დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
სულთმოფენობა - აღდგომიდან 50-ე დღე
ტროპარი
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
კონდაკი
რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლოაწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.
წმიდა მოწამე ვასილისკო (დაახლ. 308)
კონდაკი
ვნებათა შინა მტკიცედ და მხნედ გამოსჩნდი შენ, და სასწაულთა შინა ყოვლადსაკვირველ და ცხადად სახელი ქრისტესი აღიარე, და მძლავრსა არცხვინე; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ბასილიკოს, და მარადის გიხმობთ ყოვლადპატიოსანო: გიხაროდან, მოწამეთა ბრწყინვალეო სამკაულო.
ხსენება II მსოფლიო საელესიო კრებისა (381)
ტროპარი
უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალეო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.
კონდაკი
მოციქულთა ქადაგებაი და მღვდელმთავართა მოძღურებაი სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად საღმრთოთ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ მოსიეს და მართლმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 3 ივნისი
დილით
- შუაღამიანი კვირის30 წთ
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება