გულანი
საცდელი · 1.37.0
ჯვრის კურთხევა 1 / 5ტროპარი ჯვრისა: აცხოვნე უფალო ერი შენი

ჯვრის კურთხევა

კურთხევანი

orthodoxy.ge; „საღვთისმსახურო წიგნები“; მამა ლაზარეს კრებული · დაახლ. 2 წთ

ტროპარი ჯვრისა: აცხოვნე უფალო ერი შენი

კურთხევა ჯუარისა კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი... დაწყებილი ლოცვები.

ტროპარი ჯვრისა: აცხოვნე უფალო ერი შენი...

უფალო შეგჳწყალენ

უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უფალო შეგჳწყალენ.

კურთხეულ-ხარ შენ უფალო ყოველთა დაბადებულთაო, ხილულთა და უხილავთაო, შენ აკურთხე წყალობითა შენითა ჯუარიცა ესე, ვითარცა ვითარცა აკურთხე ჯუარი იგი რაჟამს აღამაღლე იგი ზეცად. აკურთხე უფალო ჯუარი ესე წყალობითა შენითა, ვითარცა აკურთხე ჯუარი იგი, რომელი გამოსჩნდა კონსტანტინეს ზე მეფისა, და ჩუენ დაბადებულნი შენნი შევსწირავთ მადლობასა და თაყუანის-ცემასა შენდა. დაჰსდევ ჴელი მარჯუენე შენი უფალო ზედა ჯუარსა ამას, და აკურთხე ყოვლითა კურთხევითა მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, და ჩუენ მსურუელნი მონანი შენნი შევსწირავთ მარადის ლოცვასა და თაყუანის-ცემასა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა გევედრებით ისმინე და შეგჳწყალენ.

მერმეცა გევედრებით სიმრთელისა, მშჳდობისა, დღეგრძელობისა, კეთილად წარმართებისა…

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით სიმრთელისა, მშჳდობისა, დღეგრძელობისა, კეთილად წარმართებისა, და ცოდვათა მიტევებისა მონისა შენისა (სახელი).

მერმეცა გევედრებით, რათა გარდამოავლინოს უფალმან და მოანიჭოს…

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

მერმეცა გევედრებით, რათა გარდამოავლინოს უფალმან და მოანიჭოს, და დაემკჳდროს ამას ჯუარსა ზედა მადლი ყოვლად-წმიდისა სულისა, და ანგელოზი ღვთისა მოვიდეს და დაემკჳდროს ამას თანა, და რომელიცა ევედრებოდეს მსწრაფლად აღუსრულდებოდეს, ამისთჳს ვსთქუათ ყოველთა ვედრებითა.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და…

უფალო შეგჳწყალენ გ-გზის.

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდება სა აღუავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მცირე ჩამოლოცვა.