ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ…
შაბათსა ყველიერისასა ჴსენებასა აღვასრულებთ მოღვაწებით განბრწყინვებულთა ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილტა მამათა ჩვენთასა. ტროპარი, ხმა 4.
ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩუენნი.
ვითარცა სარწმუნოებისა ქადაგთა და ურწმუნოებისა დამადუმებელთა, ღმერთშემოსილთა…
კონდაკი, ხმა 8.
ვითარცა სარწმუნოებისა ქადაგთა და ურწმუნოებისა დამადუმებელთა, ღმერთშემოსილთა მამათა კრებული განაბრწყინვე უბრწყინვალე მზის, ქრისტე ღმერთო, ყოველსა შინა სოფელსა; მათითა ვედრებითა, მყუდროთა მშვიდობითა მგალობელნი შენი აღგვავსენ, მხსნელო, და თანა წარგვხადენ სოფლისა ღელვათა, რაითა გიგალობდეთ და გადიდებდეთ განათლებულნი გალობით: ალილუია.