გულანი
საცდელი · 1.11.1
2 იანვარი 1 / 134სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა…

2 იანვარი

თვენი

წმიდა ღირსი მამა სერაფიმე საროველი (+1833) · orthodoxy.ge; „კარიბჭე“ (karibche.ge); საქართველოს საპატრიარქოს კალენდარი (sazu.ge) · დაახლ. 62 წთ

სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა…

ტროპარი

სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

თუესა იანვრის 2 (15)-სა ნაწილთა პოვნა ივლისის…

თუესა იანვრის 2 (15)-სა ნაწილთა პოვნა ივლისის 19-(1/IX)-სა

დღესა ამას ქრისტეანეთა ერი სადიდებელითა გალობითა შეგამკობდა…

უფალო ღაღად-ჰყავსა ზედა, ჴმაჲ 4

დღესა ამას ქრისტეანეთა ერი სადიდებელითა გალობითა შეგამკობდა ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა და მჴურვალედ გიგალობდა: ჵ, ნეტარო მამაო სერაფიმე, დიდო სიქადულო მმარხველთაო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს, რომელნი სიყუარულითა აღვავლენთ წმიდასა და პატიოსანსა ხსენებასა შენსა.

ქალწულებისა და სიმშჳდისა სიყრმითგან შემყუარებელო, წმიდაო სერაფიმე საროველო, გონებისა და გულის სიწმინ-დითა ქრისტეს სიყუარულისა მომპოვნებელო, და მასთან მიახლებულო, მას ევედრე აწ, ნეტარო, რაჲთა გჳჴსნნეს ჭირ-თა ჩუენთაგან, რომელნი რწმენით ვღესასწაულობთ ჴსენებასა შენსა.

დღესა ამას ქრისტეს მორწმუნეთა კრებული თაყუანის-ჰსცემს წმიდათა ნაწილთა შენთა, ყოვლად ქებულო მამაო სერაფიმე, და აღვსილნი სიხარულითა გნატრის და გევედრება, რაჲთა მიანიჭო სიმრთელჱ სულისა და კურნებაჲ ჴორ-ცისაჲ, რომელი რწმენით მიეახლება სიწმიდესა შენსა.

გიხაროდენ, საროვისა მკჳდრნო, რამეთუ მუნ გამობრწყინდა ახალნი მნათობი, მოძღუარი და მასწავლელი, განმანათლებელი რუსთა ქუეყანისაჲ, აწ იშვებდ და იხარებდ შენცა ქრისტეს ეკლესიაო, რამეთუ მის მიერ მრავალთა სიხარულსა მოანიჭებდი და მედღესასწაულეთა განაძლიერებდი ტაძარსა შინა, ვინაჲცა გჳრგჳნსა სულიერისა ყუავილისასა შეთხზვიდენ, და დავითისა თანა ღაღადებდენ: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

იქადის აწ რუსთა ქუეყანაჲ და იშვებს წმიდაჲ…

დიდებაჲ, ჴმაჲ 6

იქადის აწ რუსთა ქუეყანაჲ და იშვებს წმიდაჲ სავანჱ საროვისაჲ, ხოლო ურიცხვი მომლოცველი მოისწრაფვის დღესა ამას დივეევოს დედათა სავანესა, რაჲთა გადიდონ რუსეთისა დიდი სამკაული, მამაჲ და მოძღვარი საღმრთოჲსა სიბრძნისა, მრავალთა სულთა შინა დამნერგველი კეთილზნეობისა და ცოდვის მოყუარეთა კაცთათჳს მასწავლელი თავშეკავების სიტკბოებისა, ბელიარის ზრახვათა მომსრველი და სწრაფმკურნალი ყოველთა სნეულთა, ამისთჳსცა მოსავნი შენნი და მოყუარულნი გიღაღადებთ შენ: ლოცვითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ღირსო სერაფიმე, საროველო საკჳრველთ-მოქმედო!

ძალი მადლისაჲ სიყრმითგან გფარვიდა შენ, ყოვლად ქებულო…

სტიქარონსა ზედა, ჴმაჲ 1

ძალი მადლისაჲ სიყრმითგან გფარვიდა შენ, ყოვლად ქებულო სერაფიმე, რამეთუ ქუე-გადმოვარდნილი სიმაღლითგან დაგიცვა რაჲ უფალმან საკჳრველად, სალმობითა დამაშურალსა გამოგიჩნდა თჳთ დედოფალი ზეცისაჲ და ქუეყანისაჲ, და მოგმადლა კურნებაჲ, ხოლო ხედვიდა რაჲ დედაჲ შენი, ბერობისა მიმართ სწრაფვასა შენსა, გულისჴმაჲ-ყო წმიდა საღმრთო ნებაჲ უფლისაჲ, და გაკურთხა იწროსა გზასა ზედა მონაზონებისასა სრბად წმიდითა ჯუარითა თჳსითა.

გამოხვედ რაჲ ქალაქისაგან შენისა, ღირსო სერაფიმე, მიიწიე…

პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

გამოხვედ რაჲ ქალაქისაგან შენისა, ღირსო სერაფიმე, მიიწიე კიევსა, თაყვანისაცემად პეჩორის სიწმიდეთა, და მიიღე ბრძანებაჲ ბაგეთაგან ღირსისა დოსითეოსისა: „წარმართებულ იყავ საროვის უდაბნოსა შინა“, რამეთუ განჭვრიტა მადლი ღმრთისაჲ შენზედა.

დაუტევე რაჲ სოფელი მსგავსად იოანე ნათლისმცემელისა, დაემკჳდრე…

ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა მისთა ინებოს ფრიად.

დაუტევე რაჲ სოფელი მსგავსად იოანე ნათლისმცემელისა, დაემკჳდრე საროვის სავანესა, ნეტარო, და ყოველთა დღეთა განჰლევდი ლოცვასა, მარხვასა და მღჳძარებასა შინა, ხოლო განხვედ რაჲ უდაბურსა მას ალაგსა, ღირსო, მუნვე აღივსე სულიერითა სიბრძნითა, და აღხუედ რაჲ სამაღლესა სათნოებათასა, იქმენ ტაძრად სულისა წმიდისა. აწცა ცხოველ ჰყავ სული ჩემი მომკუდარი ცოდვათაგან და განმინათლე გული და გონებაჲ მოსავსა შენსა.

დიდებაჲ...

აღსრულებასა შინა მონაზვნურისა ღუაწლისასა, ღირსო სერაფიმე, დაუცადებელითა ლოცვითა და ფსალმუნებითა განდევნიდი რაჲ ეშმაკისა საცთურთა, დაშრეტდი მძჳნვარეთა საფრჴეთა მისთა, და განაკჳრვებდი ძმათა მოთმინებითა და სიყუარულითა, აწცა ნუ დასცხრები ჩუენ ყოველთათჳს ჴსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან და ყოვლისაგან საცთურისა.

აწდა, ღმრთისმშობლისა.

ჵ, დიდებული საკჳრველი, რამეთუ კეთილად მოღუაწე მლოცველი…

ვჰგალობთ ნეტარ-არს კაცსა, I აღსავალსა. უფალო ღაღად-ვყავსა ზედა დასდებელი, მუხლი 8. ჴმაჲ 5. ღირსისა სერაფიმესი.

ჵ, დიდებული საკჳრველი, რამეთუ კეთილად მოღუაწე მლოცველი გამოჩნდა რაჲ საროვისა უდაბნოსა, სერაფიმე დიდი სასწაულთმოქმედი მოგვევლინა - მჴურვალე მღაღადებელი წინაშე ღმრთისა; იხარებ აწ დივეევოს სავანჱ, რომელი იუნჯებ წმიდათა ნაწილთა ღირსისასა; გიხაროდენ, კეთილმორწმუნენო, შეწევნისა მისისა მოქენენო, რამეთუ დაგჳჴსნის ჭირთაგან და მასვე ვუღაღადოთ: გიხაროდენ, ლამპარო სიკეთისაო, რომელმან ბნელი განიოტე, ევედრე ღმერთსა, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ჵ, დიდებული საკჳრველი, რამეთუ ჭეშმარიტად კეთილად მოღვაწჱ და სვეტი შეურყეველი, ნეტარი სერაფიმე დამკჳდრდა რაჲ საროვის სავანესა, მუნვე ბრძნად მორწმუნენი შემოიკრიბნა, და აღიყუანა სულიერსა სიმაღლესა, ხოლო ჩუენ ღირსსა მას შევუვრდებით, რაჲთამცა ევედრნეს ღმერთსა, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

საკჳრველ არიან საიდუმლონი შენნი, ქრისტე ღმერთო, რამეთუ მოგვივლინე ჩუენ სანთელად ცეცხლმთებარედ ღირსი სერაფიმე, მცველად და მფარველად მორწმუნისა ერისა, ბერად და მლოცველად მართმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს, და დიდებად და სიმტკიცედ წმიდისა ამის სავანისა; ამისთჳსცა გიღაღადებთ, უფალო, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ოდეს მოხვედ, ღირსო, საროვისა უდაბნოსა, მეყსეულად ნებაჲ თჳსი უარყავ, და ყოველთა უჩვენებდი მტკიცესა მორჩილებასა, რამეთუ სიხარულითა დაითმენდი ურვასა და მჭმუნვარებასა, და გუემასა და წყლულებებსა დაითმენდი ბოროტთა კაცთაგან, და მათთჳსვე ილოცვიდი ღირსად, ხოლო ჩუენ, მადიდებელნი პატიოსანისა ჴსენებისა შენისანი გიღაღადებთ: მამაო, ევედრე ღმერთსა, მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

სამკჳდრებელი შენი ფრიად იდიდების და მოქადულ-არს შრომათა შენთა ზედა, ხოლო მოსავნი შენნი, რომელნიცა პატივსა მიაგებენ წმიდათა ნაწილთა შენთა და ჭურეტენ ურიცხუთა სასწაულთა, შენ მიერ აღსრულებულთა, ადიდებენ განმადიდებელსა შენსა უფალსა, მას ევედრე აწ, ღირსო სერაფიმე, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ნეტარ არიან მკჳდრნი სავანისა მის შენისანი, ღირსო მამაო. ნიჭთა მრავალთა საუნჯეო, და ჭურო, შემნახველო ქალწულებრივისა სიწმინდისაო, მადლისა ნავთსაყუდელო, კურნებისა წყაროო, სნეულთა უვეცხლოო მკურნალო, ჭეშმარიტთა მმარხველთა შემწეო და მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელო, ამა სოფლისა ვნებათაგან აღელვებულთა მშჳდო ნავთსადგურო; ლოცვა-ჰყავ, ყოვლად სანატრელო, ჩუენთჳს, რომელნი აღვავლენთ პატიოსანსა ხსენებასა შენსა, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

დღესა ჴსენებისა შენისასა იხარებენ გუნდნი და კრებულნი მართლმადიდებელთანი, ღმერთშემოსილო მამაო სერაფიმე, რომელნი ჴმითა დიდითა გიღაღადებენ: ქრისტეს სიყუარულისთჳს სოფლისა შუენიერებაჲ დაუტევე, და დამკჳდრდი რაჲ საროვის უდაბნოსა შინა, ღუაწლითა ფიცხელითა ვნებანი მოაკუდინენ და არარად შერაცხე წინააღდგომაჲ ბოროტთაჲ; აწცა ევედრე ღმერთსა, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

მოვედით, მორწმუნენო და სადიდებელითა გალობითა საკჳრველი მამაჲ იგი ვადიდოთ და ერთობით ვუღაღადოთ: ღირსო მამაო სერაფიმე, რომელი ღმრთეებრივსა ცხორებასა ჭეშმარიტად ეზიარე, და ასკეტური ღუაწლი ლოცვასა და ღმრთისმეტყუელებასა შეაზავე, ხოლო უბიწოჲ ცხორებაჲ შენი, ვითარცა მსხუერპლი წმიდაჲ, სულითა განწმედილითა ქრისტესა შესწირე და მისგანვე მიიღე გჳრგჳნი უხრწნელისა მის დიდებისა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო…

დიდებაჲ, ჴმაჲ 8:

ვარსკულავო უდაბნოჲსაო, ბრწყინვალებაო საღმრთოჲსა სიყუარულისაო და განმანათლებელო მონაზონთაო, სუეტო შეურყეველო მოთმინებისაო, სიმტკიცეო და ძელო ეკლესიისაო, ლამპარო ყოვლადბრწყინვალეო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სათნოებათა საუნჯეო, გაქებთ შენ, ღმერთშემოსილო მამაო, ნეტარო სერაფიმე, რომელმან განაბრწყინვე ჟამნი შენნი უდაბნოსა შინა ძლიერად მოღუაწებითა, რომლითა მიეახლე ბრწყინვალებასა საღმრთოსა, და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთაჲ ქრისტჱს მიერ გჳთხოვე მედღესასწაულეთა ჴსენებისა შენისათა და დიდი წყალობაჲ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვინ არა გნატრიდეს შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო, ვინ არა უგალობდეს უხრწნელსა შობასა შენსა, რამეთუ რომელი იგი უჟამოდ მამისაგან გამობრწყინდა, ძჱ მხოლოდშობილი, იგივე შენგან უბიწოჲსა გამოვიდა გამოუთქმელად ჴორცშესხმული, ღმერთი იყო ბუნებით და ჩუენთვის კაციქმნა წყალობით. არა ორებად პირთასა განიკუეთა, არამედ ორითა ბუნებითა შეურევნელად საცნაურ-იქმნა. მას ევედრე, პატიოსანო და ყოვლადსანატრელო, ცხორებისათჳს სულთა ჩუენთასა.

მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა…

შესვლად. წარდგომა დღისა საწინაწარმეტყველონი; საკითხავი ღირსისა. სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. თ. 3 (1-9)

მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვაჲ. საგონებელ იყვნედ თუალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდრად და შეერაცხა ბოროტად განსლვაჲ მათი. ჩუენგან განსლვაჲ შემუსრვილად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. დაღათუ თუალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოებაჲ მათი უკუდავებითა სავსე არს. და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველყოფილ იყვნენ, რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა, ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა, შეიწყნარნა იგინი. და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ და, ვითარცა ნაბერწყალნი, ლერწამსა შინა რბიოდიან. შჯიდენ თესლებსა და დაიპყრიან ერნი. და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას, რამეთუ მადლი და წყალობაჲ რჩეულთა მისთა და მიხედვაჲ მისი ღირსთა მისთა.

მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფლისა მიერ არს…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. თ. 5 (16-24) თ.7

მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვაჲ მათთჳს მაღლისა მიერ. ამისთჳს მოიღონ მეუფებაჲ შუენიერებისაჲ და შარავანდედი სიკეთისაჲ ჴელისაგან უფლისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ. და მოიღოს ყოვლად საჭურველი შურისა მისისაჲ და შეჭურნეს დაბადებულნი მისნი - ძლევად მტერთა. და შეჰმოსოს ჯაჭჳ სიმართლისაჲ და დაადგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული. მოიღოს თორნე უძლეველი - სიწმიდჱ, და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ. და ვიდოდიან მიმართებულად საისრენი ელვათანი და ღრუბელთაგან, ვითარცა კეთილთა სიმგურგულითა მშჳლდისათა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს და კლდისა­ საისრითა გულისწყრომითა სავსედ დაეცემოდიან სეტყუანი,­ განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსა და მდინარენი წარღუ­ნიდენ სასტიკად. და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისაჲ და ვითარცა არმური განანქრინენ იგინი და მოაოჴროს ყოველი ქუეყანაჲ უშჯულოებამან და ძჳრისმოქმედმან, და დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი. აწ უკუე ისმინეთ, მეფენო, და გულისჴმა-ყავთ და ისწავეთ მსაჯულთა კიდეთა ქუეყანისათა, ყურად-იღეთ, რომელთა გიპყრიან სიმრავლენი და იზახებთ ერითა თესლებითა, რამეთუ უფლისა მიერ მოცემულ არს თქუენდა სიმტკიცე და ძალი ძლიერება მაღლისა მიერ. გულისთქუმაჲ თქუენი იყავნ, ჵ, კაცნო, სიბრძნისა მიმართ, და გსუროდენ, რაჲთა განისწავლნეთ, რამეთუ დასაბამი მისი არს სიყუარული და დამარხვა შჯულისა. პატივ-ეცით სიბრძნესა, რათა საუკუნოდ ჰმეუფებდეთ.

მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს; რამეთუ…

სიბრძნისაგან სოლომონისა საკითხავი. თ. 4, (7-15)

მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს; რამეთუ სიბერისა პატიოსნება არა მრავალი ჟამი, არცა რიცხჳ წელთა აღრაცხილ, რამეთუ მჴცოვანება არს გონიერება კაცთა, და ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო. სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა და წარიტაცა, რათა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმის-ყოფა მისი, ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი. რამეთუ შური სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონება უმანკოთა. აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი, რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი. ამისთ?ს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა, ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

ვითარითა დიდებისა გჳრგჳნითა შევმოსოთ მოღუაწჱ დიდი, ღირსი…

ლიტსა ზედა დასდებელი ტაძრისა, ესრეთ ღირსისა სერაფიმესი. ჴმაჲ 1

ვითარითა დიდებისა გჳრგჳნითა შევმოსოთ მოღუაწჱ დიდი, ღირსი სერაფიმე? - რამეთუ იგი არს მოძღუარი კეთილი, სარწმუნოებისა სიმტკიცითა და კეთილმსახურებითა გამოჩინებული, რომელი ღმრთივსულიერსა სწავლებასა და მოციქულთა ცხოვრებასა ასწავებდა ყოველთა მისდამი მილტოლვილთა და სულთა ურიცხუთა აღადგინებდა ბაძვად მისდა. ამისთჳს ვუღაღადებთ მას: ევედრე, ღირსო, ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა მართლმადიდებლობაჲ განამტკიცოს და აცხოვნოს სულნი ჩუენი.

მოვედით, მჴცოვანისა მონაზონისა შესჴმაჲ აღვავლინოთ და პატიოსნად ვადიდოთ, რომელი არს ჭეშმარიტი მოწაფჱ მაცხოვრისაჲ, სოფლისა შუენიერებისა დამტევებელი, ქრისტეს უღლის ბეჭსა თჳსთა ზედა ამღებელი და ეშმაკთა შემმუსრველი. მასვე შევღაღადოთ: ნუ დაგვივიწყებ ჩუენ, ღირსო სერაფიმე, რომელნი აღვასრულებთ წმიდასა ჴსენებასა შენსა.

დიდთა მათ მამათა, მარხვითა და ღუაწლითა გაბრწყინებულთა მოშურნედ იქეც, ღირსო, და ყოველსა დღესა ცხორებისა შენისასა განჰლევდი ლოცვასა, ცრემლსა და მღჳძარებასა შინა, და უდაბნოჲ უქმი ნაყოფიერ-ყავ რაჲ რწყვითა ცრემლთა შენთაჲთა, განათლებულმან ბრწყინვალებითა მადლთა სულიერითა, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან, განაპენ ზღუანი განსაცდელთანი, ყოვლად ნეტარო სერაფიმე, და აღასრულე რაჲ სრბაჲ შენი, მადლი საკჳრველებათაჲ ნიჭად მიიღე­ განკურნებად სენთა სარწმუნოებით პატივისმცემელთა შენთასა.

ვნატრით ღმრთეებრივსა და ნათელსა ჴსენებასა შენსა, ღმერთშემოსილო სერაფიმე, რამეთუ ყოველნი განაკჳრვე, ოდეს ვითარცა უჴორცომან, ხილულნი და უხილავნი მტერნი შენნი არცხვინე და დაამჴუე სილაღჱ ღმრთისმებრძოლთაჲ, ამისთჳსცა იქებიან მხარჱ იგი ტამბოვისაჲ და წმიდაჲ სავანჱ საროვისაჲ და იქადის დივეევოს დედათა სავანჱ წმიდათა ნაწილთათჳს შენთა, რომლისა მიერ სიმრთელჱ მიეცემის ყოველთა რწმენით შენდამი მოლტოლვილთა, და შენ მიერ განათლებულნი, გიღაღადებთ შენ, ნეტარო, აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ ძალითა ქრისტჱსითა.

გიხაროდენ, ნეტარო სერაფიმე, რომელმან იღუაწე სადიდებლად ღმრთისა…

დიდებაჲ, ჴმაჲ 5

გიხაროდენ, ნეტარო სერაფიმე, რომელმან იღუაწე სადიდებლად ღმრთისა, ერსა შენსა ანდერძად მიეც დამარხვაჲ ჭეშმარიტ­ისა­ რწმენისაჲ, და სიყუარული ღმრთისმშობლისა წილხვედრისა ერისა და ქუეყანისაჲ, ამისთჳსცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ორნივე ესე მართლმორწმუნენი ერნი აღგვძრას ბილწთა მათ მძლავრთა ბრძოლად და ბოროტთა განზრახვათა მათთა წინააღმდგომად, რაჲთა რომელნი ესე ჴორცითა და სისხლითა თჳსითა მოგჳყიდნა, სიყუარულითა და მშჳდობით ვცხონდებოდეთ და ვაქებდეთ მას დაუცხრომელად.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო; გიხაროდენ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, ქალწულო, ღრუბელო და ეტლო სიტყჳსაო; გიხაროდენ, უზესთაეს გონებისა და გარეგან საზღუარისა, წმიდაო ღმრთისა საყოფელო; გიხაროდენ, უქორწინებელო სულითა ზესთა ღმერთთასა მიდგომილო; გიხაროდენ, თჳნიერ თესლისა მშობელო, და თჳნიერ ხრწნილებისა მაწოვნებელო; გიხაროდენ, მარადის ქალწულო, კურთხეულო.

ძალი მაღლისაჲ სიყრმითგან გფარვიდა შენ, ნეტარო სერაფიმე…

სტიქარონსა ზედა დასდებელი, ჴმაჲ 5

ძალი მაღლისაჲ სიყრმითგან გფარვიდა შენ, ნეტარო სერაფიმე, და ქუე-გადმოვარდნილი სიმაღლიდგან უვნებელად დაგიცვა, რამეთუ სალმობითა დამაშურალსა გამოგიჩნდა თჳთ დედოფალი ზეცისაჲ და ქუეყანისაჲ, და მოგმადლა კურნებაჲ, ხოლო შენ შფოთთა მათ სოფლისათა ევლტოდი ღმრთისა სიყუარულითა, და გამოხვედ რაჲ ქალაქისაგან შენისა, მიხვედ ქალაქსა მას კიევსა, თაყვანისაცემად პეჩორის სიწმიდეთა, და ღირსისა დოსითეოსის ბაგეთაგან მიიღე ბრძანებაჲ: „წარემართე საროვის უდაბნოსა“.

ისწრაფდი რაჲ ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, დაუტევე სოფელი…

მუხლი. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

ისწრაფდი რაჲ ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, დაუტევე სოფელი, მსგავსად იოანე ნათლისმცემელისა, და დაემკჳდრე რაჲ საროვის სავანესა, სცხონდებოდი სულიერად, და ერთი ხოლო ზრუნვაჲ გაქუნდა, წმიდაო, რაჲთამცა სათნო-ეყო ღმერთსა, აწცა მეოხ გუეყავ წინაშე მისსა, რაჲთა მართლმადიდებელნი ერნი დაგვიცუნეს სატანისა მახეთაგან და და განგვარინოს ამაონი შფოთნი და ბოროტნი განსაცდელნი მოსავთა შენთა.

შეიმოსე რაჲ სახე მონაზონებისაჲ, დაემკჳდრე განშორებულსა უდაბნოსა…

მუხლი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.

შეიმოსე რაჲ სახე მონაზონებისაჲ, დაემკჳდრე განშორებულსა უდაბნოსა, და დაუცადებელითა ლოცვითა განდევნიდი ეშმაკისა საცთურთა, და სახარებისა კითხვითა და გალობითა დაშრეტდი მძჳნვარეთა საფრჴეთა მისთა, ხოლო მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ცხორებისა შენისანი, განკჳრდეს ფრიად და ადიდებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა.

აწ ვინ აღრაცხავს ღუაწლსა შენსა საკჳრველსა და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ვინ აღრაცხავს ღუაწლსა შენსა საკჳრველსა და შეჭირვებასა, ანუ ვინ აღმოსთქუავს ფიცხელსა ცხორებასა შენსა მეუდაბნოჲსასა, მარხვასა და დაყუდებასა, ბაგეთა უტყვობასა და მარადის ლოცვასა და მღჳძარებასა? რამეთუ ჭეშმარიტად გამოჩნდი მმარხველთა სამკაულად და ურცხვენელ მლოცველად ღმრთისა. ამისთჳსცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, წმიდისა ცხორებისა დამნერგველო; გიხაროდენ, მწუხარეთა და ჭირვეულთა დიდო ნუგეშო სერაფიმე, ყოველთა მოსავთა შენთა მჴურვალეო მფარველო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, ღირსო, რაჲთა განგვაშორნეს ჩუენ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა, და გჳჴსნნეს ძმათა შორის ბრძოლისა და შინაგანცემისაგან.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ქალწულო, რომელმან ღმერთი მუცლად-იღე გამოუთქმელად, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ვედრებაჲ მონათა შენთაჲ შეიწირე, ყოვლადუბიწოო, რომელი მისცემ ყოველთა შენდობასა ცოდვათასა, აწ ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე და გჳთხოვე მადლი და წყალობაჲ.

სიყრმითგან შეიყუარე ღმერთი და მას მხოლოსა მსახურებდი…

კურთხევასა ზედა პურისასა, ტროპარი ღირსისა სერაფიმე საროველისა 2-გზის, და ღმრთისმშობელო ქალწულო 1 - გზის. ტროპარი, ჴმაჲ 4

სიყრმითგან შეიყუარე ღმერთი და მას მხოლოსა მსახურებდი გულისთქმითა მჴურვალითა, უდაბნოჲ უქმი მოიმუშაკე დაუცადებელითა ლოცვითა და ღუაწლითა, და სიყუარული ქრისტჱსი მოიხუეჭე შემუსრვილითა გულითა, ხოლო გალობითა ემსგავსე ზეციერსა სერაფიმსა, სიყუარულით შენდამი მოლტოლჳლთათჳს, ფრიად მოწყალეო, და გამოჩნდი საყუარელ რჩეულად დედისა ღმრთისა. ამისთჳსცა გიგალობთ შენ: გუაცხოვნენ ჩუენ ლოცვითა შენითა, სიხარულო ჩუენო, ღმრთისა მიმართ მჴურვალეო მეოხო, ნეტარო სერაფიმე!

არა ვითარცა მრისხანე სერაფიმი ჴრმლითა ცეცხლოვანითა, არამედ…

სხუაჲ ტროპარი

არა ვითარცა მრისხანე სერაფიმი ჴრმლითა ცეცხლოვანითა, არამედ ვითარ სასოებითა და ნუგეშინისცემით აღსავსე მდაბალი ბერი, ესრეთ მოხვალ ჩუენდა და შეგვეწევი, მჴურვალეო მეოხო ჩუენო, ტკბილო მამაო სერაფიმე, განწმედილითა გულითა ბოროტ სულთა შემმუსრველო, სასოებასა ჩუენსა დავდებთ შენზედა და გვრწამს, ვითარმედ ერი შენი მარადის მართლსარწმუნოებასა ზედა დამტკიცნების, ხოლო შენ მიერ შეყუარებულისა დედისა ღმრთისა­ ­წილხდომილი ქუეყანაჲ ჩუენი ივერიაჲ, აწ დაცემული და ვიდრე ჟამადმდე დამდაბლებული, წმიდითა ლოცვითა შენითა ლაზარესაებრ აღდგების და წინაჲსწარმეტყუელებაჲ შენი აღსრულდების:­ რამეთუ სთქუ: „მზაკუვარი იგი ანტიქრისტჱ ივერიასა შინა ვერცა­ღა გამეფდების, ხოლო ქუეყანაჲ ესე უკანაჲსკნელსა ჟამსა მას განბრწყინდების, და ტრაპეზსა ზედა უფლისასა ღჳნოჲ მიერითგან იქმნების“.

უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოზად, და სასწაულთა…

ტროპარი (საზოგადო); ჴმაჲ 1.

უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო, წმიდაო სერაფიმე, მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებითა შენდა მოივლტიან, დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან-გყო შენ, დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ, ცოდვითა მოწყლულნი ესე, ამბორს…

ღმრთისმშობლის ტროპარი, ჴმაჲ 4

ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ, ცოდვითა მოწყლულნი ესე, ამბორს ვუყოთ სასწაულმოქმედსა ხატსა მისსა „მოალერსედ“ წოდებულსა და ლმობიერად ვუგალობდეთ: დედოფალო, შეიწირენ უღირსთა მონათა შენთა ლოცვანი და მოგუანიჭე ჩუენ მვედრებელთა შენთა დიდი წყალობაჲ.

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო…

ცისკრად. ღმერთი უფალსა ზედა ტროპარი ღირსისა. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. სხუაჲ ტროპარი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელი საუკუნითგან დაფარულ-იყო, და ანგელოზთაგან უცნაურ საიდუმლო, ღმრთისმშობელო, შენ მიერ კაცთა გამოეც­ხადა, ღმერთი შეურევნელად შენგან განჴორციელდა, ჯუარცმაჲ ნებსით თავს იდუა, რომლისათჳსცა აღადგინა პირველდაძინებულნი, და იჴსნა მან სიკუდილისაგან სულნი ჩუენნი.

ძალითა ცხოველმსყოფელისა ჯუარისაჲთა და ლოცვითა მჴურვალითა განაქარვე…

შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 4

ძალითა ცხოველმსყოფელისა ჯუარისაჲთა და ლოცვითა მჴურვალითა განაქარვე რაჲ ბოროტისა საცთურნი, მარხვითა და მღჳძარებითა სათნო-ეყავ უფალსა, და ღირს იქმენ ტაძარსა შინა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა თანა ქრისტჱსა ღმრთისა ხილვისა, ხოლო აწ ზეცასა შინა კუალად ნეტარებ ხილვითა ესევითარითა და ისმენ ანგელოზთა დასთა ტკბილჴმოვანსა გალობასა, იმეოხე აწ ჩუენთჳს წინაშე ღმრთისა, რაჲთა ცოდვათა მიერ დაბრმობილნი თუალნი სულისანი აღგვიხილნეს და გულითა დაზრქელებულნი აღგვძრნეს გალობად და დიდებად მისა. 2-გზის

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზსა, მითხრობად ძრწოლით…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზსა, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმობდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

მუჴლთა მოიყრიდი რაჲ ლოდსა მას ზედა მრავალთა…

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა. ჴმაჲ 1

მუჴლთა მოიყრიდი რაჲ ლოდსა მას ზედა მრავალთა ჟამთა, ჴელთა აღაპყრობდი უფლისა მიმართ, წმიდაო ბერო, და ლოცვითა და მღვიძარებითა მაცხოვრისაგან მოიპოვე რაჲ მადლი სულისა წმიდისა, განკურნე შენ ჴორცითა სნეულნი და განანათლნე სულნი ერთგულთა და მშჳდთა. ამისთჳსცა გიღაღადებთ შენ, ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, განაშოროს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩემისა და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელჱ იჴსნნეს საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტჱს ხიბლისაგან და საცთურისა.

დედასა ღმრთისასა ვევედრებით ყოველნი ჭეშმარიტად, და ვუღაღადებთ…

2-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედასა ღმრთისასა ვევედრებით ყოველნი ჭეშმარიტად, და ვუღაღადებთ წყალობასა მისსა, რომელნი სიყუარულითა მიჳვლტით ხატთა მიმართ მისთა, და ვსასოებთ, ვითარცა მფარველსა მას ლმობიერსა, და განსაცდელსა შინა მისმიერ მოვიმუშაკებთ ჴსნასა და ცხორებასა.

გადიდებთსა: გნატრით შენ, საკჳრველთმოქმედო, ღირსო მამაო სერაფიმე, და პატივ-ვჰსცემთ წმიდასა ჴსენებასა შენსა, წინამძღუარო მონაზონთაო, და თანა მკჳდრო ანგელოზთაო.

გამობრწყინდა კეთილმოღუაწე ცხორებაჲ შენი რუსთა ქუეყანასა, და…

შემდგომად სადიდებელისა წარდგომა. ჴმაჲ 7

გამობრწყინდა კეთილმოღუაწე ცხორებაჲ შენი რუსთა ქუეყანასა, და ყოველთაგან იდიდები სადიდებელითა გალობითა, რამეთუ კეთილმსახურებისა ეტლსა ზედა აღხვედ, ვითარცა ელიაჲ, და ოდეს სულიერად აღმაღლდი ცათა შინა, მუნვე დაიდგ ნათელი იგი გჳრგჳნი მართლისაჲ. ამისთჳსცა მადლიერებითა გიღაღადებთ შენ, ნეტარო სერაფიმე; ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ხატთა შენთა მიერ გარდამომივლინოს ცუარი მადლისა შენისაჲ და მომანიჭოს მე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტის განრჩევისაჲ და მომცეს ძალი მიტევებისაჲ.

ზღუდეო უბრძოლველო ქრისტეანეთაო, ღმრთისმშობელო ქალწულო, პირველ მცოდველნი…

2-გზის. დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზღუდეო უბრძოლველო ქრისტეანეთაო, ღმრთისმშობელო ქალწულო, პირველ მცოდველნი, ხოლო აწ შენზედა მონდობილნი და სასოების დამდებელნი უვნებელ ვიქმებით რაჲ, მოწყალეო, მადლიერებითა გიღაღადებთ: გიხაროდენ, ყოველთა ჩუენთა სიხარულთა სახარულევანო!

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი…

აღსავალი I ანტიფონი IV ჴმისა

სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთჳს გევედრები: შემწემეყავ და მიჴსენ სახიერ.

რომელთა გძულთ სიონი, სირცხჳლეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განჴმული თივაჲ შეგჭამნესთ გეენიამან.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და…

დიდებაჲ მამასა და ძისა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ-იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განჰბრწყინდების სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.

სახარება მათესი X; დას; 4,2-5,12

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4 პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე? ყოველი სული...

სახარება მათესი X; დას; 4,2-5,12.

დღესა ამას მორწმუნეთა სულიერისა ზეობისასა, დღესასწაულსა ღირსისა…

შემდგომად 50-ე ფსალმუნისა;

დღესა ამას მორწმუნეთა სულიერისა ზეობისასა, დღესასწაულსა ღირსისა მამისასა, რომელი კეთილად იხარებს, აწ მასვე შევჰღაღადებთ: გიხაროდენ, ღირსო სერაფიმე, ზეცისა კაცო და ქუეყანისა ანგელოზო; გიხაროდენ, მრავალთა გზასა ზედა ცხოვნებისასა დამაყენებელო; გიხაროდენ, მართალთა დიდებაო და რუსთა ნათესავისა განმამტკიცებელო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, მართლმადიდებელნი ერნი დაგვიცუნეს სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან და მოგვანიჭოს მშჳდობაჲ და წყალობაჲ.

უკულეველად ზღუაჲ წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ…

კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6 სექტემბრის 28-ს იძიე კანონი ღირსისა, მუხლი 8. ჴმაჲ 6 გალობა 1, უგალობდითსა ძლისპირი

უკულეველად ზღუაჲ წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ, და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთა და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგალობდა.

უფალო, აღაღე ბაგჱ ჩემი უღირსი და მომეც…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უფალო, აღაღე ბაგჱ ჩემი უღირსი და მომეც სიტყვაჲ გონიერი, რაჲთა სიხარულითა ვაქებდე და ღირსად შევამკობდე ღირსსა სერაფიმეს, ვითარ სასწაულთმოქმედსა საკჳრველსა.

ჟამსა სიყრმისასა დასნეულდი და არარაჲ სარგებელ გეყო…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჟამსა სიყრმისასა დასნეულდი და არარაჲ სარგებელ გეყო წადიერებაჲ მკურნალთაჲ, გარნა დედამან შეგავედრა შენ ღმრთისმშობელსა და წარმოგიდგა რაჲ ბრწყინვალედ მოსილი დედოფალი, განგკურნა და განგარინა სალმობათაგან.

სიყრმით შენითგან უბიწოჲ ცხორებაჲ შენი, ვითარცა მსხუერპლი…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიყრმით შენითგან უბიწოჲ ცხორებაჲ შენი, ვითარცა მსხუერპლი წმიდაჲ შეწირე ქრისტჱსა, ხოლო გეწადა რაჲ ჴსნაჲ სულისა თჳსისაჲ, დაემკჳდრე საროვის უდაბნოსა და შებმა უყავ ღუაწლსა ფრიად ძნელსა და ფიცხელსა.

სიყუარული, სიმდაბლჱ და სიმშჳდჱ, ლოცვაჲ და მღჳძარებაჲ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სიყუარული, სიმდაბლჱ და სიმშჳდჱ, ლოცვაჲ და მღჳძარებაჲ, და სარწმუნოებაჲ მტკიცჱ სასოებითა მოიგენ, ყოველთა თანა სათნოებათა მწყობრსა და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, სახე კეთილისაჲ ექმენ თჳსტომთა შენთა.

ღმრთისმშობელისა: ყოვლადსახიერო დედოფალო, ყოვლადსახიერისა ღმრთისა ჴორცით დამბადებელო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელისა: ყოვლადსახიერო დედოფალო, ყოვლადსახიერისა ღმრთისა ჴორცით დამბადებელო, განწმინდე გული ჩემი ვნებით დაზრქელებული, რაჲთა რწმენითა და სიყუარულითა გადიდებდეთ შენ.

ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა, და შრომათაგან…

სხუაჲ კანონი წმიდისა სერაფიმესი; ჴმაჲ 8. ძლისპირი

ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა, და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა და ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

ყინელი ღამისაჲ და მცხუნვარებაჲ დღისაჲ მხოლომან დაითმინე…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყინელი ღამისაჲ და მცხუნვარებაჲ დღისაჲ მხოლომან დაითმინე უდაბნოსა შინა, და იქეც ტაძრად სიტყჳსა ღმრთისა, ხოლო ზეციერსა იერუსალჱმსა აღწევნული, ევედრები ჩუენთჳს მხოლოსა კაცთმოყვარესა.

აღავლენდი რაჲ ღმრთისმშობლის მიმართ ვედრებათა, მრავალგზის ღირს-იქმენ…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღავლენდი რაჲ ღმრთისმშობლის მიმართ ვედრებათა, მრავალგზის ღირს-იქმენ ხილვად მისა, ვითარცა ცოცხლებრ მავალისა, და მოციქულთა თანა სხეულებრივ მქცევისა, მას ევედრე აწ, ნუ დაუტევებს მოსავთა სიწმიდისა შენისათა.

დასნი ანგელოსთანი განკჳრდეს, გხედვიდნენ რაჲ მონაზონსა დაყუდებულსა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დასნი ანგელოსთანი განკჳრდეს, გხედვიდნენ რაჲ მონაზონსა დაყუდებულსა, გამოგეცხადა დედაჲ ღმრთისაჲ და გიბრძანა, განგეღო სენაკი არა აღკრძალვად ერთათჳს მართლმადიდებელთა.

ღმრთისმშობლისა: რწმენითა და სიყუარულით შენდამი მოლტოლვილთა და…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა: რწმენითა და სიყუარულით შენდამი მოლტოლვილთა და შიშითა მღაღადებელთა ლოცვისა ჴმაჲ ისმინე, დედოფალო.

არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო, ღმერთო ჩუენო…

გალობა 3, განძლიერდასა ძლისპირი

არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტეანეთაჲ, დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

სიმდაბლითა შეუდეგ რაჲ ღმრთისმშობლის ბრძანებასა, ყოველთა ასწავებდი…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიმდაბლითა შეუდეგ რაჲ ღმრთისმშობლის ბრძანებასა, ყოველთა ასწავებდი პატიოსნებასა და აღუხელდი ცოდვათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისაჲთა.

ლოცვითა შენითა ანგელოზთა თანა წარსდეგ რაჲ წინაშე…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ლოცვითა შენითა ანგელოზთა თანა წარსდეგ რაჲ წინაშე უფლისა, ყოვლისა სოფლისათჳს აღავლენდი ვედრებასა, რაჲთა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მზაკუარსა მტერსა ზედა.

სიყრმითგან რწმენითა და სიყუარულითა მიეახლე მეუფესა­ მაღლისა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიყრმითგან რწმენითა და სიყუარულითა მიეახლე მეუფესა­ მაღლისა ძალთაჲსა, წმიდაო სერაფიმე, და ვითარცა მზჱ აღმობრწყინდი რაჲ საროვის უდაბნოსა, იყავ მარადის ტკბილი ნუგეში სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთა.

გამოუჩნდი შენ, ღირსო, სუეტად შეურყეველად მვედრებელთა და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულს

გამოუჩნდი შენ, ღირსო, სუეტად შეურყეველად მვედრებელთა და მეოხ ეყავ რაჲ მლოცველთა, განამრავლენ სამწყსოჲ ქრისტჱსი და სიწმიდითა წინამძღუარ ექმენ მოღუაწეთა.

ღმრთისმშობელისა: ესმა ევას - დედასა ყოველთასა: ტანჯჳთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელისა: ესმა ევას - დედასა ყოველთასა: ტანჯჳთა შობდე, ხოლო შენ, ყოვლადწმიდაო ქალწულო, გესმა: გიხაროდენ, უფალი შენთანა, და ჴმითა მხიარულითა დახსენ მწუხარებაჲ პირველისა მის დედისა.

შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო…

სხუაჲ კანონი ძლისპირი

შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თაო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.

ახალსა გხედვიდნენ რაჲ რჩეულსა ღმრთისასა, მოისწრაფდენ შენდა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ახალსა გხედვიდნენ რაჲ რჩეულსა ღმრთისასა, მოისწრაფდენ შენდა, და არა განაგდებდი განსაცდელთაგან შეურვებულთა, იყავ კეთილის მრჩეველ უმეცართა, მასწავლელ შეცდომილთა და სნეულთა მკურნალი და განმმართველი მკელობელთა.

ემცნო ჰამბავი ესე ყოველსა ქუეყანასა: „საროველი სასწაულმოქმედი…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ემცნო ჰამბავი ესე ყოველსა ქუეყანასა: „საროველი სასწაულმოქმედი დიდი გამოჩნდა, ნუგეშინისცემს მწუხარეთა, სწყალობს უპოვართა და ყოველთა მვედრებელთა მისთა გამოუბრწყინვებს შეწევნისა თჳსისა საბოძვართა“.

იჴსნიდი სავანესა ბოროტთა ცილისწამებათაგან და აღვსილი სიყუარულითა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იჴსნიდი სავანესა ბოროტთა ცილისწამებათაგან და აღვსილი სიყუარულითა და მადლითა საღმრთოჲთა არა იგონებდი წარმავალსა ქუეყნიერსა ზრუნვასა, არამედ ზეცად მიმართ აღაფრენდი ლოცვითა შენითა გულსა და გონებასა თჳსსა.

ღმრთისმშობელისა: ჵ, დედაო ღმრთისაო, სალხინებელო ყოველთა ცოდვილთაო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელისა: ჵ, დედაო ღმრთისაო, სალხინებელო ყოველთა ცოდვილთაო, შენ განმიღე ჩუენ კარი წყალობისა შენისაჲ და მწუხარებანი ჩუენნი შესცუალენ სიხარულად, კურთხეულო, ვითარცა ხარ მხიარულებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ, მიმადლებულო.

უდაბნოჲსა მოქალაქობაჲ შეიყუარე უფროჲს საწუთოჲსა სიტკბოებისა და…

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4.

უდაბნოჲსა მოქალაქობაჲ შეიყუარე უფროჲს საწუთოჲსა სიტკბოებისა და სძლიე რაჲ ვნებათა ამა სოფლისასა, ღირსო სერაფიმე საროველო, შეხვედ ნავთსაყუდელსა მას უღელვოსა, და გამოჩნდი ჭურად მოთმინებისა და სიწმიდისა, ამისთჳსცა უფალმან მოგცა ძალი სულთა ზედა ბოროტთა და განასხემდი მათგან, რომელთაცა სტანჯვიდეს, განთავისუფლდებოდეს და სიხარულითა ადიდებდეს ძალსა ქრისტჱსსა, აწცა ნუ დასცხრები ჩუენ ყოველთათჳს ჴსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რაჲთა კეთილქებისა გალობითა გნატრიდეთ შენ, მწყემსსა დიდსა და მამასა ჭეშმარიტსა.

ცოდვანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა, დედოფალო, და…

დიდებაჲ, აწდა, ღმრთისმშობლისა:

ცოდვანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა, დედოფალო, და შეგინებულ ვარ, და არა არს კურნებაჲ ჴორცთა ჩემთა, არამედ შენ, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, სულსა ჩემსა მოჰმადლენ ცრემლი სინანულისაჲ, განსაწმენდელად ცოდვათა, და ჴორციელთა სნეულებათაგან განმკურნე მე. მკურნალო ყოველთაო და მშობელო უფლისაო.

ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა…

გალობა 4, უფალო მესმასა ძლისპირი

ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ჴმითა მაღლითა იტყვის ეკლესიაჲ; და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებითა, საღმრთოჲთა მით სიხარულითა.

სიხარულითა იშვებს დღეს სერაფიმედივეევოს სავანჱ ჴსენებასა შენსა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიხარულითა იშვებს დღეს სერაფიმედივეევოს სავანჱ ჴსენებასა შენსა, და მოისწრაფენ მორწმუნენი თაყუანისცემად პატიოსანთა ნაწილთა შენთა, და ითხოვენ შენგან კურნებასა.

ვითარცა ფინიკი აღყუავდი ღუაწლითა შენითა, და სიტყჳთა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა ფინიკი აღყუავდი ღუაწლითა შენითა, და სიტყჳთა ნაყოფიერითა და უბიწოჲთა ცხორებითა მრავალთა აღავსებდი ნეტარებითა, აწ ჩუენცა გვითხოვე წყალობაჲ ქრისტეჱსგან.

ლოცვითა შენითა ევედრე ღმერთსა, რაჲთა ცოდვისამიერი წყუდიადი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლოცვითა შენითა ევედრე ღმერთსა, რაჲთა ცოდვისამიერი წყუდიადი უმეცრებისაჲ განდევნოს ჩუენგან, და უვნებლობითა, რწმენითა და სიხარულითა შეჰმოსოს ყოველი, ღირსო, ვინაჲცა პატივსა მიაგებენ სახელოვანსა ხსენებასა შენსა.

ღმრთისმშობლისა: გიხაროდენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, ეკლესიისა შუენებაო, პატიოსანთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა: გიხაროდენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, ეკლესიისა შუენებაო, პატიოსანთა კაცთა ძლიერებაო და სადიდებელო, მარადის ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ ყოვლისაგან იწროებისა ლოცვითა შენითა.

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ…

სხუაჲ კანონი ძლისპირი

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

არა მხოლოჲ იგი წმიდისა მის სავანისა მკჳდრ…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არა მხოლოჲ იგი წმიდისა მის სავანისა მკჳდრ ხარ, სანატრელო, არამედ სრულიად რუსთა მიწაწყლისა, და მლოცველი და მსწრაფლშემწე, და ყოვლად ძლიერი და უძლეველი მფარველი და მეოხი ყოველთა მართლმადიდებელთა.

მარხვასა შინა დიდ იყავ, ღირსო, და ფიცხელი…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მარხვასა შინა დიდ იყავ, ღირსო, და ფიცხელი იგი ღუაწლი მონაზვნურისა ცხორებისაჲ განვლე უდაბნოსა შინა და სამწყსოსა მას, რომელი გერწმუნა, დამწყსიდი მშჳდითა და მდაბალითა სულითა.

განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განუზომელი მოწყალებაჲ და უაღრესი სიტკბოებაჲ და სიმდაბლჱ გექმნა წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, და იქმენ მამაჲ ობოლთაჲ და გამომზრდელ მშიერთაჲ, და ყოველთა ასწავებდი ქრისტჱს მსგავსად, რაჲთა განუყონ უხუებით გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.

ღმრთისმშობლისა: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენ ხარ ნავთსაყუდელი და…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენ ხარ ნავთსაყუდელი და მისალტოლველი ჩუენი, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა გარე წარგვხადნეს განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი ყოველთა მორწმუნეთა.

ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს…

გალობა 5, ღამითგანსა ძლისპირი

ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიყუარულითა, განანათლენ, რაჲთა გიცნან შენ, ღმერთი მხოლოჲ - განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

მსგავსად მზისა განბრწყინდეს ძალნი იგი სასწაულთანი, შენ…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მსგავსად მზისა განბრწყინდეს ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, საღმრთოჲსა მიერ მადლისა, რომლისა მიერ განსდიდდი, ღირსო, არაჲ მხოლოჲ სრულიად რუსთა ქუეყანასა, არამედ ყოველსა სოფელსა.

იყავ მოძღვარი ჭეშმარიტი ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იყავ მოძღვარი ჭეშმარიტი ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი ერისათჳს შენისა და ფრიად მოყუარული წიხვედრისა ერისა მისისა - ივერიისა და მლოცველი ივერიელთათჳს და წარმატებისათჳს მათისა.

ლოცვასა შინა შუაღამისასა, ღირსო, ჩვეულებისაებრ აღეგზნა ეშმაკი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლოცვასა შინა შუაღამისასა, ღირსო, ჩვეულებისაებრ აღეგზნა ეშმაკი წყობად შენდა, გარნა შენ, ქრისტჱს მჴედარო, ახოვანო, დააკუეთე საცთური მისი და ბანაკნი მათნი დასწუენ ცეცხლებრ, საჴუმილითა ლოცვათა შენთაჲთა.

ღმრთისმშობელისა: მშობელო ღმრთისაო, ყოვლადწმიდაო მარიამ, ურიცხუთა ჭირთაგან…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელისა: მშობელო ღმრთისაო, ყოვლადწმიდაო მარიამ, ურიცხუთა ჭირთაგან განრინებაჲ გჳთხოვე ქრისტჱსგან წილხვედრთა შენთა.

განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა…

სხუაჲ კანონი ძლისპირი

განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყვარე.

ყოველნი მორწმუნენი ისწრაფვიან სავანესა მას, რომელსა შინა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოველნი მორწმუნენი ისწრაფვიან სავანესა მას, რომელსა შინა მდებარე ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს პატივისმცემელთა მისთა.

კრებული ქრისტეს მორწმუნეთა ერთბამად გაქებს, ნეტარო სერაფიმე…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

კრებული ქრისტეს მორწმუნეთა ერთბამად გაქებს, ნეტარო სერაფიმე, რომელ ხარ მშჳდი ნავთსადგური ჭირვეულთა და ღელვაგვემულთა და მსწრაფმკურნალი სულიერთა და ჴორციელთა სნეულებათა.

მარადის შესწირვიდი რაჲ მსხუერპლსა ლოცვისასა უფლისა მიმართ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარადის შესწირვიდი რაჲ მსხუერპლსა ლოცვისასა უფლისა მიმართ, ნუ დააცადებ ჩუენთჳს ოხასა წინაშე მისსა, რაჲთა გჳჴსნნეს მრავალ საფრჴეთაგან მტერისა.

ღმრთისმშობლისა: დააცხვრე გონებაჲ ჩემი, დედოფალო, მრავალთა ვნებათაგან…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა: დააცხვრე გონებაჲ ჩემი, დედოფალო, მრავალთა ვნებათაგან შეპყრობილი, გვაცხოვნენ, ღმრთისმშობელო, შენდამი მოლტოლვილნი, რომელთა არა ვიცით, წმიდაო, სხუაჲ შემწეობაჲ გარეშე შენსა.

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე; და მრავალთა მოწყალებათა…

გალობა 6, ღაღადყავსა ძლისპირი

ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე; და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი; აღმომიყვანე, სახიერ დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

ესმა რაჲ ერსა შენსა, რამეთუ ალაგთა საღმრთოთა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ესმა რაჲ ერსა შენსა, რამეთუ ალაგთა საღმრთოთა, ქრისტჱს მცნებათა გზასა, უბიწოდ ხჳდოდი და ანგელოზებრ იქცეოდი, იწყეს მოსლვად და სწავლებათა შენთა შეიტკბობდენ კეთილად.

განსწავლენ რაჲ სამწყსოჲ შენი და ერი მართალსა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განსწავლენ რაჲ სამწყსოჲ შენი და ერი მართალსა სარწმუნოებასა და დაიცვენ იგინი უბიწოდ წვალებისაგან, აწ ჩუენცა გჳჴსენ საეშმაკოჲსა მძლავრებისაგან და საცთურისა, რომელნი მოაკუდინებენ ბოროტად გულთა ჩუენთა.

დიდ არს ღუაწლი შენი უდაბნოსა შინა და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდ არს ღუაწლი შენი უდაბნოსა შინა და ეგრეთცა განმანათლებელობაჲ ერისაჲ, რამეთუ მრავალი შენდამი მოლტოლვილნი განანათლე და ასწავე გალობაჲ ერთარსისა სამებისა.

ღმრთისმშობლისა: აწცა შენდა მომართ მოვივლტი, ყოვლადწმიდაო, მაცხოვნე…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა: აწცა შენდა მომართ მოვივლტი, ყოვლადწმიდაო, მაცხოვნე ლოცვითა შენითა და დამიცევ, რამეთუ გსურს და ძალგიძს, რამეთუ ხარ დედა ყოვლისა შემძლებელისა.

ვედრებასა ჩემსა გავჰფენ უფლისა მიმართ, და მას…

სხუაჲ კანონი ძლისპირი

ვედრებასა ჩემსა გავჰფენ უფლისა მიმართ, და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი, და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

სიგლახაკითა სიმდიდრჱ და მწუხარებითა სიხარული მოიხუეჭე, და…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიგლახაკითა სიმდიდრჱ და მწუხარებითა სიხარული მოიხუეჭე, და მასვე უხვად გასცემდი შენდამი შევედრებულთათჳს, აწცა ვედრებათა შინა მოჴსენებული იქმ საკჳრველთა, და მფარველ ექმნები მოსავთა შენთა.

უდაბნოსა შინა აღმოთხრიდი რაჲ ჭასა, დაარწყულებდი, ღირსო…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უდაბნოსა შინა აღმოთხრიდი რაჲ ჭასა, დაარწყულებდი, ღირსო, ყოველსა მწყურვალსა და წყლითა მით განკურნებდი მრავალთა სნეულთა, და აწცა საკჳრველებათა შენთა სიმრავლჱ, მორწყავს კიდეთა ქუეყანისათა.

საკჳრველი ცხორებაჲ შენი გამოგვიჩნდა, ღირსო, აღვსებული საიდუმლოჲსა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

საკჳრველი ცხორებაჲ შენი გამოგვიჩნდა, ღირსო, აღვსებული საიდუმლოჲსა სიბრძნისა და მადლისა სიმდიდრითა, და აწცა მსასოებელთა შენთა მიანიჭებ ნუგეშინისცემასა და მჴნეობასა.

ჭეშმარიტად ნეტარი მიცუალებაჲ ღირსთაჲ მიიღე, ქრისტჱსმიერითა სიხარულითა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჭეშმარიტად ნეტარი მიცუალებაჲ ღირსთაჲ მიიღე, ქრისტჱსმიერითა სიხარულითა, აღსასრულისა წინ იხილე რაჲ ღმრთისმშობელი, რომელმანცა გაუწყა მოსალოდებელი განსლვაჲ სულისა შენისა და მიხლებაჲ უფლისა მიმართ.

ღმრთისმშობელისა: ჭეშმარიტსა დედასა ღმრთისასა, ჭეშმარიტსა ღმრთისმშობელსა გაღიარებთ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელისა: ჭეშმარიტსა დედასა ღმრთისასა, ჭეშმარიტსა ღმრთისმშობელსა გაღიარებთ: შობითა შენითა ხრწნილებაჲ გვაშორე; და გულმოწყალებასა კაცთმოყუარე ღმრთისასა და უხრწნელსა ცხორებასა გვაზიარე.

სოფლისა ამის შუენიერებაჲ და ყოველნივე მას შინა…

კონდაკი. ჴმაჲ 2

სოფლისა ამის შუენიერებაჲ და ყოველნივე მას შინა განხრწნადი დაუტევე და დაემკჳდრე რაჲ სავანესა შინა საროვისასა, ანგელოსებრ სცხოვნდებოდი და მრავალთა უჩუენე გზაჲ ჴსნისაჲ, რაჲსთჳსცა გადიდა შენ ქრისტემან, და ნიჭი კურნებათა და საკჳრველებათაჲ მოგმადლა, ამისთჳს გიღაღადებთ: გიხაროდენ, სერაფიმე, ღირსო მამაო ჩუენო!

გონებაჲ ზეცით გებოძა, წმიდაო ღმრთისაო, და სიყრმით…

იკოსი

გონებაჲ ზეცით გებოძა, წმიდაო ღმრთისაო, და სიყრმით შენითგან დაუცადებელად ზრახვიდი ზეციერსა, და დაუტევე რაჲ სახლი მამისა შენისაჲ, დამკჳდრდი საროვის უდაბნოსა შინა, და ვითარცა უჴორცოჲ, იღუწიდი, და აღიწიე თავსა სრულებათასა, ლოცვასა შინა ემსგავსე რაჲ სერაფიმთა, რომელთა თანა მეოხ გუეყავ და მოგვმადლე სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, რაჲთა გნატრიდეთ სურვიელად: გიხაროდენ, ზეცისა კაცო და ანგელოსო ქუეყანისაო; გიხაროდენ, სიყუარულსა შინა ქრისტესა მიმსგავსებულო და სავანეო სულისა წმიდისაო; გიხაროდენ, უსასოთა დიდო სიხარულო და წყაროო კურნებისაო; გიხაროდენ, მწუხარეთა სულთა ტკბილო ნუგეშო; გიხაროდენ, მონაზონთა მშვიდო ნავთსაყუდელო და ბრძენო განმსწავლელო; გიხაროდენ, რუსთა ნათესავისა დიდო სიქადულო; გიხაროდენ, ღირსო მამაო ჩუენო სერაფიმე, საროველო საკჳრველთმოქმედო!

ყრმათა მათ წმიდათა საჴუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან…

გალობა 7, კურთხეულარსა ძლისპირი

ყრმათა მათ წმიდათა საჴუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან: და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, და მძლავრსა ასწავა გალობად: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ძლიერებაჲ უძლეველი ქრისტემან ღმერთმან მოგანიჭა, და განგამტკიცა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ძლიერებაჲ უძლეველი ქრისტემან ღმერთმან მოგანიჭა, და განგამტკიცა რაჲ ძლევად ბოროტთა ზრახვათა, აწ მეოხ გუეყავ წინაშე მისა, რაჲთა გჳჴსნნეს ცდუნებათა და ბოროტთა გულისთქუმათაგან.

განჰკურნე ვნებათაგან შესუარული გულისთქმანი ჩუენნი, რომელნი განარისხებენ…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განჰკურნე ვნებათაგან შესუარული გულისთქმანი ჩუენნი, რომელნი განარისხებენ გონებასა ჩუენსა და დააცხრვე ღელვანი ბოროტისა უღირსებისაჲ, ხოლო გულნი ჩუენნი დაუძლურებულნი, ამა სოფლისა ზრუნვათაგან, განგვიმტკიცე, ღირსო, რაჲთა უკუნისამდე ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა.

ერთა სიმრავლჱ დღეს, მამაო სერაფიმე, თაყუანის-სცემს წმიდათა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ერთა სიმრავლჱ დღეს, მამაო სერაფიმე, თაყუანის-სცემს წმიდათა ნაწილთა შენსა, და მისგანვე ყოველი, კურნებასა მიიღებს, რომელნი მარადის გნატრიან და უფალსა ადიდებენ: კურთხეულ ხარ, შენ, უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელმან შევ სიტყუაჲ უფროჲს ყოვლისა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღმრთისმშობლისა

ღმრთისმშობელო ქალწულო, რომელმან შევ სიტყუაჲ უფროჲს ყოვლისა სიტყჳსა, მქმნელი ყოველთა, მასვე ევედრე ღირსისა სერაფიმესა თანა სულთა ჩუენთათჳს.

არა შეშინდეს ბაბილონს, ყრმანი სახუმილსა შეთხეულნი, არამედ…

სხუაჲ კანონი ძლისპირი

არა შეშინდეს ბაბილონს, ყრმანი სახუმილსა შეთხეულნი, არამედ ცუარითა სხურებულნი, შორის ცეცხლსა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო, და დაგჳფარე ყოვლისავე სულთა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო, და დაგჳფარე ყოვლისავე სულთა განმხრწნელისაგან ბოროტისა, ლოცვითა წმიდისა შენისა, ღირსისა სერაფიმჱსა, რომელნიცა მჴურვალედ გიღაღადებთ: კურთხეულ ხარ, შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ვინ არ განკჳრდეს, და არა ადიდებდეს გამოუკვლეველსა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვინ არ განკჳრდეს, და არა ადიდებდეს გამოუკვლეველსა სიღრმესა მოწყალებისა შენისასა, უფალო, გამოუჩინე რაჲ სოფელსა წმიდაჲ შენი სერაფიმე, მჴურვალე მლოცველი ჩუენი, რომელნი გიღაღადებთ: კურთხეულ ხარ, შენ უფალო, ღმერთო, მამათა ჩუენთაო.

ევედრე, ნეტარო, ქრისტესა მაცხოვარსა ჩუენსა, რაჲთა გჳჴსნნეს…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ევედრე, ნეტარო, ქრისტესა მაცხოვარსა ჩუენსა, რაჲთა გჳჴსნნეს სიყმილისაგან და ჭირისა, უეცარისაგან სიკუდილისა, და ცოდვისა და ბოროტისაგან განზრახვისა, რაჲთა წმიდითა გულითა ვუღაღადოთ მას: გვაცხოვნენ ჩუენ ლოცვითა წმიდისა სერაფიმჱსა.

ღმრთისმშობლისა: ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა: ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშჳდე ცხორებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ.

საჴუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი…

გალობა 8, აკურთხევდითსა ძლისპირი

საჴუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათჳს ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შეცვალა. აკურთხევდით ყოველნი საქმენი, უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მცნებათაებრ მეუფისა ჩუენისა ქრისტჱსისა, იწროჲ და საჭირველი…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მცნებათაებრ მეუფისა ჩუენისა ქრისტჱსისა, იწროჲ და საჭირველი გზაჲ განვლე, ღირსო, მიმყვანებელი სასუფეველსა ზეცისასა, ხოლო გზაჲ ფართოჲ და უჭირველი მოიძულე, და ასწავებდი: აქებდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

იხარებს აწ წმიდაჲ ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა, და…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იხარებს აწ წმიდაჲ ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა, და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა მბრძოლთა მათ ჭეშმარიტებისათა ვსძლევდეთ მართლითა სარწმუნოებითა და ყოვლითა საქმითა ვაქებდეთ უფალსა და აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

მადლითა სულისა წმიდითა აღვსებულო სერაფიმე, რომელნი აღვავლენთ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მადლითა სულისა წმიდითა აღვსებულო სერაფიმე, რომელნი აღვავლენთ წმიდასა ხსენებასა შენსა, კეთილმსახურებრითა კადნიერებითა გამოითხოვე ჩუენთჳს ცოდვათა მიტევებაჲ, რაჲთა მარადის უგალობდეთ უფალსა და აღვამაღლებდეთ მას უკუნისამდე.

შემწეობაჲ შუამდგომელისაჲ გამოგვიჩნდა ჩუენ, დედოფალო, მშობელო მეუფისა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღმრთისმშობლისა

შემწეობაჲ შუამდგომელისაჲ გამოგვიჩნდა ჩუენ, დედოფალო, მშობელო მეუფისა და მაცხოვრისა ჩუენისაო, ამისთჳსცა გევედრებით: დაამშჳდე ცხორებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, უბიწოო, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან, მაყულოვანი სახედ გამოაჩინა…

სხუაჲ კანონი ძლისპირი

მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან, მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად, ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ზრუნვიდი რაჲ დივეევოს სავანესა ზედა ღმრთისმშობლის ბრძანებითა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ზრუნვიდი რაჲ დივეევოს სავანესა ზედა ღმრთისმშობლის ბრძანებითა, აღგითქუა რაჲ აღორძინებაჲ მისი და განმრავლებაჲ მოსაგრეთა, და დამწყსიდი მონაზონთა და ქალწულთა და წარუმართებდი მათ გზასა მას უცთომელსა, ზეცად აღმყვანებელსა.

ჩუენებასა შინა გამცნო ღმრთისმშობელმან, თუ ვითარ შეიყუარა…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჩუენებასა შინა გამცნო ღმრთისმშობელმან, თუ ვითარ შეიყუარა მან დივეევოს სავანჱ და კიევპეჩორისა ლავრაჲ და ყო იგინი წილხდომილად თჳსად, შემდგომად ათონისა, მიუბოძა რაჲ მას უხრწნელი ხატი კარიბჭისაჲ, ჴელითა გაბრიელ ქართველისაჲთა, და ნიშნად წინამძღოლობისა თჳსისა უკანაჲსთა ჟამთა მოჰმადლებს ივერიას, წილხვდომილსა თჳსსა.

ვითარცა ელვაჲ გამოიბრწყინებს ცისქვეშეთსა, ეგრეთცა ჰამბავნი სასწაულთა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ელვაჲ გამოიბრწყინებს ცისქვეშეთსა, ეგრეთცა ჰამბავნი სასწაულთა შენთანი, ღირსო, მოვლის ყოველსა სოფელსა, ხოლო ჩუენ განკჳრვებულნი დიდებითა შენითა, ვღაღადებთ: აქებდით, აკურთხევდით, უგალობდით, უფალსა და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

მუჴლმოყრითა ილოციდი რაჲ წინაშე ხატისა ყოვლადწმდისა დედისასა…

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

მუჴლმოყრითა ილოციდი რაჲ წინაშე ხატისა ყოვლადწმდისა დედისასა, შეჰვედრე სული თჳსი ღმერთსა, გარნა აღატყდა ცეცხლი ალისაგან სანთლისა, წინა განჭურეტისაებრ შენისა, და სიკუდილიცა შენი განცხადნა მოწაფეთათჳს შენთა.

ღმრთისმშობელისა: გიხაროდენ, საყდარო ცეცხლოვანო, უფლისაო; გიხაროდენ, განთიადისა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელისა: გიხაროდენ, საყდარო ცეცხლოვანო, უფლისაო; გიხაროდენ, განთიადისა უხილაო ბრწყინვალებაო; გიხაროდენ, ღრუბელო მზისა გამომაბრწყინვებელო, ქრისტე მაცხოვრისა ჩუენისაო, მასვე ვადიდებთ უკუნისამდე.

ღმერთი შეუძლებელი ხილვად კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი…

გალობა 9, ადიდებდითსა ძლისპირი

ღმერთი შეუძლებელი ხილვად კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყუაჲ ჴორცშესხმული, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა, და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

განწმენდილითა ცხორებითა მიემსგავსე რაჲ ქრისტე მეუფესა, ცხორებაჲ…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განწმენდილითა ცხორებითა მიემსგავსე რაჲ ქრისტე მეუფესა, ცხორებაჲ იგი კეთილად აღასრულე და აღხუედ, მამაო სერაფიმე, მარადიულსა საყოფელსა და ანგელოზთა თანა მარადის ჭვრეტ საუფლოსა მას ბრწყინვალებასა.

აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არაჲვე…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არაჲვე დაუტევენ მოსავნი შენნი, არამედ განსაცდელთაგან იჴსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და ლხინებასა მიანიჭებ მთხოველთა. ამისთჳსცა მეოხად მიგავლენთ ქრისტჱს მიმართ, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა

სამკაულად სამეუფოდ ნაწილნი შენნი შეიწყნარა სავანემან შენმან…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სამკაულად სამეუფოდ ნაწილნი შენნი შეიწყნარა სავანემან შენმან, რომელთა მიერ შეი­მკუების და იქადის და ყოველსა სოფელსა მადლთა შენთა სიმდიდრესა განუყოფს და ღაღადებს: იესუ ყოვლად ძლიერო, დიდებაჲ წყალობათა შენთა.

წმიდათა ნაწილთა შენთა განდიდებითა, სიხარულითა აღივსება სავანჱ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდათა ნაწილთა შენთა განდიდებითა, სიხარულითა აღივსება სავანჱ საროვისა და ყოველნი ადიდებენ ღმერთსა, იმეოხე აწ წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის შიში და მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათნოებისაჲ, რაჲთა შეწევნითა შენითა ვიქადდეთ და მარადის ვაქებდეთ სახიერებასა მისსა.

ღმრთისმშობლისა: შენ ხარ სიმტკიცჱ ჩუენი, დიდებაჲ და…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა: შენ ხარ სიმტკიცჱ ჩუენი, დიდებაჲ და სიხარული ჩუენი, მცველი ჩუენი და მფარველი, ნავთსაყუდელი და შუამდგომელი უძლეველი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დაგჳფარე მონანი შენნი.

შენ, რომელი უქორწინებელი ხარ, დედაო უსძლოო, შენ…

სხუაჲ კანონი ძლისპირი

შენ, რომელი უქორწინებელი ხარ, დედაო უსძლოო, შენ რომელი უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამოო, რომელ არს შემოქმედი, ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

უღირსითა ბაგითა ჩუენითა გიგალობთ მცირესა სადიდებელსა, ღირსო…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უღირსითა ბაგითა ჩუენითა გიგალობთ მცირესა სადიდებელსა, ღირსო, ნუცა მოიძაგებ, არამედ მიითუალე იგი და ყოველნი მადიდებელნი შენნი იჴსენ ჭირისაგან, ურვისა და საუკუნოჲსა ტანჯვისაგან, რომელნი მარადის გიგალობთ შენ.

აწ მდგომარჱ წინაშე საყდრისა ღმრთისა, ღირსო, ავედრებ…

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აწ მდგომარჱ წინაშე საყდრისა ღმრთისა, ღირსო, ავედრებ ქუეყანასა შენსა, ხოლო ქრისტჱსმოყუარეთა ერთათჳს ითხოვ სარწმუნოებასა შინა განმტკიცებასა და ჴსნასა ანტიქრისტეს ხიბლისა და საცთურისაგან ბოროტისა.

რომელი ჟამსა ქუეყნიერისა ცხორებისასა იყავ მოყუარულ ერისა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელი ჟამსა ქუეყნიერისა ცხორებისასა იყავ მოყუარულ ერისა ამის ჩუენისა, ღმრთისმშობლისა წილხვედრისა, ანდერძად დაუდე ერსა შენსა, რაჲთა არცაღა ჰბრძვან მას, რაჲთა არა განარისხონ დედაჲ ღმრთისაჲ. აწცა მოეც გულისჴმისყოფაჲ წინამძღუართა ერთა ამათ ურთიერთას განდგომილთასა, და ერთ-ზრახვად შეამტკიცე სიყუარულითა ღმრთისაჲთა.

ღმრთისმშობლისა: წმიდისა სამებისა თანა, მხოლოდშობილი სიტყვის და…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლისა: წმიდისა სამებისა თანა, მხოლოდშობილი სიტყვის და ძისა მშობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ღირსთა და მართალთა მისთა თანა მას ევედრე მონათა შენთათვის, რომელნი ესე რწმენით ითხოვენ მოტევებასა ცოდვათასა.

აწ მოვედით მორწმუნენო, ვადიდოთ მსწრაფლ-შემწე და ყოვლად…

განმანათლებელი, ჴმაჲ 4

აწ მოვედით მორწმუნენო, ვადიდოთ მსწრაფლ-შემწე და ყოვლად დიდებული საკჳრველთმოქმედი გალობითა წმიდითა, ბრწყინვალჱ მნათობი რუსთა ქუეყანისა, რომელი აწ ანგელოზთა კრებულსა თანა მდგომარე იხარებს და დაუცხრომელად უგალობს ღმერთსა. (2-გზის)

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

ვიშვებთ რაჲ პატიოსანსა დღესასწაულსა ამას საროვის სავანისასა…

აქებდითსა ზედა დასდებელი. მუხლი 4. ჴმაჲ 8

ვიშვებთ რაჲ პატიოსანსა დღესასწაულსა ამას საროვის სავანისასა ღირსისა სერაფიმეს ხსენებასა, ესრეთ ვუღაღადებთ: გიხაროდენ, მმარხველთა სანთელო და განმამტკიცებელო; ვარსკულავო ბრწყინვალეო მონაზონთაო, რომელი ვითარცა მოგუთა, მიასწავებდი გზასა ზეციერისა სავანისასა, სამღდელოთა დიდებაო და სიყუარულისა და ქალწულებისა წყაროო დაუშრეტელო, წინაჲსწარცნობისა მადლითა განმდიდრებულო და მრავლითა სასწაულითა უფლისაგან განდიდებულო; გიხაროდენ, მოღუაწებისა უცთომელითა სიმჴნითა შეჭურვილო!

შესუარულ ვარ ცოდვითა, ხოლო ლოცვანი შენნი, ღირსო სერაფიმე, ვითარცა კანდელი კეთილსუნელოვანი, აღწევიან წინაშე ღმრთისა. ამისთჳს გევედრებით: ამა სოფელსა შინა აღბორგებული ზღუაჲ ბოროტისა მის ურწმუნოებისაჲ დააცხრე და ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ შესთხოვე ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ჵ, ნეტარო მამაო სერაფიმე, სიყრმით შენითგან იყავ რაჲ სულთა და ჴორცთა უბიწოებისა გულსმოდგინედ დამცველი, მრავალთა მოიზიდვიდი კაცთმოყუარებითა და სიკეთითა, და სიწმიდითა და სიმდაბლითა მრავალთათჳს იქმენ მასწავლელ კეთილსათნოჲსა ცხორებისა, განსამტკიცებელად მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა და ნიშად უკუდავებისა.

ჭირსა და სნეულებასა შინა შენდა მომართ მოჳვლტით, ღირსო მამაო, და სიღრმითგან სულისა ჩუენისაჲთა გიღაღადებთ: იქმენ ჩუენთჳს მშჳდ ნავთსაყუდელ და მსწრაფლ მკურნალად სნეულებათა ჩუენთათჳს; და გჳჴსენ ჩუენ ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა, რაჲთა მარადის გნატრიდეთ.

შენ, ქადაგსა ჭეშმარიტებისასა და ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა ქებით შეგამკობთ და ვევედრებით მომცემელსა შენდა სასწაულთა საკჳრველთასა, რაჲთა საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და დიდებად და გალობად ღმრთისა.

მოვედით, შევკრბნეთ მონაზონნი და მმარხველნიცა, და მოისწრაფეთ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ჴმაჲ 6

მოვედით, შევკრბნეთ მონაზონნი და მმარხველნიცა, და მოისწრაფეთ ყოველთა ერთა ქრისტეანეთამან, რაჲთა მაცხოვრისა წმიდათა მათ მცნებათა ერთგულსა მცველსა გალობითა თაყვანისვჰსცეთ, და ვუღაღადოთ: გიხაროდენ, ღმრთისმოსაობისა სუეტო შეურყეველო, საიდუმლოჲსა სიბრძნისა და მადლისა სიმდიდრითა აღვსებულო; გიხაროდენ, ლოცვითა გულისა და გონებისა შენისა განმამტკიცებელო და შენდამი მვედრებელთა განსაცდელთაგან დამჴსნელო; გიხაროდენ, წინასწარმეტყველებისა ნიჭითა შემკულო და მოსალოდებელისა, ვითარცა აწმყოჲსა მჭურეტელო, ევედრე, ღირსო სერაფიმე, მათთჳს, რომელნი რწმენითა და სიყუარულითა პატივს-ჰსცემენ და ბრწყინვალედ დღესასწაულობენ წმიდასა ხსენებასა შენსა.

დიდებაჲ მაღალი გრძლად და ტროპარი ღირსისა მამისა

აწდა, ღმრთისმშობლისა,

დიდებაჲ მაღალი გრძლად და ტროპარი ღირსისა მამისა

აწდა ღმრთისმშობლისა: „რომელი საუკუნითგან...

და განტევებაჲ.

I, III, VI ჟამნებზე; დიდება; ტროპარი ღირსი მამისა;

აწდა, ღმრთისმშობლისა - ჟამნის. კონდაკი - ღირსი მამის.

ლიტურღიასა ზედა: მომიჴსენენი 1 კანონისაგან გალობა 3, 4 მუხლი; მე-2-ე კანონისაგან გალობა 6; 4 მუხლი.

შესვლად:

1. თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:

ტროპრები; ტაძრისა და ღირსი მამისა.

კონდაკები:

დიდება - ღირსი მამისა; აწდა - ტაძრისა.

2. თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:

ტროპარი: წმიდის; ტაძრის წმიდის.

კონდაკები: ტაძრის წმიდის. დიდება ღირსი მამისა.

აწდა - სასოო და შესავედრებელო....

ღირსი სერაფიმეს სადღესასწაულო წეს-განგება ძველ-რუსულიდან თარგმნა მედავითნე…

წარდგომა ღირსისა: ჴმაჲ 4. პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა. მუხლი. რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე? სამოციქულო გალატელთა - 213 დას. თ. 5, 22 -6, 2. ალილუია, ჴმაჲ 2; ნეტარ არს კაცი რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად. მუხლი. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი. სახარებაჲ ლუკასი ან მათესი 43, დას. 11,27-30. განიცადე: სახსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი, ჰამბავისაგან ბოროტისა არა ეშინოდის.

ღირსი სერაფიმეს სადღესასწაულო წეს-განგება ძველ-რუსულიდან თარგმნა მედავითნე ქეთევან კახნიაშვილმა;

გადააძველქართულა და გადაამუშავა: თინათინ მჭედლიშვილმა.

წმ. სილიბისტრო რომის პაპისა (335)

წმ. სილიბისტრო რომის პაპისა (335)

წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა ყმაწვილი. სილიბისტრომ მოყვასის მსახურების ღვაწლი იტვირთა. იგი განსაკუთრებით უცხოთა შეწყნარებაზე ზრუნავდა. საკუთარ სახლში ივრდომებდა და განუსვენებდა მათ. დევნილობის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტიმოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაანთავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. ოცდაათი წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარცელინმა (296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის (311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა. ის გულმოდგინედ იღწვოდა თავისი სამწყსოს ცხოვრების სიწმიდისათვის, თვალყურს ადევნებდა იმას, რომ მღვდლები ამაო, მიწიერი საზრუნავებით არ დამძიმებულიყვნენ და პატიოსნად აღესრულებინათ თავიანთი მოვალეობა.

მღვდელმთავარი სილიბისტრო განთქმული იყო წმიდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს, როცა ქრისტიანთა დევნულობა შეწყდა, იუდეველებმა გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ: მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა – დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილიბისტრო, იუდეველთაგან კი – მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგის და ჯადოქარ ზამბრის მეთაურობით. ძველი აღთქმის წიგნებზე დაყრდნობით წმიდა პაპმა დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ ჭვრეტდა იესო ქრისტეს შობას წმიდა ქალწულისაგან, მის ნებსით ჯვარცმას, ვნებას და სიკვდილს დაცემული ადამის გამოსასყიდლად და ბრწყინვალე აღდგომას. წმიდა სილიბისტრო გამარჯვებულად სცნეს ამ სიტყვიერ ჭიდილში. მაშინ ზამბრი შეეცადა, ჯადოთი მოეხიბლა მღვდელმთავარი, ის კი იესო ქრისტეს წმიდა სახელის მოხმობით იგერიებდა მოძალებულ ბოროტს. უღონოქმნილმა მაგმა სხვა იუდეველებთან ერთად ქრისტეს ძლიერება ირწმუნება და ნათლისღება ითხოვა.

წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესია ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამე თეოგენესი, პარიელი ეპისკოპოსისა (320)

მღვდელმოწამე თეოგენესი, პარიელი ეპისკოპოსისა (320)

მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო IV საუკუნის დასაწყისში. იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) დროს ტრიბუნმა ზალიკინტუსმა მოსთხოვა მას, ნებსით განეცხადებინა უარი მღვდელმთავრის წოდებაზე და სამხედრო სამსახურში შესულიყო, მან მტკიცე უარით უპასუხა, რისთვისაც სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანმა საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა. მაშინ მას ზღვაში დახრჩობა მიუსაჯეს. თეოგენმა დრო ითხოვა ლოცვისათვის. ლოცვისას კი ისე გაბრწყინდა, რომ მენავეები და ზოგი იმ მეომართაგანი, რომელთაც წმიდანის დახრჩობა ჰქონდა დავალებული, ქრისტიანობაზე მოექცნენ, სხვებმა მაინც მოახერხეს მისი ზღვაში გადაგდება. ეს მოხდა 320 წელს. მოგვიანებით ქრისტიანებმა წყლიდან გამოასვენეს მღვდელმთავრის უხრწნელი ცხედარი და ქალაქის გალავანთან დაკრძალეს. აქ შემდგომში უამრავი კურნება აღესრულებოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ღირსისა სერაფიმე საროველისა, სასწაულთმოქმედისა (1833)*

ღირსისა სერაფიმე საროველისა, სასწაულთმოქმედისა (1833)*

ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორე მოშნინი) – რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი – დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის – აღათის მზრუნველობის ქვეშ დარჩა.

ბავშვობიდანვე უფრთხილდებოდა უფალი თავისი მადლის რჩეულ ჭურჭელს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუთქვა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში ატატებული ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო მომჯობინება.

პროხორეს საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა. ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და სახარებისეული ჭეშმარიტებების წვდომა იზიდავდა.

პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე ატარებდა. მალე სხვა მორწმუნეებთან ერთად პროხორე ფეხით ჩავიდა კურსკიდან კიევში პეჩორის სიწმიდეების თაყვანისაცემად. სქემ-მონაზონმა დოსითეოსმა მას ურჩია, საროვის უდაბნოში დამკვიდრებულიყო. შინ დაბრუნებული ღვთისმოყვარე ჭაბუკი სამუდამოდ გამოემშვიდობა დედას და ნათესავებს, 1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა. ახალი მორჩილი სიხარულით ასრულებდა ყოველგვარ დავალებას, ისე გულმოდგინედ იღწვოდა, თითქოს თავად უფალს ემსახურებაო. გამუდმებული შრომით ის თავს იცავდა მოწყინებისაგან, რომელიც, როგორც შემდგომ აღნიშნავდა, ყველაზე საშიში საცდურია.

ამ წლებშივე პროხორემ, სხვა მოღვაწე ბერების მიბაძვით, ტყეში განმარტოებასა და ლოცვაზე აიღო კურთხევა. ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა; სამი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა. „მე სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს – ჩვენს უფალს, იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმიდა დედას ვარ მინდობილი,” – უთხრა მან მამა პახუმის და ზიარება მოითხოვა. და აი, მაშინ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისემეტყველის თანხლებით. ყოვლადწმიდა ქალწული კვერთხით შეეხო სნეულის ფერდს, სასწაულებრივად გაჩენილი ნასვრეტებიდან სხეულში დაგუბებულმა სითხემ ნელ-ნელა იწყო დენა და მალე წმიდანი სრულიად გამოჯანსაღდა.

წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა – სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულ მის სულს. ერთი წლის შემდეგ სერაფიმე მსახურებდა ტაძარში და ღვთისმსახურების შემდეგაც გამუდმებით ლოცულობდა. უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღვთო ხილვების ღირსი: სერაფიმე წირვა-ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა თავად მაცხოვრის გამოცხადებამ, დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურღიაზე. ამ ხილვის შემდეგ მან გაამკაცრა ღვაწლი: დილით სავანეში შრომობდა, ღამით კი – უდაბურ ტყეში, განმარტოებულ კელიაში ლოცულობდა. 1793 წელს, 39 წლის ასაკში, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამძღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისაგან – მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კელიაში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. მთელი კვირების განმავლობაში აქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მოდიოდა სავანეში, ლიტურგიის შემდეგ კი უკანვე ბრუნდებოდა, მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით განმტკიცებული. ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების ტიპიკონების მიხედვით შეადგინა. მას განუშორებლად თან დაჰქონდა წმიდა სახარება. კვირის განმავლობაში ახალ აღთქმას ჩაიკითხავდა ხოლმე. გარდა ამისა, კითხულობდა წმიდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებსაც. სერაფიმემ მრავალი საგალობელი შეისწავლა ზეპირად და ტყეში მუშაობის დროს გალობით აღავლენდა ლოცვებს. კელიის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმა-პურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს იხმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

წმიდა სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად სიარულს მოუხშირეს არა მხოლოდ მონასტრის ძმებმა, არამედ ერისკაცებმაც. ეს არღვევდა მის მყუდროებას, ამიტომ, წინამძღვრის კურთხევით, წმიდანმა თავისთან მოსვლა აუკრძალა ჯერ ქალებს, შემდეგ კი – ყველა დანარჩენს. სერაფიმეს ლოცვით მის კელიასთან მისასვლელი გზა ასწლოვანი ფიჭვების მსხვილი ტოტებით გადაიხლართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმიდა მამამდე. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პური მოჰქონდათ მონასტრიდან.

ღირსი სერაფიმეს ახოვანი მოსაგრეობა თვალში არ მოსდიოდა ადამიანთა მოდგმის მტერს – ეშმაკს. მან გააძლიერა ბრძოლა წმიდანის წინააღმდეგ: ჯერ ეცადა, დაეფრთხო იგი, ამის შემდეგ ბოროტი ფიქრებით ცდილობდა მისი გონების ამღვრევას. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა ღვაწლი, – ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი.” დღისით კელიაში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული კელიის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ შიგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, სირცხვილულნი განერიდნენ იქაურობას. წმიდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფელებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.

როდესაც იღუმენი ისაია გარდაიცვალა, წმიდა მამამ, მდუმარების ღვაწლი იტვირთა. ის ცდილობდა ლოცვით ყოველგვარი ამაო ფიქრისაგან განეწმიდა გონება: თუ ტყეში ვინმეს გადაეყრებოდა, პირქვე დაემხობოდა და შემხვედრის წასვლამდე არ წამოდგებოდა. ამგვარ ღვაწლში გალია წმიდანმა თითქმის სამი წელიწადი, კვირის წირვებზეც კი არ მიდიოდა სავანეში. მაშინ ახალმა იღუმენმა ნიფონტმა და მონასტრის ძმებმა სთხოვეს ბერს, წირვა-ლოცვაზე მაინც მისულიყო მათთან, ან საერთოდ დაბრუნებულიყო სავანეში. ღირსმა მამამ ეს უკანასკნელი არჩია, რადგან შორ მანძილზე სიარული უჭირდა და 1810 წლის გაზაფხულზე 15 წლიანი განდეგილობის შემდეგ სავანეში დაბრუნდა. აქ იგი ერთ კელიაში დაეყუდა, საიდანაც არასდროს გამოდიოდა. უფალმა მოშურნე ბერს ხანგრძლივი და გულმოდგინე მოღვაწეობისათვის განჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა. 1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმიდანის კელიის კარები ღია იყო ყველა მსურველისათვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებლის გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. წმიდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევის დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.

სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. იმ ხანებში მას ხშირად ხედავდნენ კელიის კარებთან მდგარ კუბოსთან, რომელიც საკუთარი ხელით შეამზადებინა თავისთვის, ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის, წმიდანის მორჩილმა პავლემ მისი კელიიდან გამომავალი დამწვრის სუნი იგრძნო. წმიდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: „სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კელიაში ხანძარი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი ხანძრით გაცხადდება.” როცა კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის შეევედრებინა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.