გულანი
საცდელი · 1.17.0
მესამე ჟამი 1 / 54კურთხევა

მესამე ჟამი

დიდი მარხვა

13 აპრილი 2027ხმა 4

მღვდელი

კურთხევა

თუ მოსდევს პირველ ჟამს – „მოვედით, თაყუანის-ვსცეთ“.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 16

1 ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა.

2 პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი;

3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე.

4 რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.

5 დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.

6 მე ღაღად-ვჰყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი.

7 საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა.

8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე

9 პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს,

10 და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.

11 განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქუეყანად.

12 შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა.

13 აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა.

14 უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.

15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.

ფსალმუნი 24

1 შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.

2 ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე, ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი.

3 და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად.

4 გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.

5 მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.

6 მოიხსენე მოწყალებათა შენთაი, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან.

7 ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ; წყალობითა შენითა მომიხსენე მე სიტკბოებისა შენისათვის, უფალო.

8 რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთვის შჯულიერ ჰყუნეს ცოდვილნი გზასა.

9 უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი.

10 ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.

11 სახელისა შენისათვის, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.

12 ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ ჰყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;

13 სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანაი.

14 ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თვისი აუწყოს მათ.

15 თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი.

16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდ-შობილ და გლახაკ ვარი მე.

17 ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე.

18 იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.

19 იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილითა ამაოდ მომიძულეს მე.

20 იცევ სული ჩემი და მიხსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.

21 უმანკონი და წრფელნი შემომეყვნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ უფალო.

22 იხსენ, ღმერთო, ისრაელი ყოველთაგან ჭირთა მისთა.

ფსალმუნი 50

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 105

კანონი 15

1 აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.

2 ვინ-მე იტყოდეს ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ჰყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი?

3 ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.

4 მომიხსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისაითა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.

5 რაითა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაი რჩეულთა შენთაი და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისაითა, რაითა ვიქებოდით ჩუენ სამკვიდრებელთა შენთა თანა.

6 ვსცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უჰსჯულო ვიქმნენით და გეცრუვენით შენ.

7 მამათა ჩუენთა ეგვიპტეს შინა არა გულისხმა-ჰყვნეს საკვირველებანი შენნი, არცა მოიხსენნეს მრავალნი წყალობანი შენნი და განგამწარეს წიაღსვლასა ზღვისა მის მეწამულისასა.

8 და იხსნა იგინი სახელისა მისისათვის, რაითამცა გულისხმა-ჰყვეს ძლიერებაი მისი;

9 და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა და განხმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა;

10 და განარინნა იგინი ხელისაგან მოძულეთაისა და იხსნნა იგინი ხელისაგან მტერთა მათთაისა;

11 და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა.

12 და ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი და აქებდეს ქებულებასა მისსა.

13 ისწრაფეს და დაივიწყნეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა.

14 და გულმან-უთქუა გულის-თქუმაი უდაბნოსა შინა, და განსცადეს ღმერთი ურწყულსა შინა.

15 და მოსცა მათ თხოვაი მათი და მოუვლინა სავსებაი სულსა მათსა.

16 და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაი უფლისაი.

17 განეღო ქუეყანაი და დანთქა დათან და დაფარა ბანაკი აბირონისი;

18 და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი.

19 და ქმნეს ხბოი ქორებს და თაყუანის-სცეს კერპსა მას;

20 და ცვალეს მათი მსგავსად ხბოისა მის თივის მჭამელისა.

21 და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოურისა მათისაი, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგვიპტეს შინა,

22 საკვირველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა.

23 და სთქუა მოსრვაი მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი, რაითამცა არა მოსრნა იგინი.

24 და შეურაცხ-ჰყვეს ქუეყანაი იგი გულის-სათქუმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი;

25 დრტვინვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ხმაი უფლისაი.

26 და აღიღო ხელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა.

27 და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის.

28 და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგებნი მკუდართაი.

29 და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემაი.

30 და დასდგა ფინეზ და ლხინება-ჰყო, და დაეყენა სრვაი;

31 და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი თესლადმდე მიუკუნისადმე.

32 და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთვის,

33 რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თვისითა.

34 და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთაი ჰრქუა მათ უფალმან.

35 და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი;

36 და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ;

37 და დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა.

38 და დასთხიეს სისხლი უბრალოი, სისხლი ძეთა და ასულთა მათთაი, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაი სისხლითა.

39 და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა.

40 და განრისხნა გულის წყრომით უფალი ერსა თვისსა ზედა და მოიძაგა სამკვიდრებელი თვისი;

41 და მისცნა იგინი ხელთა მტერთასა, და ეუფლნეს მათ მოძულენი მათნი;

42 და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ხელსა მათსა.

43 მრავალ გზის იხსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უჰსჯულოებითა მათითა.

44 და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისაი;

45 და მოიხსენა აღთქუმისა თვისისაი და შეინანა მრავლითა წყალობითა თვისითა;

46 და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა.

47 მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რაითა აუვაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქადოდეთ ჩუენ ქებულებითა შენითა.

48 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე, და სთქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 106

კანონი 15

1 აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი,

2 თქუედ ხსნილთა უფლისათა, რომელნი იხსნა ხელისაგან მტერთაისა,

3 და ყოველთაგან სოფლებთა შეკრიბნა იგინი აღმოსავლით და დასავალით და ჩრდილოით და ზღვით.

4 შესცთეს იგინი უდაბნოსა ურწყულსა, გზაი ქალაქისა სამკვიდრებელისაი არა ჰპოეს.

5 ჰშიოდა და სწყუროდა, და სული მათი მათგან მოაკლდა.

6 ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იხსნნა იგინი.

7 და უძღოდა მათ გზასა წრფელსა, რაითა შევიდენ იგინი ქალაქსა მკვიდრობისა მათისასა.

8 აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

9 რამეთუ განაძღო სული ხუებული და სული მშიერი აღავსო კეთილითა,

10 მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, კრულნი გლახაკობითა და რკინისათა.

11 რამეთუ განამწარნეს სიტყუანი ღმრთისანი და ზრახვაი მაღლისაი განარისხეს;

12 და დამდაბლდა შრომითა გული მათი მოუძლურდეს და არავინ იყო მწე მათდა.

13 ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან განარინნა იგინი.

14 და გამოიყვანნა იგინი ბნელისაგან და აჩრდილთა სიკუდილისათა და საკრველნი მათნი განხეთქნა.

15 აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა,

16 რამეთუ შემუსრნა ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეფქვნა.

17 შეეწია მათ გზისა მისგან უჰსჯულოებისა მათისა, რამეთუ ცოდვითა მათითა დამდაბლდეს;

18 ყოველი ჭამადი მოიძაგა სულმან მათმან, და მიეახლნეს ბჭეთა სიკუდილისათა.

19 ღაღად-ჰყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან აცხოვნნა იგინი.

20 მოუვლინა სიტყუაი მისი და განკურნნა იგინი და იხსნნა იგინი განმხრწნელთაგან მათთა.

21 აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა, და

22 შესწირედ მისა მსხუერპლი ქებისაი და უთხრობდედ საქმეთა მისთა სიხარულით.

23 რომელნი შთავლენან ზღუასა ნავებითა და იქმან საქმესა წყალთა შინა მრავალთა,

24 მათ იხილნეს საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი ღრმათა შინა.

25 თქუა, და აღსდგა ქარი ნიავ-ქარისაი, და ამაღლდეს ღელვანი მისნი;

26 აღვლენან ცადმდე, შთავლენან უფსკრულადმდე; და სული მათი ძვირთა შინა დადნებოდა.

27 შეშფოთნეს და შეძრწუნდეს ვითარცა მთვრალნი, და ყოველი სიბრძნე მათი დაინთქა.

28 ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან გამოიყვანნა იგინი

29 და უბრძანა ნიავ-ქარსა, და იქცა ნიავად, და დასცხრეს ღელვანი მისნი;

30 და იხარეს, რამეთუ დაყუდნეს, და მიუძღუა მათ ნავთ-საყუდელსა ნებისა მისისასა.

31 აუვარებდით უფალსა წყალობანი მისნი და საკვირველებანი მისნი ძეთა კაცთასა.

32 აღამაღლონ იგი კრებულსა შორის ერისასა და საყდრებსა შორის მოხუცებულთასა აქებდენ მას.

33 დასხნა მდინარენი ოხრად და გამოსავალნი წყალთანი _ წყურიელად,

34 ქუეყანაი ნაყოფიერი-ბიცად უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთაისა.

35 დასდვა უდაბნოი ტბად წყალთა და ქუეყანაი ურწყული _ გამოსადინელად წყალთა;

36 და დაამკვიდრნა მუნ მშიერნი, და იშენეს ქალაქები საყოფელად მათდა,

37 და ითესეს ყანები და დაასხეს ვენახები და ჰყვეს ნაყოფი იფქლისაი.

38 და აკურთხნა იგინი, და განმრავლდეს ფრიად, და საცხოვარი მათი არა შეამცირა.

39 და მოაკლდეს და განბოროტნეს ჭირისაგან ძვირთაისა და სალმობისა.

40 მიეფინა შეურაცხებაი მთავართა ზედა მათთა, და შეაცთუნნა იგინი უვალსა და არა-გზასა.

41 და შეეწია გლახაკსა უპოვარებასა შინა მისსა და უძღოდა ვითარცა ცხოვარსა ტომებსა მათსა.

42 იხილონ წრფელთა და იხარებდენ, და ყოველმან უშჯულოებამან დაიყოს პირი თვისი.

43 ვინ არს ბრძენ და დაიცვას ესე და გულისხმა-ჰყვნეს წყალობანი უფლისანი?

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 107

კანონი 15

1 განმზადებულ არს გული ჩემი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი გაქებდე და გიგალობდე დიდებითა ჩემითა.

2 განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე ფსალმუნითა და ებნითა, მე განვიღვიძო განთიად.

3 აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ თესლებსა შორის.

4 რამეთუ დიდ არს ზეშთა ცათა წყალობაი შენი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაი შენი.

5 აჰმაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს შენი.

6 რაითა იხსნეს საყუარელნი შენნი, მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი.

7 ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: ავმაღლდე და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო.

8 ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე და ეფრემ, განმამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეუფე ჩემი,

9 მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი, იდუმიადმდე აღვიკუართენ ხამლნი ჩემნი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს.

10 ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას შეცვულსა? ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე?

11 არა თუ შენ, ღმერთი, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა?

12 მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა, რამეთუ ამაო არს ცხოურებაი კაცისაი.

13 ღმრთისა მიერ ვჰყოთ ძალი, და მან შეურაცხ-ჰყვნეს მტერნი ჩუენნი.

ფსალმუნი 108

კანონი 15

1 ღმერთო, ქებასა ჩემსა ნუ დაიდუმებ.

2 რამეთუ პირი ცოდვილისაი და პირი მზაკვარისაი ჩემ ზედა აღეღო, იტყოდეს ჩემთვის ენითა ზაკულითა.

3 და სიტყვითა სიძულილისაითა მომიცვეს მე და მბრძოდეს მე ცუდად.

4 სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს, ხოლო მე ვილოცევდ.

5 და მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და სიძულილი სიყუარულისა წილ ჩემისა.

6 დაადგინე ცოდვილი მის ზედა, და ეშმაკი დადეგინ მარჯუენით მისა.

7 საშჯელისა მისისაგან გამოვედინ დაშჯილი, და ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას.

8 იქმნედ დღენი მისნი მცირედ, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.

9 იყუნედ შვილნი მისნი ობოლ, და ცოლი მისი ქურივ.

10 შერყეულნი იცვალებიედ შვილნი მისნი და ითხოვედ, განვარდედ იგინი ნატამალისაგან მათისა.

11 აღიხილენ მოსესხემან ყოველივე, რაიცა ედვას მას, და აღიჭრედ უცხოთა ნაშრომი მისი.

12 ნუ ეპოებინ მას შემწე, ნუცა იყოფინ შემწყნარებელი ობოლთა მისთაი.

13 იყუნედ ნაშობნი მისნი მოსასრველად, ნათესავსა შინა ერთსა აღიხოცენ სახელი მისი.

14 აღიხსენედ უჰსჯულოებაი მამათა მისთაი წინაშე უფლისა, და ცოდვაი დედისა მისისაი ნუ აღიხოცებინ.

15 იყუნედ წინაშე უფლისა მარადის, და მოისპედ ქუეყანით სახსენებელი მათი.

16 ამის წილ, რამეთუ არა მოიხსენა მან ყოფაი წყალობისაი და დევნა მან კაცი დავრდომილი და გლახაკი და შეწუხებული გულითა მოკლვად.

17 და შეიყუარა წყევაი, და მოვედინ მისა; და არა ინება კურთხევაი, და განეშორენ მისგან.

18 და შეიმოსა წყევაი ვითარცა სამოსელი, და შთახდა ვითარცა წყალი ნაწლევთა მისთა და ვითარცა ზეთი ძუალთა მისთა.

19 ეყავნ მას ვითარცა სამოსელი, რომელ შთაიცუამს და ვითარცა სარტყელი, რომელსა მარადის გარე-შეირტყამს.

20 ესე არს საქმე მათი უფლისა მიერ, რომელნი მასმენდეს მე და რომელნი იტყოდეს ძვირსა სულისა ჩემისასა.

21 და შენ, უფალო, უფალო, ჰყავ ჩემ თანა სახელისა შენისათვის, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი.

22 მიხსენ მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე, და გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ შორის.

23 და ვითარცა აჩრდილი, მიდრეკასა მისსა მოვაკლდი, განვიყარე ვითარცა მკალთა.

24 მუხლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ.

25 და ვიქმენი მე საყუედრელ მათდა; მიხილეს მე და შეხარნეს თავნი მათნი.

26 შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.

27 და ჰსცნედ, რამეთუ ხელი შენი ესე არს, და შენ უფალო, ჰყავ ესე.

28 იგინი სწყევდენ, და შენ აკურთხო; რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჰრცხუენოდის, ხოლო მონაი შენი იხარებდეს.

29 შთაიცუედ კდემაი, რომელნი მასმენდეს მე, და გარე-შეიმოსედ ვითარცა ორკეცი სირცხვილი მათი.

30 აუარო უფალსა ფრიად პირითა ჩემითა და შორის მრავალთასა ვაქებდე მას.

31 რამეთუ დაუდგა მარჯუენით გლახაკსა, რაითა იხსნას მდევართაგან სული ჩემი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

3-გზის

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

ღვთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ მეყავ ცხორებისათვის სულთა ჩვენთასა

მუხლები

უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან. ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა წმიდისა მარდარისა

მეუფეო ღმერთო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.