გულანი
საცდელი · 1.37.0
საფლავის მიწის კურთხევა 1 / 2ღმერთო ძლიერო და საშინელო, რომელმან ყოველივე არა-არსისაგან…

საფლავის მიწის კურთხევა

კურთხევანი

orthodoxy.ge; „საღვთისმსახურო წიგნები“; მამა ლაზარეს კრებული · დაახლ. 1 წთ

ღმერთო ძლიერო და საშინელო, რომელმან ყოველივე არა-არსისაგან…

– უფლისა მიმართ ვილოცოთ. –უფალო, შეგვიწყალენ.

ღმერთო ძლიერო და საშინელო, რომელმან ყოველივე არა-არსისაგან შეჰქმენ, და ჰქმენ კაცი ხატად და მსგავსად შენდა, რათა უფლებდეს იგი ქმნულთა შენთასა და შეცოდებითა მისითა სიკვდილი ყოველთა მოიწია, შენ აკურთხე საფლავის მიწა ესე აქა მდებარისა მიცვალებულისა (სახელი), სული განაწესე მართალთა თანა, რამეთუ შენ ხარ პირველ ცხოველთა და მკუდართა და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იკურთხების საფლავი (საფლავის მიწა) ესე, სხურებითა წმიდისა აიაზმისა, მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.

უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი და…

ასხურებს წმიდა წყალს ჯვარის-სახედ (3-გზის).

უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა.