რომელმან იღუაწე კეთილად და უკუდავსა ცხორებასა დაემკვიდრე…
კონდაკი
რომელმან იღუაწე კეთილად და უკუდავსა ცხორებასა დაემკვიდრე, ვითარცა რჩეული მხედარი მეუფისა დიდისა, ურიცხუნი ტანჯვანი მოითმინენ ლოცვითა წმიდისა დიმიტრი მოწამისათა, მის თანავე უკუე ევედრე ღმერთსა, ნესტორ მოწამეო, დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
მოწამისა ნესტორ თესალონიკელისა (306)
მოწამისა ნესტორ თესალონიკელისა (306)
წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი (იხ. 26 ოქტომბრის საკითხავი, დიდმოწამე დიმიტრის ცხოვრება). გალერიუსის ბრძანებით წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
მოწამეთა: კაპეტოლინესი და ეროდიტესი, მხევლისა მისისა (304)
მოწამეთა: კაპეტოლინესი და ეროდიტესი, მხევლისა მისისა (304)
წმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდა 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ. წმიდა კაპიტოლინა ქრისტეს აღსარებისთვის დააპატიმრეს და მახვილით განგმირეს. როცა მისმა მსახურმა, წმიდა ეროტიიდამ თავისი ქალბატონის ჯალათი ნახა, სახეში ქვა ესროლა. ამისთვის იგი ხარის ძარღვებითა და კეტებით სასტიკად გვემეს. მეორე დღეს ნეტარი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სასწაულებრივ უვნებლად გადარჩა. ბოლოს უღმრთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
მოწამისა მარკოზისა და მის-თანათა; წმიდისა პროკლასი, პონტოელი პილატეს მეუღლისა (I)
მოწამისა მარკოზისა და მის-თანათა; წმიდისა პროკლასი, პონტოელი პილატეს მეუღლისა (I)
წმიდა მოწამე მარკოზი სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად აზიაში ეწამა ქრისტეს აღსარებისთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმერთოებმა ისინი დახოცეს. წმიდანთა უხრწნელ ნაწილები შემდგომ კუნძულ თაზოსზე (თრაკიასა და ათონის კონცხს შორის) გადაასვენეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.