უფლისა მიმართ ვილოცოთ
დიაკონი:
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო შეგვიწყალენ.
ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან შეჰქმნენ ცანი მეცნიერებითა…
მღვდელმან:
ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან შეჰქმნენ ცანი მეცნიერებითა, და ქვეყანა დააფუძნე სიმტკიცესა ზედა მისსა, რომელი შემოქმედი ხარ და დამბადებელი ყოველთა, მოხედე მონასა ამას შენსა (სახელი), მინდობილსა ძლიერებისა შენისასა, აღშენებად სახლისა საყოფელად თვისად, და მოქმედება ამისი ამაღლებულ ყავ, და დაამტკიცე ესე კლდესა ზედა მტკიცესა, და დააფუძნე ესე მსგავსად საღმრთოისა მის სახარებისა შენისა ხმისაებრ, რათა არა მოიწიოს ამას ზედა, არცა ქარი განმხრწნელი, არცა წყალი და არცა სხვა მავნებელისა ძლიერება. სათნო-იყავ ესე ვიდრე აღშენებად განსრულებადმდე, და რომელნი მკვიდრობდენ ამას შინა, ყოვლისაგან განსაცდელისა განათავისუფლენ წინააღმდგომისა. სრულ-ჰყავ ესე ნებისაებრ შენისა და თვისისა ნაშრომისაგან სათნო-იყავ განსვენებაი ამისი და გრძელსა სიბერესა მიწევნად, ვიდრე შვილითი შვილადმდე. რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.