გულანი
საცდელი · 1.37.0
მესამე ეზრა 1 / 16თავი 1

მესამე ეზრა

დასაწყისები

ძველი ქართული ბიბლია

თავები · 16
მკითხველი

თავი 1

1:1–40

1. წიგნი ეზდრა წინასწარმეტყუელისა მეორე, ძისა სარაიევისა და ძის აზარიევისა, ძისა ელიკევისა და ძისა სადანიევისა, ძისა სადუკისა და ძისა აქიტობელისა,

2. ძისა ახიევისა და ძისა ფინეზისა, ძისა ელიევისა და ძისა ამერიევისა, ძისა ასილევისა და ძისა ზარიმოფოსა, ძისა არნაევისა და ძისა ოზიასა, ძისა ვორიფოსა და ძისა ავისეესა, ძისა ფინეზისა და ძისა ელიაზარისა,

3. ძისა აჰრონისა, ტომისაგან ლევიტელისა, რომელი იყო კრულებითა ქუეყანასა შინა მიდურსა, მეფობასა არტაკსერკსისსა, მეფისა სპარსეთისასა.

4. და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, ესრეთ მეტყუელი:

5. წარვედ, მიუთხარ ერთა ჩემთა ბოროტ საქმენი მათნი და ძეთა მათთადა - სიბოროტე, რომელი წინააღმდგომ ჩემდა ქმნეს, რათა მიუთხრან ძეთა ძეთა თჳსთა.

6. რამეთუ ცოდვათა მშობელთა მათთა აღიზარდნეს მათ შინა, რამეთუ დამივიწყეს მე, უმსხვერპლეს ღმერთთა უცხოთა.

7. ანუ არა მე გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, სახლისაგან მონებისა? ხოლო მათ განმარისხეს მე და ზრახვაჲ ჩემი შეურაცხ-ყვეს.

8. ხოლო ყოველმან აღიპარსნეს თმანი თავისა თჳსისანი და დაისხნეს მათ ზედა ყოველნი ბოროტნი; ვინათგან არა ისმინა სჯულისა ჩემისა, და ერნი არიან უსწავლელ.

9. ვიდრემდის დაუთმო მათ, რომელთათჳს ესეოდენი კეთილმოქმედება ვყავ?

10. დავამჴუენ მათთჳს სიმრავლე მეფეთა; და დავეც ფარაო ერთა მისთა თანა, და ყოველი მჴედრობაჲ მისი,

11. ყოველნი წარმართნი პირისა გამო მათისა წარვსწყმიდენ, და აღმოსავლეთი ორნი კერძონი ერთა, ტჳროსისათა და სიდონისათა, განვაბნიენ და მოვსწყჳდე ყოველნი მტერნი მათნი.

12. ხოლო შენ იტყოდი მათდა მიმართ ესრეთ: ამას იტყჳს უფალი:

13. მე გამოგიყვანენ თქუენ შორის ზღუასა და განგიმზადენ თქუენ გზანი კეთილნი; პირველითგან მოგეც თქუენ მოსე წინამძღურად და აჰრონ - მღდელად;

14. მოგეც თქუენ ნათელი სუეტითა ცეცხლისათა, და ვქმენ თქუენ შორის სასწაულნი დიდ-დიდნი; ხოლო თქუენ დამივიწყეთ მე - თქუა უფალმან.

15. ესრეთ იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი: მწყერმარჴილი გექმნესთ თქუენ სასწაულად. მოგეც თქუენ გუნდნი მფარველობასა შინა, ხოლო თქუენ ეგრეთცა დრტჳნვიდით

16. და არა იხარებდით სახელითა ჩემითა ძლევისათჳს მტერთა თქუენთათა, არამედ იდრტჳნეთ ვიდრე და აწინდელამდე.

17. სადა არიან კეთილმოქმედება, რომელნი ვქმენ თქუენდა? უდაბნოსა შინა თუ ოდეს გშიოდათ, ღაღადებდით თუ ჩემდა მომართ,

18. მეტყუელნი: «რაჲსათჳს გამოგჳყვანენ ჩუენ უდაბნოსა ამას წარწყმედად ჩუენდა? უმჯობეს იყო ჩუენდა მონება მეგჳპტელთა, ვიდრე მოწყუედა უდაბნოსა ამას შინა».

19. მე შეგიწყალენ კვნესათა თქუენთა და მოგეც თქუენ მანანა საჭმელად: პური ანგელოზთაჲ ჭამეთ.

20. ნუთუ ოდეს მოგწყურდათ, არა განეპო თუ კლდე და აღმოგიცენენ განსაძღომელად წყალნი? სიცხისათჳს ფურცლითა ხისათა დაგფარენ თქუენ ხორშაკისაგან.

21. გაგიყვენ თქუენ ქუეყანა აღმომცენებელი; ქანანელთა და ფერეზელთა და ფილისტიმელთა პირისაგან თქუენისა დავეცნ. რაჲ გიყო თქუენ მისა მიმართ? - თქუა უფალმან.

22. ამას იტყჳს უფალი ყოვლისმპყრობელი: ოდეს იყვენით უდაბნოსა შინა, მდინარესა ზედა ამორეველთასა, გწყუროდათ და ჰგმეთ სახელი ჩემი,

23. არა მოგწვენ თქუენ ცეცხლითა გმობისათჳს თქუენისა, არამედ შთავდევ ძელი წყალთა შინა, გიქმენ მდინარე ტკბილი.

24. რაჲ გიყო შენ, იაკობო? არა ინებენ სმენად, იუდა. დაეშენე სხუათა მიმართ წარმართთა და მივსცე მათ სახელი ჩემი, რათა დაიმარხონ სჯული ჩემი.

25. ვინათგან დამიტევეთ მე, და მეცა დაგიტეო თქუენ; ითხოვდეთ თქუენ ჩემგან წყალობასა და არა შეგიწყალნე.

26. ოდეს ჴმა-ჰყოთ ჩემდა, მე არა ვისმინო თქუენი, რამეთუ შეიგინეთ ჴელნი თქუენნი სისხლითა და ფერჴნი თქუენნი მოსწრაფე არიან ყოფად კაცის-კლვასა.

27. დამიტევეთ არა რამეთუ მე, არამედ თავი თჳსი - იტყჳს უფალი.

28. ამას იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი: ნუთუ მე არა გევედრე თქუენ, ვითარცა მამაჲ ძეთა და ვითარცა დედაჲ ასულთა, ვითარცა მაწოვნებელი ჩჩჳლთა თჳსთა,

29. რათა იქმნეთ ჩემდა ერად, და მე თქუენდა ღმრთად; და თქუენ ჩემდა ძედ, და მე თქუენდა მამად?

30. ესრეთ შეგკრიბენ თქუენ, ვითარცა ქათამმან მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა. ხოლო აწ რაჲ გიქმენ თქუენ? განგაგდენ პირისაგან ჩემისა.

31. ოდეს შემომწირნეთ მე შესაწირავნი, პირი ჩემი მივაქცივენ თქუენგან, რამეთუ დღეთა დღესასწაულთა თქუენთა და ახალთუეთა და წინადაცუეთილებანი განვაგდე.

32. მე მოვავლინე ყრმანი ჩემნი წინასწარმეტყუელნი თქუენდამო; რომელნიცა შეიპყრენით, მოჰკალთ და განჰკუეთენით გუამნი მათნი. რომელთა სისხლი ვიძიო - იტყჳს უფალი.

33. ამას იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი: სახლი თქუენი ოჴერ არს, და განგაბნივნე თქუენ, ვითარცა ქარმან ბზე.

34. და ძენი შობისაებრ არა ჰყოფდენ, ვინათგან მცნებაჲ ჩემი დაუტევეთ და, რომელ ბოროტ არს წინაშე ჩემსა, ჰყავთ.

35. მივსცე სახლნი თქუენნი ერთა მომავალთა, რომელნი არა მისმენდეს მე, ჰრწმენესთ და მათ სასწაული, ცხადად ქმნან, ვითარცა უბრძანე,

36. არამხილველნი წინასწარმეტყუელთა, და მოიჴსენონ უსჯულოებანი თჳსნი.

37. ნამოწმებულობასა ერთა მომავალთა მადლად, რომელთა ყრმანი იშუებდენ თანასიხარულითა, თუალითა ჴორციელითა ვერა მხედვიდეს მე, არამედ სულითა ჰრწმენენ, რომელი ვთქუ.

38. და აწ იხილე, ძმაო, ვითარი დიდებაჲ, - და იხილე, ერო, მომავალნი აღმოსავლითგან მზისა,

39. რომელთა მივსცე უხუცესობაჲ აბრაჰამისა, ისაკისა, და იაკობისა, და ოსიასა, და ამოსისა, და მიქიასი, და იოილისა, და აბდიასა, და იონასა,

40. და ნაომისა, და ამბაკომისა, სოფონიასა, ანგიასა, ზაქარიასა, მალაქიასი, რომელი ანგელოზად უფლისა იწოდა.

თავი 2

2:1–48

1. ესრეთ იტყჳს უფალი: მე გამოვიყვანე ერი ესე მონებისაგან; ხოლო მათ ბრძანება მივეც მონათა ჩემთა წინასწარმეტყუელთა, რომლისა სმენად არა ინებეს, არამედ განაგდეს ზრახვანი ჩემნი.

2. დედანი, რომელთა შვეს იგინი, ეტყოდეს მათ: «წარვედით, ძენო, ვინათგან მე ქვრივი დატევებულ ვარ.

3. აღგზარდეთ თქუენ სიხარულითა და ნაკლულევან გყვენ თქუენ თანა ცრემლთა და ჭირთა, რამეთუ სცოდეთ უფალსა, ღმერთსა თქუენსა, რომელ ჰყავთ სიბოროტე წინაშე მისსა.

4. ხოლო აწ რაჲ გიყო თქუენ? მე ქურივ ვარ, დატევებულ; წარვედით, ძენო, და ითხოვეთ უფლისაგან წყალობა».

5. ხოლო მე შენდა ვწამებ, მამაო, მოგიწოდ დედათა ზედა ძეთა, რომელ მცნებისა ჩემისა დამარხვად არა ინებეს,

6. რათა მივსცენ იგინი სირცხჳლსა და დედანი მათნი - წარსატაცებელად, რათა ნათესავი მათნი არა იყოს.

7. სახელნი მათნი განიბნივნეს წარმართთა შორის, რათა აღჴოცილ, მოსპობილნი ქუეყანისაგან, ვინათგან განსჭვრიტეს აღთქმანი ჩემნი.

8. ვაჲ შენდა, ასურია, რომელმან დაიფარე თავი თჳსი უსამართლოებასა შინა! მოიჴსენე, ნათესავო ბოროტო, რაჲ უყავ სოდომსა და გომორსა,

9. რომელთა ქუეყანა ძეს წუნწუბისა ხორრათა შინა და ბორცუთა შორის ნაცართა; ეგრე მივსცე იგინი, რომელნი მე არა მისმენენ - იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი.

10. ამას იტყჳს უფალი ეზდრას მიმართ: მიუთხარ ერთა ჩემთა, რამეთუ მივსცე მათ სამეფო იერუსალემისა, რომელი მქონდა მიცემად ისრაელისა,

11. და აღვიღო ჩემდა დიდებაჲ მათი, და მივსცე მათ საუკუნენი მკჳდრნი, რომელი განვამზადე მათდა.

12. ხე ცხორებისა იყოს მათდა სულნელებად პოხილად; და არა აქუთ შრომად, არცა დაშრომა.

13. წარვედით და მოიღეთ, ითხოეთ თავისად დღეთა მცირეთა, რათა შეეხნეთ. აწ განმზადებულ არს თქუენდა სასუფეველი: იღვიძებდით!

14. მოწმობითა ცათა და ქუეყანისათა, ვინათგან მოვსპე ბოროტი და ვქმენ კეთილი, რამეთუ ცხოველ ვარ მე - იტყჳს უფალი.

15. დედათა მოიხჳვეთ ძენი თქუენნი, გამოზარდეთ იგინი სიხარულითა; ვითარცა ტრედმან, დაამტკიცენ ფერჴნი მათი. ვინათგან შენ გამოგირჩიე - იტყჳს უფალი.

16. და აღვადგინო მკუდარნი ადგილთაგან თჳსთა, საფლავთაგან გამოვიყვანო იგინი, რამეთუ ვცნა სახელი ჩემი ისრაელსა შორის.

17. ნუ გეშინინ, დედანო ძეთა, ვინათგან შენ გამოგირჩიე - იტყჳს უფალი -

18. მოვავლინო შენდა შეწევნად ყრმანი ჩემნი, ესაია და იერემია, ხოლო მათთაებრ ზრახვისა განვწმიდენ და განგიმზადე შენ ხენი ათორმეტნი, დამამძიმებელნი პირად-პირადითა ნაყოფითა,

19. და ესეოდენჯერ წყარონი, გამომდინარენი და სძისა, თაფლისა; და მთა, ყოვლად მაღალი, შვიდი, მქონებელნი ვარდისა და შროშანთა, მათ ზედა სიხარულით აღვასრულე ძენი თქუენნი.

20. ქვრივს სიმართლისაგან, ობოლსა უსაჯე, გლახაკსა მიეც, და ობლისა მფარველად, და შიშუელსა შეჰმოსე,

21. შემუსვრილთაგან და უძლურთა იზრუნვე და ნუ ეცინი მკელობელსა, დაფარე უჴელო, და ბრმა ხედვისა მიმართ ნათელსა ჩემსა განუტევე და დაიფარენ,

22. და მოხუცებულნი, ყრმანი შორის ზღუდეთა შენთა დაჰფარე,

23. ხოლო სადაცა ჰპოო მკუდარი, ნიშოვანი, მიეც საფლავსა, და მოგცე შენ პირველი სიინაჴე აღდგომასა შინა ჩემსა.

24. და ნუგეშინის-იცეთ და განისვენეთ ერთა ჩემთა, რამეთუ მოვიდეს განსვენებაჲ თქუენი.

25. ძიძათა მაწოვნებელთა გამოზარდნეთ ძენი შენნი, დაამტკიცნეთ ფერჴნი მათნი.

26. მონათა, რომელნი შენ მოგეც, არცა ერთი მათგან წარწყმდეს; იგინი მე უკუე რიცხუთაგან შენისა მოვიძიო.

27. ნუ მოუძლურდები, რამეთუ ოდეს მოვიდეს დღე მწუხარებისა და იწროებისა, სხუანი ტიროდენ და მწუხარე იყვნენ, ხოლო შენ მხიარული და აღორძინებულ იქმნე.

28. გეშურებოდენ შენ წარმართნი, და არარაჲ წინააღმდგომ შენდა ძალ-ედვათ - იტყჳს უფალი.

29. ჴელი ჩემი გფარვიდესთ, არა იხილონ ძეთა შენთა.

30. ნუგეშინისმცემელნი დედანი ძეთა თანა თჳსთა, ვინათგან მე ვიჴსნენ - იტყჳს უფალი.

31. მოვიჴსენენ შვილნი შენნი მძინარენი, ვინათგან მე გამოვიყვანო იგინი გვერდიდამ ქუეყანისა და წყალობა მათ თანა ვყო, რამეთუ მოწყალე ვარ - იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი.

32. მოიხჳენ შვილნი შენნი, ვიდრემდის მე მოვიდე და ვჰყო მათდა... წყარონი ჩემნი გარდაემატოს და მადლი ჩემი არა მოაკლდეს.

33. მე, ეზდრა, აღვიღე ბრძანებაჲ უფლისაგან მთასა ზედა ურვისასა და მოვედ ისრაელთა მიმართ; ხოლო მათ თანა ოდეს მოვედ, განმაგდეს მე და შეურაცხ-ყვეს მცნებაჲ უფლისაჲ.

34. და ამისთჳს გეტყჳ თქუენ, წარმართნო, რომელ ისმინეთ და გულისხმა-ჰყავთ: და მოელოდით მწყემსსა თქუენსა, მოგცეს თქუენ განსვენება საუკუნენი, ვინათგან თავადი უკუე ახლოს არს და აქუს მოსლვად აღსასრულსა შინა საუკუნესა.

35. იყვენით განმზადებულნი მოსაგებელისა მიმართ სასუფეველისა, რამეთუ ნათელნი საუკუნენი გამობრწყინდეს თქუენ ზედა უკუნისამდე.

36. ივლტოდით აჩრდილისა ამის საუკუნისა და მიიღეთ დატკბობა დიდებისა თქუენისა; მე ცხადად ვწამებ მაცხოვარებითა ჩემითა.

37. სარწმუნო ნიჭი მიიღეთ და იშუებდით მმადლობელნი, რომელმან მიგიწოდა თქუენ სასუფეველსა შინა ცათასა.

38. აღდეგით და დადეგით და განიცადეთ რიცხჳ ნიშთა ხადილსა ზედა უფლისასა,

39. რომელმან გარდაგაშენნა აჩრდილისაგან ამის საუკუნისა, მოიღევით ნათლის მოსაბლარდნელი უფლისაგან.

40. მიიღე რიცხჳ შენი, სიონ, და დაჴშენ მოსაბლარდნელთა შენთა სპეტაკთა შინა, რომელმან აღასრულნეს სჯული უფლისაჲ.

41. სავსე არს რიცხჳ შვილთა თქუენთა, რომელთა სუროდათ. ევედრე სუფევასა უფლისასა, რათა იყოს განწმედილ ერი შენი, წოდებულნი პირველით.

42. მე, ეზდრა, ვიხილე მთასა ზედა სიონსა ერნი მრავალნი, რომელთა აღრიცხვად ვერ ძალ-ვჰყავ, და ყოველნი გალობით აქებდეს უფალსა.

43. ხოლო შორის მათსა იყოს ჭაბუკი უმაღლეს, ჰასაკითა უფროს ყოველთა იმათთა, რომელი დასდებდა გჳრგჳნსა კაცად-კაცადისა თავსა ზედა და უფროს ამაღლდებოდა;ხოლო მე განვცჳფრდი ფრიად.

44. მაშინ ვკითხე ანგელოზსა, მეტყუელმან: რაჲ არიან ესე, უფალო?

45. ხოლო მან მომიგო: ესე არიან, რომელნი შეიმოსნეს სამოსლითა მოკუდავითა, და შეიმოსნეს უკუდავებასა შინა; აწ გჳრგჳნოსან იქმნეს და მიიღონ ფინიკნი რომელი, და აღიარებდეს სახელსა ღმრთისასა.

46. და კუალად ვკითხე ანგელოზსა ჭაბუკისათჳს: ვინ არს იგი ჭაბუკი, რომელი დასდებდა მათ ზედა გჳრგჳნთა და ფინიკს ჴელთა შინა მისცემდა?

47. ხოლო მან მომიგო: ესე არს ძე ღმრთისაჲ, რომელსა აღიარებდეს საუკუნეთა ამათ შინა. ხოლო მე ვიწყე დიდებად მათი, რომელი ძლიერათ შემოსჭურვიდა სახელისათა წილ უფლისა.

48. მაშინ მრქუა მე ანგელოზმან: წარვედ და მიუთხარ ერთა ჩემთა, ვითარი და რაბამი იხილენ საკჳრველებანი უფლისანი ღმრთისა.

თავი 3

3:1–36

1. წელსა მეოცდაათესა მოოჴრებისაგან ქალაქისასა ვიყავ ბაბილონს შინა და შევძრწუნდი ცხედარსა ზედა ჩემსა მდებარე, ზრახვისაებრ ჩემისა მომიჴდა გულსა ზედა ჩემსა,

2. ვინათგან ვიხილე მოოჴრება სიონისა და სიმრავლე დიდი მცხორებელთა ბაბილონს შინა.

3. და მისთჳს შეძრწუნდა სული ჩემი ფრიად და ვიწყე ლმობიერითა სიტყჳთა მაღლისა მიმართ

4. და ვთქუ: ჵ მეუფეო უფალო! შენ თჳთ სთქუ დასაბამითგან, ოდეს შეჰქმენ ქუეყანა და ესე მხოლო, და უბრძანენ ერთა,

5. და მიეც ადამს ჴორცი მოკუდავებისა, არამედ და ესე იყო ქმნული ჴელთა შენთა; და შთაბერენ მას შინა სული ცხოველი, და იქმნა ცხოველ წინაშე შენსა;

6. და შეიყვანე იგი სამოთხესა შინა, რომელი დასხნა მარჯუენემან შენმან პირველ ვიდრე აღმოცენებისა ქუეყანისა;

7. და აღუთქუ მას დაცვად მცნება შენი. და გარდაჴდა იგი და მეყსეულად მისცენ იგინი სიკუდილსა და ნათესავი მისი, და იშუნეს წარმართნი და ნათესავნი და ერნი და თემნი, რომელთა არა არს რიცხჳ.

8. და ვიდოდეს თჳთოეული თემნი გულისთქმათაებრ თჳსთა და მოქმედნი საკჳრველებისანი წინაშე შენსა და განსჭვრეტდეს მცნებასა შენსა.

9. კუალადცა ჟამსა შინა მოავლინენ მათ ზედა რღუნა და მოსპე მცხორებელნი ქუეყანასა ზედა,

10. და იქმნა თჳთოეული მათი ვითარცა ადამ მოკუდავად, ეგრეთ ამით რღვნა.

11. ხოლო დაუტევენ ერთი მათგან - ნოე თანა სახლით მისით, რომლისაგან იშვნეს ყოველნი მართალნი.

12. და იქმნა, ოდეს იწყეს განმრავლებად მცხორებელთა ქუეყანასა ზედა, და განმრავლდეს ძენი და ერნი და ნათესავნი მრავალნი და იწყეს კუალად არაწმიდება ყოფად მრავალი პირველთა.

13. და იქმნეს, ოდეს უსჯულოებათა ჰყოფდეს წინაშე შენსა, გამოირჩიენ თავისა შენისა ამათგან კაცი, და რომლისა სახელი იყო აბრაჰამ,

14. და შეიყვარენ იგი და უჩუენე მას მხოლო ნებანი შენნი.

15. და დაუდევ მას აღთქმანი საუკუნონი და არქუ მას, რამეთუ არაოდეს დაუტეო თესლი მისი. და მიეცა მას ისაკ, ხოლო ისაკს მიეცა იაკობ და ესავ.

16. და გამოირჩიე თავისა შენისათჳს იაკობ, ხოლო განაგდე ესავ. და განმრავლდა იაკობ სიმრავლითა დიდითა.

17. და იყო, ოდეს აღმოუწოდენ ეგჳპტით თესლთა მისსა, მოიყვანე იგინი მთისა მიმართ სინისა,

18. მოსდრიკენ ცანი და დააწესე ქუეყანა და შესძრენ საყოფელნი და შეძრწუნებულ ყვენ უფსკრულნი და შეაშფოთენ სოფელი.

19. და განვლოს დიდებამან შენმან ბჭეთა ოთხთა: ცეცხლთა და მიწათა ძრვათა და ქართა და ყინელთა, რათა მისცე სჯული თესლებსა იაკობისსა და ნათესავსა ისრაელისასა - გულსმოდგინება.

20. და არა აღჴოცენ იგინი გულისაგან ბოროტისა, რათა სჯულმან შენმან ყოს მათ შინა ნაყოფი.

21. რამეთუ გული ბოროტი ეგჳპტითა პირველსა ადამს, და გარდაჴდა და ძლეულ იქმნა, და ეგრეთ ყოველი, რომელი მისგან იშვნეს.

22. და დაადგრებოდენ უძლურებათა დასჯილი გულითურთ კაცთასა სიბოროტითა ძირისა; და კეთილი დასცხრა და ბოროტი აღდგა.

23. და წარჴდეს ჟამნი და აღესრულნეს წელნი; და აღადგინე თავისა შენისა მონა, სახელით დავით.

24. და უბრძანე მას აღშენებად ქალაქი სახელისა შენისა და შეწირვად მას შინა შენდა საკმევლისა და მსხუერპლისა.

25. და იქმნა ესე მრავლის გამო წელისა, და შეგცოდეს მყოფთა მას ქალაქსა შინა.

26. ყოველსა შინა მყოფლობდენ, ვითარცა ჰყო ადამ და ყოველნი ნათესავნი მისნი, ვინათგან თჳთცა იქმნენ გულითა ბოროტნი.

27. და მისთჳს ქალაქი შენი მისცენ ხელსა შინა მტერთა შენთა.

28. ...ოდეს უმჯობეს ჰყონ, რომელნი დავანებულ არიან ბაბილოვნელთა შორის და მისთჳს ფლობენ სიონითა?

29. და იყო, ოდეს მოვედ აქა და ვიხილენ არაწმიდანი, რომელთა არა არს რიცხჳ, და მრავალთა შეცოდებანი იხილნა სულმან ჩემმან ამას შინა ოცდაათ წელ. და განცჳბრდა გული ჩემი,

30. ვინათგან ვიხილე, ვითარ მოუთმინე შეცოდებულთა და ჰრიდე არამწმინდებელთა, და წარსწყმიდე ერნი შენნი, ხოლო დაიმარხენ მტერნი შენნი, და არა აუწყე არარაჲსა.

31. ჭეშმარიტად არა უწყი, ესე ვითარ გულისჴმა-ვყო, ნუუკუე უმჯობეს არიან საქმენი ბაბილოვნელთა, ვიდრეღა სიონისასა?

32. ანუ თუ მიგცნეს შენ სხუათა წარმართთა თჳნიერ ისრაელისა? ანუ როგორსა ნათესავსა ჰრწმენეს წამებითა შენითა, ვითარცა იაკობს?

33. ხოლო ამათი სასყიდელი არა გამოიცხადა, რომელსა შრომა მათი ჰყოფს ნაყოფსა; ვინათგან გულისთქმასა შევედით საშუვალ წარმართთა, და ვიხილენ იგინი აღყუავებულნი და არამომხსენებელნი ბრძანებათა შენთა.

34. აწ უკუე მოგჳწყევ საწყაულთა ზედა უსამართლოებასა ჩუენსა და მკჳდრთა ქუეყანასა ზედა, და არასადა იპოვნეს სახელი შენი, გარნა ისრაელსა შორის.

35. და ოდეს არა ცოდეს-ა წინაშე შენსა მკჳდრთა ქუეყანისათა? ანუ ვინ წარმართმან ესრეთ დაიცვას მცნებანი შენნი?

36. და ამათ უკუე სახელთაებრ მოაქცევ დამცველთა ბრძანებისა შენისა, ხოლო წარმართთა არა მოაქცევ.

თავი 4

4:1–52

1. მაშინ მომიგო მე ანგელოზმან, რომელი მოვლინებულ იყო ჩემდა მომართ, წმიდაჲ, სახელი ურიელ,

2. და მრქუა მე: განკჳრვებასა შინა განუტევე გული შენი საუკუნესა შინა ამათ, ვინათგან გნებავს მიწევნად გზისა მაღლისა.

3. ხოლო მე მიუგე: ეგრე არს, უფალო ჩემო!ხოლო მან ჩემდამო ჰრქუა ესრეთ: სამისა გზისა მოვლინებულ ვარ ჩვენებად შენდა და სამისა მსგავსებისა წინა-დადებად წინაშე შენსა.

4. ხოლო მათგან ოდეს მე ერთი გამომიჩინო, და მე შენ გიჩუენო გზაჲ, რომლისა გსურის ხილვად, და გასწაო, სადათგან არს გული ბოროტი.

5. და ვარქუ: მომითხარ, უფალო ჩემო! და მრქუა მე: წარვედ და აღმიწონე მე ცეცხლისა სიმძიმე, ანუ განზომე ქროლა ქარისა, ანუ მოაქციე გარე დღე, რომელი წარჴდა.

6. ხოლო მე მიუგე: ვის კაცთაგანსა ძალ-ედვას ყოფად, რომლისათჳს მე მკითხავ?

7. ხოლო მან მრქუა მე: უკუეთუ გკითხო-ა მეტყუელმან: «რაოდენ მრავალი საყოფელი არს გულსა შინა ზღჳსათა? ანუ რავდენ მრავალნი სცხორა დასაბამითგან უფსკრულთა? ანუ რავდენ მრავალ ცხორებაჲ არს სამყაროსა ცათასა? ანუ ვითარ არიან საზღვარნი სამოთხისა»?

8. და ნუუკუემცა მომიგე მე: «უფსკრულსა შინა არა შთავჴედ და არცა ჯოჯოხეთს შინა, კუალად არცა ცასა ზედა ოდეს აღვჴედ».

9. ხოლო აწ ამათთჳს არა გკითხე შენ, გარნა ცეცხლისათჳს და ქარისათჳს და დღეთათჳს, რომელსა შინა ეგენ; და თჳნიერ ამათ ნივთთა ყოფად არ ძალ-გიც, და შენ ამათთჳს ვერარაჲვე მომიგე მე.

10. და მრქუა მე: შენ ამათთა, რომელი შენნი არიან და შენ თანა აღიზარდნეს, ცნობად არ ძალ-გიც,

11. და ვითარ ჭურჭელთა შენთა შეუძლო დატევნად გზისა მაღლისა? და აწ მშჳდობასა შინაგან განხრწნილის მყოფს გულისჴმისყოფად ხრწნილისა ცხადათ წინაშე პირთა ჩემთა.

12. და ვთქუ მისა მიმართ: უმჯობეს ჩემდა, რათამცა არა ქმნილ ვიყავ, ვიდრეღა მცხორებელთა ცხორებად არაწმიდათა შინა და დათმენად და არა ცნობად ვითარი ნივთი.

13. ხოლო მან მომიგო მე და მრქუა: განვედ, მოვედ მაღნარსა შინა ხეთა სავსეთა, სადაცა ხეთა ზრახვაყვეს

14. და იტყოდეს: «მოვედით და წარვიდეთ და აღვადგინოთ ბრძოლა ზღუასა ზედა, რათა უკუ-დგეს ჩუენდა და რათა ვიქმნეთ თავისა თჳსისა სხუანი მაღნარნი».

15. ეგრეთვე ღელვათაცა ზღჳსათა ზრახვა-ყვეს, მეტყუელთა: «წარვიდეთ და აღვადგინოთ ბრძოლა ტყეთა ზედა ველთასა, რათა ვსძლოთ მათ, მოვიღოთ თავისად მუნ სხუანი ადგილნი».

16. და იქმნა განზრახვა მაღნარისა უქმ, ვინათგან მოვიდა ცეცხლი და შეწუნა იგინი;

17. ეგრეთვე და განზრახვა ზღვათა, ვინათგან დგა ქვიშა და დაიპყრა იგინი.

18. და ოდესმცა ყოფილიყო სასჯელი მათი, რომლისამცა ხარ ამათგან განმამართლებელ, ანუ ვისა ბრალეულ მყოფელ?

19. მიუგე მე და ვარქუ: ჭეშმარიტად ზრახვასა შინა ამაოსა მიეცნეს, ვინათგან ქუეყანა მიცემულ არს ტყეთა, და ზღუასა - ადგილი, რომელმან იტჳრთოს ღელვანი თჳსნი.

20. ხოლო მან თქუა ჩემდა მომართ: მართლიად საჯენ, რაჲსათჳსმე თავსა თჳსსა არა განიკითხავ?

21. ვინათგან ვითარცა ქუეყანა მაღნართა მიცემულ არს, და ზღუათაცა ღელვათა თჳსთა მიცემულ არს, ეგრეთ, რომელნი დაშენებულ არიან ქუეყანასა ზედა, თჳნიერ ნივთთა ქუეყანათა ზედა გულისხმიერებად ძალ-უცთ, და არსთა ცათა ზედა - და რომელიცა სიმაღლეთა შინა ცათათა.

22. და მიუგე და ვარქუ: გევედრები, უფალო, რათა მე მომეცეს გონებაჲ მეცნიერებისა?

23. რამეთუ არა ვინებე კითხვად მაღალთათჳს შენთა, არამედ ამათთჳს, რომელნი მარადის ჩუენ შორის იქმნებიან: რაჲსათჳს ისრაელნი მიეცნეს ბასრობასა შინა წარმართთა? და რაჲსათჳს ერი შენი საყვარელი მისცენ წარმართთა არაწმიდათა? და რაჲსათჳს სჯული მამათა ჩუენთა წარწყმედასა ჩაზიდულ იქმნა და განწყობა წერილისა არასადა არიან?

24. და მოვედით საუკუნისაგან, ვითარცა მკალნი, და ვსცხორობთ დიდთა შინა შიშთა და განკჳრვებათა, და არაღირსნი ვართ წყალობისა შენისა დამკჳდრებად.

25. არამედ რაჲ ჰყოს სახელმან შენმან, რომელიცა ჩუენ ვიწოდენით? ესე არიან, რომელსა მე გკითხავ.

26. ხოლო მან მომიგო ჩემდა მომართ და მრქუა: რაოდენ უფროს გამოძიებად იქმნე, ეგოდენ უფროს დაგიკჳრდების, ვინათგან მსწრაფლ ისწრაფის საწუთო განსლვად.

27. და არა ძალ-გიც ტჳრთვად, რომელი მომავალსა შინა ჟამსა მართალთა აღთქმულ არიან, ვინათგან სიცრუვითა აღივსო საუკუნო ესე და უძლურებითა.

28. და რომლისათჳს ხოლო იკითხავ, მოგითხრა შენ, რამეთუ დათესილ არს ბოროტი და არა მის მიერ მოვიდა წარწყმედა მისი.

29. უკეთუ უკუე არა მოიქცეს, რომელი დათესილ არს და არა უკუდგეს ადგილი, სადაცა დაეთესა სიბოროტე, არა მოვიდეს, სადაცა დათესილ არს კეთილი.

30. ვინათგან მწვანე თესლი სიბოროტისა დათესილ არს გულსა შინა ადამისასა პირველითგან, და რავდენ მრავალნი ბოროტნი შვნა აწინდელადმდე და შობს, ვიდრემდე მოვიდეს მკა!

31. ხოლო გულისხმა-ჰყავ თავსა შინა, მწვანეთა ბოროტისა თესლისა რაოდენი ნაყოფნი არაწმიდათა შვა!

32. ოდეს მკანი იქმნებიან ჴუვილთა, რომლისა არა არს რიცხჳ, რავდენ დიდს ლეწვისაცა დაიწყებენ ყოფად?

33. და მიუგე და ვარქუ: ვითარ და ოდეს ესე იქმნებიან? და რასათჳს მოკლეა და ბოროტი წელნი ჩუენნი?

34. და მომიგო ჩემდამო და მრქუა მე: ნუ იშუებ შენ უმაღლეს მაღლისა; რამეთუ შენ იწრაფი ყოფად ცუდად უმაღლეს მისა, რამეთუ განგაცჳფრებს შენ მრავლად.

35. ნუთუ არა ჰკითხვიდეს სულნი მართალთა ამათთჳს დაჴშვასა შინა თჳსთა, მეტყუელნი: «ვიდრემდის ეგრეთ მოსავ ვიქმნნეთ? და ოდეს მოვიდეს ნაყოფნი სამკალისა სასყიდელისა ჩუენისა»?

36. და მომიგო ამას ზედა ურიელ მთავარანგელოზმან და თქუა: «ოდეს აღსრულდეს რიცხჳ თესლისა თქუენ შორის, ვინათგან ზომასა ზედა დამოეკიდა საუკუნო,

37. და საზომით განზომა ჟამი და რიცხუთა აღრიცხჳსა ჟამთა, და არა შეარყია, არცა განაღჳძა, ვიდრემდის აღივსნეს წინასწარ თქმულნი საწყაულისა».

38. და მიუგე და ვარქუ: ჵ მეუფეო უფალო, არამედ ჩუენცა ყოველნი აღვსილ ვართ არაწმიდებითა.

39. და ნუუკუე ჩუენთჳს არა აღივსნენ მართალთა ბეღელნი, ცოდვათა წილ დავანებულთა ქუეყანასა ზედა.

40. და მომიგო ჩემდამო და მრქუა: წარვედ და ჰკითხე მქონებელს მუცელსა შინა, ნუუკუე აღასრულებს ცხრათა თუეთა თჳსთა, კუალად შეუძლებს საშო მისი თავსა შორის თჳსსა დაპყრობად ნაყოფთა?

41. და მე მიუგე: ჭეშმარიტად არა ძალ-უც, უფალო! ხოლო მან მომიგო: ჯოჯოხეთს შინა სავანენი სულთანი მსგავსნი არიან საშოთა.

42. ვინათგან ვითარცა მშობიარეთა ჰნებავსთ მოსწრაფედ შობად, რათა ივლტოდეს საჭირონი საშვებელი, ეგრეთ და ესე ისწრაფის მიგებად იმისი, რომელი მიგებულ მათდა არიან.

43. და პირველითვე მოგითხრა და გამოგიცხადო შენ ამათთჳს, რომლისა გსურს ხილვად.

44. და მიუგე და ვარქუ: უკეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა და უკეთუ შეძლებულ არს და უკეთუ ღირს ვარ.

45. მიჩუენე მე: ნუუკუე მრავალ არს ჟამი გარდასული, ვიდრეღა მქონებელი მისლვად, ანუ წარსრულნი ვიდრეღა მომავალნი არიან?

46. რამეთუ უწყი, რომელი განვიდა; და მისი არა უწყი, რომელი მოსლვად აქუს.

47. ხოლო მან მრქუა: დადეგ მარჯუენით ჩემსა და გამოგიცხადო შენ თარგმანება იგავისა.

48. და დავდეგ და ვიხილე: აჰა ესერა საჴმილი მოტყინარენი წარჴდეს წინაშე ჩემსა; და იქმნა, ოდეს წარჴდა ალი, ვიხილე: და აჰა აღჴდა კუამლი.

49. ამისა შემდგომად მოვიდა წინაშე ჩემსა ღრუბელი, აღსავსე წყლითა, რომლისა მიერ გარდამოეცემოდა წჳმა დიდი თანა-მძლაფრებითა; და რაჟამს წარჴდა მძლაფრება წჳმისა თანა, განმრავლდეს მას შინა წუეთნი.

50. და თქუა ჩემდამო: ეკრძალე თავსა შენსა: ვითარცა ჰმატს წჳმა უფროს ვიდრე წუეთისა და ცეცხლი ვიდრე კვამლთა, ეგრეთ აღჴდა გარდასრული საზომისა, ხოლო უმრავლეს წუეთი და კუამლი.

51. და ვევედრე და ვარქუ: ჰგონე თუ, რამეთუ ცხოვრებაჲ მაქუს ვიდრე დღეთამდე იმათთა? ანუ რაჲ იყოს დღეთა იმათთა?

52. და მომიგო მე, მეტყოდა: ნიშთათჳს, რომელთათჳს მე მკითხავ, ნაწილთაგან შეუძლო თქმად, ხოლო ცხორებისა შენისათჳს არა ვარ მოვლინებულ მოთხრობად შენდა, არამედ არა უწყოდე.

თავი 5

5:1–56

1. ხოლო სასწაულთათჳს: აჰა დღენი მოვიდენ, რომელთა შინა მცხორებელთა ქუეყანასა ზედა დატჳრთულთათჳს იყვნენ ხარკითა მრავლითა, და დაიფაროს გზა სიმართლისა, და იყოს დაშენებული უნაყოფო სარწმუნოებისაგან.

2. და განმრავლდეს უსამართლოება უფროს ამისა, რომელსა შენ ხედავ, და უფროს ყოველნი, რომლისათჳს გესმნეს ძველით.

3. და იყოს ქუეყანა, რომელსა შინა შეხჳდე, აწ იხილო მამეფებელი და იხილონ მოოჴრებული.

4. ხოლო უკეთუ შენ მოგცეს მაღალმან ცხოველ ყოფად, იხილო, შემდგომად მესამისა საყჳრისა აღმობრწყინდეს მყის მზე ღამე, და მთოვარე - სამგზის დღესა შინა.

5. და სწუეთდეს სისხლი ხეთაგან, და კლდემან მოსცეს ჴმაჲ თჳსი, და შეიძროდენ ერნი.

6. და იგი იყოს მეფედ, რომელსა არა ესვიდენ მყოფნი ქუეყანასა ზედა, და მფრინველნი შორის თავთა თჳსთა დამკჳდრებას ჰყოფდენ ადგილსა თჳსსა.

7. და ზღუამან სოდომისამან განუტევნეს თევზნი, და მოსცეს ჴმაჲ ღამით, რომლისა მრავალთა არა იცოდენ; და ყოველთა ესმას ჴმაჲ მისი.

8. და განხეთქილება იყვნენ ყოველთა შორის ქუეყანათა, და ცეცხლი ხშირად აღმოჴდეს; და მჴეცთა ველისათა დაიმკჳდრონ, და დედანი სალმობიერნი შობდენ საკჳრველსა.

9. და ტკბილთა შინა წყალთა მარილოვანნი იპოვნეს, და მოყვარენი ყოველნი თჳთ ამას ზედა განეწყვნეს; და დაიფაროს მაშინ გონება, და მეცნიერებაჲ განიყვნენ საუნჯეთა შინა თჳსთა.

10. და იძიებოდეს მრავალთაგან და არა იპოოს, ხოლო უსამართლოება და უკრძალველობა განმრავლდეს ქუეყანასა ზედა.

11. და ჰკითხვიდეს ადგილსა მახლობელსა თჳსსა და ჰრქუას: «მოვიდეს თუ შემდგომად შენსა სიმრავლე სიწრფოებისა მყოფელი?» და ამისა იჯმნა.

12. და იყოს, ჟამსა მას შინა და ესევდეს, და იყოს კაცნი და არა მოიღონ, შურებოდეს და ვერ წარიმართონ გზაჲ მათი.

13. ესე სასწაული მოშვებულ არს ჩემდა თქმად შენდა მიმართ, და უკეთუ ევედრო კუალად და სტიროდე, ვითარცა და აწ, და შემდგომად იმარხო შჳდ დღე, კუალად უფროს ამათთა ისმინო.

14. და განვკრთი და ჴორცი ჩემი შეძრწუნდა ფრიად და სული ჩემი დაშურა, ვითარცა მოაკლდა.

15. და დამიპყრა მე, რომელი მოვიდა ანგელოზი, რომელი მეტყოდა მე და განმაძლიერა მე და დამადგინა მე ფერჴთა ზედა.

16. და იყო, მეორესა შინა ღამესა, და მოვიდა ჩემდამო საღთიალ, წინამძღუარი ერთა, და მრქუა მე: სადა იყავ და რად პირი შენი შეწუხებულ არს?

17. ანუ არა უწყია, რამეთუ შენდა რწმუნებულ არს ისრაელი ქუეყანასა შინა ტყუეობისა მათისასა?

18. აღდეგ უკუე და ჭამე პური, და ნუ დაგვიტევებ ჩუენ, ვითარცა მწყემსმან სამწყსო თჳსი ჴელთა შინა მგელთა ბოროტთა.

19. და ვარქუ მას: წარვედ ჩემგან და ნუ მომეახლები ჩემდა მომართ. და ისმინა, ვითარცა ვარქუ, და განვიდა ჩემგან.

20. და მე ვიმარხვიდი შჳდ დღე, მგლოვარე და მტირალი, ვითარცა მამცნო მე ურიელ ანგელოზმან.

21. და იყო, შემდგომად შჳდთა დღეთა და კუალად გულისსიტყუაჲ გულსა ჩემსა შრომა იყვნენ ჩემდა ფრიად.

22. და მოიღო სულმან ჩემმან სული გონიერი და კუალად იწყო თქმად წინაშე მაღლისა სიტყუაჲ,

23. და ვთქუ: ჵ მეუფეო უფალო, ყოველთაგან მაღნართა ქუეყანისათა და ყოველთაგან ხეთა მისთა გამოირჩიენ ვაზნი მხოლო;

24. და ყოველთაგან სიმგრგვლისა ქუეყანისა გამოირჩიენ შენდა ღელე ერთი; და ყოვლისაგან ყვავილთა დაშენებულისა გამოირჩიენ შენდა შროშანი ერთი;

25. და ყოველთაგან უფსკრულთა ზღჳსათა აღავსენ შენდა წყარო ერთი; და ყოვლისაგან შენებულთა ქალაქთა განსწმიდენ თავისა შენისათჳს სიონი;

26. და ყოველთაგან შექმნილთა მფრინველთა სახელ-სდევ შენდა ტრედსა ერთსა; და ყოველთაგან ქმნილთა საცხოვართა განიზრახე თავისა შენისად ცხოვარი ერთი;

27. და ყოველთაგან უმრავლესთა ერთა იპოენ შენდა ერნი ერთნი; და ყოველთაგან გამოცდილთა სჯულთა მისცენ ამათ, რომელი შეიყვარე ერნი.

28. და აწ, უფალო, რად მისცენ ერთი მრავალთა? და განმზადენ ერთსა ზედა ძირსა მრავალნი სხუანიცა, და განიბნივნენ ერთი შენი მრავალთა შინა.

29. და წარღვნე, რომელნი წინააღმდგომსა იტყოდენ აღთქმისა შენისასა და რომელნი შენთა მცნებათა არა ირწმუნებენ.

30. და უკეთუ სიძულილით მოიძულენ ერნი შენნი, შენითა ჴელითა თანმდებობენ განსწავლად.

31. და იყო, ოდესცა ვიტყოდი სიტყუასა, მოვიდა ანგელოზი ჩემდამო, რომელი პირველ მოვიდა ჩემდა მომართ გარდასრულსა შინა ღამე,

32. და მრქუა მე: ისმინე ჩემი და გასწაო შენ და მომხედე მე და დავდვა წინაშე შენსა.

33. და ვარქუ: იტყოდი, უფალო ჩემო! და ჰრქუა ჩემდა მომართ, ვითარმედ: შენ განცჳფრებასა შინა ქმნილ ხარ გონებასა ისრაელისათჳს; ანუ უფროს შეგიყვარებიეს იგი, ნუთუ ყოფილი იგი?

34. და ვთქუ მისა მიმართ: არა, უფალო, არამედ მტკივნეული მეტყუელ ვარ, რამეთუ მტანჯვენ მე თეძონი ჩემნი ყოველსა ჟამსა, მეძიებელი მიწევნად კვალსა მაღლისასა გამოკვლევად ნაწილსა მსჯავრისა მისისა.

35. და თქუა ჩემდა მომართ: არა ძალ-გიც. და ვარქუ: რომლისათჳს, უფალო? რად ვიშევ, ანუ რად არა მექმნა საშო დედისა ჩემისა მე საფლავ, რათამცა არა მეხილვა შრომანი იაკობისა და უძლურება ისრაელისა?

36. და მრქუა მე: აღმირაცხე მე ესე, რომელი კუალად არა მოვიდენ, და შემიკრიბე მე განბნეულნი წუეთთანი, და განმიცხოელე მე ჴმელთა ყუავილთა,

37. და განმიხუენ მე დაჴშვანი საუნჯეთანი და მომგუარე მე დაჴშვანი მათ შინა ქართანი და მაჩვენე მე სახე ჴმისა, და მაშინ გიჩუენო შენ შრომაჲ, რომელსა ელი ხილვად.

38. და ვთქუ: ჵ მეუფეო უფალო, რამეთუ ვინ არს, რომელმან შეუძლოს ესენი ხილვად თჳნიერ შენსა, რომელსა კაცთა თანა საყოფელი არა აქუს?

39. ხოლო მე უგუნურმან და ვითარმცა უძლო თქუმად ამათთჳს, რომლისათჳს მე მკითხავ?

40. და თქუა ჩემდამო: ვითარცა არა ძალ-გიც ყოფად ერთთა ამათგან, რომელი თქმულ არიან, ეგრეთ არა ძალ-გიც პოვნად სასჯელისა ჩემისა, ანუ ბოლოდ სიყვარულისა, რომელი ერთა აღუთქუ.

41. და ვთქუ: არამედ აჰა, უფალო, შენ ახლოს ხარ ამათთა, რომელნი თანა დასასრულისა არიან. და რაჲ ჰყონ წინაშე ჩემსა, პირველ ჩემსა იყუნენ, ანუ მე, ანუ რომელი შემდგომად ჩემსა?

42. და იტყოდა ჩემდა: მსგავს გჳრგჳნისა სასჯელი ჩემი; ვითარცა არა უკანასკნელთა დაყოვნებაჲ, ეგრეთ არცა პირველთა მოსწრაფებაჲ.

43. და მიუგე და ვარქუ: ვერ ძალ-გიცს თუ ყოფად ამათ, რომელი ქმნილ არიან და რომელი არიან და რომელი მოვლენან, ერთბამად რათამცა მოსწრაფედ სასჯელი შენი მიჩუენო?

44. და მომიგო ჩემდამო და თქვა: არ ძალ-უც აღსწრაფებად ქმნილთა შემოქმედსა ზედა, არცა მოღებად საუკუნოთა ამათ, რომელნი მას შინა ქმნილ არიან ერთბამად.

45. და ვთქუ: ვითარ ეტყჳ მონასა შენსა, ვინათგან განცხოელებული განცხოველე შენგან ქმნილნი შექმნულნი ერთად, და მოიღო ქმნულებანი, ძალ-უც და აწ მოღებად აწინდელსა ჟამსა ამას ერთად.

46. და მრქუა მე: ჰკითხე საშოსა დედაკაცისასა და ეტყოდი მისდა: «და უკეთუ შობ, რად ჟამისაებრ? ევედრე უკუე მას, რათა შვას ათი ერთად.

47. და ვარქუ: არ ძალ-უც, არამედ ჟამისაებრ.

48. და თქუა ჩემდამო: და მე მივეც მუცელი ქუეყანასა და მით, რომელნი დათესილ არიან მას ზედა ჟამისაებრ.

49. რამეთუ რომლითა სახითა ყრმა არა ეშუების იმათ, რომელნი მოხუცებულ არიან, ეგრეთ მე განვაგე ჩემგან ქმნულებანი საუკუნო.

50. და ვკითხე და ვთქუ: ვინათგან აწ მომცე მე გზა, ვიტყოდე წინაშე შენსა, რამეთუ: დედანი ჩუენნი, რომლისათჳს იტყოდი ჩემდა, კუალად ჩჩჳლ არს, აწ სიბერისა მიმართ მიეახლების?

51. და მომიგო ჩემდა მომართ და თქუა: ჰკითხე შენ, რომელი შობს და გრქუას შენ,

52. რამეთუ ეტყოდი მას: «რად რომელთა მშობელ ხარ აწ, არა არიან მსგავს მათ თანა, რომელი პირველ შენდა, არამედ უმცირესნი ჰასაკითა»?

53. და გრქუას შენდა და მან: «სხუანი არიან, რომელნი სიჭაბუკისა ძალსა შინა შობილ არიან, და სხუანი, რომელი ქვე ჟამისა სიბერისა მოკლებულნი დედათა იშობნენ».

54. სცნა უკუე შენცა, რამეთუ უმცირეს ჰასაკითა არს მათგან, რომელი პირველ თქუენსა,

55. და რომელი შემდგომად თქუენსა, უმცირეს ვიდრეღა თქუენ, ვითარცა აწ მოხუცებულნი ქმნულნი და ძალნი ჭაბუკთანი ცვალებულნი.

56. და ვარქუ: გევედრები, უფალო, უკეთუ ვპოო მადლი წინაშე თუალთა შენთა, მიჩუენე მონასა შენსა, რომლითა მოხედო ქმნულსა შენსა?

თავი 6

6:1–59

1. და მრქუა ჩემდამო: დასაბამითგან ქუეყანის სიმრგულისა, და პირველ საფუძველის გამოსვლათა საუკუნისა; და პირველ ვიდრეღა იქმნენ ქართა ქროლისა შეკრებასა;

2. და პირველ ვიდრეღა აგრგჳნებისა ჴმათა ქუხილთა; და პირველ ვიდრეღა ნათლისა კამკამებისა ელვარებისა; და პირველ ვიდრეღა საფუძველის დამტკიცებისა სამოთხისა;

3. და პირველ ვიდრეღა ხილულ იქმნენ ყუავილთა შუენიერებისა; და პირველ ვიდრეღა განაძლიერნეს ძალნი მოღუაწილთა; და პირველ ვიდრეღა შეკრბეს უურიცხუესნი მჴედრობანი ანგელოზთანი;

4. და პირველ ვიდრეღა ამაღლდებოდეს მაღალთა ჰაერისანი; და პირველ ვიდრეღა იწოდნეს საზომნი სამყაროსანი; და პირველ ვიდრეღა აღეგზნებოდეს საჴმილი სიონსა შინა;

5. და პირველ ვიდრეღა გამოკვლეულ იქმნენ მდგომარისა წელისა; და პირველ ვიდრეღა გაიუცხოებდეს ამათ თანა, რომელნი აწ სცოდვენ დაწყებასა; და პირველ ვიდრეღა სასწაულსა ზედა იქმნენ იგინი, რომელი სარწმუნოებს საუნჯობდენ,

6. მაშინ მე განვიზრახე და ქმნილ არიან ჩემ გამო ერთისა და არა სხვის გამო; დასასრული იყოს ჩემ თანა და არა სხვით.

7. და მიუგე და ვარქუ:რაჲ იყოს განყოფანი ჟამთანი, ანუ ოდეს - აღსასრული პირველისა და მეორისა დასაბამი?

8. და მრქუა ჩემდამო: აბრაჰამითგან ვიდრე ისაკამდე, ოდეს შობილ არიან მისგან იაკობ და ესავ, ჴელსა იაკობისასა იპყრა პირველითგან ბრჭალი ესავისა.

9. რამეთუ აღსასრული ამის საუკუნოჲსა - ესავ და მეორისა დასაბამი - იაკობ.

10. ... კაცისა ჴელი; შორის ბრჭალთა და ჴელისა სხუათა ნუ ეძიებ, ეზდრაო!

11. და მიუგე და ვარქუ: ჵ მეუფეო უფალო, უკეთუ ვპოე მადლი წინაშე თუალთა შენთა,

12. გევედრები შენ, რათა მიჩუენო მონასა შენსა აღსასრული სასწაულთა შენთა, რომელთაცა ჟამსა მაჩუენენ მე ღამე გარდასრული.

13. და მომიგო და მრქუა მე: აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა და ისმინე ჴმაჲ აღვსილნი ოხრისა.

14. და იყოს ვითარცა შერყევა, და არა შეირყიოს ადგილი, რომელსაცა ზედა სდგე.

15. ამისთჳს ოდეს გეტყოდეს შენ, ნუ განცჳფრდები, რამეთუ არა აღსასრულისათჳს სიტყუაჲ, და საფუძველი ქუეყანისა გულისხმა-იყოფებოდეს.

16. ვინათგან მათთჳს ნივთთა სიტყუაჲ, შეაძრწუნებდეს და შეირყევის, რამეთუ უწყის, ვითარმედ აღსასრული მათი აქუს შეცვალებად.

17. და იყო, რაჟამს ვისმინე, აღვდეგ ფერჴთა ზედა ჩემთა და მესმა, და აჰა ჴმა მეტყველი და ოხრა მისი, ვითარცა ოხრა წყალთა მრავალთა.

18. და თქუა: აჰა მოვალს, და იყოს, ოდეს მიახლებად ვიწყო, რათა მივხედო მკჳდრთა ქუეყანასა ზედა.

19. და ოდესცა ძიებად ვიწყო მათგან, რომელი უსამართლოთ აწყინებდეს უსამართლოებითა თჳსითა და ოდეს აღივსოს სიმდაბლე სიონისა,

20. და ოდეს დაისასწაულოს საუკუნო, რომელი დაიწყების გარდასლვად, ესე სასწაული ვყო: წიგნი განეხუნენ წინაშე პირთა მტკიცეთა და ყოველთა იხილონ ერთბამად;

21. და ერთისა წლისა ყრმანი იტყოდენ ჴმითა თჳსითა და მუცელქმნილნი მოუმწიფართა შობდენ ჩჩჳლთა სამთა და ოთხთა თუესა, და ცხორებდენ და აღიძრვოდენ;

22. და მეყსეულად გამოჩნდებოდეს ადგილი ნათესისა არადათესილი, და სავსე საუნჯე ანაზდად იპოვოს უქმნი;

23. და საყჳრსა სცემდენ ოხრითა, ოდეს რომელი ყოველმან ისმინოს, მყის განცჳფრდენ.

24. და იყოს, მას ჟამსა შინა აღიჭურნენ მოყუარენი მოყუარეთა ზედა, ვითარცა მტერნი, და განკჳრდენ მის თანა ქუეყანა, და ძარღვნი წყაროთა დადგეს და არა გარდამოვიდოდენ და არა დიოდეს სამთა ჟამთა შინა.

25. და იყოს ყოველი, რომელი დატევებულ იყოს ამათ ყოველთაგან, რომელნი წინასწარ ვთქუ შენდა, იგი ცხოვნდეს და იხილოს მაცხოვარება ჩემი და აღსასრული საუკუნოსა თქუენისა.

26. და იხილოს, რომელი მისაღებელ არიან ერთა, რომელსა სიკუდილისა გემოჲ არა ეხილოს შობითგან თჳსისა, და იცვალოს გული მკჳდრთა, და მოიქცნენ საგრძნობელსა შინა სხვასა.

27. რამეთუ უმზირდენ ბოროტსა და დაშრტეს საცთური,

28. ხოლო აღყუავნეს სარწმუნოება და იძლიოს ხრწნილებაჲ და გამოჩნდეს ჭეშმარიტება, რომელი უნაყოფო იყვნენ დღენი ესოდენი.

29. და იყო, ოდეს მეტყოდა მე, და აჰა წყნარად შევხედე მას ზედა, ხოლო წინაშე მისსა ვდეგ.

30. და თქუა ჩემდა მომართ: ესე მოვედ შენდამო ჩუენებად ჟამისა მომავალისა ღამისა.

31. უკეთუ უკუე კუალად ევედრო და კუალად იმარხო შჳდთა დღეთა, კუალად შენ მოგითხრა ამათ თანა უფროჲსღა ნივთთა დღეთა შინა, რომელთა შინა მესმა.

32. რამეთუ შესმენილ არს ჴმაჲ შენი წინაშე მაღლისათა, რამეთუ იხილა ძლიერი წარმართება შენი და იხილა სიწმინდე, რომელი სიყრმით შენითგან გაქუნდა.

33. და ამისთჳს მომავლინა მე ჩვენებად შენდა ყოველი ნივთი ესე და გარქუ შენ: კადნიერ იყავ და ნუ გეშინინ,

34. და ნუ შეუძლებ სისწრაფედ პირველის თანა ჟამისა განზრახვად ამაოებისა, რათა არა მოისწრაფო უკანასკნელთაგან ჟამთა.

35. და იყო, შემდგომად ამათსა და ვტიროდე კუალად, და ეგრეთვე ვიმარხე შჳდ დღე, რათა აღვასრულო სამი შჳდეული, რომელი თქმულ არიან ჩემდა.

36. და იყო, მერვესა ღამესა შინა და გული ჩემი შემიძრწუნდა კუალად ჩემ შორის, და ვიწყე თქმად წინაშე მაღლისათა,

37. რამეთუ აღეტყინა სული ჩემი ფრიად, და სული ჩემი დაჴსნდა,

38. და ვარქუ: ჵ უფალო, სიტყუაჲ სთქუ პირველითგან ქმნილსა პირველსა შინა დღე მეტყველმან: «რათა იყოს ცანი და ქუეყანანი», და სიტყუაჲ შენი - საქმე სრული.

39. და იქმნა მაშინ სული, და ბნელი გარემოჲს იქცეოდა და დუმილი: ოხრა ჴმისა კაცისა კუალად არა იყო ქმნილ შინაგან.

40. მაშინ სთქუენ საუნჯეთაგან შენთა გამოღებად მნათობთა ნათელი, რომელმან გამოაჩინოს საქმენი შენნი.

41. და დღესა შინა მეორესა შეჰქმენ სულნი მტკიცენი და უბრძანენ მას, რათა განყოს და განყოფილება ყოს შორის წყალთა, რათა ნაწილი რომელიმე მაღლა უკუ-დგეს და ნაწილი მეორე დაბლა ეგოს.

42. და მესამესა დღესა უბრძანენ წყალთა შეკრება მეშჳდესა შინა ნაწილსა ქუეყანისასა, ხოლო ექუსი ნაწილი განაჴმენ და დაიმარხე, რომელიცა წინაშე შენსა მსახურებდენ სათესავად ღმრთისაგან დაშენებულნი.

43. რამეთუ სიტყუაჲ შენი გამოვიდა, და მყის საქმე იქმნენ:

44. რამეთუ გამოვიდა მეყსეულად ნაყოფთა სიმრავლე, უზომელისა სურვილი და ჭამადი პირად-პირადი, და ყვავილთა ხილვითა უცვალებელითა, და კეთილ-სულნელი საყნოსელთა გამოუკულეველისა - და დღესა შინა მესამესა ესე ქმნილ არიან.

45. ხოლო მეოთხესა დღესა უბრძანენ მზესა ყოფაჲ ნათლისა, ნათელი მთოვარისა და ვარსკულავთა გარდასხმანი.

46. და უბრძანე მათ, რათა მსახურებდეს მქონებელს მყოფს შექმნულს კაცსა.

47. ხოლო მეხუთესა დღესა სთქუ მეშჳდეთა ნაწილთა, სადა იყუნენ შესაკრებელი წყლისა, რათა გამოიღონ ცხოველნი და მფრინველნი და თევზნი.

48. და ეგრეთ იქმნეს წყლისა - უტყუნი და უსულონი, რომელი ღმრთისა წამის-ყოფითა იბრძანებოდეს, ცხოველნი იქმნებოდეს, რათა ამათგან საკჳრველებისა შენისა ნათესავთა მიუთხრობენ.

49. და მაშინ დაიმარხენ ორნი სულნი: სახელი ერთისაჲ უწოდენ იენოხ, და სახელი მეორისა უწოდენ ლევიაფამ.

50. და განყავ იგინი ერთი მეორისაგან, რამეთუ არა ეძლოთ მეშჳდესა ნაწილსა, სადაცა იყვნენ წყალი შესაკრებელი, დატევნად მათთა.

51. და მისცენ ენოხს ერთი ნაწილი, რომელი განჴმელ არს მესამე დღე, რათა დაიმკჳდროს მას ზედა, სადაცა არს მთაჲ ათასნი.

52. ხოლო ლევიაფამს მიეც მეშჳდე ნაწილი მწყურნებისა და იპყრენ იგინი, რათა იყოს შესაჭმელსა შინა, რომელთაცა გნებავს და ოდეს ინებო.

53. ხოლო მეექუსესა დღესა უბრძანენ ქუეყანასა, რათა ქმნან წინაშე შენსა საცხოვარნი და მჴეცნი და ქუეწარმავალნი.

54. და უმაღლეს მათ ზედა ქმენ ადამ, რომელიცა დაადგინე მწყემსად და მთავრად ყოველთა ქმნულთა ზედა, რომელი ქმენ, და მისგან ვიშევით ჩუენ ყოველნი, რომელთა გამოირჩიე ერი.

55. ხოლო ესე ყოველი ვთქუ წინაშე შენსა, უფალო, რამეთუ აღგჳგენ საუკუნო.

56. ხოლო სხუანი წარმართნი, ადამისგან ნაშობნი, არქუ მათ არარაჲსა ყოფად, რამეთუ ნერწყვისა მამგზავსებელ არიან და რამეთუ წუეთებასა ჭურჭელთაგან მიამსგავსენ სიმრავლე მათი.

57. და აწ, უფალო, აჰა იგინი წარმართნი, რომელი არა რაჲსა შემრაცხვე არიან, იწყეს ფლობა ჩემ ზედა და შთანთქმად ჩუენდა.

58. ხოლო ჩუენ, ერნი შენნი, რომელთა უწოდენ პირმშოდ მხოლოდშობილითა, შეყვარებულითა შენითა, მიცემულ ვართ ჴელთა შინა მათთა.

59. და უკეთუ ჩუენთჳს შექმნულ იქმნა საუკუნო, რად სამკჳდრებელი ვერ ვიპყრნეთ საუკუნეთა? ვიდრემდის ესე იყოს?

თავი 7

7:1–70

1. და იყო, ოდეს დავასრულე სიტყუაჲ სიტყუათა ამათ, მოივლინა ჩემდამო ანგელოზი, რომელი მოვლინებულ იყო ჩემდა მომართ პირველთა შინა ღამეთა,

2. და თქუა ჩემდამო: აღდეგ, ეზდრა, და ისმინე სიტყუანი, რომელთა მოვედ თქუმად შენდამი.

3. და ვარქუ: იტყოდი, უფალო ჩემო! და თქუა ჩემდა მომართ: ზღუაჲ დადგინებულ არს ვრცელსა შინა ადგილსა, რათამცა ღრმა იყოს და უზომოდ;

4. ხოლო ექმნა მას განსლვა იწროსა შინა დადგინებულსა ადგილსა, რათამცა მსგავს მდინარეთა იყოს.

5. რამეთუ ვინ მნებებელმან ინებოს შესლვად ზღუასა შინა და იხილოს იგი, ანუ უფლებად მათ, უკეთუ არა განვლოს იწრონი, ვრცელსა შინა ვითარ განსლვად ძალ-უც?

6. და კუალად სხუასა: ქალაქი შენებულ არს და დადგინებულ ადგილსა ზედა ველთასა, ხოლო არს სავსე ყოვლითა კეთილითა;

7. განსვლა მისი იწრო და შემაშფოთებელ დადგინებულ, რათამცა მარჯუენით ცეცხლი იყოს, ხოლო მარცხენით - წყალი ღრმა.

8. ხოლო კუალი არს ერთი ოდენ შორის მათსა გულსმოდგინე, ესე იგი არს შორის ცეცხლთა და წყალთა ერთი ოდენ ხარისხი კაცთა შემძლებელი დატევნად.

9. ოდეს უკუე მისცეს ქალაქი ესე კაცსა სამკჳდრებელად, უკეთუ არა განვიდეს ოდეს წინაშე დადებულისა ჭირისა, ვითარ მიიღოს და სამკჳდრებელი თჳსი?

10. და ვარქუ: ეგრეთ, უფალო. და ჰრქუა ჩემდამო: ესრეთ არს და ისრაელისა ნაწილი.

11. რამეთუ ამათთჳს შევქმენ საუკუნო: და ოდეს გარდაჴდა ადამ სჯულსა დადებულსა ჩემსა, და სასჯელ იქმნა, რომელი ქმნილ არს.

12. და იქმნეს გამოსლვასა მისსა საუკუნოსა იწრონი და სალმობიერნი და საშრომნი, ხოლო მცირედნი და ბოროტნი და მწუხარებითა სავსენი და შრომითა დიდითა შესადგმელნი.

13. რამეთუ უფროსის საუკუნოსა შესავალნი ვრცელნი და უფრთხილონი, და მყოფელნი უკუდავებისა ნაყოფთა.

14. უკეთუ უკუე შემავალნი არა შემოვლენ, რომელნი ცხორებენ იწროსა შინა და ამაოსა ამას, არ ძალ-უცთ მოღებად, რომელ არიან განმზადებულნი.

15. აწ უკუე რად შენ ძრწი, ოდეს ხარ ხრწნილი, და რად შფოთებ შენ, ოდეს ხარ მოკუდავ?

16. და რად არა მოგიღებიეს გულსა შინა შენსა, რომელი არს მომავალი, არამედ რომელი აწინდელი?

17. მიუგე და ვარქუ: მეუფეო უფალო, აჰა განაგენ სჯულითა შენითა, რამეთუ მართალნი დაიმკჳდრებენ ამას, ხოლო არაწმიდანი წარწყმდენ.

18. ხოლო მართალთა იტჳრთეს იწროებაჲ სასოებითა ფართოებისათა, რამეთუ რომელთა არაწმიდებაჲ ყვეს და იწროებასა ივნებოდეს, ფართოებასა არა იხილონ.

19. და მრქუა მე: არა არს მსაჯულნი უფროს ღმრთისა, ნუ გულისხმიერებ მაღალსა ზედა.

20. რამეთუ წარწყმდეს მრავალნი აწინდელნი, ვინათგან არა იხარებენ წინა-დადებულისათჳს სჯულისა ღმრთისა.

21. რამეთუ მბრძანებელმან ბრძანა ღმერთმან შემოსრულთა, ოდეს მოვიდენ, რაჲ მოქმედნი ცხოველ იყვნენ და რაჲ დამცველნი ტანჯვით არა იყვნენ.

22. რამეთუ იგინი არა არიან უწყებულნი. და წინა-აღუდგებოდეს მას, და დაიდვეს თავისა თჳსისა გულისსიტყუანი ამათნი.

23. და წინა დაისხნეს თავისად გარემოსავლელნი ცოდვათა და მაღლად იტყოდეს მაღლისა არაყოფად და გზანი მისნი არა ცნეს,

24. და სჯული მისი შეურაცხ-ყვეს და აღთქმა მისი განაგდეს და სჯულსა შინა მისსა სარწმუნოება არა აქუნდეს და საქმესა მისსა არა აღასრულებდეს.

25. მისთჳს, ეზდრა, მოსწრაფედ - მოსწრაფებით და სავსე - სავსებით.

26. და აჰა, ჟამი მოვალს და იქმნების, ოდეს მოვლენ სასწაულნი, რომელი პირველ გარქუ შენ, და გამოჩნდეს სძალი და განცხადებული გიჩვენოს, რომელი აწ დაიფარვის ქუეყანასა.

27. და ყოველი რომელი ჴსნილ არს პირველ თქმულთაგან ბოროტთა, მან განიხილოს საკჳრველნი ჩემნი.

28. განცხადნეს ძე ჩემი იესუ მათ თანა, რომელ არიან მის თანა, და დაიტკბნენ, რომელნი დატევებულ არიან წელთა შინა ოთხასთა.

29. და იყოს, შემდგომად წელთა ამათ და მოკუდეს ძე ჩემი ქრისტე და ყოველი, რომელთა სამშჳნველი აქუნდეს კაცთა.

30. და მოიქცეს საუკუნოდ ძველსა შინა დუმილსა დღენი შჳდნი, ვითარცა პირველთა შინა, ვსაჯე ეგრეთ, რამეთუ რათა არავინ დაადგრეს.

31. და იყოს, შემდგომად დღეთა შჳდთა და განიღჳძოს, რომელსა არა ეღჳძოს საუკუნოსა, და მოკუდეს ხრწნილებანი.

32. და ქუეყანამან მოსცეს მათთა, რომელი მას შინა მართლ-უკუნ, და მტუერი, რომელი მას შინა დუმილით მკჳდრობდენ, და საცავმან გამოსცენ მიცემულნი მათდა სულნი.

33. და განცხადნეს მაღალთა საყდართა ზედა მსაჯული, და წარჴდეს შეჭირვებულნი, და სულგრძელება თანა-დებნი შეკრბეს.

34. ხოლო მსაჯული ერთი ეგოს, ეშმარიტებაჲ აღდგეს და სარწმუნოებამან შეუძლოს.

35. და საქმე შედგომილ იყოს, და სასყიდელნი იჩვენოს და სიმართლემან განიღჳძოს, და უსამართლოებანი არღარა უფლებდეს.

36. და ვარქუ: პირველი აბრაჰამ სოდომთათჳს ევედრებოდა; და მოსე - მამათათჳს, შეცოდებულთა უდაბნოს შინა;

37. და რომელი შემდგომად ამათ თანა - ისრაელისათჳს დღეთა შინა აქაზისათა; და სამოელისა;

38. და დავით - შემუსრვილებისათჳს; და სოლომონ - ამათთჳს, რომელნი მოვიდეს სიწმიდესა შინა;

39. და ელია - ამათთჳს, რომელნი წჳმას მოიღებდეს და მკუდრისათჳს, რათა განაცხოველოს;

40. და ეზეკია - ერისათჳს დღესა შინა სენაქერემისასა; და მრავალნი - მრავალთათჳს.

41. უკეთუ უკუე აწ ოდეს ხრწნილი აღორძინდებოდეს და უსამართლოებაჲ განმრავლებულ არს, და გევედრნენ მართალნი არაწმიდათათჳს, რად და აწ ეგრეთ არა იქმნებიან?

42. და მომიგო მე და მრქუა: აწინდელისა საუკუნოსა არა არს აღსასრული, დიდებაჲ მათ შინა ხშირნი ჰგიეს, მისთჳს ევედრებოდეს უძლურთათჳს.

43. რამეთუ დღეთა სასჯელისათა იყოს აღსასრული ჟამსა ამას და დასაბამი ჟამთა მომავალისა უკუდავი, რომელთაცა შინა წარჴდა ხრწნილებანი,

44. განიჴსნა მოუთმენელობა, მოკუეთილ არს ურწმუნოებაჲ, ხოლო აღორძნდა სიმართლე, აღმობრწყინდა ჭეშმარიტება.

45. რამეთუ მაშინ არავის ძალ-უც ცხოვრება მისი, რომელი წარწყმდა, არცა წარღვნად მისი, რომელი იძლია.

46. და მიუგე და ვარქუ: ესე არს სიტყუაჲ ჩემი, პირველი და უკანასკნელი: რამეთუ უმჯობეს იყო არა მიცემად ქუეყანისა ადამისა, ანუ, ოდეს აწ მიცემულ იქმნა, კრძალვად მისა, რათა არა გცოდოს.

47. რამეთუ რაჲ ერგების კაცთა აწინდელსა შინა საუკუნისა ცხოვრებად ჭირსა შინა და მოკუდავთა ეჭობად ტანჯვისა?

48. ჵ, რაჲ გიქმნიეს, ადამ? უკეთუმცა შენ შეცოდებულ ხარ, არა ერთისა შენდა იქმენ დაცემა, არამედ ჩუენიცა, რომელნი შენგან გამოვედით.

49. ხოლო რაჲ გვერგების ჩუენ, უკეთუ აღთქმულ არს ჩუენდა უკუდავებაჲ ჟამისა, ხოლო ჩუენ სასიკუდინენი საქმენი ვქმენით?

50. და რამეთუ წინასწარ თქმულ არს ჩუენდა საუკუნენი სასოებანი, ხოლო ჩუენ, გულარძნილნი, ამაონი ვიქმენით.

51. და რამეთუ დატევებულ არიან ჩუენნი საყოფელნი, სასიმრთელო და განსასვენებელი, ხოლო ჩუენ ბოროტსა ცხოვრებასა ვართ;

52. და რამეთუ წინაგანმზადებულ არს დიდებაჲ მაღლისა შეწევნად მათთა, რომელნი გვიანად სცხოვრებდენ, ხოლო ჩუენ შემდგომად დრტჳნვითა გზათა ვიდოდით.

53. და რამეთუ ჩვენებულ იყოს სამოთხისა, რომლისა ნაყოფი განუხრწნელი ეგების, რომელსა შინა არს განსვენება და სამკურნალოთა;

54. ხოლო ჩუენ ვერ შევიდეთ, რამეთუ უმადლოთა შინა ადგილთა ვიყოფებით.

55. და რამეთუ უფროს ვარსკულავთა განბრწყინდებიან პირნი მათნი, რომლისა მოთმინება აქუნდათ, რამეთუ ჩუენნი პირნი - უფროს ბნელისა შავისა.

56. რამეთუ არა განვიზრახეთ ცხორებასა, ოდეს უსჯულოებასა ვყოფდით, რამეთუ გუაქუს შემდგომად სიკუდილისა დათმობად.

57. და მომიგო და მრქუა: ესე არს განზრახვა ღვაწლისა, რომელსა მოღვაწებად იწყოს ქუეყანასა ზედა შობილნი კაცი.

58. რათა უკეთუ მიმძლავრებულ იყოს, დაითმინოს, რომელი სთქუ, ხოლო უკეთუ სძლოს, მიიღოს, რომელი ვთქუა.

59. ვინათგან ესე არს ცხოვრება, რომლისათვის მოსემ ჰრქუა, ოდეს ცოცხლებდა, ერთა მიმართ იტყოდა: «შეიკრიბეთ თავისა თჳსისა ცხოვრებაჲ, რათა სცხონდეთ».

60. ხოლო არა ჰრწმენეს მისი, არამედ არცა შემდგომთა მითა წინასწარმეტყუელთა, არცა ჩემი, რომელსა ვეტყოდე მათ,

61. რამეთუ არა იყომცა ჭირი წარსაწყმედელსა შინა მათთა, ვითარცა იყოს სიხარული მით, რომლისა განზრახვა არს ცხოვრებისა.

62. და მიუგე და ვარქუ: უწყი, უფალო, რამეთუ წოდებულ არს მაღლით მოწყალე, ვინათგან შეიწყალებს მათ, რომელნი არა თანა საუკუნესა შინა მოვიდნენ,

63. და რამეთუ შეივედრებს მათ, რომელმან ცხოვრებაჲ ყოს სჯულისაებრ მისისა.

64. და სულგრძელ არს, რამეთუ სულგრძელებასა მიეცეს ამათ, რომელთა სცოდეს, ვითარცა თჳსნი საქმენი.

65. და შემწყანერებელ არს მიმცემელი, რამეთუ მიცემად ნებავს საჴმართაებრ,

66. და მრავალმოწყალე, ვინათგან განამრავლებს მოწყალებასა მათსა, რომელნი მდგომარენი არიან და რომელნი განვლიდენ და რომელნი იქმნენ.

67. უკეთუმცა არა განამრავლოს მოწყალებანი თჳსნი, არა განაცხოელნეს საუკუნოჲ მათითურთ, რომელნი დაიმკვიდრებენ მათ შინა.

68. და მიანიჭებს; ვინათგან უკეთუმცა არა მიანიჭა მადლთაგან თჳსისა, რათა აღასუბუქნეს ესენი, რომელთა უსჯულოებაჲ ყვეს თჳსგან უსჯულოებათა, მაშინ შეუძლებელობასამცა ათეულ ათასისა ნაწილთა ცხოვრებისა ყოფად კაცთა.

69. და უკეთუმცა მსაჯულმა არა ითხოვა ამით, რომელნი განკურნებულ არიან სიტყჳთა მისითა, და მოსპობილამცა სიმრავლე ლალვისა,

70. არა თუმცა დატევებულ ქმნილ იყო ურიცხვთა შინა სიმრავლესა თჳნიერ მცირე ფრიად.

თავი 8

8:1–63

1. და მომიგო ჩემდა და თქუა: ესე საუკუნოჲ ქმნილი მაღლისა მრავალთათჳს, ხოლო მომავალისათჳს - მცირედ.

2. ხოლო ვიტყოდი წინაშე შენსა მიმსგავსებულსა, ეზდრა, ხოლო ვითარ იკითხვიდე ქუეყანისასა და გრქუა შენ, რამეთუ მისცეს ქუეყანამან უფროს მრავალი, რომლისაგან იქმნეს მეკეცისა, ხოლო მცირე მტუერისა, ვინათგან ოქროჲ იქმნება, ეგრეთ და მოქმედება აწინდელისა საუკუნოჲსა.

3. მრავალ უკუე ქმნილ არიან, ხოლო არამრავალნი ცხონდენ.

4. და მიუგე და ვარქუ: სულმან ჩემმან შთაცოხნა უკუე გონიერება და შთანთქა სიბრძნე.

5. ვინათგან აღუთქვენ სმენად და წინასწარმეტყუელებაჲ მნებებელსა, რამეთუ არა მოცემულ არს შენდა ჟამი,თჳნიერ გარნა ცხორებად.

6. ჵ უფალო, უკეთუ არა განმიტეო მონა შენი, რათა გევედრებოდე წინაშე შენსა და მოგუცე ჩუენ თესლი გულსა შინა და საგრძნობელი განწმედილი, ვინათგან ნაყოფნი იყომცა იგი, სადა ცხორებად შეიძლების ყოველთა ხრწნილთა, რომელ ტჳრთვად იყოს ადგილსა კაცისასა.

7. რამეთუ მხოლო ხარ და მხოლო ქმნილი ჩუენ ვართ ჴელითა შენითა, ვითარცა სთქუ.

8. და ვითარ აწ საშოთა შინა აღგებულ არს გუამი და მოსცემ შეზავებასა, იპყრობს ცეცხლსა შინა და წყალსა შინა შენსა ქმნილსა, და ცხრა თუე ითმენს შენსა აგებულსა და შენსა ქმნილსა, რომელი მას შინა ქმნილ არს.

9. ხოლო თჳთ ამას, რომელი იცვის და რომელი იცევდეს, ორითავე დაიცვებოდეს, ხოლო დაცული არაოდეს კუალად გამოეცეს თუ დედისა, რომელი მას შინა აღიზარდნეს.

10. რამეთუ უბრძანე თჳთოთაგან მუცელთა, ესე იგი არს ძუძუთაგან მიცემად სძისა ნაყოფი ძუძუთა,

11. რათა აწოებდეს იგი, რომელი აგებულ არს, ვიდრე რომელსამე ჟამადმდე, და შემდგომად ამისა წარუმართე მას შენისა მოწყალებითა.

12. გამოზარდენ იგი შენისა სიმართლითა და ასწავენ მას სჯული შენი და განსწავლე იგი შენითა მეცნიერებითა,

13. და მოაკდინებ მას, ვითარცა შენსა ქმნილსა, და კუალად განაცხოველებ მას, ვითარცა საქმესა შენსა.

14. უკეთუ უკუე წარწყმედ მას, რომელი ესოდენითა შრომითა აგებულ არს შენითა ბრძანებითა, ჯეროვან არს აგებად, რათა და იგი იქმნეს, დაიცვას.

15. და აწ, უფალო, ვიტყჳ ყოველთა კაცთათჳს, და შენ უფროს უწყია, და ერთათჳს შენთა, რომელთათჳს მელმის,

16. და სამკჳდრებელთა შენთა, რომლისათჳს ვგოდებ, და ისრაელისათჳს, რომლისათჳს შეჭირვებულ ვარ, და იაკობისათჳს, რომლისათჳს მე სალმობიერ ვარ.

17. ამისთჳს ვიწყო ვედრებად წინაშე შენსა ჩემთჳს და მათთჳს, რამეთუ ვხედავ დაცემასა ჩუენსა, რომელნი ვმკჳდრობთ ქუეყანასა ზედა.

18. არამედ მესმა მოსწრაფედ სასჯელი, რომელი მოვალს.

19. ამისთჳს ისმინე ჴმაჲ ჩემი და გულისხმა-ყავ სიტყუაჲ ჩემი, და ვიტყოდე წინაშე შენსა.

20. და ვთქუ: უფალო, რომელი მკჳდრობ უკუნისამდე, რომლისაცა თუალი ამაღლებულა მაღალთა ზედა და ჰაერთა ზედა,

21. რომლისა საყდარი უსასყიდლო არს და დიდებაჲ - მიუწდომელი, რომლისა წინაშე დგანან მჴედრობანი ანგელოზთანი ძრწოლით, რომელთა ცვანი ქართა შინა და ცეცხლითა მოიქცევიან, რომლისა სიტყუაჲ ჭეშმარიტ და სიტყუანი საუკუნო,

22. რომლისა ბრძანებანი - მტკიცე და განგებულებაჲ - საშინელ, რომლისა ხედვა განაჴმობს უფსკრულსა, და რისხვა განხრწნად იქმს მთასა, და ჭეშმარიტებასა წამებენ.

23. ისმინე ლოცვაჲ მონისა შენისა და ყურად-იხუენ კეცისა შენისა.

24. რამეთუ ოდეს ცხოველ ვიყო, ვიტყოდე, და ოდეს გულისხმა-ვყოფდე,მოგებად ვიყო. ნუ იხილავ ერთა ზედა შენთა ცოდვასა, არამედ რომელნი შენ ჭეშმარიტებით გმსახურებს.

25. ნუ ჰკრძალავ არაწმიდათა წარმართთა დაწყებითა, არამედ რომელმან შენი წამება სალმობითა დაიმარხნეს.

26. ნუ მოიჴსენებ, რომელნი წინაშე შენსა სიცრუვით ცხორებდეს, არამედ მოიჴსენე ესენი, რომელთა ნებისაგან შენისა შიში ცნეს.

27. ნუცა ინებებ წარწყმედად, რომელთა პირუტყუთა ჩუეულება აქუნდათ, არამედ მოიხილენ მათ ზედა, რომელთა სჯულისა შენისა ცხადათ ისწავეს.

28. ნუ განრისხნები მათ ზედა, რომელნი მჴეცთა უძჳრეს დასასჯელ არიან,

29. არამედ შეიყვარენ იგინი, რომელნი მარადის სიმართლესა ზედა შენსა ესვენ და დიდებასა.

30. რამეთუ ჩუენ და მამათა ჩუენთა ეგრეთითა ტკივნეულებითა განვაჴმნეთ;

31. ხოლო შენ ჩუენ ცოდვილთათჳს მოწყალე იწოდე.

32. უკეთუმცა გსუროდეს, რათა ჩუენ შეგჳწყალო, მაშინ მოწყალე იწოდო, ხოლო ჩუენ არა გვაქუს საქმენი სიმართლისანი.

33. რამეთუ მართალთა რომელთა არიან საქმენი მრავალნი, წინადადებულისა მათთა საქმეთაგან მიიღონ სასყიდელი.

34. რამეთუ რაჲ არს კაცი, რათა მას ზედა განრისხნე, ანუ ნათესავი ხრწნილებისა,რათა ეგრეთ განმწარებულ იქმნე მისგან?

35. რამეთუ ჭეშმარიტად არა ვინ არს ნაშობთაგანი, რომელმანცა არაწმიდება არა ქმნა, და აღმსარებელთაგან, რომელმანცა არა გცოდა.

36. რამეთუ მიეთხრას მათ სიმართლენი შენნი და სახიერება შენი, უფალო, ოდეს მოწყალე ექმნე მათ, რომელთა არა აქუსთ არსება კეთილთა საქმეთა.

37. და მომიგო მე და მრქუა: მართლიად სთქუ რომელნიმე, და სიტყუათაებრ შენთა ეგრეთცა და იყოს.

38. ვინათგან არა ჭეშმარიტად განვიზრახავ აგებასა ზედა ამათთა, რომელთა ცოდეს პირველ სიკუდილისა, პირველ სამსჯავროსა, პირველ წყმედისა;

39. არამედ დავტკბე მართალთა ზედა ქმნულთა და მოვიჴსენო მწირობანი და მაცხოვარებაჲ და სასყიდელთა მოღებაჲ.

40. ვითარცა უკუე მეტყუელ ვარ, ეგრეთცა და არს.

41. რამეთუ ვითარცა ქუეყანისმოქმედი სთესავს ქუეყანასა ზედა თესლსა მრავალსა და ნერგსა მრავალსა დაჰნერგავს, არამედ არა ჟამსა შინა ყოველი, რომელი დათესილ არს, იცხონოს, არამედ არა ყოველი, რომელი დანერგულ არიან, ეგრეთვე და რომელი საუკუნესა შინა დათესილ არიან, არა ყოველნი ცხონდენ.

42. და მიუგე და ვარქუ: უკეთუ ვპოე მადლი, ვიტყოდე.

43. ვითარცა თესლი ქუეყანისმოქმედისა უკეთუ არა აღმოვიდეს, ანუ არა მიიღო ჟამსა თჳსსა წჳმა, ანუ თუ განხრწნილ იქმნეს მრავლითა წჳმითა, ეგრეთცა წარწყმდეს.

44. მსგავსად და კაცი რომელი დაჰბადე ჴელითა შენითა და შენ მას ხატად უწოდენ, ვინათგან მიემსგავსე მას,რომლისათჳსცა ყოველი შეჰქმენ, და მიამსგავსენ თესლთა ქუეყანისმოქმედისასა.

45. ნუ განრისხნები ჩუენ ზედა, არამედ შეუნდვენ ერსა შენსა და შეიწყალე სამკჳდრებელი შენი, ხოლო შენ ქმნულსა შენსა შეიწყალებ.

46. და მომიგო მე და მრქუა: რომელ არიან აწინდელნი აწინდელთა, და რომელნი ყოფადნი ყოფადთა.

47. რამეთუ მრავალ შენდა დაშთეს, რათა შეუძლო შეყუარებად ჩემსა ქმნულსა უფროს ჩემსა,ხოლო შენდა ხშირად და თჳთ მოეახლებოდი, ხოლო უსამართლოთა მიმართ არა ოდეს.

48. არამედ ყოველთაცა საკჳრველ ხარ წინაშე მაღლისა,

49. რამეთუ დაამდაბლენ ვითარცა გემგზავსების შენ და არა საჯე შენდა, რათა შორის მართალთა მრავლისა იდიდო.

50. ამისთჳს ჭირი მრავალი და სიგლახაკენი იყოფოდენ მათ ზედა, რომელი სავანობენ საუკუნოსა უკანასკნელთა ზედა, ვინათგან მრავალსა შინა ამპარტავნებასა ვიდოდეს.

51. ხოლო შენ შენთჳს გულისხმა-ჰყავ და მგზავსებათათჳს შენდა მოიძიე დიდებაჲ.

52. რამეთუ თქუენდა განღებულ არს სამოთხე, დანერგულ არს ხე ცხორებისა, წინაგანმზადებულ არს მომავალისა ჟამისა, მზა არს აღმატება, აღშენებულ არს ქალაქი, გამოცდილ არს განსვენებაჲ, სრულ არს სიტკბოებაჲ და აღსრულებულნი სიბრძნედ.

53. ძირი ბოროტისა საცნაურ არს თქუენგან, უძლური და მერღილი თქუენგანთა დაფარულ არს, და ჯოჯოხეთსა შინა ივლტის ხრწნილებაჲ დავიწყებასა ზედა.

54. წარჴდა სალმობანი და განცხადებულ არს აღსასრულსა ზედა საუნჯე უკუდავთა.

55. ნუ შესძინებ უკუე გამოცდად უმრავლესისაგან წარწყმედულთა,

56. რამეთუ იგინიცა მიიღებენ განთავისუფლებასა, შეურაცხ-ყვეს მაღლისა და სჯული მისი არა მოიჴსენეს და გზა მისი დაუტევეს,

57. ხოლო კუალად და მართალთა მისთა დათრგუნვიდეს,

58. და თქუეს გულთა შინა თჳსთა: «არა არს ღმერთი», უკეთუ უწყოდენ, რამეთუ მოსწყდებიან.

59. რამეთუ ვითარცა თქუენ შეგიწყნარებს, რომელი წინასწარ თქმულ არიან, ეგრეთ მათ წყურვილი და სატანჯველნი, რომელი განუმზადებელ არიან. რამეთუ არა ენებათ კაცთა წარწყმედად,

60. არამედ იგინიცა, რომელნი ქმნილ არიან შემაგინებელ სახელისა მისისა, რომელი ქმნეს მათ და არა მმადლობელ იქმნეს მისა, რომელი განუმზადა მათ ცხორებაჲ.

61. ამისთჳს სასჯელი ჩემი აწ მოახლოვდეს,

62. რომელი არა ყოველთა უჩინე, გარნა შენ და შენდა მგზავსთა არამრავალთა.

63. და მიუგე და ვარქუ: აჰა აწ, უფალო, გიჩვენებიეს ჩემდა სიმრავლე სასწაულთა, რომელი იწყო ყოფად უკანასკნელთა ჟამთა შინა, არამედ არა მიჩვენე მე, რომელსა ჟამსა შინა.

თავი 9

9:1–47

1. და მომიგო და მრქუა მე: განზომილნი განზომენ ჟამნი თჳთ თავით შენით, და იყოს, ოდესცა იხილნე, ოდეს წარჴდეს ჟამი რომელთამე სასწაულთა, რომელი წინარე თქმულ არიან,

2. მაშინ გულისხმა-ყო, რამეთუ იგი თჳთ არს ჟამი, რომელთა შინა იწყოს მაღლით მოხედვად საუკუნეთა, რომელი მისგან ქმნილ იქმნა.

3. და ოდეს იხილოს საუკუნეთა შინა შეძრვა ადგილთა და ერთა შფოთებანი,

4. მაშინ გულისხმა-ყო, რამეთუ ამათთჳს იტყოდენ მაღლით დღითგან, რომელი იყვნენ წინაშე შენსა დასაბამითგან.

5. რამეთუ ვითარცა ყოველი, რომელი ქმნილ არს საუკუნეთა შინა, დასაბამი აქუს, ეგრეთ და აღსასრული არს ცხადი,

6. ეგრეთცა ჟამისა მაღლისა დასაბამი აქუსთ განცხადებული სასწაულთა შინა და ძლიერთა, და დასასრული - საქმეთა და სასწაულთა.

7. და იყოს, ყოველი რომელი ცხონდენ და რომელთა ეძლოს ლტოლვად საქმითა თჳსითა და სარწმუნოებითა, რომელსა შინა ჰრწამდა,

8. დაშთეს პირველთქმულთაგან შეჭირვებათა და სჭვრეტს ცხორებაჲ ჩემი ქუეყანასა ზედა ჩემსა და საზღვართა შორის ჩემდა, რამეთუ განწმედილთა ჩემდა საუკუნითგან.

9. და მაშინ შეიწყალნენ, რომელნი აწ განტევებულან გზათა ჩემთა, და სატანჯველთა შინა ეგნენ იგინი, რომელნი განაგდებდეს მას შეურაცხყოფასა შინა.

10. რამეთუ რომელმან არა მიცნეს მე, მცხორებელთა კეთილმოქმედებას შეემთხვნენ,

11. და რომელი მოიძულებდეს სჯულსა ჩემსა, ოდეს კუალად იყვნენ მქონებელნი თავისუფლებისა, და ოდეს კუალად იქმნენ მათდა განღებული სინანულისა ადგილი, არა გულისხმა-ჰყოფდეს, არამედ შეურაცხ-ყვეს.

12. ამით მიემგზავსის შემდგომად სიკუდილისა სატანჯველსა შინა ცნობად.

13. შენ უკუე ნუ იყოფი გამომწვლილველი, ვითარ არაწმიდანი ტანჯვად იყვნენ, არამედ მოიძიე ვითარ მართალნი ცხოვნდებიან, ხოლო მათთა საუკუნეთა და რომელთათჳს საუკუნეთა და ოდეს.

14. და მიუგე და ვარქუ:

15. პირველ ვთქუ და აწცა ვიტყოდე და შემდგომადცა ვთქუა, რამეთუ მრავალ არიან, რომელნი წარწყმდენ, ვიდრეღა რომელნი ცხონდენ, ვითარცა განმრავლდენ ღელვანი წუეთთა ზედა.

16. და მომიგო მე და მრქუა:

17. ვითარ აგარაკი, ეგრეთცა თესლნი; და ვითარნი ყვავილნი, ეგრეთნიცა სიჭრელე; და ვითარ მოქმედნი, ეგრეთნიცა საქმენი; ვითარი ქუეყანისმოქმედი, ეგეთნი ქუეყანისმოქმედება; ვინათგან ჟამი იქმნა საუკუნოსა.

18. და აწ ოდეს ვიქმენ განმზადებულ ამათ, რომელ აწ არიან, პირველ ვიდრეღა იყო საუკუნე, რომელსაცა შინა მკჳდრობდეს, და არავინ წინააღმდგომი მრქუა მე.

19. რამეთუ მაშინ ყოველი და აწ მოქმედი სოფელსა შინა ამით განმზადებულითა და მკასა შინა არა მოაკლდენ და სჯულსა არა შეუდგენ, განხრწნილ არიან ჩვეულებითა თჳსითა.

20. და განვიცადენ საუკუნეთა, და აჰა იქმნა დაჭირვებაჲ გულისსიტყჳსათჳს, რომელი მოვიდა მას შინა.

21. და ვიხილე მარტიობა მისი ფრიად და დამიცვა მე ლეღუსულელს ყურძნისაგან და დანერგულნი ტომთაგან მრავლისა.

22. რათა წარწყმდეს უკუე სიმრავლე, რომელნი უმიზეზოთ შობილ არს, და რათა დაიცვან ლეღუსულელი ჩემნი და დანერგულნი ჩემნი, რომელნი დიდითა შრომითა აღესრულნეს.

23. ხოლო შენ, უკეთუ კუალადცა მიუშვებ შჳდ დღე სხუათა, არამედ რათა არა იმარხავ მათ შინა,

24. წარვედ ველსა ზედა ყვავილოვანსა, სადაცა არა არს სახლი აღშენებულ, და ჭამე ოდენ ყვავილთაგან ველთათა, და ჴორცსა რათა არა იგემო და ღჳნოსა ნუ სუამ, არამედ ოდენ ყუავილნი.

25. ევედრე მაღალსა დაუცხრომელად, და მოვიდე და ვთქუა შენ თანა.

26. და წარვედ, ვითარცა მრქუა მე, ველსა ზედა, რომელსა ეწოდების არდაფ, და დავჯედ მუნ ყუავილთა შინა და მდელოთაგან ველთასა ვჭამე და მექმნა მე გამოზრდა მათი სიმაძღრედ.

27. და იქმნა, შემდგომად შჳდთა დღეთა და მე ვწევ თივასა ზედა, და გული ჩემი კუალად შემიძრწუნდა, ვითარცა პირველ.

28. აღვახუენ ბაგენი ჩემნი და ვიწყე თქმად წინაშე მაღლისა, და ვთქუ:

29. ჵ უფალო, შენ გვაჩვენე ჩუენ, რომელმან აჩუენენ მამათა ჩუენთა უდაბნოსა შინა გაუვლელნი და უნაყოფონი, ოდეს იყვნენ აღმომავალნი ეგჳპტითგან.

30. მეტყუელი ეტყოდი: «შენ, ისრაელო, ისმინე ჩემი და, თესლო იაკობისო, მოხედე სიტყუათა ჩემთა.

31. რამეთუ აჰა, მე დავთესო თესლი თქუენ ზედა სჯულისა ჩემისა და ყოს თქუენ შორის ნაყოფი, და იდიდნეთ მას შინა საუკუნოსა შინა».

32. რამეთუ მამათა ჩუენთა მიიღეს სჯული, არა დაიმარხეს, და სჯული ჩემი არა დაიმარხეს, და იქმნა ნაყოფისა სჯული არა მშობელი, რამეთუ არცა შეუძლო, ვინათგან შენი იყო,

33. რამეთუ რომელი მიიღო, წარწყმიდნა ვერადამცველმან, რომელი მათ შინა დაეთესნეს.

34. და აჰა, ჩუეულება არს, რათა ოდეს მიიღოს ქუეყანამან თესლნი, ანუ ზღუამან ნავნი, ანუ ჭურჭელმან რომელმანმე საზრდო, ანუ სასმელნი, ოდეს იყოს აღსასრული იგი, რომელთა შინა დათესილ არს, ანუ იგი, რომელთა შინა დადგინებულ არს.

35. ერთბამად და იგი ესე, რომელ დათესილსა ზედა ანუ დადგინებულ არს, ანუ რომელი მოღებულ არიან, მოიჴოცნენ, და მოღებული აწ არა ჰგიეს წინაშე ჩუენსა, ხოლო ჩუენდა არა ეგრე ქმნილ იყო.

36. რამეთუ ჩუენ, რომელთა სჯული მოგჳღიეს,ვსცოდეთ, წარვსწყმიდეთ და გულთა ჩუენთა, რომელი შეიწყნარეს იგი;

37. რამეთუ სჯული არა წარწყმდეს, რამეთუ ჰგიეს თჳსთა შინა შრომათა.

38. და ოდეს ვიტყოდი ამას გულსა შინა ჩემსა, აღვიხილენ თუალითა ჩემითა და ვიხილე დედაკაცი მარჯუენით კერძო; და აჰა, ესე გოდებდა და ტიროდა თანა ჴმითა დიდითა და სულითა ტკივნეული ფრიად; და სამოსელი მისი განპებულ და ნაცარი თავსა ზედა მისსა.

39. და დაუტევე გულისგანზრახვა, რომელთა შინა განვიზრახვიდი და მივიქეც მისა მიმართ.

40. და ვარქუ მას: რასათჳს სტირ და რად სალმობიერებ სულითა?

41. და მრქუა მე: დამიტევე მე, უფალო ჩემო, რათა ვტიროდე თავსა და შევიძინო სალმობანი, რამეთუ ფრიად განვმწარდი სულითა და დავმდაბლდი ფრიად.

42. და ვარქუ მას: რასა იურვი? მარქუ მე. და თქუა ჩემდამო:

43. უნაყოფო ვიქმენ მე, მჴევალი შენი, და არა ვშობდი, მქონებელი ყრმისა, ოცდაათთა წელთა.

44. რამეთუ მე ყოველსა ჟამსა და ყოველსა დღესა და წელთა შინა ოცდა-ამათ-ათთა ვევედრებოდი მაღალსა დღე და ღამე.

45. და იქმნა, შემდგომად ოცდაათთა წელთა მისმინა მე ღმერთმან, მჴევალსა შენსა, და იხილა სიმდაბლე ჩემი და მოხედა შეჭირვებასა ჩემსა და მომცა მე ძე, და ნეტარეულ ვიქმნენით მათთჳს ფრიად მე და ქმარი ჩემი და ყოველნი მოქალაქენი ჩემნი, და პატივ-ვეცით ფრიად ყოვლადძლიერსა.

46. და გამოვზარდენით იგი შრომითა დიდითა.

47. იყო, ოდეს აღორძინდა და მოვიდა მოყვანებად ცოლისა, ვიყავთ დღე ერთა.

თავი 10

10:1–60

1. და იყო, ოდეს შევიდა ძე ჩემი სასძლოსა შინა თჳსსა, დაეცა და მოკუდა.

2. და მივაქციეთ ყოველნი ბრწყინვალებანი, და აღდგეს ყოველნი მოქალაქენი ჩემნი ნუგეშინისცემად ჩემდა, და შევისუენე ვიდრე მეორედმდე დღე-ღამედმდე.

3. და იყო, ოდეს ყოველთაგან ესმნეს, რათა მე ნუგეშინის-მცენ, რათა გავისუენო, და აღვდეგ ღამე და ვივლტოდი, და მოვედ, ვითარცა ხედავ, ველთა ამათ ზედა.

4. და განვიზრახევდი აწ არა მიქცევად ქალაქსა შინა, არამედ მუნ დგომად, და არა ჭამად, არცა სმად, არამედ დაუცხრომელად გოდებად და მარხვად, ვიდრემდისცა მოვკუდე.

5. და დაუტევე სიტყუაჲ რომელთა შინა და მიუგე გულისწყრომითა მისა მიმართ და ვარქუ:

6. ცოფო უფროს ყოველთა დედათა, არა ხედავ თუ უწყი-ა ტირილსა ჩუენსა, რომელიცა ჩუენ შეგუემთხჳა?

7. რამეთუ დედა ჩუენი სიონი ყოვლითა ჭირითა იჭირვების და დამდაბლებით დამდაბლებულ არს და ტირს დიდათ?

8. და აწ ვინათგან ყოველნი ვგოდებდეთ და ჭირვეულ ვართ, რამეთუ ყოველნი შეჭირვებულნი ვართ, ხოლო შენ შეიჭირვებ ერთისათჳს ძისა?

9. რამეთუ ჰკითხე ქუეყანასა და გრქუას შენ, რამეთუ ესე არს, რომლისა შეჰგავს გოდებად დაცემისა, რაოდენი მას ზედა იშვებიან;

10. და მისგან დასაბამითგან ყოველნი შობილნი, ხოლო სხუანი მოვლენ და აჰა, ნუთუ არა ყოველნი წარწყმედასა შინა განვლენ, და მოსპობილ იქმნების სიმრავლე მათი.

11. და ვის უკუე აქუს გოდებად ამას, რომელი რავდენ დიდ სიმრავლე წარწყმდა, ვიდრეღა შენ, რომელი ერთისათჳს სალმობიერობ?

12. ხოლო უკეთუ მრქუა მე, რამეთუ: «არა არს ტირილი ჩემი მსგავს ქუეყანისა, ვინათგან ნაყოფი მუცლისა ჩემისა წარვწყმიდე, რომელიცა მწუხარებასა შინა ვშევ და სალმობითა იშვა;

13. ხოლო ქუეყანაჲ - გზისაებრ ქუეყანისა, ხოლო განვიდა მას შინა სიმრავლე, აწინდელსა ამას ჟამსა ვითარ შეგემთხჳა».

14. მეცა გრქუა შენ: «ვითარცა შენ შრომით მშობელ ხარ, ეგრეთ ქუეყანამანცა მოსცეს ნაყოფი თჳსი კაცსა, დასაბამითგან მას, რომელი უქმნა მას».

15. აწ უკუე იპყარ თჳთ თავით თჳსით სალმობა შენი და ძლიერად იტჳრთე, რომელი შენ შეგემთხჳა დაცემაჲ.

16. უკეთუმცა განამართლო საზღვარი ღმრთისაჲ, და ზრახვა მისი მიიღო ჟამსა შინა და ეგევითართა შინა იქო.

17. რამეთუ შევედ უკუე ქალაქსა შინა ქმრისა შენისა თანა.

18. და მრქუა მე: არა ვყო და არა შევიდე ქალაქსა შინა, არამედ აქა მოვკუდე.

19. და შევძინე კუალად სიტყუაჲ მისდა და ვარქუ:

20. არა ძალ-გიც ამის სიტყჳსა, არამედ თანა-სათნო-იჩინე განზრახვისა ჩემისა; რამეთუ რაოდენ დაცემასა სიონისასა? ნუგეშინისიცემები სალმობისათჳს იერუსალემისა.

21. ხოლო ხედავ, რამეთუ სიწმიდე ჩუენი მოოჴრდა, და საკურთხეველი ჩუენი აღჴოცილ არს, და ტაძარი ჩუენი დარღვეულ არს,

22. და ფსალმუნნი ჩუენნი დამდაბლებულ არს, და გალობანი დადუმნეს, და სიხარული ჩუენი შემუსრვილ არს, და სანთელი სასანთლისა ჩუენისა დაშრეტილ არს, და კიდობანი აღთქმისა ჩუენისა წარტაცებულ არს, და წმიდანი ჩუენნი შეგინებულ არიან, და სახელი, რომელი წოდებულ არს ჩუენ ზედა, ნუთუ არა შეგინებისა არს, და შვილნი ჩუენი ყვედრებასა მოითმენდეს, და მღდელნი ჩუენნი დამწვარ არიან, და ლევიტელნი ჩუენნი ტყუეობასა შინა განვიდეს, და ქალწულნი ჩუენნი შეგინებულ არიან, და დედანი ჩუენნი მძლავრობასა ვნებულობდეს, და მართალნი ჩუენნი წარტაცებულ არიან, და ყრმანი ჩუენნი განიხრწნეს, და წულნი ჩუენნი იმსახურებოდეს, და ძლიერნი ჩუენნი მოუძლურდეს -

23. და ესე ყოველთა უფროს სასწაულისა სიონისა, რამეთუ დაეცა დიდებისაგან თჳსისა, რამეთუ მიცემულ არს ჴელთა შინა მოძულეთა ჩუენთა.

24. შენ უკუე განიჴსენ შენნი მწუხარებაჲ მრავალნი და დაუტევე შენგან სიმრავლე სალმობათა, რათა შენ შეგიწყალოს ძლიერმან და განსუენებაჲ ყოს შენდა მაღალმან გასუენებისა შრომათა.

25. და იყო, ოდეს ვეტყოდი მისა მიმართ, პირი მისი განბრწყინდა მყის და სახედავი ელვარებდა ხილვისა მისისა, რამეთუ ვიქმენ განკჳრვებულ ფრიად მისგან და განვიზრახევდი, რაჲ-მე არს ესე?

26. და მყის განუტევა ოხრა ჴმისა დიდი, შიშითა სავსე, რამეთუ შეირყა ქუეყანა ოხრისაგან დედაკაცისა.

27. და ვიხილე, და აჰა, მის თანა დედაკაცი არღარა გამომიჩნდა მე, არამედ ქალაქი აღეშენებოდა, და ადგილი მეუწყებოდა საფუძველითგან დიდთა, და შევშინდი და ღაღად-ვყავ ჴმითა დიდითა

28. და ვთქუ: სადა არს ურიელ ანგელოზი, რომელი დასაბამითგან მოვიდა ჩემდამო? ვინათგან მან მყო მე მოსლვად მრავალთა შინა განკვირვებასა გონებისა ამის, და იქმნა აღსასრული ჩემი ხრწნილებასა შინა, და ლოცვანი ჩემნი - საყუედრელ.

29. და ოდეს ვიყავ მეტყველი მე ამის, აჰა, მოვიდა ჩემდა და მიხილა მე.

30. და აჰა, ვიყავ მდებარე, ვითარცა მკუდარი, და ცნობაჲ ჩემი განცვიფრებული იყო; და მიპყრა მარჯუენე ჩემი და განმაძლიერა მე და დამადგინა მე ფერჴთა ჩემთა ზედა და მრქუა მე:

31. რაჲ შენდა არს? და რად შეშფოთებულ არს გონებაჲ შენი და საცნობელი გულისა შენისა? და რად შეშფოთნები?

32. და ვარქუ: რამეთუ დამიტევენ მე, და მე უკუე ვიყავ სიტყუათაებრ შენთა, და გამოვედ ველად, და აჰა, ვიხილე და ვხედავ, რამეთუ არა ძალ-მიც თხრობად.

33. და თქუა ჩემდამო: დადეგ, ვითარცა მამაკაცი, და გაუწყო შენ.

34. და ვარქუ: იტყოდე, უფალო ჩემო, შენ ჩემდამო და ნუ დამიტევებ მე, რათა არა ამაოდ მოვკუდე,

35. რამეთუ ვიხილე, რომელი არა მეხილვა, და მესმა, რომელი არა უწყოდე.

36. ანუ საცნობელი ჩემი მაცთუნებს, და სულმან ჩემმან ოცნებანი იხილნა?

37. აწ უკუე გევედრები შენ, რათა აუწყო მონასა შენსა საკჳრველებისა ამისთჳს. და მომიგო მე და მრქუა:

38. მისმინე მე და გასწაო შენ და გეტყოდე შენ, რომელთათჳს გეშინის, რამეთუ მაღალმან განგიცხადა შენ საიდუმლონი მრავალნი,

39. იხილა წრფელი გზაჲ შენი, რამეთუ დაუცხრომელად შეჭირვებულ ხარ ერისათჳს შენისა და ფრიად გოდებ სიონისათჳს.

40. ესე უკუე მეცნიერების ხილვა, რომელი შენდა გამოგიჩნდა მცირედისა პირველ:

41. ... რომელი იხილენ მგოდებელი, იწყე ნუგეშინისცემად მისა,

42. ხოლო აწ უკუე პირსა დედაკაცისასა ვერ ხედევდი, არამედ გამოგიჩნდა შენ ქალაქი შენებული,

43. და რამეთუ გაუწყებდა შენ დაცემისათჳს ძისა თჳსისა, ესე არს თქმულება:

44. ამის დედაკაცისა, რომელი იხილენ, ესე არს სიონი, და ვინათგან გრქუა შენ და რომელსა აწ ხედავ, რამეთუ ქალაქი აღშენებული.

45. და ვითარცა გრქუა შენ, რამეთუ უნაყოფო იქმნა ოცდაათ წელ, ესე იგი არს, რომლისათჳს იყვნენ წელნი ოცდაათნი, ოდეს არა იქმნა მას შინა კუალად მსხუერპლი შესაწირავისა.

46. და იქმნა, შემდგომად ოცდაათთა წელთა აღაშენა სოლომონ ქალაქი და შეწირა შესაწირავი მაშინ, ოდეს შვა უნაყოფოებისა ძე.

47. და რამეთუ შენ გრქუა, რამეთუ გამოზარდა იგი შრომითა - ესე იყო აღთქმა იერუსალემს შინა.

48. და რომელი გრქუა შენ, რამეთუ ძე ჩემი მომავალი თჳსსა შინა სასძლოსა მოკუდა და შეემთხჳა მას დაცემა, იგი იყო, რომელი ქმნილ არს დაცემა იერუსალემისა.

49. და აჰა, გიხილავს მსგავსებაჲ მისი, და ვითარცა ძისა მგოდებელი, გიწყიეს ნუგეშინისცემად მისა, და ამათთჳს, რომელი შეემთხჳა, ესე შეგვანდა შენდა გამოჩენად.

50. და აწ იხილა მაღალმან, რამეთუ სულითა შეჭირვებულ ხარ, და რამეთუ ყოვლითა გულითა ითმენ მათთჳს, გამოგიჩნდა შენ ნათელი დიდებისა მისისა და სამკაული შუენიერებისა მისისა.

51. რამეთუ ამისთჳს გარქუ შენ, რათა იყოფებოდე ველსა შინა, სადაცა არა არს სახლი შენებულ.

52. რამეთუ უწყოდი მე, რამეთუ მაღალმან იწყო შენდა ჩუენებად ესე,

53. ამისთჳს გარქუ შენ, რათა მოხჳდე აგარაკსა ზედა, სადაცა არა არს საფუძველნი შენებისა.

54. რამეთუ არცა ძალ-ედვა საქმესა შენებულსა კაცთასა პყრობად ადგილსა ზედა, სადაცა იწყოს მაღალმან ქალაქი ჩუენებად.

55. შენ უკუე ნუ გეშინის, ნუცა შეძრწუნდების გული შენი, არამედ შევედ და იხილე ნათელი და დიდებულება შენებულისა, რაოდენ შესაძლებელ არს შენდა ხილვა თუალითა ხილვად.

56. და შემდგომად ამისა ისმინო, რაოდენსა შეიწყნარებს სასმენელი ყურთა შენთა სმენად.

57. რამეთუ ნეტარ ხარ შენ უფროს მრავალთა, და ჩინებულ ხარ წინაშე მაღლისა, რამეთუ არამრავალნი.

58. ხოლო ღამესა შინა, რომელი განთიად იქმნების, დაადგერ აქა.

59. და გიჩუენოს შენ მაღალმან იმის ხილვისა მაღალთა, რომელი ქმნა მაღალმან მკჳდრთა ქუეყანათა ზედა უკანასკნელთა დღეთა.

60. და დავიძინე მუნ ღამე და მეორესა, ვითარცა მრქუა მე.

თავი 11

11:1–46

1. და ვიხილე სიზმარი: და აჰა, აღმოვიდოდა ზღვათაგან ორბი, რომლისა იყვნეს ათორმეტნი ფრთენი მფრინველთა და თავნი სამნი.

2. და ვიხილე: აჰა, განეპყრნეს ფრთენი თჳსნი ყოველსა ზედა ქუეყანასა, და ყოველნი ქარნი ცისანი ქროდეს მისა და შეკრბებოდეს.

3. და ვიხილე: და ფრთეთაგან მისისა იშვებოდეს წინააღმდგომნი ფრთენი, და იგინი ჰყოფდენ ფრენათა კეთილთა და მცირეთა;

4. რამეთუ თავთა მისთა იყვნეს განმსუენებელნი, და საშუალი თავი იყო უფროს სხუათა თავთა, არამედ იგი განისუენებდა მის თანა.

5. და ვიხილე: აჰა, ორბი ფრინვიდა ფრთეთა ზედა თჳსთა და გამეფდა ქუეყანასა ზედა და მცხორებელთა მას ზედა.

6. და ვიხილე: რამეთუ დაემორჩილნეს მას ყოველნი ცასა ქუეშენი, და არავინ წინა-აღუდგებოდეს მას, არცა ერთი დაბადებულთაგანი, რომელი არს ქუეყანასა ზედა.

7. და ვიხილე: აჰა, აღდგა ორბი ფერჴსა ზედა თჳსსა და განუტევა ჴმაჲ ფრთითა თჳსითა, იტყოდა:

8. ნუ იღვიძებთ ყოველნი ერთბამად, დაიძინეთ თჳთოეულმან კაცად-კაცადმან ადგილთა თჳსთა და შემდგომად შეცვლისა იღჳძებდით,

9. ხოლო თავნი შემდგომსა ზედა რათა დაიცევით.

10. და ვიხილე: აჰა, ჴმაჲ არა აღმოვიდოდა თავთაგან მისთა, არამედ შუათაგან გუამისა მისისა.

11. და აღვრიცხენ წინააღმდგომნი ფრთისა მისისა, და აჰა, ამათთა იყვნენ რვანი.

12. და ვიხილე: აჰა, მარჯუენესა კერძოსა აღდგა ფრთა ერთი და გამეფდა ყოველსა ქუეყანასა ზედა.

13. და იყო, ოდეს მეფობდა, მოვიდა აღსასრული მისი, და არღარა გამოჩნდა ადგილი მისი, და სხუაჲ აღდგა და მეფობდა. მან მრავალსა ჟამსა იპყრა.

14. და იყო, ოდეს მეფობდა, და მოვიდა აღსასრული მისი, რათა არა გამოჩნდეს, ვითარცა უწინდელნი,

15. და აჰა, ჴმაჲ განტევებულ იქმნა მისა, იტყოდა:

16. ისმინეთ, რომელმან ესეოდენსა ჟამსა იპყრენ ქუეყანა! ამას აღგითქუამ შენ პირველ, ვიდრეღა იწყო უჩინო ყოფად.

17. ხოლო არავინ შემდგომად შენსა იპყრას ჟამი შენი, არამედ არცა ნახევარი მისი.

18. და აღიძრა მესამე და დაიპყრა მთავრობა, ვითარცა და პირველნი, არა გამოჩნდეს იგიცა.

19. და ესრეთ შეემთხჳოს სხუათაცა ყოველთა: თჳთოეულსა ცალკე უხუცესობისა დაპყრობად, და კუალად არა ოდეს გამოჩნდეს.

20. და ვიხილე: აჰა, ჟამსა შინა შედგომილნი ფრთენი აღიძრვოდეს მარჯუენით ადგილსა, რათა იპყრას მათცა უხუცესობა, და ამათგან იქმნნეს, რომელნი იპყრობდეს, არამედ გარნა მეყსა არა გამოჩნდებოდეს;

21. რამეთუ რომელიმე მათგანი აღდგებოდეს, არამედ ვერ იპყრობდეს უხუცესობასა.

22. და ვიხილე შემდგომად ამისა: და აჰა, რომელ არა გამოჩნდა ათორმეტ ფრთა და ორ ფრთა,

23. და არარაჲ იყო დაშთომილ გუამსა შინა ორბისასა, თჳნიერ ორთა თავთა განუსუენებდა და ექუს ფრთესა.

24. და ვიხილე: და აჰა, ექუს ფრთოვანთა განყოფილ არიან ორად, და ეგნეს ქუეშე თავთა, რამეთუ არს მარჯვენესა ზედა კერძოსა, რამეთუ ოთხნი ეგნეს ადგილთა შინა თჳსთა.

25. და ვიხილე: და აჰა, ქუეშე ფრთეთა გონებდა თავისად აღდგინებად და დაპყრობად უხუცესობისა,

26. და ვიხილე: და აჰა, ერთისა აღძრვა არს, არამედ მეყსეულად არა გამოჩნდა,

27. და მყო მოსწრაფე, ვიდრე პირველისა არა გამოჩნდეს.

28. და ვიხილე: და აჰა, ორნი, რომელი დაშთეს თავსა შორის თჳსსა, თჳთ განიზრახვიდეს იგინიცა მეფობად.

29. და მათ შინა ოდეს განიზრახვიდეს, და აჰა, ერთი განმსუენებელი თავი, რომელიცა იყო საშუალისა, განიღჳძებდა, რამეთუ ესე იყო ორთაგან თავთა უფროსნი.

30. და ვიხილე: რამეთუ შეერთებულ არიან ორთა თავთა თჳსთა თანა, და აჰა, მიქცეულ არს თავთა მათთა თანა,

31. რომელი მის თანა იყვნეს, და შთამოვიდეს ორთა ფრთეთა ქუეშე, რომელი განიზრახვიდა მეფობად.

32. ხოლო ამან თავმან შეაშინა ყოველი ქუეყანა და ფლობდა მათ ზედა მით, რომელნი სავანობენ ქუეყანასა ზედა მრავლითა შრომითა, და ფლობა დაეპყრა სიმგრგვლეთა ზედა ქუეყანისათა უფროს ყოველთა ფრთოვანთა, რომელნი იყვნეს.

33. და ამისა შემდგომად ვიხილე, და აჰა საშუალ თავისა მყის არა გამოჩნდეს, და ესე ვითარცა ფრთე,

34. ხოლო დაშთა ორი თავი რომელ, და იგი ეგრეთვე მეფობდეს ქუეყანასა ზედა და ზედა მსავანებელთა მას ზედა.

35. და ვიხილე: და აჰა, შთანთქა თავისა, რომელი იყო მარჯუენით კერძოსა იმისა, რომელი მარცხენით.

36. და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: იხილე წინაშე შენსა და გასინჯე, რომელი იხილო.

37. და ვიხილე: და აჰა, ვითარცა ლომი, განრისხებული, ტყისაგან მყვირალი, და ვიხილე, რამეთუ გამოუტევებდა ჴმასა კაცისა ორბისა მიმართ და თქუა მეტყუელმან:

38. ისმინე შენ და გეტყოდე შენ, და გრქუას შენ მაღალმან:

39. «არა შენ თუ ხარ, რომელი დაშთი ოთხთაგან ცხოველთა, რომელი ვქმენ მეფობად საუკუნესა შინა ჩემთა, და რათა მათ გამო მოვიდეს აღსასრული საუკუნოსა მათი?»

40. და მეოთხემან მომავალმან სძლო ყოველსა ცხოველსა, რომელნი განვიდოდეს, და ფლობითა დაიპყრა საუკუნე შეძრწუნებითა მრავლითა და ყოველი სოფელი შრომითურთ ბოროტითა, და დაიმკჳდრა ესეოდენთა ჟამთა სიმგრგვლესა ზედა ქუეყანისათა საცთურითა.

41. და საჯენ ქუეყანა არაჭეშმარიტებითა,

42. რამეთუ შემუსრე მდაბალნი და აწყინე სოფლიერთა სოფლისმოყვარეთა, და შეიყვარენ ცრუნი, და დაარღვიენ საყოფელნი მათნი და დაამშვიდე ზღუდე მათი, რომელნი შენ არა გავნებდენ.

43. და აღვიდა საძაგელებაჲ შენი მაღლისა მიმართ და ამპარტავანებაჲ შენი მაღლისა მიმართ და ამპარტავანებაჲ შენი ძლიერისა მიმართ.

44. და იხილა მაღალმან ამპარტავანებისა ჟამი, და აჰა აღსასრული არიან, და უსჯულოებანი მისნი აღსრულდეს.

45. ამისთჳს ნუ გამოსჩნდები შენ, ორბო, და ფრთენი შენნი საკჳრველნი და ფრთენი შენნი გარდაქცეულნი და თავნი შენნი ბოროტნი და ფერჴნი შენნი უუბოროტესნი - და ყოველი გუამი შენი ამაონი,

46. რამეთუ რათა გაცივდეს ყოველი ქუეყანაჲ და მიიქცეს თავისუფლებად შენისაგან მძლავრებისა და ესევდეს მსაჯულსა ზედა და მოწყალებასა შენსა, რომელმან ქმენ იგი.

თავი 12

12:1–51

1. და იყო, ოდეს თქუა ლომმან სიტყუანი ესე ორბისა მიმართ, და ვიხილე:

2. და აჰა, რომელი აღდგა თავი და არა გამოჩნდა ოთხფრთა იმისი, რომელი მისა მიმართ განვიდოდეს და აღდგეს, რათა მეფობდენ, და იყო მეფობა მათი მოკლებით და ღელვითა სავსე.

3. და ვიხილე: და აჰა იგი არა გამოჩნდა და ყოველი გვამი ორბისა დაიწოდეს, და შეშინდა ქუეყანა ფრიად, და მე ღელვისაგან და განკჳრვებისა გონებისა და დიდთაგან შიშთა განვიფრთხობდი, და ვარქუ სულსა ჩემსა:

4. აჰა, შენ მომცენ მე იგი ამათ,რამეთუ გამოეძიებ გზასა მაღლისასა.

5. და აჰა, კუალად ვშვრები სულითა და სულითა ჩემითა მოუძლურდი ფრიად, და არცა მცირე არს ჩემ შორის ძალი სიმრავლისაგან შიშისა, რომელ შევშინდი ღამესა ამას.

6. და აწ უკუე ვევედრო მაღალსა, რათა მე განმაძლიეროს ვიდრე სრულიად.

7. და ვარქუ: მეუფეო უფალო, უკეთუ მიპოვნიეს მადლი წინაშე თუალთა შენთა, და უკეთუ განმართლებულ ვარ წინაშე შენსა უფროს მრავალთა, და უკეთუ ჭეშმარიტად აღმოვიდეს ვედრებაჲ ჩემი წინაშე პირსა შენსა, განმაძლიერე მე

8. და გამომიცხადე მე, მონასა შენსა, თარგმანი და პირად-პირადნი ხილვანი საკჳრველებისანი ამის, რათა სრულიად ნუგეშინი-სცე სულსა ჩემსა,

9. რამეთუ ღირს-მიჩინე მე ჩუენებად ჟამსა უკანასკნელი. და ჰრქუა ჩემდა მომართ:

10. ესე არს თარგმანი ხილვისა ამის:

11. ორბი, რომელი იხილენ აღმომავალი ზღჳსაგან, იგი არს მეფობაჲ, რომელი იხილა ხილვასა შინა ზედა (და იყოს საშინელი უუფროსეს) დანიელ, ძმამან შენმან;

12. არამედ არა არს მისა გამოთარგმნილ, რომელსა მე აწ შენ გამოგითარგმანებ.

13. აჰა, დღენი მოვალს და აღდგეს მეფობა ქუეყანასა ყოველთა სამეფოთა, რომელი იყუნეს პირველ მისსა.

14. ხოლო მეფობად იყოს მას ზედა მეფენი ათორმეტნი, ერთი შემდგომად ერთისა.

15. რამეთუ მეორემან იწყოს მეფობად და მან იპყრას უფროსად ჟამსა უფრო ათორმეტისა.

16. ესე არს თარგმანი ათორმეტთა ფრთეთა, რომელი იხილენ.

17. და რომელი ისმინენ ჴმაჲ, რომელი იტყოდა, არა თავისაგან მისისა აღმომავალი, არამედ საშუალისაგან გუამისა მისისა

18. ესე არს თარგმანი, რამეთუ შემდგომად ჟამისა მეფობაჲ მისი იშვას, ჴდომაჲ არა მცირესა და შეჭირვებად აქუს, რამეთუ რათა დაეცეს, და არა დაეცეს მაშინ, არამედ კუალად აღიდგინოს და იდვას თჳსსავე შინა დასაბამსა.

19. და რომელი იხილე ქუეშე ფრთეთა რვათა მომფრინვალთა ფრთეთა მისსა, ესე არს თარგმანი:

20. აღდგენ მას შინა რვანი მეფენი, რომელთა იყოს ჟამნი მსუბუქნი და წელნი მყის, და ორნი უკუე მათგანნი წარწყმდენ.

21. ხოლო მიახლებულნი ჟამთა საშუალისა ოთხნი დაიცვნეს ჟამსა შინა, მიახლებად ოდეს იწყოს ჟამისა მისისა, რათა აღესრულოს; ხოლო ორნი აღსასრულსა ზედა დაიცოს.

22. და ვითარცა იხილენ სამნი თავნი განსუენებულნი, აჰა, არს თარგმანი:

23. უკანასკნელისა მისისა აღადგინოს მაღალმან სამნი მეფენი, და მოუწოდოს მას შინა მრავალთა, და მფლობელობდენ ქუეყანასა და რომელნი მკჳდრობდენ მათ ზედა

24. შრომითა მრავლითა ყოველთა ზედა, რომელნი იქმნეს პირველ ამათთა. ამისთჳს ესე წოდებულ არიან თავნი ორბთანი,

25. რამეთუ ესე იქმნებიან, რამეთუ შემდგომად მეორისა არაწმინდებისა მისა და რომელმან აღასრულოს უკანასკნელნი მისნი.

26. და ვითარცა იხილენ თავისა უფროსისა არაგამოცხადებისა, ესე არს თარგმანი მისი, რამეთუ ერთი მათგანი ცხედარსა ზედა თჳსსა მოკუდეს, არამედ გარნა ტანჯვითა,

27. რამეთუ ორი, რომელი ეგნენ, მახჳლი მათი შეჭამდეს.

28. რამეთუ ერთმან მახჳლმან შეჭამნეს, რომელნიცა იყვნენ მის თანა, არამედ გარნა და ესენი მახჳლითა უკანასკნელთა ზედა დაეცეს.

29. და რომელი იხილენ ორთა ფრთეთა ქვეშე აღმომავალი თავსა ზედა, რომელ არს მარჯუენით კერძოსა,

30. ესე არს თარგმანი: ესენი არიან, რომელნი შეაცთუნა მაღალმან აღსასრულსა შორის თჳსთა, ესე არს მეფობაჲ ნაკლულევანი და მწუხარებითა სავსე.

31. ვითარცა იხილენ და ლომი, რომლისა მხილველ ხარ ტყისაგან განძჳნებულისა და მყჳრალისა და მეტყველისა ორბისა მიმართ და მახლობელი მისი და უსამართლოებისა მისისა ყოვლისა სიტყჳსა მისისა, ვითარცა გსმენეს,

32. ესე არს ქარი, რომლისა დაიცვა მაღალმან აღსასრულსა ზედა მის ზედა და არაწმინდებათა მათთა და ამხილოს მათ და გამოუჩინოს წინაშე მათსა საცთურნი მათნი.

33. რამეთუ დაადგინნეს იგინი ცხოველთა სასჯელთა ზედა, და იყოს, ოდეს ამხილოს მათ, მაშინ განსწავლოს იგინი.

34. რამეთუ დანარჩომნი ერნი ჩემნი იჴსნეს საბრალოებითა, რომელი დამარხულ არიან ჩემთა აღსასრულთა ზედა და ჰნატრიდენ მათ, ვიდრემდის მოვიდეს აღსასრული დღისა სასჯელისა ხოლო, რომლისათჳს გეტყოდა შენ დასაბამითგან.

35. ესე ჩუენებაჲ, რომლისა გიხილავნ, და ესე არიან თარგმანნი.

36. შენ უკუე ერთი ღირს იქმენ ცნობად საიდუმლოსა ამის მაღლისასა.

37. დაწერე უკუე ყოველი ესე წიგნსა შინა, რომელი იხილენ, და დასხენ იგინი ადგილსა შინა საცავსა,

38. და ასწავებდი ამათ ბრძენთა ერთაგან შენთა, რომელთა გული უწყოდე, რამეთუ ძალ-უცთ შეწყნარებად და დამარხვად საიდუმლოსა ამის.

39. ხოლო შენ კუალად დაითმინენ აქა სხუანი შჳდნი დღენი, რათა შენდა ჩვენებულ იყოს ყოველი, რომელი სათნო-გიჩინოს მაღალმან ჩვენებად შენდა. და განვიდა ჩემგან.

40. და იყო, ოდეს ისმინა ყოველი თემმან, რამეთუ წარჴდეს შჳდნი დღენი და მე არა მივიქეც ქალაქად, და შეკრბეს ყოველნი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და მოვიდეს ჩემდამო და მრქუეს მე, მეტყველთა:

41. რაჲ-მე შეგცოდეთ შენდა და რაჲ ვიუსამართლოეთ შენ ზედა, რამეთუ დაგჳტევენ ჩუენ და დაემკჳდრენ ადგილთა ამათ?

42. რამეთუ შენ ჩუენ დაგვიტევე ერთი ყოველთაგან ერთა, ვითარცა ტევანი ვენაჴისგან, და ვითარცა სანთელი ადგილსა შინა წყუდიადსა და ვითარცა ნავთ-საყუდელი და ნავი, ცხოვრებული გრიგალისაგან.

43. ანუ არა კმა არიან ჩუენდა ბოროტნი, რომელი შეგუემთხუევიან?

44. უკეთუ უკუე შენ ჩუენ დაგვიტევებ, რაოდენ უმჯობეს იყო ჩუენდა, უკეთუმცა ჩუენცა დამწუარ ქმნილ ვიყავით დამწუართა თანა სიონისათა?

45. რამეთუ არცა ჩუენ ვართ უმჯობეს მათთა, რომელნი მუნ მოსწყდეს. და ტიროდეს ჴმითა დიდითა. და მიუგე მათდა მიმართ და ვარქუ:

46. ესევდი, ისრაელ, და არა ძალ-გიცს შეჭირვებად შენ, სახლო იაკობისო,

47. რამეთუ არს ჴსენება თქუენი წინაშე მაღლისა და ძალი თქუენისა არადავიწყებისა განსაცდელსა შინა.

48. რამეთუ მე არა დაგიტევე თქუენ, არცა განვდეგ თქვენგან, არამედ მოველ ამას ზედა ადგილსა, რათა ვევედრო დარღვეულებისათჳს სიონისა, რათა ვიძიო მოწყალებაჲ დამდაბლებისათჳს წმიდათა თქუენთა.

49. და აწ წარვედით თჳთეული კაცად-კაცადი სახლსა შინა თქუენსა, და მე მოვიდე თქუენდა შემდგომად დღეთა ამათ.

50. და წარვიდა თემი, ვითარცა ვარქუ მას,ქალაქსა შინა,

51. ხოლო მე დავჯედ ველსა ზედა შჳდ დღე, ვითარცა მებრძანა მე, და ვჭამე ყუავილი ოდენ ველთაგან და თივათაგან მექმნა მე საზრდელი დღეთა ამათ შინა.

თავი 13

13:1–58

1. და იყო, შემდგომად შჳდთა დღეთა და ვიხილე ჩვენებასა ღამით:

2. და აჰა, ზღჳსაგან ქარი აღდგა, რათა აღძრას ყოველი ღელვაჲ მისი.

3. და ვიხილე: და აჰა, შეუძლებდა იგი კაცი ათასთა თანა ზეცისათა, და სადაცა პირი თჳსი მოაქცია, რათა იხილოს, შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი წინაშე მისსა იხილვებოდეს.

4. და სადა აღმოვიდოდეს ჴმაჲ პირისაგან მისისა,შეიწვებოდეს ყოველნი, რომელნი ისმენდეს ჴმასა მისსა, ვითარცა განისვენებს ქუეყანა, ოდეს ისმენს ცეცხლი.

5. და ვიხილე შემდგომად ამისა: და აჰა, შეკრბებოდეს სიმრავლე ერისა, რომელთა არა იყო რიცხჳ ოთხთაგან ქართა ცისათა, რათა ჰსძლევდენ კაცსა, რომელი აღმოვიდა ზღჳსაგან.

6. და ვიხილე: და აჰა თავით თჳსით გამოაქანდაკებდა მთასა დიდსა და გარდაფრინდა მას ზედა.

7. ხოლო მე ვეძიებდი ხილვად კერძოსა ანუ ადგილსა, სადათგან გამოქანდაკებულ იქმნა, და ვერ უძლე.

8. და შემდგომად ვიხილე: და აჰა, ყოველნი, რომელნი შეკრებულ არიან მას ზედა, რათა ბრძოდენ მას. და შეშინდეს ფრიად, ვინათგან იკადრებდეს განწყობად.

9. რამეთუ აჰა, ოდეს ვიხილე აღშფოთება სიმრავლისა მომავალისა, არა აღძრვიდა ჴელსა თჳსსა, არცა მახჳლსა იპყრობდა და არა რომელსა ჭურსა ბრძოლისასა; გარნა ვითარცა ვიხილე,

10. ვინათგან განუტევა პირისაგან თჳსისა, ვითარცა სული ცეცხლისა; და ბაგისაგან მისისა, ვითარცა სული ალისა; და ენისაგან თჳსისა გამოავლენდა ნაბერწყალსა და გრიგალთა. და შეერთებულთა თანა არიან ერთბამად ესე ყოველნი: ბერვაჲ ცეცხლისაჲ და სული ალისა და სიმრავლე გრიგალთა.

11. და დასცნა სიმრავლესა ზედა აღშფოთებათა შინა, რომელი განმზადებულ იქმნეს ბრძოლად, და შეწუნა ყოველნი და აღმოფხურნა, რამეთუ მყის არარაჲვე ხილულ იქმნეს უანგარიშოთაგან სიმრავლეთა, თჳნიერ გარნა მტუერი და კუამლი მყრალნი, და ვიხილე და შევშინდი.

12. და შემდგომად ამათთა ვიხილე მის კაცისა, მომავალისა მთითგან, და უჴმობდა თჳსდა სიმრავლესა, და სხუანი მშჳდნი.

13. და მიეახლნეს მისა მიმართ პირნი კაცთა მრავალთა, რომელთამე მოხარულთა და რომელთამე მწუხარეთა; ხოლო რომელნიმე წოდებულნი, რომელიმე მოყვანებულნი მათთჳს, რომელი მოჰყვანდეს, - და ვერ შეუძელ სიმრავლისაგან შიშისა და განვიღვიძე და ვთქუ:

14. შენ დასაბამითგან მაჩუენენ მონასა შენსა საკჳრველებანი ესენი და ღირს მყავ მე, რათა შეიწყნარო ვედრებისა ჩემისა,

15. და აწცა მიჩვენე მე კუალად თარგმანი ჩუენებისა ამის,

16. რამეთუ ვითარცა ვგონო საცნობელთა შინა ჩემთა, ვაჲ, რომელი დატევებულ იქმნეს დღეთა ამათ შინა, და უფროჲსღა ვაჲ ამათ, რომელი არა არიან დატევებულნი.

17. რამეთუ რომელი არა არიან დატევებულნი, შეჭირვებულ იყვნეს.

18. გულისხმა-მიყავ აწ, რომელნი არიან განსხმულნი უკანასკნელთა დღეთა, და შეემთხჳნენ მათ არამედ და იგინიცა, რომელნი დატევებულ არიან.

19. რამეთუ ამისთჳს მოვიდეს მწუხარებათა შინა დიდთა და საჭირო მრავალთა შინა მრავალნი, ვითარცა გიჩვენებენ ჩვენებანი ესე.

20. რამეთუ გარნა უმსუბუქეს არს ჭირვეულისა მოსლვად ამას ზედა, ვიდრეღა მოსლვად, ვითარცა ღრუბელი საუკუნითგან და აწ ხილვად, რომელი შეემთხუევიან უკანასკნელთა ჟამთა.

21. და მომიგო ჩემდა მომართ და მრქვა: და ხილვისა თარგმანი გრქუა შენ, და რომელთაცა მთქმელ ხარ, განგიხუნე შენ.

22. ვინათგან მათთჳს იკითხენ, რომელნი დტევებულ არიან, ესე არს თარგმანი:

23. რომელნი მიიღებდეს ჭირსა მას ჟამსა შინა, იგინი დაიცვან; რომელი ჭირსა შინა დაეცნეს, ესენი არიან, რომელთა აქუნდეს საქმენი და სარწმუნოება უძლიერესისა მიმართ.

24. უწყოდინ უკუე, რამეთუ უფროს სანატრელ არიან, რომელნი დაეტევნეს, უფროჲს ამათთა, რომელნი მკუდარ არიან.

25. ესე თარგმანი ხილვისა:რამეთუ იხილე კაცი, აღმომავალი შუა ზღჳსაგან,

26. იგი არს, რომლისა დაიცოს მაღალმან მრავალ ჟამ, რომელმან თავით თჳსით იჴსნას ქმნილნი თჳსნი და თავადმან განაგოს, რომელი დატევებულ არიან.

27. და ვითარცა მხილველ ხარ, პირისაგან მისისა გამოვალს, ვითარცა სული და ცეცხლი და გრიგალი,

28. და რამეთუ არა ეპყრნა მახჳლი და არცა ჭური ბრძოლისა, რამეთუ დაეცა შემაშფოთებელი მისი სიმრავლე, რომელნი მოვიდოდეს ბრძოლად მისა, ესე არს თარგმანი:

29. აჰა, დღენი მოვიდეს, ოდეს იწყოს მაღალმან ჴსნად ამათთა, რომელნი ქუეყანასა ზედა არიან.

30. და მოვიდეს განკჳრვებასა შინა გონებისა მათ ზედა, რომელნი სავანობენ ქუეყანასა.

31. და სხუანი სხუათა განიზრახვენ ბრძოლად: ქალაქი ქალაქსა ზედა და ადგილი ადგილსა ზედა და ნათესავნი ნათესავთა ზედა და სამეფოსა მეფეთა ზედა.

32. და იყოს, ოდეს იყვნენ ესე და შეემთხჳოს სასწაული, რომელი პირველ გიჩუენე შენ, და მაშინ განცხადნეს ძე ჩემი, რომელიცა იხილენ, ვითარცა კაცი აღმომავალი.

33. და იყოს, ოდეს ისმინონ ყოველთა წარმართთა ჴმისა მისისა, და დაადგინოს თჳთოეული კაცად-კაცადი ადგილსა შინა თჳსსა ბრძოლაჲ თჳსი, რომელი აქუნდესთ ურთიერთსა ზედა.

34. და შეკრიბოს ერთსა შინა შეკრებასა სიმრავლე ურიცხჳ, რამეთუ ინებეს განსლვად და განწყობად მის ზედა.

35. ხოლო იგი დადგეს მთასა ზედა მაღალსა სიონს.

36. ხოლო სიონი მოვიდეს და გამოუჩნდეს ყოველთა, გამზადებული და აღშენებული, ვითარცა იხილენ მთაჲ, აღმოკუეთილი უჴელოდ.

37. ხოლო თავადმან მწემან ჩემმან ამხილნეს, რომელნი ჰპოებდენ წარმართნი არაწმინდებათა მათთა, იგი რომელნი გრიგალისა მიმართ მიახლებისათჳს ბოროტთა განზრახვისა მათისა და ტანჯვითა, რომლითა იწყონ ტანჯვად,

38. რომელი მსგავს არიან ალისა; და წარწყმიდნეს იგინი უშრომელად სჯულისაებრ, რომელი ცეცხლითა მსგავს არს.

39. და ვითარცა იხილენ იგი, რომელი შეიკრებდა თვისად მიმართ სხუათა მრავალთა მშჳდთა,

40. ესენი არიან ათნი ტომნი, რომელნი წარტყუენულ იქმნნეს ქუეყანისაგან თჳსისა დღესა შინა ოსია მეფისა, რომელიცა წარსტყუენა სალმანზარ, მეფემან ასურეთისამან, და განიყვანნა იგინი წიაღ მდინარესა, და წარყვანებულ არიან ქუეყანასა შინა სხუასა.

41. ხოლო იგინი თავით თვისით მისცემდეს ზრახვასა მას, რათა დაუტეოს სიმრავლე წარმართთა და რათამცა წარგზავნეს შორსა შინა კერძოსა, სადაცა არაოდეს სავანობდა ნათესავი კაცთა,

42. ანუ ეგრეთ დაცვად სჯულსა თჳსსა, რომელნი არა იცევდენ ქუეყანასა შინა თჳსსა.

43. ხოლო შესლვითა უმცირესით მდინარისა ევფრათისა შევიდეს,

44. რამეთუ უქმნა მათ მაშინ მაღალმან სასწაული და დაადგინნა ძარღუნი მდინარისანი, ვიდრემდის განვიდენ.

45. რამეთუ გარნა ადგილი იყო გზათა მრავალთა უდაბნოდ წლისა ერთისა და ველთა, რამეთუ ქუეყანაჲ ესე იწოდების არსარეფა.

46. მაშინ დაევანნეს მუნ ვიდრე შემდგომთა ჟამადმდე. და აწ, კუალად ოდეს იწყონ მოსლვად,

47. კუალად მაღალმან დაადგინეს ძარღუნი მდინარისანი, რათა შეუძლონ განსლვად; ამისთჳს იხილენ სიმრავლე მშჳდთა თანა.

48. არამედ და რომელნი დატევებულ არიან ერთაგან თჳსთა, ესენი არიან, რომელნი მოიქცნენ შინაგან საზღვართა ჩემთა.

49. იქმნენ უკუე, ოდეს იწყონ წარწყმედად მრავალთა მათთა, რომელნი შეკრებულ არიან წარმართნი, შეეწიოს მათ, რომელნი შეეწივნეს ერთა.

50. და მაშინ ეჩვენოს მათ სიმრავლე დიდთა საკჳრველებათა.

51. და ვარქუ მე: მეუფეო უფალო, ესე მაუწყე მე,რაჲსათჳს ვიხილე კაცი, აღმომავალი გულისაგან ზღჳსა?

52. და მრქუა მე: ვითარცა არ ძალ-გიც ესე გამოძიებად, ანუ ცნობად, რომელი არიან სიღრმესა შინა ზღჳსასა, ეგრეთ არ ძალ-გიც თჳთოეულისა ხილვად ქუეყანასა ზედა ძისა ჩემისა, ანუ მათ თანა, რომელნი მის თანა არიან, გარნა ჟამსა შინა დღეთასა.

53. ესე არს თარგმანი ჩუენებათა, რომელი იხილენ და რაჲსათჳს განათლებულ ხარ აქა ერთი.

54. რამეთუ დაგიტევებიეს შენნი, და გარემოჲს ჩემსა უქმ ყვენ სჯული, და მოიძიენ.

55. რამეთუ ცხოვრება შენი განაგენ სიბრძნესა შინა და საცნობელსა შინა უწოდე დედად.

56. და მისთჳს გაჩუენენ შენ სასყიდელნი მაღლისა თანა, რამეთუ იყოს, შემდგომად სხუათა სამთა დღეთა შენდამო სხვათა გეტყოდე და განვაცხადო შენდა მძიმენი და ხილვანი.

57. და წარვედ და მოვედ ველსა ზედა, მრავალი დიდება და ქება მაღლისა საკჳრველებათათჳს, რომელი ჟამისაებრ ჰყოფდა,

58. და რამეთუ განმართებს ამას, რომელნიცა არიან ჟამთა შორის ქმნილნი, - და დავჯე მუნ სამ დღე.

თავი 14

14:1–48

1. და იყო, დღეთა შინა სამთა და მე ვჯედ მუხასა ქუეშე, და აჰა ჴმაჲ გამოვიდა წინაშე ჩემსა მაყლოვანითგან და თქუა: ეზდრა, ეზდრა!

2. და ვარქუ: აჰა მე, უფალო. და აღვდეგ ფერჴსა ზედა ჩემსა.

3. და მრქუა მე: განცხადებულ ვარ მაყლოვანსა ზედა და ვიტყოდი მოსეს მიმართ, ოდეს მსახურებდა ერსა ჩემსა ეგჳპტესა შინა.

4. და წარვავლინე იგი და გამოვიყვანე ერი ჩემი ეგჳპტითგან და მოვიყვანე იგი მთასა ზედა სიონისასა, და ვიპყრენ იგი წინაშე ჩემსა დღე მრავალ,

5. და ვაუწყენ მას საკჳრველნი მრავალნი და უჩვენენ მას ჟამნი საიდუმლონი და აღსასრულნი და ვამცნე მას სიტყუანი:

6. «ესენი განცხადებასა შინა ქმნილნი სიტყვანი და ესენი დაფარულნი».

7. და აწ შენ გარქუ:

8. სასწაულნი, რომელი გიჩვენენ ძილსა, რომელი იხილენ, და თარგმანნი, რომელი შენ იუწყენ გულითა შენითა, დავდევ იგინი,

9. რამეთუ შენ მიიღე ყოველთაგან რიცხულ ნეშტნი ზრახვათა თანა ჩემთა და ღირსებისა თანა შენთა, ვიდრემდის აღესრულოს ჟამი

10. რამეთუ საუკუნო წარწყმიდე სიჭაბუკით თჳსით, და ჟამი მოგეახლნენ სიბერედ,

11. რამეთუ ათორმეტსა ზედა ნაწილსა განყოფილ არს საუკუნოჲ, და წარჴდეს იგი ათნი და ნახევარი ათთა ნაწილთა,

12. ხოლო დაშთეს მისა შემდგომად ნახევარი ათთა ნაწილთა.

13. აწ უკუე აღაშენე სახლი შენი და განსწავლნე ერნი შენი და ნუგეშინის-ეც სიმდაბლეთა მათთა, და მომიგო აწ ხრწნილი,

14. და განუტევე თავისაგან მოკუდავი გულისსიტყუაჲ, და განახუნენ თავისაგან სიმძიმენი ერისანი, და განიძარცუენ აწ თავისაგან უძლური ბუნება, და დაუტევენ ერთსა შინა კერძოსა შემაძრწუნებელნი შენნი გულისსიტყვანი, და ისწრაფე განსლვად ჟამთაგან ამათთა.

15. რამეთუ რომელი იხილენ აწ შემთხუევად ბოროტისა, კუალად იმათსა უმწირეს იქმნეს.

16. რამეთუ რავდენ არ ძალ-უცს საუკუნოს სიბერისაგან, ეგოდენ განმრავლდეს მსავანებელთა ზედა ბოროტნი.

17. რამეთუ განეშორნეს შორად ჭეშმარიტებაჲ და მოეახლნეს საცთურნი, რამეთუ აწვე ისწრაფის მოსლვად, რომელნი იხილენ ხილვანი.

18. და მიუგე და ვარქუ: წინაშე შენსა, უფალო.

19. რამეთუ აჰა, მე წარვიდე, ვითარცა მიბრძანენ მე, და ვსწავლო აწინდელთა ერთა. და რომელნი იშვნენ, ვინ ასწავნეს მათ?

20. რამეთუ დატევებულ არს საუკუნოჲ ბნელსა შინა, და რომელნი მკჳდრობენ მას შინა - უსინათლოდ;

21. ვინათგან სჯული შენი დამწუარ არს, ამისთჳს არავინ უწყის, რომელნი შენგან ქმნილ არიან, ანუ რომელი იწყონ საქმენი.

22. რამეთუ უკეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, მოავლინე ჩემ შორის სული წმიდაჲ, რათა დავსწერო ყოველი, რომელი ქმნილ იქმნა საუკუნოსა შინა დასაბამითგან, რომელნი იყვნეს სჯულსა შინა შენსა წერილ, რათა შეუძლონ კაცთა პოვნად კუალისა, და რომელნი მოიღებენ ცხორებასა უკანასკნელთა ჟამთა შინა, რათა ცხოვრებდენ.

23. და მომიგო მე და მრქუა: წარვედ და შეკრიბე ერი და არქუ მათდა მიმართ, რათა არა გეძიებდენ შენ დღეთა ორმეოცთა.

24. ხოლო შენ განუმზადე თავსა შენსა ფიცარნი მრავალი და წარიღე შენ თანა სარიაჲ, დავრიაჲ, სალემიაჲ, ახაიაჲ და ასიელაჲ - ხუთნი იგინი, რომელნი განმზადებულ არიან მოსწრაფედ წერისა მიმართ.

25. და მოვედით აქა, და მე აღვანთნე გულთა შინა შენთა სანთელნი მეცნიერებისანი, და არა დაშრტეს, ვიდრემდის აღესრულნეს, რომლისა იწყოთ წერად.

26. და ოდეს აღასრულნეთ, რომელნიმე განცხადებულად რათა ჰყოთ, რომელნიმე სიბრძნით დაფარულად მიეც, რამეთუ ხვალისდა ჟამსა ამას შინა იწყე წერად.

27. და წარვედ, ვითარცა მიბრძანა მე, და შევკრიბე ყოველი ერი და ვარქუ:

28. ისმინე, ისრაელ, სიტყუანი ესე:

29. მწირობდენ მამანი ჩუენნი დასაბამითგან ეგჳპტესა შინა, და ჴსნილ არიან მუნითგან.

30. და მოიღეს სჯულნი ცხორებისანი, რომელიცა არა დაიცვნეს, რომელნი თქუენცა შემდგომად მათსა გარდაჴედით.

31. და მოგცნეს თქუენ ქუეყანა ნაწილად და ქუეყანა სიონისა მამათა თქუენთა და თქუენ უსჯულოება ჰყავთ და არა იპყრენით გზა, რომელი გიბრძანა თქუენ მაღალმან.

32. და ვინათგან მართლმსაჯულ არს, მიგეღნეს თქუენგან ჟამსა შინა, რომელსა მოგანიჭა.

33. და აწ თქუენ აქა ხართ და ძმანი თქუენნი თქუენ შორის არიან.

34. უკეთუ უკუე უბრძანეთ საცნობელსა თქუენსა და განსწავლნეთ გულნი თქუენნი, ცხორებისა თანამპყრობელ იქმნეთ და შემდგომად სიკუდილისა წყალობა დაიმკჳდროთ.

35. რამეთუ სასჯელი შემდგომად სიკუდილისა მოვიდეს, ოდეს კუალად გან-ვე-ცხოვლდეთ; და მაშინ მართალთა სახელნი განცხადნეს და არაწმიდათა საქმენი ეუწყნეს.

36. ჩემდა მომართ უკუე ნურვინ მომეახლებით აწ, ნუცა მეძიებთ მე ვიდრე ორმეოც დღემდე.

37. და წარვიყვანენ ხუთნი კაცნი, ვითარცა მამცნო მე, და მივედით ველად და ვეგენით მუნ.

38. და იქმნა განთიად, და აჰა ჴმაჲ, მიწოდა მე და მეტყოდა: ეზდრა, აღახუენ ბჭენი შენნი და სუ, რომელიცა გასუა შენ.

39. და აღვახუენ ბაგენი ჩემნი, და აჰა სასმელი სავსე მომეცემოდა მე; ესე იყო სავსე, ვითარცა წყალნი, ხოლო ფერი მისი მსგავსი ცეცხლისა.

40. და მოვიღე და ვსუ, და მას შინა, ოდეს ვსუ, გული ჩემი აღიძრა მეცნიერებითა, და მკერდნი ჩემნი აღორძინდეს სიბრძნედ, და რამეთუ სულმან ჩემმან იპყრნეს მოჴსენებანი.

41. და აღხმულ იქმნა ბჭენი ჩემნი და არა იქმნა დაჴშულ მერმეღა.

42. მაღალმან მოსცა მეცნიერება ხუთთა კაცთა, და სწერდეს, რომელსა ვიტყოდი განკჳრვებასა ღამისასა, რომელთა არა უწყოდი.

43. ხოლო ღამე ვჭამდით პურსა, ხოლო მე დღესა შინა ვიტყოდი და ღამე არა დავდუმდებოდი.

44. და დაწერილ არიან ორმეოცთა წელ დღეთა წიგნნი ორას ოთხნი.

45. და იქმნა, ოდეს განსრულდეს ორმეოცნი დღენი, მეტყოდა მაღალი და მრქუა:

46. პირველნი, რომელნი დასწერენ, ცხადად დაადგინე, რათამცა იკითხვიდენ ღირსნი და არაღირსნი,

47. ხოლო უკანასკნელნი სამეოცდაათნი დაიცევ, რათა მისცნე იგინი ბრძენთა ერთაგან შენთა,

48. რამეთუ მათთა შინა არს ძარღვი მეცნიერებისა და წყარო სიბრძნისა და ცნობისა მდინარე. და ვქმენ ეგრეთ.

თავი 15

15:1–63

1. აჰა, სიტყუანი ყურთა შინა ერთა ჩემთა,სიტყუანი წინასწარმეტყუელებისანი, რომელი მოგცე პირსა შინა შენსა - მრქუა უფალმან,

2. და ყავ, რათა ეტრატსა ზედა დაიწერებოდეს, რამეთუ სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან.

3. ნუ გეშინის გულისსიტყუათაგან შენ ზედა, ნუცა რათა შეგაძრწუნებენ შენ ურწმუნონი მეტყუელნი,

4. ვინათგან ყოველნი ურწმუნონი ურწმუნოებათა შინა თჳსთა მოკუდენ.

5. აჰა, მე მოვავლინო, თქუა უფალმან, სიმგრგვლეთა ზედა ქუეყანისათა ბოროტნი, მახჳლი და სიყმილი და სიკუდილი და წარსაწყმედელი,

6. ვინათგან შეაგინეს უსჯულოებითა ყოველი ქუეყანა, და სავსე არიან საქმენი მათნი წყინებითა.

7. ამისთჳს თქუა უფალმან:

8. აწ არა დავდუმნე არაწმიდებათათჳს მათთა, რომელნი უსჯულოებასა ჰყოფენ, არა მოუთმო მათ, რომელნი ბოროტთა ჰყოფენ. აჰა სისხლნი უბრალონი და მართალსა ღაღადებენ ჩემდა მომართ, და სულნი მართალთანი მიღაღადებენ დაუცხრომელად.

9. შურისგებითა შური ვაგო მათ, თქუა უფალმან, და მოვიღო ყოველნი სისხლი უბრალოთა მათგან ჩემდა მომართ.

10. აჰა, ერი ჩემი, რამეთუ სამწყსო და მკულელთა მიმართ მომყვანებელთა, აწ არა დავითმინო მისი, რომელნი აჭირვებენ მათ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა,

11. არამედ გამოვიყვანნე იგინი ჴელითა ძლიერითა და მკლავითა მაღლითა და მოვსწუა ეგჳპტე ტანჯვითა, ვითარცა პირველ, და განვხრწნა ყოველი ქუეყანა მისი.

12. აღტირდეს ეგჳპტე და საფუძველნი მისნი, წურთითა მოსრულ იქმნეს და წურთითა, რომელი მოუვლინოს მას ღმერთმან.

13. და ტიროდეს მუშაკნი,მოქმედნი ქუეყანისანი, რამეთუ მოაკლდენ თესლნი მათნი ოდისა მიერ და სეტყუათაგან და ვარსკულავისაგან საშინელისა.

14. ვაჲ ზრახვასა, და რომელიცა მკჳდრობენ მას შინა,

15. ვინათგან მოეახლნეს მახვილი და შემუსრვილებანი მათნი, და აღდგეს წარმართნი წარმართთა ზედა ბრძოლად, და მახჳლი ჴელთა შინა მათთა.

16. რამეთუ იყოს დაუდგომრობასა კაცთასა, და სხუანი სხუათა მომრეველნი, და არა შესჭირდესთ მეფისათჳს თჳსისა და უხუცესთა - გზანი საქმეთათჳს თჳსთა შეძლებასა შინა თჳსთა.

17. რამეთუ ენებოს კაცთა ქალაქსა შინა შესლვად და ვერ უძლონ,

18. რამეთუ ამპარტავნებათათჳს მათთა ქალაქნი შეძრწუნდენ, სახლნი შეიმუსრნეს, კაცნი შეშინდენ.

19. არა შეიწყალებოდეს კაცი მოყუსისა მიმართ თჳსისა მოოჴრებასა ზედა სახლთა მათთა საჭურველთა შინა, წარტაცებასა განიბნივნეს სიმდიდრე მათი სიყმილისათჳს პურისა და ჭირთათჳს მრავლისა.

20. ესე მე მოუწოდებ, თქუა უფალმან, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რომელ მე მეშიშოდენ, რომელ არიან აღმოსავლითგან და სამხრეთისა და ჩრდილოთგან და ლიბანისა მოქცევისა მიმართ თავისა მიმართ, და მივაგო, რომელსა მიაგებდეს მათ.

21. ვითარცა უყოფენ ვიდრე დღეინდელად დღედმდე რჩეულთა ჩემთა, ეგრეთ უყო და მივაგო წიაღთა შინა მათ - ესე თქუა უფალმან ღმერთმან.

22. არა რიდოს მარჯუენემან ჩემმან ცოდვილთა, და არა დასცხრეს მახჳლი, რომელთა დასთხიეს სისხლი უბრალო ქუეყანასა ზედა.

23. და აღჴდეს ცეცხლი რისხვისაგან ჩემისა და შეწუნეს საფუძველნი ქუეყანისანი და ცოდვილნი, ვითარცა ნაძეძი დამწუარნი.

24. ვაჲ ამათ, რომელნი სცოდვენ და არა იპყრობენ მცნებათა ჩემთა - თქუა უფალმან.

25. არა ვკითხო მათ. განვედით, ძენო, ფლობისაგან, ნუ შეგინებად სიწმიდისა ჩემისა.

26. რამეთუ უწყის უფალმან ყოველთა, რომელნი სცოდვენ მას, ამისთჳს მისცა იგინი სიკუდილსა შინა და დაკლვასა.

27. რამეთუ აწ მოვიდნენ სიმგრგვლესა ზედა ქუეყანისასა სიბოროტენი და ჰგიეს მათ შინა, რამეთუ არა გიჴსნეს თქუენ ღმერთმან, ვინათგან სცოდეთ წინაშე მისსა.

28. აჰა ხილვა საშინელი, და პირი მისი აღმოსავლითგან.

29. და გამოვიდენ ნაშობნი გუელთანი არაბეთთა ეტლთა ზედა მრავალთა, ვითარცა ქროლა ქართა, რიცხჳ მათი მოეფინოს ქუეყანასა ზედა, რამეთუ აწ შეშინდენ და შეძრწუნდენ ყოველნი, რომელთა მათი ისმინონ.

30. კარმონელთა მზაკველობანი რისხვათა შინა გამოვიდეს, ვითარცა ეშჳ მაღნარისაგან, და მოვიდენ ძალსა შინა დიდთა და დაადგინნენ ბრძოლა ზედა მათ თანა, და მოოჴრდეს ნაწილი ქუეყანისა ასურეთისა.

31. და შემდგომად ამისა ერეოდენ გუელნი შეწევნათა შობილისა თჳსისა და მიიქცენ შეთქმულნი ძალსა შინა დიდსა მიწევნასა ზედა მათსა.

32. ესენი შეშფოთნენ და დადუმდენ ძალსა შინა მათთა და მოაქციონ ფერჴნი თჳსნი ლტოლვასა ზედა.

33. და ჴელმწიფებისაგან ასურეთისა გარმოსადგომელთა გარე-მოადგენ მათ, და აღესრულოს ერთი მათგანი; და იყოს შიში და მოშიშებაჲ მათი ბანაკსა შორის და მჴდომთა მეფეთა ზედა მათთა.

34. აჰა ღრუბელი აღმოსავლითგან და ჩრდილოთ ვიდრე სამხრადმდე, და პირნი მათნი საშინელნი ღრიად, სავსენი რისხვითა და ნიავ-ქარითა.

35. და ეკუეთებოდენ ურთიერთსა, და ეკუეთნეს ვარსკულავსა მრავალსა ქუეყანასა ზედა და ვარსკულავნი იგინი, და ყოს სისხლი მახჳლისაგან ვიდრე მუცლადმდე,

36. და სკორე კაცთანი ვიდრე საჯდომადმდე აქლემისა, და იყოს შიში და მოშიშება მრავალი ქუეყანასა ზედა.

37. და შეშინდენ, რომელთა იხილონ რისხვაჲ ესე, და ძრწოლამან შეიპყრნეს იგინი.

38. და შემდგომად ამათსა აღდგეს ნიავ-ქარნი მრავალნი სამხრით და ჩრდილოთ და ნაწილნი სხუანი დასავალითგან,

39. და შეუძლოს ქარსა აღმოსავლეთისაგან და განაღონ იგი, და ღრუბელი, რომელიცა აღდგა რისხვასა შინა; და ვარსკულავნი, ქმნილთა ზედა შიშსა აღმოსავლითგან ქარსა დასავლეთისასა, აწყინებდეს.

40. და აღდგეს ღრუბელნი, დიდი და ძლიერნი, სავსე რისხვითა, და ვარსკულავნი, რათა შეაშინნეს ყოველი ქუეყანა და მკჳდრნი მას ზედა, და მიჰფინოს ყოველთა ზედა ადგილსა მაღალსა და ამაღლებული ვარსკულავი საშინელი.

41. ცეცხლი და სეტყვა და მახჳლი მომფრინვალი და წყალნი მრავალნი, რამეთუ რათა აღივსნეს ყოველნი ველნი და ყოველნი წყარონი და სავსებითა წყალთა მრავალთა.

42. და შემუსრნეს ქალაქნი და ზღუდენი და მთანი და ბორცუნი და ღელენი და ხენი მაღნარისანი და თივა და მდელო და ქრთილი მათი.

43. და განვლოს შეურყეველად ბაბილოვნადმდე და შემუსროს იგი;

44. და შეკრიბონ მისა მიმართ და გარ-მოდგომილ ყონ იგი; და მიჰფინოს ვარსკულავმან ყოველივე გულისწყრომა მას ზედა. და აღმოვიდეს მტუერი და კუამლი ვიდრე ცადმდე, და ყოველი რომელი გარემოს უმზერდეს მისთჳს.

45. და რომელი ქვეშ მისა დარჩეს, გმსახურებდეს შენ, რომელმან შეაშინნე იგინი.

46. და შენ, ასია, ერთჴმობით სასოებასა შინა ბაბილოვნისასა და დიდებასა შინა პირისა მისისა:

47. ვაჲ თქუენ, შეწუხებულნო, ვინათგან მიმსგავსებულ ხარ მას და შეამკუენ ასულნი შენნი მეძავობასა შინა სათნოყოფისა მიმართ და განდიდებისა მეძავობათა შინა შენთა, რომელი შენ თანა ინებებდეს მარადის მეძავობად,

48. სიძულილითა დაიმკჳდრენ ყოველთა შინა საქმეთა მისსა და დაწყებათა შინა მისსა.

49. ამისთჳს, ჰრქუა უფალმან: მოვავლინო შენ ზედა ბოროტნი: ქურიობაჲ, სიგლახაკე და სიყმილი და მახჳლი, და მოსასრველი მოოჴრებასა ზედა სახლთა შენთა და ძლევისაგან და სიკუდილისა.

50. და დიდებაჲ ძალისა შენისა, ვითარცა ყვავილი, განჴმეს, ოდეს აღდგეს ხორშაკი, რომელი მოვლინებულ არს შენ ზედა.

51. და მოუძლურდე, ვითარცა გლახაკნი, მოწყლულნი და განსწავლილნი დედათაგან, რამეთუ არა შეუძლონ შენდა მოღებად ძლიერთა და მეძავთა.

52. ნუთუ მე ეგრეთ გეშურო შენ, თქუა უფალმან,

53. უკეთუმცა არა დაგეკლნეს რჩეულნი ჩემნი ყოველსა შინა ჟამსა, აღიმაღლე ჴელნი დაცემულსა ზედა და რომელი იტყოდი სიკუდილსა ზედა მათთა,ოდეს დაითვრებოდი?

54. განიშუენე შვენიერება პირსა შენსა.

55. სასყიდელნი მეძავობისა შენისანი წიაღთა შინა შენთა, ამისთჳს მისაგებელი მიიღო.

56. ვითარცა ჰყავ რჩეულთა ჩემთა, იტყჳს უფალი, ეგრეთ ყოს შენდა ღმერთმან, მიგცეს შენ ბოროტსა შინა.

57. და შვილნი შენნი სიყმილითა წარწყმდენ, ხოლო შენ მახჳლითა დაეცე, და ქალაქნი შენნი შეიმუსრნეს და ყოველნი შენნი ველსა შინა საჭურველითა დაეცნეს.

58. და რომელნი არიან მთათა შინა, სიყმილითა წარწყმდენ, და ჭამდენ ჴორცსა თჳსსა სიყმილისაგან პურისა და სისხლსა სუმიდენ წყურილისაგან წყალთა.

59. არაკეთილთა შემთხუევითა ზღჳსა გამო მოხჳდე, და კუალად მიიღო ბოროტნი.

60. და განსლვასა შინა დასცენ ქალაქნი მოწყვედილნი, და აღმოფხურნეს რომელნიმე ნაწილნი ქუეყანისა შენისა, და ნაწილი დიდებისა შენისა მოისპოს, და კუალად მომქცეველი ბაბილოვნისა მიმართ ყოვლად გარდაქცეულისა.

61. და დარღვეულ იქმნე მათდა, ვითარცა ნასხლევი, და იგინი იქმნენ შენდა, ვითარდა ცეცხლი;

62. და შთაგნთქნეს შენ; და ქალაქნი შენნი, ქუეყანანი შენნი და მთანი შენნი და ყოველნი მაღნარნი შენნი და ხენიცა, ნაყოფშემოსილნი ცეცხლითა, მოიწუნეს.

63. ძენი შენნი ტყუედ წარიყვანნენ და ზვერი შენი ნატყუენავთა შინა შეაქუნდეთ, და დიდებაჲ პირისა შენისა მოისპნეს.

თავი 16

16:1–79

1. ვაჲ შენდა, ბაბილოვანო და ასია, ვაჲ შენდა, ეგჳპტე და სურიავ!

2. მოირტყენით ძაძითა ფლასითა და ტიროდით ძეთა თქუენთა და სალმობიერებდით, რამეთუ მოახლოებულ არს შემუსრვილება თქუენი.

3. მოვლინებულ არს თქუენ შორის მახჳლი, და ვინ არს, რომელმან გარე-მიაქციოს იგი?

4. მოვლინებულ არს თქუენ შორის ცეცხლი, და ვინ არს, რომელმან დაშრიტოს იგი?

5. მოვლინებულ არიან თქუენ შორის ბოროტნი, და ვინ არს, რომელმან უკუნ-აქციოს იგი?

6. ნუთუ განსდევნნეს ვინ ლომი მშიერი ტყესა შინა, ანუ დაშრიტოს ცეცხლი ეტრატთა შინა, მოსწრაფედ ოდეს იწყოს შეწუად?

7. ნუთუ დასცეს ვინ ისარი, მესროლისაგან ძლიერისა ტყორცებული?

8. უფალმან ძლიერმან მოავლინოს ბოროტნი, და ვინ არს, რომელმან განსდევნოს იგინი?

9. გამოვიდა ცეცხლი რისხვისაგან მისისა, და ვინ არს, რომელმან დაშრიტოს იგი?

10. ელვარებასა ელვა, და ვინ არა შეუშინდეს? იქუხნეს, და ვინ არა განცჳფრნეს?

11. უფალი შერისხვიდეს, და ვინ საფუძველადმდე არა შეიმუსროს პირისაგან მისისა?

12. ქუეყანანი შეიძრნეს და საფუძველნი მისნი, ზღუამან მღელვარემან სიღრმისაგან, და ღელვისა მისისა შეძრწუნდენ და თევზნი მისნი პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა.

13. ვინათგან ძლიერ მარჯუენე მისი, რომელმან მშჳლდი მოირთხას; ისარნი მისნი მკუეთრნი, რომელნი მისგან გამოივლინნეს; არა მოაკლდეს, ოდეს იწყოს მოვლინებად დასასრულთა შინა ქუეყანისათა.

14. აჰა, მოვავლინო ბოროტნი, და მიიქცეს, ვიდრემდის მოვიდეს ქუეყანასა ზედა.

15. ცეცხლი აღეტყინოს და არა დაშრტეს, ვიდრემდის დაასრულოს საფუძველნი ქუეყანისანი.

16. რომლითა სახითა არა მიიქცეს ისარი, განვლინებული ძლიერისაგან მსროლელისა, ეგრეთ არა მიიქცეს ბოროტნი, რომელი მოვლინებულ იქმნეს ქუეყანასა ზედა.

17. ვაჲ ჩემდა, ვაჲ ჩემდა,ვინ-მე მიჴსნეს დღეთა მათ შინა?

18. დასაბამი სალმობისა - და მრავლისა სულ-თქმისა, დასაბამთა სიყმილისა - და მრავალთა წარსაწყმედელთა, დასაბამთა ბრძოლათა - და შეშინდენ ჴელმწიფენი, და დასაბამი ნაცარი ბოროტთა - და შეძრწუნდენ ყოველნი.

19. ხოლო ჟამსა მას შინა რაჲ ვყო, ოდეს მოვიდეს ბოროტნი?

20. აჰა სიყმილი და ტანჯვა და ჭირი და იწროება მოვლინებულნი არიან ყოფად წარმართებასა შინა:

21. და ყოველთა შინა ამათ არა მიაქციოს უსჯულოთაგან თჳსთა, არცა გუემანი მოჴსენებად იყვნენ მარადის.

22. აჰა, იყოს საზრდელი არა რომელი ქუეყანასა ზედა, ეგრეთ, რამეთუ ჰგონებდენ თავთა თჳსთა ყოფად წარმატებაჲ სოფლისა; და მაშინ აღორძინდენ ბოროტნი ქუეყანასა ზედა - მახჳლი,სიყმილი და დიდი შფოთი.

23. რამეთუ სიყმილისაგან მრავალნი, რომელნი მკჳდრობენ ქუეყანასა ზედა, წარწყმდენ, და მახჳლმან განხრწნეს სხუანი, რომელნი დაშთენ სიყმილისაგან.

24. და მკუდარნი, ვითარცა სკორე, განგდებულ იქმნეს, და არა იყოს, რომელმან ნუგეშინი-სცეს მათ, რამეთუ მოოჴრდეს ქუეყანა და ქალაქნი მისნი დარღვეულ იქმნეს.

25. არა დაშთეს, რომელნი მოქმედებს ქუეყანასა, და ვინ სთესოს მას.

26. ხეთა გამოსცენ ნაყოფნი, და ვინ მოკრიფოს იგინი?

27. ტევანნი დამწიფდეს, და ვინ დაწნიხნეს იგი? რამეთუ იყოს ადგილი დიდი მოოჴრებულნი.

28. რამეთუ ინებოს კაცმან კაცისა ხილვად, ანუ ჴმისა მისისა სმენად.

29. რამეთუ დაშთენ ქალაქისაგან - ათთა და ორნი - აგარაკისაგან, რომელნი დაიფარნენ სიჴშოსა შინა მაღნართასა და განბნეულთა შორის კლდოვანთათა.

30. რომლითა სახითა დაეტევნეს ზეთისხილთა შინა და ყოველთა ხეთა სამნი ანუ ოთხნი ზეთისხილნი,

31. ანუ ვითარცა ვენაჴსა შინა მოკრეფილითა ტევანი დაეტევებიან მათგან, რომელნი გულსმოდგინედ ვენაჴსა მოჰკრეფენ,

32. ეგრეთ დაეტევნენ მათ დღეთა შინა სამი ანუ ოთხი მეძიებელთაგან სახლთა მათთა მახჳლითა.

33. და დატევებულ იყოს ქუეყანა ოჴრათ და აგარაკნი მისნი დაბერდენ; და გზანი მისნი და ყოველნი კუალნი მისნი ეკლითა აღორძინდეს, რამეთუ არა განვიდეს კაცნი შემდგომად მისსა.

34. ტიროდენ ქალწულნი, არამყოლელნი დამწინდებელთა; ტიროდენ დედანი, არამყოლელნი ქმართა; ტიროდენ ასულნი მათნი, არამყოლელნი შემწისა.

35. დამწინდებელნი მათნი ბრძოლასა შინა დაესრულნეს და ქმარნი მათნი სიყმილსა შინა მოისპნეს.

36. ისმინეთ ესე და სცანით, მონანო უფლისანო!

37. აჰა სიტყუანი უფლისანი: მიიღეთ მისი, ნუ გრწამსთ ღმერთთა, რომელთათჳს ჰრქუა უფალმან.

38. აჰა, მოახლოებულ არს ბოროტნი, და არა ჰყოვნოს.

39. რომლითა სახითა იტჳრთოს, ოდეს შობდეს ცხრა თუესა შინა ძისა თჳსისა, და მოეახლოს ჟამი შობისა მისისა, პირველ ჟამისა ორისა ანუ სამისა სალმობამან გარე-მოიცვას მუცელი მისი, და გამოვალს ჩჩჳლი მუცლისაგან და არა დაიდუმოს არცა ერთსა ზედა წამსა.

40. ეგრეთ არა შეეხოს ბოროტი გამოხდომად ქუეყანასა ზედა, და საუკუნო დაადგრეს, და სალმობამან შეიპყრნეს იგინი.

41. ისმინეთ სიტყუაჲ, ერო ჩემო, განემზადენით ბრძოლასა ზედა, და ბოროტთა შორის ესრეთ იქმნეს, ვითარცა მწირნი ქუეყანისანი.

42. ვინ მისცეს, ვითარცა რომელი ივლტოდეს? და ვინ იყიდნეს, ვითარცა რომელი წარწყმიდოს?

43. ვინ მოივაჭროს, ვითარცა რომელმან ნაყოფი არა მიიღოს? და ვინ აშენებდეს, იგი რომელი დავანებად არა აქუნდეს?

44. რომელი სთესვიდეს, რამეთუ რომელი არა მოიმკიდეს? ეგრეთ რომელმან ვენაჴი მოსხლნეს, რამეთუ არა აქუნდეს მოკრეფად მისი?

45. რამეთუ შეირთვიდენ ეგრეთ, რამეთუ შვილი არა ქმნეს; და რომელნი არა შეირთვიდენ, - ეგრეთ, ვითარცა ქურივნი.

46. ამისთჳს რომელი შურობდეს, ცუდაობათა შინა შურების;

47. რამეთუ ნაყოფი მათი უცხოთესლნი მოიმკიან და საქონელნი მათი წარიჴოცოს და სახლნი მოიქცენ და ძენი მათნი წარიტყუენნენ, რომელი ტყუეობასა შინა და სიყმილთა იშობოდეს შვილნი თჳსნი.

48. და რომელნი ყიდვას იქმონენ წარტაცებითა, რავდენ გრძელად შეამკვნეს ქალაქნი და სახლნი თჳსნი და სამკჳდრებელნი და პირნი თჳსნი,

49. ეგოდენ უფროს მოვიძულენ იგინი ცოდვათათჳს მათთა, თქუა უფალმან.

50. ვითარცა მოიძულებს მეძავსა ცოლსა ბრძენი და კეთილი ფრიად,

51. ეგრეთ მოიძულებს სიმართლე უმართლოებასა, ოდეს განშუენდეს და ძვირის-მეტყველებს და ემორჩილების მას ზედა პირსა შინა, ოდეს მოვიდეს, რომელი შეეწიოს მეძიებელი ყოველთა ცოდვათა ქუეყანასა ზედა.

52. ამისთჳს ნუ მიემსგავსებით მას, ნუცა საქმეთა მისთა.

53. რამეთუ კუალად მცირედ, და აღიღოს უსჯულოება ქუეყანისაგან, და სიმართლე გამეფდეს თქუენ ზედა.

54. რათა ნუ იტყჳს ცოდვილი, რამეთუ არა სცოდა, ვინათგან ნაკუერცხალი ცეცხლისა აღეტყინების თავსა ზედა მისსა, რომელი იტყჳს: არა ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა და დიდებისა მისისა.

55. აჰა, უფალმან უწყის ყოველნი საქმენი კაცთანი და დაწყებანი მათნი და გულისსიტყუანი მათნი და გულნი მათნი.

56. რამეთუ ჰრქუა: «რათა იყავნ ქუეყანა» - და იქმნა; «რათა იყავნ ცანი» - და იქმნა.

57. და სიტყჳთა მისითა ვარსკულავნი ქმნილ არიან, და უწყის რიცხჳ ვარსკულავთა.

58. რომელი გამოეძიებს უფსკრულსა და საუნჯეთა მათთა; რომელი აღწყავს ზღუასა და მუცლადღებასა მისსა.

59. რომელმან დაჴშნა ზღუანი შორის წყალთა, დამოჰკიდა ქუეყანა წყალთა ზედა სიტყჳთა თჳსითა.

60. რომელმან გარდაართხნა ცანი, ვითარცა კამარანი, წყალთა ზედა დააფუძნა იგი.

61. რომელმან დადვა უდაბნოსა შინა და წყარონი მწყურნებნი, და წუერთა ზედა მთათასა ტბორენი გარდამოეცენებიან, მდინარენი მაღლისაგან კლდისა, რათა მორწყვიდეს ქუეყანასა.

62. რომელმან შექმნა კაცი და დასდვა გული მისი შორის გუამისა, და შთაუდვა მას სული და ცხოვრებაჲ და მეცნიერებაჲ,

63. და სამშჳნველი. ღმერთმან ყოვლისამპყრობელმან, რომელმან ჰყო ყოველი და გამოეძიებს ყოველსა საუნჯესა დაფარულსა შინა ქუეყანისასა,

64. თავადმან უწყის დასაწყისი თქუენი და რომელიცა განიზრახოთ გულთა შინა თქუენთა, რომელნი სცოდებთ და გნებავსთ დაფარვად ცოდვანი თქუენნი.

65. ამისთჳს უფალი გამომეძიებელი გამოეძიებს ყოველსა საქმესა თქუენსა და გამხილებს თქუენ ყოველთა.

66. და თქუენ მოძულებულ იქმნენით, ოდეს განჴდეს ცოდვანი თქუენნი წინაშე კაცთა, და უსჯულო წინა-დგეს, რომელნი მხილებად იყვნენ დღესა მას შინა.

67. რაჲ ჰყოთ, ანუ ვითარ დაჰფარნეთ ცოდვანი თქუენნი წინაშე ღმრთისა და ანგელოზთა მისთა?

68. აჰა მსაჯული ღმერთი, გეშინოდისთ მისი, დასცხრენით ცოდვათაგან თქუენთა და დაივიწყენით უსჯულოებანი თქუენნი ყოფად იგინი უკუნისამდე, და ღმერთმან გამოგიყვანნეს თქუენ და გიჴსნეს ყოვლისაგან შეჭირვებისა.

69. რამეთუ აჰა, აღეტყინოს ცეცხლი თქუენ ზედა, და წარმართნი მრავალნი და წარიტაცებდენ რომელთამე თქუენგანთა და დაუკლვიდენ მსხუერპლსა ზედა კერპთა.

70. და რომელიცა თანა-სათნო-იჩენდენ მათ, ექმნეთ მათ საკდემელთა შინა და საყუედრელთა შინა და დასათრგუნველთა შინა.

71. რამეთუ იყოს, ადგილით-ადგილი მეზობელთაგან ქალაქთა აღდგენ მრავალნი მოშიშებასა ზედა უფლისასა.

72. იქმნებიან ვითარცა უგუნურნი, არავის ერიდოდენ წარტაცებასა ზედა და მოოჴრებასა, რომელსა ეშინოდეს უფლისა.

73. რამეთუ მოაოჴრნეს და წარიტაცნეს მონაგებნი ამათნი და სახლთაგან მათთა განსდევნეს იგინი.

74. მაშინ განცხადნეს განსაცდელი რჩეულთა ჩემთა, ვითარცა ოქრო, რომელი გამოიცადების ცეცხლისაგან.

75. ისმინეთ, საყვარელნო ჩემნო, თქუა უფალმან, აჰა, წინაშე თქუენსა არიან დღენი ჭირისანი და ამათგან გიჴსენ თქუენ.

76. ნუ გეშინისთ, ნუცა შეორგულდებით, რამეთუ ღმერთი წინამძღუარი თქუენი არს.

77. და რომელმანცა დაიცვას მცნებანი და ბრძანებანი ჩემნი, იტყჳს უფალი ღმერთი, რათა არა გამძიმებდეს თქუენ ცოდვანი თქუენნი, არცა აღჴდეს უსჯულოებანი თქუენნი.

78. ვაჲ, რომელნი თანა-შეიწროვდებიან ცოდვათაგან თჳსთა და დაიფარვიან უსჯულოებითა თჳსითა.

79. რომლითა სახითა შეიწრვოდეს აგარაკი მაღნართაგან და ეკლოვანითა დაიფარნენ კვალნი მისნი, რომლისა ვერ წარჴდებოდეს კაცი, და აღმოიფხვრას და წარავლინნეს დასაწუელად ცეცხლითა.