თავი 1
1:1–30
1. ყოველი სიბრძნეჱ უფლისა მიერ არს და მის თანა არს უკუნისამდე.
2. ქჳშაჲ ზღჳსაჲ და წუეთი წყლისაჲ და დღენი იგი საუკუნენი ვინ აღრაცხოს?
3. სიმრავლჱ ცისაჲ და სივრცჱ ქუეყანისაჲ და უფსკრულნი იგი სიბრძნისანი ვინ გამოიკულინეს?
4. მძღუარ ამის ყოვლისა დაებადა სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ გონიერებისაჲ საუკუნითგან.
5. წყაროი სიბრძნისაი - სიტყვაი ღმრთისაი მაღალთა შინა და სლვანი მისი - მცნება საუკუნო
6. ძირი სიბრძნისაჲ ვის გამოეცხადა და სიბრძნჱ მეცნიერებისა მისისაჲ ვინ გულისჴმა-ყო?
7. მეცნიერებაი სიბრძნისაი ვის გამოუჩნდა და მრავალგამოცდილებაი მისი ვინ ცნა?
8. ერთ არს ბრძენ და საშინელ ფრიად, რომელი-იგი ზის საყდართა ზედა დიდებისა მისისათა.
9. უფალმან დაჰბადა იგი, იხილა და განრაცხა იგი და მიჰფინა იგი ყოველთა მათ საქმეთა მისთა.
10. ყოვლისა თანა ჴორციელისა ნიჭითა თჳსითა განუყო იგი მოყუარეთა თჳსთა.
11. შიში უფლისაჲ დიდებაჲ არს და სიქადულ და გჳრგჳნ სიხარულის და მხიარულების.
12. შიშმან უფლისამან განაცხრვის გული და მიჰსცის სიხარული და მადლი და განგრძობაჲ დღეთაჲ.
13. რომელსა ეშინოდის უფლისა, კეთილი ეყოს მას და შემდგომად დღეთა აღსასრულისა მისისათა იკურთხოს იგი.
14. და დასაბამი სიბრძნისაჲ შიში უფლისაჲ და მორწმუნეთა თანა საშოჲთგანვე დაებადა მათ თანა.
15. კაცთა თანა საფუძველსა საუკუნესა დაიბუდებდა და ნათესავსა მათსა ზედა სარწმუნო იქმნა წყალობაჲ.
16. პოხაჲ სიბრძნისაჲ შიში უფლისაჲ და დაათრვნის ნაყოფითა თჳსითა.
17. და ყოველი სახლი მისი აღავსის გულის სათქუმელითა მისითა და საუნჯენი - ნაყოფითა თჳსითა.
18. გჳრგჳნი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ და აღმოუყუავილის მხიარულებაჲ სიცოცხლისაჲ.
19. რაჲჟამს იხილა და განრაცხა იგი, წყალობაჲ და მეცნიერებაჲ გონიერებისაჲ გამოუწჳმა მას და დიდებაჲ მცნების მოყუარეთა მისთა აღუმაღლა.
20. ძირი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ და რტონი მისნი განაგრძობენ დღეთა ცხოვრებისათა.
21. შიში უფლისაი მოჰფხურის ცოდვასა, ხოლო რომელი ჰგიეს მას შინა, უკუმიაქცევს ყოველსა რისხვასა.
22. ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა ცუდად გულმწყრალსა განმართლებაჲ, რამეთუ სასწორი იგი გულისწყრომისა მისისაი - დაცემაი მისი.
23. ჟამამდე თმენაჲ ჴამს სულგრძელისა კაცისაჲ და აღსასრულსა მიჰსცის სიხარული.
24. ჟამ ერთ გულსა შინა მათსა დაუმარხავნ სიტყუაჲ იგი მისი და მრავალთა ბაგეთა განთქჳან ქებაჲ მეცნიერებისა მისისაჲ.
25. საფასეთა სიბრძნისათა არიან იგავნი მეცნიერებისანი, ხოლო შეურაცხ უჩნ თუალთა წინაშე უღმრთოთასა ღმრთისმსახურებაჲ.
26. შენ გულმან გითქუა სიბრძნესა, დაიცვენ მცნებანი, და უფალმან მოგცეს შენ იგი.
27. რამეთუ სიბრძნჱ და სწავლულებაჲ არს შიში უფლისაჲ და სათნოებაჲ მისი არს სარწმუნოება და სიმშჳდჱ.
28. შვილო ჩემო, ნუ ურჩ ეყოფვი შიშსა უფლისასა და ნუ მიუვალ მას ორგულებით.
29. და ნუ შეორგულდები შენ წინაშე პირსა კაცთასა, და ბაგეთა შენთაცა ეკრძალევე.
30. ნუ აიმაღლებ თავსა შენსა, რაჲთა არა დაეცე; და ნუცა შეიმთხუევ თავსა შენსა გინებასა; და გამოგიცხადოს შენ უფალმან დაფარული იგი შენი, და შოვრის კრებულსა განგაოტოს შენ, რამეთუ არა შეეყავ შენ შიშსა უფლისასა და გული შენი სავსჱ არს ზაკუვითა.
თავი 2
2:1–18
1. შვილო ჩემო, შე-თუ-ეყოფვოდი მონებად უფლისა, განჰმზადე თავი შენი ყოვლისათჳს განსაცდელისა,
2. და წრფელ იყავნ გული შენი და დაითმინე და ნუ მოწრაფჱ ხარ ჟამსა მას, რომელსა შეგემთხუეოდის შენ განსაცდელი.
3. მიეახლე უფალსა და ნუ განეშოვრები მას, რაჲთა აღჰმაღლდე აღსასრულსა მას შენსა.
4. ყოველივე, რაჲცა მოვიდეს შენ ზედა, დაითმინე და სალმობათა დამდაბლებისა შენისათა სულგრძელ იყავ.
5. რამეთუ ცეცხლითა გამოიცადების ოქროჲ, ეგრეცა კაცნი შერაცხილნი - საჴუმილითა სიმდაბლისაჲთა.
6. გრწმენინ იგი და შეგიწყნაროს შენ; და განიგნე გზანი შენნი და ესევდი მას.
7. მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ წყალობათა მისთა და ნუ გარდააქცევთ, რაჲთა არა დაეცნეთ.
8. მოშიშთა უფლისათა გრწმენინ იგი, რაჲთა არაჲ მოგაკლდეს სასყიდელი თქუენი.
9. მოშიშნი უფლისანი მოელოდეთ კეთილსა და წყალობასა და სიხარულსა, რამეთუ ნიჭი უფლისაჲ საუკუნე არს და სიხარულით არს მოსაგებელი მისი.
10. მიჰხედეთ პირველთა მათ ნათესავთა და იგულეთ, ვის ჰრწმენა ღმერთი და ჰცხუენა, ანუ ვინ დაადგრა შიშსა მისსა და მან განაგდო იგი.
11. რამეთუ მოწყალე და მწყალობელ არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე, მიუტევნის ცოდვანი და აცხოვნნის ჟამსა ჭირისასა.
12. ვაჲ გულთა მედგართა და ჴელთა დაჴსნილთა კაცისა ცოდვილისა, რომელი ვიდოდის ორსა გზასა!
13. ვაჲ გულთა მათ შესულებულთა, რამეთუ არა ჰრწმენა მისთჳს, ვერ წარემართოს მათ.
14. ვაჲ თქუენდა, რომელთა წარგიწყმედიეს მოთმინებაჲ, და რაჲმე უკუე ჰყოთ, რაჟამს გამოეძიებდეთ უფალსა?
15. მოშიშნი უფლისანი დაემორჩილენით სიტყუათა მისთა და მოყუარეთა მისთა დაიცვენით გზანი მისნი.
16. მოშიშთა უფლისათა გამოიძიეთ სათნოებაჲ მისი და მოყუარენი მისნი აღივსენით შჯულითა მისითა.
17. მოშიშთა უფლისათა განჰმზადენით გზანი თქუენნი და მის წინაშე დაიმდაბლენით სულნი თქუენნი, და თქუთ:
18. შევვარდით ჩუენ ჴელთა უფლისათა, რამეთუ ვითარცა არს სიმდიდრჱ მისი, ეგრეცა წყალობაჲ მისი.
თავი 3
3:1–31
1. ჩემი, მამისაჲ, ისმინეთ, შვილნო, და ეგრჱთცა ყავთ, რაჲთა ჰსცხომდეთ.
2. რამეთუ უფალმან დიდებულ-ყო მამაჲ შვილთა ზედა და სამართალი დედისაჲ დაამტკიცა ძეთა ზედა.
3. რომელმან თავ-უყოს მამასა; მან პოვოს მოტევებაჲ ცოდვათაჲ.
4. და ვითარცა ფასსა დაიუნჯებდეს, რომელმან ადიდოს დედაჲ თჳსი.
5. და თავ-უყოს მამასა, იგი იხარებდეს შვილთა მიერ და დღესა ლოცვისა მისისასა შეესმეს მისი უფალსა.
6. რომელმან ადიდოს მამაჲ, დღეგრძელ იყოს ცხოვრებასა მისსა. და მორჩილმან უფლისამან განუსუენოს დედასა თჳსსა,
7. და ვითარცა უფალსა, ჰმსახუროს მამასა და დედასა.
8. სიტყჳთ და საქმით თავ-უყავ მამასა შენსა და მოვიდეს კურთხევაჲ იგი მისი.
9. რამეთუ კურთხევამან მამისამან დაამტკიცნეს სახლნი შვილთა ზედა, ხოლო წყევამან დედისამან აღჰფხურის საძირკუველითურთ.
10. ნუ თავ-გეყოფვინ გინებულებაჲ მამისა შენისაჲ, რამეთუ არა არს იგი შენდა გინება, რაოდენ დიდება.
11. რამეთუ დიდება კაცისა თავ-ყოფაჲ მამისაჲ თჳსისაჲ, და საყუედრელ არს შვილთა მამაჲ უდიდებელი.
12. შვილო, შეეწიე სიბერესა მამისა შენისასა და ნუ შეაწუხებ მას ცხოვრებასა მისსა.
13. და თუ მოაკლოს გონებასა მისსა, შენ შეუნდვე და ნუ უპატივო-ჰყოფ მას ყოვლითა ძალითა შენითა.
14. მოწყალებაჲ მამისაჲ ნუ დაგავიწყდებინ, შვილო, რაჲთა ცოდვისა წილ აღგეშენოს შენ.
15. და დღესა ჭირისა შენისასა მოგეჴსენოს შენ, ვითარცა ღრუბლით ტფილმანღა განადნვის მყინვარი, ეგრე განდნენ ცოდვანი შენნი.
16. რამეთუ საგმობელ არს, რომელმან დააგდოს მამაჲ თჳსი, და წყეულ არს უფლისა მიერ, რომელმან განაწყოს გული დედასა თჳსსა.
17. შვილო ჩემო, საქმენი შენნი ყუდროებით აღასრულენ და კაცისა მიერ შერაცხილისა საყუარელ იყო.
18. რავდენვე დიდ იყო, დაიმდაბლე თავი შენი, რაჲთა წინაშე უფლისა ჰპოვო მადლი.
19. რამეთუ მრავალნი არიან ამაღლებულნი დამდაბლებულ, ხოლო ყუდროთა გამოუცხადნის დაფარულნი,
20. რამეთუ დიდ არს ძალი უფლისაჲ. უფალი მდაბალთა მიერ იდიდების.
21. უღრმჱსსა მას შენსა ნუ გამოეძიებ და უძლიერჱსსა მას შენსა ნუ გამოიკითხავ.
22. რავდენი ბრძანებულ არს შენდა, იგი განიზრახე, რამეთუ არა გიჴმან შენ დაფარულნი ზრახვათანი.
23. მეტნობასა საქმეთასა, რომელ არაჲ საჴმარ იყოს, ნუ გამოეძიებ, რამეთუ უფროჲსი გონებისა კაცთაჲსა ჩუენებულ არს შენდა.
24. რამეთუ მრავალნი შეაცთუნნა იჭუმან მათმან და იჭუმან ბოროტმან განაცთუნნა ზრახვანი მეცნიერთანი.
25. რომელსა უყუარდეს ბოროტი, მას შინავე წარწყმდეს.
26. გული უკეთური შებოროტნეს უკუანაჲსკნელ.
27. და გული ფიცხელი დამძიმდეს სალმობითა და ცოდვილმან დაჰზჳნოს ცოდვაჲ ცოდვასა ზედა.
28. გულსა ამპრტავანისასა არა იყოს ლხინება, რამეთუ ნებასა უკეთურებისასა ძირი დაუბამს მათ თანა.
29. გულმან გონიერმან გულისხმა-ყვის იგავი და ყუდრომან მორჩილმან - გულისთქუმაჲ სიბრძნისაჲ.
30. ცეცხლი მოტყინარჱ დაშრიტის წყალმან, და მოწყალებამან მიუტევნის ცოდვანი.
31. რაჲთა მიაგოს მადლი, მოეგებვოდის მერმეთა მათ ჟამთა და დღესა მას დაცემისა მისისასა პოვის მან ჴელისამპყრობელი.
თავი 4
4:1–31
1. შვილო ჩემო, ცხორებასა გლეხისასა ნუ მოუღებ და ნუცა დააშრობ სტუანვითა თუალთა ნაკლულევანთასა.
2. სულსა მშიერსა ნუ შეაჭუვნებ და ნუ განარისხებ კაცსა უპოვარებასა შინა მისსა.
3. გულსა ურვილსა ნუ შეაძრწუნებ და ნუ დრო-უყოფ მისაცემელსა ნაკლულევანისათჳს.
4. მსახურსა, რომელსა ჰშჭირდეს, ნუ უგულებელს-ჰყოფ და ნუ გარემიიქცევ პირსა გლახაკისაგან.
5. რომელი გთხოვდეს შენ, ნუ მიჰრიდებ თუალსა შენსა და ნუ ჰსცემ ადგილსა საწყეველად შენდა.
6. რაჟამს გწყევდეს შენ განმწარებულითა გულითა მისითა, ლოცვისა მისისაჲთა მსთუად შეესმას შემოქმედსა მისსა.
7. შეაყუარე თავი შენი კრებულსა და წინაშე მთავართა დაიმდაბლე თავი შენი.
8. მიუპყარ გლახაკსა ყური შენი და მიუგე მას სიტყუაჲ მშჳდობისაჲ და ყუდროებისაჲ.
9. განარინე ვნებული ჴელთაგან მავნებელთასა და ნუ გეწყინებინ სულსა შენსა განკითხვაჲ იგი მისი.
10. ექმენ შენ ობოლთა, ვითარცა მამაჲ და ქმრისა წილ - დედასა მათსა, და იყო შენ, ვითარცა ძჱ მაღლისაჲ, და შეგიყუაროს შენ უფროჲს დედისა შენისა.
11. სიბრძნემან ნაშობნი თჳსნი აღამაღლნა და ჴელისამპყრობელ არს მათდა, რომელნი ეძიებენ მას.
12. რომელსა უყუარდეს იგი, უყუარს მას ცხორებაჲ. და რომელთა აიმსთონ მისა, აღივსნენ ყოვლითა კეთილითა.
13. რომელმან შეიკრძალოს იგი, მან შეიკრძალოს დიდებაჲ, და ვიდრე შევიდეს, აკურთხოს იგი უფალმან.
14. რომელნი ჰმსახურებენ მას, ჰმსახურებენ იგი წმიდათა. და მოყუარენი მისნი უყუარან უფალსა.
15. რომელმან ისმინოს მისი, მან საჯნეს წარმართნი. და რომელი ეკრძალებოდის მას, დაეშენოს იგი სასოებით.
16. უკუეთუ ჰრწმენეს იგი, დაიმკჳდროს სასოებით და სამკჳდრებელ ექმნენ მას ნაშობნი მისნი.
17. უკუეთუ ვინმე დრკჳთა გულითა მიეგებვოდის მას, დასაბამსავე შინა ამხილოს მას, შიში და შეძრწუნებაჲ მიავლინოს მის ზედა და შეჭყლიმოს იგი მოძღურებითა თჳსითა, გამოცადოს იგი სამართალთა შინა მისთა.
18. და მერმე მოექცეს წყალობითა თჳსითა და ახაროს მას და გამოუცხადნეს მას დაფარულნი იგი თჳსნი.
19. უკუეთუ შესცთეს, დაუტეოს იგი და მიჰსცეს იგი ჴელთა დაცემისა მისისათა.
20. დაიმარხენ მცნებანი მისნი და ეკრძალე ბოროტისაგან და სულისა შენისათჳსმცა ნუ გრცხუენის.
21. რამეთუ არს სირცხჳლი, რომელმან შეამთხჳის ცოდვაჲ და არს სირცხჳლი, რომელმან შეამთხჳის დიდებაჲ და სიხარული.
22. ნუ თუალთ-აღებ სულისა შენისათჳს, რაჲთა არა იკდიმო დაცემასა მას შინა შენსა.
23. ნუ აყენებ სიტყუასა ჟამსა ცხოვრებისასა,
24. რამეთუ სიტყჳთა საცნაურ არს სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ გონიერებისაჲ სიტყჳთა ენისაჲთა.
25. ნუ აცილობ ჭეშმარიტებასა ნურარაჲთ საქმით და უსწავლელებისა შენისათჳს არა კდემულ იყო.
26. ნუ გრცხუენინ შენ აღსაარებად ცოდვათა შენთა და ნუ აღმართ ჰბრძავ მძლავრსა წყალსა.
27. და ნუცაღა დაურეც კაცსა ცოფსა თავსა შენსა და ნუ თუალთ-აღებ ძლიერსა.
28. ვიდრე სიკუდიდმდე ჰბრძოდე ჭეშმარიტებისათჳს და უფალი ღმერთი ჰბრძოდის შენ წილ.
29. ნუ უმოწრაფე ხარ შენ ენითა შენითა და გულსნეულ და დაშთომილ საქმითა შენითა.
30. ნუ იყოფვი ვითარცა ლომი სახლსა შენსა და ნუ მომიზეზ სახლეულთა მათ შენთა.
31. ნუ იყოფინ ჴელი შენი მოღებად ხოლო განრთხმულ და მიცემად შეღრეკილ.
თავი 5
5:1–15
1. ნუ გულსა შეაპყრობ ფასსა შენსა და ნუ დამძიმებულ ხარ მას ზედა. და ნუ იტყჳ, ვითარმედ: კმა არს ესე ჩემდა.
2. ნუ მისდევ ძალსა შენსა, ვითარმცა ხჳდოდე გულისთქუმასა გულისა შენისასა.
3. ნუ თავისმოთნჱ ხარ ფასითა შენითა და ნუ ესავ თავსა შენსა. და ნუცა იტყჳ, ვითარმედ: ვინ შემიძლოს მე, რამეთუ უფალმან ძიებით შური იძიოს შენგან.
4. ნუ იტყჳ, ვითარმედ: ვცოდე და აწ რაჲღამე ვყო, რამეთუ უფალი სულგრძელ არს.
5. მომტევებელებისა მისისათჳს ნუ უშიშ იყოფვით შეძინებად ცოდვაჲ ცოდვასა ზედა.
6. ნუ ესრე იტყჳ, ვითარმედ: წყალობაჲ მისი ფრიად არს. მრავალ თუ იყვნენ ცოდვანი ჩემნი, მო-ვე-მისჴნეს, რამეთუ მის მიერ არს წყალობაჲ და ცოდვილთა ზედა დააცხრვის გულისწყრომაჲ მისი.
7. ნუ დაჰყოვნი მოქცევად უფლისა და ნუ სდროებ დღითი დღედ მიახლებად მისა, რაჲთა არა გამოვიდეს მყის რისხვაჲ იგი უფლისაჲ და ვიდრე სდროებდე, შეგმუსროს შენ და ჟამსა მას შურისგებისასა წარგწყმიდოს შენ.
8. ნუ ესავ ფასსა მას სიცრუვისასა, რამეთუ არა სარგებელ გეყოს შენ დღესა მას რისხვისასა.
9. ნუ ანქრევ ყოვლითა ქარითა და ნუ ხუალ ყოველთა ალაგთა სიცრუვისათა, ვითარცა ცოდვილი იგი და ორენაჲ.
10. იყავ დამტკიცებულ ენითა შენითა და ზრახვითა. და ერთ იყავნ ზრახვაჲ შენი.
11. იყავ მოწრაფჱ მორჩილებად და სულგრძელ მიგებად სიტყჳსა.
12. იყოს თუ შენ თანა გონებაჲ, მიუგე მოყუასსა მას შენსა, უკუეთუ არა, ჴელი შენი იყავნ პირსა შენსა ზედა.
13. რამეთუ დიდებაჲ და გინებაჲ სიტყუასა უფლიეს და ენაჲ კაცისაჲ არს დასაცემელ მისდა.
14. ნუმცა სადა სახელ-გედების შენ ცუნდრუკ და ენითა შენითა ნუ დაჰპრკოლდები, რამეთუ მპარვისა სირცხჳლ არნ, ხოლო კდემა დიდ არნ ორენისა.
15. დიდსა და კნინსა ნუ უმეცარ ხარ და სიყუარულისა წილ ნუ იყოფვი მტერ, რამეთუ სახელბოროტმან სირცხჳლი და კდემაჲ დაიმკჳდრის, ეგრეცა კაცმან ცოდვილმან და ორენამან.
თავი 6
6:1–37
1. და ნაცვალად მეგობრისა მუ იქმნები მტერ, რამეთუ სახელი ბოროტი სირცხვილსა და ყუედრებასა დაიმკვიდრებს. ამისთვისცა ორ-ენა არს ცოდვილი
2. ნუ თავისმოთნჱ ხარ ზრახვითა სულისა შენისაჲთა.
3. ნუუკუე ფურცელნი შენნი შეშჭამნე და ნაყოფი შენი განჰრყუნე და დაუტევო თავი შენი, ვითარცა შეშაჲ ჴმელი.
4. სულმან უკეთურმან წარწყმიდოს მომგებელი თჳსი და მოსაცხრობელ მტერთა ყვის თავი თჳსი.
5. ჴმამან ტკბილად მეტყუელმან განამრავლის მიცემაჲ ქებისაჲ.
6. მეგობარნიმცა შენნი მრავალ არიან, ხოლო თანამზრახვალი შენი ერთი ათასისაგან.
7. მო-თუ-იპოვებდე მეგობარსა შენსა ჟამსა ჭირისასა, შეიმთხჳე იგი და ნუ მეყსეულად გრწამნ მისი.
8. რამეთუ არნ მეგობარი ჟამისათჳს, ხოლო და-რაჲ-გადგრეს შენ ჟამსა ჭირისასა.
9. და არს მეგობარი, რომელი გარდაიქცის მტერად და ლალვასა საყუედრელი შენი გამოგიცხადოს.
10. და არს მეგობარი ზიარ ტაბლისა ოდენ და არა დაგადგრეს შენ ჟამსა ჭირისა შენისასა,
11. კეთილსა მას შენსა თანა მოთაულ გექმნეს შენ და მონათა შენთა შენსა უფროჲს იგი სასტიკებდეს.
12. უკუეთუ ჭირი შეგემთხუეოდის, იყოს იგი შენდა ანტაკრად და პირსა შენსა გეფარვოდის.
13. მტერთა შენთა განეშოვრე და მეგობართა ეკრძალევე.
14. მეგობარი სარწმუნოჲ გოდოლი არს ძლიერი, ხოლო რომელმან პოვოს იგი, მან პოვა ფასი დიდი.
15. მეგობარსა მას სარწმუნოსა არა აბს სასყიდელი, არცა არს სწორება შუენიერებისა მისისა.
16. მეგობარი სარწმუნოჲ წამალი არს ცხოვრებისაჲ და მოშიშთა უფლისათა პოვონ იგი.
17. მოშიშსა უფლისასა განემარჯოს მეგობრობაჲ, რამეთუ ვითარცა იგი არნ, ეგრეცა მეგობარი იგი მისი.
18. შვილო ჩემო, სიყრმით შენითგან აღირჩიე სწავლულებაჲ და სიბერედმდე ჰპოვო სიბრძნჱ.
19. ვითარცა კაცი ერთი აღმსთობილი მჴნველი და მთერძველი, ეგრჱთ მიუჴედ მას და მოელოდე კეთილთა ნაყოფთა მისთა, რაჲთა საქმესა მას მისსა კნინ ჰშრუე და მსთუად იშუებდე ნაყოფთა მისთა.
20. ვითარცა ძნელ რაჲმე უჩნნ ესე უსწავლელთა და ვერ დაადგრეს მას ზედა გულნი მედგარნი.
21. ვითარცა ლოდი სამძალისაჲ დამტკიცებულ იყოს მას ზედა და არა ყოვნოს განგდებაჲ მისგან,
22. რამეთუ სიბრძნჱ თავისაჲ არს და არა მრავალთა განცხადებულ არს იგი.
23. ისმინე, შვილო ჩემო, და შეიკრძალე მოძღურებაჲ ჩემი და ნუ განეყენები სწავლასა მას ჩემსა.
24. განჰმზადენ ფერჴნი შენნი ბორკილსა მისსა;
25. მიყვენ ბეჭნი შენნი და იტჳრთე იგი და ნუ გეწყინებიედ შენ კრებულებანი იგი მისნი.
26. ყოვლითა გულითა შენითა მიუგედ მას და ყოვლითა ძალითა შენითა დაიცვენ გზანი მისნი.
27. და გამოიძიე, გამოიკულიე და გამოგემეცნოს შენ და რაჟამს შეიკრძალო იგი, ნუ განუტეობ მას;
28. რაჲთა უკუანაჲსკნელ ჰპოვო განსასუენებელი იგი მისი. და გარდაგექცეს შენ სიხარულად.
29. და გეყვნენ შენ საკრველნი მისნი საფარველად მტკიცედ და ჯაჭჳ იგი მისი სამკაულად ოქროჲსად; სამოსლად დიდებისად შეიმოსო იგი.
30. რამეთუ სამკაული იგი ოქროჲსაჲ არს მას შინა და საკრველნი იგი მისნი სამკაულ სინდისის და ზეზის.
31. სამკაულად დიდებისად შეიმოსო იგი. და გჳრგჳნად გალობისად დაიდგა თავსა შენსა.
32. გინდეს თუ, შვილო, მოძღურებაჲ სიბრძნისაჲ, ჰპოვო იგი.
33. და თუ გიყუარდეს მორჩილებაჲ, შეიყუარო იგი. უკუეთუ მიუყო ყური შენი, ბრძენ იყო.
34. შორის სიბრძნესა მოხუცებულთასა დადეგ შენ და უბრძნესსა მას მათსა შეეყავ შენ.
35. ყოველივე სიტყუაჲ საღმრთოჲ გინდინ სმენად და იგავნი მეცნიერებისანი ნუ შეგცთებიან შენ.
36. იხილო თუ ვინმე გონიერი, აღიმსთუვე მისა მიმართ და ზღურბლნი კარისა მისისანი დათრგუნენინ ფერჴმან შენმან.
37. გულისხმა-ყვენ შენ ბრძანებანი იგი უფლისანი და მცნებათა მისთა ზრახევდ მარადის. და მან დაამტკიცოს გული შენი და გულისთქუმაჲ სიბრძნისაჲ მოგცეს შენ.
თავი 7
7:1–36
1. ნუ იქმ ბოროტსა, რაჲთა არა გეწიოს ძჳრი.
2. განეშორე სიცრუვისაგან და იგი განგეშორის შენგან.
3. შვილო ჩემო, ნუ სთესავ ურნატთა მათ სიცრუვისათა, რაჲთა არა მოიმკო შჳდ წილად ძჳრი მისგან.
4. ნუ ითხოვ უფლისაგან საკარნოსა, ნუცა მეუფისაგან საყდართა დიდებულთა.
5. ნუ მართლ გიჩნ თავი შენი წინაშე მეუფისა და შარავნდედისა წინაშე ნუ აუცნებ სიბრძნესა.
6. ნუ ითხოვ მსაჯულებასა, ნუუკუე ვერ უძლო განრჩევად ცრუჲსა მის და მართლისაჲ. ნუუკუე შეგეშინოს შენ პირსა წინაშე მდიდრისასა, რაჲთა არა დაუდვა საცთური განგებულებასა მას შენსა.
7. ნუ შესცოდებ სიმრავლესა მას ქალაქისასა და ნუ შეაგდებ თავსა შენსა ამბოხსა მას მათსა.
8. ნუ შეერევი ორთა ცოდვილთა, რამეთუ ერთისაცა მათგანისა ვერ განჰმართლდე.
9. ნუ ესრე იტყჳი, ვითარმედ: მრავლითა ძღუნითა ჩემითა მომხედოს მე, რაჟამს შევსწირვიდე მე ღმრთისა მაღლისა, მან შეიწიროს ჩემი.
10. ნუ სულმოკლე ხარ თაყუანის-ცემასა მას შენსა და წყალობისა ყოფასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.
11. ნუ ეცინი კაცსა ლმობილსა და განმწარებულსა გულითა, რამეთუ უფალმან დაამდაბლის და იგივე არს აღმამაღლებელი.
12. ნუ იქმ სიცრუვესა ძმისა შენისათჳს, ნუცაღა მეგობრისათჳს მსგავსად იქმ.
13. ნუ გნებავნ ტყუვილად ყოველი ტყუვილი, რამეთუ აღმსთობაჲ იგი მისი არა კეთილ არს.
14. ნუ ხუესტობ მრავალთა შორის მოხუცებულთა და ნუ დააცუდებ სიტყუათა აღნათქუემთა შენთა ზედა.
15. ნუ გშურნ შური საქმისაჲ და ქუეყანისა საქმჱ, რომელ ღმერთმან დაჰბადა.
16. ნუ შეჰრთავ თავსა შენსა მრავალთა თანა ცოდვილთა. მოიგსენე, რამეთუ რისხვამან არა ყოვნის და ჯოჯოხეთმან დრო არავის უყვის.
17. დაიმდაბლე თავი შენი, რამეთუ შურისსაგებელად ცოდვილთა არს ცეცხლი და მატლი.
18. ნუ განჰსცვალებ მეგობარსა შენსა ქრთამად, ნუცა ძმასა ჭეშმარიტსა ოქროდ სოფირისად.
19. ნუ განეშოვრები დედაკაცსა ბრძენსა და სახნიერსა, რამეთუ მადლი მისი უმჯობჱს არს ოქროჲსა.
20. ნუ განაბოროტებ მსახურსა, რომელი შურებოდის სიმართლით; და ნუცა შეჰსუარავ მორეწესა, რომელმან მოგცა თავი თჳსი.
21. მსახური გონიერი უყუარდინ სულსა შენსა და ნუ აჴუებ მას თავისუფლებასა.
22. საცხოვარ თუ გედგნენ, ჰღუწოდე მათ. იყვნენ თუ შენდა საჴმარ, დაიდგრინენ იგინი.
23. შვილ თუ გესხნენ, განისწავლენ იგინი და მოდრიკე სიყრმითგანვე ქედი მათი.
24. ასულ თუ გესხნენ, ეკრძალე მათ და ნუ ჰფუფუნებ მათ და ნუცაღა მხიარულ ჰყოფ მათა მიმართ პირსა შენსა.
25. განქორწინე ასული შენი და იპოვო შენ აღმასრულებელ საქმის დიდის, და ქმარსა გონიერსა მიეც იგი.
26. ცოლ თუ გესუას შემსგავსებულად სულისა შენისა, ნუ განჰჴდი მას, და თუ ჰსძულდე, ნუ არწმუნებ თავსა შენსა.
27. ყოვლითა გულითა ადიდე მამაჲ შენი და სალმობათა დედისა შენისათა ნუ დაივიწყებ.
28. მოიჴსენე, რამეთუ მათ ძლით იშევ შენ და მათსა თჳნიერმცა ვერ იყავ. მიაგე მათ, რაჲ-იგი მათ მოგაგეს შენ.
29. ყოვლითა გულითა შენითა გეშინოდენ უფლისა და მღდელნი მისნი ადიდენ.
30. ყოვლითა ძალითა შენითა შეიყუარე შემოქმედი შენი და მსახურთა მისთა ნუ შეურაცხ-ჰყოფ.
31. გეშინოდენ უფლისა და ადიდე მღდელი და მიეც შენ ნაწილი მისი, ვითარცა მცნებულ არს შენდა, სავსისაჲ და სინანულისათჳს შესაწირავი და მსხუერპლი სიწმიდეთაჲ.
32. და გლახაკსა მიუყავ ჴელი შენი, რაჲთა სრულ იყოს კურთხევაჲ შენი.
33. მადლი ნიჭისა შენისაჲ იყავნ ყოველთა ჴორციელთა წინაშე; და მკუდარსა ზედაცა ნუ დააკლებ მადლსა,
34. ნუ ჴუებულ-ჰყოფ მას ცრემლთაგან შენთა და მგლოვარეთა თანა იგლოვდი.
35. ნუ გცონინ მიხედვად სნეულთა, რაჲთა ამით სახითა საყუარელ იყო.
36. ყოვლითა საქმითა შენითა მოიჴსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა ჰსცოდო.
თავი 8
8:1–19
1. ნუ უჴდები კაცსა მას ძლიერსა, ნუუკუე შე-სადმე-ჰვარდე ჴელსა მისსა.
2. ნუ აადგები უმტკიცესსა მას შენსა, ნუუკუე გაწონოს შენ ოქროჲ, რამეთუ მრავალნი წარწყმიდნა ოქრომან და მი-მეუფისამდეცა გული უქციისვე.
3. ნუ ჰლალავ კაცსა ენოვანსა და ნუ დაჰკრებ ცეცხლსა მისსა ზედა შეშასა.
4. ნუ ემღერი უგუნურსა, რაჲთა არა იგინნე წინანი შენსა.
5. ნუ აყუედრებ კაცსა რომელი მოქცეულ იყოს ცოდვათაგან. მოიგსენე, რამეთუ ყოველნი რისხვასა შინა ვართ.
6. ნუ აგინებ კაცსა სიბერესა მისსა, რამეთუ შენცა და-ვე-ჰბერდები.
7. ნუ მოგცხრებინ მკუდარი, რამეთუ შენცა მო-ვე-ჰკუდე.
8. ნუ შეურაცხ-ჰყოფ სიტყუასა ბრძენთასა და იგავთა მათთა, აღიმსთუენ სულმან შენმან, რამეთუ მათგან ისწავო შენ გონიერებაჲ და მსახურებაჲ მდიდართაჲ.
9. ნუ შეეცოდები შენ სწავლასა მას მოხუცებულთასა, რამეთუ მათცა ისწავეს მამათა მათ წმიდათა იგავი. და მათგან ისწავო შენ გონებაჲ და ჟამსა მას აღფხურისა - მიგებაჲ სიტყჳსაჲ,
10. რაჲთა არა შეიწუა შენ ალითა ცეცხლისა მისისაჲთა.
11. ნუ წინააღუდგები პირსა მაგინებელისასა, რაჲთა არა დაგშჯიდეს დასაპრკოლებელად წინაშე პირსა შენსა.
12. ნუ ავასხებ უძლიერჱსსა შენსა. უკუეთუ ავასხო, ვითარცა წყმედული შეჰრაცხე.
13. ნუ დაუდგები თავსდებად უმტკიცესსა შენსა. უკუეთუ დაუდგე, მუნქუესვე ზღუევად განეკრძალე.
14. ნუ ავალებ მსაჯულსა, ნუუკუე დიდებულობასა მისსა მიგსაჯოს შენ.
15. კადნიერისა თანა ნუ ხუალ გზასა, რამეთუ არა დაამძიმოს შენ ზედა ყოველი ძჳრი. იგი ნებასა თჳსსა იქმოდის და შენცა უგუნურებითა მისითა წარგწყმიდოს.
16. გულმწყრალისა თანა ნუ შეიქმ ლალვასა და ნუ ხუალ მის თანა უდაბნოსა, რამეთუ მცირჱ უჩნნ თუალთა წინაშე მისთა სისხლი და სადა არა იყოს შემწჱ, მუნ დაგცეს შენ.
17. უგუნურისა თანა ნუ ჰზარახავ, რამეთუ ვერ დაიკრძალოს სიტყუაჲ.
18. წინაშე უცხოთა ნუ იქმ საიდუმლოსა, რამეთუ არა უწყი, რაჲ იყოს.
19. ყოველსა კაცსა ნუ განუმარტებ გულსა შენსა და ნუმცა ვინ გმადლობნ შენ ცუდად.
თავი 9
9:1–18
1. ნუ აშორე ცოლსა მკერდსა შენსა, რაჲთა არა ასწავო მას შენ მიერ გონებაჲ დრკუჲ.
2. ნუ მიჰსცემ დედათა თავსა შენსა, მიწევნად მათდა ყოველსა ზედა ძალსა შენსა.
3. ნუ განიცდი პირსა დედაკაცისა მეძვისასა, რაჲთა არა შეჰვარდე მახეთა მათ მისთა.
4. მახიობელისა მიმართ ნუ აღიმსთობ, რაჲთა არა შეიპყრა შენ ტყუვილითა მისითა.
5. სიკეთესა ქალწულისასა ნუ განიცდი, რაჲთა არა საცთურ-გეყოს შენ ქმნულკეთილობაჲ იგი მისი.
6. ნუ მიჰსცემ მეძავთა თავსა შენსა, რაჲთა არა წარსწყმიდო სამკჳდრებელი შენი.
7. ნუ მიმოდახედავ უბნებსა მას ქალაქისასა და ფერჴთა მათთაებრ ნუ შესცთები შენ.
8. მოჰრიდე თუალი შენი დედაკაცისაგან შუენიერისა და ნუ განიცდი სიკეთესა მას სხჳსასა, რამეთუ სიკეთესა დედათასა მრავალნი შესცთეს და მათგან სიყუარული ვითარცა ცეცხლი აღატყდა.
9. დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა და-ვე ნუ-ჰშჯდები რაჲთურთით და ნუცაღა ანკანაკებ მის თანა ღჳნისა სუმად, ნუუკუე მიდრკეს მისა მიმართ გული შენი და თავით შენით ჰსცთე წარსაწყმედელსა.
10. ნუ დაუტევებ მეგობარსა ძუელსა, ნუუკუე ახალი იგი არა ესწოროს მას. ღჳნოჲ ახალი არს მეგობარი ახალი. ხოლო რაჲჟამს დაძუელდეს, ჴსნილად სუან იგი.
11. ნუ გშურნ დიდებულებაჲ იგი ცოდვილთაჲ, რამეთუ არა უწყი აღსასრული იგი დაქცევისა მათისაჲ.
12. ნუ შეეყოფვი სათნოებასა უღმრთოთასა. მოიჴსენე, რამეთუ ჯოჯოხეთადმდე ვერ განჰმართლდე.
13. განეშოვრე კაცსა, რომელსა ფლობაჲ აქუნდეს კაცისკლვისაჲ, და არა ეჭუდე შენ შიშსა მას სიკუდილისასა. და შე-ღათუ-ეახლო, ნუ შესცოდებ მას, რაჲთა არა მიგეღოს ცხოვრებაჲ იგი შენი. ესე უწყოდე, რამეთუ შოვრის მახეთა ხუალ და გრძილთა ზედა არდაბაგისა ქალაქისათა განხუალ.
14. აღიწონე ძალი შენი და რავდენ ძალ-გედვას, შეისწორე მოყუასი შენი. ბრძენთა თანა იყავნ ზრახვაჲ შენი,
15. და გონიერთა თანა სიტყუაჲ შენი, და ყოველი თხრობაჲ შენი შჯულითა მით მაღლისაჲთა.
16. კაცნი მართალნი იყვნენ პურისმტედ შენდა და შჯულითა უფლისაჲთა იყავნ სიქადული შენი.
17. ჴელითა ჴელოვნისაჲთა ქმნული იქის, ეგრეცა წინამძღუარი იგი ერისაჲ, რომელი-იგი ბრძენ იყოს, - სიტყჳთა თჳსითა.
18. საშინელ ჩანნ მოყუასთა შორის კაცი ენოვანი და მოწრაფჱ ენითა საძულელ იქმნის.
თავი 10
10:1–31
1. მსაჯულმან ბრძენმან განისწავლის ერი თჳსი და საკარნონი გონიერთანი განგებულ და განმტკიცებულ არიედ.
2. რამეთუ ვითარცა მსაჯული ერისაჲ არნ, ეგრეცა მსახურნი მისნი, და ვითარცა წინამძღუარი იგი ქალაქისაჲ, ეგრეცა დაშჱნებულნი იგი მისნი.
3. მეფემან უსწავლელმან წარწყმიდის ერი თჳსი, და ქალაქნი აღიშენნიან გონიერებითა მდიდართაჲთა.
4. ჴელთა შინა უფლისათა არს ფლობილებაჲ ქუეყანისაჲ და საჴმარი იგი აღადგინის ჟამსა თჳსსა.
5. ჴელთა შინა უფლისათა არს წარმართებაჲ და პირსა მისსა წიგნ-წერით დადვის დიდებულებაჲ.
6. ყოვლისათჳს შეცოდებისა ნუ მანკიერ ხარ მოყუსისათჳს და ნუ იქმ საქმესა, რომელი-იგი სიძულილით იყოს,
7. რამეთუ საძულელ არს წინაშე უფლისა კაცთა ამპარტავანებაჲ, ორთაგანვე შეცოდებული პოვის სიცრუვითა.
8. მეუფებაჲ თესლითი თესლად იცვალების თავისმოთნებითა და ანგაჰრებითა.
9. რასამე ანპარტავნობნ მიწაჲ იგი და ნაცარი, რამეთუ ცხოვრებასავე მისსა ნაწლევი მისი მატლითა.
10. სენი წრტიალი შეამოკლის მკურნალმან, ხოლო მეუფჱ დღეს არს და ხვალჱ მოკუდეს.
11. სიკუდილსა კაცისასა ჴორცნი მისნი დაიმკჳდრნიან ქუეწარმავალთა, მჴეცთა და მატლთა.
12. დასაბამი ამპარტავნობისაჲ არს კაცისაჲ განდგომაჲ ღმრთისაგან და შემოქმედისა მისისაგან განდრკა გული მისი.
13. ხოლო დასაბამი ცოდვისაჲ არს ამპარტავანებაჲ, ხოლო რომელი ეკრძალებოდის მას, განეშოროს საძაგელებაჲ.ამისთჳს განაძლიერნა უფალმან რისხვანი იგი მისნი და დააქცინა იგინი სრულიად.
14. საყდარნი იგი მთავართა ამპარტავანთანი დაამხუნა და მათ წილ დასხნა მშჳდნი.
15. ძირნი წარმართთანი აღფხურნა უფალმან და მათ წილ დაჰნერგნა მდაბალნი.
16. სოფლები იგი წარმართთაჲ დააქცია უფალმან და მოსპნა იგინი საფუძველადმდე ქუეყანისა.
17. აჴოცნა და წარწყმიდნა იგინი და დააცადა ქუეყანით საჴსენებელი მათი.
18. არა დაებადა კაცისა თანა ამპარტავანებაჲ და არცა გულისწყრომაჲ რისხვისაჲ ნაშობთა თანა დედათაჲსა.
19. ნათესავ პატიოსან კაცთაჲ, რომელი ნათესავი პატიოსან, ნათესავი მოშიშთა მათ უფლისათაჲ. ნათესავი გინებულ, რომელი ნათესავი გინებულ, ნათესავი გინებულ კაცთაჲ, რომელნი გარდაჰვლენან მცნებათა უფლისათა.
20. შორის ძმათა წინამძღუარი მათი უპატიოსნჱსი მათი ერთი არნ. ეგრეცა მოშიშნი უფლისანი წინაშე თუალთა მისთა;
21. შეწყნარებისა დასაბამი - შიში უფლისაი, ხოლო განგდებისა დასაბამი - სიფიცხლე და ამპარტავნებაი.
22. მდიდრისა და დიდებულისა და გლახაკისა, ხოლო სიქადული მათი არს შიში უფლისაჲ.
23. არა ჯერ-არს გინებად გლახაკი გონიერი და არცა ჰშუენის თავის-ყოფაჲ კაცისაჲ მის ცოდვილისაჲ და მდიდრისაჲ.
24. მდიდარი და ძლიერი და მთავარი იდიდნიან და მათგანიცა არავინ არს უფროჲს მოშიშისა მის უფლისაჲსა.
25. მონასა გონიერსა აზნაურნი და უფლისა მის თჳსისა თჳსნი უხარკებედ და კაცი გონიერი არა დრტჳნავნ.
26. ნუ გცონინ საქმესა მას შინა შენსა და ნუ თავისმოთნე ხარ ჟამსა მას იწროებისასა.
27. რამეთუ შჯობს, რომელი იქმნ ჴელითა თჳსითა და უნაკლულო არნ იგი ყოვლითა, ვიდრეღა არა რომელმან დიდებულ ყვის თავი თჳსი და ჴუებულ არნ იგი პურითა.
28. შვილო ჩემო, ყუდროებით იდიდე თავი შენი და ეც მას პატივ, რაოდენცა გიღირდეს მისა.
29. რომელმან შესცოდოს თავსა თჳსსა, ვინმე განამართლოს იგი, ანუ ვინ ადიდოს, რომელმან აგინოს ცხოვრებაჲ იგი თჳსი.
30. გლახაკი იდიდის გონიერებითა თჳსითა და მდიდარი - სიმდიდრითა თჳსითა.
31. რომელი დიდებულ არნ გლახაკებითა თჳსითა, მრავალ წილ უმდიდრჱს არნ იგი მდიდრისა მის. და რომელი-იგი ვნებულ არნ სიმდიდრესა მას თჳსსა, მრავალ წილ უდარჱს არნ იგი გლახაკისა მის.
თავი 11
11:1–34
1. სიბრძნემან მდაბლისამან აღუმაღლის თავი თჳსი და შორის მდიდართა დასჳს იგი.
2. ნუ აქებ კაცსა ქმნულკეთილობითა მისითა, ნუცა სძაგებ კაცსა ხილვითა მისითა.
3. მცირჱ არნ მფრინველთა შორის ფუტკარი და დასაბამ სიტკბოებისა არნ ნაყოფი იგი მისი.
4. ნუ იქადი შუენიერებითა მით სამკაულისაჲთა და დღესა მას დიდებისა შენისასა ნუ ჰმაღლოვი, რამეთუ საკჳრველ არიან საქმენი უფლისანი და დაფარულ არიან საქმენი მისნი კაცთაგან.
5. მრავალნი ჴელმწიფენი მიიწინეს ქუეყანად და არასაგონებელმან შეიბნა შარავანდედნი.
6. მრავალნი ძლიერნი იგინნეს ფრიად და დიდებულნი მიეცნეს ჴელთა სხუათასა.
7. განკითხვადმდე ნუ აბრალებ კაცსა. გულისხმა-ყავ პირველად და მაშინღა ჰრისხევდ.
8. ვიდრე არა მოგესმინოს, ნუ მიუგებ სიტყუასა და შურისა სიტყუასა ნუ შეერევი.
9. საქმჱ, რომელი არა გეყოს, ნუ აცილობ და საშჯელსა მას უღმრთოთასა ნუ აღიმსთობ.
10. შვილო ჩემო, ნუ მრავალთა შეჰვარდები საქმეთა შენთა, გან-თუ-ამრავლო, არასადა განსწმიდნე. და თუ ჰსდევდე, ვერ ეწიო, და თუ მიჰრიდო, ვერ განერე.
11. არს, რომელი შურებინ და იჭირვინ და იწრაფინ და უმეტესადღა ჴუებულ არნ იგი.
12. და არს უძლურ და სნეულ, ჴელისამპყრობელისაგან ჴუებულ; და ნაკლულევან არნ იგი უპოვარებითა და სავსჱ არნ იგი გლახაკებითა. და მეყსეულად თუალმან უფლისამან მიჰხედნა მას სახიერებითა მისითა და აღამაღლა იგი სიმდაბლისა მისისაგან.
13. და აღუმაღლა თავი მისი და განსაკჳრვებელ იქმნა მრავალთა შორის.
14. კეთილი და ბოროტი, ცხოვრებაჲ და სიკუდილი ღმრთისა მიერ არს.
15. სიბრძნე და ხელოვნებაი და მეცნიერებაი შჯულისა უფლისა მიერ არს, სიყვარული და გზანი კეთილთა საქმეთანი მის მიერ არიან.
16. ცთომილებაი და სიბნელე ცოდვილთა თანა შექმნულ არს, ხოლო ბოროტებითა მზუაობართა თანა დაბერდის ბოროტებაი.
17. ნიჭი უფლისაჲ დაადგრის მართალთა ზედა და სათნოებანი იგი მისნი უკუნისამდე წარმართებულ იყვნენ.
18. არნ, რომელი განმდიდრდებინ კრძალულებითა სიმტკიცისა მისისაჲთა. და ესე არს ნაწილი სასყიდლისა მისისაჲ.
19. რაჟამს თქუას მან: ვპოვე განსუენებაჲ და აწ ვჭამო და ვიშუა კეთილისა მის ჩემისაჲ. და არა უწყინ, რაჲ ჟამი შეემთხჳის მას. იგი მოკუდის, დაუტევის იგი სხუათა.
20. ეგე, შვილო, აღთქუმასა მას შენსა და აღიმსთოვე მას შინა და საქმეთა შენთა ეკრძალე.
21. ნუ გიყუარნ შენ საქმჱ იგი უღმრთოჲ, არამედ ესევდ უფალსა და დაადგერ საქმეთა მათ შენთა, რამეთუ ადვილ და განმარტებულ არს წინაშე თუალთა უფლისათა განმდიდრებაჲ გლახაკისაჲ.
22. კურთხევაჲ უფლისაჲ სასყიდელად მსახურთა მისთა, და ჟამსა მსთუასა გარდაათხიის, ვითარცა ყუავილი, კურთხევაჲ.
23. ნუ ეგრე იტყჳ: აწ რაჲ მიჴმს მე, ანუ ამიერითგან რაჲღა კეთილი მეყოს მე?
24. ნუ იტყჳ: ესე კმა არს ჩემდა და ამიერითგან რაჲსაღა ვიჭირვოდი?
25. დღეთა მათ კეთილთა მოიჴსენენ დღენი იგი ბოროტნი, და დღეთა მათ ბოროტთა არა დაგავიწყდენ შენ კეთილნი იგი.
26. ესე არა უწყია, რამეთუ ყოველივე ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისათა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყვნენ საქმენი მათნი.
27. ჟამმან ერთმან ჭირისაგან დაავიწყის შუებაჲ და აღსასრულსა კაცისასა გამოჩინებაჲ საქმეთა მისთაჲ.
28. აღსასრულადმდე ნუ ჰნატრი კაცსა, რამეთუ ნაშობთაგანცა გულისხმა-ყავ კაცისაჲ.
29. ნუ ყოველსა კაცსა შეიყვანებ სახიდ შენდა, რამეთუ მრავალ სადარნე არს ეშმაკისაჲ.
30. ვითარცა კაკაბი მძევალი განმზადებულ არნ გაჲლაკთა შიგან, ეგრეცა გული ამპარტავანისაჲ განმზადებულ არნ ზაკუვად, და ვითარცა ებგური ერთი ებგურობნ დაცემასა;
31. რამეთუ კეთილსა მას შენსა ბოროტად გარდაქცევად მზირინ და სათნოებასა მას შენსა ზედა დადვას ბიწი.
32. ნაბერწყლისაგან ცეცხლისა განმრავლდიან ნაკუერცხალნი და კაცი ცოდვილი სისხლსა მზირინ.
33. ეკრძალე უკეთურისა მისგან, რამეთუ იგი ძჳრსა ნივთებნ, ნუუკუე საყუედრელად საუკუნოდ მიგცეს შენ.
34. შიგან თუ ივლებდე უცხოსა, განგდრიკოს შენ დღესა მას განკრთომისასა და უცხო-გქმნეს შენ სახლეულთაგან შენთა.
თავი 12
12:1–18
1. ქველს თუ იქმოდი, უწყიმცა, ვისთჳს-იგი ქველს იქმ, რაჲთა იპოვონ მადლი ქველის საქმისა მის შენისაჲ.
2. კეთილი უყავ შენ ღმრთისმსახურსა და ჰპოვო მისაგებელი, და არა თუ მისგან, არამედ ღმრთისა მიერ.
3. არასადა პოვოს კეთილი, რომელი მოსწრაფე იყოს ძჳრსა. და რომელმან განყოს ჴელი თჳსი მიცემად საწყალობელისათჳს,
4. ეც კეთილისმოქმედსა მას და ნუ ჴელსა აღუპყრობ ცოდვილსა.
5. კეთილი უყავ მდაბალსა და ნუ ჰსცემ უღმრთოსა. დაპრკოლებულ იყავნ პური შენი და ნუ ჰსცემ მას, რაჲთა არა მრჩობლი ძჳრი ჰპოვო ყოვლისა მის წილ კეთილისა, რაჲ-იგი უყო მას.
6. რამეთუ მაღალმანცა მოიძულნა ცოდვილნი და უღმრთოთა მიაგის მისაგებელი.
7. ნუ თუალ-აღებ ცოდვილთა,
8. რამეთუ არა საცნაურ არნ კეთილსა შინა მეგობარი და არცაღა დაეფარის ბოროტსა შინა მტერი.
9. კეთილისა კაცისანი მწუხარე არიან მტერნი მისნი და ჭირსა შინა მისსა მეგობარნიცა მისნი გან-ვე-ეშორნიან.
10. ნუ გრწამნ მტერი უკუნისამდე, რამეთუ ვითარცა რვალი დაგესლდის, ეგრეცა უკეთურებაჲ იგი მისი.
11. და-ღა თუ-ბერდეს და მღუნარედ ვიდოდის, ეკრძალევე, დაიცევ თავი შენი მისგან და ექმნე მას, ვითარცა კაცი ერთი, რომელი განჰყჳნავნ სარკესა, და გულისხმა-ჰყო, რამეთუ არა უკუნისამდე დაგესლდეს.
12. ნუ განამტკიცებ მას შენ ზედა. ნუუკუე სადამე მოაქციოს მან და დაიპყრას სამკჳდრებელი შენი. ნუ დაისუამ მას მარჯულ შენსა, რაჲთა არა მიგთხოვოს საჯდომელი შენი ჭეშმარიტი. და უკუანაჲსკნელ მოიჴსენნე სიტყუანი ესე ჩემნი და მცნებათა ჩემთა ზედა ინანდე.
13. ვინმე შეიწყალოს მსახრვალი, გუელმან თუ სცეს მას, ანუ თუ ყოველთა, რომელთა ჴელნი მიყვნიან და შეახიან პირსა მჴეცისასა,
14. ეგრეცა რომელი შეეხოს ცოდვილსა კაცსა, თანა შეესუაროს ცოდვათა.
15. ეგევითარი ჟამ ერთ შენ თანა დაბრკოლდეს და თუ მიჰრიდო, ვერ დაითმინოს.
16. ბაგითა დაგიტკბნებოდის მტერი და გულითა თჳსითა ზრახვიდის შთაგდებასა შენსა ჴნარცუად. თუალთა მისთა აიძულებდეს მტერი ცრემლთა და თუ იპოვოს ჟამი, არა განძღებოდის სისხლითა შენითა.
17. ჭირი თუ რაჲმე შეგემთხჳოს შენ, პირველადვე იგი მუნ ჰპოვო და მიზეზად შეწევნისად დაგიდებდეს შენ საცთურსა ტყუვილისასა.
18. თავსა მისსა ყრიდეს და ჴელთა მისთა იტყუელვიდეს და მრავალსა ცუნდრუკებდეს და მიმოიქცევდეს პირსა მისსა.
თავი 13
13:1–26
1. რომელი შეეხოს ფისსა, შეიგოზნენ ჴელნი მისნი, და რომელი შეეყოს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას.
2. უმძიმჱსსა მას შენსა ნურას აღღებ და უმდიდრჱსსა მას შენსა და უძლიერჱსსა ნუ ეზიარები. რაჲმემცა ესწორა ქოთანი სიავსა? იგიცა ეკუეთის და იგიცა შეიმუსრის მისგან.
3. მდიდარი ავნებნ და იგიცა უთქუამნ, ხოლო გლახაკი იგი ვნებულ არნ მდიდრისა მისგან და იგივე ევედრებინ მას.
4. უკუეთუ საჴმარ რაჲმე ეყო მას, შეგრაცხოს შენ.
5. გაქუნდეს თუ რაჲმე, ცხორების ზიარ გეყოს შენ. უკუეთუ დააკლო, დაგიტეოს შენ. რაჟამს უწყოდის, ვითარმედ აწ დავაცუდე იგი, მაშინღა განგეშოროს შენ და მას არაჲ შჭირდეს.
6. უნდა და შეგიცთუნა შენ, გეცინოდის შენ და ნუგეშინის-გცემდეს და გეტყოდის შენ კეთილად და გრქუას: რაჲ გინებს?
7. გაცთუნებდეს შენ და გარცხუენდეს ჭამადითა მისითა, ვიდრე არა წარმოგასრულოს შენ ორგზის, გინათუ სამგზის. უკუანაჲსკნელ გეკიცხევდეს შენ. ხოლო მერმჱ გიხილოს შენ, მაშინ დაგაგდოს შენ და თავსა მისსა ყრიდის შენ ზედა.
8. ეკრძალე, ნუ შესცთები მას, რაჲთა არა დაჰმედგრდე უგუნურებითა შენითა.
9. რაჟამს გიწოდდეს ძლიერი იგი, მი-რეღა-ჰრიდე მას, რავდენვე გხადოდის შენ, უფროჲს განეშორე მას.
10. და ნუ თავით შენით შეჰვარდები, რაჲთა არა განგიშოროს შენ. და ნუ შორად განდგები, რაჲთა არა დაგივიწყოს შენ.
11. ნუ გრწამნ მრავალი იგი თქუმული მისი, რამეთუ მრავალთა მით სიტყჳთა მისითა განგცადოს შენ და სიცილით გეტყოდის შენ და გამოგკითხვიდეს შენ.
12. უწყალო არს, რომელმან არა დაიცვნეს სიტყუანი მეგობრისანი და არა ჰრიდოს ჭირთა მათ კრულებისა მისისათა.
13. მტკიცჱ იყავ და ეკრძალე ფრიად რამეთუ დაცემასა მას შენსა განხუალ.
14. ისმენდე რაი მათ, მღვიძარებდე ძილსა შინა შენსა, ყოველსა ცხოვრებასა შენსა გიყუარდეს უფალი და მოუწოდებდე მას საცხოვნებელად შენდა.
15. ყოველსა პირუტყუსა უყუარნ მსგავსი თჳსი და ყოველსავე კაცსა უყუარნ სწორი თჳსი.
16. ყოველივე ჴორციელი თესლად-თესლად შეკრბის და კაცი თჳსსავე მსგავსსა შეეყვის.
17. რაჲმე ზიარებაჲ არს მგლისაჲ და კრავისაჲ? ეგრეცა ცოდვილისაჲ ღმრთისმსახურისა თანა.
18. რაჲ მშჳდობაჲ არს აფთრისაჲ ძაღლისა თანა? ეგრეცა რაჲ მშჳდობაჲ არს მდიდართაჲ გლახაკთა თანა.
19. ნადირი ლომთაჲ არს კანჯარი უდაბნოს, ეგრეცა შესაჭმელ არიან მდიდართა გლახაკნი.
20. სძაგნ ამპარტავანსა მდაბალი იგი, ეგრეცა სძაგნ მდიდარსა გლახაკი იგი.
21. მდიდარი რაჟამს აღიძრის, დაემტკიცის იგი. გლახაკი რაჟამს აღიძრის, მიმოდასაგდებელ იქმნის იგი მეცნიერთა მისთაგან.
22. მდიდარი ოდეს სცთის, მრავალნი შეეწევიედ მას; უწესოსაღა თუ იტყჳნ, გან-ვე-ამართლიან იგი; გლახაკი ოდეს შესცთის, ყოველთავე რისხვით განკაფიან იგი. გონიერებასაღა თუ რასმე იტყჳნ, არავე აუფლიან მას სიტყუად.
23. მდიდარი იგი იტყჳნ და ყოველნივე დადუმნიან და სიტყუაჲ მისი აღამაღლიან ღრუბლადმდე. გლახაკი იგი იტყჳნ და ყოველთა განკიცხიან; უკუეთუ შესცთის, და-ხოლო-ამჴჳან იგი.
24. კეთილ არს სიმდიდრე თჳსითა ძალითა და ბოროტ არს გლახაკებაჲ პირსა წინაშე უღმრთოთასა.
25. გულმან კაცისამან უქციის ფერი კაცისაჲ პირისა გინათუ კეთილისა მიმართ, გინათუ ბოროტისა.
26. კუალი არს გულისა კეთილისაჲ პირი მხიარული და გამოცხადებაჲ იგავთაჲ არს ზრახვაჲ შრომითი.
თავი 14
14:1–27
1. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა უბრკუმა ენითა თჳსითა და არა იკდიმა იგი იჭჳთა მით ცოდვისაჲთა.
2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა სთნდეს თავი თჳსი და რომელი არა განვარდეს სასოებისაგან თჳსისა.
3. კაცისა სულმოკლისაჲ არა შუენის სიდიდრე. და კაცსა მოშურნესა რადმე უცნ ფასი.
4. რომელი დაჰკრებდეს თავისა თჳსისა ნაწილსა, იგი შეუკრებს სხუათა.
5. რომელი თავისა თჳსისათჳს ბოროტ იყოს, მან სხუასა ვითარ კეთილი უყოს? და ვერ სადა იშუებდეს ნაყოფისაგან თჳსისა.
6. არაჲ უძჳრჱს არს მისსა, რომელი შურობდეს თავსა თჳსსა და ესე არს ნაწილი უკეთურებისა მისისაჲ.
7. კეთილიღა თუ რაჲმე ყვის, იგიცა დავიწყებითვე ყვის, და აღსასრულსა გამოაჩინის უკეთურებაჲ იგი თჳსი.
8. ბოროტ არს, რომელმან თუალ-უყვნეს შურით, მან ცოდოს თუალითა და გარემოაქციოს სულები.
9. თუალი ანგაჰრი არა განძღის ნაწილითა და სიცრუვემან უკეთურებისამან განაჴმნის სულნი.
10. თუალი ძჳრი მოძნე არნ ტაბლასა ზედა და ჴუებულ იქმნის იგი განრისხებული ტაბლათა ზედა.
11. შვილო ჩემო, ვიდრე ჴელ-გეწიფოს, კეთილი უყავ თავსა შენსა და უფლისა მსხუერპლნი ღირსნი შეწირენ.
12. მოიჴსენე, რამეთუ სიკუდილმან არა ყოვნის და ჯოჯოხეთმან დრო არა უყვის.
13. ვიდრე სიკუდიდმდე კეთილსა უყოფდ მეგობარსა შენსა და, რავდენ ძალ-გედვას, შეეწიე მას ჴელითა შენითა.
14. ნუ დააკლდები დღეთა შენთა კეთილსა და ნაწილნი იგი გულისსათქუმელთა შენთანი ნუ შეგცთებიედ შენ.
15. რაჲთა არა უცხოთა დაუტეო ნაშრომი შენი და არცა ნაწილი შენი განყოფად წილით.
16. სიკუდილის შენის წინა იქმოდე სიმართლესა, მიეც, მოიღე და წმიდად დაიმარხე სული შენი, რამეთუ არა არს ჯოჯოხეთს შინა ძიებაჲ ფუფუნებისაჲ.
17. ყოველივე ჴორციელი, ვითარცა სამოსელი, განკფდეს. რამეთუ აღთქუმაჲ იგი დასაბამითგან სიკუდილით მოკუდეს.
18. ვითარცა ფურცელი გამოცენებული ხესა ზედა ვარჯოვანსა რომელიმე დამოსცჳვის და რომელიმე გამოესხის, ეგრე არს ნათესავი ყოველ ჴორციელთაჲ: რომელიმე იშვეს და რომელიმე მოკუდეს.
19. ყოველსავე საქმესა დალპოლვადსა მოაკლდეს და მოქმედიცა იგი თანავე წარწყმდეს.
20. ნეტარ არს კაცი, რომელი სიბრძნესა ზრახვიდეს და ზრახვითა მეცნიერებისაჲთა იტყოდის.
21. რომელი ზრახვიდეს ზრახვათა მისთა გულსა შინა თჳსსა, დაფარულნი იგი მისნი გულისხმა-ყვნეს.
22. განვედ და შეუდეგ მას, ვითარცა მეკუალე, და უმზირდი გზათა მისთა.
23. რომელი აღიწუდებინ და იჭჳრობნ სარკუმლით მისით და კართა მისთა მორჩილ ექმნის.
24. რომელი გარდაჰჴდეს მახლობელად კარავსა მისსა.
25. და დაადგრეს სავანესა მას კეთილსა.
26. მიაწყვნეს ნაშობნი თჳსნი საგრილსა მისსა და რტოთა მისთა ქუეშჱ დაიმკჳდროს.
27. იგრილობდეს იგი საფარველსა მისსა ქუეშჱ სიცხისაგან, დიდებულებასა მისსა ქუეშჱ მყოფ იყოს.
თავი 15
15:1–20
1. რომელთა ეშინოდის უფლისა, ყონ ესე, და რომელნი წარწევნულ იყვნენ შჯულსა მისსა, მათ შეიკრძალონ იგი.
2. მოეგებვოდის მათ, ვითარცა დედაჲ და ვითარცა ცოლმან სახნიერმან შეიწყნაროს იგი.
3. აჭამა მას პური იგი სიბრძნისაჲ და ასუა მას ღჳნოჲ გონიერებისაჲ.
4. დაემტკიცოს მას ზედა და არა მიდრკეს; ესვიდეს მას და არა ჰრცხუენოდის.
5. აღამაღლოს იგი უფროჲს მახლობელთა მისთა და შორის ერსა აღუღოს პირი მისი.
6. აღავსოს იგი სულითა მით ზრახვისაჲთა და შთააცუას მას სამკაული იგი დიდებისაჲ და დაადგას გჳრგჳნი იგი სიბრძნისაჲ და სიხარულისაჲ თავსა მისსა. და სახელი საუკუნოჲ დაუმკჳდრის მას.
7. არასადა შეეწინენ მას კაცნი უგუნურნი და კაცთა უშჯულოთა ვერ იხილონ იგი.
8. განაშორონ იგი ამპარტავანებისაგან და კაცნი ცრუნი არა მოჴსენებულ იყვნენ მისა.
9. არა შუენიერ არს ქებაჲ პირსა ცოდვილისასა, რამეთუ არა უფლისა მიერ მოვლინებულ არნ.
10. რამეთუ სიბრძნესა შინა დაიმკჳდრის ქებამან და უფალმან თავადმან განუმარჯჳს მას.
11. ნუ იტყჳ, ვითარმედ: უფლისაგან განვდგე. რამეთუ რაჲ-იგი მან მოიძულა, მე არა ვქმენ.
12. და ნუცა ეგრე იტყჳ, ვითარმედ: მან მაცთუნა მე. რამეთუ არა უჴმან მას კაცნი ცოდვილნი.
13. ყოველი საძაგელებაჲ მოიძულა უფალმან და არა არს სიყუარული მათი მოშიშთა მისთა თანა.
14. თავადმან დასაბამითგან შექმნა კაცი და მიუტევა იგი ჴელთა ნებისა მისისათა.
15. გინდეს თუ დაიცვნე მცნებანი მისნი და სარწმუნოებაჲ ჰქმნე სათნოთა თანა,
16. დაგიდგა შენ წინაშე ცეცხლი და წყალი და, რომელსაცა გინდეს, მიჰყო ჴელი შენი.
17. წინაშე კაცისა არს სიკუდილი და ცხორებაჲ. რაჲცა ვინ შეიყუაროს, მიეცეს მას.
18. რამეთუ მრავალ არს ძალი უფლისაჲ, ძლიერ არს ძალითა და ჰხედავს ყოველთა.
19. და თუალნი მისნი მოშიშთა მისთა ზედა, და თავადმან უწყნის საქმენი კაცთანი.
20. და არავის ამცნო უღმრთოებაჲ და არცაღა ვინ ფლობილ ყო ცოდვად.
თავი 16
16:1–30
1. ნუ გული გითქუამნ უჴმართა ნაშობთა განმრავლებად და ნუ იხარებ შვილთა ზედა უღმრთოთასა.
2. გან-ღათუ-მრავლდენ, ნუ გიხარინ მათ ზედა, უფრო ხოლო თუ არა იყოს შიში უფლისაჲ მათ თანა.
3. ნუ გრწამნ ცხორებაჲ იგი მათი და ნუ ესავთ ადგილსა მათსა, რამეთუ კუნესოდის გლოვითა უჟამოჲთა. შჯობს ერთი მართალი, რომელი ჰყოფდეს ნებასა ღმრთისასა, ვიდრეღა არა ბევრთა უშჯულოთა. და უშვილოჲსაცა სიკუდილი უმჯობესად შეჰრაცხე, ვიდრეღა არა შვილთა ღმრთისა უმსახურებელთა.
4. რამეთუ ერთისაგან გონიერისა ქალაქნი აღეშჱნნიან და ნათესავნი უღმრთოთანი აღოჴრდიან.
5. მრავალი ესე იხილა თუალმან ჩემმან და უფროჲს არს, რომელი ისმინა ყურმან ჩემმან.
6. შესაკრებელსა მას ცოდვილთასა აღატყდა ცეცხლი და ნათესავსა მას უშჯულოსა აღჴდა რისხვაჲ.
7. რამეთუ არა ულხინა ნათესავსა მას ძუალთა გმირთასა, რომელნი-იგი განდგომილ იყვნეს მძლავრებითა მათითა.
8. არა ერიდა დასამწირებელსა ლოთისსა, რომელნი-იგი საძაგელად შექმნნა ამპარტავანებისა მათისათჳს.
9. არა ჰრიდა წარწყმედისაგან ნათესავსა მას ქანანელთასა, რომელნი-იგი მოსრნა ცოდვითა მათითა. ესე ყოველი უყო ცოდვითა მათითა ნათესავსა მას ქედფიცხელსა და სიმრავლესა მას წმიდათასა არა აოტა. რამეთუ არა დაიმარხნეს მათ მცნებანი იგი მისნი უდაბნოსა მას ზედა.
10. ეგრეცა კრებული იგი სამეოც და ათ ბევრისაჲ, რომელნი შემუსრნა გულფიცხელობითა მათითა.
11. რამეთუ ერთღათუ სადამე იპოოს ქედფიცხელი, საკჳრველვე იყოს განრინებაჲ მისი. რამეთუ წყალობაჲ და რისხვაჲ მის მიერ არს: ძლიერ არს ლხინებითა და მერმე დათხევად რისხვისა.
12. რავდენ არს წყალობაჲ მისი, ეგრეცა მრავალ წილ მისწუდის ლხინებაჲ მისი. კაცი საქმეთა თჳსთა ზედა განიკითხოს.
13. არა განერეს ცოდვილი ტაცებითა თჳსითა და არცა ეჴუებოდის ცოდვილსა მოთმინებითა თჳსითა.
14. ყოველმან წყალობით ადგილი იპყრას და კაცად-კაცადი საქმითა თჳსითა იპოოს.
15. უფალმან განაფიცხა ფარაო არა გულისხმისყოფად მისა, რაითამცა ცნობილ იქმნნეს საქმენი მისნი ქუეშე ცისა.
16. ყოვლისა დაბადებულისა ცხად არს მოწყალებაი მისი; და ნათელი თვისი და ბნელი განუყო ადამს
17. ნუ ესრე იტყჳ: უფლისაგან დავემალო და მაღალთაგან მო-ვინმე-მიჴსენოს, ანუ ესოდენსა მას შორის ერსა ვინ მიცნას მე, ანუ რაჲ ეგოდენი არს თავი ჩემი ეგოდენსა შორის ერსა და განუზომელსა დაბადებულსა.
18. აჰა ესერა, ცანი ცათანი და ყოველნი უფსკრულნი გამოძიებასა მისსა. შეირყინენ ერთბამად მთანი მაღალნი და საფუძველნი ქუეყანისანი.
19. მიხედვასა მისსა შეძრწუნებულნი იძრვოდიან.
20. და მათ ზედა არავინ რაჲ ზრახოს გულითა მათითა და გზათა მისთა არავინ აგოს განგულებად განგებითა თჳსითა. და რასა-იგი იქმოდის, ვითარ ვინ აგოს ხილვაჲ.
21. რამეთუ მრავალ არიან საქმენი მისნი, რომელ-იგი ფარულად იქმნებიან.
22. საქმენი იგი სიმართლისა მისისანი ვინ განთქუნეს და ვინ შეუძლოს, რამეთუ გრძელ არს აღთქუმაჲ მის თანა.
23. ნაკლულევანმან გულითა ვითარ უძლოს გულისხმის-ყოფად, რამეთუ კაცი უგუნური და შეცთომილი გონებითა ზრახავნ სიცრუვესა.
24. შვილო, ისმინე და ისწავე მოძღურებაჲ ჩემი და სიტყუათა ჩემთა ერჩდინ ყური შენი.
25. გამოვაცხადო სასწორით სწავლულებაჲ დაბადებისა უფლისაჲ და საქმეთაჲ დასაბამითგანთაჲ.
26. დაბადებით მათით განუჩინა ნაწილი მათი კაცად-კაცადსა.
27. განაშუენნა სოფელსა შინა საქმენი იგი მისნი და ფლობაჲ მისი თესლითი თესლადმდე მათა. არა შეემშია და არცა მოუძლურდა და არცა მოაკლის კაცად-კაცადმან შრომისაგან თჳსისა.
28. კაცმან მოყუასსა თჳსსა არა აჭირა და უკუნისამდე არა წარჴდენ ბრძანებანი იგი სიტყუათა მისთანი.
29. და მაშინ უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა და აღავსნა იგინი კეთილითა თჳსითა.
30. სულითა ყოველთა პირუტყუთაჲთა აღავსო პირი მათი და მუნვე მისა მიმართ ყო მისაქცეველი მათი.
თავი 17
17:1–32
1. უფალმან შექმნა კაცი ქუეყანისაგან და მერმე მუნვე მიაქცია.
2. რიცხჳ დღეთაჲ და საზომი ჟამთაჲ მისცა მათ და ფლობილ-ყვნა იგინი მათ ზედა.
3. რაოდენცა ძალ-ედვა მათ, ეგოდენცა შთააცუა მათ ძლიერებაჲ და მსგავსად თჳსა შექმნა იგი.
4. სასტი და შიში დასდვა ყოველსა ზედა ჴორციელსა, უფლებაჲ მჴეცთა ზედა და მფრინველთა;
5. მოიღეს ხუმევაი ხუთთა მათ უფლისა საქმეთაი, ხოლო მეექუსედ ებოძა და განეყო მათ გონებაი, და მეშვიდედ - სიტყუაი, განმმარტებელი საქმეთა მისთაი.
6. გული მეცნიერებისაჲ, თუალნი და ყურნი მისცნა მათ,
7. სიბრძნითა და მეცნიერებითა აღავსნა იგინი, კეთილი და ბოროტი უჩუენა მათ.
8. დასხნა თუალნი გულსა შინა მათსა, რაჲთამცა უჩუენა მათ სიმდიდრჱ იგი საქმეთა მისთაჲ.
9. და მისცა მათ, რაითა საუკუნოდ მოქადულობდენ საკვირველებათა მისთა ზედა,
10. და სახელსა მას სიწმიდისა მისისასა უგალობდენ, რაჲთა მიუთხრობდენ სიმდიდრესა საქმეთა მისთასა და სახელითა სიწმიდისა მისისაჲთა აქებდენ მას.
11. შესძინა მათ მოძღურებაჲ მეცნიერებისა თჳსისაჲ და შჯული ცხორებისა მისისაჲ დაუმკჳდრა მათ.
12. და აღთქუმაჲ საუკუნოჲ დაადგინა მათ თანა.
13. საკჳრველებაჲ დიდებისა მისისაჲ იხილეს თუალთა მათთა და დიდებაჲ ჴმისა მისისაჲ ესმა ყურთა მათთა.
14. ჰრქუა მათ: ეკრძალენით ყოვლისაგან უკეთურებისა და ამცნო მათ კაცად-კაცადსა მოყუსისათჳს.
15. გზანი მათნი მის წინაშე არიან მარადის და არა დაემალნიან პირისაგან მისისა.
16. გზანი მათნი სიყრმითაგან - უკეთურებათა ზედა და ვერ უძლეს მათ, რაითამცა იქმნნეს გულნი მათნი ხორციელ ნაცვალად ქვოანთა.
17. თითოეულად წესსა მათსა ზედა დაადგინნა მათ ზედა წინაწარმეტყუელნი, ხოლო თჳსა ნაწილად გამოირჩია ისრაელი.
18. რომელსა, პირმშოდ მყოფსა, განაპოხებს იგი სწავლულებითა და განუყოფს რაი ნათელსა სიყუარულისასა, არა დაუტევებს მას.
19. ყოველნი საქმენი მისნი ვითარცა მზჱ წინაშე მისსა და თუალნი მისნი ჰხედვენ ყოველთა გზათა მისთა.
20. არა დაეფარნეს სიცრუვენი მათი მისგან და ყოველნი ცოდვანი მათნი წინაშე მისსა არიან.
21. ხოლო უფალი ტკბილ არს და უწყის დაბადებული თვისი, რომელმან არა დაგდებულ-ყვნა, არცა დაუტევნა იგი მოწყალემან.
22. წყალობაჲ კაცისაჲ ვითარცა ბეჭედი არს მის თანა და მადლი კაცისაჲ ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ დაიცვის.
23. ამისა შემდგომად განაღჳძოს და მიაგოს მათ მისაგებელი, თავთა მათთა მიაგოს.
24. ხოლო მონანულთა ფართო უყო მოქცევაჲ სინანულისა მათისაჲ და ნუგეშინის-სცა ნაკლულევანთა.
25. მოიქეცით უფლისა და დაუტევეთ ცოდვაჲ. ილოცევდ მის წინაშე და განკაფე ცოდვაჲ შენი.
26. ყავ მოსაჴსენებელი შენი მაღლისა და გარემოაქციე სიცრუვისაგან. ფრიად მოიძულე საძაგელებაჲ.
27. მაღალსა ვინმე აქებდეს ჯოჯოხეთს შინა ცხოველთა წილ, რომელნი აღუვარებენ მას;
28. რამეთუ მკუდრისაგან ვითარცა არაყოფილისაგან წარწყმდა აღსაარებაჲ. ცხოველნი და ცოცხალნი აქებენ უფალსა;
29. რამეთუ დიდ არს წყალობაჲ უფლისაჲ. რომელთა მოაქციონ, მოტევებაჲ პოონ სინანულითა.
30. რამეთუ ვერ ეგების, ვითარმცა ყოველივე სარგებელ ეყო კაცთა, რამეთუ არა უკუდავ არს ნაშობი კაცთაჲ.
31. რაჲმე უნათლჱს არს მზისა? და იგიცა ნაკლულევანვე არს. და უკეთურ არიან ზრახვანი სისხლისა და ჴორცთანი.
32. ძალი სიმაღლისა ცათაჲსაჲ მან ხოლო უწყის განზომად, ხოლო კაცნი ყოველნი მიწანი და ნაცარნი არიან.
თავი 18
18:1–33
1. რომელი ცხოველ არს უკუნისამდე, შექმნა ყოველი.
2. და უფალი მხოლოჲ განმართლდეს ყოველსა ზედა და არავინ არს სხუაი გარეშე მისსა.
3. რომელი ჰმართებს სოფელსა მტკავლითა ხელისა მისისაითა და ყოველთა დაუმორჩილებს ნებასა მისსა, რამეთუ იგი არს მეუფე ყოველთაი მპყრობელობასა შინა თვისსა, რაჟამს განაშორებს შორის მათსა წმიდათა მათ არაწმიდათაგან.
4. არავის განუადვილა მითხრობაჲ საქმეთა მისთაჲ, ანუ ვინმე გამოიძინეს საქმენი მისნი?
5. და ძლიერებასა საქმეთა მისთასა ვინმე შეუძლოს განრაცხად? ანუ ვინ ჴელ-იწიფოს მითხრობად წყალობისა მისისა?
6. რამეთუ არა არს დაკლება და შემატება და ვერცა გამო-ვინ-იკულინის საკჳრველებანი მისნი.
7. რამეთუ რაჟამს დაშურეს კაცი მითხრობითა საკჳრველებათა მისთაჲთა და რაჟამს დაუტეოს, მაშინ დაუკჳრდეს.
8. რაჲ არს კაცი, ანუ არჲ არს საჴმარი მისი. რაჲ არს კეთილი მისი, ანუ რაჲ არს ბოროტი იგი მისი.
9. რიცხჳ დღეთა კაცისათაჲ დიდად თუ იყოს ას წელ.
10. და ესეცა, ვითარცა წუეთი ზღჳსაჲ და ვითარცა ღჳნჭაჲ ერთი ქჳშისაჲ, ესოდენ არს იგი წელიწადთა მათ რიცხუთა საუკუნეთასა.
11. ამისთჳს სულგრძელ იქმნა უფალი მათ ზედა და მიჰფინნა მათ ზედა წყალობანი იგი მისნი.
12. იხილა და ცნა დაქცევაჲ იგი მათი, რამეთუ ბოროტ არს. ამისთჳს განამრავლნა მიტევებანი იგი მისნი.
13. რამეთუ წყალობაჲ კაცისაჲ მოყუსისა მიმართ თჳსისა; ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ ყოველსა ზედა ჴორციელსა. ამხილის, სწავლის და ჰმოძღურინ და მოაქცევნ, ვითარცა მწყემსი სამწყსოსა თჳსსა.
14. რომელთა დაუთმონ მოძღურებასა მისსა, იგინი შეიწყალნეს და რომელთა აღიმსთონ სამართალთა მისთა, რამეთუ მისი არს საშჯელი.
15. შვილო ჩემო, კეთილთა მათ შენთა ნუ შეამთხუევ გმობასა და ნუცა ყოველსა საცემელსა მწუხარებასა სიტყუათასა.
16. არამე სიცხჱ განაქარვისა ცუარმან? ეგრეცა სიტყუამან უფროჲს მხიარულ ყვის, უფროჲს, ვიდრე საცემელმან.
17. არამე ესერა უმჯობჱს არსა სიტყუაჲ კეთილი ნიჭისა კეთილისა და ესეცა ორნი იპოებიან კაცისა თანა მადლიერისა.
18. უგუნურმან უმადლოჲ აყუედრის და საცემელმან მოშურნეთამან განადნვის თუალნი.
19. სიტყუადმდევე ისწავე და ვიდრე სნეულებადმდევე განკრძალულად შეიმთხჳე კურნებაჲ.
20. წინა წარდგომადმდევე საყდართა მათ მსაჯულთასა განიკითხე თავი შენი და ჟამსა გამოძიებისა შენისასა ჰპოვო ლხინებაჲ.
21. ვიდრე ჭირი არღა წევნულ იყოს შენდა, დაიმდაბლე თავი შენი, და ჟამსა შეცოდებისა შენისასა მოიქეც სინანულად.
22. ნუ დაჰბრკოლდები გარდაჴდად აღნათქუემთა შენთა ჟამსა თჳსსა და ნუ სდროებ გარდაჴდად ჟამადმდე სიკუდილისა.
23. აღთქუმადმდევე განეკრძალე გარდაჴდად და ნუ იყოფი, ვითარცა კაცი, რომელი გამოსცდინ ღმერთსა.
24. მოიჴსენე გულისწყრომაჲ დღესა მას რისხვისასა და ჟამი იგი შურისგებისა მისისაჲ გარემოქცევასა პირისასა.
25. მოიჴსენე ჟამი იგი სიყმილისაჲ ჟამსა მაძღრობისასა, გლახაკებაჲ და ნაკლულევანებაჲ - ჟამთა სიმდიდრისათა.
26. დღითგან მწუხრადმდე იცვალის ჟამი და ყოველივე მწრაფლ არს წინაშე თუალთა უფლისათა.
27. კაცი ბრძენი ყოვლითავე დამორჩილებულ არნ და დღეთა მათ შეცოდებისა მისისათა ეკრძალის ცოდვისაგან.
28. ყოველმან გონიერმან გულისხმა-ყვის სიბრძნჱ და რომელმან პოვის იგი, სცის მას აღსაარებაჲ.
29. მეცნიერნი სიტყუათა მთავართანი განბრძნდენ და განამრავლნენ იგავნი ჭეშმარიტებისანი.
30. კუალსა გულისთქუმათა შენთასა ნუ მისდევ და ზრახვისაგან ამაოჲსა დააყენე ენაჲ შენი.
31. უკუეთუ განუყო სულისა შენისა სათნოებაჲ გულისთქუმათაჲ, იყოს თავი შენი მოსაცხრომელ მტერთა შენთა.
32. ნუ გიხარინ მრავალსა ზედა ფუფუნებასა და ნუ შეიკრვი შენ ზრახვითა.
33. ნუ დაჰვარდები თავით თჳსით ანკანაკებითა და ვასხებითა, და-თუ რაჲმე-გედვას ვაშკარანსა შენსა.
თავი 19
19:1–30
1. მუშაკი მომთრვალჱ ვერ წარეწიის სიმდიდრესა. რომელმანცა შეურაცხ-ყოს გლახაკი, მასცა მოაკლდეს.
2. ღჳნომან და დედათა განაყენნიან გონიერნი გონებათა. და რომელი შეეხის მეძავთა, იგი ურიდად ვალნ.
3. მღილთა და მატლთა შეჭამონ იგი და სულნი იგი ურიდთანი მოისპნენ.
4. რომელსა მეყსეულად ჰრწამნ, მცირე არნ იგი გულითა. და რომელი ცოდავნ, მან სულსა თჳსსა ავნის.
5. რომელი იხარებდეს უკეთურებასა თჳსსა, იგი საგმობელ იქმნეს.
6. და რომელსა სძულდეს ძჳრისსიტყუაჲ, მოაკლოს მან უკეთურებასა.
7. მყოვარ ნუ გიყუარნ ორი სიტყუაჲ და არასადა მოგაკლდეს შენ კეთილი.
8. მეგობრისა და მტერისა ნუ გნებავნ დაცადებაჲ სიტყჳსაჲ, დაღაცათუ ცოდვაჲ არა იყოს შენ თანა, მყუარ ნუ განაცხადებ.
9. რამეთუ ესმა შენი და გეკრძალებოდის შენ და მას ჟამსა შინა მოგიძულოს შენ.
10. გესმა თუ რაჲმე სიტყუაჲ, მოკუედინ შენ თანა. ნუ გეშინინ, რამეთუ არა განგაპოს შენ და განჴდეს.
11. უწინარჱს სიტყჳსა კუნესინ უგუნური, ვითარცა წინაშე ყრმისა ელმინ დედაკაცსა შობითა თჳსითა,
12. და ვითარცა ისარიღა ცემულ არნ ასოსა კაცისასა, ეგრე არს სიტყუაჲ გულსა შინა სულისასა.
13. შეატყუ მოყუასი შენი, ნუთუ არა ეყოს და ეყოსღა თუ, რაჲთა არღარა დაჰრთოს.
14. შეატყუ მოყუასი შენი, არა ხოლო თუ ეთქუას და თუ ეთქუას, რაჲთა არა ხოლო დააქციოს.
15. შეატყუ, რამეთუ მრავალ არს ენისა ყოფაჲ და შენცა ნუ ყოველი სიტყუაჲ გრწამნ.
16. რამეთუ არს ბრკუმა და არა თჳსით გონებით. და ვინ არს, რომელმან არა ცოდა ენითა თჳსითა?
17. შეატყუ მოყუასი შენი, ვიდრე არღა რისხულ იყოს და ეც ადგილ შჯულსა მაღლისასა.
18. შიში უფლისაი - დასაბამი შეწყნარებისაი, ხოლო სიბრძნე მის მიერ მომპოვებელ არს სიყუარულისა.
19. მეცნიერებაი შჯულთა უფლისათაი - სწავლაი ცხოვრებისაი, ხოლო სათნომყოფელნი მისნი ინაყოფებენ ხესა უკვდავებისასა.
20. ყოველი სიბრძნჱ არს შიში უფლისაჲ და ყოვლითა სიბრძნითა არს საქმჱ შჯულისაჲ.
21. უკეთუ მონაი ეტყოდეს უფალსა: " არა ვიქმ, რაი-იგი სათნო-გიჩნს", ხოლო შემდგომად ამისა იქმოდის-ღა, განარისხებს მზრდელსა თვისსა
22. არა არს სიბრძნჱ ძჳრის მსწავლელ და არცაღა ზრახვანი ცოდვილთანი სიბრძნით არიან.
23. არა არს სიბოროტჱ, რომელ საძაგელ არს მათ შორის, და არიან უგუნურ და ნაკლულევან სიბრძნისაგან.
24. უმჯობჱს არს გონებითა ნაკლულევანი და მოშიში უფლისაჲ, ვიდრეღა არა სავსე განგებითა და გარდამავალი შჯულისაჲ.
25. არს მეცნიერება ჭეშმარიტ და სავსჱ არს იგი სიმძლავრებითა და სიცრუვითა. და არს, რომელმან წარწყმიდის მადლი, რაჲთამცა გამოაცხადა საშჯელი.
26. არს მანკიერებაჲ მღონარედ მავალ და ნაწლევი მისი სავსჱ არს მანკიერებითა. არს თავდაკიდებულ სიშავითა და შინაგანი მისი სავსე არს ზაკუვითა.
27. იფარავნ პირსა და ემსგავსის ყრუსა, და სადა არა ჰგონებდე, მუნ აღმოგიცენდეს.
28. და უძლურებითა ღათუ ძალისა მისისაჲთა დაყენებულ იყოს ცოდვად. პოვოს თუ ჟამი სიბოროტისა თჳსისაჲ, იწრაფოს დაპყრობაჲ შენი კილოსა.
29. თუალით ჩანნ კაცი და შემთხუევასა პირისასა საცნაურ არნ გონებული.
30. სამკაული კაცისაჲ და სიცილი ბაგეთაჲ და წარდგმაჲ ფერჴისაჲ უთხრობნ მას.
თავი 20
20:1–31
1. არს შეტყუება, რომელ არა არს კეთილ, და არს დუმილ, რომელ-იგი თჳთ იპოვის ბრძენ.
2. რამეთუ დიდად უმჯობჱს არს შეტყუებაჲ, ვიდრეღა არა გულისწყომასა.
3. და რომელმან აღუვარის იგი, დაყენებულ არნ ნაკლულევანებისაგან.
4. გულისთქუმაჲ საჭურისისაჲ არს დამდაბლებაჲ ქალწულთაჲ ქალწულებისაგან. ეგრე არს, რომელმან საჯოს საშჯელი მძლავრებით.
5. არს, რომელი დუმილითა მით მისითა იპოვის ბრძენ. და ესე არს, რომელი საძულელ იქმნეს მრავლითა მით სიტყჳთა მისითა.
6. და არს დუმილ, რომელი რეცა თუ არა არს პირსა შინა მისსა სიტყუაჲ, და არიან მდუმარ, რომელთა უწყიან ჟამი სიტყჳსაჲ.
7. კაცი ბრძენი დუმინ ჟამადმდე, ხოლო უღმრთოჲ წარჰჴდინ ჟამსა.
8. რომელმან განამრავლის სიტყუაჲ, იგი საძულელ იქმნის. და რომელი გარდარეულად სასტიკობნ, იგი შეურაცხ იქმნის.
9. არს განმარჯუება უკეთურებასა ზედა კაცისასა და არს პოვნა და ნაკლულევანება.
10. და არს ნიჭ, რომელ არა სარგებელ არს შენდა. და არს ნიჭი კუალად, რომელი სარგებელ არს ორ წილ.
11. და არს ნაკლულევანება დიდებისათჳს; და არიან, რომელთა სიმდაბლისაგან აღიმაღლნიან თავნი.
12. არიან, რომელთა მოიყიდიან დიდი კნინად, მიუზღიან იგი შჳდ წილ.
13. რომელი ბრძენ არნ სიტყჳთა, თავი თჳსი საყუარელ იქმნის და მადლსა ცოფთასა ჰრცხუენოდის.
14. ნიჭი უგუნურთაჲ არად სარგებელ არს, რამეთუ თუალნი მისნი ერთისა წილ მრავალსა ელიედ.
15. მცირედ მისცის და მრავალი აყუედრის, და აღაღის პირი მისი, ვითარცა ქადაგმან; დღეს ავასხის და ხვალე გამოჰჴდინ. საძულელ იქმნის კაცი ეგევითარი.
16. ცოფი ეგრე იტყჳნ: მე არავინ მივის მეგობარი და არა არს მადლ კეთილთა მათ ჩემთა.
17. რომელნი ჭამენ პურსა ჩემსა, მაგინებელ არიან ენითა მათითა. რავდენ გზისმე რავდენთა საცინელ ყონ.
18. შჯობს ბრკუმაჲ ფერჴითა, ვიდრეღა არა ენითა, ეგრეცა დაცემაჲ უკეთურთაჲ მსთუად მოიწიოს.
19. კაცი უმადლოჲ ვითარცა ზღაპარი უჟამოჲსაჲ. ორმანვე ამან პირსა უსწავლელისასა აღიმსთჳს.
20. პირისაგან უგუნურისა შეურაცხ იქმნიან იგავნი, რამეთუ არა თქუან იგი ჟამსა თჳსსა.
21. არს, რომელი დაყენებულ არნ ცოდვისაგან უძლურებითა და განსუენებასა მისსა არა ინანის.
22. და არს, რომელმან წარწყმიდის თავი თჳსი სირცხჳლითა და თუალთ-ღებითა მისითა წარწყმდის იგი.
23. არს, რომელმან სირცხჳლისათჳს თავს-რაჲმე-იდვის მეგობრისაგან და მოიპოვის იგი მტერად ცუდად.
24. ბიწ ბოროტ არს კაცისათჳს ცილისა სიტყუაჲ, ხოლო პირსა უსწავლელთასა აღიმსთჳს.
25. მოსცის მპარავი, ვიდრეღა არა რომელსა ემაწოს ტყუვილი. ხოლო ორთავე წარსაწყმედელი დაიმკჳდრონ.
26. სახჱ კაცისა ცრუჲსაჲ გინება არს თავისა თჳსისა და სირცხჳლმან მისმან მისა მიმართვე აღიმსთოს.
27. რომელი ბრძენ არნ, სიტყჳთა წარიჩინის თავი თჳსი. და კაცი გონიერი სათნო-ეყვის მდიდარსა.
28. რომელი იქმოდის ქუეყანასა, აღამაღლოს ზჳნები თჳსი; და რომელი სათნო-ეყვის მდიდარსა, მოტევებაჲ პოვის შეცოდებათაჲ.
29. ძღუენმან და ქრთამმან დაუბრმნის თუალნი ბრძენთანი და, ვითარცა გესლის-ყოფამან პირისამან, კუალად-აქცინის სიტყუანი.
30. სიბრძნჱ დაფარული და ფასი გამოუჩინებელი. აწ რაჲ სარგებელ არს ორთაგანვე?
31. შჯობს კაცისა, რომელმან დაიფარის სიცოფჱ თჳსი, ვიდრეღა არა კაცისა, რომელმან დაიფაროს სიბრძნჱ თჳსი.
თავი 21
21:1–28
1. შვილო ჩემო, სცოდო თუ, ნუღარა დაჰრთავ, არამედ წარსრულთა მათ ცოდვათა უფროჲს ილოცევდი.
2. ვითარცა პირსა გუელისასა, ეგრე ევლტოდე ცოდვასა. უკუეთუ შეეახლო, გცეს შენ. ვითარცა შუვანი ლომისანი არიან შუვანი ცოდვისანი: ეწინიან, სციან, მოწყჳდნიან სულნი კაცთანი.
3. ვითარცა მახჳლი ორპირი არს ყოველი უშჯულოებაჲ და წყლულებისა მისიაჲ არა არს კურნებაჲ.
4. თქუმამან და გინებამან მოაოჴრიან სიმდიდრჱ, ეგრეცა სახლნი ამპარტავანთანი მოოჴრდენ.
5. ლოცვაჲ გლახაკისაჲ მახლობელ არს ღმრთისა ეგოდენ, რაოდენცა ყურნი პირსა, და სამართალო მისი მწრაფლ გამოჴდის.
6. სიძულილი შეტყუებისაჲ გზასა ცოდვილთასა იპოების. და რომელსა ეშინოდის უფლისა, მოაქციოს გულითა.
7. საცნაურ არნ შორითვე ძლიერი ენითა; ხოლო რომელი გონიერ არნ ენითა, წინაჲსწარ უწყინ შეცოდებაჲ თჳსი.
8. რომელი აშჱნებდეს სახლსა თჳსსა ფასითა უცხოთაჲთა, ეგრე არს, ვითარმცა ვინ შეკრიბა ქვაჲ ხუავად.
9. ნაძეძი შეკრებული არს შესაკრებელი უშჯულოთაჲ, აღსასრული მათი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ.
10. გზანი ცოდვილთანი განვაკებულ და ქვაგარდაკრებულ არიან, ხოლო აღსასრული მათი ჴნარცუ ჯოჯოხეთის.
11. რომელმან დაიცვეს შჯული იგი, ეწიოს გონებასა მისსა და აღსასრულსა. არს შიში უფლისაჲ სიბრძნჱ.
12. არა განისწავლოს კაცი, რომელი არა იყოს ბრძენ. ხოლო არა არს მეცნიერება, რომელმან განამრავლის სიმწარჱ.
13. გონებაჲ ბრძენთაჲ ვითარცა ნაღუარევი მძაფრი და ზრახვანი მეცნიერებისანი ვითარცა მდინარჱ წყაროჲსაჲ.
14. გონებაჲ სულელისაჲ ვითარცა კეცის ჭური შემუსრვილი და ყოველი მეცნიერებაჲ ვერ შეიკრძალის.
15. სიტყუაჲ სიბრძნისაჲ ისმინის გონიერმან, აქის იგი და მანვე შეიძინის იგი. ისმინის საყჳრისაჲ კაცმან და არაჲ სთნავნ მას, გარემიიქციის პირი და ზურგით იგდის იგი.
16. თხრობაჲ სიტყჳსაჲ ცოფისა კაცისაჲ, ვითარცა ტჳრთი რაჲმე, რომელი გზასა ზედა ძენ. ხოლო ბაგეთა ბრძენთასა იპოვის მადლი.
17. პირი ბრძენისაჲ შერაცხილ იყოს კრებულსა შორის და სიტყუანი მისნი გულისხმა-ყვნიან გულითა.
18. ვითარცა სახლი დარღუეული არს ცოფისა თანა სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ სულისაჲ, გამოუძიებელი სიტყუაჲ.
19. ვითარცა ბორკილნი ჴელთა, ეგრე არს უგუნურისა თანა სწავლულებაჲ და ვითარცა ჴელთბორკილნი ჴელსა მარჯუენესა.
20. უგუნურმან სიცილსა აღიმაღლის ჴმაჲ თჳსი, ხოლო რომელი-იგი მეცნიერ არნ, ნიად და მშჳდად განიღიმის.
21. ვითარცა სამკაული ოქროჲსაჲ არს გონიერისა თანა სწავლულებაჲ, ვითარცა ჴელსა მარჯუენესა.
22. ტერფი ცოფისაჲ მოწრაფჱ არნ სახიდ შემართ, ხოლო კაცსა გამოცდილსა ჰრცხუენინ პირისაგან.
23. კაცი უგუნური შეწუხდებინ და იჭჳრობნ სახიდ შემართ, ხოლო სწავლული გარეშჱ დადგის და ელინ.
24. უგუნურება არს კაცისა ჭჳრობაჲ კარით. ხოლო რომელი-იგი გონიერ არნ, მძიმჱ უჩნ გინებაჲ.
25. და ბაგენი უცხოთანი განწონილად დგენ.
26. პირსა შინა სულისასა არს გუემაჲ მათი, ხოლო ბრძენთაჲ პირი მათი გულ არს.
27. რადმე სწყევნ უღმრთოჲ ეშმაკსა; ესე არა უწყინ, რამეთუ თავსა თჳსსა სწყევნ.
28. და შეიგინის თავი თჳსი ცუნდრუკმან და ყოველსა სამკჳდრბელსა თჳსსა საძულელ იქმნის.
თავი 22
22:1–27
1. ქვითა შებღალულითა დაცემულ არს მედგარი, ყოველმანვე დაისტჳნის და დაუკჳრდის გინებაჲ იგი მისი.
2. ფუნითა შებღალულ არს მედგარი, ყოველმანვე, რომელმან შებმა-უყოს მას, განყარნეს ჴელნი.
3. სარცხჳნელ არიედ მამისა შვილნი უსწავლელნი და სული ნაშობი ნაკლულვანადი.
4. ასული ნაშობი გონიერი მკჳდრობა არს ქმრისა თჳსისა, ხოლო საზრუნველი იგი სარცხჳნელ არნ მამა-დედათა თჳსთა.
5. მამასა და ქმარსა არცხჳნის დედაკაცმან ცხარმან და ორთაგანვე საძულელ იქმნის.
6. სახიობაჲ გლოვასა ვითარცა სიტყჳს თხრობაჲ უჟამოჲსაჲ, ხოლო სწავლაჲ და მოძღურებაჲ ყოველსა ჟამსა სიბრძნე არს.
7. შვილნი, აღზრდილნი კეთილსა შინა ცხოვრებასა, დაჰფარვენ მდაბიოგუარობასა მშობელთა მათთასა.
8. შვილნი, მზუაობარნი სიძულილითა და უსწავლელობითა, თვისისა თანატომობისა შეჰბილწვნენ კეთილგუარობასა
9. ვითარცა ვინ განჰკერავნ კეცსა, ეგრე არს, რომელი ასწავებდეს უგუნურსა. და ვითრცა ვინ აღადგინებნ მძინარესა ყშირისაგან ძილისა.
10. და უთხრობნ იგი მრულალთა, რომელი უთხრობნ ცოფსა, და დასასრულსა სადამე თქჳს, რასა იტყოდე.
11. სტიროდე მკუდარსა,რამეთუ მოაკლდა ნათელი, და ცოფსა სტიროდე, რამეთუ მოაკლდა გონებისაგან. მცირედ სტიროდე მკუდარსა, რამეთუ შეისუენა, ხოლო უგუნურისაჲ მის ცხორებაჲ უძჳრჱს არს სიკუდილისა.
12. გლოვაჲ მკუდარსა ზედა შჳდ დღჱ არს, ხოლო ცოფისაჲ მის და უგუნურისაჲ საგლოველ არიან ყოველნი დღენი ცხორებისა მისისანი.
13. კაცისა უგუნურისა თანა ნუ განამრავლებ სიტყუასა და მის თანა გზასა ნუ ხუალ. ეკრძალე მისგან, რაჲთა არა დაგაშროს შენ და არა შეგაგინოს შენ. რაჟამს განიყაროს იგი, მიაქციე მისგან და ჰპოვო განსუენებაჲ, და არა საწყინელ გექმნეს შენ ურცხჳნოებაჲ იგი მისი.
14. ბრძენისა ოდენ რაჲმე დამძიმდის ანუ რაჲმე სახელ-აც მას, არამედ ცოფ.
15. მარილი და ქჳშაჲ და შანთეული რკინისაჲ უადვილჱს არს ტჳრთვად, ვიდრეღა არა კაცი უგუნური.
16. ვითარცა-იგი შენებული სახლი სათხჳპლოვანი ჟამსა ძრვისასა არა დაირღჳს, ეგრეცა გული დამტკიცებული ზრახვასა ზედა გონებისასა ჟამსა არა დაჰჴსნდეს აღტეხისა მისისასა.
17. გული დამტკიცებული ზრახვასა ზედა სიბრძნისასა ვითარცა სამკაული პირად-პირადი ძივგანდგმული კედელსა ლესულსა;
18. და ვითარცა სარნი რაჲმე მაღალსა ზედა დგანედ და ქარითა იძრვიედ, ეგრეცა გული მედგარი ზრახვათა ზედა სიცოფისათა ყოველსა შიშსა ვერ დაუთმის.
19. შე-თუ რაჲმე ვინ-სცეს თუალსა, გარდამოითხიის ცრემლი. და რომელმან განარისხის გული და გამოაჩინის სახჱ თჳსი.
20. რომელი ესრინ მფრინველთა, წარასხნის იგი; და რომელი აყუედრებნ მეგობარსა, განარღჳის მეგობრობაჲ.
21. მეგობარსა ზედა მახჳლიღა თუ აღმოიმზადო, ნუვე წარჰკუეთ სასოებასა, რამეთუ არს მუნვე მისაქცეველ.
22. და მეგობარსა ზედა აღ-ღათუ-აღო პირი, ნუ შეიგინებ, რამეთუ არს დაგებაჲცა, გარნა აყუედრებ ხოლო ნუ მას, ნუღაცა ამპარტავანებ მის ზედა, ნუცა ზრახვასა მისსა განუმარტებ, ნუცა სწყლავ ზაკუვით. ესე არიან, რომელთა განეყენნიან მეგობარნი ურთიერთას.
23. სარწმუნო ეყავ უპოვარებასა მეგობარსა შენსა, რაჲთა კეთილთა მისთა იხარებდე მის თანა. ჟამსა ჭირისასა დაუთმე და ერწმუნე მას, რაჲთა სამკჳდრებელთა მისთა თანა მკჳდრ იყო.
24. ცეცხლისა წინა ალი და საჴუმილისა წინა კუამლი, ეგრეცა სისხლისა წინა ლალვაჲ.
25. და გინებაჲ და მარხვაჲ ჩემ თანა მეგობრისაჲ არა სირცხჳლ მიჩნდეს და პირისაგან მისისა მე არა დავემალო.
26. და ჭირი თუ რაჲმე მხუდეს მე მისთჳს, იგიცა არავე სირცხჳლ მიჩნდეს მე მისთჳს. რამეთუ ყოველსა, რომელსა ესმეს მისი, ეკრძალებოდის მისგან.
27. ვინ მცეს მე საცოჲ პირცა ჩემსა და ბაგეთა ჩემთა ბეჭედი სარწმუნოჲ, რაჲთა არა დავეცე მისგან და ენამან ჩემმან არა დამამჴუას მე.
თავი 23
23:1–27
1. უფალო ჩემო და მამაო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, ნუ მიტევებ მე ზრახვათა მათთა და ნუ დამიტევებ მე დაცემად მათ მიერ.
2. ვინმე დაადგინოს ზრახვათა ჩემთა ზედა სწავლაჲ სასტიკებისაჲ და გულსა ჩემსა ზედა მოძღურებაჲ სიბრძნისაჲ? რაჲთა უცბებასა ჩემსა არა მერიდნენ და შეცოდებასა ჩემსა არა მიმიტეონ მე;
3. რაჲთა არა განმრავლდენ უმეცრებანი იგი ჩემნი და ცოდვანი ჩემ ზედა განმრავლდენ. და ფერჴთა შევრდომილ ვიპოო მოძულეთა ჩემთა და მტერნი ჩემნი ჩემ ზედა ნუსადამცა ფერჴ-მიცემენ.
4. უფალო და მამაო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, ნუ მიმიტევებ მე ზრახვათა მათთა და შესულებასა თუალთა ჩემთასა მე ნუ მიმცემ.
5. და გულისთქუმაჲ გარემიაქციე ჩემგან.
6. ნებანი იგი მუცლისა ჩემისანი და გულისთქუმანი ბილწებისანი ნუ მერევიედ მე; და სიტყუათა სულისა ურიდისათა ნუ დამიმზადებ მე.
7. სწავლაჲ ესე სიბრძნისაჲ ისმინეთ, შვილნო, და რომელმან დაიცვნეს იგინი, არასადა სცთეს სიტყჳთა თჳსითა.
8. რამეთუ თავისმოთნჱ იგი და მგმობარი და ცოდვილი დაემჴუნენ მას შინა.
9. ფიცსა ნუ დააჩუევ პირსა შენსა. და სახელის-დებასა წმიდათასა ნუ დაეჩუევი ფიცად.
10. რამეთუ ვითარმცა მონასა ზედაჲსზედა განიკითხევდ და გუემაჲ არა აკლნ, ეგრეცა რომელი ზედაჲსზედა ფუცავნ და სახელ-სდებნ, ცოდვისაგან არა განთავისუფლდეს.
11. კაცი ფრიად მფუცველი აღივსოს უშჯულოებითა და სახლსა მისსა გუემაჲ არა მოაკლდეს. უკუეთუ შესცოდოს ცოდვანი მის თანა და თუ უდებ-ყოს, ცოდა მეორედ. და ცუდადღა თუ ფუცოს, არავე განმართლდეს, რამეთუ სახლი მისი აღივსოს ზღვის-დებითა
12. არიან სიტყუანი, რომელნი ესწორებიან სიკუდილსა. ნუ იპოებიედ იგინი სამკჳდრებელსა მას იაკობისსა, რამეთუ მართალთაგან ესე ყოველი გამართ განივლტინ და ცოდვათაგან არა შეიბილწნენ.
13. უსწავლელებითა ცოდვასა უშჯულოებისასა ნუ დაიჩუევ პირსა შენსა, რამეთუ შეაბს მას სიტყუაჲ ცოდვისაჲ.
14. მოიჴსენე მამაჲ შენი და დედაჲ შენი, რამეთუ შორის მდიდართა დაშჱნებულ ხარ. ნუუკუე შეგავიწყდეს შენ მათ წინაშე და ჩუეულებითა შენითა განსცავნე, ინატრიდე და სთქუა: მყის ნუძიმცა ვიყავ. და დღესა მას შობისა შენისასა სწყევდე.
15. კაცმან, რომელმან დაიჩჳოს სიტყუაჲ ყუედრებისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, არა განისწავლოს იგი.
16. ორი ჯერი არს, რომლითა განმრავლდების ცოდვაჲ და მესამემან მოავლინის როსხვაჲ.
17. სული განჴურვებული ვითარცა ცეცხლი რაჲ ეგზებინ და არა დასცხრის, ვიდრე შთა-არარაჲ-თქის. კაცი მეძავი გუამითა ჴორცთა მისთაჲთა არა დასცხრის ვიდრე სიკუდიდმდე.
18. კაცი, რომელი გარდაჴდის ცხედრით თჳსით და თქჳს გულსა თჳსსა: აწ ვინ მხედავს მე, ბნელი გარე მომადგს მე და კედელნი ჩემნი მფარვენ მე, არავინ მხედავს. აწ ვისა მეშინის მე? და ცოდვაჲ ჩემი მაღალმან არა მოიჴსენოს.
19. და შიში მისი არნ წინაშე თუალთა კაცთასა და მან არა უწყინ, რამეთუ თუალნი უფლისანი ბევრ წილ არიან უფროჲს ნათლისა მის ბრწყინვალისა და ჰხედვენ ყოველსა ჟამსა სლვასა კაცთასა და იხილნიან ყოველნი იგი დაფარულნი საიდუმლოთანი.
20. რამეთუ ვიდრე არღა დაბადებულ იყო ყოველი, მან უწყნოდა იგინი და აღსასრული მათი უცნობიეს მას.
21. ეგევითარი იგი შორის ქალაქთა დაისაჯოს და სადა არა ჰგონებდეს, მუნქუეს დაეპყრას.
22. ეგრეცა დედაკაცი, რომელმან დაუტეოს ქმარი თჳსი და მკჳდრი უცხოჲსაგან წარმოაჩინოს,
23. პირველად, სჯული ღმრთისაჲ შეურაცხ-ყო, მეორედ, თჳსსა ქმარსა შესცოდა, მესამედ, მრუშებით ისიძვა და უცხოჲსაგან მამაკაცისა შვილნი აღადგინნა.
24. ეგევითარი იგი საყდართა მათ მსაჯულისათა წარადგინონ და ნაშობითურთ დაშჯით განიკითხოს.
25. და შვილთა მისთა ძირნი არა დაიბნენ და რტოთა მისთა არა გამოიღონ ნაყოფი.
26. საჴსენებელი მისი ქუეყანით წარწყმდეს და ყუედრებაჲ მისი უკუნისამდე არა აღიჴოცოს.
27. რაჲთა გულისხმა-ყონ ნეშტთა მათ, რამეთუ არარაჲ შჯობს შიშსა უფლისასა და არაჲ უტკბილჱს არს უფროჲს. ჰხედავთა ამათ მცნებათა მისთა.
თავი 24
24:1–34
1. სიბრძნჱ იქებს თავსა თჳსსა და შორის ერსა თჳსსა იქადოდის.
2. ეკლესიათა შინა აღაღოს პირი თჳსი და წინაშე ერსა თჳსსა იქადოდის ქრისტჱს შობასა.
3. მე პირისაგან მაღლისაჲსა გამოვედ და ვითარცა ნისლმან დავფარე ქუეყანაჲ.
4. მე მაღალთა შინა დავემკჳდრე და საყდარი ჩემი სუეტსა მას ზედა ღრუბლისასა.
5. ვიქცეოდე ცისკიდეთა ქუეყანისათა მარტოჲ და სიღრმენი იგი უფსკრულთანი დავთრგუნენ.
6. ღელვათა ზედა ზღჳსათა ვიქცეოდე მე და ყოველსა ქუეყანასა, და ყოველნი ნათესავნი შევიძინენ.
7. ამის ყოვლისა შემდგომად განსასუენებელი ვითხოვე. აწ ვისსამე სამკჳდრებელსა განვისუენო?
8. მას ჟამსა მამცნო მე შემოქმედმან მან ყოვლისამან, და რომელმან დამბადა მე, განსასუენებელ მცა მე კარავსა მისსა და მრქუა მე: შორის იაკობსა დაეშჱნე და ისრაელი იყავნ საბრძანებელად შენდა.
9. უწინარეს საუკუნეთასა დასაბამითგანვე დამბადა მე და მიუკუნისამდე არა მოაკლდეს.
10. კარავსა მისსა მის წინაშე ვჰმსახურებდი მას და ესრეთ სიონს შინა დავემტკიცე.
11. კარავსა მისსა მის წინაშე ვჰმსახურებდე მას და ისრაელი არს საბრძანებელად ჩემდა.
12. დავემკჳდრო ერსა შორის დიდებულსა და ნაწილსა მკჳდრობისა ჩემისასა. მთასა უფლისასა დავემტკიცე ბზობასა.
13. ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ და ვითარცა საროჲ მთათა ერმონისათა.
14. და ვითარცა დანაკისკუდი ლიგარდს და ვითარცა ნერგი ვარდისაჲ იერიქოს, ვითარცა ზეთისხილი შუენიერი ველსა ზედა; ავმაღლდი, ვითარცა ძელქვაჲ წარსავალთა წყლისათა.
15. და ვითარცა კინამოჲ და ჭამბაკი შეზავებული და ვითარცა მურმან რჩეულმან მივჰფინე სულნელებაჲ ჩემი. და ვითარცა საკუმეველმან ლერწამმან და ქალბანამან და შტახსმან და ფრცხილმან და ვითარცა გუნდრუკი საკუმეველი კარავსა შინა.
16. მე, ვითარცა ბელეკონმან, განვირთხენ რტონი და რტონი ჩემნი არიან დიდებისა და მადლისანი.
17. მე, ვითარცა ვენაჴმან შუენიერმან, გამოვიღე მადლი და ყუავილნი ჩემნი არიან ნაყოფ დიდების და სიმდიდრის. ჩემდა სასოებაჲ ყოველთა ცხოველთაჲ ძლიერებითა.
18. მე ვარ დედაი სიყუარულისა კეთილისაი და შიშისა და მეცნიერებისა და წმიდისა სასოებისაი, ხოლო მივსცემ ყოველთა თანა შვილთა ჩემთა კეთილშობილთა, სახელდებულთა მის მიერ.
19. შემომეახლენით მე, რომელთა გულმან გითქუას, და ხილითა მით ნაყოფისა ჩემისაჲთა აღივსენით თქუენ.
20. რამეთუ საჴსენებელი ჩემი ტკბილ არს უფროჲს თაფლისა გოლისაჲსა, სახელი ჩემი უკუნისამდე და საჴსენებელი ჩემი თესლითი თესლადმდე.
21. რომელთა ჭამონ ჩემგან, მერმეცა უნდეს; და რომელთა სუან ჩემგან, მუნვე მიჰსუროდის.
22. რომელთა ისმინონ ჩემი, არასადა ჰრცხუენოდეს, და რომელნი მყუარობდენ მე, მათ არასადა ცოდონ. რომელთა მახარონ მე, ცხონდენ უკუნისამდე.
23. ესე ყოველი წიგნი არს მცნებათა უფლისათაჲ, მეცნიერებაჲ ჭეშმარიტებისაჲ ჩუენ ზედა, შჯული, რომელი ამცნო მოსჱ სამკჳდრებელად ერსა მას იაკობისსა.
24. არა მოაკლდეთ მტკიცეყოფად უფლისა მიერ, ხოლო შეტკბობილ იქმნენით მისდა, რაითამცა განგაძლიერნა თქუენ. უფალი ყოვლისა-მპყრობელი ღმერთი მხოლო არს და არა არს კუალად მაცხოვარი გარეშე მისსა.
25. რომელმან პირისპირ აღავსის ვითარცა ფისონი სიბრძნე და ვითარცა დალღათი დღეთა მათ ზაფხულისათა.
26. რომელმან აღავსის სიბრძნითა, ვითარცა ევფრატი, და გონიერებითა აღავსის, ვითარცა იორდანჱ დღეთა მკისათა.
27. რომელმან გამოაცხადის, ვითარცა ნათელი სწავლულებაჲ და ვითარცა გეონი დღეთა მათ სთულისათა.
28. არა პირველთა მათ დასაბამსა მეცნიერებისასა შეუძლონ წევნად, ვერცა უკუანაჲსკნელთა მათ გამოიძიონ მისი.
29. რამეთუ ზღჳსაგან განმრავლდა გონებაჲ მისი და ზრახვანი მისნი უფსკრულთაგან მრავალთა.
30. და მე, ვითარცა ჯურღმული ერთი მდინარისაგან და ვითარცა ნაკადული ერთი, რაჟამს მქანრ დინ სამოთხედ მიმართ.
31. ვთქუ: მოვრწყო მტილები ჩემი და დავათრო ყუერბები ჩემი. და ესერა, მექმნა მე ნაკადული იგი მდინარჱ დიდ და მდინარჱ ჩემი შემექმნა ზღუად.
32. აწ აღვიმსთო და განვანათლო მოძღურებაჲ ჩემი, ვითარცა ცისკარი, რაჲთა მიბრწყინვიდეს მიშორადმდე.
33. უფროჲს განვჰფინო მოძღურებაჲ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ. განუყო იგი ნათესავთა უკუნისამდე.
34. აწ იხილეთ, რამეთუ არა ჩემთჳს ხოლო ვშუერ, არამედ ყოველთათჳს, რომელნი ეძიებენ მას.
თავი 25
25:1–26
1. სამითა ამით ჯერითა შევიმკვე და სამითა ამით განვშუენდი: ერთობითა ძმათაჲთა და სიყუარულითა მოყუსისაჲთა, ცოლისა და ქმრისა ურთიერთას ერთობითა.
2. სამი ესე ჯერი არს, რომელ მოიძულა სულმან ჩემმან და ფრიად მოვიძაგე ცხორებაჲ იგი მათი: გლეხი მზუაობარი და გლეხი მტყუვარი, მდიდარი მტყუვარი, ბერი სულელი და ნაკლულევანი გონებითა.
3. უკუეთუ სიყრმესა მას შინა არა მოიპოვე შენ გონებაჲ, აწ სიბერესა ვინ მოგცეს შენ გონებაჲ?
4. ვითარღა შუენიერ არიან მჴცოვანთა თანა სამართალნი და მოხუცებულთაჲ მათ და გულისხმის-ყოფაჲ მეცნიერებისაჲ.
5. რამეთუ შუენიერ არს მოხუცებულთა თანა სიბრძნჱ.
6. და სიქადული მათი არს შიში უფლისაჲ.
7. ცხრაჲ ესე ზრახვაჲ ვერ გულისხმის-საყოფელ არს. ვინატრე გულითა ჩემითა და მეათესა ამას ვიტყჳ ენითა ჩემითა: კაცი, რომელი იხარებდეს შვილთა ზედა და ცხორებასავე მისსა იხილოს დაცემაჲ იგი მტერისაჲ,
8. და იგი ნეტარ არს, რომელი ცხოველ არს ცოლისა თანა გონიერისა და რომელი არა სცთა ენითა თჳსითა.
9. ნეტარ არს, რომელმან პოვა სიბრძნჱ და რომელი უთხრობდეს მას ყურთა მორჩილთა.
10. დიდ დიდება არს, რომელმან პოვა სიბრძნჱ, ხოლო ეგოდენ არავე არს, ვითარ მოშიში უფლისაჲ.
11. შიშმან უფლისამან ყოველსა გარდაჰმატა. რომელმან მოიგოს, რასა მიემსგავსოს იგი.
12. შიში უფლისაი არს დასაბამ სიყუარულისა მისისა, ხოლო სარწმუნოებაი - დასაბამ მისდა თანაშეტკბობისა.
13. ყოველივემცა გუემაჲ არს და ნუმცა არს გუემაჲ იგი გუელისაჲ, ყოველივემცა სიბრძნჱ არს და ნუმცა არს სიბოროტჱ იგი დედაკაცისაჲ.
14. ყოველიმცა ზედამისლვაჲ არს და ნუმცა არს ზედამისლვაჲ მოძულეთაჲ. ყოველიმცა შურისგებაჲ არს და ნუმცა არს შურისგებაჲ იგი მტერისაჲ.
15. არა არს თავ სხუა უფროჲს თავისა მის გუელისა და არა არს სხუა გულისწყრომა უფროჲს გულისწყრომისა მის მტერისა, და არა არს სხუა სიბოროტჱ უფროჲს სიბოროტჱსა მას დედაკაცისასა.
16. შჯობს სახლეულობაჲ ლომისაჲ და ვეშაპისაჲ, ვიდრეღა არა სახლეულებაჲ დედაკაცისა თანა ბოროტისა.
17. სიბოროტემან დედაკაცისამან ფერი პირისაჲ უფერულ ქმნის ქმარსა თჳსსა, უფროჲს რაჟამს მრუდ იპყრის პირი და შეჰბრდჳნავნ, ვითარცა დათჳ.
18. არნ ღათუ ქმარი იგი მისი ინაჴით მჯდომარჱ მოყუასთა თჳსთა თანა, რაჟამს ჴსენებაჲ რაჲმე არნ, ქმარმან მისმან სულთ-ითქუნის.
19. ყოველივე სიბოროტჱ უმცირეს არნ სიბოროტესა მას დედაკაცისასა, ნაწილად ცოლისა ჰხუედინ იგი და სამკჳდრებელსა უღმრთოთასა შევედინ იგი.
20. ვითარცა აღმართი მქჳშროვანი ფერჴთა მოხუცებულისათა, ეგრეცა დედაკაცი ცხარი ქმრისა მშჳდისა თანა.
21. ნუ შეიტყუვები სიკეთესა დედაკაცისასა, ნუცა მოჰლბები მყოვარ ხედვასა მას მისსა და ნუ გული-გითქუამნ დედაკაცისა.
22. რამეთუ რისხვაჲ და ურიდებაჲ და სირცხჳლი დიდ არს, დედაკაცი რაჟამს უბრძანებნ ქმარსა თჳსსა.
23. გულის შემუსრვა და თავის დაკიდება და წყლულება გულის დედაკაც, დევი სახლსა შინა; ჴელნი დათხეულ და მუჴლნი დაჴსნილ დედაკაცმან, რომელმან არა ნეტარ ჰრქუა ქმარსა თჳსსა.
24. დედაკაცისაგან იყო დასაბამი ცოდვისაჲ და მის ძლით მას ყოველნი მოსწყდებიან.
25. ნუ უტეობ განსლვად და განფენად წყალსა და ნუცა დედაკაცსა ბოროტსა კადნიერებას.
26. უკუეთუ არა მოგესწავლოს ჴელსა შენსა, ჴორცთა შენთაგან მოიკუეთე და განაგდე.
თავი 26
26:1–29
1. დედაკაცისა სახნიერისაჲ ნეტარ არს ქმარი მისი და რიცხუნი დღეთა ცხორებისა მისისათანი ორ წილ შეურაცხიედ გონებასა მისსა.
2. დედაკაცმან გონიერმან ახარის ქმარსა თჳსსა და წელიწადნი ცხორებისა მისისანი აღავსნის მშჳდობითა.
3. დედაკაცი სახნიერი ნაწილი არს კეთილი და ნაწილად მოშიშსა უფლისასა მიეცეს იგი.
4. გინათუ მდიდარი იყოს, გინათუ გლახაკ, გულიმცა მისი უხუ არს და ყოველსა ჟამსა პირი მისი მხიარულად ეგოს.
5. ამით სამითა სახითა შეწუხნა გული ჩემი და მეოთხესა ამას პირსა ზედა ვილოცე: ენის ყოფაჲ ქალაქს შინა ერსა მიმართ მრავლისა და ცუნდრუკებაჲ ცუდადი უძჳრჱს არს სიკუდილისა.
6. სალმობა გულის და გლოვა გონების დედაკაცი მაცილობელი კაცისა მიმართ გონიერისა, გუემაჲ იგი ენისაჲ ყოველთავე კმა-ეყვის.
7. ვითარცა ჴარსაღა უღელი ერყევინ, ეგრესახედ არს დედაკაცი უკეთური, და რომელი შეეხოს მას, ვითარმცა ვინ აღიღო ღრიაკალი ჴელითა.
8. რისხვაჲ დიდი არს დედაკაცი მომთრვალჱ და სარცხჳნელიცა თჳსი ვერ დაიფარის.
9. სიძვაჲ დედაკაცისაჲ განლიგებითა თუალთა მისთაჲთა და წამწამებაჲ თუალთა მისთაჲ ამხილებნ მას.
10. ასულსა ზედა ურცხჳნოსა განამრავლე კრძალულებაჲ შენი, რაჲთა არა პოვოს განსუენებაჲ და წარტევებულ იყოს თავით თჳსით.
11. თუალ განტევებულისა მისგან ეკრძალებოდე და ნუ გიკჳრნ შე-თუ რაჲმე-გცოდოს შენ.
12. ვითარცა მოგზაურმან წყურიელმან პირი თჳსი აღაღის და ყოვლისა მისგან მახლობელისა წყლისა შერეულად სუამნ, და ყოველსა მანასა დამოეკიდებინ და ყოველსა ისარსა განუმზადის კაპარჭი.
13. მადლმან დედაკაცისამან მხიარულ ყვის ქმარი თჳსი და ძუალნი მისნი განპოხნის გონიერებითა თჳსითა.
14. ნიჭი უფლისა მიერ არს დედაკაცი მშჳდი და არა აბს სასყიდელ სწავლულსა მას ასულსა.
15. მადლი მადლსა ზედა არს დედაკაცი მორცხუჱ და არა ესწორების სარწმუნოსა მას ასულსა.
16. ვითარცა მზჱ აღმობრწყინდის მაღლით უფლისაჲთ, ეგრეცა სამკაულ არს სიკეთე დედაკაცისა კეთილისაჲ სახლსა შინა თჳსსა.
17. სანთელი განმანათლებელი არს ზედა სასანთლესა წმიდასა, ეგრეცა ქმნულკეთილობაჲ პირისაჲ ზედა დამტკიცებულსა მას ლანკლასა.
18. ვითარცა სუეტნი ოქროჲსანი ზედა ხარისხსა ვეცხლისასა, ეგრეცა ფერჴნი შუენიერნი დაწყობილნი ბჭეთა ზედა.
19. შვილო, ცოცხლებით დაიცევ ყუავილოვნებაი ჰასაკისაი და ნუ მისცემ უცხოთა ძალსა შენსა.
20. მოიძიე ყოველსა ველსა კეთილქუეყანიერი ნაწილი, დასთესენ თვისნი თესლნი მინდობილმან კეთილშობილებასა შენსა.
21. ეგრეთ განდიდნენ ნაშობნი შენნი, რომელნი ყოფად იყვნენ და რომელთა აქუნდეს კადნიერებაი კეთილშობილებასაი.
22. დედაკაცი მეძავი სწორად ნერწყვისა შეირაცხების, ხოლო დედაკაცი ქმრისცოლი გოდოლად შეირაცხების სიკუდილსადა მისთვის, რომელი იხუმევდეს მას.
23. დედაკაცი უღმრთოი ნაწილად მიეცემის უშჯულოსა, ხოლო ღმრთისმსახური მიეცემის მოშიშსა უფლისასა.
24. დედაკაცი უშუერი უპატიობასა განლევს, ხოლო ასული კეთილშუენიერი კრძალულ-ჰყოფს ქმარსაცა.
25. დედაკაცი უკრძალველი შეირაცხების ვითარცა ძაღლი, ხოლო კრძალულებისა მქონესა ეშინოდის უფლისა.
26. დედაკაცი, რომელი პატივსა უყოფდეს ქმარსა თვისსა, ყოველთა წინაშე ჩენილ იყოს ვითარცა ბრძენი, ხოლო რომელი ამპარტავანებითა უპატიო-ჰყოფდეს მას, ყოველთა მიერ საცოდნელ იყოს ვითარცა უღმრთოი. ნეტარ არს ქმარი დედაკაცისა სახნიერისაი, რამეთუ მრჩობლ იყოს რიცხვი წელთა მისთაი.
27. დედაკაცი ხმამაღალი და ცხარი იხილვებოდეს ვითარცა საყვირი საძლეველად მბრძოლთა, ხოლო ყოველი კაცი, რომლისა სულიცა თანაგუარ იყოს მათდა, ბრძოლისა დაუდგრომელობათა შინა მყოფობს სულითა.
28. ორსა ამას ზედა შეზრუნდა გული ჩემი და მესამესა ზედა გულისწყრომაჲ დიდი შემემთხჳა: კაცი მჴნჱ რაჟამს მოუძლურებულ არნ უპოვარებითა, და კაცნი გონიერნი რად შეურაცხ იქმნიან უგუნურთაგან, და კაცმან მართალმან თუ მიაქციოს მათვე ცოდვათა შემდგომად მრავალთა შრომათა. უფალმან მისცა ერი თჳსი მახჳლსა.
29. არა განარინოს ვაჭარმან თავი თჳსი ცოდვასა, არცაღა იჴსნეს მოფარდულმან თავი თჳსი ურჩულოებისაგან.
თავი 27
27:1–30
1. უდებებისათჳს მრავალთა ცოდეს და რომელთა უნებნ განმრავლების ცოდვათა, გარემიიქცინის თუალნი მისნი.
2. ნაწევარსა კლდისასა დაესვას მანაჲ და შორის მიცემასა და მოღებასა ფრდისასა ღერძ ტეხილ იქმნის ცოდვაჲ.
3. და არა თუ შიშსა უფლისასა შებმა უყონ მსთუად, ადრე დაეცნენ სახლნი მათნი.
4. ყრასა ცხრილისასა დაშთის ნაცხრენი, ეგრეცა გამოიცხრილნიან კაცნი გონებითა თჳსითა ჟამთა მათ ზრახვისათა.
5. ჭურჭერი მეკეცისაჲ გამოცადის საჴუმილმან, ეგრეცა გამოცდაჲ ენისაჲ ზრახვითა თჳსითა.
6. ვითარცა ხჱ მოსხამი ჩანნ ხილითა თჳსითა, ეგრეცა სიტყუანი ზრახვისანი გულსა კაცისასა.
7. ზრახვადმდე ნუ აქებ კაცსა, რამეთუ ესე იგი არს გამოცდაჲ კაცისაჲ.
8. შე-თუ-უდგე შენ სიმართლესა, მსთუად ეწიო მას და შთაიცუა იგი, ვითარცა სამკაული დიდებისაჲ.
9. ყოველი მფრინველი მსგავსსა თჳსსა თანა დადგრის, ჭეშმარიტებამან მოქმედთავე თჳსთა მიაქციოს.
10. ლომი ნადირსა უმზირინ, ეგრეცა ცოდვაჲ უმზირინ მოქმედსა მას უშჯულოებისასა.
11. სიტყუაჲ მართალთაჲ ყოველსავე ჟამსა სიბრძნჱ არს, ხოლო უგუნური, ვითარცა მთოვარჱ, იცვალის.
12. შორის უგუნურთა ელოდე ჟამთა, ხოლო შორის მზრახვალთა აღიმსთვე.
13. სიტყჳსა თხრობაჲ ცოფისაჲ საწყინელ არს და სიცილი იგი მათი ფუფუნება არს ცოდვილ.
14. სიტყუათა დიდად მფუცველისათა განუქიტნიან თმანი და ლაღობაჲ იგი მათი ყურთა ჴელის შესასხმელ არნ.
15. დათხევაჲ სისხლისაჲ არნ ლალვასა ამპარტავანისასა და გინებაჲ მათი - სმენად საწყინელ.
16. რომელმან ამხილოს ზრახვაჲ, მან წარიწყმიდოს სარწმუნოებაჲ და არა პოვოს მეგობარი შემსგავსებულად თჳსა.
17. შეიყუარე მეგობარი და ერწმუნე მას. უკუეთუ განაცხადნე ზრახვანი მისნი, ნუღარა უკუანა ჰხედავ მას.
18. რამეთუ ვითარცა წარწყმიდის კაცმან მტერი თჳსი, ეგრე წარსწყმიდე შენ მეგობრობაჲ იგი მოყუსისა შენისაჲ.
19. და ვითარცა მფრინველი ჴელთა შენთა განუტევე და ვერ მოიქციო იგი.
20. ნუ სდევ მას, რამეთუ განგეშორა იგი შენგან და განგეშორა, ვითარცა ქურციკი საფრჴესა.
21. რამეთუ წყლულებისაჲ არს შეხუევაჲ და გინებისაჲ არს დაგებაჲ. ხოლო რომელმან ამხილოს ზრახვაჲ, მას წარუკუეთიეს სასოებაჲ.
22. რომელი წამწამებნ თუალითა, იგი ნივთებნ ძჳრსა; და რომელი ჰხედავნ, განეშორის მისგან.
23. წინაშე თუალთა დაგიტკბოს პირი მისი მტერმან და სიტყჳთა თჳსითა განგაკჳრვოს შენ. და უკუანაჲსკნელ პირი თჳსი განიმრუდოს და სიტყუათა შენთა გიზუელვიდეს.
24. მრავალი შეცოდებაჲ არს, რომელი მოვიძულე და არა ვამსგავსე ამას, და უფალმანცა მოიძულნა იგინი.
25. რომელმან აღსტყორცოს ქვაჲ აღმართ, თავსავე თჳსსა ზედა დამოჴდეს, და წყლულებამან ზაკუვითმან განამრავლნის ბრძჳრნი.
26. რომელმან უთხაროს მოყუასსა ჴნარცჳ, იგივე შთავარდეს მას; და რომელმან დაუგოს მახჱ, მასვე შინა შეიპყრას.
27. რომელი დაჰკრებდეს მოყუასსა თჳსსა ძჳრსა, მასვე შეეგორვოდის და არა უწყოდის, ვინაჲ მოიწიოს მის ზედა ძჳრი.
28. სიცილი და ყუედრებაჲ ბასრობისაჲ ამპარტავანთაჲ არს და შურისგებაჲ იგი ვითარცა ლომი უმზირდეს მათ.
29. მახითა შეიპყრნენ, რომელთა უხაროდის დაცემაჲ მართალთაჲ, და სალმობამან განკაფნეს იგინი სიკუდიდ მათდამდევე.
30. მტერობაჲ და გულისწყრომაჲ და ესეცა არს დიდ სიბილწე და კაცნი ცოდვილნი წარწევნულ იყვნენ ამით.
თავი 28
28:1–26
1. რომელი ეძიებნ სამართალსა, ღმრთისა მიერ ეწიოს, და ცოდვანი თჳსნი განკაფით განიკაფნეს.
2. მიუტევე შეცოდებაჲ მოყუასსა შენსა. მაშინ თუ ილოცვიდე, მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი.
3. კაცსა თუ კაცისათჳს ემარხოს მანკიერებაჲ, უფლისა მიერ ვითარღა ითხოვს წყალობასა.
4. კაცსა მას თუ მსგავსსა თჳსსა ზედა არა აქუნდეს წყალობაჲ, ცოდვათა თჳსთათჳს ვითარღა ითხოვდეს იგი მოტევებასა.
5. იგი თავადი ჴორციელვე არს და იცის დამარხვაჲ მტერობისაჲ, სხუამან ვინ ულხინოს ცოდვათა თჳსთა.
6. მოიჴსენე ჟამი აღსასრულისაჲ და კმა-ყავ მტერობაჲ, განიზრახე სიკუდილი და მოსწრაფედ დაეგე მცნებათა.
7. მოიჴსენენ მცნებანი და ნუ ჰმტერობ მოყუასსა შენსა. განიზრახე აღთქუმაჲ მაღლისაჲ და განიშორე უკეთურებაჲ,
8. და განიშორე შენგან ლალვაჲ და შემცირდენ ცოდვანი შენნი, რამეთუ გულისწყრომამან გულმწყრალისამან აღადგინის ლალვაჲ.
9. და კაცმან ცოდვილმან შეაძრწუნნის მეგობარნი და შორის მამშჳდებელთა შეჰრიის ენის ყოფაჲ.
10. რავდენცა მისწუდებინ ცეცხლი, ეგოდენცა აღატყდებინ; და რავდენცა განმრავლდებინ ლალვაჲ, ეგოდენცა განემზადებინ ბრძოლაჲ. რავდენცა ძალ-უც კაცსა, ეგოდენცა ორძინ გულისწყრომაჲ. და რავდენცა არნ სიმდიდრჱ მისი, ამაღლდეს რისხვაჲ იგი მისი.
11. ჴდომამან სწრაფითმან დასთხიის სისხლი.
12. ჰბერო თუ ნაკუერცხალსა, აღაგზნე ცეცხლი, და დაჰნერწყო თუ, დაჰშრიტო იგი. და ესე ორივე პირისა შენისაგან გამოვალს.
13. ცუნდრუკთა და ორენათა ერთბამად სწყევდით, რამეთუ მრავალნი მამშჳდებელნი წარსწყმიდნა.
14. ენამან სმუნვილმან მრავალნი შეარყინნა და დევნულ ქმნნა იგინი თესლითი თესლადმდე. და ქალაქნი ძლიერნი დაამჴუნა და ტაძრები მდიდართაჲ დააქცია.
15. ენამან ორის მეტყუელმან დედანი ნანარნი განჴადნა და უცხო-ქმნნა იგინი ნაშრომისაგან მათისა.
16. რომელსა ეგევითარი ენაჲ უყუარდეს, არა პოვოს მან განსუენებაჲ და ვერცა დაემკჳდროს იგი მშჳდობით.
17. ცემამან გუელისამან ყვის წყლულებაჲ, ხოლო გუემამან ენისამან შემუსრის ძუალები.
18. მრავალ არიან დაცემულ პირითა მახჳლისაჲთა, ხოლო არა ეგოდენ, რავდენნი დაცემულ არიან პირითა ენისაჲთა.
19. სიხარულ არს, რომელი განერა მას და რომელი არა შეუდგა გულისწყრომასა თჳსსა და რომელმან არა ჰზიდა უღელსა მისსა და აპაურთა მისთა არა შეება.
20. რამეთუ უღელი მისი არს უღელი რკინისაჲ და აპაურნი რვალისანი.
21. სიკუდილ ბოროტ არს, სიკუდილი იგი მისი და უმჯობჱს არს მისა ჯოჯოხეთიცა.
22. არა ერეოდის იგი ღმრთისმსახურთა და ცეცხლითა მისითა იგი არა შეიწუას.
23. ხოლო რომელთა დაუტეონ უფალი, იგი შევარდენ ჴელთა მისთა და მათ ზედა აღატყდებოდის ცეცხლი და არა დაშრტეს. მოივლინოს მათ ზედა ვითარცა ლომი და ვითარცა ვეფხმან განრყუნნეს იგინი.
24. ეკრძალე და მტკიცედ დეგ, მოიზღუდე ქუეყანაჲ შენი ეკლითა, ვეცხლი შენი და ოქროჲ შენი შეკარ.
25. და სიტყუათა შენთა უქმენ საზომ და სასწორ და პირსა შენსა შეაბ ბჭეებ და კლიტეებ.
26. და ეკრძალე, რამეთუ არა გიბრკუმეს და დაეცე შენ წინაშე მათსა, რომელნი-იგი გიმზირდენ შენ. რომელმან მიაგოს მადლი მერმჱ და ჟამსა დაცემისა მისისასა პოოს მან გამოჴსნაჲ.
თავი 29
29:1–28
1. რომელმან ყვის წყალობაჲ, მან ავასხის მოყუასსა თჳსსა, და რომელი განჰფენდეს ჴელთა თჳსთა სარწმუნოებით, იგი იმარხავს მცნებათა.
2. ავასხე შენ მოყუასსა ჟამსა საჴმრისასა და მერმჱ მიეც მოყუასსა ჟამსა თჳსსა.
3. განამტკიცე სიტყუაჲ და ერწმუნე მას. ყოველსა ჟამსა იპოოს საჴმარი იგი შენი.
4. მრავალნი არიან, რომელ შეჰრაცხეს სესხი, ვითარცა პოვნაჲ, და შრომა ახუედრეს მავასხებელთა თჳსთა.
5. მი-ღა-იღებნ, აკოცებნ ჴელთა და მერმეღა სხჳსა მის ჭურჭრისა ზედა პირად-პირადსა ჴმა-იქცევნ. და ჟამსა მიცემისასა განუგრძვის ჟამი და სიტყუათაღა საწყინელთა ასმენნ მას და ჟამსა მას ვაჲთ ჰხადინ.
6. უკუეთუ ჯეკმა დაშურის, ძნიად ჴელთ-იდვის ზოგი ოდენ და მან ეგოდენ შეჰრაცხის, ვითარცა პოვნაჲ. უკუეთუ ვერ გელთ-იდვის, მაშინღა არნ, ვითარმცა სრულიად მიჰხუეჭა, და მოიპოვის იგი მტერად ცუდად. წყევაჲ და გინებაჲ დაჰკრიბის მას და დიდებისა წილ შეამთხჳის მას გინებაჲ.
7. მრავალთა არა თუ სიბოროტისათჳს არა ავასხეს, არამედ ცუდ ყენებისაგან ეშინოდა.
8. ხოლო შენ მდაბლისა მის ზედა სულგრძელ იქმენ და წყალობისა ყოფასა ნუ განიგრძობ.
9. მცნებათა მათთჳს ჴელისამპყრობელ ექმენ შენ გლახაკსა და შეაგუვე ნაკლულევანებასა მისსა და ნუ წარავლინებ მას ჴელცალიერად.
10. წარწყმიდე ვეცხლი შენი ძმისა და მეგობრისათჳს შენისა და ნუ დაგესლდებინ იგი ქვათა თანა წარსაწყმედელად.
11. არამედ დასდებდ შენ ფასსა შენსა, ვითარცა-იგი გამცნო შენ მაღალმან, და სარგებელ-გეყოს შენ უფროჲს ოქროჲსა.
12. შეიკრიბე შენ წყალობაჲ საუნჯესა შენსა და მან გიჴსნეს შენ ყოვლისაგან ბოროტისა.
13. უფროჲს ფარისა მის ძლიერისა და უფროჲს ჰორლისა მის ქველისა მფარველ გეყოს შენ პირისაგან მტერისაჲსა.
14. კაცი ქველისმოქმედი თავსმდებ ექმნის მოყუასსა თჳსსა, ხოლო რომელსა წარუწყმედიენ სირცხჳლი, შუვა დაადგინის იგი.
15. მადლსა მას თავსდებისასა ნუ დაივიწყებ, რამეთუ მან მისცა თავი თჳსი ნაცვალად შენდა.
16. კეთილის-ყოფაჲ იგი თავსმდებისაჲ დაამჴჳს ცოდვილმან და რომელ-იგი უმადლო არნ გონებითა, მზღველად დაუტევის თავსმდები იგი თჳსი.
17. თავსმდებებამან მრავალნი წარწყმიდნა კეთილთაგან და შეადგინნა რორინებასა ვითარცა ღელვანი ზღჳსანი.
18. კაცნი აღჰფხურნა ადგილობნით და შეაცთუნნა იგი ნათესავთა შორის უცხოთა.
19. ცოდვილი კაცი შევარდეს თავსდებად და რომელი შეუდგნ ფასის ქცევასა, შეუდგნ საშჯელსა მისსა.
20. შეეწიე მოყუასსა შენსა, რავდენცა ძალ-გედვას, და თავსა შენსა ეკრძალევე, რაჲთა არა დაეცე.
21. დასაბამი ცხორებისაჲ არს პური და წყალი და სამოსელი და სახლი, რომელმან დაუფარის სარცხჳნელი თჳსი.
22. შჯობს ცხორებაჲ გლეხისაჲ სართულთა ქუეშჱ ძელისათა, ვიდრეღა არა ჭამადსა პირად-პირადსა უცხოთაგან ტაბლისა.
23. დიდსა და კნინსა თუალით ნუ განჰზომ,
24. რამეთუ მწარედ ცხორებაჲ არს სახლითი სახლად სლვაჲ და სადაცა ჰმწირობდე, ვერ ჰპოვო კადნიერებაჲ.
25. ჰშურებოდი თუ და ჰრუდუნებდე ცუდად და ზედაღა მას ყოველსა გესმოდის ძჳრი,
26. გრქუას შენ: წარჴედ და განმიმზადე ტაბლაჲ, მწირო, და ჴელითა შენითა მაჭამებდ მე.
27. აღდეგ, მწირო, და გამოვედ, მომიჩუენე სახლი, რამეთუ სტუმრად მომივალს ძმაჲ ჩემი და სახლი იგი.
28. მძიმე არს ესე კაცისა, რომლისა თანა იყოს გონებაჲ, წინვაჲ სახლისაჲ, ყუედრებაჲ სესხებისაჲ.
თავი 30
30:1–24
1. რომელსა უყუარდეს შვილი თჳსი, გულს-იდგინოს გუემაჲ მისი, რაჲთა იხარებდეს სრულებასა მისსა.
2. რომელმან განისწავლოს შვილი თჳსი, შეიძინოს იგი და შორის მეგობართა თჳსთა იქადოდის.
3. რომელი ჰსწავლის ძესა თვისსა, ეშურების მტერსა და წინაშე მეგობართა მის მიერ იხარებს.
4. მო-ღათუ-კუდეს მამაჲ მისი, რეცა თუ არა მოკუდეს, რამეთუ დაუტევა მან თჳსი მსგავსი სოფელსა შინა.
5. ცხორებასა შინა მისსა ჰხედვიდა და იხარებდა და აღსასრულსა მისსა არა შეიჭუვნა.
6. შორის მტერთა დაუტევა მან შურისმგებელი და მეგობართა მისთა მომგებელი მადლისაჲ.
7. რომელი ჰფუფუნებდეს შვილსა თჳსსა, შეუხუევს წყლულებათა მისთა, და ყოველსავე ჴმასა შეუძრწუნდის ნაწლევი მისი.
8. ცხენი უმწყი გამოჴდის ფიცხლად და შვილი აღტევებულად პოხილი გამოჴდის უსწავლელად.
9. ჰფუფუნებდე თუ შვილსა, დაგაკჳრვოს შენ, და ჰლაღობდე თუ, შეგაჭუვნოს შენ.
10. ნუ ეცინი მას, რაჲთა არა გელმოდის თანა და უკუანაჲსკნელ იღრჭენდე კბილთა შენთა.
11. ნუ სცემ მას ჴელმწიფებასა სიჭაბუკესა მისსა და ნუცა უგულებელს-ჰყოფ უნასთა უკეთურებისა მისისათა.
12. შეკეცენ გუერდნი მისნი, ვიდრე იყოსღა ყრმა. ნუუკუე განფიცხნეს და ურჩ გექმნეს და გულს სალმობელ.
13. განსწავლე შვილი შენი და შუენიერ იყო მის თანა, რაჲთა არა გინებულებითა მით მისითა შენცა სცთე.
14. უმჯობეს არს გლეხი ცოცხალი, რომელი ერეოდის სახესა თჳსსა, ვიდრეღა არა მდიდარი ძჳრ-ძჳრად გუემული გუამითა თჳსითა.
15. სიცოცხლჱ და სახეკეთილობაჲ უმჯობჱს არს ყოვლისა კეთილისა ოქროჲსა და სიცოცხლე ჴორცთაჲ, ვიდრეღა არა სიმდიდრესა გარდარეულსა ჭამადთათჳს.
16. არა სიმდიდრჱ უმჯობეს არს სიცოცხლესა ჴორცთასა და არცა სხუაჲ სიხარული უფროჲს არს სიხარულსა გულისასა.
17. შჯობს სიკუდილი ცხორებასა მწარესა და განსუენებაჲ მსთუადი სენსა მას განგრძობილსა.
18. კეთილი თუ დაზჳნულ იყოს წინაშე პირსა დაჴშულსა, განმზადებაჲ ჭამადთაჲ სამარესა ზედა
19. ესოდენ სარგებელი არს, ვითარ-იგი საკუერთხი დაგებული კერპთაჲ, რამეთუ არცა ჭამის და არცა იყნოსის. და მიიღის მან მსახურმან სასყიდელი უშჯულოებისაჲ, ეგრეცა რომელი იდევნოს უფლისა მიერ.
20. ჰხედვიდეს თუალითა თჳსითა და სულთ-ითქუმიდეს, ვითარცა საჭურისმანღა შეიტკბის ქალწული და კუნესინ.
21. ნუ მისცემ ზრუნვად სულსა შენსა, ნუცა აჭირებ ზრახვითა თავსა შენსა.
22. სიხარული გულისაჲ არს ცხოვრებაჲ კაცისაჲ და დღეგრძელებაჲ კაცისაჲ არს მხიარულებაჲ ცხორებისა მისისაჲ.
23. შეიტყუევდ თავსა შენსა და ნუგეშინის-ეც გულსა შენსა და გულისსიტყუაჲ განიშორე შენგან. რამეთუ მრავალნი არიან, რომელნი მოუწყუედიან ზრახვასა და არაჲ სარგებელ არს მისგან.
24. შურმან და გულისწყრომამან მოუკლიან დღეთა და ჟამის წინა ზრუნვამან შეამთხჳის სიბერე. მხიარულმან გულმან და უხუმან იცინ ღუწოლაჲ ჭამადთაჲ.
თავი 31
31:1–31
1. უძილებამან სიმდიდრისამან განადნვის ძუალნი და ზრუნვამან მისმან განაყენის ძილი.
2. გულისსიტყუამან უძილებისამან მიუღის რული, სნეულებამან მძიმემან განაღჳძის ძილი.
3. დაშურა მდიდარი იგი შეკრებითა მით ფასისაჲთა და განსუენებასა მისსა განძღა იგი ფუფუნებითა მისითა
4. დაშურა უპოვარებითა გლახაკი იგი ცხორებისა თჳსისაჲთა და განსუენებასა მისსა ჴუებულ იქმნა იგი.
5. რომელსა უყუარდეს ოქროჲ, არა განმართლდეს, და რომელი მიუდგეს განსაჴრწნელსა, მითვე განძღეს.
6. მრავალნი მიეცნეს დაცემად ოქროჲსა ძლით და შეიქმნა წარსაწყმედელი მათი წინაშე პირსა მათსა.
7. ხჱ საცთურისაჲ არს მათ თანა, რომელნი კერპობენ მას ქუეშჱ; და ყოველივე უგუნური შეიმუსროს მას შინა.
8. ნეტარ არს მდიდარი, რომელი იპოვა უბიწოდ და კუალსა ოქროჲსასა არა შესცთა.
9. ვინმე არს იგი? დავნატროთ მას, რამეთუ ყო საკჳრველი შორის ერსა მისსა.
10. ვინ არს, რომელი გამოიცადა მას შინა და სრულ იპოვა იგი? და იყოს იგი ჩუენდა სიქადულ; ვის უნდა თანაწარსლვაჲ მისი და არა წარჰჴდა და საქმჱ ცოდვისაჲ არა ქმნა.
11. დამტკიცებულ იყვნენ კეთილნი იგი მისნი მის თანა და წყალობასა მისსა უთხრობდეს ერი.
12. უკუეთუ ტაბლასა ზედა მდიდარსა დაჯდომილ ხარ, ნუ აღაღებ პირსა შენსა ნაყროვანებად და ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ მრავალ ძეს მას ზედა.
13. მოიგსენე, ვითარ ბოროტ არს თუალი უკეთური. თუალისა უბოროტჱს რაჲმე არს დაბადებულთა შინა ღმრთისათა? ამისთჳსცა ყოველთა პირთა უპირატჱს ცრემლოვინ.
14. ამისთჳს რასა მიჰხედოს მაგან. შენ ნუ გული აღგიცხრებინ მის თანა მიყოფად პინაკსა.
15. გულისხმა-ყავ მოყუასი შენი თავით შენით, ყოვლითა ჯერითა განიზრახე შენ
16. და მაშინ ვითარცა კაცმან რაჲ-იგი დაგიგოს, შენ ჭამე და ნუ ორითა იცოხნი, რაჲთა არა საძულელ იქმნე.
17. პირველად შენ დააცადე სწავლულებისათჳს და ნუ იანგაჰრებ, რაჲთა არა სცთე.
18. ნუ წარჰყოფ ჴელსა შენსა პირველად მათსა.
19. ვითარღა კეთილ არს კაცისა სწავლულისა მცირედი იგი და ცხედართა მისთა ზედა ძენ და ექუნ.
20. ძილი სიცოცხლისაჲ მუცელსა ზედა მცირესა აღდგა განთიად და გონებაჲ მისი მის თანა. სალმობაჲ უძილებისაჲ და რისხვაჲ დაუდნობელობისაჲ და წერტაჲ წელთაჲ კაცისა თანა უძღებისა.
21. უკუეთუ იიძულე ჭამადთა მათ შინა შენთა, აღდეგ და განისუენე.
22. ისმინე, შვილო ჩემო, და ნუ შეურაცხ-მყოფ მე და აღსასრულსა ჰპოვნე სიტყუანი ესე ჩემნი: ყოველთა საქმეთა შენთა იყავ მკჳრცხჱ და ყოველი სნეულებაჲ შენ არა შეგეხოს.
23. პურად უხჳ აკურთხონ ბაგეთა და წამებაჲ სიკეთისაჲ არნ სარწმუნო.
24. პურად ძჳრსა უდრტჳნავნ ქალაქი და წამებაჲ სიბოროტისა მისისაჲ არნ გულითად.
25. ღჳნოსა ზედა ნუ ჰმამაკაცობ, რამეთუ მრავალნი წარწყმიდნა ღჳნომან.
26. ბრძმედთა გამოცადნიან პირნი მახჳლთანი წდობითა, ეგრეცა ღჳნომან გულნი ამპარტავანთანი ლალვასა.
27. სწორ ცხორების არს ღჳნოჲ კაცთაჲ, სუმიდეს თუ ვინმე წესიერად. რაჲ ცხორებაჲ არს ნაკლულევანთა ღჳნითა, რამეთუ იგი დაბადებული არს სიხარულად კაცთა.
28. მხიარულად გულისა და სიხარულად სულისა, რომელმან სუას ღჳნოჲ საზომით.
29. სიმწარჱ სულისა არს, რომელმან გარდარეულად სუას ბაძვითა და ჴდომითა,
30. განმრავლდის მთრვალობაჲ უგუნურთაგან, მოაკლდის ძალი და დაჰკრიბის წყლულებაჲ წყლულებასა.
31. ღჳნისა სუმასა შინა ღჳნითა ნუ აყუედრებ მოყუასსა შენსა, ნუცა საკიცხელ-ჰყოფ მას საშუებლითა შენითა, სიტყუასა ყუედრებისასა ნუ ეტყჳ მას და ნუცა აჭირვებ მას სესხის მოჴდასა შენსა.
თავი 32
32:1–24
1. წინამძღურად თუ დაგადგინებდენ, ნუ განჰლაღნები, არამედ იქმენ შენ მათ თანა, ვითარცა ერთი მათგანი. განიზრახე პირველად მათთჳს და მაშინღა დაჯედ პურად.
2. და ყოველი საჴმარი შენი აღესრულოს. მაშინღა იინაჴიდგ და მადლითა შუენიერებისაჲთა მოიღო გჳრგჳნი.
3. იტყოდე, მოხუცებულო, რამეთუ შეგაშუს შენ განმტკიცებულითა გონებითა, ნუ ლაღობითა სიღოდისაჲთა.
4. სადა სმენისა ჟამი იყოს, მუნ ნუ განაგრძობ რისხვასა და ცუდად ნუ ჰჴელოვნებ.
5. თუალი კარქიდონისაჲ სამკაულსა ოქროჲსასა შთასასუმელი, გამორჩევაჲ მემღერთაჲ შუენიერი ღჳნის სუმასა.
6. ოქროჲთა ლესულსა შთასასუმელი თუალი ზმარაგდონი, ჴმაჲ იგი ტკბილი სუმასა ღჳნისასა.
7. ეტყოდე: ჭაბუკო, საჴმარსა მას შენსა, რაჟამს ორგზის გინათუ სამგზის გკითხოს შენ.
8. თავ-უყავ სიტყუაჲ იგი შენი მცირედი და მრავალთა სიტყუათა ზედა იყავ შენ ფრიად მეცნიერი და მუნქუეს ოდენ მდუმარი.
9. შორის მდიდართა ნუ ესწორები და სადა მოხუცებულნი იტყოდიან, მუნ ნუსადა ჰზრახავ.
10. ქუხილის წინა ისწრაფის ელვამან და მორცხუესა წინა უძღჳნ მადლი.
11. ჟამსა განიღჳძე და ნუ დაიმცხუედებ. მიიწრაფე სახიდ შენდა და ნუ უდებ-ჰყოფ. .
12. მუნ იმღერდი და ყავ ნებაჲ შენი და ნუ ცოდვით და ნუცა სიტყჳთა ამპარტავანებისაჲთა
13. და ყოველსავე ჯერსა აკურთხევდ შემოქმედსა შენსა და რომელმან დაგათრვოს შენ კეთილთაგან მისთა.
14. რომელსა ეშინოდის უფლისა, ერჩდეს სწავლულებასა, და რომელთა აიმსთონ მისა, პოვონ მათ სათნოებაჲ.
15. რომელნი ეძიებდენ შჯულსა, აღივსნენ მით და რომელნი ძმაცვულობდენ, შესცთენ მას.
16. მოშიშთა უფლისათა პოონ სამართალი და სიმართლენი მათნი ვითარცა სანთელნი გამობრწყინდენ.
17. კაცი ცოდვილი ერიდებინ შეტყუებასა და ნეფსით თჳსით პოვის განკითხვაჲ.
18. კაცმან განმგულებელმან არა შეურაცხ-ყვის ზრახვაჲ უცხოქმნული იგი და ამპარტავანი არა ზრახავნ.
19. განუზრახველად ნურას იქმ, რაჲთა საქმისა მის შემდგომად არა ინანდე.
20. გზასა მას საცთურისასა ნუ ხუალ და არა დაჰბრკოლდე ქვოანსა მას უგზოსა.
21. ნუ გრწამნ გზაჲ იგი წრფელი
22. და შვილთა შენთაგანცა ეკრძალევე.
23. ყოველთა შინა საქმეთა შენთა სარწმუნო-ეყავ სულსა შენსა. რამეთუ ესე იგი არს დამარხვაჲ მცნებათაჲ.
24. რომელი სარწმუნო არნ სჯულსა, ეკრძალებინ მცნებათა და რომელი ესვიდეს უფალსა, არასადა მოაკლდეს კეთილი.
თავი 33
33:1–33
1. მოშიშთა უფლისათა არა შეემთხჳოს ბოროტი და შე-ღათუ-ვარდეს განსაცდელსა, გან-ვე-არინოს იგი უფალმან.
2. კაცმან ბრძენმან არა მოიძულოს შჯული, ხოლო მზაკუვარი მას თანა, ვითარცა ნიავქარსა შინა ნავი.
3. კაცსა გონიერსა ჰრწამნ შჯული და შჯული იგი მას სარწმუნო ექმნის.
4. განჰმზადე სიტყუაჲ და ეგრეცა სასმენელ იყოს, განაწყვე გონებაჲ და მაშინღა მიუგე სიტყუაჲ.
5. ვითარცა ურმის თუალი არს ნაწლევი ცოფისაჲ და ვითარცა ურმის ღერძი, იქცევის ზრახვაჲ იგი მისი.
6. ვითარცა ცხენი მტრიობალი არს მეგობარი მბასრვალი ყოველსავე ზედამჯდომელსა უფჳვინ.
7. რაჲსათჳს დღჱ დღესა მოშჯობნ და ყოველი ნათელი წელიწადთაჲ მზისაგან არს.
8. მეცნიერებითა უფლისაჲთა განისწავლნეს და აქცინა ჟამნი დღესასწაულნი. ღამჱ დღესა განაშოვრა.
9. და მათგანნი აღამაღლნა, ადიდნა და განწმიდნა და მათგანნივე დასხნა რიცხუად დღეთა.
10. და კაცი ქუეყანისაგან შექმნა და მიწისაგან დაებადა ადამი.
11. მრავლითა სწავლითა განსწავლა იგი ღმერთმან და გარე-მოაქცინა გზანი მათნი
12. და მათგანნი აკურთხნა და აღამაღლნა და მათგანნი განწმიდნა, და თჳსისა თავისა მახლობელ ყვნა, და მოაქცივნა იგინი სადგურით მათით. მათგანნი წყევნა და დაამდაბლნა იგინი.
13. ვითარცა თიჴაჲ მეკეცისაჲ ჴელთა მისთა არნ საქმედ მისა, ეგრეცა კაცი ჴელთა ღმრთისა შემოქმედისა თჳსისათა მიგებად მათა მსგავსად შჯულისა მის თჳსისა.
14. მჴდომად ბოროტისა კეთილი და მჴდომად სიკუდილისა ცხორებაჲ, ეგრეცა მჴდომ არს ღმრთისმსახურთა ცოდვილი.
15. ეგრე მიჰხედე შენ ყოველთა საქმეთა მაღლისათა. ორ-ორი ერთი-ერთისა მგდომ არს.
16. და მე უკუანაჲსკნელ განვიღჳძე და დავიმკჳდრენ იგინი, ვითარცა დასაბამითგან.მე ვითარცა მეკუფხლჱ შემდგომად მსთულებელთა
17. კურთხევასა უფლისასა მივიწიფე და ვითარცა მესთულემან აღვავსე საწნეხელი.
18. განიგულეთ, რამეთუ არა ჩემთჳს ვშუერ, არამედ ყოველთა, რომელნი ეძიებენ სიბრძნესა.
19. ისმინეთ ჩემი მთავართა მაგათ ერისათა და წინამძღუარნი ეგე თესლებისანი მერჩდით მე.
20. შვილსა და ცოლსა, ძმასა და მეგობარსა ნუ სცემ ფლობასა შენ ზედა ცხორებასა შენსა და ნუ მისცემ უცხოთა ფასსა შენსა, რაჲთა არა ინანდე და უკუანაჲსკნელ მიექცე მათვე, ექენებოდი.
21. ვიდრე ცოცხალღა ხარ და სული შიდა გიდგან, ნუ ასხურებ თავსა შენსა ყოველსა ჴორციელსა.
22. რამეთუ უმჯობჱს არს შენდა შვილი თუ გილოცვიდენ, ვიდრეღა არა შე-თუ-ჰხედვიდე ჴელთა შვილთა შენთასა.
23. ყოველთა საქმეთა შენთა იყავ გარდამმატებელ და ნუ შეამთხუევ ბიწსა დიდებულებასა შენსა.
24. დღეთა მათ აღსასრულისა შენისათა, დღეთა ცხორებისა შენისათა მიმოდაუყავ სამკჳდრებელი შენი.
25. საჭმელი და კუერთხი, ტჳრთი ვირსა, პური და სწავლაჲ და საქმჱ მონასა.
26. და ჰპოვო განსუენებაჲ. მი-თუ-უშუა ჴელთა მისთა, მუნქუესვე გთხოვდეს იგი თავისუფლებასა.
27. უღელმან და ღუედმან ქედნი ამპარტავანთანი მოდრიკნიან და მონასა ძჳრის მოქმედსა კრულებამან და გუემამან.
28. შეადგინის იგი საქმესა, ვითარცა აშუნდეს, რაჲთა არა ცალიერად დგეს. რამეთუ მრავალნი არიან უკეთურებანი იგი, რომელ ასწავნა ცალიერებამან.
29. და დაადგინე იგი საქმესა, ვითარცა აშუნდის მას. უკუეთუ არა გერჩდეს, განამრავლენ ტანჯვანი მისნი, რაჲთა არა უდებ იყოს იგი ჴორცთა მისთა ძლით.
30. და სამართლისა გარეშჱ ნურას ჰყოფ.
31. ერთ თუ მონა გესუას, ყავ შენ იგი, ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ სისხლითა შენითა მოგიგიეს იგი.
32. მონაჲ თუ გესუას, იპყარ იგი, ვითარცა ძმაჲ, და თავი შენი ჴუებულ არს მისგან.
33. უკუეთუ აჭირვებდე შენ მას, აღდგეს და წარგივიდეს, რომელსა გზასა ვერ მოიძიო იგი.
თავი 34
34:1–26
1. ამაო არს სარწმუნოებაჲ და ცრუ კაცისა უგუნურისაჲ, და სიზმართა აღაფრინნიან უგუნურნი.
2. ვითარცამცა ვინ შეიპყრობდა აჩრდილსა და სდევდა ქართა, ეგრეთ არს, რომელი შეუდგეს სიზმართა და თქუას: ესე რაჲმე არს და იგი რაჲმე.
3. ჩუენებანი სიზმართანი არიან, ვითარცა უჩუენებნ პირსა პირისა მსგავსსა.
4. რაჲ არს, რომელი განწმიდნების არაწმიდებისაგან ანუ ტყუვილისაგან რაჲმე სიმართლჱ არს?
5. მისნობანი და სიზმარნი ამაო არიან და ვითარცა სალმობათა დედაკაცისა შობადისათა სხუად და სხუად ეოცებინ გონებასა.
6. უკუეთუ არა უფლისა მიერ მოვლინებულ იყოს მოხილვაჲ, შენ ნუ მისცემ მას გულსა შენსა.
7. რამეთუ მრავალნი არიან, რომელნი შეიტყუვნა სიზმარმან და დაეცნეს იგინი სასოებისაგან მათისა.
8. უტყუველად აღესრულების შჯული და სიბრძნე პირითა მეცნიერთაჲთა აღესრულის.
9. კაცმან განზმნულმან გულისხმა-ყვის ყოველი და რომელი მრავლითა მით გამოცდილ არნ, იგი უთხრობნ გონებასა.
10. რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაჲმე უწყინ. რამეთუ რომელი-იგი განზმნულ არნ, განამრავლის მეცნიერებაჲ.
11. მრავალი ვიხილე მე ცხორებასა ჩემსა შინა და უმრავლჱს არიან ჩემ თანა სიტყუანი ამათ გონებათანი.
12. მრავალგზის სიკუდიდმდე ვიჭირვოდე და განვერი ამათ ჯერთაგან.
13. სულნი მოშიშთა მათ უფლისათანი ცხონდენ, რამეთუ სასოებაჲ მათი არს მაცხოვრისა მიმართ მათისა.
14. რომელსა ეშინოდის უფლისა, სხჳსა არაჲს ეშინოდის და არა მომედგრდეს, რამეთუ უფალი თავადი არს სასო მისა.
15. რომელსა ეშინოდის უფლისა, ნეტარ იყოს სულისა მისისა, სხუასა ვერ ჰხედავს ანუ ვინ არს მისა დამამტკიცებელ.
16. თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა მფარველ არს სიმტკიცის დამამტკიცებელ ძლიერად, საგრილ არს სიცხისაგან და საფარველ დღჱ საშოვალსა, სასო არს საცთურისაგან და შეწევნად დაცემისაგან.
17. აღუმაღლნის სულნი და განუნათლნის თუალნი, მისცის კურნებაჲ, ცხორებაჲ და კურთხევაჲ.
18. და მსხუერპლნი იგი სიცრუვისანი შესაწირავად სარგებელ არიან და ძღუენი უშჯულოჲ არა შეიწიროს უფალმან.
19. არა სათნო-იყვნეს მაღალმან მსხუერპლნი იგი უღმრთოთანი, არცა მრავლითა შესაწირავითა მათითა მიუტევნეს ცოდვანი.
20. ვითარცა ვინმე დაუკლვიდა ძესა მამასა თჳსსა, ეგრე არს, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ფასითა გლახაკთაჲთა.
21. პურითა ჴუებულებისაჲთა არს ცხორებაჲ იგი გლეხთაჲ და რომელი მოჰხუეჭდეს მათ, იგი არს კაცი მოსისხლჱ.
22. მკლველ არს მოყუსისა, რომელმან განჭრნეს ცოლ-ქმარნი; და მოსისხლეთა თანა შერაცხილ არს იგი, რომელმან მოჰკუეთოს სასყიდელი მორეწესა.
23. ერთი თუ აშჱნებდეს და ერთი დაარღუევდეს, რაჲმე სარგებელ არს, არამედ უფროჲს შრომა.
24. ერთი თუ აკურთხევდეს და ერთი სწყევდეს თუ, აწ უკუე ვისიმე ჴმაჲ ისმინოს მაღალმან?
25. რომელი განიბანოს მკუდრისაგან და მერმე მასვე შეეხოს, რაჲმე სარგებელ ეყოს განბანაჲ იგი მისგან?
26. ეგრეცა კაცი, რომელი იმარხვიდეს ცოდვათა მისთა ზედა და მერმე მივიდეს და მასვე იქმოდის, ლოცვაჲ იგი მისი ვინმე შეისმინოს ანუ რაჲმე სარგებელ არს დამდაბლებაჲ იგი მისი?
თავი 35
35:1–24
1. რომელმან დაიცვეს შჯული, მან განამრავლოს მსხუერპლი და შესწირავს მსხუერპლსა ცხორებისასა, რომელი ეკრძალებოდის მცნებათა;
2. რომელი მიაგებს მადლსა, იგი შესწირავს სამინდოსა, და რომელი ჰყოფს წყალობასა, იგი შესწირავს მსხუერპლსა ქებისასა.
3. სათნო არს უფლისა განშორებაჲ ბოროტისაჲ, და მიტევება არს ცოდვათა განშორებაჲ სიცრუვისაგან.
4. ნუ ეჩუენები პირსა უფლისასა ჴელცუდად, რამეთუ ესე ყოველი მცნებათა მათთათჳს არს.
5. მსხუერპლმან მართლისამან განაპოხის შესაწირავი და სული იგი სულნელებისაჲ აღჴდის წინაშე მაღლისა.
6. მსხუერპლი მართლისა კაცისაჲ შეწირულ იყოს და საჴსენებელი მსხუერპლისა მისისაჲ არა დაივიწყოს.
7. თუალითა უხუებისაჲთა ადიდე უფალი და ნუ შეურაცხ-ჰყოფ პირველსა მას ჴელთა შენთასა.
8. ყოველსა საცემელსა ზედა მხიარულ იყავნ პირი შენი და სიხარულით ამსახურე მეათჱ.
9. მიაგე მაღალსა ნიჭისა მისთჳს და თუალითა მხიარულითა მიეც, რაჲცა გეპოოს ჴელსა შენსა.
10. რამეთუ მიმგებელ არს და შჳდ წილად მოგაგოს შენ.
11. ნუ ჰქრთამობ და შესწირავ, რამეთუ არა შეიწიროს, და ნუ გულსა შეაპყრობ მსხუერპლსა სიცრუვისასა,
12. რამეთუ უფალი მსაჯულ არს და არა არს თუალთხუმაჲ მის წინაშე დიდებასა კაცთასა.
13. არავის თუალახუნის გლახაკსა და ლოცვაჲ ვნებულისაჲ ადრე შეისმინის.
14. არა უგულებელს-ყოს ლოცვაჲ იგი ობლისაჲ და არცა ქურივისაჲ, რაჟამს განჰფინნის ლოცვანი წინაშე მისსა.
15. არა ცრემლნი იგი ქურივისანი დამოსდიედ ნიკაფსა მისსა და დამოდინებაჲ შესთქრეს დამომადინებელთა მისთა.
16. რომელი ჰმსახურებდეს სათნოებით, შეწირულ იყოს და ლოცვაჲ მისი ღრუბლადმდე მიიწიოს.
17. ლოცვამან მდაბლისამან ღრუბელნი განვლნა და ვიდრე მიწევნადმდე არა დაცხრეს
18. და არა გარემოიქცეს, ვიდრემდის იძიოს მაღალმან და საჯოს სიმართლით და ყოს სამართალი თავადმან უფალმან.
19. და არა ყოვნოს და არცა მიუტევოს მათ მაღალმან,
20. ვიდრემდის შემუსრნეს ქედნი უწყალოთანი და შორის წარმართთა მიაგოს შურისგებაჲ.
21. ვიდრემდის აღიჴოცოს შურისგებაჲ სიმრავლჱ იგი ამპარტავანთაჲ და კუერთხი იგი ჴელმწიფებისაჲ უკეთურთაჲ შემუსროს.
22. ვიდრემდის მიაგოს კაცად-კაცადსა მსგავსად საქმეთა თჳსთა და საქმეთაებრ კაცთა და ზრახვათა მათთაებრ მიაგოს.
23. ვიდრემდის მიახოს შჯული ერისა თჳსისაჲ და ახაროს მათ წყალობითა თჳსითა.
24. რამეთუ შუენიერ არს წყალობაჲ ჟამსა ჭირისასა, ვითარცა ღრუბელი წჳმისაჲ ჟამსა გუალვისასა.
თავი 36
36:1–27
1. მიწყალენ ჩუენ, უფალო ღმერთო ყოველთაო, და მომხედენ ჩუენ, მოჰფინე შიში შენი ყოველთა ზედა წარმართთა.
2. და აღიღე ჴელი შენი ყოველთა ზედა უცხოთესლთა და იხილონ ძლიერებაჲ შენი.
3. ვითარცა მათ წინაშე იდიდე ჩუენ ზედა, ეგრეცა ჩუენ წინაშე განძლიერდი მათ ზედა.
4. და გიცნან შენ მათ, ვითარცა ჩუენ გიცანთ შენ, რამეთუ არა არს ღმერთ შენსა გარეშჱ, უფალო.
5. განაახლენ საკჳრველებანი და მოაქციე სასწაულები, ადიდე ჴელი შენი და მკლავი მარჯუენაჲ შენი.
6. განაღჳძე გულისწყრომაჲ და დასთხიე რისხვაჲ, მოსპე მტერი იგი და აღჴოცე მჴდომი.
7. ისწრაფე ჟამი და მოიჴსენე დღჱ იგი საშჯელისაჲ და მიუთხრობდე საკჳრველებათა შენთა სიმდიდრისა შენისათა.
8. რისხვითა მით ცეცხლისა მისისაჲთა შემუსროს არაგანსარინებელი იგი მტერი; და რომელნი-იგი აჭირვებდენ ერსა მას შენსა, პოვონ წარსაწყმედელი განრყუნისა მათისაჲ.
9. შემუსრე თავები მტერთაჲ, რომელნი იტყოდეს: არავინ არს ჩუენსა გარეშჱ.
10. შეკრიბე ყოველი ნათესავი იაკობისი.
11. უფალო, შეიწყალე ერი შენი, რომელ ჩინებულ არს სახელისა შენისა, ისრაელი, რომელ პირმშოსა მას ამსგავსე.
12. შეიწყალე ქალაქი სიწმიდისა შენისაჲ იერუსალემი და ადგილი განსასუენებელისა მის შენისაჲ.
13. აღავსე სიონი აღებად სიტყუათა მათ შენთა,
14. და აღადგინენ წინაწარმეტყუელნი სახელისა შენისათჳს.
15. მიეც სასყიდელი, რომელთა დაგითმონ შენ და წინაწარმეტყუელნი სარწმუნო იყვნენ.
16. შეგესემინ, უფალო, ლოცვაჲ მსახურთა შენთაჲ კურთხევისა მისებრ აჰრონისა ერისა თჳსისა,
17. რაჲთა გულისხმა-ყონ ყოველთა, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ხარ უკუნისამდე.
18. ყოველი ჭამადი დაადნვის მუცელმან და არნ ჭამადი უმჯობჱს ჭამადისა.
19. სასამან გამოიცადის გემოჲ ჭამადისაჲ ნადირთაჲ, ეგრეცა გულმან გონიერმან სიტყუანი გონიერებისანი და ჭეშმარიტებისანი.
20. გულმან გულარძნილმან შეამთხჳის ჭუვილი. კაცმან გამოცდილმან მიაგოს მას.
21. ყოველმან მამაკაცმან შეიმთხჳის დედაკაცი და დედაკაცი დედაკაცსა უმჯობჱს არნ.
22. სიკეთემან დედაკაცისამან მხიარულ ყვის პირი და ყოველსა გულისსათქუმელსა კაცთასა ჰმატს.
23. იყოსღათუ ენასა მისსა წყალობა და მშჳდობა, არა არს ქმარი მისი მსგავს ძეთა კაცთა.
24. რომელმან მოიპოვა დედაკაცი გონიერი, უწყიეს მას მოგებაჲ ცხორებისაჲ შემწედ მისა და სუეტად განსასუენებელად.
25. სადა არა ახნ ზღუდჱ, მუნ მიმოდაიტაცის ნაყოფი, და სადა არა არნ დედაკაცი, მუნ კუნესიედ ვითარცა ცთომილნი.
26. რამეთუ ვის ჰრწამნ მარტოჲ ავაზაკი, რომელი იცვალებინ ქალაქითი ქალაქად?
27. ეგრეცა კაცი, რომლისა არა იყოს თჳსი ბუდჱ და დადგრომილ, სადაცა დაუღამნის.
თავი 37
37:1–31
1. ყოველმან მეგობარმან თქუას: მეცა ვმეგობრებ. ხოლო არს მეგობარი, რომელი სახელად ხოლო მეგობარ არს.
2. და არა არს ჭუვილი მისი სიკუდიდმდე, მოყუასი და მეგობარი, რომელნი გარდაიქციან მტერად.
3. ჵ უკეთურო ზრახვაო, ვინაჲ შემოჰგორევდი დაფარვად ჴმევისა ზაკუვით.
4. მეგობარი მეგობარსა თანა იშუებნ და ჟამსა მას ჭირისასა აღუდგის მჴდომად.
5. და არს მეგობარი, რომელი იჭვინ მუცლისათჳს და დღესა მას ბრძოლისასა არა აღიღის ფარი.
6. ნუ დაივიწყებ მეგობარსა თავით შენით და ნუ უჴსენებელ ჰყოფ მას ფასთა შინა შენთა.
7. ყოველმან მზრახვალმან გამოიღის ზრახვაჲ, ხოლო არნ მზრახვალი, რომელი თავისა თჳსისათჳს ხოლო ზრახავნ.
8. მზაკუვართაგან მზრახვალისა დაიცევ თავი შენი და პირველად გულისხმა-ყავ, რაჲ-იგი უჴმს, რამეთუ თავით თჳსით ზრახავს. ნუუკუე შეგაცთუნოს შენ ალაგთა
9. და გეტყოდის: კეთილ არს გზაჲ ეგე შენი. და დაგიდგეს შენ წინა ხილვაჲ, რაჲ-ძი ძჳრი წარგჴდეს შენ.
10. ნუ ჰზრახავ ქუეგანხედვარისა შენისა თანა და მოშურნეთა შენთათჳს დაფარე ზრახვაჲ შენი.
11. ნუ აზრახებ კაცსა უღმრთოსა ღმრთისმსახურებისათჳს, ნუცა ცრუსა სიმართლისათჳს, ნუცა კაცსა გულმედგარსა ღუაწლისათჳს. ნუცა კაცსა შორიელსა გარდაქცევისა საფარდულისათჳს, ნუცა კაცსა მომფრდელსა განსყიდისათჳს, ნუცა კაცსა თუალბოროტსა მადლიერებისათჳს, ნუცა კაცსა უწყალოსა სახეტკბილობისათჳს, ნუცა კაცსა მცონარსა საქმისათჳს, ნუცა კაცსა მორეწესა სასყიდლისათჳს მიცემისა, ნუცა მონასა მედგარსა მრავლისა საქმისა ბრძანებისათჳს. ამას ყოველსა ნუ გულსა შეაპყრობ ყოვლისათჳს ზრახვისა.
12. არამედ ყოვლისათჳს კაცისა მიმართ ღმრთისა იმაწენ ზრახვაჲ შენი უფროჲს, რომლისა გულითად უწყოდი, ვითარმედ იმარხნეს მცნებანი, რომლისა გონებაჲ შემსგავსებულ იყოს გონებასა შენსა. და-თუ-ეცემოდი, ელმოდის შენ წილ.
13. და ზრახვაჲ გულისა შენისაჲ იყავნ მის თანა, რამეთუ არავინ გივის შენ უსარწმუნოეს მისა.
14. რამეთუ გონებაჲ კაცისაჲ უმახლობელჱს არს, ვიდრე შჳდი ებგური, რომელნი სხენ მაღალთა ზედა ებგურად.
15. და ამას ყოველსა ზედა ევედრებოდე მაღალსა, რაჲთა განგიგნეს ჭეშმარიტებით გზანი შენნი.
16. დასაბამ ყოველთა საქმეთა სიტყუაჲ არს და მძღუარ ყოვლისა საქმისა ზრახვაჲ არს,
17. და ალაგნი იგავთანი - გული. რამეთუ ოთხი ჯერი აღმოსცენდების მისგან:
18. კეთილი და ბოროტი, ცხორებაჲ და სიკუდილი, და ჴელმწიფჱ მათ ზედა ენაჲ
19. არს კაცი ღრმად მეცნიერი მრავალთა მასწავლელ და თავისა თჳსისა უჴმარ არს იგი.
20. და არს კაცი სიტყუაჴელოვნებითა, საძულელ იქმნის ესე ყოვლისაგან და სიბრძნისაგან ნაკლულევან არს;
21. რამეთუ არა მოცემულ არს მისა მადლი უფლისა მიერ და ყოვლისაგან გონებისა ნაკლულევან არს.
22. არს ბრძენ, რომელი თავისა თჳსისათჳს არნ და ნაყოფი გონიერებისა მისისაჲ პირისა მისისაგან არნ სარწმუნო.
23. კაცი ბრძენი ერსა თვისსა ჰსწავლის და სარწმუნო არიან ნაყოფნი გულისხმისყოფისა მისისანი.
24. კაცი გონიერი აღივსოს კურთხევითა და ჰნატრიდენ მას ყოველნი, რომელნი ჰხედვიდენ მას.
25. ცხორებაჲ კაცისაჲ რიცხჳთ არს და დღენი უფლისანი ურიცხუ არიან.
26. რომელი ბრძენ არს, ერსა შორის თჳსსა დაიმკჳდრის მან დიდებაჲ და სახელი მისი ეგოს უკუნისამდე.
27. შვილო ჩემო, ცხორებასა შენსა გამოიცადე თავი შენი და იგულე, რაჲ არს ბოროტი იგი მისი, და ნუ შეამთხუევ მას,
28. რამეთუ არა ყოველი ყოვლისა სარგებელ არს და არცა ვის ყოველი ყოვლითა სათნო ეყვის.
29. ნუ იანგაჰრებ შენ ყოველსა შინა ფუფუნებასა და ნუ გარდაიქცევი შენ პირად-პირადითა საჭმლითა,
30. რამეთუ მრავალსა ჭამადსა შეჰყვის სალმობაჲ და უძღებაბამან აღუძრის მალასი.
31. ანგაჰრებითა მრავლითა მრავალნი მოსწყდეს, და რომელი ეკრძალოს მას, შესძინოს ცხორებასა.
თავი 38
38:1–34
1. თავ-უყავ მკურნალსა საჴმარებისა მისისათჳს, რამეთუ იგიცა უფალმანვე დაჰბადა.
2. რამეთუ კურნებაჲ მაღლისა მიერ არს და მეფეთაგან მიიღის მან ნიჭი.
3. სიჴელოვნემან მკურნალისამან აღუმაღლის სახელი და წინაშე მდიდართასა იდიდის.
4. რამეთუ ღმერთმან დაჰბადა წამალი ქუეყანისაგან კურნებისაჲ და კაცსა გონიერსა არა ეწყინებინ იგი.
5. ძელისა მისგან რაჲ დაემტკიცნეს წყალნი, რაჲთა საცნაურ იყოს ძლიერებაჲ მისი,
6. და თავადმან კაცთა მისცა მეცნიერებაჲ, რაჲთა იდიდოს საკჳრველებითა თჳსითა.
7. და მით განკურნა და მოსპო სალმობაჲ. საცხებელი მგბოლველთაჲ მათ ამითვე შეიზავნიან საცხებელნი მათნი,
8. და ამათსა გარეშჱ ვერღარა ესრულის საქმჱ იგი და მშჳდობაჲ მის მიერ არს ქუეყანასა ზედა.
9. შვილო ჩემო, სნეულებასა შენსა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ ევედრებოდე უფალსა და მან განგკურნოს შენ.
10. განიშორე შენგან შეცოდებაჲ და განგემარჯოს ჴელთა შენთა და ყოვლისაგან შეცოდებისა განიწმიდე თავი შენი.
11. მიეც სულნელებაჲ საკუმეველისაჲ და სამინდოჲ საჴსრად შენდა, განაპოხე მსხუერპლი შენი სულნელად.
12. და მკურნალსაცა ეც ადგილ, რამეთუ იგიცა ღმერთმანვე შექმნა. და ნუ განგეშორებინ შენ იგი, რამეთუ საჴმარ არს იგი შენდა.
13. და იყოს ჟამი, ოდეს ჴელითა მისითა განგემარჯოს,
14. რამეთუ იგიცა უფალსა ევედრებიედ, რაჲთა წარემართოს მათ განსუენებაჲ და მკურნალებაჲ ცხორებისა მათისაჲ.
15. რომელმან შესცოდოს შემოქმედსა თჳსსა, იგი შევარდეს ჴელთა მკურნალისათა.
16. შვილო, მკუდარსა ზედა დამოადინენ ცრემლნი და ვითარცა ფრიად ტკივნეულმან ისწრაფე გოდებად და შემსგავსებულად ბრძანებულისა მის შემოსენ ჴორცნი მისნი და ნუ შეურაცხ-ჰყოფ დასამარხველსა მას მისსა.
17. განიცხრვე ტირილდ და განამრავლე ტყებაჲ და გლოვა ყავ, რავდენცა გიღირდეს მისა, ერთ დღე ანუ ორ დღე გმობისათჳს და მუნქუესვე ნუგეშინის-ეც გულსა შენსა,
18. რამეთუ ჭუვილსა გამოვალს სიკუდილი და გული სიტყუამან გულისამან შეღრიკის ძალისაგან.
19. მეყსეულად მოსრვაჲ და ზრუნვაჲ და ცხორებაჲ იგი უპოვარებისაჲ შთაუწთვის გულსა.
20. ნუ მისცემ ზრუნვასა თავსა შენსა, არამედ განეშორე მას. მოიჴსენე უკუანაჲსკნელი.
21. და ნუ დაივიწყებ, რამეთუ არა არს შეცთომა, მასცა არაჲ არგო და თავიცა შენი განიბოროტო.
22. მოიჴსენენ ბრძანებანი იგი მისნი, რამეთუ შენდაცა ეგრე ყოფად არს, ჩემდა გუშინ და შენდა დღეს.
23. შესუენებასა მკუდრისასა აღესრულის საჴსენებელი მისი და ნუგეშინის-მცემელ ეყავ აღმოსლვასა სულთა მისთასა.
24. სიბრძნჱ მწიგნობრებისაჲ თავისუფლებასა ცალიერებისასა არს და გონებანაკლულევანი ამით ვერვე განბრძნდის.
25. რაჲთამე განბრძნდეს კაცი, რომელსა ეპყრას ერქუანი და იქადოდის დეზისა ცემასა ჴართა ზახებითა და მისვე საქმისა მიმართ აღმსთობითა. და ზრახვაჲ მისი არნ ნაშობთა მიმართ კუროთასა.
26. და გული მისი შერეულ არნ განმარტებად ურნატთა და უძილებაჲ იგი მისი არნ კუებვასა სამწყსოთასა.
27. ეგრეცა ხუროჲ ხუროთმოძღუარი, რომელნი-იგი ღამჱ, ვითარცა დღისი, იქცევიან. და რომელი გამოსწერნ და გამოჰქანდაკებნ წერილთა მათ ბეჭდის თუალებისა ხატად და უძილებათა მათთა განწვალეს პირად-პირადი იგი ქმნულებაჲ. გული მისცის მსგავსებასა გამოწერისასა და უძილებამან მათმან აღასრულის საქმჱ.
28. ეგრეცა მჭედელმან მახლობელად ბრძმედთა და განიცდინ შანთთა რკინისათა. მწუარი ცეცხილაჲ დაუდნობნ ჴორცთა მისთა და სიცხესა მას ალისასა ჰბრძავნ. ჴმაჲ კუერისაჲ დაუყოფნ ყურთა მისთა და მსგავსებასა მას საქმეთა მასთასა არიედ თუალნი მისნი. გული მისი მისცის აღსრულებასა საქმისასა და უძილებაჲ მისი განაშუენებნ საქმესა მას.
29. ეგრეცა მეკეცჱ ზინ საქმესა ზედა თჳსსა და ფერჴითა თჳსითა იქცევნ მორგუთა. რომელი-იგი ზრუნვით მას ზედა ადგს საქმესა მას თჳსსა, შერაცხილ არიან ყოველნივე იგი საქმენი მისნი.
30. მკლავითა თჳსითა გამოასხის თიჴაჲ იგი და წინაშე ფეჴგთა მისთა შედრიკის ძალი მისი. გული მისი მისცის სრულიად გლორწნასა და უძილებაჲ იგი მისი გამოდნობასა და გამოწმედასა საჴუმილისასა.
31. ყოველნივე ესე ჴელთა მათთა ესვიდეს და კაცად-კაცადი საქმითა თჳსითა განბრძნდის.
32. და მათ თჳნიერ ვერ იშჱნის ქალაქი და არცა დაეშჱნნენ და იმოთხვიდენ მათ შინა.
33. ხოლო ზრახვასა მას ერისასა არა იძინენ და კრებული იგი მათ ზედა გარდაჰჴდეს. საყდართა მათ მსაჯულთასა არა დასხდენ და შჯული იგი საშჯელისაჲ ვერ გულისხმა-ყონ,
34. და ვერცა გამოაცხადონ სწავლულებაჲ და სამართალი და იგავსა შინა არა იპოვნენ. არამედ საქმენი იგი კეთილნი დაამტკიცნენ და ლოცვაჲ მათი არნ საქმესა მას თჳსსა ჴელოვნებისასა.
თავი 39
39:1–35
1. გარნა რომელმან მისცის თავი თჳსი ჴელთა ღმრთისათა და ზრახვასა მისსა ზრახვიდეს შჯულსა შინა ღმრთისასა, სიბრძნე ყოვლისა წინა გამოიძიოს და წინაწარმეტყუელებათა მათ მიმართ უცალო იყოს.
2. მოძღურებაჲ კაცთაჲ მათ სახელოანთაჲ და იგავთა მათ სახეთაჲ შინა ვიდოდის.
3. დაფარულნი იგი იგავთანი გამოიძინეს და გარდაქცეულთა მათ იგავთა შინა იქცეოდის.
4. და წინაშე ერისთავთა საცნაურ იყოს, ქუეყანასა მას უცხოთასა და წარმათთასა მიიწიოს, რამეთუ კეთილი და ბოროტი გამოიცადა კაცმან.
5. გული მისცა აღმსთობად უფლისა მიმართ, შემოქმედისა თჳსისა, და წინაშე მაღლისა ევედრებოდის და აღაღოს პირი თჳსი და ცოდვათათჳს ილოცვიდეს.
6. უკუეთუ უფალსა ღმერთსა უნდეს, სულითა წმიდითა აღავსოს იგი, რამეთუ თავადმან გამოუწჳმოს მას სიტყუაჲ იგი სიბრძნისაჲ და თაყუანის-ცემით აღუვარებდეს უფალსა.
7. და თავადმან განუმარჯოს მას ზრახვაჲ იგი მისი და სწავლულებაჲ და დაფარულნი მისნი გულისხმა-ყვნეს.
8. და გამოუჩინოს მას სწავლულებაჲ მოძღურებისა მისისაჲ და შჯულითა მით აღთქუმისა მაღლისაჲთა იქცეოდის.
9. გონიერებასა მისსა აქებდეს ყოველი და მი-უკუნისამდე არა აღიჴოცოს და არცაღა განქარდეს საჴსენებელი მისი, და სახელი მისი ცხონდეს თესლითი თესლადმდე.
10. და სიბრძნესა მისსა მიუთხრობდენ ნათესავნი და ქებულებაჲ მისი განთქუას ყოველმან ერმან.
11. უკუეთუ დაადგრეს, სახელოვნებაჲ დაუტეოს და შე-ღათუ-ისუენოს წინანდელსა უმჯობჱსვე იყოს.
12. და მერმჱ განვიზრახო და გითხრობდე, რამეთუ აღივსო ვითარცა მთოვარჱ დაკლებული.
13. ისმინეთ ჩემი, წმიდანო შვილნო, და აღმოსცენდებოდენ ვითარცა ვარდი, რამეთუ დანერგულ არნ თანაწარსადინელსა წყალთასა.
14. და ვითარცა გუნდრუკმან სულნელმან გამოეცინ სულნელებაჲ, გამოაყუავნეთ ყუავილი იგი თქუენი, ვითარცა შროშანი, გამოეცით სულნელებაჲ თქუენი. აქებდით გალობითა და აკურთხევდით უფალსა და ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.
15. მიეცით მას დიდად შუენიერებაჲ და აღუვარებდით ქებულებასა მისსა გალობითა და ჴმითა ქებისაჲთა აქებდით ღმერთსა და ესრჱთ იტყოდეთ, რაჟამს აღუვარებდეთ:
16. რამეთუ საქმენი უფლისანი კეთილ არიან ფრიად და ყოველი იგი ბრძანებაჲ ჟამსა თჳსსა იყოს. არა არს თქუმად: რაჲ არს ესე ანუ რაჲსათჳს? რამეთუ ყოველივე ჟამსა თჳსსა მოიძიოს.
17. ბრძანებითა მისითა დადგეს, ვითარცა ზჳნეულნი, წყალნი და სიტყჳთა პირისა მისისაჲთა საუნჯენი წყალთანი.
18. ბრძანებითა მისითა ყოველივე ნებაჲ მისი, რამეთუ არავინ არს, რომელმანმცა შეამცირა იგი და მაცხოვარებაჲ მისი.
19. საქმენი ყოველთა ჴორციელთანი მის წინაშე არიან და არარაჲ არს დაფარულ წინაშე თუალთა მისთა.
20. არა არს დამცირება და არცა აღდიდება მის თანა, და არა არს რიცხჳ მაცხოვარებისა მისისაჲ საუკუნითაგან და უკუნისამდე. მოიხილა და არა არს საკჳრველ წინაშე თუალთა მისთა.
21. და არა სათქუმელ არს: რაჲ არს ესე? არცა სათქუმელ არს, ვითარმედ ესე მისა უძჳრეს არს. არამედ ყოველი საჴმართა მათ თჳსთა დაბადებულ არს და განმტკიცებულად დგას.
22. კურთხევაჲ იგი მისი ვითარცა მდინარე განჰფინა და ვითარცა ჴმელითა ნაღუარევისაჲთა დაეთრვო,
23. ეგრეცა რისხვამან მისმან წარმართნი დაიმკჳდრნეს, რომელნი არა ეძიებენ მას, ვითარ-იგი გარდააქცინა წყალნი მათნი ფერად.
24. გზანი მისნი წმიდათათჳს წრფელ არიან, ეგრეცა უშჯულოთათჳს საცთურად მათა.
25. რამეთუ კეთილისათჳს კეთილი განმზადებულ არს დასაბამითგან, ეგრეცა ცოდვილსა მას კეთილი იგი ბოროტად გარდაექცის.
26. დასაბამი ცხორებისა კაცთაჲ წყალი, ცეცხლი, რკინაჲ, მარილი და სამინდოჲ იფქლისაჲ, სძჱ და თაფლი, სისხლი ყურძნისაჲ, სამოსელი.
27. ესე ყოველი ქველისმოქმედთა მათთჳს განმზადებულ არს, ეგრეცა ძჳრისმოქმედთათჳს ბოროტად.
28. ქარნი სამარადისონი განმზადებულ არიან შურის საგებელად. და რისხვითა მისითა განმტკიცნეს გუემანი მათნი. ჟამსა მას აღსასრულისა მათისასა ძალი მათი განჰფინონ და გულისწყრომაჲ შემოქმედისა მათისაჲ დააცხრვონ.
29. ცეცხლი და სიკუდილი ესე ყოველი განმზადებულ არნ შურის საგებელად მათა.
30. შუვანი ლომთანი, ღრიაკალნი, იქედნენი, მახჳლი შურის მგებელად და მომსრველად უღმრთოთა.
31. მცნებითა მისითა იხარებდენ და ქუეყანასა ზედა საჴმართა შინა განემზადნენ და ჟამსა მას თჳსსა არა გარდაჰჴდენ სიტყუასა.
32. ამისთჳს დასაბამითაგან განემტკიცენ და განვიზრახო გონებითა და წიგნებითა ვყავ ესე ყოველი.
33. საქმენი ღმრთისანი ყოველნი კეთილ არიან და ყოველნი საჴმარნი მისნი ჟამსა თჳსსა განემზადებიან.
34. და არა არს სათქუმელ, რამეთუ ესე უბოროტჱს არს მისა, რამეთუ ყოველივე ჟამსა თჳსსა შეაგუვოს.
35. აწ ყოვლითა გულითა და პირითა აკურთხევდეთ სახელსა უფლისასა.
თავი 40
40:1–30
1. უცალოებაჲ დიდ დაებადა კაცთათჳს და უღელი მძიმჱ ნაშობთა ზედა ადამისთა დღითგან გამოსლვით საშოჲთ დედისა მათისაჲთ, ვიდრე მიქცევადმდე მუნვე დედისა მიმართ ყოველთაჲსა.
2. ზრახვანი მათნი და ნებაჲ გულისაჲ მათისაჲ, ზრახვანი იგი იჭჳსა მის მათისანი დღედმდე აღსასრულისა მათისა.
3. დიდებულითგან, რომელი-იგი ზის საყდართა მათ უფლებისათა, მი-გლახაკისამდე, რომელი-იგი გორავნ მიწასა და ნაცარსა ზედა,
4. მისითგან, რომელი-იგი იმკვებინ სინდისითა და რომელსა-იგი ადგეს გჳრგჳნი ოქროჲსაჲ, მისამდე, რომელი იმოსების ქირშითა, ჴდომაჲ, შური, განკრთომაჲ, შეძრწუნებაჲ და შიში სიკუდილისაჲ, მტერობაჲ, ზრზენაჲ.
5. ჟამსა მას შინა გამოძიებისა მისისასა ძილმან ღამისამან განუცვალის გონებაჲ მისი,
6. მცირედ, ვითარცა არარაჲ, განუსუენოს და მის მიერ ჩუენებასა მას შინა ვითარცა დღისა ხილვასა განკრთომილ იყოს გული მისი. ვითარცა ვინ ევლტინ პირსა ბრძოლისასა.
7. და ჟამსა მას ბრძოლისა მისისასა განიღჳძოს და დაუკჳრდეს არარაჲ უშიშად.
8. და ყოველთა ჴორციელთა თანა კაცითგან მი-პირუტყუადმდე, და ცოდვილთა მათ ზედა შჳდ წილ უმეტჱს.
9. სიკუდილი და ჴდომაჲ, სისხლი და მახჳლი, ტყუეობაჲ და სიყმილი, შემუსრვაჲ და გუემაჲ.
10. უშჯულოთა ზედა განმზადებულ არს ესე ყოველი და ამათთჳს იყო წყლითრღუნაჲ სოფელსა.
11. ყოველი, რავდენი არს ქუეყანისაჲ, ქუეყანასვე მიექცეს; და ყოველი, რავდენი წყალთაგან არს, მუნვე ზღუად მიიქცეს.
12. ყოველივე ქრთამი უკეთურებისაჲ აღიჴოცოს და სარწმუნოებაჲ უკუნისამდე ეგოს.
13. ფასი უკეთურთაჲ, ვითარცა ნაღუარევი, განჴმეს და ვითარცა ქუხილი ჴმამძიმჱ წჳმად გარდაიქცეს.
14. ჴსნილებითა მით ჴელთა მისთაჲთა იხარებდეს, ხოლო რომელნი გარდაჰჴდენ მცნებათა, ეგრეცა აღსასრულსა მას მოაკლდეს.
15. ნაშობთა მათ უღმრთოთა არა განიმრავლნენ რტონი მათნი და ძირნი იგი არაწმიდათანი ზედა გრილთა კლდისათა.
16. ვითარცა მცურვლები ყოველსა წყალსა თანა და კიდეთა მდინარისათა აღმოსცენდის და ყოვლისა თავისა წინა მოიწილის.
17. მადლი ვითარცა სამოთხე კურთხეულთა შინა და წყალობითა ეგოს უკუნისამდე.
18. ცხორებაჲ ნუყიერთაჲ საქმითა ჴელთა მისთაჲთა დამტკიცნეს და შჯობს ორთავე, ვითარმცა ვინ პოვა ფასი.
19. ნაშობთა დაშჱნებამან ქალაქსა განუმტკიციან სახელი და უფროჲს ამათ ორთასავე უფროჲს დედაკაცი უბიწოჲ შერაცხილ არს.
20. ღჳნომან და სახიობამან ახარიან გულსა და ამათ ორთასავე უფროჲს არს სიყუარული სიბრძნისაჲ.
21. ნესტუმან და ლინმან მოატკბიან ჴმაჲ და მათ ორთასავე უმეტჱს არს ენაჲ ტკბილი.
22. მადლისა და სიკეთისა გულმან უთქუას თუალსა და მათ ორთასავე უშუენიერჱს არს განმწუანებაჲ იგი დათესულისაჲ.
23. მეგობარი და მოყუასი ჟამსა შეიმთხჳნიან და უფროჲს მათსა დედაკაცისა შემთხუევაჲ ქმრისა თჳსისაჲ.
24. ძმანი და შეწევნაჲ ჟამსა ჭირისასა და მათ ორთასავე უფროჲს საცემელმან და წყალობამან იჴსნიან ჭირისაგან.
25. ოქრომან და ვეცხლმან აღამაღლიან ფრიად, ხოლო მათ ორთასავე უფროჲს ზრახვამან კეთილმან სათნო-ყვის კაცი.
26. ფასმან და ძალმან აღამაღლიან გული და მათ ორთასავე შიშმან უფლისამან უფროჲს აღამაღლის კაცი. არა არს მოშიშთა თანა უფლისათა ნაკლულევანებაჲ და არა არს მათ ზედა საძიებელ შეწევნისა.
27. შიში უფლისაჲ ვითარცა სამოთხჱ კურთხევისაჲ და ყოვლისა უფროჲს დიდებისა იგი ჰფარავს.
28. შვილო, თხოვით ცხორებასა ნუ დაიჩუევ, რამეთუ შჯობს სიკუდილი, ვიდრეღა არა თხოვასა.
29. კაცი, რომელი ჰხედვიდეს სხჳსა ტაბლასა, არა შერაცხილ არს ცხორებაჲ იგი მისი რიცხუთა ცხორებისათა, გულსმოდგინედ ღათუ ჰხედვიდეს განმრთიძ]ღომადმდე უცხოჲსა მისგან ჭამადისა. კაცი გონიერი და სწავლული ეკრძალის ამას.
30. ხოლო პირსა ურცხჳნოსა დასტკბნის თხოვაჲ და მუცელსა მისსა აღატყდის, ვითარცა ცეცხლი.
თავი 41
41:1–27
1. ჵ სიკუდილო, რაბამ მწარე არს შენი საჴსენებელი კაცისათჳს, რომელი მშჳდობით იყოს ნაყოფთა თჳსთა ზედა, კაცისათჳს უზრუნველისა და წარმართებულისა, და-ღათუ-ედვას შეწყნარებად შუებისა.
2. ჵ სიკუდილო, კეთილ არს შენი საშჯელი კაცისა ჴუებულისათჳს და ძალითა ნაკლულევანისათჳს, სიბერესა გარდაცთომილისა და ურჩისა მოძღურებისა მისგან, და რომელსა წარეწყმიდოს მოთმინებაჲ,
3. ამას ნუ ჰრიდებ, სიკუდილო. მოიჴსენენ წინანი შენნი და შემდგომნი, რამეთუ შენ თანავე არიან.
4. ესე საშჯელი უფლისა მიერ არს ყოვლისავე ჴორციელისა. აწ უკუე რაჲსა სდროებ ნებასა მას ღმრთისასა გინათუ ათ, გინათუ ას, გინათუ ათას წელ ჯოჯოხეთს შინა რიცხჳსათჳს ცხორებისა კაცთაჲსა.
5. შვილო ჩემო, საძაგელ და ბილწ არიან ნაშობნი იგი ცოდვილნი და შესუარულ არიან მასვე ცხორებასა უღმრთოსა.
6. წარუწყმედიეს მოთმინებაჲ და ნათესავისა მათისა თანა აღიმსთოს ყუედრებამან.
7. კაცსა უღმრთოსა შვილნი თჳსნი აყუედრებედ, რამეთუ მის გამო ყუედრებაჲ მოიღიან.
8. ვაჲ თქუენდა, კაცნო უღმრთონო, რომელ დაგიტევებიეს შჯული ღმრთისა მაღლისაჲ.
9. ისხნეთ ღათუ შვილ, ნაშობნი იგი თქუენნი ნაკლულევანვე იყვნენ. და თუ მოსწყდეთ, წყევამან განგიყვანნეს თქუენ.
10. ყოველივე, რაჲ არს ქუეყანისაჲ, ქუეყანადვე მიიქცეს, ეგრეცა უღმრთონი წყევით წარსაწყმედელსა მივიდენ.
11. გლოვაჲ კაცისაჲ გუამსა შინა მისსა, ხოლო სახელი უღმრთოთაჲ უკეთურებითა აღიჴოცოს.
12. იღუაწე სახელისათჳს, რამეთუ ესე წარგყვეს შენ ვიდრეღა არა ათასეულნი იგი ფასნი ოქროჲსანი დიდძალნი.
13. ცხორებისა კეთილისა დღენი ჟამთანი აღ-ვე-ირაცხიან, ხოლო სახელი იგი კეთილი უკუნისამდე დაშთის.
14. მოძღურებაჲ მშჳდობისაჲ დაიცევით, შვილნო: სიბრძნჱ დაფარული და ფასი გამოუჩინებელი, რაჲმე სარგებელ არს ორთავე ამათგან?
15. შჯობს კაცი, რომელმან დაიფაროს სიცოფჱ იგი თჳსი, ვიდრეღა არა კაცისა, რომელმან დაიფაროს სიბრძნჱ თჳსი.
16. აწ უკუე შეიკდიმეთ სიტყუათა ამათ ჩემთა ზედა, რამეთუ არა კეთილ არს ყოველი სირცხჳლი დამარხვად და არცა ყოველი ყოვლითა სარწმუნოებასა შინა სათნო არს.
17. სირცხჳლი ჯერ-არს მამისაგან და დედისათჳს სიძვისაგან; მთავრისა მისგან და ძლიერისა ცილის სიტყჳსათჳს,
18. მოსაჯულისაგან და მოფარდულისაგან შეცოდებისათჳს,
19. გუნდისა მისგან და ერისა უშჯულოებისათჳს; ადგილისა მისთჳს, რომელსა დაშჱნებულ ხარ, პარვისათჳს;
20. ჭეშმარიტებისაგან ღმრთისა და მცნებათათჳს და ჴელისა გარდართხმისა ტაბლასა ზედა,
21. ყუედრებისაგან მოთხოვისათჳს და მიცემისა ჟამსა თჳსსა და მომკითხველთა მათგან დუმილისათჳს;
22. განცდისაგან დედაკაცისა; სხჳსაგან გარემიქცევისა პირისა ნათესავისაგან თჳსისა;
23. მოღებისაგან ნაწილისა და მიცემისა; პირისა ხედვისაგან დედაკაცისაგან ქმრის ცოლისა;
24. მიზეზობისაგან გულისთქუმისა თჳსისა მგევალისაჲსა და ნუცაღა მიადგები სარეცელთა მისთა.
25. მეგობართაგან სიტყუათათჳს ყუედრებისაგან და მიცემისა შემდგომად არაყუედრებისა.
26. და მორჩილებისაგან სიტყჳს სმენისა და მხილებისაგან სიტყუათა საიდუმლოთა.
27. ამას ყოველსა ზედა იყავ მორცხუჱ ჭეშმარიტებით და ჰპოვო შენ მადლი ყოველთაგან კაცთა.
თავი 42
42:1–25
1. შვილო, ამათ ზედა ნუ გრცხუენინ და ნუცა თუალთღებით სცოდავ:
2. შჯულისა მისთჳს მაღლისაჲსა და მცნებათა მათ მისთა და საშჯელისა განმართლებად ცოდვილისა;
3. სიტყჳსათჳს შეყოფისათჳს და გზისა ზიარისა და საცემელისა მისთჳს სხუათა მკჳდრობისა;
4. და ჭეშმარიტებისათჳს საწყალობელისა და სასწორისათჳს, მოღებისათჳს მრავლისა მცირითა;
5. მიცემისა და მოღებისათჳს ვაჭართაჲსა და განსწავლისათჳს შვილთა ფრიადისა და მონისა უკეთურისაგან გუერდნი მოსისხლებად.
6. და დედაკაცისა უკეთურისა კეთილ არს ბეჭდვაჲ და კრძალვაჲ, და სადა ჴელი მართალი არა იყოს, და-ცა-ჰკლიტე,
7. და რაჲ მისცე, რიცხჳთ მიეც და მოიღე ყოველი წიგნით.
8. სწავლისათჳს უგუნურისა და ცოფისა და მჴცოვნისა გარდასრულისა, რომელი თანამდებ იყოს საშჯელისათჳს სიძვისაჲსა, და იყო შენ მოძღურეულ ჭეშმარიტად და გამოცდილ და რჩეულ იპოვო შენ ყოვლისა ცხოველისა.
9. ასული მამისა თჳსისა დაფარული უძილებაჲ არს და გულისსიტყუათა მათ მისთა განაშორიან ძილი მისი, სიყრმესა მას მისსა ზრუნავნ: ქალწულებასა ნუთუ გარდაჰჴდეს. ქმრის ცოლებასა ზრუნავნ: ნუთუ უშვილო იყო და საძულელ,
10. და ქალწულებასა ნუუკუე საგმობელ იქმნეს და საქმროსღა იყოს, ნუუკუე სცთეს.
11. ასულსა ზედა ურიდსა განჰმზადე საცოჲ, ნუუკუე ღონე პოვოს და თავით თჳსით ვიდოდის, და იყო შენ ფერჴის საცემელ მტერთა შენთა და სასიტყუელ ქალაქსა შინა და კრებულსა ერისასა, და გარცხჳნოს შენ მრავალთა შორის.
12. ყოვლისა კაცისა სიკეთესა ნუ განიცდი და შორის დედათა ნუ გმაწავნ,
13. რამეთუ მისვე სამოსლისაგან გამოჴდის მღილი და მისვე დედაკაცისაგან გამოჴდის უკეთურებაჲ.
14. შჯობს სიბოროტჱ იგი მამაკაცისაჲ, ვიდრეღა არა სიბოროტესა დედაკაცისასა. დედაკაცმან, რომელმან არცხჳნოს საგმობელად.
15. მოიჴსენენ საქმენი უფლისანი, რაჲ-იგი ვიხილე, გითხრობდე სიტყჳთა მით ბრძანებისა მისისაჲთა, საქმენი მისნი და ყოველი ნებაჲ მისი სიმართლით.
16. მზჱ აღმომავალი ყოველთა ზედა ერთბამად გამობრწყინდის და დიდებულებითა მით უფლისაჲთა სავსე არიან საქმენი მოხარკებისა მისისანი.
17. არაჲ ჰზაკუა უფალმან წმიდათა მისთა. მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მათ მისთა, რაჲ-იგი დაჰბადა უფალმან, მერთისა მპყრობელმან, დამტკიცებად დიდებითა მით მისითა ყოველნი იგი.
18. უფსკრულნი ღრმათანი და სიჴშოჲ იგი ძმაცვულებისაჲ განიზრახა. გულისხმა-ყო უფალმან მაღალმან ყოველივე იგი გონებაჲ მათი და მიჰხედა მან სასწაულითა მით საუკუნოჲთა.
19. თხრობად ყოველი, რომელი ყოფად არნ და განცხადებად კუალი იგი დაფარულთა საჲდუმლოთაჲ.
20. არაჲ თანაწარჰჴდა მას და არცა რაჲ დაეფარა მისგან, ყოვლისა მისგან ზრახვისა არცაღა ერთი სიტყუაჲ.
21. სიმდიდრემან სიბრძნისა მისისამან შეამკო იგი, ვითარცა არს უკუნითი უკუნისამდე. არცა შეეძინოს, არცა გამოეჴუას და არცა ჴუებულ იყო იგი სხუათა ზრახვათაგან.
22. ვითარცა ყოველნი საქმენი მისნი გულისსათქუმელ არიან, ვიდრე ნაკუერცხალადმდე ხილვად.
23. ესე ყოველი დგას და ელის უკუნისამდე ყოველსა მას საჴმარსა, ყოვლითავე დამორჩილებულ არს.
24. ყოველი მრჩობლი ერთი ერთსა შესატყუებელად არარაჲ შექმნა ნაკლულევანებით.
25. ვინ განძღა ხილვითა მით დიდებისა მისისაჲთა?
თავი 43
43:1–33
1. ზრახებაჲ იგი მაღლისაჲ სამყაროჲსა წმიდისაჲ, ხილვაჲ ცათაჲ განცდად დიდებულებისა მისისა.
2. მზჱ განცდილად უთხრობს გამოსლვასა, ჭური იგი მადლისაჲ განსაკჳრვებელი ქმნული მაღლისაჲ,
3. სამხრით კერძო განაჴმო ქუეყანაჲ, წინაშე სიცხესა მისსა ვინმე დაუდგეს?
4. ბრძმედნი იგი ქუეშჱ საბერველთა საქმჱ სიცხისაჲ სამ წილ მისა. მზემან განაჴურვნის მთანი, ცეცხლითა აღრეულითა მოჰბერის სული სასტიკებისაჲ და გამობრწყინვებამან მისმან დაუბრყჳლნის თუალნი.
5. დიდ არს უფალი, შემოქმედი მისი, და სიტყჳთა მისითა დააცხრვნა სლვანი იგი მისნი
6. და მთოვარჱ ყოველსა შინა ჟამსა მისსა გამოჩინებად ჟამთა მათ საუკუნეთა.
7. მთოვარისაგან არს სასწაული წელიწადისაჲ. ნათელი, რომელი განკფდის აღსასრულსა მისსა,
8. რამეთუ წელიწადისა მის გამო სახელ-ედების, ორძინ საკჳრველად განკაფულებასა მისსა. ჭური განწყობილთა შინა სამყაროსა შინა ცისასა გამობრწყინდეს.
9. სამკაული ცათაჲ, დიდებაჲ ვარსკულავთაჲ, სოფელი განანათლეს უფლისა მიერ მაღლით გამო.
10. და სიტყჳთა მით წმიდისაჲთა დგენ იგინი საშჯელსა შინა და არა განეტევნენ იგინი საპყრობილით მათით.
11. იხილე მშჳლდი და აკურთხე შემოქმედი იგი მისი, ვითარ იგი შუენიერ არს დიდებულებითა მით გამობრწყინვებისა მისისაჲთა.
12. შედგნა ცანი სამყაროთაჲ მით დიდებისა მისისაჲთა, ჴელთა მაღლისათა გარდაართხნეს იგინი.
13. ბრძანებითა მით მისითა განეფინა თოვლი და აურვებნ ელვათა მათ განმზადებულებითა მით მისითა.
14. ამისთჳს განეხუნეს საუნჯენი და ფრინვიდეს ღრუბელნი, ვითარცა ფრთით მფრინველნი.
15. სიმდიდრითა მით მისითა მისცა ძალი ღრუბელთა და შეიმუსრნეს ლოდნი იგი სეტყჳსანი, ჴმაჲ იგი ქუხილისაჲ დაშჯის ქუეყანასა,
16. და მიხედვითა მისითა შეიძრნიან მთანი. ნებითა მისითა ქრინ ბღუარი,
17. და ნიავქარმან ჩრდილოჲსამან შეძრნის ქარნი.
18. ვითარცა ფრთოვანნი მფრინველნი, ეგრე დადვის თოვლი და ვითარცა მკალმან ბინიკი დაიდვის. გარდამოსლვამან მისმან ქუეყანად, სიკეთემან სისპეტაკისა მისისამან მოაგრგინის თუალთა და წჳმაჲ იგი მისი დაუკჳრდის გულსა.
19. და თრთჳლი, ვითარცა მარილი, დააცჳის ქუეყანასა ზედა და ღა ჰყინის, იქმნის იგი, ვითარცა ჰორლის პირები.
20. ყინელსა სულსა ჩრდილოსა ქარი ქრინ და შეჰყინდის წყალთა ზედა მყინვარი და ყოველთა დაიბანაკეს; და ვითარცა თორნე შთაიცუან იგი წყალთა ყოველთა.
21. შეჭამნის მთანი და უდაბნონი დაზრნის და დააჭნვნის მწუანენი, ვითარცა ცეცხლმან.
22. და მერმე მანვე იესუ დაჰნერგოს განკურნებითა ყოველი წრაფით, დაფაროს ნისლმან და ვითარცა ცუარმან განამხიარულის სიცხჱ.
23. ზრახვითა მით მისითა დაფარნა უფსკრულნი,
24. რომელ შთაჴდიან ზღუასა. და ჩუენ სმენითა ყურთა ჩუენთაჲთა დაგჳკჳრდის.
25. და მუნ არიან სადიდებელნი და პირად-პირადნი იგი საკჳრველნი საქმენი მისნი და პირად-პირადი იგი ქმნულებაჲ ვეშაპთაჲ მათ.
26. მისთჳს განმარჯუებულ არს აღსასრული მისი, ბრძანებითა მისითა განმტკიცებულ არს და დგას ყოველი.
27. მრავალსა ღათუ რასმე ვიტყოდით, ვერვე მიმწდომელ ვართ და ყოვლისავე შემდგომად სიტყუათაჲ ჴამს დასასრული ყოვლითავე, იგი არს თავადი.
28. ვადიდებდეთ შე-თუ რაჲმე-უძლოთ. რამეთუ თავადი დიდ არს ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.
29. საშინელ არს უფალი დიდად და საკჳრველ არს ძალი მისი.
30. დიდებასა უფლისასა აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, რავდენცა ძალ-გედვას. რამეთუ იგი ამაღლებულ არს ყოვლისა უფროჲს. აღმაღლებაჲ მისი განამრავლეთ ძლიერად, ნუ გეწყინებინ შრომაჲ, რამეთუ ვერ ჴელგეწიფებინ მიწდომად.
31. ვინმე იხილა იგი და თხრობად უძლოს, ანუ ვინმე ადიდოს იგი, ვითარცა ღირს მისა?
32. უმრავლესნი დაფარულ არიან საკჳრველნი საქმეთა მისთანი უფროჲს ამათსა, რამეთუ მცირედ თუ რაჲ მიხილავს ჩუენ საქმეთა მათ მისთაგანი.
33. რამეთუ ყოველი შექმნა უფალმან და მსახურთა მათ მისთა მისცა სიბრძნჱ.
თავი 44
44:1–23
1. მოვედით და ვაქებდეთ კაცთა მათ დიდებულთა, მამათა მათ ჩუენთა ნათესავსა შინა ჩუენსა.
2. მრავალ არიან დიდებულებანი იგი, რომელ შექმნნა უფალმან; და სიმდიდრე იგი მათი დღეთა მათთა დასაბამითგან უკუნითი უკუნისამდე.
3. რომელნი-იგი უფლებენ ქუეყანასა ზედა, ზრახვენ სუფევითა მით მათითა ზრახვათა მათ სიბრძნისათა გულითა მათითა და უთხრობენ წინაწარმეტყუელებათა მათთა.
4. უძღჳან ერსა მას სიბრძნითა მით მათითა და მეცნიერებითა მით მწიგნობრებისა მათისაჲთა კუალს ადგინებენ ერსა სიბრძნჱ იგი სიტყუათაჲ.
5. მოძღურებაჲ განცხრომათა მათთაჲ, განკითხვაჲ სიტკბოებისაჲ ჴმასა მას მარხვათა მათთასა თხრობად წესისა მის წიგნითა.
6. კაცნი იგი მდიდარნი, მსახურნი ძალითა, მშჳდობისა მყოფნი სამკჳდრებელთა მათთა,
7. ყოველნივე ნათესავსა შინა მათსა იდიდნეს და დღეთა მათ თჳსთა არს სიქადული იგი მათი.
8. და არიან მათგანნი, რომელთა დაუტევეს სოფელსა მითხრობად ქებულებაჲ იგი მათი.
9. და არიან ვინმე, რომელთაჲ არა არს საჴსენებელი, და წარწყმდეს იგინი, ვითარცა არაყოფილნი, და შეიქმნნეს იგინი, ვითარცა არაარსნი, და ნაშობნიცა იგი მათნი მათსა შემდგომად.
10. იგინი მოვიდეს კაცნი წყალობისანი, რომელთანი იგი სიმართლენი არა დაივიწყნენ.
11. და ნათესავისა მის მათისა დგას და ელის აღსასრულადმდე.
12. და ნაშობნი იგი მათგანნი მათ გამო.
13. მიუკუნისამდე ეგოს ნათესავი იგი მათი და დიდებულებაჲ იგი მათი არა აღიჴოცოს.
14. გუამნი იგი მათნი მშჳდობით დაემარხნეს და სახელი მათი ეგოს უკუნისამდე.
15. სიბრძნესა მათსა მიუთხრობდეს ერნი და ქებულებასა მათსა იტყოდიან ეკლესიანი.
16. ენუქ სათნო-ეყო უფალსა და აღიმაღლა ცხოვლივ, სახედ მიეცა ნათესავთა მათ მრავალთა მით.
17. ნოვჱ მართალი იპოვა სრულიად, ჟამსა მას რისხვისასა იქმნა იგი მსტოვრად სოფლისა, ამისთჳს მოვიდა წყლითრღუნაჲ იგი.
18. და აღთქუმაჲ იგი საუკუნოჲ აღითქუა მის თანა, რაჲთა არა წარრღუნნეს წყლითრღუნამან მან ყოველი ჴორციელი.
19. აბრაჰამ დიდი მამა ექმნა მრავალთა მათ ნათესავთა. არავინ იპოვა მსგავს მისა დიდებითა,
20. რომელმან დაიმარხა აღთქუმაჲ იგი და შჯული მაღლისაჲ და იქმნა ჴელცემულ მის თანა და ჟამსა მას გამოცდისასა იპოვა იგი სარწმუნო.
21. ამისთჳს ფიცით განამტკიცა იგი კურთხევად წარმართთა ნათესავისა მისისა თანა, განმრავლებად ნათესავისა მის თჳსისა, განორძინებად ნათესავისა მისისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, დამკჳდრებად მათა ზღჳთი ზღუადმდე და მდინარითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა.
22. და ჴგელითაცა ისაკისითა ეგრევე განამტკიცა აბრაჰამისთჳს, მამისა თჳსისა.
23. კურთხევისა მიცემად ყოველთა კაცთა, დიდებაჲ და აღთქუმაჲ იგი შჯულისა მათისაჲ. და აღასრულა თავსა ზედა იაკობისსა, იცნა იგი კურთხევითა და მისცა მას მკჳდრობაჲ და ათორმეტად ნათესავად განყო იგი მისგან.
თავი 45
45:1–26
1. კაცი იგი წყალობისაჲ, რომელი ჰპოებდა მადლსა წინაშე ყოველთა ჴორციელთა, საყუარელი ღმრთისაჲ და ყოველთა ჴორციელთაჲ, მოსე, რომლისა საჴსენებელი კურთხევათაჲ თანა არს.
2. ამსგავსა იგი დიდებათა მათ დიდებისა მისისათა.
3. სიტყჳთა მით მისითა და სასწაულებითა და საკჳრველებითა მით განამრავლა იგი და დიდებულ ყო იგი წინაშე მეფეთა მათ. მისცნა მცნებანი იგი ერსა თჳსსა და უჩუენა მათ დიდებაჲ იგი თჳსი.
4. სარწმუნოებითა მით მშჳდობისაჲთა და სიმდაბლისაჲთა გამოირჩია იგი ყოვლისაგან ჴორციელისა.
5. ასმინნა მათ სიტყუანი თჳსნი და მიიზიდა შინა ღრუბელსა მას მისსა. და მისცნა მათ პირისპირ მცნებანი იგი მისნი, შჯული ცხორებისაჲ სასწაულითა მით სიბრძნისაჲთა სწავლად იაკობისა, შჯული მისი და სამართალნი მისნი ძეთა მათ ისრაელისათა.
6. აღმაღლებად აჰრონისა წმიდისა მის მსგავსისავე მის მისისა და მამაჲვე იგი მისი ნათესავისა მისგან ლევიტელთაჲსა.
7. განუმტკიცა მას აღთქუმაჲ იგი საუკუნოჲ და მისცა მღდელობაჲ ერისაჲ, სანატრელ-ყო სამკაულითა მისითა და შთააცუა მას კუართი იგი დიდებისაჲ და შეარტყა მას სარტყელი იგი სრულებისაჲ.
8. და განაძლიერნა იგინი საჭურველითა მით ძლიერებისაჲთა, ბრჭალად მდენითა მით ქომენჯაკითა და ბეჭთა ნიშებითა.
9. შეამკო იგი გარემო მროწლის სახითა მით ეჟუნებითა ოქროჲსაჲთ მრავლითა. შეასხნა მას ჟერაჲ იგი ოქროჲსა მისისაჲ მაღალი და ფერგისა წარდგმასა მას მისსა სასმენელ იყო ოხრაჲ იგი მისი დიდსა მას ტაძარსა შინა საჴსენებელად ნათესავთა მათ ერისა მისისათა.
10. კუართი იგი სიწმიდისაჲ ოქროქსოვილი იაკინთესა შინა ქმნულებაჲ გონებიჴა გამოჭრელებული ფიცარსა მას ზედა საშჯელისასა. შესატყუებელად ჭეშმარიტებისა მის მეწამულისაგან სთულისა საქმითა ჴელოვნებისაჲთა.
11. საქმჱ ანთრაკებითა მით პატიოსნებითა, საქმითა მით გამოძერწილებისაჲთა, საქმითა ოქროჲსა ლესულისაჲთა, დიდსასყიდლისაჲთა ქვითა დიდებულითა საჴსენებელად საუკუნოდ წერილითა მით გამოსახულითა მსგავსად რიცხუთა მათ ნათესავთა ისრაელისათა.
12. გჳრგჳნითა მით ოქროჲსაჲთა ზედა სამკაულსა მას ოხრისასა მსგავსად ხატისა მის ბეჭდისა წმიდისაჲსა სადიდებელად სიქადულისა საქმითა ძლიერებისაჲთა, ხილვად საკჳრველად ქმნულკეთილობაჲ იგი მისი მის წინაშე.
13. არა იყო ესე დასაბამითგან სოფლისაჲთ და არცა შთაიცუა იგი უცხოჲსა ნაშობმან, გარნა შვილთა მათ ხოლო და შვილისშვილთა მარადის.
14. საკურთხეველთა მათთა ზედა შეწირონ იგი ყოველთა მათ დღეთა ორგზის ზედაჲსზედა.
15. აღივსნა მოსჱ ჴელნი მისნი და სცხო მას საცხებელი იგი სიწმიდისაჲ მას და მისსა ნათესავსა მი-დღეთა მათმდე ცისათა მსახურებად მისა მღდელობითა ერთბამად და კურთხევად ერისა მის თჳსისა სახელითა მით წმიდითა მისითა.
16. გამორჩევით გამოირჩია იგი ყოვლისა მისგან ცხორებისა შეწირვად მსხუერპლისა მის წინაშე მერთისა მპყრობელისა და საკუმეველითა მით სულნელითა საუკუნოდ სასჴენებელად, მისატევებელად ცოდვათა მათ საზეპუროჲსა მის ერისათა.
17. მისცა მას მცნებაჲ სიწმიდისა მისისაჲ, ჴელმწიფებაჲ შჯულისაჲ და განკითხვაჲ სიმართლისაჲ სწავლად იაკობისა წამებათა მისთა და საშჯელსა მას მისსა წოდებად ისრაელსა ზედა.
18. აღდგეს მის ზედა უცხოქმნულნი იგი და ეშურებოდეს მას უდაბნოსა ზედა კაცნი, ვითარცა დათან და ვითარცა აბირონ და ვითარცა კრებული იგი ბანაკისა მის კორჱსი გულისწყრომასა მას რისხვისასა.
19. იხილა უფალმან და არა უნდა და დაესრულნეს დღენი იგი რისხვითა გულისწყრომისა მისისაჲთა. ყო მათ ზედა სასწაული იგი და საკჳრველი და განკაფნა იგინი ალითა ცეცხლისაჲთა.
20. და შესძინა აჰრონ დიდებასა თჳსსა და მისცა მათ სამკჳდრებელი და ნაყოფი პირმშოთაჲ ნაწილ უყო მას და პირველი იგი ნაყოფი განუმზადა მას სასოებით.
21. და მსხუერპლსა მას უფლისასა ჭამდენ, რომელი-იგი მისცა მას და ნათესავსა მას მისსა.
22. გარნა ქუეყანაჲ იგი ერისა მისისა თანა არა დაიმკჳდროს და ნაწილი იგი არა იყოს მისი ერსა მას შორის; რამეთუ იგი თავადი არს მისა ნაწილად და სამკჳდრებელად და უფალი თავადი არს შორის ისრაელისა.
23. ფინეეზ ძჱ იგი ელიაზარისი, მესამჱ დიდებულებითა, მოშურნებაჲ იგი მისი შიშისა მისგან უფლისაჲსა და განმტკიცებასა მას მისსა ძლევად ერისა მის სიქველითა მით გულისა მისისაჲთა, ყო მოტევებაჲ იგი ისრაელსა ზედა.
24. ამისთჳსცა განმტკიცნა აღთქუმაჲ იგი მისი წინამძღურად წმიდათა და ერისა მის თჳსისა მღდელობაჲ იგი სიმდიდრისაჲ უკუნისამდე.
25. და აღთქუმაჲ იგი, რომელ ყო დავითის თანა, ძისა იესესისა, ნათესავისა მისისა, სამკჳდრებელად ერისა მეუფისა მის ძისა მხოლოდშობილისა სამკჳდრებელად აჰრონისა და ნათესავისა მისისა.
26. აწ აკურთხევდით უფალსა უხუსა მას და ქველისმოქმედსა, რაჲთა მოგცეს თქუენ გონებაჲ გულთა თქუენთა და განიკითხოს ერი იგი თჳსი სიმართლით, რაჲთა არა უჴმარ იქმნეს კეთილი იგი მათი და დიდებაჲ იგი მათი ნათესავსა შინა მათსა.
თავი 46
46:1–20
1. ძლიერი იგი და მბრძოლი ისუ, ძჱ ნავესი, შემდგომად მოსესა წინაწარმეტყუელებათა მათ, რომელი-იგი იქმნა მსგავსად სახელისა მისისა დიდი ჴსნითა რჩეული სიმჴნითა მით ძიებად შურისა აღდგომილისა ერისა მის, რაჲთა დაუმკჳდროს ისრაელსა.
2. ვითარცა, იგი იდიდა მიყოფად ჴელთა მისთა ზედა ქალაქებთა მათ.
3. ვინ არს, რომელი წინააღუდგა სადა მისებრ, რამეთუ იგი დაჰმწყსიდა ყოველსავე მას მბრძოლსა უფლისასა.
4. ჴელითა რაჲმე მისითა კუალად-იქცა მზჱ და ერთი იგი დღჱ ორის წილ შეიქმნა.
5. ჰხადა მან ღმერთსა მაღალსა და ძლიერსა ჟამსა მას, ვითარცა აჭირვებდა და მოჰსრვიდა იგი გარემოჲს მტერთა მას მისთა. ისმინის მისი ღმერთმან ლოდითა მით სეტყუაგანრეულითა ძლიერებითა მით ძლიერისა მის
6. დაცემად ზედა ნათესავსა მას მტერთასა, დაბადებასა მას მისსა შეჰმუსრვიდა ნათესავთა მათ მჴდომთასა, რაჲთა გულისხმა-ყონ წარმართთა შემუსრვაჲ იგი თავისა თჳსისაჲ, რამეთუ პირსა წინაშე უფლისასა იყო ბრძოლაჲ იგი მათი;
7. რამეთუ შე-ხოლო-უდგა ყოვლად ძლიერი ღმერთი, რომელმან დღეთა მათცა მოსჱსთა ყო წყალობაჲ მან თავადმან და ქალებ, ძემან იჱფონესმან, წარდგომასა მას პირისა შემთხუევასა და დაყენებასა მას ერისა მის ცოდვათა მათთაგან განმზადებულთა შემოკრებად ზრუნვისა მისთჳს დრტჳნვისაჲსა უკეთურებისა მათისაჲთა.
8. და იგინი ორნი განერნეს ეგოდენისა მისგან ერისა მიყვანებად მათა ქუეყანასა მას სამკჳდრებელსა აღთქუმისასა, რომელსა-იგი გამოსდიოდა სძჱ და თაფლი.
9. და მისცა უფალმან ძალი ქალებს და დაადგრა მის თანა მიმჴცოვანებადმდე შესლვად და აღწევნად მისა სიმაღლესა ქუეყანისასა და ნათესავმან მათმან დაიპყრას სამკჳდრებელი იგი.
10. რაჲთა იხილონ ყოველთა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ უმჯობჱს არს კუალსა უფლისასა შედგომაჲ.
11. და მსაჯულთა მათ უწყოდიან, რამეთუ შჯობს მისლვად კუალსა სახელისა მისისასა, რომელთანი იგი ისიძვიდეს გულნი მათნი, რომელნი არა უკუნ-იქცეს უფლისაგან, იყოს საჴსენებელი მისი კურთხეულ.
12. და ძუალნი იგი მათნი ყუაოდიან ადგილობნით მათით და სახელნი მათნი განახლდენ ზედა დიდებულებასა მას ნაშობთა ნათესავისა მათისათა.
13. შეყუარებული უფლისა მიერ სამოელ წინაწარმეტყუელი უფლისაჲ, რომელი სცხებდა მეფეთა მათ და მთავართა და დაადგინებდა ერსა მას ზედა.
14. შჯულითა მით უფლისაჲთა შჯიდა ერსა მას და გამოძიება ყო უფალმან იაკობის ზედა.
15. სარწმუნოებითა მისითა განაჭეშმარიტნა წინაწარმეტყუელნი და სიტყჳთა მით მისითა განაჭეშმარიტნა სარწმუნოებაჲ ჩუენებათაჲ მათ.
16. ჰხადოდა უფალსა ყოველთა დღეთა და ყოველსა ჟამსა ჭირისაგან მტერთა მისთაჲსა მსხუერპლითა მით საკუერთხისაჲთა კრავისა მის მწურისაჲთა.
17. დაიქუხნა უფალმან ცით გარდამო, დიდებულითა მით ჴმითა საშინელითა ასმინა ჴმაჲ იგი მისი.
18. და შემუსრა ერისთავები იგი ტჳრჱსაჲ და ყოველნი იგი მთავარნი ფილისტიმისანი.
19. და წინაჲსწარ შესუენებისასა მას აღსასრულსა ჟამთა მისთასა წამებაჲ დადვა მან წინაშე უფლისა და ცხებულისა ფასისათჳს თქუა: მი-გამლადმდე არარაჲ მოვიღე ყოვლისაგან ჴორციელისა და არავინ უდრტჳნვიდა მას ყოველი ჴორციელი.
20. და შესუენებისა მის შემდგომად თჳსა წინაწარმეტყუელებდა და აუწყა მან მეფესა მას აღსასრული იგი მისი და აღიმაღლა მან ქუეყანით ჴმაჲ თჳსი წინაწარმეტყუელებით აღჴოცად უსჯულოებათა ერისაგან თჳსისა.
თავი 47
47:1–25
1. და მისა შემდგომად აღადგინა მან ნათან წინაწარმეტყუელებად დღეთა მათ დავითისთა.
2. ვითარცა პოხილი მსხუერპლთა გამორჩეული საკუერთხთა მათგან მიტევებისათაჲ, ეგრეცა დავით შორის ძეთა მათ ისრაელისათა.
3. და შორის ლომთა ეგრე იქცევინ, ვითარცა თიკანთა შორის დამკჳდრებულ იყო.
4. არამეა სიყრმესა მას თჳსსა მოკლა მან გმირი იგი და მოსპო მან ყუედრებაჲ იგი შორის ერსა მას. განტყორცებასა მას მისსა ჴელთა მათგან თჳსთა ქვისა მის მცირისა შურდულთაგან და დამჴობაჲ იგი ზახებისაჲ მის გოლიადისი.
5. რამეთუ ჰხადა მან უფალსა მაღალსა და მისცა მას ძალი დაცემად კაცისა მის ბრძოლისა შორის ორთა მათ განწყობილთა. აღამაღლა მან რქაჲ იგი ერისა თჳსისაჲ.
6. ამისთჳს ბევრთა ზედა ადიდებდეს მას დედანი და აქებდეს მას გალობითა მით უფლისაჲთა, ვიდრემდის ღირს იქმნა მოღებად შარავანდისა მის დიდებისაჲსა.
7. რამეთუ მოსრნა მან მტერნი იგი თჳსნი გარემოჲს თჳსა და წარწყმიდნა ფილისტიმელნი იგი მჴდომნი მუნ დღენდელად დღედმდე. და მოსრნა იგინი ბუნითურთ.
8. ყოველთა ზედა საქმეთა მისცა მათ აღსაარებაჲ წმიდისა მის მაღლისაჲ, მცნებაჲ იგი დიდებისაჲ. ყოვლითა გულითა მისითა აქებდა მას და შეიყუარა შემოქმედი თჳსი და ყოველსა დღესა აღიმსთუვის ქებად გალობითა მისითა.
9. მუნ დაადგინნის მან მაქებელნი იგი საკურთხეველსა მას ღმრთისასა, რომელთა-იგი ჴმითა მით ტკბილითა საფსალმუნისაჲთა შეანელიან გულთა მათ ერისათა.
10. და მისცა მან დღესასწაულთაჲ მათ განშუენებაჲ და შეამკვნა ჟამნი იგი აღსასრულადმდე ქებასა მისსა და განთიად ოხრად სიწმიდესა მას მისსა.
11. და უფალმან მოსპნა ცოდვანი იგი მისნი მისგან და აღამაღლა უფალმან რქაჲ მისი უკუნისამდე და მისცა მას აღთქუმაჲ იგი მეუფისაჲ და საყდარნი იგი დიდებისანი შორის ისრაელსა.
12. ამისა შემდგომად აღადგინა ძჱვე თჳსი სავსე ყოვლითა სიბრძნითა და მის გამო დაეშჱნა იგი ფართოებით.
13. სოლომონი სუფევდა დღეთა მათ მშჳდობისათა და უფალმან დაუმშჳდა მას გარემო მისა, რაჲთა აღაშჱნოს ტაძარი იგი სახელისა მისისაჲ და განუმზადოს იგი სიწმიდედ უკუნისამდე.
14. ვითარღა განჰბრძნდი შენ, სიყრმითაგან შენით აღივსე შენ მეცნიერებითა შენითა, ვითარცა მდინარჱ.
15. და აღივსნეს იგავნი სახეთანი.
16. და მიიწია ჭალაკთა მათ შორიელთა სახელი შენი.
17. ქებათა მათ იგავთასა და სახეთასა გამოთარგმანებათა მათ მწიგნობრებისათა დაკჳრვებად შენთჳს თესლებსა მას.
18. სახელითა უფლისა ღმრთისაჲთა, რომელსა სახელი ჰრქჳან ღმერთი ისრაელისაჲ, შეჰკრიბე შენ ოქროჲ, ვითარცა ხუავი და ვითარცა ბრპენი განამრავლე შენ ვეცხლი.
19. და ჴელმწიფჱ იქმენ შენ ჴორცთა შენთა ზედა.
20. და შეაგინე შენ ნათესავი იგი შენი მოვლინებად რისხვისა მის ნაშობთა მათ შენთა ზედა სინანულად უგუნურებასა მას შენსა.
21. ორთაგან განხეთქად უფლებაჲ ეგე შენი დაუმორჩილებელი.
22. ხოლო ღმერთმან არავე დაუტეოს წყალობაჲ იგი თჳსი და არცა ნაკლულევან ყოს გულწრფელობაჲ იგი მისი და არა აღიჴოცოს ნათესავი საყუდელისა მის თჳსისაჲ და ნაშობნი იგი მოყუარეთა მისთანი არა მოისრნენ, და იაკობსა დაუტევა ნეშტი და დავითს - ძირნი თჳსნი.
23. და შეისუენა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაშთა მისა შემდგომად ნათესავისა მისგან, რომელმან განამრავლა უგუნურებაჲ იგი მისი და ნაკლულევან იპოვა სიბრძნისა მისგან რობოამ, რომელმან მართალ უკუნ-აქცია ერი იგი თჳსი ზრახვითა მით თჳსითა ვიდრე აღდგომადმდე მისა, რომლისაჲ-იგი არა იყო საჴსენებელი.
24. იერობოამ, ძჱ ნაბატისი, რომელმან-იგი აცთუნა ისრაელი და პოვნად სცა ისრაელსა გზაჲ იგი ცოდვისაჲ და განმრავლდა ცოდვაჲ მათი ფრიად და განშორებად მათა ქუეყანისა მისგან მათისა.
25. ყოველნი იგი უკეთურებანი მათნი კითხვად, ვიდრემდის მოვიდეს შურისგებაჲ იგი მათ ზედა.
თავი 48
48:1–25
1. ამისა შემდგომად აღდგა ელია წინაწარმეტყუელი, ვითარცა ცეცხლი, და სიტყუაჲ იგი მისი, ვითარცა ალი აღატყდებოდა.
2. რომელმან-იგი მოაწია მათ ზედა სიყმილი იგი პურისაჲ და შურითა მისითა შეამცირნა იგინი.
3. და სიტყჳთა თჳსითა დააყენა წჳმაჲ და გარდამოჴდა სამგზის ცეცხლი იგი.
4. ვითარღა იდიდე საკჳრველებითა შენითა, ელია. აწ ვინ არს მსგავს შენდა, რომელმან იქადოს.
5. ვინ აღადგინნეს მკუდარნი მიწით და უფსკრულთა მათ ჯოჯოხეთისათა სიტყჳთა მაღლისაჲთა.
6. რომელმან დაჴადნა მეფენი წარსაწყმედელად და პატიოსანნი იგი ცხედრით მათით.
7. ესმა სინას სიტყჳსმოგებაჲ იგი და ქორებს შჯული სიტყჳსგებათაჲ მათ.
8. რომელმან მისცნის მეფეთა მათ მისაგებელად, წინაწარმეტყუელნი მისა შემდგომად ასხურნა.
9. რომელმან აღიმაღლა ნიავქარითა მით ცეცხლისაჲთა, ეტლითა მით და საჴედრებითა ცეცხლისაჲთა.
10. რომელი დაიწერა ჟამთა მათ მხილებისაგან შემოკლებისა რისხვისა მისგან წინა მოქცევად გულთა მამათაჲსა შვილთა მიმართ, დამტკიცებად ნათესავთა მათ იაკობისთა.
11. ნეტარ მათა, რომელთა გიციან შენ და რომელნი სიყუარულითა მით ღმრთისაჲთა შემკულ არიან, რაჲთა ჩუენცა მითვე ცხორებითა ვცხონდეთ.
12. ელია, რომელი-იგი არმურითა მით ცეცხლისაჲთა აღმაღლდა, და ელისჱ, რომელი აღივსო სულითა წმიდითა დღეთა მათ შინა მისთა, არა შეძრწუნდა იგი მთავართა მათგან და არცაღა ჰმძლავრობდა მას ჴორციელი.
13. ყოველმან სიტყუამან არა გარდაჰმატა მას და შესუენებასა მას მისსა წინაწარმეტყუელ იქმნნეს ჴორცნი მისნი.
14. ცხორებასა მას მისსა ქმნა სასწაულები და ნიშები და სიკუდილსა მას მისსა საკჳრველ იყვნეს საქმენი მისნი.
15. ამათ ყოველთა შინა არა შეინანა ერმან და არა განდგა თვისთა ცოდვათაგან, ვიდრე-არა წარიტყუენნეს ქუეყანისაგან მათისა და არა განიბნინეს ყოველსა ქუეყანასა. და დაშთა ერი იგი უმცირეს და მთავარი - სახლისაგან დავითისა.
16. ვიეთმე მათგანთა ქმნეს სათნოებაი, ხოლო ვიეთმე მათგანმა განამრავლნეს ცოდვანი.
17. ეზეკია განაძლიერა ქალაქი იგი თჳსი და შეადგინა წყალი შინა ქალაქსა მას და აღმოჰკუეთა მან რკინითა კლდე იგი და აღაშჱნნა მან საბანელნი იგი წყალთანი.
18. დღეთა მათ შინა მისთა გამოვიდა სენაქერიმ და მოავლინა რაფსაკ.მოვიდა, მიყვნა ჴელნი მისნი სიონსა და მდიდრად იტყოდა ამპარტავანებითა მით თჳსითა.
19. და მას ჟამსა შეუძრწუნდა მას გული მისი და ჴელნი მისნი და სალმობამან, ვითარცა შობადისამან, შეიპყრნა იგინი.
20. და ჰხადეს ღმერთსა მოწყალესა და აღიპყრნეს ჴელნი მათნი მისა და წმიდამან მსთუად შეისმინა მათი და განარინნა იგინი ჴელითა მით ესაჲასითა
21. და დასცა მან ბანაკი იგი ამორეველთაჲ მათ და შემუსრნა იგინი ანგელოზმან მან ზეგარდამო.
22. ყო ეზეკია სათნოებაჲ ღმრთისაჲ და განძლიერდა იგი გზათა მათ დავითის, მამისა თჳსისათა, რომელ-იგი ამცნო ესაჲა წინაწარმეტყუელმან დიდმან და სარწმუნომან ჩუენებათა მისთა.
23. დღეთა მათ მისთა კუალად-იქცა მზჱ და შესძინა დღეთა მათ მეფისათა.
24. სულითა მით დიდითა იხილა მან აღსასრული იგი და ნუგეშინის-სცა მგლოვარეთა მათ სიონისათა.
25. და უთხრა მათ, რაჲ-იგი ყოფად იყო, და ზრახვანი იგი დაფარულნი, ვიდრე არღა მოწევნულ იყვნეს საკჳრველებანი იგი.
თავი 49
49:1–16
1. საჴსენებელი იგი იოსიაჲსი განმზადებულსა მას საკჳრველსა და საქმესა განმზადებულსა მას ნელსაცხებელთასა ყოველსა პირსა, ვითარცა თაფლი, დასტკბნის, ვითარცა სახიობაჲ იგი მემღერთაჲ ჟამსა მას შუებისასა.
2. ანაპაკსა ზედა თავადი იგი განემზადა სინანულსა მას თჳსსა და აჴოცა იგი შუვა ყოველი კერპის მსახურები.
3. და წარიმართა უფლისა მიმართ გული მისი და დღეთა მათ უშჯულოთასა განაძლიერა მსახურებაჲ იგი სიწმიდეთაჲ.
4. გარნა დავითისა და ეზეკიაჲსა და იოსიაჲსა, ხოლო სხუათა მათ ყოველთა შეცოდებით შესცოდეს, რამეთუ დაუტევეს შჯული იგი უფლისაჲ მეფეთა მათ ჰურიასტანისათა,
5. და მისცეს ცხებულებაჲ იგი მათი უცხოთესლთა მათ და დიდებაჲ იგი მათი - ნათესავსა სხუასა.
6. მოავლინეს ცეცხლი და მოწუეს ქალაქები იგი რჩეული სიწმიდისაჲ, დაარღჳნეს გზანი იგი მისნი
7. იერემიაჲს გამო, რამეთუ იგიცა გან-ვე-აბოროტეს. ხოლო იგი თავადი იერემია წინაწარმეტყუელად დაადგინა ღმერთმან და ჴელმწიფედ აღფხურად და განბოროტებად და წარწყმედად, ეგრეცა შჱნებად და დანერგვად.
8. ეზეკია, რომელმან-იგი იხილა ჩუენებაჲ იგი დიდებისაჲ, რომელი-იგი უჩუენა ეტლთა მათ ზედა ქერობინთასა,
9. რამეთუ მოიჴსენნა მან მტერნი იგი მისნი ჴმითა მით ქუხილისაჲთა კეთილის ყოფაჲ და განმარჯუებაჲ გზათაჲ.
10. და ათორმეტთაჲ მათცა წინაწარმეტყუელთაჲ ხარებად ძალთა მათთა ადგილით მათით, რამეთუ ნუგეშინის-სცეს მათ იაკობსა და ამხილის მათ სარწმუნოებად და სათნოებად.
11. ვითარმე ადიდებდეთ ზორაბაბელს, რამეთუ იგი თავადი ვითარცა მჭედელი ბეჭდისაჲ ჴელსა მარჯუენესა,
12. ეგრეცა ისო, ძჱ იგი იოსედეკისი, რომელთა-იგი დღეთა მათთა აღაშჱნეს სახლი იგი და აღჰმართეს ტაძარი იგი სიწმიდისა უფლისაჲ განმზადებად დიდებისა მის უკუნისამდე.
13. და ნემანისიცა მჴნისაჲ მის კეთილსავე შინა იყავნ საჴსენებელი მისი, რომელმან-იგი აღჰმართნა ზღუდენი ჩუენნი და აღჰმართნა ბჭენი ჩუენნი და დაამტკიცნა მოქლონნი მისნი, აღჰმართნა და აღაშჱნნა გოდოლნი იგი ჩუენნი დამჴობილნი.
14. არავინ დაებადა ქუეყანასა ზედა მსგავსად ენუქისებრ, ვითარ-იგი გარდაიცვალა ქუეყანით ზეცად.
15. ხოლო იოსებისებრ მყარვე არავინ იყო ქუეყანასა ზედა, უძღოდა ძმათა მათ თჳსთა განსამტკიცებელად ერისა მის და ღირს იქმნნეს მოძიებად ძუალნიცა მისნი.
16. სემ და სეთ შორის კაცთა იდიდნეს და უფროჲს დაბადებულთა მათ ნაშობთა კაცთაჲსა.
თავი 50
50:1–29
1. სჳმონ, ძჱ იგი ჰონეაჲსი, მღდელი იგი დიდი, რომელმან-იგი ცხორებასავე მისსა აღაგო სახლი იგი დღეთა მათ თჳსთა და განამტკიცა ტაძარი იგი,
2. და მის გამო დაემტკიცნეს საფუძველნი იგი სიმაღლისანი მეორედ აღმაღლებადმდე ეზოთა მათ ტაძრისა მის.
3. დღეთა მათ მისთა აღიშჱნნეს საუნჯენი იგი წყალთანი საზომისაცა ზღჳსა მის რვალისაჲ, ვითარცა სახედ ზღჳსა მის.
4. რომელ-იგი გულს ეტყოდა ერისა მისთჳს, რაჲთამცა არა დაეცნეს. რომელი-იგი განაძლიერებდა ქალაქებსა მას თჳსსა თავისა თჳსისა.
5. ვითარცა იდიდა იგი, იქცეოდა რაჲ იგი შორის ერსა მას აღმაღლებასა მას ეზოჲსა მის გამოსლვასა ტაძრით.
6. ვითარცა ვარსკულავი განთიადისაჲ, რომელი-იგი გამოვალნ შორის ღრუბელთა მათ, და ვითარცა მთოვარჱ სავსებითი დღეთა მათ წესისა თჳსისათა.
7. ვითარცა მზჱ რაჲ მოეფინის ტაძარსა მაღლისასა, ვითარცა მშჳლდი იგი დიდებული უფლისაჲ, რაჟამს მისწუდების ბრწყინვალებაჲ იგი მისი ღრუბელთა,
8. ვითარცა ყუავილი ვარდისაჲ დღეთა მათ ახლისათა, ვითარცა ყუავინ შროშანი წარსავალსა წყალთასა, ვითარცა ახალნერგი ლიბანისაჲ დღეთა მათ არისათა;
9. ვითარცა საკუმეველი ცეცხლსა ზედა მბერველთა მათ, ვითარცა ჭურჭერი ჭედილი ოქროჲსა მყარისაჲ აღმკული და შთასხმული ანთრაკები იგი პატიოსნები;
10. ვითარცა ზეთისხილი იგი განშუენებული, სავსჱ ხილითა, ვითარცა ძელქვაჲ აღმაღლებული ღრუბლადმდე ცისა.
11. და აღმკვასა მას მისსა სამოსლითა მით დიდებულითა, შთაცუმასა მას მის სამკაულისასა სრულიად სიქადულისა ჟამსა მას მიახლებისასა საკურთხეველსა მას წმიდათასა იდიდა სამკაულითა მით სიწმიდისაჲთა.
12. მიღებისა მის ჴელთაგან ძმათაჲსა, რაჟამს თჳთ განმზადებულად დგან საკურთხეველსა მას წინაშე მსხუერპლთაჲსა. ვითარცა ახალნერგი იგი ნაძჳსაჲ მთასა მას ლიბანისასა, გარემოადგეს და შეიცვეს იგი, ვითარცა ხეთა მათ დანაკისკუდისათა.
13. ყოველთა მათ ძეთა აჰრონისთა დიდებულებითა მით და მსხუერპლი იგი უფლისაჲ ჴელთა შინა მათთა წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაელისა.
14. და სრული იგი მსახურებაჲ სხურებული ზედა საკუერთხეველსა მას განშუენებაჲ და მსხუერპლისა მის მაღლისა მერთისა მპყრობელისაჲ.
15. მიყოფასა მას ჴელისა მისისასა საკურთხეველსა მას განწონილსა შესაწირავთასა მას, პკურებასა მას სისხლისასა და მისხურებად საფუძველთა მათ საკურთხეველისათა სულად სულნელად მეუფისა მის მაღლისა.
16. მაშინ ჴმითა მით მაღლითა ღაღადებდენ მღდელნი იგი, ძენი აჰრონისნი და ჴმითა მით ნესტჳსა ჭედილისაჲთა ღაღადებედ და ასმენედ ჴმასა მას ჴმითა დიდითა საჴსენებელად მაღლისა.
17. მას ჟამსა ერთბამად ერნი იგი ზედა ჴირთა მათთა დაეცნეს და თაყუანის-სცეს უფალსა ღმერთსა.
18. და აქებდეს უფალსა ღმერთსა მაღალსა და უგალობდენ მაქებელნი იგიცა უფროჲს ჴმითა მით მაღლითა და სიმრავლითა მით ერისაჲთა ჴმაჲ იგი დატკბებინ.
19. და ევედრებინ ერი იგი უფალსა ღმერთსა მაღალსა და ლოცვაჲ იგი შეიწირვოდა წინაშე მოწყალისა მის ვიდრე აღსასრულადმდე, სამკაულისა მის მსახურებისა მის აღსასრულადმდე.
20. შთასლვასა მას და აღპყრობასა ჴელთა მისთასა ერსა მას ზედა ისრაელისასა. მიცემად ქებაჲ უფალსა ბაგითა თჳსითა სახელითა მისითა სიქადულად.
21. შუენებად, ახილვად ქებულებასა მას მაღლისასა.
22. აწ აქებდით ყოველნი უფალსა საკჳრველთმოქმედსა მას ყოვლისა ქუეყანისასა, რომელმან აღამაღლნა დღენი ჩუენნი საშოჲთგან, ყოს ჩუენთჳს წყალობითა თჳსითა.
23. მოცემად გულთა ჩუენთა ყოფად მშჳდობისა დღეთა მათ ჩუენთა ისრაელსა ზედა მსგავსად დღეთა მათ საუკუნეთა.
24. სარწმუნო ყოფად ჩუენდა წყალობისა მისისა და დღეთა მათ შინა მისთა ჴსნად ჩუენდა.
25. ორი ესე ნათესავი მოიძულა სულმან ჩემმან და მესამჱ იგი მიყუარად არავე შემირაცხიეს;
26. თესლთა, რომელნი დაშჱნებულ არიან მთათა ზედა სამარიაჲსათა, ფილისტიმელნი იგი და ერი ცოფი, რომელ-იგი დაშჱნებულ არს სიკიმას.
27. მოძღურებაჲ ესე სიბრძნისაჲ დავწერე წიგნსა ამას ისო, ძემან ზირაქისმან, ძისა ელიაზარისმან ოსოლჳმელმან, რომელი გამოადინებდა სიბრძნესა მას გულისაგან თჳსისა.
28. ნეტარ იყოს, რომელი ამათ შინა იქცეოდის, და რომელმან დაისხნეს ესენი გულსა თჳსსა, განბრძნდეს.
29. და უკუეთუ ვინმე ყოს ესე, ყოვლითავე ფრიად განბრძნდეს, რამეთუ შიშითა უფლისაჲთა არიან ალაგნი მისნი.
თავი 51
51:1–30
1. აღგიარო შენ, მეუფეო ჩემო, და აღუვარო სახელსა შენსა,
2. რამეთუ მექმენ მე შესავედრებელ ჩემდა და შემწე, და იჴსენ სული ჩემი წარსაწყმედელისაგან და მახისაგან, ენისა ცუნდრუკებისაგან და ბაგეთა, რომელნი მომადგეს მე. შემიწყალე და მიჴსენ მე.
3. მრავლითა წყალობითა შენითა ზახებისაგან, რომელნი განმზადებულ იყვნეს შემუსრვად, და ჴელთაგან, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, სიმრავლისაგან ჭირთა, რომელნი გარემომადგეს მე;
4. ჩუენებისაგან გარემო ცეცხლისა და შორის ცეცხლისა, რომელი-იგი მე არა აღმეგზნა;
5. სიღრმისაგან უფსკრულთა ჯოჯოხეთისათა და ენისაგან ბილწისა ცილის სიტყჳსა
6. და ენისაგან ცუნდრუკისა და ცილის სიტყჳსა. წინაშე მეუფისა მიიწია სიკუდიდმდე სული ჩემი და ცხორებაჲ ჩემი ჯოჯოხეთა მიეახლა.
7. გარემომადგეს მე და არავინ იყო მწე ჩემდა. ვხედევდ შეწევნასა კაცთასა და არა მეპოებოდა მე.
8. მოვიჴსენე წყალობაჲ შენი, უფალო, და საქმენი ჴელთა შენთანი უკუნისამდე, რამეთუ იჴსნი, რომელთა დაგითმონ შენ, და განარინნე იგინი ჴელთაგან წარმართთაჲსა.
9. და აღამაღლნა უფალმან ქუეყანით ლოცვანი იგი ჩემნი და ჴსნისათჳს სიკუდილისა ვიცევდ.
10. და ვხადე უფალსა მამასა ჩემსა უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა: ნუ დამაგდებ მე, უფალო, დღეთა ჭირისა ჩემისათა ჟამსა შინა ამპარტავანთასა უძლურთათჳს შეწევნასა და გაქებდენ შენ აღსაარებითა.
11. მაშინ ისმინა ჴმისა ჩემისაჲ და მიჴსნა მე წარწყმედისაგან და განმარინა მე ჟამსა ბოროტსა.
12. ამისთჳსცა აღგიარო და გაქებდე შენ და უგალობდე სახელსა შენსა უკუნითი უკუნისამდე, უფალო.
13. ვიდრე საცთური არღა წევნულ იყო ჩემდა, ვითხოვე სიბრძნჱ ცხადად ლოცვითა ჩემითა.
14. წინაშე ტაძარსა მას დავრდომილ ვიყავ და ვილოცევდი მისთჳს და მი-აღსასრულადმდე ვეძიებდ მას.
15. ვითარცა ჟამსა ყურძნის ჭრელოვასა ფერჴი ჩემი დადგა განგებულად სიმტკიცესა და სიყრმითგან ჩემით მოვიძიე იგი.
16. მიუდრიკე ყური ჩემი და ვერვე გამომიღებიეს იგი. მრავალი ვპოვე მეცნიერებაჲ მას შინა.
17. და წარმემართა მე; რომელმან-იგი მომცა მე სიბრძნე, მივსცე მას დიდებაჲ.
18. ვიზრახე მისი ყოფაჲ და აღვიშურვე მე კეთილისათჳს და არა მრცხუენოდის.
19. რამეთუ ჰბაძვიდა მას სული ჩემი და საქმითა ჩემითა განვამტკიცე იგი. ჴელნი ჩემნი აღვიხუენ სიმაღლესა, სიბრძნე ჩემი განვიზრახე.
20. სული ჩემი წარვმართე მისა და გონებაჲ ჩემი დავდევ მისა მიმართ და სიწმიდით ვპოვე იგი.
21. ამისთჳს არა იპოვა ნაწილი ჩემი დაშრომილ მოუძლურებასა მას მისსა, მისთჳს მოვიგე სიწმიდისა მოსაგებელი.
22. მომცა მე უფალმან სასყიდლად ენაჲ, ამით აქებდით.
23. ჩემ თანა უმეცარნი და განისუენეთ სახლსა მოძღურებისასა.
24. რაჲ არს, რომლითა დააკლდებით თქუენ და სულთა თქუენთა სწყუროდის ფრიად.
25. აღვაღე პირი ჩემი და ვიტყოდე: აწ მიიღეთ თქუენ უვეცხლოდ.
26. და მოუდრიკეთ ქედი თქუენი უღელსა და მიიღეთ თქუენ სწავლაჲ, რამეთუ ახლოს არს პოვნად იგი.
27. იხილეთ თუალითა თქუენითა, რამეთუ მცირედ ვშუერ და ვპოვე განსუენებაჲ.
28. დაიმკჳდრეთ მეცნიერებაჲ უფროჲს ვეცხლისა და უფროჲს ოქროჲსა მოიპოვეთ იგი.
29. უხაროდენ სულთა თქუენთა წყალობითა მისითა და ნუმცა გრცხუენის თქუენ ქებისა მისთჳს.
30. იქმოდეთ თქუენ ქველისსაქმესა თქუენსა ჟამის წინა და მან მოგცეს თქუენ მოუკლებელი იგი სასყიდელი ჟამსა თჳსსა.