ტროპარი ხატისა
კურთხევა ხატისა კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი... დაწყებილი ლოცვები.
ტროპარი ხატისა.
უფალო შეგჳწყალენ
უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო შეგჳწყალენ.
უფალო და მეუფეო ჩუენო ყოვლისა მპყრობელო, მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან უბრძანე მონასა შენსა მოსეს, რათა გამოსახოს ხატი ქერუბიმთა კარავსა წმიდასა, და ჩუენცა უფალო ეგრეთუე მოგვიღებიეს ხატი წმიდა და დღესასწაულთა ამათი, და გევედრებით მეუფეო ჩუენო, რათა მოუვლინო მადლი სულისა შენისა წმიდისა, და ანგელოზი შენი ამას ხატსა ზედა წმიდასა, რათა რომელიცა ევედრებოდეს აღსრულდებოდეს ვედრება მისი, მადლითა და მოწყალებითა საყვარლისა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა და კაცთმოყუარისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესისა.
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ
შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.
მერმეცა გევედრებით სიმრთელისა, მშჳდობისა, დღეგრძელობისა, კეთილად წარმართებისა…
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.
მერმეცა გევედრებით სიმრთელისა, მშჳდობისა, დღეგრძელობისა, კეთილად წარმართებისა, და ცოდვათა მიტევებისა მონისა შენისა (სახელი).
მერმეცა გევედრებით, რათა გარდამოავლინოს უფალმან და მოანიჭოს…
უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.
მერმეცა გევედრებით, რათა გარდამოავლინოს უფალმან და მოანიჭოს, და დაემკჳდროს ამას ხატსა ზედა მადლი ყოვლად-წმიდისა სულისა, და ანგელოზი ღვთისა მოვიდეს და დაემკჳდროს ამას თანა, და რომელიცა ევედრებოდეს მსწრაფლად აღუსრულდებოდეს, ამისთჳს ვსთქუათ ყოველთა ვედრებითა.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…
უფალო შეგჳწყალენ იბ-გზის.
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდება სა აღუავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მცირე ჩამოლოცვა.