ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე…
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის) .
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის) .
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის) .
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა; მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა; მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა…
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი – მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-გზის).
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა)…
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა განუსვენე მაცხოვარ, და ღირს ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა კაცთ-მოყუარე.
განსასუენებელსა შენსა მაცხოვარი, სადა ყოველნი წმიდანი მკჳდრ არიან. განუსუენე სულთა მონისა (მხევლისა) შენისასა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყუარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ ხარ ღმერთი, რომელი შთაჴედ ჯოჯოხეთად, და დაჰჴსენ სალმობანი შესუენებულთანი. აწცა განუსუენე ქრისტე ღმერთო, სულსა მონისა (მხევლისა) ამის შენისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ჴორცშეხსმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.
განუსუენე მაცხოვარო ჩუენო, მართალთა თანა მონასა (მხევალსა)…
განუსუენე მაცხოვარო ჩუენო, მართალთა თანა მონასა (მხევალსა) შენსა, და ესე დაამკჳდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს. უგულებელსჰყუენ, ვითარცა სახიერ ხარ შეცოდაბანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთმოყუარე.
წმიდათა თანა განუსუენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა)…
წმიდათა თანა განუსუენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
შენ მხოლო ხარ უკუდავი ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე…
შენ მხოლო ხარ უკუდავი ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე შეჰქმენ და დაჰბადე კაცი, ხოლო კაცნი ქუეყანით დავიბადენით, და კვალად მუნვე ქუეყანად და მიწად მივიქცევით ჩუენ, ვითარცა-იგი ჰსთქუ შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკუდავნი, ვინაცა დაფლჳსა ჩუენისა გოდებასა ვჰგოდებთ და გალობით ვჰღაღადებთ და ვიტყჳთ საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის) .
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეიწყალე სული მონისა (მხევლისა) ამის შენისასა (სახელი) . ამინ.
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსუენებაჲ მიჰმადლე უფალო, მიცუალებულსა მონასა (მხევალსა) ამას შენსა (სახელი) და მიეც ამას საუკუნო ხსენება.
საუკუნოდ იყოს ხსენება ამისი;
ხსნება და კურთხევა ამისი (2-გზის) .
სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა;
ალილუია, ალილუია, ალილუია.
სარწმუნოებით დაძინებულთა გალობასა მივართვამ
სარწმუნოებით დაძინებულთა გალობასა მივართვამ
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის) .
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის) .
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის) .
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა; მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა; მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს. ჰრქვას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი. ღაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თვალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შეინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.
რომელი სიღრმითა მით სიბრძნითა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე…
რომელი სიღრმითა მით სიბრძნითა შენისათა კაცთმოყვარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელები), რამეთუ შენდა მომართ აქუნდათ სასოებაჲ შემოქმედისა ყოველთასა და კაცთმოყვარისა ღმრთისა.
მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მონანი…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მონანი შენნი (სახელები), რაოდენიცა რა სოფელსა შინა ჰსცოდეს, შეუნდევ, რამეთუ არავინ არს უცოდველი, გარნა შენ მხოლო, რომელსა ძალგიძს მიცვალებულთა მიცემად განსვენებაჲ.
შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთსაყუდელი და…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთსაყუდელი და მეოხი კეთილად შემწყნარებელ მისა მიმართ, რომელი შევ შენ, ღმრთისმშობელო უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა…
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მიცვალებულთა მონათა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხორება იგი დაუსრულებელი.
შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე…
შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე შეჰქმენ კაცნი და დაჰბადენ, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადნეთ და კვალად მუნვე ქვეყანად და მიწად მივიქცევით ჩვენ, ვითარ იგი სთქვი შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე: ვითარმედ მიწა ხარ შენ და მიწადვე მიიქეც, სადა იგი მივიქცევით ყოველნი მოკვდავნი, ვინაცა დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.
ჩვენთვის დაითმინე ჯვარცმაა და სიკვდილი, და ჯოჯოხეთისა…
ჩვენთვის დაითმინე ჯვარცმაა და სიკვდილი, და ჯოჯოხეთისა იგი ძალი წარმოსტყვენე, და შენ-თანა აღადგინენ პირველ მომწყდარნი კაცნი, ეგრეთვე აწ განუსვენე, რომელნი ჩვენ მიერ მოიცვალნეს, ვითარცა კაცთმოყვარემან ღმერთმან, საზარელსა და საშინელსა მოსლვასა შენსა, ცხორების მომცემელო, ექმენ მწყალობელ მორწმუნეთა ერთა შენთა მრავლითა მოწყალებითა შენითა და სასუფეველსა შენსა ღირს-ჰყვენ.
რომელი შვებაჲ სოფლისა დაადგრების თვინიერ მწუხარებისა, რომელი…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელი შვებაჲ სოფლისა დაადგრების თვინიერ მწუხარებისა, რომელი დიდებაჲ ჰგიეს ქვეყანასა ზედა შეუცვალებელად, ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს-არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს. ერთი წამი და ამას ყოველსა სიკვდილი უჩინო ჰყოფს, არამედ ნათელსა პირისა შენისასა ქრისტე, და სიტკბოებისა შენისა მშვენიერებისასა, რომელნი გამოირჩიენ, განუსვენე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
განუსვენე, მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა მონათა შენთა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განუსვენე, მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა მონათა შენთა (სახელები) და ესენი დაამკვიდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს, უგულებელს-ჰყვენ, ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველნივე, მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილი, კაცთმოყვარე.
სულითა ნათელ ხარ შენ ქრისტე და წმიდათაგან…
განმიხვენ კარნი ლოცვათა ჩვენთანი და მოგვმადლე ჩვენ შენი მოწყალებაა, და მოიხსენენ, უფალო, სულნი რომელ შეივედრენ.
სულითა ნათელ ხარ შენ ქრისტე და წმიდათაგან იდიდები, ლოცვაჲ ესე ჩვენი დღეს ღირსებით შეიწირე, რამეთუ წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, შენ, კაცთმოყვარეო ღმერთო და მრავალმოწყალეო, მოიხსენენ სულნი შესვენებულთანი (სახელები) და განუსვენე მათ საყოფელთა მართალთასა.
მცნებათა გარდასვლითა ეუფლა სიკვდილი ადამს, ხოლო აღდგომითა…
განუსვენე სულთა მონათა შენთასა (სახელი) მართალთა და რჩეულთა შენთა თანა, ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა.
მცნებათა გარდასვლითა ეუფლა სიკვდილი ადამს, ხოლო აღდგომითა შენითა დაცემისაგან აღადგინე, ჩვენ გევედრებით, მაცხოვარ, აღსრულებულთა სულთა შესვენებულთასა (სახელები) განსვენებაჲ მიჰმადლე სასუფეველსა შენსა და რომელი შეგცოდა, შენდობა ყავ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.
ადგილსა ნათლისასა და გუნდსა შორის მართალთასა, განუსვენე…
საშინელსა მოსვლასა შენსა, რაჟამს საქმეთაებრ მიეგებვოდის, მაშინ ულხინე სულსა მონათა შენთასა და განუსვენე.
ადგილსა ნათლისასა და გუნდსა შორის მართალთასა, განუსვენე მაცხოვარო შენდა მიცვალებულთა და შენ გესვიდეს კაცთმოყვარე. შეიწირე ვედრებაჲ მამათათვის და შვილთა, რომელთასა აღვასრულებთ ხსენებასა და განამართლენ იგინი ვითარცა მრავალმოწყალემან.
დაღაცათუ ხისა მისგან მცნებისა გარდასვლითა სიკვდილი მოიწია…
მოიხსენენ, უფალო, სულნი შესვენებულთანი საუკუნესა შენსა საშვებელსა და განუსვენე.
დაღაცათუ ხისა მისგან მცნებისა გარდასვლითა სიკვდილი მოიწია ნათესავსა ზედა კაცთასა, არამედ ძალითა ჯვარისათა ცხორებაჲ მორწმუნეთა აღმოუბრწყინდა. რამეთუ ცოცხალთა და მკვდართა მეუფე ხარ, ქრისტე ღმერთო, მიჰმადლე მონათა შენთა (სახელები) ცხორებაჲ საუკუნოჲ და განუსვენე.
ვითარცა მხოლო მოწყალე ხარ, სახიერ, სარწმუნოებით შენდა…
სულსა მონათა შენთასა განუსვენე მაცხოვარ, და წიგნსა მას ცხოველთასა დააწესენ.
ვითარცა მხოლო მოწყალე ხარ, სახიერ, სარწმუნოებით შენდა მიცვალებულნი დააწესენ ზეცისა სამკვიდრებელსა, სადა იგი არს შვებაჲ გამოუთქმელი და მოწამეთა გუნდი წმიდა იხარებს.
შენ მხოლო იქმენ კაც თვინიერ ცოდვისა და…
გარდაცვალებულნი მონანი შენნი სოფელსა მას ცხოველთასა დააწესენ, მაცხოვარ, და ღირს ყვენ იგინი მადლობით ქებად შენდა, ძეო ღმრთისაო.
შენ მხოლო იქმენ კაც თვინიერ ცოდვისა და შენ მხოლომან აღიხვენ მოწყალებით ცოდვანი სოფლისანი, ამისთვის ვითხოვთ, განუსვენე სახიერ შესვენებულთა წმიდათა თანა, სამოთხისა შვებასა.
ბრწყინვალებითა ნათლისა შენისათა განაბრწყინვენ, უფალო, ღელვათაგან ამის…
ღირს მყვენ ჩვენ, უღირსნი მონანი შესვლად და დამკვიდრებად სასუფეველსა შენსა, და მოიხსენენ, უფალო სულნი რომელ შეივედრენ.
ბრწყინვალებითა ნათლისა შენისათა განაბრწყინვენ, უფალო, ღელვათაგან ამის სოფლისათა შენდა მოცვალებულნი და დააწესენ მოწამეთა შენთა თანა, გალობად შენდა ქრისტე, უკუნისამდე.
მეორე ადამ, ადამის შემოქმედი, ჭეშმარიტად გამოსჩნდი და…
შენ, რომელმან გარდაცვალებულთა სულნი ანგელოზთა მიერ სამოთხისა შვებასა წარავლინენ, ღმერთსა და უფალსა გალობით გადიდებთ.
მეორე ადამ, ადამის შემოქმედი, ჭეშმარიტად გამოსჩნდი და წყევაჲ იგი ადამიანთა განაქარვე მხოლომან, აწცა სახიერ, მიმადლე სულთა მიცვალებულთა, ფუფუნებაჲ იგი სამოთხისა.
სიკვდილითა სიკვდილი მოაკვდინე, რაჟამს იქმენ მხოლოო, მხოლო…
შენ, რომელსა გაქუს ხელმწიფებაჲ ცხოველთაჲ და მკვდართაჲ, განუსვენე სულთა სარწმუნოებით შესვენებულთა.
სიკვდილითა სიკვდილი მოაკვდინე, რაჟამს იქმენ მხოლოო, მხოლო მკვდართა თანა თავისუფალ და აწ ცოდვისა სიკვდილისაგან, მეუფეო, იხსნენ მონანი შენნი და მკვიდრ ჰყვენ სასუფეველსა ზეცათასა.
ვითარცა იგი მიანიჭე სამოთხე ავაზაკსა მას მორწმუნესა…
იხილეთ, იხილეთ უფალი, ღმერთი ჩვენი, ძე ღმრთისა, მაცხოვარი სოფლისაჲ და აღდგომაჲ შესვენებულთა.
ვითარცა იგი მიანიჭე სამოთხე ავაზაკსა მას მორწმუნესა, მაცხოვარ, ეგრეთვე სულნი მორწმუნეთა შენთანი, პირმშოთა თანა განსვენებასა ღირს-ჰყვენ და ბრალთა მათთა მიტევებაჲ მიმადლე.
ქრისტე, რომელი მოხვედ მხსნელად ჩვენდა, მიცვალებულნი სულნი…
მხოლოო სახიერო, სულნი მონათა შენთანი რჩეულთა შენთა თანა დააწესენ და განუსვენე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ, უფალო.
ქრისტე, რომელი მოხვედ მხსნელად ჩვენდა, მიცვალებულნი სულნი ლაზარეს თანა წიაღთა აბრაამისათა დაამკვიდრენ წყალობით, რომელთა იგი შენდა მომართ აქუნდათ სასოებაჲ.
შუამდგომელ და მოციქულ მშვიდობისა შენისა იქმენ, მეუფეო…
განაწესენ ნათელსა შინა, მაცხოვარ, სულნი მონათა შენთანი, ვითარცა სახიერ ხარ და მხოლოჲ, ყოვლადძლიერი მეუფე საუკუნოჲ.
შუამდგომელ და მოციქულ მშვიდობისა შენისა იქმენ, მეუფეო, და შენდა მიმართი მრავალჟამეული მტერობაჲ ჩვენი დაჰხსენ და აწცა მონათა შენთა წყალობით განუსვენე.
მოწყალებათა შენთა ცვარითა, ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა…
ქრისტე, მაცხოვარ, განუსვენე სულთა შესვენებულთასა (სახელები) სამოთხესა საშვებელისასა წმსდათა შენთა თანა.
მოწყალებათა შენთა ცვარითა, ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა მიცვალებულთა მონათა შენთა განბანე სახიერო და საღმრთოთა მათ ბანაკთა ზეცისათა თანა აღრაცხენ, რათა გაკურთხევდენ შენ.
სიკეთისა და ბრწყინვალებისა შენისა შვებად ღირს-ჰყვენ მიცვალებულნი…
მოიხსენენ, უფალო, სულნი გარდაცვლებულთანი და მკვიდრ-ჰყვენ იგინი, სასუფეველსა წმიდათა შენთა თანა.
სიკეთისა და ბრწყინვალებისა შენისა შვებად ღირს-ჰყვენ მიცვალებულნი, ქრისტე ღმერთო, და უკანასკნელი უშვერებაჲ ცოდვისა განაძარცვე და წმიდა-ჰყვენ ცოდვათაგან, ვითარცა კაცთმოყვარემან უფალმან, რამეთუ შენ მხოლო ხარ, რომელი უცხოდ გამოსჩნდი ცოდვისაგან.
გევედრებით, ქრისტე, შენსა მას ტკბილსა ზიარებასა ღირსჰყვენ…
სახიერ, სულნი რომელ ბრძანებითა შენითა შეივედრენ, მათ განსვენებაჲ მიჰმადლე, ვითარცა მოწყალე ხარ.
გევედრებით, ქრისტე, შენსა მას ტკბილსა ზიარებასა ღირსჰყვენ მიცვალებულთა სულნი და დაამკვიდრენ მართალთა სადგურსა, ზეცისა საყოფელსა სავანეთა წმიდათასა, მოწყალებითა შენითა და დაივიწყენ შეცოდებანი მათნი და მიმადლე, მაცხოვარ, განსვენებაჲ.
კაცთმოყვარეო ღმერთო და მოწყალეო, მოწყალე მექმენ ქმნულსა…
ძლიერო და უკვდაო, უფალო, სარწმუნოებით შესვენებულნი (სახელები) ნათელსა დააწესენ სამარადისოსა.
კაცთმოყვარეო ღმერთო და მოწყალეო, მოწყალე მექმენ ქმნულსა ხელთა შენთასა და განუსვენე ზეცისა სავანეთა სარწმუნოებით შენდა მიცვალებულთა და მოწამეთა დიდებასა ზიარჰყვენ.
საშვებელისა მდინარესა, ასვამ რჩეულთა შენთა სამარადისოდ, უფალო…
უფალო, ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ განუსვენე სულთა შესვენებულთასა, ვითარცა მოწყალე ხარ.
საშვებელისა მდინარესა, ასვამ რჩეულთა შენთა სამარადისოდ, უფალო. აწცა შესვენებულნი ესე (სახელები) მათ თანა დააწესენ და წყალთა ზედა შენდობისათა გამოზარდენ, ქრისტე.
ცხოველთა და მკვდართა ზედა ჰხელმწიფებ, მეუფეო, და…
რომელი გარდასცვალენ სოფელსა მას ცხოველთასა, განსვენებასა ღირს ყვენ, უფალო.
ცხოველთა და მკვდართა ზედა ჰხელმწიფებ, მეუფეო, და მიწისაგან ქვეყანით აღადგინებ დაძინებულთა. აწცა შესვენებულნი ეზოთა შენთა დაამკვიდრენ და განუსვენე.
გევედრებით შენ, სიტყვაო, რომელნიცა მიიღენ ჩვენგან, გუნდსა…
რომელი აღსდეგ მესამესა დღესა საფლავით, და დასთრგუნე სიკვდილი, სულთა შესვენებულთასა განუსვენე, უფალო.
გევედრებით შენ, სიტყვაო, რომელნიცა მიიღენ ჩვენგან, გუნდსა რჩეულთა შენთასა აღრაცხენ და უაღრესისა ცხოვრებისა ზიარ გამოაჩინენ.
ხრწნილებაჲ ჩვენი შეიმოსე, სახიერ, და უხრწნელებითა შენითა…
რომელი მოკვდავთა ცხორება ხარ, სულთა აღსრულებულთასა (სახელები) განუსვენე, უფალო.
ხრწნილებაჲ ჩვენი შეიმოსე, სახიერ, და უხრწნელებითა შენითა შეამკევ და უკვდავსა მას და სამგზის სანატრელსა შვებასა აღამაღლე, სადა იგი ღირს-ჰყვენ დამკვიდრებად, რომელნი შეივედრენ.
ვითარცა ყვავილი დაჭნების და ვითარცა სიზმარი წარხდების…
მართალ და წმიდა არს უფალი, რომელი აღდგა მკვდრეთით და აცხოვნა კაცი.
ვითარცა ყვავილი დაჭნების და ვითარცა სიზმარი წარხდების და განიბნევის ყოველი კაცი და კვალად ხმა-ჰყოს რა საყვირმან, ვითარცა ძრვისაგან აღსდგენ მკვდარნი ყოველნი მიმთხვევად შენდა, ქრისტე ღმერთო, მაშინ, მეუფეო, რომელნი მისცვალენ ჩვენგან, წმიდათა შენთა საყოფელსა დააწესენ სულნი მათნი, სახიერო.
რომელი ცხოველთა და მკვდართა, ვითარცა ღმერთი, უფლებ…
უფალო, რომელმან ჭეშმარიტითა სასოებითა აღდგომისათა მიეც შვებაჲ მიცვალებულთა, აწცა მონანი შენნი განსრულნი ამიერ სოფლით მკვიდრ-ჰყვენ ცხორებასა მას საუკუნესა.
რომელი ცხოველთა და მკვდართა, ვითარცა ღმერთი, უფლებ ყოველთა, ხელმწიფებით ცხოვრების მომცემელო, შეიწირე ვედრებაჲ მონათა შენთა, აჩვენე მოწყალებაჲ შენი კაცთმოყვარე და მიეც მიტევებაჲ სულთა, რომელნი სასოებით მოიცვალნეს შენდა, კეთილნაწლეობისათვის შენისა ვითარცა სახიერმან.
ქრისტე მაცხოვარ, რომელმან იხსნენ კაცნი სიკვდილისაგან სიკვდილითა…
განუსვენე, უფალო, სამოთხესა ფუფუნებისასა მონათა შენთასა (სახელი) და მიჰმადლე შენდობაჲ ცოდვათა, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
ქრისტე მაცხოვარ, რომელმან იხსნენ კაცნი სიკვდილისაგან სიკვდილითა შენითა, სულნი მონათა შენთა მორწმუნეთანი მკვიდრ-ჰყვენ წმიდათა საყოფელსა საღმრთოსა, სადათ იგი წარხდა ყოველი სალმობაჲ.
სისხლითა მაგით გვერდისა შენისათა, ყოვლად ძლიერო, მოიყიდე…
უფალო, საწერტელი სიკვდილისაა შეჰმუსრე და აწ ვედრებითა ჩვენითა სულთა მიცვალებულთა (სახელები) მიეც ცხოვრებაჲ.
სისხლითა მაგით გვერდისა შენისათა, ყოვლად ძლიერო, მოიყიდე სოფელი, აწცა ძალითა ვნებათა მათ შენთათა, აცხოვნენ სულნი მორწმუნეთა შენთანი, რომელი ეგე იქმენ სახსარ ყოველთა.
რომელი ეგე ხარ ყოველთა მეუფე, ადამიანნი იხსნენ…
უფალო, სადა იგი არს, ყოველთა მოხარულთა წმიდათა შენთა მკვიდრობაა, მორწმუნენი საუკუნითგან დაძინებულნი ღირს-ყვენ შვებასა და ნუ მოიხსენებ ცოდვათა მათთა.
რომელი ეგე ხარ ყოველთა მეუფე, ადამიანნი იხსნენ მათთვის ჯვარცმითა, ამისთვისცა გევედრებით მოწყალეო, მიცვალებულთა განსვენებაჲ მიჰმადლე და მიტევებაა ცოდვათა მიანიჭე.
ადგილთა განსვენებისათა, ვითარცა მოწყალე ხარ, წიაღთა აბრაამ…
რომელნი ესვიდეს ჯვარსა შენსა, მონანი შენნი შენდა მოიცვალნეს, კაცთმოყვარე, მოწყალებითა შენითა აცხოვნენ სულნი მათნი.
ადგილთა განსვენებისათა, ვითარცა მოწყალე ხარ, წიაღთა აბრაამ რჩეულისა შენისათა, ღირს-ჰყვენ შვებად მიცვალებულნი, რათა ხმა-ჰყონ შენდა მომართ მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდა, შენსა გარეშე ღმრთისა ჩვენისა.
ექმენ მაცხოვარ და მხსნელ ადამიანთა ვნებითა შენითა…
უფალო, ცოდვათა შენდობაჲ მიჰმადლე მიცვალებულთა (სახელები) განუსვენე და მადლითა შენითა განწმედილად გამოაჩინენ იგინი.
ექმენ მაცხოვარ და მხსნელ ადამიანთა ვნებითა შენითა წმიდითა, უფალო, ამისთვის, რომელნი იგი ჩვენგან გამოირჩიენ, საუკუნეთა შვებათა დაამკვიდრენ და ბრწყინვალებაჲ ღმრთეებისაჲ მიჰფინე.
არავინ-არს ყოვლად უცოდველ კაცთაგანი, არავინ-არს, არამედ გარნა…
უფალო, რომელმან უწყი ბუნებისა ჩვენისა უძლურებაჲ, სახიერ, სულნი რომელი მისცვალენ, დააწესენ, სადა იგი მიხედავს საღმრთოჲ ნათელი პირისა შენისა დაუვალი.
არავინ-არს ყოვლად უცოდველ კაცთაგანი, არავინ-არს, არამედ გარნა შენ მხოლო უკვდავი მეუფეჲ, ამისთვის მონანი შენნი ნათელსა დააწესენ სახიერ, კრებულსა თანა ანგელოსთასა მოწყალებითა შენითა და მიეც მათ მიტევებაჲ ცოდვათა.
მოწყალებათა შენთა ცვარითა, ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა…
რომელმან ბჭენი და მოქლონი მტკიცენი სიკვდილისანი შეჰმუსრენ სიკვდილითა შენითა, მხსნელო, ბჭენი ცხორებისანი და უკვდავებისანი განუხვენ სულთა შესვენებულთასა (სახელები).
მოწყალებათა შენთა ცვარითა, ქრისტე, ბიწი ყოველი შენდა მიცვალებულთა მონათა შენთა განბანე, სახიერო, და საღმრთოთა მათ ბანაკთა ზეცისათა თანა აღრაცხენ, რათა გაკურთხევდენ შენ.
უშრეტისა ცეცხლისა და ბნელისაგან წყვდიადისა გარესკნელისა და…
მკვდრად შეირაცხე რა უშჯულოთა თანა, უკვდავი ცხორებაჲ მიანიჭე მოკვდავთა. აწცა მონათა შენთა განსრულთა ამიერ სოფლით განსვენებაჲ მიჰმადლე.
უშრეტისა ცეცხლისა და ბნელისაგან წყვდიადისა გარესკნელისა და ღრჭენისა კბილთასა და მატლისა მისგან წამლიანისა, მწარისა და სხვათა მათ პირად-პირადთა ტანჯვათაგან იხსნენ, მხსნელო, მორწმუნეთა სულნი.
უჩინოთა და დაფარულთა განმკითხველო, რაჟამს გამოაცხადნე საქმენი…
რაჟამს განიკითხავდე ყოველთა წინაშე პირსა შენსა მდგომარეთა შიშველთა, მაშინ, მრავალმოწყალე, რომელთა იგი გმონეს სარწმუნოებით, (სახელები) შეიწყალე და განუსვენე.
უჩინოთა და დაფარულთა განმკითხველო, რაჟამს გამოაცხადნე საქმენი ბნელისანი და განზრახვანი გულთანი, მაშინ ყოვლადძლიერო, ნუ გამოეძიებ საქმეთა ჩემთა, ნუცა მიჰხდი სიტყვასა და პასუხსა შენდა სარწმუნოებით მიცვალებულთა მორწმუნეთა არამედ მიეც შენდობაა ბრალთა მათთა.
რომელი ხარ ბუნებით ტკბილი და მრავალმოწყალე, რომელნი…
უფალო, შეიწირე სახსენებელი შესვენებულთაჲ და მიეც მათ განსვენებაჲ, რომელნი მოელიან ღმრთეებით მეორედ მოსვლასა შენსა.
რომელი ხარ ბუნებით ტკბილი და მრავალმოწყალე, რომელნი სოფლისა ამის, ამაოსაგან და აჩრდილთა სიკვდილისათა მისცვალენ, ნათელსა შენსა საღმრთოსა დააწესენ და მიეც შენდობაჲ ცოდვათა.
დიდ-არს და ფრიად მოწყალებაჲ შენი და უფსკრულ…
შენ, რომელმან მიეც სარწმუნოებით შესვენებულთა წმიდათა შენთა თანა ნათელსა მას განსვენებაჲ, ქრისტესა, ღმერთსა და მაცხოვარსა, გალობით გადიდებთ.
დიდ-არს და ფრიად მოწყალებაჲ შენი და უფსკრულ განუზომელ, ზღვა კაცთ-მოყვარებისა შენისა. ცოდვათა შენდობაჲ მიმადლე მიცვალებულთა და მადლითა შენითა, ქრისტე, განწმედილად გამოაჩინენ იგინი.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო…
შენ, ზეცათაო და დიდებისა მეუფეო, რომელმან გარდაცვალებულთა სულნი (სახელები) რჩეულთა შენთა თანა აღრაცხენ, ღმერთსა და უფალსა გალობით გადიდებთ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ტექსტი გამოკრიბა და გამოსაცემად მოამზადა თინათინ მჭედლიშვილმა
სულის დასდებელნი - სახსენებელი სულთაა. გამოკრებული პარაკლიტთნის შაბათის მიცვალებულთა მსახურებიდან და უძველესი იადგარიდან. (VII-IX ს. ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული)
ტექსტი გამოკრიბა და გამოსაცემად მოამზადა თინათინ მჭედლიშვილმა
კურთხეულ არს ღმერთი
მღვდელი
კურთხეულ არს ღმერთი...
ამინ
გუნდი
ამინ.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის).
აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი…
მღვდელი
აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ვითარცა მოაკლდინ კუამლსა მოაკლდინ, და ვითარცა ცჳლი…
მღვდელი
ვითარცა მოაკლდინ კუამლსა მოაკლდინ, და ვითარცა ცჳლი რა დადნის წინაშე ცეცხლისა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ესრეთ წარწყმდეს ცოდჳლნი პირისაგან ღმრთისა და მართალნი…
მღვდელი
ესრეთ წარწყმდეს ცოდჳლნი პირისაგან ღმრთისა და მართალნი იხარებდენ.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ…
მღვდელი
ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუჱბდეთ ამას შინა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა
მღვდელი
დიდებაჲ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
მღვდელი
აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი
გუნდი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ…
დიაკონი
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა (სახელი) და რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სული მისი…
დიაკონი
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება…
დიაკონი
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩუენსაგან, მისთჳს ვითხოვოთ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგუმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ
გუნდი
მოგუმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ.
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი…
მღვდელი
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე, და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა (ანუ მჴევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება, და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი რომელი სცხოვნდეს, და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ მჴევლისა) შენისა (სახელები), ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და…
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
სიბძნით
დიაკონი
სიბძნით.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი
გუნდი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან...

აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანისვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანისვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუა ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანისვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს იდუა ჩუენთჳს და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა.
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა…
სძლისპირი
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკვდილისაგან მიჴსნა და ქვეყანით ცად აღმიყვანა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.
განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესი განმაბრწყინვებელი და გიხაროდენი სიტყვა ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს.
ცანი ყოვლად ღირსებით მხიარულ იქმენინ დღეს და ქვეყანა იშვებდინ, დღესასწაულობს ყოველი სოფელი ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ, ესრეთ ძლევისა მგალობელთა დღეს.
მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით…
სძლისპირი
მოვედით და ვსუათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით.
აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცაჲ და ქუჱყანა, ქუჱსკნელი და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვძლიერდით.
გუშინ შენთანა ჯუარს ვეცმოდი, ქრისტე, და თანა აღვდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენთანა დავეფლვოდი, შენ მადიდე, მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ…
დიაკონი
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა (სახელი) და რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სული მისი…
დიაკონი
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება…
დიაკონი
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩუენსაგან, მისთჳს ვითხოვოთ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგუმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ
გუნდი
მოგუმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ.
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი…
მღვდელი
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე, და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა (ანუ მჴევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება, და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი რომელი სცხოვნდეს, და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ მჴევლისა) შენისა (სახელები), ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა…
ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ, და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოსისაგან ესმა ჴმაჲ საწადელი, ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა, იხილენით დაფლჳსა მისისა სახუჱველნი და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკუდილი მოკლა მჴსნელმან ჩუენმან, და აღსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.
საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ…
სძლისპირი
საღმრთოსა სახმილავსა ზედა საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩვენთანა და გჳჩუენენ ჩუენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინვალედ მეტყველი ესრეთ, ცხოვრება არს ყოვლისა სოფლისა, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი.
ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოჲსა ითქვა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან, პასექსა ჩუენთჳს, და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა სრულ სახელ ედვა.
ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩუენი, გჳრგვინი ქრისტე, ნებსით ყოველთათჳს დაიკლა პასექად წმიდა მყოფელად და კუალად შუჱნიერად საფლავით სიმართლისა იგი მზეჲ აღმოგვიბრწყინდა ჩუენ.
წინაშე აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით, მამაჲ ღმრთისა, ხოლო ჩუენ ერი ღმრთისა, იგავთა აღსრულებისა ხედვითა საღმრთოდ ვიშვებთ, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი.
აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ…
სძლისპირი
აღვიმსთოთ ჩუენ ცისკარსა მსთუად და მირონთა წილ გალობაჲ მიუძღუანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე ყოვლად აღმობრწყინვებული.
უზომო იგი, მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს, ქრისტე, ფერჴითა მოხარულითა, ტყუჱლვიდეს პასქად საუკუნოდ.
ლამპარ შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა, ცხოვრებისა პასექსა.
შთაჰხედ შენ ქუჱსკნელთა ქუჱშე ქუჱყანისათა, და შეჰმუსრენ…
სძლისპირი
შთაჰხედ შენ ქუჱსკნელთა ქუჱშე ქუჱყანისათა, და შეჰმუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი და სამდღე მკვდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღსდეგ საფლავით.
დაიცუჱნ ბეჭედნი აღუტეხელად, ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განჰხრწენ შობასა, და განმიჴუჱნ ბჭენი სამოთხისანი.
მაცხოვარ, ცხოველი და დაუკლველი მსხუჱრპლი, ვითარცა ღმერთმან თავი თჳსი ნებსით შესწირე მამისა, და აღადგინე ადამ ყოვლით ნათესავითურთ, რაჟამს აღსდეგ საფლავით.
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ…
დიაკონი
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა (სახელი) და რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სული მისი…
დიაკონი
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება…
დიაკონი
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩუენსაგან, მისთჳს ვითხოვოთ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგუმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ
გუნდი
მოგუმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ.
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი…
მღვდელი
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე, და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა (ანუ მჴევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება, და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი რომელი სცხოვნდეს, და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ მჴევლისა) შენისა (სახელები), ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და…
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
შენ მხოლო ხარ უკუდავი, ყოვლად ძლიერო, რომელმან…
შენ მხოლო ხარ უკუდავი, ყოვლად ძლიერო, რომელმან ეგე შეჰქმენ და დაბადე კაცი. ხოლო კაცნი ქუეყანით დავიბადენით და კუალად მუნვე ქუეყანად და მიწად მივიქცევით ჩუენ, ვითარ იგი თქუ შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა იგი მივიქცევით ყოველნი მოკუდავნი, ვინაჲცა დაფლვისა ჩუენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყჳთ საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.
რომელმან ყრმანი იჴსნა საჴმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო…
სძლისპირი
რომელმან ყრმანი იჴსნა საჴმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო ვითარ მოკუდავმან და ვნებითა მოკუდავსა უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.
დედანი ღმრთივ განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა, და რომელსა მოკუდავად გეძიებდეს, აღდგომილსა და ცხოველსა თაყვანისგცეს და პასქა ესე საიდუმლოჲსა მოწაფეთა ახარეს.
სიკუდილითა სიკუდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა, დღეს ვდღესასწაულობთ დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა, უგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა.
ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად კრება არს მაცხოვარებისასა ესე ღამე, და ყოვლად ნათლით შემოსილ დღე აღდგომისა წინამახარებელი, ვინა საფლავისაგან ზესთა ჟამთა ნათელი ჴორცითა აღმოგჳბრწყინდა.
ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო…
სძლისპირი
ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე ესე ერთშაბათი, და დედოფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ.
მოვედით, ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენაჴისა ნაშობსა, საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინუალესა დღესა აღდგომისა, და ქრისტეს სუფევისასა, ვაქებდეთ ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე.
აღიხილენ თუალნი გარემოს სიონ, და იხილენ, რამეთუ, აჰა, მოვიდეს შენდა ვითარცა მნათობნი დასავალით, ჩრდილოთ და აღმოსავალით შჳლნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ.
მამაო ყოვლისა მპყრობელო და სიტყუაო, და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გუამით განყოფილო, ზესთა არსთაო და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათლღებულვართ და შენ გაკურთხევთ მარადის.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა…
სძლისპირი
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუჱბდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.
ჵ საღმრთო, ჵ ყოვლად საყვარელი, ჵ ტკბილი ჴმა, რომლითა აღმითქუა უტყუჱლად ჩუენ თანა ყოფა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, რომელი გვაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუჱბთ მარადის.
ჵ პასექო დიდო და დიდებულო, ქრისტე, ჵ სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩუენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშვებდი ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.
ჴორცითა მიიძინე, ვითარცა მოკუდავმან მეუფემან და უფალმან…
ჴორცითა მიიძინე, ვითარცა მოკუდავმან მეუფემან და უფალმან, და მესამესა დღესა აღდეგ, და ადამი თანა აღადგინე ხრწნილებისაგან და სიკუდილი დაჰჴსენ, პასექო უხრწნელებისაო სოფლისა მაცხოვარ.
კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავლენ მე სიმართლენი…
დიდებაჲ, აწდა. იგივე. მუჴლი
კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავლენ მე სიმართლენი შენნი.
გუნდნი ანგელოზთანი განკჳრდეს, რაჟამს გიხილეს შენ მკუდართა თანა შერაცხილ და სიკუდილისა ძალსა დამარღვეველად და ადამის აღმადგინებელად და ქუესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელად, ქრისტე ღმერთო ყოვლად ძლიერო და მადლობით გიგალობდეს შენ.
აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი
მუჴლი
აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი.
პასექი ბრწყინვალედ შუენიერი აღმოგჳბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდაჲ, პასქა სამღდელო, პაქსა ყოვლად ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი, პასქა უბიწოჲ, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დაჴშულნი განგჳხუნა ჩუენ, პასქა ყოვლად წმიდა მყოფელი.
ვითარცა მოაკლდინ კუამლსა მოაკლდინ, და ვითარცა ცჳლი…
მუჴლი
ვითარცა მოაკლდინ კუამლსა მოაკლდინ, და ვითარცა ცჳლი რა დადნის წინაშე ცეცხლისა.
ხილვით მოვედინ დედანო მახარებელნო და სიონს არქუთ: მიიღეთ ხარება სიხარულისა ჩუენგან აღდგომისათჳს, იშუებდ და განცხრებოდე, იერუსალჱმ, და იხილე ქრისტე მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოჲთ გამომავალი საფლავით, და ღმრთივ ბრწყინვალედ მივეგებვოდეთ.
ესრეთ წარწყმდეს ცოდჳლნი პირისაგან ღმრთისა და მართალნი…
მუჴლი
ესრეთ წარწყმდეს ცოდჳლნი პირისაგან ღმრთისა და მართალნი იხარებდენ.
მენელსაცხებელენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა, ცხორების მომცემელისათა, და პოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე, და მან ესრეთ ჰრქუა მათ: რაისა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, ანუ რაჲსა სტირთ უხრწნელსა გუამსა მისსა, წარვედით არქუთ მოწაფეთა მისთა აღდგომა მისი დიდებული.
ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ…
მუჴლი
ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუჱბდეთ ამას შინა.
პასექი საწადელი წმიდაჲ და პასექი უფლისა ყოვლად ქებული, ესერა აღმოგჳბრწყინდა საღმრთო პასექი, ამბორს უყოთ, ძმანო, ურთიერთას სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოჲთ, და დედანი მხიარულ ჰყვნა და ჰრქუა მათ: ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვიტარმედ აღდგა უფალი.
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და…
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბოთ, და ვრქუათ ძმათა ჩუენთა, მოძულეთაცა ჩუენთა შეუნდოთ ყოველთა აღდგომასა, და ესრეთ ღმრთივ ბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკუდრეთით და სიკუდილითა სიკუდილი დათრგუნდა და მყოფთა საფლავისათა ცხორებაჲ მიჰმადლა.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის).
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
დიაკონი
შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ…
დიაკონი
მერმეცა გევედრებით განსვენებისათჳს სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა (სახელი) და რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სული მისი…
დიაკონი
რათა უფალმან ღმერთმან ჩუენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის)
გუნდი
უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება…
დიაკონი
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩუენსაგან, მისთჳს ვითხოვოთ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგუმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ
გუნდი
მოგუმადლენ უფალო, უფალო შეგჳწყალენ.
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი…
მღვდელი
ღმერთო სულთაო, და ყოველთა ჴორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე, და ეშმაკი დასთრგუნე, და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა (ანუ მჴევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობა, მწუხარება, და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი მათ მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი რომელი სცხოვნდეს, და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა (ანუ მჴევლისა) შენისა (სახელები), ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
გუნდი
ამინ.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის).
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი
გუნდი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
მღვდელი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან...
ამინ
გუნდი
ამინ.
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და…
გუნდი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (გ-გზის). უფალო შეგჳწყალენ (გ-გზის).
კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის…
წესი და განგება პანაშვიდისა, რომელსა აღვასრულებთმიცვალებულსა ზედა მღვდელმან:
კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
მგალობელთა:
ამინ!
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა…
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და…
მღვდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ!
მგალობელთა:
ამინ!
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა…
ფსალმუნი 90.
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრთხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუადღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი — მარჯვენით შენსა. ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თვალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი, ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
კვერექსი დიაკონმან:
მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა…
დიაკონმან:
ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
მიტევებისათვის ცოდვათასა, სანატრელსა შინა ხსენებასა მიცვალებულთასა, უფლისა…
დიაკონმან:
მიტევებისათვის ცოდვათასა, სანატრელსა შინა ხსენებასა მიცვალებულთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
მარადის ხსენებისა მონათა და მხევალთა ღმრთისათა (სახელები)…
დიაკონმან:
მარადის ხსენებისა მონათა და მხევალთა ღმრთისათა (სახელები), განსვენებისა, მყუდროებისა და ნეტარ-ხსენებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
რათა მიეტევნეთ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი…
დიაკონმან:
რათა მიეტევნეთ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
რათა დაუსჯელად წარსდგენ საშინელსა საყდარსა დიდებისა უფლისასა…
დიაკონმან:
რათა დაუსჯელად წარსდგენ საშინელსა საყდარსა დიდებისა უფლისასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
რათა მგლოვარეთა და ტკივნეულთა ნუგეშინის-სცეს ქრისტემან, უფლისა…
დიაკონმან:
რათა მგლოვარეთა და ტკივნეულთა ნუგეშინის-სცეს ქრისტემან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
რათა მიეტევნენ მათ ყოველნი ტკივილნი, მგლოვარებანი და…
დიაკონმან:
რათა მიეტევნენ მათ ყოველნი ტკივილნი, მგლოვარებანი და სულ-თქმანი და დაემკვიდრონ იგინი, სადაცა მიხედავს ნათელი პირისა ღმრთისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სულნი მათნი…
დიაკონმან:
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სულნი მათნი ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსვენებისასა, სადა ყოველნი მართალნი დაემკვიდრებიან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
რათა აღირაცხონ იგინი წიაღთა შინა აბრაამ, ისააკ…
დიაკონმან:
რათა აღირაცხონ იგინი წიაღთა შინა აბრაამ, ისააკ და იაკობისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა…
დიაკონმან:
ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო…
დიაკონმან:
შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო შენითა მადლითა.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა მათთვის და…
დიაკონმან:
წყალობა ღმრთისა და სასუფეველი ცათა მათთვის და თავთა ჩვენთათვის, და ურთიერთას ვითხოვოთ და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
შენ, უფალო
მგალობელთა:
შენ, უფალო.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და…
მღვდელმან:
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულთა მიცვალებულთა მონათა შენთა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია
ალილუია ხმა 8. დიაკონმან
ალილუია, ალილუია, ალილუია.
ალილუია, ალილუია, ალილუია
მგალობელთა
ალილუია, ალილუია, ალილუია.
ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო და…
დიაკონმან
ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო და დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა.
ალილუია, ალილუია, ალილუია
მგალობელთა
ალილუია, ალილუია, ალილუია.
და სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე
დიაკონმან
და სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე.
ალილუია, ალილუია, ალილუია
მგალობელთა
ალილუია, ალილუია, ალილუია.
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა, კაცთ-მოყვარებით ყოველსავე…
ტროპარი ხმა 8
რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა, კაცთ-მოყვარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდა სასოება შემოქმედისა ყოველთასა და კაცთ-მოყვარისა ღმრთისა.
შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთსაყუდელი, და მეოხი კეთილად შემწყნარებელი, მისა მიმართ, რომელი ჰშევ შენ, ღმრთისმშობელო უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი…
მღვდელმან აკმიოს. ხოლო მგალობელნი გალობენ ტროპართა ამათ, ხმა 5. მგალობელთა:
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
კრებულმან წმიდათამან ჰპოვა წყარო ცხოვრებისა და კარი…
მკითხველმან:
კრებულმან წმიდათამან ჰპოვა წყარო ცხოვრებისა და კარი სამოთხისა, მომმადლე მეცა, სახიერ, პოვნად გზა იგი სინანულისა; მე ვარ ცხოვარი იგი წარწყმედული, მომიძიე მონა შენი, მაცხოვარ, და შემიწყალე მე.
პირველად უკვე ოდესმე არა რაისაგან დამბადე მე…
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
პირველად უკვე ოდესმე არა რაისაგან დამბადე მე, და ხატებითა შენითა საღმრთოთა პატივ-მეც მე, ხოლო გარდასლვითა მცნებათა კვალად მიწადვე მიმაქციე, ვინაცა დავიბადე; არამედ ჯერისაებრ აღმომიყვანე და პირველსავე პატივსა ღირს-მყავ.
ხატი ვარ უსაზღვროისა დიდებისა შენისა, მეუფეო, დაღაცათუ…
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ხატი ვარ უსაზღვროისა დიდებისა შენისა, მეუფეო, დაღაცათუ მმოსიან მე წყლულებანი შეცოდებათანი. შემიწყალე ქმნილი შენი და განმწმიდე მე სახიერებითა შენითა, და საწადელისა მის მამულისა მკვიდრობა კვალად მომანიჭე მე.
ტარიგი ღმრთისა გვიქადაგეთ, და მისთვის დაიკლენით, ვითარცა…
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ტარიგი ღმრთისა გვიქადაგეთ, და მისთვის დაიკლენით, ვითარცა კრავნი, წმიდანო, და ცხოვრებასა სამარადისოსა და დაუსრულებელსა მიიცვალენით. მას ევედრენით წადიერად, რათა მოგვიტევნეს თანანადებნი ბრალთა ჩვენთანი მეუფემან.
განუსვენე, ღმერთო, მონათა შენთა მიცვალებულთა, და დააწესენ…
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
განუსვენე, ღმერთო, მონათა შენთა მიცვალებულთა, და დააწესენ იგინი სამოთხესა საშვებელისასა, სადა-იგი არიან კრებულნი წმიდათანი, და მართალნი ბრწყინვენ, ვითარცა მნათობნი, რომელნი შეივედრენ, შეიწყალენ, სახიერ და აღხოცენ ცოდვანი მათნი.
სამ-ბრწყინვალებასა ერთ-ღმრთეებისასა, მორწმუნენო, მართლმადიდებლობით უგალობდეთ, და ესრეთ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამ-ბრწყინვალებასა ერთ-ღმრთეებისასა, მორწმუნენო, მართლმადიდებლობით უგალობდეთ, და ესრეთ ვიტყოდეთ: წმიდა ხარ, მამაო დაუსაბამოო, ძეო თანა-დაუსაბამოო, და სულო წმიდაო, განგვანათლენ ჩვენ, რომელნი სარწმუნოებით გმონებთ შენ, და საუკუნოისა მის უშრეტისა ცეცხლისაგან გვიხსნენ ჩვენ.
გიხაროდენ ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, ცხოვრებად…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, ცხოვრებად ნათესავისა კაცთასა, და ბუნებამან ჩვენმან ჰპოვა შენ მიერი გამოხსნა. მეოხებითა შენითა წარგვიძეღუ ჩვენ სამოთხედ, ღმრთისმშობელო მარადის კურთხეულო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
კვერექსი დიაკონი:
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი…
დიაკონი:
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება…
დიაკონი:
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგვმადლენ უფალო
მგალობელთა:
მოგვმადლენ უფალო.
უფალო, შეგვიწყალენ.
ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი…
მღვდელმან:
ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
განუსვენე, მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა მონათა შენთა…
შემდგომად წარდგომა, ხმა 5.
განუსვენე, მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა მონათა შენთა, და ესენი დაამკვიდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს. უგულებელს-ჰყვენ, ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთ-მოყვარე.
და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთ-მოყვარე
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთ-მოყვარე.
რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამოგვაჩინენ, შეგვიწყალენ, ყოვლად-ძლიერო ღმერთო.
მიწყალე, მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და…
50 ფსალმუნი
მიწყალე, მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე; რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე, და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა, და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან; რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე; მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს, კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
ზღვა მეწამული კვერთხმან განაპო, განხმეს სიღრმენი და…
კანონი ხმა 6. გალობა 1. სძლის-პირი:
ზღვა მეწამული კვერთხმან განაპო, განხმეს სიღრმენი და უფსკრულნი იქმნნეს გზა უჭურველთა მათ საფლავ, არა დამმარხველ გვამთა გალობით უგალობდეთ რამეთუ დიდებით დიდებულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი ცხოველი.
სავანეთა მათ საუკუნეთა, ზეცათა შინა დამკვიდრებულნი მარადის…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
სავანეთა მათ საუკუნეთა, ზეცათა შინა დამკვიდრებულნი მარადის მხნენი მარტვილნი გევედრებიან, ქრისტე, მორწმუნენი, რომელნი ქვეყანით მისცვალენ, სახიერო, ზეცისა კეთილთა დააწესენ და განუსვენე მათ, ვითარცა ღმერთ ხარ.
შეამკვენ, ქრისტე, დაბადებულნი, და შორის სიმდაბლისა და…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
შეამკვენ, ქრისტე, დაბადებულნი, და შორის სიმდაბლისა და სიმაღლისა შეზავებულად ცხოველად დამბადე, და მოვკუედ რა, მაცხოვნე. ამისთვის გევედრები: მონათა შენთა სულნი აღსრულებულნი, განსვენებასა ღირს-ჰყვენ, სახიერ.
რაჟამს დამბადე, დამბადებელო, სამოთხისა მკვიდრ და მოქალაქე…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რაჟამს დამბადე, დამბადებელო, სამოთხისა მკვიდრ და მოქალაქე მყავ, და ურჩ ვექმენ რა ბრძანებასა შენსა, ჯეროვნად გამომხადე მიერ. ამისთვის გევედრები, მონათა შენთა სულნი აღსრულებულნი განსვენებასა ღირს-ჰყვენ, მოწყალე.
რომელმან პირველ ადამის გვერდით პირველი დედა ჩვენი…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან პირველ ადამის გვერდით პირველი დედა ჩვენი ევა დაბადა, უთესლოისა მუცლისა შენისაგან ხორცნი შეისხნა ღმრთისმშობელო, და სიკვდილი შემუსრა და მიცვალებულთა მონათა შენთა შენ მიერსა ცხოვრებასა მიჰმადლებს.
სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქა ეკლესიისა დღეს, მიუდრეკელად…
გალობა 3. სძლის-პირი:
სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქა ეკლესიისა დღეს, მიუდრეკელად, უზესთაეს ბუნებათა სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.
სჯულიერად იღვაწეს მოწამეთა შენთა, ქრისტე მაცხოვარ, და…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
სჯულიერად იღვაწეს მოწამეთა შენთა, ქრისტე მაცხოვარ, და შემკობილნი გვირგვინითა, კადნიერად გევედრებიან შენ, შესვენებულთა მორწმუნეთათვის, რათა განსვენება მიჰმადლო და დააწესნე ნათელსა შენსა.
პირველად განმსწავლე მრავალფერთა მათ ნიშთა და სასწაულთა…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
პირველად განმსწავლე მრავალფერთა მათ ნიშთა და სასწაულთა მიერ, მე შეცთომილი ესე, ხოლო უკანასკნელ ჩემთვის განკაცენ, და მომიძიე და მპოვე, მხსნელო, წყალობით მიხსენ და მაცხოვნე მე და სულთა მიჰმადლე განსვენება.
განხრწნადთა ამათგან და წარმავალთა, შენდა მიცვალებულნი საუკუნეთა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განხრწნადთა ამათგან და წარმავალთა, შენდა მიცვალებულნი საუკუნეთა საყოფელთა მოხარულნი ღირს-ჰყვენ დამკვიდრებად სახიერო და მრავალ-მოწყალეო, და მადლით და სარწმუნოებით განამართლენ და განუსვენე.
არავინ არს წმიდა შენებრ, ქალწულო, რამეთუ შენ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არავინ არს წმიდა შენებრ, ქალწულო, რამეთუ შენ მხოლომან, საუკუნითგან არა-ხილული ღმერთი ჭეშმარიტი მუცლად-იღე უთესლოდ, და გვიშევ ჩვენ უხრწნელად, ზესთა ცნობისა და სიტყვისა და მან მოკლა ღმრთეებრ სიკვდილი.
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
კვერექსი დიაკონი:
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი…
დიაკონი:
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება…
დიაკონი:
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგვმადლენ უფალო
მგალობელთა:
მოგვმადლენ უფალო.
უფალო, შეგვიწყალენ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და…
მღვდელმან:
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება…
შემდგომად ასამაღლებელისა წარდგომა, ხმა 6:
ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება ესე უმედგრეს აჩრდილისა და სიზმრისა, რამეთუ ცუდად შფოთებს ყოველი მიწით შობილი, ვითარცა თქვა წიგნმან: რამეთუ ოდეს ყოველი სოფელი შევიძინოთ, მაშინ საფლავივე დავიმკვიდროთ, სადა-იგი ყოველნივე ერთბამად დაემკვიდრებიან, მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და გლახაკნი. ამისთვისცა ქრისტე ღმერთო, ამიერ მიცვალებულთა განუსვენე, ვითარცა მოწყალემან და ბუნებით სახიერმან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლი ხარ უცოდველი და ყოვლად ხლიერი.
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, და კაცობრივსა განზრახვასა ნუ მიმანდობ, არამედ შენ მეოხ მეყავ და მაცხოვნე მე.
რაჟამს წინასწარმეტყველმან იხილა საიდუმლო დაფარული, განკვირვებულმან ღაღად-ყო…
გალობა 4. სძლის-პირი:
რაჟამს წინასწარმეტყველმან იხილა საიდუმლო დაფარული, განკვირვებულმან ღაღად-ყო, რამეთუ დასდევ წყალობით სიყვარული მტკიცე, მამაო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი მოეც ძეთა კაცთა მომტევებელად ცოდვათა.
სიბრძნისა უაღრესისა და ნიშთა სიმაღლისა სასწაულად, სიტკბოებით…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
სიბრძნისა უაღრესისა და ნიშთა სიმაღლისა სასწაულად, სიტკბოებით, სახიერო, მარტვილთა გუნდნი ანგელოზთა გუნდთა თანა შეაერთენ, და ერთობით გევედრებიან, მხსნელო, და ითხოვენ სულთა ჩვენთა ლხინებასა.
მიმთხვევად უხრწნელისა მის დიდებისა შენისა ღირს-ყვენ სულნი…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
მიმთხვევად უხრწნელისა მის დიდებისა შენისა ღირს-ყვენ სულნი შესვენებულნი, უფალო, სადა-იგი არს სამკვიდრებელი ყოველთა მოხარულთა და ხმა წმიდა მედღესასწაულეთა და ზატიკობა სამარადისო.
დააწესენ მგალობლად საღმრთოისა ძლიერებისა შენისა, რომელნი სოფლით…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დააწესენ მგალობლად საღმრთოისა ძლიერებისა შენისა, რომელნი სოფლით მისცვალენ, და ყვენ იგინი ზიარ ნათლისა წარუვალისა, ქრისტე, და ცოდვათა ბნელი განხადე მათგან, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყვარე ხარ.
საუნჯედ წმიდად უხრწნელად, კიდობნად და ტაძრად უბიწოდ…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საუნჯედ წმიდად უხრწნელად, კიდობნად და ტაძრად უბიწოდ. ყოვლად-წმიდაო ქალწულო, შვენიერება ეგე იაკობისი, გამოგირჩია მეუფემან და განკაცნა შენგან, და აცხოვნა ყოველი სოფელი.
ბნელისაგან ცოდვათასა გიღაღადებენ შენ სულნი ჩვენნი, მრავალმოწყალეო…
გალობა 5. სძლის-პირი:
ბნელისაგან ცოდვათასა გიღაღადებენ შენ სულნი ჩვენნი, მრავალმოწყალეო ღმერთო. ნათლითა მით მიუაჩრდილებელითა განგვანათლენ და წარგვიმართენ სლვანი ჩვენნი, მახარებელო მშვიდობისაო.
ვითარცა მსხვერპლნი წმიდანი ძღვნად შეიწირნეს ღმრთისა მარტვილნი…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
ვითარცა მსხვერპლნი წმიდანი ძღვნად შეიწირნეს ღმრთისა მარტვილნი და ცხოვრებასა სამარადისოსა ჩვენთვის მოცემად ითხოვენ მისგან, რათა ვედრებითა მათითა მოგვცეს ღმერთმან მშვიდობა და დიდი წყალობა.
ზეცათა შინა შვებასა და განყოფასა მადლთასა ღირს-ყვენ…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
ზეცათა შინა შვებასა და განყოფასა მადლთასა ღირს-ყვენ მორწმუნენი მონანი შენნი, პირველ დაძინებულნი მეუფეო, და ბრალთა მათთა მიტევება მიეც, და დააწესენ ნათელსა შენსა.
მხოლოო ცხოველს-მყოფელო, უფსკრულო სახიერებისაო, სულნი მიცვალებულთანი სასუფეველსა…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მხოლოო ცხოველს-მყოფელო, უფსკრულო სახიერებისაო, სულნი მიცვალებულთანი სასუფეველსა შენსა დააწესენ, და განსვენება მიჰმადლე მათ, მხსნელო, და ნუ მოიხსენებ ცოდვათა მათთა.
ძალ ჩემდა და საგალობელ ქრისტე ღმერთი არს…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძალ ჩემდა და საგალობელ ქრისტე ღმერთი არს, ჰოი დედოფალო, რომელი ექმნა მაცხოვარ წარწყმედულთა და ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან იხსნნა მორწმუნეთა სულნი, შენგან ხორცთშესხმითა, ყოვლად-წმიდაო.
მუცლად იღო იონა ვეშაპმა და არა განხრწნა…
გალობა 6. სძლის-პირი:
მუცლად იღო იონა ვეშაპმა და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა სახე სამ დღე დაფლვისა შენისა, რომელმანცა დაფლვა თავს იდევ ჩვენთვის, სახიერ, და ეტყოდა იგი მცველთა მათ: ჰოი, ცრუნო, წყალობა თქვენი დაუტევეთ თქვენ დღეს.
რაჟამს ჯვარს-ეცვი, გუნდი მოწამეთა შეკრიბე, რომელნი იგი…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
რაჟამს ჯვარს-ეცვი, გუნდი მოწამეთა შეკრიბე, რომელნი იგი ებაძვნეს ვნებათა შენთა, ჰოი ყოვლად-სახიერო, მათ მიერ გევედრებით, მიცვალებულთა მონათა შენთა მიეც განსვენება და ღირს-ყვენ მკვიდრ-ყოფად სავანეთა მათ საუკუნეთა.
რაჟამს იგი განკითხვად სოფლისა მოხვიდე საშინელებით, მაშინ…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
რაჟამს იგი განკითხვად სოფლისა მოხვიდე საშინელებით, მაშინ, ყოვლად-სახიერო, ღრუბლითა მიგებებად ღირს-ყვენ მონანი შენნი, სარწმუნოებით დაძინებულნი, რომელნი ქვეყანით მისცვალენ, და მიეც სიხარული და შვება სამარადისო.
შენ ხარ წყარო ცხოვრებისა, ქრისტე, რომელი გამოიყვანებ…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ ხარ წყარო ცხოვრებისა, ქრისტე, რომელი გამოიყვანებ ძალითა ღმრთეებისათა კრულთა საუკუნეთა, შენდამი მიცვალებულთა მონათა შენთა მიჰმადლე, მოწყალე, შვება სამოთხისა და ფუფუნება სასუფეველისა.
საღმრთოსა რა და ყოვლად-წმიდასა მცნებასა გარდავხედით, მიწად…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საღმრთოსა რა და ყოვლად-წმიდასა მცნებასა გარდავხედით, მიწად მივიქცევით, ვინა-იგი პირველ დავიბადენით, ხოლო შენ მიერ, სძალო, ზეცად ავმაღლდით ქვეყანისაგან, და სიკვდილისა ხრწნილება განვაგდეთ, ამისთვის გნატრით, ყოვლად-უბიწოო.
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ
კვერექსი დიაკონი:
მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგვიწყალენ
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ.
მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი…
დიაკონი:
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება…
დიაკონი:
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგვმადლენ უფალო
მგალობელთა:
მოგვმადლენ უფალო.
უფალო, შეგვიწყალენ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და…
მღვდელმან:
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა…
კონდაკი ხმა 8.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულ-თქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლად-ძლიერო, რომელმან ეგე…
იკოსი
შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლად-ძლიერო, რომელმან ეგე შექმენ და დაბადე კაცი, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადენით, და კვალად მუნვე ქვეყანად და მიწად მივიქცევით ჩუენ, ვითარ-იგი სთქვი შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკვდავნი, ვინაცა დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულ-თქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
ჰოი სასწაული, რომელმან სახმილსა დაიცვნა სამნი ყრმანი…
გალობა 7. სძლის-პირი:
ჰოი სასწაული, რომელმან სახმილსა დაიცვნა სამნი ყრმანი შეუწველად, საფლავსა შინა მკვდრად უსულო იქმნა დღეს მაცხოვრად ჩვენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.
სისხლთა მათ შენთა პკურებითა იხსნენ მარტვილნი მცნებისა…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
სისხლთა მათ შენთა პკურებითა იხსნენ მარტვილნი მცნებისა გარდასლვისაგან, და თვისთა სისხლთა დათხევითა, ვნებათა შენთა ხატ-ექმნეს, და მადლობით იტყოდეს: ღმერთო მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ
განძვინებული სიკვდილი მოჰკალ ქრისტე ღმერთო, და სულნი…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
განძვინებული სიკვდილი მოჰკალ ქრისტე ღმერთო, და სულნი სარწმუნოებით დაძინებულნი სიკვდილისაგან იხსენ, და შენ წინაშე მკვიდრ-ყვენ, რათა გალობდენ: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.
ჰოი მეუფეო, რომელმან პირველ მოეც სული ესე…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰოი მეუფეო, რომელმან პირველ მოეც სული ესე შთაბერვითა მით საღმრთოითა, მიცვალებულნი სასუფეველსა შენსა მკვიდრ-ყვენ წყალობით, რათა გიღაღადებდენ: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.
უმაღლეს იქმენ ყოველთა დაბადებულთა, სძალო, გვიშევ რა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უმაღლეს იქმენ ყოველთა დაბადებულთა, სძალო, გვიშევ რა დამბადებელი, რომელმან შეჰფქუნა ბჭენი სიკვდილისანი, ამისთვის გნატრით უბიწოო და ვიტყვით: დედაო ღმრთისაო, კურთხეულ ხარ შენ.
ცა-ვრცელი განცვიფრებულ არს და ძრწის საფუძველი ქვეყანისა…
გალობა 8. სძლის-პირი:
ცა-ვრცელი განცვიფრებულ არს და ძრწის საფუძველი ქვეყანისა. დღეს შიშით, რამეთუ მაღალთა შინა მყოფი შერაცხილ მკვდართა იქმნა, და აწ კნინსა საფლავსა ესტუმრა. ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ახოვნად მოღვაწებითა ძლევისა გვირგვინნი დაიდგენით, მარტვილნო, ნეტარნო…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
ახოვნად მოღვაწებითა ძლევისა გვირგვინნი დაიდგენით, მარტვილნო, ნეტარნო, და მეოხად გამოჩნდით სულთა მიცვალებულთათვის, და ქრისტესა ღმერთსა უღაღადებთ: ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
რომელთა ცხოვრება ესე განვლეს მოღვაწებითა და შენდა…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
რომელთა ცხოვრება ესე განვლეს მოღვაწებითა და შენდა მეუფისა მოვიდეს, შეიტკბენ მოწყალებით და განსვენება მიეც, რათა გალობით გიღაღადებდენ: ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ქვეყანასა მას მშვიდთასა განსვენებად ღირს-ყვენ შენდა მიცვალებულნი…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ქვეყანასა მას მშვიდთასა განსვენებად ღირს-ყვენ შენდა მიცვალებულნი, მაცხოვარ, და სარწმუნოებით და მადლით განამართლენ, და აღხოცენ შეცოდებანი მათნი, რათა გაკურთხევდენ შენ, რათა გიგალობდენ შენ, რათა უფროსად აღგამაღლებდენ უკუნისამდე.
გნატრით ყოველნი, ქალწულო ყოვლად-სანატრელო, რომელმან სიტყვა ღმრთისა…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გნატრით ყოველნი, ქალწულო ყოვლად-სანატრელო, რომელმან სიტყვა ღმრთისა, მეუფე ყოველთა, და შემოქმედი, ჭეშმარიტად ხორცითა გვიშევ გამოუთქმელად. ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღმრთისმშობელსა დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ
მღვდელმან:
ღმრთისმშობელსა დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ.
შენ მხოლო სანატრელ ხარ თესლებსა შორის, ქალწულო…
გალობა 9. სძლის-პირი:
შენ მხოლო სანატრელ ხარ თესლებსა შორის, ქალწულო, რამეთუ გამოგვიბრწყინდა შენგან ნათელი მსხდომარეთა ბნელსა მას შინა და განანათლნა სულნი ჩვენნი. ამისთვის ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ.
მწყობრი წმიდა მარტვილთა, სასოებამან განამხნო, და საღმრთოითა…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
მწყობრი წმიდა მარტვილთა, სასოებამან განამხნო, და საღმრთოითა სურვილითა ფრთოვან-ყვნა იგინი, და შეუძრველთა მათ კეთილთა მკვიდრად გამოაჩინნა, რომელთა თანა შესვენებულთა სულნი ღირს-ყვენ დამკვიდრებად.
ბრწყინვალესა ნათელსა შენსა ქრისტე მეუფეო, ღირს-ყვენ შესვენებულთა…
განუსვენე უფალო სულსა მონისა ამის შენისასა.
ბრწყინვალესა ნათელსა შენსა ქრისტე მეუფეო, ღირს-ყვენ შესვენებულთა სულნი, და განუსვენე წიაღთა შინა აბრაამისთა, და უოხჭნოისა ნეტარებისა ფუფუნება მიჰმადლე, რათა გადიდებდენ.
რომელი ხარ ბუნებით ტკბილი და მრავალ-მოწყალე, რომელნი…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელი ხარ ბუნებით ტკბილი და მრავალ-მოწყალე, რომელნი სოფლისა ამის ამაოსაგან და აჩრდილთა სიკვდილისათა მისცვალენ, ნათელსა შენსა საღმრთოსა დააწესენ, და მიეც განსვენება.
კარვად წმიდად გიცნობთ შენ, ფიცრად და კიდობნად…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კარვად წმიდად გიცნობთ შენ, ფიცრად და კიდობნად საღმრთოდ, ღმრთისმშობელო დედოფალო, რამეთუ შენგან შობილმან სისხლითა თვისითა განმართლება და მოტევება მოგვანიჭა ჩვენ, და მძლავრი ჯოჯოხეთი ძლევით წარმოსტყვენა.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და…
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა…
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და…
მღვდელმან:
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა შენისასა…
ტროპარი ესე, ხმა 4:
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა შენისასა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთ-მოყვარე.
განსასვენებელსა შენსა მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ არიან, განუსვენე სულსა მონისა შენისასა,
რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთ-მოყვარე.
შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად, და…
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად, და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი. აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მონისა ამის შენისასა.
შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან…
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცშესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.
შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით…
კვერექსი დიაკონი:
შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან…
დიაკონი:
მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი…
დიაკონი:
რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
მგალობელთა:
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება…
დიაკონი:
წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგვმადლენ უფალო
მგალობელთა:
მოგვმადლენ უფალო.
უფალო, შეგვიწყალენ.
ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი…
მღვდელმან:
ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
სიბრძნით
დიაკონმან:
სიბრძნით.
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ
მღვდელმან:
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად…
მგალობელთა:
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება…
მღვდელმან:
დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა…
მგალობელთა:
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
რომელი ცხოველთა და მკვდართა აღდგომა არს, ქრისტემან…
მღვდელმან, ჩამოლოცვა:
რომელი ცხოველთა და მკვდართა აღდგომა არს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, სული ჩვენგან მიცვალებულისა მონისა ამის ღმრთისა (ან მხევლისა) (სახელი) საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, და ჩვენ შეგვიწყალნეს, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.
ამინ
მგალობელთა:
ამინ.
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე, უფალო…
დიაკონმან:
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე, უფალო, სულთა მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა (სახელები) და მიეც მათ საუკუნო ხსენება.
საუკუნოდ იყავ ხსენება მათი. საუკუნოდ იყავ ხსენება…
მგალობელთა:
საუკუნოდ იყავ ხსენება მათი. საუკუნოდ იყავ ხსენება მათი. ხსენება და კურთხევა მათი.
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენონ და ნათესავმან მათმან დაიმკვიდრონ ქვეყანა.
სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო.