კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი · სულთმოფენობიდან 1, ყოველთა წმინდათა კვირა
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
მაღლითა გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმაი თავს იდებ და სამისა დღისა დაფლვაი, რაითა ჩუენ განმანთავისუფლნე ცოდვათა ჩუენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდება შენდა.
მოციქულნო და წინასწარმეტყუელნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამამთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისანო, მეოხ-გუეყვენით წინაშე ღმრთისა.
ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
ფსალმუნი 9
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
1 აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
2 ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა მაღალო.
3 რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა.
4 რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო.
5 შეჰრისხენ შენ წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
6 მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით;
7 და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი.
8 და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.
9 ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა.
10 და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო.
11 უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი.
12 რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი.
13 მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა.
14 რაითა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა.
15 დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი.
16 განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი.
17 მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი.
18 რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად.
19 აღსდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე.
20 დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა; გულისხმა-ჰყვენ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან.
21 რად-მე, უფალო, დასდეგ შორის და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა?
22 ამპარტავანებასა უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან რომელთაცა ზრახავენ.
23 რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულის-თქუმათა შინა სულისა თვისისათა, და უღმრთოი იკურთხევინ.
24 განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა.
25 ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ.
26 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა, არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თვინიერ ძვირისა.
27 წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი.
28 დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოისა; თუალნი მისნი გლახაკსა ჰხედვენ;
29 მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა;
30 მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა.
31 რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად.
32 აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
33 რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა გამოიძიოს.
34 ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე.
35 შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაი და უკეთურისაი. იძიოს ცოდვაი მისი და არა იპოოს.
36 უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით.
37 ნებაი გლახაკთაი ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი.
38 განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა.
ფსალმუნი 10
1 უფალსა ვესავ, ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა ვითარცა სირი?
2 რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და განმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა.
3 რამეთუ რაი-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან რაი ჰყო?
4 უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა.
5 უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი.
6 წვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული ნიავქარისაი, ნაწილი სასუმელისა მათისაი.
7 რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან.
ფსალმუნი 11
1 მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან.
2 ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა.
3 ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდად მეტყუელი;
4 რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს?
5 ჭირისათვის გლახაკთაისა და სულ-თქუმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა.
6 სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შვიდ წილად.
7 შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
8 გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.
ფსალმუნი 12
1 ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
2 ვიდრე ვისთვის დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემზედა?
3 მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ.
4 ნუსადა სთქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას;
5 მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა.
6 ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილის მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.
ფსალმუნი 13
1 თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაი.
2 უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.
3 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე.
4 არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს.
5 მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა.
6 ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.
7 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა?
8 რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.
ფსალმუნი 14
1 უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა.
2 რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა,
3 რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო.
4 შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს. რომელი ეფუცოს მოყუასსა თვისსა და არა ეცრუოს.
5 ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.
ფსალმუნი 15
1 მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ.
2 ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს.
3 წმიდათაი რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
4 განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
5 უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა.
6 საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.
7 ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა.
8 წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.
9 ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით.
10 რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.
11 მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.
ფსალმუნი 16
1 ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა.
2 პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი;
3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე.
4 რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
5 დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
6 მე ღაღად-ვჰყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი.
7 საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე
9 პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს,
10 და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
11 განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქუეყანად.
12 შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა.
13 აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა.
14 უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა.
15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა.
აღსდეგ მკუდრეთით ცხოვრებაო ყოველთაო, ანგელოსი სათლისა დედათა…
კჳრიაკესა ცისკრად. შემდგომად ა. სტიხოლოღიისა, წარდგომანი აღდგომისანი. ჴმა ჱ.
აღსდეგ მკუდრეთით ცხოვრებაო ყოველთაო, ანგელოსი სათლისა დედათა უღაღადებდა, დასცხერით გლოვისაგან და მოციქულთა ახარეთ, ღაღადებდით და გალობდით ვითარმედ აღდგა ქრისტე უფალი, რომელმან აცხოვნა ნათესავი კაცთა ვითარცა ღმერთ-არს:
ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე საფლავისაგან, ეტყოდა ქადაგი ღირსთა…
აღსდეგ უფალო ღმერთო ჩუენო, ამაღლდინ ჴელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. სიბრძნე, და სიტყუა.
ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე საფლავისაგან, ეტყოდა ქადაგი ღირსთა დედათა, წარუედით ხარებად მოციქულთა, ხოლო პეტრე მსწრაფლ მირავიდა საფლავად, და იხილნა ტილონი იგი მდებარენი რომელი იყო წარგრაგნილ, მაშინ სიხარულით ღაღადჰყო, დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, რომელმან ყოველნივე გუაცხოვნენ მაცხოვარო ჩუენო აღდგომითა შენითა:
ზეცისა ბჭესა და კიდობანსა სიწმიდისასა, მთასა ღმრთისასა…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა:
ზეცისა ბჭესა და კიდობანსა სიწმიდისასა, მთასა ღმრთისასა და ღრუბელსა ნათლისასა უგალობდეთ, შეუწუელსა მაყუალსა და სამოთხესა პირ-მეტყუელსა, ევას აღმადგინებელსა და ყოვლისა სოფლისა საუნჯესა, და შენდობაჲ პირუელთა მათ შეცოდებათა, ამისთჳსცა ვედრებით უღაღადებთ, დედაო ღმრთისაო ბრალთა შენდობაჲ გარდამოგჳვლინე, რომელნი მართლ-მადიდებლობით თაყუანის-ვჰსცემთ, ყოვლად წმიდასა შობასა შენსა:
ფსალმუნი 17
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
1 შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო,
2 უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, და შესავედრებელო ჩემო, და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაი ცხორებისა ჩემისაი და ხელის აღმპყრობელი ჩემი.
3 ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.
4 გარე მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უშჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
5 სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
6 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვჰყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისაი და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.
7 და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაი და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.
8 ახდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნეს მისგან.
9 და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქუეშე ფერხთა მისთა.
10 და აღხდა ქერუბიმთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.
11 და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.
12 ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუაი და ნაბერწყალი ცეცხლისაი.
13 და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმაი თვისი.
14 მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.
15 და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.
16 გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე, და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.
17 მიხსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
18 მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.
19 და გამომიყვანა მე ფართოდ; მიხსნეს მე, რამეთუ მინება მე.
20 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა მომაგოს მე.
21 რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;
22 რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.
23 და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
24 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთაისა წინაშე თუალთა მისთა.
25 წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოისა თანა უბრალო იყო,
26 და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუისა მისგან განეშორო.
27 რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;
28 რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;
29 რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა.
30 ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოხურვებულ; შესავედრებელ არს ყოველთათვის, რომელნი ესვენ მას.
31 რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?
32 ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაი ჩემი;
33 განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.
34 განსწავლენ ხელნი ჩემნი ღუაწლსა და ჰყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი ჩემნი.
35 და მომეც მე შემწე მაცხოვარებისაი და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.
36 ფართო ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.
37 ვდევნე მტერნი ჩემნი, და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.
38 ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქუეშე ფერხთა ჩემთა.
39 და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.
40 და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.
41 ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა ისმინა მათი.
42 და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიხაი უბნისაი დავთრგუნე იგინი.
43 მიხსენ მე ხდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე,
44 მორჩილებითა ყურისაითა ისმინა ჩემი;
45 შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.
46 ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისაი.
47 ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე.
48 მხსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიხსნე მე.
49 ამისთვის აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.
50 განადიდე ცხორებაი მეუფისაი და ყოფად წყალობაი ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.
ფსალმუნი 18
1 ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.
2 დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.
3 არა არიან თქმულ არცა სიტყუაი, რომელთა-იგი არა ესმა ხმაი მათი.
4 ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი. მზესა აღდგა კარავი თვისი;
5 და თავადი, ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.
6 ცის კიდითგან არს გამოსლვაი მისი და მიწევნაი მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.
7 შჯული უფლისაი უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ ჰყვნიან ყრმანი.
8 სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაი უფლისაი ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა.
9 შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.
10 გულის-სათქუმელ არიან უფროის ოქროისა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროის თაფლისა და გოლეულისა.
11 და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.
12 შეცოდებანი ვინ-მე გულისხმა-ჰყვნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე.
13 და უცხოთაგან იცევ მონაი შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.
14 და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მხსნელო ჩემო.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
ფსალმუნი 21
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაისათვის დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.
2 ღმერთო ჩემო, დღისი ხმა-ვჰყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე და არა იღუაწე ჩემთვის.
3 ხოლო შენ წმიდასა შინა დამკვიდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაელისაი.
4 შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იხსნენ იგინი;
5 შენდამი ღაღადებდეს და ცხოვნდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.
6 ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.
7 ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხვიდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.
8 ესვიდა უფალსა, იხსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.
9 რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოით, სასოო ჩემო, დედის ძუძუით ჩემითგან.
10 შენდა შევვარდი მე საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან, ღმერთი ჩემი ხარი შენ, ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე, და არავინ არს მწე ჩემდა.
11 გარე-მომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;
12 აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყვირალმან.
13 ხოლო მე ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი ვითარცა ცვილი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.
14 განხმა ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაი ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამხადე მე.
15 რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებრ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განხურიტნეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი.
16 და აღრაცხეს ყოველი ძვალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე.
17 განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.
18 ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ;
19 იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილებაი ჩემი;
20 მიხსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;
21 მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ.
22 მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას; ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისარელისასა.
23 რამეთუ არა შეურაცხ-ჰყო, არცა მოიწყინა ლოცვაი გლახაკისაი, არცა გარე-მიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.
24 შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.
25 შჭამონ დავრდომილთა და განსძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.
26 მოიხსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;
27 რამეთუ უფლისაი არს სუფევაი და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.
28 შჭამეს და თაყუანის-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცვიოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენან მიწად; და სული ჩემი მისა ცხოველ არს.
29 და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას; ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი.
30 და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.
ფსალმუნი 22
1 უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს.
2 ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.
3 მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის.
4 ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე.
5 განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
6 წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
ფსალმუნი 23
1 უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.
2 რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განმზადა იგი.
3 ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?
4 უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკუვით მოყუასსა თვისსა.
5 ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.
6 ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.
7 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
8 ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა.
9 აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი.
10 ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი.
საფლავსა შენსა მაცხოვარ დაბეჭდეს უსჯულოთა, ხოლო ანგელოსმან…
შემდგომად ბ სტიხოლოღიისა, წარდგომანი, ჴმა ჱ.
საფლავსა შენსა მაცხოვარ დაბეჭდეს უსჯულოთა, ხოლო ანგელოსმან ლოდი კარისაგან გარდააგორუა, და დედათა მკუდრეთით აღდგომილი გიხილეს, რომელთა იგი ახარეს მოწაფეთა შენთა სიონს შინა ვითარმედ აღდგა ქრისტე ცხოვრება ყოველთა, და დაჰჴსნა საკრუელნი სიკუდილისანი უფალო დიდება შენდა:
ნელსაცხებელი, დაფლჳსა მოიღეს დედათა, და ესმათ ჴმა…
აღგიარო შენ უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკჳრუელებაჲ შენი.
ნელსაცხებელი, დაფლჳსა მოიღეს დედათა, და ესმათ ჴმა ანგელოსისა რომელი იტყოდა მათდა მიმართ, დასცხერით გოდებისაგან და მოციქულთა ახარეთ სიხარული, ღაღადებდით და გალობდით ვითარმედ აღდგა ქრისტე უფალი, რომელმან ჯერ-იჩინა ცხოვრებაჲ კაცთა ნათესავისა, ვითარცა ღმერთ-არს:
შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული…
დიდება, აწდა. ღმრთის-მშობლისა.
შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული, და კაცთა ნათესავი, ტაძარო სიწმიდისაო, სამოთხეო სიტყჳერო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუა განჴორციელდა, და ყრმა იშუა პირუელ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშო შენი საყდრად გამოაჩინა, და მუცელი შენი ცათა უვრცელეს-ჰყო, შენდამი იხარებს მიმადლებულო, ყოველი დაბადებული დიდება შენდა:
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუელთ მოქმედმან კუერთხმან…
ყოველი სული, სახარება აღდგომისა ჴმისაებრ, და სხუანი, და კანონნი. კანონი აღდგომისა. გალობა ა. ჴმა ჱ. სძლისპირი.
ეტლთა მფლობელი ფარაო, დაანთქა საკჳრუელთ მოქმედმან კუერთხმან, მოსესმან რომელმან, გამოსახა სახჱ ჯუარისა, და განუღო ზღუა მეწამული, და ისრაელნი იჴსნნა, განმავალად მეტყუელნი გალობასა უფლისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:
ვის არა უკჳრდეს ღმრთაება, ქრისტესი და ძლიერებაჲ…
ტროპარნი.
ვის არა უკჳრდეს ღმრთაება, ქრისტესი და ძლიერებაჲ მისი, რამეთუ ვნებითა, მისითა უვნებელო ბაჲ მომცა, უხრწნელებით მორწმუნეთა, ხოლო გუერდისა მისისაგან, აღმოგჳცენდა უკუდავებაჲ, და საღმრთო ცხოვრებაჲ საფლავისაგან:
გამოუჩნდა დედათა მათ, ანგელოსი ნათლით-შემოსილი, მსგავსად ბუნებისა, უსხეულოთა წესისა, და ბრწყინუალედ მოასწავა, ნათელი აღდგომისა, და ღაღადებით ეტყოდა მათ, აღდგა უფალი საფლავისაგან:
დიდებულნი ითქუნეს, შენთჳს თესლითი თესლადმდე ქალწულო, რომელმან…
ღმრთის-მშობლისა.
დიდებულნი ითქუნეს, შენთჳს თესლითი თესლადმდე ქალწულო, რომელმან, შეიწყნარე სიტყუაჲ, ღმრთისა საშოსა შენსა და დაადგერ, ქალწულად ღმრთის-მშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გნატრით, შენ რომელი შემდგომად ღმრთისა მჴსნელად, ჩუენდა იპოე რამეთუ დიდებით დიდებულ-არს:
მწუხარებისა კარნი აღეხუნეს ხოლო, მეკარეთა ჯოჯოხეთისათა რაჟამს…
სხუა, კანონი ჯუარ-აღდგომისა, ჴმა იგივე, მსგავსი. ქუეყანასა მწყურნებსა.
მწუხარებისა კარნი აღეხუნეს ხოლო, მეკარეთა ჯოჯოხეთისათა რაჟამს, იხილეს, უმაღლესი ყოველთა ბუნებათა, ქუესკნელად შთასრული შეძრწუნებულ იქმნნეს:
გუნდი ანგელოსთა განჰკრთა რაჟამს იხილეს, საღმრთოთა საყდართაზედა მჯდომარედ ბუნებაჲ კაცობრივი, დაცემული და შეყენებული, ქუესკნელთა თანა ქუეყანისათა ჯოჯოხეთს:
კრებული ანგელოსთა, და კაცთა დედაო, უქორწინებელო გიგალობენ…
ღმრთის-მშობლისა.
კრებული ანგელოსთა, და კაცთა დედაო, უქორწინებელო გიგალობენ შენ რამეთუ, დამბადებელი შენი ღმერთი, ვითარცა ყრმაჲ უშევ დაბადებულთა:
ღმრთის-მშობელო ქალწულო, მტჳრთუელო სიტყჳსა მის საღმრთოსაო, ცხოვრებისა…
სხუა, კანონი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობლისა. მებრ ალფავიტასა, ჴმა იგივე. უგალობდით უფალსა.
ღმრთის-მშობელო ქალწულო, მტჳრთუელო სიტყჳსა მის საღმრთოსაო, ცხოვრებისა მიზეზო, ჩუენ ყოველნი მორწმუნენი გიგალობთ:
ტევანი ცხოვრებისა, რომლისაგან იწნიხა სიტკბოება, გამოჰჴსნისა ჩუენისა, ღმრთის-მშობელო შენ მიერ მოვისთულეთ ჩუენ:
ერი ადამიანი, შენ მიერ უბიწოო ღმრთის-მშობელო, ღი҃რს-იქმნა დამკჳდრებად, უზესთაესსა მას ნეტარებასა.
განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუეყანისაო, წყალთა…
გალობა გ. სძლისპირი.
განმაძლიერებელ-მექმენ მე, დამბადებელო ცისაო, და ქუეყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე ქრისტე, ეკკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ-არს წმიდა შენებრ კაცთ-მოყუარე:
დაისაჯა პირუელ ადამი, ცოდჳსა გემოს-ხილჳთა, ხოლო ვნებითა…
ტროპარნი.
დაისაჯა პირუელ ადამი, ცოდჳსა გემოს-ხილჳთა, ხოლო ვნებითა შენითა ქრისტე, განსწმიდე ცოდუათაგან, რამეთუ მხოლო უცოდუელ-ხარ, და ხრწნილებისა მისგან, განათავისუფლე იგი:
ნათელი საღმრთო იესოს, აღდგომისა გამოუჩნდა, მსხდომარეთა ბნელსა და აჩრდილთა, სიკუდილისათა ქუესკნელს, და მან შეკრა ძალი იგი, და საუნჯენი მისნი, უძლეველმან წარმოსტყუენა:
სერაფიმთა და ხერუვიმთა უმაღლესად გამოჰსჩნდი ღმრთის-მშობელო, რამეთუ…
ღმრთის-მშობლისა.
სერაფიმთა და ხერუვიმთა უმაღლესად გამოჰსჩნდი ღმრთის-მშობელო, რამეთუ შენ მხოლომან დაიტიე დაუტევნელი ღმერთი მუცელსა შენსა უბიწოო, ამისთჳსცა ჩუენ მორწმუნენი გალობით გნატრით ყოვლად წმიდაო:
პირუელ ურჩებისათჳს, მცნებასა შენ დამბადებელისასა, სამართლად განმიშორე…
სხუა. სძლისპირი. შენ დამამყარ.
პირუელ ურჩებისათჳს, მცნებასა შენ დამბადებელისასა, სამართლად განმიშორე და განმაგდე შენგან მეუფეო, ხოლო შემოსითა, ჩემითა მორჩილებაჲ, მასწავე, და კუალად მადიდე შენ თანა, ვითარცა მოწყალე ხარ სახიერო:
საღმრთოთა მით სიბრძნითა ყოველივე წინასწარ უწყი უფალო, და გულის-ჴმის ყოითა შენითა, ყოველთა არსება დაბადე, და ქუესკნელად შთასლუა, არა უღირს იჩინე ღმრთისა სიტყუაო, რათა აღადგინო ხატად შენდა დაბადებული მოწყალებით:
დაემკჳდრე საშოსა ქალწულისასა უფალო, და გამოუჩნდი კაცთა…
ღმრთის-მშობლისა.
დაემკჳდრე საშოსა ქალწულისასა უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ჴორცითა ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი, ჭეშმარიტად ღმრთის-მშობლად, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლოო კაცთ მოყუარე:
მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტესა, შენგან შობილისა ქალწულო, რათა…
სხუა. სძლიპირი. შენ ხარ დამამტ.
მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტესა, შენგან შობილისა ქალწულო, რათა მიჴსნნეს მოწევნადთა მათ განსაცდელთაგან მტერისათა:
საცთური იგი ევასი, შესცუალე სიმართლედ, მარიამ რამეთუ შენ, სოფელსა უშევ ნათელი იგი ცხოვრებისა:
გარე-შემარტყ მე ძალი ყოვლად უბიწოო, რომელმან ჭეშმარიტად ჰშევ ღმერთი ჴორცითა, ძალი გუამოვანი მამისა:
კანონი (I–III გალობა)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ტექსტი ემატებათვენის ამ ნაწილის ტექსტი ამ დღისთვის ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ…
გალობა დ. სძლისპირი.
შენ ხარ ქრისტე ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი, და სიქადული ცხოვრებისა ჩემისა, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი მამისანი, და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინასწარ-მეტყუელისა ამბაკომის თანა ვიტყოდეთ, ძალსა შენსა დიდება კაცთ-მოყუარე:
შენ მჴსნელო სახიერო, ფრიად შემიყუარე, მე განდგომილი…
ტროპარნი.
შენ მჴსნელო სახიერო, ფრიად შემიყუარე, მე განდგომილი ესე, ურჩებითა ჩემითა ჩემთჳს ღმერთი, სიმდაბლით რა მოხუედ ქუეყანასა ზედა რამეთუ არა ინებე შენ, მგმობრად შერაცხუაჲ ჩემი, არამედ დიდებასა, შენსა ღირს-მყავ არა ღირსი ესე:
ვინ იხილა უფალი, და არა დაუკჳრდა, რამეთუ შენ ძლევით, სიკუდილი დაჰჴსენ და ჯუარითა, ცოდუაჲ დასაჯე და ხრწნილებაჲ მოჰკალ, და ჯოჯოხეთი შეაძრწუნუე, ღმრთაებისა ძალითა, საკჳრუელთ მოქმედითა, კაცთ-მოყუარეო ღმერთო ყოველთაო:
შენ ხარ სიქადულ მორწმუნეთა ყოვლად წმიდაო, შუა-მდგომელ…
ღმრთის-მშობლისა.
შენ ხარ სიქადულ მორწმუნეთა ყოვლად წმიდაო, შუა-მდგომელ და შესავედრებელ ქრისტიანეთა, ზღუდე და ნავთ საყუდელ, რამეთუ ძესა შენსა ოხასა შეჰსწირავ ყოვლად უბიწოო, და აცხოვნებ განსაცდელთაგან, სარწმუნოებით და სურჳლით, ღმრთის-მშობლად და წმიდად მცნობელთა შენთა:
ჯუარსა რა შეგმსწუალეს შენ უსჯულოთა მათ ჰურიათა…
სხუა. სძლისპირი. მესმა უფალო.
ჯუარსა რა შეგმსწუალეს შენ უსჯულოთა მათ ჰურიათა ქრისტე ღმერთო, რომელთაცა ცხოვრებაჲ მოგუანიჭე ვითარცა სახიერმან ღმერთმან, ამისთჳს ვადიდებთ გამოუთქმელსა აურაცხელსა მოწყალებასა შენსა, უფალო დიდება შენდა:
რომელი აღსდეგ მკუდრეთით საფლავისაგან, და ყოველნი შენთანა აღადგინენ, რომელნიცა უკუე იყუნეს შეპყრობილ ჯოჯოხეთს შინა მკუდარნი, და განანათლენ იგინი ვითარცა სახიერმან, ამისთჳს ვადიდებთ აღდგომასა შენსა:
ღმერთი რომელი გჳშევ ჩუეჳ҃, უბიწოო მარიამ ვედრებად…
ღმრთის-მშობლისა.
ღმერთი რომელი გჳშევ ჩუეჳ҃, უბიწოო მარიამ ვედრებად მისა, ნუ დასცხრები ჩუენთჳს ქალწულო, რათა მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაჲ:
ქუეყანად დაუთესუელად, იწოდე ღმრთის-მშობელო გამომღებელად, ყუავილსა მის…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
ქუეყანად დაუთესუელად, იწოდე ღმრთის-მშობელო გამომღებელად, ყუავილსა მის ცხოვრებისასა, რომელმან აღმავსნა სუნნელებითა:
განათლებულნი შენ მიერ, მორწმუნენი ნათლითა მით უსხეულოჲთა, აღგიარებთ შენ ღმრთის-მშობლად, დედაო მზისა მის სიმართლისაო:
ღმერთო ჩუენო უცოდუელო, შენდობაჰყავ შეცოდებათა ჩუენთათჳს, მეოხებითა უბიწოჲსა, დედისა შენისა ქალწულისათა:
ნუსადა განმიშორებ, პირისაგან, შენისა ნათელო წარუვალო, და…
გალობა ე. სძლისპირი.
ნუსადა განმიშორებ, პირისაგან, შენისა ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან, წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა, წარმართე სლუაჲ ჩემი გევედრები:
კუართი საბასრობელი, ჯერ იჩინე შემოსად ვნებისა პირუელად…
ტროპარნი.
კუართი საბასრობელი, ჯერ იჩინე შემოსად ვნებისა პირუელად, ცათა მეუფემან, რათა დაჰფარო სიშიშულე მამისა ჩუენისა, ადამისი და შიშუელი ჯუარს-ეცუ ჴორცითა, რათა მოსპო წყევისა სამოსელი:
სიკუდილისა ბჭეთაგან, ბუნება ჩემი ქრისტე შეწყდომილი იჴსენ, და კუალად აგე შენ, პირუელსავე მას აგებულებასა, ღუთაებისა, ღირს-ჰყავ იგი სასუფეველსა შენსა:
ღმრთის-მშობლისა.
კადნიერება დედობრივი, ძისა შენისა თანა მოგიგიეს ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა, ნუ დააცადებ, მისსა მიმართ გევედრებით რამეთუ, შენ გაქუს მეოხებაჲ ღმრთისა მიმართ და მოტევებაჲ, ცოდუათა ყოველთა ქრისტიანეთათჳს:
წარმართე ცხოვრებაჲ ჩუენი ვითარცა სახიერ ხარ, რათა…
სხუა. სძლისპირი. განგუანათლენ.
წარმართე ცხოვრებაჲ ჩუენი ვითარცა სახიერ ხარ, რათა უგალობდეთ აღდგომასა შენსა, და მოგუანიჭე ჩუენ მშჳდობაჲ შენი ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ:
დაგუამტკიცენ ჩუენ ქრისტე ძალითა ჯუარისა შენისათა, და მოგუანიჭე ჩუენ მშჳდობაჲ შენი, რომელნი უგალობთ აღდგომასა შენსა, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ:
მეოხ-გუეყავ ჩუენ, ძისა შენისა მიმართ ღმრთის-მშობელო, რათა…
ღმრთის-მშობლისა.
მეოხ-გუეყავ ჩუენ, ძისა შენისა მიმართ ღმრთის-მშობელო, რათა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათა, ვითარცა გაქუს კადნიერება:
ბრალთა ჩემთა განძჳნებული ღელუაჲ დააყუდე, დედაო ნათლისაო…
სხუა. სძლისპირი. აღმსთობილნი.
ბრალთა ჩემთა განძჳნებული ღელუაჲ დააყუდე, დედაო ნათლისაო, რომელმან გჳშევ ღმერთი სრული:
ბანაკი ანგელოსთა, და კრებული ძეთა კაცთა, ჰმონებენ უბიწოო, შობასა შენსა ღმრთის-მშობელო:
უქორწინებელად მშობელო ღმრთისა მაღლისაო, არცხჳნე მტერთა ჩუენთა, და გუახარე მორწმუნეთა:
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობთ…
გალობა ვ. სძლისპირი.
მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდუანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობთ შენ, მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ ისმინე ჩემი, ღმერთო მაცხოვარო ჩემო:
ხისა გემოს-ხილჳთა, დამამდაბლა მე თავმან ბოროტთამან, ხოლო…
ტროპარნი.
ხისა გემოს-ხილჳთა, დამამდაბლა მე თავმან ბოროტთამან, ხოლო რაჟამს ამაღლდი, მაცხოვარ ძელსა ზედა, აღმმართე დაცემული, და განაქიქე, მტერი ჩემი კაცთ-მოყუარე:
შეიწყალე სიონი, ქრისტე რაჟამს საფლავით გამოხუედ, და განაახლე იგი, დაზუელებისა მისგან, საღმრთოთა მით სისხლითა, რომელი ჰსუფევს, მას შინა უკუნისამდე:
რათა ჰჴსნილ-ვიქმნნეთმცა ბოროტთაგან შეცოდებათა, მეოხებითა შენითა ღმრთის-მშობელო…
ღმრთის-მშობლისა.
რათა ჰჴსნილ-ვიქმნნეთმცა ბოროტთაგან შეცოდებათა, მეოხებითა შენითა ღმრთის-მშობელო წმიდაო, და რათა მივემთხჳვნეთ ყოვლად წმიდაო ღმრთისა მცხინუარებსა, შენგან გამოუთქმელად განჴორციელებულისა ძისა ღმრთისასა:
ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა განიპყრენ ქრისტე, განჰკურნე…
სხუა. სძლისპირი. ვედრებასა ჩემსა.
ჴელნი თჳსნი ჯუარსა ზედა განიპყრენ ქრისტე, განჰკურნე ჴელნი იგი დაშთომილნი მამისა ადამისნი რომლითა სამოთხესა, ნაყოფი იგი ურჩებისა მიიღო მან, მის-წილ ნაღუელი, ჰსუ შენ ძრმისა თანა გოლგოთას:
სიკუდილისა გემო იხილა მჴსნელმან, რათა დაჰჴსნეს განბჭობაჲ იგი პირუელი და ხრწნილება უხრწნელებად შეჰსცუალა, და აღდგა მკუდრეთით მესამესა დღესა, და მისთანა, აღადგინა ბუნებაჲ ჩუენი დაცემული:
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთჳს ქალწულო, ყოვლად წმიდაო…
ღმრთის-მშობლისა.
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთჳს ქალწულო, ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუენ მორწმუნეთ, და სასოებითა შენითა განვსძლიერდებით და სარწმუნოებით, შენ და ძესა შენსა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ:
კიდობნად სჯულისად აღგიარებთ, წმიდაო ღმრთის-მშობელო, და ტაძრად…
სხუა. სძლისპირი. მომეც მე.
კიდობნად სჯულისად აღგიარებთ, წმიდაო ღმრთის-მშობელო, და ტაძრად მაღლისა, კარავად საწამებელად, და ბჭედ ზეცისად:
დამამჴობელ კერპთა იქმნა შობაჲ შენი ღმრთისა დედაო, რამეთუ მიჴსნნა ჩუენ, მტერისა საცთურთაგან მოსავნი შენნი:
იქმენ კიბე ღმრთისა კაცთა მომართ, მარიამ უბიწოო, რამეთუ შენ მიერ გარდამოჴდა, მაცხოვარი დაბადებულთა:
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
აღრასდეგ მჴსნელო საფლავით, და მკუდარნი აღადგინენ საფლავთაგან…
კონდაკი. ჴმა ჱ. სოფლისა შემოქმედი.
აღრასდეგ მჴსნელო საფლავით, და მკუდარნი აღადგინენ საფლავთაგან, და სიმტკიცე სიკუდილისა შეჰმუსრე, და ადამ განაცხოველე, და ევა მხიარულ-ჰყავ აღდგომითა შენითა, ვინაცა კიდენი სოფლისანი დღესასწაულობენ, მკუდრეთით აღდგომისა შენისათჳს, მრავალ-მოწყალე ქრისტე ღმერთო დიდება შენდა:
ჯოჯოხეთისა მეუფება იავარჰყავ და მკუდარნი აღადგინენ უკუდაო…
იკოსი.
ჯოჯოხეთისა მეუფება იავარჰყავ და მკუდარნი აღადგინენ უკუდაო, და დედათა მენელსაცხებლეთა რა შეემთხჳე, მწუხარებაჲ მათი სიხარულად გარდასცუალე, და სასწაული ძლევისა მათ მიერ მოციქულთა აუწყე ცხოვრების მომცემელო, და დაბადებულნი განანათლენ კაცთ-მოყუარე, ამისთჳსცა განსცხრების ყოველი დაბადებული, მრავალ-მოწყალე ქრისტე ღმერთო დიდება შენდა:
საღმრთოსა შურისათჳს, ცეცხლმან შეიკდიმა პირუელად ბაბილონს, რომელსა…
გალობა ზ. სძლისპირი.
საღმრთოსა შურისათჳს, ცეცხლმან შეიკდიმა პირუელად ბაბილონს, რომელსა სამნი ყრმანი, ვითარცა რა სამოთხესა შინა ვიდოდეს, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
სიმდაბლე შენი ქრისტე, დაუკჳრდა კრებულსა ანგელოსთასა, რაჟამს…
ტროპარნი.
სიმდაბლე შენი ქრისტე, დაუკჳრდა კრებულსა ანგელოსთასა, რაჟამს გიხილეს ღმერთი, ჴორციელად დამსჭუალული ძელსა ზედა, რათა აცხოვნნე რომელნი ღაღადებდენ და იტყოდენ, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო:
ღმრთაებისა ნათლითა, აღივსო ქუესკნელი რაჟამს შთაჰხედ ქრისტე, და ბნელი მეოტ-იქნნა, და წყვდიადი იგი ბნელი განიდევნა, და შეწყდომილნი მას შინა, გამოვიდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო:
ყოველთა შემოქმედად, და ერთისა ხოლო მხოლოდ შობილისა…
სამებისა.
ყოველთა შემოქმედად, და ერთისა ხოლო მხოლოდ შობილისა, მამად ღმრთის-გმეტყუელებთ შენ და ერთსა სულსა წრფელსა, გამომავალსა, შენგან აღჳარებთ მამაო და ვიტყჳთ, კურთხეულ-ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო:
ჰქმენ ცხოვრებაჲ შორის ქუეყანისა ქრისტე ღმერთო ჩუენო…
სხუა. სძლისპირი. ქუეყანით იუდა.
ჰქმენ ცხოვრებაჲ შორის ქუეყანისა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და ვღაღადებთ ჩუენცა ჴმასა მას წინასწარ-მეტყუელისასა, რომელი ამაღლდი შენ ჯუარსა ზედა სახიერებით, და მოუწოდე ყოველთა წარმართთა, რომელნი სარწმუნოებით ღაღადებენ შენდამი მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე:
აღრასდეგ შენ საფლავით ვითარცა ძილისაგან სახიერ, მაშინ მოუწოდე ყოველთა წარმართთა, და იჴსენ ყოველნივე ხრწნილებისაგან, და ჰრწმენა სოფელსა შენდამი, და მოციქულთა ქადაგეს აღდგომაჲ შენი და იტყოდენ, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ:
სწორი მოქმედებითა მშობელისა, სწორი ძლიერებითა სიტყუა თანა-არსი…
ღმრთის-მშობლისა.
სწორი მოქმედებითა მშობელისა, სწორი ძლიერებითა სიტყუა თანა-არსი, ჯერ-ჩინებითა მამისა და სულისათა დაებადების, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ:
გამოსჩნდი მუცლისაგან, ქალწულისა სახიერ მაცხოვრად ძეთა კაცთა…
სხუა. სძლისპირი. იგივე.
გამოსჩნდი მუცლისაგან, ქალწულისა სახიერ მაცხოვრად ძეთა კაცთა ამისთჳს აღჳარებთ, მორწმუნენი დედასა შენსა ღმრთის-მშობლად და ვღაღადებთ, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის:
იესეს ძირისაგან, კუერთხი აღმოსცენდი ღმრთის-მშობელო ქალწულო, რომელმან გამოიღე ნაყოფად მაცხოვარი, მორწმუნეთა და იტყჳან, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის:
ჭურად სამკჳდრებელად, სიბრძნისა მის საღმრთოსა გამოსჩნდი უბიწოო, შენგან რა გამობრწყინდა, განმაბრძნობელი უგულის-ჴმოთა და ვღაღადებთ, მამათა ჩუენთა ღმერთო კურთხეულ ხარ შენ:
შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით…
გალობა ჱ. სძლისპირი.
შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს, გულის-წყრომით, რისჴჳთა ძალისა მაღლისათა, იხილნა უვნებელად, დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ჰყუეს აკურთხევდით, ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად, ამაღლებდით მას უკუნისამდე:
იესოს ძალი ღმრთაებრი, უზესთაესი ყოვლისა, გამოჩნდა ჩუენ…
ტროპარნი.
იესოს ძალი ღმრთაებრი, უზესთაესი ყოვლისა, გამოჩნდა ჩუენ შორის ვითარცა შეჰგავს ღმრთისა, რამეთუ ყოველთათჳს, ჴორცითა ჯურცმა დაითმინა, და სიკუდილისა ძალი დაჰჴსნა ამისთჳსცა, ყრმანი აკურთხევდით მას, მღუდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ჯუარცმული აღდგომილ-არს დღეს, და მოშურნე დაცემულარს, ხოლო ცთუნებული კუალად შეწყნარებულ არს, განხრწნილი უხრწნელ ქმნილ არს, მორწმუნენი იხარებენ, რაჟამს სიკუდილი განიოტა ცხოვრებამან, ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყჳთ, აკურთხევდით ქრისტესა, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:
ღუთაებასა სამებასა, ერთ-არსებასა დიდებულსა, არსებით მიუწთომელსა, სამ-გუამოვნებასა…
სამებისა.
ღუთაებასა სამებასა, ერთ-არსებასა დიდებულსა, არსებით მიუწთომელსა, სამ-გუამოვნებასა, მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა დაუსაბამოსა, და სულსა წმიდასა თანა არსსა, მარადის ვაკურთხევდეთ, ყრმანი და მღუდელნი, და ერნი უფროსად აღუამაღლებდეთ მას უკუნისამდე:
ძელსა ზედა რა ჴელნი განიპყრენ ჩემთჳს განშიშულებულმან…
სხუა. სძლისპირი. სამნი ყრმანი.
ძელსა ზედა რა ჴელნი განიპყრენ ჩემთჳს განშიშულებულმან, მომიწოდე მე კეთილ სახიერებითა შენითა, და შემოსე სიშიშულჱ ჩემი რომელი ესე ვიტყჳ, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:
რომელმან ქუესკნელით ჯოჯოხეთით აღმამაღლე მე დაცემული ესე, და სიმაღლისა საყდართა დიდებისა ღუთაებისა შენისათა ღირს-მყავ უღირსი ესე, ამისთჳს ვღაღადებ, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლ҃ებდით მას უკუნისამდე:
ასულად ადამ დაცემულისა გამოსჩნდი ქალწულო, ხოლო დედად…
ღმრთის-მშობლისა.
ასულად ადამ დაცემულისა გამოსჩნდი ქალწულო, ხოლო დედად არსებისა ჩემისა განმაახლებელისა ღმრთისა, რომელსა უგალობენ ყოველნი საქმენი უფალსა, და უფროსად აღამაღლებენ ყოველსა შინა უკუნისამდე:
წინა აღმდგომნი მბრძოლი ჩემი, ვითარ ცეცხლი შემწუელი…
სხუა. სძლისპირი. მეუფესა ცა.
წინა აღმდგომნი მბრძოლი ჩემი, ვითარ ცეცხლი შემწუელი, სულთა ჩუენთა დაშრიტე, მეოხებითა მშობელისა შენისათა ქრისტე:
დამბადებელი ცათა სიტყუაჲ, უშევ კაცთა, უბიწოო ქალწულო ჴორცითა, ამისთჳს სარწმუნოებით გაკურთხევთ შენ:
ნათელმან მიუახლებელმან რომელიცა დაემკჳდრა შენთანა ქლწულო, გყო შენ სანთელ, განმანათლებელ მორწმუნეთა:
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუეყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს…
გალობა თ. სძლისპირი.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი და კიდენი, ქუეყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღმერთი, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, და საშო შენი უმაღლეს, ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთჳს ღმრთის-მშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ:
საღმრთოთა ბუნებითა უსხეულო ხარ, და ჴორცთ-შესხმითა სხეულევან…
ტროპარნი.
საღმრთოთა ბუნებითა უსხეულო ხარ, და ჴორცთ-შესხმითა სხეულევან იქმენ, და მით ივნე ვითარცა კაცმან ღმრთისა სიტყუაო, და ჰგიე შენ უვნებელად, ვითარცა ღმერთ-ხარ შეუხებელი რა მეთუ ბუნებანი, ორნი იყუნეს შენთანა განუყოფელნი და შეურწყმელნი:
მონათა თანა დამდაბლებითა მაღალო, ღმრთაებისა ბუნებითა მამასა, ღმრთად შენდა უწოდე ვითარცა კაცმან ბუნებით, ხოლო რაჟამს საფლავით აღსდეგ, მადლითა მამად ქუეყანისა ნაშობთა, ბუნებით ღმერთი მამა, ჰბრძანე რომლისა თანა, ყოველნი სულით წმიდითურთ გადიდებთ:
დედად ღმრთისად გამოსჩნდი ქალწულო, და ზესთა ცნობისა გჳშევ ჴორცითა, სიტყუაჲ სახიერი, რომელი სახიერისა მის გულისაგან მამამან აღმოსთქუა, პირუელ ყოველთა, საუკუნეთა, რომელსა უზესთაეს ჴორცთასა გულის-ჴმა-ვჰყოფთ, აწ დაღათუ მოსიან ჴორცნი:
საღმრთოთა უკუე ბუნებითა მუცლადღებულსა, საშოსა შინა თჳსსა…
სხუა. სძლისპირი. შეძრწუნდეს.
საღმრთოთა უკუე ბუნებითა მუცლადღებულსა, საშოსა შინა თჳსსა დედა იგი შენ ღმრთისა, გხედჳდა რა ჯუარსა ზედა ჩუენთჳს კაც-ქმნილსა, ბუნებითა კაცობრივითა ვნებულსა, ხოლო ვითარცა ღმერთსა უვნებელად დადგრომილსა გალობით გადიდებდა:
დაიჴსნა, ბნელი იგი მჭმუნუარჱ, რამეთუ აღმობრწყინდა ქრისტე მზჱ სიმართლისა ჯოჯოხეთიგან, განმანათლებელი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, საღმრთოჲთა ნათლითა მცხინუარე, კაცი ზეცისა, ხოლო ღმერთი ქუეყანისა, რომელსა ვადიდებთ ორთა შინა ბუნებათა:
გარდააცუ მშჳლდსა შენსა ძლიერო, წარემართე და სუფევდ რომელი იშევ, ქალწულისაგან, და მტერნი ჩუენნი ურწმუნონი დაუმორჩილენ, მეფესა ჩუენსა ჵ მორწმუნესა, რომელსა უპყრიეს ჯუარი შენი, და აცხოვნე ერი შენი, რომელნი სარწმუნოებთ გადიდებთ შენ:
საჴსენებელი შენი, ყოვლად წმიდაო ქალწულო, მადლითა და…
სხუა. სძლისპირი. ღმრთის-მშობლად.
საჴსენებელი შენი, ყოვლად წმიდაო ქალწულო, მადლითა და სიხარულითა, აღსავსე არს და აღმოგჳცენდების, ჩუენ მის მიერ კურნებაჲ:
ფსალმუნთა გალობითა, ქებით შეგამკობთ შენ წმიდაო, ღმრთის-მშობელო რომელმან აღმოგჳცენე ჩუენ სიხარული, საუკუნოჲ მჴსნელი სულთა ჩუენთა:
ბრწყინუალედ შუენიერ-არს ნაყოფი მუცლისა შენისა, ქალწულო უბიწოო, და ერნი რომელნი მას, მიიღებენ განცხოველდებიან:
„ღირს არს“
უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
მოწაფეთა თანა მივიწივნეთ ერნო მთასა გალილეასასა, სარწმუნოებით…
მოწაფეთა თანა მივიწივნეთ ერნო მთასა გალილეასასა, სარწმუნოებით ხილუად ქრისტესა, მეტყუელსა ჴელმწიფებისასა, მოღებად ცათა და ქუეყანისა, ვისწაოთ ვითარ ჰმოძღურის მათ, ნათლის-ცემად წარმართთა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, და მათ თანა ყოფაჲ ვითარ აღუთქუა მათ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა:
იხარებდ მოწაფეთა თანა ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ იხილე…
ღმრთის-მშობლისა.
იხარებდ მოწაფეთა თანა ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ იხილე ქრისტე აღდგომილი საფლავით მესამესა დღესა ვითარცა თქუა, რომელთა იგი გამოუჩნდა უაღრესისა მსწავლელი და განმაცხადებელი, და მბრძანებელი ნათლის-ცემად სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, დაჰრწმუნებად ჩუენდა აღდგომისა მისისა და დიდებად შენდა ყრმააო:
აქებდითის დასაწყისი
აქებდით უფალსა ცათაგან, შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
უფალო დაღაცათუ სამსჯავროსა მას, წინაშე პილატესსა წარსდეგ…
აქებდითსა ზედა, დასდებელნი აღდგომისანი. ჴმა ჱ.
უფალო დაღაცათუ სამსჯავროსა მას, წინაშე პილატესსა წარსდეგ, არამედ მჯდომარე იყავ შენ მარადის საყდართა მამისათა, და აღსდეგ მკუდრეთით მაცხოვარ, და დაბადებულნი იჴსნენ მონებისაგან, უცხო-ქმნილისა, მოწყალეო და კაცთ-მოყუარეო:
უფალო დაღაცათუ ვითარცა მკუდარი, ჰურიათა საფლავსა დაგდუეს, არამედ ერისაგანნი გცჳდეს, ვითარცა მეუფესა მძინარესა, და დაგბეჭდეს შენ ვითარცა, საფასჱ, დიდ-ძალი არამედ აღსდეგ, და მოანიჭე, შენ უხრწნელებაჲ სულთა ჩუენთა დღეს:
უფალო საჭურუელად მტერთა წყობასა, მოგუეც ყოველთა ჯუარი შენი, რომლისაგან ჰსძრწის და ეშინის, რამეთუ ვერ იტჳრთავს ხილუად, ძლიერებასა მისსა, რომელი მკუდართა აღადგინებს და სძლევს სიკუდილსა, ამისთჳს ჩუენცა უგალობთ და თაყუანის-ვჰსცემთ მას:
ანგელოსმან შენმან უფალო, რომელმან აღდგომა შენი ჰქადაგა, მცუელნი იგი შეაშინნა, ხოლო დედანი ხარებულ-ჰყუნა და რქუა მათ, რასა ეძიებთ ცხოველსა მას მუდართა თანა, აღდგა ვითარცა ღმერთ-არს, და ყოველსა სოფელსა ცხოვრებაჲ მოანიჭა:
ჯუარითა ივნე, უვნებელმან ღმრთაებითა, დაფლუა თავს-იდევ სამისა…
სხუანი. დასდებელნი აღმოსავლურნი. ჴმა ჱ.
ჯუარითა ივნე, უვნებელმან ღმრთაებითა, დაფლუა თავს-იდევ სამისა დღისა, რათა ჩუენ განგუათავისუფლნე მონებისაგან მტერისა, და უკუდავ გუყუნე და გუაცხოვნნე ჩუენ, ქრისტე ღმერთო კაცთ-მოყუარეო აღდგომითა შენითა:
თაყუანის-ვჰსცემთ და ვადიდებთ, და უგალობთ მკუდრეთით აღდგომასა შენსა ქრისტე, რომლისა მიერ განმათავისუფლენ ჩუენ, საკრუელთაგან ჯოჯოხეთისათა განუჴსნელთა, და ვითარცა ღმერთ-ხარ მოანიჭე სოფელსა, უხრწნელებაჲ და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ, მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყუარემან:
ცხოვრების მომცემელსა მას, საფლავსა უსჯულონი, ჰურიანი სცჳდეს და დაბეჭდეს დასითა, ხოლო ვითარცა ღმერთ-ხარ აღსდეგ, ქრისტე ძლიერებით მესამესა დღესა მკუდრეთით:
წარრახუედ ჯოჯოხეთისა, ბჭეთა უფალო, და შეჰმუსრენ, ხოლო იგი ტყუე-ქმილი ესრეთ ღაღადებდა, ვინმე არს ესე რომელი არა დაისაჯების, ქუესკნელთა შინა ქუეყანისათა, არამედ ვითარცა ტალავარი დაარღჳა, სიკუდილსა საპყრობილჱ, შევიწყნარე ვითარცა მკუდარი, და ვსძრწი ვითარცა ღმრთისაგან, ყოვლად ძლიერო ღმერთო შეგჳწყალენ ჩუენ:
ყოველდღიური დოქსოლოგიის წინ
შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება, შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.
ყოველდღიური დოქსოლოგია
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.
სავედრებელი კვერექსი
ხოლო შემდეგომად დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი:
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სტიქარონსა ზედა დასდებელნი
აქ იგალობება დღის სტიქარონები ჩასართავებზე (სტიქარონსა ზედა).
სტიქარონის მუხლები
აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
ფსალმუნის 91-ის მუხლები
კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი · სულთმოფენობიდან 1, ყოველთა წმინდათა კვირა
მაღლითა გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმაი თავს იდებ და სამისა დღისა დაფლვაი, რაითა ჩუენ განმანთავისუფლნე ცოდვათა ჩუენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდება შენდა.
მოციქულნო და წინასწარმეტყუელნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამამთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისანო, მეოხ-გუეყვენით წინაშე ღმრთისა.
ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
მრჩობლი კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
პირველი ჟამი
სადაგ დღეს ცისკარს მეყსეულად მოსდევს პირველი ჟამი; განტევება პირველი ჟამის ბოლოს არის (ტიპიკონი, თავი 9).