უფალო შეგჳწყალენ
ლოცვა აღმსარებელსა ზედა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან პეტრეს, და მეძავსა ცრემლთა მიერ მიტევებაჲ ცოდვათა თჳსთა მიანიჭე, და მეზუერესა, სახლსა მისლჳთა სიხენეშენი გულთა მისთანი განუმართენ ეგრეთვე მოჰხედე აღმსარებელსაცა მონასა ამას შენსა ანუ მხევალსა (სახელი) და რაოდენი გცოდა, სიტყჳთ, გინა საქმით, ანუ გონებით, მეცნიერებით ანუ უმეცრებით, ნებსით გინა უნებლიეთ. ამასცა ჵ კაცთ-მოყუარეო მეუფეო შეუნდევ, რამეთუ შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდუათა.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, და კაცთ-მოყუარებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღუა-ვლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.