გულანი
საცდელი · 1.11.4
სერობა 1 / 6საწყისი ლოცვები

სერობა

სულთმოფენობა

4 ივნისი 2023ხმა 7

დღის ხსენებანი (1)
  • სულთმოფენობა
ამ დღის ყველა ხსენება saint.ge-ზე
მკითხველი

საწყისი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

50-ე ფსალმუნი (სინანულისა)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.

უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

90-ე ფსალმუნი („რომელი დამკვიდრებულ არს“)

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაჲთა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაჲსასა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელისაღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

მცირე სერობა

უფალო, შეგვიწყალენ. უფალო, შეგვიწყალენ. უფალო, შეგვიწყალენ.

სულთმოფენობის ტროპარი

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ და მოუვლინე მათ სული წმიდა.

მღვდელი

განტევება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.