კურთხევა
ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,
კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
ამინ.
მოვედით, თაყვანი ვცეთ
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 19
1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;
3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.
4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.
5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.
6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.
7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.
8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.
3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;
6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.
7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.
8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.
9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.
13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.
აწდა: „შესავედრებელო საშინელო“
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“
ესრეთ იტყჳს მღდელი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო
სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.
დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა
დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“
ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
ფსალმუნი 3
1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.
2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.
3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.
4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.
5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.
7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.
8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.
ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები
მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.
ფსალმუნი 37
1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.
3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;
4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.
5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;
6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;
7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.
8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.
9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.
10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.
11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.
12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.
13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;
14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.
15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.
17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.
18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.
19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;
20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.
21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.
22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები
ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.
ფსალმუნი 62
1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?
2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.
3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.
4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.
5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.
6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.
7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.
10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.
11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.
ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები
ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ფსალმუნი 87
1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.
4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.
5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.
6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.
9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.
10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?
11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?
12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?
13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.
14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?
15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.
16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.
17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.
18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.
ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები
უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.
ფსალმუნი 102
1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.
2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,
3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;
4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;
5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.
6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.
7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.
8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.
9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;
10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.
11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;
12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.
13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.
14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.
15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;
16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.
17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,
18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.
19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.
20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.
21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.
22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები
ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
ფსალმუნი 142
1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიდება, აწდა
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია
3-გზის
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.
ცისკრის თორმეტი ლოცვა
ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.
ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიდი კვერექსი
ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.
მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.
„ღმერთი უფალი“
ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.
ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
ტროპარი და ღვთისმშობლისა
ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა
აქ იკითხება დღის ტროპარი თვენიდან ან რვახმიდან.
პირველი კანონი
და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.
აქ იკითხება დღის საკითხავი.
დასაჯდომელნი
აქ იკითხება დღის წარდგომა (დასჯდომელი).
მეორე კანონი
შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:
აქ იკითხება დღის საკითხავი.
დასაჯდომელნი
აქ იკითხება დღის წარდგომა (დასჯდომელი).
ფსალმუნი 50
არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.
1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
კანონი (I–III გალობა)
და იწყება გალობა. აღდგომისა, ჯუარ აღდგომისა, და ღმრთის-მშობელისა, და თთუენისა
აქ იკითხება დღის კანონი თვენიდან და რვახმიდან.
მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
დასაჯდომელი (III გალობის შემდეგ)
ესრეთ წარდგომა თთუენისა
აქ იკითხება დღის წარდგომა (დასჯდომელი).
კანონი (IV–VI გალობა)
აქ იკითხება დღის კანონი თვენიდან და რვახმიდან.
მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.
კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი
კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა
აქ იკითხება დღის კონდაკი.
კანონი (VII–VIII გალობა)
აქ იკითხება დღის კანონი თვენიდან და რვახმიდან.
„ადიდებს სული ჩემი უფალსა“
ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
კანონი (IX გალობა)
აქ იკითხება დღის კანონი თვენიდან და რვახმიდან.
„ღირს არს“
უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)
ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე
მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“
წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
გამოავლინე (ექსაპოსტილარი)
გამოავლინე აღდგომისა, და წმიდისა, უკუეთუ დღესასწაულისა იყოს.
აქ ითქმის დღის განმანათლებელი (მნათობიერი).
ქებათა დასაწყისი
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ფსალმუნი 148
1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.
3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.
4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.
5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.
6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.
7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;
8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;
9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;
10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;
11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.
12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;
13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.
14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.
ფსალმუნი 149
1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.
3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.
4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.
5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.
6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.
7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,
8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,
9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.
ფსალმუნი 150
1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.
2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.
3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.
6 ყოველი სული აქებდით უფალსა.
ქებათა დასდებელნი
აქებდით ზედა დასდებელი აღდგომისა დ, და აღმოსავლური დ.
აქ იგალობება დღის სტიქარონები თვენიდან, პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან) ან მარხვანიდან.
ყოველდღიური დოქსოლოგიის წინ
ტექსტი ემატებაეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.
ყოველდღიური დოქსოლოგია
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.
სავედრებელი კვერექსი
ხოლო შემდეგომად დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი:
აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სტიქარონსა ზედა დასდებელნი
აქ იგალობება დღის სტიქარონები ჩასართავებზე (სტიქარონსა ზედა).
სტიქარონის მუხლები
აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.
ფსალმუნის 91-ის მუხლები
კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.
წმიდაო ღმერთო
3-გზის
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ
3-გზის
უფალო, შეგვიწყალენ.
დიდება, აწ და მარადის
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ასამაღლებელი
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დღის ტროპარი
აქ იკითხება დღის ტროპარი თვენიდან ან რვახმიდან.
გაძლიერებული კვერექსი
შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.
„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“
მღდელმან:
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება, და აწდა.
უფალო, შეგჳწყალენ გ-გზის.
გუაკურთხენ.
განტევება
და განტევებასა ჰყოს მღდელი ჩვეულებისაებრ, და დღესა წმიდისა სახელსა მოიჴსენებს
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს ეკლესია, და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე) წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
მრავალჟამიერ
ტექსტი ემატებამგალობელთა სთქვან მრავალ-ჟამიერ.
ეს ტექსტი ამ ენაზე ჯერ არ არის დამატებული.