გულანი
საცდელი · 1.11.1
დანართი 1 / 164თუ სულთმობრძავთან ვერ ხერხდება მღვდელმსახურის მიყვანა, ერისკაცს…

დანართი

კურთხევანი

orthodoxy.ge · დაახლ. 105 წთ

თუ სულთმობრძავთან ვერ ხერხდება მღვდელმსახურის მიყვანა, ერისკაცს…

თუ სულთმობრძავთან ვერ ხერხდება მღვდელმსახურის მიყვანა, ერისკაცს (როგორც მამაკაცს, ასევე - ქალს) შეუძლია ამ ლოცვის წაკითხვა მისთვის:

სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. ამინ.

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა;საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის, და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-ჯერ და მცირე მეტანია 3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისათვის შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრაცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (12-ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა (მეტანია). მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა (მეტანია). მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა (მეტანია).

ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა…

ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი…

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთით ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩენმი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნაბაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და…

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ძლისპირი: უკულეველად ზღუაჲ წიაღვლო ისრაილმან, ვითარ ვრცელი…

ძლისპირი: უკულეველად ზღუაჲ წიაღვლო ისრაილმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთაგან და ძლევისა გალობასა ღმერთსა უგალობდა.

მოვედით და შემოკერბით აწ ყოველნი, მყოფნი სოფელსა შინა, და ჰგოდებდით თქუენ სულსა ჩემსა უცხო-ქმნილსა ღმრთისაგან, რომელმან ვჰმონე მოსწრაფებით ეშმაკთა ბილწთა.

ცხორებისა ჩემისა ამის აწ ჟამნი განჰქარდეს, ვითარცა რა კუამლი და წარჰხდეს და ანგელოზნი ღმრთისამიერნი ეძიებენ სულსა ჩემსა უწყალოდ წარმყუანებელნი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აჰა ესერა მოიწივნეს უკეთურთა ეშმაკთა სიმრავლენი, და უპყრიეს მათ ჩემთა ცოდვათა წერილნი და ჰჴმობენ ფრიად, და ეძიებენ ურცხჳნოდ გლახაკსა სულსა ჩემსა.

აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ვისსა მიმართ ღაღად-ვყო საწყალობელმან ანუ ვინმე ისმინოს ტირილით სულთქუმაჲ ჩემი, არამედ შენ, წმიდამან ქალწულმან, სასომან ქრისტიანეთამან და ყოველთა ჩემებრ საწყალობელთამან.

ძლისპირი: არავინ არს წმიდა შენებრ უფალო, ღმერთო…

ძლისპირი: არავინ არს წმიდა შენებრ უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტეანეთაჲ. დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ჵ მეგობარნო ჩემნო საყუარელნო, რაჲსათჳს არა იგლოვთ აწ ჩემზედა, და რასა არა ჰგოდებთ? ესერა უცხო-ვიქმნები ღმრთისაგან და თქუენთანა ცხორებისაგან.

საყუარელნო ძმანო ჩემნო, იხილენით საქმენი ჩემნი, რომელთა ჰსწონენ სასწორითა ეშმაკნი და ევედრენით ღმერთსა, რაჲთა მიჴსნას და მოწყალე მექმნას მე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოიჴსენეთ სიყუარული ჩემი, ჵ საყუარელნო ძმანო, და ევედრენით ქრისტესა, რაჲთა შემიწყალოს მე, რომელი-ესე წარვალ საწყალობელად, სოფლისა ამის ტანჯვად.

აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოჰყავ ჩემდა ყური შენი, ჵ დედაო ღმრთისაო, და ისმინე სულთქუმაჲ ჩუენი ჟამსა ამას ჭირისასა, აღმიპყარ ჴელი შენი და მიჴსენ შეძრწუნებული ესე მწარედ.

ძლისპირი: ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა…

ძლისპირი: ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყჳს ეკლესიაჲ და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით საღმრთოჲთა მით სიხარულითა.

ვაიმე ცოდვილსა ამას, ვაიმე უბადრუკსა და საწყალობელსა, რამეთუ ჴელთა განვმარტებ და ცრემლით ვხადი მეგობართა ჩემთა შეწევნად და ვერარას შემძლებელ არიან.

ზარტეხილ-ვიქმენ ფრიად სიკუდილისა ჟამსა, ვჰხედავ ანგელოზთა ნათლისათა, ვედრებით ვღაღადებ მცირედ ჟამს სოფელსა ცხორებად და არა ისმენენ ჩემსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰგოდებდით აწ ჩემთჳს და იგლოვდით სიმრავლე ანგელოზთა და კაცთა და ყოველნი ღმრთის მოყუარენი ერნი, რამეთუ უწყალოდ სული ჴორცთაგან განმეშორების.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

აწ შემეწიე მე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, სულსა უსასოქმნილსა და შენისა მოწყალებისა ხოლო მხედვარსა, რაჲთა არა მსწრაფლ ბოროტთა ეშმაკთა წარმიტაცონ.

ძლისპირი: ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა…

ძლისპირი: ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით, განანათლენ, რაჲთა გიცნან შენ ღმერთი მხოლოჲ, განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

ნათელი მოჰფინე ჩემ ზედა, რაჲთა მცირედ ჟამ ვიხილო ბრწყინვალებაჲ, და ესე არღარა შევისმინო, რამეთუ სიმრავლემან ეშმაკთამან ჴელთ-იდვა, და ბოროტთა საქმეთა ჩემთა ბნელმან დამფარა მე.

სცხონდით და მშჳდობით იყვენით, საყუარელნო მეგობარნო, რად უწყალოდ გამოჩნდით ჩემ ზედა, რამეთუ მა-თუმცა-გეყოთ ჩემთჳს ღმრთისა მიმართ ერთობით, ჴსნილმცა ვიყავ ბნელისა მისგან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდებულ იყავ მთავარო ანგელოზთაო მიქაელ, რამეთუ არღარა ვჰჴადოდე სახელსა შენსა შემწედ ჩემდა, რამეთუ დადუმნეს ბაგენი ჩემნი და თუალთა ჩემთა ნათელი თჳსი მოაკლდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

შენცა, უხრწნელო დედოფალო, დედაო ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო, იდიდებოდე გამოუთქუმელად, ხოლო მე არღარა ძალმიძს ხილვად ხატი შენი, რამეთუ დამფარა ბნელმან, და დაშრტა ნათელი ჩემი.

ძლისპირი: სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაჲთა…

ძლისპირი: სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაჲთა, საშინელად დამნთქავს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდელად და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიჴსენ მე, მრავალმოწყალე.

მოჰყავთ აწ ყური თქუენი, ძმანო ჩემნო, ჩემდამო და გულსმოდგინედ ისმინეთ საწყალობელი ჴმაჲ სიტყუათა ჩემთაჲ, და ევედრენით ღმერთსა, ჵ მე, საწყალობელისა მეგობრისათჳს.

აჰა აწ განიყოფჳს სალმობით ცხორებაჲ ჩემი და სული ჩემი გუამისაგან ჩემისა. ნუ დამფლავთ ქუეყანასა შინა, რაჲთა არა ღირს-ვარ, არამედ განაგდეთ იგი გარე, რაჲთა შესჭამონ იგი ძაღლთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რაჲსარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ სული ჩემი ჯოჯოხეთს იტანჯებოდეს და გუამი პატივით თქუენგან შეიმურვოდეს. აცადეთ იგი, რაჲთა ძაღლთა და მფრინველთა განბძარონ უწყალოებით. აწ და მარადის ად უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თქუენ თანაწარმავალნო, იხილნეთ რაჲ ჴორცნი ჩემნი ძაღლთა მიერ შეჭმულნი, ლმობიერ იქმნენით და ჴმა-ჰყავთ: დედოფალო, შემწე-ეყავნ სულსა გუამისა ამისსა წინაშე ძისა შენისა.

ძლისპირი: ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოზმან…

ძლისპირი: ყრმათა მათ წმიდათა, საჴუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობაჲ და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აჰა ესერა ხილვით განაშორეს და განიყუანეს სული ჩემი გუამით და მიიყუანენ მსაჯულისა საშინელისა და შესაძრწუნებელისა, მოიჴსენეთ სიყუარული ჩემი და ჰგოდებდით ჩემთჳს.

შემიწყალეთ მე, ანგელოზნო წმიდანო ღმრთისა მაღლისანო, და მიჴსენით ჰაერის-მცველთაგან უწყალოთა, რომელი-ესე არა მაქუს კეთილი საქმე, რომელი შეედვა ერთ-კერძო სასწორსა საქმეთა ჩემთასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ოდეს წარმოსდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა, ანგელოზნო, მოიდრიკენით მუჴლნი და მითხოვეთ მისგან შენდობაჲ, რაჲთა მიჴსნეს ქუესკნელისაგან, და არა სრულიად დამივიწყოს ქმნილნი ჴელთა მისთაჲ.

აწ და მარადის ადა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

შეუვრდით, წმიდანო ანგელოზნო, დედასა ნათლისასა და ითხოვეთ, რაჲთა ევედროს ლმობიერად ჩუენთჳს ძესა თჳსსა, მოწყალეყოფად ჩემ ზედა უსასოქმნილსა და კუალად შემიწყალოს მე ტკბილმან უფალმან.

ძლისპირი: საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა აცურევდი და…

ძლისპირი: საჴუმილით სამთა ყრმათა ცუარსა აცურევდი და წყალთაგან დასწუენ ელიას საკუერთხნი, რამეთუ ნებაჲ შენი, ქრისტე, მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

მიგლოვდით მეკიდენი ქუეყანისანი და ჩემ ზედა აწ საწყალობელად ჰსცრემლოოდეთ, რამეთუ მოვიდა მაღლით სასტიკი განჩინებაჲ, რაჲთა შემკრან ჴელით და ფერჴით და განმაგდონ ბნელსა.

უღონო ყოველთაგან, ვღაღადებ შენდამი საწუთოსა შინა მცველო ჩემო ანგელოზო, იხილე მწარე და საუკუნოჲ დასჯაჲ ჩემი და ნუ დასცხრები ოხად ჩემთჳს წინაშე უფლისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვინაითგან ვიქმენ მე მიცემულ ეშმაკისა ჴელთა და უფსკრულად ჯოჯოხეთისა შთაგდებად, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ ყოველთა დამივიწყონ სრულიად, შენ მომიჴსენე, ჵ ანგელოზო ქრისტეს ღმრთისაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჵ დედაო ღმრთისაო, რაჲსათჳს დამივიწყებ მე, რაჲსათჳს არა მოსდრიკე წყალობად ძე შენი, რომელმან დასთხია სისხლი უხრწნელი ჩუენთჳს? ვაიმე, ვითარმედ ცოდვილი ესე განვვარდი მისგან.

ძლისპირი: ღმრთისა ხილვაჲ შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა…

ძლისპირი: ღმრთისა ხილვაჲ შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუაჲ ჴორციელქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

არღარაოდეს ჴმა-ვჰყო მე ღმრთისა მიმართ ვედრებით, არცა ჯოჯოხეთს შინა მოვიჴსენო მე ღმერთი, გარნა ბნელსა შინა დაფლული მოველოდე აღდგომასა მკუდართასა, რაჲთა განვისაჯო და ცეცხლსა მივეცე უკუნითი უკუნისამდე ტანჯვად.

ღმერთმან სრულიად დამივიწყოს და არღარა მომიხსენონ - არცა სიმრავლემან ანგელოზთამან, არცა მწყობრმან წმიდათა მოციქულთა, მარტჳლთა და მართალთამან, არამედ მე მხოლომან მოვისთულო საქმეთა ჩემთა ნაყოფი მართალი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მიგლოვდით მე და მგოდებდით, ქუესკნელი, ჯოჯოხეთი, უფსკრული, მატლი და ტარტაროზი ბოროტთა ყოველთა სატანჯველთა სასტიკებანი, რამეთუ მე მხოლოჲ ვარ შორის ქრისტეანეთა, მიცემული ტანჯვათა სასტიკთა უწყალოდ.

აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმრთისა დედაო, მოხედენ უფსკრულსა მას წყუდიადისასა და იხილენ სულნი მას შინა ტანჯულნი და ლმობიერად ევედრე ძესა შენსა, მოწყალეყოფად მათთჳს, რომელთათჳს დასთხია სისხლი თჳსი წმიდაჲ, რაჲთა იჴსნნეს იგინი მტერისაგან.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

აუცილებელია ყოველი ადამიანი მოინათლოს ეკლესიური წესით და…

აუცილებელია ყოველი ადამიანი მოინათლოს ეკლესიური წესით და სამღვდელო სასულიერო პირის მიერ, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ადგილმდებარეობის მიზეზით, ან სიჩქარის გამო არ ხერხდებოდეს მომაკვდავისათვის მღვდლის მოყვანა და მომაკვდავი ითხოვს, ან ჩვენს შეკითხვაზე თანახმაა, რომ მოინათლოს, მაშინ შესაძლებელია და აუცილებელიც, რომ მომაკვდავთან მყოფმა საერო ადამიანმა, ნებისმიერი ასაკის კაცმა ან ქალმა (მხოლოდ მონათლულმა) დაეხმაროს და მონათლოს მომაკვდავი, რომელიმე წმიდანის სახელის დარქმევით და ნათლობის შემდეგი ფორმულის დაცვით:

ნათელს იღებს მონა ღვთისა (ან მხევალი) სახელითა მამისათა (დავასხამთ თავზე წყალს) ამინ. და ძისათა, (დავასხამთ თავზე წყალს) ამინ. და სულისა წმიდისათა, (დავასხამთ თავზე წყალს) ამინ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შესაძლებელია აგონიაში მყოფი მომაკვდავიც მოინათლოს, თუ კი გვსმენია, რომ მას ჰქონდა სურვილი ნათლობისა.

ასეთი ნათლობის შემდეგ, თუ მომაკვდავი გარდაიცვალა ის ითვლება მონათლულად, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში აუცილებელია მღვდელმა დაასრულოს ნათლობის წესი.

ხშირად ჩვენს თვალწინ იღუპებიან მოუნათლავი ადამიანები და არ ვიცით უმთავრესად რითი დავეხმაროთ. ზემოთხსენებული ცოდნისა და გულისხმიერების საფუძველზე კი მრავალი ადამიანი შეიძლება აშორდეს მარადიულ სატანჯველს. ჩვენ კი მომაკვდავის დახმარება დიდ სიკეთეში ჩაგვეთვლება.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის) .

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო; ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო; ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩვენ, ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად–ვჰყოთ სიღრმით გულისათ. ჰოი, დედუფალო, წყალობით შემწე მეყავნ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ მეწიენ ჩუენ, რამეთუ წარვსწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ნუ გარე მიმაქცევ მონათა შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღმრთსა ჩუენისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე)

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ქვეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან…

ქვეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

გარემოცული მრავალთა განსაცდელთაგან, შენდამი მოვივლტი, ჰოი, დედუფალო, და ვითხოვ წყალობასა, ჭირთა და ურვათაგან მიხსენ მე, მხსნელო და მაცხოვარო განწირულთაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

შემაშფოთებენ მე ვნებათა კვეთებანი, და მრავლითა ურვითა აღავსებენ სულსა ჩემსა, მშვიდობა ყუდრო მომმადლე, სძალო, ძისა და ღმრთისა შენისა ვედრებითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმრთისა მაცხოვრისა მშობელო ქალწულო, შენგან ვითხოვ მე ჭირთაგან განთავისუფლებასა, და სულსა და გონებასა ჩემსა შენდა მომართ აღვიპყრობ, საგალობელო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭირთა შინა და განსაცდელთა შეყენებული, მოხედვასა შენსა და ზრუნვასა ღირსმყავ, ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერისა ღმრთისა მშობელმან, სახიერმან და მოწყალემან.

შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო…

შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

სასოდ და სიქადულად, და მფარველად ცხოვრებისა ჩემისა, და მხსნელად და ზღუდედ შენ გიცნობთ, ღმრთისმშობელო, ყოვლად-უბიწოო, შენ მექმენ წინამძღვარ, და ნავთსადგურად საღმრთოდ კეთილთა მიზეზო, და მორწმუნეთა სიმტკიცეო, მხოლოო ყოვლად დიდებულო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

გევედრები ქალწულო, აღძვრა სულიერი, და გრიგალი დახსენ მწუხარებისა ჩემისა, რამეთუ შევ შენ, ღმრთისა სძალო, დასაბამი მყუდროებისა ქრისტე, მხოლოო ყოვლადწმიდაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქველისმოქმედი ღმერთი და მიზეზი ყოველთა კეთილთა გვიშევ, ამისთვის გევედრებით, მოგვმადლე, სძალო, სიმრავლე კეთილთა, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მშობელსა ქრისტეს ღმრთისასა, რომელი იგი არს ძლიერი ძალითა, მხოლოო ღმრთივსანატრელო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფიცხელთა სალმობათა, და ვნებათაგან ბოროტთა განვიცდები, შენ შემეწიე ქალწულო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რამეთუ საუნჯედ ყოველთა კეთილთა და კურნებათა უკურნებელთა სალმობათასა შენ გიცნობთ კრებულნი მორწმუნეთანი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.

მეოხო მხურვალეო და ზღუდეო უბრძოლველო, წყაროო მოწყალებისა…

მეოხო მხურვალეო და ზღუდეო უბრძოლველო, წყაროო მოწყალებისა და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, ვედრებით ვჰხმობთ შენდა მომართ, მსვად მეწიენ ჩუენ, დედუფალო ღმრთისმშობელო, და გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან, მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღწვი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.

მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ…

მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღვთაება შენი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

ვნებათა ჩემთა აღძრვანი, და ღელვანი ცოდვათა და ბრალთა ჩემთანი, დააყუდენ სძალო წმიდაო, რომელმან შევ ღმერთი ყოვლადძლიერი.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

მოწყალებისა უფსკრული მომანიჭე მვედრებელსა ამას შენსა, რომელმან შევ ღმერთი მოწყალე და მხსნელი ყოველთა შემსხმელთა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელთა მოგვიგიე შენ სასოდ და სიმტკიცედ და ზღუდედ შეუძრველად ჭირთაგან განვთავისუფლდებით, ჰოი, საგალობელო ღმრთისა დედაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სალმობისა სარეცელსა, და ურვისა ცხედარსა ზედა მდებარესა, ვითარცა ხარ მრავალმოწყალე, შემეწიე, სძალო, და აღმადგინე.

განგვანათლენ ჩვენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა…

განგვანათლენ ჩვენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობა შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარეო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

აღავსე, სძალო, სიხარულითა ცხოვრებაჲ ჩუენი, და საღმრთო მხიარულება საუკუნო მოგვანიჭე ჩუენ, მშობელო სიხარულისაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

გივხსენ ჭირთაგან, ღმრთის-მშობელო, რომელმან გვიშევ ნათელი საუკუნო, და მშვიდობა უზესთაესი, ყოველთა გონებათა, ქრისტე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დახსენ ალმური ცოდვათა ჩემთა, ღმრთისმშობელო, ნათლითა ბრწყინვალებითა შენთათა, რომელმან გვიშევ ნათელი პირველ საუკუნეთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განკურნე, სძალო, ვნებთა ჩემთა სნეულება, და ღირს მყავ მოხედვასა შენსა, და მომანიჭე მე სიმართლე ვედრებითა შენითა.

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ…

მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ. მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ. ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

სიკვდილისა ხრწნილება დახსნა ჩუენთვის სიკვდილითა ღმერთმან, მას ევედრე, ქალწულო, რათა ხრწნილებისაგან იხსნას ბუნებაჲ ჩემი და ვნებათაგან ეშმაკთასა განარინოს.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

წინამძღვრად ცხოვრებისა ჩემისა გიცი, ღმრთისა დედაო, განსაცდელთა დამხსნელად და მტერთა შემმუსრველად, და ვნებათა და ჭირთა მაოტებელად, სასოო განწირულთაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სულთა ჩვენთა მაცხოვრად და ზღუდედ, და შესავედრებელად, სივრცედ ურვათა შინა მოგიგებთ, ღმრთისმშობელო, და ნათლითა შენითა განათლებულნი ვიხსნებით ყოველთა ჭირთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სნეული მდებარე ვარ ცხედარსა ზედა სალმობათასა, და არა არს კურნება ხორცთა და ძვალთა ჩემთა, ქალწულო, რომელმან შევ მკურნალი სენთა, აღმადგინე ხრწნილებისაგან.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ) .

სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო…

სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა ვითარცა სახიერ ხარ, და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.

მათ დღეთა შინა, აღჰსდგა მარიამ და წარვიდა…

მათ დღეთა შინა, აღჰსდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდასსა, და შევიდა სახლსა ზაქარიასსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო, ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვა მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა, და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ჰყო ხმითა დიდითა და ჰსთქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისა ჩემდა; რამეთუ აჰა ესერა, ვითარცა იყო ხმა მოკითხვისა შენისა ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმა ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულება თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და ჰსთქუა მარიამ:

ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. (იგივე)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

ნუ მიმანდობს კაცობრივსა განზრახვასა, ყოვლადწმიდაო დედუფალო, და…

ნუ მიმანდობს კაცობრივსა განზრახვასა, ყოვლადწმიდაო დედუფალო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხგვეყავ და გვაცხოვნენ ჭირვეულნი, რამეთუ შემწე ხარ ყოვლად ძლიერი, ქალწულო ღმრთისა დედაო, და მტერთა დამცემელი და უცხო თესლთა მომსრველი, ექმენ თანა შემწე კეთილმორწმუნესა ერსა შენსა, და ქალაქსა, და მგალობელთა, და იხსენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრიტიანენი.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ) .

ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა…

ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

ინებე რა ცხოვრება ჩუენი, მხსნელო, დაემკვიდრე საშოსა ქალწულისასა, და სასოდ სოფლისა გამოაჩინე იგი, ამისთვის გიღაღადებთ და ვიტყვით, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

სიტყვა, მნებებელი წყალობისა, რომელი შევ, ქალწულო, მას ევედრე ხსნად ჩუენდა ცოდვათაგან და სულთა ვნებისა, რათა სარწმუნოებით ვიტყოდეთ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წყაროდ უხრწნელებისად და საუნჯედ ცხოვრებისად, და გოდლად სიმტკიცისად, და კარად სინანულისად გყო ძემან შენმან, ქალწულო, ამისთვის უღაღადებთ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხორცთა სენისაგან, და სულთა ცოდვისა განკურნენ, ღმრთისმშობელო, მოსავნი შენნი და რომელნი საფარველსა შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ, ყოვლადწმიდაო, სულთა და ხორცთა ჩუენთა მკურნალი და მაცხოვარი.

მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა…

მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

შეწევნისა შენისა მოქენეთა ნუ განგვწირავ, ქალწულო ღმრთისმშობელო, არამედ მოგვხედენ თვალითა ტკბილითა, რათა გაკურთხევდეთ და აღგამაღლებდეთ შენ უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

კურნებათა უხვებასა მიმადლებ მგალობელთა შენთა სარწმუნოებით, ქალწულო, და იხსნი ჭირთა და სალმობათაგან, რომელნი მადლობით გაკურთხევენ შენ, ღმრთისა დედაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხორცთა ჩუენთა და სულთა სალმობანი, დადუფალო, განკურნენ მოწყალებითა, და მიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან, რათა გიგალობდეთ და აღგამაღლებდეთ შენ უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განსაცდელთა კვეთებასა იოტებ, და ვნებათა ზედა მოსლვასა დახსნი, ღმრთისმშობელო, სასოო განწირულთაო, ამისთვის გაკურთხევთ, და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე.

შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ…

შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

ცრემლთა ჩემთა მდინარესა ნუ უგულებელს-ჰყოფ, ქრისტე, რომელმან ყოველი ცრემლი აღხოცე პირისაგან ქუეყანისა, მეოხებითა დედისა შენისათა, რომლისაგან განკაცენ ზესთა ცნობისა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

სიხარულითა აღავსე გული ჩემი, ღმრთისმშობელო, რომელმან შეიწყნარე სავსება ყოვლისა სიხარულისა, და მწუხარებისა მჭმუნვარება აღხოცე, და სოფელი აღავსე მადლითა, ყოვლადწმიდაო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩუენ.

შემწე და ნავთსაყუდელ ექმენ ღელვა-გვემულთა, ქალწულო, და ზღუდე შეურყეველ, და შესავედრებელ, და საფარველ, და სიხარულ, და მხიარულება საუკუნო მადიდებელთა შენთა და სურვილით მგალობელთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნათლითა ბრწყინვალებათა შენთათა განანათლენ, და წყუდიადი უმეცრებისა განსდევნე მგალობელთა შენთაგან, რომელნი შენ ღმრთისმშობლად აღგიარებენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სძალო ღმრთისაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძვირისხილვისა ადგილსა, და სნეულებისა სარეცელსა დაცემული ესე აღმადგინე, მეოხებითა შენითა და განმკურნე ლმობილი და წყლული მონა შენი, ქალწულო კურთხეულო, სასოო განწირულთაო.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

უმაღლესო ცათაო და უწმიდესო ქერუბინთაო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, დაამტკიცე მართლმადიდებლობა სოფელსა შინა და დაიცევ ღმრთივდაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი და მოგვანიჭენ ჩუენ ზეცით დიდი წყალობა ღმრთისა მიერ, რომელი შევ შენ, მხოლოო კურთხეულო.

მრავალთა ცოდვათაგან დაცემული აღგვადგინენ, და სულთა და ხორცთა ჩვენთა სენნი განკურნენ ღმრთისმშობელო, რომელნი საფარველსა შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ მკურნალი ყოველთა.

დედუფალო, დედაო ღმრთისაო, ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთა მისა მიმართ, რომელი შევ შენ, რათა მიხსნნეს მორწმუნენი ცეცხლისაგან უშრეტისა, და სარწმუნოებით ყოველნი გადიდებთ.

გიხმობთ შენ, უქორწინებელო, და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან, რომელი შევ, რათა მოსცეს კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევა, და ხსნა უღლისაგან მტერთასა, რომელნი შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

წმიდანო ანგელოსნო ზეცისა მხედრობათანო, და წინამორბედო უფლისაო, მოციქულნო ათორმეტნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო, და ნეტარნო მამანო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისმშობელისა თანა ნუ დასცხრებით მეოხებად და ცხოვრებად, რომელნი თქუენ გადიდებთ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უმაღლესო წმიდათა ანგელოზთა…

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, უმაღლესო წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინიმცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხოვრებაო და ყოველთა ქრისტიანეთა შემწეო და შესავედრებელო.

ჰოი, ყოვლად მოწყალეო დედუფალო ქალწულო ღმრთისმშობელო, მოწყალებითა შენითა აცხოვნენ და შეიწყალენ ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი.

აცხოვნენ დედუფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩუენი - უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზნო წესნი. კეთილმორწმუნენი, მხედართმთავარნი, და ქალაქთმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობა და კეთილისმყოფლნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, სამოსლითა შენითა პატიოსნითა დაიფარენ. ევედრე, დედუფალო, შენგან უთესლოდ განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგვჭურვოს ჩუენ ძალითა თვისითა უძლეველითა, ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა.

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ღმრთისმშობელო, აღმომიყვანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და მიხსნენ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედამოსლვისაგან უცხო თესლთასა, და ტომთაგან ბრძოლისა, და უცნაურისა სიკვდილისა, და ზედა-დასხმისაგან მტერთასა, და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკვდიდ-შემოსილისა წყლულებისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, მოგვეც დედუფალო, მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამას შენთა - მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თვალნი გულისა ჩუენისანი, რათა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისა და ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ მეუფება მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოჲთ მამით მისით და ყოვლადწმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ყოვლისა ცხოვრებისა ჩუენისა შესავედრებელი შენ ხარ, სახიერო, და სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილნი დაგვიფარენ, და ხელი წყალობისა შენისა აღგვიპყარ, რამეთუ სხვა შუამდგომელი არავინ გვივის ჩუენ ცოდვილთა, თვინიერ შენსა, ჭირთა შინა და განსაცდელთა გვიჩვენე ძალი შეწევნისა შენისა, რამეთუ შენ ხარ მარადის შემწე ჩუენი და ცოდვათაგან მხსნელი, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვინაცა შენდა შევედრებულნი, გვიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან მონანი შენნი.

დედუფალო, მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, და გვიხსენ ჩუენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.

დასდექ წინაშე წმიდა ხატთა და გულითა ლმობიერითა…

დასდექ წინაშე წმიდა ხატთა და გულითა ლმობიერითა და გონებითა დათრგუნულითა აღავლინე ლოცვანი ჩვეულ მეტანიათა თანა:

„მოწყალეო ღმერთო, თანამავალ მეყავნ მე ცოდვილსა“ (მეტანია).

„ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვათა ჩემთაგან და შემიწყალე“ (მეტანია).

„ღმერთო, შემოქმედო დაბადებულთაო, შემიწყალე მე“ (მეტანია).

„ღმერთო, ურიცხვ ცოდვათათვის ჩემთა, მომიტევე მე“ (მეტანია).

„ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, მიხსენ მე ცოდვილი“ (მეტანია).

„წმიდა ანგელოზო, მფარველო სულისა და ხორცთა ჩემთაო, ყოვლისაგან ბოროტისა დამიფარე მე“ (მეტანია).

„წმიდაო (მოციქულო, მოწამეო, ან ღირსო მამაო, რომლისა სახელსაც ატარებ) ევედრე ღმერთსა შეწყალებად ჩემდა“ (მეტანია).

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა…

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა; მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა; მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და…

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი…

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მსამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

განუკუეთელი ზღვაჲ ოდესმე კუერთხითა მოკუეთილითა განვლო ისრაელმან…

სძლისპირი

განუკუეთელი ზღვაჲ ოდესმე კუერთხითა მოკუეთილითა განვლო ისრაელმან, ვითარცა ქვეყანაჲ მყარი. რამეთუ სახე ჯუარისა წინაითვე გამოისახვოდა დიდებულებით მაცხოვარსა გიგალობდეთ.

მოწყალეო უფალო, ისმინე ლოცვისა მვედრებელთა მონათა შენთა

გალობა.

მოწყალეო უფალო, ისმინე ლოცვისა მვედრებელთა მონათა შენთა.

ჟამსა მწუხარებისა ჩუენისა, ქრისტე ღმერთო, მხსნელო ჩუენო, შენსა ვითხოვთ წყალობასა, ეყავნ აღმამსუბუქებელ სნეულებისა მონასა შენსა, ვითარცა ასისთავს უთხარ: „წარვედ და ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ“.

მუდარითა და ვედრებითა გიღაღადებთ შენ, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩუენ და აღადგინე სნეული სარეცელსა ზედა განრთხმული, ვითარცა განრღვეულსა ჰრქვი: „აღიღე ცხედარი შენი, მიგეტევენ შენ ცოდვანი შენნი“.

ხატსა შენსა, უფალო, თაყვანისვცემთ, სარწმუნოებით მივეახლებით და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხატსა შენსა, უფალო, თაყვანისვცემთ, სარწმუნოებით მივეახლებით და მსგავსად სისხლისა დინებისაგან სნებოვანისა, რომელიცა სამოსლისა შენისასა შეხებითა განჰკურნე, მოეც კურნებაჲ სენთაგან სხეულისა უძლურსაცა, გევედრებით.

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემწეო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, მსწრაფლშემწეო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, არამედ ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რათა მიჰმადლოს სიმრეთელეჲ სნეულსა, რათა სახელსა შენსა ჩუენთანა ადიდებდეს.

რომელმან ცანი სიტყვით დაამყარენ და ქუეყანაჲ დაამტკიცე…

რომელმან ცანი სიტყვით დაამყარენ და ქუეყანაჲ დაამტკიცე სიბრძნით, უფალო, დაამტკიცენ გულში ჩუენნი შიშსა და სიყვარულსა შენსა მხოლოო კაცთ-მოყუარე.

ყოვლითურთ თავი დავამორჩილე მიწიერთა ძვირთა სენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ღაღადებს ჩუენთანა, ეყავნ განმამრთელებელ სხეულსა მას, ვითარცა იზეკიელსა, ცრემლთა მფრქვევსა შენდა მომართ.

მოჰხედე სახიერო მორჩილებასა ჩუენსა და ნუ მოიხსენებ ურიცხვთა მათ ბრალთა ჩუენთა, არამედ ვითარცა სიტყვითა მოაკვდინე სენი კეთროვანისაჲ, ეგრეცა განაქარვე სნეულებაჲ დავრდომილისა ესე სარწმუნოებითა, რომელი აქუს შენდამი, რათა სახელსა შენსა ვადიდებდეთ.

უფალო, ნუ მისცემ აღსაგველად პირისაგან მიწისა ტაძარსა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ნუ მისცემ აღსაგველად პირისაგან მიწისა ტაძარსა ნათელღებულსა შენგანა, არამედ უჩინო ჰყვენ აღდგომაჲ სნეულისა სარეცელსა ზედა, რათა სახლსავე შენსა ლოცულობდეს, ვიითმე ვერღარა უძლონ დადგომად ურწმუნოთა, სადა არს ღმერთი მათი.

ხატსა შენსა, ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხელაპყრობით ვევედრებით…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხატსა შენსა, ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ხელაპყრობით ვევედრებით, ისმინე ლოცვისა მონათა შენთაჲ და იხსენ დაუძლურებული და დაადგერ სნეულებასა ზედა, რამეთუ ვითარცა მწუხარებასა მყოფი ბაგენი მისნი მეტყველებენ, აღთქმითა მოგეახლოს შენ.

უფალო, იესუ მაცხოვარო, ღმერთო მოწყალებისა და კაცთმოყვარებისაო…

უფალო, იესუ მაცხოვარო, ღმერთო მოწყალებისა და კაცთმოყვარებისაო. შენ მხოლომან, რომელმან აღიღე ცოდვანი სოფლისანი, შენ მხოლოსა, რომელსა გაქუს ფლობაჲ მიტევებათა ცოდვათა, თმენაო ჩუენო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, მაოტებელო ყოველგვარ ჭირთა და მკურნალო ყოველთა ბიწთაგან, გვეყავნ მოწყალედ, მსგავსად ცხედარსა ზედა მყოფსა პეტრეს დავრდომილი სიდედრისა და მოჰხედე სნეულსა, ზეგართხმულსა სარეცელსა ცოდვისასა და პყრობილსა სალმობათაგან ძვირთა მწყალობელო.

დალტოლვილი ცრემლითა სარეცელსა მიჯაჭვული, მეყავნ მფარველ უფალო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ხმა 2.

დალტოლვილი ცრემლითა სარეცელსა მიჯაჭვული, მეყავნ მფარველ უფალო, ღმერთო ჩუენო და ღირს მყავ მე გლახაკი არა მოკითხვად ურიცხვთა ცოდვათა ყმაწვილკაცობისა ჩემისა და მომმადლე კურნაებაჲ ამა სენისაგან ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა.

მომფინე წყალობაჲ შენი, მხსნელი ჩემი ხარი შენ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მომფინე წყალობაჲ შენი, მხსნელი ჩემი ხარი შენ. აღმადგინე სარეცელსა ჩემსა ზედა უძლურებისასა, გარე შემარტყ მე ძალი საძლეველ წინააღმდგომთა, რამეთუ დამიტევა ძალმან ჩემმან, ყოვლადწმიდაო დედაო ღვთისმშობელო, შემეწიე და განმკურნე მე უძლური, რამეთუ შენ ხარ ნათესავი ქრისტიანეთა.

ჰყავ სიყუარული სიმტკიცისაჲ ჩუენ თანა, უფალო, და…

ჰყავ სიყუარული სიმტკიცისაჲ ჩუენ თანა, უფალო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი სოფლად მოავლინე და სიკუდიდ მიეც, ამისთვისცა ქებით ვღაღადებ შენდამი: დიდებაჲ ძალსა შენსა უფალო.

გარე მომდგარ არს სალმობანი სიკვდილისანი და შემუსვრილი ძვირთა სენთაგან მომიხმე ცხოვრებად, უფალო, მოეც შვებაჲ მწუხარეთა, რათა ყოველნი ვადიდებდეთ სასწაულთა ღვთაებრივთა შენთა.

შენდა, შემოქმედო, მონანულნი გევედრებით მიტევებასა ცოდვათა ჩუენთასა, რამეთუ არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისაჲ. აწცა განანათლე და განაცხოველე სნეული ესე და დაადგერ მსახურებად შენდა, რათა აღიარებდეს ჩუენთანა მადლსა საქმეთაგან შენთა.

ვითარცა მიიღე აღსარება დავითისაჲ, მანასე ცრემლითა განსწმინდე…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მიიღე აღსარება დავითისაჲ, მანასე ცრემლითა განსწმინდე, ნინევიტელთ მოუნანიე და მსწრაფლშემწე ეყავნ მათ, ეგრეცა შეისმინე ლოცვაჲ ჩუენი და მოეც მეყვსეულად სიმრთელეჲ სნეულსა, გევედრებით.

მოიღე ჩუენზედა მოწყალებაჲ შენი, დედუფალო, ნუგეშინისმცემელო ყოველთაო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოიღე ჩუენზედა მოწყალებაჲ შენი, დედუფალო, ნუგეშინისმცემელო ყოველთაო, ხელაპყრობით ევედრე ღმერთსა ჩუენსა, ღვთისმშობელო, მოანიჭოს კურნებაჲ სნეულსა ესე ხელთა შენთაგან წინამორბედსა თანა.

ქუეყანასა ზედა უხილაო, იხილვე და კაცთა შორის…

ქუეყანასა ზედა უხილაო, იხილვე და კაცთა შორის იქცეოდე ნებსით თვისით მხსნელო, შენდა მომართ მოვილტვით და შენ გიღაღადებთ, კაცთმოყუარე.

როგორაცა ღმერთმა იობის მიცვალებული ასული განაცხოველა, ესეცა განარინე, ქრისტე ღმერთო, ბჭეთაგან სიკვდილისათა სნეული და აღადგინე, რამეთუ შენ ხარ გზა და წყაროჲ მაცოცხლებელი ყოველთა.

ვითარცა ქვრივისა ძე განაცხოველე, მხსნელო, და ნაკადულნი ცრემლთანი სიხარულითა შესცვალე, ეგრეცა განმხრწნელ სენთაგან იხსენ ესე მონაჲ შენი და გლოვაჲ ჩუენი და ტანჯვა სნეულისა სიხარულად ჩეუნდა მოაქციე.

ვიითმე მხოლოჲსა მიკარებითა შენითა პეტრეს სიდედრი მხურვალებისაგან…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვიითმე მხოლოჲსა მიკარებითა შენითა პეტრეს სიდედრი მხურვალებისაგან შეპყრობილი განკურნე, ეგრეცა დაამტკიცე ფეხზედა მონაჲ შენი და აღადგინე, ვითარცა იონა, რათა გმსახურებდეს შენ.

მწუხარენი ყოველნი, მორჩილნი, ცოდვილნი, დატევებულნი ძალითა შენდამი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მწუხარენი ყოველნი, მორჩილნი, ცოდვილნი, დატევებულნი ძალითა შენდამი აღვიმსთობთ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ევედრე ძესა შენსა, რათა მიმადლოს კურნებაჲ სულისა და ხორცისა სნეულსა ამას.

სიღრმეთა ცოდვისათა მომიცვეს, განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ…

სიღრმეთა ცოდვისათა მომიცვეს, განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ, კაცთმოყუარე, მოყავ მარჯუენაჲ შენი, მსგავსად იონაჲსა მიხსენ და ვითარ პეტრე, დანთქმისაგან აღმომიყვანე.

საუნჯეო კეთილთაო და უფსკრულო მოწყალებისაო, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შთაინერგე ვედრებაჲ მონათა შენთა და ვითარცა ტობითა პეტრეთი აღადგინე, ეგრეცა აწცა სნეული სნეულებასა ზედა დაადგერ, შემსმენელო ლოცვანთა ეკლესიათაო.

მკურნალო სულთა და ხორცთაო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, პეტრეთი ენეას განმკურნელო, ეგრეცა ლოცვითა წმიდათა მოციქულთათა, აწცა სნეული განკურნე.

მოაქციე უძლურთა ზედა მწუხარეთა გლოვაჲ სიხარულად, რამეთუ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოაქციე უძლურთა ზედა მწუხარეთა გლოვაჲ სიხარულად, რამეთუ აღვსილნი წყალობითა შენითა, შევიდენ სახლსა შენსა ნიჭთა თანა აღთქმისათა და გადიდებდნენ შენ, სამებასა შინა ერთიან ღმერთსა.

მოვედინ, ძმანო, თაყვანისვსცეთ ვედრებითა ყოვლადწმიდასა დედასა ღვთისმშობელსა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედინ, ძმანო, თაყვანისვსცეთ ვედრებითა ყოვლადწმიდასა დედასა ღვთისმშობელსა, განკურნოს სენთაგან სულისა და ხორცთა უძლური ესე და უვერცხლოთა თანა უჩინოთა მაცოცხლებელითა ზეთითა სცხოს მას, რამეთუ მისია ფლობაჲ უძლურებათაგან კურნებისა.

კეთილმოწყალეო უფალო, განკურნე სული ჩემი შეჭირვებული მრავალთა…

კეთილმოწყალეო უფალო, განკურნე სული ჩემი შეჭირვებული მრავალთა ცოდვათა და ურიცხვ საქმეთაგან ბოროტთა, განწმინდე ღვთაბრივი კაცთმოყვარებითა შენითა ვითარცა ოდეს ჟამსა შინა დავრდომილი აღადგინე.

იკოსი: ვიითმე ხელსა შენსა გიპყრია კიდენი სოფლისანი თანა მამით დაუსაბამოით და ყოვლად სახიერით სულიწმიდითურთ, მეუფეო ყოველთაო, რომელი მოხუედ მკურნალად სენთა და განსაწმენდელად ვნებათა ჩუენთა, რომელმან ბრმა განანათლე და სიტყვითა ღვთაებრივითა დაცემული აღადგინე, უბრძანე ცხედარსა ზედა აღდგომაჲ სნეულსა და განამტკიცე ფეხნი მისნი, რათა ჩუენცა მასთანა აუვარებდეთ და გიგალობდეთ: გულმოწყალეო უფალო, განმკურნე მე.

არა მსახურეს ხატსა მისთვის ოქროჲსა სამთა ყრმათა…

არა მსახურეს ხატსა მისთვის ოქროჲსა სამთა ყრმათა, ველსა მას დვირისასა, ესრეთ იტყოდეს და გიგალობდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოვლად პატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯუარო უფლისაო, სიკვდილისა დამთრგუნველო და მკვდართა აღდგომაო, აწ განკურნე და განაცხოველე სნეული ვითარცა ელენეს მიცვალებული ქალწული.

როგორცა ჟამითა და სიმძიმითა ძვირი სნეულება იობისა, მატლთა და ჩირქთაგან შეჭირვებულისა, სიტყვითა განკურნე აწ ეკლესიასა შინა სნეულსა ზედა მლოცველნი გევედრებით შენ, მომადლე კურნებაჲ უხილავითა ლოცვითა წმიდათა შენთა.

შენ მხოლომან სცან ყოველი უკანაისკნელი და დასაბამისაჲ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ მხოლომან სცან ყოველი უკანაისკნელი და დასაბამისაჲ დღეთა ჩუენთა, თუნს მცირე დროით, მწყალობელო, მოეც თუნდ მცირე დროით, მწყალობელო, მოეც სნეულსა განგრძობაჲ დღეთა, მოაქციე სიკვდილი სიცოცხლითა და მოეც შვებაჲ მწუხარეთა.

თანამავალ და შემწე გვეყავნ, ღვთისმშობელო, მავედრებელთა შენთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანამავალ და შემწე გვეყავნ, ღვთისმშობელო, მავედრებელთა შენთა, შენ უწყნი დრო და ჟამნი ევედრო ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, მიუტევოს ყოველნი ცოდვანი სნეულსა და მიმადლოს კურნებაჲ.

სამნი ყრმანი ბაბილონსა სახმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა…

სამნი ყრმანი ბაბილონსა სახმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევინ ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, მსახურებდეთ ცოცხალსა ღმერთსა.

მოწყალეო უფალო, იესუ ქრისტე, მსწრაფლ განკურნე სნეულება მონისა შენისა და აჩუენე ყოველთა, მეუფეო, რომ მიტევებულსა შენგანა არა ერგების დგომაჲ სიკვდილისა სამსჯავროჲსა წინაშე, რამეთუ შენგან თქმულ არს: არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისაჲ.

მოწყალეო უფალო, აწცა გამოავლინე დიდებულნი სასწაულნი შენნი და დათრგუნე ბოროტნი ძალნი, მოაკვდინე უსჯულოებანი, ჭრილობანი განგვიმრთელე, მკურნალ ეყავნ სენთა ჩუენთა და ყოველთა ბილწებათა, საქმეთა საეშმაკოთა და ბოროტ მერტყველთაგან გვიხსენ ჩუენ.

ვითარმე ქართა ზღვათა შერისხე და შიში მოწაფეთა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარმე ქართა ზღვათა შერისხე და შიში მოწაფეთა შენთა სიხარულად აქციე, ეგრეცა შერისხე ძვირთა სენთა, შემაჭირვებელთა მონისა შენისა, რათა ყოველნი ერთად ვიხარებდეთ და გაადიდებდეთ შენ, უკუნისამდე.

ღმრთისმშობელო ქალწულო, გვიხსენ ჩუენ მწუხარებათა, მრავალფერ ჭირთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო ქალწულო, გვიხსენ ჩუენ მწუხარებათა, მრავალფერ ჭირთა, ხიბლისა და მომწავლელთა, მზაკვრულ ოცნებათა, ბოროტ კაცთა მეცნიერებათა და უეცარ სიკვდილისაგან, გევედრებით.

მთასა ზედა სინასა იხილა მოსე სახე შენი…

მთასა ზედა სინასა იხილა მოსე სახე შენი, ქალწულო მაყულოვანსა მას შინა დამტევნელად ცეცხლსა ღმერთეებისასა შეუწველად, დანიელ გიხილა მთად გამოუკვეთელად, ესაია გქადაგა კუერთხად, აღყუავებულად დავითის ძირთაგან.

შენგან არს წყარო ცხოვრებისაჲ, წყალობისა მომნიჭებელო, უფალო იესუ ქრისტე, გარე ნუ მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგანა, აღუმსუბუქე სენი შეჭირვებულსა ურვათაგან და აღადგინე ვითარცა ედესიდან ავგაროზი, რათა გადიდებდეთ შენ, თანადაუსაბამოით მამითა და სულიწმიდით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

სარწმუნოებით მოლტოლვილი გალობითა სახარებისაჲთა, შენსა მოვიძიებთ აღთქმათა, უფალო ქრისტე, „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“. აწ შენ წინაშე წარდგომილნი გეაჯებით, მოიხმ სარეცელთაგან და დაადგერ მართლად დაუძლურებული ყოველთა ძვირთა სენთაგან, რათა ჩუენთანა დიდებით გმეტყველებდეს.

დავრდომილი სენითა, უჩინოთა წყლულებათაგან შემწიკვლებული შენ გიღაღადებს…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დავრდომილი სენითა, უჩინოთა წყლულებათაგან შემწიკვლებული შენ გიღაღადებს ქრისტე ღმერთო, ჩუენ თანა, არა ჩუენ და არა ჩუენთვის, ღმერთო, ვიითმე ყოველნი მრავალმცოდველნი ვართ, არამედ ლოცვითა დედისა შენისა და წინამორბედისათა მოეც კუნებაჲ სნეულსა ესე, რათა ყოველნი შენ გადიდებდეთ.

ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ყოველთა წმიდათა ანგელოზთა და…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ყოველთა წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, წინასწარმეტყველთა და პატრიარქთა, მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა თანა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა მიმადლოს სიმრთელეჲ სნეულსა, რათა ყოველნი გადიდებდეთ.

მრავალმოწყალეო ღმერთო, აღმშენებელო ყოვლისა ხსნად ნათესავისა კაცთაო…

მრავალმოწყალეო ღმერთო, აღმშენებელო ყოვლისა ხსნად ნათესავისა კაცთაო, მოჰხედე მონასა ესე შენსა (სახელი) , მხმობელსა სახელსა ძისა შენისა, განჰკურნე იგი ყოველგვარ უძლურებისა ხორცთასა და სულისა და მიუტევე მას ყოველნი ბრალნი და ცოდვით დაცემანი, განაშორე ყოველთა მდევართა, მიმოდატაცებათა მტერთა და აღადგინე სარეცელსა ზედა ცოდვილსასა და სიმრთელითა სულისა და ხორცთათა დაამკვიდრე წმიდისა საყდარსა შენსა, რათა საქმეთაგან კეთილთა ყოველთა თანა ადიდებდეს სახელსა ძისა შენისა, რამეთუ შენდა შვენის დიდება თანა დაუსაბამოით ძითა შენით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

და ბოლოს: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალე (3-გზის) .

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ლოცვათა თანა სრულდება ჩვეული განსასრულებელი მეტანიები:

„ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვათა ჩემთაგან და შემიწყალე“ (მეტანია).

„ღმერთო, შემოქმედო დაბადებულთაო, შემიწყალე მე“ (მეტანია).

„ღმერთო, ურიცხვ ცოდვათათვის ჩემთა, მომიტევე მე“ (მეტანია).

„ჯუარსა შენსა თაყვანისვსცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“ (მეტანია)

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალე (3-გზის) .

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

პარაკლისი გადმოთარგმნილია ძველი რუსული ლოცვანიდან თარგმნა ჟ. ბეროზაშვილმა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის) .

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო; ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო; ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან…

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლადწმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

მონებისგან მისგან მწარისა ხსნილმან ისრაილმან განვლო ქუეყანა…

მონებისგან მისგან მწარისა ხსნილმან ისრაილმან განვლო ქუეყანა დაულტოლველად და იხილნა მტერნი თჳსნი დანთქმულნი, და გალობით უგალობდა ღმერთსა, საკჳრველმოქმედსა, რამეთუ დიდებულ არს.

ერთი ღმრთაება, და ერთი ძალი და უფლება…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

ერთი ღმრთაება, და ერთი ძალი და უფლება დაუსრულებელი სუფევაჲ გაქუს, წმიდაო სამებაო, ამისთჳს გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, და სამწმიდაარსობისა ჴმითა გიღაღადებთ: წმიდა ხარ შენ, უფალო!

განათლდებოდეთ თაყუანის-მცემელნო დღეს სამგუამოვანისა ერთისა ღმრთისაჲ ბუნებით…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

განათლდებოდეთ თაყუანის-მცემელნო დღეს სამგუამოვანისა ერთისა ღმრთისაჲ ბუნებით, რომელთაცა ქრისტემან სახიერებით მოგუანიჭა ნათელი გამოჴსნისა, და მოგუცა მადლი სულისა მიერ საღმრთოსა.

განუყოფელსა ბუნებასა, მართლ-მადიდებელნო, ღუთისმეტყუელებდეთ, ღმერთსა მამასა დაუსაბამოსა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუყოფელსა ბუნებასა, მართლ-მადიდებელნო, ღუთისმეტყუელებდეთ, ღმერთსა მამასა დაუსაბამოსა, და ეგრეთვე მოქმედსა სიტყუასა, და სულსა წმიდასა უღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

ტაძარი ხარ, შენ, ღვთის-მშობელო ქალწულო გარდამოსლვითა შენ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტაძარი ხარ, შენ, ღვთის-მშობელო ქალწულო გარდამოსლვითა შენ ზედა მადლითა სულისა წმიდისათა, რომელი მოგენიჭა შენ ძალი, მაღლით გარდამო, წმიდაო, და ჰშევ შენ გუამოვნებით სიტყუა დაუსაბამო.

თანასწორი მამისა და ძისა სული, რომლისა ჴელმწიფება…

თანასწორი მამისა და ძისა სული, რომლისა ჴელმწიფება მოცემულ არს გამოსრული მამისა მიერ უბრძნობელად, განმაბრძნობელად მეთევზურთა სულითა და აღსრულებად ქრისტეს აღთქმულთა.

ჩუენ მორწმუნეთა, მოგუეცა სიბრძნეჲ და აღვიარებთ დღეს…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

ჩუენ მორწმუნეთა, მოგუეცა სიბრძნეჲ და აღვიარებთ დღეს სამგუამოვანსა ღმერთსა, ბუნებით გამოუკვლეველსა და ანგელოსთა თანა თაყუანის-ვჰსცემთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, სამებასა უღაღადებთ ერთარსებასა განუყოფელდა, ღმერთსა და უფალსა საუკუნეთასა.

უაღრეს ბუნებათა ვიცანთ ჩუენ, მოწმუნეთა, აწ ძალი…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

უაღრეს ბუნებათა ვიცანთ ჩუენ, მოწმუნეთა, აწ ძალი სამებისა წმიდისაჲ და აღვიარებთ ერთარსებასა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა სარწმუნოებით და ვიტყვით: ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის კურთხეულ ხარ შენ.

სამებაჲ წმიდაჲ გარეშეუწერელი, ერთარსებაჲ ღმრთეებრ გამოუთქმელი, სამგუამოვნებით…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაჲ წმიდაჲ გარეშეუწერელი, ერთარსებაჲ ღმრთეებრ გამოუთქმელი, სამგუამოვნებით გვესწავა მორწმუნეთა აღსარებად, რომელსა თაყუანისვჰსცემთ სარწმუნოებით აწ და უკუნისამდე.

ეტლო ბრწყინვალეო, ნათლით შემოსილო ნათლისა საყოფელო, ყოვლად…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეტლო ბრწყინვალეო, ნათლით შემოსილო ნათლისა საყოფელო, ყოვლად სანატრელო ქალწულო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაბიმთა უპატიოსნესო, დედუფალო მარიამ, რომელმან ღმერთი მკლავთა ზედა იტვირთე, ამისთჳსცა ჩუენ ყოველნი გიგალობთ, უბიწოო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.

სიხარულითა მაცხოვრისათა აღვსებულნო მოციქულნო, რომელნიცა ებაძუენით ვნებათა…

სიხარულითა მაცხოვრისათა აღვსებულნო მოციქულნო, რომელნიცა ებაძუენით ვნებათა მათ მისთა, და მიგიღებიესთ მისსა მიმართ კადნიერებაჲ, რომელნი პირველ შიშითა შეპყრობილ იყვენით, და აწ მიიღეთ სული წმიდაჲ, რომელიცა გარდამოჴდა დღეს თქუენ ზედა, და უცხოთა ენათა მიერ მეტყუელგყუნა ერისა მიმართ, და წარგავლინა სულმან წმიდამან წარმართთა ზედა ვითარცა ცეცხლი, არა შემწუელად, არამედ უფროსად მაცურეველად მადლსა სულისა წმიდისასა.

წინა საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა, და…

წინა საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა, და ქალწულისაგან განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუჱნსა უღაღადებდეთ: რომელმან აღამაღლე რქაჲ ჩუჱნი, წმიდა ხარ შენ, უფალო.

სამებაო წმიდაო, დამბადებელო დაბადებულთაო, უშრომელად მოქმედო და…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

სამებაო წმიდაო, დამბადებელო დაბადებულთაო, უშრომელად მოქმედო და მაცხოვარო მართლმადიდებელთაო, არცხვინე მხდომთა მათ ჩუჱნთა მწვალებელთა, და ჩუჱნ ჴმა ვყოთ: კურთხეულ ხარ შენ.

სამებაჲ დაუბადებელი, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელი, არსებაჲ…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

სამებაჲ დაუბადებელი, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელი, არსებაჲ უცვალებელი და გარეშეუწერელი, ერთღმრთეებით ცნობილი და ერთარსებით დიდებული, მხოლოჲ, აღვიარეთ ჩუჱნ, მორწმუნეთა და ვაკურთხევთ მას.

შენ, სამებაო, ღმრთეებით მიუწვდომელო, მომეც ჩუჱნ მადლი…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, სამებაო, ღმრთეებით მიუწვდომელო, მომეც ჩუჱნ მადლი შენი, მოსავთა შენთა, რომელთა ღირს ვიქმნეთ სარწმუნოებით აღსარებად ღმრთეებისა შენისა, და განათლებულნი გალობით გადიდებთ.

შენ ხარ ბჭე იგი გონიერი, რომელნიცა ნათლად…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ ხარ ბჭე იგი გონიერი, რომელნიცა ნათლად გიწოდთ შენ, ღვთისა დედაო, და იშუა შენგან ქრისტე. და განაშუჱნა ყოველი სოფელი საღვთოთა ბრწყინვალებითა, და იქცეოდა უხილავად ხატითა ჩუჱნითა უხილავი იგი ღმერთი, რომელსა უგალობთ: დიდება ძალსა შენსა, უფალო.

ღმერთი ხარ მშვიდობისა და მამაჲ მოწყალე, და…

ღმერთი ხარ მშვიდობისა და მამაჲ მოწყალე, და დიდისა ზრახვისა ანგელოსი საკჳრველი თანა-მზრახუჱლი, მომივლნენ ჩუჱნ, რომელი მიმიძღუა დღეს ნათლად, და უღაღადებთ: ღამითგან აღჳმსთობთ ჩუჱნ მგალობლად შენდამი კაცთ-მოყუარე.

სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ დღეს მიუდრეკელად…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ დღეს მიუდრეკელად, უზესთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.

ესრეთ ვიცნობთ ჩუჱნ ჭეშმარიტსა ღმერთსა ბუნებით ერთარსებად…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

ესრეთ ვიცნობთ ჩუჱნ ჭეშმარიტსა ღმერთსა ბუნებით ერთარსებად, ხოლო თვითებით სამგუამოვნად სრულად იწოდების სამმნათობიერი ერთი ბრწყინვალებაჲ, ერთი ფლობაჲ, ერთი უფლებაჲ, ერთი მეუფებაჲ, სამებაჲ წმიდაჲ.

ერთარსებით მოსწავებულსა, სამგუამოვნებით საცნაურსა ბუნებასა სამებისასა, ერთსა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ერთარსებით მოსწავებულსა, სამგუამოვნებით საცნაურსა ბუნებასა სამებისასა, ერთსა ძალსა, ერთსა ჴელმწიფებასა, განუყოფელსა მეუფებასა უსხეულონი სამსა წმიდასა გალობასა უღაღადებენ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი, მეუფე უხილავი საბაოთ, და დიდებითა მისითა სავსე არიან ცანი და ქუჱყანაჲ.

წყევაჲ პირველისა დედისა ევასი დაჴსენ შობითა შენითა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წყევაჲ პირველისა დედისა ევასი დაჴსენ შობითა შენითა, ქალწულო, სოფლისა სიხარულო, და მომეცემელო მშვიდობისაო, რამეთუ შენ მიერ აღმოეცენა ქრისტე მხსნელი ჩუჱნი, ამისთჳს სიხარულით გიხაროდენსა შევსწირავთ შენდამი, ღვთის-მშობელო, და ქებით გნატრით უბიწოო.

პირველ იონაჲ შთანთქმული მჴეცისაგან განმხრწნელისა, წარმოიგდო უხრწნელად…

პირველ იონაჲ შთანთქმული მჴეცისაგან განმხრწნელისა, წარმოიგდო უხრწნელად, და ქალწულისა მუცელსა სიტყუა ღუთისა განჴორციელდა, და მშობელი თჳსი დაიცვა უხრწნელად, ხოლო ბუნებანი შესცუალნა ვითარცა ინება, და გუაცხოვნნა ჩუჱნ.

უპირატესო შენ ყოველთა ბუნებათაო, მხოლოო და სრულებაო…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

უპირატესო შენ ყოველთა ბუნებათაო, მხოლოო და სრულებაო ყოველთა არსთაო, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, სამგუამოვნებით ცნობილო, მამაო ღმერთო მშობელო, ძეო შობილო და სულო განმაცხოველებელო, გუაცხოვნენ მორწმუნენი შენნი.

დიდება, დიდება, დიდება შენდა, მამაო, ძეო და…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება, დიდება, დიდება შენდა, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, ერთო ერთობაო, ერთუფლებაო და ჴელმწიფებაო, რომლისაჲ მართალ და წმიდა არს სახელი მისი.

სამებაო სამგუამოვნებაო, ერთარსებით დიდებულო, შენ მიერ ნათელღებულნი…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო სამგუამოვნებაო, ერთარსებით დიდებულო, შენ მიერ ნათელღებულნი ნათელსა შენსა სამარადისოსა დააწესენ აღსარებად და ქებად შენ, მამისა, ძისა და წმიდისა სულისა, ღმრთისა ჩუჱნისა უკუნისამდე.

ყოველი გუნდი წინასწარმეტყუჱლთაჲ, ღუთისა მიერ განბრძნობილნი წინასწარვე…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველი გუნდი წინასწარმეტყუჱლთაჲ, ღუთისა მიერ განბრძნობილნი წინასწარვე აუწყებდეს საიდუმლოთა მათ შენთა გამოუთქმელთა, და ღუთისა სიტყვისა განხორციელებასა შენ მიერ, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ბწყინვალებაჲ სოფლისა და სიქადული ჩუჱნი.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ) .

რაჟამს იგი გარდამოჴდა, და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა…

რაჟამს იგი გარდამოჴდა, და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.

მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

სული შენი სახიერი, მიძღოდეს მე ქუჱყანასა წრფელსა

წარდგომა სახარებისა:

სული შენი სახიერი, მიძღოდეს მე ქუჱყანასა წრფელსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაჲ…

მუხლი.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაჲ ჩემი.

მღუდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ, შენ, ღმერთო ჩუჱნო... ყოველი სული... ღირს ყოფად ჩუჱნდა... სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება...

და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისა მის…

და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისა მის, და კარნი იგი დაჴშულ იყუნეს, სადა იგი იყუნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ურიათასა, მოვიდა იესო და დაჰსდგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობა თქუჱნთანა! და ვითარცა ესე ჰსთქუა, უჩუჱნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რა უფალი. ჰრქუა მათ იესო კუალად: მშვიდობა თქუენთანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე ჰსთქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდა. უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდუანი, მიეტევნენ მათ; და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყუნენ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდუათა ჩუჱნთა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდუათა ჩუჱნთა სიმრავლენი.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდუათა ჩუჱნთა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდუათა ჩუჱნთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

მსწრაფლი, მყუდრო და უშფოთუელი მოგუეც მონათა შენთა მშვიდობაჲ შენი, იესო, ღმერთო ჩუჱნო, ჭირსა შინა და მოწყინებასა სულისა ჩუჱნთა, არამედ გუეწიე, მოგუეახლე და ჴელი აღგჳპყარ, ვითარცა იგი მარადის იყავ მოწაფეთა შენთა თანა მჴსნელო, ეგრეთვე, სახიერ, მოსურნეთა ამათ შენთა შეგუაერთე თავი შენი, რათა შეერთებულნი შენდა დიდებისგმეტყუჱლებდეთ შენ, და ძრწოლით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.

მღუდელმან: აცხოვნე ასამაღლებელითურთ.

ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი, წინა აღუდგეს მძლავრსა მას…

ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი, წინა აღუდგეს მძლავრსა მას, და არა შეშინდეს იგინი სიმძაფრისა მისგან ცეცხლისა, არამედ შორის ალსა ჰსდგეს და ღაღადებდეს: მამათა ჩუჱნთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

მოვედით, მორწმუნენო, ღმრთეებასა სამებასა, ერთარსებასა დიდებულსა, არსებით…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

მოვედით, მორწმუნენო, ღმრთეებასა სამებასა, ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწვდომელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი, და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

განეცხადა მორწმუნეთა სამებაჲ უზესთაესი ყოველთა კაცთა ბუნებისაჲ…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

განეცხადა მორწმუნეთა სამებაჲ უზესთაესი ყოველთა კაცთა ბუნებისაჲ, მამაჲ ზეცით წამებდა ძისა საყუარელისათჳს და სული წმიდაჲ იხილვა სახედ ტრედისა გარდამოსრული, რომელსა ვაკურთხევთ ჩუჱნ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

შენ, ღმერთო ჩუჱნო, ღმრთისაგან გამოსრულო, გიხილეთ განჴორციელებული…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შენ, ღმერთო ჩუჱნო, ღმრთისაგან გამოსრულო, გიხილეთ განჴორციელებული და შენ მიერ ვიხილეთ მამაჲ შენი, უხილავი ღმერთი, თანაარსი სულით წმიდითურთ და ვიტყოდით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

სახე შობისა შენისა გამოჰსახეს სამთა მათ ყრმათა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სახე შობისა შენისა გამოჰსახეს სამთა მათ ყრმათა, ბაბილონს საჴმილსა შინა, რომელნი იყუნეს დაცულ ცეცხლსა მას შინა, ხოლო შენ, ღუთის-მშობელო, იტვირთე მუცელსა შინა ცეცხლი ღვთაებრივი და შეუწუჱლად დაიცევ, რომელი გამობრწყინდა შენ მიერ ღმერთი მამათა ჩუჱნთა.

საჴმილი შეცურეული სახედ გამოჰსჩნდა საკჳრველებათა მითხრობითა, ბუნებათა…

საჴმილი შეცურეული სახედ გამოჰსჩნდა საკჳრველებათა მითხრობითა, ბუნებათა უაღრეს, რამეთუ არა შეჰსწუნა ყრმანი, მძლავრ-შეთხეულნი, ეგრეთვე ქალწული დაიცუა ღუთაებისა ცეცხლმან, და ჩუჱნ ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

აღვიარებთ, მორწმუნენო, სამითა გუამითა სამებასა წმიდასა, დაუსაბამოსა…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

აღვიარებთ, მორწმუნენო, სამითა გუამითა სამებასა წმიდასა, დაუსაბამოსა ღმერთსა, ბუნებით ერთსა განუყოფელად და მართლმადიდებლობით თაყუანის-ვჰსცემთ და სარწმუნოებით ესრეთ უღაღადებთ: ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

სიტყუაჲ უჯამოჲ, მხოლოდ დაუსაბამოჲ, მამისა მხოლოჲსა თანა…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

სიტყუაჲ უჯამოჲ, მხოლოდ დაუსაბამოჲ, მამისა მხოლოჲსა თანა დაუსაბამოჲსა საღმრთოჲ ნათელი ჭეშმარიტი, თანამფლობელი სულით წმიდით, ერთარსებათ ცნობილი აღვიარეთ მორწმუნეთა და თაყუანის-ვჰსცემთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

სულსა წმიდასა ღმრთისასა მიუწვდომელსა, თანაარსსა მამისასა და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სულსა წმიდასა ღმრთისასა მიუწვდომელსა, თანაარსსა მამისასა და თანამფლობელსა ძისასა, რომელ არს ხატი ძლიერებისაჲ, შემოქმედი, რომელიცა იქცეოდა ზედა წყალთა, რომელიცა გამოჩნდა სახედ ტრედისა, მამისა და ძისა თანა, ვაკურთხევთ მორწმუნენი ერთსა ღმრთეებასა და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ვინ არა გაჰკჳრდეს შენ მიერ მონიჭებულსა მადლსა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გაჰკჳრდეს შენ მიერ მონიჭებულსა მადლსა ზედა, დაუსაბამოო სიტყუაო, რომელმაც ჩუჱნთჳს სიგლახაკე თავს იდევ, რომელი ხარ მდიდარ წყალობითა, და იშევ ქალწულისაგან წმიდისა, ამისთვის გალობით გიგალობთ და გაკურთხევთ ყოველი დაბადებული უკუნისამდე.

გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა…

გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუჱლებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

არსებასა ღმრთეებისასა, უცვალებელსა და გამოუკვლეველსა თჳთებითა, სამგუამოვნებასა…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

არსებასა ღმრთეებისასა, უცვალებელსა და გამოუკვლეველსა თჳთებითა, სამგუამოვნებასა აღვიარებთ ჩუჱნ, მორწმუნენი, სარწმუნოებით მამასა ძით და სულით წმიდითურთ, გამოუთქმელად ამაღლებულსა სამებასა, ყოვლად წმიდასა, ერთღმრთეებად ქებულსა ღმრთისმეტყუჱლებით უგალობთ და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

უსხეულოთა ზეცისა წესნი დაუცხრომელად აქებენ სამებასა წმიდასა…

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.

უსხეულოთა ზეცისა წესნი დაუცხრომელად აქებენ სამებასა წმიდასა და იტყვიან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს სამებაჲ წმიდაჲ, სწორი ღმრთეებითა და ჩუჱნ, უღირსნი, მათ თანა მართლაღსარებით მსგავსად შეძლებისა შიშით ვადიდებთ.

მამასა დაუსაბამოსა ვაქებთ, ძესა დაუსაბამოსა უგალობთ, სულსა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მამასა დაუსაბამოსა ვაქებთ, ძესა დაუსაბამოსა უგალობთ, სულსა წმიდასა ერთღმრთეებით დიდებულსა თაყუანის-ვჰსცემთ ჩუჱნ, სამებასა ერთღმრთეებასა მორწმუნენი ერთობით ერთა თანა ზეცისათა უგალობდეთ ჩუჱნ, ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.

სძალო ღუთისაო, უბიწოო ქალწულო, ქებით გადიდებთ შენ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სძალო ღუთისაო, უბიწოო ქალწულო, ქებით გადიდებთ შენ, და ღირსად პატივს-გცემთ, მიმადლებულო, გვიხსენ ჩუჱნ განსაცდელთაგან, ვედრებითა შენითა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუჴრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისაჲსა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღუდელმან აკმიოს

სამებაჲ ერთარსებაჲ, განუყოფელი და შეურევნელი, საკვირველი დიდებული, რომელი გუამოვნებით თითოება არს და შეურევნელ, რომელი არა განიყოფვის, არცა დაესრულების, რომლისაგან ყოველივე დაებადა და აწ ჩუჱნ ქებით ვადიდებთ.

ცანი ცათანი, ერნი ანგელოსთანი, ქუჱყანაჲ და მკჳდრნი სოფლისანი, ხილულნი და უხილავნი, ქუჱსკნელნი და ზესკნელნი ძეთა თანა კაცთასა, მღუდელნი და ერნი აკურთხევდით სამებასა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

სამებაო მიუწვდომელო, მომეც მონათა შენთა მართალი აღსარებაჲ, რაჲთა გქადაგოთ ღმერთი სრული სამგუამოვნად თჳთებითა შეურევნელად, ბუნებით განუყოფელად, ერთარსებით დიდებულად, და ერთობით ვიტყვით: ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდით ღმერთსა ჩუჱნსა უკუნისამდე.

დიდება შენდა, სამებაო, ყოვლად-წმიდაო, ერთარესებით, ბუნებით განუყოფელო მამაო და ძეო, და სულო ცხოველო მათ შორის, ნათელო თვალთშეუდგამო, მოუკლებელო, გვიხსენ ჭირისაგან, რომელნი გალობით გადიდებთ შენ.

ტაძარი ხარ, ბჭე და პალატი, და საყდარი მეუფისა, ქალწულო უბიწოო, რომლისა მიერ მხსნელი ჩუჱნი ქრისტე უფალი ბნელსა შინა მსხდომარეთა გამოუჩნდა მზედ სიმართლისად, განათლებად, რომელნი დაჰბადნა ხატად თჳსად ჴელითა თჳსითა, ვინაჲცა, ყოვლად-საგალობელო, ვითარცა გაქუს მის მიმართ კადნიერებაჲ დედობრივი, დაუცხრომელად მეოხ გუჱყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუჱნთასა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსნენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ, აწდა.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, ამინ.

რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდება…

მღუდელმან

რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდება საუკუნითგან უკუნისამდე, ამინ.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო…

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუჱყანასა ზედა ქუჱსკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი; რომელმან სიყვარულისა ამის ძლით შეჰქმენ პირველი კაცი ხატად და მსგავსად მისა, ხოლო შეცოდებითა მისითა დაცემული არა სრულიად მოიძაგე იგი, ინებე რა კუალად ცხორება ჩუჱნი მხოლოდ შობილისა ძისა შენისა მოვლინებითა და შემწირველმან მისმან ცოდვათა ჩუჱნთა აღსახოცელად ჯუარსა ზედა გაკვრითა და საშინელითა სიკუდილითა მისითა; რომელმან სული შენი წმიდა გარდამოუვლინე წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა და განაბრძვნენ იგინი და მათ მიერ სახარებაჲ ქრისტესი ყოველსა სოფელსა ექადაგა; რომელმან დიდითა კაცთმოყვარებითა შენითა პირველსა მას საუკუნესა მოიხსენე ერიცა ჩუჱნი ქართუჱლთაჲ, დედისა ღმრთისა წილხვდომილად ჰყავ იგი და წმიდათა მიერ მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა შრომითა და მოღუაწებითა მოიმუშაკე იგი; რომელმან კერპოვნებითისა სიბნელითა მიმრუმებულსა დედისა ღმრთისა წილხვდომილსა ერსა ჩუჱნსა კვალად მოუვლინე სულითა წმიდითა განბრძნობილი და აღჭურვილი წმიდა ქალწული, დედაჲ ნინო და განანათლე იგი სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა; რომელი მართლმსაჯულობითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ცოდუათა გამო ჩუჱნთა და შეგჳწყალებ სულგრძელებითა, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, - სამკვიდრებელსა ქართუჱლთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუჱნსა, მრავალგზის კუეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა, და განამტკიცე იგი. დაიცევ, უფალო, წმიდა ეკლესიაჲ ჩუჱნი და ყოველნი შვილნი მისნი. მოიხსენე, უფალო, უნეტარესი და უწმიდესი მამათმთავარი ჩუჱნი ილია, კათოლიკოსი მცხეთისა და პატრიარქი ყოვლისა საქართუჱლოჲსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; ყოვლადსამღუდელონი მღუდელმთავარნი და უფალი ჩუჱნი... (აქა მოიხსენონ ადგილობრივი მღვდელმთავარი); პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი, ბერნი და მონოზონნი; დღითი-დღე განაბრძვნენ იგინი, უფალო, მადლითა სულისა წმიდისათა და ლოცვითა და მოღუაწებითა მათითა კეთილად წარუმართე სლუაჲ ერსა ჩუჱნსა გზასა ზედა ცხონებისასა.

სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.

ჰოჲ, უფალო ჩუჱნო იესო ქრისტე, რომელმან გვასწავე მიღებად ყოველივესი, რაიცა ვითხოვოთ მამისაგან შენისა ზეცათასა სახელითა შენითა. აჰა, უცთომელად მიმნდობელნი სიტყუათა შენთა, ვითხოვთ ღმრთისაგან ყოვლისა მპყრობელისა და მომნიჭებელისა ყოვლისა კეთილისა, რათა სწავლებისაებრ წმიდისა მოციქულისა სიტკბოებამან ღმრთისამან სინანულად მიგვიყვანოს ჩუჱნ, რომელნი სიფიცხლითა ამით ჩუჱნითა და შეუნანებელითა გულითა ვინუჯებთ თავისა ჩუჱნისა რისხუასა დღესა მას რისხჳსა და გამოჩინებისა მართლმსაჯულებისა ღმრთისასა. გვიხსენ, უფალო, რწმენისაგან არაცხოველისა და ნელტფილისა, მოაქციენ გულნი ჩუჱნნი ამაოთაგან საქმეთა და სიყვარულისაგან შვებათა წუთიერისა და მსწრაფლწარმავალისა ამის სოფლისათა და აღგვიხილენ თვალნი ჩუჱნნი ხედვად წარუვალისა სოფლისა დიდებისათა და გონებანი ჩუჱნნი კეთილად განსჯად საქმეთა სულისა ჩუჱნისა სარგებელისათა; აღანთე ლამპარი გულსა შინა ჩუჱნსა შენდამი სიყვარულისა და მოგუაქციენ ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რათა ჩუჱნ, ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მჴევალნი შენნი, გარნა შენითა შეწევნითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი გიგალობდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუჱნო, შეგჳწყალენ ჩუჱნ დიდითა წყალობითა შენითა. ამინ.

იქმენ გამორჩეულ ღმრთისა მიერ წმიდისა სამებისა და ჰბრწყინავ წინაშე მისა, დედუფალო მარიამ, დედაო უფლისა ჩუჱნისა იესო ქრისტესო, და გაქუს კადნიერებაჲ ძისა მიმართ შენისა, მას ევედრე, რათა გუაცხოვნოს ჩუჱნ თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე, ამინ.

მღუდელმან ჩამოილოცოს.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის) .

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვე¬ბელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო; ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო; ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი. მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანს-ვჰსცემთ სახიერ და ვითხოვთ…

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანს-ვჰსცემთ სახიერ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩუენთასა. ქრისტე ღმერთო განზრახვით სათნო-იყავ აღსლუა ჯუარსა ზედა, რათა იხსნე რომელნი შეჰქმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარ მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმა ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იგივე ტროპარი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გამოსჩნდი ღმერთი ხორცითა, მხსნელო, ნათესავისა კაცთასა, კერპთა…

გამოსჩნდი ღმერთი ხორცითა, მხსნელო, ნათესავისა კაცთასა, კერპთა საცთურისაგან მას მხოლოსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ-არს.

აღმობრწყინდი საფლავით ღუთივ-შუენიერად, იესო ტკბილო, და ახარე…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

აღმობრწყინდი საფლავით ღუთივ-შუენიერად, იესო ტკბილო, და ახარე დედასა შენსა საყუარელსა, მოგუფინე ჩუენცა სიხარული საუკუნო.

ბრწყინვალებითა შენითა განანათლენ ანგელოსნი, იესო ტკბილო, ბრწყინვალება…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ბრწყინვალებითა შენითა განანათლენ ანგელოსნი, იესო ტკბილო, ბრწყინვალება გონებისა მოგუმადლე, რათა გიხილოთ უფალი ეგე დიდებისა.

განანათლენ მენელსაცხებლენი დედანი ნუგეშინის ცემით იესო ტკბილო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განანათლენ მენელსაცხებლენი დედანი ნუგეშინის ცემით იესო ტკბილო, განანათლენ გულნიცა ჩუენნი ღუთაებისა შენისა გამობრწყინვებით.

დედოფალო ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, იესო ტკბილმან გრქუა გიხაროდენ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედოფალო ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, იესო ტკბილმან გრქუა გიხაროდენ, ხოლო ჩუენ გევედრებით შეგვიწყალენ ყოვლად-უბიწოო ქალწულო.

ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერენ დიდებად შენდა, რათა…

ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერენ დიდებად შენდა, რათა უგალობდე ღვთაებასა შენსა მოწყალე.

ელვარებითა ღუთივ-შუენიერითა განაბრწყინვე ეკლესია, იესო ტკბილო, გევედრებით…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ელვარებითა ღუთივ-შუენიერითა განაბრწყინვე ეკლესია, იესო ტკბილო, გევედრებით შეგვიწყალენ ყოველნი ერთობით მორწმუნენი.

ვარსკულავთა განმაბრწყინვებელო იესო ტკბილო, ვარსკულავთაებრ მრავალ-ბრწყინვალე სათნოება…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ვარსკულავთა განმაბრწყინვებელო იესო ტკბილო, ვარსკულავთაებრ მრავალ-ბრწყინვალე სათნოება მოგუმადლე გევედრებით.

ზეცისა და ქუეყანისანი განამხიარულენ აღდგომითა შენითა, იესო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა და ქუეყანისანი განამხიარულენ აღდგომითა შენითა, იესო ტკბილო, ზეცისა ზატიკობასა მხიარულებით ღირს-მყუენ, უფალო.

ჰე ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, იესო ტკბილისა დედაო, მას…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰე ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, იესო ტკბილისა დედაო, მას ევედრე შეწყალებად ქალწულო, მედღესასწაულეთა თვისთა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მღუდელმან: შეგვიწყალენი ასამაღლებლითურთ.

მცხინვარებითა ღუთივ-შუენიერისა ბრწყინვალებისა შენისათა, იესო ტკბილო, მაცხოვარ…

მცხინვარებითა ღუთივ-შუენიერისა ბრწყინვალებისა შენისათა, იესო ტკბილო, მაცხოვარ, განგვანათლენ ნათელო თუალთ-შეუდგამო, და მოგუფინე შარავანდედი ელვარებისა შენისა, მზეო სიმართლისაო, რათა გალობითა და ფსალმუნითა გადიდებდეთ და გიგალობდეთ ხმობით მედღესასწაულენი, ალლილუია.

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომლისა…

სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომლისა მიერ სამოთხე განეღო, და გიღაღადებ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

თუალთ-შეუდგამო ნათელო ბრწყინვალეო, იესო ტკბილო, თუალნი სულისანი…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

თუალთ-შეუდგამო ნათელო ბრწყინვალეო, იესო ტკბილო, თუალნი სულისანი განგვინათლენ ხილვად დიდებულისა ბრწყინვალებისა.

იესო ტკბილო მაცხოვარო ჩუენო, ისმინე კაცთმოყუარებით და…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

იესო ტკბილო მაცხოვარო ჩუენო, ისმინე კაცთმოყუარებით და გუაცხოვნე სახიერებით, დაბადებულნი შენნი გევედრებით.

კრავო ღუთისაო იესო ტკბილო, კურთხევა მამისა გუასმინე…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კრავო ღუთისაო იესო ტკბილო, კურთხევა მამისა გუასმინე, და კარნი წყალობისანი განგვიხვენ მკვიდრ ყოფად სასუფეველსა.

ლიტანიობით გევედრებით იესო ტკბილისა მშობელო მარიამ, ლამპარი…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლიტანიობით გევედრებით იესო ტკბილისა მშობელო მარიამ, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინვე ღვთივბრწყინვალითა ლოცვითა შენითა.

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა…

აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

მამისა ხატო და ბრწყინვალებაო იესო ტკბილო, მამისა…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

მამისა ხატო და ბრწყინვალებაო იესო ტკბილო, მამისა ნათლისასა მიგუგუარე შენ მიერ მოძიებულნი.

ნათელო ჭეშმარიტო იესო ტკბილო, ნათელსა ბრწყინვალესა ღირს-მყუენ…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ნათელო ჭეშმარიტო იესო ტკბილო, ნათელსა ბრწყინვალესა ღირს-მყუენ ჩუენ, ნამდვილ ჭეშმარიტო ღმერთო.

ბნელი უჩინო-ჰყავ ბრწყინვალებითა შენითა იესო ტკბილო, სიბნელეცა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ბნელი უჩინო-ჰყავ ბრწყინვალებითა შენითა იესო ტკბილო, სიბნელეცა გულთა ჩუენთა განანათლენ გევედრებით.

ოდეს მოვიდეს დიდებით იესო ტკბილი ქალწულო, მაშინ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოდეს მოვიდეს დიდებით იესო ტკბილი ქალწულო, მაშინ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი.

იხსენ წინასწარ-მეტყუელი იგი მაცხოვარ მუცლისაგან ვეშაპისა, მიხსენ…

იხსენ წინასწარ-მეტყუელი იგი მაცხოვარ მუცლისაგან ვეშაპისა, მიხსენ მეცა ცოდვათა სიღრმისაგან.

პატივს-ვსცემთ ღუთივ-ბრწყინვალეთა დღესასწაულთა შენთა იესო ტკბილო და…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

პატივს-ვსცემთ ღუთივ-ბრწყინვალეთა დღესასწაულთა შენთა იესო ტკბილო და გევედრებით, შეგვიწყალენ მორწმუნენი შენნი.

ჟამსა და უჟამოსა გევედრებით სამარადისოდ იესო ტკბილო…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ჟამსა და უჟამოსა გევედრებით სამარადისოდ იესო ტკბილო, ღირს-მყუენ სასუფეველსა, რომელი განუმზადე მოყუარეთა შენთა.

იესო ჩემო, მეძავსა მას და უძღებსა, მანასეს…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იესო ჩემო, მეძავსა მას და უძღებსა, მანასეს და მეზვერესა, და ყოველთავე მცოდველთა, პირველთა და შემდგომთა, წარვხედ იესო ჩემო, ვნებათა და სიბილწეთა მიერ, კვალად ავაზაკსა და ნინეველთა, იესო ტკბილო, სინანულსაცა მათსა ღირსმყავ.

სასუფეველისა სიხარულისა ღირს-გვიჩინე იესო ტკბილისა დედაო მარიამ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასუფეველისა სიხარულისა ღირს-გვიჩინე იესო ტკბილისა დედაო მარიამ, რათა სურვილით გადიდებდეთ უბიწოო.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

და კონდაკი მის ღირსისა ანუ ესე საზოგადო კონდაკი

იესო ტკბილო, სოფლისა ნათელო და სიტკბოებაო, დაბნელებულისა…

იესო ტკბილო, სოფლისა ნათელო და სიტკბოებაო, დაბნელებულისა სულისა ჩემისა თუალნი განანათლენ ძეო ღუთისაო, ღუთივ-ბრწყინვალითა ნათლითა შენითა იესო მწყემსო ტკბილო, მომიძიე რათა გადიდებდე ნათელსა მაგას დაუღამებელსა.

მღუდელმან: მოხედენ, სიბრძნით.

ტკბილ-ხარ შენ უფალო, სიტკბოებითა შენითა მასწავე სიმართლენი…

ტკბილ-ხარ შენ უფალო, სიტკბოებითა შენითა მასწავე სიმართლენი შენნი.

განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი

მუხლი

განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი.

მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. ყოველი სული აქებდით უფალსა. ღირს ყოფად ჩუენდა. სიბრძნით აღემართენით.

ჰსთქუა უფალმან, მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი…

ჰსთქუა უფალმან, მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულითა თქუენთა. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა (სახელი), მოწყალეო აღხოცენ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა (სახელი), მოწყალეო აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

ნათელო ყოვლად-ბრწყინვალეო, განმანათლებელო სოფლისაო იესო ტკბილო, რომელი…

გერი

ნათელო ყოვლად-ბრწყინვალეო, განმანათლებელო სოფლისაო იესო ტკბილო, რომელი შემოგიდგეს შენ, არა ვიდოდეს ბნელსა ცოდვისასა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. გევედრებით, ყოვლად ტკბილო და სახიერებით შუენიერო მეუფეო, გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ნათელი მეცნიერებისა შენისა, რათა სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა, და მივიწივნეთ ღუთივ-შუენიერსა ნათელსა ღუთაებისა შენისასა, და გიგალობდეთ ტკბილითა ხმითა ალლილუია.

მღუდელმან: „აცხოვნენ“ ასამაღლებეღითურთ.

კურთხეულ ხარ შენ უფალო, რომელი ჰზი ზედა…

კურთხეულ ხარ შენ უფალო, რომელი ჰზი ზედა ქერუბიმთა და ჰხედავ უფსკრულთა, ხელმწიფედ ამაღლებულ ხარ უკუნისამდე.

ტრფიალებით სასურველო ყოვლად-ტკბილო იესო, ღუთივ-შუენიერი ტკბილი სიტყვა…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ტრფიალებით სასურველო ყოვლად-ტკბილო იესო, ღუთივ-შუენიერი ტკბილი სიტყვა შენი კურთხევისა გვასმინე კურთხეულო უფალო.

უფალო უფლებათაო იესო ტკბილო, და მეუფეო ძალთაო…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

უფალო უფლებათაო იესო ტკბილო, და მეუფეო ძალთაო, უღელი შენი ტკბილი, სიმშვიდე, მოგუმადლე უღირსთა მონათა შენთა.

ფსალმუნით და ალლილუიით საგალობელო სერაფიმთა მიერ, იესო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფსალმუნით და ალლილუიით საგალობელო სერაფიმთა მიერ, იესო ტკბილო, ფრთოვან ჰყუენ გონება ჩუენი სიწმიდითა, გევედრებით.

ქრისტე ღუთისა იესო ტკბილისა მშობელო ქალწულო მარიამ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქრისტე ღუთისა იესო ტკბილისა მშობელო ქალწულო მარიამ, ქადაგნი სიწმიდისა შენისანი შეგვიწყალენ ყოვლად-უბიწოო დედოფალო.

შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს…

შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უფლისანი უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღუთივ-შუენიერო და ღუთივ-ბრწყინვალეო იესო ტკბილო, ღუთივ-დიდებულისა დღესასწაულისა…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ღუთივ-შუენიერო და ღუთივ-ბრწყინვალეო იესო ტკბილო, ღუთივ-დიდებულისა დღესასწაულისა შენისა პატივის-მცემელნი განგვანათლენ, გევედრებით.

ყოვლად სახიერო და ყოვლად-ტკბილო იესო, ყურად-იხვენ ლოცუანი…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ყოვლად სახიერო და ყოვლად-ტკბილო იესო, ყურად-იხვენ ლოცუანი ჩუენნი და შეიწირენ ვითარცა საკმეველი შენ წინაშე და ყოველნივე შეგვიწყალენ, უფალო.

შარავანდედი ბრწყინვალებისა შენისა მოგუფინე იესო ტკბილო, მზეო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შარავანდედი ბრწყინვალებისა შენისა მოგუფინე იესო ტკბილო, მზეო სიმართლისაო, და ჩუენცა ვითარცა მზე გამოგვაბრწყინვე სასუფეველსა.

ჩუენისა ცხოურებისა მიზეზო, იესო ტკბილისა დედაო მარიამ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩუენისა ცხოურებისა მიზეზო, იესო ტკბილისა დედაო მარიამ, ჩუენ გლახაკნი მოგვიხსენენ წინაშე ძისა შენისა, ღუთივ ბრწყინვალეო დედოფალო.

ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთვის…

ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთვის ყოველნი, უბიწოო, მორწმუნენი გადიდებთ შენ.

ცხოვრებისა წყაროო იესო ტკბილო, ცხრა დასნი ანგელონი…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ცხოვრებისა წყაროო იესო ტკბილო, ცხრა დასნი ანგელონი გადიდებენ, ხოლო ჩუენ გევედრებით დიდებისა შენსა ღირს-ყოფა მოგუმადლე.

ძალნი ცათანი გიგალობენ, ძლევისა გალობასა იესო ტკბილო…

დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ძალნი ცათანი გიგალობენ, ძლევისა გალობასა იესო ტკბილო, წმიდა-მყუენ გულითა, რათა გიხილოთ ღმერთი ტკბილი და სახიერი.

წმიდანი შენნი განათლდებიან ბრწყინვალებითა შენითა იესო ტკბილო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდანი შენნი განათლდებიან ბრწყინვალებითა შენითა იესო ტკბილო, წმიდა მყუენ გულითა, რათა გიხილოთ ღმერთი ტკბილი და სახიერი.

ჭეშმარიტისა ნათლისა, იესო ტკბილისა მშობელო ქალწულო მარიამ…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტისა ნათლისა, იესო ტკბილისა მშობელო ქალწულო მარიამ, ჭეშმარიტად ღუთის-მშობელად აღგიარებთ და გევედრებით, შეგვიწყალენ ყოვლად-უბიწოო.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღუდელმან აკმიოს.

ქერუბიმთა საყდართა ზედა მჯდომარეო იესო ტკბილო, ქერუბიმთაებრ განგვინათლენ თუალნი სულისა ჩუენისანი, რათა ვიხილოთ დიდებულება ბრწყინვალებისა შენისა.

ხელთა აღვიპყრობთ სერაფიმთა ფრთაებრ და ვჰხმობთ შენდამი, იესო ტკბილო, ხელი წყალობისა აღგვიპყარ და აღგუამაღლე სასუფეველთა მვედრებელნი შენნი.

ჯუარს-ეცუ ნებსით, აღსდეგ ხელმწიფებით, ამაღლდი ღაღადებით იესო ტკბილო, ხოლო მოსულად ხარ დიდებით, გევედრებით მარჯუენით მართალთა თანა დაგუადგინენ მონანი შენნი.

ჰსუფევ დაუსრულებელად მამისა და სულისა თანა იესო ტკბილო, დიდებულო ანგელოსთაგან, შენ გევედრებით, მორწმუნენი ღირს-მყუენ სუფევასა მას საუკუნესა.

ჰოი, ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო, დიდებაო ყოველთა წმიდათაო, იესო ტკბილისა წინაშე მოგვიხსენე, რათა ჩუენცა ვჰგალობდეთ, მოგუფინე უფალო წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

მღუდელმან: შეგვიწყალენი და შეისმინე ჩუენი ღმერთო.

ჰოი ყოვლად-ტკბილო იესო ქრისტე, ძეო ღუთისაო, ხატო…

ჰოი ყოვლად-ტკბილო იესო ქრისტე, ძეო ღუთისაო, ხატო და ბრწყინვალებაო მამისაო, თანა სწორო სულისა წმიდისაო, ბრწყინვალებით განმანათლებელო ანგელოსთაო, გვირგვინო შემამკობელო ყოველთა წმიდათაო, სინანულისა შემწირველო ცოდვილთა მოქცეულთაო, კაცთ-მოყუარებით მაცხოვარო ყოველთა შენთა მოლტოლვილთაო, დიდებითა და დიდად შუენიერებითა ბრწყინვალებისა შენისათა განმანათლებელო სასოებით მვედრებელთაო.

ჰოი ყოვლად-ტკბილო და საწადელო იესო, ღუთივ-შუენიერო ნათელო ბრწყინვალეო, ყოვლად დიდებულებითა შენითა ადიდე და აღამაღლე ღვთივდაცული ერი ჩვენი, თუალთ-შეუდგამითა ბრწყინვალებითა შენითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, და ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი, ყოვლადნათლოვან შარავანდედითა შენითა განანათლენ კეთილ მორწმუნენი, დღესასწაულის-მოყუარენი და პატივის მცემელნი შენნი. შენ გევედრებით, მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, განგვანათლენ და განგუაბრწყინვენ ყოველნი სულით და ხორცით დიდებად შენდა, გალობად და მადლობად.

ჰოი ყოვლად ტკბილო და ტრფიალებით სასურველო იესო, მაცხოვარო ჩუენო, ხელის აღმპყრობელო და სიბრძნით განმგებელო უფალო, მოიხილე ჩუენ ზედა ყოვლად-ტკბილითა და სახიერითა თუალითა შენითა, რომელნი ესე ვადიდებთ ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა წმიდასა და მოგუფინე ღუთივ-შუენიერად გამომკრთოლვარე ბრწყინვალისა პირისა შენისა ნათელი, რათა ნათლითა შენითა განათლებულთა გიხილოთ შენ ნათელი ჭეშმარიტი, და სასუფეველისა დიდებულსა ბრწყინვალებასა შინა ვიხარებდეთ, და ყოველთა წმიდათა შორის გვირგვინითა შემკობილნი გადიდებდეთ, და ანგელოსთა თანა გიგალობდეთ, ქებასა მადლობასა და კურთხევასა აღუავლენდეთ შენდა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, რომელსა გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, რამეთუ ჰშუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ხოლო მაცხოვრისა ხატისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

ყოვლისა ცხოვრებისა ჩუენისა წინამძღუარო იესო ტკბილო მეუფეო…

ყოვლისა ცხოვრებისა ჩუენისა წინამძღუარო იესო ტკბილო მეუფეო, ვინაითგან არა რაი ძალ-გვიძს ყოფად თვინიერ შენსა, ამისთვის ჭეშმარიტის სარწმუნოებით გევედრებით, ყოველივე ცხოვრება ჩუენი შენ განაგე ნებისაებრ შენისა კაცთ-მოყუარებისა და სასუფეველსა ღირს-მყუენ, რომელი განუმზადე პირველ სოფლისა დაბადებისა, რათა ვადიდებდეთ სიბრძნით განგებულებასა შენსა სამარადისოდ.

დედოფალო ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, დედაო იესო ტკბილისაო, დაუსრულებელსა დიდებასა ძისა შენისასა ღირს-მყუენ, რათა მადლობით ვადიდებდეთ მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.