გულანი
საცდელი · 1.11.1
8 სექტემბერი 1 / 100შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა…

8 სექტემბერი

თვენი

ღმრთისმშობლობა - შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 51 წთ

შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა…

ტროპარი

შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ…

კონდაკი

იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ჴრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ჴსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა.

ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ…

ტროპარი

ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ მცნობელთა თქუენთა: იოანე, სიყრმითვე მუშაკო განშუენებად ღმრთისა სავანისა, გიორგი წინაჲსწარმეტყველებისა ნიჭითა აღმკულო; წყუდიადსა შინა უსჯულოებათასა გზნებულნო ლამპრად მართლმადიდებლობისა, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

- „ნეტარ-არს კაცი“ I აღსავალსა

- „ნეტარ-არს კაცი“ I აღსავალსა.

- „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ - ზედა დასდებელი, - (იგალობება მე -5 ჴმა-ზე).

- მუხლი 8. (ჴმა 5).

ღმერთშემოსილნო მამანო, ნეტარო იოანე და გიორგი-იოანე აღმსარებელნო…

ღირსისა იოანესი და გიორგი-იოანესი

ღმერთშემოსილნო მამანო, ნეტარო იოანე და გიორგი-იოანე აღმსარებელნო, დიდნო არქიმანდრიტნო და ცათა მობაძავისა ბეთანიისა ბერ-მოძღუარნო, ქრისტეისთვის დამაშურალნო, ნიშთა და სასწაულთა განდიდებითა უნაყოფოისა და ნელ-ტფილისა სარწმუნოებისა განმაცხოველებელნო; ანგელოზთა თანამზრახუალნო და ნათელსა მას წარუალსა წმიდათა მოციქულთა და მოწამეთა თანაზიარნო და თანამკვიდრნო, რომელნი ჰნათობთ ბრწყინვალებითა საღმრთოითა, რამეთუ წინაშე მისსა ჰსდგათ განბრწყინებულნი მადლითა კადნიერად და ყოვლადვე ხედავთ მისსა მას დიდებასა და მარადის იშუებთ მისითა სიკეთითა, ქრისტესა ევედრენით გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ღმერთშემოსილნო მამანო, ნეტარო იოანე და გიორგი-იოანე აღმსარებელნო, ოქროცურვილო ლამპარნო ღმრთისმოსაობისანო და ძალნო და სიმტკიცენო მონაზონთა კრებულისანო, მღდელობისა პატივითა შემკულნო და ღირსებით მსახურნო საღმრთოისა საკურთხეველისანო, ცეცხლმთებარენო სვეტნო ივერთა ეკლესიისანო; ზეციერნო წინამბრძოლნო და ჯუარისმტვირთველნო ერისა ჩუენისანო; მონაზონთა განმანათლებელნო და მოთმინებისა სუეტნო შეურყეველნო, სიმტკიცენო და ძელნო ეკლესიისანო, ლამპარნო ყოვლადბრწყინვალენო და მნათობნო ქართველთა ერისანო, სათნოებათა საუნჯენო, ქრისტესა ევედრენით გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ღმერთშემოსილნო მამანო, ნეტარო იოანე და გიორგი-იოანე აღმსარებელნო, მონაზონთა სიქადულნო და სიმტკიცენო მართლისა სარწმუნოებისანო, სამებისა წმიდისა გამორჩეულნო მსახურნო, სულიერისა სამოთხისა ბეთანიასა დამნერგველნო და მუნითგან ჭეშმარიტებისა მქადაგებელნო, ანგელოზთა მოდასენო, ქუეყანით ზეცად ამაღლებულნო, სასუფეველსა დამკვიდრებულნო, ანგელოზებრივ გალობითა ზეცისა მოქალაქენო, წმიდათა თანა გვირგვინოსნებითა ნათელსა შინა ღმრთისა ხედვითა განჰბრწყინვებულნო და წმიდითა ლოცვითა თქუენითა მეოხნო ყოველთა პატივისმცემელთა თქუენთანო, ქრისტესა ევედრენით გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ღმერთშემოსილნო მამანო, ნეტარო იოანე და გიორგი-იოანე აღმსარებელნო, მამანო მამათანო, მონაზონთა თავნო და წინამძღუარნო განშორებულთანო, ცხორებითა თქუენითა ეკლესიისა უძლეველობისა გამომაჩინებელნო, მადლითა სწავლებისა თქუენისაითა ერისა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელნო და ივერიელთა სულიერისა სიმხნისა განმამტკიცებელნო, მართლმადიდებლობისა შჯულითა და საღმრთოითა მოძღურებითა მრავალთა განმსწავლელნო, რომელნი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებთ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებულნი და შემწე ხართ მვედრებელთა თქუენთათვის, ქრისტესა ევედრენით გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.

ეჰა გვირგვინნო

სხუაი დასდებელი ( ჴმა 2)

ეჰა გვირგვინნო

ვითარიმე ქებისა გვირგვინი შეუთხზნათ ქრისტეის ეკლესიისა სიმტკიცეთა და ყოველთა განმაბრწყინვებელთა სწავლითა, სამოციქულოსა ძალსა მიწდომილთა და ბეთანიითგან ჭეშმარიტებისა მქადაგებელთა, შემწეთა და მოძღუართა ქრისტეანეთასა და შუამდგომელსა მათსა წინაშე ღმრთისა, ყოვლადქებულთა მამათა ჩუენთა იოანე და გიორგი არქიმანდრიტთა, რომელთა მიერ მრავალნი ვიდოდენ გზათა ჭეშმარიტებისათა, და ადიდებდენ ქრისტესა, რომელსა აქუს დიდი წყალობაი. 2-გზის

ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ ნერგთა სამოთხისათა, ნაყოფისა კეთილისა გამომღებელთა, ანგელოზთა თანა მსახურთა, უფსკრულთა გულისხმისყოფისათა, გამოუთქმელთა მხილველთა, დიდთა შემწეთა და მოძღუართა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელთა, და განკრძალულთა მათ სამღდელოთა და მონაზონთა განმაძლიერებელთა, რომლისათვისცა ღვაწლნი მათნი ქრისტემან აკურთხნა, რომელსა აქუს დიდი წყალობაი.

ვითარითა ქებისა გალობითა უგალობდეთ ეკლესიათა შემამკობელთა და მწყემსთა და მოძღუართა მონაზონთასა, რომელნი ჟამთა მათ უღმრთოთა ზეობისასა გამოუჩნდენ ივერთა ერსა და განსწავლიდენ ღმრთისა და მამულისა სიყუარულითა და განაკრძალებდენ ლოცვასა, რომლისათვისცა მათდა მიმართ დაგვიძს სასოებაი ჩუენი, რაითა ერთობითა სარწმუნოებისაითა და სიყუარულითა აღვიარებდეთ, ვითარცა წინამძღვართა და სიმტკიცეთა ყოველთა მართლმადიდებელთასა, რომელსა აქუს დიდი წყალობაი.

აწ განსცხრებოდეთ მონაზონებისა მოყუარენო, და იშუებდეთ მოხარულნი…

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ განსცხრებოდეთ მონაზონებისა მოყუარენო, და იშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ღმრთისმშობლის შობისასა; შემოკრბით ჰოი, მორწმუნენო და შესხმითა სულიერითა შევამკობდეთ და ვაქებდეთ სანატრელთა მამათა ჩუენთა და მოძღუართა სახელოვანთა იოანესა და გიორგი ბეთანიელთა, რომელთა ხსენებასა ვღესასწაულობთ ამასვე დღესა, და ქებითა გალობისაითა ვუგალობდეთ და შევასხმიდეთ მღდელთა სიქადულთა და ქართველთა დიდებათა, წყაროთა საკვირველებათასა და მორწმუნეთა დიდთა მეოხთა და შუამდგომელთა: გიხაროდენ, სასანთლენო ყოვლადბრწყინვალენო, რომელთა კიდენი საქართველოისანი საკვირველებითა განანათლეთ; გიხაროდენ, ჭირვეულთა საღმრთონო სიხარულნო და განსაცდელთა შინა მყოფთა მხურვალენო შუამდგომელნო, ღირსნო და საკვირველთმოქმედნო მამანო იოანე და გიორგი-იოანე ბეთანიელნო, დაუცხრომელად ევედრენით ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა პატივს-ვსცემთ მარადის სახარულევანსა და ყოვლადსანატრელსა ხსენებასა თქუენსა. ( ჴმა 6).

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძეი მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოისა გამოვიდა გამოუთქმელად ხორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა.

1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა…

( ჴმა 6). შესვლად - წარდგომა დღისა - საწინაწარმეტყველონი - საკითხავი ღირსისა - 3.

1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...) 2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...) წერილ-არს, მარტის 9-ს. 3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...) წერილ-არს მაისის 7-ს.

სულიერსა ამას კრებასა ყოვლად საგალობელსა, სულისა მიერ…

- „ლიტსა“ ზედა დასდებელი ტაძრის - 1 მუხლი. ესრეთ ღირსთა მამათა. თვით-ხმოვანი. (ჴმა 2).

სულიერსა ამას კრებასა ყოვლად საგალობელსა, სულისა მიერ წმიდისა მოწოდებულნი, წადიერებითა შემოკრებულნი ერნი, ვგალობდეთ და ვიხარებდეთ ღირსად, სახსენებელსა ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა ბეთანიასა შინა მოღუაწეთა იოანე და გიორგი-იოანე არქიმანდრიტთა - ჟამსა მას უღმრთოთა ზეობისასა მრავალთა ღმრთისა მიმართ მომაქცეველთა და მოსავთა მათთა შემწეთა და მეოხთთა.

ქუეყანასა ზედა ანგელოზნო და ცათა შინა კაცნო ღმრთისანო, სოფლისა კეთილად განმაშუენებელნო და სიტკბოებითა სახიერნო, ღირსნო მამანო ჩუენნო იოანე და გიორგი-იოანე აღმსარებელნო, სულიერისა სამოთხისა ბეთანიასა დამნერგველნო და მუნითგან ჭეშმარიტებისა მქადაგებელნო, გაქებთ თქუენ, რომელნი იყვენით, ვითარცა ორნი სულნი ერთსა შინა გუამსა, და ლოცვითა და ვედრებითა შეუვრდებოდით იესუს და ითხოვდით მისგან ერისა თქუენისათვის ხსნასა და წყალობასა.

დაუტევეთ, წმიდანო, სოფელი და აღიღეთ ჯუარი, რომლისა მიერ მოქადულ-იყვენით თქუენ, სამ-გზის სანატრელნო მამანო, და წინამძღურებითა სულისა წმიდისაითა წარმართეთ სლვანი თქუენი ღმრთისა მიმართ და სიმდაბლითა თვისითა მიიწინეთ რაი საზომსა დიდსა, განასხამდით სულთა უკეთურთა და განჰკურნებდით სნეულთა, ხოლო აღმაღლდით რაი წინაშე ღმრთისა, ვითარცა ორნი სუეტნი ცეცხლმთებარენი, ლოცვითა და ვედრებითა შეუვრდებით იესუს და ითხოვთ მისგან ერისა ჩუენისათვის ხსნასა და წყალობასა, ხოლო სულთა ჩუენთათვის ცოდვათა მოტევებასა და ცხოვნებასა.

ვითარცა მწყემსთა დიდთა და ქადაგთა სარწმუნოებისათა, ღმრთივმშუენიერად ჰქადაგეთ სახარებაი სასუფეველისაი და ივერთა წმიდაი ეკლესიაი განამდიდრეთ ღუაწლითა საღმრთოითა, რომლითა აწ განათლებულნი გადიდებთ კაცთა ზეცისათა და ქუეყანისა ანგელოზთა, სოფლისა სამკაულთა და მოღუაწეთა თუალთა, რომელთა განამრავლეთ სამწყსოი ქრისტეისი და სიმართლითა და სიწმიდით წინამძღუარ ექმენით მოღუაწეთა, და მეოხ-ხარ ღმრთისა მიმართ სულთა ჩუენთათვის.

იქმენით რაი ჭეშმარიტნი მსახურნი სამებისანი, უხუად მიიღეთ მისგან ნიჭნი გულისხმის-ყოფისანი და განიბრძუნეთ რაი ცნობად ძალსა წმიდათა წერილთაისა, მიიწიენით ბეთანიისა მონასტერსა - საცხონებელად სულთა და საყუდებელად მრავალთა, და ჟამსა მას სიყმილისასა მუშაკთა ნაყოფიერ-ჰყოფდით და გამოზრდიდით მშიერთა. ხოლო აწ საკვირველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობდ წმიდისა მის სავანითგან ქუეყანასა ზედა ჩუენსა და სულიერთა სულნელებათა მიჰფენთ სულთა და გონებათა ჩუენთა.

სახსენებელი თქუენი უკუნისამდე ჰგიეს, მწყემსნო კეთილნო, და დაღაცათუ მიიცუალეთ ჩუენგან, არა განგუეშორენით ჩუენ, არამედ კეთილითა სიყუარულითა შეერთებულნი ერთურთსა და ღმერთსა, და თანა მოქალაქენი ანგელოზთა ცათა შინა, ჰკურნებთ უძლურებისა ჩუენისა ვნებასა და მოსავთა თქუენთა უხუად მოგვანიჭებთ მადლსა და წყალობასა.

ზეცისა კაცნო და ქუეყანისა ანგელოზნო, მადლითა და…

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა კაცნო და ქუეყანისა ანგელოზნო, მადლითა და წყალობითა ღმრთისაითა მიიწიენით რაი ბეთანიას ნავთსაყუდელად სულთა და განსანათლებლად ნათესავისა ჩუენისა, აწცა იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთაებრ, არამედ აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოისა გულისხმისყოფისაითა, რაითა ყოველთა საფრხეთა განვერნეთ და ვსძლოთ ბოროტთა მანქანებათა უხილავისა და ხილულისა მტერისათა.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყვისაო, გიხაროდენ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყვისაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თვინიერ თესლისა მშობელო, და თვინიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

გაქუნდათ ცხორებაი მაღალი სიყრმითგან და წამებითა წმიდათა…

- „სტიქარონსა“ - ზედა დასდებელი. (ჴმა 8).

გაქუნდათ ცხორებაი მაღალი სიყრმითგან და წამებითა წმიდათა წერილთათა მტკიცე ქმნილნი, მამანო, სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და გული მწყალობელი, სიმდაბლე და კრძალულებაი, თვალთა ყოვლითურთ გონიერად მხედველი, მონაზონთა კანონნო და სიქადულნო, სამ-გზის სანატრელო, მამანო იოანე და გიორგი აღმსარებელნო!

პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა

მუხლი.

პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

ვითარცა ვარსკულავი გამობრწყინდით ბეთანიისა წმიდასა სავანესა, ძალითა ჯუარისაითა განძლიერდებოდით და ყოვლადვე არცხუენდით საცთურსა მას ღმრთისმგმობთასა და საფუძველ ექმენით მონანულთა.

ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა…

მუხლი.

ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

მხიარულ არს ქართველთა ეკლესიაი აღმოხუმასა ნაწილთა თქუენთასა, რომელი იგი დაჰმარხნა, ვითარცა თუალნი მრავალსასყიდლისანი, და დაუწყვედელად მოგუმადლებს მეოხებითა თქუენითა სულთა და ხორცთა კურნებასა,

სიმრავლეი მონაზონთაი წინამძღურად აღგიარებთ, ღმერთშემოსილნო მამანო ჩუენნო…

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიმრავლეი მონაზონთაი წინამძღურად აღგიარებთ, ღმერთშემოსილნო მამანო ჩუენნო, იოანე და გიორგი ბეთანიელნო, რამეთუ აღივსებიან საღმრთოითა მით მადლთა, რომელ დაუტევე, და იშუებენ სახსენებელსა თქუენსა, თანამოსაგრენო, ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა, რაითა შეიწყალნეს მან სულნი ჩუენნი ოხითა თქუენითა.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაი მონათა შენთაი შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაი შეიწირე და გვითხოვე ჩუენ დიდი წყალობაი.

- „აწ განუტევე“

ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ…

მამაო ჩვენო: ტროპარი

ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ მცნობელთა თქუენთა: იოანე, სიყრმითვე მუშაკო განშუენებად ღმრთისა სავანისა; გიორგი წინაისწარმეტყველებისა ნიჭითა აღმკულო; წყუდიადსა შინა უსჯულოებათასა გზნებულნო ლამპრად მართლმადიდებლობისა, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. – 2 გზის.(ჴმა 6).

- ღვთისმშობელო ქალწულო - 1 გზის.

- პურის კურთხევა.

- „ღმერთი უფალსა“ - ზედა ტროპარი ღირსისა…

- „ღმერთი უფალსა“ - ზედა ტროპარი ღირსისა. – 2 გზის.

- „რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხვედ…

„დიდება“ „აწდა“ - ღვთისმშობლის აღდგომის განსატევებელი ტროპარის ხმის მიხედვით

- „რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხვედ ნებსით გნზრახვით ძიებად ადამისსა, გამობრწყინდი ჯვარსა ზედა, ეტყოდი ანგელოსთა იხარებდიტ თქვენ ჩემ - თანა, რამეთუ იპოვა წარწყმედული დრაქმა, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, ქრისტე ღმერთო დიდებაჲ შენდა“. (ჴმა 6).

- შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმა 1).

ცხორებაი კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულეთ, და გამოსჩნდით კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, წმიდანო აღმსარებელნო მამანო იოანე და გიორგი, და განანათლებთ თქუენდამი მსწრაფლ მოლტოლვილთა, ნეტარნო, აწცა გამოაბრწყინვეთ გულთა ჩუენთა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყვენით მაქებელთა თქუენთა. 2-გზის

წინაისწარმეტყველებისაებრ გაბრიელ სალოსისა აღმოაბრძანეს რაი სამარხოით საუნჯეი…

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

წინაისწარმეტყველებისაებრ გაბრიელ სალოსისა აღმოაბრძანეს რაი სამარხოით საუნჯეი ეგე პატიოსანი - წმიდანი ნაწილნი თქუენნი, სიმდიდრეი უსასყიდლოი დაულევნელი და ოქროი ღმრთივბრწყინვალეი, სიხარულითა საღმრთოითა აღივსო ქუეყანაი ჩუენი და წმიდაი მართლმადიდებელი ერი.

განეცხადების საიდუმლოი საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოი საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვხმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

- შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. (ჴმა 4).

ვითარცა ვარსკულავნი გამობრწყინდით ბეთანიისა სანახებსა, ღირსნო მამანო ჩუენნო, სანატრელნო, და განამრავლეთ სამწყსოი ქრისტეისი ჟამსა მას უღმრთოთა ზეობისასა, აწცა ხსენებისა თქუენისა აღმასრულებელთა ხსნაი გვითხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან.

იხილა რაი მხედველმან გონებათამან ღმერთმან წინაისწარვე სიწმიდეი…

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იხილა რაი მხედველმან გონებათამან ღმერთმან წინაისწარვე სიწმიდეი სულისა თქუენისაი, ნათელ-გარდაფენილ-ყო გონებაი თქუენი და აღგავსოთ სიბრძნითა მით საღმრთოითა და მეტყველებაი დაფარულთა საიდუმლოთაი მოგანიჭათ. აწცა მეოხ-გვეყვენით წინაშე ღმრთისა, რაითა მოგვცეს გული გონიერი და ბრძენი, გულსხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოისა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათვისცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

მოვედით, მორწმუნენო, მოღუაწესა ქრისტეისსა იოანეს ერთობით შევამკობდეთ…

- მე -19 კანონი - გამოკრებილი ფსალმუნები. - შემდგომად სადიდებელისა წარდგომა. (ჴმა 8).

მოვედით, მორწმუნენო, მოღუაწესა ქრისტეისსა იოანეს ერთობით შევამკობდეთ, ღმრთივგანბრძნობილსა მოძღუარსა, მადლითა განშუენებულსა, სარწმუნოებისა წინამბრძოლსა უძლეველსა, ზღუდესა დაურღუეველსა, ებანსა სულიერსა და სინანულისა სიბრძნით მწერალსა, მთიებსა მას საღმრთოითა ნათლითა შემკობილსა, და მნათობსა ყოველთა ცის კიდეთასა, მორწმუნეთა სამკაულსა და სიმტკიცესა შჯულისასა. ამას უგალობდეთ, რაითა მეოხ გუეყოს სულთა ჩუენთათვის.

მოვედით, მორწმუნენო, მოღუაწესა ქრისტეისსა იოანეს ერთობით შევამკობდეთ…

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა,

მოვედით, მორწმუნენო, მოღუაწესა ქრისტეისსა იოანეს ერთობით შევამკობდეთ, ღმრთივგანბრძნობილსა იოანეს, უფსკრულსა მას მადლისასა, მდინარესა სიბრძნისასა, წყაროსა წყლისა ცხოველისასა, საუნჯესა საღმრთოისა სიმდიდრისასა, თავსა და დასაბამსა ღმრთისმეტყუელებისასა, საცნაურსა მას სანთელსა. ყოვლად მოუკლებელად მნათობსა ქრისტეს ეკლესიათასა, შჯულისა საზღვარსა და სარწმუნოსა მწყმსსა და მოძღუარსა. ამას უგალობდეთL ღმერთშემოსილო მამაო. მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათვის.

თანა დაუსაბამოი სიტყუაი მამისაი, შენგან მიიღებს დასაბამსა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანა დაუსაბამოი სიტყუაი მამისაი, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაი განზრქებოდის, ხოლო ძეი ღმრთისაი ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოი, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი…

- აღსავალი, ანტიფონი 1. ჴმა 4

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და…

დიდებაჲ...

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და…

აწდა...

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

- „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.(ჴმა…

წარდგომაჲ

- „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.(ჴმა 7).

- „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე…

მუხლი.

- „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.

ყოველი სული... სახარება ლუკასი, თავი 6. მუხლი 17. (მას ჟამსა შინა, დასდგა იესუ...) დასასრული მუხლი 23. (მრავალ არს ცათა შინა...)

- შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.

ჟამსა მას უღმრთოთა ზეობისასას ქუეყანასა ჩუენსა უფლობდენ…

თვით-ხმოვანი. (ჴმა 6).

ჟამსა მას უღმრთოთა ზეობისასას ქუეყანასა ჩუენსა უფლობდენ რაი ქრისტესმოძულენი, განხდა ხმაი მოღვაწებისა თქუენისაი, ღმრთივგანბრძნობილნო, და მრავალნი მოისწრაფდნენ ხილვად და სმენად სიწმიდისა თქუენისა, ამისთვისცა ზეცათა შინა ჰპოვეთ სასყიდელი შრომათაი, და მიიწიეთ ანგელოზთა წესსა, რომელთა უბიწოითა ცხორებითა სწორ-იქმენ, ღირსნო მამანო იოანე გიორგის თანა, კადნიერებაი გაქუთ წინაშე ღმრთისა, მშვიდობაი ითხოვეთ სულთა ჩუენთათვის.

ძლისპირი: გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი…

საცისკრო კანონთა გალობა I - კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6 (სექტემბრის 28-ს იძიე). II - კანონი ღირსისა, მუხლი 8. (ჴმა 1). გალობაი 1, უგალობდითსა

ძლისპირი: გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი წარუძეღუ ერსა შენსა ზღუასა მას შინა და დაანთქ სიღრმესა ეტლები ფარაოისი და ძალი მისი.

სიყრმითგან ტრფიალ იქმენ უფლისა, და გულისხმაი-ყავ რაი…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სიყრმითგან ტრფიალ იქმენ უფლისა, და გულისხმაი-ყავ რაი წმიდაი საღმრთოი ნებაი მისი, ნეტარო იოანე, იწყე სრბად იწროსა გზასა მას ზედა მონაზონებისასა.

აზნაურსა მას დიდებულსა, ძირძველთა მათ წარჩინებულთაგან, გაქუნდა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აზნაურსა მას დიდებულსა, ძირძველთა მათ წარჩინებულთაგან, გაქუნდა სიყუარული ერისა და მამულისაი, და მხედრულისა საქმისა წილ აღირჩიე მსახურებაი უფლისაი, ყოვლად ნეტარო გიორგი.

ვლტოდე რაი ამბოხთა სოფლისათა, ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლულმან…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვლტოდე რაი ამბოხთა სოფლისათა, ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლულმან ათორმეტისა წლისამან შეიმოსე ჯუარი მისი, წმიდაო იოვანე, და შეუდეგ რაი კუალთა მისთა, წარხვედ ბეთანიად.

ზეგარდამოითა ჩუენებითა დაუტევნე რაი სახლი მშობელთა შენთაი…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამოითა ჩუენებითა დაუტევნე რაი სახლი მშობელთა შენთაი, დამკვიდრდი ადგილსა მას მიუვალსა რომელი იგი არავინ იცის თვინიერ ღმრთისა, და დაუცადებელითა ლოცვითა განხდიდი ეშმაკისა საცთურთა და დაშრეტდი მძვინვარეთა საფრხეთა მისთა.

იხარებს აწ ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა თქუენსა და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

იხარებს აწ ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა თქუენსა და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაითა გნატრიდეთ თქუენ, მოშურნეთა მხურვალეთა და ცოდვილთა სულთა მძღუანთა.

დედოფალო დაბადებულთაო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრე, რაითა დიდებასა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედოფალო დაბადებულთაო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრე, რაითა დიდებასა მამათასა ზიარ-გვყოს, ქებით მადიდებელნი და სურვილით მგალობელნი შენნი.

ძლისპირი: შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, განმაძლიერებელო მოსავთა…

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, განმაძლიერებელო მოსავთა შენთაო, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცენ ჩუენ, მოსავნი შენნი.

იყავ რაი მორჩილებასა შინა ბეთანიისა წინამძღუარისა, დაუცხრომელად…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი მორჩილებასა შინა ბეთანიისა წინამძღუარისა, დაუცხრომელად მუშაკობდი, იოანე, აღდგინებად დარღვეულისა სავანისა და ფიცხელსა მას შრომასა იტვირთავდი სიმდაბლითა.

ჭაბუკმან, ვითარცა მხცოვანმან და ბრძენმან, სიფიცხეი იგი…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჭაბუკმან, ვითარცა მხცოვანმან და ბრძენმან, სიფიცხეი იგი მეუდაბნოისა აღირჩიენ უფროის სოფლიურისა პატივისა და დაემკვიდრე რაი ხირსისა მონასტერსა, ღირსად სანატრელო გიორგი, შებმა უყავ ღუაწლსა ძნელსა და ფიცხელსა.

ათონისა მთასა მიწევნული დაემკვიდრე იოანე ღმრთისმეტყველის ქართველთა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ათონისა მთასა მიწევნული დაემკვიდრე იოანე ღმრთისმეტყველის ქართველთა სავანესა და ზეთითა ღუაწლთა და შრომათაითა, ნეტარო იოანე, განაპოხე სანთელი ქალწულებისაი.

მღდელმოწამისა მიერ ნაზარი მიტროპოლიტისა აღიკვეცე რაი ანგელოზებრივსა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მღდელმოწამისა მიერ ნაზარი მიტროპოლიტისა აღიკვეცე რაი ანგელოზებრივსა სქემასა, გაქუნდა ქრისტე თანა-შემწედ ბრძოლად მტერისა მიმართ, ამისთვისცა ევედრე მას, ყოვლად ნეტარო გიორგი, რაითა გვიხსნეს ჩუენ აურაცხელთა ცოდვათაგან.

შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ თქუენ, მრჩობლთა მოღუაწეთა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ თქუენ, მრჩობლთა მოღუაწეთა - მხნესა იოანეს გიორგისთანა, რაითა წარგვხადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი მოსავთა თქუენთა.

ეთერისა უბრწყინვალესო ქალწულო მარიამ, რომელმან არსთა მფლობელი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეთერისა უბრწყინვალესო ქალწულო მარიამ, რომელმან არსთა მფლობელი ღმერთი ქალწულებით ჰშევ გამოუთქმელად, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა.

მოღუაწებითა ვნებანი ხორცთანი სულსა დაუმორჩილეთ, და უვნებელობისა…

წარდგომა, ჴმა 8

მოღუაწებითა ვნებანი ხორცთანი სულსა დაუმორჩილეთ, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაი, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰხდით, და იხსნით მვედრებელთა თქუენთა. ამისთვისცა კრებული მონაზონთაი გნატრის თქუენ, წმიდანო მამანო ჩუენნო, ბეთანიასა მოღვაწენო გიორგი და იოანე ათონელო, და პატივს-სცემს ხსენებასა თქუენსა. – 2 გზის.

სიმხნეი მოთმინებისაი და სიწმიდითა შრომაი, უფლისა სათნოი…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიმხნეი მოთმინებისაი და სიწმიდითა შრომაი, უფლისა სათნოი, და სასწაულთა თქუენთა სიმრავლენი ქუეყანასა ამას ჩუენსა მრავალგზის აღიწერა, რაითამცა მიეთხრობოდეს თესლით თესლამდე ძეთა ნათესავისა ჩუენისათა, ხოლო ხსენებისა თქუენისა დღესასწაულსა განმხიარულებულნი გალობითა ვაქებთ და ვადიდებთ ქრისტეს, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ძლისპირი: სიყუარული წყალობისაი, ძეთა კაცთათვის ჯუარსა ზედა…

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: სიყუარული წყალობისაი, ძეთა კაცთათვის ჯუარსა ზედა აღმაღლდი და დაბრმეს ჰურიანი, ვითარმედ შენ ხარ, ქრისტე, სიბრძნეი ღმრთისაი და მადლი.

აღგკვეცეს რაი მცირესა მას სქემასა, ღირსო, გიწოდეს…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღგკვეცეს რაი მცირესა მას სქემასა, ღირსო, გიწოდეს სახელი მაცხოვრის საყუარელისა მოწაფისა, და სურნელებაი ლოცვათა შენთაი, ვითარცა საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.

ისარნი ბოროტისანი განხურვებულნი დაშრიტენ მარხვითა და მღვიძარებითა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ისარნი ბოროტისანი განხურვებულნი დაშრიტენ მარხვითა და მღვიძარებითა, სამ-გზის სანატრელო გიორგი, და იქმენ რაი ხელდასხმულ მღდელ-მონაზონად, შეიმოსე სამღდელოი სამოსელი სიმართლისაი და მადლისაი, და აღიწიე არქიმანდრიტისა ხარისხსა.

ხელი დაგასხეს რაი ხუცეს-მონაზვნად, აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა და…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ხელი დაგასხეს რაი ხუცეს-მონაზვნად, აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა და ჟამსა ლოცვისასა შემოიკრებდი გონებასა თვისსა წინაშე ღმრთისა, აწ გვითხოვე მისგან შენდობაი, ღირსო იოანე, ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთაი.

ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა მრავალნი იძულებით განიძარცუვიდეს…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა მრავალნი იძულებით განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, ხოლო შენ, სანატრელო გიორგი, აღირჩიე სრბაი იწროსა მას გზასა, და შეუძრველად ჰგიებდი მართალსა ზედა აღსარებასა.

ანგელოზთა ცხორებისა მობაძავ-იქმენით, ყოვლად ნეტრეულნო, და აწ…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ანგელოზთა ცხორებისა მობაძავ-იქმენით, ყოვლად ნეტრეულნო, და აწ მარადის ანგელოზთა თანა მდგომარენი ხართ წინაშე ღმრთისა, მეოხ-გუეყვენით ჩუენ მისა მიმართ, რაითა გვიხსნნეს ხელოვნებათაგან მტერისაითა და ღელვათაგან ცოდვისაითა.

ლმობიერად გევედრებით, ქალწულო წმიდაო მარიამ, ლოცვითა ღმერთშემოსილთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლმობიერად გევედრებით, ქალწულო წმიდაო მარიამ, ლოცვითა ღმერთშემოსილთა მამათა ბეთანიელთაითა ლხინებაი მომადლე სულთა ჩუენთა, რაითა გადიდებდეთ, დედოფალო.

ძლისპირი: ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა…

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა და მიხსენ ბნელისაგან ჩუენ ცოდვილნი და მოწყალებაი შენი, სახიერ, ზეცით გარდამოგვივლინე.

მიტაცებულ აქუნდათ რაი ივირონი ბერძენთა, შურითა ქართველთაითა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მიტაცებულ აქუნდათ რაი ივირონი ბერძენთა, შურითა ქართველთაითა აღძრულნი არა დასცხრებოდენ ბოროტებად თქუენდა და შემდგომად მრავლისა შეურაცხებისა განგდევნეს ათონითგან.

დიდი ჭირი და იწროებაი მოაწიეს რაი ეკლესიათა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დიდი ჭირი და იწროებაი მოაწიეს რაი ეკლესიათა და მორწმუნეთა ქუეყანასა ჩუენსა, მბრძოლთა მათ ღმრთისათა განგძარცვეს სამოსელი სამღდელოი, ბერო გიორგი, და გგვემეს და შეგკვეცეს წვერი აღმსარებელსა ქრისტეისსა.

ვერცაღა დააცხრეთ რაი ჭირთა მძვინვარებანი, ბერძენთა მიერ…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვერცაღა დააცხრეთ რაი ჭირთა მძვინვარებანი, ბერძენთა მიერ აღძრულნი ივერიელთა ზედა,მოსაგრეთა თანა უკუნ იქეც სამშობლოს ქუეყანასა, ათშვიდმეტსა წელსა დამყოფელი ათონსა.

მრავალგზის შეგემთხვევოდა სახლეულთაგან შეურაცხებაი ღირსო გიორგი, ვიდრე…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მრავალგზის შეგემთხვევოდა სახლეულთაგან შეურაცხებაი ღირსო გიორგი, ვიდრე ჟამადმდე წარხვედ რაი სახლსა თვისსა, სადა მკვიდრ იყუნეს ძმანი შენნი ურწმუნონი და აღგკვეცეს რაი წვერი მძინარესა, თავსა თვისსა დაითხიეს რისხვაი ღმრთისაი.

ანგელოზნი განკვირდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ანგელოზნი განკვირდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკვირვოი აჩუენეთ საქმენი, ღირსნო მამანო ჩუენნო, სანატრელნო.

ოსანას გალობასა გიღაღადებთ, უფალო საბაოთ, ოხითა ქალწულისა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოსანას გალობასა გიღაღადებთ, უფალო საბაოთ, ოხითა ქალწულისა მარიამისათა შეგვაერთენ უხორცოთა ძალთა მგალობელნი შენნი, უფალო.

ძლისპირი: ღმრთისმეტყველნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბლითა ცისკიდით…

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღმრთისმეტყველნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბლითა ცისკიდით სიონს შინა, მსახურებად გუამსა მას ღმრთისშემწყნარებელსა ამას დღესა.

ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლული დაემკვიდრე რაი არმაზისა მონასტერსა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლული დაემკვიდრე რაი არმაზისა მონასტერსა, კადნიერად უფლობდენ უღმრთონი ღმრთივკურთხეულსა ქუეყანსა ჩუენსა და ბრძოდენ და დევნიდენ ქრისტეანეთა.

სახლი მშობელთა შენთაი, ვითარცა უცხოსა გაქუნდა, გიორგი…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სახლი მშობელთა შენთაი, ვითარცა უცხოსა გაქუნდა, გიორგი, და სულგრძელებითა დაითმენდი საღმრთოისა სიყუარულისა განძარცვასა, აწ მოწყალე-ჰყავ შემოქმედი ხსნად ჩვენდა ბოროტთაგან.

მხეცებრ განძვინებულთა მათ უღმერთოთა დაგჭრეს რაი ტყვიითა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მხეცებრ განძვინებულთა მათ უღმერთოთა დაგჭრეს რაი ტყვიითა, ქრისტემან განგკურნა და წარხვედ რაი მარტყოფის მონასტერსა, ნებაი არა გცეს მუნ ღუაწლისაი, არამედ შეგიწყნარა ამბროსი კათალიკოსმან, თვითცა პყრობილმან სახლსა შინა.

გაქუნდა რაი მოწყალებაი და სიმშვიდეი, ვითარცა დავითს…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გაქუნდა რაი მოწყალებაი და სიმშვიდეი, ვითარცა დავითს წინაწარმეტყუელსა, ქრისტეის მხედარო გიორგი, მრავალგზის აღეგზნა ბოროტი იგი ეშმაი წყობად შენდა, გარნა ძალსა მისსა დასწვავდი ცეცხლებრ სახუმილითა ლოცვათა შენთაითა.

ვერცაღა ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ შიშმან…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვერცაღა ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ შიშმან სიკუდილისამან შეუძლეს განშორებად თქუენდა სიყუარულისაგან ჭეშმარიტისა ღმრთისა, მას ევედრენით აწ ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან სენისა და განსაცდელისაგან ბოროტისა.

სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო, საგალობელო ყოველთა ზეცისათაო, გუნდსა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო, საგალობელო ყოველთა ზეცისათაო, გუნდსა თანა წმიდათასა მეოხ გუეყავ, დედოფალო, რაითა სამარადისოდ გადიდებდეთ.

- კონდაკი , (ჴმა 4). დევნულებათა შინა აღმასრულებელად საიდუმლოთა სჯულისათა გამოსჩნდით სასოდ მორწმუნეთა, მრავალგვემულნო და დამცრობილნო მოძულეთა მიერ ქრისტეისთა, ჭურნო სახიერებისა და სიბრძნისანო, მკურნალნო სენთა მრავალფერთანო, წმინდანო აღმსარებელნო მამანო იოანე და გიორგი, სულიერსა მწუერვალსა ზედა აღსრულნო და განბრწყინვებულნო, მნათობნო მართლმადიდებლობისანო.

- იკოსი - მრჩობლთა წმიდათა მწყობრთა, საღმრთოთა, გალობითა პატივს-გცემთ, რამეთუ ძმებრივითა გონებითა ერთად შეკრებულთა საუფლოისა ერისა ძილი სულიერი განაფრთხვეთ და გზასა მას სამეუფოსა წარმართეთ, აწ ჩუენთვისცა ოხად ნუ დასცხრებით, სახელ-დიდნო მამანო საკვირველნო, და ყოველნი საღმრთოითა მღვიძარებითა აღგვავსეთ, რაითა გიფალობდეთ: გიხაროდენ, ღირსნო მამანო ჩუენნო ბეთანიასა მოღუაწენო, იოანე და გიორგი აღმსარებელნო!

ძლისპირი: სახუმილსა შინა აბრაჰამიანი ყრმანი მოგუთა მიერ…

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სახუმილსა შინა აბრაჰამიანი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა ჰსჯულთათვის შეითხივნეს და ალსა მას შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისათა.

მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, და წარხვედ ბეთანიად, წმიდაო იოანე, სადა იგი კუალად იღწვიდა ხუცეს-მონაზონი სპირიდონი, მოძღუარი სიყრმისა შენისაი.

ურიცხუნი განსაცდელნი თავს ისხენ, ღირსო გიორგი, და…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ურიცხუნი განსაცდელნი თავს ისხენ, ღირსო გიორგი, და ვითარცა ოქროი, გამოიხურვე ბრძმედსა მას შინა სალმობათასა, აწ მეცა წარმწყმედელთა გზათაგან განმარინნე და მიძღოდე მე ნავთსაყუდელად საღმრთოისა სინანულისად.

დევნულებაი ღმრთისმბრძოლთა მიერ ვერ დაითმინა სპირიდონმან და…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დევნულებაი ღმრთისმბრძოლთა მიერ ვერ დაითმინა სპირიდონმან და წარვიდა სახიდ თვისა, ხოლო შენ ვერცაღა დაუტევე რაი წმიდაი სავანეი იგი, დაგადგინეს ხელისუფალთაცა მცველად, ვითარცა ძველისა ნაშთისა.

მიხვედ რაი ბეთანიად, პოვე ღირსად სანატრელი ბერი…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მიხვედ რაი ბეთანიად, პოვე ღირსად სანატრელი ბერი იოანე, და სიმდაბლეი გექმნათ წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, და საყუარელ იყვენით ყოველთაგან კეთილთა სათნოებათათვის თქუენთა.

მოსწრაფე იყო მბრძოლი იგი მოღუაწეთაი, ჰოი, ორობაო…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მოსწრაფე იყო მბრძოლი იგი მოღუაწეთაი, ჰოი, ორობაო წმიდაო და რჩეულო, რაითამცა განეყვანნეთ თქუენ მონასტრით, არამედ ვერ დაარღვია ძალი ლოცვისა და მადლის ერთობისაი, და ვერცა-რაი-აკლო სიწმიდესა და ღუაწლსა თქუენსა.

ქალწულო, მარიამ ღმრთისმშობელო, ქურივთა და ობოლთა ხელი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულო, მარიამ ღმრთისმშობელო, ქურივთა და ობოლთა ხელი წყალობისაი აღუპყარ, გლახაკნი შეგვიწყალენ და ყოველნივე ერთბამად ღირს-მყვენ ზეცისა უოხჭნოსა დიდებასა.

ძლისპირი: ქრისტე ღმერთი, რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ…

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთი, რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოზისა, სახუმილსა შინა ყრმანი აქებდით, მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვითარცა ერთი სული ორსა მას გვამსა შინა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ერთი სული ორსა მას გვამსა შინა იღწვიდით და ქადაგად განჩენილთა უფლისა მიერ აღაორძინეთ რაი სარწმუნოებაი მართლმადიდებელთა და განსწავლიდით უმეცართა მეცნიერებასა ღმრთისასა.

ბაძვად თქუენდა აღძრვიდით რაი მორწმუნეთა, გულითა უმანკოი…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ბაძვად თქუენდა აღძრვიდით რაი მორწმუნეთა, გულითა უმანკოი და უდრტვინველად სიმდაბლითა მორჩილი ვასილი მოიწია თქუენდა და აღკვეცეთ რაი ბერად, იყვენით მსგავს წმიდათა უხორცოთა.

ხედვიდით რაი ერსა თქუენსა ურწმუნოებასა შინა დანთქმულსა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ხედვიდით რაი ერსა თქუენსა ურწმუნოებასა შინა დანთქმულსა, განხურდით ქრისტეს სიყუარულითა, და მრავალთა ასწავებდით უხილავთა და ხილულთა მტერთა მიმართ ბრძოლასა.

აბრაჰამის უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდით, სანატრელო და უხუებითა ზრდიდით…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აბრაჰამის უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდით, სანატრელო და უხუებითა ზრდიდით უპოვართა და ღატაკთა, ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად შენდა, რაითა ვევლტოდეთ ვერცხლისმოყუარებასა, ვნებასა მას ბოროტსა.

დაგემოწაფა რაი გაბრიელ ბერი, ღირსო გიორგი, განსწავლე…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დაგემოწაფა რაი გაბრიელ ბერი, ღირსო გიორგი, განსწავლე კეთილად მსახურებითა, რომელი ჰშუენის ქრისტეანეთა მორწმუნეთა და უფროისად ბერთა, და განძლიერდა, და ქრისტეის მიერ მიენიჭა მადლი უჩინოთა და დაფარულთა ცნობისაი.

დასნეულდი რაი, იოანე, წელიწადსა ერთსა დაითმენდი მძაფრთა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

დასნეულდი რაი, იოანე, წელიწადსა ერთსა დაითმენდი მძაფრთა სალმობათა და გეგულებოდა რაი აღსრულებაი, ქრისტეს საიდუმლოთა ეზიარე და სიხარულით შეჰვედრე სული თვისი ღმერთსა.

ჩუეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა ძეი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩუეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა ძეი შენი, დედაო ღმრთისაო, რაითა ჩუენცა ღირს-ვიქმნეთ სუფევად ოხითა შენითა, უბიწოო.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

ძლისპირი: შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი…

- „უპატიოსნესა“ - იგალობება. გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული და კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველნი გადიდებთ.

ტვირთითა სათნოებათაითა გამდიდრებული წარსდეგ რაი წინაშე ღმრთისა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ტვირთითა სათნოებათაითა გამდიდრებული წარსდეგ რაი წინაშე ღმრთისა, ღირსად სანატრელო იოანე, დაგკრძალეს ბეთანიას, და ჩასძახებდა რაი გიორგი „ქრისტე აღდგა!“ სამარხოსა შენსა, აღმოუტევე მკუდარმან ხმაი სიხარულისაი: „აღდგა ჭეშმარიტად“!

შემდგომად იოანეს სიკუდილისა აღიკვეცე დიდსა მას სქემასა…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ...

შემდგომად იოანეს სიკუდილისა აღიკვეცე დიდსა მას სქემასა და გიწოდეს იოანე - მსგავსად სულიერისა მის ძმისა, გარნა აზნაური ეგე დიდებული უპოვარებითა სცხოვნდებოდი და იზარდებოდი ხელთა შენთა ნაღუაწითა.

მოგიხილა რაი ღმრთისმშობელმან, მოღუაწენო გიორგი, სული სიბრძნისაი…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ...

მოგიხილა რაი ღმრთისმშობელმან, მოღუაწენო გიორგი, სული სიბრძნისაი და გულისხმისყოფისაი უხუად მოგმადლა, და სიმრთელეი მოგანიჭა რჩეულსა თვისსა. იმეოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი.

უბიწოებითა განჰვლე საწუთროი, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, და…

ღირსნი მამანო იოანე და გიორგი ბეთანიელნო, ევედრეთ...

უბიწოებითა განჰვლე საწუთროი, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, და ანგელოზისაგან გემცნო რაი ჟამი იგი ხორცთაგან განსვლისაი, ყოველივე გულისხმა-ყო გაბრიელ ბერმან და მოიწია რაი ბეთანიას, გაზიარა ქრისტეის წმიდათა საიდუმლოთა.

ცრემლეოდა რაი გაბრიელი განშორებისათვის შენისა, აკურთხე და…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ცრემლეოდა რაი გაბრიელი განშორებისათვის შენისა, აკურთხე და ნუგეშინისეც მამობრივითა სიტკბოებითა, და შეჰვედრე რაი ერი შენი და მერმე სული თვისი ქრისტესა, გიორგი, აწ დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული ჰსუფევ წინაშე მისსა.

ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად აღგიარებთ, ქალწულო მარიამ, გუნდსა თანა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად აღგიარებთ, ქალწულო მარიამ, გუნდსა თანა ანგელოზთასა გადიდებთ, ბანაკსა წმიდასა ღირს-მყვენ მვედრებელნი შენნი, დედოფალო.

- განმანათლებელი: აჰა, წყაროი მადლისაი და ნიშთა სიმრავლისაი, დაუწყვედელი მდიდრად, სამარტვილოი ძუალთა თქუენთაი გუაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთვის იხარებენ დღეს მონაზონთა გუნდნი და განსცხრებიან მამათა დასნი დღესასწაულსა თქუენსა და ქადაგებენ კეთილთა თქუენთა მადლსა და შესწირვენ უფალსა ქებასა.

დღესასწაულობს აწ წმიდაი ეკლესიაი, ნეტარნო, ნაწილთა თქუენთა…

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

დღესასწაულობს აწ წმიდაი ეკლესიაი, ნეტარნო, ნაწილთა თქუენთა აღმყვანებასა და ღაღადებს თქუენდა მომართ: მოგუხედენ, ჰოი, მამანო სანატრელო, ზეცით-გარდამო და გვიხსნენით სოფლისა ღელვათაგან დაუნთქმელად.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამხსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თვისდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

განგეხუნეს რაი ბჭენი ზეცისანი, ღირსნო, შეხუედით თქუენ…

- აქებდითსა ზედა დასდებელნი

განგეხუნეს რაი ბჭენი ზეცისანი, ღირსნო, შეხუედით თქუენ სიხარულსა უფლისასა, ხოლო აწ მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად, რაითა წმიდაი ეკლესიაი ჩუენი შეუძრველად დაიცვას კუეთებისაგან მტერთაისა და მძლე ჰყოს მწვალებელთა ზედა, რამეთუ მბრძოლნი იგი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაითა იღუწიან, რაითა ქრისტეის მოსახელენი ერნი განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა.

დაკრძალულ იყუენით რაი ბეთანიას, ანგელოზთა მსგავსი მოღუაწებაი თქუენი სიყუარულითა აღწერა მოწაფემან თქუენმან გაბრიელმან, წმიდამან და სანატრელმან, და შთამხედველ გუყვნა ელვარებასა თქუენსა, რომლისა-იგი ზიარ იყო სულითა და მობაძავი თქუენდა სათნოებითა, ამისთვისცა წმიდასა წმიდათასა სასუფეველსა წინაშე ქრისტეისა იდიდებით გვირგვინითა და ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოხსენებულნი კუალად ჰკურნებთ შევედრებულთა თქუენთა და მსწრაფლ შეეწევით ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და განსაცდელთაგან იხსნით ყოველთა.

წინაისწარმეტყველებისაებრ მოწაფისა თქუენისა გაბრიელ სალოსისა უპირველესს მისსა შეგრაცხნეს თქუენ დასსა მას წმიდათასა, და ნეშტნიცა თქუენნი, აღმოიყვანნეს რაი უწინარეს წმიდისა მის ბერისა, გამოვიდოდა საფლავით თქუენით სული სულნელებისაი, მიუწდომელი, და ყოველნი აღივსნეს რაი მადლითა, უძლურნი მიიღებდეს კურნებასა.

ნათლად და გვირგვინად მადლთა მოეცნეს რაი ეკლესიასა ჩუენსა ყოვლად ქებულნი ნაწილნი თქუენნო, ღუაწლთა მიერ განბრწყინვებულნი და განსაცდელთაგან გამოხურვებულნი, ჟამსა მას აღმოყუანებისა მათისასა აოტეს რაი ეშმაკთა სიმრავლესა, საკვირველთმოქმედნო მამანო, აწ აღმოვივსებთ დაუწყვედელსა კურნებასა სულთა და ხორცთა ჩუენთასა.

მხიარულ არს ქართველთა ეკლესიაი აღმოხუმასა ნაწილთა თქუენთასა, რომელი იგი დაჰმარხნა, ღირსნო, ვითარცა თუალნი მრავალსასყიდლისანი, და დაუწყვედელად მოგუმადლებს მეოხებითა თქუენითა ლხინებასა, ხოლო მორწმუნეთა კრებული ქებით ვდღესასწაულობთ და ვმადლობთ ღმერთსა, მომცემელსა თქუენ მიერ დიდსა წყალობასა.

ყოვლად ქებულნი ნაწილნი თქუენნი, ღუაწლთა მიერ განბრწყინვებულნი და განსაცდელთაგან გამოხურვებულნი, ნათლად და გვირგვინად მადლთა მოეცნეს რაი ეკლესიასა ჩუენსა, ჟამსა მას აღმოყუანებისა მათისასა აოტეს ეშმაკთა სიმრავლესა, და ნათლითა¬ სულიერითა აღავსნეს ურიცხვნი გუნდნი საეროთა და სამღდელოთა.

აწ იშუებს და იხარებს ბეთანიაი მუნ დამკვიდრებისათვის თქუენისა, ყოვლად საკვირველნო მამანო ჩუენნო, და უფროის განსცხრების ტაძარი იგი ღმრთისმშობლის შობისაი, მარადის ირწყვებოდა რაი ცრემლთა მიერ თქუენთა, და აწ ჩუენცა მოვისწრაფით ნაწილთა თქუენთა საყოფელსა, რაითა მრჩობლნი ეგე დღესასწაულნი ვიზეიმოთ და მივემთხვივნეთ ლუსკუმთა მათ სიწმიდისა თქუენისათა, რაითა კურნება აღმოვივსნეთ სულთა და ხორცთა ჩუენთაი.

ღირსნო მამანო ჩუენნო და მოძღუარნო ქართველთანო, იოვანე და გიორგი-იოანე აღმსარებელნო! ევედრენით თქუენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისაისა ქუეყანასა ზედა, და ყოველთაგან ერთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნნეს და დაგვიფარნეს ანტიქრისტეს ხიბლისაგან და საცთურისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დავბეროთ საყვირსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა ღმრთისმშობლის შობისასა და და ამასვე დღესა ვიხსენიებთ ყოვლადქებულთა მამათა და მოძღუართა სახელოვანთა იოანესა და გიორგი ბეთანიელთა, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალთა, ხოლო ჭირვეულნი - მხსნელთა, შეცოდებულნი - მხურვალეთა მეოხთა, მწუხარენი - განმაცხრობელთა და მავალნი - მოგზაურთა, მენავენი - მმართებელთა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთავე სასოთა სარწმუნოებითა ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყვენით, ღირსნო, რაითა ლოცვათა თქუენთა მიერითა თხოვითა შეგვჭურნეს ჩუენ უფალმან ღმერთმან ძალითა თვისითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ.

აწდა, ღმრთისმშობლისა,

- „ ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო…

- „დიდებაი მაღალიანი“ - იგალობება . ტროპარი

- „ ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ მცნობელთა თქუენთა: იოანე, სიყრმითვე მუშაკო განშუენებად ღმრთისა სავანისა; გიორგი წინაისწარმეტყველებისა ნიჭითა აღმკულო; წყუდიადსა შინა უსჯულოებათასა გზნებულნო ლამპრად მართლმადიდებლობისა, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის“.(ჴმა 6).

- ღვთისმშობლის აღდგომის განსატევებელი ტროპარის ხმის მიხედვით…

„დიდება“ „აწდა“

- ღვთისმშობლის აღდგომის განსატევებელი ტროპარის ხმის მიხედვით - „რომელმან კურთხეულ უწოდე დედასა შენსა, მოხვედ ნებსით გნზრახვით ძიებად ადამისსა, გამობრწყინდი ჯვარსა ზედა, ეტყოდი ანგელოსთა იხარებდიტ თქვენ ჩემ - თანა, რამეთუ იპოვა წარწყმედული დრაქმა, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, ქრისტე ღმერთო დიდებაჲ შენდა“. (ჴმა 6).

- „გამომსახველობითი ანტიფონები” - „ნეტარებების” გალობისას ჩაერთვის…

- „გამომსახველობითი ანტიფონები” - „ნეტარებების” გალობისას ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- ღირსი მამების III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- ღირსი მამების VI გალობიდან - 4 მუხლი, თავის „დიდება” „აწ და” - თი.

წარდგომა, (ჴმა 7) - „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

მუხლი: - „რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე“.

სამოციქულო I კორინთელთა, თავი XII, მუხლი 7. (ძმანო, თითოეულსა ჩუენსა...) დასასრული, მუხლი 12. (კაცად-კაცადსა ვითარცა ჰნებავს...)

ალილუია - (ჴმა 6). „ ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა“.

მუხლი - „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“.

სახარება მათესი, თავი XI, მუხლი 27. (ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა...) დასასრული, თავი XII, მუხლი 1. (ტვირთი ჩემი სუბუქ-არს...)

განიცადე: „სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

წეს-განგება შეადგინა: მედავითნე თინათინ მჭედლიშვილმა.

შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ღმრთისმშობლობა

შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ღმრთისმშობლობა

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).

დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

წმიდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. ანას უშვილობა წამოაყვედრა მისმა მხევალმაც: „უფალმა ღმერთმა დაგიხშო საშო და არ მოგმადლა ნაყოფი ისრაელიანთა შორისო“.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.

ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.

იოაკიმემ მწყემსები მოიხმო და შესაწირავი მსხვერპლის გამზადება უბრძანა. ანა მას სახლში ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, წინ მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო.

მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა.

როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, შინ მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. „ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო, ძუძუს აწოვებს ანა“, - სიხარულით გალობდა წმიდა ანა.

როცა მარიამი სამი წლისა გახდა, მშობლებმა, მიცემული აღთქმისაებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი საკურთხეველში შეიყვანა და ასე აკურთხა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა სახელი შენი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა შვილნი ისრაელისა“.

ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარეს.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ

ღირსთა: იოანესი (მაისურაძე, 1957) და გიორგი-იოანესი (მხეიძე, 1962) აღმსარებელთა, ბეთანიელთა

ღირსთა: იოანესი (მაისურაძე, 1957) და გიორგი-იოანესი (მხეიძე, 1962) აღმსარებელთა, ბეთანიელთა

არქიმანდრიტი იოანე

(ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. ვასილს ბავშვობიდანვე კარგად ეხერხებოდა ყოველგვარი საქმის კეთება. იგი თორმეტიოდე წლის ყმაწვილი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ სპირიდონს (კეთილაძე) რომელმაც 1894-96 წლებში დიდი გაჭირვებით მოაწყო და აღადგინა სავანე.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება. ღვთის უსაზღვრო სიყვარულითა და მოყვასისადმი უანგარო მსახურებით აღჭურვილი წმიდა მამა ყოველნაირად ცდილობდა სათნოყოფოდა ღმერთს და მოყვასისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო მისი ცხოვრება. (უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვისება გაჰყვა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე, წმიდა ათონის მთიდან უკანონოდ გამოდევნისა და შემდგომში ათეისტური ხელისუფლებიდან სასიკვდილოდ გაწირვის მიუხედავად წმიდა იოანე ყოველთვის საოცარ კაცთმოყვარეობას იჩენდა ყველასადმი.)

წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა. საქართველოში დაბრუნებული წმიდა იოანე არმაზის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ღვთისმებრძოლ ბოლშევიკების დევნის გამო მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ მონასტერში მისულმა შეიარაღებულმა ჩეკისტებმა ბერები ძალით წაიყვანეს, გზაში ხევის პირას ორივე ბერს ტყვია დაახალეს ზურგში. ხევში გადაცვენილი ბერები ჩეკისტებმა მკვდრად ჩათვალეს. ღვთის განგებით შედარებით მსუბუქად დაჭრილი ბერი გაჭირვებით მილასლასდა მცხეთამდის. იპოვეს ცოცხალ-მკვდარი იოანეც და სამთავროს დედათა მონასტერში მიიყვანეს.

გამოჯანმრთელებული მამა იოანე ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მოძღვარი მღვდელმონაზონი სპირიდონი. სულ მალე სავანის წინამძღვრობა მამა იოანემ გადაიბარა.

ბავშვობიდანვე შრომას მიჩვეულმა მამა იოანემ მალე მოაწყო სამონასტრო მეურნეობა და მონასტერში სულიერი რჩევა-დარიგებისათვის მისულ ხალხს მშვენიერი ტრაპეზითაც უმასპინძლდებოდა. ხალხის დასანახად თვითონაც მხიარულობდა, ძალიან უყვარდა ბავშვები და ყოველთვის ჰქონდა ტკბილეული მათთვის, ბავშვები იმდენად შეთამამებული იყვნენ მასთან, რომ იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს მამა იოანეს მიერ მრევლის დალოცვისა და წმიდა აიაზმის სხურების შემდეგ ბავშვებმა მთლიანად გაწუწეს ღირსი მამა. ბავშვების ასეთი საქციელით უხერხულობაში ჩავარდნილ მშობლებს მამა იოანემ მხიარულად უთხრა: დღესასწაულია და ასეა საჭიროო. ბავშვებთან ასეთი უშუალო ურთიერთობის მქონე მამა იოანემ საოცარი პატივით მიიღო იმ დროს მოსკოვის სასულიერო სემინარიის სტუდენტი სრულიად ახალგაზრდა ირაკლი ღუდუშაური. მამა იოანეს მაშინდელი აუხსნელი მოქმედება - სიხარულის დაუფარავი ცრემლები და სტუდენტისადმი გამოჩენილი უჩვეულო მოკრძალება გვაფიქრებს, რომ მან ლოცვა-კურთხევისთვის მისულ სტუდენტში საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის აღორძინებაც განსჭვრიტა.

მამა იოანე ძალიან მკაცრად მარხულობდა, მთელი დღე შრომობდა, ეძინა მხოლოდ ფიცარზე და მთელი ღამეები ლოცულობდა, მასთან მყოფნი ვერ ხვდებოდნენ როდის ისვენებდა მამა იოანე და საიდან ჰქონდა მას ასეთი მხნეობა. მონასტერში გარდა მლოცველებისა ხშირად მოდიოდნენ ხელისუფლების წაყრუებით გათამამებული ავაზაკები და პარავდნენ და ართმევდნენ ბერებს გაჭირვებით მოპოვებულ სურსათ-სანოვაგესა და პირუტყვს. თუმცა მონასტერს მფარველებიც ჰყავდა მთავრობაში ფარული ქრისტიანების სახით, რომელთა დახმარებით მამა იოანე მაისურაძის და მამა გიორგი მხეიძის მონასტერში ცხოვრება გაფორმებული იყო, როგორც ძეგლის დარაჯებისა და ბერები მცირეოდენ ხელფასსაც ღებულობდნენ.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა. მამა იოანემ და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ-მუნჯი, მათთან მიჰყავდათ სხვადსხვა უკურნებელი სენით დაავადებულნი და ბეთანიაში რამდენიმე დღის დარჩენის შემდეგ (ამით მამები თავიანთ სასწაულთქმედების ნიჭს მალავდნენ) ავადმყოფები იკურნებოდნენ. მამა იოანე მონასტრის ყველაზე მძიმე სამუშაოს თვითონ ასრულებდა და ძალიან წუხდა მამა გიორგიზე, რომელიც სუსტი ჯანმრთელობისა იყო. მაგრამ ამ ქვეყნიდან ის უფრო ადრე გავიდა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი

მხეიძე დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, წმიდა ილია მართალთან მსახურობდა პირად მდივნად, ხშირად ხვდებოდა წმ. ილიას მოძღვარს წმ. ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), მღვდელმოწამე ნაზარს (ლეჟავა) და ახლოს იცნობდა მისი დროის თითქმის ყველა გამოჩენილ პიროვნებას.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, იგი მღვდელმოწამე ნაზარიმ აღკვეცა. უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ. ოჯახში დროებით თავშეფარებულს კი უფრო მტკივნეული წყენა მიაყენეს ათეისტური მსოფლმხედველობით მოწამლულმა საკუთარმა ძმებმა, რომლებმაც მძინარე ბერს ისევ შეკრიჭეს წვერები. (შემდგომში ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი ცოლთან ერთად დახვრიტეს).

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

მამა გიორგი სუსტი ჯანმრთელობის გამო მონასტერში შედარებით მსუბუქი სამუშაოებით - ფუტკრის მოვლით და ბოსტნის დამუშავებით იყო დაკავებული. მამა გიორგი საოცრად გულმოწყალე იყო, მისი უსაზღვრო ხელგაშლილობით ზოგჯერ თითქმის უსურსათოდ იყვნენ დარჩენილები, იგი იმედიანად ეტყოდა ხოლმე მამა იოანეს ღმერთი მოგვცემსო.

მაღალი, გამხდარი და მუდამ წელში გამართული მამა გიორგი გარეგნულად უფრო მკაცრი ჩანდა, ნაკლებად საუბრობდა მონასტერში მოსულ ხალხთან და ვერც ბავშვები ბედავდნენ მამა იოანეს მსგავსად ეთამაშათ მასთან და ყოველთვის ცდილობდნენ ლოცვების ზეპირად სწავლითა და წესიერი ქცევით დაეხარებინათ წმიდა მამა.

მამა გიორგი იშვიათად გადიოდა მონასტრიდან, მაგრამ მაინც უწევდა თბილისში ჩასვლა, სადაც მას უამრავი მრევლი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ მთავრობაში მომსახურე პატრიოტულად განწყობილი ფარული ქრისტიანები.

მამა გიორგი წინასწარმეტყველებისა და კურნების ნიჭით იყო დაჯილდოებული, რომელსაც გულმოდგინედ მალავდა, გამჟღავნების შემთხვევაში კი იყოველმხრივ ცდილობდა ყოფითი მოვლენებით აეხსნა მომხდარი. ერთხელ მან სახელით უხმო მონასტერში მისულ უცხო კაცს და ამით გაოცებული სტუმარი დაამშვიდა, როცა ამა და ამ ეკლესიაში გნათლავდნენ, მეც იქ ვიყავიო, ნათლობა კი ოცდაათი წლის წინ მომხდარა, როცა ეს კაცი ორი თვის იყო. მამა გიორგიმ წინასწარ სულით იგრძნო, როცა მის ძმისშვილს მასთან ორმოცდარვა წლის უნახავი დები მიჰყავდა და მიუხედავად დიდმარხვის ბოლო კვირისა, თევზი გაუმზადა დებს ტრაპეზად.

მამა გიორგისა და მამა იოანეს ლოცვით განიკურნა მონასტერში მიყვანილი მამა გიორგის ძმისშვილი, რომელიც ტვინის ანთებით იყო სასიკვდილოდ განწირული. მონასტერში მიიყვანეს ყრუ-მუნჯი ბავშვი, რომელსაც სმენა დაუბრუნა მამების ლოცვამ, მოჰყავდათ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილნი და განკურნებულები მიჰყავდათ შინ.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. მარტო დარჩენილ გიორგი-იოანეს მთელი მონასტრის სიმძიმე დააწვა და კიდევ უფრო შეურყია ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. მის მოსავლელად ქალაქიდან ადიოდნენ სულიერი შვილები. მონასტერში ოციოდე წლის ქალიშვილი მისულა, რომელსაც საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა. ვიღაცას ერჩია ბეთანიის მონასტრის წყალი განგკურნავსო და მართლაც მონასტერში ერთი კვირის ცხოვრების შემდეგ სრულიად განიკურნებულა. მამა გიორგი-იოანეს რვა კილომეტრის მანძილზე გაუცილებია ქალიშვილი.

მამა გიორგის ჰქონდა ღვთისმშობლის გამოცხადება: ყოველადწმიდა ქალწულმა აუტანელი ტკივილებისაგან გატანჯული მოწამე განკურნა. წმიდანს გამოეცხადა პირველმოწამე თეკლა და ყურძნის მტევანი მიართვა ძღვნად. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე მოძღვარი ქალაქში იმყოფებოდა, სადაც მას ანგელოზი გამოეცხადა, მოახლოებული აღსასრული აუწყა და უთხრა მონასტერში დალოდებოდა ამ ქვეყნიდან გასვლას.

წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.