კურთხეულ-არს… წმიდაო ღმერთო… მამაო ჩვენო…
წესი აღსარებისა. სვიმეონ თესალონიკელისა მიერ თქმული: ჯერ არს მოძღვრისა მიერ, რათა ჰქონდეს ადგილი განმზადებული და მუნ აღუარებდნენ კაცნი, მიიყვანებდეს აღმსარებელსა მას განწმედილითა გულითა. არა იძულებითა მიიყვანებდეს, არამედ თვით ნებითა თვისითა და შიშითა ღვთისათა და სიხარულითა, აღსარებისა თქმად მოძღვრისა თანა. ხოლო მოძღვარი მიიღებს პეტრახილსა და იტყვის:
კურთხეულ-არს… წმიდაო ღმერთო… მამაო ჩვენო…
იხილე, შვილო, კეთილად, რათა, აჰა ესერა, ქრისტე…
და შემდგომად ამისა პარაკლისსა, რომელი ზემო წერილ-არს. ხოლო, რაჟამს დაასრულოს მოძღვარმან პარაკლისი ლოცვითურთ, დაადგენს აღმსარებელსა წინაშე ხატსა მაცხოვრისასა და ეტყვის ლმობიერად.
იხილე, შვილო, კეთილად, რათა, აჰა ესერა, ქრისტე უხილავად აქა მდგომარე არს შენ თანა, მიმხმელი აღსარებისა შენისა. ნუ გრცხვენის და ნუცა გეშინის, რათა არა რად დაჰფარო ჩემგან ცოდვანი შენნი, რაოდენიცა გიქმნიეს. არამედ სასოებითა და ყოვლითა სულითა და გულითა მეტყოდე, რათა მიიღო შენდობაი და კურნებაი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესგან, უკეთუ დაჰფარო ჩემგან მცირედი რაიმე ცოდვაი ჩემ თანა, გექმნების მრჩობლი ცოდვად.
ეკრძალე, შვილო, ვინაითგან მოხვედ სამკურნალოსა ამას, რათა განიკურნო, და არა განუკურნებელი მართლ-უკუნ-იქცე და ცოდვა გექმნების შენ და არა მე.
აჰა, ხატი წინაშე ჩვენსა და მეცა მოწამე ვარ მხოლოდ, რათა ვსწამო წინაშე მისსა, რაოდენიცა აღმიარო მე.
მითხარ მე, შვილო, უკეთუ არა გიქმნიეს შვიდთა…
და უკითხვიდეს თითოსა და მოუცდიდეს და პასუხსა მიუგებდეს. კითხვა:
მითხარ მე, შვილო, უკეთუ არა გიქმნიეს შვიდთა სასიკვდინეთა ცოდვათაგანი, რომელ არს ესენი: სასოწარკვეთილება უგუნურებაი, მრუშებაი, ნებსით-კვლაი, ნათესავთა თანა აღრევაი, მამათმავლობაი და უსჯულოი იგი ყრმათა თანა დაცემა.
უკეთუ არა განხრწნენ ქალწულებაი შენი ჩუკენობითა, და…
ეგრეთვე უკითხავს:
უკეთუ არა განხრწნენ ქალწულებაი შენი ჩუკენობითა, და ანუ სხვათა შენ არა უყავ ჩუკენობაი. მითხარ, შვილო, უკეთუ არა ჰქმენ მამათმავლობაი, ანუ ცოდვაი იგი სოდომური, ანუ თუ ისიძვე დედათა თანა. ანუ რაოდენთა თანა დაეცი. უქმროსა თანა, ანუ ქმრიანსა თანა, რამეთუ ქმრიანთა დედათა თანადაცემაი მრუშება არს.
მითხარ მე, შვილო, უკეთუ არა დაეცი ნათესავთა თანა, ანუ რომელსა პირსა თანა, გინა მძახალთა თანა, ანუ პირუტყვთა თანა, ანუ ფრინველთა თანა. ანუ ცოლსა შენსა თანა საშოს გარეთ. ანუ თუ, რაჟამს ცოლი დაიწინდე და ჯვარდაუწერელად დაეცი, ანუ სხვისა სჯულის მქონებელისა თანა დაეცი (ესე განიკანონების სიძვისა კანონითა ერთისა წლის უმეტესად). მარქუ, შვილო, უკეთუ არა მოჰკალ კაცი ნებითა შენითა, ანუ იძულებითა. უკეთუ მოიპარე რამე და მისთვის შეჩვენება ჰყავი ანუ სხვამან იპარა და შენცა ზიარ-ექმენ. მიიქეც მღვდელმთავართა თანა, რათა შენდობა მოგცეს, განგკანონოს და მოპარული მიეც პატრონსა. უკეთუ არა ჰფიცე ნებითა ანუ უნებლიეთ. უკეთუ ძალად და სიცრუით მსძლავრე ვისმე და წაართვი, ისევ მიეც.
უკეთუ არა ჰყავ ვარსკვლავთ-მრიცხველობად, ანუ მისნობაი სანთლითა. ანუ ტყუილითა ანუ თუ შენს სახლში მოიყვანე მისანი და გმობა ჰქმნა, ანუ შენ ჰქმენ. ანუ თუ პირუტყვი შეჰკარ მგლის შეუჭმელობისათვის, ანუ ცოლ-ქმარი შეჰკარ, ანუ თუ არა გაქვს რა ამგვარი წამალი. ანუ თუ დაესწარ ამგვარ საქმეში და სხვათა ქმნეს ესე
უკეთუ აგინე მშობელთა შენთა, ანუ თუ მღვდელსა…
(განიკანონების წელსა ექვსსა, ვითარცა უბრძანებს კანონი, ხოლო მოქმედი იგი, ვითარცა კაცის მკვლელი, ეგრეთ განიკანონების წელსა ოცსა).
უკეთუ აგინე მშობელთა შენთა, ანუ თუ მღვდელსა, ანუ მონაზონსა, ანუ თუ გაქვს ვისთვისმე გულში ძვირი, რამეთუ ნიჭსა შენსა არა შეიწირავს ღმერთი. მარქუ, თუ არა სჭამე უდანო ხორცი, ანუ სისხლიანი, ანუ ნამგლევი, ანუ უსულოდ დაკლული, ანუ თუ წმიდა მარხვა შეჰრიე, ანუ ოთხშაბათ-პარასკევს ჭამე ხორცი, ანუ ყველი, ანუ სხვათა აჭამე. ანუ თუ აგინე სჯულსა, ანუ სარწმუნოებასა, ანუ სხვა რამე ლანძღვა ჰყავ. ანუ თუ შეაჩვენე ვინმე კაცი. ანუ ტყუილი სთქუ. ანუ თუ იამპარტავნე. ანუ ჰყავ სიმთვრალე, სულთა და ხორცთა წარმწყმედელი. ანუ ცილი ვისმე დასწამე. ანუ იცრუე. ანუ უზრახე ვისმე ქრისტიანესა, ანუ თუ მუცელსა, ანუ სხვათა ასოთა გვამთასა დაეცი
მარქუ, შვილო, უკეთუ შეეყავ ქმარსა და საქმე…
(ხოლო უკეთუ დედაკაცი იყოს, ეგრეთვე მას ზედაცა აღასრულოს წესი იგი მოძღვარმან და მერმე ჰკითხოს).
მარქუ, შვილო, უკეთუ შეეყავ ქმარსა და საქმე იგი ცოდვისა არა ჰქმენ. ანუ თუ ჰქმენ ჩუკენობა. ანუ თუ ისიძვე. ანუ თუ იმრუშე. ანუ თუ დასწე ქმარსა თანა საშოს გარეთ, ანუ იპარე. გინა სხვათა თანა ზიარ იქმენ. ანუ თუ უშვილოებისა წამალი გაქვს, გინათუ მუცელსა შინა მოუკალ ვისმე ყრმად. ანუ აღერივე ნათესავთა თანა, ანუ თუ ჰყავ მისნობად.
შვილო, ამათ აწ და უკუნისამდე ეკრძალე, ვინაითგან ნათლისღებითა მეორითა ნათელს-იღებ ქრისტეს საიდუმლოთა მიერ. ჯერ შენ, რათა პირველად დასდვა საფუძველი და ღმერთი შემწე გეყოფის შენ. ნურა რას ესე ვითარსა ეტყვი ვისმე რასმე, რათა საცინელ იქმნე ერთა წინაშე. ესე ვითარი საქმე ქრისტიანეთა წესი არა არს, არამედ სიწმიდით და პატიოსნად მოქალაქეობდე, შვენიერებითა და სიმართლითა და ღმერთი შემწე გეყოფის.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
ამათ რა ისმენდეს მოძღვარი, მსგავსად ცოდვათა მათთაებრ მისცეს კანონი. ვითარცა ბრძანებენ ღმერთშემოსილნი მამანი, ვითარმედ, ვითარცა ხედვიდე გონიერებასა აღმსარებელისასა და შემუსვრილებასა გულისა მისისასა, მოძღვარო, ეგრეთ განკანონე სიბრძნითა და გონიერებითა, რათა არა განუტეო განუკურნებელი და განუკანონებელი. მოძღვრისა და ესრეთ არს, რათა იხილოს აღმსარებელი იგი და გაშინჯოს: ახალი არს ანუ ბერი, ძლიერი ანუ უძლური. და მისისა წესითა და რიგითა და ადგილთა, როგორათაც ქმნილ იყოს საქმენი იგი და ცოდვანი, გულისხმა-ჰყოს, უკეთუ ქმნილ იყოს სიმთვრალითა, ანუ ნაყროვანებითა, ანუ დაპირებითა, ანუ შიშითა, ანუ ძალად ქმნილ-იყოს, ანუ სიგლახაკითა. ესენი ჰსცნას მოძღვარმან და ეგრეთ განაკანონოს. ახალმან თუ ჰცოდოს, მას უკუე აქვს სუბუქი კანონი მოხუცებულისაგან. და ეგრეთვე ყოველსა ცოდვასა აქვს თიღოეულსა თვისი კანონი. ამათ გულისხმის-ყოფაი უხმს მოძღვარსა, თუ როგორ იქმნა, ანუ სადა, და მერმე მისცეს კანონი. ვითარ განიკანონების აღმსარებელი გონებითა კეთილითა, ნიკიფორე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა მიერ თქმული: უკეთუ აღუაროს კაცმან ცოდვანი თვისნი, ყოვლითა სულითა და გულითა, მოძღვარსა მას უხმს, რათა მსუბუქად მისცეს წამალი წყლულისათვის. ესრეთ უხმს, რათა მისცეს სამწილად განყოს ცოდვანი მისნი. ერთი წილი განუტეოს კაცთმოყვარისა ღმრთისათვის, რამეთუ არა ვინ არს უცოდველ, გარნა მხოლოდ თვით უფალი. მეორისა წილისათვის მისცეს კანონი მსგავსად ძალისა მისისა. ხოლო მესამედი თვით მოძღვარმან იტვირთოს, რამეთუ აქვს მას ხელმწიფებაი მღვდელმთავრისა მიერ მიცემული შეკვრისა და განხსნისა, უკეთუ იხილოს გონებითა კეთილითა აღმსარებელი იგი. ხოლო რაჟამს მისცეს კანონი კაცსა, ანუ დედაკაცსა, მერმე მოუდრიკოს აღმსარებელმან მან თავი მოძღვარსა და მოძღვარმან წარუკითხოს ლოცვანი ესე თავსა მისსა ზედა: ლოცვა შესანდობელი, მოძღვართა მიერ წარსაკითხავი აღმსარებელსა ზედა:
უფლისა მიმართ ვილოცოთ
უფალო ღმერთო, მაცხოვარო მონათა შენთაო, რომელი მოწყალე ხარ და სულგრძელ მონანულსა ზედა თვისთა სიბოროტეთა და ცოდვათათვის, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევაი და ცხოვრებაი მისი. შეისმინე აწ ვედრებაი მონისა ამის შენისა ანუ მხევლისა (სახელი) და მოჰმადლე ამას შემდგომი ჟამი სინანულისა. შეუნდვენ ამას ყოველნი შეცოდებანი ამისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, შეაერთე ესე წმიდასა შენსა ეკლესიასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელსა გშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
სხვა ლოცვაა მასვე ზედა.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან პეტრესა და მეძავსა ცრემლთა მიერ მიტევებაი ცოდვათა თვისთა მიანიჭე და მეზვერესა სახლსა მისლვითა სიხენეშენი გულთა მისთანი განუმართენ, ეგრეთვე მოხედე აღსარებასაცა მონისა ამის შენისა ანუ მხევლისა (სახელი) და, რაოდენი გცოდა სიტყვით, გინა საქმით, ანუ გონებით, მეცნიერებით ანუ უმეცრებით, ნებსით გინა უნებლიეთ ამასცა, ჰოი, კაცთმოყვარეო მეუფეო, შეუნდევ, რამეთუ შენ მხოლოსა გაქვს ხელმწიფებაი მიტევებად ცოდვათა.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთმოყვარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
უფლისა მიმართ ვილოცოთ
ლოცვა სათქმელი მღვდელმთავართა მიერ, ანუ სულიერთა მოძღვართაგან, შემდგომად ზიარებისა საიდუმლოსასა
უფლისა მიმართ ვილოცოთ
უფალო, ღმერთო ჩვენო, ძეო და სიტყვაო ღმრთისა, ცხოველისაო, მწყემსო და კრავო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, რომელმან მიუტევენ ორთა მათ მავასხებელთა და ცოდვილსა მას დედაკაცსა ცოდვანი მისნი, რომელმან კურნებად მოჰმადლე განრღვეულსა მას და შეუნდვენ ცოდვანი მისნი. ეგრეთვე, ამასცა ულხინე, შეუნდვენ უსჯულოებანი და ცოდვანი ამისნი, რაოდენი ჰსცოდა, ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით. რაოდენი გარდასლვაი ჰყო ურჩებით მოძღვრებითა ბოროტებისა ეშმაკისათა, მონამან ამან შენმან, ვითარცა კაცმან ხორციელმან, და მყოფმან სოფელსა შინა, ეშმაკისა მიერ ცთუნებულ იქმნა და სცოდა სიტყვით, ანუ საქმით, გინა გონებით, დღისით ანუ ღამით. ანუ თუ წყევასა და შეჩვენებასა მღვდელმთავრისასა გინა მღვდლისასა შთავარდა. ანუ თუ წყევასა მშობლისასა შევარდა, გინა თუ თავით თვისით კრულ იქმნა. ანუ თუ ჰფიცა სახელი ღმრთისა და გარდახდა, გინა თუ პირუტყვებრივითა გულისწყრომითა ქრისტიანე ვინმე შეაჩვენა, ანუ სწყევა, ანუ სიცრუისა სიტყვა ჰყო, ანუ თუ შეშურდა რამე მოყვასისა, ანუ იტყუა, ანუ განრისხნა ვისთვისმე, ანუ იამპარტავნა, ანუ ფერობა ჰყო, ანუ თუ ვეცხლი განსცა აღნადგინებითა, ანუ უსამართლოებაი რამე ჰქმნა, ანუ მცონარ იქმნა, ანუ აღზვავნა, ანუ ვერცხლის მოყვარებასა შინა შთავარდა, ანუ თუ დაითრო და აღმოსთხია, ანუ მწამვლელობაი და მოგვობაი ჰქმნა, ანუ დარწყმა მახისა ჰყო, და ესე ვითართა სხვათა საქმეთა შთავარდა. ანუ იუძღება და ნაყროვან იქმნა, ანუ შეიგინა რომლითამე სახითა, ანუ ისიძვა, გინა იმრუშა, ანუ ჩუკენობა ჰყო, ანუ გაჰხრწნა ყრმაი, გინა სოდომური საქმე ჰქმნა, ანუ მამათმავლობაი, ჰყო, ანუ უსიტყვთა თანა აღერია, ანუ კვერთხითა გვემა ვინმე, ანუ სტანჯა ვინმე, ანუ მტაცებელ იქმნა, გინა იპარა, ანუ უმოწყალეო იქმნა, და გლახაკსა, რაიცა ძალი ედვა, არა მიჰსცა, გინა ძმა შეაწუხა. ანუ თუ გონებაი თვისი ლოცვათა ზედა ბოროტთა საქმეთა მიაქცია, ანუ მოსმურთა თანა განცხრომა ჰყო, გინა უჯეროდ ფრიადი საზრდელი იხუმივა, ანუ მალვით სჭამა, გინა თუ უმართებულოდ იცინა, ანუ ქალთა ხილვითა გულისთქმაი ჰქმნა, ანუ მოსტყუვდა, ანუ უშვერი სიტყვა ჰყო, გინა ურთიერთარს ჟამად დაეცნენ. ანუ ძმისა ძვირი იხილა და უზრახა, ანუ თუ ბოროტსა ვისსამე ხედვიდა და მისთვის მოკვეთას არა ეცადა, გინა თუ ამისსა ხედვიდა ვინმე სიცრუესა და არა ზრუნვიდა, ანუ უდებ-იქმნა, ანუ მცნებაი მოძღვრისა თვისისა არა დაიცვა, ანუ განრისხდა, ანუ მრავალთათვის სიავე ილაპარაკა, გინა თუ სხვა რაიმე სიბოროტე ჰქმნა. ამა ყოვლისა სიბოროტისაგან განათავისუფლე, კაცთმოყვარეო უფალო, და მოუტევენ ცოდვანი მონასა ამას შენსა ანუ მხევალსა (სახელი) და კვალად რაოდენიცა სხვანი გცოდა, ვითარცა კაცმან ხორციელმან, გამოუთქმელისა შენისა მოწყალებისათვის შეიწყალე და ყოველნივე შეუნდვენ. ჰე, მეუფეო უფალო. ღმერთო ჩვენო, შეისმინე ვედრებაი ჩემი სახიერებისა შენისათვის და შეიწყალე მონაი ესე შენი ანუ მხევალი (სახელი) და უგულებელსჰყვენ შეცოდებანი ამისნი მრავალმოწყალებისა შენისათვის. ყოველნი შეცოდებანი, უსჯულოებანი და სიბოროტენი ამისნი შეუნდვენ, რომელიცა, ვითარცა კაცმან ჰყო, და აურაცხელითა წყალობითა შენითა გამოიხსენ ჯოჯოხეთისა სასჯელისაგან, და მკვიდრჰყავ ესე საუკუნესა განსვენებასა და დააწესე ყოველთა რჩეულთა და საყვარელთა შენთა თანა და ღირსჰყავ ესე დაუსჯელად მიღებად საშინელსა და შესაძრწუნებელსა საიდუმლოსა შენსა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან ჰსთქუ: ვითარმედ, რომელი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რომელი განხსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ-იყოს იგი ცათა შინა. ხსნილ ჰყავ მონაიცა ესე შენი პირითა ჩემ ცოდვილისა მონისა შენისათა, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცოდველი და მიმტევებელი ცოდვათა და შენდა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლაწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ორმოცდამესამე კანონი დიდისა ვასილისა ესრეთ ბრძანებს: რამეთუ…
განკანონებს მას დიდთა ცოდვათათვის, უკეთუ აქვს ბევრნი ცოდვანი, უზიარებლობითა წელიწადისათა მსგავსად კანონისაებრ. ხოლო სხვანი ყოველნი ლოცვითა ამით განიხსნებიან, განწესებულნი წელნი უზიარებლობითა უნდა აღასრულონ. და დიდისა აიაზმისაგან მიიღებდეს და დალევდეს. უკეთუ იპყრნა წელნი იგი უზიარებლობისანი განიხსნებიან ცოდვანი ყოველნი. ხოლო უკეთუ გარდახდე კანონსა და ეზიარო, იქმნები მეორე იუდა. ამას ეკრძალე. უკეთუ იყო ავადმყოფი სიკვდილ. მიწურვილი, ეზიარე. და ოდეს აღსდგე, ეგევე იპყარ კანონი იგი უზიარებლობისა, ვითარცა მოგცემიეს. ეგრეთ რიცხვით იპყარ და ჰქმენ, ესეცა გულისხმაჰყავ, ოდეს გაუშვას კაცმან ცოდვაი და არღარა ჰქმნასა, მაშინ განიკანონების და შეიწყნარების მსგავსად კანონისა მის სამას და ცხრისა. დიდისა ვასილის თქმულისაებრ. ხოლო რაჟამს იქმს კვალად ცოდვასა, ეგრეთვე თავითგან, ვითარცა პირველ უნდა იწყოს და უმეტესად განიკანონოს. ხოლო შემდგომად დასრულებისა შენდობის ლოცვისა ჩამოილოცოს და წარვიდეს აღმსარებელი იგი. დიდისა ვასილის მიერ თქმული, აღმსარებელთაგან კანონის დაჯერებისა და დაუჯერებლობისათვის:
ორმოცდამესამე კანონი დიდისა ვასილისა ესრეთ ბრძანებს: რამეთუ, რომელმან ირწმუნოს კანონი ესე და მიიღოს და ჰყოს, იქმნების სულიერი შვილი, და, რომელმან არა ირწმუნოს კანონი ესე, ნუ განუტევებთ მას წარსლუად განუკანონებელსა, არამედ ასწავეთ ერთგზის და ორგზის, უკეთუ არა ისმინოს და დაადგრეს უნანებლად, არცა ინებოს მოქცევაი, ცოდვანი იგი მისნი იყავნ სრულებით ქედსა მისსა ზედა.
ხოლო უკეთუ ისმინოს, მოიქცეს და მოვიდეს სინანულად, მიუტევეთ და ამცენით. უკეთუ ჰყოს კანონი იგი, თქვენცა შეიწყნარეთ და მიითვალეთ კეთილად. რამეთუ უფალი ჩვენი იტყვის: არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად და ესრეთ ჰგონეთ, მოძღვარნო, რამეთუ, რომელმან იგი აღგიარნათ ცოდვანი თვისნი თქვენ, ვითარმცა თქვენ გეტვირთნეს, ვითარცა თქვენნი ცოდვანი, რათა მისთვის მარადის განიზრახვიდეთ, სწვრთნიდეთ და ასწავებდეთ, რამეთუ მის წილ პასუხი უნდა მისცეთ უფალსა ღმერთსა ჩვენსა, დღესა მას მეორედ მოსვლისა მისისასა, უკეთუ არა იზრუნოთ რა მისთვის.
იხილე, მოძღვარო, ოდეს ინებოს კაცმან და სასოებით…
იოანე პატრიარქისა მმარხველისა მიერ თქმული:
იხილე, მოძღვარო, ოდეს ინებოს კაცმან და სასოებით ჰყოს მარადღე სინანული, ძალისაებრ თვისისა დღე და ღამე, უნდა განუტეო ერთი წელი, რომელიც მიეც კანონი ზიარებისათვის. ხოლო უკეთუ ჰქმნას მოწყალებაი ძალისაებრ თვისისა, კვალად განუტევე ერთი წელი. უკეთუ იმარხოს ოთხშაბათ-პარასკევი მსგავსად განწესებისა წმიდათა მოციქულთასა, კვალად განუტევე ერთი წელი. უკეთუ ორშაბათი იმარხოს ხორცის ჭამისაგან, კვალად განუტევე ერთი წელი. ეგრეთვე, რაიცა. კეთილი ჰყოს, ესრეთ განუტევე. უკეთუ იყოს კაცი იგი ოც წელს ქვევით, მცირედ განკანონე იგი.
და უკეთუ შემდგომად ცოდვისა მის შეინანოს და ინებოს მონაზონებაი, ორი წელი კანონი მიეც და სხვა იგი განუტევე.
ხოლო, უკეთუ ინებოს განშორებაი და წარსვლაი უდაბნოსა, ცოდვისა მისისა ნახევარი განუტევე.
და, უკეთუ აღმსარებელმან მან არა ინებოს, რათა ჰქმნას ზემო-წერილი ესე, დაუტევე სრულიად კანონი მას ზედა, ბრძანებს დიდი ვასილი, სამოცდამეთოთხმეტისა კანონსა შინა თვისსა. უკეთუ მოძღვარმან დაამცროს კანონი რამეთუ, მიცემად ცოდვისათვის, ვითარცა მათ, რომელთა აქვთ შეკვრისა და განხსნისა ხელმწიფებაი, არა აქვს კანონი ცოდვისათვის, არამედ მასწავლელი არს და ასწავებს, ვითარცა იტყვის საღმრთო იგი წერილი, გულითა და სულითა შემუსვრილითა რა იქმნების აღმსარებელი იგი, მეყსეულად მოვალს მას ზედა კაცთმოყვარება ღმრთისა და მისცემს შენდობასა და იქმნების მკვიდრ სასუფეველისა ცათასა.
სვიმეონ, მიტროპოლიტი თესალონიკისა, იტყვის: ვითარმედ მღვდელმთავართა აქვთ…
წმიდისა სვიმეონ თესალონიკელისა მიერ თქმული:
სვიმეონ, მიტროპოლიტი თესალონიკისა, იტყვის: ვითარმედ მღვდელმთავართა აქვთ. მადლი იგი ათორმეტთა მოციქულთა, რომელთა შეჰბერა უფალმან და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდა, უკეთუ ვისმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, შემდგომი ამისი. ხოლო მათ მიეცა მადლი იგი ყოვლად წმიდისა სულისა და მათ მაგიერნი არიან აწ მღვდელმთავარნი და მიღებულ არს მადლი იგი მათ ზედა. ხოლო მღვდელთა არა აქვთ მადლი იგი, რათამცა მიუტევნენ ცოდვანი კაცთანი, ვითარცა სამოცდათთა მათ მოციქულთა, რამეთუ არცა მათ აქუნდათ მადლი სულისა შესანდობელად ცოდვათა.
იტყვის საღვთო მოციქული პავლე: თითოეულნი რჩეულნი, რომლითაცა…
პავლე მოციქული ბრძანებს:
იტყვის საღვთო მოციქული პავლე: თითოეულნი რჩეულნი, რომლითაცა გამოირჩივნენ, დაადგრნენ მას ზედა. ესე არს, რამეთუ, რომლითაცა წესითაც გამოირჩივა უფალმან ყოველივე კაცად-კაცადი, მას ზედა დაადგრეს. ვითარცა ანტიოხოს ყოვლად გამორჩეული, რამეთუ ეპისკოპოსნი მღვდელთა მათ პატივს სცემენ, ვითარცა მსახურთა ქრისტესთა, ვითარცა ანგელოზებრივი წესი აქუნდეს, ეგრეთცა.