკბეს, ვითარცა თაფლი, რამეთუ ამან წარმართებულ ყო ერი მოქცევისა მიმართ, და აღიღო საძაგელებაჲ უშჯულოებისაჲ, წარმართა უფლისა მიმართ გული თჳსი, და დღეთა უღმრთოებისათა განაძლიერა კეთილმსაჴურებაჲ, შეამკო წესი სამღდელოჲსა მსაჴურებისაჲ და განმართნა განდრეკილებანი პირველნი, საფუძველითა წყებასა თანა ეკლესიათასა, იწყო წერილთა საღმრთოთა განმრავლებაჲ და ყოვლითურთ დიდებულ იქმნა, რომლისა აწ მდგომარე არს მაჴლობელ ოცდაოთჴთა მათ, გჳრგჳნოსანი წინაშე ღმრთისა და კრავისა დაუცჴრომელად ოჴად სამწყსოჲსა თჳსისა:

(იხ. 26 იანვრის მსახურება)

აწდაჲ, ღმრთისმშობლისაჲ. შესლვად, წარდგომაჲ დღისაჲ, და საკითჴავნი გ.

(იხ. 26 იანვრის მსახურება).

აღყვავილებამან ძირისაგან იესჱს კუერთჴისამან პატივ-სცა საიდუმლოდ ძირსა…

ლიტანიასა ზედა, დასდებელი ტაძრისაჲ, და წმიდისაჲ, ხმაჲ დ.

აღყვავილებამან ძირისაგან იესჱს კუერთჴისამან პატივ-სცა საიდუმლოდ ძირსა თჳსსა, ვითარმედ ბუნებითისა მისგან ფესჳსა რაჲ იმორჩნეს შუენიერ-ფურცელოვანნი რტონი მრავალ-ყუავილოვანნი, მაგრილობელად ერთა კეთილმსაჴურთა უმწუერვალესისა საიდუმლოჲსათა, რომელთა შორის ყოვლად-საჩინოჲსა მის ერთისა რტოჲსა (საჴელ) კეთილმსაჴურისა მეფისა წარმოდგა ერისკრებაჲ, რაჲთა იქებოდეს მორწმუნეთაგან ვითარცა თან-მენათესავე, და მონაჲ სარწმუნოჲ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲ:

ღმრთივშვენიერმან მან რტომან საწინაჲსწარმეტყველომან, მეფეო, წარგიმართა შენ მსგავსებად პირველთა მათ მშობელთა შენთა, რამეთუ სიმშჳდე დავითისი, და სიმართლით სლვაჲ წინაშე ღმრთისა ეზეკიაჲსი, ჴოლო გონებაჲ ყოვლად-განწმედილი იოსიაჲსი მოიგე ყოვლად-ბრძენო და ესენი კეთილმსაჴურითა დოგმატითა განაშუენენ, ჴოლო სკიპტრაჲ მეფობისაჲ დაიცევ უბიწოებით, მიმრთუმელმან მისდა, რომელ არს კუერთჴი განგებისაჲ და სუფევისა მაღლისაჲ, რომელსა ევედრე ცჴოვრებად და განათლებად სულთა ჩვენთა.

ეჰა დიდებულებასა განგებათა მათ ყოვლად-საჴიერისა ღმრთისათა, რამეთუ სოლომონს ყრმასა ათორმეტისა წლისასა განაბრძნობს უფროჲსად პირველთა მისთასა, და მის მიერ სათნო-იყოფს საჴლსა თჳსსა გებად და განწმედად, ჴოლო ყრამსაცა (საჴელ-ს) დათჴრილთა სიწმიდეთა განაჴლებად, მოსრვად მტერთა საჴელისა მისისათა, და ერისა კეთილმსაჴურისა ძღუნვად ეკლესიისა მიმართ პირმშოთასა, რომლისათჳს ვხმობდეთ: ოჴითა, მაცჴოვარ, ცჴებულისა შენისაჲთა, გუეც მადლი შენი ცჴორებად და განათლებად სულთა ჩუენთა.

(სახელ-ს) კეთილ-მორწმუნესა მეფესა, რომლისა საყდარი ვითარცა მზე განაბრწყინვა მზემან ნათელთა შემოქმედმან, განამტკიცა სკიპტრაჲ მეფობისა მისისაჲ შარავანდედმან მზისამან, მყის თანად განუშორებელ გამოკრთოლვილმან, ჴოლო სცჴო მჴოლოჲსა მისგან მზისა მიუაჴლებელისა გამომდინარემან ნათელმან; მოვედით ყოველნი და გჳრგჳნსა მას კეთილმსაჴურებითსა მეფობისასა შეუთჴზვიდეთ გჳრგჳნსა ქებისასა, რაჲთა ვითარცა ცჴოველი რაჲ სდევნიდა თელსთა ბოროტთა მაცჴოვარ-ყოფად ჩუენდა, მებრ აწცა ვითარცა მარად ცჴოველმან სდევნნეს იგინი ჩუენგან, და გჳთჴოვოს ქრისტეს მიმართ ცჴორებაჲ და განათლებაჲ სულთა ჩუენთაჲ.

თვითმპყრობელობისა სკიპტრაჲ, დიდებულო, შეამკვე უსასყიდლოთა მიერ საღმრთოთა…

დიდებაჲ, ხმაჲ ბ.

თვითმპყრობელობისა სკიპტრაჲ, დიდებულო, შეამკვე უსასყიდლოთა მიერ საღმრთოთა სათნოებათა, და გჳრგჳნი უსასყიდლო, სასქეტოთა კეთილებათა, და ხრმალი მკუეთრი სიმხნისაჲ შეირტყ, აღლესილი ქრისტეს მიერ საწმუნებითა, (საჴელ), არასადა მიმდრეკი შჯულისაგან უფლისა.

გიჴაროდენ, რომელმან წარჰმართენ ძლევანი ყოვლად-დიდებულნი საჭურველითა ცჴოველსმყოფელისა…

აწდაჲ, ღმრთისმშობლისაჲ. სტიქარონსა ზედა, დასდებელი, ხმაჲ ე.

გიჴაროდენ, რომელმან წარჰმართენ ძლევანი ყოვლად-დიდებულნი საჭურველითა ცჴოველსმყოფელისა ჯუარისათაჲთა, და განსწმიდე აღმოცენებულთა მიერ ეკალთა აგარაკი ქრისტჱსი, შეირტყ მაჴჳლი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, და მოსრენ ბანაკნი ცრუშჯულთანი, ხელთიდევ ლაჴურად სასოებაჲ ქრისტეს მიმართ შენისა, და განაპენ ათნი იგი თავნი გჳრგჳნოსანნი წერილნი გმობითა ღმრთისაჲთა, ვინაჲ კეთილმსაჴურებისა სიმტკიცეო, ქრისტესა ევედრე გარდამოვლინებად ჩუენდა მშჳდობაი და დიდი წყალობაჲ:

საჴლი მეფობისა ქართველთაჲსა განბრწყინდების შენ მიერ, (საჴელ)…

მუხლი : აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა; ვპოვე დავით, მონაჲ ჩემი, და საცჴებელი წმიდაჲ ჩემი ვსცჴე მას.

საჴლი მეფობისა ქართველთაჲსა განბრწყინდების შენ მიერ, (საჴელ), რამეთუ აქუ შენ შუამდგომელად ღმრთისა მიმართ დამცველად ყოვლისაგან ჭირისა:

გიჴაროდენ, (საჴელ), სუეტო კეთილმსაჴურებისა საიდუმლოჲსაო, რომელმან აღზავენ…

მუხლი : ამისთჳს გცჴო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცჴებელი სიჴარულისაჲ.

გიჴაროდენ, (საჴელ), სუეტო კეთილმსაჴურებისა საიდუმლოჲსაო, რომელმან აღზავენ კეთილმსაჴურებისა რწმუნვასა სიმხნე, ყოვლითურთ მცჴინვარე-ქმნილი, ცჴორებითა გონებისაჲთა, და გამოსჩნდი შენ მხედარ ქრისტესსა ყოვლად-უძლეველ, განმარგლე ყანობირი ეკალთაგან და კუროჲსთავთა, რომელი მოიყიდა სიჴლითა თჳსითა მეუფემან უკუდავმან, აღაშენენ დათჴრილნი ზღუდენი სიონისანი, და განააჴლე დაცვაჲ საღმრთოთა ბრძანებათაჲ, სჯიდი ვითარცა მეფე ქრისტეს-მოყვარე, სძლევდ მტერთა, ვითარცა რჩეული მხედარი ქრისტესი, ჴოლო მგლოვარებდ საღმრთოდ, არათუ ვითარცა მეფე ჭაბუკი, არამედ ვითარცა უდაბნოჲსმოყუარე, ქრისტესა ევედრე გარდამოვლინებად ჩუენდა მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ:

სიბრძნისმოყუარესა მეფესა და თჳთმპყრობელსა ქრისტჱსსა, (საჴელ-ს), ყოველსა…

დიდებაჲ, ხმაჲ გ.

სიბრძნისმოყუარესა მეფესა და თჳთმპყრობელსა ქრისტჱსსა, (საჴელ-ს), ყოველსა შინა უგამოცდილესსა მეგობარსა მისსა, რომელმან მოირტყნა წელნი თჳსნი სიმხნითა გონებისაჲთა და რომელთა ზედა დადგენილ იყო მიცემად საზრდელისა ჟამსა, მღჳძარედ დაადგრა მოსვლადმდე უფლისა, აღზავნა კეთილნი კეთილისა მიმართ, და შეძერწნ საქმენი ღმრთივშუენიერნი ჯაჭჳთა უგამოცდილესისა ოქროჲსაჲთა, და ყოვლითურთ ყოველსა შინა თჳთოეულებასა საღმრთოსა წესთასა ზიარ იქმნა, ამას ყოველნი შევასჴმიდეთ:

კურთჴევასა ზედა პურისასა, ტროპარი წმიდისაჲ, ბ გზის…

აწდაჲ, ღმრთისმშობლისაჲ.

კურთჴევასა ზედა პურისასა, ტროპარი წმიდისაჲ, ბ გზის. და ღმრთისმშობელო ქალწულო. ცისკრად, ღმერთი-უფალსა ზედა, ტროპარი წმიდისაჲ, ბ გზის, დიდებაჲ და აწდაჲ, ღმრთისმშობლისაჲ აღდგომისაჲ:

ქალწულისაგან არსებითა უზესთაესად შობილსა სიტყუასა კეთილმსაჴურებით მსაჴურებდ…

შემდგომად ა ფსალმუნებისა, წარდგომაჲ, ჴმაჲ გ.

ქალწულისაგან არსებითა უზესთაესად შობილსა სიტყუასა კეთილმსაჴურებით მსაჴურებდ, (საჴელ), მამისა თანა და სულისა განუყოფელსა ღმრთეებით, თანასწორად და თანაშემოქმედად ყოველთა ბუნებათა, ჴოლო განხორციელებულად და განზრქელებულად ვნებულად ჩუენთჳს, და სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველად, რომლისა მიმართ ოჴად ნუ დააცადებ სამწყსოჲსათჳს შენისა:

თანადაუსაბამომან სიტყუამან, რომელი დასაბამსა შინა არს ღმერთმთავარსა…

დიდებაჲ, აწდაჲ, იგივე. შემდგომად ბ ფსალმუნებისა, წარდგომაჲ, ჴმაჲ ე.

თანადაუსაბამომან სიტყუამან, რომელი დასაბამსა შინა არს ღმერთმთავარსა გონებასა განუშორებელად, ცისკროვან ყო გონებაჲ შენი ჴედვად დატევნისაებრ, მაღალთა საიდუმლოთა მისისა ქალწულისაგან შობისა გამოთქუმად დოგმატისა ყოვლად-წმიდისა, რომლისა მიმართ ევედრე შემსჴმეთა შენთათჳს:

განაცჴადენ, (საჴელ), დაფარულებანი საიდუმლოთა სიწლოთანი, ზეცით მობერვითა…

დიდებაჲ, აწდაჲ, იგივე. შემდგომად სადიდებელისა, წარდგომაჲ, ხმაჲ დ.

განაცჴადენ, (საჴელ), დაფარულებანი საიდუმლოთა სიწლოთანი, ზეცით მობერვითა ოჴრვითა ცეცჴლებრითა, რამეთუ გაქუნდა შენ მასწავლელ მათდა მზე შემოსილი იგი სძალი, მქონებელი ფრთეთა ორბისათა, რომელმან აღგიტაცა და დაგადგინა წინაშე საყდარსა ღმრთისა და კრავისასა:

აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა; ვპოვე დავით, მონაჲ…

დიდებაჲ, აწდაჲ, იგივე. აღსავალი ა, ხმაჲ დ წარდგომაჲ, ხმაჲ დ.

აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა; ვპოვე დავით, მონაჲ ჩემი, და საცჴებელი წმიდაჲ ჩემი ვსცჴე მას.

ამისთჳს გცჴო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცჴებელი…

მუხლი.

ამისთჳს გცჴო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცჴებელი სიჴარულისაჲ.

სიბრძნისმოყუარესა მეფესა და თჳთმპყრობელსა ქრისტჱსსა, (საჴელ-ს), ყოველსა…

სახარებაჲ იოანჱსი, თავი ი, მუხლი თ. ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი. დასასრული, მუხლი იზ, ერთ მწყემს. (ინ. 10, 9-17). შემდგომად ნ ფსალმუნისა, დასდებელი, ჴმაჲ გ.

სიბრძნისმოყუარესა მეფესა და თჳთმპყრობელსა ქრისტჱსსა, (საჴელ-ს), ყოველსა შინა უგამოცდილესსა მეგობარსა მისსა, რომელმან მოირტყნა წელნი თჳსნი სიმჴნითა გონებისაჲთა და რომელთა ზედა დადგენილ იყო მიცემად საზრდელისა ჟამსა, მღჳძარედ დაადგრა მოსვლადმდე უფლისა, აღზავნა კეთილნი კეთილისა მიმართ, და შეძერწნა საქმენი ღმრთივშუენიერნი ჯაჭჳთა უგამოცდილესისა ოქროჲსაჲთა, და ყოვლითურთ ყოველსა შინა თჳთოეულებასა საღმრთოსა წესთასა ზიარ იქმნა, ამას ყოველნი შევასჴმიდეთ:

(იხ. 26 იანვრის მსახურება)

კანონი ღმრთისმშობლისაჲ, ძლისპირითა.

(იხ. 26 იანვრის მსახურება).

ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ, და აღჭურვილნი…

კანონი მეფისაჲ, ჴმა ბ. გალობაჲ ა. ძლისპირი.

ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ, და აღჭურვილნი ძლიერად სპარაზენნი სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: უფალო დიდებულო, დიდებულ ჴარ:

გავალაკი ქმნილი სიბრძნისა მიერ თჳსად, დასდგ პალატსა შინა, ყოვლად განწმედილისა, მეფეო, გულსა შენსა წმიდასა, და შეცულ-ჰყავ ძლიერთაგან მრავალთა მიდმოებათა, მოძრავობათა წმიდათა გონებისათა:

უჴარის სიბრძნის-მოყუარეთა, (საჴელ), სიბრძნისა მომართ შენისა, რამეთუ შეიწყნარე შენ ცჴედარი სიბრძნისაჲ სარწმუნოებით შენ შორის უქცეველად, რომლითა, ნეტარო, გაქუნდა მმართებელად სიბრძნე ყოველსა შინა:

ლიბანით მოსრულისა სძლისა თჳსებაჲ, სანატრელო, რწყული წყლითა კეთილმსაჴურებისაჲთა, უფროჲსად აღზარდე ნაძუთა ლიბანისათა, საჩინოდ ყოველთადა, და კეთილთა საქმეთა ბაბილოთა მიერ შეჴუეულ ჰყავ, (საჴელ):

სულამიტელებრ განაშუენენ სლვანი მხედრობასა ზედა ქრისტჱსსა მტერთა მიმართ მისთა, დამამხობელმან მათმან, ჴოლო ოდესმე მშჳდობისა მაჴარებელად, იგი — ვითარ მხედარმან, და ესე — ვითარცა მოციქულმან ქრისტჱსმან:

აჰა სძალმან სულისა წმიდისამან მოისთლო მური და…

ღვთისმშობლისა

აჰა სძალმან სულისა წმიდისამან მოისთლო მური და ნელსაცჴებელი, და დამოსწუეთს თითთაგან მური მოკუდავთა ზედა ცჴოველ-ყოფად, ჴოლო ნელსაცჴებელი განხდად სუნმყრალობასა ცოდვათასა:

აღყუავილნა შროშნის საჴედ მოსლვითა შენითა, ქრისტე, რომელ…

გალობაჲ გ. ძლისპირი.

აღყუავილნა შროშნის საჴედ მოსლვითა შენითა, ქრისტე, რომელ არს ბერწი წარმართთაჲ ეკლესიაჲ, და იქმნა იგი შვილმრავალ, რომელსა შინა განაძლიერენ გულნი ჩუენნი:

ველნი და მთანი საქართველოჲსანი და კიდენი მდინარეთანი უცჴოთაგან ნათესავთა განსწმიდენ, (საჴელ), და ერსა რჩეულსა შესვლად გზა-ეც სჴუამან ისუ, მძღუანმან მჴედართამან:

საისრეთა და კაპარჭთა კეთილმსაჴურებისათა შთასჴენ კეთილთა საქმეთა ისარნი რჩეულნი, და გარდამცმელმან შჳლდსა სიბრძნისასა განგუმირენ თავნი მზაკუართანი:

ებრაელთა უცჴოთა მიერ ნათესავთა ძლეულნი, კოწოლთა შინაჲ ძალი იხსნიდა ოდესმე, გარნა ჩუენ, ერსა შენსა ღმრთის-საჴესა — გონებასა შენსა შინაჲ:

ბალაამისგან წინა-თქმულმან განგანათლა ვარსკულავმან იაკობისაგანმან, (საჴელ), ჴოლო მომღებმან ნათლისა მის, ჩუენ ბნელსა მსჴდომარენი განგუანათლენ სჴუა ჴატითა მოციქულებრითა:

იერობოამ დამბანაკებელმან წყაროსა არადისსა, უბრძანა აღწბაჲ წყლისა…

ღვთისმშობლისა

იერობოამ დამბანაკებელმან წყაროსა არადისსა, უბრძანა აღწბაჲ წყლისა მისგან, ნიშად სიმხნისა, გარნა უმხნესმან (საჴელ) — წყაროჲსაგან შეწევნისა შენისა, ღმრთისმშობელო.

ანგელოზთა მწყობრთა თანა განწესებულებ ანგელოზებრისა მსაჴურებისა ხორცთა…

წარდგომაჲ, ხმაჲ ა.

ანგელოზთა მწყობრთა თანა განწესებულებ ანგელოზებრისა მსაჴურებისა ხორცთა შინა მოგებითა, (საჴელ), რამეთუ გონებაჲ წმიდაჲ და გულისსტყუაჲ ყოვლად-უბიწოჲ მიართუ ღმერთსა, ჴოლო მიივლინე-ცა არაწმიდათა ზედა აღსპობად ანგელოზთაებრ, რომელთა თანა იჴარებ და განსცჴრები მოუკლებელად:

უსძლოო ღმრთისმშობელო ქალწულო წმიდაო, მჴოლოო მოწმუნეთა შუამდგომელო…

ბ გზის. დიდებაჲ, აწდაჲ, ღმრთისმშობლისაჲ.

უსძლოო ღმრთისმშობელო ქალწულო წმიდაო, მჴოლოო მოწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტისა გარემოდგომისა გჳხსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოებაჲ შენ ზედა დაგჳძს, და აცჴოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა:

მთისგან უხელოდ ლოდი გამოეკუეთე, ქრისტე, ქალწულისაგან დედისა…

გალობაჲ დ. ძლისპირი.

მთისგან უხელოდ ლოდი გამოეკუეთე, ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან რა გიჴილა, ღაღად-ყო: ხსნად ერისა შენისა მოჴუედ, დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო:

ქალაქსა არიილსა ებრძოლე სიბრძნით, (საჴელ), სადა-იგი მკჳდრობდეს იებოსელნი უნივთონი, ჴოლო ხორცითა მგრძნობითა სძლე სულისა ძალისა მიერ, დასასრულადმდე, დიდებულო:

მოაბსა თანა ოდესმე მჭამელთა ჴუარბლისათა ქართველთა მოიღეს რაჲ ნაცვალ და იატაკება რომლისა, გარნა შენ მიერ, (საჴელ), აზნაურებაჲ ორთავე ვნებათაგან ღირსად, საკჳრველო:

ნიჭითა სულისაჲთა მრავლითა განმსდიდრდი, (საჴელ): სიმხნისათა — ვითარ ისუ, სიბრძნისათა — სჴუა სოლომონ, ჴოლო სიტყჳთა — ღმრთისმეტყუელ, რომლითა საყუარელ სიტყჳსა, მდოგმატებელი ყოვლად-ჭეშმარიტი:

დიდ არს და ყოვლად-უცჴო, (საჴელ), მადლნი შენშორისნი, რომელნი დადვნა სულმან ყოვლისა მპყრობელისამან: მეფობაჲ სუბრძნის-მოყუარე, და მხედრობაჲ სიტყჳს-მოქმედი, არსთა მიმართ უგამოცდილესი:

აჴალშენ იქმნა შენ შორის, რომელი მთიებისა შვა…

ღვთისმშობლისა

აჴალშენ იქმნა შენ შორის, რომელი მთიებისა შვა უწინარეს, ღმრთისმშობელო, მამამან ყოვლადდაუსაბამომან, და მის მიერ დაამტკიცნა ცანი, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა მამისა მიერ:

დამხსნელი ბნელისა მის, წესთა მათ წერილისა, პირველისა…

გალობაჲ ე. ძლისპირი.

დამხსნელი ბნელისა მის, წესთა მათ წერილისა, პირველისა შჯულისათა და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშვა ქრისტე, და მიმიძღუა ჩვენ ნათლად ღმრთეებისა თჳსისა:

არსთა აგებულებაჲ შეარებულმან (საჴელ), მათ შორის განმსჯელმან მათმან, საზღვარსა და წარწერასა შინა შემოყვანილ ჰყავ თჳნიერ წმასნისა, შედგომითა მეთევზურთა ჭეშმარიტებისათა:

ვლიდი საშუალ გზასა სამეუფოსა მიუდრეკელ, და ერსა, შენდა რწმუნებულსა, უძღოდი მას ზედა სუეტითა ცეცჴლისაჲთა, რომელი მოიგე შენ შორის კჳდრად, რომელი არა შეგწუვიდა, არამედ უფროჲსღა მცჴინვარე გყოფდა:

იტყოდა ბრძენი ვინმე ჩემდა ოდესმე ბრძენთა მიერ ქმნილსა იგავსა: ნეტარ არსო ერი სიბრძნის მოყუარისა მეფისაჲ, რომლითა, (საჴელ), ინეტარების ერი შენი:

აჰა ქალწული მიდგომილი სულითა უფლისაჲთა, მშობელი ემმანუილისა…

ღვთისმშობლისა

აჰა ქალწული მიდგომილი სულითა უფლისაჲთა, მშობელი ემმანუილისა, მოვედით, მორწმუნენო, და სარწმუნოებით თაყუანის-ვსცეთ ყოველთა:

ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუჴარებით ყოველნი, ვითარცა-იგი იონა…

გალობაჲ ვ. ძლისპირი.

ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუჴარებით ყოველნი, ვითარცა-იგი იონა წინაჲსწარმეტყუელი: აღმომიყვანენ ღელვათაგან განმჴრწნელთა, მჴოლოო საჴიერო, გევედრებით:

იმკობის დღეს კრებული მეფეთა და მართალთა და მწყემსთაჲ, (საჴელ), რამეთუ ხსენებაჲ შენი ბრწყინვალედ დიდებულ ჰყოფს მათ, ვითარმედ, რაჲცა ღირს შესჴმად შენდა, მითვე იგინი შეჴმულ არიან:

თჳთმპყრობელობელობაჲ წარჰმართე ქრისტეს მიმართ, (საჴელ) სანატრელო, რამეთუ სამთავროსა თჳთმფლობელისა გონებისასა მორჩილ ჰყუენ გრძნობანი, და სკიპტრაჲ მეფობისაჲ განამტკიცე კეთილმსაჴურებისა მიერ მტკიცისა:

საჴლმან საწინაჲსწარმეტყუელომან გაწარმოვა შენ, რომლითა თჳსებაჲ უფლისა წინაჲსწარმეტყუელთაჲ მოიგე, (საჴელ), რომლისა მიმართ მეოჴ გუეყავ შემსჴმელთა შენთა:

დღეს ხსენებასა წმიდასა და ერსკრებასა დიდისა მეფისასა იშუებს ერი მორმუნე, და ღმრთივგანბრძნობილითა მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ საჴარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოჴად სასო დაუცჴრომელად ღმრთისა მიმართ:

მუცლადღებაჲ უმამაკაცოჲსა დედისაჲ და შობაჲ, სძალო, უჴრწნელად…

ღვთისმშობლისა

მუცლადღებაჲ უმამაკაცოჲსა დედისაჲ და შობაჲ, სძალო, უჴრწნელად, ჴოლო მაწოვნებლობაჲ ქალწულებით, ვის ესმა, რომელი მოგემადლა შენ ღმთისა მიერ.

ანგელოზნი თანამდგომ ყოველსა შინა მოიგენ, განმაშუენებელმან კეთილმსაჴურებისამან…

კონდაკი, მეფისა. და იკოსი.

ანგელოზნი თანამდგომ ყოველსა შინა მოიგენ, განმაშუენებელმან კეთილმსაჴურებისამან საქმეთა მიერ კეთილთა, ჴოლო გონებაჲ ანგელოზებრი თჳსებასა ანგელოზთასა შეაერთე, მარად მათ თანა სარკით მჴედუელმან პირველისა ნათლისამან, რომლისათჳს განკჳრვებული გიხმობ: გიჴაროდენ, ცნობაო მართლმადიდებლობითთა საიდუმლოთაო! გიჴაროდენ, ენაო ღმრთისმეტყუელებისა ნეკტართა აღმომადენო! გიჴაროდენ, საყჳრო ღმრთივ-დაბერვილო საშინელ-მქუჴარეო სასმენელთა შინა მწვალებელთასა! გიჴაროდენ, მეფეო ყოვლად-ბრძენო, ჯუარითა ქრისტესითა ჭურვილო! გიჴაროდენ, მხედარო უძლეველო წყობათა შინა სამმდგომთა უღმრთოთასა! გიჴაროდენ, აჴოვანო სულითა, და უაჴოვნესო გონებითა! გიჴაროდენ, ქართველთა მზეო მრავალ-მნათობო სპერასა ზედა მაცჴოვარებისა მათისასა! გიჴაროდენ, ძლევათა ბრწყინვალეთა აღმადგინებელო საჴელისათჳს ქრისტჱსისა! გიჴაროდენ, ყუავილო ყოვლად-შუენიერისა საწინაჲსწარმეტყუელოჲსა მტილისაო! გიჴაროდენ, კმაო მფარველო ჩუენო:

მაყვალი მოტყინარე, და სახუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული…

გალობაჲ ზ. ძლისპირი.

მაყვალი მოტყინარე, და სახუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცჴლი ღმრთეებისაჲ საშოსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთჴეულ ჴარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო:

ყრმათა მიმართ წარმართთასა, ყოვლად-უწყალოსა დავითს არასადა ეწყალვა ასულისა ბაბილოვნისა ჩჩჳლნი, რომელნი-იყი შეიპყრნა, კლდესა შეჴეთქებად უწყალოდ, რომლითა დაჰნატრა სიტყუამან საწინაჲსწარმეტყუელომან მგალობელსა: კურთჴეულ ჴარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:

ორ-ჴატ-საჴილველობაჲ და უგანცჴადებულეს მრავალ-გუარობაჲ, მადლთა შენ შორისებულთა, განაკჳრვებს გონებასა, (საჴელ), რამეთუ ვითარცა მძლე მტერთა ქრისტეს შენისათა და ვითარ სიტყუათა შინა მაღალ, და მგლოვარებასა შინა საღმრთოსა უგამოცდილეს სიბრძნის-მოყუარე გამოსჩნდი, მართ-მსაჯული ერისა რჩეულისაჲ:

ზეგარდამოჲთა ცჴებითა ცჴებულ იქმენ, (საჴელ), სულისა მიერ ღმრთისა, და მხედართ-მძღუან გამოცდილ იქმენ, დიდებულო, სიმრავლესა უღმრთოთასა ათითა რაჲ ასთა, და ასითა ბევრთა წარიქცევდი საჭურველითა ჯუარისაჲთა:

სიბრძნისა ტრფიალ იქმენ შენ ღმერთ-მთავრისა, ბრძენო, რაჟამს ჴედვაჲ საქმესა შეჰზავე წესიერად, უჴილავსა ჴედვასა რწმენითსა, წმიდაო, სიკეთითა პირად-პირადთა მოგებაჲ, რომლითა კეთილმსაჴურებისა წინამბრძოლ და შემწე უძლეველ გიწოდა საქმემან:

ველსა პირველ დეირისსა აღგზებულმან სახუმილმან მძაფრმან საღმრთოჲთა…

ღვთისმშობლისა

ველსა პირველ დეირისსა აღგზებულმან სახუმილმან მძაფრმან საღმრთოჲთა განგებითა მიუაჴლებელმან, შეწუვად ხორცთა ყრმათა უბიწოთამან, გამოსაჴა ჴატი უბიწოჲსა ქალწულებისა შენისაჲ, რამეთუ ცეცჴლმან ღმრთეებისამან დაიცვა იგი შეუწუველად, მოსლვითა ცუარისა სულისა წმიდისაჲთა, ღმრთისა სძალო:

სახუმილი იგი ცეცჴლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა…

გალობაჲ ჱ. ძლისპირი.

სახუმილი იგი ცეცჴლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისგან შეიწუვნეს, ჴოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთჴევდით საქმენი უფლისანი უფალსა:

ლამობდეს, (საჴელ), ცრუ-შჯულისმდებლობით, ძის-წულნი აგარისნი რაჲთა სამეფოჲ შენი, ერი წმიდაჲ სამეფოჲ სამღდელოჲ, ერად ბნელისა შინად გამოაჩინნეს, გარნა მაღალმან შენ მიერ ცუდ ყო განზრაჴვაჲ მათი:

არა ეც ძილი თუალთა შენთა, ღირსო, არცა ჰრული წამთა შენთა, რამეთ მარად იწურთიდი, ბრძენო, ვითარცა ებგური მხნე ბრძენი, ნუსადა დახსნილებისა მიერ, სისჴლი ერისა შენისაჲ მიგეხადოს მრწმუნებელისა მიერ, ყოვლად-საკჳრველო:

დასდეგ სახუმილავსა და განისტუანებდ სიბრძნით, ჴილვად და სმენად შენსა ბრძანებულისა, ჴოლო ტალანტთა, ბრძენო, არა დაჰფლვიდი ქუეყანასა, არამედ განამრავლებდ, რომლისათჳსცა შეჴვედ სიჴარულსა უფლისა შენისასა:

სკიპტრაჲ, ყოვლად-წმიდაო, თჳთმპყრობელობისაჲ წაჴნაგებულად ქვათაგან წმიდათა, კეთილმსაჴურებისა და კეთილთა საქმეთასა შეამკევ და ესრეთ ერსა შენსა სჯიდი, (საჴელ), მარად მართალი უფლისა მიმართ.

რომელმან სიტყუაჲ სიტყჳთა, ქალწულო, მთავარანგელოზისაჲთა შეიწყნარე, და…

ღვთისმშობლისა

რომელმან სიტყუაჲ სიტყჳთა, ქალწულო, მთავარანგელოზისაჲთა შეიწყნარე, და კაცი უსიტყუებისა ვნებათა მძჳნვარეთაგან იხსენ, ჩემნიცა უსიტყურნი ჩუეულებანი დაჰხსენ, და ბუნებითითა მსგავსებითა ძისა შენისაჲთა განმამდიდრე:

რომელმან ჰშევ მთიები მზისა უბრწყინვალესი ღმერთი ხორციელ-ქმნილი…

გალობაჲ თ. ძლისპირი.

რომელმან ჰშევ მთიები მზისა უბრწყინვალესი ღმერთი ხორციელ-ქმნილი, მოსრული ჩუენდა საშოჲსაგან შენისა, ხორციელად გამოგჳჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, სარწმუნოებით გადიდებთ შენ:

უცჴოთა მიერ და სჴუათა წყობილებითა სიტყუათაჲთა, საკჳრველებაჲ შენი შეჴმულ არს მრავლით ჟამით, (საჴელ) მჴნეო, დაღათუ ჰშუენოდა, რაჲთა სიტყუათაგან შენთა შესჴმულ იქმენ, უპირატესო სიტყუათა შენთა.

ლაღთა და კადნიერთა არასადა უძს ადგილი შენ თანა, რომლისათჳსცა ნუ იქმნების ჩემდა კადნიერებად თქუმანი ესე, მიითუალენ, ვითარცა მშობელმან, ბრგჳლ-მომზრაჴისა სიტყუანი, სანატრელო:

ჴარ ურცჴუენელ მეოჴ უფლისა მიმართ ძეთა შენთათჳს და ერისა შენისა, მარადის ხსენებულო, რომლისათჳს იოჴდ აღებად ჩუენგან უღელსა სატჳრთველსა ისმაიტელთასა, ცოდვათა ჩუენთათჳს მდებარესა:

აღმასრულებელნი ყოვლად-ბრწყინვალისა ხსენებისა შენისანი, (საჴელ), ოჴათა შენთა მადლთა მცჴინვარებითა ცისკროვან-გუყვენ ცნობითა და გონებითა, წმიდაო, და შეიწირენ ჩემნი შესჴმითნი სიტყუანი, ყოვლად-დიდებულო:

რომელმან ჰშევ შარავანდედი მზისა ღმერთ-მთავრისაჲ, რომელი მზემან…

ღვთისმშობლისა

რომელმან ჰშევ შარავანდედი მზისა ღმერთ-მთავრისაჲ, რომელი მზემან ღმერთმან, გამოაბრწყინვა, სძალო, განუკერძოებელად, მისდა ოჴად ნუ დასცჴრები, საკუთრად ღმრთისმშობლად აღმსარებელთა შენთა:

რომელმან ცისა სამყაროებრ შეამკევ სიმგრგულე სულისა შენისაჲ…

განმანათლებელი

რომელმან ცისა სამყაროებრ შეამკევ სიმგრგულე სულისა შენისაჲ, ვარსკულავთა მიერ დაუვალთა კეთილთა საქმეთათა, (საჴელ), მნათობო სოფლისაო, სიმტკიცეო ეკლესიისაო, მეოჴ გუეყავ შემსჴმელთა შენთა:

ჴატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა…

ბ გზის. დიდებაჲ და აწდაჲ, ღმრთისმშობლისაჲ.

ჴატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთჴიენ:

(საჴელ) ელვითა სულისა მადლისაჲთა: უმეცრებისა ღამეთა აცისკროვნებს…

აქებდითსა ზედა, დასდებელი, მუხლი ვ, ჴმაჲ დ.

(საჴელ) ელვითა სულისა მადლისაჲთა: უმეცრებისა ღამეთა აცისკროვნებს. დახსნილებასა სდევნის მცჴინვარებითა. მჴიარულისა სულისა, ვითარცა დიდ-სული ვინმე, ბრძენი, სიბრძნის მოყუარე:

უსწავლელობის შობილმან სილაღემან მოციქულებრსა სიბრძნისა მოგებასა შენსა, მეფეო, ვერ მიჴედნა ვერ-ოდეს. რომელი სულმან განავრცო ღმერთ-მთავარმან ცეცჴლებრითა მით გარდამოსვლითა შენდა:

ქუე-მდებარებაჲ არა ზიარებადი. ბუნებაჲ მსიტყჳ, არსებაჲ განუჭრელი. ნათელ მესამე ღმრთეებრ მხელმწიფებელი. დაუდგრომ ბიწთა არა ქუემდებარე. ზედ შემომყვანმან მზისა მსგავსებისამან:

წარს დიდი აქათ, უკეანედ უზომოდ. მზისა სრბისათა, დროთა სცვალებდი დღეთ. ღამისა მიმართ მზისა აღიცისკებდი. მწუჴრით უმწუჴროდ, ჟამით, გარეგან ჟამის. ტრფიალი სიბრძნით ნამდჳლ სატრფიალოსა.

რაჲ იჴილეთ, ერნო ტფილისისანო? – გკითჴავ, მითჴართ-ყე უწყებაჲ ჭეშმარიტი. ოდეს საძაგნი განიგავოდის თქუენგან. რაჲ იპყრა (საჴელ) ნიჩაბად სკორესა დიდსა? — იტყჳან: ელვა, ვერ შესაპყრობი ჴედვით:

თქუენცა სთქუთ, ბილწნო, სიმყრალისა ვერ მგრძნობნო. სკორესა შინა მომშთურისა მიერ მშთუარნო. ოდეს ძაძითა მგლოვარენი ჰრბიოდით მეფისა მიმართ სპარსთაჲსა მბავლებელნი, რაჲთ განმტკიცდით, უზომოდ შერყეულნი:

მითჴრეს მართალი აროდეს მეთქუთა მართლის. სპარსთა მეფემან…

დიდებაჲ, ხმაჲ იგივე.

მითჴრეს მართალი აროდეს მეთქუთა მართლის. სპარსთა მეფემან გუაშემწევა რაჲ მდიდრად. ოთჴ-გზის უმრავლეს სენაქერემის სპათა. მაგრა (საჴელ-ის) რაჲმცა გუექმნა ვნება. გარნა აღსპოლვაჲ, ყოვლად-განქრევაჲ ჩუენი:

ესენი შენმან, საკუთარმან მონამან. წარმართნა, სძალო, შენ…

აწდაჲ, ხმაჲ იგივე.

ესენი შენმან, საკუთარმან მონამან. წარმართნა, სძალო, შენ ძლით, ღმრთისა ყრმაო. სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთის. რამეთუ ამით ვიხსნენით გმობათაგან. ჴოლო ძედ დღისა ვიწოდენით, ქალწულო:

გალობაჲ გ და ვ

დიდებაჲ მაღალთაჲ გრძლად, და განტევებაჲ. ჟამისწირვასა ზედა: მომიჴსენენი

გალობაჲ გ და ვ.

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა. მუხლი. ამისთჳს…

წარდგომაჲ, ხმაჲ დ.

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა. მუხლი. ამისთჳს გცჴო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცჴებელი სიჴარულისაჲ.

თავი აგ, მუხლი ა: ძმანო, ყოველნი ხელმწიფებასა…

სამოციქულოჲ ჰრომაელთაჲ,

თავი აგ, მუხლი ა: ძმანო, ყოველნი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ. დასასრული, მუხლი ია, აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს.

უფალო, ძალითა შენითა იჴარებდეს მეფე, და მაცჴოვარებითა…

ალილუიაჲ, ხმა ა:

უფალო, ძალითა შენითა იჴარებდეს მეფე, და მაცჴოვარებითა შენითა იშვებდეს ფრიად. მუხლი: მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდე მისი.

თავი ი, მუხლი ა. ჰრქუა უფალმან მოსრულთა…

სახარებაჲ იოანჱსი

თავი ი, მუხლი ა. ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ. დასასრული, მუხლი ი, და საძოვარი ჰპოვოს.

(რომ. ცამეტი, ერთი-თერთმეტი; ინ. ათი, ერთი-ათი)

სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა…

განიცადე.

სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.