გულანი
საცდელი · 1.37.0
ჯვრისწერის საიდუმლო 1 / 218გვაკურთხენ, მეუფეო

ჯვრისწერის საიდუმლო

კურთხევანი

orthodoxy.ge; „საღვთისმსახურო წიგნები“; მამა ლაზარეს კრებული · დაახლ. 32 წთ

გვაკურთხენ, მეუფეო

წესი რომელი იქმნების წინდობასა ხოლო შემდგომად ლიტურგიისა, მოვლენ შეუღლვილნი იგი საშუალ ტაძრისა. კაცი დასდგების მარჯვენით, ხოლო ქალი მარცხენით. მღვდელი დასწერს ჯვარსა თავსა ზედა მათსა 3-გზის, და მისცემს მათ ანთებულსა სანთლებსა. დასდებს ბეჭდებსა ტრაპეზსა ზედა და აკმევს საკურთხეველსა. დიაკონმან თქვას:

გვაკურთხენ, მეუფეო.

კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის…

მღვდელმან:

კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

კვერექსი დიაკონი:

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა…

დიაკონი:

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა…

დიაკონი:

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა…

დიაკონი:

წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის…

დიაკონი:

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა შიოსათვის (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა…

დიაკონი:

ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა მოჰმადლოს ამათ შვილნი შესაწევნელად თვისად და…

დიაკონი:

რათა მოჰმადლოს ამათ შვილნი შესაწევნელად თვისად და პატიოსნად ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა მოანიჭოს ამათ სიყვარული სრული მშვიდობით და…

დიაკონი:

რათა მოანიჭოს ამათ სიყვარული სრული მშვიდობით და სიმართლით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა დაიფარნეს ესენი შეერთებითა, და მტკიცითა სარწმუნოებითა…

დიაკონი:

რათა დაიფარნეს ესენი შეერთებითა, და მტკიცითა სარწმუნოებითა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა იკურთხნენ ესენი ერთობითა მტკიცითა სარწმუნოებითა ღმრთისათა…

დიაკონი:

რათა იკურთხნენ ესენი ერთობითა მტკიცითა სარწმუნოებითა ღმრთისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა დაიცვნეს ესენი უბიწოითა მოქალაქობითა, უფლისა მიმართ…

დიაკონი:

რათა დაიცვნეს ესენი უბიწოითა მოქალაქობითა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა უფალმან ღმერთმან მოჰმადლოს ამათ პატიოსანი ქორწილი…

დიაკონი:

რათა უფალმან ღმერთმან მოჰმადლოს ამათ პატიოსანი ქორწილი, და საწოლი შეუგინებელი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა…

დიაკონი:

ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩვენისა…

დიაკონი:

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ

შენ უფალო

მგალობელთა:

შენ უფალო.

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და…

მღვდელმან:

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

უფალო საუკუნეთაო, რომელი განყოფილთა შეჰკრებ ერთად და…

მღვდელი იტყვის ლოცვასა ამას დიდითა ხმითა:

უფალო საუკუნეთაო, რომელი განყოფილთა შეჰკრებ ერთად და საკრველითა სიყვარულისათა შეჰკრავ განუხსნელად, რომელმან აკურთხე ისააკი და რებეკა და მკვიდრად შენისა აღთქმისა გამოაჩინენ იგინი, ეგრეთვე აკურთხენ მონანიცა ესე შენნი და განამტკიცენ ყოვლითა საქმითა კეთილითა.

რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმან:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა:

და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონი:

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ უფალო

მგალობელთა:

შენ უფალო.

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან წარმართთაგან დაიწინდე თავისა…

მღვდელმან:

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან წარმართთაგან დაიწინდე თავისა თვისისა ეკლესია ქალწული უბიწო, აკურთხე წინდობაცა ესე, შეაერთენ და დაიცვენ მონანიცა ესე შენნი (სახელები) მშვიდობით და ერთობით.

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

დაიწინდვის მონა ღმრთისა (სახელი კაცისა) და მხევალი…

მღვდელმა მიიღოს ბეჭდები, პირველად მისცეს კაცსა ბეჭედი ქალისა. გამოსახავს ჯვარსა ბეჭდითა თავსა მათსა და იტყვის:

დაიწინდვის მონა ღმრთისა (სახელი კაცისა) და მხევალი ღმრთისა (სახელი ქალისა) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაიწინდვის მხევალი ღმრთისა (სახელი ქალისა) და მონა…

და გაუკეთებს კაცსა ბეჭედსა ქალისასა შემდეგ ეტყვის ქალსა:

დაიწინდვის მხევალი ღმრთისა (სახელი ქალისა) და მონა ღმრთისა (სახელი კაცისა) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

– უფლისა მიმართ ვილოცოთ

და გაუკეთებს ბეჭედსა კაცისასა ქალსა. შემდეგ შეუცვლიან მიმქმელნი (ანუ მეჯვარეები) ბეჭდებსა და მისცემენ თავ-თავისსა. მღვდელმან ლოცვა ესე თქვას:

– უფლისა მიმართ ვილოცოთ.

– უფალო, შეგვიწყალენ.

უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა იგი წარავლინა მამათმთავარმან აბრაამ მონა თვისი შუამდინარედ, სასძლოდ მოყვანებად ისააკისათვის ძისა თვისისა ცოლად, და მონისა მის შუამდგომელობითა დაეწინდა რებეკა, და მით წინდობა განაწესე, ეგრეთვე აკურთხე წინდობაცა მონათა ამათ შენთა (სახელი მამაკაცისა, და დედაკაცისა), დაამტკიცე ამათ ზედა აღთქმა სიტყვათა ამათთა, და განაძლიერენ ესენი შენ მიერითა წმიდითა შეერთებითა. რამეთუ შენ ხარ, რომელმან დასაბამსა შეჰქმენ მამაკაცი და დედაკაცი, და შენ მიერვე შეერთდებიან ქმარ-ცოლნი, შესაწევნელად თვისად და ნათესავთა ზედა კაცთასა. შენ ღმერთო ჭეშმარიტებისაო, გარდამოავლინე მაღლით სამკვიდრებელით შენით მონათა ამათ შენთა ზედა აღთქმა-იგი, რომელ აღუთქუ მიცემად მამათა ჩვენთა, და თვითოეულსა ზედა ნათესავსა, და ნათესავსა რჩეულთა შენთასა, ეგრეთვე მოიხილე მონათა ამათ შენთა ზედა (სახელი მამაკაცისა და სახელი დედაკაცისა), დაამტკიცენ წინდობა ამათი სარწმუნოებით და ერთობით, ჭეშმარიტებით და სიყვარულით, რამეთუ შენ ხარ უფალი იგი, რომელმან გამოაჩინე წინდობა და მიეც ყოველთა, და მით დაამტკიცებ ყოველთა. რამეთუ ბეჭდისა მიერ მიეც ხელმწიფება ეგვიპტისა იოსებს. ბეჭდისა მიერ იდიდა დანიელ სოფელსა ბაბილონისასა. ბეჭდისა მიერ გამოცხადნა ჭეშმარიტება თამარისი. ბეჭდისა მიერ მამა ჩვენი ზეცათა მოწყალე იქმნა ძესა ზედა თვისსა, ვითარცა იტყვის: შეაცუთ ბეჭედი მარჯვენესა მისსა და დაუკალთ ზვარაკი ჭამებული, ვჭამოთ და ვიხარებდეთ. მარჯუენე იგი შენი, უფალო უძღოდა მოსეს ზღვასა მას ზედა მეწამულსა. ჭეშმარიტისა შენისა სიტყვისა მიერ ცანი დაემტკიცეს და დაეფუძნა ქვეყანა. მარჯვენე მონათა შენთა იკურთხევის სიტყვითა სიმტკიცისა შენისათა, და მკლავითა შენითა მაღლითა. აწცა შენ, მეუფეო, აკურთხენ ესენი ბეჭდისა დადებისა მიერ, კურთხევითა ზეციერითა, და ანგელოზისა უფლისა მოვლინებითა წინაშე ამათსა ქმნად ნებისა შენისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

კვერექსი დიაკონი:

შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა შიოსათვის (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა)-თვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით ახალ დაწინდულთა მონათა ამათ ღმრთისათა…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით ახალ დაწინდულთა მონათა ამათ ღმრთისათა (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა)-თვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით, ყოველთა ძმათა, და ყოველთა ქრისტიანეთათვის

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით, ყოველთა ძმათა, და ყოველთა ქრისტიანეთათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და…

მღვდელმან:

რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა

თუ მხოლოდ წინდობა აღესრულება. მღვდელი ჩამოილოცავს... ლოცვა გვირგვინის კურთხევისა დასდგებიან შეუღლვილნი შუა ტაძარში ანთებულითა სანთლებითა. მღვდელი დასდგების წინაშე ტაბლისა, რომელსა ზედა დევს გვირგვინნი, უკმევს და წართქვამს ფსალმუნის მუხლებს. მღვდელმან:

ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

და რომელნი ვლენან გზათა მისთა

მღვდელმან:

და რომელნი ვლენან გზათა მისთა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ

მღვდელმან:

ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ

მღვდელმან:

ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ცოლი შენი, ვითარცა ვენახი მსხმოი, კიდეთა სახლისა…

მღვდელმან:

ცოლი შენი, ვითარცა ვენახი მსხმოი, კიდეთა სახლისა შენისათა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი გარემოს ტაბლისა…

მღვდელმან:

შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი გარემოს ტაბლისა შენისა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის…

მღვდელმან:

აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ…

მღვდელმან:

გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალემისა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი, მშვიდობა…

მღვდელმან:

და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი, მშვიდობა ისრაელსა ზედა.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

კვერექსი დიაკონი:

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა…

დიაკონი:

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა…

დიაკონი:

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა…

დიაკონი:

წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის…

დიაკონი:

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა შიოსათვის (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა…

დიაკონი:

ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

მონისა ამის ღმრთისა (სახელი მამაკაცისა) და მხევლისა…

დიაკონი:

მონისა ამის ღმრთისა (სახელი მამაკაცისა) და მხევლისა ამის ღმრთისა (სახელი დედაკაცისა) აწ ურთიერთას შეერთებისათვის ქორწილისა მიერ ზიარებითა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა იკურთხოს ქორწილი ესე, ვითარცა იკურთხა ქორწილი…

დიაკონი:

რათა იკურთხოს ქორწილი ესე, ვითარცა იკურთხა ქორწილი იგი კანას გალილეასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა მოანიჭოს ამათ უმანკოება, და ნაყოფი მუცლისა…

დიაკონი:

რათა მოანიჭოს ამათ უმანკოება, და ნაყოფი მუცლისა სარგებელისა მარჯვე, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა იხარებდენ ესენი ხილვითა ძეთა და ასულთა…

დიაკონი:

რათა იხარებდენ ესენი ხილვითა ძეთა და ასულთა თვისთათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა მოანიჭოს ამათ კეთილ-შვილიერებით სიცოცხლე, და მეცნიერებით…

დიაკონი:

რათა მოანიჭოს ამათ კეთილ-შვილიერებით სიცოცხლე, და მეცნიერებით მყოფობა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

რათა მოანიჭოს ამათ და ჩვენცა ყოველნი საცხოვრებელად…

დიაკონი:

რათა მოანიჭოს ამათ და ჩვენცა ყოველნი საცხოვრებელად თხოვანი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა…

დიაკონი:

ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩვენისა…

დიაკონი:

ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.

შენ უფალო

მგალობელთა:

შენ უფალო.

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და…

მღვდელმან:

რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ღმერთო უხრწნელო, და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან…

მღვდელმან თქვას ლოცვა ესე დიდითა ხმითა:

ღმერთო უხრწნელო, და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან გვერდისგან ადამ პირველისა მამისა ჩვენისა მოღებული ფერცხალი კაცთ-მოყვარებითა შენითა დედაკაცად შესცვალე, აკურთხენ იგინი, და არქუ: აღორძინდით და განმრავლდით, და სუფევდით ქვეყანასა ზედა, და ორნივე ერთხორცად გამოაჩინენ შეუღლვითა და სთქუ: ამისთვის დაუტეოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი, და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც, რამეთუ რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებნ. რომელმან მხურვალედ მოყვარული შენი აბრაამი აკურთხე, და განახვენ საშო სარრასი, და მამად მრავალთა წარმართთა ყავ იგი, რომელმან ისააკს მიანიჭე რებეკა, და ნაშობნი მათნი აკურთხენ, რომელმან იაკობის და რაქელის შეერთებასა მიჰხედე, და მათგან ათორმეტნი მამათმთავარნი აღმოაბრწყინვენ, რომელმან იოსების და ასინეთის შეუღლვითა ნაყოფად ეფრემი და მანასე მიანიჭე, რომელმან ზაქარიას და ელისაბედს მიჰხედე და შობითა მათითა წინამორბედი გამოაჩინე, რომელმან ძირისაგან იესესსა ხორციელად აღმოამორჩენ მარადის-ქალწული, და მისგან განხორციელდა და იშვა მაცხოვარი კაცთა ნათესავისა, რომელი შენითა გამოუთქმელითა ნიჭითა და მრავლითა სახიერებითა მიხვედ კანას გალილეასსა, და მუნ აკურთხენ ქორწილი იგი, რათა გამოაჩინო, რამეთუ ნება შენი არს, და შენ მიერ სჯულდებულ-არს მეუღლეობა, და მისგან შვილიერება, ეგრეთვე შენ, მეუფეო ყოვლად-წმიდაო, მოხედე ვედრებითა ჩვენითა მვედრებელსა შენსა, ვითარცა მუნ შეისმინე ვედრება და მიხვედ, ეგრეთვე აქაცა ჰქმენ უხილავად სიმტკიცითა შენითა და აკურთხე ქორწილი ესე; მონათა ამათ შენთა (სახელი კაცისა და ქალისა) მოანიჭე მშვიდობითი ცხოვრება, დღეთა სიგრძე, სიბრძნე და ურთიერთას სიყვარული, შეჰკარ სიმშვიდით ნაყოფთა მათთათვის, მოეც შვილთა მათთა კეთილი მოქალაქობა, მადლი და შენდობა ცოდვათა, გვირგვინი დიდებისა და ღირს-ყვენ ესენი ხილვად შვილთა და შვილისშვილთა, და საწოლი ამათი ყოვლისა განდგომილებისა საქმისაგან დაიცევ, და მოეც ამათ ზეგარდამო ცვარი ცისაგან და ქვეყანისაგან პოხიერება. განამრავლენ სახლნი ამათნი პურისაგან, ღვინისა, ზეთისა და ყოვლისაგან კეთილისა, რათა შენდა შესწირვიდენ, რაოდენიცა ჯერ-იყოს და მოანიჭე ამათ და აქა მდგომარეთა საცხოვრებელად თხოვანი მათნი.

რამეთუ ღმერთი წყალობისა, და კაცთ-მოყვარებისა, და მაცხოვარებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან…

მღვდელმან ლოცვა:

კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან საიდუმლოსა ამის უხრწნელისა ქორწინებასა ზედა იმღვდელმოქმედე, და ხორციელებრივითა საქმითა სჯულდებულ-ჰყავ, რომელი განუხრწნელად სცავ მოქალაქობასა კაცთასა, და სახიერებითა შენითა განაგებ ყოველთა. აწ მეუფეო, რომელმან დასაბამსა დაჰბადე კაცი, და დაადგინე მეფედ დაბადებულთა ზედა და ბრძანე: არა კეთილ-არს მხოლოდ ყოფა კაცისა ოდენ ქვეყანასა ზედა, ვქმნეთ ამისა შემწე; გამოუღე გვერდი ერთი, და გვერდისა მისისაგან დაჰბადე დედაკაცი. ხოლო რაჟამს იხილა ადამ, თქუა: „ესე არს ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისგან გამოვიდა იგი. ამისთვის დაუტევოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი, და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც. რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ. აწ, მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო, ზეგარდამოუვლინე მადლი შენი მონათა შენთა (სახელი კაცისა და ქალისა), და მოეც ასულსა ამას მორჩილება ქმრისა თვისისა. და მონასა შენსა, რათა იქმნას თავ ცოლისა თვისისა, და ცხოვრობდნენ ნებითა შენითა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე აბრაამ და სარრა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე ისააკი და რებეკა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე იაკობ და ყოველნი მამათმთავარნი. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე იოსებ და ასინეთ. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე მოსე და სეპფორა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე იოაკიმ და ანნა. აკურთხენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა აკურთხე ზაქარია და ელისაბედ. დაიცვენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა დაიცევ ნოე კიდობანსა შინა. დაიცვენ ესენი უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა დაიცევ იონა მუცელსა ვეშაპისასა. დაიცვენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა დაიცევ სამნი ყრმანი ცეცხლსა შინა. გარდამოუვლინე ამათ ცვარი ზეგარდამო, მოვედინ ამათ ზედა მადლი იგი, რომელიცა იყო ნეტარსა ელენეს ზედა, რაჟამს ჰპოვა პატიოსანი ჯვარი. მოიხსენენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა მოიხსენე ენუქ, სემ, და ილია. მოიხსენენ ესენი, უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარცა მოიხსენე წმიდანი ორმეოცნი შენნი მოწამენი, და გარდამოუვლინე მათ ზეგარდამო გვირგვინნი. მოიხსენენ, ღმერთო, გამზრდელნი ამათნი, და მშობელნი, რამეთუ ლოცვითა მშობელ თათა დაემტკიცების საფუძველი სახლისა. მოიხსენენ, უფალო ღმერთო ჩვენო, მონანი შენნი, რომელნი გარემოს არიან სძალსა ამას თანა, და მოსულ არიან სიხარულსა ამას. მოიხსენენ, უფალო ღმერთო ჩვენო, მონანი ესე შენნი (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა), და აკურთხენ ესენი. მოეც ამათ ნაყოფი მუცლისა, კეთილ-შვილიერება, ერთობა სულთა და ხორცთა. აღამაღლენ ესენი, ვითარცა ნაძვნი ლიბანისანი, ვითარცა რქანი ვენახისანი. მოეც ამათ თესლი კეთილი, რათა ყოვლითავე კეთილშვილიერებისა ქონებითა გარდაემატნენ ყოვლისა კეთილისა საქმითა, შენ სათნო გეყვნენ და იხილონ შვილისშვილნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა მათისა, სათნო გეყვნენ წინაშე შენსა ბრწყინვალედ, ვითარცა მთიებნი ზეცისანი, უფალო, და შენდა დიდებასა აღავლენდენ.

რამეთუ შენი არს დიდება, სიმტკიცე, პატივი, და თაყვანის-ცემა, თანა-დაუსაბამოით მამით შენით და ცხოველს-მყოფელით სულით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ღმერთო წმიდაო, რომელმან დაჰბადე მიწისაგან კაცი და…

მღვდელმან თქვას ლოცვა ესე ხმამაღლად:

ღმერთო წმიდაო, რომელმან დაჰბადე მიწისაგან კაცი და გვერდისა მისისაგან აღუშენე დედაკაცი, და შეაუღლე იგი შემწედ მისდა. ესრეთ განაგე დიდებულებითა შენითა, არა ყოფად მხოლოდ კაცი ქვეყანასა ზედა. და აწ შენ, მეუფეო, ამათ ზედა მოყავ ხელი შენი წმიდით სამკვიდრებელით შენით, და შეაერთენ მონანი ესე შენნი (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა), რამეთუ შენ მიერ შეერთდების კაცი და დედაკაცი. შეაუღლენ ესენი ერთითა გონიერებითა, გვირგვინოსან-ყვენ ესენი შეერთებითა, ერთხორც-ყავ და მოჰმადლე ამათ ნაყოფი მუცლისა, კეთილ-შვილიერებისა აღსრულება.

რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

გვირგვინოსან იქმნების მონა ესე ღმრთისა (სახელი), და…

აღიღებს მღვდელი გვირგვინებსა. პირველად დაადგამს სიძესა და იტყვის:

გვირგვინოსან იქმნების მონა ესე ღმრთისა (სახელი), და მხევალი ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გვირგვინოსან იქმნების მხევალი ესე ღმრთისა (სახელი), და…

მერმე დაადგას სძალსა, და თქვას:

გვირგვინოსან იქმნების მხევალი ესე ღმრთისა (სახელი), და მონა ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან-ყვენ…

შემდგომად 3-გზის ჯვარი დასახოს მათ და 3-გზისვე თქვას ესე:

უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან-ყვენ ესენი.

მოხედენ

დიაკონმან:

მოხედენ.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმან:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა:

და სულისაცა შენისა თანა.

სიბრძნით

დიაკონმან:

სიბრძნით.

დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა…

წარდგომა, ხმა 8. მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა:

დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.

დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა…

მგალობელთა:

დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.

რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და…

მკითხველმან: (მუხლი)

რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისათა.

დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა…

მგალობელთა:

დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.

დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა

მკითხველმან:

დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.

ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას

მგალობელთა:

ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.

სიბრძნით

დიაკონმან:

სიბრძნით.

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი

მკითხველმან:

ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.

მოხედენ

დიაკონმან:

მოხედენ.

ძმანო, ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათვის, სახელითა უფლისა ჩვენისა…

სამოციქულო ეფესელთა, V, 20-33.

ძმანო, ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათვის, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ღმერთსა და მამასა. დაემორჩილენით ურთიერთარს შიშითა ქრისტესითა. ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გვამისა. არამედ ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა; ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითავე. ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია, და თავი თვისი მისცა მისთვის, რათა იგი წმიდა-ყოს, განსწმიდა იგი საბანელითა მით წყლისათა და სიტყვითა, რათა წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულად ეკლესია, რათა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძვილისა, არცა სხვა რა ესე-ვითარი, არამედ რათა იყოს წმიდა და უბიწო. ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს. რამეთუ არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ჰზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, რამეთუ ასონი ვართ გვამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანნი და ძვალთა მისთაგანნი. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი, და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც. საიდუმლო ესე დიდ არს. ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა. გარნა თქვენცა კაცად-კაცადმან თვისი ცოლი ეგრეთ შეიყვარეთ, ვითარცა თავი თვისი. ხოლო ცოლსა მას რათა ეშინოდის ქმრისა.

ალილუია (3-გზის)

მკითხველმან:

ალილუია (3-გზის).

ალილუია (3-გზის)

მგალოგელთა:

ალილუია (3-გზის).

შენ უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ…

მკითხველმან:

შენ უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.

ალილუია (3-გზის)

მგალობელთა:

ალილუია (3-გზის).

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

დიაკონი:

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმან:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა:

და სულისაცა შენისა თანა.

იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

მღვდელმან:

იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

მოხედენ

დიაკონი:

მოხედენ.

მას ჟამსა შინა ქორწილი იყო კანას გალილეასასა…

სახარება იოანესი II, 1-11.

მას ჟამსა შინა ქორწილი იყო კანას გალილეასასა და მუნ იყო დედა იესოსი. მიჰხადეს იესოს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას, და ვითარ მოაკლდა ღვინო, ჰრქვა იესოს დედამან მისმან: ღვინო არა აქუს. ჰრქვა მას იესო: რა არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი. ჰრქვა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაცა გრქვას თქვენ, ყავთ! იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექვსნი მდგომარენი, მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათასა, რომელთა შთაასხიან საწყაული ორ-ორი, გინა სამ-სამი. ჰრქვა მათ იესო: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ, და ჰრქვა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართვით პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართვეს, და ვითარცა გემო იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღვინო იქმნა, და არა უწყოდა, ვინა იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა. მოუწოდა პურისა უფალმან სიძესა და ჰრქვა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღვინო პირველად წარმოდგის და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დამარხე ღვინო კეთილი აქამომდე. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესო კანას გალილეასასა და გამოუცხადა დიდება თვისი და რწმენა მისი მოწაფეთა მისთა.

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა

მგალობელთა:

დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

ვჰსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა…

კვერექსი დიაკონი:

ვჰსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა, ვჰსთქვათ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

უფალო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე…

დიაკონი:

უფალო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

შეგვიწყალენ, ჩვენ, ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…

დიაკონი:

შეგვიწყალენ, ჩვენ, ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მერმეცა გევედრებით სიმრთელისა, ცხოვრებისა, მშვიდობისა, მონისა ღმრთისა…

დიაკონი:

მერმეცა გევედრებით სიმრთელისა, ცხოვრებისა, მშვიდობისა, მონისა ღმრთისა (სახელი კაცისა) და მხევლისა ღმრთისა (სახელი ქალისა) ვთქვათ ყოველთა.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და…

მღვდელმან, ასამაღლებელი:

რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონი:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მაცხოვარებისა შენისა განგებულებითა…

მღვდელმან ლოცვა ესე წართქვას:

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მაცხოვარებისა შენისა განგებულებითა ღირს-ყავ კანას გალილეასსა პატიოსნად გამოჩინებად ქორწილი იგი მუნ მისლვითა შენითა, შენვე აწ მონათა ამათ შენთა (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა), რომელნი სათნო-იყვენ შეერთებად ურთიერთას, მშვიდობით და ერთობით დაიცევ. ქორწილი ამათი პატიოსნად, წმიდად და შეუგინებელად გამოაჩინე. საწოლი ამათი დაიფარე შეუძრველად. მოქალაქობა ამათი დამყარებულყავ სათნო-ყოფითა შენითა, და ღირს-ყვენ ესენი სიბერისა სიპოხისასა მიწევნად, და ქმნად წმიდითა გულითა აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა.

რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, ღმერთი წყალობისა და მაცხოვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოით მამით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო…

დიაკონი:

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად…

დიაკონი:

დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ უფალო

მგალობელთა:

მოგვმადლენ უფალო.

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და…

დიაკონი:

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ უფალო

მგალობელთა:

მოგვმადლენ უფალო.

შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა…

დიაკონი:

შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ უფალო

მგალობელთა:

მოგვმადლენ უფალო.

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი, და მშვიდობა…

დიაკონი:

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი, და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ უფალო

მგალობელთა:

მოგვმადლენ უფალო.

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით…

დიაკონი:

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

მოგვმადლენ უფალო

მგალობელთა:

მოგვმადლენ უფალო.

ქრისტეანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველი, ურცხვენელი, მშვიდობითი…

დიაკონი:

ქრისტეანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველი, ურცხვენელი, მშვიდობითი, და კეთილი სიტყვის-გება წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.

მოგვმადლენ უფალო

მგალობელთა:

მოგვმადლენ უფალო.

ერთობასა სარწმუნოებისასა, და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოველთა…

დიაკონი:

ერთობასა სარწმუნოებისასა, და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოველთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.

შენ უფალო

მგალობელთა:

შენ უფალო.

და ღირს-მყვენ ჩვენ, მეუფეო, კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად…

მღვდელმან:

და ღირს-მყვენ ჩვენ, მეუფეო, კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა, და თქმად:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა…

ერთად თქვან მამაო ჩვენო სრულად:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და…

მღვდელმან:

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმან:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა:

და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონი:

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

ღმერთო, რომელმან ყოველივე შეჰქმენ ძლიერებითა შენითა და…

ამისა შემდგომად მოიღოს მღვდელმან ბარძიმი საყოველთაო და აკურთხოს და თქვას ლოცვა ესე:

ღმერთო, რომელმან ყოველივე შეჰქმენ ძლიერებითა შენითა და დაამტკიცე სოფელი და შემკულ-ყავ გვირგვინითა ყოველნი ქმნულნი შენ მიერ, შენვე ბარძიმი ესე საყოველთაო, რომელი გვიპყრიეს ზიარებად, წარსამართებელად ქორწილისა ამის გამოაჩინე, და აკურთხე კურთხევითა სულიერითა.

რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

ესაია, მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე…

მღვდელმან მოიღოს ბარძიმი, და მისცეს პირველად სიძესა და მერმე სძალსა, და ქმნას ესე 3-გზის. შეუღლებულნი ჩასჭიდებენ მარჯვენესა ხელსა ურთიერთს. მეჯვარეთა ეპყრათ გვირგვინი ხელითა თავთა მათთა ზედა. მღვდელი წინა-უძღოდეს სასაკმევლითა და შემოუვლიან ანალოღიას 3-გზის და გალობენ: ტროპარი, ხმა 5.

ესაია, მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე დაუსაბამო, ემმანუილ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ, და გვირგვინოსან…

სხვა ტროპარი, ხმა 7.

წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ, და გვირგვინოსან იქმენით, უფალსა ევედრენით ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა…

სხვა:

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო, რომელთა ჰქადაგეს სამებისა წმიდისა ერთ-არსება.

განსდიდენ სიძე, ვითარცა აბრაამ, და იკურთხენ ვითარცა…

ამისა შემდგომად დასდგებიან კვალად ანალოღიის წინ გვირგვინებითურთ. მღვდელმან აღიღოს გვირგვინი სიძისა და თქვას:

განსდიდენ სიძე, ვითარცა აბრაამ, და იკურთხენ ვითარცა ისააკ, და განმრავლდინ ვითარცა იაკობ, სლვითა მშვიდობისათა, მოქმედებითა სიმართლისათა, მცნებათა ღმრთისათა.

და შენ, სძალო, განსდიდენ, ვითარცა სარრა, და…

და სძალსა ჰრქვას:

და შენ, სძალო, განსდიდენ, ვითარცა სარრა, და იშუებდ ვითარცა რებეკა, და განმრავლდინ ვითარცა რაქილ, სიხარულითა თვისისა ქმრისათა, დაცვითა მათისა მის სჯულისათა, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო ღმერთმან.

უფლისა მიმართ ვილოცოთ

დიაკონმან თქვას:

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ

მგალობელთა:

უფალო, შეგვიწყალენ.

ღმერთო, ღმერთო ჩვენო, რომელი მიხვედ კანას გალილეასასა…

მღვდელმან ლოცვა ესე:

ღმერთო, ღმერთო ჩვენო, რომელი მიხვედ კანას გალილეასასა და მუნ ქორწილი აკურთხე, შენ აკურთხენ მონანიცა ესე შენნი, რომელმანცა წინასწარმხედველობითა შენითა ქორწილისა ზიარებითა შეაერთენ. აკურთხენ ესენი შესლვად და გამოსლვად. განამრავლენ ყოვლითა კეთილითა ცხოვრება ამათი, და აღიხვენ გვირგვინნი ამათნი სასუფეველსა შენსა, უბიწოდ და შეუგინებელად, და უშფოთველად დაიცვენ საუკუნოდ, უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმან:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა:

და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონმან:

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ უფალო

მგალობელთა:

შენ უფალო.

მამამან, ძემან და წმიდამან სულმან, ყოვლად-წმიდამან და…

მღვდელმან თქვას ლოცვა ესე:

მამამან, ძემან და წმიდამან სულმან, ყოვლად-წმიდამან და თანა-არსმან, ცხოველმან სამებამან, ერთ-ღმრთეებამან და ერთ-მეუფებამან, გაკურთხენ თქვენ, მოგმადლენ თქვენ დღეთა სიგრძე, შვილიერება, კეთილმოქალაქობა, სიმდიდრე და სარწმუნოება კეთილი და აღგავსნეს თქვენ ყოვლითა ქვეყნიერითა კეთილითა, და ღირს-გყვნეს თქვენ აღთქმულსა მას კეთილსა განსვენებასა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა მისთათა

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან აკურთხე გვირგვინი წელიწადისა…

ლოცვა განხსნასა გვირგვინისასა დღესა მერვესა:

უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან აკურთხე გვირგვინი წელიწადისა, და გვირგვინისა ამის დადგმითა მიეც სჯულიერი ქორწინება ყოველთა შესაერთებელად და ურთიერთას სასყიდელი მიანიჭე, ვითარცა კეთილითა განზრახვითა და გონიერებითა მათითა, რამეთუ სიწმიდით წინაშე შენსა ქორწილი სჯულდებულ-ყავ და გამოაცხადე. ეგრეთვე განხსნა გვირგვინისა ამათისა და შეერთება ურთიერთას აკურთხე, და ერთობა ამათი განუშორებელად დაამტკიცე, რათა მარადის ჰმადლობდენ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

მშვიდობა ყოველთა

მღვდელმან:

მშვიდობა ყოველთა.

და სულისაცა შენისა თანა

მგალობელთა:

და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ

დიაკონმან:

თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

შენ უფალო

მგალობელთა:

შენ უფალო.

შეერთებითა დაამტკიცენ მონანი ესე შენნი, უფალო, და…

მღვდელმან:

შეერთებითა დაამტკიცენ მონანი ესე შენნი, უფალო, და ლოცვითა განასრულენ, ვითარცა კანას გალილეას ქორწილი, წარავლინენ ესენი განზრახვასა მათსა ზედა. რამეთუ შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

სიბრძნით

დიაკონი:

სიბრძნით.

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ

მღვდელმან:

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად…

მგალობელთა:

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება…

მღვდელმან:

დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

მგალობელთა:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.

რომელი კანას მივიდა და ქორწილი იგი პატიოსნად…

მღვდელმან:

რომელი კანას მივიდა და ქორწილი იგი პატიოსნად და წმიდად გამოაჩინა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა და ღმრთივ-გვირგვინოსანთა მეფეთა და მოციქულთა თანა-ზიართა კონსტანტინე და ელენესითა, წმიდისა დიდისა მოწამისა პროკოპისათა, (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.

ამინ

მგალობელთა:

ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

და გალობენ მრავალჟამიერსა...

შემდგომად ამისა მოვლენ და დალოცვენ მათ, და…

შემდგომად ამისა მოვლენ და დალოცვენ მათ, და იქმნების შემთხვევა ურთიერთას, და განასრულონ ესრეთ.