გულანი
საცდელი · 1.11.2
30 ნოემბერი 1 / 112ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული, და ძმა უაღესისა…

30 ნოემბერი

თვენი

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (+62) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 76 წთ

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული, და ძმა უაღესისა…

ტროპარი

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული, და ძმა უაღესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა…

ტროპარი

ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმინდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა…

კონდაკი

სიმხნისა სეხნასა ღმრთის-მეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.

ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ…

ტროპარი

ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

ზესთამბრძოლო უძლეველო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, რომელმან სადიდებლად…

კონდაკი

ზესთამბრძოლო უძლეველო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, რომელმან სადიდებლად ღმრთისა იღუაწე და ერსა შენსა ქრისტეს-მოყუარესა ანდერძად მიეც: მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკუდილსა, რაჲთა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ, სიხარულით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა და გიგალობთ: გიხაროდენ, ვახტანგ მეფეო წმიდაო, სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთაო.

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა , I აღსავალსა

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა , I აღსავალსა

მუჴლი 8. წმიდისა ვახტანგისი ხმაჲ 4. მოგიცემიეს

უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი

მუჴლი 8. წმიდისა ვახტანგისი ხმაჲ 4. მოგიცემიეს

გერწმუნა რაჲ საყდარი მამა-პაპათაჲ, გარდაემატე ძუელთა, გინა ახალთა მეფეთა ღუაწლთა, ქრისტე აღიარე ღმერთად და მეუფედ და ქუელისმოქმედად და მჴსნელად და მძლედ ყოველთა მთავრობათა და უმაღლეს ჴელმწიფებათა, ამისთჳსცა წარგიმართა ქრისტესმოყუარჱ იგი მეფობაჲ შენი, ახოვანო მეფეო ვახტანგ! იესუ ყოვლად ძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

დაღათუ იყავ ასაკითა უსრული, უმაგალითო სიმჴნჱ აჩუენე და თჳთ წარუძეღ ლაშქარსა წინამბრძოლსა, გარნა არა ძალითა თჳსითა იქადოდი, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა, და ვითარცა დავით გოლიათს, ეგრეთვე შენცა მძლე ექმენ სხუათა უმეტეს ბუმბერაზთა, ოვსთა - თარხანსა და ბაყათარსა, შემდგომ აღუზახე სპათა თჳსთა და ბრძოლათა შინა უსასტიკესთა სძლე რაჲ ოვსთა და ხაზართა, მათ მიერ წარტყუენილი დაჲ შენი გამოიჴსენ, ახოვანო, და დიდებაჲ მიეც სამებასა წმიდასა.

ვითარცა გული შენი, განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისაჲთა, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ეგრეცა ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, რაჲთა შეგუჭურნეს ჩუენ ჴელითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

მეფობდი რაჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, ვითარცა ახოვანმან მოღუაწემან და მძლე-მძლავრმან, აღიჭურვე მკლავნიცა მოწყუედად წინააღმდგომთა ღმრთისაჲთა და ერი შენი, წმიდაჲ და სამეუფოჲ, უშიშად დაიცევ, ხოლო კლარჯეთი და აფხაზეთი შემოუმტკიცე კუალად ქუეყანასა შენსა და საზღუარნი იბერიისანი განავრცენю, ამისთჳსცა ღირს იქმენ, სასუფეველსა ცათასა, სანატრელო მეფეო, ვახტანგ! რომელი დაგიმკჳდრა იესუ ყოვლადძლიერმან და და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო! ყოველსა ქუეყანასა განსცა ჴმაჲ შენი ქრისტემან, და ურიცხვსა მტერსა დასცა ზარი შენი, და შიშნეულად გერჩდეს ყოველნი, არამედ აწ მოიწია ჩუენ ზედა მწუხარებაჲ ძლიერი და ფრიად შეძრწუნებულ ვართ და გვეშინის, რამეთუ გვერივნეს მტერნი ცოდვათა ჩუენთათჳს და მიგვტაცეს ძირ-ძუელნი მხარენი, ხოლო შენ შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და ურთიერთმტერობისაგან გჳჴსენ მართლმორწმუნენი ერნი, რაჲთა არა ვიქმნეთ საცინელ უღმრთოთა და წარმართთა და უსჯულოებისადმი არა მივიდრიკოთ შენდამი მგალობელნი

გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა…

დიდებაჲ... ხმაჲ 2

გონებაჲ შენი უვნებლობითა განაბრწყინვე და საღმრთოჲთა სიმდაბლითა განაშუენე, ჵ, საკჳრველ-მაღალო ჴელმწიფეო, რამეთუ მეუფებდი რაჲ ზეგარდამოჲთა მით მადლითა, აღამაღლებდი ჯუარსა საღმრთოჲსა ძლევისასა, რომლისა მიერ წარსწყმიდნე მტერნი იგი მბრძოლნი ქრისტჱსნი და მშჳდობასა შინა განამტკიცენ მართლმადიდებელთა სარწმუნოებაჲ, რომლისათჳსცა მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცის-კიდეთა გამოგაჩინა.

ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ…

აწდა...

ვინ არა გნატრიდეს შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთჳს კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკვეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

მესამე მეფეთა საკითხავი (თავი 8)

შესლვად წარდგომაჲ დღისა და საკითხავი 3

მესამე მეფეთა საკითხავი (თავი 8) .

წინასწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი (თავი 1) .

წინასწარმეტყუელება ისაიასი საკითხავი (თავი 1) .

იხილეთ კა მაისს (ძვ. სტ) წმიდა ელენესა და კონსტანტინეს ხსენების დღეს.

მოვედით, ჵ, მწყობრნო ქართველთანო, და ვადიდებდეთ ქრისტესა…

ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა და ვახტანგისა

მოვედით, ჵ, მწყობრნო ქართველთანო, და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რომელმან გამოაჩინა ნეტარი ესე და მჴნჱ ჴელმწიფჱ, ვინაჲცა აღაშენა ტფილის-ქალაქი ჩუენი დიდებული და წმიდანი ეკლესიანი და მის მიერ დაემტკიცა თჳთმყოფადობაჲ ეკლესიისაჲ საქართველოსა შინა.

სკიპტრაჲ შენი თჳთ-მპყრობელობისაჲ ზღუდედ უბრძოლველად გვივის ქართველთა ერსა, ქრისტჱს სისხლითა მოსყიდულთა და განთავისუფლებულთა, და ერად საზეპუროდ აღნიშნულთა და აღწერილთა, საჩინოო, ახოვანო, მჴნეო, სახელოვანო გჳრგჳნოსანო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო, რამეთუ ესრეით გუექადაგა, გუებრძანა და განგუეჩინა შვილთა აღმოსავლეთისათა და ძეთა მართლმადიდებელთა.

არა კაცთაგან მიმღებელ იქმენ შენ წოდებისა, მსაჯულო სიმართლისაო, არამედ გამორჩევითა მით ზეგარდამოჲთა, გამოგირჩია ქრისტემან მეუფემან, და მით მოგმადლა შენ ჴელმწიფებაჲ და მფლობელობაჲ საზეპუროსა ერსა ზედა, არამედ აწ ევედრე ქრისტესა, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და დაიცვას ყოვლისაგან ჭირისა.

ვითარცა ძუელნი მატიანენი გუაწყებენ, ღუაწლითშემოსილო, იყავ საკუთართა შორის სპარსთა მეფისაჲთა და დისწული რანის ერისთავისა ვარაზ-ბაკურისაჲ, და სპარსთა თანა წარხუედ რაჲ ბრძოლად ბერძენთა ზედა, საღმრთოჲსა ჩუენებისა მიერ გეუწყა, რაჲთა არა ბრძოდე მართლმორწმუნეთა მათ თანა, რომელნი მსახურებენ ცეცხლთა და არა ღმერთსა. და მიერითგან აღადგინე მშჳდობაჲ შუამდგომლობითა პეტრე მღდლისა და სამოელ ბერისაჲთა და აღამაღლე გჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ.

ეჰა, რაბამი დიდებულებაჲ შეგძინა შენ სიმჴნემან, უძლეველო მეფეთა შორის, რამეთუ საცეცხლენი იგი აღპყრობითა და ამაღლებითა ძელისა ცხორებისაჲთა დაამჴუე, და ცეცხლ-მსახურნი განასხნე, ხოლო ეპისკოპოსი, სპარსი ბინაქარ, რომელიცა იჩემებდა სარწმუნოებასა, საპყრობილესა შეაგდე, დიდო მეფეო, და დასვი სხუაჲ, ჭეშმარიტი ეპისკოპოსი მცხეთას, ღირსი მიქაელ.

დაადგინე რაჲ პეტრე მცხეთას კათალიკოზად ქართლისა, ხოლო სამოელ მონაზონი ზემო ეკლესიასა ეპისკოპოსად, დასხენ სხუანიცა ეპისკოპოსნი მადლითა ღმრთისაჲთა: კლარჯეთსა, და ერუშეთს, წუნდას, მანგლისს, ბოლნისს, რუსთავსა და ნინოწმიდას; ჭერემს, ჩელეთს, ხორნაბუჯსა, აგარაკსა და ნიქოზსა, ხოლო თჳთ დაჯექ უჯარმასა, გარნა მოელოდი რაჲ სპარსთა, მეფეო ვახტანგ, ამაგრებდი ციხე-ქალაქთა ივერიისათა.

ესმათ რაჲ უსჯულოთა მათ ნათესავთა შენთა, მართალო და დიდო მეფეო, რამეთუ ცეცხლ-მსახურნი განასხნე, განძჳნდეს შენზედა ამპარტავნებითა, და ურიცხვითა მჴედრობითა აღილაშქრეს და ენებათ დამორჩილებაჲ ქართველთაჲ, ხოლო შენ არა შეშინდი შიშისაგან მძლავრთაჲსა, არამედ განამამაცე გუნდი ლომებრთა ვაჟკაცთაჲ, და მორტყმული საჭურველითა და განმჴნობილი ბრძოლად ოთხ თუემდე ბრძოდი უსჯულოთა.

ჰყავ რაჲ სპარსთა მიმართ ბრძოლაჲ დიდებული, ალმასისა ჴრმლითა სასტიკად სრვიდი სპასა მათსა, ვითარცა ლომი კანჯართა და სძლიე სასოებითა ჯუარცმულისაჲთა, ხოლო იგინი უყიოდენ ურთიერთას: „დურ აზ გორგ-ასლან“, რომელ არს: „ეკრძალეთ თავსა მგლისასა“, რამეთუ სახოვნებაჲ მგელ-ლომისაჲ გაქუნდა მუზარადსა ზედა ოქროვანსა, და მიერითგან, სახელ გედვა შენ, მეფეთა შორის უძლეველო, - გორგასლან, ხოლო „ვახტანგიან-გორგასლიანი“ ეწოდა დროშასა ქართლოსიანთასა, ამისთჳს სიხარულითა აღვივსებით და მადლობასა შევსწირავთ ქრისტესა, გჳრგჳნოსანმყოფელსა შენსა.

ჟამსა ბრძოლისასა შეიპყრეს სპარსთა გამზრდელი ცოლისა შენისაჲ რაჟდენი, თჳსტომი მათი, რომელმანცა მრავალნი სპარსნი გოლიათნი ბრძოლასა შინა მოკლა, და უბრძანეს სარწმუნოებისა დატევებაჲ, გარნა მან იღუაწა ქრისტჱსთჳს ღუაწლი იგი უკუდავებისაჲ, ხოლო შემდგომად მისა შენცა შეიმოსე ქრისტჱსთჳს და შჯულისა მისისათჳს გჳრგჳნი მოწამეობისაჲ, ღმრთივგჳრგჳნსანო მეფეო, კეთილმსახურო, ჴელითა უღმრთოთა სპარსთაჲთა.

ახოვანო, წყობათა შინა და გამოცდილო და რჩეულო მჴედარო და დიდებულო მეფეო ქართველთაო, პირველმოწამისა რაჟდენისა თანა, ითხოვე ქრისტჱს მიერ შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიათაჲ, და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ, მწვალებელთა მათ ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაჲ.

დღეს იხარებს კრებული ესე ღმრთივ-შეკრებული, და ჴსენებასა…

დიდებაჲ... ხმაჲ 5

დღეს იხარებს კრებული ესე ღმრთივ-შეკრებული, და ჴსენებასა შენსა წმიდასა პატივს-სცემს ყოვლად-ქებულად მჴმობელი: გიხაროდენ, გმირო იალბუზისაო, გოლიათო, მთისა კავკასიონისა მომდრეკელო; გიხაროდენ, ახოვანო და უძლეველო, დარიალანისა კარისა დამხშველო; გიხაროდენ, ოვსთა და ხაზართა ქედმაღლობისა და კადნიერებისა დამამდაბლებელო; გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაჲთა მტერისა აღლესულისა მახჳლისა დამლეწველო; გიხაროდენ, განლაღებულთა მათ ბარბაროზთა ღონისა შემმუსრველო; გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და დიდებულო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა…

აწდა ღმრთისმშობლისა. სტიქარონსა ზედა დასდებელი, ხმაჲ 2

ჴსენებაჲ შენი ყოვლად პატიოსანი, განაცისკროვნებს კიდეთა ღმრთივცნობისა ნათლითა, ძლევაშემოსილო, ბრძენო ჴელმწიფეო, რამეთუ შენ მეფეთა შორის სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა კეთილმსახურად გამოჩნდი და შჯულნი დაიმარხენ ზეციერისა მეუფისანი, რომლისათჳსცა სათნო-ყო სიკეთჱ მეფობისა შენისაჲ მეუფემან ჩუენმან, და ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა შარავანდედად გამოგაჩინა.

მოიღე რაჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისაჲ…

მუჴლი. აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

მოიღე რაჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისაჲ, სურვილი წმიდისა მეფისა მირიანისაჲ ჯეროვნად აღასრულე, და მონასტერი ჯუარისაჲ იერუსალჱმსა შინა ღმრთივბრწყინვალედ აღმართე, ხოლო ივერიისა ყოველნი საყდარ-ეკლესიანიცა არა დაუტევე, და მერჱსა, შინდობნისა და ახიზისა მონასტერნი დააარსე და მოწყალებითა იესუის ღმრთისა მსგავსითა წყალობითა დიდითა აღავსნე.

აწ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესიაჲ ჴსენებითა…

მუჴლი. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

აწ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესიაჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ეკლესიაჲ ჯუარისაჲ და მეტეხი მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ნიქოზისა და ბეთლემიისა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გადიდებთ, და ვითარცა ტფილისისა დამაარსებელსა და ეკლესია-მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაითა დაუცხრომელად გიღაღადებთ.

უფლისა მიერ კურთხეულო და სვე-ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფლისა მიერ კურთხეულო და სვე-ამაღლებულო ჴელმწიფეო, გიხაროდენ, განუშორებელ არს შენგან მარადის წყალობაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ღუაწლი კეთილი მოგიღუაწებიეს, სრბაჲ აღგისრულებიეს და სარწმუნოებაჲ დაგიმარხავს საქმითა კეთილითა განსრულებული, ამისთჳსცა მიითუალე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, უძლეველო მეფეო ვახტანგ გორგასალო, რომელი მოგანიჭა შრომათა წილ შენთა წმიდათა, იესუ ყოვლადძლიერმან და მჴსნელმან სულთა ჩუენთამან.

ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, შენგან სასოებაჲ გუაქუს, შენგან ვიქადით, შენდა მომართ არს ყოველი სასოებაჲ ჩუენი, მეოხ გვეყავ შენგან შობილისა მიმართ სულთა ჩუენთათჳს.

ძლევანი ყოვლად დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა წარმართენ…

ცისკრად ღმერთი უფალსა ზედა ტროპარი წმიდისა 2-გზის, დიდება და აწდა ღმრთისმშობლისა, აღდგომისა. ტროპარი წმიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა

ძლევანი ყოვლად დიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნითა განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე, და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.

ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა…

კურთხევასა ზედა პურისასა, ტროპარი წმიდისა ვახტანგისი 2-გზის და ღმრთისმშობელო ქალწულო. შემდგომად I კანონისა, წარდგომა

ზეცისა სუფევისა მჴურვალედ სურვილითა, მეუფესა და ღმერთსა ყოველთასა, გონებითა უბიწოჲთა ჰმსახურე, და მიუდრეკელ ხვიდოდი რაჲ საშუალ, გზასა მას სამეუფოსა, წარმართე ერნი მცნებათა მიმართ საღმრთოთა, განიოტე ცოდვისა ბნელი და განანათლე სავსებაჲ ქრისტჱს მორწმუნეთა, ეგრეთვე აწ სულთა ჩუენთათჳს გამოჴსნაჲ ითხოვე, ღირსო მეფეო, და გჳძღვიდე ჩუენ სლვად გზასა მას მცნებათასა და შენთანავე ღირს-ყოფად სასუფეველსა ცათასა.

საღმრთო სამკჳდრებელ-იქმენ სიტყჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო…

დიდებაჲ... იგივე. აწდა ღმრთისმშობლისა.

საღმრთო სამკჳდრებელ-იქმენ სიტყჳსა, მხოლო ყოვლად წმიდაო დედაო და ქალწულო, სიწმიდითა ანგელოზთა უმაღლესო, უფროჲს ყოველთა შეცოდებითა მე მტვერ-ქმნილი და ჴორცითა შეგინებული განმწმიდე ვედრებითა შენითა საღმრთოჲთა წყლითა და მომმადლე, წმიდაო, დიდი წყალობაჲ.

მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, დავბეროთ…

შემდგომად II კანონისა, წარდგომა

მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ძლევაშემოსილისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა. დიდებაჲ. იგივე. აწდა ღმრთისმშობლისა.

წინათ დასახავს გედეონ მიდგომილებასა, ხოლო დავით მოუთხრობს შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ გარდამოხდა ვითარცა წვიმაჲ საწმისსა ზედა სიტყუაჲ მუცელსა შენსა, რომელმანცა აღზარდე იგი უთესლოდ ქრისტე ღმერთი ჩუენი, ქუეყანაო წმიდაო სოფლისა ცხორებაო, მიმადლებულო.

რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა…

შემდგომად სადიდებელისა წარდგომა

რომელმან მზეებრ მოჰფინე წყალობაჲ ღმრთისაჲ ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისა შენისასა და განსწავლენ ქართველნი სიწმიდითა ცხორებად და სიმართლითა სლვად, აწ მოგუეც გულისჴმის-ყოფაი შეცოდებათა ჩუენთაჲ, და გჳჴსენ მარადის საბრჴეთაგან ეშმაკისაჲთა და მზაკუარებათაგან კაცთაჲსა. დიდებაჲ... იგივე.

განაახლენ, წმიდაო, საღმრთოჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა…

აწდა ღმრთისმშობლისა.

განაახლენ, წმიდაო, საღმრთოჲთა შობითა შენითა, განხრწნილი ვნებათა შინა ქუეყანისა შობილთა მოკუდავი არსებაჲ, და აღადგინენ ყოველნი სიკუდილისაგან უხრწნელებისა ცხორებად, ამისთჳს ჯერისაებრ გნატრით შენ, ქალწულო, უფროჲსად ყოვლად საგალობელო.

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძუანან მე არაწმიდანი ვნებანი…

აღსავალი I, მეოთხე ხმისა

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძუანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე მეყავ და მიჴსენ, სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ-იქმენით უფლისა მიერ, და ვითარცა განხმული თივა შეგჭამნესთ გეენიამა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების, და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა

წარდგომა, ხმაჲ 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი…

მუჴლი

ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

ყოველი სული. სახარებაჲ იოანესი, თავი 10, მუჴლი 9. (ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ ჰურიათა...) დასასრული, მუჴლი 17. (და ერთ მწყემს....)

მეოხებითა დიდისა მეფისა წმიდისა ვახტანგისა, მოწყალეო, აღჴოცე…

შემდგომად 50 ფსალმუნისა, დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მეოხებითა დიდისა მეფისა წმიდისა ვახტანგისა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

ჴსენებაჲ შენი აღმოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი…

შემდგომ ამისა დასდებელი

ჴსენებაჲ შენი აღმოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს, ვითარცა მირონი აღმონადენი, რამეთუ ქრისტე შეიყუარე და ქართველნი განამტკიცენ, შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თჳსთა, და ტაძარნი: მაცხოვარისაჲ, ჯურისა წმიდისაჲ და ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ დედა ქალაქისა ჩუენისა ზღუდედ და გოდლად აღგჳმართენ.

(იხილეთ მეფეთა სადღესასწაულო მსახურებაში.)

კანონი ღმრთისმშობლისა, ძლისპირითა მუჴლი ვ,

(იხილეთ მეფეთა სადღესასწაულო მსახურებაში.)

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და…

სხუაჲ კანონი წმიდისა, მუჴლი 8 გალობა 1, უგალობდითსა, ხმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ჵ მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჵ მეუფეო, ქრისტე ღმერთო სახიერო, რომელი ესე აწ მძლავრობს და მეუფებს ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვედრებითა კეთილმსახურისა მეფისა ვახტანგისაჲთა მიჴსენ მისგან და განმაძლიერენ მე.

აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

აღიღე ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყავ შენ, სამ-გზის სანატრელო მეფეო, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და წინაჲსწარ უწყებითა ღმრთისაჲთა წარმართენ სლვანი შენი მცნებათა მიმართ საღმრთოსა.

მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და მართლმორწმუნენი შეიყუარენ, ხოლო ცეცხლისმსახურნი განასხენ და საცეცხლურნი მათნი დაშრიტენ.

ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ჴელმწიფეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვედრებად შენდა არა დავსცხრებით, მსწრაფლ-შემწეო ჩუენო ჴელმწიფეო, და მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო.

ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა ხარ ჴელმწიფჱ უძლეველი და ღუაწლით შემოსილი, ყოვლად ქებული და თანა შემწე სარწმუნოებისაჲ მჴნჱ, ესრეთ გუექმენ შემსხმელთა შენთა გოდოლ სიმტკიცისა და შეგვზღუდენ ჩუენ ოხითა შენითა.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხვუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო.

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და…

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.

იყავ, მჴნეო, გამოცდილ მჴედრობითსა წყობასა და კუეთებასა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

იყავ, მჴნეო, გამოცდილ მჴედრობითსა წყობასა და კუეთებასა, ბრძენო, წინააღმდგომთა ყოველთასა, რომლითა დასცენ და შემუსრენ ცეცხლისა თაყუანისმცემელნი. ეგრეთვე აწ ბნელი უღმრთოთაჲ განხადე და განანათლენ მორწმუნენი.

ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვერცა წელთა ცვალებამან და ვერცა ჟამთა ვითარებამან შეუძლო დავიწყებად შრომათა შენთა, რამეთუ არა სცემდი განსუენებასა თავსა თჳსსა და დააფუძნე ტფილის-ქალაქი ჩუენი დიდებული და საძირკველად სულიერად დაუდე წმიდანი ეკლესიანი მსგავსად იერუსალჱმისა

შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

შესავედრებელ გუექმენ ჩუენ, და ძალ-მწე, ზეშთა ბრწყინვალეო ჴელმწიფეო, რომელნი ესე სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლად სანატრელსა ჴსენებასა შენსა და გიღაღადებთ:

დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა და ღაღადებს შენდა მომართ: ჵ საღმრთოჲთა მადლითა განბრწყინვებულო, ვახტანგ გორგასალო, მოგუხედენ, ზეცით გარდამო და გჳჴსენ სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენე ჴორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უჴორცომან, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად და სიხარულითა ღუაწლისა შენისაჲთა ეკლესიაჲ შუენიერად მეწამულ-ყავ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დაშჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დაშჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე.

ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცჱ და ურღვეველი…

წარდგომაი, ხმაჲ 4

ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცჱ და ურღვეველი ზახებასა მტერთასა არა შეშინდი, არამედ მძლავრთა უშჯულოებანი განაქიქე და მბრძოლთა მტერისაჲთა ცხადად არცხვინე, ხოლო მოიკალ რაჲ ჴელითა სპარსთაჲთა, ზეცისა მჴედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული ქრისტესა წარმოუდეგ. ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთა.

ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურვილი და სიყუარული შენი და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჭეშმარიტად საკჳრველ-არს სურვილი და სიყუარული შენი და ღმრთისმსახურებაჲ, რამეთუ სხუათა მათ სათნოებათა შენთა კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენენ ტაძარნი და მონასტერნი სადიდებელად ღმრთისა და ეკლესიაჲ მოციქულთაჲ სუეტი ცხოველი განაახლე და შეამკევ მცხეთას.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტის გარემოდგომილებისა გჳჴსენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოებაჲ შენ ზედა დაგვიძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ…

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

ქებით შეგამკობთ შენ, ღირსო მეფეო, და მეოხ-გყოფთ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ქებით შეგამკობთ შენ, ღირსო მეფეო, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა წყალობითა ჴელი აღგვიპყრას სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთა.

მღდელთმთავარნი მღდელთა თანა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მღდელთმთავარნი მღდელთა თანა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი, ყრმანი, და ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ ეკლესიად მოკრბება და სიხარულით აღასრულებს ჴსენებასა შენსა.

ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა მამასა ქართველთა ერისასა ესრეთ გქადაგებთ შენ, ახოვანო მეფეო ვახტანგ, და სარწმუნოებითა გიღაღადებთ: მოგჳჴსენენ საწადელისა შენისა ქრისტჱს თანა.

ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ღმრთისა ბრწყინვალებათა ლამპარო მრავალმნათობო, მზემან სიმართლისამან განგანათლა შენ და მნათობად ცის-კიდეთა გამოგაჩინა, აწ ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე, გევედრებით, სიწმიდითა შენითა.

რომელმან სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალ-ღონჱ იგი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

რომელმან სიმჴნჱ საკჳრველი აჩუენე და მრავალ-ღონჱ იგი სივერაგჱ მტერისაჲ დაამჴუე, აწ მაღალთა მათგან სავანეთა მოგუჴედენ, ახოვანო, და წინაშე ღმრთისა შეგვეწიე.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო.

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და…

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყუარე.

ჵ, დიდებული საკჳრველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჵ, დიდებული საკჳრველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა ბრწყინავ შენ, უძლეველო მეფეთა შორის, და ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა, ღირსო.

ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლდი შენ, ღირსო მეფეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლდი შენ, ღირსო მეფეო, და დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალსა და განანათლე შენდა რწმუნებული ერი ქრისტჱს მოსახელჱ, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ლოცვითა შენითა, გევედრებით.

ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჰმატდი შენ მრავალთა ჴელმწიფეთა სიბრძნითა და გონიერებითა, სიმჴნისა ღუაწლისა მოღუაწებითა დიდებულო, რომლისათჳსცა განგადიდა შენ ქრისტემან მეუფემან და მოგანიჭა ლხინებაჲ საუკუნოჲ.

დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო, ღირსო წამებისაო, მეფეო ვახტანგ გორგასალო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტჱსთჳს და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთჳს.

აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ და ერსა ჩუენსა - ძლევაჲ და დამტკიცებაჲ მართმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგვივლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ.

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და…

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცჱ ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.

სამეფო ძოწეულითა შემკულმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

სამეფო ძოწეულითა შემკულმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ და წმიდაჲ ეკლესიაჲ ქართველთაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე და შეამკევ, აწ მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუხედენ და გზაჲ იგი ჩუენი სამეუფოჲ წარგვიმართენ.

ჯაჭვი სარწმუნოებისაჲ სიმჴნითა შეიმოსე, და ნიში ჯუარისაჲ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჯაჭვი სარწმუნოებისაჲ სიმჴნითა შეიმოსე, და ნიში ჯუარისაჲ საჭურველად აღიღე და მჴედრად ქრისტესა ახოვნად გამოჩნდი, რამეთუ წინა-აღუდეგ მძლავრთა და დააკუეთე ეშმაკისა საცთური.

მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმჴნჱ შენი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმჴნჱ შენი, და აცისკრებს გონებასა ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმრთელჱ ცნობისაჲ, და სიმტკიცჱ გონებისა შენისაჲ, აწ ცისკროვან-ყავ, კურთხეულო მეფეთა შორის, გონებაჲცა ჩუენი.

ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტჱსთა, რომელმანცა მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.

ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ოხითა შენითა.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სრულითა სარწმუნოებითა ქრისტჱსითა და…

კონდაკი

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სრულითა სარწმუნოებითა ქრისტჱსითა და ცეცხლმსახურნი განასხნენ საღმრთოჲთა გულსმოდგინებითა, ხოლო კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენე ეკლესია-მონასტერნი და განამაგრე ციხენი და ქალაქნი უბრძოლველნი, დიდებით დიდებულო, ვინაჲცა გჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღე და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴეთაგან მტერისაჲთა, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო და გაძლიერებისათჳს…

იკოსი

ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო და გაძლიერებისათჳს იბერიისაო, რომელმან ერსა შენსა გვიქადაგე და განგვიჩინე: „მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდეგით და ეძიებდით ქრისტჱსთჳს სიკუდილსა“, ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა სამეუფოსა, რაჲთამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა…

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფეი ქართველთაჲ, ამისთჳსცა უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და ღაღადებდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერთა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ წინაშე ღმრთისა მდგომარემან, ვითარცა მოღუაწემან, ითხოვე ერისათჳს ჩუენისა ძლევაჲ მტერთა ზედა.

ვითარცა განაქარვე საცთური იგი ცეცხლ-თაყუანისმცემელთაჲ და კარი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა განაქარვე საცთური იგი ცეცხლ-თაყუანისმცემელთაჲ და კარი სარწმუნოებისაჲ განუღე მრავალთა ერთა, ეგრეთვე მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთა და გჳჴსენ ვნებათაგან.

მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად სიკუდიდ, მჴნეო და ღირსო მოწამეობისაო, და ამცნე სახლეულსა შენსა და ერსა, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რაჲთა მოიგონ წარუვალი დიდებაჲ.

ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, პატიოსანი გუამი შენი დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა“, გარნა ძალითა ქრისტჱსითა სიკუდილისა შემდგომადცა ყოველთა მვედრებელთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა.

კუართი შენი წმიდაჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

კუართი შენი წმიდაჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და შეიმოსე იგი სიწმიდით, კეთილმსახურო მართალო და დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, და ქრისტესა მეუფისა თანა იხარებ და გჳრგჳნითა უხრწნელებისაითა შემკობილი უჴორცოთა თანა ადიდებ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოჳვლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს…

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო, სახელოვანო ჴელმწიფეო…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო, სახელოვანო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და სირცხვილეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, და ьწადიერებითა და სურვილითა ьმას უგალობდი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვახტანგ, მეფეო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვახტანგ, მეფეო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

რომელი გჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაჲთა იდიდე…

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

რომელი გჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაჲთა იდიდე, ძლევითა და განმარჯუებითა აღსავსეო, და მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისაჲ, შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი აწ შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედაჲ გვითხოვე ჩუენ და მშჳდობაჲ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი…

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე. გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი დაუტევე ერსა შენსა, რაჲთა ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა.

ჵ, ძალითა ქრისტჱსითა ძლევა-შემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა…

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჵ, ძალითა ქრისტჱსითა ძლევა-შემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, რომელთა აღგჳძრავს მტერი იგი მოშურნჱ, არამედ შენითა ვედრებითა დაჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა

საგალობელ არს ყოვლად წმიდაჲ ღუაწლი შენი, და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

საგალობელ არს ყოვლად წმიდაჲ ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდ-საქებელ, რომელი ცათა შინა განისუენებ, და მჴედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდაჲთ გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რაჲსა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე სიგლახაკჱ სიტყუათა ჩუენთაჲ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე.

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და…

განმანათლებელი

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს წყალობასა, მოქალაქობითა მჴნეო, ღუაწლისა მძლეო, უშიშო გონებითა, სასოებისა შენისა მოქენეთა ნუ განგვწირავ, მეფეო ვახტანგ, არამედ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ, ხოლო ერსა ჩუენსა ძლევაჲ მტერთა და მაჭირვებელთა ზედა მოანიჭე და მგალობელთა შენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა…

დიდებაჲ... აწდა...

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ.

ჵ, დიდებული სიმჴნჱ შენი, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო…

აქებდითსა ზედა დასდებელნი, მუჴლი 6, ხმაჲ 1, შენ სიტყვაი

ჵ, დიდებული სიმჴნჱ შენი, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმტკიცჱ გონებისაჲ და დიდ-სულობაჲ ყოველსა შინა, სიწრფოებაჲ გულისაჲ და სიბრძნჱ მდიდარი და წყურილი ქრისტჱსთჳს სიკუდილისა, ამისთჳს ცათა შინა მიიღე გჳრგჳნი დიდებისაჲ და მადლი ჭირთაგან ჴსნისაჲ და უძლურთა კურნებისაჲ.

არა დაჰფარნა ღმერთმან შრომანი შენნი, ახოვანო მეფეო ქართველთაო, არამედ ნაშენებთა შენთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა მვედრებელთა შენთა შემწედ და ჴელისაღმპყრობელად გამოგაჩინა.

აჰა, სამარხოჲ ძუალთა შენთაჲ გვაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთჳს გული გჳთქმს მისლვად სუეტიცხოველსა, რაჲთა სიწმიდჱ ესე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

ჵ, ღირსო მეფეო, ვახტანგ სანატრელო, ჰსუფევ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული; იმეოხენ წინაშე მისსა, განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათჳს და ჴმითა მადლობისაჲთა ჰნატრიდეს სიმჴნეთა შენთა.

ჵ, ახოვანო წყობათა შინა და გამოცდილო რჩეულო მჴედარო, მეფეო ვახტანგ, ვითარცა ძალითა ქრისტჱსითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე დაამჴუნე მტერნი ჩუენნი მცბიერნი და უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ურიცხვნი თანამზრახველნი მათნი, რომელნიცა მტრობენ დედისა ღმრთისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა.

ჵ, საჩინოო, ბრძენ-მჴნეო, მეფეო ბრწყინვალეო, ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგჳდგუნე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

ჵ, მჴნეო მეფეო, ახოვანო და შემმართებელო ძლიერო, ვითარცა შეიმოსე შენ ძალი ღმრთისაჲ და საჭურველითა ჯუარისაჲთა შეჭურვილთა კეთილად სრულ-ჰყავ სრბაჲ ღუაწლისა შენისაი, ეგრეთვე აწ ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ და დაგვიფარე მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაჲ“.

გიხაროდენ, წყობასა შინა უძლეველო და სარწმუნოებისა თანა-შემწეო…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გიხაროდენ, წყობასა შინა უძლეველო და სარწმუნოებისა თანა-შემწეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძჳნვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, მირიანისა ღუაწლისა აღმადგინებელო სახელისათჳს ქრისტჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო მეფეთაო, შვილთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთოჲთა შვილთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოჲსა შენთა ერთ ზრახვად შემკრველო, სამგზის სანატრელო მეფეო, წმიდაო ვახტანგ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული, მორჩი კეთილი…

აწდა, ღმრთისმშობლისა. დემეტრე საქართველოს მეფისა, ბაგრატოვანისა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული, ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.

დიდებაჲ მაღალი - გრძლად

დიდებაჲ მაღალი - გრძლად. კვერექსი და განტევება.

აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ…

მომიჴსენენი კანონისაგან წმიდისა გალობა გ, და ვ, მუჴლი 8 წარდგომა: ხმაჲ 4.

აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი…

მუჴლი.

ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

ძმანო ყოველნი ჴელმწიფებასა უმთავრესისასა მას დაემორჩილნენ

სამოციქულო. ჰრომაელთა, თავი 13, მუჴლი 1

ძმანო ყოველნი ჴელმწიფებასა უმთავრესისასა მას დაემორჩილნენ.

აღმასრულებელი ჰსჯულისა სიყუარული არს

დასასრული, მუჴლი 11

აღმასრულებელი ჰსჯულისა სიყუარული არს.

ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა…

ალილუია, ხმაჲ I

ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდჱ მისი

მუჴლი.

მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდჱ მისი.

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა

სახარება იოანესი, თავი 10, მუჴლი 1

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა...

და საძოვარი ჰპოვოს

დასასრული, მუჴლი 10

და საძოვარი ჰპოვოს...

საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი

განიცადე

საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი

წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62)

წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62)

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს - ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი - თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ... შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმეონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.

წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502)

წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502)

ქართველთა მეფე მირდატი სპარსელებმა ტყვედ იგდეს და ბაღდადში წაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდევაც. ქართლში ჩაკვდა ქრისტიანული სარწმუნოება, ეკლესიებში ცეცხლთაყვანისმცემელთა ცეცხლი აინთო.

სამი წლის შემდეგ სპარსელთა მეფეს აღმოსავლეთიდან მტერი შემოესია. ამით ისარგებლეს ქართლის აზნაურებმა და მცხეთაში მეფედ დასვეს მანამდე კახეთს შეფარებული ძე თრდატისი, არჩილ. არჩილი ბერძენთა მეფეს ივბიმიანოსს დაუმოყვრდა, მათი შემწეობით კვლავ აღადგინა ქრისტიანობა ქართლში, ცეცხლის მსახურთაგან ზოგი მოსრნა, ზოგი განდევნა და უკან შემობრუნებულმა მთელ ქართლს უქადაგა - მადლობა შეეწირათ უფალ იესო ქრისტესათვის, რომლის შემწეობითაც ქვეყანამ კვლავ დაიბრუნა თავისუფლება.

არჩილის ძე მირდატიც მამასავით მორწმუნე და ღვთისმსახური იყო, ქველი და შემმართებელი. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მან რანთა ერისთავს ბარზაბოდს სთხოვა ასული ცოლად. ბარზაბოდი სიხარულით დათანხმდა ამ წინადადებას.

საგდუხტ დედოფალი, როგორც კი გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინვე თავისი ნებით უარყო ცეცხლთაყვანისმცემლობა, მიიღო ქრისტეს სჯული, და უფლისადმი მადლობის ნიშნად სამშვილდის სიონიც ააშენა.

მირდატ მეფეს და საგდუხტ დედოფალს სამი შვილი შეეძინათ: ორი ასული: ხვარანძე და მირანდუხტი, ერთიც ძე, რომლის სახელიც სპარსულად გამოითქმებოდა როგორც ვარანგ-ხვასროთანგ, ხოლო ქართულად ვახტანგ.

ვახტანგი აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტს ჩააბარეს. შვიდი წლისა იყო იგი, როცა მეფე მირდატი გარდაიცვალა. შეშინებული, უმწეოდ დარჩენილი საგდუხტ დედოფალი მამას, ბარზაბოდს ეახლა, დაუჩოქა და ცრემლის ღვრით თხოვა, არ ეყარა ჯავრი მისი ქმრისა და მამამთილის მიერ ქვეყნისათვის გაკეთებული საქმეების გამო, არ წაერთმია ძალით მისთვისაც ქრისტიანული სარწმუნოება და მწედ ჰყოლოდა და მფარველად პატარა ვახტანგს.

ბარზაბოდი, მართალია, განრისხებული იყო ქართველთა მეფეზე და უმეფოდ დარჩენილ ქართლზე უკვე გალაშქრებასაც აპირებდა, მაგრამ ასულის ცრემლებმა გული მოულბო, ყველა წინადადებაზე დათანხმდა და თვითონაც წაუყენა პირობა - ქართლში ცეცხლისმსახურთ გამოვაგზავნი, ისინი არავის აიძულებენ ქრისტეს სჯულის შეცვლას, მაგრამ თუ თვითონ ვინმე აღმოჩნდა ამისი მსურველი, ნურც თქვენ დაუშლითო.

რამდენიმე ხანს საგდუხტ დედოფალი განაგებდა სამეფოს მამის შეწევნით და ძალით, შემდეგ ბარზაბოდი გარდაიცვალა, მის ადგილზე კი სპარსთა მეფემ ბარზაბოდის ძე ვარაზ-ბაკური დასვა.

ამასობაში საურმაგ სპასპეტიც გარდაიცვალა და ვახტანგის აღზრდა სპასპეტ ჯუანშერს დაევალა.

საგდუხტ დედოფალი ხედავდა ცეცხლის მსახურთა ეპისკოპოსი ბინქარანი როგორ ატყუებდა ქართველთ, როგორ აცთუნებდა და გადაჰყავდა ჭეშმარიტი სარწმუნოების გზიდან. ნელ-ნელა იზრდებოდა ისეთ ქართველთა რიცხვი, ქრისტე რომ მიეტოვებინათ და ცეცხლს აღიარებდნენ ღვთაებად. შეშფოთებულმა საგდუხტმა საბერძნეთიდან მღვდელი მოაყვანინა, სახელად მიქაელ, დანიშნა იგი ეპისკოპოსად და მისი დახმარებით ბინქარანისაგან ნაცდუნებ ქართველთა კვლავ გაქრისტიანებას შეუდგა.

ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, ქართლს ოსები შემოესივნენ, მოაოხრეს იქაურობა, წაიყვანეს თან უამრავი ტყვე, მათ შორის ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტიც და უკან გაბრუნდნენ. ამავე დროს ბერძენნიც შემოესივნენ აფხაზეთს და დაიპყრეს იგი ეგრისწყლიდან ციხეგოჯამდე.

ქართლში გლოვა და მწუხარება გამრავლდა, და ასე იყო ქვეყანა უპატრონოდ, ვიდრე ვახტანგი თხუთმეტი წლისა არ გახდა.

თხუთმეტი წლის მეფემ ყველა წარჩინებულს სატახტო ქალაქში უხმო, გვერდით ჯუანშერი და ორი ეპისკოპოსი მოისვა, წამოდგა და როგორც ხანდაზმულმა და ბრძენმა ისე მიმართა შეკრებილთ:

- განსაცდელსა და ჭირს ღმერთი მოუვლენს ხოლმე მეფეთაც და ერსაც მათი ცოდვების გამო. ჩვენ დავიმსახურეთ უფლის ეს რისხვა: როცა მორწმუნენი ხელს იღებენ უფლის მსახურებაზე და ივიწყებენ მის მცნებებს, ღმერთი მათ განსაცდელს უვლენს გამოსაფხიზლებლად. მადლობა ვუთხრათ უფალს ამისთვის. წავიმძღვაროთ წინ ჯვარი პატიოსანი და მისი შეწევნით ვიძიოთ შური ოსებზე. სპარსელთ ან ბერძენთ რომ ჩაედინათ იგივე, კიდევ შეიძლებოდა რაღაცის გამო მოგვეთმინა, მაგრამ ოსებისაგან ამ შეურაცხყოფის მოთმენას სიკვდილი სჯობს თითოეული ჩვენთაგანისათვის. აბუჩად აგდებამ ჩემი ქვეყნისა და სიბრალულმა ჩემი დისამ გალია ჩემი გული, მივეენდობი ჯვარს უფლისას, შევთხოვ შემწეობას მრავალმოწყალე ღმერთს და არ გამწირავს იგი, მაძლევინებს მტერს.

ჯუანშერთან ერთად ყველამ აღფრთოვანებით მიიღო წინადადება. მეფემ ერთი კვირა ლოცვაში, მარხვასა და ღამის თევაში გაატარა, ხოლო შემდეგ კი ასიათას ქართველ და ვარაზ-ბაკურისაგან დასახმარებლად გამოგზავნილ თორმეტი ათას მხედართან ერთად თიანეთისკენ გასწია. იქ მათ კიდევ ორმოცდაათი ათასი მხედარი შეუერთდათ და მეფემ ღვთის სახელის ხსენებით განვლო კარი დარიალანისა.

ოსებმა დასახმარებლად ხაზარებს უხმეს და ქართველებს ოვსთა არაგვის (თერგის) მეორე მხრიდან დაუპირისპირდნენ.

შვიდი დღის ბრძოლის შემდეგ გამოვიდა ოვსთა ბანაკიდან გოლიათი ხაზარი თარხანი და თავხედურად გამოიხმო პირისპირს საბრძოლველად ვინმე ვახტანგის სპათაგან. ქართველთა მხრიდან საქვეყნოდ სახელგანთქმული მებრძოლი სპარსელი ნიჯაფარუხი გავიდა, მაგრამ შეხვედრისთანავე თარხანმა შუაზე გაუპო თავი.

შეძრწუნდა ვახტანგის სპა. მწუხარებით აღვსილმა ვახტანგმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა და მეორე დღეს, როცა თარხანმა კვლავ იხმო ვინმე პირისპირ საბრძოლველად, თვითონ გამოთქვა ამისი სურვილი, შეშინებული ლაშქარი კი ასე დაამშვიდა:

- არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისა და სიმხნისა ჩემისად, არამედ მიდნობისა ღმრთისა დაუსაბამოთა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისა განვალ თვითბრძოლად თარხანისა.

მართლაც, პირველივე შეტაკებისთანავე მოუღო თავხედს ბოლო მეფემ, იმ წამსვე ჩამოხტა ცხენიდან, დავარდა მუხლებზე და თაყვანი სცს ღმერთს დახმარებისათვის. მოჰკვეთა თავი თარხანს და გამრჯვებული გამოტრიალდა ლაშქრისაკენ.

მეორე დღეს სხვა გამოვიდა ოსთაგან, ბუმბერაზი, სახელად ბაყათარ, მდინარის გაღმიდან გამოსძახა მეფეს: „მეფეო, ნუ გალაღდები, შემთხვევით მოხდა, თორემ ასე ყმაწვილი როგორ მოჰკლავდი თარხანს, გამოდი მდინარის გაღმა და ნახავ, რასაც გიზამ!“

ცხენზე ამხედრებულმა მეფემ ამაყად გასძახა ბაყათარს: „ჩემი ძალით კი არ ვძლიე თარხანს, ჩემი დამბადებელის ძალით ვძლიე. ამიტომ არც შენი მეშინია. და თანაც, მე კი არ უნდა გამოვიდე მანდ, შენ თვითონ უნდა მეახლო აქ, რადგან მე მეფე ვარ, შენ კი მონა, ძაღლო!“

მცირე ბრძოლის შემდეგ მხრიდან გულამდე გადაკვეთილი ბაყათარი მეფის ფეხებთან დაეცა, მეფე თავისი დაჭრილი ცხენის მაგიერ ბაყათარის ცხენზე ამხედრდა და შემობრუნებულმა ხმამაღლა გასძახა თავის სპას:

- მხნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს!

ვახტანგმა მოსრა და მიწასთან გაასწორა მთელი ოსეთი, წამოიყვანა უამრავი ტყვე, წამოიღო უზომო ნადავლი. ქართველებმა ყივჩაღებიც დაიმორჩილეს, ჩაკეტეს კარი ოსეთისა დარიალი, ააშენეს გოდოლნი, დაუყენეს მცველებად იქაური მთიელები. ამიერიდან ოსთა და ყივჩაღთ ქართველთა მეფის ნებართვის გარეშე დარიალში შემოსვლა ეკრძალებოდათ. ამის შემდეგ მეფე ვახტანგმა პაჭანიკეთი და ჯიქეთი დაიმორჩილა და უკანვე შემობრუნდა ოსეთში. შეშინებულმა ოსებმა სიმაგრეებს მიაშურეს და მოციქულები გაუგზავნეს ვახტანგს - დის სანაცვლოდ ოცდაათიათასი ოსი ტყვე სთხოვეს. დის გარდა მეფემ დანარჩენი ქართველი ტყვეებიც დაიხსნა, გაამგზავრა ისინი ქართლში და ბერძენთაგან დაპყრობილ აფხაზეთს მიაშურა ლაშქრით.

სამი წლის შემდეგ ვახტანგმა აფხაზეთი მთლიანად გაწმინდა ბერძენთაგან და ბრძოლით დაღლიილ, საბოლოოდ გამარჯვებული დაბრუნდა სახლსა მისსა ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას.

ვახტანგმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასული ბალენდუხტი. სპარსთა მეფემ ასულს მზითვად მისცა „სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი“, წერილიც გამოუგზავნა „ურმისდისგან ყოველისა მეფეთა მეფესა, ვახტანგის მიმართ ვარან-ხვასრო-თანგის, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“, სადაც სთხოვდა, კეისრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა.

მაშინ მეფე ოცდაორი წლისა იყო უკვე. მოუხმო თავის სპათ, ყოველთა მეფეთ კავკასიისათა და წავიდა საბერძნეთში სალაშქროდ. სამი თვის ბრძოლებისა და გამარჯვებების შემდეგ ვახტანგი უკვე კონსტანტინეპოლს მიადგა. სპარსელები, სადაც კი ქრისტეს მსახურთ ნახავდნენ, დაუნდობლად ჰკლავდნენ და სპობდნენ. ვახტანგმა კი თავიდანვე გამოუცხადა თვის სპას, ქართველთაც და არაქართველთაც, რომ თავი დაენებებინათ ეკლესიის მსახურთა ხოცვისათვის, სთხოვა, უბრალოდ ტყვედ ჩაეგდოთ, ანდა სულაც უვნებლად გაეშვათ ისინი.

- როცა მამაჩემის მამა ასე, ჩვენსავით გამოჰყვა სპარსელთ ბერძნების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათმა ლაშქარმაც ხელი მიჰყო ეკლესიის მსახურთა ხოცვას. ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი ყოველთა, სწორედ ამიტომ არ აპატია უფალმა მომხვდურთ თავის მსახურთა მიმართ ჩადენილი საქციელი, სწორედ ამიტომ დაამრაცხა ბერძნეთა მცირე ლაშქარმა სპარსელთა ურიცხვი სპა.

ნუთუ არ გსმენიათ სასწაული კონსტანტინეს შესახებ? ან კერპთაყვანისმცემელი მეფის, ივლიანეს შესახებ, - ზეციდან გამოსროლილმა ისარმა რომ გამოასალმა წუთისოფელს? ამის შემდეგ იყო სწორედ, ბერძნებმა ივბიმიანოსი რომ აირჩიეს მეფედ, სწორედ ის, ვინც კერპნი თავისი ხელით შემუსრა და ჯვარნი აღმართნა. უფლის ანგელოზმა მას თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი, როგორც ჭეშმარიტ მეფეს.

ან თქვენ, სომეხნო, არ გახსოვთ, როგორ მოაქცია ღმერთმა გრიგოლ პართელი და თრდატ მეფე, და როგორ გახდნენ ამის შემდეგ გრიგოლი - ეკლესიის მსახური, ხოლო მეფე თრდატი - დიდი ეკლესიის აღმშენებელი?

ან თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო, ნათესავნო მეფეთა ქართლისათანო, რომელნიც დღეს განდიდებული ხართ ჩვენგან, ნებროთ გმირის ნათესავ ქართველ მეფეთაგან, არ გსმენიათ სასწაულები ნებროთის შესახებ? არ გახსოვთ რა სასწაულები მოახდინა ნინომ? თუ გგონიათ რომ ღმერთი თავის მადიდებელ ბერძენთ გასწირავს? კეისარი უკვე ემზადება შეტევისათვის, დაიცხრეთ თქვენი ვნებები ეკლესიების მიმართ.

მეფე ვახტანგმა ეკლესიის ყველა მსახური გაათავისუფლებინა თავის მოლაშქრეთ, მაცნეც გააგზავნა, რათა სამალავებში თავშეფარებულ ღვთისმსახურთათვის ემცნოთ, რომ ხელს არავინ ახლებთ და სადაც უნდათ, შეუძლიათ იქ წავიდნენო.

როცა ბერძენთა მღვდელი პეტრე და ბერი სამოელი ვახტანგს ეახლნენ მადლობის სათქმელად, მეფემ ჰკითხა მათ, კმაყოფილი დარჩებოდა თუ არა ღმერთი მისი საქციელით?

პეტრემ მოახსენა მეფეს, თუ არ გეწყინება, სიმართლეს გეტყვიო და როცა თანხმობა მიიღო, უთხრა:

- ორნაირი ეკლესია აქვს ამქვეყნად უფალს, ეკლესიანი ხორცთანი და ეკლესიანი ქვათანი. თუ ქვის ეკლესია დაინგრევა, მისი აშენება ისევ შეიძლება იმავე ქვით, ხორცის ეკლესიის აშენება კი შეუძლებელია, თანაც მის დარღვევას ღმერთი არ აპატიებს არავის, იმიტომ, რომ უფლისათვის სწორედ ის ტაძარია უპირველესი. აბა ახლა შენ წარმოდგინე, შენმა სპამ რამდენი ქალწული - ტაძარი ღვთისა გახრწნა და შეურაცხყო? მე არ მინდა, შენ ისეთი კაცი იყო, რომელიც მარცხენათი აშენებს და მარჯვენათი ანგრევს. მინდა დაიმკვიდრო სასუფეველი ცათა, ისევე, როგორც კეთილად სახსენებელმა მეფეებმა: დავითმა, სოლომონმა, კონსტანტინემ და ივბიმიანოსმა. მაგრამ როგორ შეგადარო შენ ივბიმიანოსს, რა გაგიკეთებია ისეთი, რაც მან გააკეთა. იცოდე, ღმერთი ბოროტებისთვის სამაგიეროს მოგაგებს შენ, თუ არ მოინანიებ.

- მინდა თავის გამართლება - უთხრა მეფემ - ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე ჩემი დანაშაულის გამო.

- რადგანაც გზას ეძებ ხსნისათვის, ცოდვა შენი განგეშორება შენ. უმეცრებამ კი არ აღგძრა შენ უფლის შვილთა წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ საშველად წამოყევი შენს ნათესაც სპარსელებს, - ის კი დაგავიწყდა, რომ ბერძნები თვით ღმერთის ნათესავნი არიან.

- რა გნებავს ახლა ჩემგან? - ჰკითხა მეფემ.

- მნებავს, რომ შენს მიერ აღგზნებული ეს ცეცხლი შენვე ჩააქრო და მეგობრობა გაუწიო ერთმორწმუნე კეისარს და არა სპარსელთ.

მეფემ სთხოვა პეტრეს, თქვენი ლოცვით ამაღამ მიჩვენეთ კეისარი და ისიც მამცნეთ, თვითონ ქრისტეს რა სურს ჩემგანო.

მართლაც, იმ ღამეს მეფე ვახტანგმა ნახა ჩვენება, - მოვიდა წმიდა ნინო მასთან და უთხრა:

- აღდეგ მეფეო და განკრძალულად მიეგებოდე, რამეთუ ორნი მეფენი, ზეცისა და ქვეყანისანი, მოვლენ შენდა!

მიიხედა ვახტანგმა და დაინახა ორი ტახტი. ერთ ტახტზე იჯდა საჭურვლიანი ჭაბუკი გვირგვინოსანი, მეორეზე კი - თეთრად შემოსილი მოხუცი, რომელსაც თავზე ნათლის გვირგვინი ედგა. წმინდა ნინოც იქვე იჯდა, მოხუცის ფერხთით. მარჯვენა ხელი ვახტანგისი ეჭირა პეტრე მღვდელს, მარცხენა კი სამოელ ბერს. სამოელმა უთხრა ვახტანგს:

- თაყვანი ეც პირველად ზეცის მთავარს, გრიგოლს.

მეფე მივიდა და თაყვანი სცა გრიგოლს.

ხოლო გრიგოლმა ჰკითხა:

- რად ჩაიდინე ასეთი ბოროტება, რად მოაოხრე ბანაკი ჩემი და შეაჭამე მხეცთ საცხოვარნი ჩემნი? რომ არა ისინი, ვინც ახლა გვერდით გიდგას და რომ არა წმინდა ნინო, რომელიც მარიამთან ერთად იღვწის თქვენი ქვეყნისათვის, შურს ვიძიებდი შენზე, ისევე როგორც შენს მამა-პაპაზე, რომელთაც ცეცხლის იმედი ჰქონდათ და არა განმანათლებლისა ყოვლისა.

ვახტანგი გრიგოლს ხელზე ეამბორა, ხოლო კეისარს გადაეხვია.

- თუ გინდა, რომ გვირგვინი მოგცე, აღგვითქვი, რომ უფლის მტრების წინააღმდეგ იბრძოლებ - უთხრა მას კეისარმა.

მეფეს წმინდა ნინო, პეტრე და სამოელი დაუდგნენ თავმდებად. მაშინ კეისარმა ჯვრიანი გვირგვინი დაადგა თავზე ვახტანგს.

გამოიღვიძა თუ არა, ვახტანგმა პეტრე და სამოელი იხმო და ჰკითხა, რა ჩვენება ნახეს იმ ღამით. როცა მათ ზუსტად იმავეს მოყოლა დაიწყეს, მეფემ შეაჩერა ისინი და ამცნო, რომ მზადაა ემსახუროს ჭეშმარიტ ღმერთს. სამივემ ერთად მოითათბირა როგორც უკეთესი იქნებოდა და ვახტანგმა შესამუსრავად გამზადებული ქალაქიდან უკან დაახევინა თავის ლაშქარს. ამასაობაში პეტრე ეახლა კეისარს, მოახსენა ყოველივე და გახარებული კეისარიც სწრაფად შევიდა კონსტანტინეპოლში. ვახტანგს სურდა სპარსელნი სიტყვიერად დაეშინებინა ბერძენთა უძლეველობით და უბრძოლველად გაებრუნებინა უკან, მაგრამ ბერძნებმა მოსთხოვეს, საქმე ისე მოეწყო, - ამოეწყვეტინებინა ისინი. ამაზე მეფემ მკაცრად უპასუხა, რომ ეს უპატიოსნო საქციელია და ამას არ იზამს; გარდა ამისა, მის ლაშქარშიც ბევრია ისეთი, ვინც ქრისტეს სჯულს აღიარებს, უმჯობესია, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს, როგორც ეს ერთხელ იბვიმიანოსმა და სპარსელებმა ჰქმნეს. ხოლო თუ ბერძნები თავისას არ დაიშლიან, მაშინ მეფე უბრალო იქნება მათ წინაშე.

ამასობაში სპარსთა ერისთავიც მოვიდა და თავზე საშინელი რისხვა დაატეხა თავის დისწულს:

- რადგან ივბიმიანოსის ნათესავი ხარ, იმიტომ გვღალატობ ხომ?! მკვდარი ჯვარცმული კაცის გამო გინდა ჩვენი ბერძენთა ხელში ჩაგდება!

ამაზე ვახტანგმა უპასუხა:

- აჰა შენ და ბერძენნი და იხილო ძალი კაცის მის მომკვდარისა და ცოცხლისა მის სასოსა შენისა!

სპარსელები, სომხები და ლეკები ბერძნებს ეკვეთნენ, ვახტანგი კი ქართველთა ლაშქართან ერთად განზე გადგა და ისე ადევნებდა ბრძოლას თვალყურს.

ამ ბრძოლაში სპარსელები სასტიკად დამარცხდნენ. მრავალ დიდებულთა შორის ვახტანგის დედის ძმაც ბრძოლის ველზე დაეცა. ცოცხალი ვინც დარჩა, ყველა ტყვედ იგდეს ბერძნებმა.

მაშინ ჩამოხტა ეტლიდან მეფე ვახტანგი და თქვა, რომ ღმერთმა შური იძია სპარსელებზე. მოატანინა პეტრეს ჯვარი და გამოაცხადა:

- უძლეველია ის, ვინც ჯვარს სცემს თაყვანს! თაყვანი ეცით მას. ვინც ამას არ იზამს, ის მოსაკლავია.

დემეტრე ერისთავს და ჯუანშერ სპასპეტს ხელთ ეპყრათ ჯვარი, ხოლო ქადაგი ხმამაღლა აცხდებდა:

- რომელმან არა თაყუანისცეს ჯვარსა, მოკვედინ!

მხოლოდ ერთმა ცეცხლის მსახურმა, ბორზო მეფემ არა სცა თაყვანი ჯვარს და იმასაც მაშინვე ლახვარი აძგერა გულში ჯუანშერ სპასპეტმა. დანაჩენი ყველა მიდიოდა და ყველა მოწიწებით იყრიდა მუხლს ჯვრის წინაშე.

ამ დროს ბერძენთა ლაშქრის ერთი ნაწილი მოვარდა საიდანღაც პალეკარპოსის მეთაურობით, რომელმაც შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო ვახტანგს და მის სპას.

ვახტანგმა ხმალი იშიშვლა და სთხოვა უფალს, დახმარებოდა ჯვრისა და მისი შეურაცხმყოფელი ამპარტავანი კაცის დამდაბლებასა და მოსპობაში. მცირე ხნის ბრძოლის შემდეგ მეფემ შუაზე გაუპო თავი პალეკარპოსს და მისი ერთი ნახევარი ჯვრის წინაშე დააგდო სიტყვებით:

- ყოვლისა განდგომილისა შენისა ეყავნ ნაწილი.

ვახტანგის სპამ ბერძენნი აოტნა. მიიმწყვდია ისინი ზღვასთან, ნახევარი დახოცა, ნახევარი კი ტყვედ იგდო. მეფემ წერილი მისწერა კეისარს, სადაც ამცნობდა, რომ „მიუწვდომელია სიბრძნე ღვთისა, მე ვიცი, რომ შენი ბრალი არ იყო პალეკარპოსის მოხვდომა ჩვენზედ, ისევე როგორც მე ვარ უბრალო ჩემი დედისძმის თქვენზე თავდასხმაში. ორივე ძვირისმოქმედნი ძვირმანვე მოინადირა. ეს ყველაფერი ღმერთმა ალბათ იმიტომ მოაწყო, რომ რაც შეიძლება ბევრი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მე დედისძმის დაღუპვით გამოწვეული მწუხარება იმით შევიმსუბუქე, რომ შური ვიძიე მის მკვლელებზე, ხოლო შენ ნუგეშინისსაცემად გიბრუნებ იმ შვიდიათას ოთხმოც ტყვეს, რომელიც ღმერთმა სიკვდილისაგან იხსნა. თუ სურვილი გაქვს ჩემთან შეხვედრის, გამოეშურე სანახავად, იმიტომ, რომ უკვე დროა გავბრუნდე მეც სამშობლოში.

ტყვეთა განთავისუფლებით გახარებული კეისარი მეფეს შეხვდა, ფიცით განამტკიცეს ერთმანეთის ერთგულება და კეისარმა მადლიერების ნიშნად ვახტანგს უკან დაუბრუნა „საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვითგან ვიდრე არსიანთადმდე და ხევნი, რომელნი მოსდგმანან ღადოთა“.

უკან წამოსულმა ვახტანგმა გზად კლარჯეთში გამოიარა, თავისი ძუძუმტე არტავაზი დატოვა იქ და დაავალა აეშენებინა ციხე არტანუჯისა და მონასტერი. არტავაზმა მართლაც ააშენა იქ მონასტერი ოპიზა და სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ბელანდუხტ დედოფალი გარდაიცვალა. დარჩმა მეფეს მისგან შვილი, პატარა დაჩი. მეფე სპარსელთა შემოსევას ელოდა და ამიტომ ციხეთა და ქალაქთა მშენებლობას შეუდგა, თანაც ლაშქარს ამზადებდა საბრძოლველად. საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან ცეცხლის მსახური და ქვეყნიდან გააძევა ყველა, ვინც ცეცხლს ეთაყვანებოდა.

როცა სპარსთა მეფე საბრძოლველად მოადგა ქართლს, ვახტანგ მეფემ ბერძენთა მეფეს დახამრება სთხოვა. ვახტანგის მოციქულებმა კეისარს საბერძნეთში ვერ მიუსწრეს, სალაშქროდ იყო წასული, ამიტომ ვახტანგი იძულებული გახდა, მარტოს დაეწყო ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. მეფეს მუზარადის წინა მხარეს მგელი ეხატა, მეორე მხარეს კი - ლომი და სწორედ ამ ბრძოლის დროს შეარქვეს სპარსელებმა მას გორგასალი. „დურ აზ გორგასალ!“ - „მოერიდეთ თავსა მგლისასა“, - ასე აფრთხილებდნენ ერთმანეთს ისინი.

ოთხ თვეს მიმდინარეობდა ეს ბრძოლა. ამასობაში კეისარმაც მოაშველა ვახტანგს ბერძენთა ოთხმოცი ათასი მხედარი.

სპარსთა მეფემ, როგორც კი შეიტყო ბერძენთა მოსვლის ამბავი, შეეშინდა და მოციქულები მიუგზავნა ვახტანგს შესარიგებლად. ვახტანგმა შეუთვალა: ხომ იხილე ჯვრის ძალა. სანამ იგი გამოჩნდებოდა, ყველანი ხარკს გიხდიდით, ახლა კი შენივე მოხარკე ბერძენნი გიოხრებენ ცეცხლის სამსახურებელთ. ტყუილად გვებრძვი სჯულის დასატოვებლად, ჩვენ მზადა ვართ მოვკვდეთ მისთვის; ვინც ჩვენთვის ეცვა ჯვარს, ის ისევე აღგვადგენს ჩვენ. ხოლო შენ, თუ ცეცხლს მიატოვებ და ჩვენს ქრისტეს აღიარებ, მამად მიგიჩნევ.

ვახტანგი და სპარსთა მეფე ხვასრო ერთმანეთს ტკბილად შეხვდნენ, მართალია, ორივე მტკიცედ დადგა თვის სჯულზე, მაგრამ ამავე დროს მშვიდობა და სიყვარულიც შეჰფიცეს ერთმანეთს. ხვასრომ უთხრა მეფეს, რაც გინდა მთხოვე, შეგისრულებო. მაშინ მეფემ სთხოვა, შენსა და კეისარს შორისაც მინდა მშვიდობა იყოსო.

ხვასრო შეწუხდა იმიტომ, რომ სწორედ ახლა აპირებდა საბერძნეთზე გალაშქრებას, უნდოდა ესარგებლა კეისრის ხაზარეთში ყოფნით და დაებრუნებინა თავისი მიწები, რომელიც საბერძნეთს ჰქონდა მიტაცებული.

ვახტანგისა და ხვასროს საუბარს ბერძნეთა ეპისკოპოსი ლეონ ანთიპატიც ესწრებოდა და გაიგო თუ არა ხვასროს განზრახვა, გახარებულმა უთხრა, რომ საბერძნეთი თანახმაა უბრძოლველად დაგიბრუნოს შენი მიწები, საამისოდ წერილიც მაქვს კეისრისგან გამოტანებულიო. ხვასროს ძალიან გაუხარდა ეს. მაშინვე გადაიფიქრა საბერძნეთზე გალაშქრება, ოღონდ ვახტანგს სთხოვა, ხომ იცი, სპარსეთში რომ დავბრუნდები ბერძნებზე შურისძიების გარეშე, მოხუცები რა დღეში ჩამაგდებენ, მოდი შენი და მომეცი ცოლად, რომ თავი თქვენთან დამოყვრებით ვიმართლო. თანაც გამომყევი და აბაშთა, ელამთა, ჰინდოთა და სინდთა წინააღმდეგ ბრძოლაში დამეხმარე, რომ ისინი მოხარკედ გავიხადო და ამით დავაცხრო მოხუცთა გულისწყრომა ბერძენთა გამოო.

ვახტანგი ყველა პირობაზე დათანხმდა ხვასროს. მაშინ ლეონ ანთიპატმა მადლობა გადაუხადა ბერძენთა კიდევ ერთხელ გადარჩენისათვის მეფე ვახტანგს და პირველად ათი ათასი მხედრით, მერე კი დანარჩენით დახმარებას დაპირდა.

ვახტანგმა მეფედ თავისი ხუთი წლის შვილი დაჩი დატოვა ქართლში. დაუტოვა მას მეურვედ შვიდი წარჩინებული. თვითონ არტვაზი, ნასარი, ბივრიტიანი და საურმაგი იახლა და თავისი ლაშქრით გაჰყვა ხვასროს სპარსეთში. გზად ვახტანგს ხვარანძე და დედამისიც დაემგზავრნენ, რომელთაც იერუსალიმში უნდოდათ სალოცავად წასვლა. ვახტანგმა დედა და და იერუსალიმში ჩაიყვანა და ისევ ხვასროს შემოუერთდა, რომელიც ანტიოქიაში ელოდა. მანამდე საბერძნეთში გაგზავნილ ლეონ ანთიპატი და არტავაზის მოვიდნენ ოციათასი რჩეული მხედრით და მოართვეს ხვასროს კეისრისაგან ძღვენი მიუწვდომელი.

ხვასრომ დიდი ქორწილი გადაიხადა სპარსეთში. ექვსი თვის შემდეგ კი შეერთებული ლაშქარი საბრძოლველად გაემართა. დაიპყრეს ჯორჯანეთი, ჰინდოეთი და შევიდნენ სინდეთს. სინდეთში საურმაგი, ეჯიბი ვახტანგისი, მოკლეს. მეფემ ძალიან განიცადა მისი სიკვდილი, თავზე ადგა და ისე დასტიროდა საურმაგს, როგორც საყვარელ ძმას. ამ დროს ქალაქის კარიდან გადმოდგა სინდეთის მეფე და ვახტანგს ხმამაღლა გამოსძახა:

- შენ იმ ყვავს ჰგავხარ, მეფეო, არწივისგან დაგლეჯილი ქორი რომ იხილა და ნაცვლად იმისა, წესისამებრ სხვა ყვავებისთვის ეხმო და მათთან ერთად მოეკლა თავისი დაუძლურებული მტერი, მოვლა დაუწყო და საჭმელად მკალი და გველი მოჰქონდა. წამოიზარდა ქორი და იფიქრა, ამ საჭმელმა მე რა უნდა მიყოს, ჯობია თვითონ ყვავი შევჭამო, რომ მოვღონიერდე და გავფრინდე. შეჭამა და სწორიც ქნა, რადგან ამით განერიდა სიკვდილს, ხოლო ყვავმა რადგან თავის წესისამებრ არა ჰქნა თავიდანვე იმიტომაც მოკვდა.

ეგ სპარსელნი მთელი თავისი ცხოვრება ჯვარსა და მის მსახურთ მტრობენ, ახლა დაუძლურდნენ და თავს ცბიერებით ისე გაჩვენებენ, თითქოს უყვარდეთ. შენი შეწევნით მოღონიერდებიან და ისევ დაიწყებენ ჯვარის მსახურთა ხოცვას. აი რას უმზადებ შენ შენს თავსაც და სხვა ქრისტიანებსაც!

- უგუნურო, - უპასუხა ვახტანგმა, - თაგვის მსგავსი ხარ შენ, მიწის სიბნელის გარდა არ გინახავს არაფერი. გაუგებარია შენთვის ბრწყინვალება მზისა და მშვენიერება ველის. ბრმა ხარ და ყრუ, არც გესმის და არც უწყი ცხოვრება სულიერი, არც სურვილი გაქვს შენ საუკუნო ცხოვრებად მისვლის, არც ნათელს სცნობ დაუსრულებელს და არც ღმერთს შემოქმედს ყოველთასა, რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე.

ჩემი აქ ყოფნით მე იერუსალიმი გადავარჩინე - ქალაქი წმინდა. გადავარჩინე ასევე ქრისტიანული ქვეყნები, რომელთა მოსაოხრებლადაც ემზადებოდა სპარსთა მეფე. ბევრი სული დავიხსენი ჩემი აქ მოსვლით და თუ, როგორც შენ ამბობ, სპარსელები ოდესმე თავს დამესხმიან, მაშინ სწორედაც რომ ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა, ქრისტიანები დამეხმარებიან და მიხსნიან განსაცდელისგან. და ასეც რომ არ იყოს, მე მაინც მოვიდოდი აქ იმიტომ, რომ სპარსელები ნათესავები არიან ჩემი და მეორეც, მართალია, ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ ადგანან, მაგრამ სულიერი ცხოვრება მაინც სწამთ, - განსხვავებით თქვენგან, რომელნიც ისევე უმეცარნი ხართ, როგორც ქორნი.

სწორად ამ უმეცრების გამოა თქვენი გონება საძაგელი. ამიტომაც აქებ უმადურ ქორს, რომელმაც თავისი გამზრდელი შეჭამა. ჩვენი ბუნება კი ასეთია: კეთილისმყოფლისთვის უნდა დავდვათ სული ჩვენი და მოვიგოთ მადლი ღმერთისაგან, ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან.

სინდთა მეფე დაემუქრა ვახტანგს; გამოვალ, მოგკლავ და ახლავე გაზიარებ მომავალ დიდებას, რადგან ასე გჯერა ამისიო და ჰოროლით შეიარაღებული გამოვიდა ვახტანგის წინააღმდეგ.

ვახტანგმა მარჯვენა ბეჭში სცა ჰოროლი სინდთა მეფეს. მეორედ აღარ შემოუქნევია და თრევით მიიყვანა იგი სპარსთა მეფის წინაშე, ოღონდ სთხოვა, მოეყვანა მისთვის მკურნალი, შემდეგ კი შეეწყნარებინა და ცოცხალი გაეშვა.

სინდთა მეფემ სიყვარულით გადაუხადა მადლობა ვახტანგ მეფეს სიცოცხლისათვის და კიდევ იმისთვის, რომ ვახტანგმა მტერს მისი ოთხი ქალაქი არ ააოხრებინა.

მერვე წელს ვახტანგ მეფე ქართლში გამობრუნდა, ლეონ ბერძენი კი კეისართან გააგზავნა ასულის სათხოვნელად და პეტრეს და სამოელის ჩამოსაყვანად.

როცა ქართლის ეპისკოპოსმა პეტრესა და სამოელის ჩამოსაყვანად მოციქულის გაგზავნის ამბავი გაიგო, გამწარდა და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცილი დასწამა მეფეს, - ქრისტე დაგიტოვებია და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიგიღიაო. არ მოუსმინა მეფის ახსნა-განმარტებას და ისე გაკადნიერდა, ხელიც კი გაარტყა მას და კბილი ჩამოაგდებინა.

მეფემ ხელი არ შეუბრუნა ეპისკოპოსს, ოღონდ უთხრა, რომ მას ეს შურით მოუვიდა, უწოდა იუდა და გაუგზავნა იგი დასასჯელად კონსტანტინეპოლის პატრიარქს, სადაც მას უყვეს კიდევაც ექსორია.

პატრიარქმა ქართლში თორმეტი ეპისკოპოსი გამოგზავნა, კათალიკოსად კი პეტრე აკურთხა. კეისარმა თავისი ასული ელენეც გამოუგზავნა მეფეს ცოლად.

მეფემ პეტრე მცხეთაში დასვა კათალიკოსად, სამოელიც იქვე, ეპისკოპოსად, დანარჩენები კი დაანაწილა: კლარჯეთში, ერუშეთის არტანში, წუნდაში, ჯავახეთს, მანგლისში, ბოლნისში, რუსთავში, ნინოწმინდაში, ჭერემში, ჩელეთში, ხორნაბუჯსა და აგარაკში.

შემდგომში ააშენა ეკლესია ნიქოზისა და იქაც დასვა ეპისკოპოსი.

ბერძენი მეუღლისაგან ვახტანგს სამი ძე და ორი ასული შეეძინა. დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, თვითონ კი უჯარმას დაჯდა.

ამასობაში ხვასრო, მეფე სპარსეთისა გარდაიცვალა და ავიდა ტახტზე მისი ძე ხვასრო, რომელმაც ვახტანგს შემოუთვალა, საბერძნეთზე სალაშქროდ ვემზადები და გამომყევი, თანაც ასულიც მომათხოვე შენიო.

ამ დროს სამოცი წლის მეფე ვახტანგი ტფილისს აშენებდა. ხვასროს შემონათვალი რომ უთხრეს, ასე თქვა: „გადაეცით ხვასროს, ჯერ ჩვენთან საბრძოლველად გაემზადოს და მერე შევიდეს საბერძნეთში! აწ ცხოვრება ჩვენი იყავნ სასოებითა ჯვარცმულისათა“.

გაგზავნა მეფემ მალემსრბოლნი მთელს ქვეყანაში და იწყო საბრძოლველად მზადება, თან კეისარსაც შეუთვალა დახმარებოდა.

მოვიდა ხვასრო მეფე და შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, ჭერმის ციხე და ველისციხე. იორთან შეიბნენ სპარსელები და ქართველები და გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა.

მეფემ კათალიკოსი იხმო და უთხრა:

- იცოდე, რომ ხარკისათვის კი არ გვებრძვიან სპარსელები, იმისთვის გვებრძვიან, რომ ქრისტე დაგვათმობინონ. ქრისტეს გარეშე სიცოცხლეს, ქრისტიანად სიკვდილი მირჩევნია და სასუფეველში ყოფნა, რადგანაც გვასწავლის იგი, რომ „რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი“.

ვახტანგის ლაშქარი ორასორმოცი ათასი კაცისგან შედგებოდა, ხოლო სპარსელთა - შვიდასოთხმოცი ათასისგან. მეფემ სამად გაყო თავისი ლაშქარი, ასი ათასი თვითონ გაიყოლა და ღამით თავს დაესხა იმ ადგილს, სადაც სპარსელთა მეფე იყო. ცისკრისას შეაღწია მან მეფის კარავში. მეფემ ცხენით გაასწრო, ვახტანგმა ძე მოჰკლა მისი, მოჰკვეთა თავი და სწორედ ამ დროს ვიღაც სპარსელმა აძგერა გულში ისარი.

თავგანწირულად იბრძოდნენ ქართველები, მაგრამ მტრის სიმრავლეს ვარაფერს უხერხებდნენ. ამასობაში ვახტანგს ჭრილობა დაუწყლულდა, რადგან ისარი ფილტვამდე იყო შესული. თვითონ უჯარმაში წავიდა, სპასასლართ კი უბრძანა, არ მიეტოვებინათ ბრძოლის ველი.

ვახტანგი მიხვდა, რომ კვდებოდა. მოუხმო კათალიკოსს, ცოლს, შვილებს, ყველა წარჩინებულთ და უთხრა:

- მე მივდივარ ჩემს ღმერთთან. ვმადლობ სახელს მისას, რომ არ დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა.

მტკიცედ იდექით სარწმუნოებაზე და ეძებდით სიკვდილს ქრისტესათვის, რათა მოიპოვოთ დიდება წარუვალი.

თქვენ, წარჩინებულნო ქართლისანო, მოიხსენეთ კეთილნი საქმენი ჩემნი, რადგან ჩემი სახლიდან მიიღეთ თქვენ ნათელი საუკუნო. ნუ შეურაცხყოფთ სახელს ჩემსას და გიყვარდეთ ერთმორწმუნე ბერძენნი, - შემდეგ შეხედა დაჩის და უთხრა, რომ ის არის პირმშო მისი და ამიტომ მეფობას მას აძლევს. დაუძახა ერისთავთ და ღმერთის სახელით სთხოვა მფარველობა ცოლისა და შვილებისათვის.

მთელი საქართველო გლოვობდა, ზარისა და გოდებისაგან იძროდა მიწა, მორწმუნე ერი ქრისტესათვის მოკლულ მეფეს მისტიროდა.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მოამზადა

გულო კობიაშვილმა

გაზეთი „მადლი“, №1-2, 1990 წ.

წმ. პეტრე I კათალიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V)

წმ. პეტრე I კათალიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V)

წმიდა პეტრე იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. იგი V ს-ის 60-იანი წლებიდან VI ს დასაწყისამდე განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და მონაზონი სამოელი. წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.

ლაშქრობის შემდეგ ქართლში მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში „წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა“ და თან შეუთვალა, რომ „კათოლიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ“. კონსტანტინეპოლის პატრიარქი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამუელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათალიკოსად და სამოელი ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი და ეპისკოპოსები ქართლში ჩამოვიდნენ და ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია).

წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის. წმიდა კათოლიკოსისა და წმიდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიული ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას.

წმიდა პეტრე, წმიდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ „შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა“. წმიდა პეტრემ მიიღო წმიდა მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმიდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წმ. სამუელ I კათალიკოსისა (V-VI)

წმ. სამუელ I კათალიკოსისა (V-VI)

წმიდა სამოელ კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ VI ს დასაწყისში. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელი საქართველში ჩამოვიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოჰყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო „ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი“ წმიდა პეტრე კი მცხეთასვე განაწესეს ეპისკოპოსად.

წმიდა პეტრე კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათალიკოსის ტახტზე „დაჯდა სამუელ და მეფემან (დაჩიმ) მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრეთ ებრძანა მეფესა ვახტანგს“ წმიდა სამოელ კათოლიკოსი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას განაგებდა მეფე დაჩისა და მისი მემკვიდრის ბაკურის დროს. წმიდა სამოელ კათოლიკოსის დროს აშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.

წმიდა სამოელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს შორსმჭვრეტელი კათოლიკოსის და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა წმიდა მოწამე შუშანიკს (ხს. 28 აგვისტო).

წმიდა სამოელ კათოლიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებასა და ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეს.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380)

ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380)

წმიდა ფრუმენტი - ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსი, ღვთის განგებით, ბავშვობიდანვე მეფის კარზე აღიზარდა და მისი სიბრძნისა და გონიერების წყალობით მეფის უახლოესი მრჩეველი და ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო.

ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობის მიზნით წმინდანი ალექსანდრიაში ჩავიდა და წმიდა მღვდელმთავარი ათანასე დიდი (326-373, ხს. 2 მაისს) მოინახულა. წმიდა ათანასეს კურთხევით ფრუმენტი აბისინიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ასე რომ, ნეტარი ახალ ხარისხში დაუბრუნდა ქვეყანას. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგებისა და სასწაულების გავლენით მეფემ და მისმა მრავალმა ქვეშევრდომმა ნათელიღო. მას შემდეგ, რაც მოციქულებრივი ღვაწლი გასწია აბისინიის ხალხის მოსაქცევად, ფრუმენტი მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა მისადმი მინდობილ სამწყსოს, ბოლოს კი, ღრმად მოხუცებულმა, დაახლოებით 380 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.