გულანი
საცდელი · 1.11.1
სამადლობელი ლოცვები 1 / 6საწყისი ლოცვები

სამადლობელი ლოცვები

საკელიო ლოცვები

ზიარებისთვის მომზადება

მომზადების წესი თქვენს მოძღვართან შეათანხმეთ. ეს ჩამონათვალი მხოლოდ სარეკომენდაციოა.

მკითხველი

საწყისი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

50-ე ფსალმუნი (სინანულისა)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაჲ ჩემი.

უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვისა ჩემისაგან განმწმიდე მე.

გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

დიაკონი

დიდი (სამშვიდობო) კვერექსი

მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.

სამადლობელი ლოცვები

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ არა განმაგდე მე ცოდვილი, არამედ ზიარმყავ სიწმიდეთა შენთა.

გუნდი

აღდგომის საგალობელი · ხმა 7

დაარღვიე ჯვრითა შენითა სიკვდილი და განუღე ავაზაკსა სამოთხე.

მღვდელი

განტევება

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.