კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და…
მღუდელმან:
კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…
უკეთუ ერისკაცია,
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს…
მუხლი 1.
აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა…
მუხლი 2.
ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე…
მუხლი 3.
არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ…
მუხლი 4.
ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
მოწამეთა შენთა უფალო დავითმა და კონსტანტინემ, ღუაწლსა…
ტროპარი ჴმაჲ დ.
მოწამეთა შენთა უფალო დავითმა და კონსტანტინემ, ღუაწლსა შინა თჳსთა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისაჲ შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამჴუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
მოწამეთა შენთა უფალო დავითმა და კონსტანტინემ, ღუაწლსა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. (იგივე ტროპარი)
მოწამეთა შენთა უფალო დავითმა და კონსტანტინემ, ღუაწლსა შინა თჳსთა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისაჲ შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამჴუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა…
უგალობდითსა ძლისპირი:
უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.
გონებისა ყოვლად იწროებასა, ხოლო უძლურებასა ენისა ჩემისასა…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
გონებისა ყოვლად იწროებასა, ხოლო უძლურებასა ენისა ჩემისასა, გონებისა ზესთა ღმერთთასა, სიტყუაო, მომეც მადლი ღირსებით შესხმად მოწამეთა შენთა.
ადამანტთა მტკიცეთა, სიტყვერთა გოდოლთა შეუძრველთა და ძეგლთა…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ადამანტთა მტკიცეთა, სიტყვერთა გოდოლთა შეუძრველთა და ძეგლთა ურყეველთა დავითს კონსტანტინეთურთ უგალობს ეკლესიაჲ დღეს ძნობითა საღმრთოჲთა.
ლოდსა რჩეულსა, სიონის საფუძუელსა, ზედა დამტკიცებულთა, სუეტთა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ლოდსა რჩეულსა, სიონის საფუძუელსა, ზედა დამტკიცებულთა, სუეტთა სიონისათა სისხლთა მიერ პორფირად ღებილთა დავითს კონსტანტინეთურთ შევასხმიდეთ.
ორთა შინა ცნობილთა არსებათა ერთი ქრისტე შემდგომად…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ორთა შინა ცნობილთა არსებათა ერთი ქრისტე შემდგომად შეერთებისა, სძალო, ორთა მნებებელი და მოქმედი არსებით იშვა შენგან ცხორებად წარწყმედულთა.
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ…
განძლიერდასა ძლისპირი:
შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაა და გადიდებს სული ჩემი.
ბრწყინვალებამან ღუაწლისა თქუენისამან, მარტჳლნო, განანათლნა კიდენი, რამეთუ…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ბრწყინვალებამან ღუაწლისა თქუენისამან, მარტჳლნო, განანათლნა კიდენი, რამეთუ სრბაი სრულ-ჰყავთ სანატრელი, რომლითა ვნებათა ქრისტესთა ეზიარენით, ღუაწლით შემოსილნო.
ადიდენით რაჲ, წმიდანნო, ასოთა თქუენთა მიერ ღუაწლისა…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ადიდენით რაჲ, წმიდანნო, ასოთა თქუენთა მიერ ღუაწლისა დამდებელი, გადიდნა საკჳრველთა ნიშთა მიერ, ვითარცა საკუთარნი და სარწმუნონი თჳსნი.
სულნი, მჴნეთა, - სულისა წილ და ცხორებაჲ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულნი, მჴნეთა, - სულისა წილ და ცხორებაჲ - ცხორებისა დადვნეს მხიარულებით ქრისტეს მოწამეთა, ხოლო მოფარდულებისა უაზნაურესისა გონიერ გამოჩნდეს.
აჰა, ქალწული, რომელი ჰქადაგა ესაია, მუცლადმღებელი და…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აჰა, ქალწული, რომელი ჰქადაგა ესაია, მუცლადმღებელი და მშობელი ძისა ემმანუილისა, რომელ არს ღმერთი ჩუენთანა, ამას თაყუანის-ვსცემდეთ სარწმუნოებით.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ…
მღუდელმან:
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარევ, გევედრებით, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ.
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათჳს.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოას კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა მამისა ჩუენისა შიოსათვის. და მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ( მოიხსენე ადგილობრივი მღუდელთმთავარი ), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონანი და მჴევალნი თჳსნი (სახელები) განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთასა, და მიუტევე მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანთათჳს.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ორთა ყოვლადქებულთა უძლეველთა მოწამეთა, საცთური მრავალღმრთეებისაჲ და…
ამინ! წარდგომაჲ. ხმაჲ ა
ორთა ყოვლადქებულთა უძლეველთა მოწამეთა, საცთური მრავალღმრთეებისაჲ და წყვდიადნი კერპთანი უჩინო-ყვნეს და სიხარულით იღუაწეს და ღმერთსა სათნო-ეყვნეს, ნეტარი დავით და ახოვანი კონსტანტინე, ამათსა სახსენებელსა დღეს სარწმუნოებით ვდღესასწაულობდეთ, რაითა გვითხოონ ქრისტესგან დიდი წყალობაჲ ჩუენთვის.
მესმა, უფალო განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ…
მესმასა ძლისპირი:
მესმა, უფალო განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.
აღასუბუქებდა სიმძიმესა ნივთთასა, სიმძიმე ქრისტეს მოწამეთა ლოდთაჲ…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
აღასუბუქებდა სიმძიმესა ნივთთასა, სიმძიმე ქრისტეს მოწამეთა ლოდთაჲ და ნივთნი მდინარისანი სისხლთა თანა წმიდათა ბანით განსწმედდა და უნივთოთა თანა შეაერთებდა.
ხუროთმოძღუარმან მან, ცხოველ-შემოქმედმან, თქუენ, ქუანი ეგე პატიოსანნი…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ხუროთმოძღუარმან მან, ცხოველ-შემოქმედმან, თქუენ, ქუანი ეგე პატიოსანნი, ქუათა დამოკიდებით, მოხელოვნებითა გამოუთქმელითა სუეტად ეკლესიისა დაგამტკიცნა.
ვერცა ამაოდ ლიქნამან, ვერცა ქადებამან მძჳნვარეთა სატანჯველთამან…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვერცა ამაოდ ლიქნამან, ვერცა ქადებამან მძჳნვარეთა სატანჯველთამან, სიმტკიცე გონებისა შენისაჲ, დავით უძლეველო, არასადა შეძრა კლდისაგან სარწმუნოებისა.
ლმობამან წყევითმან ევასმან არასადა გჰოვა შენ ქუემდებარედ…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლმობამან წყევითმან ევასმან არასადა გჰოვა შენ ქუემდებარედ, ქალწულო, და ვერცა დედობრივმან შჯულმან ხრწნილებათამან, მარიამ, რამეთუ შენ უზეშთაეს გამოჩნდი შჯულთა ბუნებისათა.
აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა…
ღამითგანსა ძლისპირი:
აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ, რამეთუ სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.
სულისა აზნაურებაჲ თავისუფალ-ჰყავ ვნებათაგან, დავით, ხოლო სამთავროსა…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
სულისა აზნაურებაჲ თავისუფალ-ჰყავ ვნებათაგან, დავით, ხოლო სამთავროსა გონებისასა შეაერთე ხედვათა მათ მაღალთა, ნეტარო, მოგება მთავრებრივად.
ადამატისა უმტკიცეს გონებაი შენი ჰპოვა ღმერთმან, კონსტანტინე…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ადამატისა უმტკიცეს გონებაი შენი ჰპოვა ღმერთმან, კონსტანტინე, რამეთუ კუეთებამან უღმრთოებითთა ქართამან ვერ უძლო შერყევად, რომლითაცა დიდსახელ იქმენ, მხნეო.
მადლთაგან პირად-პირადთა და ყოველთაგან კეთილთა სავსებაი მოიგე…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მადლთაგან პირად-პირადთა და ყოველთაგან კეთილთა სავსებაი მოიგე შენ, ტრედმან, ზესთა ღმრთისასა სოლომონისმან, მარიამ, მხოლოო კურთხეულო.
მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი…
ღაღადყავსა ძლისპირი:
მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო, მეოხებითა წმიდათაჲთა.
თქუეს გულსა შინა თჳსსა სიბრძნით, სიბრძნე მოგებად…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
თქუეს გულსა შინა თჳსსა სიბრძნით, სიბრძნე მოგებად დავით და სიმართლე სიწმიდით, ხოლო რწმუნებაჲ მხიარულებით და სურვილით ჭურსა შინა კეცისასა და საქმესა კეთილსა, ხედვაჲ შეაერთე, ბრძენო.
ვითარცა ვენახისა საღმრთოჲსა ნაყოფიერი ტევანი საწნეხელსა წამებისასა…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა ვენახისა საღმრთოჲსა ნაყოფიერი ტევანი საწნეხელსა წამებისასა იწნიხე, კონსტანტინე და ღჳნოჲ სიხარულისაჲ მოუგე ეკლესიასა ქრისტესსა.
ასპარეზსა ვნებისასა მხედარნი გამოცდილნი განცხადნეს სრულიად მხედრად…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ასპარეზსა ვნებისასა მხედარნი გამოცდილნი განცხადნეს სრულიად მხედრად, ხოლო ძლევისა მისაგებელად ღუაწლის-დამდგბელისა მიერ მიიღეს უხრწნელებაჲ გჳრგჳნითა.
რაოდენ აღემატე სერაბინთა სიწმიდითა, გამოუთქმელ არს, სძალო…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რაოდენ აღემატე სერაბინთა სიწმიდითა, გამოუთქმელ არს, სძალო, რამეთუ რომელსაცა იგინი მიხედვად ვერ-მკადრე არიან, შენ იგი მუცლად-იღე და ჰშევ უაღრეს გონებისა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღუდელმან:
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო…
უფალო, შეგვიწყალენ.
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა…
უფალო, შეგვიწყალენ.
ყოვლადწმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი…
შენ უფალო.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო…
კონდაკი. ხმაჲ ვ
სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვლთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვს, ღმრთისმშობელო.
წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ყო უფალმან…
სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნი დავითისა ხმაჲ 1.
წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის.
წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ…
მუხლი
წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.
უფალო, შეგვიწყალენ
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ.
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და…
მღუდელმან:
რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო და რომელი წმიდათა შორის განისვენებ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
ყოველი სული აქებდით უფალსა
მღუდელმან
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას…
ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალითა მისისაჲთა.
ყოველი სული
ყოველი სული აქებდით უფალსა.
ყოველი სული.
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა…
აქებდით უფალსა.
ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა, ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მშვიდობა ყოველთა.
ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
და სულისაცა შენისა თანა.
ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
მოხედენ !
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
მოხედენ !
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ხელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაითა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყვს-გებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა. რამეთუ მიეცნეთ თქვენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. და თმაჲ თავისა თქუენისაი არა წარწყმდეს. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქვენი.
მეოხებითა წმიდათა დიდთა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეჲსითა…
დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდათა დიდთა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეჲსითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღუთის-მშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებანი ჩუენნი და შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო.
ვითარცა ელვაჲ და ბრწყინვალებაჲ მზისაჲ და მთოვარისაჲ, განანათლებს ხსენებაჲ თქუენი, წმიდანო, ყოველსა სოფელსა, რამეთუ საღმრთოჲსა მის ნათლისა სამკჳდრებელ იქმნენით, დავით და კონსტანტინე, და ბნელსა ვნებათასა აოტებთ ყოველთა მორწმუნეთაგან. (ლოცვა მღდლისა მიერ სათქუმელი)
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი…
მღუდელმან:
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა და გარდამოავლინენ ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი; მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთ მოქმედისა გიორგისათა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანინესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმე და ანნასითა (და სახელი წმინდანისა, ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანისაც ვისი სახელის ხსენებაცაა იმ დღეს) და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ, ცოდვილთა, ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ.
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა…
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). მღუდელმან:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა-თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა…
ამინ! კურთხეულარსა ძლისპირი:
ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
თუალნი უფლისანი მართალთა ზედა, იტყჳს, რამეთუ სასყიდელი…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
თუალნი უფლისანი მართალთა ზედა, იტყჳს, რამეთუ სასყიდელი და ზრუნვაჲ მათი არს მის მიერ, რომელთა სიმხნისა ტრფიალთა იხილა რაჲ, თანამდგომარემან უძლეველ-ყვნა იგინი.
ვიცი, სახმილსა შინა სახელისათჳს შენისა შესრულთა გუამთა…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ვიცი, სახმილსა შინა სახელისათჳს შენისა შესრულთა გუამთა შეუწუველად დაცვაჲ და კუალად ლომთა შუა განრომაჲ და წყალთა შეკდიმებაჲ მოწამეთაგან შენთა, რომლისათჳს გაკურთხევთ, მაღალო, ღუაწლისმდებელსა მათსა.
არს, კონსტანტინე, სისხლი შენი მითუალულ უფროის სისხლთა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
არს, კონსტანტინე, სისხლი შენი მითუალულ უფროის სისხლთა კრავთა უბიწოთასა, ნეტარო, ხოლო წყლულნი შენნი, დავით სანატრელო, უფროის კინამოჲსთა და გუნდრუკისთა საბაჲსის.
მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად, ქალწულო, აღმომიბრწყინვე ერსა…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად, ქალწულო, აღმომიბრწყინვე ერსა, მავალსა ბნელსა შინა, რომლითა განმეშორა სიბნელე ღამისა უხილავისა და შეწყალებულ ვიქმნენით შეუწყალებელნი.
მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი, უგალობენ…
აკურთხევდითსა ძლისპირი:
მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი, უგალობენ და ამაღლებენ მას უკუნისამდე.
მთიებად საჩინოდ აღმოიცისკრე, დავით, განმდევნელად ბნელსა უღმრთოებისასა…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
მთიებად საჩინოდ აღმოიცისკრე, დავით, განმდევნელად ბნელსა უღმრთოებისასა, ხოლო საცთურისა ზამთრისაჲსა წარმხდელად, არედ საღმრთოდ, კონსტანტინე, ბრწყინვალებაჲ ღუაწლთა შენთა.
ორობა ღმრთივშუენიერი სახელისათჳს შენისა, ქრისტე, ვნებად მისრულთა…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ორობა ღმრთივშუენიერი სახელისათჳს შენისა, ქრისტე, ვნებად მისრულთა, მათ, ძმათა სანატრელთა, რომელთათჳს შორის შჳდრიცხვედთა ოდესმე ვნებაჲ მიიღეს აწ ორთა დაცვისათჳს შჯულისა შენისა.
წყლულნი ნაგუემნი სიმრთელედ და სიკუდილი ცხორებად მითუალულ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წყლულნი ნაგუემნი სიმრთელედ და სიკუდილი ცხორებად მითუალულ არს ჩუენ მიერ შენთჳს, სიტყუაო ღმრთისაო, ხმობდეს ღუაწლსა შინა ახოვანნი მხედარნი, მომლოდნენი გჳრგჳნთა და მოსაგებელთა ძლევისათა.
აღირაცხვის თჳთებაჲ სამობისაგანი ღმრთეებისაჲ ერთი, ჭეშმარიტებით ერთად…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღირაცხვის თჳთებაჲ სამობისაგანი ღმრთეებისაჲ ერთი, ჭეშმარიტებით ერთად ჩუენგანად შენ მიერ დამცველი უცვალებელად თჳსისა და ჩემისა, რამეთუ ერთი არს მრჩობლთა შინა ქრისტე.
ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო…
ადიდებდითსა ძლისპირი:
ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო და გუნდთა თანა ზეცისათა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
მარტჳლთა ყოვლად ქებულთა დღესასწაული გამობრწყინდა, ვითარცა მზე…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
მარტჳლთა ყოვლად ქებულთა დღესასწაული გამობრწყინდა, ვითარცა მზე, განმდევნელად ღამისა, რომელი ხადილ-ყოფს მედღესასწაულეთა ერთად შეკრებად, შესხმად წინამდებარისა დღეს საქმისა.
ეჰა, კეთილსა ღუაწლსა თქუენსა მოწამენო, ვაშა, ძლევის-მოყუარებასა…
წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ეჰა, კეთილსა ღუაწლსა თქუენსა მოწამენო, ვაშა, ძლევის-მოყუარებასა თქუენსა, ახოვანნო, რამეთუ ქრისტე წმიდათა მიერ შრომათა თქუენთა იდიდების უკუნითი უკუნისამდე.
თქუენ სარწმუნოებისა მიერ წმიდისა შებმა-უყავთ, მხედარნო, მთავარსა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
თქუენ სარწმუნოებისა მიერ წმიდისა შებმა-უყავთ, მხედარნო, მთავარსა ბნელისასა, ხოლო შემმუსრველთა თავისა ამპარტავანისათა, მოიღეთ დიდებულებაჲ გჳრგჳნითა ძლევისაჲთა, მოწამენო.
ანგელოზთა და კაცთა სიხარულო, ქალწულო, ზეცისა და…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ანგელოზთა და კაცთა სიხარულო, ქალწულო, ზეცისა და ქუეყანისათა შემაერთებელო შენ შორის, შეზავებითა მარტივისაჲთა, ღმრთივმიმადლებულო, გიხაროდენ, ყოვლადკურთხეულო ღმრთისმშობელო.
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ვითარცა უძლეველთა მხედართა დიდისა მეუფისათა დაამხეთ ამპარტავნებაჲ…
მღუდელმან აკმიოს.
ვითარცა უძლეველთა მხედართა დიდისა მეუფისათა დაამხეთ ამპარტავნებაჲ მაცთურისა და სამძალითა ძლევისათა შეიმოსენით, ამისთჳს შეგასხამთ თქუენ, ვითარცა ახოვანთა ჭურვილთადა, სარწმუნოებით აღვასრულებთ საკჳრველსა ამას სახსენებელსა თქუენსა, დავით და კონსტანტინე, რომელსა შინა მეოხ-გუეყვენით, მრავალმოღუაწენო, რაითა ვიხსნნეთ ყოვლისაგან ჭირისა და ვპოოთ ქრისტესგან დიდი წყალობაჲ.
ვარსკულავნი ყოვლადბრწყინვალენი აღმობრწყინდით თქუენ, ყოვლადქებულნო, და ღმრთისმსახურებისა ნათლითა ყოველსა სოფელსა განანათლებთ ჭეშმარიტად და უღმრთოებისა ბნელსა აოტებთ მორწმუნეთაგან და ვნებათა ალმურსა განაბნევთ მადლითა. ამისთჳს განათლებულსა და პატიოსანსა ხსენებასა თქუენსა, ქრისტესა ვადიდებთ და თაყუანის-ვსცემთ, რომელმან-იგი გადიდნა თქუენ და ერთხმობით გიღაღადებთ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ ხსენებასა თქუენსა.
შინებასა და ლიქნასა მძლავრთასა ახოვნითა და მტკიცითა გულის-სიტყჳთა, უძლეველნო მოწამენო, არა შეირყიენით, არამედ მდგომარენი სტადიონსა შინა გალობდით სიტყუასა კაცთა მომართ დაგებისასა, რომელთაცა ტკივილნი დაითმინენით და ჭირნი თავს-ისხენით და უჭირველისა მის მიმართ ცხორებისა სიხარულით მიიცვალენით, ამისთჳს უკუე პატივს-გცემთ თქუენ, ღუაწლისა მძლენო, ყოვლადქებულნო დავით და კონსტანტინე, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ცოდვათა შენდობაჲ მოგუანიჭოს, რომელნი სარწმუნოებით ვდღესასწაულობთ ხსენებასა თქუენსა.
წყარო არს ნიჭთა კურნებათაჲსა ნაწილნი თქუენნი, ყოვლადბრწყინვალენი, მარტჳლნო, ხოლო მდინარე ნიჭთა საკჳრველთა ლაკანი ძუალთა თქუენთა წმიდათა. ვნატრი ძმობასა შეერთებულსა სულისა მიერ წმიდისა და უგალობ ღუაწლთა ზიარებასა ქრისტჱს მიერ, ვაქებ სიმხნესა ყოვლად სახელოვანსა და შევასხამ სპარაზენობასა დიდებულსა, ჰოი, დავით, დიდო მნათობო სოფლისაო, და კონსტანტინე, მაგალითო საღმრთოისა მის სასურვოისა მხედრობისაო, ნუ დამივიწყებთ სურვილით მგალობელთა თქუენთა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ…
მღუდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი…
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე…
უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). მღუდელმან:
შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით შენ, ისმინე ჩუენი და შეგვიწყალენ ჩუენ.
მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
მერმეცა გევედრები შეწყალებისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მიტევებისათვის მონათა და მჴევალთა შენთათვის (სახელები), რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან ცეცხლისა და მახვილისა, უცხოთესლთა ზედა-მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის, სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა და გარე-წარაქციოს რისხვა მარადდღე ჩუენდა მომავალი და გეიჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა-მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩუენ.
შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა…
უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).
შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და ზღუათა და ჰაერთა შინა შორს მყოფთაო და მლხინებელ და მწყალობელ ექმენ, მეუფეო, შეცოდებათა ჩუენთა და შეგვიწყალენ ჩუენ;
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ
მღუდელმან:
მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
ჰოჲ, ყოვლადდიდებულნო ღმრთივგჳრგჳნოსანნო მოწამენო დავით და კონსტანტინე…
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის). ლოცვა მუხლთ-მოდრეკით სათქუმელი
ჰოჲ, ყოვლადდიდებულნო ღმრთივგჳრგჳნოსანნო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ანგელოზთა თანა შეერთებულნო, მოციქულთა თანა პატივცემულნო, მოწამეთა სრულებანო, მამათა დიდებანო, ქალწულთა შუენიერებანო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო, თხოვათა აღმასრულებელნო და წყალობათა მომნიჭებელნო;
ჰოი, ყოვლადბრწყინვალენო ქრისტეს მოწამენო დავით და კონსტანტინე, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა თქენისათა განაბრწყინვენით ღმრთივდაცული ერი ჩუენი, ყოვლადგანათლებულითა ლოცვთა თქუენითა განანათლეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი შიო, ყოვლადსამღდელონი მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზუნონი მწყობრნი, მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა განაძლიერეთ ქრისტესმოყუარენი და სამხედრო განწესებაჲ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი თქუენნი ადიდეთ; ევედრენით, წმიდანო მოწამენო ქრისტესნო, თქუენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა მომანიჭოს მადლი და წყალობაჲ თჳსი აურაცხელი;
ჰოი, ყოვლადქებულნო და პატივცემულნო წმიდანო მოწამენო დავით და კონსტანტინე, ღმრთივდიდებულითა საკჳრველებითა და ნიშებსასწაულებითა თქუენითა განათავისუფლენით ტყუენი, განჰკურნენით უძლურნი, გამოიხსნენით განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენით ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენით ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა თქეენისანი ადიდენით და აღამაღლენით სულითა და ხორცითა, რაჲთა სასუფევლისა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და თქუენ თანა გჳრგჳინოსანნი ვაკურხევდეთ თქუენსა გჳრგჳინოსანმყოფელსა მამასა, თქუენსა განმაძლიერებელსა ძესა და თქუენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
სიბრძნით
მღუდელმან:
სიბრძნით.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, გვაკურთხენ.
მკუდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებისა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ჯუარისა ნინოჲსითა და ჯუარისა მცხეთისაჲთა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაჲთა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაჲთა მირონმდინარისა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთაჲთა: პატიოსნისა, დიდებულისა წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა; წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა; მღვდელთმთავართა, მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაითა იოაკიმ და ანნასითა და ყოველთა წმიდათა გვიწყალნეს და გუაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის)
ამინ!
უფალო, შეგვიწყალენ (სამგზის).