გულანი
საცდელი · 1.11.2
25 იანვარი 1 / 95მწყემსობით ქნარი ღმრთის-მეტყველებისა შენისა, რიტორთაცა მძლე ექმნა…

25 იანვარი

თვენი

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (+389) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 57 წთ

მწყემსობით ქნარი ღმრთის-მეტყველებისა შენისა, რიტორთაცა მძლე ექმნა…

ტროპარი

მწყემსობით ქნარი ღმრთის-მეტყველებისა შენისა, რიტორთაცა მძლე ექმნა სიტყვებსა, რამეთუ სიღრმესა სულისასა მეძიებელთა, სიკეთეცა სიტყვათა მიემატოს მათ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმიდაო გრიგოლი, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ღმრთის-მეტყველითა ენითა შენითა თხზულებაჲ იგი რიტორთა დაარღვიე…

კონდაკი

ღმრთის-მეტყველითა ენითა შენითა თხზულებაჲ იგი რიტორთა დაარღვიე დიდებულო, და მართლ-მადიდებლობისა ზე ქსოვილითა კვართითა შემკულ-ჰყავ ეკლესია ქრისტესი, რომელი იგი შეიმოსა რა, ხმობს ჩუენ თანა შვილთა შენთა: იხარებდ მამაო, ღმრთის-მეტყველებისა გონებაო ყოვლად ვრცელო.

სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტესთანა მშვიდობაჲ…

ტროპარი

სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტესთანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღვაწლით შემოსილო წმიდაო მღუდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

მოციქულთა თანამოსაყდრე და მღუდელმთავართა შუენიერება იქმენ, გაბრიელ…

კონდაკი

მოციქულთა თანამოსაყდრე და მღუდელმთავართა შუენიერება იქმენ, გაბრიელ, გაბრწყინდი ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა. ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღუდელსა, მესაიდუმლესა ქრისტესსა.

იშუებენ ერნი და განცხრების ეკლესია, და იხარებს…

ტროპარი

იშუებენ ერნი და განცხრების ეკლესია, და იხარებს წმიდა ბრძენთა კრებულნი, ღმრთისა სიტყვისა საუნჯეო გრიგოლ, მეოხ გვეყავნ პატივისმცემელთა შენთა. ტროპარი: მწყემსობით ქნარი ღმრთისმეტყუელებისა შენისა რიტორთაცა მძლე ექმნა სიტყუებსა, რამეთუ სიღრმესა სულისასა მეძიებელთა სიკეთეცა სიტყუათა მიემატოს მათ; ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმიდაო გრიგოლ, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

- „მოვედით თაყვანის - ვსცეთ“ - იგალობება

- „მოვედით თაყვანის - ვსცეთ“ - იგალობება.

- „აკურთხევს სული ჩემი სული უფალსა“ (103 ფსალმუნი) - იგალობება.

- „ნეტარ არს კაცი“ - I კანონის I ანტიფონი.

- „უფალო ღაღად - ვჰყავ“ (იგალობება V ჴმაზე).

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავარო, აღმოცენდი რაჲ ძირთაგან…

- გაბრიელ ეპისკოპოსისა. - მუხლი 8.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავარო, აღმოცენდი რაჲ ძირთაგან ღმრთისმსახურთა, სიყრმითგან იქმენ შენ, ვითარცა ხჱ დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, და ჟამსა თჳსსა გამოეც ნაყოფი შუენიერი და ღირსი ზეცისა საუნჯეთაჲ, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, მოგეცა რაჲ საღმრთოჲ მღჳძარებაჲ, მსწრაფლ დაისწავლე ყოველივე საეკლესიო წესნი და გალობაჲ, და საზრდელ და საშუებელ შენდა იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, აწ გვიოხე მისა მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, დაემტკიცე რაჲ ქრისტეს მცნებათა შეურყეველსა ლოდსა ზედა, ღმრთისმეტყუელებისა სწავლაჲცა სრულყავ პეტერბურღსა, და წარემატე საეროთა და საფილოსოფოსოთა მეცნიერებათაცა შინა, ხოლო ოდეს მოიქეც მამულადვე თჳსსა, ღმრთისა მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, და დაუცხრომელად იღუწიდი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, სჯულიერებისა და სიმდაბლისა შენისათჳს, რომელ მოგეგო, იყავ შენ საყუარელ ყოველთაგან, გარნა მოწოდებული მსახურებად ღმრთისა ჴელდასხმულ იქმენ რაჲ მღდელად, მამაო, არცაღა დაუტევე მოწაფენი შენნი და ვითარცა მიწისმოქმედი ბრძენი, განჰმზადებდი გონებასა მათსა შეწყნარებად ღმრთისმეცნიერებისა წმიდისა თესლისა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, გიხილა რაჲ მჴურვალედ შესრული მოღუაწებასა, ურიცხვი განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვოს მგზებარებაჲ შენი, ნეტარო, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარ იობსა ზედა მართალსა, და მოისრნა რაჲ სახლეული შენი ერთბამად, ნაცულად შვილთა საკუთართა, მოგმადლა საღუაწად ერი ქართველთაჲ, რომელსაცა მწყსიდი სიბრძნითა და სიყუარულითა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, დაღათუ იყავ უცხო კაცობრივისაგან დიდებისა, სცან ნებაჲ უფლისაჲ, რაჲთამცა იყო შენ მწყემს ერისა შენისა, და ებისკოპოზად გაკურთხეს რაჲ იმერეთ-გურია, და რაჭა-სვანეთისა, მსგავს იქმენ შენ სათნოებითა ქრისტჱს ღმრთისა მოციქულთა, და ვითარცა ორღანოჲ, აღმოადენდი რაჲ მაცხოვნებელთა მათ ტკბილთა სწავლათა, გამოსჩნდი სუეტად და სიმტკიცედ სარწმუნოებისა, აწ გვიოხე ქრისტჱს მიმართ, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

ვითარი-მე ქებისა გჳრგჳნი შეგითხზნათ ქართველთა ეკლესიისა სიმტკიცესა…

სხუაჲ დასდებელი ჴმაჲ 2 ეჰა გჳრგჳნნო

ვითარი-მე ქებისა გჳრგჳნი შეგითხზნათ ქართველთა ეკლესიისა სიმტკიცესა და ყოველთა განმაბრწყინვებელსა სწავლითა, ლამპარსა ყოვლადბრწყინვალესა და მნათობსა ყოვლისა საქართველოჲსასა; დიდსა შემწესა, მწყემსსა და მოძღუარსა, რომელი იღუწიდი რაჲ განსანათლებლად ერისა შენისა, განსწავლიდი ღმრთისა და მამულის სიყუარულსა შინა, და განაბრწყინვებდი ჟამთა თჳსთა ძლიერად მოღუაწებითა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ვითარითა ქებისა საგალობელითა უგალობდეთ მადლითა და სიბრძნითა ღმრთისაჲთა აღსავსესა; ყოველთა შუამდგომელსა და შემწესა, ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელსა და განსაცდელსა შინა მყოფთა შესავედრებელსა, კეთილმსახურებისა სუეტსა, მორწმუნეთა წინამბრძოლსა და და განმანათლებელსა ერისა ჩუენისასა, წმიდასა მღდელთმთავარსა დიდსა გაბრიელსა, რომლისა მიერ აღძრვანი მტერთანი დაამხუნა ქრისტემან ღმერთმან, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გჳწესს…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა და გჳწესს შესხმად ღუაწლისა შენისა, ეკლესიისა შუენებაო გაბრიელ საკჳრველო, ანგელოზთა თანა შეერთებულო ტაძარო საიდუმლოთაო, უფსკრულო გულისჴმისყოფისაო, მხილველო გამოუთქმელთაო, მამაო მამათაო დ მღდელთმოძღვარო კეთილმსახურთაო, სიქადულო მონაზონთაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, რომელი წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა იხარებ მრავლითა ბრწყინვალებითა განათლებული და შემწე ხარ მვედრებელთა შენთათჳს, გვიოხე აწ ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, ღირსო, გარდამოვლინებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშვიდობაჲ და დიდი წყალობაჲ. (ჴმაჲ 6).

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთჳს კაც-იქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა. (ჴმაჲ 6).

- 3 საკითხავი ღირსისა. (მღვდელთმთავრისა საზიაროდან)

- შესვლა საცეცხლურით. - წარდგომა დღისა - საწინაწარმეტყველო

- 3 საკითხავი ღირსისა. (მღვდელთმთავრისა საზიაროდან).

- ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა - 1 მუხლი.

საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ…

- ესრეთ გაბრიელ ებისკოპოსისა

საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ ესე ღირსი ჴსენებისაჲ - ყოვლად ქებული მამაჲ ჩუენი და მწყემსი კეთილი აღმოაცენე რაჲ მხარესა მას გურიისასა, შვილი კეთილმსახურისა მღდლისაჲ, მოშურნედ იქცა დიდთა მათ მთაწმინდელთა, ეფთჳმისა და გიორგისა - მარხვითა და ღუაწლითა გაბრწყინებულთა, და ყოველსა დღეთა ცხორებისასა განჰლევდა მოღვაწებასა და მღჳძარებასა შინა.

უბრალოჲ ცხორებაჲ შენი და წესისა სიმარტივე და სიწმიდჱ და ყოვლითურთ მისა მიმართ საკუთრებაჲ იხილა რაჲ ღმერთმან, სანატრელო, წარჩინებულ გყო ფრიად და მოგანიჭა საყდარი მღდელმოძღურებისაჲ, ხოლო იქმენ რაჲ სარწმუნოჲ განმგებელ, ღირსო, განამტკიცებდი მართლმადიდებელთა აღმსაარებლობასა და გარეგან ცხოვართაჲთა მოსილთა და შინაგან მგელ-ღმრთისმსახურთა დაამჴობდი და განიოტებდი და შერისხავდი სიწმიდისა შემრყუნელთა და მამულისა მაოხართა.

სანთელად ცეცხლმთებარედ გამოუჩნდი ბნელსა შინა უმეცრებისა შთავრდომილთა სულთა და დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმენ მათ, ხოლო უმდიდრესითა მადლითა ღმრთისაჲთა აღსავსე ლოცვაჲ შენი და სიტყუაჲ და სწავლაჲ ექმნა საჭეთმპყრობელ და მმართებელ სამღდელოთა და ერთა, რამეთუ ყოველთა მოუწოდე მეცნიერებად და დიდებად ღმრთისა და გამოჩნდი კანონად მღდელთმთავართა და საღმრთოჲ სიხარული მოჰფინე ეკლესიასა და ერსა ქართველთასა.

მოღუაწედ და მლოცველად, და დიდებად და ხატად სიწმიდისად მოგიგო შენ ერმან შენმან, რამეთუ ლოცვითა მჴურვალითა საღმრთოდ შეჭურვილი მოვლიდი დაბა-სოფლებთა, და სიყუარულითა განსწავლიდი ყოველთა, რაჲთა ბოროტსა განეშორონ და სულისა თჳსისათჳს ზრუნვიდენ მოწყალებითა, მარხვითა, და ლოცვითა, ეგრეთვე აწ დაამშჳდე გული ჩემი სოფლისა ღელვათაგან შერყეული და შეგინებული და აღმავსე მღჳძარებითა საღმრთოჲთა.

იყავ რაჲ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა ელტვოდი დიდებასა და მონაგებსა, არამედ ლმობიერებითა გულისაჲთა მარადღე იღუწიდი მშჳდობით დაცვისათჳს ქურივთა და ობოლთასა; ნუგეშსა-სცემდი ურვეულთა და სნეულთა, და იდუმალ შეეწეოდი ყოველთა უპოვართა და პყრობილთა, ხოლო ხარბთა და ანგართა ამხილებდი და ასწავებდი გლახაკთა მოწყალებასა, აწ ჩუენცა წარგვიმართე სლვად კეთილ სახედ სოფელსა ამას შინა, რაჲთა არა მივიდრიკოთ უსჯულოებისადმი, და მარადის ღირს-ვიქმნეთ დიდებად ღმრთისა.

ფრიად მოშურნე იყავ რაჲ განსწავლისათჳს ერისა, სახარებისა სიღრმისა ძალსა საკჳრველითა სიბრძნითა მიწვთომილი და რიტორი ეგე დიდად ხელოვანი, ღმრთივსულიერად და მარტივად გამოიტყოდი საღმრთოთა ქადაგებათა შენთა, ნუგეშინის-საცემელად და სარგებელად ყოველთა - დიდთა და მცირეთა, სწავლულთა და უწიგნურთა, და ასწავებდი რაჲ საღმრთოთა წეს-განგებულებათა განუხრელად დაცვასა, მრავალნი მოისწრაფდენ ეკლესიად, რაჲთა არა დააკლდენ სმენად სიტყუათა შენთა, თაფლისა უტკბილესთა, და სიხარულითა ჴმობდენ: „მადლი ღმერთსა, რომელმან ერსა ჩუენსა ახალი ოქროპირი გამოუჩინა“.

ფრიად ზრუნვიდი რაჲ საქმესა საეკლესიოსა, იღუწიდი დაცვისათჳს ენისა ჩუენისა და აღორძინებისათჳს ქართულისა გალობისა, და განმართავდი რაჲ უგუნურთა მიერ შერყვნილთა სწავლებათა, ცრუმორწმუნეობისა საცთურსაცა აღხოცდი და ყოველთა განამტკიცებდი წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებლობასა შინა, ხოლო დიდისა ღუაწლისა შენისა მხილველთა და თანადამსწრეთა განაცვიფრებდი შენ, კეთილმსახურებისა ხატო ბრწყინვალეო, ღირსად საკჳრველო გაბრიელ, და აღძრვიდი ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.

სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა…

„დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ რაჲ სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, აღიღე ჯუარი შენი, ყოვლად სამღდელოო, და შეუდეგ გზასა მას იწროსა და საჭირველსა, რომელსაცა ზედა დაგადგინა ყოველთა მწყემსმთავარმან ქრისტემან ღმერთმან, და განგამტკიცა ყოვლადწმიდამან დედამან მისმან, მარიამ ღმრთისმშობელმან, და აწ მადლითა მით, რომელ გაქუს წინაშე მათსა, ითხოვე ჴსნაჲ ივერიისაჲ ზედამოსვლათაგან მტერისა და შეურყეველად დაცვაჲ ეკლესიისაჲ ყოვლისაგან წუალებისა და განხეთქილებისა.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო; გიხაროდენ…

„აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო; გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა წმიდაო ღმრთისა საყოფელო; გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა, ზესთა ბუნებათა მიდგომილო; გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო; გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

და-რაჲ-ემკჳდრა შენ თანა მადლი ღმრთისაჲ, სანატრელო, მოგაძულა…

- „სტიქარონსა“ ზედა დასდებელი. ჴმაჲ 8

და-რაჲ-ემკჳდრა შენ თანა მადლი ღმრთისაჲ, სანატრელო, მოგაძულა შენ საწუთროჲსა დიდებაჲ, და შეგაყუარა სიმდაბლჱ და მოწყალებაჲ, ლოცვაჲ ლმობიერი, მღვძარებაჲ და ზე-დგომაჲ ჴელგანპყრობით უჴორცოთა მიმსგავსებული, და აღასრულე რაჲ სრბაჲ შენი, წმიდაო, სიხარულით წარუდეგ ქრისტესა, აწ გჳთხოვე მისგან დიდი წყალობაჲ.

ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოსცენდა თაფლისა…

მუხლი. „ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად იღეთ ყოველთა რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა“

ბაგეთა შენთა მიერ წყაროჲ მადლისაჲ აღმოსცენდა თაფლისა უტკბილესი, ყოვლად სამღდელოო გაბრიელ, და ეკლესიაჲ ქრისტჱსი განაშუენე რაჲ საღმრთისმეტყველოთა წერილთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოჲსა, შვილთა თჳსთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ სწავლებათა შენთა სიმრავლითა, და გჳწესს ყოველთა მორწმუნეთა ქებად და შესხმად საკჳრველისა ღუაწლისა შენისა.

სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და…

მუხლი. „პირი ჩემი იტყოდეს სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის ყოფასა“

სიტყჳთა და საქმით ადიდე ღმერთი დიდებული და მცნებათა მისთა იწურთიდ მარადის, დღისი და ღამით გონებითა წმიდითა, და ვითარცა სუეტი ნათლისაჲ, ბრწყინვალე ლოცვაჲ შენი აღიწეოდა ზეცას, ღმრთივგანბრძნობილო მამაო, გჳთხოვე ქრისტჱსგან დიდი წყალობაჲ.

გუნდნი ანგელოზთანი განაკჳრვნა ზეგარდამო შენდამი ბოძებულმან მადლმან…

„დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“

გუნდნი ანგელოზთანი განაკჳრვნა ზეგარდამო შენდამი ბოძებულმან მადლმან ღმრთისმსახურებისამან, და ჩუენცა ვადიდებთ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელმან არა უგულებელს-ყო ერი ჩუენი საზეპუროჲ, მეოხებითა დედისა თჳსისაჲთა, და ჟამსა მას წმიდათა მოკლებისასა გამოგაბრწყინა ეგევითარი მწყემსი და მოღუაწჱ საწურთელად და გულისჴმის-საყოფელად ნათესავისა ჩუენისა.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო…

„აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე ჩუენ დიდი წყალობაჲ.

-სი

- „აწ განუტევე“. - შემდგომად „მამაო ჩვენო“

-სი:

სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტჱს თანა…

- ტროპარი: მღვდელთმთავრისა, ჴმაჲ 4

სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტჱს თანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღუაწლით შემოსილო წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. - 2 გზის

- ღმრთისმშობელო ქალწულო - 1 გზის

- ღმრთისმშობელო ქალწულო - 1 გზის. - პურის კურთხევა.

(იგალობება IV ჴმაზე)

- „ღმერთი უფალი“

(იგალობება IV ჴმაზე).

„სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტჱს თანა…

- ტროპარი მღვდელთმთავრისა, ჴმაჲ 4

„სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტჱს თანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღუაწლით შემოსილო წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს. - 2 გზის

- ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით)…

- „დიდება“ „აწ და“

- ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): - რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, ყოვლად ნეტარო…

- შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 1.

ცხორებაჲ კეთილმსახურებით ქუეყანასა ზედა აღასრულე, ყოვლად ნეტარო გაბრიელ მღდელთმოძღვარო, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, აწ გამოაბრწყინვე გულსა ჩუენსა ნათელი ჭეშმარიტი და მეოხ-გუეყავ მაქებელთა შენთა დაუცხრომელად. 2-გზის.

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზსა, მითხრობად ძრწოლით…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზსა, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

იქების მარადის მართლმადიდებელთა ქრისტჱსმოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი…

- შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 4.

იქების მარადის მართლმადიდებელთა ქრისტჱსმოყუარეთა მიერ, საღმრთონი სათნოვებანი შენნი, სიწმიდჱ, სიმშვიდჱ, და სიმდაბლჱ და გლახაკთა მოწყალებაჲ. აწ ჩუენცა პატივსა გცემთ, წმიდაო, სამ-გზის სანატრელო მღდელთმთავარო გაბრიელ, და გაქებთ, ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა. 2-გზის.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები)

- „სადიდებელი“

მე-19 კანონი (134-ე და 135-ე ფსალმუნები).

მღდელთმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან)

- „გადიდებსა“

მღდელთმთავრისა (ფსალმუნთა გამოკრებილი მუხლებით - დავითნიდან).

შემდგომად „სადიდებელისა“: სიბრძნე ჴმაჲ 8

- „წარდგომა“

შემდგომად „სადიდებელისა“: სიბრძნე ჴმაჲ 8.

უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან დაგადგინა რაჲ მღდელთმოძღურად და განმანათლებელად ერისა ამის, დედისა თჳსისა წილხვედრისა, მრავალთა საცთურთაგან დაბრკოლებულისა და უდებებასა შინა შთაფლულისა, მისითა მადლითა იცევდი ყოველთაგან საფრჴეთა: კუერთხითა სარწმუნოებისაჲთა განიოტებდი რაჲ ბოროტთა მგელთა, ძალითა სამებისაჲთა განძლიერებულმან უვნებელად დაიფარე სამწყსოჲ შენი ტაცებათაგან მათთა, აწცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივის-მცემელთა ჴსენებისა შენისასა. 2-გზის

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი…

- აღსავალი, ანტიფონი 1. ჴმაჲ 4

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწე-მეყავ და მიჴსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცჴოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

(საცისკრო სახარებისა): „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა…

- წარდგომა

(საცისკრო სახარებისა): „პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. ჴმაჲ 7.

„რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე“

მუხლი.

„რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე“.

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა…

- საცისკრო სახარება იოანესი. X. მუხლი 9-16.

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

დიდებაჲ შენდა უფალო, დიდება შენდა

გუნდი

დიდებაჲ შენდა უფალო, დიდება შენდა.

მეოხებითა წმიდისა დიდისა მღდელთმთავარისა გაბრიელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა დიდისა მღდელთმთავარისა გაბრიელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

- შემდგომად 50-ე ფსალმუნისა დასდებელი.

საუნჯჱ იგი რომელი მიართუ ეკლესიასა ღმრთისასა - დაუცხრომელნი ღუაწლნი და საღმრთონი ქადაგებანი შენნი, ვითარცა ოქროჲსა სამკაულნი, ბრწყინვალედ შეუმოსიან და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულითა შევლენან მას შინა, და გევედრებიან შეწევნასა.

- „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

- „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“

- ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად…

იკითხება 2 კანონი. - I კანონი

- ღმრთისმშობლისა (ძლისპირი 2-გზის) - 6 მუხლად (იხ. პარაკლიტონის ბოლოს ღმრთისმშობლის კანონები: „ეტლთა მფლობელი ფარაო...“ ან „ქუეყანასა მწყურნებსა...“).

- II კანონი - მღვდელთმთავრისა (ძლისპირის გარეშე) - 8 მუხლად. (ჴმაჲ 8).

- კატავასია: რიგითი.

ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით…

- „უმცირესი“ - „უგალობდით უფალსა“. გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 2 ძლისპირი

ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

მოღუაწებამან შენმან, წმიდაო, აღაორძინა ივერთა ეკლესიაჲ და განამტკიცა ერი ჩუენი სარწმუნოებასა შინა, იმეოხე აწ ღმრთისა მიმართ, რაჲთა განწმიდოს გულნი და გონებანი ჩუენნი და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა.

ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაჲ ქრისტემან ღმერთმან, ყოვლად სამღდელოო გაბრიელ, აღგავსო სიბრძნითა საღმრთოჲთა, და მადლი გულისჴმისყოფისაჲ უხუად მოგანიჭა. აწ განაშორენ სილაღჱ და ამპარტავნებაჲ გონებისაგან ჩემისა და მაუწყე გზაჲ კეთილად მსახურებისაჲ.

იწროსა მას გზასა მავალ-ჰყვენ რაჲ ფერჴნი შენნი, ფრიად განჰმდიდრდი სათნოებითა, ყოვლად სანატრელო გაბრიელ, და მოძღურებათა და ქადაგებათა სიმაღლითა განთქმულ იქმენ მღდელთმთავართა შორის და საკჳრველ - მამათა შორის, ღმრთივსულიერო.

იყავ შენ მწყემსი კეთილი, ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ შენ მწყემსი კეთილი, ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი სამწყსოჲსათჳს შენისა და ფრიად მოყუარული წიხვედრისა მისისა - ივერიისა, და მლოცველი ივერიელთათჳს და კეთილად წარმართებისათჳს მათისა.

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაჲ და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაჲ და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაჲ, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი…

გალობაჲ 3, განძლიერდასა ძლისპირი

კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაჲთა ჴმა-ვჰყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, ღმრთისა ჩემისა.

ელიასაებრ აღეგზე ცეცხლად საღმრთოდ ღმრთისმბრძოლთა ზედა, და შესწუენ ენანი მათნი და დღითი დღე იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, აწცა ევედრე ჩუენთჳს, ყოვლად ქებულო გაბრიელ მღდელთმთავრო, რომელნი პატივს ვსცემთ დღესასწაულსა შენსა, წმიდაო.

ქადაგებდი რაჲ მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, განსწავლიდი სამწყსოსა შენსა და ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა. მას ევედრე აწ, ნეტარო, გჳჴსნნეს რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

საცთურისა ვერ დამთმენელი და ფრიად მოყუარჱ ერისა შენისაჲ, განსწავლიდი ყოველთა წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, რაჲთამცა არა მოიწიოს მათ ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, და განაკრძალებდი ლოცვასა.

სიბრძნითა საღმრთოჲთა საკჳრველად აღვსილი იყავ რაჲ ფიცხელსა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიბრძნითა საღმრთოჲთა საკჳრველად აღვსილი იყავ რაჲ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, და ღმრთისა მიმართ ღაღადებდი რაჲ მოუწყინებელად, ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე სულისა მიერ წმიდისა.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ შენსა გარეშე, დედოფალო.

მამად და მოძღურად გყო რაჲ ქრისტემან მტერთაგან…

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

მამად და მოძღურად გყო რაჲ ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უძღოდი, ვითარცა მოსჱ ისრაელთა, და სიმჴნითა და სიბრძნის-მოყუარებითა, და მტერთა მათ უხილავთა ახოვნად წყობითა და ჴორცთა თჳსთა უწყალოდ განკაფითა მრავალთა ექმენ კარ და გზა ზეცისა იერუსალჱმსა. აწ ევედრე ღმერთსა, მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი მასწავლელ სიწმიდით ცხორებისა, რაჲთა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და ვაქებდეთ ღმერთსა.

ვითარცა მზჱ ბრწყინვალეჱ, ჰნათობდი რაჲ ქართველთა ეკლესიისა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა მზჱ ბრწყინვალეჱ, ჰნათობდი რაჲ ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, ღირსო მღდელთმთავარო იმერთაო, სამწყსოსა შენსა უჩუენებდი გზასა მას მართალსა და საცხოვნებელსა, და ვითარცა იოანე ოქროპირი უშიშად ამხილებდი რაჲ წარჩინებულთა, და სამღვდელოთა, ურიცხვი სული იჴსენ დანთქმისაგან ცოდვათასა, აწცა იმეოხე წინაშე ღმრთისა, მოჰხედოს ვენაჴსა ამას თჳსსა, რომელი დაასხა ჴელითა ანდრია მოციქულისაჲთა, და გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნი, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა, რაჲთამცა თავს-იდვან მწყსაჲ და მოქცევაჲ ქართველთაჲ გზისაგან ბოროტისა, სწავლითა და კუერთხითა მხილებისაჲთა, და ყოველნი აღძრან დიდებად და მადლობად ღმრთისა.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა მის გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაჲ შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

მოხვედ ჩუენდა ქალწულისაგან, არა ანგელოზი, არამედ თჳთ…

გალობაჲ 4, უფალო მესმასა ძლისპირი

მოხვედ ჩუენდა ქალწულისაგან, არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.

იყავ რაჲ ფრიად მღჳძარჱ, შეჭურვილი მარხვითა, ლოცვითა და მუშაკობითა, დღითი დღედ იტყოდი სიტყუათა ღმრთისათა უშიშად, მწყემსო სულიერო, და უმეცრებისა ბნელითა დანთქმულთა უძღოდი სლვად გზასა მას საღმრთოსა.

ყოვლისა სოფლისათჳს და უფროჲს ქართველთათჳს აღავლენდი ვედრებასა, რაჲთა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუვარსა მტერსა ზედა.

ჰაეროვნებაჲ პირისა შენისაჲ და სიმჭლჱ გუამისაჲ წამებდა სულიერთა სიმჴნით შრომათა შენთა, ხოლო სიმდაბლითა ქცევაჲ შენი უბიწოებასა შინაგანისა გონებისასა, და ქრისტჱს მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაჲთა განუყონ სიმდიდრჱ გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.

თჳთ მღდელთმთავარი ეგე, დიდი და ფრიად განსწავლული…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

თჳთ მღდელთმთავარი ეგე, დიდი და ფრიად განსწავლული, ფიცხელთა შრომათა თავსდებითა, და უპოვარებისა შეყუარებითა შეესწორე ძუელთა მამათა, და გხედვიდენ რაჲ შეურაცხითა სამოსელითა და ბერისა კუნკულითა, ყოველნი განცვიფრებულნი გნატრიდენ შენ, წმიდაო, და აქებდენ ღმერთსა, მდაბალთა აღმამაღლებელსა.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განჴორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო…

გალობაჲ 5, ღამითგანსა ძლისპირი

შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მჴსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშჳდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაჲ ღმერთი არაჲ ვიცით.

ვითარ სარწმუნოსა მწყემსმთავარსა მოგანიჭეს რაჲ სამწყსოჲცა აფხაზეთ-სამეგრელოჲსა, სიყუარულითა ჰმწყსიდი და ასწავებდი დამარხვად მართლისა სარწმუნოებისა. აწცა გჳჴსენ ურთიერთსიძულილისაგან, რაჲთა კუალად აღდგეს ერთობაჲ ქუეყნისა ჩუენისაჲ და სამწყსოჲ შენი შევმტკიცდეთ სიყუარულითა ქრისტჱსითა.

ტალანტი იგი, რომელ გერწმუნა, ღმერთშემოსილო, არა დაჰფარე ქუეყანასა, არამედ განამრავლე ვითარცა სარწმუნომან მონამან და ბევრწილად მიართუ ღმერთსა, მას ევედრე აწ, რაჲთა გარე წარგუჴადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი მოსავთა შენთა.

განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ გექმნა რაჲ წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განუწილე ყოველთა, აწ ჴსენებისა შენისა აღმასრულებელთა ჴსნაჲ გჳთხოვე შეცოდებათა, ვითარცა წინაშე ღმრთისა მდგომარემან.

შური გაქუნდა შენ მართლისა სარწმუნოებისა და განვრცობისათჳს სიყუარულისა, და სამწყსოსა შენსა გადასცემდი რაჲ სწავლასა სჯულისასა, აღსძარცჳდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა და მრავალთა შეუძლეს შენ მიერ ცნობად ჭეშმარიტებისა. აწ მოგუეც ჩუენცა გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

დიდი ღუაწლი და შრომაჲ თავს იდევ განმარტებისათჳს…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დიდი ღუაწლი და შრომაჲ თავს იდევ განმარტებისათჳს წმიდათა წიგნთაჲსა და ქუეყანაჲ შენი აღავსე კეთილმსახურებისა წერილითა, რომელთა მიერ განაშუენე ეკლესიაჲ ქართველთაჲ და შჳლთა თჳსთა თანა ბრწყინვალედ შეამკვე სწავლითა საღმრთოჲთა.

ახლად ყრმად გჳშევ, ქალწულო, პირველ ჟამთა შობილი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ახლად ყრმად გჳშევ, ქალწულო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაჲ მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაჲთა შეგჳწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო.

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა…

გალობაჲ 6, ღაღადყავსა ძლისპირი

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოჳვლტი: აღმომიყუანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

იყავ რაჲ მოძღვარი სულიერი და წინამძღვარი ქართველთაჲ, იღუწიდი, რაჲთა აღორძინდენ სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა, და დააფუძნებდი რაჲ სამკითხველოთა და სასწავლებელთა, საფასითა შენითა განსწავლიდი მრავალთა ყრმათა სამშობლოსა შინა და უცხოეთსაცა.

მოშურნე იყავ რაჲ მსახურებად ღმრთისა და განსანათლებლად ერისა შენისა, აღაგებდი მრავალთა ეკლესიათა, და განაახლებდი და შეამკობდი ძუელთა ტაძართა და მონასტერთა, ვიდრე აქამომდე ჰგიან რაჲ საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან, რომელნი აღვასრულებთ საჴსენებელსა შენსა.

ჟამსა მას დევნულებათა შინა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, დამხობილ იყო რაჲ საყდარი ივერთა პატრეარქისა და მეფისაჲ, გამოსჩნდი ნუგეშად ერისა შენისა, და არცაღა დასცხრებოდი დაცვისათჳს ენისა ჩუენისა და აღორძინებისათჳს ქართულისა გალობისა.

განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა სიმჴნენი ღუაწლთა…

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა სიმჴნენი ღუაწლთა შენთანი და განჰფინნა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; ამისთჳსცა ვიქადით შენთჳს და განსწავლულნი წმიდათა წიგნთა შენთაგან განვსცხრებით სიხარულითა.

ცათა უვრცელეს იქმნა საშოჲ შენი, რამეთუ ღმერთი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ცათა უვრცელეს იქმნა საშოჲ შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

მოციქულთა თანამოსაყდრჱ და მღდელთმთავართა შუენიერებაჲ იქმენ, გაბრიელ…

კონდაკი, ჴმაჲ 3

მოციქულთა თანამოსაყდრჱ და მღდელთმთავართა შუენიერებაჲ იქმენ, გაბრიელ, გაბჰრწყინდი რაჲ, ვითარცა მზჱ, და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა. ამისთჳს პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღდელსა, მესაიდუმლესა ქრისტჱსსა.

ჴორცთა დააჭკნობდი რაჲ იწროებითა და შრომითა, ღმერთშემოსილო…

იკოსი

ჴორცთა დააჭკნობდი რაჲ იწროებითა და შრომითა, ღმერთშემოსილო, აღაორძინებდი სულსა მოღუაწებითა და ლოცვითა, და მძლე ექმნებოდი რაჲ ყოველსავე მანქანებასა ეშმაკთასა, ვითარცა მწყემსი მღჳძარჱ, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, გამოჰზარდენ რაჲ მრავალნი სწავლითა შენითა და განარინენ უსჯულოებასა და ცოდვასა, ჩუენთჳსცა ევედრე აწ კაცთმოყუარესა ღმერთსა, მოგუმადლოს სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისათა.

ბრძანებამან უშჯულოჲსა მძლავრისამან უფროჲსად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი…

გალობაჲ 7, კურთხეულარსა ძლისპირი

ბრძანებამან უშჯულოჲსა მძლავრისამან უფროჲსად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათჳს და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ თავი თჳსი, და გვიჩვენე რაჲ სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, სახჱ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა მობაძავი მწყემსთმთავრისა ქრისტჱსა, აწცა გვითხოვე ჴსნაჲ საფრჴისაგან ეშმაკთაჲსა და ბოროტებისაგან კაცთაჲსა.

არა ხოლო თუ თჳსნი ოდენ ნაყოფნი შეწირნე ღმრთისა მსხუერპლად სულნელად, ვითარცა აბელ მართალმან, არამედ სხუანი-ცა ურიცხუნი სულნი შეწირნე, და მჴსნელ ექმენ ავაზაკსაცა, რომელ მოგიხდა მარტოებითა მავალსა, და ეტყოდი რაჲ სახელსა შენსა, სირცხვილეულ-იქმნა, და წარიყვანე რაჲ თჳს თანა, ღირსო, წარგზავნე სასწავლებელსა და იქმნა იგიცა მოსწავლელ ყრმათაჲ.

არცაღა ჰრიდებდი მძლავრთა მხილებასა, და მართლ-ქადაგებითა შენითა განიმრავლებდი რაჲ მოძულეთა, გბრძოდენ, მამაო, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ ცილსა, ხოლო ეწადათ რაჲ მოკუდინებაჲ შენი, წმიდაო, დაცულ იყავ ძალისა მიერ საღმრთოჲსა.

მფარველ ხარ შენ არა მხოლოჲ იმერთ მხარისაჲ, სანატრელო, არამედ სრულიად საქართველოჲსა, და მლოცველი და მსწრაფლშემწჱ, და ყოვლად ძლიერი მეოხი ყოველთა ქართველთა. აწ ურვათა შინა მყოფნი ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, რაჲთა ჩვეულებისაებრ წინაპართა ჩუენთასა ვმსახურებდეთ ერსა, და მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა.

სიწმიდითა მოხუცებულმან გულისჴმა-ყავ-რაჲ განსლვაჲ შენი ჴორცთაგან, შეჰვედრე…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიწმიდითა მოხუცებულმან გულისჴმა-ყავ-რაჲ განსლვაჲ შენი ჴორცთაგან, შეჰვედრე სამწყსოჲ და ერი ჩუენი უფალსა, და განაგე რაჲ ყოველივე სარგებელი სულისა თჳსისაჲ, ანდერძითა თჳსითა ყოველივე შრომითა მონაგები განუყავ სასწავლებელთა და სკოლათა - აღსაზრდელად უქონელთა ყრმათა და ასულთასა, და სამზრუნველოთა მათ - ქურივ-ობოლთათჳს სამღდელოთასა.

ტევანი ცხორებისაჲ გამოიღე, ვითარცა რაჲ ვენახმან დაუსხმელმან…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ტევანი ცხორებისაჲ გამოიღე, ვითარცა რაჲ ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღჳნოჲ წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაჲ, სიმთრვალისა ბოროტისა დამჴსნელი.

სახუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა…

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა ძლისპირი

სახუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

კეთილის მოძულენი იგი ეშმაკნი, ვერცაღა დაითმენდეს რაჲ ღუაწლსა შენსა, წმიდაო, აღიძრნეს და ზედა-მოგიხდეს ჴორციელად უძლურსა, და იწყეს ბრძოლად მრავლითა და თითოსახითა მანქანებითა, გარნა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ ლოცვითა მჴურვალითა განჴდიდი სიმრავლესა მათსა, აწ ჩუენზედაცა დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი.

იქმენ რაჲ უსისხლოდ, ვითარცა მოწამჱ ქრისტჱსი, ღმერთშემოსილო გაბრიელ, თჳთცა მიმტევებელი ყოველთათჳს ბრალთა, უკანაჲსკნელ ყოველთაგან ითხოვდი შენდობასა, და ღაღადებდი აღმოსლვასა მას სულისასა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. აწ ჩუენთჳსცა ევედრე ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს ყოვლისაგან ჭირისა და საცთურისა.

დაუტევე რაჲ წარმავალი ესე ცხორებაჲ, მიეც წმიდაჲ სული თჳსი საწადელსა შენსა ქრისტესა, და მის მიერ აღიტაცე ნათელსა მას დაუსრულებელსა, ხოლო მოგანიჭა რაჲ სასყიდელი შრომათა შენთაჲ, წმიდაჲ ნეშტი შენი უჴრწნელებითა განადიდა, რამეთუ პირი შენი მრავალთა დღეთა იყო ბრწყინვალჱ, ღირსო, ვითარცა მზჱ, სავსჱ დიდებითა.

შეამკო რაჲ დიდებული გელათი შეწყნარებამან უჴრწნელისა ნეშტისა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შეამკო რაჲ დიდებული გელათი შეწყნარებამან უჴრწნელისა ნეშტისა შენისამან, მოჰკრბა სამწყსოჲ შენი ყოვლითგან, და გეთხოვებოდენ ცრემლთა დინებითა, ხოლო მოჭირნახულენი ერისანი ქებასა შეგასხმიდენ შენ, წმიდაო, და გიწოდდენ განმანათლებელად და მამად ერისა.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშჳდე ცხოვრებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ.

დაუსაბამოჲსაგან მამისა ძე ღმრთისაჲ გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად…

გალობაჲ 9, ადიდებდითსა ძლისპირი

დაუსაბამოჲსაგან მამისა ძე ღმრთისაჲ გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაჲთა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

შეერთე რაჲ სიმრავლესა მას წმიდათასა, დაგფლეს გელათის მონასტერსა, და დაღაცათუ წმიდაჲ ნეშტი შენი საფლავმან შეიცვა, ნეტარო, არამედ უმაღლეს საყვირისა ოხრიან განსაკრთომელნი ღუაწლნი შენნი, რომელთა მიერ სულნელ-ჰყოფ მორწმუნეთა ერსა, და განაბრწყინვებ ყოველთა ცისკიდეთა.

ჰხედვიდენ რაჲ საღმრთოსა მას მოქალაქობასა შენსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ნიშთა და სასწაულთა დიდთა, შენ მიერ აღსრულებულთა, ესე ყოველი შემდგომად სიკუდილისა შენისა აღწერნეს მოწაფეთა შენთა და კეთილქებისა გალობითა გნატრიდენ შენ, ვითარცა ჭეშმარიტად ახოვანსა ქრისტეს მხედარსა.

ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, არამედ შემდგომად სიკუდილისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, და ვიდრე აქამომდე არცაღა განგეშორა პატივი სიწმიდისაჲ, რამეთუ სამარხოჲ შენი იქმნა უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ კურნებათაჲ.

ყოველნი მოსავნი შენნი და მოყუარენი ვიდრე აქამომდე ისწრაფვიან სავანესა მას, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაჲ სამარხოჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა.

ზღუდედ საღმრთოდ, და კეთილად შესავედრებელად მოგიგო შენ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ზღუდედ საღმრთოდ, და კეთილად შესავედრებელად მოგიგო შენ ეკლესიამან ჩუენმან და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა გნატრიდეთ შენ, მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა, გლახაკთა გამომზრდელსა და ცოდვილთა სულთა მძღუანსა.

საიდუმლოჲ დიდი, დიდებულისა შობისა შენისაჲ განაკჳრვებს ანგელოზთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

საიდუმლოჲ დიდი, დიდებულისა შობისა შენისაჲ განაკჳრვებს ანგელოზთა, ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა - ყოვლისა სოფლისა სასოჲსა.

- შემდგომად „ადიდებდითსა“ (IX გალობისა): - „ღირს არსი“ - არ იგალობება.

- „განმანათლებელი“ : ნათელმან უსხეულომან განგანათლა შენ, ჵ, მამაო ჩუენო, გაბრიელ მღდელთმთავარო, და გამოგაბრწყინვა რაჲ ნუგეშად ჩუენდა, მოჰფინა შარავანდედი ქუეყანასა ამას ჩუენსა, ცოდვისა მიერ დაბნელებულსა, და წყუდიადი უმეცრებისაჲ წარსდევნა, ამისთჳს ღუაწლი შენი, ვითარცა საუნჯჱ ოქროჲსაჲ შეუმოსიეს ეკლესიასა ღმრთისასა და, ვითარცა გჳრგჳნი სამეუფოჲ, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისაჲთა, დაუდგამს თავსა თჳსსა, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულითა შევლენან მას შინა.

(იგივე)

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

(იგივე)

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

- „ყოველი სული“ - იგალობება.

- „აქებდითსა“ ზედა დასდებლები - მუხლი 8. (შენიშვნა: აირჩიეთ ნებისმიერი 4 ან 6 მუხლი. ხოლო ჩასართავი ჩაერთვის კვირა დღესთან შჱერთების შემთხვევაში).

იქების დღესასწაული შენი მოყუარეთა შენთა მიერ, ნეტარო, და ჩუენცა სარწმუნოებითა ვადიდებთ და თაყუანის-ვჰსცემთ ყოველთა მწყემსმთავარსა ქრისტესა, რომელმანცა განგამტკიცა შენ, სანატრელო, და აღგძრავთ მეოხებად ყოვლადწმიდისა დედისა მიმართ მისისა, მარიამ ღმრთისმშობლისა, რაჲთა მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ განჴადოს და გჳჴსნნეს საცთურისაგან ბოროტისა, რაჲთა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ჴმითა მაღლითა მარადის ვადიდებდეთ წმიდასა სამებასა.

ღმერთმან ინება რაჲ წყალობაჲ და ცხორებაჲ ერისა ჩუენისაჲ, ჟამსა მას უწინამძღურობისასა გამოგარჩია მამად და წინამძღურად მისა, და სრულ ყავ რაჲ ქადაგებაჲ ჭეშმარიტებისაჲ, ვითარცა რიტორმან საღმრთომან მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისა ჩუენისანი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაჲ, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტჱს მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაჲთა მოგვიტევნეს მან უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ და საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, ხოლო ქუეყანაჲ ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრჴისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან.

ჵ, ნიჭთა შენდა მოცემულთა, სანატრელო, რომლისა მიერ არცხვინე ბოროტთა ეშმაკთა და გამოსჩნდი კანონ მღდელთმთავართა და სიქადულ მართლმადიდებელთა, დამატკბობელ და ბრწყინვალე მნათობ ყოვლისა სოფლისა და უძლურთა უგამოცდილეს და პატიოსან მკურნალ, რომელსა გაქუს მადლი მორწმუნეთა შეწევნისაჲ, აწ მოგუხედენ მაღლით, ღმერთშემოსილო, და დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა საცთური და დაამჴე მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაჲ.

იქადის აწ მხარჱ გურიისაჲ, წმიდაო, რამეთუ მის მიერ აღმოსცენდი მწყემსი კეთილი, და წინამძღვარი განსამტკიცებლად ერისა ჩუენისა ღმრთისმსახურებასა შინა, და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაჲთა ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაჲ განდევნოს ჩუენგან, და უვნებლობითა, რწმენითა და სიხარულითა შეჰმოსოს ყოველი, ღირსო, ვინაჲცა პატივსა მიაგებს სახელოვანსა ხსენებასა შენსა.

იხარებს აწ ერი ჩუენი და იშვებს წმიდაჲ სავანჱ გელათისაჲ, რომელი იუნჯებს წმიდათა ნაწილთა შენთა, რამეთუ მრავალი მორწმუნჱ მოისწრაფვის დღესა ამას წიაღსა მისსა, რაჲთა კრძალვითა მიეახლონ წმიდასა საფლავსა შენსა და გადიდონ ქართველთა დიდი სამკაული, ტკბილი მამაჲ და მოძღუარი ერისა ჩუენისაჲ - მრავალთა სულთა შინა კეთილზნეობისა დამნერგველი, და სწრაფ-მკურნალი ყოველთა სნეულთა და შეპყრობილთა, და ღაღად-ყონ ჴმითა მაღლითა: „ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, წმიდაო, რაჲთა განვსძლიერდეთ და განვცხოველდეთ სულითა და ჴორცითა, და შემძლებელ ვიქმნეთ წინააღმდგომად ყოვლისა ბოროტისა“.

სიტყუათა სულიერთა და წესთა შჯულისათა ასწავებდი რაჲ…

- მუხლი. „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“.

სიტყუათა სულიერთა და წესთა შჯულისათა ასწავებდი რაჲ ერსა შენსა, საღმრთონი ქადაგებანი შენნი თარგმანებათა მიერ განეფინა მრავალსა ქუეყანასა, მოღუაწეო და მუშაკო სათნოებისაო გაბრიელ, და განვლე რაჲ სოფელი ესე ღირსად, დიდებულო, აწ შუებასა სამოთხისასა შეერთებული, ანგელოზთა თანა იხარებ, და უკუნისამდე ჰსუფევ ქრისტჱს თანა, მას ევედრე აწ, რაჲთა განაშოროს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელჱ მოაქციოს ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რაჲთა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაჲ.

შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა…

- მუხლი. „მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ“.

შემოკრბით, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესხმითა სულიერითა უგალობდეთ წმიდასა და ახოვანსა ქრისტჱს მხედარსა, წმიდასა და დიდსა მღდელთმთავარსა გაბრიელსა, ერისა ჩუენისათჳს ფრიად დამაშურალსა წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა, და ვევედროთ, რაჲთა კუალად დაიფაროს მამული თჳსი - საქართველო - ყოვლისაგან ჭირისა და თანამბრძოლ გუეყოს ჩუენ მარადის წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა და დაგვიცვას უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ…

„დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა“

დავბეროთ საყჳრსა გალობათასა და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა გაბრიელ ებისკოპოსისასა და ვაქებდეთ სანატრელსა მას, ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომდენთა ჩუენდა და უგალობდეთ: უძლურნი - სენთა მკურნალსა, ჭირვეულნი - მჴსნელსა, შეცოდებულნი - მჴურვალესა მეოხსა, მწუხარენი - მლხინებელსა, შორიელად მავალნი - თანა მოგზაურსა, მენავენი - მმართებელსა და ყოველნი ყოვლით კერძო, ყოველთა-ვე სასოსა სარწმუნოებით ვადიდებდეთ და ვიტყოდეთ: მეოხ-გუეყავ, სანატრელო, რაჲთა ლოცვათა შენთა მიერ შეგვჭურნეს უფალმან ღმერთმან ძალითა თჳსითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთა ზედა და გუაცხოვნნეს ჩუენ. (ჴმაჲ 6).

ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან…

„აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“

ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისა, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ გვეყავ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

- „დიდებამაღალიანი“ - იგალობება.

- ტროპარი მღვდელთმთავრისა, ჴმაჲ 4: სოფელსა შინა მწუხარებაჲ დაითმინე, ხოლო ქრისტჱს თანა მშვიდობაჲ შეიძინე, სიტყჳთა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღუაწლით შემოსილო წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

- „დიდება“ „აწ და“ - ღმრთისმშობლისა „აღდგომის განსატევებელი“ (ტროპარის ხმის მიხედვით): რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეცხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

- ტროპარი: მღვდელთმთავრისა

- ტროპარი: მღვდელთმთავრისა - კონდაკი: მღვდელთმთავრისა

- გალობისას ჩაერთვის

- „გამომსახველობითი ანტიფონები“ - „ნეტარებების“

- გალობისას ჩაერთვის

- წმიდის III გალობიდან - 4 მუხლი…

„მომიხსენენი“ - 8 მუხლად:

- წმიდის III გალობიდან - 4 მუხლი (ძლისპირით).

- წმიდის VI გალობიდან - 4 მუხლი, თავისი „დიდება“ „აწ და“ - თი.

- მღვდელთმთავართა. - ებრაელთა XIII 17-25

სამოციქულო

- მღვდელთმთავართა. - ებრაელთა XIII 17-25;

სახარება - ლკ.6. 43 დას. XI, 27-30.

- მღვდელთმთავრისა

შესვლად. ტროპარი

- მღვდელთმთავრისა

- მღვდელთმთავრისა

კონდაკები - „დიდება“

- მღვდელთმთავრისა

- „სასოო და შესავედრებელო...“

„აწ და“

- „სასოო და შესავედრებელო...“

„პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ…

წარდგომა

„პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“. (ჴმაჲ 7).

„რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე“

მუხლი.

„რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე“.

„მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი…

„ალილუია“

„მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ“. (ჴმაჲ 2).

„საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა…

განიცადე

„საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი. ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის“.

წმინდა გაბრიელ ეპიკოპოსის წეს-განგებას ვუძღვნი დედ-მამის –…

წეს-განგება შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა

წმინდა გაბრიელ ეპიკოპოსის წეს-განგებას ვუძღვნი დედ-მამის – ქეთევანისა და მიხეილის ხსოვნას, გთხოვთ მოიხსენოთ წმინდა გაბრიელის სადღესასწაულო წირვა ლოცვაში.

წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისა (389)

წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისა (389)

წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას - ნონა. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო. როცა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის თავსა და მშობლებზე მოგვითხრობს, წერს: „თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა, ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები - ეს უკვე ჩემი ცოდვაა“.

მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახურის გზა აირჩია და ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა. წმიდანის დედა არაფრით ჩამორჩებოდა კეთილმსახურ მეუღლეს, იგი მხოლოდ სხეულით იყო ქალი, თორემ აზროვნებით მამაკაცზე მაღლა იდგა. გრიგოლ ღვთისმეტყველს უმშვენიერესი მოგონებები შემორჩა ბავშვობაზე. გულმოდგინება საკუთარი სულის სრულყოფისათვის დღითიდღე ემატებოდა და უმტკიცდებოდა. იგი სიხარულით კითხულობდა საღვთო წიგნებს და ბედნიერებას ანიჭებდა ზნეობრივად სრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობა. მან ყრმობაშივე იგრძნო სურვილი სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლისა. ამ მიზნით ჯერ ალექსანდრიაში გაემგზავრა, სადაც რამდენადმე გაეცნო ზოგიერთი სახის მეცნიერებას, ხოლო შემდეგ იქიდანვე დაადგა გზას პირდაპირ ელადისაკენ, კერძოდ, ათენისაკენ. როგორც თვითონ წერს, ზღვით სამოგზაუროდ მეტისმეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია. კუნძულ კვიპროსთან მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა დაღუპვით ემუქრებოდა ხომალდს. ყველა, ვინც ადრე ჭეშმარიტი ღმერთი არ იცოდა, ერთხმად მოუხმობდა საშველად ქრისტეს, რადგანაც შიში ყველაზე შთამაგონებელი გაკვეთილია. ამ საშინელი საფრთხის ჟამს გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტეს შეევედრა: „შენთვის ვიცხოვრებ, თუ თავს დავაღწევ ამ საშინელ საფრთხეს, ხოლო უკეთუ არა, შენ დაკარგავ ერთგულ მსახურს“. უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ზღვა მსწრაფლ დაწყნარდა. ამ ლოცვის შედეგად ყველა, ვინც კი ხომალდზე იყო, იქიდან ქრისტეს მიმართ უღრმესი მოწიწების გრძნობით შეპყრობილი გადმოვიდა.

ათენის აკადემიაში სწავლისას წმიდა გრიგოლი, როგორც თვითონ წერს, ცდილობდა ყოფილიყო პირველი იმათ შორის, „ვინც იცის, თუ რა არის თვითონ პირველი“. ათენში სწავლის წლებმა ცოდნასთან ერთად მას საუკეთესო მეგობარიც შესძინა ბასილი დიდის სახით. მათი მეგობრობის საფუძველი გახდა ერთნაირი სულიერი მისწრაფებანი, ანუ თავად გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ერთი სული ორ სხეულში“.

სწავლის დასრულების შემდეგ გრიგოლმა ბევრი იფიქრა და ბოლოს განდეგილისა და საზოგადოებაში მცხოვრებთა შორის არსებულ რაღაც საშუალო გზაზე შეჩერდა. მოვლა-პატრონობას მოითხოვდნენ მოხუცი მშობლებიც, ამიტომ მათთან ცხოვრება გადაწყვიტა.

362 წელს გრიგოლმა, ნაზიანზის ეპისკოპოსმა, შვილი, თუმცა შესანიშნავად იცოდა მისი გეგმები, თითქმის იძულებით მღვდლად აკურთხა. შეწუხებულმა და შინაგანად აფორიაქებულმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა დასამშვიდებლად პონტოსკენ გასწია, თავის ღვთაებრივ მეგობართან, ბასილი დიდთან, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ბასილი დიდიც ისევე მოექცა, როგორც მამა. კერძოდ, მამამისის თანხმობით, კაბადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად გაამწესა იგი, რაზედაც წმიდა გრიგოლმა მტკიცე უარი თქვა და ნაზიანზში გააგრძელა ცხოვრება მშობლებთან ერთად. 379 წელს გრიგოლ ნაზიანზელი, როგორც უკვე სიტყვითა და ცხოვრების წესით ცნობილი პიროვნება, კონსტანტინეპოლში მიიწვიეს. იგი წერს: „მე მიმიწვია იქ მრავალმა ურწყულმა, მაგრამ ჯერ ისევე მწვანე სულმა მწყემსებიდანაც და ფარიდანაც, რათა ღვთისმოსაობის ნაკადებით განმეცოცხლებინა ისინი და ზეთისხილის ზეთის მოწოდებით გამეგრძელებინა სინათლის სიცოცხლე სასანთლეში“.

არიოზის მიმდევართა ერესისაგან მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად გრიგოლ ღვთისმეტყველმა კონსტანტინეპოლში წარმოსთქვა ხუთი უბრწყინვალესი სიტყვა. ამ სიტყვებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს მართლმორწმუნეთა განმტკიცების საქმეში.

380 წელს იმპერატორ თეოდოსის მხარდაჭერით იგი კონსტანტინეპოლის პატრიარქად აკურთხეს, მაგრამ წმიდა გრიგოლის მგრძნობიარე სულმა კვლავ განმარტოება არჩია. იგი საბოლოოდ დამკვიდრდა თავის მამულში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 390 წელს.

შემორჩენილია წმიდა გრიგოლ ნაზიანზელის 45 საღვთისმეტყველო სიტყვა, მათ გარდა წმიდანს ეკუთვნის თეოლოგიური და ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური თხზულებანიც.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წმ. გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა (1896)

წმ. გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა (1896)

წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში.

1840-45 წლებში გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854 წელს ეგზარქოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად.

1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. 1858 წელს გაბრიელი მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს. იმავე წელს გადაიყვანეს გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად ეკურთხა და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. 1869 წელს მის განმგეგლობაში შევიდა აფხაზეთის ეპარქია. ხოლო 1873 წელს მას მიემატა სამეგრელოს ეპარქია. ეპისკოპოსმა გაბრიელმა ორჯერ იმოგზაურა სვანეთში: 1866 და 1877 წლებში. მისი მოღვაწეობის შემდეგ სვანეთში განმტკიცდა ქრისტიანული სარწმუნოება. 18000 აფხაზმა მიიღო ქრისტიანობა. აიგო 200-ზე მეტი ტაძარი, შეკეთდა: ნიკორწმიდის, ბიჭვინთის, მოქვის, კაცხის, ილორის ტაძრები. დაარსდა ასამდე სამრევლო სკოლა: 1887 წელს შეიქმნა „ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი“. ხოლო 1889 წელს - კომიტეტი დავით აღმაშენებლის საფლავზე სამრევლო ეკვდერის განსაახლებლად და დიდთა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს გვამთათვის ახალი სანაწილის გასაკეთებლად. 1890 წელს ქუთაისში დაარსდა ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია გაიხსნა. მრევლის განათლების მიზნით მეუფე გაბრიელი ხშირად მოგზაურობდა ეპარქიის ფარგლებში, ხალხთან პირად შეხვედრას და საუბარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სოფლიდან სოფელში გადადიოდა და დღეში სამ-ოთხ ადგილას დამოძღვრიდა ხოლმე სამწყსოს. მაგრამ ყველაზე მეტად მრევლზე გავლენას ახდენდა გაბრიელ ეპისკოპოსის პიროვნება, მისი პირადი მაგალითი. როგორც პედაგოგმა და მოძღვარმა, მან იცოდა ზნეობრივი აღზრდის საშუალებები. ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს მან, იაკობ გოგებაშვილის თქმით, „ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები... კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს იგი თვითონაც მკაცრად იცავდა“. ჭრიდა შეშას, თოხნიდა, პირუტყს საზრდოს უზიდავდა, ქათმებს აპურებდა. ახალი ტაძრების მშენებლობის დროს ხშირად თვითონ იყო არქიტექტორი, სოფელ-სოფელ ეძებდა კარგ ოსტატებს, ზრუნავდა წესრიგზე. თურმე „თუ სადმე ეკლესიაში უსუფთაობას ნახავდა, მოიტანდა ცოცხს და თავისი ხელით დახვეტდა“. ეპისკოპოსი გაბრიელი მხოლოდ პირადი ღირსებით შემკულ ხალხს აკურთხებდა ეკლესიის მსახურებად და არ უწევდა ანგარიშს არც თავადს, არც მთავარსა და არც გუბერნატორს. ცნობილია, თუ როგორ შერისხა მან გრაფი ლევაშოვი სასულიერო საქმეებში უხეში ჩარევის გამო. მეუფე გაბრიელი „ადამიანებს ენდობოდა, რადგან მათში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატებას ხედავდა და ამიტომაც მათ შიში არ ჰქონდა“. ერთი მოგზაურობის დროს ავაზაკი თავს დაეცა და გაძარცვა მოუნდომა. გაბრიელი არ დაიბნა, ჯვარი გადასახა და უთხრა: „შვილო, მე საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სად მაქვს“. ეს სახელი ავაზაკსაც გაეგონა და შეკრთა. მეუფე არ მოეშვა, სანამ თან არ წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად განამწესა.

მთხოვნელის შერჩევა მეუფემ არ იცოდა. დიდი, პატარა, შორეული თუ ახლობელი, თავადი თუ გლეხი მისთვის ერთი იყო. უკანონობას არ მოითხოვდა და უზნეო თხოვნას არავისას არ შეასრულებდა. მისი უბრალო და მარტივი ხასიათი მის ტანსაცმელში ჩანდა. საცხოვრებელ ოთახში და სმა-ჭამაშიც ხშირად მნახველს ძველ სამოსელში გამოწყობილი ბერი მოსამსახურედ მიუღია.

ეპისკოპოსი გაბრიელი იყო საოცარი მოწყალე და ქველმოქმედი, თავისი სამწყსოს ქვრივთა და ობოლთათვის ლუკმის მიმწოდებელი. იტყოდა ხოლმე, მაძღარს არ ვაჭმევ, რადგან მშიერიც ბევრი მეგულებაო. ერთ დიდსა და სასტიკ ზამთარში, როცა ქუთაისის ღარიბები დიდ გაჭირვებაში და განსაცდელში ჩავარდნენ, მღვდელმთავარმა თავისი ფეხით დაიარა გაჭირვებულთა ქოხმახები და აღმოუჩინა მათ შემწეობა, რამდენიც შეეძლო. იგი ღრმად თანაუგრძნობდა მდაბალ ხალხში სწავლა-განათლების გავრცელებას, მრავალ მოსწავლეს უწვდიდა დახმარების ხელს, საკუთარ სახლში ინახავდა და სწავლის ქირასაც უხდიდა, ამ ყმაწვილებთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა კეთილშობილური აზრები. მათ ნორჩ გულებში დაენერგა სიყვარული სიმდაბლისადმი. მისი დევიზი იყო: „მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა“. გაბრიელ ეპისკოპოსის დღიურები საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ, თუ რამდენი უპატრონო მკვდარი დაუსაფლავებია, რამდენი შიშველი შეუმოსავს, რამდენი გზის ქირა გადაუხდია, რამდენი შეგირდისთვის სასწავლო ნივთი უყიდია, რამდენი სნეულისთვის უექიმია. დიდ ზამთარში ხშირად ქვრივ-ობლებს შეშას და ფულს უგზავნიდა ღამ-ღამობით, ჩუმად. ცნობილია ასეთი ამბავი: ერთხელ ეპისკოპოსმა გაიგო ქუთაისის ციხეში ტუსაღთა რიცხვი, შეაკერინა საცვლები და ორ საპალნე თეთრ პურთან ერთად გაუგზავნა პატიმრებს. თან დაავალა, არავითარ შემთხვევაში არ ეხსენებინათ მისი სახელი.

მეუფე გაბრიელის თანამედროვენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საოცარი სახილველი იყო ლოცვად დამდგარი ეპისკოპოსი. წირვა-ლოცვა ძლიერი სასოებით იცოდა.

მიუხედავად ამისა, გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ ხშირად იყო გესლიანი წერილები, ეჭვები, უსაფუძვლო ცილისწამებანი. მას აბრალებდნენ უსამართლობას, უზნეობას, კარიერისტობას, საეკლესიო ნივთებით ვაჭრობას. ერთხელ, როდესაც მეუფემ ბატონყმობის გაუქმების აუცილებლობაზე იქადაგა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში, ერთ-ერთმა აზნაურმა მოკვლა დაუპირა მას. ეპისკოპოსი გააფრთხილეს, მარამ იგი არ შედრკა, გზას არ გადაუხვია და მშვიდად ჩაუარა ბოროტგანმზრახველს. იქ მყოფნი ამბობდნენ, ეპისკოპოსმა ისეთი ლმობიერებით შეხედა აზნაურს, რომ მას საკუთარი ბოროტების შერცხვაო. მას მტრებიც კი იხსენებენ, როგორც „უნიჭიერეს და ყოვლად შესანიშნავ მოძღვართმოძღვარს“, ადარებენ „ეკლესიის თვით პირველ წმიდა მოძღვრებს“, უწოდებენ „საკვირველ პედაგოგს“, „არაჩვეულებრივ სიტყვის მეუფეს“, „სიმართლის მასწავლებელს“.

მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკუთხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება. მან ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა, რომ მცირე ერები, მათ შორის ქართველებიც, „დიდ“ ხალხში გათქვეფის აუცილებლობას ვერ აცდებოდნენ, და რაც უფრო მალე მოხდებოდა ეს მოვლენა, მით უკეთესი იყო. „რით ამტკიცებ შენ, რომ ეს მოვლენა (მცირე ხალხის ენის განქარვება) არის ბუნების წესი?“ - ეკითხება გაბრიელ ეპისკოპოსი მუხრანსკის, - „პირიქით, ხალხი უნდა ეცადოს ენის გავრცელებას, გამდიდრებას და არა დამარხვასა და დაკარგვას“. გაბრიელი თვლიდა, რომ „ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი“ სწორედ ენაა. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარი ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და „უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც“.

მეუფე გაბრიელი მტკიცედ აღუდგა წინ კავკასიის სასწავლო მზრუნველის იანოვსკის წინადადებას, „ქართული სამღვდელოების გონების შეზღუდულობის გამო“ პირველდაწყებით სკოლებში რუსი სამღვდელო პირები დაენიშნათ. ასე მოიქცა მაშინაც, როცა იანოვსკის პოლიტიკის გამტარებელმა, ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სცადა სასწავლებლიდან ქართულის გაძევება. ამის გამო ლევიტსკი გააფრთებით ებრძოდა გაბრიელს და მოითხოვდა მის გადაყენებას ეპისკოპოსობიდან.

ასევე დიდი უთანხმოება ჰქონდა გაბრიელს ეროვნულ ნიადაგზე ეგზარქოს ევსევისთანაც, რაც შემდგომში განხეთქილებამდეც მისულა. ზემდგომ დაწესებულებებთან და პიროვნებებთან ამგვარ დაპირისპირებას ხშირად მათი გულისწყრომაც მოჰყვებოდა ხოლმე. დროდადრო გაბრიელზე საიდუმლო მეთვალყურეობაც ყოფილა დაწესებული, რადგანაც ის მთავრობისათვის არასაიმედო კაცად იყო მიჩნეული.

1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები. მან საქართველოდან წასვლა დააპირა. „ჩემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ. მე ერთი ხნიერი კაცი ვარ. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო“.

სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: „ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა“, ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისაგან იყო შეკრული. არათუ მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამონდობის გამო, არამედ მეზობელს მეზობელთან მისვლაც კი უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. ისეთი დიდთოვლობა იყო, რომ არქიელის გორიდან გამოსვენებულ ცხედარს ადევნებული პროცესია შენობების სახურავებით უფრო მიდიოდა, ვიდრე ქუჩაზე. მიუხედავად უამინდობისა, საკრებულო ტაძარში მიცვალებულის გადასვენებას დიდძალი საზოგადოება დაესწრო.

46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა.

გარდაცვალებულის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.

გამოქვეყნდა გაბრიელ ეპისკოპოსის გამოსათხოვარი სიტყვა. მეუფე უკანასკნელ შენდობას ითხოვდა ყველასაგან და თვითონაც ყველას მიუტევებდა შეცოდებებს.

მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 50 (101), 2000 წ.

მოწამისა ფილიცატასი და ძეთა მისთა: იანუარისა, ფელიქსისა, ფილიპესი, სილვანესი, ალექსანდრესი, ვიტალისა და…

მოწამისა ფილიცატასი და ძეთა მისთა: იანუარისა, ფელიქსისა, ფილიპესი, სილვანესი, ალექსანდრესი, ვიტალისა და მარციალისა (დაახ. 164)

წმიდა მოწამე ფელიციტას შვიდი ვაჟი ჰყავდა: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი. წარმოშობით ფელიციტა მდიდარი რომაელების ოჯახიდან იყო. როცა ქურუმებმა წმიდანს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებით წარმართული ღმერთების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი, მან მოწყალებად გასცა მთელი ქონება და შვილებთან ერთად აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის ისინი საწამებლად გადასცეს. წმიდა ფელიციტა შესცქეროდა ძეების ტანჯვას და უფალს ევედრებოდა, შვიდივე მათგანი მასზე ადრე შესულიყო სასუფეველში. აუსრულდა კიდეც ნატვრა: თვითონ აღესრულა უკანასკნელად. წმიდა ოჯახი რომში ეწამა 164 წლის მახლობლად.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა პოპლი ასურისა

ღირსისა პოპლი ასურისა

ღირსი პოპლი ასური მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ზევგმაში დაიბადა. იგი სენატორის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ შემდგომ უარყო ეს სოფელი, ქონება მოწყალებად გასცა და მონაზვნობა შეიმოსა. წმიდანი ასურეთის უდაბნოს ერთ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც ორი სავანე დააარსა: ერთი ბერძნებისათვის, მეორე კი - ასურელებისათვის. გარდაიცვალა 380 წელს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა მარი მგალობელისა (დაახ. 430)

ღირსისა მარი მგალობელისა (დაახ. 430)

ღირსი მარი მგალობელი ასურეთში მოღვაწეობდა. ის 37 წელი ცხოვრობდა ერთ ნესტიან ქოხში, მშვენიერის პირისახის, რბილი და სასიამოვნო ხმის გამო წმიდანს მგალობელი შეარქვეს. ღირსი მამა გარდაიცვალა 60 წლის ასაკში (+430).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.