გონებაი კეთილი მოიგე, ღმრთივგანბრძნობილო და ყოვლად ურწმუნონი…
კონდაკი
გონებაი კეთილი მოიგე, ღმრთივგანბრძნობილო და ყოვლად ურწმუნონი კაცნი მოაქციენ სარწმუნოებად, და არა შეუშინდი სატანჯველსა, აგათონიკე დიდებულო, ვინაიცა მკვიდრ იქმენ კეთილთა და მიიღენ ვნებულთა შენთა თანა ღირსად გვირგვინი.
საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ…
ტროპარი
საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმართლენი…
ტროპარი
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმართლენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა; ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს…
კონდაკი
ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომლად: დამიცევ მე, დედოფალო.
იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი…
ტროპარი
იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. და ჩუენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩუენსა იესოს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.
საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ…
ტროპარი
საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი…
ტროპარი
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლაწმიდაო.
ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგსალობს…
კონდაკი
ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგსალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.
მოსკოვის წმ. ალექსი მიტროპოლიტის მონასტრის ივერიის (ქართულად წოდებული) ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული (1650)
მოსკოვის წმ. ალექსი მიტროპოლიტის მონასტრის ივერიის (ქართულად წოდებული) ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული (1650)
ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული). 1622 წელს შაჰ-აბასმა დაიპყრო და დაარბია საქართველო და მრავალი სიწმიდე გაიტანა სპარსეთში. მათ შორის იყო საქართველოში შესრულებული ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), რომელიც იაროსლაველი ვაჭრის, გიორგი ლიტკინის ერთ-ერთმა მსახურმა სტეფანემ შეისყიდა და თავის ბატონს მიართვა. გიორგი ლიტკინმა, ღვთის ჩაგონებით, სიწმინდე არხანგელსკის ეპარქიაში, დვინის სანახებში მდებარე ჩერნოგორის (შემდგომ _ კრასნოგორის) მამათა მონასტერს შესწირა. ამ წმიდა ხატისგან უამრავი სასწაული აღესრულა და 1650 წელს დაწესდა მისი დღესასწაული.
1654 წელს ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული), განსაახლებლად და პერანგის შესამკობად მოსკოვში ჩააბრძანეს და კიტაი-გოროდის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დაასვენეს. ამ დროს ხატიდან გადაწერეს ზუსტი ასლი და იმავე ტაძარში დააბრძანეს. მოსკოვში მაშინ შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. უამრავი შეჭირვებული მოაწყდა ტაძარს და ახალშექმნილი ხატიც სასწაულებით გაბრწყინდა. 1658 წელს მეფის ბრძანებითა და პატრიარქ ნიკონის კურთხევით გადაწყდა, ამ ხატის დღესასწაული 22 აგვისტოს დაეწესებინათ. 1904 წელს ღვთისმშობლის ქართული ხატის გაბრწყინების 250 წლისთავთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების ტაძრის ქვედა ნაწილში მოეწყო ეკლესია ამ ხატის პატივად და სიწმინდე მის კანკელში დააბრძანეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამეთა: აგათონიკესი, და მისთანა ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (305-311)
მოწამეთა: აგათონიკესი, და მისთანა ზოტიკესი, თეოპრეპესი, აკვინდინესი, სევერიანესი და სხვათა (305-311)
წმიდა მოწამენი: აღათონიკე, ზოტიკე, თეოპრეპე, აკვინდინე, სევერიანე, ზენონი და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მღვდელმოწამისა ათანასე ეპისკოპოსისა (270-275), ღირსისა ანთუსასი (დაახ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა…
მღვდელმოწამისა ათანასე ეპისკოპოსისა (270-275), ღირსისა ანთუსასი (დაახ. 298) და მსახურთა მისთა, მოწამეთა ქარისიმესი და ნეოფიტესი (III)
მღვდელმოწამე ათანასეს, კილიკიის ტარსოსის ეპისკოპოსს, რომელმაც ნათელსცა ღირს ანთუსას, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) მეფობაში მოჰკვეთეს თავი. ანთუსა სირიის ქალაქ სელევკიაში მცხოვრები დიდგვაროვანი წარმართების ასული იყო. როცა ქრისტეს სწავლებას გაეცნო, იგი თავისი ძიძის მონახულების საბაბით მღვდელმთავარ ათანასესთან გაემგზავრა და მოინათლა. მშობლები საშინლად განარისხა ასულის ქრისტიანობაზე მოქცევამ. მაშინ ნეტარი წმიდა ათანასეს ხელით მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქრისტეს მხევალი აქ ოცდასამი წელი მოსაგრეობდა, ბოლოს კი, III საუკუნის მიწურულს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირს ანთუსასთან ერთად მოინათლნენ მისი მსახურები - ქარისიმე და ნეოფიტე, რომელთაც მოწამეობრივად დაასრულეს სიცოცხლე.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
მოწამისა ევლალია ქალწულისა (303)
მოწამისა ევლალია ქალწულისა (303)
წმიდა მოწამე ევლალია დაიბადა ესპანეთში, ქალაქ ბარკიონის (დღევანდელი ბარსელონა) მახლობლად. მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოებით და კეთილმსახურებით აღზარდეს. თოთხმეტი წლის ასაკიდან ქალწული მშობლიურ სახლში განმარტოებით ცხოვრობდა და თანატოლებთან ერთად ლოცვით, წმიდა წერილის კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. იმპერატორების, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ქალაქ ბარკიონში მმართველი დაკიანე ჩავიდა მართლმორწმუნეების ამოსაჟლეტად. ეს რომ გაიგო, ევლალია ღამით ფარულად გავიდა სახლიდან და დილით უკვე ქალაქში იყო. გოგონამ გაჭირვებით გააღწია შეკრებილ ბრბოში და ამხილა მსაჯული, რომელიც ხალხს ჭეშმარიტი ღმერთის გმობას და ეშმაკებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა. დაკიანემ ბრძანა, არგნებით დაუნდობლად ეგვემათ წმიდანი, მაგრამ იგი ახოვნად ითმენდა სატანჯველს, მსაჯულს კი უთხრა, უფალმა ტკივილის შეგრძნებისგან გამათავისუფლაო. მარტვილი ხეზე დაკიდეს, გაატყავეს და ცეცხლით დაუწყეს წამება. დაკიანემ ნიშნის მოგებით ჰკითხა ნეტარს: „სად არის შენი ღმერთი, რომელსაც ჰხადი?“ ევლალიამ უპასუხა: „უფალი ჩემს გვერდითაა, მაგრამ შენ შენი სიბილწის გამო მისი დანახვა არ შეგიძლია“. წმიდა მოწამის ლოცვისას: „აჰა, ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა“ (ფს. 53.4), ცეცხლის ალი ჯალათებისკენ მიიქცა და ისინი მიწაზე დაენარცხნენ. ნეტარი ევლალია მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მიეღო მისი სული და ამ ლოცვაში აღესრულა კიდეც.
შეკრებილმა ხალხმა ცხადად დაინახა, თუ როგორ მოსწყდა თეთრი მტრედი მის ბაგეებს და ზეცაში აიჭრა. მარტვილის მშობლები, რომლებმაც შვილი უკვე მიცვალებული იპოვეს, ტიროდნენ, მაგრამ ხარობდნენ კიდეც იმის გამო, რომ მათი ასული წმიდანთა დასს შეერთო. როცა ქრისტეს ტარიგის ცხედარს ხიდან ხსნიდნენ, ერთმა ქრისტიანმა, სახელად ფელიქსმა, მას სიხარულის ცრემლებით მიმართა: „ქალბატონო ევლალია, შენ ჩვენზე ადრე შეიქენი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი!“ სამი დღის წინ გარდაცვლილმა ევლალიამ მისკენ გამოიხედა და გაიღიმა. ფელიქსი მალე თვითონაც წამებით აღესრულა ქრისტესთვის.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.