თავი 1
1:1–66
1. და იყო, ოდეს დასცა ალექსანდრე, ძემან ფილიპესა, მაკიდონელისამან, რომელი გამოვიდა ქუეყნისაგან ქეტთელით, და დასცა დარია, მეფე სპარსეთისა და მიდელისა, და გამეფდა მის წილ პირველ ელადისა შინა.
2. და შეაზავა ბრძოლანი მრავალი და დაიპრა სიმტკიცენი მრავალთანი და მოსწყჳტნა მეფენი ქუეყანისანი.
3. და მოვლნო ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა და აღიღო ნატყუენავი მრავალთა წარმართთა, და დადუმდა ქუეყანა წინაშე მისი, და აღმაღლნა და აღემატა გული მისი.
4. და შეკრიბა ძალი ძლიერი ფრიად
5. და ჰფლობდა სოფლებთა ზედა და წარმართთა და მძლავრთა, და იქმნენ მისა მოხარკეობასა შინა.
6. და შემდგომად ამათსა დაეცა სარეცელსა ზედა და სცნო, რამეთუ მოკუდების.
7. და მოუწოდა ყრმათა თჳსთა კეთილშობილთა, რომელნი მის თანა იყვნენ სიყრმითგან თანა-შეზრდილინი მისსა, და განუყო მათ სამეფო თჳსი ჯერეთ სიცოცხლესავე მისსა მყოფმან.
8. და მეფობდა ალექსამდრე ათორმეტ წელ და მოკუდა.
9. და ჰფლობდეს ყრმანი მისნი თჳთეულნი ადგილსა შინა თჳსთა.
10. და დაიდვეს დიადიმა ყოველთა შემდგომად სიკუდილისა მისისა და ძეთა მათთა შემდგომად მათსა წელთა მრავალთა და განამრავლეს ბოროტი ქუეყანასა ზედა.
11. და გამოვიდა მათგან ძირი ცოდვისა - ანტიოხოს ეპიფან, ძე ანტიოხოს მეფისა, რომელი იყო წინდადი რომსა შინა, და მეფობდა წელსა შინა ას ოცდაჩჳდმეტსა მეფობასა ელენთასა.
12. მათ დღეთა შინა გამოვიდნენ ისრაჱლთაგან ძენი უსჯულონი და არწმუნებდეს მრავალთა, რომელნი იტყოდეს: წარვიდეთ და აღვთქვათ აღთქმა წარმართთა თანა, რომელნი არიან გარემოს ჩუენსა, რამეთუ ოდოთგან განვეყვენით მათგან, გუპოვეს ჩუენ ძჳრმან მრავალმან.
13. და კეთილად აღუჩნდათ სიტყუაჲ თუალთა შინა მასთა.
14. და წინარე გამოიძიეს ვინამენი ერთაგან და წარვიდენ მეფისა მიმართ, და მისცა მათ ჴელმწიფება ყოფად სიმართლე წარმართთა.
15. და აღაშენეს თავისა თჳსისა სასწავლო იერუსალჱმსა შინა შჯულისაებრ წარმართთა
16. და ყვეს თავისა თჳსისა წინადაუცუეთელობაჲ და განეშორნეს აღთქმისაგან წმიდისა და შეეუღლნეს წარმართთა და მიეცნეს ყოფად ბოროტისა.
17. და განემზადა მეფობა წინასე ანტიოხოსა, და განიზრახა მეფობა ქუეყანისა ეგჳპტისა, რამეთუ რომელ მეფობდეს ორთა სამეფოთა ზედა.
18. და შევიდა ეგჳპტესა შინა ერითა მძიმეთა, ეტლებითა და სპილოებითა და თანა მჴედრებითა და სავაჭროსა ნავებითა სიმრავლითა.
19. და აღადგინეს ბრძოლა პტოლემეოს ზედა, მეფისა ეგჳპტისა, და შეშინდა პტოლემეოს პირისაგან მისისა და ივლტოდა, და დაეცნეს წყლულებანი მრავალნი.
20. და აღიღნეს ქალაქნი მტკიცენი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, და აღიღო ნატყუენავი ქუეყანისა ეგჳპტისა.
21. და მიიქცა ანტიოხ შემდგომად, ოდესცა დასცა ეგჳპტე, ას ორმეოცდასამსა წელსა შინა
22. და აღვიდა ისრაჱლსა ზედა და იერუსალჱმსა ზედა ერითა მძიმითა;
23. და შევიდა სიწმიდესა შინა ამპარტავანებითა და აღიღო საკურთხეველი ოქროსა და სასანთლე სანთლისა და ყოველნივე ჭურჭელნი მისნი და ტრაპეზი წინა-დაგებული და დასანთხეველი და ლაკვანნი და სასაკმევნი ოქროსანი და კრეტსაბმელი და გჳრგჳნნი და სამკაულნი ოქროსანი, რომელ იყო პირსა ზედა ტაძრისასა, და შემუსრა ყოველნი.
24. და აღიღო ოქრო და ვერცხლი და ჭურჭელნი გულის-სათქმელნი და ყოველნი საუნჯენი დაფარულნი, რომელნიცა პოვა, და აღიღო ყოველი და განვიდა ქუეყანასა თჳსსა.
25. და ჰყო მკვლელობა და იტყოდა ამპარტავანებითა დიდითა.
26. და იყო ტირილი დიდი ისრაჱლისა შინა ყოველთა ზედა ადგილთა მათთა.
27. და სულთ-ითქუნეს უხუცესთა და მოხუცებულთა და ჭაბუკთა და ქალწულთა და მოუძლურდეს, და შუენიერება დედათა შეიცვალა.
28. ყოველთა სიძეთა მიიღეს ტირილი, და მსხდომარენი ცხედარსა ზედა საქორწილოსა იქმნეს მწუხარებასა შინა.
29. და შეძრწუნდა ქუეყანა მკჳდრთა მათ ზედა, და ყოველი სახლი იაკობისი შეიმოსა სირცხჳლითა.
30. და შემდგომად ორისა წლისა დღეთა წარგზავნა მეფემან მოხარკეთ - უხუცესი ქალაქთა შინა იუდასა, და მოვიდა იერუსალჱმს შინა ერითა დიდითა.
31. და ეტყოდა მათ მიმართ სიტყუათა მშჳდობისათა ზაკვითა, და ჰრწმენეს მისი.
32. და დაეცა ქალაქსა ზედა უვიცად და დასცა იგი წყლულებითა დიდითა და წარწყმიდა ერი მრავალი ისრაჱლისაგან.
33. და აღიღო ნატყუენავი ქალაქისა და მოწუა იგი ცეცხლითა და დაარღჳვნა სახლნი მისნი და ზღუდენი მისნი გარემო.
34. და წარსტყუენეს ცოლნი და შვილნი და საცხოვარნი განიყვნეს.
35. და მოზღუდნნეს ქალაქნი დავითისა ზღუდითა და ძლიერითა და გოდოლნი ძლიერნი, და იქმნა მათდა სიმაგრედ.
36. და დასხდეს მუნ ერნი ცოდვილნი, კაცნი უსჯულონი და განძლიერდეს მას შინა.
37. და დასხნეს საჭურველნი და საზრდელნი და შეკრებდენ ნატყუენავსა იერუსალჱმსა და დასხმიდეს მუნ, და იქმნა საფრჴე დიდად.
38. და იქმნა მზირობასა შინა სიწმიდისასა და ეშმაკად სიბოროტისა ისრაჱლისა მიზეზი.
39. და დანთხევდეს სისხლისა უბრალოსა გარემოს სიწმინდისა და შეაგინეს სიწმინდე.
40. და ივლტოდეს მკჳდრნი იერუსალჱმისა შინა მათთჳს, და იქმნა სამკჳდრებელ უცხოთა და იქმნა უცხო თესლნი შობილნი მისნი, და შვილთა მისთა დაუტევეს იგი.
41. სიწმიდე მისი მოოჴრდა, ვითარცა უდაბნო, დღესასწაულნი მისნი გარდაიქცენ ტირილსა შინა, შაბათნი მისნი საყუედრელად,
42. პატივი მისი შეურაცხად, დიდებისაებრ მისისა განმრავლდა უპატივება მისი, და სიმაღლე მისი გარდაიქცა ტირილად.
43. და მისწერა მეფემან ანტიოხ ყოველსა სამეფოსა თჳსსა, რათა იყვნენ ყოველნი ერად ერთად, და დაუტევეს თჳთოეულმან სჯული თჳსი.
44. და სათნო-იჩენდეს ყოველნი წარმართნი სიტყჳსაებრ ანტიოხოსა.
45. და მრავალმა ისრაჱლისაგანთა სათნო-იჩინეს მსახურება მისი და უმსხუერპლეს კერპთა და შეაგინეს შაბათი.
46. და წარავლინა მეფემან წიგნი ჴელითა მიმთხრობელთათა იერუსალჱმს შინა და ქალაქთა შინა იუდასათა, რათა ვიდოდენ კუალთა შინა შჯულთა უცხოთა ქუეყანისათა;
47. და განეყენენ ყოვლად-დასაწუელსა და მსხუერპლთა და დასანთხეველთა სიწმინდისაგან;
48. და მოიძაგნენ შაბათნი და დღესასწაულნი და შეაგინნენ წმიდაჲ წმიდათა;
49. და აღაშენნენ საჴმარნი ბომონნი და კერპი და უმსხუერპლონ ჴორცი ღორთა და პირუტყუთა საერთოთა;
50. და რათა დაუტეონ ძენი თჳსნი წინადაუცუეთელნი, რომელ შეგინებად სულთა მათთა ყოველთა შინა არაწმიდათა და შეგინებულისა, რამეთუ რათა დაივიწყონ შჯული და შესცვალნენ ყოველი სიმართლე ღმრთისა.
51. და რომელმან უკუეთუ არა ყოს სიტყჳსაებრ მეფისა, რათა მოკუდეს.
52. და ყოველთავე სიტყუათა ამათებრ მისწერა ყოველსა სამეფოსა თჳსსა და დაადგინნა ზედამხედველნი ყოველსა ზედა ერსა.
53. და უბრძანა ქალაქთა იუდასთა მსხუერპლებად ყოველთა ქალაქთა.
54. და შეკრბეს ერისაგან მათდა მიმართ მრავალნი, ყოველნი დამტევებელნი შჯულისა უფლისა, და ქმნეს ბოროტი ქუეყნასა ზედა.
55. და დადვეს ისრაჱლი დაფარულთა შინა ყოველთა შინა მისალტოლველთა მათთა.
56. და ათხუთმეტსა შინა დღესა თ1ვსსა ხასელევს, წელსა შინა ას ორმეოცდამეხუთესა, არეშენნეს საძაგელნი მოოჴრებისა საკურთხეველსა ზედა ღმრთისასა, და ქალაქთა შინა იუდასთა გარემო აღაშენეს ბომონი
57. და წინაშე კართა სახლთასა და უბანთა ზედა დაუკმევდეს.
58. და წიგნი შჯულისა ღმრთისაჲ, რომელიცა პოეს, დასწუეს ცეცხლითა
59. დამპებელთა მათ; და სადაცა პოეს ვის თანა წიგნი აღთქმისა უფლისაჲ, და უკუეთუ ვისმე უნებდა შჯულისა უფლისა, მრძანებისაებრ მეფისა დაჰკლვიდეს მას.
60. ძალითა თჳსითა ესრეთ უყოფდეს ერთა ისრაჱლთა, რომელი იპოებოდეს ყოველსა შინა თუეთა და თუესა ქალაქსა შინა.
61. და მეოცდახუთესა დღესა თჳსასა უმსხუერპლიდეს ბომონთა შინა, რომელი იყო საკურთხეველსა ზედა.
62. და ცოლთა წინადამცუეტელთა შვილსა თჳსსა დაჰკლვიდეს ბრძანებისაებრ მეფისა.
63. და დამოკიდეს ჩჩჳლნი მათნი ქედითა და სახლთა მათთა წარსტაცებდეს და წინადამცუეთელთა მათ მოჰკლვიდეს.
64. და მრავალნი ერტაგან ისრაჱლთა დაიპყრნნეს და განემტკიცნეს თავთა შორის თჳსთა, რომელ არა-ჭამად შეგინებულთა.
65. და აღირჩიეს უფროს სიკუდილი, ვიდრე შეგინებად საზრდელითა, და არა ენებათ გარდასლვად რჯულისა ღმრთისა წმიდისა; და დაკლულ იქნეს.
66. და იქმნა რისხვა დიდი ისრაჱლსა ზედა ფრიად.
თავი 2
2:1–69
1. მათ დღეთა შინა აღდგა მატათის, ძე იოანესი, ძისა სჳმეონისა, მღდელი, ძეთაგან იოარიბისა, იერუსალჱმისაგან და დაჯდა მოდინსა შინა.
2. და ჰყვანდა მას ძენი ხუთნი: იოანე, რომელსა ეწოდა ღადდის,
3. და სჳმეონ, რომელსა ეწოდა თასეი,
4. იუდა, რომელსა ეწოდა მაკაბელ,
5. ელიაზარ, რომელსა ეწოდა ანარან, და იოანათან, რომელსა ეწოდა აპფუს.
6. და იხილა გმობანი, რომელნი იქმნეს იუდას შინა და იერუსალჱმს შინა,
7. და ჰრქუა: ვაჲ ჩემდა, რად ვიშევ ხილვად ქმნილთა ერთა ჩემთა და წარტაცად ქალაქისა წმიდისასა და დაჯდომად მუნ, რომელსა შინა მიეცნენ ჴელთა შინა მტერთასა და სიწმინდე ჴელთა უცხოთასა? იქმნა ტაძარი მისი, ვითარცა კაცი უპატივო,
8. ჭურჭელნი დიდებისა მისისა ტყუედ განტანილ არიან, მოწყუედილ არიან მოხუცებულნი მისნი უბანთა ზედა, და ჭაბუკნი მისნი დაეცეს მახჳლითა მტართათა;
9. რომელმან წარმართმან არა დაიმკჳდრა სამეფო მისი და არა იპყრა ნატყუენავნი მისნი?
10. ყოველივე სამკაული მისი არებულ არს, ნაცვალად თავისუფლებისა იქმნა მონებასა შინა.
11. და აჰა წმიდანი ჩუენნი და შუენიერება ჩუენი და დიდებაჲ ჩუენი მოოჴრებულ არს, და შეაგინეს ესენი წარმართთა.
12. რადღა-მე უკუე ჩუენდა კუალად ცხორებად?
13. და დაიპეს მატათია და ძეთა მისთა სამოსელი თჳსი და შეიმოსეს ძაძასა შინა და ტიროდეს ფრიად.
14. და მოვიდეს წარმოგზავნილნი მეფისაგან, მაიძულებელნი მლტოლველნი ქალაქსა შინა მოდინს, რათა უმსხუერპლონ.
15. და მრავალნი ისრაჱლთაგანნი შეეძინებოდეს მათდა მიმართ; ხოლო მატათის და ძენი მისნი შეკრბეს.
16. და მიუგეს წარმოვლენილთა მეფისაგან და ჰრქუეს მატათის მეტყუელთა: მტავარი და დიდებული და დიდ ხარ ქალაქსა ამას შინა და დამტკიცებული ძეთა შორის და ძმათა.
17. აწ უკუე წარმოდეგ პირველ და ჰყავ ბრძანება მეფისა, ვითარცა ყვეს ყოველთა ნათესავთა და კაცთა იუდეანთა და რომელნი დაშთომილან იერუსალჱმს შინა; და იყო შენ და სახლი შენი შორის მეგობართა მეფისათა, და შენ და ძენი შენნი იდიდნეთ ვეცხლითა და ოქროთა და ნიჭებითა მრავალითა.
18. და მიუგო მატათია და ჰრქუა ჴმითა დიდითა: უკუეთუ და ყოველნი ნათესავნი სახლსა შინა სამეფოსა მეფესა უსმენენ მას, რომელ განშორებად თჳთეული სჯულის-მსახურებისაგან მამათა თჳსთათა, და თანა-ინებონ მცნებათა შინა მისთა,
19. არამედ მე და ძენი ჩემნი და ძმენი ჩემნი დავემორჩილებით შჯულსა მამათა ჩუენთასა.
20. მოწყალე იქმნეს ჩუენდა ღმერთი, არა არს ჩუენდა საჴმარ დატევებად შჯული და სიმართლენი ღმრთისანი.
21. არა ვისმინოთ სიტყუანი მეფისანი, რომელ განშორებად მსახურებისა ჩუენსა მარჯუენით ანუ მარცხენით.
22. და ვითარცა დასცხრა სიტყუათა ამის მეტყუელებად, წარმოდგა კაცი ებრაელი წინაშე თუალთა ყოველთათა, რათა უმსხუერპლოს ბომონსა შინა, რომელი იყო მოდონსა შინა, ბრძანებისაებრ მეფისა.
23. და იხილა მატათია და ეშურვა, და შეძრწუნდეს თირკმელნი მისნი, და შეიწუა გულის-წყრომა სასჯელისაებრ სჯულისა, და მიისწრაფა, განგურიმა იგი ბომონსა შინა.
24. და კაცი, რომელიცა მეფემან წარმოგზავნა, რომელი აიძულებდა მსხუერპლად, მოკლა მას ჟამსა შინა და ბომონიცა დაარღჳვა.
25. და ეშურვა შჯულისათჳს, ვითარცა უყო ზამბორის, ძესა სალომისასა.
26. და ღაღად-ყო მატათია ქალაქსა შინა ჴმითა დიდითა მეტყუელმან: ყოველი, რომელი მოშურნე არს შჯულისა და მდგომელ აღთქმასა შინა, რათა გამოვედინ უკანით ჩემსა!
27. და ივლტოდა თჳთ და ძენი მისნი მთათა შინა და დაუტევეს, რაოდენი აქუნდათ ქალაქსა შინა.
28. მაშინა შტამოვიდნენ მრავალნი, რომელნი ეძიებდენ სიმართლესა და სასჯელსა, უდაბნოსა შინა.
29. და დასხდენ მუნ თჳთ და ძენი მათნი და ცოლნი მათნი და საცხოვარნი მათნი, რამეთუ განმრავლდა მათ ზედა ბოროტი.
30. და მიეთხრა კაცთა მეფისათა და ძალთა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს შინა, ქალაქსა დავითისასა, რამეთუ განვიდეს კაცნი ვინამენი, რომელთა დაარღჳვეს აღთქმა მეფისა, ადგილსა შინა დაფარულსა უდაბნოსა შინა, და მიისწრაფეს უკანით მათსა მრავალთა.
31. და ეწივნეს მათ, დაიბანაკეს მათ ზედა და აღადგინეს წინააღმდეგ მათთა მრძოლა დღეთა შინა შაბათთასა.
32. და თქუეს მათდა მიმართ: კუალად ნუ წინა-აღუდგებით, და აწ კმა არს, გამოვედით და ყავთ სიტყჳსაებრ მეფისა და სცხოვნდეთ.
33. და ჰრქუეს: არა გამოვიდეთ, არცა ვყოთ სიყჳსაებრ მეფისა, რომელ შეგინებად დღეთა შაბათთასა.
34. და ისწრაფეს მათ ზედა ბრძოლა.
35. და არა მიუგეს მათდა, არცა ლოდი დაკრიბეს მათ ზედა, არცა მოზღუდნეს ადგილნი დაფარულნი, იტყოდეს:
36. მოვკუდებით ყოველნი სიმარტივესა შინა ჩუენსა, და წამებს ჩუენ ზედა ცაჲ და ქუეყანა, რამეთუ არა მართლიად წარგუწყმედთ ჩუენ.
37. და აღდგენ მათ ზედა ბრძოლად შაბათსა შინა, და მოსწყდეს ესენი და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და საცხოვარი მათი, ვიდრე ათასი სული კაცი.
38. და სცნეს მატათის და მეგობართა მისთა და იტირნეს მათთჳს ფრიად.
39. და ჰრქუა კაცმან მოყუასსა თჳსსა: უკუეთუ ყოველთა ვყოთ, ვითარცა ძმათა ჩუენთა ყვეს, და არა ვიბრძოლოთ წარმართთა ზედა სულთა ჩუენთათჳს და სიმართლეთა ჩუენტათჳს, აწ მეყსეულად მოგუსპონ ჩუენ ქუეყანისაგან.
40. და განიზრახეს მას დღესა შინა, იტყოდეს: ყოველი კაცი, რომელი უკუეთუ მოვიდეს ჩუენდა მომართ ბრძოლასა ზედა დღესა შინა შაბათსა, ვბრძოდეთ წინაშე მათსა და არა მოვსწყდეთ ყოველნი, ვითარცა მოსწყდეს ძმანი ჩუენნი ფარულსა შინა.
41. მაშინ შეკრიბეს მათდა მიმართ კრებული ებრაელთა ძლიერსა შინა ისრაჱლისაგან, ყოველნი თანა-მოსათნო-მჩენელნი შჯულისა.
42. ყოველნი, რომელნი ივლტოდეს ბოროტთაგან, შეეძინნეს მათდა და იყვნეს მათდა სიმტკიცესა შინა.
43. და შეკრბეს ლაშქარნი და მოსრნეს ცოდვილნი რისხუათა შინა თჳსთა და კაცნი უსჯულონი გულის-წყრომათა შინა თჳსთა, ხოლო სხუანი ივლტოდეს წარმართთა შორის განრინებად.
44. და მოადგა მატათია და მეგობარნი მისნი და დაარღჳნეს ბომონნი
45. და წინადასცჳთეს ყრმათა წინადაუცუეთელთა, რაოდენნიცა პოეს საზღვართა შინა ისრაჱლისათა, ძალთა შინა.
46. და განდევნეს ძენი ამპარტავანებისანი, და წარემართა საქმე ჴელთა შინა მათთა.
47. და დაიპყრეს შჯული ჴელისაგან წარმართთა და ჴელისაგან მეფისა და არა მისცეს რქა ცოდვილსა.
48. და მოეახლნეს მატათის დღენი სიკუდილისანი, და ჰრქუა ძეთა თჳსთა: აწ დამტკიცდა ამპარტავნება და მხილებათა ჟამი გარდამოქცევისა და რისხვისა გულის-წყრომისა.
49. და აწ, შვილნო, ეშურენით შჯულსა და მიეცით სულნი თქუენნი აღთქმისათჳს მამათა თქუენთა.
50. მოიჴსენენით საქმენი მამათა ჩუენთა, რომელნიცა ყვნეს ნათესავთა შორის თჳსთა, და მიითუალოთ დიდებაჲ დიდი და სახელი საუკუნო.
51. აბრაამ არა განცდასა შინა თუ იპოვა სარწმუნო? და შეერაცხა მას სიმართლედ;
52. იოსებ ჟამსა შინა შეიწრებისა თჳსისასა დაიცვა მცნებაჲ და იქმნა უფალ ეგჳპტისა;
53. ფინეზ, მამამან ჩუენმან, ოდეს შური იძია შურის-ძიებისა, მიიღო აღთქმა მღდელობისა საუკუნოსა;
54. ისუ, ოდეს აღასრულა სიტყეა, იქმნა მსაჯულ ისრაჱლისა შორის;
55. ქალებ, ოდეს წამა კრებულსა შორის, მიიღო ქუეყანისა სამკჳდრებელი;
56. დავით თჳსსა მოწყალებასა შინა დაიმკჳდრა საყდარი სამეფო უკუნისამდე;
57. ელია, ოდეს შური იძია შურის-ძიებითა შჯულისა, ამაღლდა ვიდრე ცადმდე;
58. ანანია, აზარია, მისაილ, რომელთა რწმენა, განერეს ალისაგან;
59. დანიელ მარტიობათა შინა თჳსთა განერა პირისაგან ლომთასა.
60. და ესრეთ გულისხმა-ყავთ ნათესავითი-ნათესავად, რამეთუ ყოველნი, რომელნი ესვენ მისა ზედა, არა მოუძლურდებიან.
61. და სიტყჳსაგან კაცისა ცოდვილისა ნუ გეშინისთ, ვინაიდან დიდებაჲ, მისი მწიკულსა შინა და მატლსა შინა.
62. დღეს ამაღლდების და ხვალე არა იპოების, რამეთუ მიიქცა მიწასა შინა თჳსსა, და გულის-სიტყუა მისი წარწყმდა.
63. და თქუენ, ძენო, განძლიერდით და განმჴნდით შჯულსა შინა, რამეთუ მათ შინა იდიდნეთ.
64. და აჰა სჳმიონ, ძმა თქუენი, უწყი, რამეთუ კაცი განზრახვისა არს, ამისი ისმინეთ ყოველსა დღესა, იგი იყოს თქუენდა მამად.
65. და იუდა მაკაბელი ესე, ძლიერი ძალთა შინა სიჭაბუკითგან მისით, ესე იყოს თქუენდა უხუცესი მჴედართა, ჰყოს ბრძოლანი ერთა.
66. და თქუენ მოუწოდეთ თავისად მომართ ყოველნი მოქმედნი შჯულისანი და შური აგეთ შურის-გებად ერთა ჩუენთა,
67. მიაგეთ მისაგებელი წარმართთა და ეკრძალეთ მცნებასა შინა შჯულისასა.
68. და აკურთხნა იგინი და შეეძინა მამათა მიმართ თჳსთა და მოკუდა წელსა შინა ას ორმეოცდაექუსთა.
69. და დამარხეს იგი ძეთა მისთა საფლავსა შინა მამათა მისთა მოდინსა შინა, და ტიროდეს მას ყოველნი იერაჱლნი ტირილითა დიდითა.
თავი 3
3:1–60
1. და აღდგა იუდა, რომელსა ეწოდა მაკაბელ, ძე მისი, ნაცვალად მისა.
2. და შეეწეოდენ მას ყოველნი ძმანი მისნი და ყოველნი, რაოდენცა მიახლებულ იყვნეს მამისა მიმართ მისისა, და ბრძოდენ ბრძოლასა ისრაჱლისსა სიხარულითა.
3. და განავრცო დიდებაჲ ერთა თჳსთა და შეიმოსა ჯაჭჳ, ვითარცა გმირმან, და შეირტყა საჭურველითა თჳსითა საბრძოლველითა და აღადგინა წყობა და ჰფარვიდა ბრძოლასა მახჳლითა თჳსითა.
4. და მიემსგავსა ლომსა საქმეთა შინა მისთა და ლეკუსა ლომისასა ზახებად ნადირთა.
5. და განდევნა უსჯულონი გამომეძიებელნი და შემაძრწუნებელი ერისა მისისა მოწუა ალითა.
6. და დამდაბლდეს უსჯულონი შიშისაგან მისისა, და ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი შეირყივნენ, და კეთილწარმართებულ იქმნა მაცხოვარებაჲ ჴელსა შინა მისსა.
7. და განამწარნა მეფენი მრავალნი და მხიარულ-ჰყო იაჯობ საქმეთა შინა თჳსთა, და ვიდრე უკუნისამდე საჴსენებელი მისი კურთხევასა შინა.
8. და განვლო ქალაქნი იუდასნი და მოსპა უსჯულონი მათგან და მიაქცია რისხვა ისრაჱლისაგან.
9. და სახელოვან იქმნა ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა და შეკრიბნა წარწყმედულნი.
10. და შეკრიბნა აპოლონიოს წარმართნი და სამარიასაგან ძალი დიდი, რომელ ბრძოლად ისრაჱლისა ზედა.
11. და სცნო იუდამა და გამოვიდა შემთხუევად მისა და დასცა იგი და მოკლა იგი, და დაეცნენ წყლულნი მრავალნი, და სხუანი ივლტოდეს.
12. და აღიღო ნატყუნავი მათი და მახჳლიცა აპოლონიოსი მიიღო იუდამა და იქმნა მბრძოლი მით ყოველთა დღეთა.
13. და ესმა სირონს, უხუცესსა მბრძოლთა სირისათა, რამეთუ შეიკრიბა იუდა თანა-შეერტებულნი და კრებულნი სარწმუნონი, მის თანა გამომავალნი ბრძოლასა შინა,
14. და ჰრქუა: ვყო თავისად სახელი და ვიდიდო სამეფოსა შინა და ვბრძოდე იუდასა და მყოფდა მისთანათა, რომელთა შეურაცხ-ყვეს სიტყუა მეფისა.
15. და განემზადა და შესძინა, რომელ აღსვლად, და აღვიდა მის თანა ბანაკი უსჯულოთა, ძლიერი შემწენი მისი, და ყოფად შურის-გებასა ძეთა ზედა ისრაჱლისათა.
16. და მიიახლნენ ვიდრე აღსავალთამდე ბეთარონისასა. და გამოვიდა იუდა მცირით შემთხუევად მისა.
17. ხოლო ოდეს იხილეს ბანაკი მომავალი შემთხუევასა შინა მათდა,
18. ჰრქუეს იუდასა: ვითარ უძლოთ მცირეთა შინა მყოფთა ბრძოლად წინაშე სიმრავლისა ესეოდენისა ძლიერთასა? და ჩუენ დამაშურალ ვართ მარხვითა დღეს.
19. და ჰრქუა იუდა: ადვილ არს შეკრვად მრავალთა ჴელთა შინა მცირეთა, და არა არს გაყოფილებაჲ წინაშე ღმრთისა ცათასა ცხორებად მრავალთა შინა ანუ მცირეთა შინა,
20. რამეთუ არა სიმრავლეთა შინა მჴედართათა ძლევა ბრძოლისა არს, გარნა ზეცისა ძალისაგან. ესენი მოვლენ ჩუენდა მიმართ მრავლითა შინა გინებითა და უშჯულოებითა, რომელ აღმოფხურად ჩუენდა და ცოლთა ჩუენთა და შვილთა ჩუენთა, რომელ წარგუტყუენონ ჩუენ.
21. ხოლო ჩუენ განვეწყვნეთ სულთა ჩუენთათჳს და შჯულთა ჩუენთათჳს.
22. და თჳთ უფალმან შემუსრნეს იგინი წინაშე პირთა ჩუენთა, ხოლო თქუენ ნუ გეშინისთ ამათგან.
23. ვითარცა დასცხრა სიტყუად, დაესხნეს მათ ზედა უვიცად, და შეიმუსრა სირონ და ლაშქარი მისი წინაშე მისა.
24. და სდევნა მას შემოსავალსა ბეთორისასა ვიდრე ველადმდე, და დაეცნეს მათგან რამეთუ რვაასნი კაცნი, ხოლო სხუანი ივლტოდეს ქუეყანასა შინა ფილისტიმისასა.
25. და დაეცათ შიში იუდასი და ძმათა მისთა, და შიში ყოველთა ზედა წარმართთა გარემოს მათსა.
26. და მიიწია მეფისამდე სახელი მისი, და განწყობათათჳს იუდასა მიუთხრობდეს ყოველნი წარმართნი.
27. ოდეს ესმა ანტიოხოს მეფესა სიტყუანი ესე, განრისხდა გულის-წყრომითა და წარგზავნა, შეკრიბა ყოველნი ძალნი სამეფოსა თჳსისა, ბანაკი ძლიერი ფრიად.
28. და განახუნა საუნჯენი თჳსნი და მისცა როჭიკი მჴედართა წლისა და ამცნო მათდა წელსა შინა ყოფად განმზადებით ყოველსა ზედა საჴმარსა.
29. და იხილა, რამეთუ მოაკლდა ვეცხლი საუნჯეთაგან, და მოხარკენი სოფელთაგან იყვნეს მცირენი შეუთქმელობისათჳს და წყლულებისა, რომელი ყო ქუეყანასა ზედა, რათა აღიღოს შჯულისა, რომელი იყვნეს პირველთაგან დღეთა.
30. და შეეშინდა, რათა შეგონება არა აქუნდეს ერთ-გზის და ორ-გზის განსავალი და მისაცემელი, რომელი მისცა პირველ განრთხმულითა ჴელითა და გარდაემატა უფროს მეფეთა, რომელნი იყვნეს პირველ.
31. და შეძრწუნდა სულითა თჳსითა ფრიად და განიზრახა წარსლვად სპარსეთად და მიღებად ხარკისა სოფელთაგან და შეკრებად ვეცხლისა მრავლისა.
32. და დაუტევა ლუსია, კაცი დიდებული და ნათესავთაგან სამეფოთა, საქმესა ზედა სამეფოთა მდინარითგან ევფრათასა ვიდრე საზღვრადმდე ეგჳპტისათა
33. და გამოზრდად ანტიოქოსა, ძისა თჳსისა, ვიდრემდის მოიქცეს თჳთ.
34. და მისცა მას ნახევარი ძალნი და სპილონი და ამცნო მას ყოველთათჳს, რომელიცა განიზრახა, და მკჳდრთათჳს ურიასტანსა შინა და იერუსალჱმისა,
35. წარგზავნად მათ ზედა ძალისა, რომელ შემუსრვად და აღმოფხურად ძალისა ისრაჱლისა და ნეშტთათჳს იერუსალჱმისა და აღებად საჴსენებელისა მათისა ადგილისაგან
36. და დამკჳდრებად ძეთა უცხო-თესლთა ყოველთა საზღვართა შინა მათთა და წილთაებრ განყოფად ქუეყანისა მათისა.
37. და მეფემან წარიყვანნა ნახევარნი ძალნი დანაშთომნი და განვიდა ანტიოქისგან, ქალაქისაგან სამეფოსა თჳსისა, წელთა ას ორმეოცდაშჳდთა და განვლო ევფრათი მდინარე და მოვლიდა ზედათათა ზედა სოფლებთა.
38. და გამოირჩია ლუსია პტოლმეოს, ძე დორიმენოსა, და ნიკანორა და ღორგიან, კაცნი ძლიერნი მეგობართაგან მეფისათა.
39. და წარგზავნა მათ თანა ორმოცი ათასი კაცნი და შჳდი ათასი ცხენოსანი, რომელ მოსლვად ქუეყანასა შინა იუდასა და განხრწნად მისა სიტყჳსაებრ მეფისა.
40. და განვიდენ თანა ყოვლითა ძალითა თჳსითა და მოვიდეს და დაიბანაკეს მახლობელ ემაოსა, ქუეყანასა ზედა ველოვანსა.
41. და ესმათ ვაჭართა სოფლისათა იგი სახელი მათი და მიიღეს ვეცხლი და ოქრო მრავალი ფრიად და ყრმანი და მოვიდნენ სადგურსა შინა, რათა აღიღონ ძენი ისრაჱლისანი მონებასა შინა. და შეეძინნეს მათდა მიმართ მჴედარნი სირისანი და ქუეყანისა უცხო-თესლთასა.
42. და იხილე იუდამან და ძმათა მისთა, რამეთუ განმრავლდა ბოროტი, და ლაშქარნი დაიბანაკებდეს საზღვართა შინა მათთა, და სცნეს სიტყუანი მეფისანი, რომელიცა ამცნო ყოფად ერთა წარსაწმედელად და დასრულებად.
43. და თქუა თჳთეულმა მოყუსისა მიმართ თჳსისა: აღვდგეთ მოსპოლვისა წილ ერთა ჩუენთა და ვეწყვნნეთ ერისათჳს ჩუენთა და წმიდათა.
44. და შეკრბა კრებული, რომელი ყოფად განმზადებით ბრძოლასა ზედა და რომელ ვედრებად და თხოვნად წყალობისა და მიწყალებისა.
45. და იერუსალჱმი იყო უმკჳდრო, ვითარცა ოჴერი, და არა იყო შემავალი და გამომავალი ნაშობთაგან მისთა, და სიწმინდე დათრგუნვილი, და ძენი სხუა ნატესავთა კიდურ ქალაქსა შინა, მსავანებელი წარმართთა; და აღეღო შუებაჲ იაკობისაგან, და მოაკლდა მუნ ებანი და ქნარი.
46. და შეკრბენ და მოვიდენ მასიფასა შინა სწორ იერუსალჱმისა, ვინათგან ადგილი იყო ლოცვისა მასიფასა შინა პირველად ისრაჱლისა.
47. და იმარხეს მას დღესა შინა და შეიმოსეს ძაძანი და ნაცარნი დაისხნეს თავთა ზედა თჳსთა და დაიპნეს სამოსელი თჳსნი.
48. განჴსნეს წიგნი სჯულისა, რომლისათჳს გამოეძიებდეს წარმართნი აღწერად მათ ზედა მსგავსებასა კერპთა თჳსთა.
49. და მოიღეს სამოსელნი სიწმინდისა და პირველნი ნაყოფნი და ათეულნი და აღადგინეს ნაზარევალნი, რომელთა აღავსნეს დღენი.
50. და ღაღად-ყვეს ჴმითა დიდითა ზეცად მიმართ მეტყუელთა: რაჲ უყოთ ამათ და სადა იგინი განვიყვანოთ?
51. და წმიდანი შენნი დაითრგუნეს და შეიგინნეს, და მღდელნი შენნი ჭირთა შინა და სიმდაბლეთა;
52. და აჰა წარმართნი შეიკრიბნეს ჩუენ ზედა, რათა აღგჳხუნენ ჩუენ. შენ უწყი, რასა განიზრახვენ ჩუენ ზედა.
53. ვითარ შეუძლოთ დადგომად წინასე პირთა მათთა. უკუეთუ არა შენ შეგუეწიო ჩუენ?
54. და დასცეს საყჳრსა და ღაღად-ყვეს ჴმითა დიდითა.
55. და შემდგომად ამისა იუდა დაადგინა მჴედართ-მყვანებელი ერისა, ათასისთავნი და ასისთავნი და ერგასისთავნი და ათისტავნი.
56. და ჰრქუეს მაშებელთა სახლისათა და დამწმინდებელთა ცოლთა და დამნერგველთა ვენაჴთა და მოშიშთა მოქცევად კაცად-კაცადი სახლსა შინა თჳსთა სჯულისაებრ.
57. და შეიძრნნეს ბანაკი და დაიბანაკეს ბღუარით კერძო ემმაოსასა.
58. და ჰრქუა იუდა: შეირტყით და იქმენით ძენი ძლიერებასა შინა და იქმენით განმზადებულ განთიადსა შინა ბრძოლად წარმართთა ზედა ამათ, რომელნი შეკრბეს ჩუენ ზედა განხეთქად ჩუენთა და წმიდათა ჩუენთა.
59. რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდად სიკუდილი ბრძოლასა შინა, ვიდრე ხილვად ძჳრათა ერთა ჩუენთა და წმიდათა.
60. და ვითარცა ნებაჲ იყოს ცათა შინა, ეგრეთ ჰყოს.
თავი 4
4:1–61
1. და წარიყვანა ღორგის ხუთი ათასი კაცნი და ათასი ცხენოსანი რჩეულთა, და იღუწიდეს ბანაკი ღამით,
2. რომელ დასხმად ბანაკთა ზედა ებრაელთა და მოწყუედად მათთა მეყსეულად, და ძენი კიდისა ქალაქისა იყვენს მისა წინამძღუარ.
3. და ესმა იუდას და აღდგა თჳთ და ძლიერნი მოწყუედად ძალისა მეფისა, რომელნი იყვნეს ემმაუსა შინა,
4. რამეთუ ჯერეთ ძალნი იყვნეს განბნეულ ბანაკისაგან.
5. და მოვიდა ღორგის ბანაკსა შინა იუდასა ღამე და არა პოვა არცა ერთი; და ეძიებდა მათ მთათა შინა, ვინათგან ჰრქუა: ივლტიან იგინი ჩუენგან!
6. და ერთბამად თანა დღეთა გამოჩნდა იუდა ველსა ზედა თანა სამი ათასითა კაცთა, გარნა ფარები და მახჳლები არა აქუნდათ, ვითარცა უნებდათ.
7. და იხილეს ბანაკი წარმართთა, ძლიერნი ჭურვილთა შინა, და ცხენოსანი გარემო მისა, და ესენი განსწავლულ ბრძოლისა.
8. და ჰრქუა იუდა კაცთა, რომელნი იყვნეს მის თანა: ნუ გეშინისთ სიმრავლეთა მათთა, და მომართებასა მათსა ნუ განჰკრთებით.
9. მოიჴსენეთ, ვითარ ცხოვნდეს მამანი ჩუენნი ზღუასა შინა მეწამულსა, ოდეს დევნა მათ ფარაო თჳსითა სიმრავლითა.
10. და აწ ღაღად-ვყოთ ცად მიმართ, ნუთუ ვითარ გამოწყალევდეს ჩუენდა და მოიჴსენოს აღთქმისა მამათა ჩუენთა და შემუსროს ბანაკი ესე წინაშე პირითა ჩუენთა დღეს.
11. და სცნონ ყოველთა წარმართთა, რამეთუ არს მჴსნელი და მაცხოვარი ისრაჱლისა.
12. და აღიხილეს უცხო-თესლთა თუალნი თჳსნი და იხილეს იგინი მომავალნი წინა-აღმდგომად.
13. და გამოვიდეს ბანაკისაგან ბრძოლად და დასცეს საყჳრსა, რომელნი იყვნეს იუდას თანა.
14. და ეკუთნეს და შემუსრვილ იქმნნეს წარმართნი და ივლტოდეს ველსა შინა.
15. ხოლო შემდგომნი ყოველნი დაეცნეს სახჳლითა, და დევნა-უყვეს მათ ვიდრე ასარიმოფომდე და ვიდრე ველთა იდუმიადმდე და აზოთადმდე და იანიადმდე, და დაენენ მათგან ვიდრე სამი ათასამდე კაცნი.
16. და მოიქცა იუდა და ძალნი მისნი დევნისაგან უკანა მათსა.
17. და ჰრქუა ერთა მიმართ: ნუ გული-გითქუამთ ნატყუენავთა, ვინათგან ბრძოლა წინა-აღდგომობისა ჩუენისა;
18. და ღორგია და ძალი მისი ახლოს ჩუენსა მთასა ზედა; არამედ დადექით აწ წინა-აღმდგომად მტერთა ჩუენთა და ებრძოლეთ მათ და შემდგომად ამათთა მიიღეთ ნატყუენავი უშიშრებითა.
19. და კუალად მეტყუელებასა იუდასა ამათ და აჰა გამოჩნდა ნაწილი რომელიმე, მხედველნი მთით.
20. და იხილეს, რამეთუ ლტოლვათა შინა მიიქცნენ, და მოსწყუედდეს ბანაკნი, რომელ არიან თანა იუდასა; რამეთუ კუამლი ხილული გამოუჩნდათ, რომელი იქნებოდა.
21. ხოლო მხედველნი ამისნი შეშინდეს ფრიად, ხოლო იხილეს ბანაკი იუდასი განწყობილი ველსა ზედა ბრძოლად.
22. ივლტოდეს ყოველნი ქუეყანასა შინა უცხო-თესლთასა.
23. და მოიქცა იუდა ნატყუენავსა ზედა ბანაკთა, და მიიღეს ოქრო და ვერცხლი მრავალი და იაკინთი და პორფირი ზღჳსა და სიმდიდრე დიდი.
24. და მოქცეულნი გალობით აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა ზეცათასა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
25. და იქმნა მაცხოვარება დიდი ისრაჱლისა მას დღესა შინა.
26. რაოდენნი უცხო-თესლთაგან განერნეს, მოვიდნეს და მიუთხრნეს ლისიასა ყოველივე, რომელი შეემთხჳა.
27. ხოლო მან მსმენელმან მოიწყინა სულითა და იზრუნვიდა, რამეთუ არა რომელი უნებდათ, ეგრეთ იქმნეს ისრაჱლსა, და არა ვითარ ამცნო მას მეფემან, ესრეთნი ეყოფოდეს.
28. და მომვალსა წელსა შეკრიბნა ლისია კაცნი რჩეულნი სამოცი ათასი და ცხენოსანნი ხუთი, რათა მოსწყჳდოს იერუსალჱმი.
29. და მოვიდა იდუმიასა შინა და დაიბანაკეს ვეთსურსა შინა, და შეემთხჳა მათ იუდა ათი ათასითა კაციტა.
30. და იხილა ბანაკი ძლიერი და ილოცა და თქუა: კურთხეულ ხარ, მაცხოვარო ისრაჱლისაო, რომელმან შემუსრე შეთქმულება ძლიერისა ჴელითა მონისა შენისა დავითისითა და მისცენ ბანაკი უცხო-თესლთა ჴელთა შინა იონათან, ძისა საულისა, და მტჳრთველისა საჭურველისა მისისა.
31. დაჴშე ბანაკი ესე ჴელითა ერთა შენთა ისრაჱლთათა, და რათა რცხუენოდესთ ძალსა და ცხენოსანთათჳს მათთა.
32. დაეცა მათდა შიში, და დაადნენ კადნიერება ძლიერთა მათთა, და რათა შეირყინენ წარჴოცითა თჳსითა, დაამჴუენ იგინი მახჳლითა მოყუარეთა შენთა.
33. და რათა გაქებდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი გალობათა შინა.
34. და აღადგინეს ბრძოლა და დაეცნეს ბანაკისაგან ლისიასა ხუთი ათასნი კაცნი, და დაეცნეს წინაშე მათსა იგინი.
35. ხოლო იხილა ლისია თჳსისა მწყობრისა ყოფილი ლტოლვა, ხოლო იუდას მყოფელისა კადნიერად და რამეთუ განმზადებულ არიან ანუ ცხოვრებად, ანუ სიკუდილად მჴნედ, განვიდა ანტიოქიასა შინა და შეკრიბა უცხოთა ლაშქარნი და განამრავლა მყოფთა მჴედრობათა, განიზრეხა კუალად მოსლვად იუდასა ზედა.
36. ხოლო თქუა იუდა და ძმათა მისტა: აჰა შეიმუსრნენ მტერნი ჩუენნი, აღვიდეთ აწ განწმედად წმიდისა და განახლებად.
37. და შეკრბეს ბანაკი ყოველი და აღვიდეს მთასა ზედა სიონსა.
38. და იხილეს სიწმედე მოოჴრებული და საკურთხეველი შეგინებული და ბჭენი დამწუარნი და ეზოთა შინა ხენი აღორძინებულნი, ვითარცა მაღნართა შინა, ანუ ვითარცა ერთთა შინა მთათაგანსა, და პასთოფორნი დახეულნი.
39. და დაიპეს სამოსელნი თჳსნი და იტირნეს ტირილითა დიდითა და დაისხნეს ნაცარნი თავსა ზედა თჳსთა.
40. და დაემჴუნეს პირითა ქუეყანასა ზედა და სცეს საყჳრსა სასწაულითა და ღაღად-ყვეს ზეცად მიმართ.
41. მაშინ უბრძანა იუდა კაცთა ბრძოლად მყოფთა კერძ ქალაქსა შინა, ვიდრემდე განწმიდეს წმიდაჲ.
42. და გამოარჩივნა მღდელნი უბიწონი, სათნონი შჯულისა ღმრთისაჲ.
43. და განწმიდნეს წმიდანი და გარდააგდეს ლოდნი შეგინებისა ადგილსა შინა უწმიდურსა.
44. და განიზრახეს საკურთხეველისათჳს ყოვლად-დასაწუელისა შეგინებულისა, რაჲ უყონ მას.
45. და დაეცა მათ განზრახვა კეთილი დარღუევად მისა, რათა არაოდეს იქმნეს მათდა საყუედრელ, რამეთუ შეაგინეს იგი წარმართთა და დაარღჳეს საკურთხეველი.
46. და დადვეს ლოდი მთასა ზედა სახლსა ადგილსა ზედა მარჯუესა, ვიდრემდის მოვიდეს წინაწარმეტყუელი მიგებად მათთჳს.
47. და აღიღეს ლოდი მთელი სჯულისაებრ და აღაშენეს საკურთხეველი ახალი პირველისაებრ.
48. და აღაშენეს წმიდაჲ, რომელი შინაგან სახლისა, და სტოვა და ყოველნი განწმიდნეს.
49. და ჰყვეს ჭურჭელნი წმიდისა ახალნი და შეაქუნდეს სასანთლენი და საკურთხეველნი ყოვლად-დასაწუელისა და სასაკმევლე და ტრაპეზი სახლსა შინა.
50. და აკმიეს საკურთხეველსა ზედა და აღანთეს სანთელნი, რომელი ქუეშე, სასანთლისა ზედა, და ნათობდენ ტაძარსა შინა.
51. და დადვეს საკურთხეველსა ზედა პურნი და გარდაართხნეს კრატსაბმელნი და აღასრულნეს ყოველნი საქმენი, რომელიცა პოვეს.
52. და ფრიად მსთუად აღდგეს მეოცდახუთესა შინა დღესა მეცხრისა თჳსასა, ესე თუე ხასელევ, ას ორმოცდარვასა წელსა,
53. და შეწირეს მსხუერპლი შჯულისაებრ საკურთხეველსა ზედა ყოვლად-დასაწუელთასა ახალსა, რომელიცა ყვეს.
54. ჟამისაებრ და დღისაებრ, რომელისა შინა შეაგინეს იგი წარმართთა, მას შინა განახლდა გალობითა და ებნითა და წინწილითა და ძნობითა.
55. და დაეცნეს ყოველნი ერნი პირსა ზედა მათსა და თაყუანის-სცას და აკურთხეს ზეცათა შინა, რომელმან კეთილ წარუმართა მათ.
56. და ყვეს განახლება საკურთხეველისა დღეთა რვათა და შეწირეს ყოვლადდასაწუელი სიხარულითურთ და უმსხუერპლეს მსხუერპლი მაცხოვარებისა და ქებისა.
57. და შეამკვეს ყოფილი წინასე პირთა ტაძრისათა გჳრგვინითა ოქროსატა და ფარებითა და განაახლნეს ბჭენი და საქუელენი და შეაბეს კარმი.
58. და იქნა შუებაჲ დიდი ერთა შორის ფრიად, და მოქცეულ იქმნა ყუედრება წარმართთა.
59. და დაადგინა იუდამან და ძმათა მისთა და ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან, რათა ათთა დღეთა განახლება საკურთხეველისა ჟამსა შინა თჳსსა ყოველსა ზედა წელთა, დღესა მერვესა ოცდახუთითგან დღისა თჳსა ხასლევისა, შუებითურთ და სიხარულითა.
60. და აღაშენეს მას ჟამსა შინა მთაჲ სიონისა, გარემოს ზღუდენი მაღალნი და გოდოლნი მტკიცენი, რათა არაოდეს მოვიდნენ წარმართნი და დათრგუნონ იგი, ვითარცა ყვეს პირველთა.
61. დაადგინნა მუნ მჴედარნი დაცვად მისსა და განამტკიცნეს იგინი დაცვად ვეფსურისა, რომელ აქუნდეს ერთა სიმტკიცედ წინასე პირსა იდუმელისსა.
თავი 5
5:1–68
1. და იქმნა, ოდეს ესმათ წარმართთა გარემოსა, რამეთუ აღეშენა საკურთხეველი და განახლდა სიწმიდე, ვიტარცა პირველ, და განრისხდეს ფრიად.
2. და განიზრახეს აღჴოცად ნათესავისა იაკობისა, რომელი იყვნეს შორის მათსა, და იწყეს მოწყუედად ერთა შინა განდევნად.
3. და ებრძოდა იუდა ძეთა ზედა ესავისთა იდუმიასა შინა, რომელნი აკრავატინსა შინა, ვინათგან გარე-მოდგომილ-ყვნეს ისრაჱლნი, და დასცა იგინი წყლულებითა დიდითა და შეაიწროვნა იგინი და აღიღო ნატყუენავი მათი.
4. და მოი!სენა ბოროტი ძეთა ვეანისტა, რომელნი იყვნენ ერთა საბრჴედ და დასაბრკოლებელად, რომელსა შინა მონადირებად მათდა გზათა ზედა.
5. და დაიჴშნეს მათგანი გოდოლთა შინა, და მოიცვეს მათ ზედა და შეაჩუენნა იგინი და მოწუნა გოდოლნი მათნი ცეცხლითა ყოველთა თანა, რომელნი იყვნენ მათ შინა.
6. და განვლო ძეთა ზედა ამონისათა და პოვა ჴელი ძლიერი და ერი მრავალი და ტიმოთე, მყვანებელი მათი.
7. და არედგინა მათ ზედა ბრძოლა მრავალი, და შეიმუსრნეს წინაშე პირსა მათსა, და მოსრნა იგინი.
8. და აღიღო იაზირა და ასულნი მისნი და მოიქცნენ იუდეასა შინა.
9. და შეკრბენ წარმართნი, რომელნი ღალდას შინა წინა-აღმდგომ ისრაჱლთა, რომელნი იყვნეს საზღვართა შინა მათთა, რათა მოსპონ იგინი, და ივლტოდეს დიფემსა შინა სიმტკიცესა.
10. და წარსცეს წიგნი იუდას მიმართ და ძმათა მისთა და იტყოდეს: შეკრბეს ჩუენ ზედა წარმართნი, რომელნი გარემოს ჩუენსა, მოსპოლვად ჩუენდა.
11. და განემზადებიან მოსვლად და აღებად სიმტკიცესა, რომელთა შინა შევივლტოდით, და ტიმოთე არს მჴედართ-მთავარი ძალთა მათთა.
12. და უკუე გჳჴსენ ჩუენ ჴელთაგან მათთა, რამეთუ დაეცნეს ჩუენგან მრავალნი,
13. და ყოველნი ძმანი ჩუენნი, რომელნი იყვნეს ადგილსა შინა, თჳნიერ მოწყუედილ არიან, და წარტყუენეს ცოლნი მათნი და შვილნი მათნი და მონაგები მათი, და წარწყმდეს მუნ ვითარ ათასი კაცნი.
14. და კუალად ეპისტოლენი იკითხვებოდეს, და აჰა სხუანი მოამბენი მოვიდეს გალილეასაგან დაპობილთა სამოსლებთა შინა, მოუთხრეს სიტყუათაებრ ამათ მეტყუელთა,
15. რამეთუ შეიკრიბენ მათ ზედა პტოლემაიდისაგან და ტჳროსა და სიდონისა, და აღვსებულ არს ყოველი გალილეა უცხო-თესლთაგან, რომელ აღმოფხურად ჩუენდა.
16. ხოლო ოდეს ესმა იუდას და ერსა სიტყუანი ესე, შეკრიბეს კრებული დიდი განზრახვად, რაჲ უყონ ძმათა თჳსთა, მყოფთა ჭირსა შინა, და მბრძოლთა მათთაგან.
17. და ჰრქუა იუდა სჳმონს, ძმასა თჳსსა: გამოირჩიე თავისა შენისა კაცნი და წარვედ და იჴსენ ძმანი შენნი, რომელნი არიან გალილეასა შინა, ხოლო მე და იონათან, ძმაჲ ჩემი, წარვალთ გალადიდსა.
18. და დაუტევა იოსიფონ, ძე ზაქარიასი, და აზარია, მჴედართ-მყვანებელი ერისანი, სხუატა თანა მჴედართა ჰურიასტანს შინა მცველად.
19. და ამცნო მათ მეტყუელმან: იღუაწეთ ერისა ამისა და ნუ ჰყოფთ ბრძოლასა წარმართთა ზედა, ვიდრემდის ჩუენ მოვიქცეთ.
20. და განერჩივნეს სჳმონისა სამი ათასნი კაცნი, რათა წარვიდეს გალილეასა შინა, ხოლო იუდასა კაცნი რვა ათასნი ღალადითსა შინა.
21. და წარვიდა სჳმონ გალილეასა შინა და ყო ბრძოლანი მრავალნი წარმართთა ზედა, და შეიმუსრნეს წარმართნი პირისაგან მისისა.
22. და სდევნა მათ უკანით ვიდრე ბჭისამდე პტოლემაიდისა, და დაეცნენ წარმართთაგან ვითარ სამი კაცნი, და მიიღო ნატყუენავი მათი.
23. და შეიპყრნა მყოფთა გალილეათა შინა და არვათსა შინა ცოლებითურთ და შვილებითა და ყოველი, რაოდენი იყვნენ მათი, და მოიყვანნა ჰურიასთანსა შინა შუებითა დიდითა.
24. ხოლო იუდა მაკაბელმან და იონათან, ძმამან მისმან, განვლეს იორდანე და წარვლეს გზა სამთა დღეთა უდაბნოსა შინა.
25. და შეემთხჳვნესვათელთა შინა და შეიწყნარეს მათ მშჳდობით და მიუთხრნეს მათ ყოველი, რომელი შეემთხჳვნეს ძმათა მათთა ღალადითსა შინა;
26. და რამეთუ მრავალნი მათგანნი დაჴშულ არიან ვოსორსა შინა და ბოსორსა და ალეიმსა შინა, ხასკორს, მაკედსა და კარნინსა, - ესე ყოველნი ქალაქნი მტკიცენი და დიდნი, -
27. და სხუათაცა შინა ქალაქთა ღალადითისა არიან დაჴშულ, და ხვალისად განეწყვნენ დაბანაკებად სიმტკიცეტა ზედა და მოღებად და მოსპოლვად ყოველთა ამათ დღესა შინა ერთთა.
28. და მოიქცა იუდა და მჴედარი მისი გზად უდაბნოსა შინა ბოსორსა მყის და აღიღო ქალაქნი და მოსწყჳტნა ყოველნი ყრმანი პირითა მახჳლისათა და მიიღო ყოველი ნატყუენავი მათი და დაწუა იგი ცეცხლითა.
29. და აღდგა მუნითგან ღამე და წარვიდა ვიდრე სიმტკიცემდი.
30. და იქმნა წინაშე რიჟრაჟისა, და აღიხილნეს თუალნი თჳსნი, და აჰა ერნი მრავალნი, რომლისა არა იყო რიცხჳ, რომელთა არა აქუნდათ კიბენი და მანქანანი არებად სიმტკიცეთა, და ბრძოდეს მათ.
31. და იხილა იუდა, რამეთუ იწყო ბრძოლა, და ღაღადება ქალაქისა აღვიდა ცადმდე, რამეთუ საყჳრისა და ჴმისა დიდისა,
32. და ჰრქუა კაცთა ძალთასა: ებრძოდეთ დღეს ძმათა თქუენთათჳს.
33. გამოვიდნენ სამნი უხუცესნი უკანით მათსა დასცეს საყჳრსა და ღაღადყვეს ლოცვითა.
34. და სცნო ბანაკმან ტიმოთესმან, რამეთუ მაკაბელი არს, და ივლტოდა პირისაგან მისისა, და დასცა იგინი წყლულებითა დიდითა; და მას დღესა შინა დაეცნეს მათგან ვითარცა რვა ათასნი კაცნი.
35. და მოიქცა იუდა მასაფიასა შინა და ბრძოლა-უყო მას და დაიპყრა იგი და მოსწყჳტნა ყოველი წული მისი და აღიღო ნატყუენავი მისი და მოსწუა იგი ცეცხლითა.
36. მუნითგან წარვიდა და აღიღო ხასფორ, მაკედი და ბოსორი და სხუანი ქალაქნი ღალადითისი.
37. შემდგომად სიტყუათა ამათ შეკრიბა ტიმოთე ბანაკი სხუაჲ და დაიბანაკა პირისა მიმართ რაფონისა, წიაღკერძო ნაღუარევისა.
38. და წარავლინა იუდა განმსტრობად ბანაკისა, და მიუთხრეს მას მეტყუელთა: შეკრებულ არიან მისა მიმართ ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემონი ჩუენნი, ძალი დიდი ფრიად,
39. და არაბნიცა სასყიდლით დაუდგენიათ შეწევნად თავთა თჳსთა და დაიბანაკეს წიაღკერძო ნაღუარევსა, განმზადებულან მოსვლად შენ ზედა ბრძოლად. და წარვიდა იუდა შემთხუევად მათდა.
40. და ჰრქუა ტიმოთე უხუცესთა მჴედართა თჳსთათა: ოდეს მოეახლოს იუდა და ბანაკი მისნი ნაღუარევსა ზედა წყლისასა, უკუეთუ გამოვლონ ჩუენდა მომართ, პირველ არა ძალ-გჳცს დადგომად წინასე მისა, რამეთუ შემძლემან შეუძლოს წინა-აღმდგომ ჩუენდა.
41. ხოლო უკუეთუ შეეშინოს და დაადგრეს წიაღკერძო მდინარისასა, განვიდეთ მათდა მიმართ და შეუძლებთ წინა-აღმდგომი მისი.
42. ხოლო ოდეს მიეახლა იუდა ნაღუარევსა ზედა წყლისასა, დაადგინნა მწიგნობარნი ერთანი ნაღუარევსა ზედა და ამცნო მათ მეტყუელმან: ნუ დაუტევებთ ყოველსა კაცსა დაშთომად ბანაკსა შინა, არამედ რათა მოვიდნენ ყოველნი ბრძოლასა ზედა.
43. და განვიდა მათ ზედა პირველ და ყოველნი ერნი უკანით მისა, და შეიმუსრნეს წინასე პირისა მისსა ყოველნი წარმართნი და გარდაჰყრიდეს საჭურველთა თჳსთა ივლტოდენ ბომონსა შინა, რომელი არს კარნაინსა შინა.
44. და აღიღო ქალაქი და ბომონი მოწუნეს ცეცხლითა ყოვლითურთ, რომელნი იყვნეს მას შინა, და იძლია კარნაიმით. და ვერღარა უძლებდა მერმეღა აღდგომად წინაშე პირისა იუდასა.
45. და შეკრიბა იუდა ყოველნი ისრაჱლნი, რომელნი იყვნენ ღალადითსა შინა, მცირითგან ვიდრე დიდადმდე და ცოლნი მათნი და შვილნი მათნი და მონაგები, ბანაკნი დიდნი ფრიად,
46. მოსლვად ქუეყანასა შინა იუდასა. და მოვიდნენ ვიდრე ეფრონისადმდე, და ესე ქალაქი დიდი შესავალსა ზედა, სიმტკიცე ფრიად, და არა იყო მიდრეკად მისგან მარჯულ ანუ მარცხულ, არამედ თჳნიერ შორის მისა განსავალად.
47. და დაიჴშნეს, რომელი იყვნეს ქალაქსა შინა, და შეზღუდნეს ბჭენი ქვებითა. და წარგზავნა მათდა მიმართ იუდა, სიტყჳთა მშჳდობისათა მეტყუელმან:
48. განვლოთ ქუეყანისაგან თქუენისა, რომელ განვიდეთ ქუეყანასა შინა ჩუენსა, და არავინ შეგაწუხნეს თქუენ, ოდეს ფერჴითა განვლოთ. და არა ინებეს განხმად მისა.
49. და უბრძანა იუდა ქადაგებად ბანაკსა შინა დაბანაკებად თჳთოეულთა, რომელსა შინა ვინ არს ადგილსა; და დაიბანაკებდეს კაცნი ძალთასა.
50. და ბრძოლეს ქალაქი იგი ყოველ დღე და ღამე ყოველ და მოსცეს ქალაქი ჴელთა შინა მისთა.
51. და მოსწყჳდა ყოველი პირითა მახჳლისათა და აღმოფხურა იგი და აღიღო ნატყუენავი მისი და განვლო შორის ქალაქი მოწყუედილთა ზედა.
52. და განვლეს იორდანე ველსა შინა დიდსა წინაშე პირსა ბეთსანისასა.
53. და იყო იუდა შემკრებელი ბორებულებთა და აუწყებდა ერთა ყოველთაებრ გზათა, ვიდრემდის მოვიდენ ქუეყანასა შინა იუდასა.
54. და აღვიდეს მთასა ზედა სიონსა შუებითა და სიხარულითა და შეწირეს ყოვლად-დასაწუელი, რამეთუ არა დაეცა მათგან არცა ერთი, ვიდრემდისცა მოიქცნენ მშჳდობით.
55. და მას დღესა შინა, რომელთაცა იუდა და იონათან ღალადსა შინა, და სჳმონ, ძმა მისი, გალილეასა შინა, წინაშე პირსა პტოლემადსა,
56. ესმა იოსებს, ძესა ზაქარიასასა, და აზარიას, უხუცესსა ძალთასა, ნივთთათჳს კეთილშექმნულთა და ძლევათათჳს, რომელიცა ყვეს, და ჰრქუეს:
57. ვყოთ ჩუენცა თავისა თჳსსა სახელი და წარვიდეთ ბრძოლად წარმართთა ზედა, რომელნი არიან გარემოს ჩუენსა.
58. და ამცნეს მყოფთა ძალთაგან, რომელნი მათ თანა, და წარვიდეს იამნიასა ზედა.
59. და გამოვიდა ღორგია ქალაქისაგან და კაცნი მისნი შემთხუევად მათდა ბრძოლასა ზედა.
60. და იძლია იოსიფოს და აზარია და განიდევნნეს ვიდრე საზღვარადმდე ურიასტანისათა. და დაეცნენ მას დღესა შინა ერთა ისრაჱლთაგან ვიტარცა კაცნი ორი ათასი, და იამნა წყლულება დიდი ერთა შინა ისრაჱლთასა,
61. ვინაითგან არა უსმინეს იუდასა და ძმათა მისთა, რომელნი ეჭობდეს ყოფად სიმჴნისა.
62. ხოლო იგინი არა იყვნეს თესლისაგან კაცთა მათ, რომელთა მიეცა ცხოვრებაჲ ისრაჱლთა ჴელთა მათითა.
63. და კაცნი იუდასნი და ძმათა მისთა იდიდნეს ფრიად წინაშე ყოველთა ისრაჱლთა და ყოველთა წარმართთა, სადაცა ისმოდა სახელი მათი,
64. და შეერთბამდებოდეს მის მიმართ კეთილის-მეტყუელნი.
65. და განვიდა იუდა და ძმანი მისნი და ებრძოლნეს ძეთა ესავისთა ქუეყანასა შინა, რომელ არს ბღუარით კერძო, და დასცა ქებრონი და ასულნი მისნი და დაარღჳა სიმტკიცენი მისნი და გოდოლნი მისნი მოწუნა გარემო.
66. და აღიძრა წარსლვად ქუეყანასა შინა უცხო-თესლთასა და განვიდოდა სამარიასა.
67. მას დღესა შინა დაეცნნეს მღდელნი ბრძოლასა შინა, რომელთა უნებდათ მჴნედ ყოფად, ოდესმე განსლვად მათდა ბრძოლასა ზედა თჳნიერ განზრახვისა მისისა.
68. და მიდრკა იუდა აზოტსა შინა, ქუეყანასა შინა უცხო-თესლთასა, და დაარღჳვნა ბომონნი მათნი და გამოქანდაკებულნი ღმერთნი მათნი დაწუნა ცეცხლითა და აღიღო ნატყუენავნი ქალაქთაგან და მოიქცა ქუეყანასა შინა იუდასასა.
თავი 6
6:1–64
1. და მეფე ანტიოხოს მოვლიდა ზედედთა სოფლებთა და ესმა, რამეთუ არს ელიმაის სპარსეთსა შინა, ქალაქი დიდებული სიმდიდრითა, ვერცხლითა და ოქროთა.
2. და ტაძარი მას შინა მდიდარი ფრიად, და მუნ კრეტსაბმელნი ოქროსა და ჯაჭუნი და საჭურველნი, რომელი დაუტევა ალექსანდრე, ძემან ფილიპესმან, მეფემან მაკიდონისამან, რომელი მეფობდა პირველ ელენთა შინა.
3. და მოვიდა და ეძიებდა აღებად ქალაქისა და წარტყუენად მისა და ვერ უძლო, რამეთუ ეცნოთ სიტყუა მყოფთა ქალაქსა შინა.
4. და აღდგეს წინაშე მისსა ბრძოლად, და ივლტოდა მუნითგან და წარვიდა მწუხარებითა დიდითა და მიიქცა ბაბილოვნად.
5. და მოვიდა, რომელმან მიუთხრა მას, ვინმე სპარსეთს შინა, რამეთუ იძლივნეს ბანაკი, რომელნი წარვიდეს იუდასა შინა.
6. და წარვიდა ლისიას ძალითა ძლიერითა პირველთა შინა და განდევნილ იქმნა პირისაგან მათისა. და განძლიერდეს საჭურველებითა და ძალითა და ნატყუენავითა მრავლითა, რომელი აღიღეს ბანაკთაგან, რომელნიცა მოსწყჳტნეს.
7. და დაარღჳვეს საძაგელი, რომელი აღაშენეს საკურთხეველსა ზედა იერუსალჱმს შინა, და სიწმინდე, ვითარცა პირველ, შემოზღუდეს ზღუდითა მაღლითა და ვესურა, ქალაქი მისი.
8. და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუანი ესე, განცჳდრდა და შეძრწუნდა ფრიად და დაეცა სარეცელსა ზედა და შტავარდა უძლურებასა შინა მწუხარებათაგან, ვინათგან არა იქმნა მისა, ვითარცა განიზრახვიდა.
9. და იყო მუნ დღეთა მრავალთა, ვინათგან განახლდა მას ზედა მწუხარება დიდი, და ჰგონებდა, რამეთუ მოკუდების.
10. და მოუწოდა ყოველთა მეგობართა თჳსთა და ჰრქუა მათ: განმეშორა ძილი თუალთაგან ჩემდა, და დავეცი გულითა მწუხარებისაგან;
11. და ვთქუ გულისა შინა ჩემსა: რაოდენსა მწუხარებასა შინა შესრულ ვარ და ღელვასა დიდსა, რომელსაცა შინა აწ ვარ, რამეთუ კეთილთ-მოყუარე ვიქმენ ჴელმწიფებასა შინა ჩემსა.
12. ხოლო აწ მოვიჴსენები ბოროტად, რამელი ვქმენ იერუსალჱმსა შინა, და აღვიღე ყოველნი ჭურჭელნი ოქროსანი და ვეცხლისა მას შინა და წარვგზავნე მოსპოლვად მკჳდრთა იუდასა შინა ცუდად.
13. ვსცან უკუე, რამეთუ ამათთჳს მპოვა მე ბოროტმან ამან, და აჰა წარვსწყმდები მწუხარებითა დიდითა ქუეყანასა შინა უცხოსა.
14. და მოუწოდა ფილიპეს, ერთსა მეგობარსა თჳსთაგანსა, და დაადგინა იგი ყოველსა ზედა სამეფოთა თჳსთა.
15. და მისცა მას დიადიმა და სამოსელი თჳსი და ბეჭედი, რომელ წარძღოლად ძისა მისისა ანტიოხოსა და გამოზრდად იგი, რომელ მეფობად.
16. და მოკუდა მუნ ანტიოხოს მეფე წელსა შინა ას ორმეოცდაცხრასა.
17. და სცნო ლისია, რამეთუ მოკუდა მეფე, და დაადგინა მეფედ ძე მისი ანტიოხოს ნაცვალად მისა, რომელი გამოზრდიდა სიყრმესა, და უწოდა სახელი მისი ევპატორა.
18. და რომელნი იყვნენ კიდურ ქალაქთა შინა, დაჴშნეს ისრაჱლი გარემოს წმიდათა და ეძიებდეს მისდა ბოროტსა მარადის და სიმტკიცესა წარმართთა.
19. და განიზრახა იუდა განდევნა მათი და მოუწოდა ყოველსა ერსა, რათა გარე-მოადგნენ მათ.
20. და შეკრბენ ერთბამად და გარე-მოადგნენ მათ ას ორმოცდაათთა წელთა შინა, და ქმნა მათ ზედა მოისართა სადგომნი და საფარნი.
21. და გამოვიდნენ მათგან დაჴშულთაგან და შეიერთნეს მათდა რომელნიმე უსჯულონი ისრაჱლთაგან.
22. და მოვიდეს მეფისა მიმართ და ჰრქუეს: ვიდრემდის არა ჰყოფ სასჯელსა და შურის-გებასა ძმათა ჩუენთასა?
23. ჩუენ სათნო-გჳჩნდა მსახურებად მამისა შენისა და სლვად ბრძანებასა შინა მისსა და შედგომად ბრძანებათა მისთა.
24. და გარე-მოდგომილ არიან კიდურ ქალაქსა შინა ძენი ერთა ჩუენთა, ამისთჳს უცხო იქმნენცა ჩუენგან, და რაოდენსაცა ჰპოებენ ჩუენგანსა, წარსწყმედენ და სამკჳდრებელთა ჩუენთა წარიტაცებენ.
25. და არა ჩუენ ზედა გარნა განირთხნეს ჴელნი, არამედ და ყოველსა ზედა საზღვართა ჩუენთა.
26. და აჰა დაიბანაკებენ დღეს ქალაქსა ზედა იერუსალჱმსა შინა აღებად მისა და სიწმიდისა და ბეთსური დაამტკიცეს.
27. და უკუეთუ არა წინა-უძღოდე მათ მოსწრაფედ, უფროს ამათთა ჰყონ, და ვერღარა უძლო პყრობად მათა.
28. და განრისხდა მეფე, ოდეს ესმა, და შეიკრიბა ყოველნი მეგობარნი თჳსნი და უხუცესნი ძალისა თჳსისა და რომელნი იყვნენ მჴედართა ზედა.
29. და სხუათაგან სამეფოთა და ჭალაკთაგან ზღჳსათა მისა მიმართ ძალნი სასყიდლით-დადგინებულნი.
30. და იყვნეს რიცხუნი ძალთა მისთა მისთანი ასი ათასი ქუეითნი და ოცი ათასი ცხენოსანნი და სპილო ოცდაათორმეტი, მეცნიერი ბრძოლისა.
31. და მოვიდეს შორის იდუმიასა და დაიბანაკეს ვეთსურსა მიმართ და ებრძოლეს დღეთა მრავალთა და ქმნეს საფარნი; და გამოვიდეს და დაწუეს იგინი ცეცხლითა და იყოფებოდეს მჴნედ.
32. და განვიდა იუდა კიდურ ქალაქისაგან და დადგა ბეთსახარიასა შინა წინაშე ბანაკისა მეფისა.
33. და აღდგა მეფე ფრიად განთიად, და აღიძრა ბანაკი მიმართებასა შინა მისსა გზით კერძო ბეთსახარიასა, და მიმართებდეს ძალნი ბრძოლასა ზედა და დასცეს საყჳრსა.
34. და სპილოთა უჩუენეს სისხლი ყურძნისა და ხილნი, რომელი წინა-დაუდვეს მათ ბრძოლასა ზედა.
35. და განიყვნეს მჴეცნი ბანაკთა ზედა და წინა-დაუდგინეს თჳთეულთა სპილოსა ათასისა კაცნი, შემოსილი ჯაჭჳთა რკინისათა შეთხზნილითა, და ჩაფხუტნი რვალისანი თავთა ზედა მათთა, და ხუთასი ცხენოსანნი განწესებულნი თჳთეულთა მჴეცთა რჩეულთა.
36. ესენი იქმნენ პირველ ჟამისა, სადაცა უკუეთუ იყო მჴეცი, და სადაცა უკუეთუ წარვიდეს, წარვიდოდეს ერთბამად და არა განეშორებოდეს მათგან.
37. და გოდოლნიცახისანი მათ ზედა მაგარნი, დაბურვილნი თჳთეულსა ზედა მჴეცისა, შერტყმულნი საფრითა, და თჳთეულსა ზედა კაცი: ძალნი ოცდაათორმეტნი, რომელნი ბრძოდეს მათ თანა, და ინდოეულნი წარმმართებელი მისი.
38. და სხუანი ცხენოსანნი ამიერ და იმიერ დაადგინა ორთა ზედა წილად ბანაკსა, განმაფრთხობელნი და გარდამღობებელნი ჴევსა შინა.
39. ხოლო ოდეს აღმობრწყინდა მზე ფართა ზედა ოქროთა და რვალისათა, ელვიდა მთა მათგან და ელვარებდა, ვითარცა ლამპარი ცეცხლისა.
40. და განეყო ნაწილი რომელნიმე ბანაკთაგან მეფისა მთასა ზედა მაღალსა და რომელნიმე დაბალთა ზედა და მოვიდოდეს ძლიერად და განწესებულ.
41. და შეირყეოდეს ყოველნი მსმენელნი ჴმისა სიმრავლისა მათისა და მოგზაურობისა მრავალთათა და საჭურველთა კუეთებისა, რამეთუ იყო დაბანაკება დიდი ფრიად და ძლიერი.
42. და მიიახლა იუდა და ბანაკი მისი ბრძოლად, და დაეცა ბანაკისაგან მეფისა ექუსასი კაცნი.
43. და იხილა ელიაზარ, ძემან სავარანისმან, ერთი მჴეცთაგანი, შემოსილი ჯაჭჳთა მეფისათა, და იყო უმაღლეს სხუათა მჴეცთა, და ეგრძნა მას, რამეთუ მას ზედა არს მეფე.
44. და მისცა თავი თჳსი, რომელ იჴსნას ერი თჳსი და ყოს თავისა თჳსისა სახელი საუკუნო.
45. და მიისწრაფა მისდა მიმართ კადნიერებითა და საშუალ ბანაკსა შინა მოჰკლვიდა მარჯუნით და მარცხენით, და განიპებოდეს მისგან ამიერ და იმიერ.
46. და შევარდა ქუეშე სპილოსა და ქუეშე დაიდვა მისა და მოკლა იგი, და დაეცა ქუეყანასა ზედა ზეით მისა, და მოკუდა მუნ.
47. და იხილეს ძალი მეფისა და მიმართება მჴედართა და მიდრკენ მათგან.
48. ხოლო მყოფნი ბანაკისაგან მეფისა აღმოვიდიდეს წინა-აღმდგომ მათდა იერუსალჱმსა შინა. და დაიბანაკა მეფემან ჰურიასტანსა ზედა და მთასა სიონსა.
49. და ჰყო მშჳდობა მყოფთა თანა ბეთსურელთ შინა. და გამოვიდეს ქალაქისაგან, რამეთუ არა იყო ამათდა ეგრე საზრდელი, რომელ დაჴშვად მას შინა, ვინათგან შაბათისა იყო ქუეყანა.
50. და აღიღო ბეთსურაჲ და დაადგინა მუნ მჴუმილავნი დაცვად მისა.
51. და დაიბანაკა ადგილსა ზედა წმიდათა დღეთა მრავალთა და დაადგინნა მუნ მოისართა მდგომელნი და საფარნი ცეცხლის მსროლელნი და ქვის მსროლელთა და სკორპიონი, რომლითაცა სროლად ისარნი და შურდულნი.
52. ხოლო ჰყოფდეს იგინიცა საფართა წინა-აღმდგომ საფართა მათთა და ებრძოლეს დღეთა მრავალთა.
53. ხოლო საზრდელი არა იყო ქალაქთა შინა, რამეთუ იყვნეს წელნი შჳდნი, და რომელნი ივლტოდეს ურიასტანს შინა წარმართთაგან, შეჭამნეს ნეშტნი წინამდებარისა.
54. და დაშთა სიწმიდეთა შინა მცირენი, რამეთუ შეიპყრნა იგინი სიყმილმან, და განიბნივნეს თჳთეული ადგილსა შინა თჳსსა.
55. და ესმა ლისიას, რამეთუ ფილიპე, რომელი დაადგინა მეფემან ანტიოხოს, კუალად ცხოველ არს ესე, რათა გამოზარდოს ანტიოხოსა ძე მისი, რომელსა შინა მეფობა მისა.
56. მოიქცა სპარსეთისა და მიდისგან და მჴედარნი მეფისანი, რომელნი წარსულ იყვნეს მის თანა, და რამეთუ ეძიებს მიღებად საჴმართა.
57. და ისწრაფდა წარსლვად კიდურ ქალაქისაგან თქმად მეფისა მიმართ და მჴედართ-მყვანებელთა ძალთასა და კაცთა მიმართ: მოვაკლდებით ყოველსა ზედა დღესა, და საზრდელი ჩუენსა მცირე არს, და ადგილსა, რომელსა გარევადგთ განმტკიცებულთა: და ჯერ-არს ჩუენდა წარმართებად, რომელნი სამეფოსათჳს.
58. აწ უკუე მივსცეთ მარჯუენა მაცთა ამათ და ვყოთ ამათ თანა მშჳდობა და ყოველთა თანა ერთა მათთათა.
59. და განვაჩინოთ მათდა, რათა ვიდოდენ შჯულთა შინა თჳსთა, ვითარცა პირველ, რამეთუ რჩეულთა მათთჳს, რომელიცა განვაქარვეთ, განრისხნეს და ყვეს ესე ყოველივე.
60. და სათნო იქმნა სიტყუა წინაშე მეფისა და უხუცესთა, და წარგზავნა მათდა მიმართ მშჳდობისა ყოფად და შეიწყნარნა.
61. და ეფუცა მათდა მეფე და უხუცესნი ამათთჳს.
62. და გამოვიდნენ სიმტკიცეთაგან, და შევიდა მეფე მთასა შინა სიონსა.
63. და იხილა სიმტკიცე ადგილისა და უარ-ყო ფიცი, რომლითა ეფუცა, და უბრძანა დაცემა ზღუდისა გარემო.
64. და წარვიდა მსწრაფლ და მიიქცა ანტიოქიასა შინა და პოვა ფილიპე, მფლობელი ქალაქსა ზედა, და ებრძოლა მას ზედა, აღიღო ქალაქი საჭიროთი.
თავი 7
7:1–50
1. წელსა ას ორმოცდამეათერთმეტესა გამოვიდა დიმიტრი, ძე სელევკისა, რომით, და აღვიდა მცირითა ერითა ქალაქსა შინა წიაღ ზღჳსა და მეფე იქმნა მუნ.
2. და იყო, ოდეს შევიდა სახლსა შინა მეფეთა მამათა თჳსტათა, შეიპყრეს ძალთა ანტიოხოს და ლისია მიყვანებად იგინი მის მიმართ.
3. და ეცნობა მას საქმე, და ჰრქუა:
4. ნუ მაჩუენებთ მე პირსა მათსა! და მოკლნეს იგინი მჴედართა, და დაჯდა დიმიტრი საყდარსა ზედა სამეფოსა თჳსისასა.
5. და მოვიდეს მისა მიმართ ყოველნი კაცნი უსჯულონი და უღმრთონი იერუსალჱმისაგან, და ალკიმ წინა-უძღოდა მათ, რომელსა უნებდა მღდელობაჲ.
6. და შეასმენდეს ერთა წინაშე მეფისა, მეტყუელთა: წარწყმიდა იუდა და ძმათა მისტა ყოველნი მეგობარნი შენნი და ჩუენ განგუაბნივეს ქუეყანისაგან ჩუენისა.
7. აწ უკუე წარგზავნენ კაცნი, რომლისა გრწმენეს, რათა წარვიდეს და იხილოს მოსპოლვა ყოვლისა, რომელი ყვეს ჩუენდა და სოფელსა სამეფოსა, და რათა სტანჯვიდეს მათ და ყოველთა შემწეთა მათდა.
8. და გამოირჩია მეფემან ვაკხიდა, მეგობარი მეფისა, რომელი უფლებდა წიაღკერძო მდინარისასა დიდისა სამეფოსა შინა, და სარწმუნო მეფისა.
9. და წარგზავნა იგი და ალკიმა არაწმიდა და დაუდგინა მას მღდელობა და უბრძანა მას ყოფად შურის-გება ძეთა შორის ისრაჱლთა.
10. და წარვიდეს და მივიდეს ძალითა დიდითა ქუეყანასა შინა იუდასა; და წარგზავნა მოციქულნი იუდასა მიმართ და ძმათა მისტა სიტყჳთა მშჳდობისათა ზაკჳთა.
11. და არა მიხედეს სიტყუათა მათთა, რამეთუ იხილეს, ვითარცა მოვიდოდეს ძალითა დიდითა.
12. და შეკრბეს ალკიმისა მიმართ და ვაკხიდისა კრებულნი მწიგნობართა ძიებად სიმართლისა.
13. და პირველნი ასიდელნი, რომელნი იყვნეს ძეთა შორის ისრაჱლთა, და ეძიებდეს მათგან მშჳდობასა, რამეთუ თქუეს:
14. კაცი მღდელი თესლისგან არონისა მოვიდა ძალთა შორის; არა მიგუმძლავროს ჩუენ.
15. და იტყოდა მათ თანა სიტყუასა მშჳდობისათა და ეფუცა მათ მეტყელი: არა მოვაგოთ თქუენდა ძჳრი, არცა მეგობართა თქუენთა; და ჰრწმენეს მას.
16. და მიიყვანა მათგან სამოცნი კაცნი და მოსწყჳტნა იგინი დღესა შინა ერთსა სიტყჳსაებრ, ვითარცა წერილ არს:
17. ჴორცნი წმიდათა შენთანი, სისხლი მათი დასთხიეს გარემოს იერუსალჱმისა, და არა იყო მათდა დამმარხველ.
18. და დაეცა შიში მათი და ძრწოლა ყოველთა ზედა ერთა, რამეთუ თქუეს: არა არს მათ შორის ჭეშმარიტებაჲ და სასჯელი, რამეთუ გარდაჴდეს განწესებულთა და ფიცთა, რომელი ფუცეს.
19. და აღიძრა ვაკხიდ იერუსალჱმისაგან და დაიბანაკა ვიზეფსა შინა და წარგზავნა და შეიპყრა მრავალი განდგომილნი მისგან კაცნი და რომელთამე ერთაგანი და დაკლნა იგინი და შტაყარნა ჯუეღმულსა შინა დიდსა.
20. და შეჰვედრა სოფელი ალკიმს და დაუტევა ძალნი შეწევნად მისა და განვიდა ვაკხიდ მეფისა მიმართ.
21. და იღუწიდა ალკიმ მღდელთ-მთავრობისათჳს.
22. და შეკრბეს მისა მიმართ ყოველნი შემაშფოთებელნი ერისა თჳსისა და დაიპყრეს ქუეყანაჲ იუდასი და ყვეს წყლულება დიდი ისრაჱლსა შინა.
23. და იხილა იუდა ყოველი ძჳრი, რომელი ყო ალკიმ და რომელნი მის თანა იყვნენ, ძეთა ისრაჱლთა უფროს წარმართთა;
24. და გამოვიდა ყოველთა შინა საზღვართა ჰურიასტანისთა გარემო და ყო შურის-გება კაცთა ზედა განმაყენებელთა, და დასცხრნეს სლვად სოფელსა შინა.
25. ხოლო ოდეს იხილა ალკიმ, რამეთუ განძლიერდა იუდა და რომელნი მის თანა, და სცნო, რამეთუ ვერ უძლებს წინა-დადგომად მათდა, და მიიქცა მეფისა მიმართ და შეასმინა იგინი ბოროტად.
26. და წარგზავნა მეფემან ნიკანორ, ერთი უხუცესთაგან თჳსთა დიდებყლთა და მოძულე და მტერი ისრაჱლსა ზედა, და უბრძანა მას მოსრვა ერისა.
27. და მოვიდა ნიკანორ იერუსალჱმს შინა ძალითა დიდითა და წარგზავნა იუდას მიმართ და ძმათა მისთა ზაკვითა, სიტყჳსა მშჳდობისათა მეტყუელმან:
28. რათა ნუ იქმნების ბრძოლა შორის ჩუენსა და თქუენსა, მოვიდე კაცითა მცირითა, რათა ვიხილნე პირნი თქუენნი მშჳდობით.
29. და მოვიდა იუდას მიმართ, და მოიკითხეს ურთიერთი მშჳდობით, და მჴედარნი იყვნეს განმზადებულ წარტაცებად იუდასა.
30. და ეცნობა იუდას სიტყუა, რამეთუ ზაკვით მოვიდა მის მიმართ, და შეეშინა მისგან და არა ინება მერმეღა ხილვა პირისა მისისა.
31. და სცნო ნიკანორა, რამეთუ განცხადნა ზრახვა მისი, და გამოვიდა შემთხუევად იუდასა ბრძოლითა მახლობელ საფარსარამისა.
32. და დაეცნენ მყოფნი წინაშე ნიკანორასა ვითარცა ხუთი ათასი კაცნი, და ივლტოდეს ქალაქსა შინა დავითისსა.
33. და შემდგომად სიტყუათა ამათ აღვიდა ნიკანორ მთასა ზედა სიონსა; და გამოვიდნენ მღდელთაგან წმიდათაგან და მოხუცებულთაგან ერთა მოკითხვად მისა მშჳდობით და ჩუენებად მისა ყოვლად-დასაწუელისა შესაწირავისა მეფისათჳს.
34. და განკიცხნა იგინი და შეურაცხ-ყვნა იგინი და შეაგინნა იგინი და იტყოდა ამპარტავანებით
35. და ფუცა გულის-წყრომითა მეტყუელმან: უკუეთუ არა მომცეს იუდა და მჴედარნი მისნი აწვე ჴელთა შინა ჩემთა, და ოდეს მოვაქციე მშჳდობით, დავსწუა სახლი ესე! და გამოვიდა გულის-წყრომითა დიდითა.
36. და შევიდეს მღდელნი და დგეს წინაშე პირსა საკურთხეველისა და ტაძრისა და იტირეს და თქუეს:
37. შენ, უფალო, გამოირჩიენ სახლი ესე, იწოდოს სახელი შენი ამას შინა, რათა იყოს სახლი სალოცველ და სავედრებელ ერისა შენისა.
38. ყავ შურის-გებაჲ კაცისა ზედა ამის და ბანაკისა ზედა მისისა, და რათა დაეცნენ მახჳლითა, მოიჴსენე გმობაჲ მათი და ნუ მისცემ მათ სავანებელსა.
39. და გამოვიდა ნიკანორ იერუსალჱმითგან და დაიბანაკა ვეფორონს შინა, და შეემთხჳა მას ძალი სირიასი.
40. ხოლო იუდა ადასსა შინა სამი ათასითა კაცითა, და ილოცა იუდა და ჰრქუა:
41. რომელი წარმოივლინეს მეფისაგან ასურასტანელთასა სენექერემისა, უფალო, ოდეს გგმობდეს შენ, გამოვიდა ანგელოზი შენი და დასცენ მათგან ას ოთხმოცდახუთი ათასი.
42. ეგრეთვე შემუსრე დაბანაკებული ესე დღეს წინაშე ჩუენსა, და რათა სცნონ სხუათა, რამეთუ ბოროტსა იტყოდეს წმიდასა შენსა ზედა, დასაჯენ ესენი სიბოროტისაებრ მატისა.
43. და ყვეს მბრძოლთა მეათსამეტესა დღესა თჳსასა ადარისასა, და შეიმუსრა ბანაკი ნიკანორისი, და დაეცა თჳთ პირველად ბრძოლასა შინა.
44. ხოლო ოდეს იხილეს მჴედართა მისთა, რამეთუ დაეცა ნიკანორ, გარდაყარნეს საჭურველნი თჳსნი მრთიდა] ივლტოდეს.
45. და დევნა-უყვეს მათ გზასა ერთსა დღისასა ადასითგან ვიდრე მოსლვად ღაზირსა შინა და დასცეს უკანით მათსა საყჳრსა თანა სასწაულითა.
46. და მოვიდეს ყოველთაგან სოფლებთა გარემოს ურიასტანისა და განგურემდეს მათ რქითა, და მოიქცეს იგინი მათდა მიმართ, და დაეცნეს ყოველნი მახჳლითა, და არა დაშთა მათგან არცა ერთი.
47. და აღიღეს ნატყუენავი მათი და ტყუენი; და თავი ნიკანორისა მოჰკუეთეს და მარჯუენა მისი, რომელი განირთხა ამპარტავანებითა, და მოიღეს და დამოჰკიდეს წინაშე იერუსალჱმისა.
48. და იშუებდეს ერი ფრიად და ყვეს დღესა მას შინა შუება დიდი.
49. და დაადგინეს ყოფად ყოველსა ზედა წელსა დღე იგი აცამეტსა თჳსა ადარისსა.
50. და დადუმდა ქუეყანა იუდასი მცირეთა დღეთა ზედა.
თავი 8
8:1–32
1. და ესმა იუდას სახელი ჰრომთა, რამეთუ არიან ძლიერ ძალითა და ამათ ყოველთათჳს სათნო-უჩნს შეძინებად მათდა მიმართ, და რაოდენიცა მოვიდოდენ მათდა მომართ, დაადგინებდენ მათ თანა მეგობრად, რამეთუ არიან ძლიერნი ძალითა.
2. და მიეთხრნეს მას ბრძოლანი მათი და სიმჴნე კეთილი, რამელსა ჰყოფენ ღალადელთა შორის, და რამეთუ დაიპყრნეს იგინი და მოიყვანნეს ქუეშე ხარკსა;
3. და რაოდენი ყვეს ქუეყანასა შინა ისპანისასა, რომელიცა დაიპყრეს ვერცხლისათჳს და ოქროსა, რომელნი იყვნეს მუნ, დაიპყრნეს ყოველნი ადგილნი განზრახვითა თჳსითა და სულგრძელებითა.
4. და ადგილი იყო შორად განშორებულნი მათგან ფრიად, და მეფენი, რომელნიცა მოვიდოდეს მათ ზედა კიდისგან ქუეყანისა, ჰყოფდეს და დასცეს მათ შორის წყლულებითა დიდითა, ხოლო სხუანი მისცემენ მათ ხარკსა ყოველ წლითი-წლად.
5. და ფილიპე და პერსეა, კიტიელისა მეფე, და აღდგომილნი მათ ზედა შემუსრნეს მათ ბრძოლათა ზედა და დაიპყრნეს იგინი.
6. და ანტიოხოსცა, დიდი მეფე ასიასი, რომელი წარვიდა წინა-აღმდგომ მათ ზედა ბრძოლად და ჰყვანდა ას ოცი სპილო, მჴედარნი და ეტლები და ძალი დიდი ფრიად, და შეიმუსრა მათგან.
7. და შეიპყრეს იგი ცოცხალი და დაადგინეს, რათა მისცემდეს მათდა იგი და რომელნი მეფობენ მათსა ხარკსა დიდსა და მიცემად წინდი და განწესება.
8. და სოფელნი ინდისა და მიდიასი და ლიდიასი და ყოვლად-კეთილთაგან სოფლებთა მათთა და აღიღეს მათ მათგან, მისცეს იგი ევმენის მეფესა.
9. და რამეთუ რომელთა განიზრახეს მყოფთა ელადელთაგან მოსლვად და აღებად მათი, და საცნაურ იქმნა სიტყუა მათდა,
10. და წარავლინეს მათ ზედა მჴედართ-მთავარი ერთი და ბრძოდეს მათ ზედა, და დაეცა მათგან წყლულება მრავალი; და დაატყუევნეს ცოლნი მათნი და შვილნი მათნი და განძარცუნეს იგინი და დაიპყრნეს ქუეყანაჲ მათი და დაარღჳვნეს სიმტკიცენი მათნი და დაიმონნეს იგინი ვიდრე ამის დღედმდე.
11. და სხუანი სამეფონი და ჭალაკნი, რომელი ოდესმე წინა-აღუდგნეს მათდა, მოსპნეს და დაიმონნეს იგინი.
12. ხოლო მეგობართა თანა და მამშჳდებელთა მათდა მიმართ დაიმარხნეს სიყუარულნი და დაიპყრნეს სამეფონი მახლობელნი და შორიელნი; რაოდენთა ესმოდა სახელი მათი, ეშინოდათ მათგან.
13. ხოლო რაოდენთა უკუეთუ უნებნ შეწევნად და გამეფებად, მეფობენ; და რომელთაცა უკუეთუ უნებნ, შეიცვალებდენ და ამაღლდეს დრიად.
14. და ამათ ყოველთა შორის არა დაიდვეს არცა ერთმან მათგანმან დიადიმა, არცა შეიმოსეს პორფირი, რომელ იდიდნეს მისთჳს.
15. და განსაზრახველი პალატი ყვეს თჳსად, და დღე ყოველ განიზრახვენ მას შინა სამას ოცი განმზარახნი მარადის სიმრავლისათჳს თემთა, რომელ კეთილად განწყობად მათთა.
16. და ერწმუნებიან ერთსა კაცსა უხუცესად მათთა შემდგომად წელსა და უფლებად ყოველსა ქუეყანასა მათსა, და ყოველნივე უსმენენ ერთსა, და არა არს შური, არცა ჴდომა მათ შორის.
17. და გამოირჩია იუდამ ევპოლემუნის, ძე იოანესი, ძისა აკკოსავისი, და იასონ, ძე ელიაზარისა, და წარავლინა იგინი რომსა შინა დადგინებად მათ თანა მეგობრობა
18. და შეერთებისა და რომელ აღებად უღლისა მათგან მათისა, ვინათგან ვიხილეთ სამეფო ელენთა და მონებულნი ისრაჱლნი მონებასა შინა.
19. და წარვიდეს რომად, ხოლო გზათა დიდთა ფრიად, და შევიდენ პალატსა განსამზრახველოსა შინა და მიუგეს და ჰრქუეს:
20. იუდა მაკაბელმან და ძმათა მისთა და სიმრავლემან ებრაელთამან წარმოგუგზავნეს ჩუენ თქუენდა მიმართ დადგინებად თქუენ თანა მეგობრობისა და მშჳდობისა და დაწერად ჩუენდა მებრძოლთა და მეგობრად თქუენდა.
21. და სათნო იქმნა სიტყუა წინაშე მათსა.
22. და ესე წარწერილი ებისტოლე, რომელიცა დაწერეს ფიცართა ზედა რვალისათა და წარგზავნეს იერუსალჱმსა შინა ყოფად მათ თანა მუნ, საჴსენებელსა შინა მშჳდობისა და თანა-მბრძოლობისა:
23. კეთილ რათა იქმნეს რომაელთა და ნათესავთა ურიათა ზღუათა ზედა და ქუეყანასა ზედა უკუნისამდე, ხოლო საჭურველი და მტერობა შორად რათა იყოს მათგან.
24. ხოლო უკუეთუ აღდგეს ბრძოლა რიმელთა პირველად ანუ ყოველთა მებრძოლთა მათთა და ყოველსა შორის უფლებთა მათთა,
25. ბრძოდენ ნათესავნი ებრაელთა, ვითარცა ჟამსა დაიწერა მათდა გულითა სავსითა.
26. და მებრძოლთა არა მისცენ, არცა მოაკლდენ იფქლითა, საჭურველითა, ვეცხლითა და ნავითა, ვითარცა სათნო-უჩნსთ რომაელთა; და დაიცვნან მცნებანი მათი არარავე მიმღებელთა.
27. ეგრეთვე უკუეთუ და ნათესავთა ებრაელთა პირველ შეემთხჳვნენ ბრძოლანი, შეეწეოდენ რომნი სულთაგან, ვითარცა მათდა ჟამი დაიწერა.
28. და თანა-მბრძოლთა არა მიეცნენ იფქლნი, საჭურველი, ვეცხლი, ნავნი, ვითარცა სათნო-უჩნდათ რიმელთა, და დაიცვან მცნებანი მათნი უზაკუველად.
29. სიტყუათაებრ ამათ დაადგინეს რიმელთა ერთა ებრაელთა.
30. ხოლო უკუეთუ სიტყუათაებრ ამათ განიზრახონ ესე და იგი შეძინებად ანუ წართმად მონებებისაგან თჳსისა და რომელი უკუეთუ შესძინოს ანუ გამოაჴუას,იყვნენ მტკიცე.
31. და ძჳრთათჳს, რომელი მეფემან დიმიტრიმ ყო მათ შორის, მივსწერთ მას მეტყუელთა: რად-მე დაამძიმე უღელი შენი მეგობართა ჩუენთა, თანა-მბრძოლთა იუდასა?
32. უკუეთუ უკუე კუალად მოილტონ ჩუენდა მიმართ შენ ზედა, ვყოთ მათდა სასჯელი და გბრძოდეთ შენ ზედა ზღუათა და ჴმელთა.
თავი 9
9:1–73
1. ესმა დიმიტრის, რამეთუ დაეცა ნიკანორა და ძალი მისი ბრძოლასა შინა, და შესძინა ვაკხიდს და ალკიმს მეორედ წარგზავნად ქუეყანასა იუდასსა შინა, და მარჯუენა რქა მათ თანა.
2. და წარვიდენ გზით, რომელი მოიყვანს გალგას შინა, და დაიბანაკეს მესალოთს შინა, რომელი არს არვილესა შინა, და აღიღეს იგი და მოსწყჳდეს სულნი მრავალნი კაცთანი.
3. და თჳსა პირველისა, წელსა ას ორმოცდაათორმეტთა, მიიახლნეს მბრძოლნი იერუსალჱმის მიმართ.
4. და აღდგეს და ვიდოდეს ვერევსა შინა ოცი ათასითა კაცითა და ორი ათასითა ცხენოსნითა.
5. ხოლო იუდა დაბანაკებული ელასსა შინა, და სამი ათასი კაცი რჩეულნი მის თანა.
6. და იხილეს სიმრავლე ძალითა, რამეთუ მრავალ არიან, და შეეშინათ ფრიად და განივლტოდეს მრავალნი ბანაკისაგან, და არა დაშთა მათგან, გარნა რვაასნი კაცნი.
7. და იხილა იუდა, რამეთუ განიბნევის ბანაკი მისი, და ბრძოლა აჭირვებდა მას, და შეიმუსრა გალითა, რამეთუ არა აქუნდა ჟამი შეკრებად მათდა.
8. და დაიჴსნა და ჰრქუა დაშთომილთა: აღვდგეთ და აღვიდეთ წინა-აღმდგომთა ჩუენთა ზედა, უკუეთუ შეუძლოთ ბრძოლად წინაშე მათთა.
9. და მოიქცენ მისა და ეტყოდენ: ვერ ძალ-გჳც, არამედ ვაცხოვნეთ ოდენ სულნი თჳსნი აწ და მივიქცეთ ძმათა თანა ჩუენთა და ვებრძოლოთ მათ ზედა, რამეთუ ჩუენ ვართ მცირენი.
10. და ჰრქუა იუდა: ნუ იყოფინ ჩემდა ყოფად საქმე ესე, რომელ ლტოლვად ამათგან! და უკუეთუ მოგუეახლა ჟამი ჩუენი, მოვკუდეთ სიმჴნითა ძმათა ჩუენთათჳს და ნუ დაუტევებთ მიზეზსა დიდებისა ჩუენისასა.
11. და აღიძრა ძალი ბანისაგან და დადგნეს შემთხუევად მათდა. და განიყვნეს ცხენოსანნი ორ წილად, და მოისარნი და მეშურდულენი წინა-უვიდოდეს ძალსა და წინაშე-მომღუაწებელნი ძლიერნი.
12. ხოლო ვაკხიდი იყო მარჯუენასა ზედა რქასა, და მოეახლა ბანაკი ორკერძოთაგან და ჴმობდეს საყჳრებითა.
13. და დასცეს საყჳრსა, რომელნი იყვნეს კერძოსაგან იუდასა, იგინიცა საყჳრებითა; და შეიძრა ქუეყანა ჴმისაგან ბანაკთასა, და იქმნა ბრძოლა კუეთებისა განთიადითგან ვიდრე მწუხრადმდე.
14. და იხილა იუდა, რამეთუ ვაკხიდ და სიმტკიცე ბანაკისა რომელი იყვნეს მარჯუენით, და შეკრბა მისა მიმართ ყოველნი ძლიერნი გულითა.
15. და შემუსრა მარჯუენა რქა მათგან, და დევნა-უყვეს უკანით მათთა ვიდრე აზოტის მთადმდე.
16. და მყოფთა მარცხენეთა რქისამან იხილეს, რამეთუ შეიმუსრა მარჯუენე რქა, და მოიქცნეს შემდგომად კუალთა იუდასათა და მყოფთა მისთანათა უკანით.
17. და დამძიმდა ბრძოლა, და დაეცნეს წყლულებანი მრავალნი ამათგან და იმათგან.
18. დაიუდა დაეცა, ხოლო სხუანი ივლტოდეს.
19. და აღიღეს იონათან და სიმონ იუდა, ძმა თჳსი, და დამარხეს იგი საფლავსა შინა მამათა მისთა მოდინსა შინა.
20. და იგლოეს იგი და ტიროდეს მისთჳს ყოველნი ისრაჱლნი ტირილითა დიდითა და გოდებდეს დღეთა მრავალთა; და თქუეს:
21. ვითარ დაეცა ძლიერი, რომელმან აცხოვნა ისრაჱლი?
22. ხოლო სხუანი და ბრძოლანი იუდასა და კეთილთა სიმჴნეთა, რომელი ჰყო, და დიდებულესა მისი არა არიან დაწერილ, რამეთუ მრავალნი იყვნენ ფრიად.
23. და იქმნა, შემდგომად აღსრულებისა იუდასა საშუალ განვლიდეს უსჯულონი ყოველთა შინა საზღვართა ისრაჱლისათა, და აღმოეცენნეს ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
24. მათ დღეთა შინა იქმნა სიყმილი დიდი ფრიად, და განდგნენ სოფელნი მათ თანა.
25. და გამოირჩივნა ვაკხიდიმ არაწმიდანი კაცნი და დაადგინნა იგინი უფლად სოფლისა.
26. და ეძიებდეს და ითხოვდეს მეგობართა იუდასთა და მოჰყვანდეს მათ ვაკხიდისა მიმართ, და შურს-აგებდა მათ და ეკიცხოდა მათ.
27. და იქმნა ჭირი დიდი ისრაჱლსა შორის, რომელიცა არა იქმნა მიერ დღითგან, რომელთა შინა არა გამოჩნდა წინაწარმეტყუელი ისრაჱლსა შორის.
28. და შეკრბეს ყოველნი მეგობარნი იუდასნი და ჰრქუეს იონათანს:
29. ოდითგანცა ძმა შენი იუდა არესრულა, და კაცი მისი მსგავსი არა არს განსლვად წინააღმდეგ მტერთა და ვაკხიდისა და რომელი ემტერებიან ნათესავსა ჩუენსა.
30. აწ უკუე შენ გამოირჩივეთ დრეს, რომელ ყოფად მის წილ ჩუენდა მთავრად და წინამძღურად, რომელ ბრძოლად მბრძოლთა შინა ჩუენთა.
31. და მიიღო იონათან ჟამსა მის შინა უხუცესობა და აღდგა ნაცვალად იუდას, ძმისა თჳსისა.
32. და სცნო ვაკხიდ და ეძიებდა მას მოსიკუდიდ.
33. და სცნეს იონათან და სჳმიონ, ძმამან მისმან, და ყოველთა, რომელნი მის თანა იყვნენ, და ივლტოდეს უდაბნოსა შინა ფეკუსა და დაიბანაკეს წყალსა თანა ნაღუარევისასა ასფარისა.
34. და სცნო ვაკხიდი დღესა შინა შაბათსა და წარვიდა თჳთ და ყოველი მჴედრობაჲ მისი წიაღჯერძო იორდანესა.
35. და წარგზავნა იონათან ძმა თჳსი წინამძღურად ერისა და ევედრა ნავატელთა, მეგობართა თჳსთა, წინა-დადებად მათდა განმზადებულნი მათნი მრავალნი.
36. და გამოვიდნენ ძენი იამბრისანი მიდავისაგან და შეიპყრეს იოანე და ყოველი, რაოდენი აქუნდა, და განვიდეს, რომელსა ეპყრათ იგი.
37. ხოლო შემდგომად სიტყუათა ამათ მიუთხრეს იონათანს და სჳმონს, ძმასა მისსა, რამეთუ ძენი იამბრისანი ჰყოფენ ქორწილსა დიდსა და წარიყვანებენ სძალსა ნადავათით, ასულსა ერთისა დიდთაგან დიდშემძლეთა ქანანელისათა, ამპარტავნებითა დიდითა.
38. და მოიჴსენეს იოანესი, ძმისა თჳსისა, და აღვიდნენ და დაიფარნენ ქუეშე აჩრდილსა მთისასა.
39. და აღიხილნეს თუალნი თჳსნი და იხილეს, და აჰა ღაღადება და განმზადებულება მრავალნი; და გამოვიდა სიძე და მეგობარნი მისნი და ძმანი მისნი შემთხუევად მათდა ბობღნებითა და მუსიკელებითა და საჭურველითა მრავლითა.
40. და აღდგეს მათ ზედა მზირისაგან, რომელნი იყვნეს იონათანისა თანა, და მოსწყჳტნეს იგინი, და დაეცნეს წყლულებანი მრავალნი, და სხუანი ივლტოდეს მთასა შინა, და აღიღეს ყოველნი ნატყუენავნი მათნი.
41. და გარდაიქცა ქორწილი გლოვად და ჴმა მუსიკთა მათთა ტირილად.
42. და შური იძიეს შურის-ძიებად სისხლისა ძმისა თჳსისა და მოიქცეს ნაპირსა ზედა იორდანისასა.
43. და ესმა ვაკხიდის და მოვიდა დრეთა შინა შაბათთასა ვიდრე ადგილადმდე იორდანისასა ძალითა დიდითა.
44. და ჰრქუა იონათან თჳსთა მიმართ: აღვიდეთ აწ და ვებრძოლოთ სულთა ჩუენთათჳს, რამეთუ არა არს დღეს, ვითარცა გუშინ და გუშინწინ.
45. რამეთუ აჰა ბრძოლა წინაშე ჩუენსა და უკანით ჩუენსა, ხოლო წყალი იორდანისა ამიერ და იმიერ და ნაპირი და ტყე, და არა არს ადგილი, რომელ მიდრეკად.
46. აწ უკუე ღაღად-ყავით ცად მიმართ, რათა ვიჴსენნეთ ჴელთაგან მტერთა თქუენთასა. და ეკუეთა ბრძოლა.
47. და განირთხა იონათან ჴელი თჳსი მოკლვად ვაკხიდისა, და მიდრკა მისგან მართლუკუნ.
48. და გარდახტა იონათან და რომელი იყვნეს მის თანა იორდანესა შინა და სცურვიდეს წიაღკერძოსა ზედა; და ვერა განვლიდეს მტერნი მათ ზედა იორდანესა.
49. და დაეცა კერძოსა ვაკხიდისაგან მას დღესა შინა ვითარცა კაცი ათასი.
50. და მოიქცა იერუსალჱმს შინა და აღაშენნა ქალაქნი ურიასტანსა შინა მტკიცენი, სიმტკიცე იერიქოსა შინა და რომელნი ემმაუმსა შინა და ვეფორონსა და ბეთილსა და თამანამსა და ფარაფონსა და ტეფონსა, ზღუდითა მაღლითა და ბჭეებითა და მოქლონებითა.
51. და დაადგინა მჴუმილნი მათ შინა, რომელ მტერობად ისრაჱლისა.
52. და დაამტკიცა ქალაქნი, რომელი იყო ვედსურას და ღაზარსა და კიდურ ქალაქისა, და დაადგინნა მათ შინა ძალნი და წინა-დადებულნი საჭმელნი.
53. და წარიყვანნა ძენი უხუცესთა სოფლისათა წინდობასა შინა და დასხნა იგინი კიდურ ქალაქსა შინა იერუსალჱმსა შინა ქუეშე საჴმილავთა.
54. და წელსა შინა ას ორმეოცდამეათსამეტსა, თუესა მეორესა, ამცნო ალკიმს დარღუევად ზღუდისა ეზოსა წმიდათა შინაგანისად და დაარღჳა საქმენი წინაწარმეტყუელთანი; და იწყო დარღუევად.
55. მას ჟამსა შინა შევნებულ იქმნა ალკი, და დაბრკოლდა საქმე მისი; და დაიჴშა პირი მისი და დაიჴსნა, და არა ეძლო ვისამე თქმად სიტყჳსა და მიცემად სახლისათჳს თჳსისა.
56. და მოკუდა ალკიმ მას ჟამსა შინა ტანჯვითა დიდითა.
57. და იხილა ვაკხიდ, რამეთუ მოკუდა ალკიმ, და მიიქცა მეფისა მიმართ, და დაყუდნა ქუეყანა იუდასი წელსა ორსა.
58. და განიზრახეს ყოველთა უსჯულოთა და იტყოდეს: აჰა იონათან და რომელნი მის თანა განსუენებასა შინა დაივანებენ მსასოებელნი. აწ უკუე წარვიყვანოთ ვაკხიდი და შევიპყრათ იგინი ყოველნი ღამესა ერთსა შინა.
59. და წარვიდეს და განიზრახვიდეს მის თანა.
60. და აღდგა წარსვლად ძალითა მრავლითა და წარგზავნა ებისტოლენი ფარულად ყოველთა ნაბრძოლთა მისთა, რომელნი იყვნეს იუდასა შორის, რათა შეიპყრან იონათან და მყოფნი მისთანანი. და ვერ შეუძლეს, რამეთუ სცნეს მათ განზრახვა მათი.
61. და შეიპყრეს კაცთაგან სოფლისა უხუცესთა ძჳრისანი ორმეოცდაათი კაცი და მოსწყჳტნეს იგინი.
62. და განვიდა იონათან და სჳმიონ და რომელ მისთანანი ბეფვასეს შინა, რომელი არს უდაბნოსა შინა, და აღაშენნა დარღუეულნი მისნი, დაამტკიცა იგი.
63. და სცნო ვაკხიდი და შეკრიბა ყოველი სიმრავლე თჳსი და რომელნი იყვნეს ჰურიასტანისაგან, მიუთხრა.
64. და მოვიდა და დაიბანაკა ვეთსავის ზედა და ებრძოლა მას დღეთა მრავალთა და ყო საფარნი.
65. და დაადგინა იონათან სიმიონ, ძმა თჳსი, ქალაქსა შინა და გამოვიდა სოფელსა შინა და გამოვიდა რიცხჳთა შინა რომელთამე ლაშქართა.
66. და დასცა ოდომირა და ძმანი მისნი და ძენი ფასირონისნი საყოფელთა შინა მათთა და იწყო მოწყუედად და აღსლვად ძალთა შინა.
67. ხოლო სჳმიონ და მისტანანი გამოვიდეს ქალაქისაგან და მოწუეს საფარნი.
68. და ებრძოლნეს წინაშე ვაკხიდისა, და შეიმუსრა მათგან; და განაბოროტებდეს მას ფრიად, რამეთუ იყო განზრახვა მისი და წარმართება მისი ამავო.
69. და განრისხდა გულის-წყრომითა კაცთა ზედა უსჯულოთა, რომელთა განაზრახეს მას მოსლვად სოფელსა შინა, და მოკლნა მათგან მრავალნი, და განიზრახეს განსლვად ქუეყანასა შინა თჳსთა.
70. და სცნა იონათან და წარავლინნა მისა მიმართ მოციქულნი დადგინებად მის თანა მშჳდობისა და მიცემად მათდა ტყუენი.
71. და მიითუალნა და ყო სიტყჳსაებრ მისისა და ეფუცა მას არა-ძიებად მისა ბოროტი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისა.
72. და მისცა მას ტყუენი, რომელი პირველ წარსტყუენა ქუეყანისაგან იუდასა, და მიიქცა, განვიდა ქუეყანასა შინა თჳსსა და არრარა შესძინა კუალად მისლვად საზღვართა შინა მათთა.
73. და დასცხრა მახჳლი იერუსალჱმისგან, და დაეშენა იონათან მახმასსა შინა; და იწყო იონათან შჯად ერისა და მოსპო არაწმიდანი ისრაჱლისაგან.
თავი 10
10:1–89
1. და წელსა შინა ას სამეოცსა აღმოვიდა ალექსანდრე, ძე ანტიოხოს ეპიფანისა, და დაიპყრა პტოლემაიდა და მიიღო იგი და გამეფდა მუნ.
2. და ესმა დიმიტრი მეფესა და შეკრიბნა მჴედრობანი მრავალნი ფრიად და გამოვიდა შემთხუევად მისა ბრძოლად.
3. და წარავლინნა დიმიტრი იონათანის მიმართ ებისტოლე სიტყჳთა მშჳდობისათა დიდებულებისა მისისა,
4. რამეთუ ჰრქუა: წინა-უსწრო ყოფად მშჳდობისა მის თანა, პირველ ვიდრე ყოს ალექსანდრეს თანა წინა-აღმდგომ ჩუენდა,
5. რამეთუ მოიჴსენოს ყოველი ბოროტი, რომელი ვყავთ მის ზედა და ძმასა მისსა ზედა და ნათესავსა ზედა მისსა.
6. და მისცა მას ჴელმწიფება შეკრებად ლაშქართა და განმზადებად საჭურველისა და ყოფად მისა მეგობრად იგი და წინდნი, რომელნი იყო კიდურ ქალაქსა შინა, ბრძანა მიცემად მისა.
7. და მოვიდა იონათან იერუსალჱმსა შინა და წარიკითხნა ებისტოლენი სასმენელსა შინა ყოვლისა ერისა და რომელნი იყვნეს კიდურ ქალაქისანი.
8. და შეეშინათ შიშითა დიდითა, ოდეს ისმინეს, რამეთუ მისცა მას მეფემან ჴელმწიფება შეკრებად მჴედართა.
9. და მისცეს, რომელნი იყვნეს კიდურ ქალაქისაგან, იონათანს წინდი, და მისცა იგინი მშობელთა მათთა.
10. და დაეშენა იონათან იერუსალჱმსა შინა და იწყო აღშენებად და განახლებად ქალაქისა.
11. და ჰრქუა მოქმედთა მიმართ საქმეთასა აღშენებად ზღუდისა და მთისა სიონისა გარემო, ლოდთაგან ოთხუთხედთა დასამტკიცებელთა მიმართ, და ყვეს ეგრეთ.
12. და ივლტოდეს უცხო-თესლნი, რომელნიცა იყვნეს სიმტკიცეთა შინა, რომელიცა აღეშენა ვაკხიდს.
13. დაუტევა თჳთეულმა ადგილი თჳსი და წარვიდა ქუეყანასა თჳსსა.
14. გარნა ვეფსურსა შინა დაშთენ რომელნიმე დამტევებელთაგან სჯულისა და მცნებისა ღმრთისა, რამეთუ იყო მათდა მისალტოლველი.
15. და ესმა ალექსანდრე მეფესა აღთქმანი, რაოდენიცა წარგზავნა დიმიტრი იონათანისა, და მიუთხრეს მას ბრძოლანი და სიმჴნენი, რომელი ყო ამან და ძმათა მისთა, და შრომანი, რომელიცა აქუნდათ,
16. და ჰრქუა: ნუთუ ჰპოებთა ვისმე კაცსა ესევითარსა? და აწ ვყოთ იგი მეგობრად და თანა-მბრძოლად ჩუენისა.
17. და დაწერნა ებისტოლენი და წარგზავნა მისა სიტყუათაებრ ამათ მეტყუელმან:
18. მეფე ალექსანდრე ძმასა იონათანს - გიხაროდენ!
19. გუესმა შენთჳს, რამეთუ კაცი ძლიერი ხარ ძალითა და სათნო ხარ ჩუენდა მეგობარ-ყოფად.
20. და აწ დაგჳდგინებიხარ შენ დღეს მღდელთ-მთავრად ნათესავისა შენისა და მეგობარ მეფისა წოდებად, - და წარუგზავნა მას პორფირი და გჳრგჳნი ოქროსა, - და განბრძნობად რომელ ჩუენი და დამარხვად მეგობრობისა ჩუენდა მომართ.
21. და სეიმოსა იონათან წმიდასა შინა შესამოსელი მეშჳდესა თუესა, წელსა ას სამეოცსა, დღესა დღესაწაულსა კარვობისასა, და შეკრიბა ძალი და განმზადა საჭურველი მრავალი.
22. და ესმა დიმიტრიოს სიტყუანი ესე და შეწუხნა ფრიად და ჰრქუა:
23. რაჲ ესე ვყავთ, რამეთუ წინა-გჳსწრო ჩუენ ალექსანდრე შეზავებად მეგობრობისა ებრაელთა შორის სიმტკიცესა შინა?
24. დავსწერო მეცა მათდა სიტყუანი სავედრებელნი და ამაღლებისანი და ნიჭთანი, რამეთუ რათა იყოს ჩუენ თანა შემწედ.
25. და დაწერა მათდა სიტყუათაებრ ამათ: მეფე დიმიტრი ნათესავსა ებრაელთასა - გიხაროდენ!
26. ვინათგან დაიცევით აღთქმა ჩუენდა მომართ და ჰგიეთ მეგობრობასა შინა ჩუენსა და არა მიერთენით მტერთა მიმართ ჩუენთა, გუესმა და მხიარულ ვიქმენით.
27. და აწ ეგენით კუალად დაცვად ჩუენდა მომართ სარწმუნოებისა, და მოგაგოთ თქუენ კეთილნი, რომელთათჳს ჰყოთ ჩუენ თანა;
28. და მოგიტევნეთ თქუენ მოსატევებელნი მრავალნი და მოგანიჭნეთ თქუენ ნიჭნი.
29. და აწ განგჴსნე თქუენ და განუტევენ თქუენდა ყოველნი ებრაელნი ხარკისაგან და ფასისა მარილისა და გჳრგჳნთაგან და ნაცვალად სამთა თესლთა
30. და ნაცვალად ნახევართა ნაყოფთა ხეთასა, ჯეროვანებულთა ჩუენდა, მიღებად, დაუტევო დღეითგან და შემდგომად ამისა, რომელ არა აღვიღო ქუეყანისაგან იუდასა და სამთაგან ქალაქთა, წინა-მდებარეთა მისთასა, სამარიტელთაგან და გალილეასა, და დღეითგან დღისა და საუკუნოსა ჟამსა.
31. და იერუსალჱმი რათა იყოს წმიდა და თავისუფალ საზღვრითა თჳსითა და ათისთავტა და ზუერთა.
32. მიუტევებ, და ჴელმწიფება კერძო ქალაქისა, რომელი არს იერუსალჱმს შინა, და მივსცემ მღდელთ-მთავარსა, რათა დაადგინოს მას შინა კაცნი, რომელიცა უკუეთუ გამოირჩიოს თჳთ დაცვად მისა.
33. და ყოველი სულნი იუდასა, რომელი წარტყუენილ არს ქუეყანისგან იუდასა და ყოველსა შორის სამეფოსა ჩემთა, განუტევო თავისუფალ უსასყიდლოდ; და ყოველთა რათა მიეტევნეს ხარჯთაგან და საცხოვართა თჳსთა.
34. და ყოველთა დღესასწაულთა და შაბათთა და ახალთუეთა, დღეთა განწესებულთა და სამთა დღეთა წინა დღესასწაულთა და სამთა დღეთა შემდგომად დღესასწაულთა რათა იყვნენ ყოველთა დღეთა თავისუფალ და განტევებულ ყოველთა ებრაელთა, მყოფთა სამეფოსა შინა ჩემთა.
35. და ნუვის აქუს ჴელმწიფება ქმნად და შეწუხებად ვისმე მათგანისა ყოველისათჳს ნივთისა.
36. და რათა აღიწერნენ ებრაელთაგან მჴედრად ოცდაათი ათასი კაცი და მისცნენ მათ როჭიკნი, ვითარცა ჯერ-არს მჴედართა მეფისათა.
37. და დაადგინენ მათგან სიმტკიცეთა შინა მეფეთასა დიდთა, და მათგან დაედგინნენ საჴმართა ზედა მეფისასა, რომელნი არიან სარწმუნოდ; და მყოფთა მათ ზედა უხუცეს რათა იყვნენ მათგანნი და რათა ვიდოდენ შჯულთა შინა თჳსთა, ვითარცა უბრძანა მეფემ ქუეყანასა შინა იუდასა.
38. და სამნი ქალაქნი, წინა-მდებარენი იუდასა ქუეყანისაგან სამარიასა, რათა შეიძინოს ჰურიასტანისა მიმართ, რათა შეიცვალნენ ყოფად ქუეშე ერთითა, რომელ არა-სმენად სხუათა ჴელმწიფებათა, არამედ ოდენ მღდელთ-მთავრისა.
39. პტოლემიადი და საზღვარნი მისნი მივეც ნიჭად წმიდათა, რომელნი არიან იერუსალჱმს შინა, შეყვანებული წარსაგებელსა ზედა წმიდათა.
40. და მე მივცე თჳთეულსა ზედა წელსა თხუთმეტი ათასი სიკილა ვეცხლი საუნჯეთაგან მეფისათა, ადგილტაგან წინა-მდებარეთა.
41. და ყოვლისა უმრავლესისა, რომელი არა მიეცნეს საჴმართაგან, ვითარცა პირველთა შინა წელთა, აწითგან მისცემდენ საქმეთა შინა ტაძრისასა.
42. და ზეჲთ ამათსა ხუთი ათასისა სიკილა ვეცხლისა, რომელთაგან მოიღებდენ საჴმართაგან სიწმინდისა, ვითარცა პირველი შინა წელსა შეკრებისაგან წლისაებრ, და ესე მიეტეოს, ვინათგან ჯერ-არს ესე მღდელთ-მსახურთა.
43. და რაოდენი უკუეთუ მიივლტოდეს ტაძრისა მიმართ, რომელი არს იერუსალჱმს შინა და ყოველთა შინა საზღვართა მისა, თანა-მდებ მყოფნი მეფისანი და ყოველნი საქმენი, რათა განიჴსნნენ, და ყოველი, რაოდენი არს მათი, სამეფოსა შინა ჩემსა.
44. და აღშენებად და განახლებად სახლნი წმიდისანი, და წარსაგებელნი მიეცნეს საუნჯეთაგან მეფისა.
45. და რომელ აღშენებად ზღუდენი იერუსალჱმისანი და სიმტკიცედ გარემო, და წარსაგებელი მიეცეს შესაკრებელისგან მეფისა, და რომელ აღშენებად ზღუდენი ჰურიასტანსა შინა.
46. ხოლო ოდეს ესმა იონათანს და ერსა სიტყუანი ესე, არა ჰრწმენა მათი, არცა მიითუალეს, რამეთუ მოიჴსენეს ბოროტი დიდი, რომელი იყო ისრაჱლსა შინა, და დააჭირვნა იგინი ფრიად.
47. და სათნო-იჩინეს ალექსანდრეს თანა, რამეთუ იქმნა მათდა უხუცესი სიტყჳთა მშჳდობისათა, და თანა-ბრძოდენ მისა ყოველსა დღესა შინა.
48. და შეკრიბა ალექსანდრე მეფემან ძალი დიდი და დაიბანაკა წინაშე დიმიტრისა.
49. და ჰყვეს ბრძოლანი ორთა მეფეთა; და ივლტოდა ბანაკი დიმიტრისა, და განდევნა იგი ალექსანდრე და განძლიერდა მათ ზედა.
50. და შეუძლო ბრძოლა ფრიად, ვიდრემდისცა დავიდა მზე. და დაეცა დიმიტრი მას დღესა შინა.
51. და წარგზავნა ალექსანდრე პტოლომეოს, მეფისა მიმართ ეგჳპტისა, მოციქულნი სიტყუათაებრ მეტყუელმან:
52. ვინათგან მოვიქეც ქუეყანასა შინა სამეფოსა ჩემსა და დავჯექ საყდართა ზედა მამათა ჩუენთასა და დავიპყარ მთავრობაჲ და შევმუსრე დიმიტრი და ვფლობ სოფლისა ჩუენისა;
53. და აღვადგინე წინაშე მისა ბრძოლა, და შეიმუსრა იგი და ბანაკი მისი ჩუენგან, და დავჯედ საყდართა ზედა სამეფოსა მისისასა.
54. და აწ შევაზაოთ შორის ჩუენსა მოყურობა, და აწ მომეც მე ასული შენი ცოლად, და გესიძო შენ და მიგცე შენ ძრუენი და მას ღირსეულება შენისა.
55. და მიუგო პტოლმეოს მეფემან მეტყუელმან: კეთილ დღე, რომელსა შინა მოიქეც ქუეყანასა შინა მამათა შენთასა და დაჯედ საყდარსა ზედა სამეფოსა მათისასა.
56. და აწ ვყო, რომელი შენ მომწერენ, არამედ შევემთხჳეთ პტოლემაიდსა, რამეთუ რათა ვიხილოთ ურთიერთი, და იქმნე ჩემდა სიძე, ვითარცა სთქუ.
57. და გამოვიდა პტოლომეოს ეგჳპტითგან თჳთ და კლეოპატრა, ასული მისი, და შევიდნენ პტოლემაიდსა შინა წელსა ას სამეოცდაორსა.
58. და შეემთხჳა მას ალექსანდრე მეფე, და მისცა მას კლეოპატრა, ასული თჳსი; და უქმნა მას ქორწილი პტოლემაიდსა შინა, ვითარცა მეფენი დიდებათა შინა დიდითა.
59. და მისწერა ალექსანდრე მეფემან იონათანს მოსლვად შემთხუევად მისა.
60. და წარვიდა თანა დიდებითა პტოლემაიდსა შინა, შეემთხჳა ორთა მეფეთა და მისცა მათ ოქრო და ვეცხლი და მეგობართა მათთა ნიჭი მრავალი და პოვა მადლი წინაშე მათსა.
61. და შეკრბეს მას ზედა კაცნი წარმწყმენდელი იერუსალჱმისგან და კაცნი უშჯულონი შემასმენელად მას ზედა, და არა მიხედა მათ მეფემ.
62. და უბრძანა მეფემ, და განძარცუეს იონათანისათა სამოსელი მისი და შემოსეს იგი პორფირითა; და ყვეს ეგრეთ;
63. და დაისუა იგი მეფემან თჳსთა თანა და ჰრქუა მთავართა თჳსთა: გამოვედით მის თანა საშუალსა ზედა ქალაქისა და ჰქადაგეთ არცა ერთისა შესმენად მათ ზედა არცა ერთისა საქმისათჳს და არცა ერთისა დასჯის მას ყოვლისათჳს სიტყჳსა.
64. და იყო, ოდეს იხილეს შემასმენელთა დიდებისა მის, ვიტარცა ქადაგეს, და შემოსილი იგი პორფირითა, და ივლტოდეს ყოველნი.
65. და ადიდა იგი მეფემან და დაწერა იგი პირველთა შინა მეგობართა და დაადგინა იგი მჴედართ-მთავრად და წილად უხუცესისა;
66. და მოიქცა იონათან იერუსალჱმს შინა მშჳდობითა და სიხარულითა.
67. წელსა შინა ას სამეოცდახუთთა მოვიდა დიმიტრი, ძე დიმიტრისა, კრიტისაგან ქუეყანისა შინა მამათა თჳსთა.
68. და ესმა ალექსანდრე მეფესა და განეწყო ფრიად და მიიქცა ანტიოქიად.
69. და დაადგინა დიმიტრი აპოლლონია, რომელი იყო კილისაგან-სირისა, და შეკრიბა ძალი დიდი და დაიბანაკა იამნიასა შინა და წარავლინა იონათანისა მიმართ მღდელთ-მთავრისა მეტყუელმან:
70. შენ თუ მხოლოდ იქადი ჩუენ ზედა, ხოლო მე ვიქმენ საკიცხელად და საყუედრელად შენთჳს. და რასათჳს შენ ჴელმწიფებ ზედა მთათა შინა?
71. აწ უკუე ესავ ძალთა ზედა შენთა, გამოვედ ჩუენდა მომართ ველთა ზედა, და გამოვიცადნეთ მუნ შორის თჳსთა, რამეთუ ჩუენ თანა არს ძალი ქალაქთა.
72. იკითხე და ისწავე, ვინა ვარ და სხუანი შემწენი ჩუენნი; და იტყჳან: არა არს თქუენდა სადგომი ფერჴთა წინაშე პირთა ჩუენთა, რამეთუ ორ-გზის ლტოლვასა შინა იპოვნნეს მამანი შენნი ქუეყანასა შინა მათთა.
73. და აწ არა ძალ-მიც დათმენად ცხენოსანთა და ძალთა ესევითართა ველსა შინა, სადა არს არს კლდენი, არცა ზღუდენი, არცა ადგილი სალტოლველნი.
74. ოდეს ესმა იონათანს სიტყუანი აპოლონიოსნი, აღიძრა გონებითა და გამოირჩია ათი ათასნი კაცნი და გამოვიდა იერუსალჱმითგან. და შტამოვიდა მის თანა სჳმიონ, ძმაჲ მისი, შეწევნად მისა.
75. და დაიბანაკეს იოპპისა ზედა; და დაჴშეს იგი ქალაქისაგან, რამეთუ საჴმილავი აპოლონიეისა იოპეს შინა იყო, და ებრძოლეს მას.
76. და შეეშინათ და განუხუნეს, რომელნი იყვნეს ქალაქისაგან, და ეუფლა იონათან იოპპეს.
77. და ესმა აპოლონოის და შეკრიბა სამი ათასთა ცხენოსანტა და ზალი დიდი და წარვიდა აზოტად, ვითარცა მოგზაური, და მეყსეულად გამოჴდა ველსა ზედა, ვინათგან ჰყვანდა სიმრავლე ცხენოსანთა და ესვიდა მათ ზედა.
78. და დევნა-უყო იონათან უკუნა მისა აზოტად, და ეკუეთნეს ბანაკი ბრძოლასა ზედა.
79. და დაადგინა აპოლონის ათასი ცხენოსანნი ზურგით მათსა დაფარულსა შინა.
80. და სცნო იონათან, რამეთუ არს მზირნი ზურგით კერძო მისა, და გარემოახჳა მას ბანაკი, და ესროდეს ერთა ზედა განთიადითგან ვიდრე მწუხრადმდე.
81. ხოლო ერნი დგეს, ვითარცა ამცნო იონათან, და დაშურვნეს ცხენნი მათნი.
82. და მოვიდა სჳმონ ძალითა თჳსითა და დაეცა ბანაკსა ზედა, რამეთუ ცხენნი დამაშურალ იყვნეს, და შეიმუსრნეს მისგან და ივლტოდეს.
83. და ცხენოსანნი განიბნივნეს ველთა ზედა და ივლტოდეს აზოტად. და შევიდნენ ვიფდღონდა შინა საკერპოთა მათთა, რომელნი განერნენ.
84. და დაწუა იონათან აზოტი და ქალაქნი, რომელნი იყვნეს გარემოს მისა, და აღიღო ნატყუენავი მათი და საკერპო დაღონისა და შელტოლვილთა მას შინა დაწუა ცეცხლითა.
85. და იყვნეს დაცემულნი მახჳლითა დამწუართა თანა ვითარცა რვა ათასნი კაცნი.
86. და განვიდა მუნით იონათან და მოვიდა ასკალონსა შინა; და გამოვიდნენ ქალაქისაგან შემთხუევად მისა დაბებსა შინა დიდნი.
87. და მოიქცა იონათან იერუსალჱმსა შინა და რომელნი იყვნეს მის თანა მქონებელნი ნატყუენავთა მრავალთა.
88. და იქმნა, ოდეს ისმინა ალექსანდრე მეფემან სიტყუანი ესენი, და შესძინა განდიდებად იონათანისა.
89. და წარუგზავნა მას მანიაკი ოქროსა, ვითარცა ჩუეულებაჲ არს მიცემად მონათესავეთა მეფისათა; და მისცა მას აკკარონა და ყოველნი საზღვარნი მისნი სამპყრობელოსა შინა.
თავი 11
11:1–74
1. და მეფემან ეგჳპტისმან შეკრიბა ძალი მრავალი, ვითარცა ქჳშა, რომელ არს ზღჳს კიდესა შინა, და ხომალდნი მრავალი. და ეძიებდა დაპყრობად სამეფოსა ალექსანდრესასა ზაკვითა და შეძინებად სამეფოსა თჳსისა.
2. და გამოვიდა სირიასა შინა სიტყჳთა მშჳდობისათა, და განუხუნეს მას, რომელნი იყვნეს ქალაქთაგან, და შეემთხჳვნეს მას, რამეთუ მცნებულ იყო ალექსანდრე მეფისა შემთხუევად მისა, ვინადგან სიმამრი იყო მისი.
3. ხოლო ოდეს ვიდოდა ქალაქსა შინა პტოლემაიდს, პტოლმეოს დაადგინა ძალნი მჴუმილთა ზედა თჳთეულსა ქალაქსა შინა.
4. ხოლო ოდეს მიიახლა აზოტის მიმართ, უჩუენეს მას საკერპო დაღონისა მომწუარი და აზოტთ გარემოს ქალაქისა მის დაჴსნილნი და გუამნი გარდაყრილნი და დამწუარნი, რომელიცა მოსწყჳდეს ბრძოლასა შინა, რამეთუ შეყარნეს იგინი ერთბამად გზისა თანა მისსა.
5. და მიუთხრეს მეფესა, რომელი ყო იონათან, რომელიმცა მოიძულეს იგი, და დადუმნა მეფე.
6. და შეემთხჳა იონათან მეფესა იოპპეს შინა თანა დიდებითა, და ამბორს-უყვეს ურთიერთას და დაიძინეს მუნ.
7. და წარვიდა იონათან მეფისა ვიდრე მდინარედმდე, წოდებულისა ელევფერა, და მოიქცა იერუსალჱმსა შინა.
8. ხოლო მეფემან პტოლმეოს დაიუფლნა ქალაქნი ზღჳს-პირისანი ვიდრე სელევკისამდე ზღჳს-პირსა და განიზრახვიდა ალექსანდრეს ზედა ზრახვასა ბოროტსა.
9. და წარგზავნა მოხუცებულნი დიმიტრის მიმართ მეფისა მეტყუელმან: მოვედ, შევაზაოთ შორის ჩუენსა აღთქმა, და მიგცე შენ ასული ჩემი, რომელი უვის ალექსანდრეს, და მეფობაჲ გექმნება სამეფოსა მამისა შენისასა.
10. შევინანე, რამეთუ მივეც მას ასული ჩემი, რამეთუ მეძიებდა მე სიკუდიდ.
11. და ვგმევ იგი გულის-თქმისათჳს სამეფოსა მისისა.
12. და გამოჰგუარა ასული თჳსი, მისცა იგი დიმიტრის და უცხო იქმნა ალექსანდრესაგან, და გამოჩნდა მტერობა მათი.
13. და შევიდა პტოლემოი ანტიოქიად და დადვა ორი დიადიმა თავსა ზედა თჳსსა: ასიასი და ეგჳპტისა.
14. ხოლო ალექსანდრე მეფე იყო კილიკიასა შინა მათ ჟამთა შინა, ვინაითგან შეურაცხ-ყოფდენ, რომელნი იყვნეს ადგილისაგან მათისა.
15. და ესმა ალექსანდრეს და მოვიდა მას ზედა ბრძოლად. და განვიდა პტოლმეოს ძალიმრთითა] და შეემთხჳა მას ჴელითა ძლიერითა და სდევდა მას.
16. და ივლტოდა ალექსანდრე არაბიასა შინა შეწევნად მუნ, ხოლო მეფე პტოლმეოს ამაღლდა.
17. და წარჰკუეთეს დაშთობილს ალექსანდრეს თავი არაბიელთა და წარმოუგზავნეს პტოლემეოსა.
18. და მეფე პტოლემეი მოკუდა მესამესა დღესა, და მყოფნი სიმტკიცეთა შინა წარწყმდებოდეს, რომელთაგან იყვნეს სიმტკიცეთა შინა.
19. და გამეფდა დიმიტრი წელსა შინა ას სამეოცდაშჳდსა.
20. მათ დღეთა შინა შეკრიბა იონათან, რომელი იყვნენ იუდასაგან, რათა ბრძოდეს კიდურ ქალაქსა, რომელი არს იერუსალჱმს შინა, და ქმნა მას ზედა საფარნი მრავალნი.
21. და წარვიდენ რომელნიმე მოძულენი ნათესავისა მათისა, კაცნი უშჯულონი, მეფისა მიმართ დიმიტრისა და მიუთხრეს მას, რამეთუ იონათან გარე-მოადგა კიდურ ქალაქსა, და მსმენელი განრისხნა.
22. ხოლო ოდეს ესმა, მსწრაფლ მოვიდა პტოლემაიდსა შინა და მისწერა იონათანის მიმართ, რათა არა გარე-ადგეს კიდურ ქალაქსა, არამედ რათა შეემთხჳოს იგი განსიტყუებასა ზედა პტოლემაიდსა შინა მოსწრაფედ.
23. ხოლო ოდეს ესმა იონათანს, უბრძანა გარე-მოდგომად; და გამოირჩია მოხუცებულთაგანი ისრაჱლისატა და მღდელთა და მისცა უპატიოებად.
24. და აღიღო ოქრო და ვეცხლი და სამოსელი და სხუანი ძრუენი მრავალნი და წარვიდა მეფისა მიმართ პტოლემაიდსა შინა; და პოვა მადლი წინაშე მისსა.
25. და შეასმენდეს მას ზედა რომელნიმე უშჯულონი ნატესავისაგან მისისა.
26. და უყო მას მეფემან, ვითარცა უყოფდეს მას, რომელნი იყვნეს პირველ მისსა, და აღამაღლა იგი წინაშე ყოველთა მეგობართა თჳსთა.
27. და დაადგინა იგი მთავრად მღდელთა და რაოდენნი სხუანი აქუნდეს პირველ პატივი და ჰყო იგი პირველად მეგობარ-ყოფად.
28. და ევედრა იონათან მეფესა ყოფად ჰურიასტანისა უხარკოდ და სამნი ადგილთ-უხუცესნი და სამარიტელნი და აღუთქვა მას ტალანტი სამასი.
29. და სათნო-იჩინა მეფემან და დაუწერა იონათანს ებისტოლენი ყოველთა ამათთჳს, რომელიცა აქუნდა სახითა ესევითარითა:
30. მეფე დიმიტრი იონათან ძმასა - გიხაროდენ! და ნათესავსა ებრაელთასა.
31. წერილი ებისტოლისა, რომელიცა მივსწერეთ ლასთენს თანა-მონათესავესა თქუენთჳს, მოვსწერეთ თქუენდა, რათა უწყოდეთ.
32. დიმიტრი მეფე ლასთენს მამასა - გიხაროდენ!
33. ნათესავნი ებრაელთა, მეგობართა ჩუენთა, და რომელი იმარხვენ ჩუენდა მომართ სიმართელსა, ვსაჯე კეთილისა-ყოფა კეთილისა შეწყნარებისათჳს ჩუენდა მომართ.
34. დაუდგინეთ უკუე მათ საზღუარნი ურიასტანისანი და სამნი ქალაქნი: ეფერემ, ლუდია და რამაფემ, რომელნი შეეძინნეს ჰურიასტანსა სამარიასგან, და ყოველნი ჯეროვანებული მათდა მიმართ ყოველთა მემსხუერპლეთა იერუსალჱმს შინა ნაცვალად მეფეთა, რომელთა მიიღებდენ მეფენი მათგან პირველად ყოველსა ზედა წელსა ნაშრომთაგან ქუეყანასა და ხეთა ნაყოფთაგან
35. და სხუათა ჯეროვანებულთა ჩუენდა აწითგან, ათისთავთა და ხარკთა ჯეროვნებულთა ჩუენდა და მარილისა საწნახელისა და თანა-ჯეროვნებული ჩუენდა საგჳრგჳნოთა, ყოველივე წყალობით მიუტევეთ მათ.
36. და არარავე შეეცვალოს ამათგან ამიერითგან და საუკუნოდ ჟამადმდე.
37. აწ უკუე გულს-მოდგინე იქმენ ყოფად ჟამთა ამათ წერილისა, და რათა მიეცეს იონათანს, და რათა დადვას მთასა შინა წმიდასა, ადგილსა შინა პატიოსანსა.
38. და იხილა დიმიტრი მეფემან, რამეთუ ნუგეშინის-სცა ქუეყანამან წინაშე მისსა, და არავინ აღუდგების მას წინა; და განუტევა ყოველნი მჴედრობანი თჳსნი, თჳთოეული ადგილსა თჳსსა, გარნა უცხონი ძალნი, რომელთა მოუწოდა ჭალაკთაგან წარმართნი, და ემტერნეს მას ყოველნი ძალნი მამისა მისისა.
39. ხოლო ტრიგონ იყო ალექსანდრესგან პირველისა, და იხილა, რამეთუ ყოველნი ძალნი დრტჳნვენ დიმიტრისა ზედა, და წარვიდა ემალკუს მიმართ არაბიასა, რომელი ზრდიდა ანტიოხოსს, ყრმასა ალექსანდრესასა,
40. და შეურდებოდა მას, რამეთუ რათა მისცეს იგი მას, რათა მეფე-ყოს მამასა წილ მისისა; და მიუთხრა მას, რაოდენიცა ქმნა დიმიტრი, და მტერობითა, რომლითა მტერობდენ ჩემდა ძალნი მისნი, და ეგო მუნ დღეთა მრავალთა.
41. და წარგზავნა იონათან დიმიტრის მიმართ მეფისა, რათა განდევნნეს, რომელნი არიან კიდურ ქალაქისა იერუსალჱმისაგან, რომელნი არიან სიმტკიცესა შინა, რამეთუ იყვნეს მბრძოლნი ისრაჱლისანი.
42. და წარგზავნა დიმიტრი იონათანის მიმართ მეტყუელმან: არა გარნა ესენი გიყო შენ და ნათესავსა შენსა, არამედ დიდებითაცა გადიდო შენ და ნათესავი შენი, უკუეთუ ჟამკეთილობასა მიემთხჳო.
43. აწ უკუე მართლად უყო, უკუეთუ წარმოგზავნენ ჩემდა კაცნი, რომელიცა შეგეწევიან, რამეთუ განმეშორნეს ყოველნი მჴედარნი ჩემნი.
44. და წარუგზავნა მას იონათან კაცნი სამი ათასნი, ძლიერნი ძალითა, ანტიოქიასა შინა, და მოვიდეს მეფისა მიმართ; და განიხარა მეფემან მოსლვისათჳს მათისა.
45. და შეკრბეს, რომელნი იყვნეს ქალაქისაგან, საშუალსა შინა ქალაქისსა ას ოცი ათასი კაცი და განიზრახვიდეს მოკლვად მეფისა.
46. და ივლტოდა მეფე ეზოსა შინა, და მოიცვეს, რომელნი იყვენს ქალაქისაგან, გზანი ქალაქისანი და იწყეს მოწყუედად.
47. და მოუწოდა მეფემან ებრაელთა შემწედ, და შეკრბეს ყოველნი ერთბამად მისა მიმართ, და განიბნივნეს ყოველნი ქალაქსა შინა.
48. და მოსწყჳტნეს ქალაქსა შინა მას დღესა შინა ასი ათასი კაცი და დაწუეს ქალაქი და აღიღეს ნატყუენავი მრავალი მას დღესა შინა და იჴსნეს მეფე.
49. და იხილეს, რომელი იყვნეს ქალაქისაგან, რამეთუ დაიპყრეს იუდელთა, ვითარცა ენებათ, და მოუძლურდეს გონებითა თჳსითა და ღაღად-ყვეს მეფისა მიმართ ვედრებით მეტყუელნი:
50. მოგუეც ჩუენ მარჯუენი, და რათა დასცხრენ ებრაელნი ბრძოლად ჩუენდა და ქალაქთა.
51. და განყარეს საჭურველები თჳსი და ყვეს მშჳდობაჲ და იდიდნეს ებრაელნი წინაშე მეფისა და წინაშე ყოველთა, რომელნი იყვნეს სამეფოსა შინა მისსა, და მიიქცეს იერუსალჱმად მქონებელნი ნატყუენავთა მრავალთა.
52. და დაჯდა დიმიტრი მეფე საყდარსა ზედა სამეფოსა თჳსსა, და განისუენა ქუეყანამან წინაშე მისსა.
53. და იტყუვა ყოველივე, რაოდენი ჰრქუა, და უცხო იქმნა იონათანისა და არა მიაგო მას კეთილის-ყოფისაებრ, რომელი მიეგო მას, და აჭირვებნ მას ფრიად.
54. ხოლო შემდგომად ამათსა მოიქცა ტრიფონ და ანტიოქოს მის თანა, ყრმა ჭაბუკი, და გამეფდა და დაიდვა დიადიმა.
55. და შეკრბეს მისა მიმართ ყოველნი მჴედრობანი, რომელნიცა განაბნივნა დიმიტრი, და ებრძოლა წინაშე მისსა და სძლო, და ივლტოდა.
56. და მიიღო ტრიფონ მჴეცნი და დაიპყრა ანტიოქია.
57. და მისწერა ანტიოხოზ ჭაბუკმა იონათანს მეტყუელმან: დაგადგინე შენ მღდელთ-მთავრად და დაგადგენ შენ ოთხთა ქალაქთა ზედა, და იყო მეგობრად მეფისა.
58. და წარუგზავნა მას ჭურჭელნი ოქროსანი და სამსახურებელნი და მისცა მას ჴელმწიფება სმად ოქროთა და ყოფად პორფირითა, და აქუნდეს მანიაკი ოქროსი.
59. და სჳმიონ, ძმა მისი, დაადგინა მთავრად მჴედართა საზღვართაგან ტჳროსა ვიდრე საზღვრადმდე ეგჳპტისა.
60. და გამოვიდა იონათან და მოვლიდა წიაღკერძო მდინარისა და ქალაქთა შინა, და შეკრბეს მისა მიმართ ყოველნი ძალნი სირისა შემწედ; და მოვიდა ასკალონად და მიეგებდეს მას პატივითა ქალაქისაგან.
61. და წარვიდა მუნით ღაზას შინა, და დაჴშნეს, რომელნი იყვნეს ღაზასა შინა, და გარე-მოიცვა იგი და მოწუა გარემო ქალაქისა მის ცეცხლითა და წარტყუენა იგინი.
62. და ევედრნენ იონათანს, რომელნი იყვნენ ღაზისაგან, და მისცა მას მარჯუენე და აღიღო ძენი უხუცესთა მათთა წინდსა შინა და წარგზავნნა იგინი იერუსალჱმს შინა და განვლნო სოფელნი ვიდრე დამასკოდმდე.
63. და ესმნეს იონათანს, რამეთუ არიან უხუცესნი დიმიტრისნი კადისსა შინა, რომელი არს გალილეასა შინა, ძალითა მრავლითა, მნებელი განშორებად მისა სამეფოსაგან საქმისა.
64. და შეემთხჳა მათდა, ხოლო ძმა თჳსი, სჳმიონ, დაუტევა სოფლებსა შინა.
65. და დაიბანაკა სჳმონ ბედსაურასა ზედა, და ბრძოდა იგი დღეთა მრავალთა და დაჴშა იგი.
66. და ითხოეს მის თანა მარჯუენე მიღებად, და მისცა მათ და განდევნა იგინი მუნითგან და აღიღო ქალაქი და დაადგინა მას შინა მჴუმილავნი.
67. ხოლო იონათან და ბანაკნი მისნი მოვიდეს წყალსა მიმართ ენისართა და წარვიდეს განთიად მსთუად ველსა შინა ნასორისასა.
68. და აჰა დაბანაკება უცხო-თესლთა შეემთხჳა მას ველსა ზედა, და დაადგინნეს მათ ზედა სამზირნი მთათა შინა, ხოლო თჳთ შეემთხჳვნეს წინააღმდგომთაგანთა.
69. ხოლო მზირნი აღდგეს ადგილტაგან თჳსთა და აღადგინეს ბრძოლაჲ.
70. და ივლტოდეს, რომელნი იყვნეს იონათანის თანა ყოველნი, და არცა ერთი დაშთა მათგან, გარნა მატაფია, ძე აბესალომისა, და იუდა, ძე ხალფვისა, უხუცესი მჴედართა ძალთათა.
71. და დაიპო იონათან სამოსელი თჳსი, დაისხა მიწა ღავსა ზედა თჳსსა და ევედრა.
72. და მოიქცა მათ ზედა ბრძოლად და სძლო მათ, და ივლტოდეს.
73. და იხილეს თჳსნი მლტოლვარეთა მისგან და მოიქცნენ მისა მიმართ და სდევნიდეს მის თანა ვიდრე კლდემდე, ვიდრე ბანაკისამდე მათისა და დაიბანაკეს მუნ.
74. და დაეცა უცხო-თესლთაგან მას დღესა შინა სამი ათასი კაცი, და მოიქცა იონათან იერუსალჱმსა შინა.
თავი 12
12:1–53
1. და იხილა იონათან, რამეთუ ჟამი შეეწევის მას, და გამოარჩივნა კაცნი და წარგზავნა იგინი ჰრომედ დადგინებად და განახლებად მათ თანა მეგობრობისა.
2. და სპარტიატისა მიმართ და სხუათა მიმართ ადგილთა წარგზავნა ებისტოლენი იმისებრვე სახისა.
3. და წარვიდეს ჰრომედ და შევიდენ საგანზრახოსა სახლსა და თქუეს: იონათან მღდელთ-მთავარმან და ნათესავთა ებრაელთამან წარმოგუავლინეს ჩუენ განახლებად მეგობრობისა თქუენ თანა და თანა-მბრძოლობად პირველისაებრ;
4. და მისცეს მათდა ებისტოლენი მათდა მიმართ ადგილთაებრ, რათა განიყვანონ იგინი ქუეყანასა შინა იუდასა მშჳდობით.
5. და ესე არს წერილი ებისტოლისა, რომელიცა მისწერა იონათან სპარტიატელთა მიმართ:
6. იონათან მღდელ-მთავარი და მოხუცებულნი ერთა და მღდელნი და სხუანი ერნი ებრაელთა სპარტიატელთა ძმათა - გიხაროდენ!
7. ვინათგან პირველ წარმოგიგზავნეს ებისტოლე ონიას მიმართ მღდელთმთავრისა დარიასაგან, რომელი მეფობდა ჩუენ შორის, რამეთუ არს ძმა ჩუენი, ვითარცა წერილი შემოიპყრობს.
8. და მიითუალა ონია კაცი წარგზავნილი დიდებითა და მიიღო ებისტოლენი, რომელთაცა შინა აღთქმულ არს თანა-მბრძოლობისათჳს და მეგობრობისა.
9. და ჩუენ უკუე არა მოჴამს ვიყვენით ამათ მყოფთა, ნუგეშის-ცემა გუაქუნდა წმიდათა წიგნთა, რომელნი არიან ჴელთა შინა ჩუენთა.
10. გამოვიცადეთ წარმოგზავნად თქუენდამო განახლებად ძმობისა და მეგობრობისა, რომელიცა არა უცხო იქმნეს თქუენდა, რამეთუ ჟამნი მრავალნი გარდაჴდეს მიერითგან, რომელ წარმოგზავნეთ ჩუენდამო.
11. ჩუენ უკუე ყოველსა ჟამსა შინა დაუცხრომელად დღესასწაულთა შინა და სხუათა შინა შეგვანებულთა დღეთა მოგიჴსენებთ თქუენ მსხუერპლთა შინა, რომელთა შევსწირავთ, და ლოცვათა შინა, ვითარცა ჯერ-არს და შუნიერ არს მოჴსენებად ძმათა.
12. და ვიხარებთ უკუე დიდებისათჳს თქუენისა.
13. ხოლო ჩუენ მოგჳცვეს მრავალთა ჭირთა და მრავალთა ბრძჳლთა, და გუებრძოლნეს ჩუენ მეფენი, რომელნი არიან გარემო ჩუენსა.
14. და არა გჳნებს ჭირვებად თქუენდა და სხუათა თანა-მბრძოლთა და მეგობართა ჩემთა ბრძოლათა შინა ამათ.
15. რამეთუ გუაქუს ზეცითგან შეწევნა, რომელი შეგუეწევის ჩუენ, და ვიჴსენით მტერთაგან ჩუენთა, და დამდაბლდენ მტერნი ჩუენნი.
16. და გამოვირჩიეთ უკუე ნუმინია, ძე ანტიოხოსი, და ანტიპატრა იასონისა და წარმოვგზავნეთ რომაელთა მიმართ განახლებად მათ თანა მეგობრობისა და თანა-მებრძოლობისა პირველისა.
17. და ვამცნეთ უკუე მათ თქუენდა მომართ მოსლვად და ამბორის-ყოფად თქუენდა და მიცემად თქუენდა ჩუენმიერთა ებისტოლეთა განახლებისათჳს და ძმობისა ჩუენისა.
18. და აწ კეთილად ყავით მოგებად ჩუენდა ამათთჳს.
19. ესე წერილი ებისტოლისა, რომელი წარუგზავნა ონიას, მეფემან სპარტიატელთამან:
20. ონია მღდელთ-მთავარსა დიდსა - გიხაროდენ!
21. იპოვა წერილსა შინა სპარტიატელთათჳს და ებრაელთა, რამეთუ არიან ძმანი და რამეთუ არიან ნათესავისაგან აბრაჰამისა.
22. და აწ მიერითგან ესე ვცანთ, კეთილ-ვყოფთ და ვსწერთ ჩუენ მშჳდობისათჳს თქუენისა.
23. ხოლო მოგწერწთ თქუენ: საცხოვარნი თქუენნი და წარსაგებელნი თქუენნი ჩუენნი არიან, და რამეთუცა ჩუენნი თქუენნი არიან, უბრძანეთ უკუე, რათა მოგითხრან თქუენესე.
24. და ესმა იონათანს, რამეთუ მოიქცნენ უხუცესნი დიმიტრისნი ძალითა მრავლითა, უფროს ვიდრე პირველისა, ბრძოლად მას ზედა.
25. და განვიდა იერუსალჱმით და შეემთხჳა მათ ამაფიტელთა შინა სიფელსა, რამეთუ არა მისცა მათ ჟამი, რათა შევიდენ სოფელსა შინა მისსა.
26. და წარავლინნა მსტოვარნი ბანაკსა შინა მათსა, და მოიქცენ და მიუთხრეს მას, რამეთუ ესრეთ განიწესნენ დაცემად მათ ზედა ღამე.
27. ხოლო ოდეს დაჰჴდა მზე, ამცნო იონათან თჳსთა მღჳძარებად და ყოფად საჭურველთა შინა და განმზადებად ბრძოლასა ზედა ღამე ყოველ და დაადგინა მჴუმილავნი გარემოს ბანაკისა.
28. და ესმათ წინა-აღმდგომთა, რამეთუ განმზადებულ არს იონათან თჳსთა თანა ბრძოლასა ზედა, და შეეშინათ და განცჳბრდენ გულითა თჳსითა და აღაგზნნეს ცეცხლნი ბანაკსა შინა თჳსსა.
29. ხოლო იონათან და რომელნი იყვნეს მის თანა ვერა სცნეს ვიდრე განთიადადმდე, რამეთუ ხედვიდეს ცეცხლსა მგზებარესა.
30. და დევნა-უყო იონათან უკანით მათ და ვერ ეწია მათ, რამეთუ განვლეს ელეფთერს მდინარესა.
31. და მიიქცა იონათან არაბთა ზედა, რომელთა ეწოდებიან ზაბედეი, და დასცა იგინი და აღიღო ნატყუენავი მათი.
32. და დაუტევა დამასკოს შინა და მოვლო ყოველთა შორის სოფლებსა მუნ.
33. ხოლო სჳმიონ გამოვიდა და მოვლო ვიდრე ასკალონადმდე და მახლობელთა სიმტკიცეთა და მიიქცა იოპპედ და აღიღო იგი.
34. ხოლო ესმა რამეთუ განიზრახეს სიმტკიცეთა მიცემად კერძოსა დიმიტრისა, და დაადგინნა მუნ მჴუმილავნი, რათა სცვიდენ მას.
35. და მოიქცა იონათან და შეკრიბნა მოხუცებულნი ერისანი და განიზრახნა მათ თანა აღსენებად სიმტკიცეთა ჰურიასტანსა შინა.
36. და აღამაღლნეს ზღუდენი იერუსალჱმისანი, და აღმაღლებად სიმაღლე დიდი შორის კიდურ ქალაქისა და ქალაქთა და რომელიცა განყო იგი ქალაქისაგან, რათა იყოს ესე შეერთებასა ზედა, რამეთუ რათა არცა მიჰყიდნენ, არცა განყიდდენ.
37. და შეკრბეს აღშენებად ქალაქისა, რამეთუ დაცემულტა ზღუდეტა ნაღუარევისათა, რომელი აღმოსავალითგანეთ, და განმზადეს, რომელსა ეწოდების ტაფენაფა.
38. და სჳმიონ აღაშენა ადიდაჲ სოფელსა შინა და დაამტკიცნა კარნი და მოქლონი.
39. და ეძიებდა ტრჳფონ მეფობად ასიასა შინა და შეძინებად დიადიმასა და განრთხმად ჴელისა მეფისა ზედა ანტიოხოსასა.
40. და შეეშინა, რათა ნუოდეს არა უტეოს იგი იონათან და ებრძოლოს მას ზედა; და ეძიებდა გზასა, რომელ შეპყრობად იონათანისა, და მოკლას იგი; და აღდგა და მივიდა ვეფსანსა შინა.
41. და გამოვიდა იონათან შემთხუევად მისა ორმეოცითა ათასითა კაცითა რჩეულითა წყობად და მოვიდა ბეფსანასა შინა.
42. და იხილა ტრჳფონ, რამეთუ მოვდა იონათან ლაშქრიტა დიდითა, და განყოფად მას ზედა ჴელისა შეეშინა და შეიწყნარა იგი პატივითა.
43. და დაადგინა იგი წინაშე ყოველთა მეგობართა თჳსთა და მისცა მას ნიჭნი და ამცნო ყოველთა მჴედართა თჳსთა მორჩილებად მისა, ვითარცა თავისად.
44. და ჰრქუა იონათანს: რად დააშურვე ყოველი ერი ესე? ბრძოლანი არა აღდგომილან ჩუენდა.
45. და აწ განუტევენ იგინი სახლთა შინა თჳსთა და გამოირჩიენ თავისა შენისა კაცნი მცირენი, რომელნი იყვნენ შენ თანა, და მოვედ ჩემ თანა პტოლემაიდსა შინა, და მოგცე შენ იგი და სხუანი სიმტკიცენი და ძალნიცა სხუანი და ყოველნი, რომელნი ზედ-საჴმარობით, მოვიქცე მუნითგან, რამეთუ ამისთჳს მოვედ.
46. და ჰრწმენა მისა, ჰყო, ვითარცა ჰრქუა, და განუტევნა ძალნი, და განვიდეს ქუეყანასა შინა ჰურიასტანისასა.
47. ხოლო დაიტევნა თჳსთა თანა კაცნი სამი ათასი, რომელთაგან ორი ათასი დაუტევა გალილეასა შინა, ხოლო ათასნი თანა-ვიდოდეს მას თანა.
48. ხოლო ოდეს შევიდა იონათან პტოლემაიდოსა შინა, დაჴშეს ბჭენი ქალაქისანი პტოლემაიდოსა შინა და შეიპყრეს იგი და ყოველნი შესრულნი მის თანა მოსწყჳტნეს მახჳლითა.
49. და წარავლინა ტრჳფონ ლაშქარნი და ცხენოსანნი გალილეასა შინა და ველსა ზედა დიდსა, რომელ წარწყმედად ყოველთა მეგობართა იონათანისათა.
50. და სცნეს, რამეთუ შეიპყრა იონათან და მოიკლა და ყოველნი, რომელნი იყვნენ მის თანა, ნუგეშინი-სცეს თავსა თჳსსა და ვიდოდეს განმზადებულნი ბრძოლად.
51. და იხილეს მდევართა რამეთუ სულისათჳს მათისა არს, და მიიქცეს.
52. და მოვიდეს ყოველნი მშჳდობით ქუეყანასა შინა იუდასა და იტირეს იონათან და მყოფნი მისთანანი, და შეეშინათ ფრიად, და ტიროდეს ყოველნი ისრაჱლნი ტირილითა დიდითა.
53. და ეძიებდეს ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემონი მათნი, შემუსრვად მათთა, რამეთუ თქუეს: არა ჰყავთ უხუცესი და შემწეველი; აწ უკუე ვებრძოლოთ მათ და აღვიღოთ კაცთაგან საჴსენებელი მათი.
თავი 13
13:1–54
1. და ესმა სჳმიონს, რამეთუ შეკრიბა ტრჳფონ ძალი მრავალი მოსლვად ქუეყანასა შინა იუდასა და შემუსრვად მისა.
2. და იხილნა ერნი, რამეთუ არიან შეშინებულ და შეძრწუნებულ, და აღვიდა იერუსალჱმსა შინა და შეკრიბა ერი;
3. და აუწყა მათ და ჰრქუა მათდა: უწყით, რაოდენი მე და ძმამან ჩემმან და სახლმან მამისა ჩემისა ვყავით შჯულთათჳს და წმიდათათჳს, და ბრძოლანი და იწროებანი, რომელიცა ვიხილეთ.
4. ამისთჳს წარწყმდეს ძმანი ჩემნი ყოველნი ისრაჱლისათჳს, და დავშთი მე მხოლო.
5. და აწ ნუ იქმნებით ჩემდა რიდებად სულისა ჩემისა ყოველსა შინა ჟამსა ჭირისასა, რამეთუ არა უმჯობეს ვარ ძმათა ჩემთა;
6. გარნა შური ვაგო ნათესავისათჳს ჩემთა და წმიდათათჳს და ცოლთა და შვილთა ჩუენთათჳს, რამეთუ შეკრბეს ყოველნი წარმართნი შემუსრვად ჩუენდა მტერობისათჳს.
7. და განჴურდეს სულითა ერნი ერთბამად სმენად სიტყუათა ამათ
8. და მიუგეს ჴმითა დიდითა მეტყუელთა: შენ ხარ წინამძღუარი ჩუენი ნაცვლად იუდასა და იონათან, ძმისა შენისა,
9. რომელნი ბრძოდეს ბრძოლათა ჩუენთა; და ყოველი, რაოდენიცა უკუეთუ გჳთხრა ჩუენ, ვყოთ.
10. და შეკრიბა ყოველნი კაცნი მებრძოლნი და ისწრაფა აღსრულებად ყოველთა ზღუდეთა ისრაჱლისათა და მტკიცე-ყო იგი გარემო.
11. და წარგზავნა იონათან, ძე აბესალომისა, და მის თანა ძალი საკმარო იოპპესა შინა და განდევნა მყოფნი მას შინა და ეგო მუნ მას შინა.
12. და აღიძრა ტრჳფონ პტოლემაიდისაგან ძალითა დიდითა შემოსლვად ქუეყანისა შინა იუდასა, და იონათან მის თანა მჴუმილსა შინა.
13. ხოლო სჳმიონ დაიბანაკა ადიდუსა შინა პირსა ზედა ველისასა;
14. და სცნო ტრჳფონ, რამეთუ აღდგა სჳმიონ ნაცვალად ძმისა თჳსისა იონათანისა და ვითარცა კუეთებად მათ თანა ნებავს ბრძოლისა, წარავლინა მისა მიმართ მოციქულნი მეტყუელმან:
15. ვეცხლისათჳს, რომელი თანა-მდებ არს ძმაჲ შენი იონათან მეფისა საჴმართათჳს, რომელი აქუნდა, დავიპყარით იგი.
16. დააწ წარმოგზავნე ვეცხლი ტალანტი ასი და ორნი ძენი მძევლად, რამეთუ რათა არა განტევებული განდგეს ცემგან, და განუტეოთ იგი.
17. და სცნა სჳმიონ, რამეთუ ზაკვით მეტყუელებნ მისა მიმართ, და წარგზავნა ვეცხლი და ყრმანი, რათა არაოდეს მტერობა მიიღოს დიდი ერთაგან მეტყუელთა,
18. რამეთუ არა წარუგზავნა მას ვეცხლი და ყრმანი და წარწყმიდა.
19. და წარუგზავნნა ყრმანი და ასი ტალანტი, და უტყუვა და არა განუტევა იონათან.
20. და შემდგომად ამათსა მოვიდა ტრჳფონ, რათა შევიდეს სოფელსა შინა, და შემუსრნეს იგი, და მოიცვა გზა, რომელი მიიყვანს ადორსა შინა; ხოლო სჳმონ და ბანაკი მისი წინაშე-უვიდოდეს მას ყოველთა ზედა ადგილთა, სადაცა ვიდოდეს.
21. ხოლო მყოფთა კიდურ ქალაქთაგან წარმოგზავნეს ტრჳფონის მიმართ მოციქულნი მაჭირვებელნი მისი, რათა აღისწრაფოს მისლვად მათდა მიმართ უდაბნოთა და წარგზავნად მათდა საზრდელისა.
22. და განმზადა ტრჳფონ ყოველნი ცხენოსანნი თჳსნი, რომელ მისლვად მას ღამესა შინა. და იყო თოვლი დიდი ფრიად, და არა მოვიდა თოვლისათჳს და აღდგა და განვიდა ღალადითიდსა შინა.
23. ხოლო ოდეს მიიახლა ვასკაისა მიმართ, მოკლა იონათან. და დაიმარხა იგი მუნ.
24. და მოიქცა ტრჳფონ და წარვიდა ქუეყანასა შინა თჳსსა.
25. და წარგზავნა სჳმიონ და აღიღო ძუალი ძმისა თჳსისა იონათანისა და დამარხა იგი მოდინსა შინა, ქალაქსა მამათა თჳსთათა.
26. და იტირეს იგი ყოველმან ისრაჱლმან ტირილითა დიდითა და იგლოვმრთიდ]ეს მას დღეთა მრავალთა.
27. და აღაშენა სჳმიონ... საფლავთა ზედა მამისა თჳსისათა და ძმათა თჳსთასა და აღამაღლნა იგი ხოლვითა, ქვითა გათლილითა წინათ და უკანით.
28. და დაადგნა მათ ზედა შჳდნი პირამიდნი, ერთი პირისპირ ერთისა, მამისა და დედისა და ოთხნი ძმათა.
29. და ამით ქმნა მოზღუდვილ და დაუსხნა სუეტნი დიდნი და ქმნა სუეტთა ზედა ყოველნი საჭურველნი საჴსენებლად საუკუნოდ და თანა ყოვლისა საჭურველთა ნავი გამოქანდაკებული, რომელსა შინა სახილველ-ყოფად ყოველტაგან მცურავთა ზღჳსათა ზედა.
30. და ესე საფლავი, რომელი ჰყო მოდინსა შინა, ვიდრე ამის დღემდე.
31. ხოლო ტრჳფონ ვიდოდა ზაკვითა ანტიოხოს მეფისა თანა ჭაბუკისა და მოკლა იგი;
32. და მეფე იქმნა მის წილ და დაიდვა მას ზედა დიადიმაჲ ასიასი და ჰყო წყლულებაჲ დიდი ქუეყანასა ზედა.
33. და აღაშენა სჳმიონ სიმტკიცენი ჰურისტანისანი და შემოზღუდა გოდლებითა მაღლითა და ზღუდითა დიდითა და ბჭეებითა და მოქლონებითა და დადვა საზრდელი სიმტკიცეთა შინა.
34. და გამოირჩივნა სჳმიონ კაცნი და წარგზავნა მეფისა მიმართ დიმიტრისა, რათა ყოს მიტევებაჲ სოფლისა, რამეთუ ყოველნი საქმენი ტრჳფონისნი იყვნეს წარტაცებანი.
35. და წარგზავნა მისა დიმიტრი მეფემან სიტყუათაებრ ამათ, მიუგო მას და მისწერა მას ებისტოლე ესევითარი:
36. მეფე დიმიტრი სიმონს მღდელთ-მთავარსა და მეგობარსა მეფისასა და მოხუცებულთა და ნათესავთა ებრაელთასა - გიხაროდენ!
37. გჳრგჳნი ოქროსა და ბეჭედი, რომელი წარმოგზავნეთ, მივიღეთ და განმზადებულ ვართ ყოფად თქუენდა მშჳდობისა დიდისა და აღწერად მყოფთა მიმართ საჴმართა ზედა, რომელ მიტევებად თქუენდა მისატევებელი.
38. და რაოდენი დავადგინეთ თქუენდა, დაემტკიცნენ, და სიმტკიცენი, რომელნი აღაშენეთ, რათა იყავნ თქუენდა.
39. ხოლო მოგიტეო უმეცრემაჲ და შეცოდებაჲ ვიდრე დღეინდელად დღედმდე და გჳრგჳნი, რომელი თანა-გაცთ, და უკუეთუ ვითარცა სხუა ხარკი იყო იერუსალჱმსა შინა, კუალად რათა არა იყვნენ მისაცემელი.
40. და უკუეთუ რომელნიმე საჴმარნი თქუენგან დაწერად ჩუენდა მიმართ, რათა დაიწერებოდინ, და რათა იყოს შორის ჩუენსა მშჳდობაჲ.
41. წელსა ას სამეოცდაათსა აღეღო უღელი წარმართთა ისრაჱლისაგან.
42. და იწყეს ერთა ისრაჱლთა წერად წერილთა შინა და შეზრახებათა შინა წელსა პირველსა სჳმიონის თანა, მღდელთ-მთავრისა დიდისა და მჴედართწინამძღურისა ჰურიათასა.
43. მათ დღეთა შინა მოვიდა სჳმიონ ღაზასა ზედა და მოიცვა იგი ბანაკებითა და ყო საფარნი და მიიახლა ქალაქისა მიმართ და დასცა გოდოლი ერთი და აღიღო.
44. და გარდუხლტებოდეს ქალაქსა შინა, რომელნი იყვნეს საფრებთა შინა, და იქმნა შერყევა დიდი ქალაქსა შინა.
45. და აღვიდეს, რომელნი იყვნეს ქალაქსა შინა, ცოლითა და შვილითა ზღუდესა ზედა და დაიპნეს სამოსელნი თჳსნი და ღაღად-ყვეს ჴმითა დიდითა და ევედრებოდეს სჳმიონს მიცემად მათდა მარჯუენისა;
46. და თქუეს: ნუ ჰყოფ ჩუენდა სიბოროტისაებრ ჩუენისა, არამედ წყალობისაებრ შენისა.
47. და ლმობიერ იქმნა მათდა სჳმიონ და არღარა ჰბრძოლა მათ და განდევნა იგინი ქალაქისაგან და განწმიდნა სახლნი, რომელსა შინა იყვნეს კერპნი, და ესრეთ შევიდა მას შინა, გალობითა აკურთხევდა უფალსა.
48. და განყარნა მისგან ყოველნი არაწმიდანი და დაამკჳდრნა მას შინა კაცნი, რომელნი შჯულსა ჰყოფდენ, და დაამტკიცა იგი და ჰყო მას შინა თავისა თჳსისა საყოფელი.
49. ხოლო მყოფთა კიდურ ქალაქისაგან იერუსალჱმს შინა განაყენებდენ შესლვად და განსლვად სოფლებთა შინა და განსყიდად და მოსყიდვად; და შეემშიათ ფრიად, და მრავალნი მათგანნი წარწყმდეს სიყმილითა.
50. და ღაღად-ყვეს სჳმიონის მიმართ მარჯუენისა მიღებად, და მისცა მათ და განდევნა იგინი მუნითგან და განსწმიდნა კიდურ ქალაქი შეგინებულთაგან;
51. და შევიდა მას შინა მეოცდასამესა დრესა შინა მეორისა თჳსასა, წელსა ას სამეოცდამეათერთმეტესა, ქებითა და ბაიათა და ებნითა და ორღანოთა და წინწილითა და გალობითა და გალობათათა, რამეთუ შეიმუსრა მტერი დიდი ისრაჱლისაგან.
52. და დაადგინა ყოველთა ზედა წელთა დღესასწაულობად დღეთა ამათ შუებითა.
53. დაამტკიცა მთა სიწმიდისა, რომელი არს მახლობელ კიდურ ქალაქისა, და დაეშენა მუნ თჳთ და რომელნი იყვნეს მის თანა.
54. და იხილა სჳმიონ იოვანე, ძე თჳსი, რამეთუ კაცი არს, და დაადგინა იგი წინამძღურად ძალთა ყოველთა, და დაეშენა ღაზარეთს შინა.
თავი 14
14:1–49
1. წელსა ას სამეოცდამეათორმეტესა შეკრიბა მეფემ დიმიტრიმ ძალნი თჳსნი და წარვიდა მიდსა შინა შეკრებად შეწევნა თავისა თჳსისა, რამეთუ რათა ებრძოლოს პირისპირ ტრჳფონისა.
2. და ესმა არსაკის, მეფესა სპარსთასა და მიდთასა, რამეთუ მოვიდა დიმიტრი საზღვარსა შინა მისსა, და წარგზავნა ერთი უხუცესთაგან თჳსთა შეპყრობად იგი ცოცხლისა.
3. და წარვიდა და დასცა ბანაკი დიმიტრისა და შეიპყრა იგი და მოიყვანა იგი არსაკის მიმართ და შეაყენა იგი საპყრობილესა შინა.
4. და დადუმდა ქუეყანა იუდეასი ყოველთა დღეთა შინა სიმეონისთა. და მოიძია კეთილი ნათესავისა თჳსისა, და სათნო-ეყო მას საჴელმწიფო მისი დიდებაჲ მისი ყოველსა შინა დღესა.
5. და ყოველთა თანა დიდებითა თჳსითა აღიღო იოპპე ნავთ-სადგურნიცა და ჰყო შესავალი შესადინარნი ზღჳსატა
6. და განავრცო საზღვარი ნათესავისა თჳსისა, დაიპყრნა სოფელნი
7. და შეკრიბნა ტყუენი მრავალნი და უფლებდა ღაზარსა ზედა და ბეფსურს და კიდურ ქალაქსა და აღჴოცნა არაწმიდებანი მისგან, და არა იყო წინააღმდგომ მისა.
8. და კაცად-კაცადი მუშაკობდა ქუეყანასა თჳსსა მშჳდობით, და ქუეყანა მოსცემდა ნაყოფსა თჳსსა და ხენი ველისანი ნაყოფსა თჳსსა.
9. მოხუცებულნი სხდეს უბანთა ზედა, და ყოველნი კეთილთათჳს უბნობდეს, და ჭაბუკნი შეიმოსნეს დიდებითა და სამკაულითა ბრძოლისათა.
10. ქალაქთა მისცემდენ საზრდოთა, და განუწესა მათ ჭურჭელთა შინა სიმტკიცისათა, ვიდრემდისცა ისახელა სახელი დიდებისა მისისა ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა.
11. ჰყო მშჳდობა ქუეყანასა ზედა, და განიხარა ისრაჱლმან შუებითა დიდითა.
12. და დაჯდა თჳთეული ვენაჴსა ქუეშე თჳსსა და ლეღუსა თჳსსა, და არა იყო შემაშინებელი მათი.
13. და მოაკლდენ მებრძოლნი მათნი ქუეყანასა ზედა, მეფენი შეიმუსრნენ მას დღესა შინა.
14. და დაამტკიცა ყოველნი მდაბალნი ერთა თჳსთა, შჯული მოიძია და მოსპო ყოველნი უსჯულოებანი და სიბოროტენი.
15. წმიდაჲ ადიდა და განამრავლნა ჭურჭელნი წმიდათა.
16. ისმა რომსა შინა, რამეთუ იონათან მოიკლა, და ვიდრე სპარტისამდე ესმათ, და შეწუხნეს ფრიად.
17. და ოდეს ესმათ, რამეთუ სჳმიონ, ძმა მისი, იქმნა მის წილ მღდელთ-მთავრად და უპყრიეს ყოველი სოფლები და ქალაქნი მათ შინა,
18. მისწერეს მისა მიმართ ფიქალსა ზედა რვალისათა განახლებად მისა მიმართ მეგობრობისა და თანა-მბრძოლობისა, რომელი ყვეს იუდას თანა და იონათანისა და ძმათა მისთა.
19. და აღმოიკითხეს წინაშე ტაძრისა იერუსალჱმსა შინა.
20. და ესე სახე ებისტოლისა, რომელიცა წარგზავნეს სპარტიატელთა: სპარტიატელთა მთავართა და ქალაქთა და სჳმონს, მღდელთა დიდსა, და მოხუცებულთა და მღდელთა და სხუათა ერთა იუდეასათა, ძმათა - გიხაროდენ!
21. მოციქულნი რომელნი წარმოავლინეთ ერთა მომართ ჩუენთა, მოგჳთხრეს ჩუენ დიდებისათჳს თქუენისა და პატივისა, და განვიხარეთ მოსლვისა მათისათჳს.
22. და დავსწერეთ, რომელი მათგან ითქუნეს განზრახვათა შინა ერთა ესრეთ: ნუმინიას, ძე ანტიოხოსი, და ანტიპატროს, ძე ასონოსი, მოციქულნი ჰურიათა, მოვიდეს ჩუენდამო, განმაახლებელნი ჩუენ თანა მეგობრობისა.
23. და სათნო იქმნა ერთა შემწყნარებად კაცთა დიდებულებითა და დადებად წერილთა სიტყუათა მათი ცალკერძად წიგნთა ერთასა, რათა აქუნდენ საჴსენებელი ერთა სპარტიაიონთა; ხოლო სახე ამათი დავსწერეთ სიმონ მღდელთ-მთავარსა.
24. შემდგომად ამათსა წარგზავნა სიმონ ნუმინი რომედ, რომელსა აქუნდეს ფარი ოქროსა დიდი, სიმძიმითა მნა ასი ათასი, დადგინებად მათ თანა მეგობრობისა.
25. ხოლო ოდეს ესმა ერსა სიტყუანი ესე, ჰრქუეს: რაჲ უკუე მადლობაჲ მივაგოთ სიმონს და ძათა მისთა?
26. რამეთუ დაამტკიცეს მან და ძმათა მისთა და დახლმან მამისა მათისამან და მოსწყჳდნეს მტერნი ისრაჱლთა ამათგან და დაადგინეს მისა თავისუფლებაჲ.
27. და დაწერეს ფიცართა ზედა რვალისათა და დადვეს სუეტებთა ზედა მთასა შინა სიონისათა, და ესე არს სახე წერილისა: მეათრვამეტესა შინა დღესა თჳსა ელულისასა, წელსა ას სამეოცდამრთიმე]ათორმეტესა, და ესე მესამეს წელს წინაშე სჳმიონ მღდელთ-მთავრისასა, სარამელსა შინა,
28. შესაკრებელსა შინა დიდითა მღდელთასა და ერთა და ნათესავთა მთავარსა და მოხუცებულთა სოფლისათა გუაუწყეს ჩუენ:
29. ვინადგან მრავალჯერ იქმნა ბრძოლანი სოფელსა შინა, ხოლო სიმონ, ძე მატაფიასი, ძე ძეთა იარივისთა, და ძმათა მისთა მისცეს თავნი თჳსნი ჭირსა შინა და წინა-აღუდგეს წინა-აღმდგომთა ნათესავისა მათისასა, რამეთუ რათა დადგეს სიწმიდე მათი და შჯული, და დიდებითა დიდითა ადიდეს ერნი თჳსნი;
30. შეკრიბნა იონათან ერნი თჳსნი და იქმნა მათდა მღდელთ-მთავარ და შეეძინა ერთა მიმართ თჳსთა.
31. და უნებდათ მტერთა მათთა შემოსლვად სოფელსა შინა მათთა, რომელ შემუსრვად სოფლისა მათისა და განრთხმად ჴელისა წმიდათა ზედა მათთა.
32. მაშინ აღდა სიმონ და ბრძოლა-ყო ერისათჳს თჳსისა და განუყვნა ვეცხლნი მრავალნი თჳსთა და შეჭურნა კაცნი ძლიერნი ნათესავისა თჳსისა და მისცა მათ როჭიკი;
33. და განამტკიცნა ქალაქნი ჰურიასტანისანი და ბედსაურა, რომელი არს საზღვართა შინა ურიასტანისათა, სადა იყო საჭურველნი ბრძოლათანი პირველად, დაადგინნა მუნ კაცნი მჴუმილავნი ჰურიანი.
34. და იოპპე განამტკიცა, რომელ არს კერძოსა ზედა ზღჳსასა, და ღაზარს, რომელ არს საზღვართა შინა აზოტისათა, რომელთა შინა მტერნი პირველად დაივანებდეს, და დაამკჳდრნა მუნ იუდიელნი და რაოდენიცა საჴმარ იყვნენ წარსამართებელსა ზედა ამათთა, დადვა მათ შინა.
35. და იხილა ერმან მოქმედება სჳმეონისი და დიდებულება, რომელსა განიზრახვიდა ყოფად ნათესავისა თჳსისა; დაადგინეს იგი წინამძღურად მათდა, მღდელთ-მთავრად, ვინათგან ჰყო ყოველივე ესე და სიმართლე და სარწმუნოება, რომელიცა დაუმტკიცა ნათესავთა თჳსთა, და ეძიებდა ყოვლით სახითა ამაღლებასა ერისა თჳსისასა.
36. და მის დღეთა შინა კეთილ წარემართა ჴელსა შინა მისსა, რომელ მოსპოს წარმართნი სოფელთაგან მათთა და რომელნიცა იყვნეს ქალაქისა შინა დავითისსა იერუსალჱმსა შინა, რომელთა ყვეს თავისა თჳსისა კიდურ ქალაქი, წყლულებასა დიდსა სიწმიდესა შინა.
37. და დააშენა მას შინა კაცნი იუდეასნი და განამტკიცა იგი განმტკიცებისა მიმართ სოფლებთა და ქალაქისა და არამაღლნა ზღუდენი იერუსალჱმსა შინა.
38. და დიმიტრი მეფემ დაადგინა მისა უხუცესად მღდელობისა
39. შემდგომად ამათთა და ყო მეგობარ თჳსსა და ადიდა იგი დიდებითა დიდითა.
40. ხოლო ესმა, რამეთუ წოდებულ არიან იუდეანნი რომაელთაგან მეგობარ და თანა-მბრძოლად და ძმობით და რამეთუ შეიწყნარეს მოციქულნი სამეონისნი დიდებულად;
41. და რამეთუ სათნო-იჩინეს ჰურიათა და მღდელთა სიმეონის ყოფად წინამძღურად და მღდელთ-მთავრად უკუნისამდე, ვიდრემდის აღდგეს წინაწარმეტყუელი სარწმუნო.
42. და რატა იყოს მათ ზედა მჴედართ-მთავარი და რამეთუ რათა გულს-მოდგინებდეს წმიდათათჳს და დადგინებაჲ მათთა საქმეთა ზედა მათთა და სოფელთა ზედა და საჭურველთა ზედა და სიმტკიცეთა ზედა.
43. და რამეთუ რათა გულს-მოდგინებდეს სიწმიდეთათჳს, და რათა ისმენდენ მისა ყოველნი, და რათა იწერებოდეს სახელსა ზედა მისსა ყოველი წერილი სოფლებსა შინა, და რათა შეიმოსოს პორფირი და ოქროვანი სამოსელი.
44. და არა შუენიერ იყოს არავისგანვე ერთაგან და მღდელთაგან უარის-ყოფა რაჲ ამათგან და ბრჭობისა სიტყუად მისგან თქმულთასა, ანუ თანა-შეერთებად საკრებულო სოფელთა შინა თჳნიერ მისა და შტაცმად პორფირისა და შებმად მანიაკისა ოქროსა.
45. და რომელმან უკუეთუ ყოს თჳნიერ ამათთა, ანუ უარ-ყოს რაჲ ამათი, ბრალეულ იყოს.
46. და სათნო-იჩინა ყოველმან ერმან განჩინება სიმონისა და ყოფად სიტყუათაებრ ამათ.
47. და მიიღო სჳმეონ და სათნო-იჩინა მღდელთ-მთავრობად და იქმნა მჴედართ-მთავარი და უხუცესად ნათესავთა იუდეანთა და მღდელთა და უხუცესობად ყოველთა.
48. და წერილი ესე თქუეს განტკიცებად ფიცართა შინა რვალისათა და დადგინებად იგინი სტოვასა შინა წმიდათასა, ადგილსა შინა დიდებულსა.
49. ხოლო წერილი ამათი დადგინებად წიგნთა საცავსა შინა, რამეთუ რათა აქუნდეს სჳმიონს და ძეთა მისთა.
თავი 15
15:1–40
1. და წარგზავანა მეფემან ანტიოხოს, ძემან დიმიტრი მეფისამან, ებისტოლენი ჭალაკისაგან ზღჳსათა სჳმიონ მღდელთ-მთავრისა და უხუცესთა ნათესავთა იუდასთა და ყოველთა ნათესავთა.
2. და ივვნეს, რომელთა ეპყრნეს სახე ესენი: მეფე ანტიოხოს სიმეონისა,მღდელისა დიდისა, და ნათესავისა უხუცესსა და ნათესავსა იუდეასათა - გიხაროდენ!
3. ვინადგან კაცთა წარმწყმედელთა დაიპყრეს სამეფო მამათა ჩუენთა, ხოლო მინებს დაცვად სამეფოსა, რათა წარვმართო იგი, ვითარცა იყო პირველ, და კერძოთაგან შევკრიბე სიმრავლე ძალთა და ვჰყვენ ნავნი მებრძოლთანი;
4. ხოლო მნებავს გამოსვლად სოფელსა შინა, რათა შური ვაგო განმხრწნელთა სოფლისა ჩუენისასა და მაოჴრებელთა ქალაქთა მრავალთა სამეფოსა შინა ჩემთა.
5. აწ უკუე მიგიტეონ შენ ყოველი მისაღებელი, რომელი დაგიტევეს შენ ყოფილთა პირველ ჩემსა მეფეთა,
6. და რაოდენნი სხუანი ძრუენნი დაგიტევეს შენ;
7. და მიგიტეო შენდა ყოფად გაჭედად ცალკერძად პენაზთა სოფელთა შინა შენთა, ხოლო იერუსალჱმი და წმიდაჲ ყოფად თავისუფალ, და ყოველნი საჭურველნი, რაოდენნი განგიმზადებიეს, და სიმტკიცენი, რომელნიცა აღგიშენებიეს, რომელნი გიპყრიეს, რათა იყავნ შენდა.
8. და ყოველი თანა-ნადები მეფეთა და რომელიცა ჯერ-არს მეფეთა ამიერითგან და ყოველსა შინა ჟამსა, რათა მიგეტეოს შენ.
9. ხოლო ოდეს დავიპყრათ სამეფო ჩუენი, გადიდონ შენ და ერნი შენნი და სიწმინდე დიდებითა დიდითა, რამეთუ რათა გამოჩენილ იყოს დიდებაჲ თქუენი ყოველსა შორის ქუეყანასა.
10. წელსა ას სამეოცდამეათოთხმეტესა გამოვიდა ანტიოხოს ქუეყანასა შინა მამათა თჳსთასა, და შეკრბეს მის მიმართ ყოველი მჴედრობაჲ, რამეთუ მცირედ ყოფად დაშთომილთა ტრჳფონის თანა.
11. და განდევნა იგი ანტიოხოს მეფემან, და მოვიდა მლტოლვარე დორსა შინა, რომელი არს კიდესა ზღჳსასა.
12. ხოლო სცნო, რამეთუ შეკრბა ბოროტნი მას ზედა, და დაუტევეს იგი მჴედართა.
13. და დაიბანაკა ანტიოხოზ დორსა ზედა, და მის თანა თორმეტი ბევრი კაცნი მებრძოლნი და რვა ათასი ცხენოსანნი.
14. და მოიცო ქალაქი, და ნავნი ზღჳსაგან მოვიდეს, და შესჭირდენ ქალაქნი ქუეყანითგან და ზღჳთმ და არა უტევეს არცა ერთი გამოსლვად და შესლვად.
15. ხოლო მოვიდა ნუმინინ და რომელნი იყვნეს მის თანა რომითგან, მქონებელი მეფეთა ებისტოლისა და სოფლებთა, რომელსა შინა ესე წერილ იყო:
16. ლუკი, იპატი რომაელთა, პტოლომეოს მეფესა - გოხაროდენ!
17. მოციქულნი ებრაელთანი მოვიდეს ჩუენდამო, მეგობარნი და თანა-მბრძოლნი ჩუენნი, განმაახლებელნი პირველსა მეგობრობისა და თანა-მბრძოლობისა, წარმოგზავნილნი სჳმეონისგან მღდელთ-მთავრისა და ერთა ებრაელთა.
18. ხოლო მოიღეს ფარიცა ოქროსი ათასისა მანასისა.
19. სათნო უკუე იქმნა ჩუენდა წერად მეფეთა მიმართ და სოფელთა, რათა არა ეტჳრთნენ მათ ბოროტნი და რათა ბრძოდენ მათ, არცა ქალაქთა მათთა, არცა სოფლებთა მათთა, და რათა არა თანა-მრძოდესთ მბრძოლნი წინააღდგომ მათდა.
20. და სათნო-იჩინა ჩუენდა მიღებად მათდა ფარისა. უკუეთუ ვინმე წარწყმედელი მოივლტოდეს სოფელთაგან მათდა თქუენდა მიმართ, მიეცით იგინი სჳმიონ მღდელთ-მთავარსა, რათა შური აგოს მათდა შჯულისაებრ თჳსისა.
21. იგივე მისწერა დიმიტრი მეფესა და ახტალუს და არღარაფუს და არსაკუს და ყოველთა შორის სოფლებთა: და სამფსაკუს და სპარსტა ტომს და დილონსა შინა და მიდსა შინა და სიკონსა შინა და კარისა შინა და სამონსა შინა და პამფილიასა შინა და ლუკიასა შინა და ალიკარნასა შინა და როდსა შინა და ფასილიდსა შინა და კოისა შინა და სიდონსა შინა და ღორთინასა შინა და კნიდსა შინა და კჳპრესა შინა და კჳრინიასა შინა.
22. ხოლო წერილი მათი მისწერა სჳმიონ მღდელთ-მთავარსა.
23. ხოლო ანტიოხოს მეფემ დაიბანაკა დორსა ზედა მეორეთჯერ წყლისა ზედა მიზეზსა მას ზედა ჴელისა და საფარისა მყოფელმან; და დაჴშა ტრჳფონ, რომელ არა გამოსლვად, არცა შესლვად.
24. და წარუგზავნა სჳმეონ მას ორი აღასი კაცნი რჩეულნი შეწევნად მისა და ოქრო და ვეცხლი და ჭურჭელნი მრავალნი.
25. და არა ინება მიღება მათი, არამედ უარ-ყო ყოველივე, რაოდენი აღუთქუა მას პირველ, და უცხო იქმნა მისგან.
26. და წარგზავნა მისა მიმართ ათინოვია, ერთი მეგობართაგანი თჳსთა, რათა უბნობდეს მათ თანა მეტყუელი: თქუენ იპყარით იოპპისა და ღაზარისა და კიდურ ქალაქი, რომელი არს იერუსალჱმს შინა, ქალაქნი სამეფოსა ჩემისა.
27. საზღვარნი მათნი მოაოჴრეთ და ყავთ წყლულება დიდი ქუეყანასა ზედა და ჰფლობთ ადგილთა მრავალთა სამეფოსა შინა ჩემთა.
28. აწ უკუე მომეცით ქალაქნი, რომელიცა აღიღეთ, და ხარკი ადგილთა, რომლითაცა უფლებდით გარე საზღვართა ებრაელთასა.
29. ხოლო უკუეთუ არა, მომეცით მათ წილ ხუათასი ტალანტი ვეცხლი და მოოჴრებისათჳს, რომელი მოაოჴრეთ, და ხარკისა ქალაქთა სხუა ტალანტი ხუთასი, ხოლო უკუეთუ არა, მოვიდე, შემდგომად გბრძოდათ თქუენ.
30. და მოვიდა ათინოვი, მეგობარი მეფისა, იერუსალჱმსა შინა და იხილა დიდებაჲ სჳმიონისა და დაუნჯე ოქროსა და ვეცხლისა და წარმართება საკმარონი და განცჳბრდა და მიუთხრა მას სიტყუანი მეფისანი.
31. და მიუგო მას სიმეონ და ჰრქუა: არა უცხო ქუეყანა მოგჳღიეს, არცა უცხოთა გჳპყრიეს, არამედ სამკჳდრებელი მამათა ჩუენთა.
32. ხოლო მტერთაგან ჩუენთა რომელსამე ჟამსა შინა უსამართლოდ დაიპყრეს,
33. ხოლო ჩუენ ჟამი გუაქუნდა, მოვიღევით სამკჳდრებელი მამათა ჩუენთა.
34. და ხოლო იოპისათჳს და ღაზარისა, რომელთაცა იკითხო, ესენი ჰყოფდეს ერთა შორის წყლულებსა დიდსა სიფლებთა შორის ჩუენთა, ამათგან მოგცეთ ტალანტი ასი. და არა მიუგო მას ათონოვი სიტყუა.
35. ხოლო მიიქცა გულის-წყრომითა მეფისა მიმართ და მიუთხრა მას სიტყუანი ესე და დიდებაჲ სჳმიონისი და ყოველი, რომელი იხილა. და განრისხდა მეფე რისხვითა დიდითა.
36. ხოლო ტრჳფონ შეჯდა ნავსა შინა, განივლტო ორფოსიადასა შინა.
37. დაადგინა მეფემ კენდევეა მჴედართ-მთავრად კერძოთა ზღჳსათა და ძალნი ქუეითნი და ცხენოსანნი მისცა მას;
38. და უბრძანა მას წყობად წინაშე პირსა ებრაელთასა და ამცნო მას აღშენებად კედრონიასა და დამტკიცებად ბQისა და ბრძოდეს ერთა; ხოლო მეფე სდევნიდა ტრჳფონს.
39. და მოვიდა კენდევეს იამნისა შინა და იწყო აღტყინებად ერთა ერთა და შესლვად ჰურიასტანსა შინა და ტყუენვად და მოწყუეტად და აღაშენა კედრონი.
40. და დაადგინნა მუნ ცხენოსანნი და ძალნი, რამეთუ შევიდოდეს და განვიდოდეს გზათა ებრაელთასა, ვითარცა მას მეფემან.
თავი 16
16:1–24
1. და აღვიდა იოანე ღაზარისაგან, და მიუთხრა სჳმიონ მამასა თჳსსა, რომელი ჰყო კენდევეი.
2. და მოუწოდა სჳმეონ ორსა ძესა თჳსსა უხუცესთა, იუდას და იოანეს, და ჰრქუა მათ: მე და ძმანი ჩემნი და სახლი მამისა ჩემისა ვებრძოლეთ მტერთა ისრაჱლისათა სიყრმითგან ვიდრე და ამის დღედმდე და კეთილმოსწრებულობათა ჴელთა შინა ჩუენთა ჴსნად უმრავლესთა ისრაჱლთა.
3. ხოლო აწ დავბერდი, და თქუენ ხოლო წყალობითა საკმარო ხართ წელთა შინა; იყვენით ჩემ წილ და ძმისა ჩემისა და წარვედით და ბრძოლეთ ნათესავისა ჩუენისათჳს, ხოლო შემწე ზეგარდამო თქუენ თანა რათა იყოს.
4. და გამოირჩია სოფლებთაგან ოცი ათასნი კაცნი მებრძოლთა და ცხენოსანთა, და წარვიდეს კენდევსა ზედა და ორღამიობდეს მოდონიელსა შინა.
5. და აღდგეს განთიად, წარვიდეს ველთა ზედა, და აჰა ძალნი დიდი შემთხუევასა შინა მათსა, ქუეითი და ცხენოსანნი, და იყო ნაღუარევი შორის მათსა.
6. და დაიბანაკეს წინაშე პირსა მათსა თჳთ და ერმან მისმან, და იხილეს ერთა, შეშინდეს განსლვად ნაღუარევისა, და განვიდა პირველ, და იხილეს იგი კაცთა და განვლეს უკანით მისა.
7. და განყვნა ერნი და ცხენოსანნი შორის ქუეითთა, ხოლო ცხენოსანნი მტერთა მრავალ იყვნეს ფრიად.
8. და დაბერნეს საყჳრითა, და ძლეულ იქმნა კენდევის და ბანაკი მისი, და დაეცნეს წყლულება მრავალნი; ხოლო სხუანი ივლტოდეს სიმტკიცესა შინა.
9. მაშინ მოწყლულ იქმნა იუდა, ძმა იოანესა, ხოლო იოანე სდევდა მათ, ვიდრემდისცა მივიდა კედრონსა შინა, რომელი აღაშენა.
10. და ივლტოდა ვიდრე გოდოლადმდე, რომელნი იყვნენ აგარაკთა შინა აზოტისასა, და დაწუა იგინი ცეცხლითა, და დაეცნეს მათგან ორი ათასი კაცნი, და მიიქცეს ქუეყანასა შინა იუდასასა მშჳდობით.
11. და პტოლემეი, ძე აბუბოსი, დადგინებულ იქმნა მჴედართ-მთავრად ველსა შორის იერიქოსსა, და აქუნდა ვეცხლი და ოქრო მრავალი,
12. რამეთუ იყო სიძე მღდელთ-მთავრისა.
13. და ამაღლდა გული მისი, და ინება დაპყრობად სოფლისა და განიზრახვიდა ზაკვით სჳმეონსა ზედა და ძეთა მისთა წარწყმედად მათდა.
14. ხოლო სჳმეონ მოვლიდა ქალაქთა, რომელი არს სოფელსა შორის ჰურიასტანისასა, ზრუნვისა მქონებელი წადიერებისათჳს მათთა, და შტავიდა იერიქოსა შინა, თჳთ და მატათე და იუდა, ძენი მისნი, წელსა ას სამეოცდაათშჳდმეტსა, თუესა მეათერთმეტესა, ესე არს თუე სავათ.
15. და შეიტკბო ძემან აბუბისმან სიმტკიცეთა შინა, რომელსა ეწოდებოდა დოკი, ზაკვით, რომელი აღაშენა, და უქმნა მათ სერი დიდი და დაფარა მუნ კაცნი.
16. და ოდეს დაათრვენ სჳმიონ და ძენი მისნი, აღდგა პტოლემეი და რომელნი იყვნენ მის თანა და აღიღეს საჭურველნი თჳსნი და შევიდეს სჳმონის მიმართ სმასა შინა; და მოკლეს იგი და ორნი ძენი მისნი და რომელიმე ყრმათაგან მისთა.
17. და ყო საცთური დიდი ისრა!რლსა შორის და მიაგო ბოროტი კეთილისა წილ.
18. და მისწერა ესე პტოლემეი და წარუგზავნა მეფისა მიმართ, რათა წარმოუგზავნოს მას მჴედარნი სემწედ, და მისცა მას სოფლები მათი და ქალაქნი.
19. და წარგზავნა სხუანი ღაზარსა შინა წარწყმედად იოანესა და ათასისტავთა წარუგზავნა ებისტოლენი, რათა მოვიდნენ მისა მიმართ, და მისცეს მათ ვეცხლი და ოქრო და ნიჭი.
20. და სხუანი წარგზავნა მოცვად იერუსალჱმისა და მთისა სიწმინდისა.
21. და წინა-მირბიოდა ვინმე მითხრობად იოანასა ღაზარსა შინა, რამეთუ წარწყმდა მამა მისი და ძმანი მისნი, და რამეთუ წარმოავლინა შენდაცა მოკლვად. და ესმა, განცჳდრდა ფრიად
22. და შეიპყრნა კაცნი, რომელნი მოვიდენ წარწყმედად მისა, და მოსწყჳდნა იგინი; ხოლო სცნი, რამეთუ ეძიებდენ მას მოკლვად.
23. და სხუანი სიტყუანი იოანესნი და ძმათა მისთა და კეთილი სიმჴნენი მისნი, რომლითა კეთილმჴნეობაჲ ყო, და აღშენებანი ზღუდეთანი, რომელნიცა აღაშენნა, და საქმენი მისნი
24. აჰა ესე წერილ არიან წიგნსა შინა დღეთა მღდელთ-მთავრობისა მისისასა მიერითგან, ოდეს იქმნა მღდელთ-მთავარ შემდგომად მამისა თჳსისა.