სულიერისა მის შენისა კადნიერებისაგან შეშინებული ივლტის განდგომილი…
კონდაკი
სულიერისა მის შენისა კადნიერებისაგან შეშინებული ივლტის განდგომილი მაკედონიოს, ხოლო ჩუენ ვედრებით მსახურებისა შენისა აღმასრულებელნი მონანაი შენი მოვილტვით შენდა სიხარულით, ანგელოზთა თანა მზრახველო მელეტო, რომელი იქმენ მახვილი ცეცხლისა ქრისტესა და მოსრენ ყოველნი იგი უღმრთოებისა ნივთნი; ამისთვის გიგალობთ შენ, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა.
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი…
ტროპარი
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ…
ტროპარი
საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთა ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელი შეუორგებელითა სულითა მოვლენან შენდა.
ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს…
კონდაკი
ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე დედოფალო.
მოვედით, ყოველნო მორწმუნენო, და ვადიდოთ დედოფალი ღმრთისმშობელი…
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი, ჴმაჲ 1
მოვედით, ყოველნო მორწმუნენო, და ვადიდოთ დედოფალი ღმრთისმშობელი, მფარველი ნათესავისა ჩუენისააჲ, გარემოვადგეთ პატიოსანსა ხატსა მისსა, სიყუარულითა ამბორს უყოთ და უგალობოთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო; გიხაროდენ, მაღლისა ღმრთისა დედაო; გიხაროდენ, მჴსნელო და მფარველო სულთა ჩუენთაო; გიხაროდენ, მთაო ათონისაო, დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, რამეთუ ვარსკულავი მოტყინარჱ მოიწია აღმოსავალით დასავალად, სუეტსა ზედა ცეცხლოვანსა გამოგჳჩნდა ხატი ღმრთისა დედისაჲ, რომელმანცა მოსლვითა თჳსითა ცისკროვან-ყო ათონი.
ვითარცა ოდესმე მოსეს გამოუჩნდა სინას მაყუალი ცეცხლითა მოტყინარჱ და უვნებელად დაცული, ეგრეთცა ყოვლადუბიწოჲ ხატი ესე შეიმოსს ცეცხლსა და შთების შეუწველ, წმიდაჲ ყოფს რწმენით მხილველთა მისთა.
რომელმან მრავალ-პატიოსანი ხატი შენი მიუბოძე ივირონსა, ეგრეთვე უნუგეშოდ არა დაგჳტევენ მკჳდრნი წილხვედრისა შენისანი, ქალწულო, და ვიდრე ჟამადმდე, მის წილ ამბორს-უყოფთ საკჳრველთა პირთა მისთა, შენმიერითა მფარველობითა განდიდებულთა.
მოვედით ერნო ქართველთანო, აღმოვივსოთ დაუწყვედელი იგი მადლი ხატისაგან ღმრთისა დედისაჲ, რომელი ცეცხლებრ ბრწყინავს, და შევიტკბოთ სარწმუნოებითა და სიყუარულითა, რამეთუ იგი დიდებითა მოენიჭების ერსა ჩუენსა ზღუდედ და მცველად, და მფარველ გუექმნების ჩუენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.
მოვედით სიხარულით და თაყუანის-ვსცეთ სასწაულთმოქმედსა და ყოვლადპატიოსანსა…
დიდებაჲ... აწდა... ჴმაჲ 5
მოვედით სიხარულით და თაყუანის-ვსცეთ სასწაულთმოქმედსა და ყოვლადპატიოსანსა ხატსა ღმრთისა დედისასა, რომელი მიებოძა სავანესა ივერიისასა მცველად მიურულებელად და უძლეველად, რამეთუ იცავს იგი თჳსითა საფარველითა წმიდასა ამას სავანესა და ყოველთა მკჳდრთა ათონისაჲთა და მომადლებს უხვსა საბოძვარსა წყაროისაგან ულევისა მადლისა ყოველთა პატივისმცემელთა ამა საკჳრველისა ხატისაჲთა. რომლისათჳსცა უგალობთ ღმრთისმშობელსა: გიხაროდენ, შემწეო სოფლისაო და ნუგეშინისმცემელო სულთა ჩუენთაო.
გამოუსვლელად
ნათელი მხიარული.
გამოუსვლელად,
ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა…
წარდგომაჲ
ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რაჲცა უნდა ჰქმნა;
უბიწოო სამკჳდრებელო ნათლისა ყოვლადწმიდისაო, ღმრთისმშობელო, გადიდებთ შენ…
და ღირს მყენ ჩუენ, უფალო; სტიქარონსა ზედა დასდებელნი, ჴმაჲ 2
უბიწოო სამკჳდრებელო ნათლისა ყოვლადწმიდისაო, ღმრთისმშობელო, გადიდებთ შენ და გიგალობთ მონანი შენნი, რამეთუ გამოცხადებითა ყოვლადწმიდისა ხატისაჲთა განგვწმენდ ჩუენ;
დიდებაჲ შენდა, ქრისტე მეუფეო, დიდებაჲ უხვმოწყალებასა შენსა…
მუჴლი: აღსდეგ, ღმერთო, განსვენებელად შენდა, შენდა კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ.
დიდებაჲ შენდა, ქრისტე მეუფეო, დიდებაჲ უხვმოწყალებასა შენსა ჩუენდა მომართ, რამეთუ მოგუანიჭენ ჩუენ ხატი ყოვლად წმიდისა დედისა შენისაჲ, რომელი გჳწყალობებს ნაკადულსა თჳსისა დაულევნელისა მადლისასა.
კეთილმორწმუნენო ერნო, დღეს ვიხარებდეთ და ბრწყინვალედ ვდღესასწაულობდეთ…
მუჴლი: ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხყო იგი.
კეთილმორწმუნენო ერნო, დღეს ვიხარებდეთ და ბრწყინვალედ ვდღესასწაულობდეთ დაფარულსა მოსლვასა ღმრთისა დედისა ხატისასა, და ვინაჲცა სარწმუნოებით აღვიარებთ მას მცველად ჩუენდა, ღმრთისმშობლისადმი ღაღად-ვჰყოთ: დაგვიფარე ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
მივეახლოთ მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა…
დიდებაჲ... აწდა...
მივეახლოთ მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა ქალწულსა მარიამს, თაყუანის-ვსცეთ ანგელოზთაგან პატივცემულსა სახესა მისსა და ლმობიერად ჴმა-ვჰყოთ: მოხედე, კეთილმოწყალეო დედაო, ფიცხელთა მწუხარებათა ზედა გარემოდგომილთ ჩუენდა და განჰკურნე უძლურებანი სულთა ჩუენთანი.
სილაღჱ მოძულეთა ხატისა უფლისაჲთა და მძლავრებაჲ არაწმიდათა…
ტროპარი, ჴმაჲ 1
სილაღჱ მოძულეთა ხატისა უფლისაჲთა და მძლავრებაჲ არაწმიდათა უღმრთოთაჲ, უმოწყალოდ დაემკჳდრა ნიკიას, და მოიწიეს სატანჯველად ქურივისა, ღმრთისმშობლის ხატისა კეთილმსახურებითა პატივისმცემელისა, ხოლო მან ძითურთ თჳსით მიუბოძა ზღუასა ხატი იგი და ესრეთ ღაღად-ყო: დიდებაჲ შენდა, წმიდაო, ზღუაჲ მღელვარჱ მწე შენდა გექმნეს, დიდებაჲ მსვლელობასა შენსა, უხრწნელო.
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჵ, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ტროპარი II, ჴმაჲ 1
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჵ, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხუად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთჳს ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ჴორცითა განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
კეთილსახელოვანი და ყოვლადწმიდაჲ ხატი შენი, ვითარცა თავსმდები…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
კეთილსახელოვანი და ყოვლადწმიდაჲ ხატი შენი, ვითარცა თავსმდები გამოჴსნისა ჩუენისაჲ, განგებულებითა გუებოძა ჩუენ, უხრწნელო, რომელიცა რაჟამს დაიუნჯა მონასტერმან იბერთამან, განერა იგი, შენ მიერ, ყოვლისაგან სავნებელისა და მისთანა აღივსების, ქალწულო, სასოებითა წარუკუეთელითა, და ყოველნივე, რომელნი მოვლენან შენდა.
კვერექსი მცირე და განტევება
კვერექსი მცირე და განტევება.
ვგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა
ვგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა.
მუჴლი 8. ჴმაჲ 5
უფალო ღაღად-ვყავსა ზედა, დასდებელნი
მუჴლი 8. ჴმაჲ 5.
განბრწყინდი მთაო ათონისაო, იხარებდ და იშუებდ სავანეო ივერიისაო, რამეთუ აჰა, ესერა მოვალს ანგელოზთა მიერ ზღჳთ მოძღუანებული საკჳრველი ხატი ღმრთისა დედისაჲ, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარჱ, ჭირთა და მწუხარებათა წყუდიადისა განმდევნელი და შარავანდედითა მოწყალებისა თჳსისაჲთა ყოველთა განმანათლებელი.
შეგივრდებით, შენ, დედოფალო, მონაზონნი და კრებულნი მმარხველთანი და სიყუარულითა მხედველნი წმიდისა ხატისა შენისანი გიღაღადებთ შენ: მოვედ ჩუენდა, დედაო სახიერო, შეგჳწყალენ პატივისმცემელნი შენნი და მოგუანიჭენ ჩუენ წმიდაჲ ხატი შენი წინდად მოწყალებისა და ცხორებისა.
ჵ, ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარცა ოდესმე სინას იხილნა მოსე მაყუალი ცეცხლითა მოტყინარე და უვნებელად დაცული, ეგრეთვე აწ ხატი ესე ღმრთისა დედისაჲ შეიმოსს ცეცხლსა და ჰგიეს შეუწველ, ხოლო ბნელსა შინა მყოფთა განგუანათლებს და უვნებელ გვყოფს ჭირთა და ურვათაგან.
ღმრთისმშობელო ქალწულო, ძლიერო შემწეო, აწ სავანე ივერიისაჲ შენ მიერ იქადის და იხარებს, რამეთუ აქუ შენ შუამდგომელად ურცხვენელად, ზღუდედ დაურღვეველად, საძირკველად შეურყეველად და მცველად მიურულებელად, ვინაჲ ნუ დააცადებ შენითა ვედრებითა, დედოფალო, მარადის ჴსნად სავანისა ამის შენისა და ყოვლისა ერისა ზედა მოსლვათაგან მტერისა.
სასოებაჲ მოგუმადლე განსაცდელსა შინა მყოფთა მონათა შენთა და რქაჲ მორწმუნეთაჲ აღამაღლე, ღმრთისმშობელო, იჴსენ ვედრებითა შენითა სავანე ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი საქართველოჲსანი, განაძლიერენ მსახურებასა შინა ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი, ხოლო ყოველთა მორწმუნეთა მონათა, მაქებელთა შენთა მფარველ გუექმნენ.
ყოვლადწმიდაჲ ხატი შენი, ქალწულო, ღმრთისმშობელო, არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და შიშითა და სარწმუნოებით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, ხატსა შენსა ამბორს-უყოფთ და მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით სულიერთა და ჴორციელთა უძლურებათაგან.
აწ სავანე ივერიისაჲ ნათელმოსილი განშუენდების დღეს, დღესასწაულსა გამოცხადებისა შენისასა და უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების მადლითა სულისა წმიდისაჲთა და იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოველთათჳს მომნიჭებელი აღურაცხელთა წყალობათა.
ჵ, დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ…
დიდებაჲ... აწდა... ჴმაჲ 8
ჵ, დედაო სახიერო, დედოფალო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა ყოვლადწმიდისა ხატისა მომართ შენისა; გვექმენ მჴურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა შენისა მიმართ, გჳჴსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რაჲთა მარადის გიგალობდეთ შენ სიხარულით: გიხაროდენ, სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მორწმუნეთად განმღებელო.
1. შექმნათა საკითხავი (დაბადება) თავი 28 (10-17)
შესვლად. წარდგომა დღისა და საკითხავნი:
1. შექმნათა საკითხავი (დაბადება) თავი 28 (10-17)
განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარრანად. და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას. და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა. და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ. და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ. და ვითარცა განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე. და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭჱ ზეცისაჲ.
2. გამოსვლათა საკითხავი თავი 3 (1-5)
მოსე მწყსიდა ცხოვართა იოთორ სიმამრისა თჳსისათა მღდელისა მის მადიამელთასა და მოჰყვანდეს ცხოვარნი იგი უდაბნოდ და მოვიდა მთასა მას ღმერთისასა ქორებად. ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ ცეცხლითა ალისათა მაყლოვანით გამო, და იხილა, ვითარმედ მაყლოვანსა მას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების. თქუა მოსე: წარვიდე და ვიხილო, ხილვაჲ ესე დიდი რაჲ არს, რამეთუ მაყუალი არა დაიწუების? ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ მოვალს ხილვად, უწოდა მას უფალმან მაყლოვანით გამო და ჰრქუა: მოსე, მოსე! ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს? ხოლო უფალმან თქუა: ნუ მოეახლები აქა! წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანაჲ წმიდა არს.
3. გამოსლვათა საკითხავი თავი 13 (18-22)
მოაქცია უფალმან ერი უდაბნოდ მიმართ ზღუად მიმართ მეწამულად, ხოლო მეხუთე ნათესავი აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით. და მიიხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა, მეტყუელმან: მოხილვასა მას, რომლითა მოგხედოს თქუენ უფალმან, თანა-აღიხუენით ძუალნიცა ჩემნი ამიერ თქუენ თანა. ხოლო იძრნეს რაჲ ძენი ისრაჱლისანი სოქოთით, წყობა-ყვეს ანათომს შინა უდაბნოდ მიმართ. ხოლო ღმერთი უძღოდა მათ დღისი უკუე სუეტითა ღრუბლისათა ჩუენებად მათდა გზასა, ხოლო ღამე - სუეტითა ცეცხლისათა. და არა მოაკლდა სუეტი იგი ღრუბლისაჲ დღისი და სუეტი ცეცხლისაჲ ღამე წინაშე ყოვლისა ერისა.
მოვედით დღესასწაულისა მოყუარენო და კრებულნო მმარხველთანო, სარწმუნოებით…
ლიტსა ზედა დასდებელი, ჴმაჲ 8
მოვედით დღესასწაულისა მოყუარენო და კრებულნო მმარხველთანო, სარწმუნოებით აქა შემოკრებულნო! მივართვათ გალობანი ქებისანი ქალწულსა მარიამს, რამეთუ დღეს არს ბრწყინვალე დღესასწაული გამოჩინებისა პატიოსანისა ხატისა მისისა „პორტაიტისასა“, და ჩუენცა გარემოცულნი შიშით და სიყუარულითა უგალობდეთ ღმრთისმშობელსა: გიხაროდენ, ყოველთათჳს გამოუთქუმელო სიხარულო; გიხაროდენ, წმიდითა ხატითა შენითა ჩუენ ყოველთა განმანათლებელო; გიხაროდენ, ყოველთა სიქადულო და სიმტკიცეო; გიხაროდენ, მაცხოვნებელო სულთა ჩუენთაო.
რაჲმე სახელგდვათ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, ცეცხლისა სუეტად, რამეთუ მიგუანიშნებ სამკჳდრებელისადმი საუკუნოჲსა; ანუ ზღუდედ სიმტკიცისად, რამეთუ შენ გვიცავ მართლმადიდებელთა; ანუ მცველად მიურულებელად, რამეთუ იცავ და აცხოვნებ სავანესა ამას, ამისთჳს მოწევნულთა ჭირთაგან ჴსნილნი გიგალობთ, დედოფალო: გიხაროდენ, მადლთა მომნიჭებელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა სასოებაო.
იხარებდ, მთაო ათონისაო, განსცხრებოდე სავანეო ივერიისაო, და…
დიდებაჲ... აწდა...
იხარებდ, მთაო ათონისაო, განსცხრებოდე სავანეო ივერიისაო, და დღესასწაულობდ ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ წყალობითა მოგუხედნა ღმრთისა დედამან და მოგუანიჭა ჩუენ საკჳრველთმოქმედი ხატი თჳსი, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან, ხოლო ჩუენ ყოველთა მოგუმადლებს დიდსა წყალობასა.
გამოჩინებასა დიდებულისა ხატისა შენისასა დიდებისვმეტყუელებთ დღეს, უბიწოო…
სტიქარონსა ზედა დასდებელი. ჴმაჲ 4
გამოჩინებასა დიდებულისა ხატისა შენისასა დიდებისვმეტყუელებთ დღეს, უბიწოო ღმრთისმშობელო, და შუამდგომლობასა შენსა ვდღესასწაულობთ, რამეთუ შენ, დედაჲ ეგე ცხორებისაჲ ევედრები ქრისტესა მეუფესა ჩუენთჳს, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოებაჲ შენზედა, ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო.
დაუტეოთ, მორწმუნენო, მწუხარებაჲ, რამეთუ აჰა, ესერა მეორე…
მუჴლი. მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლთა და თესლთა.
დაუტეოთ, მორწმუნენო, მწუხარებაჲ, რამეთუ აჰა, ესერა მეორე ცეცხლმგზებარჱ მაყუალი - ხატი ღმრთისა დედისაჲ, რომელსა ხედვენ მონაზონნი ათონისნი, გამოჩნდების აწ განმწმედელად ცოდვილთა.
ნიშნად წინამძღოლობისა შენისა სუეტითა ცეცხლისაჲთა გამოგვეცხადე ჩუენ…
მუჴლი. ისმინე ასულო და იხილე და მოჰყავ ყური შენი.
ნიშნად წინამძღოლობისა შენისა სუეტითა ცეცხლისაჲთა გამოგვეცხადე ჩუენ, დედაო ნათლისაო, გზასა ამას ცხორებისასა მავალთა, რაჲთა განლტოლვილთა უგზოჲსაგან ცთომისა წარგჳძღუე საუკუნეთა საყოფელად.
მოვედით ყოველნი მონაზონნი და საერონიცა, რაჲთა ვადიდოთ…
დიდებაჲ... აწდა...
მოვედით ყოველნი მონაზონნი და საერონიცა, რაჲთა ვადიდოთ ყოვლადუბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ უღელვოდ ღელვათა ზედა მცურვალი ხატი ცეცხლისა სუეტითა შემოსილი განვიდა ნიკიით ათონად, პონტოჲსა ზღჳთა და მოსლვითა თჳსითა მადლი იგი თჳსი მორწმუნეთა მიანიჭა, ხოლო ჩუენცა განათლებულნი წყალობისა მისისა შარავანდედითა, შუამდგომელსა ცხორებისა ჩუენისასა ვნატრიდეთ.
ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა…
ცისკრად. შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა, ჴმაჲ 1
ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ხოლო სავანესა ივერიისასა მიანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, ამისთჳსა გიგალობთ შენ, ყოვლადწმიდაო, მარადის დაგჳფარე ჩუენ საფარველითა შენითა. დიდებაჲ... აწდა...
ესე არს დღე უფლისაჲ, გიხაროდენ ერნო, რამეთუ აჰა, ესერა ნათლითშემოსილი ღრუბელი ზეცას განერთხა საკჳრველად და სუეტად ცეცხლისად წარმოუჩნდა ათონს, მხოლოჲ, მხოლოჲსა ჴელთა ზედა დედობრივთა მტჳრთველი, ქრისტჱს, სოფლისა შემოქმედისა, მაცხოვრად სულთა ჩუენთა.
განსცხრებიან დღეს ბრწყინვალედ ათონისა სამწყსონი, შესთხზვენ გალობათა…
შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომაი, ჴმაჲ 3
განსცხრებიან დღეს ბრწყინვალედ ათონისა სამწყსონი, შესთხზვენ გალობათა მრავალთა, სიყუარულითა პატივისმცემელნი ყოვლადუბიწოისანი და განშუენდებიან დიდებითა მაღლისაჲთა, რომელი მოეცა მათ მისლვითა წმიდისა ხატისაჲთა, რომელი ცისკრითა ღმრთისმცნობელობისაჲთა განანათლებს კეთილმსახურებითა მგალობელთა თჳსთა.
საკჳრველი დიდებული იხილვების დღეს: ვითარ წყალთა შინა…
დიდებაჲ... აწდა...
საკჳრველი დიდებული იხილვების დღეს: ვითარ წყალთა შინა ცეცხლმნთებარჱ ხატი საღმრთოჲსა ყრმისაჲ გუეჩვენების და ნიშსა შარავანდედსა განჰფენს და მმარხველთა ღუწასაცა საკჳრველებითა შეამკობს, ამისთჳსცა ჩუენ მადლობით უგალობთ: გიხაროდენ, მიმადლებულო.
დიდებულებანი შენნი ვინმე მოუთხრნეს, ღმრთისმშობელო, რამეთუ გამოცხადებითა…
წინეთ სადიდებელისა, წარდგომაი, ჴმაჲ 8
დიდებულებანი შენნი ვინმე მოუთხრნეს, ღმრთისმშობელო, რამეთუ გამოცხადებითა ხატისა შენისაჲთა განაკჳრვენ ყოველნი მართლმადიდებელნი, რამეთუ უძლურებათა სიმრავლესა ჰკურნებ და სნეულებათა განსდევნი. ჵ, ყოვლადმოწყალეო დედოფალო, ნუ მოგუაკლებ ჩუენ შეწევნასა შენსა, არამედ დაგვიფარე ვედრებითა შენითა და აცხოვნე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, და ქრისტჱსმოყუარჱ მჴედრობაი ძალითა შენითა დაიცევ, რაჲთა შენმიერ მოქადულთა და შენზედა ყოვლისა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე.
გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და…
დიდებაჲ... აწდა... იგივე. სადიდებელი
გადიდებთ შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღმრთივაღრჩეულო ყრმააო, და პატივს ვსცემთ წმიდასა ხატსა შენსა, რომლითა კურნებასა უწყაროებ ყოველთა სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა.
რაჟამს იქმნა გამოცხადებაჲ საკჳრველისა ხატისა შენისაჲ, მაშინ…
(3-გზის). აღსავალი I, 4 ხმისა; წარდგომაჲ და სახარება (იძიე 8 სექტემბერს) შემდგომად 50-ე ფსალმუნისა, გერი სახარებისაჲ.
რაჟამს იქმნა გამოცხადებაჲ საკჳრველისა ხატისა შენისაჲ, მაშინ მამანი ათონელნი მხილველნი ზღუასა შინა სუეტისა ცეცხლისასა, განცვიფრდეს შიშნეულნი, ხოლო გაბრიელ, ვითარცა მეორე პეტრჱ, წყალთა ზედა ვიდოდა და ცრემლით გიღაღადებდა შენ: ჵ, ყოვლადწმიდაო, მოვედ და დაიფარე სამკჳდრებელი შენი მტერთაგან უსაცთუროდ.
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთჴმან მოსესმან…
კანონი ღმრთისმშობლისანი, მუჴლი 6. გალობაი 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 8 ძლისპირი
ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთჴმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ჵ, ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ჵ, ყოვლად უბიწოო, მიიღე შეგინებულთაგან ბაგეთა ჩემთა ქებაჲ ესე, ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ მომმადლე მე, რაჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო.
შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობაჲ, ღმრთისა დედაო…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგვჳფარენ ჩუენ.
შენდა შემსგავსებულ არს ანგელოზთა გალობაჲ, ღმრთისა დედაო, რამეთუ თავად ჰშევ საკჳრველად შემოქმედი მათი, გარნა ჩუენიცა მიიღე, ჵ, დედოფალო, მდაბალი ესე ვედრებაჲ, რაჲთა უგალობდეთ მეუფესა: დიდებითა დიდებულ ხარ უძლურებათა შინა ჩუენთასა.
ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს.
დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა ტალღათა…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დამდოვრდეს წყალნი, დასცხრეს ღელვანიცა ზღუასა შინა ტალღათა, რომელთა მიმოჰქონდის ხატი შენი, ღმრთისმშობელო, განამტკიცენ შერყეული გულიცა ჩემი კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა.
მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიისასა, რაჟამს დაანთქ ზღუასა შინა მჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი.
შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო…
გალობაი 3, განძლიერდასა ძლისპირი
შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულებაჲ პორტაიტისაჲ მოიწია…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგვჳფარენ ჩუენ.
აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულებაჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშობელისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.
განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
განამტკიცენ გული ჩემი სასოებად შენდამი, ღმრთისა დედაო, განაშორენ ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჱ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ, უფროჲს ღმრთისა ჩუენისაჲ.
პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგვჳფარენ ჩუენ.
პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან.
აღმდგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი, განმაშორენ გლახაკი…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღმდგინენ, დედოფალო, მიწისაგან მე, უბადრუკი, განმაშორენ გლახაკი ესე ცოდვითა განხრწნასა, და მომეც ლოცვაჲ მთხოველსა, რაჲთა შეწევნასა შენსა ვნატრიდე, ქალწულო პორტაიტისაო.
უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უნაყოფოჲ გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფროჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა.
მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა ჩუენისაჲ, განიხარებენ…
წარდგომაჲ
მოიწია დღეს ბრწყინვალე დღესასწაული მფარველისა ჩუენისაჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ მოგჳწოდებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი ჩუენი ხილვად თჳსისა ცეცხლმთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახჳლისა და ჭირთაგან, პატივისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინები-სანი.
იხარებდა სავანე ივერიისაჲ დღესასწაულსა გამოცხადებისა შენისასა, რამეთუ…
დიდებაჲ...
იხარებდა სავანე ივერიისაჲ დღესასწაულსა გამოცხადებისა შენისასა, რამეთუ ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო შეწევნისათჳს სიყუარულისა ერისათჳს შენდა წილხდომილთა, ოდეს ანგელოზთა მიერ ზღჳთ მოძღუანებული ნათელცისკროვანი ხატი შენი, არაჲ მივიდა სხუასა მონასტერსა, არამედ ივერთასა ღირს იჩინა დავანებაჲ, ჴელითა გაბრიელ ქართველისაჲთა და მით აკურთხე ათონის უდაბნოსა შინა ახლად-აგებული სავანჱ იგი ქართველთაჲ.
მეოხი მჴურვალე, და შესავრდომელი დიდი, და მფარველი…
აწდა...
მეოხი მჴურვალე, და შესავრდომელი დიდი, და მფარველი მტკიცე და თანამბრძოლი და ზედამხედველი ხარ შენ, პორტაიტისაო, მათთჳს, რომელნი ეძიებენ შეწევნასა შენსა; ამისთჳს იჴსენ იგინი ყოვლისაგან საბრჴისა, ვითარცა აღუთქუ, ყოვლადუბიწოო, მონათა შენთა.
შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ…
გალობაი 4, უფალო მესმასა ძლისპირი
შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთ-მოყუარე.
განამზადებდა რაჲ გზათა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგვჳფარენ ჩუენ.
განამზადებდა რაჲ გზათა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისათა, მოსცა ჴმაჲ თჳსი უფსკრულმან, შეიძრა მზე და იქმნა ბრწყინვალებაჲ ხატისაჲ, ვითარცა ნათელი, აწ შენცა, დედოფალო, მოვედ ჴსნად კაცთა და გამოუჩნდი მაცხოვრად სამკჳდრებელსა შენსა.
ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ესმნეს რაჲ ცნობაჲ მოსლვისა შენისაჲ, განკრთენ მონაზონნი, ხოლო გულისჴმაყვეს რაჲ საქმენი შენნი, განკჳრდენ, შეძრწუნებულიცა სული ჩემი წყალობით მოიჴსენე, დედოფალო, რაჲთა გიგალობდე: დიდება შეწევნასა შენსა, ღმრთისა დედაო.
მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათჳს ჩუენისა, კუალად გამოგჳჩინე…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათჳს ჩუენისა, კუალად გამოგჳჩინე ჩუენ ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანის-ვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი.
ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების ერი ჩუენი მადლითა შენითა, რამეთუ საკჳრველი ესე პირი ხატისაჲ იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოველთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა.
შენ ხარ სიმტკიცჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ სიმტკიცჱ და ძალი ჩემი, ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა.
რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და…
გალობაი 5, ღამითგანსა ძლისპირი
რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.
იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსოჲსა…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
იხილე, წმიდაო, ღამითგან აღმსთობილი ერი შენი სამწყსოჲსა შენისა, რომელი გარემოადგების კეთისახელოვანსა ხატსა შენსა და ითხოვს ცოდვათა შენდობასა და საღმრთოჲსა დიდებისა ზიარებასა. ნუ განგუაგდებ პირისაგან შენისა, დედაო დაუვალისა ნათლისაო.
აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმისყოფისაჲთა.
სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
სულითა და გონებითა ჩუენითა, სამწყსოსა შენსა სრულიად შერწყმულნი, ფსალმუნთა და საგალობელთა სულიერთა და საღმრთოთა გალობათა მიერ ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ხოლო შენ, დედოფალო, სძალო უსძლოო, ვითარცა მკურნალმან ჩუენმან ყოველი ესე მოგუანიჭე.
ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ტაძარი შენი, ქალწულო, ვითარცა სხუად სამოთხედ აწ წარმოდგება, რამეთუ ვითარცა ხესა ცხორებისასა აქუს ხატი შუენიერებისა შენისაჲ, რომელსაცა ყოველნი სურვილითა, კეთილმოშიშებითა და სიყუარულითა ამბორსუყოფთ და ვიტყვით: დედოფალო, მოგვეც მშჳდობაჲ და დაგჳფარენ ჩუენ, რამეთუ თჳნიერ შენსა სხუაჲ ნუგეშინისმცემელი არაჲ ვიცით.
მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად, უხუებად…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მდინარედ სიტკბოებისად, სავსებად ნაკდისად, ზეცისა მანანად, უხუებად და მადლად მარადის მომცენარედ მოგიგებთ, ყრმააო, მკჳდრნი სავანისა ამისანი და ვუგალობთ შობასა შენსა.
ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას…
გალობაი 6, ღაღადყავსა ძლისპირი
ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო.
მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ.
სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტაიტისაო…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტაიტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთ-მსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი.
უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
უფსკრულმან უღირსთა შეცოდებათამან გარემომიცვა მე, და დაინთქუმის სული ჩემი, გარნა მომეც, დედოფალო, ძლიერი მკლავი შენი, და ვითარცა გაბრიილ, მეცა მოლტოლვილი ხატისადმი შენისა, უვნებელად დამიცევ.
ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ნუ განმაგდებ მე სრულიად პირისაგან შენისა, დედაო მჴსნელისაო, და ნუ მიტევებ მე შთაფლვად უფსკრულსა უშჯულოებისასა, არამედ აღმომიყუანე მე მწვირისაგან ვნებათაჲსა, რაჲთა განეშოროს ხრწნასაცა ცხორებაჲ ჩემი, და შევსწირვიდე შენდა ქებასა და აღსარებასა.
მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა, კადნიერად მოჳვლტი…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მქონებელი შეგინებულისა ამის ჴორციელისა ტაძრისა, კადნიერად მოჳვლტი ყოვლად განწმედილისა საუკუნოჲსა სიტყჳსა ტაძრისად, წინაშე წმიდისა ხატისა შენისა შეწირვად, მდაბალთა ვედრებათა ჩემთა, გარნა შენ, ვითარცა მოწყალემან, განმწმიდე მე კეთილმოწყალებითა შენითა.
დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდაჲ ხატი შენი…
კონდაკი, ჴმაჲ 8
დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდაჲ ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან.
იხილა რაჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა…
იკოსი
იხილა რაჲ კრებულმან მონაზონთა ივირონელთამან შორის სუეტსა ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯჱ ჩუენდა გამოცხადებული, რაჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად.
ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა…
გალობაი 7, კურთხეულარსა ძლისპირი
ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ვსცოდეთ და ვიუსჯულოეთ წინაშე ღმრთისა, და უშჯულოებისა და სიცრუვისა თანაზიარ ვიქმენით, გარნა დედოფალო ჩუენო ღმრთისმშობელო, ვითარცა სახიერმან, მჴურვალითა შუამდგომლობითა შენითა დაშრიტე ცეცხლი საღმრთოჲსა რისხჳსა, რაჲთა ვუგალობდეთ მას: მამაო ჩუენო და ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა, ღმრთისა დედაო, გუასხურე ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი და გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ შენ მხოლოო ხარ, დედოფალო, დიდებული ყოველსა შინა ქუეყანასა.
გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
გიგალობთ, ვითარცა საყდარსა მეუფისა დიდებისასა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, სულიერსა ტაძარსა, რომელსა შინა დაემკჳდრა უფალი, სამყაროსა ცისასა, რომლისაგან აღმობრწყინდა მზჱ სიმართლისაჲ ქრისტჱ, შენ გიგალობთ, ღმრთისა დედაო, და აღგამაღლებთ უკუნისამდე.
ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს.
შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და სიქადული ქალაქისა ამის სამეუფოჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.
მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა…
გალობაი 8, აკურთხევდითსა ძლისპირი
მთასა ზედა მოსეს თანამზრახუალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა, და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა.
გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთაჲ…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
გიგალობს შენ, ანგელოზთა ძალნი, აღგამაღლებს ნათესავი კაცთაჲ, გაკურთხევს ყოველი დაბადებული, ყოვლად წმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, მიიღე აწცა ჩემმიერისა უღირსისაგან მორთმეული ესე ქებაჲ.
უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივირონელნო, აღამაღლებდით ყოველი…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
უგალობდეთ მონაზონნო ათონელნო, აკურთხევდით ივირონელნო, აღამაღლებდით ყოველი ქუეყანაჲ სახიერსა დედოფალსა, რომელი მდინარესა საკჳრველებათასა აღმოაცენებს საკჳრველთმოქმედითა ხატითა თჳსითა, ამისთჳსცა ღმრთისმშობელო, გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანისგცემთ, გიგალობთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე.
სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა მადლთა ხატი…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სავანითგან ივერიისა, ყოველგნით განფენს დაულევნელთა მადლთა ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ხოლო ქუეყანასა შენდა წილხვდომილად განკუთვნილსა, მარადის ჰსცევ და ჰფარავ, მეოხებითა შენმიერითა, წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა, რომელსა ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ უკუნისამდე.
არა არს საზომი სივრცისაჲ, სიღრმისაჲ ანუ სიმაღლისაჲ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა არს საზომი სივრცისაჲ, სიღრმისაჲ ანუ სიმაღლისაჲ, სადაცა არა მისწუთეს ძლიერი შეწევნაჲ მარჯუენისა შენისაჲ, ღმრთისა დედაო, რომლისა მოსავნი ყრმანი აკურთხევენ, მღდელნი უგალობენ და ერნი აღამაღლებენ ძესა შენსა უკუნისამდე.
განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ…
გალობაი 9, ადიდებდითსა ძლისპირი
განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
სიღრმე საიდუმლოჲსა შობისა შენისაჲ განაცვიბრებს გონებასა ანგელოზთასა…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
სიღრმე საიდუმლოჲსა შობისა შენისაჲ განაცვიბრებს გონებასა ანგელოზთასა, ქალწულო, და ყოვლად წმიდაი ხატი შენი ეშმაკთაჲ იოტებს, რამეთუ ვერშემძლებელნი მოხილვად ძლიერებისა, განივლტიან და დაინთქუმიან, ხოლო ჩუენ სიყუარულითა თაყუანისვსცემთ და ამბორსუყოფთ მას და შენ ღმრთისმშობელსა გადიდებთ.
მოვედით ყოველნი, თაყუანის-ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედაჲ…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
მოვედით ყოველნი, თაყუანის-ვსცეთ, შეუვრდეთ და აღვამაღლოთ დედაჲ ღმრთისაჲ, რომელმან მოხედვაჲ ყო ჩუენ მდაბალთა ზედა, რომელი მშიერთა აღავსებს კეთილითა მიერ და დასდვა ჩუენთჳს აღთქუმაჲ მოწყალებათაჲ, გამოცხადებითა საკჳრველისა ხატისა თჳსისაჲთა.
აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დასჴმაჲ…
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დასჴმაჲ უკეთურთაჲ და განზრახუანი მათნი დაჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორის მშჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რაჲთა შენზედა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე.
საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავს-მდებსა ჴსნისა ჩუენისასა.
ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ შემძლებელ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჵ, ყოვლადწმიდაო, მოწყალეო, ქრისტეანეთა შემწეო, ვერ შემძლებელ არს ღირსად გალობად ენაჲ კაცობრივი და ანგელოზთაცა, რამეთუ შენ ხარ ყოვლისა დაბადებულისა უპატიოსნესი და ყოვლისა ქუეყანისაჲთა უდიდებულესი, არამედ, ჵ, დედოფალო, მიითუალე მოწყალებითა შეწირული ესე ჩუენ მიერი ვედრებაჲ და გჳჴსენ ჩუენ მარადის, რამეთუ სასოებაჲ ჩუენი შენ ზედა დაგჳძს.
ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რაჲ გაბრიელ…
განმანათლებელი
ყოვლად პატიოსანი ხატი შენი მიიღო რაჲ გაბრიელ წიაღთა შინა თჳსთა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა.
ჵ, გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა…
აქებდითსა ზედა დასდებელნი. ჴმა 4
ჵ, გამოუთქუმელსა სახიერებასა, ჵ, დიდებულსა გამოჩინებასა ღმრთისა დედისა ხატისასა, რომელი ბრწყინავს საკჳრველებათა მიერ და განანათლებს მადლითა სარწმუნოებით მილტოლვილთა, რომელნიცა სიხარულითა შევიწყნარებთ რაჲ წმიდასა ღმრთივყრმაასა, ჯერ-არს გალობით ვმადლობდეთ და პატივს ვსცემდეთ მას.
ჵ, შენსა, დედოფალო, ჩუენთჳს განგებულებასა, რამეთუ მოგჳვლენ ჩუენ საკჳრველსა ხატსა შენსა და მოწყალებითა მოგუმადლებ მცველსა მიურულებელსა და ნუგეშსა ცხორებისა ჩუენისასა, ამისთჳსცა მცნობნი შენისა პატიოსნისა საკჳრველებისანი, შენ გალობათა მიერ გადიდებთ.
ჵ, ყოვლადდიდებული საკჳრველი, ვითარ ცეცხლმტჳრთველი ხატი, ღელვათა მიერ ზღჳსაჲთა, ვითარცა ეტლსა ზედა მიმოვალს და ბრწყინვალეთა შარავანდედთა მიერ განანათლებს გონებასა კაცთასა, ხოლო ჩუენ პატივისმცემელნი დღესასწაულისა მისისანი, გალობითა ღმრთისმშობლისა მიმართა აღვავლენთ დიდებასა.
ჵ, დედათა შორის კურთხეულო, ღმრთისმშობელო მარიამ, ვითარცა ძუელად აჩუენე საკჳრველი მფარველობაჲ ერსა ჩუენსა, ეგრეთვე აწცა ნუ დაგჳვიწყებ, და ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა და ამაოთა იღუწიან სავნებელად ერისა ჩუენისა, აღრჩეულისა შენ მიერ, ვითარცა საკუთარისა.
თქმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, უხრწნელო, წილხვედრებულთა შენთათჳს, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, არამედ მოჰფინე ნათესავსა ჩუენსა მოწყალებანი შენნი და გვექმენ დედად ჩუენდა, რაჲთა გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ჩუენ ნათესავი ქართველთაჲ.
აღმასრულებელი ბრძანებათა შენთაჲ, ღმრთისა დედაო, ღირსი გაბრიილ…
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღმასრულებელი ბრძანებათა შენთაჲ, ღმრთისა დედაო, ღირსი გაბრიილ ფერხითა დაულტოლველითა ვიდოდა წყალსა ზედა ზღჳსათა და მიიქუა რაჲ წმიდაჲ ხატი შენი, განაწყო გუნდნი და დღესასწაული მმარხუელთა თანა ათონისაჲთა განაწესა, რომლითა ჩუენცა განკჳრვებულნი ვუღაღადებთ პირველ მიზეზსა: დიდებაჲ შენდა, მოქმედო საკჳრველებისაო, მხოლოო მეუფეო და ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა დაიცევ ერი ჩუენი, რომელი გამოირჩიე და ძლევაჲ მტერთა ზედა მიჰმადლე მას, ვითარცა ყოვლად ძლიერმან.
იძიე 8 სექტემბერს
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. დიდებაჲ მაღალი გრძლად და განტევებაი. ლიტურღიასა ზედა
იძიე 8 სექტემბერს
1867 წელს გადმოთარგმნილი ივერიის ღმრთისმშობლის სლავური დაუჯდომელიდან პეტერბურგში, იმერთ თავადის ირაკლი (იოსებ) ლორთქიფანიძის (საჩინოელის) მიერ.
სადღესასწაულო წეს-განგება გადაამუშავა და შეავსო: მედავითნე თინათინ მჭედლიშვილმა
ხს. 12(25) თებერვალი
ხს. 12(25) თებერვალი
წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო გიორგი-პროხორე ქართველო, ვინ შემძლებელ…
ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი მუხლი 8. ხმაი 5. ღირსისა პროხორე ქართველისა
წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო გიორგი-პროხორე ქართველო, ვინ შემძლებელ არს მითხრობად სათნოებათათვის შენთა, და მერმეცა ქებად დიდებულისა მის ღუაწლისა შენისა პალესტინესა შინა, აღიწიე რაი სიმაღლესა მას წინამძღურისასა და ვითარცა კეთილი მწყემსი ესრეთ დამწყსიდი შვილთა შენთა. აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა, და მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.
წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო გიორგი-პროხორე ქართველო, მოყუარეო ღმრთისაო და აღმასრულებელო საღმრთოთა მცნებათა მისთაო; ზეციერო წინამბრძოლო და სიქადულო ერისა ჩუენისაო და ლამპარო, განმაცისკრებელო იბერიისაო, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა, და მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.
წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო გიორგი-პროხორე ქართველო, სიქადულო მოსაგრეთაო და სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო; ეკლესიისა ჩუენისა სამკაულო და დიდო მამასახლისო და მოძღუარო იერუსალეიმსა შინა მოღუაწეთა იბერთაო, საღმრთოისა სრბისა შენისა კეთილად განმასრულებელო და დამკვიდრებელო სასუფეველსა შინა ქრისტეს ღმრთისასა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა, და მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.
წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო გიორგი-პროხორე ქართველო, ანგელოზთა თანა მსახურო და მხილველო გამოუთქმელთაო, თაო მონაზონთაო და წინამძღუარო იერუსალეიმის ჯუარისა ქართველთა მონასტრისაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთათვის შენთა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა, და მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.
ვითარითა შესხმითა გაქებდეთ ღირსად, ანუ რომლითა გალობით…
სხუაი დასდებელი ხმაი 2 ეჰა გვირგვინნო
ვითარითა შესხმითა გაქებდეთ ღირსად, ანუ რომლითა გალობით გიგალობდეთ ყოვლად ნეტარსა პროხორეს, ლამპარსა საქართველოისასა, ყოვლადბრწყინვალესა და მნათობსა იერუსალეიმისასა; რომელმანცა აღაშენე დიდებული მონასტერი გარე ქალაქისა, ადგილსა მას, მირიან მეფისა მონაყიდსა, სადა იგი მოკვეთილ იქნა ხეი პატიოსანი, რომლისა მიერ შექმნეს ჯუარი ქრისტეს ვნებისაი, რომელმანცა შენ მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა და მოგვანიჭებს დიდსა წყალობასა.
ვითარითა შესხმითა გაქებდეთ ღირსად, ანუ რომლითა გალობით გიგალობდეთ ჩუენ ყოვლად ნეტარსა პროხორეს, მოძღვარსა სულიერსა და წინამძღვარსა და მამასა მამათასა, მონაზონთა სიქადულსა და ზეციერსა წინამძღოლსა ქართველთასა, დაამკვიდრე რაი ახალი სავანეი გორგასლისა მიერ აღშენებულსა და დარღვეულსა სავანესა ზედა ჯუარისასა, და კეთილად დაშვერ სამწყსოისათვის შენისა, რაითა აღორძინდენ სულიერითა და ხორციელითა კეთილითა, და სათნო ეყუნენ ღმერთსა, რომელმანცა შენ მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა და მოგვანიჭებს დიდსა წყალობასა.
ვითარითა შესხმითა გაქებდეთ ღირსად, ანუ რომლითა გალობით გიგალობდეთ ჩუენ ყოვლად ნეტარსა პროხორეს, ქრისტეის ეკლესიისა სიმტკიცესა და ყოველთა განმაბრწყინვებელსა სწავლითა, რამეთუ იყავ რაი მოძღუარი სულიერი და წინამძღუარ მოწესეთა, ხორცნი განჰლიენ მოღუაწებითა და უხორცოთა თანა მდგომარეი ჩუენ, ქართუელთა გვფარევ ზეცით-გარდამო წინაშე ღმრთისა, რომელმანცა შენ მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა და მოგვანიჭებს დიდსა წყალობასა.
ვითარითა შესხმითა გაქებდეთ ღირსად, ანუ რომლითა გალობით გიგალობდეთ ჩუენ ყოვლად ნეტარსა პროხორეს, მსგავსად ღმრთივბრწყინვალისა ვარსკულავისა უდაბნოსა შინა დამკვიდრებითა განბრწყინვებულსა, და ნერგსა სამოთხისასა, ნაყოფისა კეთილისა გამომღებელსა, და დიდსა შემწესა და მოძღუარსა, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხუენელსა, და მომაქცეველსა ღმრთისა მიმართ, რომელმანცა შენ მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა და მოგვანიჭებს დიდსა წყალობასა.
ვითარითა შესხმითა გაქებდეთ ღირსად, ანუ რომლითა გალობით…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარითა შესხმითა გაქებდეთ ღირსად, ანუ რომლითა გალობით გიგალობდეთ ჩუენ ყოვლად ნეტარსა პროხორეს, მნათობსა სოფლისასა და სიქადულსა ქართველთა ერისასა და უმეტეს იერუსალეიმისასა, სადა იგი იღუაწე სათნოდ ღმრთისა, და განსწავლიდი სამწყსოთა და განამრავლებდი ხელნაწერთა და საღმრთოთა კრებულთა სადიდებელად ღმრთისა, აწ გვიოხე მისა მიმართ ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა, და მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი. (ხმაი 6).
ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძეი მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოისა გამოვიდა გამოუთქუმელად ხორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა. (ხმაი 6).
მამად და წინამძღურად აღგიარებს სიმრავლეი მონაზონთაი, ღმერთშემოსილო…
შესვლად. წარდგომა დღისა საწინაწარმეტყველონი; საკითხავი ღირსისა. 1. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალთა სულნი ხელთა შინა ღმრთისათა...) 2. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. (მართალნი საუკუნოდ ცხოვნდეს. და უფლისა მიერ...) წერილ-არს, მარტის 9-ს. 3. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი (მართალი თუ აღესრულოს განსუენებასა შინა...) წერილ-არს მაისის 7-ს. ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა ესრეთ ღირსისა პროხორესი
მამად და წინამძღურად აღგიარებს სიმრავლეი მონაზონთაი, ღმერთშემოსილო პროხორე, და იშუებს სახსენებელსა შენსა, რამეთუ აღაშენე სავანეი წმიდასა მას ცხოველსმყოფელისა ჯუარისა ადგილსა ნათესავისა შენისათვის მეფეთა ჩუენთა შეწევნითა, და მერმეცა მფარველობდენ რაი საძმოსა მისსა, შესწირვიდენ დიდთა საფასეთა და მამულთა, არა ხოლო თუ მკვიდრობასა მას შინა ქართველთასა, არამედ შემდგომთაცა მფლობელთა მისთა, გარნა აწ არცაღა უდევთ წილი მსახურთა შორის მისთა ქართველთა, და შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა შენ მიერ მონაღვაწები იერუსალიეიმისა ჯუარისა მონასტერი კუალად ჰყოს ქართველთა მამათა სამკვიდრებელად.
მაუწყებელ-არს საკვირველისა მის ღუაწლისა შენისა დიდებული მონასტერი ჯუარისაი იერუსალეიმსა, და ხმა მაღლად ჰქადაგებს რაი ლოცვათათვის შენთა მხურვალეთა, აწ ჩუენცა სიხარულითა მოვისწრაფით წმიდასა მას ტაძარსა, და ლოცვითა შეგვედრებთ ერსა ჩუენსა, განბნეულთა ყოველსა ქუეყანასა ზედა, და უფროის ისრაელსა შინა ცხორებულთა ქართველთა, რაითა უკუნ იქცენ სამშობლო ქუეყანასა და კეთილდღეობითა ცხოვნდებოდენ და მადლობდენ ღმერთსა, დამბადებელსა და შემოქმედსა ყოველთასა.
სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილ-იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა წინამძღურისასა, დიდთა მწიგნობართა იოანე დვალისა, და შავისა იოანეისა, მიქაელ გვირგვინის ძისა, და გაბრიელ საყუარელისა, და სხუათაცა მოღუაწეთა თანა არა დასცხრებოდი განმრავლებად ღმრთივსულიერთა წიგნთა და დიდებად ღმრთისა, მას ევედრეთ, განგვიმრავლოს ღმრთივგანბრძნობილნი მწყემსნი, მოძღუარნი და მონაზონნი, რაითა შენებრ ღირსებითა ემსახურონ წმიდასა ეკლესიასა და ერსა, და აქებდენ ძალსა მისსა.
აწცა განსცხრებოდე ქართველო ერო, და დღესასწაულობდ კრებულო მორწმუნეთაო, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და მოგუმადლა ჩუენ იერუსალეიმის ჯუარის მონასტერსა შინა მოღუაწენი მამანი - ვითარცა მაშენებელი და უპირველესი წინამძღუარი მისი პროხორე ქართველი; ეგრეთცა შემდგომნი მისნი - ლუკა იერუსალიმელი, ნიკოლოზ დვალი, და ყოველნი მოწამენი და ღირსნი მამანი ჩუენნი შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომხსნელად ვნებათაგან.
ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, ჰოი, დიდო მნათობო ქართველთაო…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, ჰოი, დიდო მნათობო ქართველთაო, და სივრცესა მას პალესტინისასა განბნეულნი მამანი მოჰკრიბე რაი სავანესა მას შენსა, ერთობითა იღუწიდით და აღამაღლეთ გვირგვინი მართლ-აღმსაარებელთაი, რაისთვისცა ეკლესიამან ქართველთამან, ვითარცა საუნჯე მრავალსასყიდლისაი, გპოვა შენ და სიხარულითა შეგიწყნარა.
გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყვისაო, გიხაროდენ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყვისაო, გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო, გიხაროდენ, უქორწინებელო, სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო, გიხაროდენ, თვინიერ თესლისა მშობელო, და თვინიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო, გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.
ქრისტეს მცნებათა იწურთიდი რაი მარადის, დღისი და…
სტიქარონსა ზედა დასდებელი. ხმაი 8
ქრისტეს მცნებათა იწურთიდი რაი მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, სიყურულითა ჰმწყსიდი სამწყსოსა მისსა და, ასწავებდი ვნებათაგან განკრძალვასა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძვად სათნოებათა შენთა, მამაო სანატრელო, რაითა ვევლტოდეთ ბოროტთა ჩუეულებათა და ვნებათა.
იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, უცხოობასა…
მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, უცხოობასა შინა ძეებრივითა გულმხურვალებითა მსახურებდი მშობელსა ერსა, რომელ აწ გსახავს შენ მამად თვისად, ღირსო პროხორე, და გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, რამეთუ არა გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, რაითა განგუარინოს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.
ანგელოზად ქუეყანისად და კაცად ზეცისად გიცით შენ…
მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.
ანგელოზად ქუეყანისად და კაცად ზეცისად გიცით შენ, ჰოი, ყოვლად დიდებულო მამაო მამათაო, და ჭურად რჩეულად ქრისტეს ღმრთისა, აღავსო რაი სული შენი სიბრძნითა, და ვითარცა წყაროი ცხოველი და თუალი დაუწყუედელი აღმოაცენებდი მოძღურებათა საღმრთოთა, აღორძინებისათვის ქრისტეის სამწყსოისა.
ახოვნად იტვირთე რაი სიმძიმე დღისაი, მოცემული ტალანტი…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ახოვნად იტვირთე რაი სიმძიმე დღისაი, მოცემული ტალანტი აღაორძინე, ჰოი, კეთილ-მონაო სახიერო და სარწმუნოო, და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისასა, აწ გვითხოვე მისგან მშვიდობით დაცვაი სოფლისაი, და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, აღორძინებაი ერისა ჩუენისაი და სულთა ჩუენთათვის წყალობაი.
უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ყოვლადუბიწოო, და მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, აწ ჩუენიცა ვედრებაი შეიწირე და გვითხოვე, რაითა მივიღოთ მისგან მოტევებითა შენითა ბრალთა შენდობაი და ცხოვრებაი სულთა ჩუენთაი, უხრწნელო.
კეთილმსახურებისა სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო, მონაზონთა სიქადულო…
ტროპარი, ხმაი 4
კეთილმსახურებისა სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო, მონაზონთა სიქადულო და მოძღუარო, ღმერთშემოსილო პროხორე, ჯუარისა მონასტრისა დამამკვიდრებელი იერუსალეიმსა შინა, მოგვიხსენენ წინაშე ღმრთისა, რაითა უვნებელად დაგვიცვას განსაცდელთაგან და ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.
იყავ რაი საღმრთოთა მათ საქმეთა მოსწრაფეი, ღირსო…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა სხუაი ტროპარი
იყავ რაი საღმრთოთა მათ საქმეთა მოსწრაფეი, ღირსო პროხორე, ვითარცა სანთელი ჰბრწყინევდი მაღალსა ზედა სასანთლესა წინამძღურობისასა, და ყოველთა ხატ ექმენ სიბრძნისა, სიმდაბლისა და ღმრთისმოსავობისა, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღოლ ცხორებისა, და მეოხად ღმრთისა მიმართ, რაითა თანაწარგუხადოს რისხუაი, სამართლად აღძრული ცოდვათა ჩუენთათვის და გვიხსნნეს უხილავთა და ხილულთა მტერთაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღმრთისმშობელო ქალწულო 1-გზის
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო…
ღმერთი უფალი (იგალობება IV ხმაზე). - ტროპარი 1 დიდებაი... - ტროპარი 2 აწდა ღმრთისმშობლისა ,,აღდგომის განსატევებელი (ტროპარი ხმის მიხედვით):
რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განხორციელდა, ჯუარცმაი ნებსით თავს იდუა, რომლისათვისცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იხსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.
დღესასწაული სიხარულისაი აღმოუბრწყინდა ყოველთა, ხსენებაი შენი, სამგზის…
შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმაი 1
დღესასწაული სიხარულისაი აღმოუბრწყინდა ყოველთა, ხსენებაი შენი, სამგზის სანატრელო მამაო პროხორე, და შეკრბეს ერთად ქებად საქმეთა შენთა და სამღდელოთა თანა მორწმუნენი ერთობით ვადიდებთ განმაძლიერებელსა შენსა უფალსა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი, ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. 2-გზის
განეცხადების საიდუმლოი საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განეცხადების საიდუმლოი საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისათანა ვხმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
ცხორებაი კეთილმსახურებითა ქუეყანასა ზედა აღასრულე, და გამოსჩნდი…
შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. ხმაი 4
ცხორებაი კეთილმსახურებითა ქუეყანასა ზედა აღასრულე, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალედ მნათობად ერისა შენისა, აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო პროხორე, და მეოხ-გუეყავ ყოველთა მედღესასწაულეთა წმიდისა სახელისა შენისათა. 2-გზის
ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოისა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათვისცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.
ვითარცა სანთელი მაღალსა ზედა სასანთლესა ჰბრწყინევდი რაი…
შემდგომად სადიდებელისა წარდგომა. ხმაი 8 სიბრძნე
ვითარცა სანთელი მაღალსა ზედა სასანთლესა ჰბრწყინევდი რაი იერუსალეიმსა, მარადის ილოცვიდი ღმრთისა მიმართ, რაითა დასცხრენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა მტერთანი ერისაგან შენისა, აწ ვითარცა ძუელ ოდესმე, ჰყავ წყალობაი ჩუენთვის, და ევედრე ღმერთსა, რაითა განგუარინოს ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა. 2-გზის
თანა დაუსაბამოი სიტყუაი მამისაი, შენგან მიიღებს დასაბამსა…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თანა დაუსაბამოი სიტყუაი მამისაი, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაი განზრქების, ხოლო ძეი ღმრთისაი ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწთომელი ესე საიდუმლოი, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი…
აღსავალი, ანტიფონი 1. ხმაი 4
სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთვის გევედრები: შემწე-მეყავ და მიხსენ სახიერ.
რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განხმული თივაი შეგჭამნესთ გეენიამან.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.
შენ უღელი ქრისტეისი აღიღე ქედსა ზედა, ყოვლად…
წარდგომაი, ხმაი 7 პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი. რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე. ყოველი სული... სახარება ლუკასი, თავი 6. მუხლი 17. (მას ჟამსა შინა, დასდგა იესუ...) დასასრული მუხლი 23. (მრავალ არს ცათა შინა...) შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.
შენ უღელი ქრისტეისი აღიღე ქედსა ზედა, ყოვლად ნეტარო მამაო, და სიბრძნითა ჰმტვირთველობდი რაი ჯუარსა შენსა, წმიდასა მას მიწასა აღაშენე იბერთა მონასტერი და მას შინა მოჰკრებდი რაი ქართველთა მეუდაბნოეთა და ღმრთივსულიერთა მამათა, აღაორძინებდი მწიგნობრობასა ქართულსა, და იქმენ ერისა ჩუენისათვის ვითარცა დაუწყვედელი წყაროი მადლისაი.
წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი…
კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6 სექტემბრის 28-ს იძიე კანონი ღირსისა, მუხლი 8. ხმაი 1 გალობაი 1, უგალობდითსა ძლისპირი
წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
მოიწია დღესასწაული წმიდისა და ნეტარისა პროხორესი და მოუწოდს ერთა შესხმად და ქებად ღმრთივბრწყინვალეთა მათ ღუაწლთა, რომელი აღასრულნა მის მიერ ღმერთმან.
წმიდაი ხსენებაი შენი, ყოვლად ბრწყინვალეო მამაო, მოგვიწოდს ქებით შემკობად შენდა და ვადიდებთ ღმერთსა, რომელმან გამოგირჩია ჭურად რჩეულად და ორღანოდ დამტევნელად მადლთა მათ მისთა.
არცაღა სამართალ არს საქმეთა შენთა დავიწყებაი ქართუელთათვის, ღირსო, არამედ წლითი წლად გვიხმს აღსრულებაი ხსენებისა შენისაი ჯეროვნად, ვითარცა ღირს ხარ, და გამოთხოვაი მამობრივისა კურთხევისაი.
ვერ ძალ-უძს ენასა ჩუენსა გამოთქმად საქმეთა შენთა, მამაო ყოვლად ბრძენო, რამეთუ უფროის ძალისა ჩუენისა აღემატა დიდებაი შენი, არამედ შეიწირე ჩუენ უღირთა ძალისაებრ გალობაი და გვითხოვე ღმრთისაგან მოტევებაი ცოდვათა ჩუენთაი.
შესავედრებელად და მეოხად გვივი რაი წინაშე ქრისტეის ღმრთისა, შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა შეუძრველად დაიცვას წმიდაი ეკლესიაი თვისი კუეთებისაგან მტერთაისა.
უმცხინვარეს მზისა ბრწყინავდა რაი უფალი გულსა შინა…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უმცხინვარეს მზისა ბრწყინავდა რაი უფალი გულსა შინა შენსა, ღირსო, მის მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, და დაუცხრომელად მუშაკობდი სადიდებლად მისა.
დედოფალო დაბადებულთაო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრე, რაითა დაიცვას…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედოფალო დაბადებულთაო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრე, რაითა დაიცვას ერი ჩუენი, რომელი გამოირჩია, და ძლევაი მტერთა და წინააღმდგომთა ზედა მოჰმადლოს მას, ვითარცა ყოვლად ძლიერმან.
ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით…
გალობა 3, განძლიერდასა ძლისპირი
ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
იშევ რაი, წმიდაო, კეთილმსახურთა დიდებულთაგან - იოვანეისა და რიანუშისაგან შავშეთსა, სიწმიდითა გზრდიდენ სანატრელი მშობელნი შენნი, დიდებულო, და გასწავებდენ წიგნთა საღმრთოთა და გულისხმის-ყოფასა ღმრთისა მაღლისასა.
სიყრმითგან შეიყუარე სიწმიდეი, ნეტარო, და აღვსილ იყავ რაი შიშითა ღმრთისაითა, მადლმან მისმან დაიმკვიდრა შენ თანა და გყო ჭურ რჩეულ და მხილველ უხილავთა საქმეთა. აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაი, რაითა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.
არად შეჰრაცხე შენ საწუთროისა შუებანი და შუენიერებაი სოფლისაი, ჯერეთცა ყრმაი წარხვედ წყაროისთავისა მონასტერსა, სადაცა იღუწიდა ძმაი შენი, და დაემოწაფე რაი მამასა არსენს, განგსწავლიდა მოსაგრეობასა შინა.
ფრიად წარემატებოდი რაი სულითა, დაგიმოწაფა დიდმა მამამან ჩუენმან ეფთვიმე `გრძელმან~, და მიერითგან ირწყვებოდი მის მიერ, ვითარცა ხეი დანერგული თანა-წარსადინელსა მას წყალთა სულისა წმიდისათა. აწ ჩუენცა ღირს გვყვენ მადლსა მისსა, მოგვენიჭოს მღვიძარებაი სულისაი და სიმრთელეი ხორცისაი.
ისწრაფდი რაი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, სახეი მონაზონებისაი შეიმოსე მოძღურისა მიერ შენისა, და არცაღა დასცხრებოდი დიდებად ღმრთისა, მას ევედრე, რაითა დაგვიფაროს ყოვლისაგან ბოროტისა.
გხედვიდენ რაი სულითა უძლეველსა და ხორცითა ახოვანსა…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გხედვიდენ რაი სულითა უძლეველსა და ხორცითა ახოვანსა, გაკურთხეს ხუცად, ყოვლად სანატრელო, და სურნელებაი ლოცვისა შენისაი, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა წინაშე ღმრთისა. მას ევედრე აწ ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.
მხსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი…
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.
შემოკრბით, ჰოი, ერნო ქართუელთანო, მამათა კრებულნო და…
წარდგომაი, ხმაი 8
შემოკრბით, ჰოი, ერნო ქართუელთანო, მამათა კრებულნო და მონაზონთა მწყობრნო მღდელთმთავართა თანა, მდიდარნო და გლახაკნო და ყოველნო ჰასაკნო, რაითა ვაქებდეთ აღმაშენებელსა და უპირველესსა წინამძღუარსა იერუსალეიმის ჯუარის მონასტრისასა, დიდსა პროხორე ქართველსა, სულიერსა წინამძღუარსა და მამასა ერისა ჩუენისასა, რაითა მეოხ გვეყოს წინაშე ღმრთისა, შეგვჭურნეს ძალითა თვისითა უძლეველითა, და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისაითა.
მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით…
გალობა 4, უფალო მესმასა ძლისპირი
მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.
ვითარცა მონაზონი ღირსი, გაკურთხეს რაი ხუცად, მიეც თავი თვისი ფიცხელსა მოღუაწებასა უფროის პირველისა, აწ ჩუენცა გუასხურე ცუარი მადლისა შენისაი, რაითა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და გალობად ღმრთისა.
ღმრთისამიერ სურვიელ იქმნა რაი მოძღუარი შენი სივლტოლად წმიდათა ადგილთა, ექმენ თანამოგზაურ კეთილ სრბისა მისისა, ღირსო, და მიისწრაფეთ იერუსალეიმსა, სადა მიგიძღუა ღმერთი ორთავე, და იღუაწეთ თქუენ ღუაწლი უკუდავებისაი, სათნო ღმრთისაი.
მოძღურისა თანა მი-რაი-ხვედ წმიდად ქალაქად, მამაო, შეგიწყნარეს თქუენ საბაის ლავრასა შინა და სადაცა დიდად იღუწიდით და არა დასცხრებოდით ლოცვად და გალობად ღმრთისა, გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაი, რაითა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.
ლავრასა მას საყდარიცა გაქუნდათ ქართველთა, ანდერძისაებრ საბაისა, რამეთუ უყვარდა ნათესავი ჩუენი კაბადუკიელსა მას მოღუაწესა, და ენითა ქართულითა აღავლენდით ღმრთისმსახურებასა.
განბრწყინდი რაი საქმითა მონაზონებისაითა, ღირსო, ჟამითი ჟამად იღუწიდი უდაბნოსაცა შინა, გარნა არასადა დაუტევებდი მოძღუარსა და უძლურთა ძმათა, და მსახურებდი მათ სიმდაბლითა.
ფრიად განმრავლდით რაი ქართველნი ლავრასა, განიზრახე აღშენებაი…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ფრიად განმრავლდით რაი ქართველნი ლავრასა, განიზრახე აღშენებაი მონასტრისაი წმიდასა მას მიწასა, და სივრცესა მას პალესტინისასა განბნეულთა მეუდაბნოეთა და მამათა მუნ მოკრებაი, ვითარცა ძუელად წმიდა მეფემან ვახტანგ გორგასალმან.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე მხოლოდშობილსა ძესა შენსა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე მხოლოდშობილსა ძესა შენსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა…
გალობა 5, ღამითგანსა ძლისპირი
სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
გეგულებოდა რაი დასავლით იერუსალეიმისა დარღვეული სავანეი ჯუარისაი, აღგებული გორგასლისა მიერ ადგილსა მას, მირიან მეფის მონაყიდსა, იწყე მუნ დაფუძნებაი მამათა შესაკრებელისა კურთხევითა მოძღურისა შენისათა.
თანა შემწე გექმნა ვითარცა მეფე ჩუენი ბაგრატ აღშენებისათვის მონასტრისა, ეგრეთცა დედამან მისმან მარიამ დედოფალმან, შემოგწირა საფასე დიდი ხელითა გიორგი ათონელისაითა, წარმოგზავნა რაი მოსალოცავად წმიდათა ადგილთა იერუსალეიმსა.
შეიყარნეთ რაი ორნი ნეტარნი წმიდანი მამანი ჩუენნი წმიდასა მას მიწასა, მხურვალედ ამბორს უყოფდით ურთიერთას, და ევედრე გიორგი ათონელსა წარმოგზავნაი წიგნთა საღმრთოთაი, და მათ მიერ განამდიდრე მონასტერი ჯუარისაი.
პირველ აღაშენე და შეამკე რაი ეკლესიაი ხატთა მიერ და სიწმიდეთა, განისმა ყოველთა შორის სათნოებათა შენთა სიმრავლე, ბრძენო, და იწყეს ქართველთა მოსლვად და განმრავლებად. და აღასრულებდით ღმრთისმსახურებასა ქართულსა ენასა ზედა.
მწყემს იქმენ რაი სამწყსოისა მის პირმეტყუელისა, სანატრელო, სიბრძნითა განაგებდი მონასტერსა მას, და განუჩინე წესი და კანონი მსგავსადვე საბაის წმიდისა ლავრისა. აწ ჩუენცა მოგვანიჭე სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.
იშუებს ერი ჩუენი, ღირსო მამაო პროხორე, და…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იშუებს ერი ჩუენი, ღირსო მამაო პროხორე, და იხსენებს რაი საკვირველსა მას ღუაწლსა შენსა, ძალნიცა ზეცისანი უხილავად გალობენ ძნობითა, და ბანაკი მონაზონთაი იხარებს, მოქადული შრომათათვის შენთა, უდაბნოსა შინა აღსრულებულთა,
ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.
დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა…
გალობა 6, ღაღადყავსა ძლისპირი
დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იხსენ განხრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიხსენ მე, ქრისტე.
მწყემს იქმენ რაი ქრისტეის სამწყსოისა, გამოჰზარდენ იგინი მეცნიერებითა, და ბერძულისაგან თარგმნიდით საღმრთოთა წერილთა, და ახალსაცა ქმნიდით სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრეთ აწ, რაითა მოავლინოს ჩუენ ზედა მადლი თვისი და განანათლოს გონებაი ჩუენი მეცნიერებითა ჭეშმარიტებისა მისისაითა.
იხარებდა ღირსად ბანაკი მონაზონთა და მორწმუნეთაი შენთვის, წმიდაო, აღაშენე რაი სახლი შესაწყნარებელად უცხოთა, და სიმშვიდეი დიდი შესძინე მომლოცველთა მათ იერუსალეიმისათა, განარინე რაი ურიცხუსა საფრხესა და ჭირსა.
მოცემულ გაქუნდა რაი ღმრთისა მიერ ნიჭი მსახურებისა და სულთა გამკითხვისაი, იქმენ მამაი მრავალთა სულთაი და კეთილად დამცველი მონაზონებისა წესისაი, და მარადის ლოცულობდი ივერიელთათვის და კეთილად წარმართებისათვის მათისა.
იყავ რაი მწყემსი კეთილი, ღმრთისა მიმართ მვედრებელი ერისათვის შენისა და სამწყსოისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ღმერთსა, განგვიმრავლოს ღმრთივსულიერნი მამანი და წინამძღუარნი ხსნად ყოვლისაგან საცთურისა.
მოსწრაფე იყავ რაი სათნო-ყოფად ღმრთისა, მარადჟამს ცხონდებოდი სიწმიდითა ხორცთაითა და უმანკოებითა გულისაითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, რომელნი სახსენებელსა შენსა აღვასრულებთ, ღმერთშემოსილო, და გვითხოვე გამოხსნაი ბოროტთა ჩვეულებათა და ვნებათაგან.
იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, უცხოებასა…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულისა
იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, უცხოებასა შინა ძეებრივითა გულმხურვალებითა მსახურებდი მშობელსა ერსა, რომელ აწ გსახავთ შენ მამად თვისად, წმიდაო პროხორე, და გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, რაითა განგუარინოს ჩუენ ყოველთა ბრალთა და უსჯულოებათაგან.
წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.
წინამძღურად გექმნა რაი განუზომელი სიყუარული ღმრთისა და…
კონდაკი, ხმაი 3
წინამძღურად გექმნა რაი განუზომელი სიყუარული ღმრთისა და ერისა შენისაი, ღირსო პროხორე ქართუელო, დიდითა შრომითა და მეფეთა ჩუენთა შეწევნითა დაამკვიდრე სავანეი წმიდასა მას მიწასა, და კარი მისი, ნაცვალად ედემისა, სამოთხედ განუღე რაი ნათესავსა შენსა, გამოსჩნდი კანონად მონაზონთა, და ბრწყინვალე მნათობად საქართუელოისა.
ღმრთისა მიერ გამოირჩიე რაი აღშენებად წმიდისა სავანისა…
იკოსი
ღმრთისა მიერ გამოირჩიე რაი აღშენებად წმიდისა სავანისა ქართუელთათვის იერუსალეიმსა შინა, ადგილსა მას წმიდასა, სადა იგი მოკვეთილ იქნა ხეი პატიოსანი, რომლისა მიერ შექმნეს ჯუარი ქრისტეს ვნებისაი, ყოვლითურთ განასრულე მეფეთა ჩუენთა შეწევნითა, და შეჰკრიბე მას შინა ღმრთივსულიერნი მამანი და მეცნიერნი ძმანი, და ერთობითა აღაორძინებდით მწიგნობრობასა ქართულსა. აწ შეგვაწყნარე ღმერთსა, ეკლესიაი თვისი დაიცვას, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიფაროს ივერიაი და მკვიდრნი მისნი ყოვლისაგან ბოროტისა, აღმოგვიყვანოს უფსკრულთაგან ცოდვათაისა, და ლავრაი ეგე შენი უკუნ სცეს კუალად თვისტომთა შენთა, რაითა სიხარულითა ღაღადვჰყოთ: „იერუსალეიმის ჯუარისა მონასტერი ქართუელთა ძმათა სამკვიდრებელია“.
ყრმათა ბაბილონს სახუმილსა შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი…
გალობა 7, კურთხეულარსა ძლისპირი
ყრმათა ბაბილონს სახუმილსა შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
უმეტეს მზისა ბრწყინვენ საქმენი შენნი და უფროის ჭირნი და შრომანი, რომელ თავს ისხენ ქრისტეის ღმრთისათვის, და აწ დამკვიდრებულ ხარ ყოველთა წმიდათა თანა წინაშე მისა.
სიბრძნითა წინამძღვრობდი რაი ძმათა, ღმერშემოსილო მამაო, მხცოვანებასა მიწევნული მოუძლურდი და ყოველი უფლებაი სამწყსოსა შენსა ზედა დაუტევე გიორგის, მოწაფესა შენსა.
გეწადა რაი მყუდროებითა ცხორებაი, ორითა სარწმუნოითა ძმითა განხვედ უდაბნოსა - მახლობლად ნებოის მთისა, და სიმშვიდითა და მარხვითა დადგრომილ იყავ მოუკლებელად ლოცვასა.
მწყემსსა ცხოვართასა გპოვებთ შენ, და კეთილად მოღუაწესა მლოცველსა, ხოლო ეშმაკთა შენ მიერ დაცემულსა ვხედავთ, იერუსალეიმისა შუენებაო პროხორე, საკვირველო, წმიდითა ლოცვითა შენითა მეოხო ჩუენო და ხელისაღმპყრობელო.
ექმენ ლამპარ ბრწყინვალეი პალესტინესა შინა მოღუაწეთა ქართუელთა…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ექმენ ლამპარ ბრწყინვალეი პალესტინესა შინა მოღუაწეთა ქართუელთა, და ვითარცა სუეტი ნათლისაი ღმრთისმშობლის წილხვედრსა ერსა შენსა, ეგულებოდი რაი წმიდა მიწასა აღმაორძინებლად ყოვლისა საქმისა ქართულისა და გხადოდენ წინამძღურად.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მიხსენ ჩუენცა განსაცდელთაგან მტერისათა და ღირს მყვენ გალობად შენდა: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა…
გალობა 8, აკურთხევდითსა ძლისპირი
შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
დიდ არს სიმდაბლეი შენი, ღირსო, და უმეტეს მადლი, რამეთუ თავსა შენსა უწოდდი გლახაკსა და ფრიად ცოდვილსა მონასა ღმრთისასა, და არასადა დაუტევებდი ლოცვასა, მარხვასა და ხელ-საქმეთა, და ღაღადებდი: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
მარადის ხედევდი რაი თუალითა სულისაითა მაღალთა შინა დამკვიდრებულსა ღმერთსა მხოლოსა, ღირსო პროხორე, ევედრებოდი მიტევებასა ცოდვათასა, გაძლიერებასა ძმათასა და ყოველთა ჭირთაგან ხსნასა წმიდისა მის მიწისა და ერისა შენისასა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა გვიხსნას ვნებულებისაგან, სულიერისა და ხორციელისა.
ფრიად განბრწყინდა ღუაწლი შენი, ვითარცა პალესტინესა და იბერიას, ეგრეთვე ყოველსა ქუეყანასა, და ჰხედვიდენ რაი შენსა მას ანგელოსებრივსა მოქალაქეობასა, ფრიად იხარებდენ ქართველნი და ღაღადებდენ: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
მოიწია რაი ჟამი აღსასრულისა შენისა, მამაო, აკურთხევდი სამწყსოსა და ერსა შენსა ავედრებდი ღმერთსა, აწ ჩუენცა თავს-მდებ და დამგებელ მისა მიმართ გუექმენ, და აღმასუბუქებელ სიმძიმესა ცოდვათასა, რაითა კეთილდღეობითა ვცხონდებოდეთ, და ვაქებდეთ სახიერებასა მისსა.
სიწმიდითა განვლე რაი ცხორებაი, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, ილოცვიდი მისა მიმართ, რაითა დასცხრენ აღძრვანი ბოროტისანი სამწყსოისაგან შენისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ყოველთა მოწევნულთა სენთა, ჭირთა და იწროებათაგან განგვარინოს ოხითა შენითა.
ლოცვითა განწმედილმან და შრომითა განკაფულმან მშვიდობითა შეჰვედრე…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ლოცვითა განწმედილმან და შრომითა განკაფულმან მშვიდობითა შეჰვედრე რაი სული თვისი უფალსა, მაშინ მოვიდეს ანგელოზთა გუნდი და გიძღოდეს და აღგიყვანეს წინაშე ღმრთისა. მას ევედრე აწ, ყოვლად სანატრელო პროხორე, რაითა მომხსენებელნი შენნი დაგვიცვას ყოველთა ჭირთა და ურვათაგან.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს სახუმილსა შინა სამებასა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს სახუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროისაი, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა…
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე. გალობა 9, ადიდებდითსა ძლისპირი
მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილისა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
ჰოი, შრომათა შენთა სიმრავლესა, ყოვლად ნეტარო პროხორე, რომლითაცა იხარებ წინაშე ღმრთისა, მიგცუალა რაი სავანეთა ზეცისათა, და მოგანიჭა მადლი შეწევნისაი. აწ ჩუენცა ნუ დაგვივიწყებ სიმრავლისათვის ცოდვათასა, ღმერთშემოსილო, და განგვაშორე ყოველთა საქმეთა უსჯულოებისათა.
დაღაცა-თუ საფლავმან დაგფარა, ნეტარო,პატივი სიწმიდისაი არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, რამეთუ სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა მიანიჭებდი მადლთა და კურნებათა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, დაგვიფაროს მახეთაგან ბოროტისა.
ზეცით მოგუხედენ, მამაო, შემოკრებულთა ამათ და სურვილით მედღესასწაულეთა წმიდასა ამას სახსენებელსა შენსა, ღირსო პროხორე, და ევედრე ჩუენთვის უფალსა, რაითა სიწმიდეი და შემუსრვილებაი მოჰმადლოს გულთა ჩუენთა, და ღირს-გვყოს ქებად შენდა.
შენ თანა მოვიხსენებთ, ღირსო მამაო პროხორე, არა ხოლო თუ ნიკოლოზ დვალსა და ლუკა იერუსალეიმელსა, არამედ ჯუარის სავანესა შინა მოღუაწეთა ღირსთა მამათა ჩუენთა, ზეცათა შინა წმიდასა მწყობრსა ქართველთასა შერთულთა და ვადიდებთ ღმერთსა.
ფრიად განბრწყინდა ღუაწლი თქუენი, ჰოი, მადლმოსილნო მამანო, იერუსალეიმელნო, და განხდა რაი ქუეყანასა ჩუენსა, აჰა, აწ მოგუხედეთ მოწყალებით, რომელნი ხსენებასა თქუენსა უგალობთ და გევედრებით: დაგვიფარეთ ცოდვათა და უძლურებათაგან.
განუზომელი მოწყალებაი და უაღრესი სიტკბოებაი და სიმდაბლეი…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განუზომელი მოწყალებაი და უაღრესი სიტკბოებაი და სიმდაბლეი გექმნათ რაი წინამძღვრად გზასა მას სასუფეველისასა, აწ ხსენებისა თქუენისა აღმასრულებელთა გვითხოვეთ, ჰოი, ღირსნო მამანი ჩუენნო იერუსალეიმელნო, მოტევებაი შეცოდებათაი, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარეთა.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
იყავ რაი მარადის განათლებული მღვიძარებითა, ყოვლად ნეტარო…
განმანათლებელი
იყავ რაი მარადის განათლებული მღვიძარებითა, ყოვლად ნეტარო პროხორე, მრავალთა მოუწოდდი სინანულად და ნათლითა მით საღმრთოითა, დიდებულო, განანათლებდი გულთა მათთა, რაითა იცნან ღმერთი მხოლოი, განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან. - 2 გზის
გნატრით შენ, ღირსო მამაო გიორგი-პროხორე, და პატივს-ვჰსცემთ…
სადიდებელი
გნატრით შენ, ღირსო მამაო გიორგი-პროხორე, და პატივს-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, რამეთუ მოღუაწებამან შენმან აღაორძინა რაი შეკრებულებაი ქართველთაი იერუსალეიმსა, სიბრძნითა უძღოდი სამწყსოსა შენსა და ღმერთსა ავედრებდით ქართველთა ერსა.
მოაწია რაი დღესასწაული შენი, ვითარცა ცისკარი ბრწყინვალეი…
აქებდითსა ზედა დასდებელი; მუხლი 8
მოაწია რაი დღესასწაული შენი, ვითარცა ცისკარი ბრწყინვალეი, და განამხიარულებს გულსა მორწმუნეთასა, აწ ჩუენცა ვაქებთ საქმეთა შენთა, ღირსო მამაო პროხორე, და შესხმითა სულიერითა შევამკობთ ღმრთივ-ბრწყინვალესა ცხორებასა შენსა, რამეთუ სიტყუაი მოუძლურდების და გონებაი განცვიფრდების შრომათა, ჭირთა და ღუაწლთა შენთაგან, და ვადიდებთ განმაძლიერებელსა შენსა ქრისტესა.
იქების დღეს ქრისტეისმოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, სიწმიდეი, სიმშვიდეი, და სიმდაბლეი და შრომისმოყუარებაი საკვირველი, წმიდაო, სამ-გზის სანატრელო მამაო პროხორე, და ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა, გევედრებით: მოსავთა შენთათვის ნუ დასცხრები მეოხებად წინაშე ღმრთისა, მოგუცეს ძლევაი ეშმაკთაი და მანქანებათა მათთაი ყოველთა ქრისტეისმოყუარეთა ქართველთა.
ქრისტეს მცნებათა იწურთიდი რაი მარადის, ღირსო მამაო პროხორე, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, სიყურულითა ჰმწყსიდი სამწყსოსა მისსა, და, ასწავებდი ყოველთა, რაითა სულისა თვისისათვის ზრუნვიდენ მოწყალებითა, მარხვითა, და ლოცვითა, აწ ჩუენთვისცა ევედრე კაცთმოყუარესა ღმერთსა, განგვიმრავლოს ჭეშმარიტნი წინამძღუარნი და მამანი, ცოდვათა შესანდობელად, და ხსნად ყოვლისაგან ურვისა და საცთურისა.
ეკლესიაი ივერთაი შვილთა თვისთა თანა შეიმკუების რაი ბრწყინვალედ ღუაწლთა თქუენთა სიმრავლითა, აწ ჩუენცა შეუვრდებით წმიდათა ხატთა თქუენთა, ღირსნო მამანო იერუსალეიმელნო, და ახოვან-ქმნილნი ღუაწლითა თქუენითა გევედრებით: ვითარცა დიდებულთა მეოხთა და მკურნალთა მოსავთა თქუენთასა, რაითა გვიხსნნეთ ჩუენ სულთა და ხორცთა ვნებათაგან და აღგვავსოთ საღმრთოითა მოშურნეობითა.
სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე, ჰოი, ღირსო მამაო ჩუენო პროხორე, და სიწმიდითა მსახურე რაი ღმერთსა, ვითარცა ოქროი, განწმედილ იქმენ ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა, ამისთვისცა სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ჩუენსა, რაითა დაგვიფარო გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.
აღაშენე რაი სავანეი ნათესავისა შენისათვის ცხოველსმყოფელისა ჯუარისა ადგილსა, აღავსე მოღუაწეთა მიერ და მამათა და ჰყავ იგი ერისა ჩუენისათვის წყაროდ მადლისა და სულიერებისა, ამისთვისცა ვმწუხარებთ დაკარგვისათვის საუნჯისა მის ჩუენისა და გევედრებით: კეთილმსახურებრითა კადნიერებითა შენითა შეგვეწიე, რაითა ვძლოთ ყოველი დაბრკოლებაი, აღძრული წინააღმდგომთაგან დამკვიდრებისათვის მამათა ჩუენთა მოწესეთა სავანესა მას შენსა, წარსამართებელად სულიერისა ცხორებისა ჩუენისა, და სადიდებელად ღმრთისა.
მრავალსა ჟამსა ბრწყინვიდა რაი დიდებული ხატი შენი, ლუკა იერუსალეიმელისა ხატისა თანა კედელსა მას ტაძრისასა, გარნა აღმოჭრილ იქნენ და განსყიდულ უცხოსა ქუეყანსა, არამედ საღმრთოითა განგებულებითა ემცნო პატრიარქსა ჩუენსა, და კურთხევითა მისითა შესყიდული უბოძეს რაი სუეტიცხოველსა, აჰა, აწ ჩუენცა შეუვრდებით დიდებულსა მას ხატსა თქუენსა და გევედრებით: გვიმეოხეთ წინაშე ზეცათა მეუფისა, ცოდვათა შესანდობელად, და ხსნად ანტიქრისტეს მძლავრებისაგან და საცთურისა.
იყავ რაი საყუარელ ყოველთაგან სჯულიერებისა და სიმდაბლისათვის…
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იყავ რაი საყუარელ ყოველთაგან სჯულიერებისა და სიმდაბლისათვის შენისა, უმეტესად ჯერ-არს ჩუენდა, ღირსო მამაო პროხორე, რაითა ყოველთა მიუთხრობდეთ საკვირველთა ამათ საქმეთა შენთა და ვადიდებდეთ ღმერთსა, რომელმანცა ესევითარი მიჰმადლა მზრუნველი მამაი და საკვირველი მოღუაწეი პალესტინესა შინა მოღვაწეთა ქართველთა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა, და მეოხ-გუეყავ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაი, მშვიდობაი და დიდი წყალობაი.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღმრთისმშობლისა დიდებაი მაღალი გრძლად და განტევებაი. ლიტურღიასა ზედა: მომიხსენენი კანონისაგან ღირსისა, გალობა 3 და 6. წარდგომა, ხმაი 7. პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი. რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე. სამოციქულო I კორინთელთა, თავი 12, მუხლი 7. (ძმანო, თითოეულსა ჩუენსა...) დასასრული, მუხლი 12. (კაცად-კაცადსა ვითარცა ჰნებავს...) ალილუია, ხმაი 6. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა. მუხლი. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი. სახარება მათესი, თავი 11, მუხლი 27. (ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა...) დასასრული, თავი 12, მუხლი 1. (ტვირთი ჩემი სუბუქ-არს...) განიცადე: სახსენებელად საუკუნოდ.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
ვუძღვნი ჩემი ოჯახის გარდაცვლილ წევრებს - მედავითნე თამარს, შალვას; ნატალიას; მიხეილს და ქეთევანს.
ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული*
ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული*
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა. იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ.
ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმა „მახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა. შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.
ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.
გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: „რაჲმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.
ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი (ცხოვრება იხილეთ 12 ივლისს). წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავდროულად, დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.
ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობით და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.
ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”.
ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.
პორტაიტის, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
წმ. პროხორე ქართველისა (XI)
წმ. პროხორე ქართველისა (XI)
წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯუარისა მონასტერი".
გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის (ხს. 1 ოქტომბერს). V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს (ხს. 30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.
მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფემ ბაგრატ კურაპალატმა.
ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.
წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
წმ. ლუკა იერუსალიმელისა (მუხაიძე, 1277)
წმ. ლუკა იერუსალიმელისა (მუხაიძე, 1277)
წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა ოცი წლისა შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.
კაცთა წაწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ჴიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შეხ ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია, მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს. წმიდა ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის.
სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
წმ. ნიკოლოზ დვალისა, (1314)
წმ. ნიკოლოზ დვალისა, (1314)
წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმს წავიდა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით ანთებული წმიდა ნიკოლოზი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.
უსჯულოებმა წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალფერი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს და საპყრობილეიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და წმიდა იოანე ნათისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.
დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.
ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა წმიდანს მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე.
ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელ მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთჳს სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანი გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.
როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწარობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნებელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთჳს“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერითგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“, - დაამშვიდა მან იგი. წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
წმ. მელეტისა, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381)
წმ. მელეტისა, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381)
წმიდა მელეტი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი თავდაპირველად სებასტიის სამწყსოს განაგებდა (დაახლ. 357), შემდეგ კი იმპერატორმა კონსტანტინემ ანტიოქიაში უხმო არიანელებთან საბრძოლველად და ანტიოქიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.
წმიდა მელეტი მხურვალედ იბრძოდა არიანელთა წინააღმდეგ, რის გამოც მწვალებელთა მანქანებით სამჯერ განიდევნა კათედრიდან: არიანელები გარს ერტყნენ კონსტანცის და თავიანთი გავლენის ქვეშ იქცევდნენ. ანტიოქიელი მღვდელმთავარი საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, სულიერი შვილები სათნოებითა და კეთილი ზნით აღეჭურვა, რადგან თვლიდა, რომ ამგვარ ნიადაგში ადვილად გაღვივდებოდა ჭეშმარიტი სწავლების მარცვლები.
წმიდა მელეტიმ აკურთხა დიაკვნად წმიდა ბასილი დიდი; მანვე მონათლა და სულიერად მის თვალწინ იზრდებოდა მართლმადიდებლობის დიდი ლამპარი – წმიდა იოანე ოქროპირიც.
კონსტანცის შემდეგ ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა და ნეტარი მელეტი კვლავ განიდევნა. მას შემდეგ, რაც 363 წელს იმპერატორმა იობიანემ კათედრა დაუბრუნა, წმიდა მამამ დაწერა „გადმოცემა სარწმუნოებისა”, რომლის გავლენითაც მრავალი არიანელი მოექცა მართლმადიდებლობაზე.
381 წელს, იმპერატორ თეოდოსი დიდის (379-395) დროს, კონსტანტინეპოლში გაიმართა II მსოფლიო საეკლესიო კრება. თავდაპირველად მას მელეტი ანტიოქიელი ხელმძღვანელობდა. ღირსი მამა კრების დროს გარდაიცვალა. წმიდა გრიგოლ ნოსელმა მის სახოტბო სიტყვით მიაგო პატივი.
მწყემსმთავრის პატიოსანი ცხედარი კონსტანტინეპოლიდან ანტიოქიაში გადმოასვენეს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსთა მარიამისა და მამისა მისისა ევგენისა (VI)
ღირსთა მარიამისა და მამისა მისისა ევგენისა (VI)
ღირსი მარიამ – მარინი და მამა მისი ღირსი ევგენი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ ბითვინიაში (მცირე აზიის ჩრდილო დასავლეთი ოლქი). დაქვრივების შემდეგ ღირსმა ევგენიმ გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო, მისმა ასულმა კი არ ისურვა მამასთან განშორება, მამაკაცის ტანსაცმელი გადაიცვა და თან გაჰყვა მშობელს. ისინი ერთად დამკვიდრდნენ ალექსანდრიის მახლობლად მდებარე სავანეში, სადაც მარიამი მარინის სახელით აღკვეცეს ბერად.
„ძმა“ მარინი მეტად წარემატებოდა სათნოებებში, თავმდაბლობით და მორჩილებით გამოირჩეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მარიამის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან კიდევ უფრო გაიძლიერა ღვაწლი. უფალმა არაწმიდა სულების განსხმის ნიჭით დააჯილდოვა თავისი სათნომყოფელი.
ერთხელ, მარინი სხვა ძმებთან ერთად მონასტრის ბოსტანში გაგზავნეს სამუშაოდ. გზად ერთი ღამე მათ სასტუმროში გაათიეს. ერთ-ერთ მდგმურთან ცოდვით დაცემულმა სასტუმროს მეპატრონის ასულმა ცილი დასწამა „ბერ მარინს“ და თავის მაცდურად გამოაცხადა. მისმა მამამ მონასტრის იღუმენთან იჩივლა და წინამძღვარმაც სავანიდან განდევნა „შეცოდებული ძმა“. ღირს დედას ერთი სიტყვაც არ დასცდენია თავის გასამართლებლად და მონასტრის გალავანთან დაიწყო ცხოვრება. როცა მიდგომილმა ქალმა ვაჟი შვა, მისმა მამამ მარინთან მოიყვანა შვილიშვილი, უხმოდ მიუგდო და გაბრუნდა. წმიდანმა მიირქვა შვილი და მისი აღზრდა იტვირთა.
სამი წლის შემდეგ ძმებმა სთხოვეს იღუმენს, შერისხული „ძმა“ სავანეში დაებრუნებინა. წინამძღვარი დათანხმდა, მაგრამ ძალზე უხალისოდ. უკან მობრუნებულ მარინს ის ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს ავალებდა და „ბერიც“ მათ დიდი გულმოდგინებით ასრულებდა, თან ბავშვსაც ზრდიდა.
სამი წლის შემდეგ წმიდანმა მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. კელიაში შესულ ძმებს აღსრულებული მონაზონი და მის გვამთან მოქვითინე ბიჭუნა დაუხვდათ. როცა ნეტარი დედის ცხედრის დასაკრძალად შემოსვა დაიწყეს, მისი საიდუმლო გაცხადდა. აცრემლებულმა მონასტრის იღუმენმა პატიება სთხოვა მიცვალებულის სულს, მას მიჰბაძა სასტუმროს მეპატრონემაც. ღირსი მარიამის ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. ეშმაკეულქმნილმა მისმა ცილისმწამებელმა კუბოსთან საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვა და განიკურნა.
ღირსი მარიამ-მარინის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, იქიდან კი 113 წელს ვენეციაში იქნა გადაბრძანებული.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
წმ. ანტონისა, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (895)
წმ. ანტონისა, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (895)
წმიდა ანტონი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი აზიელი იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება სიყრმიდან მიცვალებამდე კონსტანტინეპოლში გაატარა. იგი დაახლოებით 829 წელს დაიბადა მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. დედის გარდაცვალების შემდეგ 12 წლის ყრმამ მონასტერს მიაშურა, სადაც წინამძღვრის მიბაძვით, ღამეებს ათევდა ლოცვაში და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. გარკვეული დროის შემდეგ იგი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მღვდლად აკურთხეს და წინამძღვარადაც დაადგინეს. ამ ხარისხში მან ბერად აღკვეცა საკუთარი მამა. წმიდა ანტონი გულმოწყალებით გამოირჩეოდა, უყვარდა გლახაკები და გულუხვად განიკითხავდა მათ.
ნეტარი მამა 893 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღასაყდრეს. ამის შემდეგ მან კიდევ უფრო გააძლიერა უქონლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით ხელმოკლე მღვდელმსახურებს შეეწეოდა. იმპერატორ ლეონ ბრძენის მხარდაჭერით პატრიარქმა ანტონიმ ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ეკლესიისათვის.
895 წელს, ღრმად მოხუცებულმა ანტონიმ მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
წმ. ალექსი მოსკოვის მიტროპოლიტისა (1378)
წმ. ალექსი მოსკოვის მიტროპოლიტისა (1378)
წმიდა ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი 1292 წელს (სხვა ცნობით - 1304 წელს) დაიბადა მოსკოვში, ჩერნიგოველ მთავართა წრიდან გამოსული ბოიარის, თეოდორე ბიაკონტის ოჯახში.
ღმერთმა ადრე გაუცხადა მღვდელმთავარს თავისი მაღალი მოწოდება, თორმეტი წლის ელეფთერმა ბადეები გაშალა ჩიტების საჭერად, თავისდაუნებურად ჩასთვლიმა და უეცრად ცხადად ჩაესმა: „ალექსი! ამაოდ რად შვრები? შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე“, ამ დღიდან მოყოლებული ყმაწვილს მარტოობა შეუყვარდა, ხშირად დადიოდა ტაძარში და თხუთმეტი წლისამ მონაზვნად შედგომა გადაწყვიტა. 1320 წელს იგი მოსკოვის ღვთის განცხადების მონასტერში დამკვიდრდა, სადაც 20 წელზე მეტი დაჰყო მკაცრ მოღვაწეობაში. აქ მისი თანამოსაგრეები და ხელმძღვანელები იყვნენ გამოცდილი ბერი გერონტი და სტეფანე, ღირსი სერგი რადონეჟელის ძმა. შემდეგ მიტროპოლიტმა თეოგნისტემ მომავალ მღვდელმთავარს უბრძანა, დაეტოვებინა მონასტერი და ეკლესიის სამოსამართლო საქმეები განეგო. ამ მოვალეობას იგი 12 წლის განმავლობაში ასრულებდა მიტროპოლიტის მოსაყდრის წოდებით. 1350 წელს მეუფე თეოგნისტემ ალექსის ვლადიმირის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მიტროპოლიტის სიკვდილის შემდეგ, 1354 წელს კი მის ტახტზეც აღსაყდრდა. ამ დროს რუსეთის ეკლესიაში აშლილობა და შფოთი სუფევდა ლიტვისა და ვოლინის მიტროპოლიტის, რომანის პრეტენზიების გამო. 1356 წელს არეულობებისა და მღელვარებისათვის ბოლო რომ მოეღო, მღვდელმთავარი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა მსოფლიო პატრიარქთან. პატრიარქმა კალისტემ ალექსი კიევისა და დიდი რუსეთი მთავარეპისკოპოსად დაადგინა, „ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტისა და ეგზარქოსის“ წოდებით.
წმიდა ალექსი გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, ნიშნავდა ეპისკოპოსებს, აარსებდა მონასტრებს, აგვარებდა ურთიერთობას ურდოს ხანთან. წმიდანი არაერთხელ გამხდარა იძულებული, თავად ემოგზაურა ოქროს ურდოში. 1357 წელს ხანმა დიდ მთავარს მოსთხოვა, მღვდელმთავარი ჩასულიყო მასთან და განეკურნა მისი ბრმა მეუღლე. „ამ საქმის აღსრულება ჩემს ძალებს აღემატება,- თქვა ნეტარმა ალექსიმ, - მაგრამ მე მწამს, რომ იგი, ვინც ბრმა განკურნა, არ უგულვებელყოფს სარწმუნოებით აღვლენილ ლოცვას“. მართლაც, მისი ლოცვით და ნაკურთხი წყლის სხურებით ხანის მეუღლე განიკურნა.
წმიდა ალექსიმ 78 წელი იცოცხლა. იგი 24 წელი განაგებდა კათედრას და გარდაიცვალა 1378 წლის 12 თებერვალს. 50 წლის შემდეგ სასწაულებრივ აღესრულა წმიდანის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება, აქედანვე იწყება მისი, როგორც წმიდა მღვდელმთავრის თაყვანისცემა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.