გულანი
საცდელი · 1.37.0
სახლის კურთხევა 1 / 50კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის…

სახლის კურთხევა

კურთხევანი

orthodoxy.ge; „საღვთისმსახურო წიგნები“; მამა ლაზარეს კრებული · დაახლ. 12 წთ

კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის…

წესი ახლისა სახლისა კურთხევისა, რომელსა შინა უნდოდეს ვინმეს პირველად დამკვიდრება. მღვდელი დგება პირით აღმოსავლეთისკენ. მის წინ, ტაბლაზე დანთებულია სანთელი, ასვენია ჯვარი, სახარება, დგას ჭურჭლით ნაკურთხი წყალი და ზეთი. სახლის ყველა ოთახში უნდა გაიკრას მისაკრობი ჯვრები. მღვდელმან:

კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

მგალობელთა:

ამინ!

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა…

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და…

მღვდელმან:

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

მგალობელთა:

ამინ!

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)

მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.

მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა…

მღვდელი ფსალმუნის კითხვის დროს აკმევს სახლის ყოველ ოთახს. ფსალმუნი 90.

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრთხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთსაშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუადღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი მარჯვენით შენსა. ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თვალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთა და უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუ სადა წარსცე ქვასა ფერხი შენი, ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!

ვითარცა სახლსა ზაქესსა შესლვითა შენითა, ქრისტე, ცხოვრება…

ტროპარი, ხმა 8:

ვითარცა სახლსა ზაქესსა შესლვითა შენითა, ქრისტე, ცხოვრება იქმნა, ეგრეთვე აწ შესლვითა სამღვდელოთა მსახურთა შენთა და მათ თანა წმიდათა ანგელოზთა შენთათა, მშვიდობა შენი მომადლე სახლსა ამას და წყალობით აკურთხე იგი, აცხოვნე და განანათლე ყოველნი, რომელნი დამკვიდრდებიან მას შინა.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს…

მღვდელმან:

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს იჩინე სართულსა ქვეშე, ზაქესსა მეზვერისასა შესლვა, საცხოვრებელად მისთვის და ყოველთა სახლეულთა მისთა, შენ აწცა სახლსა ამას მოხედე, და რომელთა ნებავს მკვიდრობა მას შინა, რომელთათვის ვედრებასა და ლოცვასა შევწირავთ შენდა, ყოვლისაგან ბოროტისა უვნებელად დაიცავ ესენი, აკურთხენ ესენი და სამკვიდრებელი მათი და ავი განზრახვისაგან ცხოვრება მათი მარად დაიცევ, უხვად ყოველნი კეთილნი შენნი კურთხევითა შენითა სარგებელად მიეც მათ, რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა თანა-დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმან:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა:

და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონმან:

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ უფალო

მგალობელთა:

შენ უფალო.

მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მაღალთა შინა…

მღვდელმან თქვას ლოცვა ესე:

მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ ხარ და მდაბალთა ხედავ, რომელმან აკურთხე სახლი ლაბანისა შესლვისა თანა იაკობისათა და სახლი პეტეფრესი მისლვითა იოსებისათა, რომელმან აკურთხე სახლი აბედარისა შეტანითა კიდობანისათა და რომელმან დღეთა მათ შინა ხორციელად მოსლვისა ქრისტესა ღმრთისა ჩვენისასა ცხოვრება სახლსა ზაქესსა მიმადლე, შენ აკურთხე სახლიცა ესე და რომელთა სურთ მკვიდრობა მას შინა, შიშითა შენითა შეზღუდე და წინააღმდგომთაგან უვნებელად დაიცევ და კურთხევა შენი მაღლით სამკვიდრებელით შენით გარდამოუვლინე მათ და აკურთხე და განამრავლე ყოველი კეთილი სახლსა ამას.

რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა…

და შემდგომ მღვდელი 3-ჯერ ჯვარს სახავს ზეთს სიტყვებით:

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.

უფალო ღმერთო ჩვენო, მოხედენ აწ მოწყალებითა ლოცვასა…

და კითხულობს ამ ლოცვას:

უფალო ღმერთო ჩვენო, მოხედენ აწ მოწყალებითა ლოცვასა ჩემ მდაბლისა და უღირსისა მონისა შენისასა, და გარდამოავლინე მადლი ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა ზეთსა ამას ზედა და აკურთხე იგი, რათა იყოს განსაწმედელად ადგილისა ამის და მას ზედა აგებულისა სახლისა, განსადევნელად ყოვლისა წინააღმდგომისა ძალისა და განზრახვათა ეშმაკისათა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხებ და განსწმედ ყოველთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა…

მღვდელი წმიდა წყალს ასხურებს სახლის ყოველ კედელს და საკუჭნაოს, სიტყვებით:

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა განიდევნოს ყოველი მზაკვარი და ზაკული, საეშმაკო მოქმედება აწ და მარადის და უკუნითი უკუ ნისამდე, ამინ.

ცხებითა წმიდისა ამის ზეთისათა იკურთხება სახლი ესე…

ზეთს სცხებს სახლის კედლებს, სადაც გამოსახულია ჯვარი, თითოეულ ცხებაზე ამბობს:

ცხებითა წმიდისა ამის ზეთისათა იკურთხება სახლი ესე, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.

აკურთხე, უფალო, სახლი ესე, აღავსე იგი ქვეყნიერთა…

ხოლო ცხების ჟამს მგალობელნი გალობენ შემდეგ სტიქარონს; ხმა 5, ან „ჯვარსა შენსა“...

აკურთხე, უფალო, სახლი ესე, აღავსე იგი ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან, და რომელთა სურთ ღმრთისმსახურებით მას შინა მკვიდრობა ყოველთა გარემოდგომილებათაგან ბოროტისათა, უვნებელად დაიცევ და ყოველი სიუხვე ზეციერისა და ქვეყნიერისა კურთხევისა შენისა მიმადლე მათ, და ვითარცა მოწყალემან, შეიწყალე დიდითა წყალობითა შენითა.

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება

წაიკითხავს წმიდა სახარებას; დიაკონმან:

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმან:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა:

და სულისაცა შენისა თანა.

ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი

მღვდელმან:

ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

მოხედენ

დიაკონმან:

მოხედენ.

მათ დღეთა შინა იესო შევიდა და განვიდოდა…

ლუკა, 19, 1-10

მათ დღეთა შინა იესო შევიდა და განვიდოდა იერიქოთ, და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზვერეთა, და ესე იყო მდიდარ ფრიად. და უნდა ხილვა იესოსი, ვინძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე და წარრბიოდა წინა და აღხდა ლეღუსულელსა, რათა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესო და ჰრქვა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოხედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფა. და ისწრაფა და გარდამოხდა და შეიყვანა იგი სიხარულით. და იხილეს ყოველთა და დრტვინვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. აღდგა ზაქე და ჰრქვა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთა მივსცე გლახაკთა; და უკეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. ჰრქუა მას იესო: დღეს იქმნა ცხოვრება სახლისა ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისი არს. რამეთუ მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა.

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე…

ფსალმუნი 100.

წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე და გულისხმა-ვყო გზასა უბიწოსა; ოდეს მოხვიდე ჩემდა? ვიდოდი მე უმანკოებითა გულისა ჩემისათა შორის სახლისა ჩემისა. არა დავიდევ წინაშე თვალთა ჩემთა საქმე უსჯულო და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ; არა შემომეყო მე დრკუ გული, გარემიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე. რომელი იტყვინ იდუმალ მოყვასისა თვისისა ძვირსა, ესე წარვდევნი; რომელი ამპარტავან იყო თვალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი. თვალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქვეყანისათა, რათა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე. არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნება; რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თვალთა ჩემთა. ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა.

შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

კვერექსი მღვდელმან:

შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით, რათა გარდამოავლინო კურთხევა შენი სახლსა…

მღვდელმან:

მერმეცა გევედრებით, რათა გარდამოავლინო კურთხევა შენი სახლსა ამას ზედა და მონათა და მხევალთა ამათ შენთა (სახელები) ამათ ზედა და ყოველთა ზედა, რომელთა სურთ ღმრთისმსახურებით მკვიდრობა ამას შინა და რათა მოავლინო ანგელოზი შენი მოწყალე, რომელი დაიფარავს და დაიცავს მათ ყოვლისა ბოროტისაგან, წინამძღვარი მათი ყოველსა სათნოებასა ზედა, აღსრულებად ქრისტეს წმიდათა მცნებათა, დაცვად მათდა შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედა-დასხმისაგან უცხო ტომთასა და ყოვლისაგან სიკვდილ-შემოსილისა წყლულებისაგან. უფალო, მიმადლე მათდა სიმრთელე და დღეგრძელობა და ყოველი ნაყოფიერება, ვთქვათ ყოველთა. უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის

მღვდელმან:

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა…

მღვდელმან, ასამაღლებელი:

შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ.

რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

სიბრძნით

დიაკონმან:

სიბრძნით.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ

მღვდელმან:

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად…

მგალობელთა:

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება…

მღვდელმან:

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

მგალობელთა:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.

რომელმან სახლსა შინა ზაქესსა მისლვა ინება ჩვენისა…

მღვდელმან, ჩამოლოცვა:

რომელმან სახლსა შინა ზაქესსა მისლვა ინება ჩვენისა ცხოვრებისათვის, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

სთქვან მრავალჟამიერი.