გულანი
საცდელი · 1.11.4
დღეს

კვირა

ქრისტეს აღდგომის ხსენება

საკვირაო მსახურება 2 ივნისი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

სულთმოფენობიდან 1, ყოველთა წმინდათა კვირა

ტროპარი

მაღლითა გარდამოხედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმაი თავს იდებ და სამისა დღისა დაფლვაი, რაითა ჩუენ განმანთავისუფლნე ცოდვათა ჩუენთაგან, ცხოვრებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდება შენდა.

მოციქულნო და წინასწარმეტყუელნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამამთავარნო და ქალწულნო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისანო, მეოხ-გუეყვენით წინაშე ღმრთისა.

ყოვლისა სოფლისა წამებულთა მოწამეთა სენთა სისხლნი, ვითარცა პორფირი და ბისონი ჰმოსიან ეკჯლეისასა და მათ მიერ გევედრებით: ქრისტე ღმერთო, მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი

სოფლისა შემოქმედისა პირველ ნაყოფად, მხსნელო შესწირავს შენდა სოფელი მხნეთა მოწამეთა და გევედრების: მათითა ოხითა მშვიდობაი მომადლე ეკლესიასა და ერსა და ქალაქსა და სოფელსა შენსა და იხსნენ ყოვლისაგან ჭირისა ვედრებითა ღმრთისმშობელისათა.

წმიდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი (828)

კონდაკი

ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ ძლევისა იგი გვირგვინი, ნიკიფორე ყოვლედიდებულო, და ძლევაშემოსილად გამოსჩნდი; აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი შენი, ვითარცა მღვდელმთავარმან და ქადაგმან ქრისტესმან.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 14 ივნისი

დილით

დღისით