გულანი
საცდელი · 1.37.0
მესამე მაკაბელთა 1 / 7თავი 1

მესამე მაკაბელთა

დასაწყისები

ძველი ქართული ბიბლია

თავები · 7
მკითხველი

თავი 1

1:1–25

1. ხოლო ფილოპატორს ეუწყა მომუწყებელთაგან ქმნილთა გამოჴუება მისგან დაპყრობილთა ადგილთა ანტიოხოსით, ამცნო ყოველთა მჴედართა თჳსთა, ქუეითთა და ცხენოსანთა, შეკრებად.

2. ხოლო წარიყვანდა დასაცა თჳსსა არსენოის, განვიდა მოსწრაფედ ვიდრე რაფელთა ადგილამდე, სადაცა დაიბანაკეს მჴედართა, რომელიცა იყვნეს თანა ანტიოხოსა.

3. ხოლო თეოდოტოს ვინმე აღსრულებად საცდურისა განიზრახა და წარიყვანნა წინარე-დაბარებულნი მისი უძლიერესნი ჭურვილნი და მოვიდა ღამე პტოლმეოს ზედა სადგურსა, რამეთუ რათა თჳთ იგი მოკლას და ამით დაჴსნას ბრძოლა.

4. ხოლო ესე განიყვანა დოსიფეი, ძემან დრიმილოვისმან, წოდებულმან, ნათესავით ებრაელთამან, ხოლო შემდგომად შეიცვალა სჯული და მამეულთაგან განჩინებულთა უცხო იქმნა, მას ადგილსა შინა, უცნობელსა რომელსამე დაჴშა სადგურსა შინა იმას, რომელსა შეემთხჳა მიღებად იმისა სატანჯველი.

5. ხოლო განწყობილების ყოფილისა მძიმის მბრძოლისა და მჴედართა ანტიოხოსთა უფროს განმჴნობილთა, არსენოი დაუცხრომელად მომვლელი მჴედართა თანა, ლმობიერებითა და ცრემლითა, შეთხზულთა თმათა დაჴსნითა, ევედრებოდა შემწედ თავისად სიმჴნითა და შვილტა და ცოლთა, ხოლო ამის მიმართ აღუთქუა მიცემად მძლეველთა თჳთეულსა ორი მნაჲს ოქროსა.

6. და ესრეთ წინა-აღმდგომთა შეემთხჳვნეს ჴელმკუეთრითა ძლევათა ყოფად და მრავალთა შუბმპყრობელთა შეპყრობით ყოფად.

7. ხოლო შეიმთხჳა განზრახვა, განსაჯა, მახლობელნი ქალაქნი შემოვლიდა ნუგეშის-ცემად, ხოლო ყო ესე და საკერპოთა ნიჭნი მისცნა, მჴნენი ჴელქუეშეთ დაადგინნა.

8. ხოლო ოდეს ებრაელთა წარგზავნეს მღდელთაგან და მოხუცებულთა ფილიპატორის მიმართ მიმლოცველნი მისა და ძღუნისა მიმღებელნი და შემთხუეულთათჳს კეთილთ-მიმთხუეულთა თანა მოხარულნი, შეემთხჳა მას უფროს გულს-მოდგინებად, რათა მოსწრაფედ მათ მიმართ მოვიდეს, რომელი იქმნაცა.

9. ხოლო მოვიდა იერუსალჱმს და დიდსა ღმერთსა უმსხუერპლა და მადლობა შეწირა და სხუაჲ, რომელიცა შუენიერ იყო ადგილისა, ყო.

10. და შევიდა მას შინა და ჴელოვნებასა და კეთილშუენიერებასა მისსა განცჳფრდა, ეგრეთვე და კეთილგანწესებასა ტაძრისასა განჰკჳრდა და გულისთქმითა ფრიადითა ინება შესვლად სიწმინდესა შინა.

11. ხოლო იგინი ეტყოდეს: არა ვითარვე ჯერ-არს ყოფად ამისა, რამეთუ არცა მყოფთა ნათესავისაგან ჩუენისა შუენიერ არს შესვლად მუნ, არცა ყოველთა მღდელთა, არამედ თჳნიერ ერთისა უპირველესისა ყოველთა მღდელთა მთავართა,და ამისიცა ერთ-გზის წელსა შინა; ხოლო მან არსადა ინება სიტყუაი მათი სმენად.

12. ხოლო შჯულიცა შეურაცხ-ყო, არა დაუტევა ნებისაებრ თჳსისა, იტყოდა: ჯერ-არს ჩემდა შესვლად, ხოლო უკუეთუ იგინი მოაკლდებიანცა ესევითარსა პატივსა, არამედ ჩემდა არა ჯერ-არს. და კითხვიდა, რასათჳს შემავალსა მას ყოველთა ბომონსა შინა არცა ერთი აყენებდა განხმისა მყოფთა?

13. ხოლო ვინამე არა წინა-მხედველობით ეტყოდა: ბოროტი ესე იმყოფის. ხოლო ყოფილისა ამისსა ჰრქუა: რომლისა მიზეზისათჳს, არა ყოვლითა თუ შესვლად ჩემდა ჯერ-არს, და მნებებელთა მათდა და არა მნებელთა.

14. ხოლო მღდელნი წმინდათა შინა სამოსელთა შევრდომილთა და მავედრებელთა დიდისა ღმრთისა შეწევნად მათდა მდგომარეთა შინა მათთა საჭიროთა და მომართებულთა ბოროტთა მოსრულთა შეცვალებად; და ოდესმე ცრემლითა და ღაღადებითა ტაძარი აღივსებოდა, მაშინ რომელი იყო ქალაქსა დაშთომილნი, შეძრწუნდენ და გამოჴდებოდეს, მიუთხრობელთა მგონებელნი ყოფად შექმნულისა.

15. ეგრეთვე დაკრძალულნიცა ქალწულნი სასძლოთა შინა მშობელთა თანა განივლტოდეს და ნაცრითა და მტუერითა თავთა იყრიდეს, გოდებითა და სულთქმითა უბანთა აღავსებდეს.

16. და აწ დაწინდულნი შემთხუევასა ზედა გამზადებულსა სასძლოსა და ჯეროვანებულთა სირცჳლთა დაუტევებდენ, რბენითა უწესურსა ქალაქსა შინა დადგებოდეს.

17. და ახალშობილნი ჩჩჳლნი, ხოლო ამათდა მიმართ დედანიცა და გამომზრდელნი დაუტევებდეს აქა და იქით,თჳთეული სახლთაებრ, ხოლო სხუანი-გზათა ზედა, დაუპყრობელთ უზეშთაესსა შინა სიწმინდესა შეკბებოდეს.

18. ხოლო იყო პირად-პირადი ვედრება მას შეკრებულთა შინა დაწყებულთათჳს მისგან უსჯულოებათა.

19. ხოლო ამათ თანა მოქალაქენიცა კადნიერ იქმნებოდეს, არა უტევებდეს მას სრულიად ზედა-დასხმულს და განზრახვისა თჳსისა აღმასრულებლად. განიზრახვიდეს და აღმოიტყოდეს შეჭურვად კაცად-კაცადი და მჴნედ მამეულისათჳს შჯულისა სიკუდილად, დიდი შფოთი ყვეს ქალაქსა შინა.

20. ხოლო ძნიად მღდელთაგან და მოხუცებულთა დაპყრობილნი ვისამესავე ზედა ვედრებასა სადგურსა დადგნეს.

21. და სიმრავლე უკუე ერთა, ვითარცა პირველცა, ამათ შორის იქცეოდეს მავედრებელნი, და რომელნი იყვნეს მეფისა თანა მოხუცებულნი, მრავალჯერ გამოიცდიდეს უფროს ამპარტავანებისა მისისა გონებისა შეცვალებად გულისთქმისაგან მისისა.

22. ხოლო მან, კადნიერებით მყოფმან, ყოველივე განაგდო და აწ აღსლვათა ჰყოფდა აღსრულებად უგონებლად წინა-თქმულისა.

23. ესენი უკუე და რომელნი მის თანა იყვნეს, ხედვიდეს, მოიქცნეს, რომელნი ჩუენ თანა მოწოდებად ყოვლისა მპყრობელისა, რათამცა შემსაჯულებით შეეწიოს არა-მიმშუებელნი უსჯულოებისა და უფროს ამპარტავნისა საქმისა.

24. ხოლო ყოვლად-უმრავლესისაგან და სალმობიერისა თემთა ტყებისა გამოუთქმელისა ვისამესი იყო ღაღადება,

25. რამეთუ ჰგონებდენ, რამეთუ არა გარნა კაცთა, არამედ ზღუდეთაცა, და ყოველნი ერნი ღაღადებს, ვითარცა იყო აწ მაშინ ყოველთა სიკუდილად მიიღებდენ შეგინებისა წილ ადგილისა.

თავი 2

2:1–25

1. მაშინ უკუე მღდელთ-მთავარმან სჳმეონ წინაშე ტაძტისა მოიდრიკნა მუჴლნი და ჴელნი განიპყრნა კეთილწესიერად, პყოფდა ვედრებასა ამას;

2. უფალო, უფალო, მეუფეო ზეცათაო და მეუფეო ყოვლისა აგებულისაო, წმინდაო წმინდათა შორის, ერთ-მთავარო, ყოვლისა მპყობელო! მოიხილე ჩუენდა, განბოროტებულთა უღირსისაგან და შეგინებულისა, კადნიერებითა და ძალითა განლაღებულისა.

3. რამეთუ შენ ხარ შემოქმედი ყოველთა და ყოველთა მპყრობელი, ძლიერი, და მართალ ხარ და თანა გინებითა და ამპარტავანებითა რაჲთუცა მოქმედთა უსჯი.

4. შენ პირველ უსჯულოების-მყოფელთა შორის გმირნი იქმნეს, ძალსა ზედა და კადნიერებისა მსასოებელთა, წარსწყმიდე, გარდამოიყვანენ მათდა ურიცხუნი წყალი

5. შენ ამპარტავანებისა მოქმედნი სოდომელნი, ცხადთა შინა ბოროტთა მყოფნი, ცეცხლითა და წუნწუბითა დასწუენ, სახედ შემდგომად მატსა მყოფთა დაადგინე.

6. შენ სიფიცხე ფარაოსა, რომელმან დაომონა ერი შენი წმინდაჲ ისრაჱლისა, პირად-პირადითა და მრავლითა გამოსცადეს სატანჯველითა და აჩუენე ძალი შენი.

7. და იმათ შინა დიდი წლიერებაჲ გამოუცხადეს და, რომელი სდევნიდა, იგი ერთა წილ შენთა ეტლებითა და თემთა სიმრავლითა დაანთქენ სიღრმესა შინა ზღჳსასა, სოლო მორწმუნენი შენნი, ყოველთა ქმნილთა მჴელმწიფებელნი, უვნებლად აღმოიყვანენ; რომელთა იხილეს საქმენი ჴელთა შენთა, გაქებდეს შენ, ყოვლის-მპყრობელსა.

8. შენ, მეუფეო, რომელმან შეჰქმენ დაუსრულებელი ხოლო განუზომელი ქუეყანა, გამოირჩივენ ქალაქი ესე და წმინდა-ყვენ ადგილი ესე სახლისა შენისა არარაჲსავე მოჴამსისა და განადიდე გამოჩინებასა შინა დიდად-შუენიერებითა და დადგინებითა ჰყვენ დიდებისა მიმართ დიდისა და პატიოსნისა სახელისა შენისა.

9. და გიყუარს უკუე სახლი ისრაჱლისა, აღუთქუ, რამეთუ იყოს ჩუენდა ბოროტშემთხუევა და მოგჳცნენ ჩუენ იწროებამან, და რომელი შემოვიდეს ადგილსა ზედა ამას ვედრებად, ისმინო ლოცვისა ჩუენისა. და უკუე სარწმუნო ხარ და ჭეშმარიტ,

10. და ვინადგან მრავალ-გზის-გზის შეჭირვებულთა მყოფთა მამათა ჩუენთა შეეწიენ მათ შენ სიგლახაკესა შინა და იჴსნენ იგინი ყოველთაგან შეჭირვებათა.

11. აჰა უკუე აწ, წმიდაო მეუფეო, მრავალთათჳს და დიდთა ჩუენთა ცოდვათა ვივნებით და დავემონენით მტერთა ჩუენთა და ვართ უძლურებათა შინა.

12. ხოლო ჩუენთა შინა დაცემისასა კადნიერნი და შეგინებულნი ესენი იწყებენ ვნებად ქუეყანასა ზედა ამაღლებულისა, სახელისა დიდებისა შენისა წმიდისა ადგილისა.

13. რამეთუ უკუეთუ საყოფელნი შენნი, ცანი ცათანი, მიუწდომელ კაცთა არს, არამედ ვინადგან სათნო-იჩინენ დიდებაჲ შენი ერთა შორის შენთა, ისრაჱლთა, წმიდა-ყვენ ადგილი ესე.

14. რათა არა შური გუაგო ჩუენ არაწმიდებითა ამათთა, არცა რათა გუესაჯო ჩუენ შეგინებითა ამათთა, რათა არა იქადოდენ ყოვლად-უსჯულონი გულისწყრომასა შინა მათთა, არცა რათა იხარებდენ ამპარტავანებასა შინა ენისა თჳსისასა, მეტყუელნი: ჩუენ დავთრგუნეთ ტაძარი წმიდაჲ, ვითარცა დაითრგუნების სახლნი საძაგელთა.

15. მოგჳტევენ ცოდვანი ჩუენნი და განაქარვე უსამართლოებანი ჩუენნი და გამოაჩინე წყალობაჲ შენი ჟამსა შინა ამას, მსწრაფლ მეწიენ ჩუენ წყალობანი შენნი, და მიეც ქებანი პირსა დაცემულთა და შემუსრვილთა სულითა, ყავ ჩუენ თანა მშჳდობაჲ.

16. აქა ყოველთა მხედველო ღმერთო და პირველ ყოველთა წმიდაო წმიდათა შორის, ისმინე ვედრებაჲ სიმდაბლისა, გმობითა და კადნიერებითა დიდითა ამაღლებულნი მოსწყლენ, ამიერ და იმიერ შეარყიე იგი, ვითარცა ლერწამი, ქარითა და, ვითარცა ჴიდსა ზედა, უმოქმედოს კუალად დადებად და ასოთა დაჴსნილებისა, ნუცა ჴმობად შეძზლებელობა მისი, მართალთა შეპყრობილისა მსჯავრითა.

17. ხოლო ვინათგან მეგობარნი და ჴორცთა დამცველნი მისნი მეყსეულად და მახჳლებრ ხედვიდეს მოხუეულსა მისსა სასჯელსა, შეშინდეს, რათა ცხოვრებასაცა არა განევლტოს, მსწრაფლ მიზიდევდეს მას გარე, ყოვლად-დიდითა მოწყლულსა შიშითა.

18. ხოლო შემდგომად ჟამისა მოეგო თავსა შორის თჳსსა, არასადა სინანულსა შინა მოვიდა განსწავლილი და რისხვითურთ მწარითა განვიდა.

19. ხოლო შევიდა ეგჳპტესა შინა და, სიბოროტისა გამმრავლებელი, პირველითქმულთა გამო წინაშე მეტრაპეზეთა და სხუათა, ყოვლისა სიმართლისა განშორებული, არა გარნა ურიცხუთა სირცხჳლ-მოქმედებათა კმა-იყოფდა, არამედ ესოდენთაცა კადნიერებათა აღჴდა, რამეთუ გმობასაცა ადგილთა ზედა შეაზავებდა; და მრავალნი მეგობარნი უგულებელს-ყოფდეს სამეფოსა ზედა ნებასა, და იგინი შეუდგებოდეს იმისსა ნებასა.

20. და წინა-დაუხსნა მეფემან ერსა წარმართთა ზედა ებრაელთა მიგებად გმობისა და უბრძანა გოდოლსა ზედა მყოფთა ეზოთა თანა-დადგინებად კერპისა და გამოქანდაკება წერილისა; რომელი არცა ერთი არა მემსხუერპლეთაგან შინა Mათთა შესლვად, ხოლო ყოველთა კერპთა მიწერად ერთა შინა ლიტონისა და მსახურებისა წესთა შინა დადგუნებად, ხოლო წინა-აღმდგომობის მეტყუელთა, დაჭირვებით შეპურობილთა, ცხოვრებისა მოკლებად;

21. ხოლო იმათ წერილთა წინ დანიაშნავად ჴორცთა შინა ფერცლითა სუროსათა ცეცხლსა შინა დაწუვით, რომელი არს ხიში დიონისოსა, და განყოფად მონებასა შინა მოშორებულთა თავისუფლება.

22. არამედ რათა არა ყოველთა მოძულეთა გამოჩნდეს, ქუე მოუწერა: ხოლო უკუეთუ რომელნიმე მათგანი სათნო-იჩინენ მცხორებლობად განწესწბათა შინა წარმართთა ამათ თანა,სწორ მოქალაქეთა ალექსანდრიელთასა ვჰყო ყოფად.

23. მითვე უკუე ვინმე ქალაქსა შინა კეთილმსახურებასა თჳსსა არარასავესა შინა შეიცვალებდეს, სიხარულით თავს მისცემდეს,გონებდეს თავსა თჳსსა დიდისა ვისმე შეერთებად დიდებისა ყოფადისაგან თანა-მცხოვრებლისა მეფისა.

24. ხოლო მრავალნი სიმჴნითა სულითა განძლიერდეს და არა განეშორებოდეს კეთილმსახურებისაგან და ვეცხლნი ცხოვრებისათჳს აღუთქუეს შეცვალებისა შინა მიცემად, უშიშრად ისწრაფდეს განთავისუფლებად თჳსად წერილისაგან, ხილი ხოლო კეთილმსასოებელნი იქმნეს შეწევნისა მიმთხუევად.

25. და რომელიცა განეყოფოდეს მათგან, მოიძაგებდეს და, ვითარსაწინააღმდგომთა, ნათესავსა თჳსსა დასჯიდთჱს საერთოსაცა ცხორებასა და კეთილმოქმედებასა მოაკლებდნენ.

თავი 3

3:1–22

1. ესე სცნა არაწმინდამან მეფემან, ესეოდენსა განრისხებასა მოვიდა, რამეთუ არა გარნა მყოფთა ზედა ალექსანდრიელთა შინა განრისხნა, არამედ მყოფთაცა კერძოთა შინა მძიმედ წინა-აღუდგზ და ბრძანა აღსწრაფებად ყოველთა შეკრებად ერთბბამად და უუკეთურესითა სიკუდილითა ცხორებისა მოკლებად.

2. ხოლო ამით განწესებულთა ყოფილით ამბავი ბოროტი გამოპჴდებოდა ნათესავთა ზედა ებრაელთასა, და კაცთა-შეთქმელთა ბოროტმოქმედებასა ზედა, რაჟამს მიზეზი მიეცა განწესებისა მიმართ, ვითარცა იყო, მათდა განაყენებდეს სჯულისაგან.

3. არამედ ებრაელნი იყვნეს დამმარხველნი მეფეთა მიმართ უკუე მიუქცეველნი დამორჩილებისა და სარწმუნოებისა, ხოლო პატივის-მცემელნი ღმრთისაჲ და შჯულისა მისისა თანა-მპყრობელნი განყენებისა ჰყოფდეს რომელთამეთა შინა, და განყენებულნი რომლისა მიზეზისათჳს რომელთამეთა, მოძულებით გამოჩნდებოდეს; ხოლო მართალთა კეთილისა მოქმედებითა შემამკობელნი თანა-მცხორებლობისა ყოველთა კაცთა კეთილშესაწყნარებელნი შეიქმნებოდეს.

4. ხოლო ამით უკუე ნათესავისათჳს ყოველთა შინა დიდებულისა კეთილმოქმედებისას უცხო-თესლთა არარაჲსა შინა შესცვლიდეს, ხოლო პირად-პირადთა თაყუანის-ცემასა შინა და საზრდელთა გამო იტყოდეს მეტყუელნი, რამრთუ: ესე კაცნი არცა მეფისა, არცა მჴედართა შეთქმულ არიან, არამედ მომტერენი არიან და დიდთა ვითარმეთა საქმეთა წინა-აღმდგომნი, და მოუთმენელითა ჴმა-ჰყოფდეს მათთა გმობათა.

5. ელენნი, მყოფნი ქალაქსა არარითა სეჭირვებულნი მათგან, ხედვიდეს შფოთსა მოულოდებულსა მათ ზედა, და შეკრებანი მეყსეულად რომელიიმყოფებოდა შეწევნად, უკუე ვერ უძლებდეს, რამეთუ მტანჯველობისა იყვნენ ბრძანებანი.

6. ხოლო ნუგეშინის-სცემდეს და განრისხებოდეს და განსლვად ამით მოსწრაფედ იტყოდეს, რამეთუ არა იყოს ეგრეთ უგულებელს-ყოფა ესეოდენისა სიმრავლისა,არარისავე შეცოდებულისა.

7. და აწ მეზობელნი და მეგობარნი და თანა-მოვაჭრებელნი ფარულად რომელთამეთა მოუწიდენ, სარწმუნოდ მისცემდეს შეწევნად და ყოვლის გულსმოდგინების-ყოფად და მფარვრლობისა მიმართ.

8. ხოლო იგი უკუენ მდგომლობისაებრ კეთილდღეოანობისა გაამპარტავნდებოდა და არა ხედვიდა დიდისა ღმრთისა ძლიერებასა, ხოლო არა-მგონებელი მიზეზესაქსევითართა შინა დამყოფებად ბოროტთა განზრახვა წარწერა მათ ზედა ებისტოლე ესრეთი:

9. მეფე პტოლომეი ფილოპატორ მყოფთა ეგჳპტეს შინა და ადგილთაებრ სტრატიოტთა და მჴედართა - გიხაროდენ და ცოცხლებდინ! ხოლო ესცოცხლებ მეცა თჳჳთ და საქმენიცა ჩემნი.

10. ყოფილთაებრ ჩუენდა წყოBათა ასიასა შინა, რომელ უწყოდეთ თქუენცა, რომელთა ღმერთთა უეჭუელითა თანა-მბრძოლობითა და ჩუენითა ძალითა გულისხმიერად კეთილსა შინა დასასრულსა მოიყვანა, ვსაჯეთ არა დაჭირვებითა, არამედ სიმდაბლითა და მრავლითა კაცთ-მოყუარებითა კეთილაღშენებად მცხორებელთა კილო-სურსა შინა და ფინიკისა წარმართთა და კეთილის-ყოფად სიხარულითა.

11. და მყოფთა ქალაქთა შინა საკერპოთა მივეც შემოსავალნი ფრიად მრავალნი,მოვედით იერუსალჱმსა შინაცა,შევედ პატივის-ცემად ტაძარისა ამავოდ ბრძნობათა და არაოდესვე დამცხრომელთ თჳსისაგან უმეცრებისა.

12. ხოლო იგინი სიტყჳთა უკუე მოიღებდეს ჩუენისა მოსლვისასა, ხოლო საქმითა საცთურისათა; და სურვილითა ჩუენდა შესლვად ტაძარსა შინა მათთა და შუენიერითა და უკეთილესითა ძღუნითა პატივ-ცემად,იგინი პირველითავე ამპარტავანებითა მოღებითა გუაყენებდენ ჩუენ შესლვად,არარად შეირაცხეს ჩუენი პატივი,რომელი მაქუნდა ყოველთა მიმართ კაცთა კაცთ-მოყუარებისა.

13. ხოლო თჳსი ბოროტგონიერება ჩუემდა მომართ გამოცხადებული გჳჩუენეს, ბითარცა ერთისა თჳნიერ წარმართთაგან მეფეთა და მათთა კეთილისმყოფელთა ქედისა დაუმორჩილებელნი, არარაჲსა სიმართლედ ნებავსთ ტჳრთვად.

14. ხოლო ჩუენ ამათ უგნურებათა განვიხილეთ და ძლევით მივიქეცით და ეგჳპტესა შინა ყიველთა ნათესავთა კაცთ-მოყუარებით შევემთხჳენით, ვითარცა შეჰგუანდა, ვყავთ.

15. და იმათ შინა ერთმონათესაობათა მიმართ მათთა არა ძჳრის-ჴსენებისა ყოველთა მიმთხრობელი და თანა-მბრძოლობისათჳს და სარწმუნოებისა შინა სიწრფოებითურთ მათდა და პირველისა ურცხჳსა საქმისა კადნიერებისა შეცვალებად ვინებეთ, და მოქალაქეობისა ალექსანდრიელისა ღირს-ყოფად მათთა და თანა-ზიარ მარადის მღდელობით დადგინეBად.

16. ხოლო იგინი, წინა-აღმდგომლობისად მიმღებელნი და აღზრდილნი ბოროტჩუეულებითა,კეთილსა განაგმრთიდ]ებდეს და მარადის ბოროტსა შინა მიიქცევიან; არა გარნა განაგდეს პატიოსნება მოქალაქეობისა, არამედ საძაგელთაცა სიტყუათა და საქმეთა არა-მცირეთა მათგან ჩუენდა მომართ არა უსაცდუროდ გულს-მოდგინებით ყოველთა შინა ჟამთა მოელიან, რამეთუ ჩუენ მოსწრაფედ შფოთისა ცხოვრებითა დავემხუნეთ თანა-წარმართებისა.

17. იმითვე ჩუენებულითაცა კეთილად იუწყებიან, რამეთუ ეცენი ყოვლისაებრ სახისა ბოროტგონიერებენ ჩუენდა, და ჩუენცა წინა-განვიზრახეთ, რათა ნუოდეს დაუყოვნებლად ამათ შფოთისა,შემოსრულსა ჩვენ ზედა ამათ არაწმიდათა,უკუნით გამცემელთა და ბარბაროზთა, გუაქუს წინა-აღმდგომობათა.

18. მითვე უკყე ვბრძანეთ; ოდეს მოვიდეს თქუენდამო ებისტილთა,ესე, მოსწრაფეთ მყის ერთსა ჟამსა შინა ზეჲთ-წერილთა შეკრებულთა, ცოლითურთ და შვილითა, განებითა და განბოროტებითა წარმოგზავნად ჩუენდამო საკრველებთა შინა რკინისათა ყოვლითურთ კრულნი, უკეთურსა ზედა და ბოროტსიტყჳსა ღირსებყლნი, ბოროტგანზრახვითა მოწყუეტილნი.

19. რამეთუ შემდგომად ტანჯვისა ამათთა ვსასოებთ, რამეთუ სხუათა ჟამთა შინა შესრულებული ჩუენდა საქმენი კეთილდგომისანი, და ყოვკად-კეთილთა ანაგებთა შინა წარემართოს.

20. ხოლო უკუეთუ ვინ დაფაროს რომელიზე თუცა ებრაელი, მოხუცებულითგან ვიდრე ჩჩჳლისამდე და ვიდრე ძუძუმწოვარისამდე, უუძჳრესითა სატანჯველითა იტანჯნენ ყოვკის სახლეულისად.

21. ხოლო უკუეთუ ვინ მოუთხრნას, ამან მიიღოს მონაგები დაცემულისა მიზეზსა შინა, ხოლო კუალად სამეფოსაგანცა ვეცხლისა დრაქმა ორი ათასი და განთავისუფლებით გჳრგჳნოსან იქმნეს.

22. ხოლო ყოველსა ადგილსა სადაცა უკუეთუ შეპყრობილ იქმნეს მარადის დაფარულნი პურიანი, ოჴერ და ცეცხლით მომწუარ რათა იყოს ყოვლისა მოკუდავისა ბუნებისა ყოვლისაებრ უჴმარისა რათა იყოს საუკუნესა ჟამსა. და შინა ებისტოლისა უკუე სახე ესრეთ დაწერილ იქმნა.

თავი 4

4:1–16

1. და ოდეს მოვიდოდა ბრძანება ესე ყოველთა შორის ადგილთა, მაშინ წარმართთა ერნი დაადგინებდეს მსმელობასა თანა სიხარულითა და ღაღადებითა, ვითარცა იყო დაძუელებული პირველვე გონებათა შინა, აწ კადნიერებითურთ გამოცხადებდეს მტერობასა.

2. ხოლო ებრაელთა იყო მოუთმენელი ტირილი, და ფრიად მგოდებელ თანა ცრემლითა ღაღადებდეს, სულ-თქმითა განჴურდეს გულნი მათნი მიერითგან, მგოდებელთა მოულოდებელისათჳს მეყსეულისა განჩინებულისა მათ ზედა წარწყმედისა.

3. რომელს ადგილს ანუ ქალაქსა, ანუ რომელსა ყოველსა სავანებელს ალაგსა, ანუ რომელს უბანს ტირილი და გოდებასა მათთათჳს არა აღევსნეს?

4. რამეთუ ეცრეთ მწარითა და უწყალოთა სულითა მჴედართაგან, რომელნი იყვნენ შემდგომად ქალაქთა ერთსალმობად წარმოგზავნით, იყვნენ მეფისა მიმართ, რამეთუ გამოუთქმელთათჳ სატანჯველთა და ვინამეთა მტერთაგან მიიღებდეს წინაშე თუალთა ზიარსა წყალობასა; და განმზრახველნი მიუთხრიბელსა ცხოვრებისა შეცვალებასა, რათა ნუოდეს მათდაცა შეემთხჳოს ესენი ტიროდეს ყოვლად საბრალოებათათQვს მათთა განდევნისა.

5. რამეთუ წარყვანილ იქმნეს უმეტეს მოხუცებულთა სიმრავლე, მჴცოვანთა განშუენებულთა და სიბერისაგან მოხრილთა, ფერჴით წამბრკოლებელთა, ხოლო წარმყვანელნი დამჭირნეობითურთ ურცხუად დაამჭირვებდეს მოსწრაფედ მათთა სლვასა.

6. ეგრეთვე და არა გვიანად სემაუღლებელნი, ცხოვრებისა მიმართ შეერთებით ქორწილისა მიმღებელნი სასძლოთა ქალთანი, სიხარულისად წილ მიიღებდეს ტირილსა და მტუერთა სულნელთა წილ თმათა იყრიდეს, ხოლო დაუბურველნი მოყვანებულნი გოდებასა ნაცვალად გალობისა ქორწილთათა ერთბამად იწყებდეს, ვითარცა განხეთქილნი უცხო-თესლთაგან ტანჯვითა, და შეკრულნი ულხინებელად მიიზიდოდეს უნებლიად ვიდრე შთაყრისამდე ნავთა შინა.

7. ეგრეთვე მეუღლენიცა ამათნი, ჭაბუკურთა შინა მოასაკეთა, საკრველითა გჳრგჳნთა ქედთა ზედა შეთხზულნი, ნაცვალად შემოსლვისა და ჭაბუკურისა განსუენებისა, სხუათა ქორწილისა დღეთა გოდებათა შინა გარდაიყვანდეს, წინაშე ფერჴთა აწ მხედველნი ჯოჯოხეთსა მდებარესა.

8. ხოლო წარყვანებულ იქმნენ მჴეცთა მსგავსთა თრეულნი თრეულნი საკრველებთა შინა რკინისათა საჭიროებთათა, და ზოგნი უკუე საჯდომებთა შინა ნავთათა შეიმსჭუალნეს ქედებითა, ხოლო სხუანი ფერჴთა განუჴსნელითა გზათა ზედა განმტკიცებულნი, ხოლო კუალად თჳნიერ ამისა ჴშირითა ფიცრებითა შემოხუეულითა ნათლისაგან დაჴშულნი, რათა მიერიდგან დაბნელდენ თუალითა განყნანებულნი, ვითარცა გამცემელნი, ყოველთა შინა მცურველობა აქუსთ.

9. ხოლო ამათ სიტყუათა ზედა ნავთათა მოყვანებითა ქმნილთა და ცურვისა აღასრულებულისა, ვითარცა იყო ბრძანება მეფისაგან, უბრძანა მათ წინაშე ქალაქთა ცხენთ-სარბიელთა დადგინებად, დიდთა ზედა გართხმულისა, და საკიცხელსა ზედა დიდითა საჴმარითა, ყოველთა შემოსრულთა ქალაქსა შინა, ეგრეთვე მუნითგან სოფლეგსა შინა წარგზამრთივ]ნილთა განსლვისა მიმართ, რათა არცა იგი შეიერთნენ, არცა რაჲთურთით ღირს-ყვნენ ვითარისა საბურველისა.

10. ხოლო ოდეს იქმნა ესე, ასმა მეფისა, რამეთუ რორელნიმე ნათესავისაგან მათისა ქალაქითგან ფარულად განვიდოდეს ჟამ-ჟამად, ტირილად უპატიურობისა ძმათა შეჭირვებისად, განრისხდა ფრიად, ბრძანა წადიერებითურთ ამათიცა ეგრეთვე, ვითარცა და იმათთა, ყოფად, რათა არა ვითარცე მცირისა იმათთა აქუნდესთ სატანჯვეკნი, და აღწერად ყოვლისა ტომისა სახელისაებრ,

11. პირველისა მიმართ მოკლედ ქინარე-გამოწხადებულნი საქმე მრავალსაშრომვნი მონებისა, რათა ტანჯულნი წინა-თქმულითა სატანჯველითა სრულიად წარწყმდენ ჟამსა ერთისა დღისასა.

12. ხოლო იქმნა უკუე ამათ წერილთა მწარითურთ მოსწრაფებითა და საყუარელ პატივის-ცემითა, თანა-ჯდომითა აღმოსლვისაგან მზისა ვიდრე დასლვადმდე, და ვერ შეუძლებდეს აღსრულების-ყოფად ორმეოცდა დღეთა შინა.

13. ხოლო მეფე, დაუცხრომლად დიდითა სიხარულითა აღმასრულებელი მსმელობისა, ყოველთა თანა კერპთა შემზავებელი, შეცთომილებითა შორად ჭეშმარიტისაგან მეცნიერებათა და შეგინებულითა პირითა უტყუთა და შეუძლებელთა მეტყუელებდ მათდა, ანუ შეწევნად ქებულებისა, ხოლო ყოვლად-დიდსა ზედა ღმერთსა არა-ჯეროვანებულისა მეტყუელი.

14. ხოლო შემდგომად წინა-თქმულთა ჟამთა განშორებისა მოაუწყებდეს მწიგნობარნი მეფისა, რამეთუ არა ვითარვე მერმეღა ძალ-გიც აღწერად ებრაელისა ყოფად, ურიცხულობისათჳს მათისა სიმრავლისა, და ვინადგან არიან კუალად უმრავლესნი სოფლებთა შინა, ხოლო სხუანი სახლთა შინა მოიპოებიან და სხუანი ადგილთა სორის, რამეთუ შეუძლებელ არს რაჲთურთით ყოველთა, რომელნი ეგჳპტესა შინა, მჴედართა ყოფად ამისა.

15. ხოლო ოდეს მეფე შერისხდა მათ ფიცხლად, ვითარცა ნიჭებითა მოყიდულთა მგრძნებელობასა ზედა განლროლვილისა, შეამთხჳზ მათ მოუწყებელი იგი ამათთჳს დარწმუნებად, მეტყუელთა განხილვითურთ, რამეთუ ქაღალდნიცა აწ და დასაწერნი ლერწამნი, რომელსაცა გაასაჴმარებდენ, მოაკლდებოდეს.

16. ხოლო ესე იყო მოქმედება შემწისა ებრაელთასა, ზეგარდამო განზრახვა უძლეველისა ღმრთისაჲ.

თავი 5

5:1–36

1. მაშინ მეფემან, ფიცხელითა რისხვითა სავსამან და გულის-წყრომითა მარადის შეუცვალებელმან, მოუწოდა იერმონს სპილოთ-უხუცესსა, უბრძანა მომავალსა შინა დღესა აღმატებულ ჭმევად სპილოთა ნაყოფთა ლიბანისათა და ღჳნითა მრავალითა შეურევნელითა ყოველთა ცმევად, რომელ იყო რიცხჳთა ხუთასი, და განძჳნებულთა ღჳნისაგან ურიდლად მიცემულისა მიყვანებად შემთხუევასა შინა სიკუდილად ებრაელთასა.

2. ხოლო ესე ბრძანა, მოიქცა მსმელობასა, შეკრიბა უფროსვე ამათთა მრგობართა და მჴედარნი, რომელიცა მოიძულებდეს იუდეანთა; და სპილოთ-უხუცესა ბრძანებასა წადიერად აღასრულებდა.

3. ხოლო მათ მიმართ მსახურნიცა მწუხრსა შინა გამვიდენ, შეუკრევდეს ჴეკსა საბრალოთათა, და სხუანი წარიტაცებდეს მათთჳს ევნება მგონებელნი, რამეთუ განთიადსა შინა მიიღონ იუდეანნი ერთბამად სრულიადსა წარსაწყმედლსა.

4. ხოლო იგინი, ყოვლისა საფარველისა ოჴერ-მგონებელნი ყოფად წარმართთა მიმღებელობისათჳს მათთა მიერითგან საკრველთა შინა დაჭირვებისა, ხადოდეს ყოვლის-მპყრობელსა უფალსა და ყოვლითა ძალითა მფლობელსა მოწყალესა ღმერთსა მათთა და მამასა,დაუცხრომელითა ჴმითა ყოველნი თანა ცრემლითა ევედრებოდეს, რათა განზრასვა, რომელი მათ ზედა ესამართლოებს, შესცვალოს და იჴსნას მყოფთაგან წინაშე ფერჴთა განმზადებული სიკუდილად და დიდებითურთ გამოჩინებულითა.

5. ამათი უკუე გელს-მოდგინედ ვრდრებაჲ აღვიდა ზეცად, ხოლო იერმონ უწყალპ, სპილოთა დამათრობელი ღჳნითა, და აღავსო ყოვლისა განძჳნებად და ნაყოფითა ლიბანისათა განაძღნო განთიად ეზოსა შინა, მოვიდა ამათთჳს მითხრობად მეფისა.

6. ხოლო ამგებელმან საუკუნითგან ჟამისა კეთილისა აღშენებისა ღამესა შინა და დღესა შინა განმწესებელმან მიანიჭა ყოველთა, რომელ უკუეთუ თჳთ ინებოს, ნაწილი ძილისა წარმოგზავნა მეფისა მიმართ.

7. რომელი ტკბილსა და სიღრმესა შთააგდო მას შინა მოქმედებითა მეუფისათა და უსჯულოებათათჳს უკუე წინა-დადებულისა მრავლისა შეცთომად, ხოლო შეუცვალებელსა შინა განზრახვასა უფრიადეს ეცრუვა.

8. ხოლო ებრაელნი წინადასასწაულებულისისა განივლტნენ, წმიდასა ღმერთსა თჳსსა აქებდეს და კუალად ევედრებოდეს კეთილმომშჳდებელსა, რათა უჩუენოს სიდიდე მკლავისა, თჳსისა ჴელის-მპყრობელობა წარმართთა ყოვლად-ამპარტავანთა.

9. ხოლო განზოგებულებასა აწ მეათისა ჟამისასა, რომელიცა წოდებულთა მიმართ განწესებულმან იხილა, წოდებულნი შეკრბენ, შევიდა მეფისა მიმართ, შესძრა და ძნიად განაღჳძა იგი, უჩუენა ჟამი სეროსა განდასრულისა; აწ სიტყუათა ამათთჳს წინა-დაუდვა, რომელი მეფიმან თავსა შორის თჳსსა განიზრახა, და მიიქცა სერსა ზედა, უბრძანა მოსრულთა სერსა ზედა თჳთეულისა თჳსთა შინა ადგილთა დასხდომად.

10. ხოლო ოდეს იქმნა ესე, აწყებდა, რათამცა მსმელობასა შინა მოეცემოდეს მდგომრისსა მსმელობა, დიდითა მედღესასწაულობად სიხარულსა შინა გარდაიყვანდენ მრავალსა ჟამსა.

11. ხოლო მრავალისა უბნობისა ქმნილთა, მეფემ მოუწოდა იერმონსა, მწარითურთ შენისხვით ჰკითხვიდა, ვისის მიზეზისათჳს დაშთენ ებრაელნი დღესა ამას შინა ცხოველ-ყოფად.

12. ხოლო მან აუწყუა, რამეთუ; ღამე ბრძანებისა სრულიად მოვიყვანე, ხოლო ამის მიმართ მეგაბართაცა უწამეს ამის ყოფა ესრეთ; ამისთჳს მძჳნვარებისა უძჳრესად უფროს ფალარიდის მქონებელმან თქუა; დღეინდელსა სიზმარსა მადლობა, რათა აქუნდინ.

13. ხოლო შენ შეუცვალებლად მომავალსა შინა დღესა პირველისაებრ განმზადეს სპილონი წარსაწყმედელად უსჯულოთა იუდეანთა.

14. ხოლო ამას ეტყოდეს მეფისა სიყუარულით ყოველნი სიხარულით შემსაჯულებელნი და აქებდეს ერთბამად; თჳთეული სახლსა შინა თჳსთა სარვიდეს; და არა ეგრე ძილსა ზედა მოსპოობდეს ჟამსა ღამისასა, რამეთუ სარტაცებასა ზედა ყოვეკთა საკიცხელისა მგონებელთა ბოროტვნებათა.

15. ხოლო ოდეს მამალმან ჴმა-ყო განთიადისა, და მჴეცნი შეჭურა იერმონ, დიდთა შინა ბჭეთა აღბაძვიდა; და რომელიცა ქალაქთა შინა სიმრავლრ თემისა, შეკრბებ0დეს საბრალოებისა სამხედველოსა ზედა მომლოდნენი ხვალისად თანა-მოსწრაფებით.

16. ხოლო ებრაელნი დაუცხრომელად დულისაგან სულთ-მთქმელისა, მრავალცრემლოვანითა ვედრებითა და ტირილოვანითა გალობითა მრთილოცვასა] ჰყოფდეს, განმპყრობელნი ჴელთა ზეცად მიმართ, ევედრებოდეს დიდსა ღმერთსა კუალად მათდა მოსწრაფედ შეწევნად.

17. ხოლო კუალად მზისა შარავანდი არა მოეფინეს, და მეფე მეგობართა მლოდინე, იერმონ წინა-დადგა, უწოდა განსლვისა მიმართ, უჩუენებდა მეფისა საწადლისა მზა-ყოფად.

18. ხოლო მან ისმინა და განცჳფრდა ყოვლად-უსჯულოებათათჳს შემოსლვისა ყოველთაებრ უმეცრებათა შეპყრობილ-ქმნილსა; კითხვიდა: რაჲ არს საქმე ესე, რომლისა მოსწრაფედ მას ჰყოფ? ხოლო ესე მოქმედება ყოველთა მეუფისა ღმრთისაჲ, რომელი წინა-განმზადებული ებრაელთა ზედა სატანჯველნი დავიწყებად მისა დადვა.

19. ხოლო იერმონ უჩუენებდა და ყოველნი მეგობარნი მისნი, რამეთუ მჴეცნი და მჴედარნი განმზადებულ არიან, !ჰი მეუფეო, შენისაებრ შეუცვალებელისა ბრძანებისა.

20. ხოლო იგი თქმულთათჳს აღივსო უმძიმესითა გულის-წყრომად, რამეთუ ამათთჳს განზრახვითა ღმრთისაჲთა დაიჴსნა ყოველი მისი ლმობიერება, ხოლო მიმხედველმან ჰრქუა შერისხვითურთ;

21. უკუეთუ შენდა მშობელნი იყვნენ, ანუ შვილთა მშობელნი, და მძჳნვარეთა და უცხოთა მჴეცა განემზადნეს აღმატებულის საზრდლისა წილ შეუცოდებელთა ჩენდა და პირველთა ჩემთა ჩუენებულთა, ყოველივე განბკურნო მტკიცისა სარწმუნოებად უმჯობეს იუდეანთა, მაშინ უკუეთუ არა სიყუარულისათჳს თანა-მზრდელობისა და საჴმარისა ცხოვრებისა ნაცვალად ამათთა მოკლებულ იყომცა.

22. ესრეთ იერმონ, უეჭული და უფროს შეჭირვებული შერისხვითა, განვიდა და სახედავითა და პირითა შეიცვალა, და თჳთეულნი მეგობართაგან გლოვითა შეპყრობილ იქმნეს, შეკრებულთა განუტევებდეს კაცად-კაცადსა თჳსსა საქმესა ზედა.

23. ხოლო ებრაელთა რომელი მეფისაგან ისმინეს გამოცხადებულისა, ღმერთსა და უფალსა და მეუფესა მეუფეთასა აქებდეს, შემთხუეულნი ამის შემწევლისა მისისა.

24. ხოლო შემდგომად ამათ ჩუეულებითა მეფემ კუალად შეაზავა სერი და ევედრა მეგობართა სიხარულსა ზედა შეცვალებად, ხოლო იერმონს მოუწოდა, შერისხვით პრქუა; რაოდენ-გზის შენ და იმათვეთჳს ბრძანებად ყოვლად-უბადრუკისა? კუალად აწცა შესჭურენ სპილონი ხვალისად წარსაწყმედელად ებრაელისა!

25. ხოლო მეინაჴეთა თანა-მონათესავენი, დაუდგრომელსა მისსა გონებასა განკჳრვებულნი, გამოიღებდეს ამას: ვიდრემდის, !ჰ მეუფეო, ვითარცა უსისტყუელთა, ჩუენ განგუცდი? გიბრძანებიეს აწ მესამედი წარწყმედად და კუალად საქმეთათჳს შეცვალებითა დამჴსნელი, რომელი არს შენ თანა ბრძანებისა,

26. რომელთათჳს ქალაქი მოლოდებისათჳა დაშურების და აღივსნეს აწ ძრწოლითა და მრავალ-გზის იქენჯნების წარტაცებისა ყოფად.

27. ხოლო ყოვლითურთ მეფე აღივსებოდა უსისტყუელი ყოვლისაებრ, ვითარცა ფალარიდ, და მყოფთა შეურაცხებულთა მიმართ ებრაელთა თავისად გამოცლვისა სულისა არარაჲვე შესცვალა.

28. არა ყივლად-პატიოსნებით ქუე განამტკიცა, ფიცითა განსაზღვრა, ამით უკუე არა გარდასდვა წარგზავნად ჯოჯოხეთსა შინა, ფერჴითა და ჭლიკითა მჴეცურითა შემუსრვილთა, ხოლო იუდეანთა ზედა შემოსლვა მჴედრობითურთ, ცეცხლითა და სუბითა მიწისა თანა განსწორებად მოსწრაფედ და შეუსლველი ჩუენდა ტაძარი მათი ცეცხლითა მოწუად მყის და აღმასრულებელთა მუნ მსუერპლთა ოჴერ საუკუნო ჟამად დადგინებად.

29. მაშინ სიხარულითა მეგობარნი მონათესავენი განვიდეს სარწმუნოებითა, უბრძანეს მჴედართა მოსწრაფად მოჴამსის ადგილისა ქალაქისა.

30. ხოლო სპილოთ-უხუცესმან მჴეცნი, ვითარცა იყო თქმულნი, ანაგებსა შინა რისხვისასა მოიყვანა კეთილსურნელითა სასუმელებითა, ღჳნო ლიბანით შერეულისა საშიშრითა ჭურჭლებითა განწყობილნი, განთიად მსღუად ქალაქის აწ სიმრავლენი ურიცხუელებთა ადგილსა ზედა ცხენთ-სარბენელისასა აღვსილყოფილისა, შევიდა ბჭასა შინა წინა-მდებარეს ზედა, აღბაძვიდა მეფისა.

31. ხოლო მეფე, რისხვითა მძიმითა აღვსისილი, ბოროტმსახურის გულისა, ყოვლითა ძალითა მჴეცთა თანა მძჳნვარებითა გამოვიდა, მნებელი მოუმშჳდებელითა გულითა და ბაიათა თუალისათა ხილვად სალმობიერისა საბრალოებისა წინა-მოსასწაულებათა წარწყმედისა.

32. ხოლო ოდეს სპილონი აღმოვიდოდეს ბჭეებთა და თანა-სეუდგებოდეს მათ მჴედარნი შეჭურვილნი, და მრავალთაგან მტუერი იხილეს და მძიმისა ჴმისა ღაღადებაჲ ესმათ ებრაელთა, გონებდეს თჳსად ყოფად უკანასკნელსა ცხოვრებისა თჳსისა აღსასრულსა წამის-ყოფასა შინა.

33. ჭირისაგან მოსალოდებელისა ლმობიერებასა შინა და სულ-თქმასა შეიცვალნენ, ამბორს-უყოფდეს ურთიერთსა და თანა-შეეთხზოდეს თანა-მონათესავენი, და ქედთა ზედა დაეცემოდეს მშობელნი შვილთა და დედანი ჭაბუკთა,

34. ხოლო სხუანი ახლად-მშობელნი, ძუძუსა თანა მქონებელნი ჩჩჳლთა, შედგომილნი მყოფთა თანა სძისა,

35. გარნა მოიჴსენებდეს ქინაჲსწარ ქმნილთა მათდა ზეცით და მფარველობისა მოსწრაფედ ერთსულობით პირქუე დაემჴობოდენ თჳთ და ყრმათა განიშორებდეს ძუძუთგან, ღაღად-ყვეს ჴმითა დიდითა ფრიად.

36. ყოველთა ძალისა მძლეველსა ევედრებოდეს, რათა შეიწყალნეს იგინი გამოცხადებითა, წინაშე ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ჯერეთ მდგომარენი.

თავი 6

6:1–37

1. ხოლო ელიაზარ, კაცი ვინმე ჩინებული მღდელთაგან, მოხუცებული იგი, მოხუცებულობასა შინა აწ გარდასრული ასაკითა ყოვლითა კეთილისსაქმითა ცხორებასა შინა შემკობილი, მოიწოდა გარემოს თავისად, განაწესა მღდელნი მოწოდებად წმინდისა ღმრთისა, ევედრებოდა ესრეთ:

2. ჵ მეუფეო მაღალო, ყოვლად-ძლიერო, ყოვლისა მპტრობელო ღმერთო, რომელმან დაბადებულნი ყოველნი განაწესე მოწყალებასა შინა; მოიხილე აწ თესლთა ზედა აბრაჰამისასა, განწმენდილსა ზედა იაკობის შვილთა, ნაწილსა სიწმინდისა შენისასა ერთა, ქუეყანასა შინა უცხოთა მწირებულთა, უსამართლოდ წარვსწყმდებით, მამაო.

3. შენ ფარაო, პირველ ეგჳპტელთა მფლობელი, განმმრავლებისა ეტლთა და ამაღლებული უსჯულოების კადნიერებითა და ენითა დიდად-მეტყუელითა ამპარტავანთა თანა მჴედართა სიღრმესა შინა დანთქმითა წარსწყმიდენ, ხოლო ნათესავსა ისრაჱლისასა ნათლითა გამოუჩინენ წყალობად.

4. შენ ურიცხუელითა ძალითა სიქადული სენაქერემ, მძიმისა მეფისა ასურასტანელისა, შუბითა ქუეშე ჴელთა შექმნულისა ყოვლისა ქუეყანისა და ამაღლებულისა წმიდასა შენსა ზედა ქალაქსა, გმობისა მეტყუელისა ლაღობითურთ და კადნიერებით, მეუფეო, შემუსრენ; უწყებულისა უჩუენონ წარმართთა მრავლითა შენთა ძლიერებათა.

5. შენ ბაბილოვანს შინა სამთა ყრმათა, ცეცხლთა სულის თჳთნებით მიმცემელთა, რომელთათჳს არა-მსახურებად შეგინებულთა, აღტკინებულსა საჴმილსა შეცურეულნი იჴსენ ვიდრე თმათამდე უვნებელად, ალი ყოველთა ზედა უკუნაქციე წინა-აღმდგომთა.

6. შენ დანიელ, შესმენისა შურითა შთაგდებული მღჳიმესა შინა ლომთა, მჴეცთა განძჳნებულთა შესაჭმელსა ზედა, ნათელსა ზედა გამოიყვანე ცხოველი და იონა მუცელსა შინა ზღჳსა ვეშაპისასა განმვლეველისა უწყალოსა ყოველთა თჳსთა უვნებელობით უჩუენენ, მამაო.

7. და აწ ნუ ჰყოვნი, მრავალმოწყალეო და მფარველო, მოსწრაფედ გამოგჳჩნდი მყოფთა ტომისაგან ისრაჱლისა, ხოლო წარმართთაგან უსჯულოთა საძაგელთა ვნებულთა.

8. ხოლო უკუეთუ არაწმიდათა შეპყრობილ არს ტყუეობასა შინა ცხოვრებაჲ ჩუენი, შენ გჳჴსენ ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა, ვითარცა ინებო, მეუფეო, წარგეწყმიდე ჩუენ სიკუდილითა,

9. გარნა რათა არა ამაოებით და ამაოდ ბრძნობითა იქადოდენ წარწყმედისათჳის საყუარელთა შენთა მეტყუელნი: არცა ღმერთმან მათმან იჴსნა იგინი.

10. ხოლო შენ, ყოვლისა ძალისა და ძლიერებისა მქონებელო ყოვლისა დიდებულებისაო, აწ მოიხილე,

11. შეგჳიწყალენ ჩუენ ჭირითა უსჯულოთა უსიტყუელითა ცხოვრების მოკლებულთა, ვითარცა გამცემელნი,

12. რათა განჰკჳრდენ აწ წარმართნი უძლეველსა ძლიერებასა შენსა და ძალსა შენსა, რომელი გაქუს ცხორებისათჳს იაკობისა.

13. გევედრების შენ ყოველი სიმრავლე ჩჩჳლთა და მშობელნი მათნი თანა ცრემლითა, რათა ეჩუენოს აწ ყოველთა წარმართთა, რამეთუ ჩუენ თანა ხარ, უფალო, და არა მიაქცევ პირსა შენსა ჩუენგან.

14. არამედ ვითარცა სთქუ, რამეთუ არცა ქუეყანასა ზედა მტერნი შენნი მყოფი უგულებელს-ჰყო, ესრეთ სრულ-ჰყავ, უფალო.

15. ხოლო ელიაზარ, აღმასრულებელი აწ ვედრებასა, მეფე მჴეცთა თანა და ყოვლითა ძალითა ამპარტავნებით მოეახლა ცხენთა სარბიელსა.

16. ხოლო იხილეს ებრაელთა, დიდითა ჴმითა ზეცად მიმართ ღაღად-ყვეს, ვითარცა წინა-მდებარეთაცა ღელესა ერთბამად მის თანა მღაღადებელნი, დაუპყრობელთა ტირილთა ჰყოფდეს ყოვლისა მჴედრობისა.

17. მაშინ დიდმან, დიდებულმან, ყოვლისა მპყრობელმან და ჭეშმარიტმან ღმერთმან გამოაჩინა წმიდაჲ თჳსი პირი, განახუნა ბჭენი ცისანი, რომლისაგან გარდამოვიდეს ორნი შუენიერნი, საშინელნი ხილვითა ანგელოზნი, ცხად ყოველთა, თჳნიერ ებრაელთა.

18. და წინა-აღმდგომ დგეს და ძალნი წინა-აღმდგომთა აღავსნეს ძრწოლითა და შიშითა, და დაუჴსნელითა გზითა შეიკროდეს აღუძრველად, ეგრეთვე გუამიცა მეფისა მძრწოლარე იქმნა, და დავიწყება კადნიერებისა მისისა მძიმითა შეიპყრა.

19. და მოიქცნეს მჴეცნი შედგომილთა ზედა ჭურვილთა ძალთა და დასთრგუნვიდეს მათ და წარსწყმედდეს.

20. და მოიქცა რისხვა მეფისა ლმობიერებასა შინა, და ცრემლი წინაგანმზადებულთათჳს მათგან სატანჯველთა.

21. რამეთუ ესმა ღაღადება და იხილა მოდრეკილთა ყოველთა წარსაწყმედელსა შინა, ცრემლოოდა, თანა რისხვითა მეგობართა შერისხვიდა მეტყუელი:

22. თქუენ უმეტეს მეფობთ და მტარვალთა აღემატენით უკეთურებითა და ჩემდა თქუენისა თჳთ კეთილმოქმედისას მზრუნველობთ ფლობათაგან აწ და სულის დასამჴობლად საიდუმლოდ წარტაცებულ-ყოფად უსარგებლოდ სამეფოსა.

23. იგი მპყრობელობათა ჩუენთა სარწმუნოებად სოფელნი მტკიცენი სახლისაგან განყვეს, თჳთეული უსიტყუელად შემოკრბა აქა.

24. ვინა ამათ, რომელნი დასაბამითგან კეთილშეწყნარებით ჩუენდა მომართ ყოვლისაებრ აღემატნენ ყოველთა წარმართთა და უბოროტეს მრავალ-გზის კაცთაგან აიხუნნეს საბრალონი, ესრეთ უსჯულოებითა შემთხუეულნი წყლულებითა?

25. არქუთ: შეკრულნი განჴსენით უსამართლოსა საკრველთა და თჳთსთა შინა მათთა მშჳიდობით წარავლინეთ, პირველშექმნულთათჳს მოიმშჳდობეთ, განჴსენით ძენი ყოვლის-მპყრობელისა ზეცისა, ღმრთისა ცხოველისა, რომელი ჩუენთაგან პირველმშობელთა ვიდრე აწინდელამდე დაუბრკოლებელად დაბათა შინა კეთილდგომასა მისცემდენ საქმეთა ჩუენთა.

26. ხოლო თქმასა უკუე მისსა ამის ებრაელნი მოსწრაფედ განიჴსნეს, აკურთხევდეს აწ მლტოლვარენი სიკუდილისა წმიდასა მაცხოვარსა, ღმერთსა თჳსსა.

27. შემდგომად ამისა მეფე ქალაქსა შინა მიიქცა, მოუწოდა შემოსავალთა ზედა უხუცესებულსა, უბრძანა მიცემად ღჳნო და სხუანი სალხინო საჴმარნი ებრაელთა, შჳდ დღესა ზედა უსაჯა მათ მუნვე ყოველთა შინა შუებისა დღეთა მაცხოვარებისა გარდაყვანებად, რომელსა შინა ადგილსა ჰგონებდეს წარწყმედისა მოღებად.

28. მაშინ ესენი, რომელნი პირველ ყუედრებასა შინა და მახლობელ ჯოჯოხეთისა იყვნეს, უფროსღა მას შინა შემოსრულნი, ადგილსა მწარესა და სატირალსა სიკუდილად, მსმელობისა ცხოვრებასა შეაზავებდენ ადგილსა განმზადებულთა დაცემისა მიმართ და საფლავისა საინაჴესა ზედა განიყოფოდეს აღვსილნი სიხარულად.

29. და დაუტევეს გოდება, ყოვლის სატირალის გალობაჲ, მოიღებდეს გალობასა მამეულისა, აქებდეს მაცხოვარსა და საკჳრველმოქმედსა ღმერთსა, და ყოველი ტირილი და სულ-თქმა განაგდეს, დასობასა შეაზავებდეს შუებასა მშჳდობისასა ნიშსა შინა.

30. ეგრეთვე მეფემანცა შეაზავა მსმელობა დიდი, დაუცხრომელად ხედვიდა ზეცად მიმართ, აღიარებდა დიდად-შუენიერებასა, ყოვლად დიდებულისა ქმნილისა მისისა მაცხოვარებასა.

31. ხოლო დამდებელნი ებრაელთა პირველ წარწყმედასა შინა დასაჭმელად მფრინველთა და სიხარულითაცა აღმწერელნი, სირცხჳლით მოცულნი მყოფნი სულ-თქმიდეს, ცეცხლებრ მბერველნი მათნი კადნიერებანი უპატიოდ დაშრეტილნი.

32. ხოლო ებრაელთა, ვითარცა წინარ ვთქუთ, შეაზავებდეს წინარეთ-თქმულსა დასობათა, თანა-განწესებითა აღსაარებასა შინა შუებითა და ფსალმუნითა გარდაყვანდეს.

33. და საერთოდ განსამზღვრეს ამათთჳს განაჩენი ყოველსა შინა საყოფელსა მათსა ნათესავთა შორის, რომელიმცა პირველთქმულნი დღენი დღესასწაულობად შუებასა შინა არა სასმელთათჳს და საჭმელთა, არამედ ცხოვრებისათჳს ქმნილისა მათდა ღმრთისა მიერ.

34. ხოლო მოვიდენ მეფისა მიმართ, სთხოვდეს განტევებასა თჳსთა შინა იგინი.

35. ხოლო აღწერილნი იქმნნეს ოცდახუთისაგან დღისა, თჳსა პახონისა, ვიდრე მეოთხისადმდე თჳსა ეპიფისა, დღეთა შინა ორმეოცთა, ხოლო დაადგინეს მათდა წარსაწყმედელი და მეხუთითგან დღისა თჳსა ეპიფისა ვიდრე მეშჳდემდე, სამთა შინა დღეთა, რომელსაც შინა ყოვლად დიდებულიცა გამოაჩინა წყალობა თჳსი ყოველთა უძლიერესმან, იჴსნა იგინი უვნებელად ერთბამად.

36. ხოლო შემოვიდოდეს ყოვლითურთ მეფისა მიერ დაცულობით ვიდრე მეათოთხმეტედ დღედმე, ხოლო მას შინა სათხოვარსაცა შეაზავებდეს განტევებისათჳს თჳსისა.

37. ხოლო აქო იგინი მეფემან, დაწერა მათდა ქუე-წერილი ებისტოლე მჴედართა მიმართ, რომელნი იყვნენ ქალაქთა შინა, დიდსულთა გულს-მოდგინედ მქონებელისა:

თავი 7

7:1–20

1. მეფე ეგჳპტისა პტოლომეი ფილაპატორ მყოფტა ეგჳტესა შინა მჴედართა და ყოველთა განწესებულთა ქუეშე საქმეთა--გიხაროდენ და სცოცხლებდით! ხოლო ვსცოცხლებთ ჩუენცა და შვილნი ჩუენნი, წარმმართებელი ჩუენდა დიდისა ღმრთისა საქმენი, ვითარცა გუსურს.

2. რომელნიმე მეგობარნი ჩუენნი ბოროტჩუეულებითა თჳსითა ზედა-ზედად ჩუენდა გულს-მოდგინებდენ, განგჳპირეს ჩუენ ამას ზედა, რათამცა სამეფოთა შინა ჩუენთა შეკრებად ყოველთა ებრაელთა ერთსა შინა ადგილსა, ვითარცა განდგომილთა,

3. და ტანჯვად უცხოებითა სატანჯველებით, მოიღეს ჩუენდა სიტყუანი, რამეთუ არაოდესვე კეთილმდგომარეობასა შინა მეფობისა ჩუენისასა საქმენი იყვნენ, უკეთუ არა აღესრულებოდეს ესე, ვითარცა აქუს ამათ ყოველთა მიმართ წარმართთა უკეთურებანი.

4. რომელ კრულთაცა მათ მოიყვანდეს ჩუენიდა მომართ თანა საყუედრელებითა, ვითარცა ტყუეთა, უფროსღა ვითარცა გამცემელთა, თჳნიერ ყოვლისა გასინჯულობისა და გამოძიებისა უნებდათ მათი მოწყუედა უმძჳნარესითა უკეთურებითა უფროს სჯულისა სკჳთელთა შეჭურვილებასა შინა.

5. ხოლო ჩუენ ამისთჳს ფიცხელად შევრისხდით, მშჳდ სიბრძნისაებრ, რომელი გუაქუნ ყოველთა მიმართ კაცთა, ძნიად ცხოვრება მათდა მივანიჭეთ და ზეცისა ღმრთისა ვსცანთ ძლიერება, რომელი შეეწევის ებრაელთა, და ვითარცა მამა ძისათჳს მარადის თანა-მბრძოლ არს, ხოლო ამათ მომართ სიყუარულიცა, რომელი აქუსთ ჩუენდა მომართ უწყებული პირველმშობელთა ჩუენთა მიმართცა, კეთილშეწყნარებულად შევიგონეთ, მართალნი განუტევეთ ყოველისაებრ რისათუცა მიზეზისა სახისა;

6. და ვბრძანეთ თჳთეულისა ყოველთა თჳსსა შინა მათდამიქცევად, რათამცა ყოველთა ზედა ადგილსა არავინ იგინი ამიერითგან განაბოროტოს, არცა აყუედროს შექმნულთათჳს მათდა უცნობელად,

7. რამეთუ უწყებულ რათა იყოს თქუენდა, რამეთუ უკუეთუ რაიმე ბოროტჴელოვნებითა მათ ზედა ბოროტება ანუ რითამეში შევაჭირვნეთ იგინი ყოვლითა, იგი არა კაცსა, არამედ ყოვლად-ძლიერსა მეუფესა და ღმერთსა მაღალსა, წინა-აღმდგომელობას ჩუენდა შურის-გებასა შინა საქმეთა ყოვლისა შინა განულტოლველისა მარადის ქონებად ვიყვნეთ. სცოცხლებდით.

8. ხოლო აღიღეს ებრაელთა მეფისაგან ებისტოლე ესე, არა ისწრაფეს მოსწრაფედ განსვლად, არამედ ევედრებოდეს მეფესა, რათამცა მყოფთა ნათესავთაგან იედეურისა წმიდისა ღრმთისაგან და სჯულისაგან ღრმთისა თჳსნებისად განდგომილთა შეემთხჳნეს მათდა თანა-მდები სატანჯველნი, და წინაშე მეფისა იტყოდეს,

9. რამეთუ მუცლისათჳს თჳსისა საღრმთოსა ბრძანებისა გარდამსვლელნი არცა მეფეთა ბრძანებათა კეთილმსმენელნი იყვნენ.

10. ხოლო მან ჭესმარიტებისაებრ ესე სიტყუანი ეგრეთ ყოფად ყო და აქო და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა, რომელიცა გარდამავალნი სჯულისა ღრმთისა ყოველთა შინა ადგილთა სამეფოსა მისისასა კადნიერებით, თჳინიერ ყოვლისა სამეფოსა ჴელმწიფებისა ანუ გასინჯულებისა, მოკლვად და აღმოფხურად.

11. მაშინ ებრაელნი მადლობდეს მეფესა, ვითარცა ჯერ-იყო, ხოლო მღვდელნი მათნი და ყოველი სიმრავლე ერთბამად ჴმობდეს: ალლილუია, სიხარულით გამოვიდეს.

12. მაშინ შემთხუეულს გზასა ზედა გარდამავალსა, რომელნი იყვნენ ნათესავისაგან მათისა, სტანჯვიდეს და სახესა შინა სხუათა მოჰკლვიდეს.

13. და მას დღესა შინა მოსწყჳდნეს კაცნი უფროს სამასი, ხოლო მკვლელნი შეგინებულთა სიხარულითურთ იშუებდეს.

14. ხოლო თჳთ რომელნი ვიდრე სიკუდილადმდე უფლისა ღმრთისა თანა ეგნეს, შეემთხჳნენ სრულსა ცხორებასა, გჳრგჳნოსან-ჰყვეს თავი თჳსი პირად-პირადთა კეთილსულნელებითა ყუავილითა და განვიდეს ქალაქისაგან შუებითა და ღაღადებითა და ქებათა შინა და ყოვლად-კეთილითა ჴმითა გალობისათა მადლობდეს ღმერთსა მამათა მათთა, საუკუნოსა მაცხოვარსა ისრაჱლთასა.

15. ხოლო შევიდნენ პტოლემაიდსა შინა, რომელსა ჰრქჳან ნიშატისათჳს ადგილს ვარდის--მშობი - როდოფორ, სადაცა ელოდეს მათ ნავნი მრავალნი, საერთოსაებრ მათთა განზრახვისა; მუნ ყვეს სერი ცხოვრებისა შჳდ დღესა შინა,

16. რამეთუ მეფემ მიანიჭა კეთილსულად თჳთეულსა მათთა ყოველი საჴმარი გზასა ზედა ვიდრე საყოფელადმდე მათთა.

17. ხოლო მისწუდენ მშჳდობით ჯეროვანებულთა შინა აღსაარებათა, ეგრეთვე მუნცა განაწესნეს ესე დღე დღესასწაულებად შუებითურთ ჟამსა შინა მწირობისა მათთა.

18. ხოლო იგინი განსწმედდენ, სუეტსა ზედა ადგილისა თანა მსმელობისასა აღთქმითა განამტკიცებდენ, განვიდეს უვნებელნი, თავისუფალნი, ყოვლადმოხარულნი ქუეყანით თჳსსა და ზღჳთ და მდინარით დაცულნი სამეფოთა ბრძანებითა, კაცად--კაცადი თჳსსა შინა ესენი, და დაიპყრობდეს ჴელმწიფებასა მტერთა ზედა უფროსთა, ვიდრე პირველ, თანა დიდებითა და შიშითა ყოვლითა, არა რომლისაგან მოკლებულითა მონაგებისა.

19. და ყოველსა თჳსსა ყოველნი მოიღებდეს აღწერილისაგან, ვითარცა მქონებელნი, რომლისა თანა შიშითა დიდითა მისცემდეს მათ, მადიდებელნი ყოვლად--დიდისა ღმრთისა, რომელმან ყო სრულება ცხოვრებასა შინა მათთა.

20. კურთხეულ არს მჴსნელი ისრაჱლისაჲ საუკუნესა შინა ჟამსა, ამინ.