გულანი
საცდელი · 1.11.4
მეცხრე ჟამი 1 / 65კურთხევა

მეცხრე ჟამი

დიდი მარხვა

13 აპრილი 2027ხმა 4

მღვდელი

კურთხევა

საწყისი ლოცვები

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ.

ამინ.

დიდება

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

საწყისი ლოცვები

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

12-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ

მეტანიით

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 83

1 ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!

2 ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.

3 და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.

4 ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.

5 ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.

6 ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა.

7 ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს.

8 უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.

9 მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.

10 რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.

11 რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.

12 უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.

ფსალმუნი 84

1 გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი.

2 მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.

3 დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა.

4 მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან.

5 ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.

6 ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.

7 მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ.

8 ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.

9 რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად მისი ქუეყანასა ჩუენსა.

10 წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს.

11 ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.

12 და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი.

13 სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი.

ფსალმუნი 85

1 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.

2 იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ.

3 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.

4 ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

5 რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ.

6 ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.

7 დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.

8 არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ.

9 ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა.

10 რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი.

11 მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა.

12 აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;

13 რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.

14 ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.

15 და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.

16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი.

17 ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 119

კანონი 18

1 ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, და ისმინა ჩემი.

2 უფალო, იხსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისა მზაკუვარისაგან.

3 რაი მოგეცეს შენ, ანუ რაი შეგეძინოს შენ ენისათვის მზაკუვარისა.

4 ისარნი ძლიერისანი ლესულ არიან ნაკუერცხალთა თანა ოხრებისათა.

5 ვაი მე, რამეთუ განმიგრძდა მე მწირობაი ჩემი, და დავემკვიდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა.

6 მრავალ ჟამ დაიმკვიდრა სულმან ჩემმან მოძულეთა თანა მშვიდობისათა, და მე ვიყავ მამშვიდებელ.

7 რაჟამს ვეტყოდე მათ, იგინი მბრძოდეს მე ცუდად.

ფსალმუნი 120

კანონი 18

1 აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა ვინაი მოვიდეს შეწევნაი ჩემი.

2 შეწევნაი ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაი.

3 ნუ მისცემ შეძრვად ფერხსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.

4 აჰა არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან.

5 უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ხელსა ზედა მარჯუენესა შენსა.

6 მზემან დღისი შენ არ შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე.

7 უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან.

8 უფალმან იცევინ შესლვაი შენი და გამოსლვაი შენი ამიერითგან და უკუნისამდე.

ფსალმუნი 121

კანონი 18

1 ვიხარე, რომელთა მრქუეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.

2 დადგრომილ იყვნეს ფერხნი ჩუენნი ეზოთა შენთა, იერუსალემ.

3 იერუსალემი შენებულ არს ვითარცა ქალაქი, რომლისა საყოფელნი მისნი მის თანა.

4 რამეთუ მუნ აღხდეს ტომნი, ტომნი უფლისანი საწამებელად ისრაელისა და აღსარებად სახელისა უფლისა;

5 რამეთუ მუნ დაიდგნეს საყდარნი საშჯელისანი, საყდარნი სახლსა მას შინა დავითისსა.

6 იკითხეთ მშვიდობაი იერუსალემისაი და განგებულებაი მოყუარეთა შენთაი.

7 იყავნ მშვიდობაი ძალითა შენითა და იეფობაი გოდოლ-ტაძრებსა შენსა.

8 ძმათა ჩემთათვის და მეგობართა ჩემთათვის ვიტყოდე მე მშვიდობასა შენთვის.

9 სახლისათვის უფლისა ღმრთისა ჩუენისა გამოგითხოვე კეთილი შენ.

ფსალმუნი 122

კანონი 18

1 შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.

2 აჰა ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი ხელთა მიმართ უფალთა მათთაისა და ვითარცა თუალნი მხევლისანი ხელთა მიმართ დედოფლისა თვისისათა, ეგრეცა თუალნი ჩუენნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.

3 მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა.

4 უფროისად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაითა და შეურაცხებითა ამპარტავანთაითა.

ფსალმუნი 123

კანონი 18

1 არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, თქუნ ისრაელმან.

2 არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, რაჟამს კაცნი აღსდგებოდეს ჩუენ ზედა, ცხოველნიმცა ვიდრემდე შთამნთქნეს ჩუენ,

3 რაჟამს განრისხნა გულის წყრომაი მათი ჩუენ ზედა; წყალთამცა ვიდრემდე დამნთქნეს ჩუენ,

4 ღუარსა განხდა სული ჩუენი.

5 განხდა-მეა სული ჩუენი წყალსა მას წინა დაუდგრომელსა?

6 კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა მიმცნა ჩუენ ნადირად კბილთა მათთა.

7 სული ჩუენი ვითარცა სირი განერა მახისა მისგან მონადირეთაისა; საფრხე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით.

8 შეწევნაი ჩუენი სახელითა უფლისაითა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 124

კანონი 18

1 რომელნი ესვენ უფალსა, ვითარცა მთაი სიონი; არა შეირყიოს უკუნისამდე, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალემს.

2 მთანი გარემოის მისსა, და უფალი გარემოის ერისა თვისისა ამიერითგან და უკუნისამდე.

3 რამეთუ არა დაუტეოს უფალმან კუერთხი ცოდვილთაი ნაწილსა ზედა მართალთასა, რაითა არა მიყუნენ მართალთა უჰსჯულოებად ხელნი მათნი.

4 კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა.

5 ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უჰსჯულოებისათა, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.

ფსალმუნი 125

კანონი 18

1 რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუ სიონისაი, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ.

2 მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაი ჩუენი გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფაი მათ თანა.

3 განადიდა უფალმან ყოფაი ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან.

4 მოაქციე, უფალო, ტყუ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა.

5 რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ.

6 მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი.

ფსალმუნი 126

კანონი 18

1 არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილავნი მისნი.

2 ცუდად არს თქუენი ეგე აღმსთობაი, აღსდეგით შემდგომად დასხდომისა, რომელნი შჭამთ პურსა სალმობისასა, რაჟამს სცეს ძილი მოყუარეთა მისთა.

3 აჰა სამკვიდრებელნი უფლისანი არიან შვილნი და სასყიდელი მათი ნაყოფი მუცლისაი.

4 ვითარცა ისარი ხელთა შინა ძლიერისათა, ეგრეთ იყუნენ ძენი განყრილთანი.

5 ნეტარ არს, რომელმან აღავსოს ნებაი თვისი მათგან, არა ჰრცხუენოდის, რაჟამს ეტყოდიან მტერთა მათთა ბჭეთა შინა.

ფსალმუნი 127

კანონი 18

1 ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.

2 ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.

3 ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა.

4 შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთის-ხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა.

5 აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა.

6 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალემისაი ყოველთა დღეთა ცხოურებისა შენისათა.

7 და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი, მშვიდობაი ისრაელსა ზედა.

ფსალმუნი 128

კანონი 18

1 მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან, თქუნ ისრაელმან.

2 მრავალ გზის მბრძოდეს მე სიყრმით ჩემითგან და მე ვერა მერეოდეს.

3 ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უჰსჯულოებაი მათი.

4 უფალმან მართალმან შემუსრნა ქედნი ცოდვილთანი.

5 ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი.

6 იქმნედ იგინი ვითარცა თივაი ერდოთაი, რომელი იგი ვიდრე მოფხურადმდე განხმა.

7 რომლისაგან არა აღივსო ხელი თვისი მომკალმან და არცა წიაღი რომელი შეჰკრებნ მჭელეულებსა მისსა.

8 და არა ჰრქუეს, რომელნი იგი თანა-წარჰვიდოდეს, ვითარმედ: კურთხევაი უფლისაი თქუენ თანა, გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ფსალმუნი 129

კანონი 18

1 ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი;

2 იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.

3 უკეთუ უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი.

4 სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.

5 სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.

6 რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.

ფსალმუნი 130

კანონი 18

1 უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკვირველესთა ჩემთა თანა.

2 არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი, ვიქმენ მე, ვითარცა ყრმაი, განყენებული სძისაგან დედისა თვისისა, რაითამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა.

3 ესევდინ ისრაელი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.

ფსალმუნი 131

კანონი 18

1 მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.

2 ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა.

3 უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა.

4 ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაი ხორცთა ჩემთა.

5 ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაი და საყოფელი ღმრთისა იაკობისი.

6 ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვჰპოვეთ იგი ველსა მას მაღნართასა.

7 შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი მისნი.

8 აღსდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი.

9 მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

10 დავითისთვის, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა.

11 ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ჰყოს იგი, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა.

12 და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა ჰსჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა.

13 რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა.

14 ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე.

15 ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა.

16 მღუდელთა მისთა შევმოსო ცხოურებაი, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ.

17 მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა.

18 მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყუავნეს სიწმიდე ჩემი.

ფსალმუნი 132

კანონი 18

1 აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათაი ერთად.

2 ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.

3 ვითარცა ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა; რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევაი და ცხოურებაი უკუნისამდე.

ფსალმუნი 133

კანონი 18

1 აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.

2 ღამესა აღიპყრენით ხელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა.

3 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი და ქუეყანაი.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის · მეტანიით

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ტროპარი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

3-გზის

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

დიდება

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ და მარადის

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა

რომელი ჩვენთვის იშევ, ქრისტე, ქალწულისაგან, ჯუარცმაი დაითმინე, სახიერ, რომელმან სიკუდილითა სიკუდილი მოაკუდინე და აღდგომაი მოგუმადლე, ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, რომელი შექმნეს ხელთა შენთა, არამედ აჩუენე კაცთმოყვარებაი შენი, მოწყალე, და მიიღე, რომელმან გშვა შენ, ღმრთისმშობელისაგან, ვედრებაი ჩვენთვის, და აცხოვნე, მაცხოვარო, ჩვენო, ერი განწირული.

მუხლები

ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, სახელისა შენისათვის, უფალო, ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა და ნუ განაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან, აბრაჰამისათვის, საყვარელისა შენისა, ისაკ მონისა შენისა და ისრაელ წმიდისა შენისა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის · მეტანიით

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

კურთხევა

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

კონდაკი · დიდი მარხვის ჟამნი

ტექსტი ემატება

ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

40-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

ლოცვა ჟამთა

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.

გუნდი

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

მკითხველი

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა

მეტანიით

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

კურთხევა

თავის დახრით

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

მღვდლის ლოცვა

ღმერთო, შეგვიწყალენ, გვაკურთხენ, გამოაჩინე პირი შენი ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

ლოცვა მეცხრესა ჟამისა

მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, სულგრძელო ჩვენთა შეცოდებთა ზედა, რომელმან მოიწიე ჟამსა ამასცა, რომელსა შინა ჯუარსა ზედა დამკიდებულმან, ცხოველსმყოფელითა მით ნერგითა გზაი ცხორებისაი ავაზაკსა უჩვენე, და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვე, გვიწყალენ ჩვენცა ცოდვილნი და უღირსნი მონანი შენნი; რამეთუ ვცოდეთ და უშჯულო ვიქმნენით, და არა ღირს ვართ აღხილვად და ხილვად სიმაღლეთა ცისათა, რამეთუ დაუტევეთ გზანი სიმართლისა შენისანი და ნებასა გულთა ჩვენთასა ვიდოდეთ, არამედ გევედრებით შენ, მოუგონებელსა მაგას სახიერებასა შენსა: გვიხსენ ჩვენ, უფალო, სიმრავლისაგან მოწყალებათა შენთაისა, და გვაცხოვნე ჩვენ სახელისა შენისათვის წმიდისა, რამეთუ მოაკლდეს ამაოებასა შინა დღენი ჩვენნი; გვიხსენ ჩვენ ხელითაგან წინააღმდგომისაითა, და მიუტევენ ცოდვანი ჩვენნი და მოაკვდინე ხორციელი ეგე ზრახვანი ჩვენნი, რაითა ძველისა კაცისა განმძარცველთა, ახალი კაცი შევიმოსოთ და შენ გცხოვნდებოდეთ, მეუფისა ჩვენისა და მწყალობელისა, და ესრეთ ბრძანებათა შენთა შედგომილთა, საუკუნოსა მას განსასვენებელსა მივიწიოთ, სადა-იგი არს ყოველთა მხიარულთა სავანე; რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სიხარული და მხიარულებაი მოყვარეთა შენთაი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.