გულანი
საცდელი · 1.37.0
ნეემია 1 / 13თავი 1

ნეემია

დასაწყისები

ძველი ქართული ბიბლია

თავები · 13
მკითხველი

თავი 1

1:1–11

1. და იყო, თუესა მას ქასლევსა, წელსა მას მეოცესა არტაშჱს მეფისასა მე ვიყავ შუშს დედაქალაქთა მათ აბირაჲსთა

2. და მოვიდა ერთი ძმათა ჩემთაგანი და კაცნი იუდაჲსნი. და ვჰკითხე მათ ჴსნილთა მათთჳს და განრინებულთა ტყუეობისა მისგან და იერუსალემისათჳს.

3. და მრქუა მე: განრინებულნი იგი ტყუეობისაგან მათისა მუნ არიან, სოფელსა თჳსსა, დიდსა ჭირსა და ყუედრებასა. და ზღუდენი იერუსალემისანი ეგრევე დაჴსნილნი და დარღუეულნი და ბჭენი მისნი მომწუარ არიან ცეცხლითა.

4. და იყო რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავჯედ და ვტიროდე და ვიგლოვდი მრავალ დღჱ და ვიმარხევდ და თაყუანის-ვსცემდ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა ზეცათაჲსა.

5. და ვთქუ: უფალო ღმერთო ცათა და ქუეყანისაო, რომელ-ეგე ძლიერ ხარ და დიდ და საშინელ, დაუმარხე აღთქუმაჲ შენი და წყალობაჲ მოყუარეთა შენთა და რომელთა დაიცვეს შჯული შენი.

6. იყვნედ ყურნი შენნი სმენად და თუალნი შენნი ხედვად. და აწ ისმინე და იხილე ლოცვაჲ მონისაჲ შენისაჲ, რომელსა დღეს შევწირავთ შენ წინაშე ძეთა მათთჳს ისრაელისათა, მონათა შენთა, რომელნი მიეცნეს ჭირსა ცოდვმრთი461რ]ათა ჩუენთათჳს, რომელ-იგი შეგცოდეთ მე და სახლმან მამისა ჩემისამან ვცოდეთ.

7. და გარდასლვით გარდავჰჴედით და არა დავიმარხეთ შჯული შენი და ბრძანებანი და განკითხვანი შენნი, რომელნი გუამცენ ჩუენ ჴელითა მონისა შენისა მოსესითა.

8. მოიჴსენე, უფალო, სიტყუაჲ, რომელი ამცენ მოსეს, მონასა შენსა: უკუეთუ თქუენ არა დაიმარხოთ შჯული ჩემი, მე განგაბნინე თქუენ წარმართთა შორის.

9. უკუეთუ მოიქცეთ და დაიმარხოთ შჯული ჩემი და ჰყვნეთ იგინი, და თუ იყვნეთ განბნეულ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა და მიერცა შე-ვე-გკრიბნე თქუენ და მოგიყვანნე თქუენ ადგილსა მას, რომელი-იგი გამოვირჩიე და სადა დამკჳდრებულ არს სახელი ჩემი მას ზედა.

10. და აწ ესერა მონანი შენნი და ერი შენი, რომელი იჴსენ ძლიერებითა შენითა და დიდითა ძალითა შენითა და მკლავითა შენითა მაღლითა.

11. ნუ დაგუთხევ ჩუენ ჴელთაგან შენთაჲსა, არამედ იყვნედ ყურნი შენნი მოხედვად ლოცვასა მონისა შენისასა და ისმინე ვედრებაჲ მათი, რომელთა ეშინის სახელისაგან შენისა, უფალო. და წარჰმართე თხოვაჲ ესე მონათა შენთაჲ დღეს შენ წინაშე. და მეც მე პოვნად წყალობისა წინაშე ამის კაცისა. და ვიყავ მე ღჳნის მნჱ მეფისა მის.

თავი 2

2:1–20

1. და იყო თთუესა ნისანსა, მეოცესა წელსა არტაშჱს მეფისასა, მიითხოვა ჩემგან ღჳნოჲ. და მოვიღე ღჳნოჲ და ვასუ მეფესა. და იყო მეფჱ იგი მარტოჲ. რაჟამს შესუა ღჳნოჲ იგი.

2. მრქუა მე მეფემან: რად მწუხარე არს პირი შენი და რაჲ არს მისთჳს მიზეზი, გარნა უკეთურებაჲ. და შემეშინა მე ფრიად.

3. და ვარქუ მეფესა მას: მეფჱ, უკუნისამდე ცხონდი, რაჲსათჳს არა იყოს მჭმუნვარჱ და მწუხარჱ პირი ჩემი, რამეთუ ქალაქი იგი და სახლი მამათა ჩუენთაჲ უდაბნო არს და ბჭენი მისნი განრყუნილ არიან ურიდად ცეცხლითა.

4. და მრქუა მე მეფემან მან: რომლისა საქმისათჳს ეძიებ ამას? და ვილოცევდ უფლისა მიმართ ღმრთისა ზეცათაჲსა.

5. და ვარქუ მე მეფესა მას: იყავნ ზედა მეფობასა შენსა კეთილი! და თუ ვპოვე მონამან შენმან მადლი წინაშე პირსა შენსა და გნებავს მივლინებაჲ ჩემი ჰურიასტანდ, ქალაქსა საჴსენებელსა მას მამათა ჩუენთასა და მე სიტყჳთა შენითა აღვაშჱნო ქალაქი იგი ღმრთისაჲ.

6. და მრქუა მე მეფემან და ხარჭმან მისმან, რომელი ჯდა მის თანა: რაჟამს ოდენ მიგცალდეს შენ, ანუ ოდეს მოიქცე შენ მუნით? და ყო კეთილი ჩემდა მომართ მეფემან მან და განმიტევა მე, და დაუდევ დროჲ.

7. და ვარქუ მეფესა მას: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მეც მე წიგნი მთავართა მათ მიმართ მიერ კერძო მდინარისა მის. და მიმიყვანონ მე, ვიდრემდის მივიდე ჰურიასტანდ.

8. და წიგნი ერთი ასაფისა, რომელ-იგი არს მცველ ბოსტნისა მის სამეუფოჲსა, რაჲთა მცეს მე ძელი განსაგებელად ბჭეთა მათთჳს და ზღუდეთა და მის ქალაქისათჳს და სახლისა მისთჳს, რომელსა შევიდე მე მუნ. და მომცა მე მეფემან, რამეთუ ჴელი ღმრთისა ჩემისაჲ იყო ჩემ თანა კეთილობით.

9. და მოვედ მთავართა მათ მდინარით კერძოთა, მივეც წიგნები იგი მეფისაჲ. და წარმაყვანნა მე მეფემან წინამძღუარნი ძლიერნი და წიგნები და ცხენები.

10. და ესმა სანაბალანტს მთავარსა და ტობიას, მონასა ამონისსა, და ბოროტ უჩნდა წინაშე მათსა, რამეთუ ვითხოვენ მე კაცნი კეთილობით საჴმრად ისრაელისათჳს.

11. და მოვედით იერუსალემდ და ვიყვენით მუნ სამ დღე ოდენ.

12. და აღვდეგ ღამჱ მე და მცირედნი კაცნი ჩემ თანა იყვნეს. და არა უთხარ მე კაცთა მათ, ვითარმედ რაჲ შთამიგდო მე ღმერთმან გულსა ჩემსა ყოფად ისრაელისათჳს. და კარაული არა იყო ჩემ თანა, გარნა მარტოჲ იგი კარაული, რომელსა ზედა ვჯედი.

13. და გამოვედ მე ბჭესა მას ნაღუარევისასა პირსა ზედა ქუეყანისა მის ლეღოვანისასა და ვიდრე ბჭედმდე წყაროთასა. და შეურვებულ ვიყავ იწროებითა მით წარსავალისაჲთა ზღუდესა თანა იერუსალემისასა, რომელი-იგი მათ განეწმიდა. და ბჭენი მისნი განრყუნილ იყვნეს ცეცხლითა.

14. და განვლე მე ბჭესა მას წყაროჲსასა წყალთა გარდამოსაქანელთა თანა. ესე არიან ამონიტელნი და მოაბელნი და სამარიტელნი მეფისათა, და არა იყო მუნ ადგილი კარაულისათჳს ჩემისა, ვითარმცა განვლე იგი ადგილი მჴედრ.

15. და აღვჴედ ზედა ზღუდესა მას ნაღუარევით კერძოსა ღამჱ და ვიყავ იწროებითა მით შეურვებულ ზღუდესა მას ზედა. და ვიყავ ბჭესა მას თანა ჴევისასა და მოვიქეც.

16. და არა აგრძნეს მჴუმილთა მათ, ვიდრე რაჲ მისრულ ვიყავ ანუ რასა ვიქმოდე. და ჰურიათა მათ და მღდელთა და პატიოსანთა და ერისთავთა და სხუათაცა, რომელნი აღასრულებდეს ღუაწლსა მას საქმისასა, ვიდრე აქა ოდენ არა მეთხრა მათა.

17. და ვარქუ მათ: თქუენ იხილეთ უკეთურებაჲ ესე, რომელსა შინა ვართ აწ, და ვითარ არს იერუსალემი უდაბნო და ბჭენი ამისნი ცეცხლითა მომწუარ. მოვედით და აღვაშჱნნეთ ზღუდენი იერუსალემისანი და არღარა იყვნეთ საყუედრელ.

18. და უთხარ მათ, ვითარმედ; ჴელი უფლისაჲ იყო ჩემ ზედა კეთილობით და სიტყუანი იგი მეფისანი, რომელ მრქუნა მე. და ვარქუ მათ: აწ მოვედით და აღვდგეთ და ვიქმოდით და აღვაშჱნოთ ადგილი ესე ღმრთისაჲ. განძლიერდეს ჴელნი მათნი კეთილობად.

19. და ესმა სანაბალატს, აჰრონის და ტობის, მონათა ამონისთა, და გესამს არაბიელსა, და გუეკიცხევდეს ჩუენ, და მოვიდეს ჩუენდა და მრქუეს ჩუენ: რაჲ არს საქმჱ ეგე, რომელსა თქუენ იქმთ და გნებავს მეფისაგან განდგომაჲ.

20. და მიუგე და ვარქუ მათ: ღმერთმან ცათამან წარგჳმართა და ჩუენ მონანი მისნი ვართ წმიდანი. და აღვაშჱნოთ ქალაქი ესე ღმრთისაჲ. და თქუენ არა გიც ნაწილი და საჴსენებელი და სამართალი იერუსალემს.

თავი 3

3:1–37

1. აღდგა ელიასობ მღდელი იგი დიდი და ძმანი მისნი მღდელნი და აღაშჱნეს ბჭჱ იგი ავაზანთა მათ ჯურღმულისათა, და გაწმიდეს იგი, და აღჰმართნეს ბჭენი ჯურღმულისანი და განაგეს იგი ვიდრე გოდლადმდე ანამელისა.

2. და ჴელთა კაცთა მათ იერიქოჲსათა და ჴელთა ძეთა მათ ზაქორისთა, ძეთა მათ ამარისთა.

3. და ბჭჱ იგი იქეთურეანი აღაშჱნეს ძეთა ასანისთა და მათ გარდაჰრთეს და განაგეს იგი კლიტენი და მოქლონნი მისნი.

4. ჴელითა ამათითა ეპყრა ჰრომოთს და ძეთა ქორეისთა აკოვთისთა. და ჴელითა მათითა ეპყრა მოსოლას, ძესა ბარუქისსა, ძესა იჱსესსა, ზებელს. და ჴელითა მათითა ეპყრა სადუკს, ძესა ბანეაჲსსა.

5. და ჴელისაგან მათისა ეპყრა თეკუიმ და ადურევ და არა მისცნეს ქედნი მათნი მათა მონებად.

6. და ბჭჱ იგი ძუელი ეპყრა ოდიას, ძესა ფალებისსა, და მესულამს, ძესა ბანჱაჲსსა. და ამათ განაგეს იგი და აღჰმართნეს ბჭენი მისნი და კართ-საჴშველნი და მოქლონნი მისნი.

7. მახლობელად მათსა აღაშენეს მელქაიას გაბონიტელმან და იადონ მერონიტელმამ გაბაონის და მასპის კაცთა მთავრისა მისთჳს, რომელ-იგი თემისა იყო წიაღ მდინარესა მის.

8. და შემდგომად მისა მათისა მის განწესებისა დაიპყრა ანანია, ძემან ჰროოკისმან, და დაუტევა იერუსალემელთა ვიდრე ზღუდედმდე ურაკპარაკთაჲსა.

9. და შემდგომად მათისა დაიპყრა ჰრაფია მთავარმან ადგილთა მათ იერუსალემისათამან.

10. და ჴელისაგან მისისა დაიპყრა იედაიე, ძემან ეროსაფისმან. და სახლით კერძო თჳსით და ჴელითა თჳსთა დაიპყრა ატტოს, ძემან ასბანისმან.

11. და მეორედ დაიპყრა მელქიას, ძემან არამისმან, და ასობ, ძემან ფაათ მოაბისმან, ვიდრე გოდლადმდე თანურიმდ.

12. და ჴელისაგან მისისა დაიპყრა ალუმ, ძემან ალულჱსმან, მთავარმან ზოგისა იერუსალემით კერძომან, და ასულთა მისთა.

13. და ბჭჱ იგი ჴევისაჲ დაიპყრეს ანუნ და რომელნი დამკჳდრებულ არიან ზანუნს, მათ აღაშჱნეს იგი და აღჰმართნეს ბჭენი მისნი და კართ-საჴშველნი და მოქლონნი. და ათასი წყრთაჲ აღაშჱნეს ზღუდისა მისგანი ვიდრე ბჭედმდე სანაცრისა.

14. ბჭჱ იგი სანაცრისაჲ დაიპყრა მელქი, ძემან ჰრექაბისმან, მთავარმან მან ადგილთა მათ ბეთაქარიმისთამან. თჳთ ადგილთა მისთა გარდაჰრთეს იგი და აღჰმართნეს ბჭენი მისნი და კლიტენი და მოქლონნი მისნი.

15. და ზღუდჱ იგი წყალთ-სადინელთაჲ მათ წყაროთაჲ დაიპყრა ორდიონ მთავარმან მან მეფისამან ვიდრე აღსავალადმდე, რომელი შთამოვალს ქალაქით დავითისით.

16. და მისა შემდგომად დაიპყრა ნეემი, ძემან აზბუქისმან, მთავარმან ბეთსორისმან ვიდრე მტილადმდე დავითისად წყალთ გარდმოსაქანელთა მათმდე განგებულთა და ვიდრე ბეთაგარიდმდე.

17. შემდგომად მისა დაიპყრეს ლევიტელთა ჰორაონ, ძემან ბანეაჲსმან, და ჴელისაგან მისისა დაიპყრა ასაბია მთავარმან კეილარით კერძომან.

18. და ამისა შემდგოამდ დაიპყრეს ძეთა მისთა ბენაია, ძემან ადადისმან, მთავარმან მან კელაით კერძომან.

19. და მისა შემდგომად დაიპყრა ასურ, ძემან იაკუჲსმან, მთავარმან მასფეაჲსამან ზოგი მეორისა მის ზღუდისაჲ. რომელი-იგი აღვიდა შემდგომად კიდესა მას გოდლისასა.

20. და შემდგომად მისა დაიპყრა ბარუქ, ძემან ზაბუნისმან, საზომი მეორისა მისგან კიდისა ვიდრე ბჭედმდე ბეთელოვასობისა, სადა დგან მღდელი იგი დიდი.

21. და შემდგომად მისა დაიპყრა მორამოთ, ძემან ჰურიაჲსმან, ძემან აქსისმან, საზომი მეორით ბჭითგან გეთელიასობით ვიდრე დასასრულადმდე მისა.

22. და შემდგომად მისა დაიპყრეს მღდელთა მათ კაცთა აქჱქამისთა.

23. და შემდგომად მისა დაიპყრა ბენიამენ და ასუბ წინაშე სახლთა თჳსთა. და შემდგომად მისა დაიპყრა აზარია, ძემან მასუისმან, ძემან ანანიაჲსმან მახლობელად სახლისა თჳსისა.

24. და შემდგომად მისა დაიპყრა ბანია, ძემან ენდადადისმან, საზომი მეორითგან ბეთაზარით ვიდრე საკიდურადმდე. და მოსაქცეველი იგი მოსავალისაჲ მის ადგილისაჲ დაიპყრა.

25. ფალაქ ძემან ოზიაჲსმან პირისპირ სადგურისა მის და გოდოლი იგი, რომელი იყო გარე კერძო ტაძართა მათ სამეუფოთა უზეშთაეს ეზოჲსა მის საპყრობილესა, და შემდგომად მისა დაიპყრა ფადაია, ძემან ფოროსისმან.

26. და ნათაიმელნი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყვნეს ოფელეოს მტილისა გზასა ბჭესა წყაროთა მათ კერძოთასა მზის აღმოსავალით. და გოდოლი იგი გარჱ კერძოჲ.

27. და შემდგომად მისა დაიპყრეს თეკუელთა საზომი მეორჱ პირისპირ გოდლისა მის დიდისა, რომელი-იგი იყო გარეშე ვიდრე ზღუდედმდე სოფლადისა.

28. და უზეშთაეს ბჭესა მას ცხენთასა დაიპყრეს მღდელთა მათ, კაცმან თითოეულად პირისპირ სახლსა თჳსსა.

29. და შემდგომად მისა დაიპყრა სადუკ, ძემან ემერისმან, პირისპირ სახლსა თჳსსა. და შემდგომად მისა დაიპყრა სამეა, ძემან სექენისმან, რომელი-იგი იყო ჴუმილ ბჭეთა მათ მზის აღმოსავალისათა.

30. და შემდგომად მისა დაიპყრა, ანანია ძემან სელემიაჲსმან, და ანონ, ძემან სელეფოლისმან, საზომი მეორჱ. და შემდგომად მისა დაიპყრა მესულამ, ძემან ბარაქისმან, პირისპირ სახლსა მას საფასისა თჳსისა.

31. და შემდგომად მისა დაიპყრა მელქია, ძემან სარეფისმან, ვიდრე ბეთანათამიმდმდე, და სხუათა მათ მდიდართა ქალაქისათა და პირისპირ ბჭესა მას მაიფკადისასა ვიდრე გამოსავალადმდე მოსაქცეველისა მის.

32. და საშოვალ ბჭესა მას წყალთა გარდამოსაქანელთა დაიპყრეს ქელკიანი და მდიდართა მათ ქალაქისათა.

33. და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს, ვითარმედ ჩუენ ვაშენებთ ზღუდეთა მათ და აღვჰმართებთ ზღუდეთა მისთა, შეუძნდა მის წინაშე და განრისხებულ იყო ძლიერად და ეკიცხევდა ჰურიასტანსა.

34. და თქუა წინაშე ძმათა მათ თჳსთა: ესე არს ძლიერებაჲ იგი თქუენი, ო, სომორელნო. და ვითარ ჰურიანი იგი აღაშენებენ და განაძნელებენ ქალაქთა მათთა.

35. და ტობის ამანიტელნი მოსრულ იყო მათა და ეტყოდა: ნუთუ შე-ვითარ-უძლონ აღშენებად და ანუ შეწირვად საკუერთხთა, ანუ ჭამად შესაწირავთა მათგან და ადგილსა მას მათსა. და არა მიერ მოჴდენა მელნი და დაირღჳნენ ქვანი ზღუდეთა მისთანი?

36. ისმინე ჩუენი, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საკიცხელ და შეურაცხ. და მიაგე ყუედრებაჲ მათი თავთა მათთა და მისცენ იგინი საკიცხელად წინაშე წარმტყუენველთა მათთა.

37. და ნუ დაეფარნენ უშჯულოებანი მათნი.

თავი 4

4:1–17

1. და რაჟამს ესმა სანაბალატს და ტობიას არაბიელთა და ამონიელთაჲ, ვითარმედ მარჯუჱ იქმნა შენებაჲ ზღუდეთა იერუსალემისათაჲ და ვიწყეთ თითოეულად ადგილთა საქმისა მის გამოჩინებად, ბოროტ უჩნდა წინაშე მათსა.

2. და შეკრბეს ყოველნი ერთბამად მოსლვად და ბრძოლად იერუსალემისა

3. და ვილოცევდით უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა და დავადგინენით ჴუმილნი ჩუენ ზედა დღისი და ღამჱ პირისაგან მტერთაჲსა.

4. და თქუეს კაცთა ჰურიასტანისათა: ვერ შეუძლოთ ესრეთ ბრძოლად და შენებად, არამედ ზოგნი მზად დგენ ჭურვილად და ზოგნი აშენებდენ.

5. და თქუეს, რომელნი-იგი მაჭირვებდეს: ჩუენ არა ვაცნობოთ მათ, ვიდრე აღდგომადმდე თითოეულად ადგილთაგან თჳსთა და მოვიდეთ შორის მათსა და მოვწყჳდნეთ იგინი და დავაყუდნოთ საქმჱ იგი მათი.

6. და იყო, რაჟამს მოვიდეს ჰურიანი იგი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ადგილდ-ადგილდ, და მეტყოდეს ჩუენ: ნუუკუე გამოჴდენ ყოველთა ადგილთაგან ჩუენ ზედა.

7. და დავადგინნეთ ქუეაღრე ადგილთა მათ უკუანა ზღუდესა მას სართულსა ქუეშჱ და დავადგინენ კაცნი ჭურვილნი ლახუროსანნი და მშჳლდოსანნი

8. და მე აღვდეგი და ვეტყოდე კაცთა მათ, რომელნი განმზადებულნი და განკრძალულნი დგეს, და ერისთავთა მათ მათთა და მათცა, რომელნი-იგი ადგიდ-ადგიდ ჴუმილვიდეს. ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, მოიჴსენეთ უფალი ღმერთი ჩუენი, დიდი და საშინელი, და ჰბრძვეთ ძმათა თქუენთათჳს და ძეთა თქუენთათჳს და ცოლთა თქუენთათჳს და სახლთა თქუენთათჳს.

9. და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისხმა-ვყავთ და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად მათა, განაქარვა ღმერთმან ზრახვაჲ იგი მათი. და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის კაცად-კაცადი თითოეულად ადგილსა თჳსსა.

10. და იყო, მიერ დღითგან ზოგნი იგი განწესებულ იყვნეს საქმესა და ზოგნი იგი ჭურვილნი იყვნეს წინაშე პირსა მტერთასა და ლახუარი და ფარი და მშჳლდი ჴელთა შინა მათთა, და დგან განმზადებულნი კაცი თითოეულად ზურგად-ზურგად ძმისა თჳსისა.

11. რომელი-იგი აშენებნ ზღუდესა მას და არნ ჟამი, შეეწევინ ძმასა თჳსსა და აქუნ ერთითა ჴელითა საჭურველი თჳსი და ერთითა ჴელითა მისცემნ ძმასა თჳსსა ქვასა ანუ თიჴასა.

12. რომელნი-იგი აშენებდეს, შეუბამნ კაცად-კაცადსა ჴრმალი თჳსი წელთა თჳსთა და საბარკალი ბარკალსა თჳსსა და ეგრეთ აშენებდეს ზღუდეთა მათ იერუსალემისათა. და რომელნი-იგი ჰბერვიდეს ნესტუსა რქისასა, დგეს მახლობელად მათსა.

13. და ვარქუ კაცთა მათ, რომელნი-იგი იყვნეს ჭურვილად განმზადებულ, და მთავართა მათთა: საქმჱ ესე დიდ არს და ფართო, და ჩუენ განბნეულ ვართ შენებასა ამის ზღუდისასა და შორს ვართ კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.

14. აწ დავადგინნეთ ადგილდ-ადგილდ კაცნი, რომელნი ჰბერვიდენ ნესტუებსა. და რაჟამს გესმეს ჴმაჲ ნესტჳსა მის რქისაჲ და მუნ მოკრბენ ყოველნი. და ღმერთი ჩუენი ჰბრძოდის ყოველთა მტერთა ჩუენთა ჩუენ წილ.

15. მარადის ზოგნი-იგი იქმოდეს და ზოგთა მათ აქუნდა ჭური თჳსი განმზადებული გამობრწყინვებითგან ცისკრისაჲთ ვიდრე აღმოსლვადმდე ვარსკულავთა.

16. და ვარქუ კაცთა მათ ერისათა: მოვედით და დავიმკჳდროთ შორის ქალაქსა მას იერუსალემსა, და ღამჱ ჴუმილნი დავადგინნეთ გარემო ჩუენისა და დღისი ვიქმოდით.

17. და ვდგით მე და კაცნი იგი, რომელნი გარემო ჩემსა მცვიდეს მე და არავინ ჩუენგანი განიძარცჳს და არცა საჭურველი განიყენის.

თავი 5

5:1–19

1. და იყო ღაღადებაჲ ერისა მის და ცოლებისა მათისაჲ, კაცისაჲ ძმისა მიმართ თჳსისა,

2. და თქუეს ძეთა ჩუენთათჳს და ასულთა ჩუენთათჳს, რომელთა მოაკლდა სასაზრდელი: მივიდეთ და ვიყიდოთ და ვჭამოთ.

3. და რომელნიმე იტყოდეს: ყანაჲ ჩუენი და ვენაჴი ჩუენი და სახლნი ჩუენნი დაუხსნეთ წინდად და მოვიღოთ იფქლი და ვჭამოთ.

4. და იყვნეს, რომელნიმე იტყოდეს: მივსცეთ მონაგები ჩუენი და მოვიღოთ ოქროჲ და ვეცხლი და მივსცეთ ხარკად მეფესა.

5. და აწ ვითარცა ჴორცნი ძმათა ჩუენთანი არიან ჴორცნი ჩუენნი და ვითარცა შვილნი მათნი - შვილნი ჩუენნი. და აწ რაჲსა მივსცენით ჩუენ ძენი ჩუენნი და ასულნი ჩუენნი. წარვიდეს მძლავრებით და არა არს ჴელთა შინა ჩუენთა ძალი, რომლითამცა ვიჴსნენით იგი.

6. და შევწუხენ მე ფრიად, რაჟამს მესმა ღაღადებაჲ იგი მათი და სიტყუაჲ იგი მათი.

7. განვიზრახევდ გონებასა ჩემსა და ვიწყე ლალვად პატიოსანთა მათ მიმართ და მთავართა მათთა და ვარქუ მათ: თქუენ ხართ, რომელნი მოჰჴდით ხარკსა ძმათაგან თქუენთა. და უბრძანე მათ ყოფად კრებულად დიდად.

8. და ვეტყოდე მათ: ჩუენ ვიჴსნნეთ ძმანი ჩუენნი ჰურიანი, რომელნი-იგი განიყიდნეს წარმართთა შორის, რომელი-იგი ჩუენ ვერ გულისჴმა-ვყავით. და თქუენ განჰყიდენით იგინი. და დადუმნეს იგინი და ვერარაჲ მომიგეს მე.

9. და ვთქუ: არა კეთილ არს საქმჱ ეგე, რომელსა-ეგე თქუენ იქმთ, რამეთუ არა გეშინის თქუენ ღმრთისა და მისთჳს ვერ განვერენით ჩუენ ყუედრებისაგან წარმართთა და მტერთა ჩუენთაჲსა.

10. და ვარქუ მე ძმათა ჩემთა და მეცნიერთა, თქუენცა გეტყჳ: მივსცეთ ვეცხლი და ნაყოფი ჩუენი საჴსრად, რომელსა ითხოვენ ხარკის მომჴდელნი იგი,

11. და ვიჴსნნეთ დღეს არენი და ვენაჴნი და ზეთისხილოვანნი და სახლები მაგათი ვეცხლითა ჩუენითა. და იყიდონ იფქლი და ღჳნოჲ და ზეთი და მოართუან მაგათ.

12. და თქუეს მთავართა მათ და სხუათა მათცა დიდ-დიდთა: მივაქციოთ მუნვე და მაგათგან არაჲ მოვიღოთ. და ეგრეთ ვყოთ, ვითარცა-იგი შენ გჳბრძანე. და მოუწოდე მღდელთა მათ და ვაფიცენ იგინი ამის სიტყჳსათჳს.

13. და საბლარდნელი იგი ჩემი განვყარე მაგრიად და ვთქუ: ესრეთ დაყარენ ღმერთმან ყოველი კაცი, რომელმან არა აღასრულნეს სიტყუანი ესე, ცხორებისაგან თჳსისა და ადგილისაგან თჳსისა, ესრეთ დაყრილ და დაცჳვნებულ იყავნ ცხორებისაგან თჳსისა. და თქუა ყოველმან ერმან კრებულისამან: ამენ. და აკურთხეს ღმერთი. და ყვეს და აღასრულეს ყოველმან კრებულმან სიტყუაჲ ესე.

14. და მიერ დღითგან, ვინაჲთგან უბრძანე, რაჲთა არა იყვნენ იგინი მთავრად იუდასა ზედა მეოცით წლითგან ვიდრე მეოცდაათედმდე წლად, მეორედ არტაშეს მეფისა ათორმეტ წელ მე და ძმანი ჩემნი ვიყვენით მთავრად, მძლავრობით ჩუენ არავისი ვჭამეთ და არცაღა ვსუთ.

15. და რომელნი-იგი ჰმძლავრობდეს პირველად და დაამძიმეს მათ და მოუღეს პური და ღჳნოჲ და სხუაჲ ყოველი, ვეცხლი დიდრაქმაჲ მივეც უფალთა თჳსთა და განვაყენენ იგინი მთავრობისა მისგან ერისაჲსა. და მე არა ვიყავ მათებრ შიშისა მისთჳს უფლისა.

16. და განმარჯუებული იყო საქმჱ იგი ზღუდისაჲ მის და არავის ვჰმძლავრე და მოუღე რაჲ: ანუ ვენაჴი, გინათუ სხუაჲ რაჲ. და ყოველნივე იყვნეს დაუყდუნებელ საქმესა მას ზღუდისასა.

17. და ას ოდენ კაც ჰურიათა მათგანი და სხუანი, რომელნი-იგი მოვიდოდეს წარმართთაგანნი ჩუენდა, რომელნი იყვნეს გარემოჲს ჩუენსა, მე მოვიყვანნი და ვრთნი პურსა ჩემსა.

18. და მეყვის დღესა ერთ ჟოჟარაკი და ექუსი ცხოვარი რჩეული და ერთი წელიწადეული კრავი. ესე იყო დღისაჲ ჩემი როჭიკი. და შუა ვყვი ათი დღე და ურიდად ვასუმიდი ღჳნოსა, და არავისი მოვიღე მძლავრებით პური ანუ ღჳნოჲ ყოველთაგან, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ მძიმე იყო საქმჱ იგი ერისაჲ მის.

19. მომიჴსენენ მე, უფალო, კეთილსა შინა, ვითარცა-იგი ვყავ მე ყოვლისა მის ერისათჳს.

თავი 6

6:1–19

1. და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს და ტობიას და ქუეყანასა მას არაბიელთასა და სხუათა მრავალთა მტერთა ჩუენთა, ვითარმედ აღვაშჱნნეთ ზღუდენი იგი, არა დაშთა მათ თანა ძალი მათი და მუნ ოდენ ბჭეები არა განგებულ იყო.

2. და მოავლინეს სანაბალატ და გესამ და მრქუეს: მოვედ და შევკრბეთ ერთად დაბნებსა მას ველისა მის ონაჲსსა. და მათ ეგულებოდა ძჳრისზრახვაჲ ჩემ ზედა.

3. მიუვლინენ მათ მოციქულნი და ვარქუ მათ: საქმესა ამას, რომელსა ვიქმ მე, საქმჱ დიდი არს; და არა მცალს შთასლვად თქუენდა, რაჲთა არა შუვა გამოჴდეს საქმჱ ესე. და რაჟამს აღვასრულო საქმჱ ესე, მაშინ შთავიდე თქუენდა.

4. და მოავლინეს ჩემდა მრავალგზის და მე იგივე სიტყუაჲ მიუგე მათ.

5. და მოავლინა ჩემდა სანაბალატ ყრმაჲ თჳსი და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი უბეჭდველი,

6. რომელსა წერილ იყო ესრჱთ: ყოველთა წარმართთა მიესმა, ვითარმედ შენ და ჰურიათა გეგულების განდგომად მეფისაგან და მისთჳს აშჱნებთ ზღუდეთა მაგათ და განაძლიერებთ გოდოლთა მაგათ, რამეთუ გეგულების შენ მეფობად.

7. და ამისთჳს დაგადგინენ შენ და წინაწარმეტყუელნი, რამეთუ გეგულების დაჯდომად იერუსალემს და მეფობად ჰურიასტანსა ზედა. აწ ნუუკუე მიუთხრან სიტყუაჲ ესე მეფესა, მოვედ და ამისთჳს ორთავე ვიზრახოთ ერთად.

8. და მივავლინენ მისა და ვარქუ: არავინაჲ არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა შენ იტყჳ. არამედ შენ თჳთ გულისაგან შენისა სტყუვი მაგას.

9. რამეთუ ყოველნივე გუაშინებედ ჩუენ და იტყჳან: დაშთომილ იყვნედ ჴელნი მათნი და აღასრულონ საქმჱ მათი. და აწ განვაძლიერენ ჴელნი ჩემნი, ვიდრემდის აღესრულოს საქმჱ ესე სრულიად.

10. და მე შევედ სახლსა სემეაჲსსა, ძისა ადალისსა, ძისა მატაბელისასა, და იგი იყო დადუმებულ სახლსა შინა თჳსსა და მრქუა მე: შევკრბეთ სახლსა შინა უფლისასა და შევევედრნეთ მას შინა და დავჰკრძალნეთ ბჭენი მისნი, ნუუკუე მოვიდენ მტერნი ჩუენნი ღამჱ და მოგკლან შენ.

11. და ვთქუ მე: ვინ არს იგი კაცი, რომლისაგან ვივლტოდი მე, ანუ ვინ არს კაცი ჩემებრი, რომელი შევიდეს სახლსა უფლისასა და განერეს იგი.

12. და გულისხმა-ვყავ, რამეთუ არა იყო ღმრთისაგან მოვლინებულ, არცა იყო სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ ჩემთჳს.

13. და ტობიას და სანაბალატს მოენადა სასყიდლით ერი მრავალი ჩემთჳს, რაჲთამცა შევიშინე. და შევედ სახლსა უფლისასა. და ვიცოდე, რაჲთამცა დამდვეს ჩემ ზედა სახელი ბოროტი.

14. მომიჴსენოს მე უფალმან ზაკჳსათჳს ტობისა და სანაბალატისა, რომელთა ზრახეს ჩემთჳს ძჳრი და აწუევდეს სიცრუვით წინაწარმეტყუელებად, რაჲთა შემაშინოს და შემაძრწუნოს მე.

15. და აღესრულა ზღუდჱ იგი ოცდამეხუთესა თჳსა მის ელუაჲსასა და ერგასის და ორ დღჱ.

16. და იყო ვითარცა ესმა ესე ყოველთა მათ მტერთა ჩუენთა, შეძრწუნდეს ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემოჲს იყვნეს ჩუენსა; და დაეცა მათ ზედა ზარი და შიში ფრიადი. და გულისხმა-ყვეს, რამეთუ ღმრთისაგან იყო აღსრულებაჲ საქმისა მის ჩუენისაჲ.

17. მათ დღეთა შინა დიდითა პატივითა მიუძღუანეს ჰურიათა მათ წიგნი ტობის, და ტობი მოვიდა მათა.

18. რამეთუ იყვნეს მეცნიერ ურთიერთას, და იყო იგი სიძჱ სენექჱნიაჲსა, ძისა იერაჲსი. და იონათან, ძემან მისმან, შეირთო ცოლად ასული მესულამისი, ძისა ბარაქიაჲსი.

19. სიტყუანი მისნი იყვნეს, რომელთა მოიღიან ჩემდა. და ჩემი სიტყუაჲ მიუთხრიან მას და წიგნი მრავალი მოწერის, რაჲთამცა შემაშინა მე.

თავი 7

7:1–73

1. და იყო, რაჟამს აღიშჱნა ზღუდჱ იგი და აღვჰმართენ ბჭენი მისნი და დადგეს მეკარენი იგი, შემასხმელნი ფსალმუნითა, და ლევიტელნი იგი.

2. და ვამცენ ანანიას და ძმათა ჩემთა. და ანანია მთავარი ზედა იერუსალემსა, რამეთუ იგი იყო კაცი ჭეშმარიტი და მოშიში ღმრთისაჲ მრავალთა უფროჲს.

3. და ვარქუ მათ: ნუ აღახუამთ ბჭეთა იერუსალემისათა ვიდრე მზისა აღმოსლვამდე. ვიდრე ყოველთა ეძღჳძოს-ღა, დაჴშნედ ბჭენი იგი და კლიტენი დაჰკრძალენ და ჴუმილნი დააყენენ თითოეულად სახლსა თჳსსა.

4. რამეთუ ქალაქი ესე დიდ არს და ფართო და ერი მცირედ არს მას შინა. და არღა ყოველი ტაძრები აღშჱნებულ არს.

5. და შთააგდო ღმერთმან გულსა ჩემსა, და შევკრიბენ პატიოსანნი იგი მთავარნი და ერი ყოველი შესაკრებელსა ერთსა. და ვპოვე წიგნი ერთი ნათესავთა რიცხჳ, რომელნი გამოსრულ იყვნეს პირველ ტყუეობისაგან. და იყო მას შინა წერილი ესრჱთ:

6. ესე არიან შვილნი, რომელნი გამოვიდეს ტყუეობისაგან, რომელნი მსხემ ყვნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან, და მოიქცეს იერუსალემდ და ჰურიასტანდ კაცი ქალაქად თჳსად,

7. რომელნი მოვიდეს ზორობაბელის თანა, და ისოჲს თანა, და ნეამის თანა აზარეანისა, დაელმია, ნეემეანი, მარდუქჱ, ბალლასან, მარასფარათ, ეზრა ბაგუიე, ნაუმ, ბაანა, მაფარ-კაცნი ერისა ისრაელისანი:

8. ძენი ფორონისნი ორ ათას სამეოც და თორმეტ,

9. ძენი საფატისნი სამას სამეოც და თორმეტ,

10. ძენი ერასისნი ექუსას ერგასის და ორ,

11. ძენი ფათამოაბისნი ძეთა მათ ისუჲსთაჲ, იოაბისთაჲ ორ ათას ორას ათ რვამეტ,

12. ძენი ელამისნი ათას ორას ერგასის და თორმეტ,

13. ძენი ზათურისნი რვაას ორმეოც და ხუთ,

14. ძენი ზაქარიაჲსნი შჳდას სამეოც,

15. ძენი ბანოვაჲსნი ექუსას ორმეოც და რვა,

16. ძენი ბებეაჲსნი ექუსას ორმეოც და რვა,

17. ძენი აზიაჲსნი ორ ათას სამეოც და ორ,

18. ძენი ადონიკარისნი ექუსას ორმეოც და ოთხ,

19. ძენი ბაზუვეისნი ორ ათას სამეოც და შვიდ,

20. ძენი ადინასნი ექუსას ერგას და ოთხ,

21. ძენი ატერ ეზეკიაჲსნი ოთხმეოც და ათრვამეტ,

22. ძენი სამეისნი სამას ოც და რვა,

23. ძენი ბენიაზისნი სამას ოც და სამ,

24. ძენი არაბისნი ას ათორმეტ,

25. ძენი გაბაონისნი ას და თორმეტ,

26. ძენი ბელალეიმისნი ას ოც და სამ, ძენი ვატოფაჲსნი ერგასის და სამ,

27. ძენი ათათონისნი ას ოც და რვა,

28. კაცნი ბეთაზმაჲსნი ორმეოც და ორ,

29. კაცნი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ რვაას ორმეოც და სამ,

30. კაცნი არამისნი და გაბაისნი ექუსას ოც და ერთი,

31. კაცნი ბემაქერამაისანი ას ოც და ორ,

32. კაცნი იგი ბეთელისნი და არაჲსანი ას ოც და სამ,

33. კაცნი ნაბიაჲსანი ას ერგასის და ორ, კაცნი მაკებოისისნი ას ერგასის და ექუს,

34. კაცნი ელამისნი ათას ორას ერგასის და ექუს,

35. ძენი ერამისნი სამას ოც,

36. ძენი იერიქოჲსანი სამას ორმეოც და ხუთ,

37. ძენი ლუდისნი, ადიდ და ორნონ შჳდას ორმეოც და სამ,

38. ძენი ანანიაჲსნი სამ ათას ცხრაას ოც და ათ,

39. და მღდელნი იგი, ძენი იუდაჲსნი სახლისა მის იესუვისთაჲ ცხრაას სამეოც და ცხრა,

40. ძენი იემერისნი ათას ერგასის და ორ,

41. ძენი ფასეორისნი ათას ორას ორმეოც და შჳდ,

42. ძენი იერამისნი ათას და აჩჳდმეტ,

43. და ლევიტელნი იგი, ძენი ისუჲსნი, კადმიელ, ძეთა მათგან უდიოდისთაჲ სამეოც და ათორმეტ,

44. შემასხმელნი იგი ფსალმუნთანი ძენი ასაფისნი ას ორმეოც და რვა,

45. მეკარენი იგი, ძენი ლომაჲსნი, ძენი ატერისნი, ძენი ტიმოენისნი, ძენი აკაბისნი, ძენი ატიტაჲსნი, ძენი საბეაჲსნი ას ოც და თორმეტ,

46. და ნათესავნი მაელისნი, ძენი სილაჲსნი, ძენი ასაფისნი, ძენი ტაბაოთისნი,

47. ძენი კერასისნი, ძენი სიაჲსნი, ძენი ფარონისნი,

48. ძენი ლაბანისნი, ძენი აგაბიაისნი, ძენი აკუდისნი, ძენი ოტაისნი, ძენი კეტარისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სელემისნი,

49. ძენი ანანისნი, ძენი გადერისნი, ძენი გაარისნი,

50. ძენი რეისნი, ძენი ჰრაასონისნი, ძენი ნესოდაისნი,

51. ძენი ბეისამისნი, ძენი ოზისნი, ძენი ვესოვისნი,

52. ძენი გესევისნი, ძენი მეინომისნი, ძენი ფოამისნი,

53. ძენი ბაბუკისნი, ძენი აქეფაჲსნი, ძენი არორისნი,

54. ძენი ბასალოთისნი, ძენი მეიდაჲსნი, ძენი ადასალისნი,

55. ძენი ბარეკოსისნი, ძენი სისარაჲსნი, ძენი თერამანისნი,

56. ძენი ნესიაისნი, ძენი ატუფაისნი.

57. ძენი მონათა მათ სოლომონისთანი, ძენი სუტისნი, ძენი საფარათისნი, ძენი ფერადაჲსნი,

58. ძენი იჱალჱსნი, ძენი დორკონისნი, ძენი გადიელლისნი,

59. ძენი საფატიაჲსნი, ძენი ეტემიისნი, ძენი ფაქარატისნი, ძენი საბაიამისნი, ძენი ლიიმისნი,

60. ძენი ნათაიმელნი, ძენი მონათა მათ სოლომონისთანი სამას ოთხმეოც და ათორმეტ.

61. ესენი იყვნეს, რომელნი გამოვიდეს თელმელექით: თელარა, ქერობ, რუნ, ემერ; და ვერ უძლეს თხრობად სახელი მამათა მათთაჲ და ვერცაღა ნათესავისა თჳსისათჳს, ისრაელისაგანნი იყვნეს;

62. ძენი დალაჲაჲსნი, ძენი ბუვაჲსნი, ძენი ტობიაჲსნი, ძენი კოდაჲსნი ექუსას ორმეოც და ორ,

63. და მღდელთა მათგანნი ძენი აბეაჲსნი, ძენი აკუსისნი, ძენი ბერზელიაჲსნი, რამეთუ მოიყვანა ცოლი ასულთა მათგან ბერზელის გალაადელისათაჲ და სახელ-ედვა სახელისაებრ მისისა.

64. ამათ მოიძიეს რიცხჳ ნათესავისა მათისაჲ და არა პოვეს და განეყენნეს მღდელთა მათგან.

65. ჰრქუა მათ: ნუ ჭამედ იგინი სიწმიდისა მისგან წმიდათაჲსა, ვიდრემდის აღდგეს მღდელი და განანათლნეს იგინი განცხადებულად.

66. იყო ყოველი იგი ერი კრებულისაჲ მის ათოთხმეტ ბევრ ოთხ ათას სამას და სამეოც,

67. გარნა მონანი და მჴევალნი მათნი, რომელნი იყვნეს შჳდ ათას სამას და ოც და ჩჳმეტ, და რომელნი იყვნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი, მამანი და დედანი ორას ორმეოც და ხუთ,

68. და ცხენები შჳდას ოც და ათექუსმეტ და ჯორები მათი ორას ორმეოც და ხუთ,

69. აქლემები მათი ოთხას ოც და თოთხმეტ, და ვირები მათი ოთხ ათას შჳდას ოც.

70. და მფლობელთა მათ მამადმთავართაებრ მათ მისცეს საქმესა მას და ართასასთა მისცა ფასი ოქროჲსაჲ ათას ოდენ, პინაკები ერგასის და კუართი სამღდელოჲ ოც და ათ.

71. მფლობელთა მათ მამადმთავართა მისცეს ფასი საქმარად ოქროჲ ორი ბევრი, ვეცხლი ბევრი, ქანქარი ორ ათას ორასი.

72. და სხუამან მან ერმან მისცეს ორი ბევრი დრაჰკანი და ჭურჭერი ვეცხლისაჲ ორ ათას ოდენ და კუართები სამღდელოჲ სამ ათას და შჳდი.

73. დასხდეს მღდელთმოძღუარნი იგი და ლევიტელნი, მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ერისაგანნი იგი და ნათანიმელნი და ყოველი ისრაელი ქალაქებსა თჳსსა.

თავი 8

8:1–18

1. და მოვიდა და მოიწია თთუჱ იგი მეშჳდე და იყვნეს ძენი ისრაელისანი ქალაქსა თჳსსა. შეკრბა ყოველი იგი ერი, ვითარცა ერთი კაცი ურაკპარაკსა მას წინაშე ბჭესა მას წყალთასა, და ჰრქუეს ეზრას მწერალსა მას შჯულისასა, რაჲთამცა მოიღო შჯული იგი მოსესი, რომელ-იგი ბრძანა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან.

2. და მოიღო ეზრა მღდელმან მან შჯული იგი წინაშე კრებულისა მის, სადა-იგი შეკრებულ იყვნეს მამანი და დედანი და ყოველთავე, რომელთა უნდა სმენის თჳს თავსა მას მეშჳდისა თჳსასა.

3. იწყო და უკითხვიდა მათ ცისკრითგან, რაჟამს აღმობრწყინდა მზჱ, ვიდრე ექუს ჟამადმდე წინაშე მამათა და დედათა, და გულისხმა-ჰყოფდეს ყოველნი და ყური მიუპყრა ყოველმან ერმან სმენად წიგნსა მას შჯულისა უფლისასა.

4. და დგა ეზრა მღდელი და მწერალი ზედა ბემონსა ძელისასა და დგეს მის თანა ესე მატათია და სამეა, ანანია და ჰურია, ქელკია და მაასია; და მარცხენით მისა ფადაჲა და მისაელ, მელქიაზ და ოსიამ და საბნა, ზაქარია და მოესულამ.

5. და რაჟამს განყვნა ეზრა წიგნნი იგი წინაშე ყოვლისა კრებულისა მის, რამეთუ იყო იგი ზედამდგომელ ყოვლისა მის ერისა. და იყო, ვითარცა განყვნა წიგნი იგი და დგა ერი იგი მის წინაშე.

6. აკურთხა ეზრა უფალი ღმერთი დიდი და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ! და აღიპყრნეს ჴელნი მათნი ზეცად და დამხედ თაყუანის-სცეს უფალსა ღმერთსა ქუეყანასა პირსა ზედა თჳსსა.

7. ისუ და ბანეას და სარაბია გულისხმა-უყოფდეს ერსა მას შჯულსა და ერი იგი დგა მსგავსად წესისა.

8. და წიგნი შჯულისა ღმრთისა განმარტებით და საჩინოდ აღმოიკითხეს, რაჲთა გულისხმა-ყონ სიტყუაჲ იგი და სცნან.

9. და თქუა ნეემი, რომელ არს ათერსათა, და ეზრა მღდელმან და მწერალმან შჯულისამან, და ლევიტელნი იგი, რომელნი გულისხმა-უყოფდეს ერსა მას ყოველსა: დღჱ ესე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. ნუ იგლოვთ, ნუცა სტირთ. რამეთუ ტიროდა ერი იგი, რაჟამს ესმოდა სიტყუაჲ იგი შჯულისა უფლისაჲ.

10. ჰრქუეს მათ: წარვედით, ჭამეთ და სუთ სიპოხჱ თქუენი და სიტკბოებაჲ თქუენთა საუნჯეთაგან, და უღუაწეთ ნაწილი, რომელთა არა აქუს. რამეთუ დღჱ ესე წმიდა არს უფლისა ღმრთისა ჩუენისა. აწ განძლიერდით და ნუ შეაწუხებთ მათ, რომელთა-იგი აკლდეს.

11. და ლევიტელნი იგი დაადუმებდეს ერსა მას და ეტყოდეს: დუმენით და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ დღჱ ესე წმიდა არს.

12. და წარვიდა ერი იგი ჭამად და სუმად, და მიუძღუანეს, რომელთა-იგი არაჲ აქუნდა ნაწილი მათი. და ყვეს სიხარული დიდი, რამეთუ გულისხმა-ყვნეს სიტყუანი იგი შჯულისანი, რომელ აღმოუკითხა მათ.

13. და დღესა მას მეორესა შეკრბეს მფლობელნი იგი და მამადმთავარნი ყოვლისა მის ერისაჲ, მღდელნი იგი და ლევიტელნი ეზრა მწერალისა შჯულისაჲსა, რაჲთა მეცნიერ იქმნენ და ისწაონ მისგან ყოველი იგი სიტყუაჲ შჯულისაჲ.

14. და პოვეს დაწერილი იგი შჯულსა მას შინა, რამეთუ იყო ბრძანებულ უფლისა ღმრთისა მიერ მოსესა, ვითარ წეს არს დამკჳდრებად ძეთა მათ ისრაელისათაჲ მეშჳდისა მის თთჳსასა.

15. ვითარ სახედცა მოასწავებდეს ნესტჳ იგი ყოველთა მათ ქალაქთა და იერუსალემსა შინა. და ჰრქუა ეზრა: აღვედით მთად და მოიღეთ ფურცელი ზეთისხილისაჲ და ფურცელი ხისა ძელქვისაჲ და ფურცელი მურტისაჲ საკუმეველთაჲ და ფურცელი ფინიკთაჲ და ფურცელი ბორობანთაჲ. და იქმენით თქუენ ტალავრები მსგავსად წერილისა მაგის.

16. და განვიდა ერი იგი და მოიღეს და იქმნეს კაცად-კაცადმან ტალავრები ერდოებსა თჳსსა ზედა და კაცად-კაცადმან ეზოსა სახლისა ღმრთისა თჳსისასა და ურაკპარაკთა ქალაქისათა, ვიდრე ბჭედმდე ეფრემისა.

17. და იქმნეს ტალავრები ყოველმან ერმან კრებულისამან, რომელნი მოქცეულ იყვნეს ტყუეობისაგან მათისა. და დასხდეს ტალავართა მათ შინა ყოველნივე იგი, რამეთუ არა სადა ყვეს ძეთა ისრაელისათა ვიდრე მუნ დღედმდე. და იყო სიხარული დიდი ფრიად.

18. და იკითხავნ იგი წიგნებსა შჯულისასა დღითი-დღედ დღით პირველითგან ვიდრე დღედმდე მეშჳდისა მის, ყვეს დღესასწაული იგი შჳდ დღე. და დღესა მეშჳდესა დაასრულის მსგავსად შჯულისა.

თავი 9

9:1–37

1. და ოც და მეოთხესა მის თჳსასა შეკრბეს ძენი ისრაელისანი და იწყეს მარხვად და შთაიცუეს ძაძაჲ და გარდაისხეს ნაცარი თავთა თჳსთა.

2. და განეშორნეს ძენი ისრაელისანი ყოველთა ძეთა მათგან უცხოთესლთაჲსა და ლხინება-ყვეს ცოდვათა მათთათჳს და ცოდვათა მამათა მათთაჲსა.

3. და დგეს ზედა წესთა თჳსთა და იკითხვიდა ეზრა წიგნთა შჯულისა უფლისა ღმრთისათა და თაყუანის-სცა ყოველმან ერმან უფალსა ღმერთსა თჳსსა.

4. და დგეს ადგილსა მაღალსა ლევიტელნი იგი და ისო იოსედეკეანი და ძენი იგი კადმელისნი, საქანია, ძჱ სარაბიაჲსი, და ძენი ასანიაჲსნი და ღაღად-ყვეს ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა.

5. და ჰრქუეს ლევიტელთა მათ და ისო და კადმიელ: აღდეგით და აქეთ უფალი ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. და იყავნ ქებულ დიდებაჲ უფლისაჲ და აღმაღლდინ ქებაჲ მისი და დიდებაჲ.

6. იწყო ეზრა კითხვად და თქუა: შენ ხარ თავადი იგივე მხოლოჲ უფალი. შენ შეჰქმენ ცაჲ და ცანი ცათანი და ყოველივე წესი მათი, და ქუეყანაჲ, და ყოველივე, რაჲ არს მას ზედა, და ზღუაჲ და ყოველივე, რაჲ არს მას შინა. შენ აცხოვნებ ყოველთა, შენ თაყუანის-გცემენ ერნი ზეცათანი, შენ გაქებენ ცანი ცათანი.

7. რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი. შენ გამოირჩიე აბრაჰამ და გამოიყვანე იგი ქუეყანისა მისგან ქალდეველთაჲსა და უწოდე მას სახელი აბრაჰამ.

8. და ჰპოვე გული მისი რწმუნებულ შენ წინაშე. და დასდევ შენ მის თანა აღთქუმაჲ მიცემად მისა ქუეყანაჲ იგი ქანანელთაჲ და ქეტელთაჲ და ფერეზელთაჲ და იებოსელთაჲ და გერგესეველთაჲ და ამორეველთაჲ და ნათესავისაჲ მის, რომელთაჲ მიეც უკუნისამდე. დაამტკიცენ უკუნისამდე სიტყუანი შენნი, რამეთუ მართალ ხარ შენ, უფალო ღმერთო.

9. იხილე ჭირი იგი მამათა მათ ჩუენთაჲ ეგჳპტეს შინა და შეგესმა ჴმაჲ ღაღადებისა მათისაჲ ზედა ზღუასა მეწამულსა.

10. და ჰყავ მათ თანა სასწაული ეგჳპტეს ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ერსა მის ქუეყანისასა. და გულისხმა-ჰყავ იგი, ვითარმედ განღალნა ერსა შენსა ზედა. და განადიდე სახელი შენი მოდღენდელად დღედმდე.

11. და ზღუაჲ იგი მეწამული განაპე წინაშე მათსა, და განვლეს შორის ზღუასა, ვითარცა ჴმელსა. და მტერნი და მდევარნი მათნი დაანთქენ უფსკრულთა შინა, ვითარცა ლოდნი წყალთა შინა მრავალთა.

12. და სუეტითა ღრუბლისაჲთა უძღოდე მათ დღისი, და ღამჱ-სუეტითა ცეცხლისაჲთა, რომელი განანათლებდა გზათა მათთა, რომელსაცა ვიდოდეს.

13. და მთასა მას სინასა გარდამოჰჴედ და ეტყოდე მათ ზეცით. და მოსცენ მათ განკითხვანი სიმართლისა შენისანი და შჯული ჭეშმარიტი, ბრძანებანი და მცნებანი კეთილნი.

14. და შაბათნი წმიდანი შენნი აცნობენ მათ. და მცნებანი და ბრძანებანი და შჯული მოეც მათ ჴელითა მონისა შენისა მოსჱსითა.

15. და პური ზეცით გარდამოეც მათ საზრდელად; და წყალი გარდამოუდინე კლდისა მისგან და ასუ მათ. და არქუ მათ შესლვად და დამკჳდრებად ქუეყანისა მის, რომლისათჳს აღიღე ჴელი შენი მიცემად.

16. და თჳთ მამანი ჩუენნი უშჯულო იქმნნეს და განლაღნეს და განფიცხნეს ქედნი მათნი. და არა მიჰხედეს შჯულსა შენსა.

17. და არა მოიჴსენნეს საკჳრველებანი შენნი, რომელ ჰყვენ შენ მათ თანა. არამედ განიფიცხნეს ქედნი მათნი და ზურგი მათი გარე შეგაქციეს და ინებეს მუნვე მიქცევად და მონებად მუნვე ეგჳპტეს შინა. არამედ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, მოწყალე ხარ და შემწყნარებელ და დიდად მოწყალჱ ხარ, უფალო ღმერთო ჩუენო, ქველისმოქმედო უფალო, არა სრულიად განიშორენ იგინი.

18. მერმე იქმნეს თავისა მათისა ჴბოჲ იგი გამობერვითი და თქუეს: ესე არიან ღმერთნი, რომელთა გამოგჳყვანნეს ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით. და ყვეს დიდ-დიდი რისხვაჲ.

19. და შენ მრავლითა წყალობითა და მოწყალებითა, უფალო, არა დაუტევენ, არცა განაბნიენ იგინი უდაბნოსა მას შინა. და სუეტი იგი ღრუბლისაჲ არა განაშორე მათგან, რომელი-იგი უძღოდა მათ დღისი, და სუეტი იგი ცეცხლისაჲ, რომელი განანათლებდა მათ ღამჱ გზათა მათთა, რომელთა ვიდოდეს.

20. და სული შენი წმიდაჲ სახიერი მიეც მათ, რაჲთამცა გულისხმა-ყვეს შჯული შენი. და მანანაჲ არა განაშოვრე პირისაგან მათისა; და ასუ მათ წყალი წყურილსა შინა მათსა.

21. და ორმეოც წელ ავლინენ იგინი უდაბნოსა მას ზედა. სამოსელი მათი არა დაძუელდა და ჴამლი მათი არა განკფდა.

22. და დასცენ წინაშე მათსა მეფენი და ერნი, და განიყვეს ქუეყანაჲ იგი სეონ მეფისა ესებონელთაჲსაჲ და ქუეყანაჲ იგი ოგისი მეფისა ბასანელთაჲსაჲ.

23. და ძენი მათნი განამრავლენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი. და მოიყვანენ იგინი ქუეყანასა მას, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა და დაიმკჳდრეს იგი.

24. და შეჰმუსრენ მათ წინაშე მკჳდრნი იგი ქუეყანისა მის ქანანისანი. და მისცენ იგინი ჴელთა მათთა და მეფენი იგი მათნი და ერნი მის ქუეყანისანი. და ყვეს მათ, რაჲ-იგი უნდა მსგავსად ნებისა მათისა და წადიერებისა.

25. და აღიხუნეს ქალაქნი მათნი მაღალნი და პოხილნი, და დაიმკჳდრნეს სახლნი ყოვლითა კეთილითა სავსენი; ჯურღმულები აღმოკუეთილები და ვენაჴები განგებულები, და ზეთისხილოვანები და ყოველი ხჱ კეთილი და ნაყოფიერი საჭმლად და განსაძღებელად მათა. და ჭამეს და განძღეს და განსუქნეს და ფუფუნეულ იქმნნეს საშუებელთა შინა მათთა, რომელ შენ მიეც მათ.

26. და განგეშორნეს შენგან და უკუნ დგეს შჯულისა შენისაგან, წინაწარმეტყუელნი შენნი მოწყჳდნეს, რომელნი უქადაგებდეს მათ მოქცევად შენდა მომართ, ყვეს გულისწყრომაჲ დიდი შენ წინაშე.

27. და მისცენ იგინი ჴელთა მაჭირებელთა მათთაჲსა და აჭირებდეს მათ დიდად. მაშინ ღაღად-ყვეს შენდა მომართ ჟამსა მას ჭირისა მათისასა; და შენ ზეცით გესმა მათი. და მრავლითა წყალობითა შენითა იჴსნენ იგინი და გამოიყვანენ იგინი ჴელთაგან მდევართა მათთაჲსა.

28. რაჟამს განისუენეს, მერმჱ ყვესვე შენ წინაშე უკეთურებაჲ. და მისცენ იგინი ჴელთა მტერთა მათთაჲსა და ძჳრსა შეაჩუენებდეს მათ. და მერმეცა ღაღადებდეს და შენ ზეცას გესმა მათი და იჴსნენ იგინი მრავლითა წყალობითა შენითა.

29. და მერმჱ დასდევ წამებაჲ მათ თანა, რაჲთამცა მოიქცეს შჯულსა შენსა. ხოლო იგინი უგულისხმო იქმნნეს და განლაღნეს და არა ისმინეს შჯულისა შენისაჲ, და ბრძანებათა შენთაჲ. და მცნებათა შენთაჲ არავე ისმინეს, რომელი-იგი შენ ამცენ და უბრძანენ მათ მცნებანი და სიტყუანი შენნი, რამეთუ რომელმან ყვნეს სიტყუანი ბრძანებათა შენთანი კაცმან, ცხონდეს მითვე. ხოლო მათ ზურგი მათი შეგაქციეს და იქმნნეს ქედფიცხელ და არა ისმინნეს სიტყუანი შენნი.

30. და შენ სულგრძელ იქმენ მათ ზედა და მიავლინენ საწამებელად წინაწარმეტყუელნი სულითა წმიდითა. და ესრეცა არავე ისმინეს და მისცენ იგინი ერისა მის უცხოჲსა ქუეყანასა, რომელთა დააგლახაკნეს იგინი ფრიად.

31. და შენ მრავლითა მოწყალებითა და წყალობითა შენითა არა დასთხიენ იგინი სრულიად და არა განიშორენ, არცა განიყენენ იგინი შენგან. ხოლო შენ ძლიერ ხარ და მოწყალჱ, სულგრძელ და მრავალმოწყალჱ, უფალო ღმერთო ჩუენო.

32. და აწ, ღმერთო ჩუენო ძლიერო და დიდო და ყოვლისა მპყრობელო და საშინელო, მართალ ხარ, ჭეშმარიტო ღმერთო ჩუენო. დაჰმარხე აღთქუმაჲ შენი და წყალობაჲ შენი და მოჰხედე სიგლახაკესა და ჭირსა ჩუენსა და მეფეთა ჩუენთასა და მთავართა ჩუენთასა და მღდელთა ჩუენთა და წინაწარმეტყუელთა ჩუენთასა და მამათასა და ერისა შენისასა, რომელ დაგლახაკნა. და გუმძლავრობდა ჩუენ ზედა და მეფეთა მათგან ასურასტანისათა მოდღენდელად დღედმდე.

33. ხოლო შენ მართალ ხარ ყოვლისათჳს, რაჲ-იგი მოავლინე ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს, სამართლად ჰყავ, რამეთუ შეგცოდეთ ჩუენ.

34. და მეფეთა ჩუენთა და მღდელთა ჩუენთა და მამათა ჩუენთა, და არა ვყავთ მცნებაჲ შენი, რომელ გუამცენ ჩუენ. და არცა მივხედეთ შჯულსა შენსა და წამებაჲ შენი, რომელ დასდევ ჩუენ თანა.

35. და მეფობაჲ შენი და კეთილნი შენნი მრავალნი, რომელ მოგუცენ ჩუენ, და ქუეყანაჲ ესე ფართოჲ და ვრცელი და პოხილი და მიმყვანებელი დიდებასა, რომელი მომეც ჩუენ. და ჩუენ ვერ ვაგეთ შენდა მონებად მას ზედა, არამედ გარე მიაქციე გული ჩუენი შჯულისა შენისაგან, უფალო, და მიგუცენ ჩუენ ტყუეობასა* ცოდვათა ჩუენთათჳს.

36. და აჰა ესერა, ვართ დღჱს მონებასა შინა. და ქუეყანაჲ ესე, რომელ მიეც მამათა ჩუენთა ჭამად სიპოხჱ და საშუებელი ამისი თავისუფლებით,

37. აწ დღეს უცხონი მეფენი უფლებენ ჩუენ ზედა და შეშჭამენ ამას ცოდვათა ჩუენთათჳს. და შევრდომილ ვართ მონებასა შინა, უფალო ღმერთო ჩუენო, გჳმსახურებენ ჩუენ და პირუტყუთა ჩუენთა და უხარკობთ მათ მონებით, ვითარცა მათ ჰნებავნ. და ვართ ჩუენ იწროებასა შინა და ჭირსა დღეს ცოდვათა ჩუენთათჳს.

თავი 10

10:1–40

1. აწ ამას ყოველსა ზედა ჩუენ დავსდებთ აღთქუმასა და სარწმუნოებასა; და გურწამს და ვყოთ იგი და რაჲ-იგი წერილ არს მათ შინა. და ესე სიტყუანი წიგნითა დავამტკიცოთ და დავჰბეჭდოთ ჩუენ და მთავართა ჩუენთა და ლევიტელთა ჩუენთა და მღდელთა ჩუენთა.

2. და არიან, რომელთა დაჰბეჭდონ წიგნი ესე სარწმუნოებისაჲ შენდა მიმართ: ნოემია, ძემან ქალიაჲსმან,

3. სედეკია, ძემან სარეაჲსმან, და აზარია და იერემია,

4. ფასორ, ამარია, მელქია,

5. ატოს, საბანი, მალუქ,

6. ემეთე, მარემოთ, აბადია,

7. დანიელ, კანათონ, ბარუქ,

8. მისულამი, აბია, მიამინ,

9. მადია, ბელგენ, სამაია, ესე ყოველნი არიან მღდელნი,

10. და ლევიტელნი: ისო, ძჱ ანანიაჲსი, ბანია, ძეთა მათგან ენოდადისთა, კადმიელ

11. და ძმანი მისნი: ზებია, ოდოლია, კალიტან, ფელია, ამაან,

12. მიქაან, როობ, ასეიბია,

13. ზაქორ, ზარაბია, სეიბანია,

14. ლოდოია, ძენი ბანუნეაჲსნი;

15. მთავარნი ერისანი: ფაროს, ფათმოაბ, ელამ, ზათოია;

16. ძენი ბანეაჲსნი: აზაიათ, აბებაია,

17. ადონია, აბაგოლია, ედინნა,

18. ატერია, ეზეკია, აზორ,

19. ოდოლია, ასამია, ბესემია,

20. არიფ, ანოთოთ, ნობა,

21. მაგაფიელ, მესულამ, ეზერ,

22. მესოსზებელ, სადუკ, ედუქ,

23. ფალტია, ანაან, აზანია,

24. ასია, ანანიას, ასუფ,

25. ალოეს, პილა, სოფეკ,

26. ჰრაუმ, ესებანაან, მალსია,

27. აჲაჲნ, ენაან, უნაან,

28. მალუმ, ჰრეუმ, ბაანა,

29. სხუანიცა ნეშტნი ერისანი: მღდელნი, ლევიტელნი, მეკარენი, მგალობელნი, ნათანიელნი და ყოველი ესე ერი ჩუენი, რომელთა გუესმის შჯული უფლისა ჩუენისა ღმრთისაჲ, დავსდებთ წამებასა დღჱს შენ წინაშე, უფალო, მამანი და დედანი, ძენი და ასულნი, რომელნი-იგი ერთვე გარდაჰჴდეს შჯულსა შენსა, ღმერთო ჩუენო,

30. ფიცით დავამტკიცეთ დღეს შენ წინაშე: იყავნ იგი შეჩუენებულ და წყეულ, რომელთა არა დაიმარხონ შჯული შენი, რომელ-იგი მოგუეც ჴელითა მონისა შენისა მოსჱსითა, არამედ ყოვლითა ნებითა ჩუენითა დავიმარხოთ და ვყოთ ყოველივე ნებაჲ უფლისაჲ და განკითხვანი მისნი და ბრძანებანი მისნი.

31. და არა მივსცნეთ ასულნი ჩუენნი ერსა უცხოსა და ასულნი წარმართთანი არა მოვჰგუარნეთ ძეთა ჩუენთა უკუნისამდე

32. და ერმან მის ქუეყანისამან არა მოჲღოს ჩუენდა სავაჭროჲ დღესა შაბათსა, არა ვიყიდოთ მათგან შაბათსა, რამეთუ დღე წმიდა არს,და წმიდად ვიმარხოთ ყოველი იგი შჳდეული.

33. და მივსცეთ ქველის საქმარი მეშჳდისაჲ მის დრაქმისაჲ წლითი წლად ხარკი სახლსა ღმრთისასა,

34. და პური იგი პირველი შესაწირავი ჟამად-ჟამად საკუერთხი ყოველთა დღესასწაულთა წელიწადისათა და შაბათთა და ყოველთა თჳს თავთა და სატფურებასა და სიწმიდეთა და ცოდვათათჳს, რომელ-იგი არს სალხინებელად ისრაელისაჲ მარადის.

35. და წილ-ვიგდოთ მკჳდრობისათჳს ძელისა მისთჳს, რომელ მიუვლინა მღდელთა მათ და ლევიტელთა. და ერმან მან მოიღენ სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა და სახლთა მამათა ჩუენთასა ჟამად-ჟამად და წლითი წლად, რომელი-იგი წეს იყოს საგზებელად ზედა საკურთხეველსა შესაწირავთა უფლისა ღმრთია ჩუენისათა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა.

36. და მივსცეთ ნაყოფისაგან პირველთაჲ ქუეყანისა ჩუენისაჲ და ნაყოფი ხეთაგან ჩუენთა წლითი წლად სახლსა ღმრთისა ჩუენისასა.

37. და დიდრაქმაჲ პირმშოთა შვილთა ჩუენთაჲ და პირმშოები საცხოვართა ჩუენთაჲ, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსჱსსა. და პირმშოები ზროხათა ჩუენთაჲ და არვეთა ჩუენთაჲ მოვიღოთ სახლსა ღმრთისა ჩუენისასა მღდელთა ჩუენთა და ლევიტელთა, რომელნი დგანან მსახურებასა უფლისა ღმრთისასა.

38. და პირველი იფქლისაჲ და ნაყოფი ხეთაჲ, ვენაჴისაჲ და ზეთისხილისაჲ მივართუათ მღდელთა მათ სახლსა საფასისა ღმრთისა ჩუენისასა; და ათეული ქუეყანისა ჩუენისაჲ. ლევიტელნი იგი მივიდენ და მოიღონ ყოველი ერთბამად.

39. და იყავნ მღდელი ძეთა მათგან აჰრონისთაჲ, რომელმან მოიათეულნეს ლევიტელნი იგი; და ლევიტელთა მათ ათეულისა მისგან ჩუენისა მისცედ ათეული მღდელსა მას დიდსა სახლსა ღმრთისა ჩუენისასა ადგილსა მას საფასისა, რომელ არს ტაძარსა მას უფლისასა.

40. რამეთუ იდვა საფასედ და საუნჯედ ძეთა მათთჳს ლევიტელთაჲსა მსახურთა მათ ადგილსა მას, სადა არს ჭურჭერი იგი სიწმიდისაჲ. და იყავნ მღდელთა მათ, ლევიტელთა, მეკარეთა და მეფსალმუნეთა, და ნუ სადამცა მოაკლდების მათ როჭიკი სახლისაგან უფლისა ღმრთისა ჩუენისა უკუნისამდე. და ნუცამცა იგინი დააყენებენ მსახურებასა უფლისასა.

თავი 11

11:1–36

1. და დასხდეს მთავარნი იგი ერისანი იერუსალემს და წილ-იგდეს, რაჲთა ერთსა ათისაგანსა ვის ხუდეს წილი, დაჯდეს იერუსალემსა ქალაქსა სიწმიდისასა, და ცხრანი იგი ქალაქსა თჳსსა.

2. და აკურთხნეს ერმან მან ესე კაცნი, რომელნი განეყენნეს და დასხდეს იერუსალემს.

3. ესე არიან მთავარნი მის ქუეყანისანი და მღდელნი და ლევიტელნი და ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისთანი.

4. რომელნი სხდეს იერუსალემს, იყვნეს ნათესავისა მისგანნი იუდაჲსნი და ბენიამენისნი. ესე არიან ძეთა მათგანნი იუდაჲსთანი: ათერ, ძჱ ზაქოჲაჲსი, ძჱ სამარიაჲსი,ძჱ საფატიაჲსი, ძჱ მაელელისი, ძეთაგან ფარეზისთაჲ.

5. და ძეთაგან მალესისთა, ძჱ ბარუქისი, ძჱ ქაზაესი, ძჱ ოზიაჲსი, ძჱ ადაჲსი, ძჱ იორიბისი, ძჱ ზაქარიაჲსი, ძჱ ელონისი.

6. და ყოველნი ძენი ფარეზისნი, რომელნი დასხდეს იერუსალემს ოთხას სამეოც და შჳდ კაცნი ძლიერნი.

7. ესე არიან ძენი ბენიამენისნი: სეონ, ძჱ მესულამისი, ძჱ იოვადისი, ძჱ ფადაჲსი, ძჱ კუვლეაჲსი, ძჱ მაასისი, ძჱ ეთიელისი, ძჱ იჱსესი.

8. შემდგომად მისა: გებეია, სელია, ცხრაას ოც და რვა.

9. და იოველ, ძჱ ზიქრისი, მეძიებელ და ზედამდგომელ იყო მათ ზედა, და იუდა ძჱ ასანიაჲსი, რომელი-იგი იყო მეორისა მისგან ქალაქისა.

10. და მღდელთა მათ: დიდ, ძჱ იოარაბისი, ეაქინ,

11. სარეა, ძჱ მელქიაჲსი, ძჱ მესულამისი, ძჱ სადუკისი, ძჱ მარაუთითისი, ძჱ ეტუბისი. და იყო სახლები მათი მახლობელად ტაძარსა მას უფლისასა.

12. და ძმანი მისნი, რომელნი იქმოდეს მსახურებასა მას უფლისასა სახლსა მას უფლისასა, იყვნეს რვაას ოც და ორ. და ადაია, ძჱ ემორისი, ძისა ფალაჲსისი, ძისა იამესისაჲ, ძჱ ზაქარიაჲსი, ძჱ ფასეურისი, ძჱ მელქისი.

13. და ძმანი მისნი მფლობელნი მამადმთავართანი მათ ორას ორმეოც და ორ.* და მაასია, ძჱ ეზრიელისი;

14. და ძმანი მისნი ძლიერნი ყოვლითურთ ოც და რვა, და მოღუაწენი და ზედამდგომელნი მათნი: მექრიელ, რომელი-იგი იყო დიდთა მათ მთავართაგანი.

15. და ლევიტელთაგანი: სამეჰა, ძჱ ასუბისი, ძჱ ესრომისი

16. და საპატაგ და იოსაბედ, ყოველნივე სამუშაკოდ იყვნენ სახლისა ღმრთისა გარემოთა ლევიტელნი მთავართა მიერ.

17. და ნათანიმელნი, ძენი მიქეაჲსნი: იობებ, ძჱ სამუისი,.

18. ყოველნივე ლევიტელნი წმიდასა ქალაქსა შინა ორას ოთხმოც და ოთხნი.

19. და მეკარენი: იგი აკობ, ტელამენ და ძმანი მისნი ორას სამეოც და ათორმეტ.

20. და ნეშტნი ისრაელისაგან მღდელნი და ლევიტელნი, ყოველნივე ქალაქსა შინა იუდაჲსა სამკჳდრებელსა თჳსთა.

21. და ნათანიელნი, რომელნი ოფელასა შინა და სანასა შინა და გასპასა შინა.

22. და მოღუაწენი იგი და ზედამდგომელნი იგი იერუსალემს ლევიტელნი აზარებონისი, ძჱ ასაბიაჲსი, ძჱ მატთანისი, ძჱ მიქჱაჲსი ძეთა მათგანი ასაფისთაჲ, შემასხმელნი მახლობელად სახლსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა.

23. რამეთუ ბრძანებაჲ მეფისაჲ იყო მათა მიმართ ყოფად მუნ დაუცხრომელად მსახურებად.

24. და ფაათია მესიაჲსი, ზაბიელ, აზარიელ, ძჱ იუდაჲსი, რომელსა ჴელისაგან მეფისა აქუნდა ყოველივე განსაგებელი.

25. და დამკჳდრებულ იყო აგარაკსა თჳსს; და ძეთა მათგანი იუდაჲსთაჲ, რომელნი დასხდეს კარიათარბას,

26. და ისუს,

27. და ბერსაბჱს,

28. და სიკელექს, და მოგონას და დაბნებსა მათსა,

29. და ჰრემონს, და სარას, და იერიმოთს

30. ზანოას, ოდოლას და დაბნებსა მათსა, ლაქის და აგარაკთა მათთა, და ზეკას და დაბნებსა მათსა, და დაემკჳდრნეს ბერსაბეს ვიდრე ღელემდე ენომისა.

31. და ძენი ბენიამენისნი: გაბაისგან მაქმაას და აინ და მელელ და დაბნებსა მათსა:

32. ანათოთ, ნაობ, ანანია,

33. ასორ, რამა, გელაიმ,

34. ადიდე, სებოიმ, ნებალათ,

35. ლოთა, და ონო, და ღელე შუჱნიერთა,

36. და ლევიტელნი იგი ნაწილი იუდაჲსი და ბენიამენისი.

თავი 12

12:1–47

1. ესე არიან მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი გამოვიდეს ზორობაბელის თანა სალათიელეანისა და ისუჲს იოსედეკიანისა; სარაია, იერემია, ეზრა,

2. ამარია, მალუქ, ატოს,

3. სებენიას, რეუმ, მერიმოთ,

4. ადო, გენდონ, აბიას,

5. მიამინ, მადიას, ბელგას,

6. სემეია, იოვარიბ, იდაიას,

7. სელუ, ამოქ, ელკიას, იდაიას; ესე არიან მთავარნი მღდელნი და ძმანი მათნი ჟამსა ისოსსა.

8. და ლევიტელნი იგი: ისუ, ბანუვი, კადმიელ, სარაბია, იუდა, მათანია და ძმანი მათნი, რომელნი-იგი განწესებულ იყვნეს

9. დღითი დღედ.

10. და ისუეს ძჱ ესუა იოვაკიმ, იოვაკიმს-ელიასიფუ და ელიასიფს იოდა.

11. და იოდაეს-იონათან, იონათანს-ადაო.

12. და დღეთა იოვაკიმისთა ძმანი მისნი იყვნეს მღდელად და მფლობელნი მამადმთავართანი: სარაბია, ემარია, ანანია, იერემია,

13. ეზრა, მესულამ, ამარია, იონან,

14. მილოქს იონათან, სექენიაა იოსებ,

15. არამს ედნა, მარიოთს ელკიმ,

16. ადაიას ზაქარიას, გენდონს მოსოლას,

17. აბიას ზეგრი, მიამინს და მოადიას ფელდა,

18. ბელგას სამუა, სემაის იონათან,

19. იოვარიბს მათანაი, იოდაიას აზი,

20. სელაის ჩელაი, ამოქს ებერ,

21. ელკიას ასებია, იდაიას ნათანაელ,

22. და ლევიტელნი იგი დღეთა იასიბისთა: იოვადა, იოვანან, იუდა, შერაცხილნი იგი მფლობელნი მამადმთავართანი. ესე ყოველნი მღდელნი იყვნეს შარავანდედებასა მას დარეჰ მეფისასა.

23. და ძენი ლევისნი მფლობელნი მამადმთავართანი აღწერილნი წიგნთა სიტყუათა დღეთა რიცხუთასა დღეთა ვიდრე დღედმდე იონან ძისა იასობისა.

24. და მთავარნი იგი ლევიტელთანი: ასაბია და სარაბია, ისო და ძენი კადმიელისნი და ძმანი მისნი მახლობელად მისა აკურთხევდეს და უგალობდეს, ვითარცა-იგი ბრძანა დავით, კაცმან ღმრთისამან, დღითი დღედ და ყოველთა დღეთა

25. მათანიას, ბეთბეგია, ობედია, მოსოლამ, თელმონ, აკუბ და მეკარენი და მეწესენი და ძენი წინაშე კარისა.

26. ესენი იყვნეს დღეთა იოვაკიმისთა ძისა ისუვისთა, ძისა იოსედეკისა დღეთა ნეემისთა და ეზრა მღდელისა, მწერლისა შჯულისა უფლისა;

27. და სატფურებასა მას ზღუდისა მის იერუსალემისასა მოიძინეს ლევიტელნი იგი ადგილსა მათსა და მოყვანებად მათა იერუსალემდ ყოფად სატფურებასა მას სიხარულითა და მადლობითა და შესხმითა, ნოვაგითა და წინწილითა და ბობღნითა და ფსალმუნითა, ქებითა და ჴმითა ნესტჳსა რქისაჲთა.

28. შეკრბეს ყოველნივე, რომელნი შეასხმიდეს და უგალობდეს გარემო ყოვლითკერძო იერუსალემსა დაბნებიდამა ნეფთუმაფისათა,

29. და დაბნებისა და სამკჳდრებელთა მათთაგან მოსლვად კრძალულებასა მას მსახურებისასა იერუსალემდ.

30. განწმიდნეს ყოველნი იგი მღდელნი და ლევიტელნი, და განწმიდეს ერი იგი და მეკარენი იგი დიდისა მის ზღუდისა ბჭისანი.

31. და აღავლინნეს მთავარნი იგი იუდაჲსნი ზედა ზღუდესა მას და შეუდგეს კუალსა მათსა შესხმითა ნოვაგთაჲთა ორ-ორი.

32. შემდგომად ამათსა იოსია, ოზია და ზოგნი იგი მთავარნი მათნი იუდასნი,

33. აზარიას, ეზრა, მოსულამ,

34. იუდა, ბენიამენ და სალმია, იერემია,

35. ძეთა მათგან მღდელთანი იყვნეს, რომელ ჰბერვიდეს ნესტუსა მას, ზაქარია, ძჱ იონათანისი, ძჱ სამეაჲსი, ძჱ მათთანიაჲსი, ძჱ მიქჱაჲსი, ძჱ იზაქორისი, ძჱ ასაფისი.

36. და ძმათაგანი: სამარიელ, ეზრიელ აკურთხევდეს და შეასხმიდეს გალობითა მით დავითისითა, კაცისა მის ღმრთისაჲთა, რომელ-იგი განეგო. და ეზრა მწერალი წინა უძღოდა მათ ზედა ბჭეთა მათ.

37. და რომელნი-იგი შეასხმიდეს, მივიდოდეს პირისპირ მისა და აღჴდეს აღსავალსა მას ქალაქსა დავითისსა და აღსავალსა მას ზღუდისასა ზემო კერძო ტაძართა მათ დავითისთა ვიდრე ბჭედმდე წყალთა ეფრემისთა მზის აღმოსავალით კერძო.

38. და მეორენი ხორონი მადლობდენ და ვიდოდენ პირისპირ მათსა და მე შეუდეგ უკანა მათსა. და ზოგნი ერისა მის დგენ ზღუდესა ზედა და გოდოლსა ზედა ღუმელისასა ვიდრე ზღუდემდე ვრცელამდე.

39. და ბჭესა ზედა ეფრემისასა და ბჭესა ზედა ძუელსა და ბჭესა ზედა სათევზეთასა და გოდოლსა ზედა ანანეილისასა და გოდოლსა ზედა ემათისა ვიდრე ბჭედმდე ცხოვართასა დაადგინნეს ბჭეთა ზედა მცველნი.

40. ხოლო დგეს ორნი ხორონი მაქებელნი სახლსა შინა ღმრთისასა და მე და ნახევარ-მხედართმთავარნი ჩემ თანა.

41. და მღდელნი: ელიაკიმ, მაასია, ბენიამინ, მიქეა, ელიონა, ზაქარია, ანანია საყვირითურთ

42. და მაასია, და სემეია, და ელეაზარ, და იოზია, და იოანან, და მელხია, და ელეამ, და ეზურ; და მიისმა ჴმაჲ იგი შესხმისაჲ ყოველთა ადგილთა, რამეთუ უბრძანა ეზრა ადგომად ყოველთა ზედა ბჭეთა შესხმად და ქებად უფლისა.

43. და შეწირეს მას დღესა შინა საკუერთხები დიდ-დიდები, და განმხიარულდეს, რამეთუ ღმერთმან მხიარულ-ყვნა იგინი სიხარულითა დიდითა. და ცოლები მათი და ძენი მათნი და ასულნი მხიარულ იყვნეს. და განისმა სიხარული იგი იერუსალემისაჲ შორიელთა ადგილთა.

44. და დაადგინეს მას დღესა შინა კაცი ზედა ფასსა მას საფასესა და პირველთაჲ მათ ათეულთაჲ, რომელ-იგი ერთვე შეკრბებოდა მუნ მთავართა მათგან ქალაქისათა, ვითარცა ბრძანებულ იყო შჯულსა მოსჱსსა მღდელთა მათ და ლევიტელთა.

45. და ეკრძალნეს სიწმიდეთა მათ ღმრთისათა და დაიმარხეს სიწმიდჱ იგი ღმრთისაჲ, რომელ-იგი იყვნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი და მეკარენი იგი, ვითარცა-იგი განაწესა დავით და ძემან მისმან სოლომონ.

46. რამეთუ დღეთა დავითისთა ასაფ იყო წინამძღურად და მთავრად შესხმასა მას და გალობასა, რომელნი-იგი ნოაგითა შეასხმიდეს და ადიდებდეს ღმერთსა.

47. და ყოველი ისრაელი დღეთა მათ ზორობაბელისთა და დღეთა მათ ნოემისისთა მისცემდეს ნაწილსა და განაყოფსა შემასხმელთა მათ და მეკარეთა. და განიწესა დღითი დღედ და წმიდა-ჰყოფდეს ლევიტელთა მათ. და ლევიტელნი იგი განსწმედდეს ძეთა მათ აჰრონისთა.

თავი 13

13:1–31

1. დღესა მას შინა აღმოიკითხეს წიგნი მოსჱსი სასმენელთა მათ ერისათა და იყო მას დღესა შინა წერილი ესრჱთ, ვითარმედ: ნუმცა შევალს ამონიტელი და მოაბელი ეკლესიასა ღმრთისასა უკუნისამდე ჟამთა.

2. რამეთუ არა მიეგებვოდეს ძეთა ისრაელისათა პურითა და წყლითა, არამედ მოიყვანეს სასყიდლით ბალაამ მისანი რაჲთამცა წყევნა იგინი. და გარდააქცია ღმერთმან წყევაჲ იგი კურთხევად.

3. და იყო, რაჟამს ესმა შჯულისა მისგან, განიშორნეს და განიყენნეს იგინი ყოველნი, რომელნი აღრეულ იყვნეს ისრაელთა.

4. და უწინარჱს ამისა ელიასობ მღდელმან საფასჱსა სახლისა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა სცა ადგილი ტობიას.

5. და იშჱნა მან სახლი თავისა თჳსისაჲ, საფასჱ დიდი და მუნ იყო. პირველადცა სცემდეს მანანასა მას და ლიბანონსა და ჭურჭერსა სიწმიდისასა და ათეულსა იფქლისა და ღჳნისასა და ზეთისასა, და როჭიკსა ლევიტელთასა და შემასხმელთა და მეკარეთა და პირველთა მღდელთა.

6. და ვიდრე ესე ყოველი საქმჱ იქმნა, მე არა იერუსალემს ვიყავ, რამეთუ წელსა მეოცდაათესა და მეორესა არტაშჱს მეფისა ბაბილონელთაჲსა შევედ მე წინაშე მეფისა და შემდგომად მრავლისა ჟამისა ვითხოვე მეფისაგან.

7. და მოვედ იერუსალემდ და გულისხმა-ვყავ ყოველი უკეთურებაჲ, რომელი ქმნა ელისობ ტობისთჳს, რამეთუ საქმედ სცა მას სახლი საფასჱ ეზოსა სახლისა უფლისასა.

8. და არა სათნო მიჩნდა საქმჱ ესე ჩემ წინაშე ფრიად და განუბნიე ყოველი ჭურჭერი ტობიაჲსი სახლისა მისგან საფასისაჲსა.

9. და უბრძანე განწმედად სახლი იგი საფასისა უფლისაჲ. და მივაქციე მუნვე ჭურჭერი სამსახურებელი უფლისაჲ და ყოველი ლიბანონი.

10. და გულისხმა-ვყავ და ვცან, ვითარმედ ნაწილი ლევიტელთა არა უცემიეს. და იგინი წარსრულ იყვნეს აგარაკებად თჳსად. და ლევიტელნი იგი და შემასხმელნი იგი იქმოდეს საქმესა მუშაკობისა მათისასა.

11. და ვჰლალევდ მთავართა მათ და ვარქუ: რაჲსა მოაკლდა როჭიკი სახლისაგან უფლისა? და შევკრიბენ ყოველნი იგი მსახურნი და დავადგინენ ადგილსა თჳსსა.

12. და ყოველთა ჰურიათა მოიღეს ათეული იფქლისა და ღჳნისა და ზეთისაჲ საფასედ სახლსა უფლისასა.

13. და უბრძანე მიცემად ჴელთა ელემია მღდელისათა და სადუკ მწერალისათა და ფადაჲსთა, რომელი-იგი იყო ლევიტელთა მათგანი; და ჴელისაგან მათისა-ანაან ძისა ზაქორისა, ძისა მათანაჲსა, რამეთუ სარწმუნო უჩნდეს იგინი, რომელნი განუყოფდეს და მისცემდეს ყოველთა ძმათა.

14. მომიჴსენენ მე ღმერთმან ამას ყოველსა შინა და ნუ განმაშორებნ წყალობასა მისსა ჩემგან, რამეთუ ვყავ ესე ყოველი სახლსა უფლისა ღმრთისა ისრაელისასა.

15. მათ დღეთა შინა ვიხილე ჰურიასტანს, რამეთუ წრეტდეს საწნეხელსა შაბათსა და შემოაქუნდა მჭელეულები ბჭეთა იერუსალემისათა. და აღეკიდა კარაულებსა ღჳნოჲ, ყურძენი და ლეღჳ. და აღიკიდეს ტჳრთი მძიმჱ და მოაქუნდა იერუსალემდ. და ესე ვიხილე ყოველი დღესა შაბათსა, დავადგინენ სამნი მოწამენი, რამეთუ ფრდიდეს დღესა შაბათსა

16. და სხდეს ადგილსა ვაჭართა მათ იუდაჲსთა; რომელთა შემოაქუნდა თევზი სავაჭროდ, და ყოველი საფარდული და ღჳნოჲ და ყოველი სავაჭროჲ დღესა შაბათსა ჰურიათა მათ იერუსალემდ.

17. და ვჰლალევდ ძეთა მათგან ჰურიათაჲსა, რომელნი იყვნეს იერუსალემს და მთავართა მათ იუდაჲსთა, და ვარქუ მათ: რაჲ არს უშჯულოებაჲ ესე თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა, რომელსა-ესე თქუენ იქმთ, და შეაგინებთ დღესა მას წმიდასა შაბათისასა განრყუნად?

18. არა ესრჱვე ყვესა მამათა მათ თქუენთა? და მოავლინა მათ ზედა ღმერთმან ძჳრი და ბოროტი ზედა ქალაქსა ამას იერუსალემსა თქუენთჳს. და აწ თქუენ რაჲსა შესძინებთ რისხვასა ზედა იერუსალემსა და შეაგინებთ დღესა შაბათსა?

19. და იყო, რაჟამს ავჰმართენ ბჭენი იერუსალემისანი უწინარჱს შაბათისა მის, უბრძანე დაჴშვაჲ ბჭეთაჲ მათ, და არა ვაუფლენ განღებად ვიდრე გარდასლვადმდე შაბათისა მის. და მერმჱ დავადგინენ მჴუმილნი კაცნი, რაჲთა არავის უფლონ შესლვად ტჳრთოსანსა დღესა შაბათსა ბჭეთა იერუსალემისათა.

20. და დაადგრიან ყოველნივე, რომელნი-იგი ვაჭრობდეს გარემო იერუსალემსა ერთჯერ და ორჯერ.

21. და ვარქუ მათ: რაჲსათჳს თქუენ დაადგრებით გარეშჱ ზღუდესა? უკუეთუ მერმჱ ვიხილო-ღა უშჯულოებაჲ თქუენი, რომელნი-ეგე ხართ-ღა, უბრძანო ესრეთ, რაჲთა არა შემოხჳდეთ თქუენ შაბათსა ჩუენსა და ქალაქსა ჩუენსა თანა.

22. და ვარქუ ლევიტელთა მათ, რომელნი იყვნეს განწმედილნი და მოვიდიან, ჴუმილვედ ბჭეთა მათ. და განწმიდიან იგი დღესა მას შაბათსა. მიერითგან არა შეაგინეს შაბათი იგი. და ამას ყოველსა შინა მომიჴსენა მე უფალმან ღმერთმან და მილხინა მე მრავლითა წყალობითა თჳსითა.

23. მათ დღეთა შინა ვიხილენ ჰურიანი და რამეთუ სხდეს დედანი აზოტელნი იგი და ამონიტელნი,

24. და შვილნი მათნი და რომელნიმე დედებისა მისგანნი იტყოდეს აზოტელებრ და არა იცოდეს ჰურიაებრ სიტყუაჲ.

25. და ვჰრისხევდ მათ და შეჩუენებულ ვყვენ იგინი. და ვგუემენ მათგანნი კაცნი მრავალნი. და ვაფუცე მათ ყოველთა სახელსა ღმრთისასა, რაჲთა არა მისცნენ ასულნი იგი მათნი ძეთა თჳსთა და არცა მოჰგუარნენ ასულნი მათნი ძეთა თჳსთა, და ვარქუ მათ:

26. არა ამით ყოვლითა ცოდაა სოლომონ მეფემან ისრაელისამან? და ვინ იყო ბრძენ მისებრ ყოველთა შორის მეფეთა ჩუენთა? და საყუარელ იყო იგი ღმრთისა ჩუენისა და დაადგინა იგი ღმერთმან მეფედ ყოველსა ზედა ისრაელსა. და ეგევითარი იგი საყუარელი ღმრთისაჲ და ბრძენი და დიდი იგი მეფჱ გარდააქციეს და აცოდვეს ცოლთა მათ უცხოთესლთა.

27. აწ ნუმცა მასმიეს ესე, ვითარმედ თუ ვინმე ქმნეს ესევითარი საქმჱ დიდი და უკეთურებაჲ და ცოდოს ღმრთისა მიმართ თჳსისა და ისუას ცოლი უცხოთესლი

28. ძეთა მათგან ელიადაჲსთა და ელისობისთაჲ დიდისა მის მღდელისაჲ. მესმა, ვითარმედ ცოლი მისი იყო ასული ანაბალატისი, და განვიშორე და განვიყენე იგი ჩემგან.

29. და მოიჴსენინ იგი ღმერთმან სამკჳდრებელსა და აღთქუმასა მღდელობისასა

30. და ლევიტელნი იგი განვწმიდენ ყოველთა მათგან უცხოთესლთა და განწესებულად განვჰმზადენ იგინი დღითი დღედ მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი და დავადგინენ კაცნი თითოეულად საქმესა თჳსსა.

31. და მოღებად ვეც განკრძალულად განმზადებულად ყოველივე იგი შეშაჲ საკურთხეველთაჲ თითოეულად ჟამსა თჳსსა და პირველი ნაყოფთა თჳსთაჲ. და აწ მომიჴსენენ ჩუენ ღმერთმან ყოველსა შინა კეთილსა სიმართლისასა.