კურთხევა
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
დიდება შენდა
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანი ვსცეთ
მეტანიით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 50
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ფსალმუნი 118
მე-17 კანონი, სამ დიდებად. პირველი და მეორე დიდების შემდეგ: დიდება... აწ და...; ალილუია (3-გზის); უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის); დიდება... აწ და...
1 ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან ჰსჯულსა უფლისასა.
2 ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგინი.
3 რამეთუ არა მოქმედნი უჰსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
4 შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
5 წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა.
6 მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა.
7 აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაითა, რაჟამს ვისწავლნე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
8 სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.
9 რაითა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაი თვისი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.
10 ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
11 გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რაითა არა შეგცოდო შენ.
12 კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
13 ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
14 გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
15 მცნებათა შენთა გულსა-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი.
16 სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი შენი.
17 მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
18 განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი ჰსჯულისა შენისანი.
19 მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
20 სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
21 შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
22 მოსპე ჩემგან ყუედრებაი და შეურაცხებაი, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
23 და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთვის ძვირსა იტყოდეს, ხოლო მონაი შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
24 და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
25 მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.
26 გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
27 გზაი სიმართლეთა შენთაი გულისხმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკვირველებათა შენთა.
28 მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა.
29 გზაი სიცრუვისაი განმაშორე ჩემგან და ჰსჯულითა შენითა შემიწყალე მე.
30 გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
31 შევეყავ წამებათა შენთა, უფალო, ნუ მარცხუენ მე.
32 გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
33 ჰსჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა და გამოვიძიო იგი მარადის.
34 გულისხმა-მიყავ მე, და გამოვიძიო ჰსჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
35 მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.
36 მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.
37 მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე.
38 დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაი შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან.
39 მოსპე ჩემგან ყუედრებაი იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
40 ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთაი; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
41 და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაი შენი, უფალო, და მაცხოვარებაი შენი სიტყვისაებრ შენისა.
42 და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაი, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.
43 და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.
44 და დავიცვა ჰსჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
45 და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
46 და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა.
47 და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად.
48 და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა.
49 მომახსენე სიტყუაი შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
50 ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.
51 ამპარტავანნი უჰსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე ჰსჯულისა შენისაგან არა გარდავიქციე.
52 მოვიხსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.
53 ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს ჰსჯული შენი.
54 საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.
55 მოვიხსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ ჰსჯული შენი.
56 ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
57 ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვსთქუ, რაითა ვიმარხო ჰსჯული შენი.
58 ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყვისაებრ შენისა.
59 განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერხნი ჩემნი წამებათა შენთა.
60 განვემზადე და არა შევსძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.
61 საბელნი ცოდვილთანი მომეხვივნეს მე, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
62 შუა ღამე აღვსდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.
63 შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
64 წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანაი, სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
65 სიტკბოებაი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა.
66 სიტკბოებაი და სწავლულებაი და მეცნიერებაი მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
67 პირველ დამდაბლებად ჩემდამდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყუაი შენი ვიმარხე.
68 ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
69 განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაი, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.
70 შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე ჰსჯულსა შენსა ვიტყოდე.
71 კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაითა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
72 კეთილ არს ჩემდა ჰსჯული პირისა შენისაი უფროის ათასეულისა ოქროისა და ვეცხლისა.
73 ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისხმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
74 მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
75 გულისხმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და შეჭმარიტად დამამდაბლე მე.
76 იყავნ წყალობაი შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყვისაებრ მონისა შენისა.
77 მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
78 ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უჰსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა-ვეტყოდი მცნებათა შენთა.
79 მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
80 იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაითა არა მრცხუენეს მე.
81 მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
82 მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყვიედ რაი: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე?
83 რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
84 რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?
85 მითხრეს მე უჰსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ ჰსჯული შენი უფალო.
86 ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე.
87 წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
88 წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
89 უკუნისამდე, უფალო, სიტყუაი შენი დაადგრების ცათა შინა.
90 და ნათესავითი ნათესავამდე ჭეშმარიტებაი შენი; დააფუძნე ქუეყანაი და ჰგიეს.
91 ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.
92 არა თუმცა ჰსჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვსწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
93 უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.
94 შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
95 მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისხმა-ვყვნენ.
96 ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაი შენი ფრიად.
97 რაბამად შევიყუარე ჰსჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
98 უფროის მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.
99 უფროის ყოველთა მასწავლელთა ჩემთაისა გულისხმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
100 უფროის მოხუცებულთასა გულისხმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
101 ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რაითა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.
102 სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ ჰსჯულიერ მყავ მე.
103 რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა!
104 მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ; ამისთვის მოვიძულე ყოველი გზაი სიცრუვისაი.
105 სანთელ არს ფერხთა ჩემთა ჰსჯული შენი და ნათელ _ ალაგთა ჩემთა.
106 ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
107 დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.
108 ნებსითი პირისა ჩემისაი სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.
109 სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
110 დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.
111 დავიმკვიდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.
112 მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთვის მოსაგებელისა.
113 უჰსჯულონი მოვიძულენ, ხოლო ჰსჯული შენი შევიყვარე.
114 შემწე და ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.
115 მისდერკით ჩემგან უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.
116 შემეწიე მე სიტყვისაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.
117 შემეწიე მე, და ვცხონდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.
118 შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.
119 გარდამავალად შევრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთვის შევიყუარენ წამებანი შენნი.
120 განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.
121 ვყავ განკითხვაი და სიმართლე, ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.
122 შემიწყნარე მონაი შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.
123 მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.
124 ჰყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
125 მონაი შენი ვარ, მეცნიერ-მყავ მე, და გულისხმა-ვყვნე წამებანი შენნი.
126 ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს ჰჰსჯული შენი.
127 ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა;
128 ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაი სიცრუვისაი მოვიძულე.
129 საკვირველ არიან წამებანი შენნი, ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.
130 განცხადებაი სიტყუათა მათ შენთაი განანათლებს და გონიერჰყოფს ჩჩვილთა.
131 პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა.
132 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათვის მოყუარეთა სახელისა შენისათა.
133 სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი.
134 მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი.
135 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
136 ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ ჰსჯული შენი.
137 მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.
138 ამცენ სიმართლე წამებათა შენთაი, და ჭეშმარიტ არს ფრიად.
139 განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაი შენი მტერთა ჩემთა.
140 გამოხურვებულ არს სიტყუაი შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.
141 ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
142 სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და ჰსჯული შენი _ ჭეშმარიტ.
143 ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.
144 სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა მიყავ და ვცხოვნდე.
145 ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.
146 ხმა-ვჰყავ შენდამი, მიხსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი.
147 აღვიმსთუე უჟამოსა და ხმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
148 აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.
149 ხმისა ჩემისაი ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
150 მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უჰსჯულოებასა, ხოლო ჰსჯულსა შენსა განეშორნეს.
151 ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.
152 დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.
153 იხილე სიმდაბლე ჩემი და მიხსენ მე, რამეთუ ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
154 საჯე შჯაი ჩემი და მიხსენ მე და სიტყვითა შენითა მაცხოვნე მე.
155 შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაი, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს.
156 წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო, სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
157 მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.
158 ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს,
159 იხილე რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.
160 დასაბამი სიტყუათა მათ შენთაი ჭეშმარიტება არს და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
161 მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა.
162 ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ ჰპოვის ტყუ დიდძალი.
163 ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო ჰსჯული შენი შევიყუარე.
164 შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.
165 მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს ჰსჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.
166 ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.
167 დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად.
168 დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.
169 მიეახლენ ლოცვაი ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყვითა შენითა გულისხმა-მიყავ მე.
170 შევედინ შენ წინაშე ვედრებაი ჩემი, უფალო, და სიტყვითა შენითა მიხსენ მე.
171 აღმოსთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაი შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.
172 თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.
173 იყავნ ხელი შენი მაცხოურად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.
174 მსუროდა მაცხოვარებაი შენი, უფალო, და ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
175 ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე.
176 შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
„აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა“
ტროპარები, ხმა მე-8.
აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონაჲ იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით. იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუაღამესა, და ხმობდე: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
„დღე იგი საშინელი“
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
აწდა
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღვთისმშობლისა
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
უფალო, შეგვიწყალენ
40-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
„რომელი ყოველსა ჟამსა“
რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა თაყვანის იცემები და იდიდები, ქრისტე ღმერთო, სულგრძელი, მრავალმოწყალე და მრავალსახიერი, რომელსა გიყუარან მართალნი და სწყალობ უღირსთა ცოდვილთა, რომელი ყოველსავე მოუწოდებ ცხოვრებად მოსლვასა და აღთქუმასა მოღება ცნობისა ჭეშმარიტისა. თჳთ, უფალო, შეიწირე ვედრება ჩვენი ამას ჟამსა შინა და წარმართე ცხოვრება ჩვენი მცნებათა მიმართ შენთა. სულნი ჩვენნი განწმიდე, გუამნი განახოვანე, გონებანი განმართე, ზრახვანი განსწმიდე და იხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა, ჭირისა და მწუხარებისა. გარემოამწყსენ ჩვენ წმიდითა ანგელოზითა შენითა, რაჲთა იგი ბანაკითა თჳსითა დაცულნი და დაფარულნი, მიუწიოთ ერთობასა სარწმუნოებისასა და ცნობასა დიდებისა შეუცდომელისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნითი საუკუნემდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
კურთხევის თხოვნა
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
„ღმერთმან შეგვიწყალენ“
ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ.
წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა
„ალილუიას“ დღეებში (მარხვის დღეებში): სამი დიდი მეტანია, თითო ლოცვის თითოეულ ნაწილზე. · მეტანიით
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ
„ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი“
თორმეტი მცირე მეტანია, შემდეგ წმიდა ეფრემის ლოცვა კიდევ ერთხელ, სრულად, ერთი დიდი მეტანიით. · 12-გზის · მეტანიით
ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, და შემიწყალე მე.
წმიდა მაკარის ლოცვა
ტექსტი ემატებაროცა „ალილუია“ არ იგალობება, ეფრემის ლოცვა და მეტანიები გამოიტოვება და მხოლოდ ეს ლოცვა ითქმის.
ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
წმიდა ბასილი დიდის ლოცვა
ეს ლოცვები ითქმის 22 სექტემბრიდან (5 ოქტომბრიდან) ბზობამდე.
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათელო თვალთ-შეუდგამო, რომელი მიუაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, საქმითნი, სიტყვითნი, და გონებითნი, ცნობით და უმეცრებითნი, და განმწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულის-სიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან ღამისა ამისა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცდურისაგან მიხსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად ბრწყინვალესა და განათლებულსა დღესა მას მეორედ მოსვლისა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძარედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა, მომლოდნელნი წარდგომას სიხარულისა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნეთ დღესასწაულობად ხმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელისა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა „გაკურთხევთ შენ, მაღალო ღმერთო“
ტექსტი ემატებამღვდელი ხელებს აღაპყრობს.
ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
მოვედით, თაყვანი ვსცეთ
მეტანიით
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 120
1 აღვიხილენ თუალნი ჩემნი მთათა ვინაი მოვიდეს შეწევნაი ჩემი.
2 შეწევნაი ჩემი უფლისა მიერ, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაი.
3 ნუ მისცემ შეძრვად ფერხსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა.
4 აჰა არა ჰრულეს, არცა დაიძინოს მცველმან ისრაელისამან.
5 უფალმან გიცვას შენ, უფალი მფარველ შენდა ხელსა ზედა მარჯუენესა შენსა.
6 მზემან დღისი შენ არ შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე.
7 უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან.
8 უფალმან იცევინ შესლვაი შენი და გამოსლვაი შენი ამიერითგან და უკუნისამდე.
ფსალმუნი 133
1 აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
2 ღამესა აღიპყრენით ხელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით უფალსა.
3 გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი და ქუეყანაი.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
„მოიხსენე, უფალო“
ტექსტი ემატებამიცვალებულთა ტროპარები.
ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
„რომელი სიღრმითა სიბრძნისა“
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდათ სასოებაი შემოქმედისა ყოველთასა და კაცთმოყუარისა ღმრთისა.
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
კონდაკი: „წმიდათა თანა განუსვენე“
წმინდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
აწდა
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღვთისმშობლისა: „ნეტარ გყოფთ შენ“
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
უფალო, შეგვიწყალენ
12-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
ლოცვა მიცვალებულთათვის
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
„უდიდებულესო მარადის ქალწულო“
უფროსად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, შესწირე ლოცვა ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
„სასოება ჩემი მამა არს“
სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა.
„შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო“
ათონის მთაზე (და ბერძნულ ჟამნში) ეს ტროპარები მიცვალებულთა ლოცვის შემდეგ ითქმის. ქართული ტექსტი ლიტურგიკონიდანაა, სადაც ეს ტროპარები მღვდლის შესასვლელ ლოცვებშია.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.
დიდება
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
„უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ“
უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენ ზედა წყალობით ვითარცა სეხიერ ხარ, და გჳჴსნენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენი, და ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შეგჳწყალენ ჩუენ.
აწდა
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
„მოწყალებისა კარი“
მოწყალებისა კარი განგჳღე კურთხეულო ღმრთის-მშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინა აღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა
კვერექსი: „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ტექსტი ემატებამღვდელი კვერექსს წარმოთქვამს; სლავური ჟამნი მხოლოდ მის დასაწყისს იძლევა.
ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
„აკურთხე“
გუაკურთხენ.
განტევება
ტექსტი ემატებაკვირას განტევება იწყება სიტყვებით: „მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან…“
ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ამინ
ამინ.
შენდობის წესი და კვერექსი
ტექსტი ემატებაჩვეულებრივი შენდობის წესი; შემდეგ მღვდელი ლოცულობს და ყოველ თხოვნაზე ყველანი მიუგებენ: „უფალო, შეგვიწყალენ“.
ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა“
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.