გულანი
საცდელი · 1.11.1
ჯვრის თაყვანისცემის კვირა 1 / 2აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი…

ჯვრის თაყვანისცემის კვირა

მარხვანი

orthodoxy.ge; „ქართული გალობა“, ტ. XXV (folk.gov.ge) · დაახლ. 1 წთ

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი…

ტროპარი

აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე, და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.

არღარა სცავს ედემისა ბჭეთა მახვილი მოტყინარი, არამედ…

კონდაკი

არღარა სცავს ედემისა ბჭეთა მახვილი მოტყინარი, არამედ მიჰრიდა ჯუარსა შენსა, ხოლო ძელმან ჯუარისა შენისამან, მხსნელო, სიკვდილი მოკლა და ჯოჯოხეთი შეფქვა, რომლითა მიხვედ მათდა და ეტყოდი: მკვიდრნო ქვესკნელისანო, აღმოგვალედ კვალად სასუფევლად.