კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის…
კურთხევის დაწყების წინ გააღებენ ავტომანქანის ყველა კარს და სათავსოს, რათა მღვდელმან მოუკლებელად ასხუროს წმიდა წყალი მანქანის შიგნით ყოველ ადგილს, სათავსოს და საჭეს, ასევე ასხურებს გარედან ყოველ მხარეს. მღვდელმან:
კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
მგალობელთა:
ამინ!
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა…
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და…
მღვდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
მგალობელთა:
ამინ!
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა…
მღვდელი ფსალმუნის კითხვის დროს აკმევს მანქანას ირგვლივ (3-გზის). ფსალმუნი 90.
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრთხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთსაშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუადღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი მარჯვენით შენსა. ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თვალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთა და უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუ სადა წარსცე ქვასა ფერხი შენი, ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური…
ტროპარი:
გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური ანგელოზი აწ მოუვლინე მონათა შენთა მფარველად ვითარცა ოდესმე ტობიას, და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისაგან კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცველი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
ვითარცა ლუკას და კლეოპას თანა ემმაუს შინა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა ლუკას და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანამავალ ექმენ აწ მონათა ამათ შენთა მგზავრობასა შინა მანქანითა ამით, და იხსენ ესენი ყოვლისა ბოროტისა გარე-მოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
კვერექსი დიაკონმან:
შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
რომელი სლვათა კაცთასა წარმართებ, უფალო; მოიხილე მოწყალებით…
დიაკონმან:
რომელი სლვათა კაცთასა წარმართებ, უფალო; მოიხილე მოწყალებით მონათა შენთა ზედა (სახელები) და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი, აკურთხენ კეთილნი განზრახვანი მათნი, გამოსლვად და შესლვად თანა მავალობით წარმართენ, გულსმოდგინედ გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
რომელმან იოსებ მწუხარებისაგან ძმათა თვისთასა დიდებულად თავისუფალ…
დიაკონმან:
რომელმან იოსებ მწუხარებისაგან ძმათა თვისთასა დიდებულად თავისუფალ ჰყავ უფალო, და ეგვიპტედ წარუძეღუ მას, და კურთხევითა სახიერებისა შენისათა ყოველსა შინა ბედნიერ ჰყავ იგი, ეგრეთვე მონანიცა ესე შენნი, მანქანითა ამით მგზავრობისა და კეთილისა საქმისა მნებებელნი აკურთხენ, და სლვა და შრომანი მათნი უშფოთველად და კეთილად სლვიან-ჰყავ, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
რომელმან ისააკს და ტობიას თანა-მოგზაური ანგელოზი მიუვლინე…
დიაკონმან:
რომელმან ისააკს და ტობიას თანა-მოგზაური ანგელოზი მიუვლინე, და მით მოგზაურობა, და უკუნქცევა მათი მშვიდობიან და კეთილ-სლვიან ჰყავ: აწცა, ყოვლად სახიერო, ანგელოზი მშვიდობისა მონათა ამათ შენთა ჩვენ მიერ შენდა მვედრებელთა მოუვლინე, რათა დაადგინოს ესენი ყოველთა ზედა საქმესა კეთილსა, და იხსენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა გარე-მოდგომილთაგან, და რათამცა სიმრთელით და მშვიდობით, და კეთილ-მითვალულებით უკუმოიქცნენ სადიდებელად შენდა, გულს-მოდგინედ გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა…
მღვდელმან, ასამაღლებელი:
შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღვდელმან თქვას ლოცვა ესე:
– უფლისა მიმართ ვილოცოთ.
– უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელმან უბრძანე ნოეს ნებისმყოფელსა შენსა აღშენება კიდობნისა საცხოვრებელად ქვეყანისა და მრავალთა ხეთაგან სათნო იყავ ერთ ხედ ქმნა და სხვათა ნივთთაგან მოღებულთა ქვეყანისაგან შეთხზვა მისი, შენ უკვე მეუფეო ყოველთაო, სათნო იყავ უსულოთა ხეთა და სხვისა მის მასალისა მიერ მართვა და ძლიერითა ხელითა შენითა, ცხოვრება კაცთა ნათესავისა. თვით აწცა მეუფეო ავტომობილიცა ესე დაიცევ და მოეც ამას კეთილი ანგელოზი მშვიდობისა და რომელთა ნებავთ მით მგზავრობა და კეთილისა საქმისა ქმნა, დაიცევ, დაიფარე, აკურთხე, განაბრძვნე, კეთილგონიერ-ყავ, განამრავლენ საქმენი მათნი კეთილითა ნაყოფითა და ყოველი სიუხვე ზეციერისა და ქვეყნიერისა კურთხევისა შენისა მიმადლე მათ და მოეც კვალად თვისთა თანა მოსლვა, ვედრებითა ყოვლად უხრწნელისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთათა, წმიდისა დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა ხსენება იყოს) და ყოველთა წმიდათა შენთათა.
რამეთუ შენ ხარ საჭეთმმართველი და მაკურთხეველი ყოველთავე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა, მადლობასა და თაყვანის-ცემასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
იკურთხება ავტომობილი ესე სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა…
მღვდელი ასხურებს წმიდა წყალს მანქანის შიგნით ყოველ ადგილს და სათავსოს, შემდეგ გარედან ყოველ მხარეს და იტყვის:
იკურთხება ავტომობილი ესე სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა, მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ველის-მოქმედებათა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნულნი უხმარნი მონანი…
აკურთხოს მღვდელმან საკიდი ჯვარი მანქანისთვის და მისცეს მათ.
ველის-მოქმედებათა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნულნი უხმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მომართ მოვივლტით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ, ვითარცა კეთილის-მყოფელსა და შემოქმედსა, დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად-მოწყალე.
სიბრძნით
დიაკონმან:
სიბრძნით.
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ
მღვდელმან:
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად…
მგალობელთა:
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება…
მღვდელმან:
დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
მგალობელთა:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა…
მღვდელმან, ჩამოლოცვა:
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).