კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…
მიიღებს მღვდელი ნაწილსა წმიდათაგან საიდუმლოთა, შთაასვენებს ბარძიმსა შინა და შთაასხამს მცირედ ღვინოსა, ვითარცაღა შესაძლო იყოს სნეულისაგან ადვილად მიღება მისი.
კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი…
სიმბოლო სარწმუნოებისა.
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღსდგა მსამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
მრწამს უფალო, და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ…
ესრეთვე იტყვის :
მრწამს უფალო, და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხოცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, შემინდევ შეცოდებანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით, საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა და ცხოვრებად საუკუნოდ ამინ.
სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს გიყო, ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო სასუფეველსა შენსა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა .
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
ღმერთსა შენგან განხორციელებულსა ვიცნობთ, ღვთისმშობელო ქალწულო, მას…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთსა შენგან განხორციელებულსა ვიცნობთ, ღვთისმშობელო ქალწულო, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთა.
მეუფეო უფალო იესო ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო, რომელსა…
უფალო შეგვიწყალენ 12-გზის. ესრეთვე ლოცვა ესე:
მეუფეო უფალო იესო ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო, რომელსა მხოლოსა გაქვს, ხელმწიფება მიტევებად ცოდვათა, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან, უგულებელსჰყავ ყოველი, რაოდენიცა ცნობით და უმეცრებით შეგცოდა მონამან შენმან (ან მხევალმან შენმან, სახელი) დაუსჯელად ღირს ყავ ესე მიღებად ყოვლად წმიდათა საიდუმლოთა შენთა, ნუ სასჯელად, ნუცა დასასჯელად, ნუცა დასართველად ცოდვათა, არამედ განსაწმენდელად სულისა და ხორცთა, და წინდად სუფევისა შენისა, რამეთუ შემწე ხარ და ზღუდე უბრძოლველი, და გარემიმაქცეველი წინააღმდგომთა და განმწმენდელი შეცოდებათა მისთა. რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო უწყი რამეთუ არა ვარ ღირს, რათა…
ლოცვა მეორე
უფალო უწყი რამეთუ არა ვარ ღირს, რათა სართულსა ქვეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე, ვინაითგან სრულიად უხმარ და დაცემულ არს, და არა გაქუს ჩემს შორის ადგილი ღირსი, სადა თავი მიიდრიკო. არამედ ვინაიდგან გნებავს დამკვიდრება ჩემს შორის, ამისთვის მოწყალებისა შენისა მსასოებელი მოვილტვი შენდამი. ბრძანე განღებად კართა უღირსთა ბაგეთა ჩემთასა, რათა შენ მხოლოსა გეზიარო. შემოვედ ჩემს შორის, და გამწმინდე მე ყოვლისაგან ბიწისა ხორცთასა და სულისა, მეყავნ მე შემწე და ხელის-აღმპყრობელ, და ღირს მყავ მე მარჯვენით შენსა დადგომად. ლოცვითა და ვედრებითა, ყოვლად წმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა , და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რომელიცა საუკუნითგან სათნო გეყვნეს შენ, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნეთა შინა უკუნისამდე, ამინ.
უფალმან ღმერთმან ყოვლად მოწყალემან შეგიწყალნეს შენ. უფალმან…
დასდებს ოლარსა თავსა მისსა ზედა და იტყვის ლოცვასა მესამესა:
უფალმან ღმერთმან ყოვლად მოწყალემან შეგიწყალნეს შენ. უფალმან იესო ქრისტემან ყოველივე კეთილი თხოვა შენი მოგანიჭოს შენ. უფალმან ყოვლისა შემძლებელმან გიხსნას შენ ყოვლისაგან განსაცდელისა. უფალმან გასწაოს შენ. უფალმან განგაბრძნოს შენ. უფალი შეგეწიოს შენ. უფალმან გაცხოვნოს შენ. უფალმან დაგიფაროს შენ. უფალმან დაგიცვას შენ. უფალმან განგწმინდოს შენ. უფალამან სიხარულითა სულისათა აღგავსოს შენ. უფალი სულთა და ხორცთა შენთა გექმნეს თანაშემწე. უფალამან, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან, მოტევება ცოდვათა მოგანიჭოს შენ. უფალმან ღმერთმან იესო ქრისტემან დღესა შინა განსჯისასა შეგიწყალოს შენ, და გაკურთხოს შენ ყოველსა შინა დღესა ცხოვრებისა შენისასა.
რამეთუ მისა შვენის ყოველი დიდება , პატივი და თაყვანის-ცემა , თანადაუსაბამოით მამით მისით და ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით მისითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან პეტრესა და მეძავსა…
უკეთუ იყოს სნეული იგი აღმსარებელი მრევლი მეყსეულად აზიაროს. ხოლო უკეთუ არა, კითხავს მას აღსარებასა. ისწრაფოს რათა არა რაიმე იქნას დაფარულ და აღუარებელ ჟამსა მას წინაშე ღმრთისა, და შემდგომად აღსარებისა იტყვის შენდობის ლოცვასა მის ზედა:
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან პეტრესა და მეძავსა ცრემლთა მიერ მიტევება ცოდვათა თვისთა მიანიჭე და მეზვერესა სახლსა მისვლითა სიხენეშენი გულთა მისთანი განუმართენ, ეგრეთვე მოხედენ აღმსარებელსაცა მონასა ამას შენსა (ანუ მხევალსა სახელი) და რაოდენი გცოდა სიტყვით გინა საქმით ანუ გონებით მეცნიერებით ანუ უმეცრებით, ნებსით გინა უნებლიეთ, ამასცა ჰოი კაცთ-მოყვარეო მეუფეო შეუნდევ, რამეთუ შენ მხოლოსა გაქვს ხელმწიფება მიტევებად ცოდვათა.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა…
აზიარებს წმიდასა საიდუმლოსა და შემდგომად ზიარებისა იტყვის:
აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
ვედრებითა უფალო ყოველთა წმიდათათა და ღვთისმშობელისათა შენი…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). ტროპარი დღისა. დიდება… აწდა… ღვთისმშობლისა:
ვედრებითა უფალო ყოველთა წმიდათათა და ღვთისმშობელისათა შენი მშვიდობა მომეც ჩვენ და შემიწყალენ ჩვენ ვითარცა მხოლომან მრავალმოწყალემან.
სახელითა უფლისათა მამაო წმიდაო გვაკურთხენ
უფალო შეგვიწყალენ 3 გზის.
სახელითა უფლისათა მამაო წმიდაო გვაკურთხენ.
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.
ამინ. უფალო შეგვიწყალენ 3-გზის
ამინ. უფალო შეგვიწყალენ 3-გზის.