რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა…
მცირე პანაშვიდი კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი... დაწყებილი ლოცვები. ფსალმუნი 90
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. არა გეშინოდის მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარება ჩემი.
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა შენისასა განუსვენე მაცხოვარ, და ღირს ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა კაცთმოყვარე.
განსასვენებელსა შენსა მაცხოვარ სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ არიან. განუსვენე სულსა მონისა ამის შენისასა რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.
შენ ხარ ღმერთი რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და…
დიდება მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
შენ ხარ ღმერთი რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი. აწცა განუსვენე ქრისტე ღმერთო სულსა მონისა ამის შენისასა.
შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან შევ ღმერთი ხორც შესხმული, მას ევედრე რათა აცხოვნოს სული ამისი.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონი:
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულთა მიცვალებულთა მონათა ღვთისათა…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულთა მიცვალებულთა მონათა ღვთისათა (სახელები) და რათა შეენდვნეს მათ ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სულნი მათნი…
დიაკონი:
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სულნი მათნი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
გუნდი:
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის
წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება…
დიაკონი:
წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მათთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩუენსაგან, ვითხოვოთ, უფლისა მიმართ ვილოცოთ
მოგვმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ
გუნდი:
მოგვმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ.
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე, და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულთა მონათა შენთასა, (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება, და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი რომელი სცხოვნდეს, და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ:
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და…
მღვდელი:
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულთა მონათა შენთა (სახელები), ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე ღმერთო
გუნდი:
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე ღმერთო...
მცირე ჩამოლოცვა
რომელი ცხოველთა და მკუდართა აღდგომა არს ქრისტემან…
მღვდელი:
რომელი ცხოველთა და მკუდართა აღდგომა არს ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳისისა, წმიდათა და დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოცი-ქულთა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩუენთა, და ყოველთ წმიდათათა, სული ჩუენგან მიცვალებულისა მონისა შენისა (სახელი) საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს და ჩუენ შეგჳწყალნეს, ვითარცა სახიერ-არს და კაცთმოყუარე.
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსუენებაჲ მიჰმადლე უფალო…
დიაკონი:
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსუენებაჲ მიჰმადლე უფალო, მიცუალებულსა მონასა ამას შენსა (სახელი)და მიეც ამას საუკუნო ჰჴსენებაჲ.