გულანი
საცდელი · 1.37.0
პარაკლისი წმიდისა დიდმოწამისა და მკურნალისა პანტელეიმონისი 1 / 91კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…

პარაკლისი წმიდისა დიდმოწამისა და მკურნალისა პანტელეიმონისი

პარაკლისები

orthodoxy.ge; მამა ლაზარეს კრებული; „საღვთისმსახურო წიგნები“ · დაახლ. 33 წთ

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…

მღუდელმან:

კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…

უკეთუ ერისკაცია,

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…

მღუდელმან:

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…

მუხლი 1.

აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…

მუხლი 2.

ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე…

მუხლი 3.

არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…

მუხლი 4.

ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ღუაწლით შემოსილო, წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო პანტელეიმონ…

ტროპარი

ღუაწლით შემოსილო, წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ღუაწლით შემოსილო, წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო პანტელეიმონ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)

ღუაწლით შემოსილო, წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსეჲსამან…

კანონი წმიდისა პანტელეიმონისი, ქმნილი უფლისა გ-ისი. უგალობდითსა (გალობაჲ ა). ძლისპირი:

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსეჲსამან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განაპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალი, მეტყუელი გალობისა უფლისასა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

სიტბოებაჲ და წყალობაჲ ყოველთა წყალობისაჲ მოგიღებიეს მსგავსად…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიტბოებაჲ და წყალობაჲ ყოველთა წყალობისაჲ მოგიღებიეს მსგავსად სახელისა ზეგარდამო, პანტელეიმონ მჴნეო, ამისთჳს გევედრებით: სიტკბოებით მომხედენ და დიდებად შენდა განმაძლიერენ, და ღირს მყავ სასწაულთა შენთა დიდთა გალობად.

გაქუნდა კეთილი ქონებაჲ და ცნობაჲ გონიერი სიჩჩოჲთ…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გაქუნდა კეთილი ქონებაჲ და ცნობაჲ გონიერი სიჩჩოჲთ შენითგან, სამგზის სანატრელო, და საცნობელნი სულისანი განკითხვად და გულისჴმისყოფად, და განრჩევად კეთილად კეთილისა და ბოროტისა, ვინაჲცა კეთილი შეიყუარე და ბოროტი მოიძულე.

ღმრთისმსახურებაჲ დიდებული სიბრძნით შეიყუარე ღმერთშემოსილო, და მამული…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღმრთისმსახურებაჲ დიდებული სიბრძნით შეიყუარე ღმერთშემოსილო, და მამული იგი უღმრთოებაჲ, ღმრთივ გონიერად სწავლითა შენითა განსწმიდე, და მოიზიდე იგი ნიშთა საკჳრველთა აღსრულებითა ქრისტეს სარწმუნოებად, დიდებით დიდებულო.

უნაყოფოთა ბერწთაგან ნაყოფად შუენიერად აღმოგაცენა მუშაკმან სულთამან…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უნაყოფოთა ბერწთაგან ნაყოფად შუენიერად აღმოგაცენა მუშაკმან სულთამან, ქალწულო ყოვლად დიდებულო, თჳსისა მის ბრწყინვალებისა სამეუფოჲსა საყდრად და სავანედ ცათა უმაღლესად და შენგან გამოვიდა, ღმერთი და კაცი სრული.

განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო…

განძლიერდისა (გალობაჲ გ). ძლისპირი:

განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყუარე.

შუენიერებითა ჴორცთაჲთა და სათნოებათა სიკეთითა და მადლთა…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შუენიერებითა ჴორცთაჲთა და სათნოებათა სიკეთითა და მადლთა საღმრთოთა ბრწყინვალებითა სიწმიდე სულიერი უშუენიერეს გამოაჩინე და მრთიორ]კერძოვე ჰნათობდი, ზეშთა ცნობისა და სიტყჳსა.

განიკითხე და გულისჴმა-ყავ გონიერად განბჭობითა, საცთური და…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განიკითხე და გულისჴმა-ყავ გონიერად განბჭობითა, საცთური და ღმრთის მეცნიერებაჲ, და შეეძინე ნათელსა და განაგდე ბნელი წყუდიადი, რამეთუ უდარესსა აღირჩიე უვაღრესი.

სიბრძნით მოპოვნებულთა სახეთა და სიტყუათა ჩემებელთა მიერ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიბრძნით მოპოვნებულთა სახეთა და სიტყუათა ჩემებელთა მიერ, განჰბასრე მამაჲ ტყუვილისა და პატივი წმიდისა ემბაზისა და მოძღურისა და მამისა შენისაჲ ჯეროვნად დასცევ, ნეტარო.

ურიცხუთა ბოროტთა ჩემთაგან, რომელთა ვნივთებ დღითი-დღედ, ოხითა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ურიცხუთა ბოროტთა ჩემთაგან, რომელთა ვნივთებ დღითი-დღედ, ოხითა შენითა მიჴსენ ქალწულო, რამეთუ ბრალეულთა და უსასოთა სასოებაჲ და შუამდგომელი, შენ ხარ ქრისტეს მჴსნელისა მიმართ.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ…

მღუდელმან:

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ, გევედრებით, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ.

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა მამისა ჩუენისა შიოსათვის. და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ( მოიხსენე ადგილობრივი მღუდელთმთავარი ), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონანი და მჴევალნი თჳსნი (სახელები) განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა, და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანთათჳს.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

სწამე წამებაჲ ქრისტესი ახოვნად და სარწმუნოებაჲ მისი…

ამინ! წარდგომაჲ, ჴმაჲ დ. გუერდი:

სწამე წამებაჲ ქრისტესი ახოვნად და სარწმუნოებაჲ მისი ჰქადაგე და მამაჲ შენი, სიღრმეთაგან უღმრთოებისასა აღმოიყვანე და უღმრთოჲსა მის მძლავრისა ზახებისაგან არა შესძრწუნდი და ეშმაკთა საცთურსა არცხჳნე, სანატრელო, ვინაჲცა მოიღე მადლი უფლისა მიერ განკურნებად სალმობისა სულთა და ჴორცთა ჩუენთასა, პანტელეიმონ ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა მრთიშენდობაჲ მოგუანიჭოს და სულთა ჩუენთა – დიდი წყალობაჲ.]

შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ…

მესმასა (გალობაჲ დ). ძლისპირი:

შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხოვრებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინასწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყუარე.

მადლი სულისა წმიდისაჲ, ყოვლად ძლიერისაჲ დაემკჳდრა შენ…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მადლი სულისა წმიდისაჲ, ყოვლად ძლიერისაჲ დაემკჳდრა შენ თანა და უძლურებაჲ შენი განაძლიერა და საქმით და სიტყჳთ წარჩინებულ-გყო, ღმერთშემოსილო, რომლითა განაკჳრვენ ყოველნი გონებანი და ცნობანი, რამეთუ სასწაულთა და საკჳრველთა აღსრულებითა მოაქციენ მრავალნი.

ჰპოვე ღირსი ერმოლაოს პავლეს წილ, ნეტარო მოწამეო…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჰპოვე ღირსი ერმოლაოს პავლეს წილ, ნეტარო მოწამეო ქრისტესო, მის მიერ, გეუწყნეს საიდუმლონი მაღალნი და გამოუთქუმელნი, რომელთა მიერ ისწავე წესი ბრწყინვალე ღმრთისმსახურებისაჲ და მიერითაგან იქმენ მოძღუარ ღმრთივსწავლულ და შესძინე მეუფესა, ერი საზეპუროჲ, პანტელეიმონ.

ახოვნებით შებმა უყავ წამებისა ღუაწლთა, ღირსო პანტელეიმონ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ახოვნებით შებმა უყავ წამებისა ღუაწლთა, ღირსო პანტელეიმონ, ძალითა საღმრთჲთა გარეშეზღუდვილმან და მწარენი ტანჯვანი დაითმინენ, დიდებულო, უძლეველითა მოთმინებითა და სიმტკიცითა გონებისაჲთა, წადიერად ღაღადებდი, ძალსა შენსა დიდებაჲ კაცთმოყუარე.

ჭეშმარიტად სანატრელ არს ერი, რომელმანცა გიცის და…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად სანატრელ არს ერი, რომელმანცა გიცის და აგიარებს დედად ღმრთისად, ჭეშმარიტად უბიწოო, და მეოხებითა შენითა შეზღუდვილი დაცვულ არს, რამეთუ შემდგომად ღმრთისა სასოებაჲ ცხორებისა თჳსისაჲ შენდამი დაუც, ქალწულო, და ცხონდების, და გზათა წარემართების.

ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და…

ღამითგანსა (გალობაჲ ე). ძლისპირი:

ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

სიბრძნისა მის საღმრთოჲსა ტრფიალ იქმენ, სამ-გზის სანატრელო…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიბრძნისა მის საღმრთოჲსა ტრფიალ იქმენ, სამ-გზის სანატრელო პანტელეიმონ, და იგი შეიყუარე და იგი მოიგე თანამკჳდრად შენდა, ამისთჳს სამართლად პატივცემულ იქმენ მის მიერ და გჳრგჳნნი მაღალთანი დაიდგენ.

ჴორცთა იგი სიკეთე შუენიერებითა სულისაჲთა შეამკვე და…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჴორცთა იგი სიკეთე შუენიერებითა სულისაჲთა შეამკვე და კუალად სულისა ბრწყინვალებაჲ სათნოებათა დიდთა და ღუაწლთა ნათლითა ელვარედ განაშუენე, დიდებულო და იქმენ ტაძარ სულისა წმიდისა.

მადლითა და სასწაულთა ელვარებითა დაშრიტენ თუალნი უღმრთოთანი…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მადლითა და სასწაულთა ელვარებითა დაშრიტენ თუალნი უღმრთოთანი და მძლავრთა ზახებაჲ დაამჴუ სიმჴნითა და კერპთა საცთური დაამრთირღჳე] მოღუაწებითა შენითა და მორწმუნეთა გულნი განანათლენ.

უდებობისა ბადითა და საკრველითა მედგრობისა ჩუენისათა ქუესკნელთა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უდებობისა ბადითა და საკრველითა მედგრობისა ჩუენისათა ქუესკნელთა ცოდვისათა შთავიზიდვი ყოვლად საწყალობელი, არამედ, ვითარცა მჴსნელისა ყოველთაჲსა მშობელი, სინანულად ცხორებისა მიმიძეღუ.

ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და აუვარებ…

ღაღატყავსა (გალობაჲ ვ). ძლისპირი:

ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთა მიიწია. და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

მხიარულ იქმნა უფალი მისთჳს სიყუარულისა, რომელი გაქუნდა…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მხიარულ იქმნა უფალი მისთჳს სიყუარულისა, რომელი გაქუნდა მისსა მიმართ და სასოებაჲ და სარწმუნოებაჲ უსაზღვროჲ და ცათა შინა ქუეყანასა ზედა გადიდა შენ ზეშთა სიტყჳსა ნიშთა მიერ და სასწაულთა, პანტელეიმონ.

ღმრთივშუენიერითა სიბრძნითა აღვსებულმან უღმრთოებისა იგი ბნელი და…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ღმრთივშუენიერითა სიბრძნითა აღვსებულმან უღმრთოებისა იგი ბნელი და წყუდიადი საცთურისა განდევნე სიტყჳთა შენითა, ეწყვებოდე რაჲ უშჯულოთა მათ და ცილობაჲ მათი უწესოჲ საქმეთა წამებითა დაჰჴსენ, პანტელეიმონ.

თესლი სიტყჳსაჲ შეიწყნარა სულმან წმიდამან, ვითარცა რაჲ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თესლი სიტყჳსაჲ შეიწყნარა სულმან წმიდამან, ვითარცა რაჲ ნაყოფიერმან, და ნაყოფი მზრდელი სულთაჲ აღმოაცენა, ბრძენო, შემაშფოთებელი ღუარძლთა ბოროტთაჲ და ასეული უკუდავებისა თავწარსხმული სათნოებათაჲ მოართუ ქრისტესა.

სიტყუაჲ უფლისაჲ განკაცნა რაჲ და იშვა ჴორცითა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიტყუაჲ უფლისაჲ განკაცნა რაჲ და იშვა ჴორცითა ქალწულისაგან, იქმნა ყოველივე ახალ, და მიწისაგანნი ღმერთ იქმნნეს ჭეშმარიტად და წყევაჲ კურთხევად შეცვალა და მაცდური გუელი მოიკლა და სიკუდილისა მძლავრებაჲ უჩინო იქმნა.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღუდელმან:

მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო…

უფალო, შეგვიწყალენ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…

უფალო, შეგვიწყალენ.

ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი…

შენ უფალო.

რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

ვითარცა მიმსგავსებულმან მოწყალისა ღმრთისამან, კურნებათა მადლი მოიღე…

იბაკოჲ (კონდაკი).

ვითარცა მიმსგავსებულმან მოწყალისა ღმრთისამან, კურნებათა მადლი მოიღე მის მიერ, ღუაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო, და ლოცვითა შენითა, სენნი ჩუენნი სულიერნი განჰკურნენ და განიოტენ საცთურნი მარადის მბრძოლისა ჩუენისანი, რომელნი სარწმუნოებით ვღაღადებთ: გუაცხოვნენ ჩუენ, უფალო.

იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას…

სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნი დავითისა

იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქმნენ ყოველნი წრფელნი გულითა.

შეისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისაჲ, გევედრებოდი რაჲ მე…

მუხლი

შეისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისაჲ, გევედრებოდი რაჲ მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იჴსენ სული ჩემი.

უფალო, შეგვიწყალენ

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო, შეგვიწყალენ.

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და…

მღუდელმან:

რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და რომელი წმიდათა შორის განისვენებ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!

ყოველი სული აქებდით უფალსა

მღუდელმან

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…

ყოველი სული აქებდით უფალსა.

აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალითა მისისაჲთა.

ყოველი სული

ყოველი სული აქებდით უფალსა.

ყოველი სული.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა…

აქებდით უფალსა.

ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მშვიდობა ყოველთა.

ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

და სულისაცა შენისა თანა.

ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

მოხედენ !

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.

მოხედენ !

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: არარაჲ არს დაფარულ, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალულ, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას, ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყუანენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რაჲ სიტყუჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს მას ჟამსა შინა, რაჲ იგი სთქუათ.

მეოხებითა დიდებულისა მოწამისა პანტელეიმონისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა…

დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა დიდებულისა მოწამისა პანტელეიმონისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებანი ჩუენნი და შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო.

ნიჭნი კურნებათანი და სასწაულნი ზეგარდამო მოიხუენ ქრისტეს ღმრთისაგან, ღირსო პანტელეიმონ, ამისთჳს ვითხოვთ შენგან, დიდებულო: განკურნენ წყლულებანი სულთა ჩუენთანი, ბრძენო და კუალად სალმობანი ჴორცთანი უკურნებელნი, ვითარცა ხარ მობაძავ ღმრთისა მოწყალებათაჲ, რაჲთა გიგალობდეთ შენ სარწმუნოებით.

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი…

მღუდელმან:

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანინესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა, ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ.

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). მღუდელმან:

წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა-თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

რომელთა ქალდეველთა აგზებული საჴმილი ძალითურთ შემწუველი დაშრიტეს…

ამინ! კურთხეულარსა (გალობაჲ ზ). ძლისპირი:

რომელთა ქალდეველთა აგზებული საჴმილი ძალითურთ შემწუველი დაშრიტეს ხილვითა ანგელოზებრივითა, რომელი გარდამოჴდა, მისა მიმართ ყრმანი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათაო ჩუენთაო.

ძალითა სულისაჲთა აღჭურვილი ეწყვე სიმჴნით მტერთა წინააღმდგომთა…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ძალითა სულისაჲთა აღჭურვილი ეწყვე სიმჴნით მტერთა წინააღმდგომთა, ნეტარო პანტელეიმონ და სამძალი ძლევისაჲ შეიმოსე და განათლებული ღაღადებდი და იტყოდი: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მადლსა კურნებათასა და დაუწყუედელსა უფსკრულსა სასწაულთასა, მჴნეო…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მადლსა კურნებათასა და დაუწყუედელსა უფსკრულსა სასწაულთასა, მჴნეო, საფლავი შენი აღმოაცენებს და რომელნი აღმოივსებენ, კურნებასა სულთასა და ჴორცთასა მიიღებენ და აკურთხევენ ღმერთსა, მადიდებელსა შენსა, პანტელეიმონ: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წამებისა შენისა გზაჲ სიხარულით წარვლო, მოწამემან შენმან…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წამებისა შენისა გზაჲ სიხარულით წარვლო, მოწამემან შენმან, უფალო, და განვრცნა ალაგთა შინა მცნებათა და მადლთა ბნელთასა, ხოლო შენ, სახიერო, საკჳრველ ჰყავ ნიშთა მიერ და ადიდე იგი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ყოვლად მაღალო: კურთხეულ ხარ და დიდებულ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ყოველნივე წინაჲსწარი თქმულნი შენთჳს და სწავლებანი ესერა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველნივე წინაჲსწარი თქმულნი შენთჳს და სწავლებანი ესერა სრულ იქმნნეს, ქალწულო, რამეთუ ქადაგებული მათი ჴორცითა გჳშევ ორითა ბუნებითა და საქმითა, ვითარცა არს ღმერთი და კაცი სრული, ამისთჳს ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ.

შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს გულისწყრომითა…

აკურთხევდითსა (გალობაჲ ჱ). ძლისპირი:

შჳდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათჳს გულისწყრომითა და რისხვითა და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ცეცხლითა რაჲ იწუვებოდე და მახჳლითა დაიჭრებოდე და…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ცეცხლითა რაჲ იწუვებოდე და მახჳლითა დაიჭრებოდე და ურმისთუალსა ზედა განრთხმულ იყავ, მოწამეო, და მჴეცთადა მიცემულ და წყალთა შინა ზღჳსათა შთაგდებულ და პირად-პირადითა სატანჯველითა ტანჯულ, არა განილიე შენ, ხოლო უკუანაჲსკნელ, თავისა შენისა, ღირსო, წარკუეთითა წარმოუდეჰ ქრისტესა.

კრებაჲ შენი შუენიერი ბრწყინავს უბრწყინვალეს მზისთუალისა და…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

კრებაჲ შენი შუენიერი ბრწყინავს უბრწყინვალეს მზისთუალისა და ნათელითა მადლთაჲთა და ნიშთა ბრწყინვალებითა იხარებს ცისკიდეთა და ჰნათობს სულთა მორწმუნეთასა, რამეთუ ყოველთავე სწყალობ და აცხოვნებ სიტკბოებისა შენისა სიმდიდრითა, ღმრთისა მძლეო, სენთა განჰკურნებ და სულთა არა-წმიდათა იოტებ.

მკურნალი ხარ საკჳრველი მომატყუებელი უკუდავებმრთიისა,] ჴორციელსა სიმახჳლესა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მკურნალი ხარ საკჳრველი მომატყუებელი უკუდავებმრთიისა,] ჴორციელსა სიმახჳლესა თანა, მოიგე სულიერი მოღვაწებაჲ და კურნებაჲ სულთაჲ და მრჩობლ ჰკურნებ ჴორცთა და სულსა სიბრმესა და ორკერძოვე მისცემ ბრწყინვალებასა, დიდებულო, ქრისტეს მჴსნელისა წოდებითა და ძლიერებითა.

ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, ღმრთისაგან უცვალებელად კაც-იქმნა უქცეველად…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, ღმრთისაგან უცვალებელად კაც-იქმნა უქცეველად შენგან, ღმრთისა დედაო, ყოვლად უხრწნელო სძალო და განაახლა განხრწნილი ადამ და აღიყვანა პირველსავე მას დიდებასა. ამისთჳს შენ, ვითარცა მიზეზსა ცხორებისასა, ქებით გადიდებთ და სარწმუნოებით თაყუანის-გცემთ.

განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკჳრვებულ…

ადიდებდითსა (გალობაჲ თ). ძლისპირი:

განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკჳრვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებდენ შენ.

რიტორთა ზღაპრობაჲ სიბრძნით ამხილე და ცუდთა ღმერთთა…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რიტორთა ზღაპრობაჲ სიბრძნით ამხილე და ცუდთა ღმერთთა უძლურებაჲ დაამჴუ და ასკლიპიოს და პალინიოჲს ჴელოვნებაჲ ცუდ-ჰყავ და დაარღჳე მძლავრთა ზახებაჲ და აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ, ღირსო პანტელეიმონ, მოწამეო ქრისტესო და ერი მორწმუნეთა ადიდე.

კურნებისა წყაროთა და უფსკრულთა ცხორებისათა, აღმოაცენებ, ღირსო…

წმიდაო დიდო მოწამეო, მკურნალო, პანტელეიმონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

კურნებისა წყაროთა და უფსკრულთა ცხორებისათა, აღმოაცენებ, ღირსო, საღმრთოჲთ სამარხოჲთ შენით და მოჰრწყავ მორწმუნეთა და ჰკურნებ სენსა ყოველთასა და მისცემ ცოდვათა მოტევებასა და განსაცდელთა ჴსნასა და მხიარულ ჰყოფ სულსა შემსხმელთა შენთასა, პანტელეიმონ.

მოაკუდინე იქედნე წამლიანი ლოცვითა და ლომთა პირნი…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოაკუდინე იქედნე წამლიანი ლოცვითა და ლომთა პირნი დაუყვენ და ცეცხლი და წყალი განჰვლე წადიერად, უძლეველო მოწამეო, ხოლო მახჳლითა რაჲ სრულ იქმენ, წარმოუდეგ ქრისტესა და ჰსუფევ საუკუნოდ, კრებულსა თანა უჴორცოთასა.

აღმაღლდა რქაჲ დაცემულისა ადამისი შენგან შობითა ღმრთისა…

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმაღლდა რქაჲ დაცემულისა ადამისი შენგან შობითა ღმრთისა სიტყჳსაჲთა, რომელმან არა უღირს-იჩინა სიმდაბლე ჩუენი და პირველი აზნაურებაჲ მოგუცა მიწადმდე დამდაბლებულთა, ამისთჳს შენ, ვითარცა ცხორებისა ჩუენისა მიზეზსა, გნატრით ღმრთისა დედაო.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მარტჳლთა შორის გამოსჩნდი მკურნალად საკჳრველად, პანტელეიმონ ბრძენო…

მღუდელმან აკმიოს. ჴმაჲ ა: შენ სიტყუაჲ

მარტჳლთა შორის გამოსჩნდი მკურნალად საკჳრველად, პანტელეიმონ ბრძენო, ლოცვითა გუელი მოჰკალ და ყრმაჲ აღადგინე, ყოველთავე უჩუენე ძალი ქრისტესი, რომელი მოგემადლა ღმრთისა მიერ, მას ევედრე ცხორებად ჩუენდა.

ყოვლად საძლეველი იგი საჭურველი აღიღე, რომელსა ზედა ქრისტე ნეფსით დამსჭვალულ იქმნა და მით დაამჴუ ძალი უსჯულოჲ, პანტელეიმონ ქებულო, რომლისათჳსცა ევედრე მაცხოვარსა მგალობელთა შენთათჳს, ღირსო.

მოძღუარისა მიერ მორწმუნისა, სწავლაჲ შეიწყნარე და მამაჲ იგი ურმრთიწ]მუნოჲ მორწმუნე-ჰყავ შენ, ღირსო, რაჟამს მოგეცა შენ ღმრთისა მიერ ძალი იგი კურნებათაჲ, მოგჳჴსენენ მგალობელნი შენნი, პანტელეიმონ დიდებულო.

წადიერად განუკუთნე თავი შენი ღმერთსა, პანტელეიმონ ღირსო, და პირველ სრულებისა ძალითა მისითა აღადგინე მკუდარი, ყოვლად დიდებულო, მეცა მომკუდარი სულითა ცოდვათაგან, ცხოველ მყავ ოხითა შენითა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…

მღუდელმან:

რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე…

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). მღუდელმან:

შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით შენ, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ ჩუენ.

მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).

მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მიტევებისათვის მონათა და მჴევალთა შენთათვის (სახელები), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა-მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის, სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადდღე ჩუენდა მომავალი და გეიჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა-მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩუენ.

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…

უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ზღუათა და ჰაერთა შინა შორს მყოფთაო და მლხინებელ და მწყალობელ ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა და შეგვიწყალენ ჩუენ;

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღუდელმან:

მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ჵ ყოვლად დიდებულო ღმრთივ-გჳრგჳნოსანო დიდო მოწამეო მკურნალო…

უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის). ლოცვა წმიდისა პანტელეიმონისი

ჵ ყოვლად დიდებულო ღმრთივ-გჳრგჳნოსანო დიდო მოწამეო მკურნალო პანტელეიმონ, ანგელოსთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ შემწეო, თხოვათა აღმსასრულებელო, და წყალობისა მომნიჭებელო.

ჵ ყოვლად ბრწყინვალეო ქრისტეს დიდო მოწამეო, უქრთამო მკურნალო პანტელეიმონ. ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაჲთა განაბრწყინვე ღმრთივ-დაცული ერი ჩუენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი შიო, ყოვლად სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნონი წესნი, მჴედართ მთავარნი, და ქალაქთ მთავარნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტეს მოყუარე მჴედარნი, და კეთილის მყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდენ. ევედრე წმიდაო დიდო მოწამეო ქრისტესო შენგან შეყუარებულსა იესუს, რაჲთა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი.

ჵ, ყოვლად ქებულო და პატივცემულო, წმიდაო დიდო მოწამეო, უვეცხლოო მკურნალო პანტელეიმონ, ღმრთივ-დიდებულითა საკჳრველებლითა და ნიშებ-სასწაულითა შენითა, განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოუჴსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განაძლიერენ ზღვათა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულით და ჴორცით, რაჲთა სასუფეველსა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოსთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ, და შენთანა გჳრგჳნოსანნი ვაკურთხევდეთ შენსა გჳრგჳნოსან-მყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა, და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გამობრწყინდა ერნო დღეს, ყოვლად დიდებული ქრისტეს მოწამისა…

მღდელმან: ლოცვაჲ განტევებისაჲ. ჴმაჲ გ: მივბაძ

გამობრწყინდა ერნო დღეს, ყოვლად დიდებული ქრისტეს მოწამისა საჴსენებელი და მოუწოდს მორწმუნეთა კრებულსა საიდუმლოდ სერობად, და ბრწყინვალესა კრებასა შეჰმზადებს და ისტუმრებს. ღუაწლითა თჳსითა გამობრწყინდა მკურნალი დიდი უქრთამოჲ, და სალმობათა და სენსა ყოველთასა მდიდრად განჰკურნებს ახოვანი და საღმრთოჲ მოღუაწე პანტელეიმონ. მოვედით და მოვისწრაფოთ და უგალობდეთ ღუაწლთა მისთა უძლეველთა, რამეთუ იღუწის ჩუენთჳს მჴურვალედ ღმრთისა მიმართ და ევედრების, რაჲთა მოანიჭოს სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.