გულანი
საცდელი · 1.37.0
უძღები შვილის კვირა · შაბათი 1 / 3რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე…

უძღები შვილის კვირა · შაბათი

მარხვანი

orthodoxy.ge; „ქართული გალობა“, ტ. XXV (folk.gov.ge) · მხოლოდ საგალობელთა ნაწილი · დღის განგება სრულად ჯერ არ არის დამატებული · დაახლ. 1 წთ

რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე…

შაბათსა ჴორციელისასა, ჴსენება შესვენებულთა.

რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდათ სასოებაი შემოქმედისა ყოველთასა და კაცთმოყუარისა ღმრთისა.

შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთსაყუდელი და…

დიდება, აწდა, ხმა იგივე

შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთსაყუდელი და მეოხი კეთილად შემწყნარებელი მისა მიმართ, რომელი შევ შენ, ღვთისმშობელო, უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.

წმინდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და…

კონდაკი, ხმა 8.

წმინდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.