გულანი
საცდელი · 1.37.0
ცისკარი 1 / 156კურთხევა

ცისკარი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

13 ნოემბერი 2086ხმა 7

მღვდელი

კურთხევა

ხოლო უკუეთუ სხუა დღე იყოს, შემდგომად კურთხეულ არსისა: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ: გ გზის,

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

მოვედით, თაყვანი ვცეთ

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 19

1 შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.

2 მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ხელი აღგიპყარნ შენ;

3 მოიხსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლად-დასაწუველნი შენნი განაპოხენ.

4 მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვაი შენი აღგისრულენ.

5 ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ჩუენ განვდიდნეთ; აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაი შენი.

6 აწ გულისხმა-ვჰყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თვისი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაი მარჯუენისა მისისაი.

7 ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაითა ვხადოდით.

8 იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.

9 უფალო, აცხოვნე მეუფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.

ფსალმუნი 20

1 უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეუფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

2 გულის-თქუმაი გულისა მისისაი მიეც მას და ნებაი ბაგეთა მისთაი არა დააკლე მას.

3 რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.

4 ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.

5 დიდ არს მისი მაცხოვარებითა შენითა, და დიდად შუენიერებაი დაადგა მას ზედა;

6 რამეთუ მისცე მას კურთხევაი უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაითა.

7 რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაითა არა იძრას.

8 იპოვენ ხელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან ჰპოვნეს ყოველნი მოძულენი შენნი.

9 რამეთუ დასხნე იგინი ვითარცა სახუმილი ცეცხლისაი ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.

10 ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარსწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.

11 რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.

12 რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განმზადო პირი მათი.

13 ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდეთ და ვაქებდეთ ძლიერებათა შენთა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

ტროპარი „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდება: „რომელი ამაღლდი ნებსით“

რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგუანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუს შენი საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენი, ყოვლადძლიერი.

აწდა: „შესავედრებელო საშინელო“

შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაი ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაი, აცხოვნე, რომელთა-იგი ჰბრძანე მეფობაი, და ზეგარდამო ძლევაი მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.

მღვდელი

მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“

ესრეთ იტყჳს მღდელი

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის.
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის.
ასამაღლებელი:
რამეთუ მოწყალე, და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო

სახელითა უფლისათა, გუაკურთხენ, მამაო.

მღვდელი

დიდება წმიდასა და თანაარსსა სამებასა

დიდება წმიდასა, და თანა არსსა, და ცხოველს-მყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

ექუსფსალმუნი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“

ესრეთ ითქუმის ექუს-ფსალმუნი, ყოვლითა კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა, ვითარცა თჳთ ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა ეზრახებოდეს უხილავად, და ევედრებოდეს ცოდვათა ჩუენთათჳს

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ.
უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

ფსალმუნი 3

1 უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.

2 მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.

3 ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

4 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

5 მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

6 არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე.

7 აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

8 უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი შენი.

ფსალმუნი 3: განმეორებული მუხლები

მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

ფსალმუნი 37

1 უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

2 რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.

3 არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;

4 რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

5 შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;

6 დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

7 რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.

8 შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.

9 უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.

10 გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

11 მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.

12 და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.

13 ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;

14 და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.

15 არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

16 რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

17 რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

18 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.

19 აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

20 და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

21 ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

22 მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

ფსალმუნი 37: განმეორებული მუხლები

ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

ფსალმუნი 62

1 ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?

2 ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და შენი.

3 რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.

4 ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.

5 ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.

6 უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.

7 რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.

8 მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

9 ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.

10 მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.

11 ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.

ფსალმუნი 62: განმეორებული მუხლები

ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ფსალმუნი 87

1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;

2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.

4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.

5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.

6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.

10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.

14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.

16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.

ფსალმუნი 87: განმეორებული მუხლები

უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;
შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

ფსალმუნი 102

1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა.

2 აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,

3 რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;

4 რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

5 რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.

6 ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

7 აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა - ნებანი მისნი.

8 შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

9 არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;

10 არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.

11 რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;

12 რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.

13 ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.

14 რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

15 კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;

16 რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

17 ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,

18 და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

19 უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.

20 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.

21 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.

22 აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 102: განმეორებული მუხლები

ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

ფსალმუნი 142

1 უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;

2 და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.

3 რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.

4 და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.

5 მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.

6 განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.

7 მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.

8 მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

9 მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.

10 მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

11 სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.

12 და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

ფსალმუნი 142: განმეორებული მუხლები

შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა
სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

მღვდელი

ცისკრის თორმეტი ლოცვა

ხოლო შემდგომად სამისა ფსალმუნისა, მღდელმან წარიკითხოს ლოცვა ცისკრისა, და დასდგების ქუდმოჴდილ წინაშე წმიდისა კარისა.

ლოცვა ა.
გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და მოეც პირსა ჩუენსა სიტყუაჲ ქებისა, თაყუანის-ცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩუენებიეს საცხოვრებლად ჩუენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაჲ შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ ყოვლადვე შიშით და სიყუარულით მარადის მსახურებად შენდა, ქებაჲ, გალობაჲ და თაყუანის-ცემაჲ გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ბ
ღამითგან აღიმსთობს სული ჩუენი შენდამი, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ მყვენ ჩუენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა, მოყავ ყური შენი, და ისმინე ჩუენი, და მოიჴსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩუენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი, და წმიდა-ყავ სამკჳდრებელი შენი. მშჳდობაჲ სოფელსა მოანიჭე, ეკლესიათა შენთა, მღდელთა, და ყოველსა ერსა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა გ
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩუენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი, გუასწავენ ჩუენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი. განანათლენ თუალნი გონებათა ჩუენთანი, ნუუკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკუდიდ, და განიოტე ყოველი წყუდიადი გულთაგან ჩუენთა, და მოგუანიჭე ჩუენ სიმართლისა იგი მზეჲ და უვნებელად ცხოვრებაჲ ჩუენი დაიცევ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისაჲთა: წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა მშჳდობისასა: მომეც ჩუენ ცისკარი და დღეჲ მხიარულებით, რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევსწირვიდეთ,
რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა დ
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგჳსუენენ ჩუენ ღამესა ამას ძილითა, და აღგუადგინენ დიდებისმეტყუელებად და ვედრებად შენისა სახიერებისა, ვედრებულ იქმენ თჳსისა მოწყალებისაგან, და შეგჳწყალენ ჩუენ, რომელნი-ესე აწცა თაყუანის-გცემთ, და მსგავსად ძალისა ჩუენისა გმადლობთ შენ, და მომანიჭე ჩუენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაჲ, და გამოგუაჩინენ ჩუენ ძედ ნათლისად და დღისა, და მკჳდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა. მოიჴსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა ყოველი ერი შენი, თანა-მყოფნი და თანა-მლოცველნი ჩუენნი და შორის მყოფნი ძმანი ჩუენნი, ქუეყანასა და ზღუასა და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელთა შენისა კაცთ-მოყუარებისა და შეწევნისათა, და ყოველთავე მოგუეც შენი დიდი წყალობაჲ, რათა ცხოვნებულნი სულით და ჴორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკჳრველსა და კურთხეულსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთ-მოყუარებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ე
კეთილთა საუნჯეო წყაროჲსა დაუწყუედელისაო, მამაო წმიდაო საკჳრველთმოქმედო, ყოვლად ძლიერო, ყოვლისა მპყრობელო, ყოველნი შენ თაყუანის-გცემთ, და ვევედრებით შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ჴელის აღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩუენისა, მოგჳჴსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩუენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაჲ, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, და ნუვის ერთსაცა ჩუენგანსა განგდებულ ჰყოფ, არამედ ჩუენ ყოველნი გჳღუაწენ სახიერებითა შენითა; მოიჴსენე, უფალო, რომელნი იღჳძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩუენისა და წმიდისა სულისა შენისა; ექმენ მათ შემწე და ჴელის აღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაჲ მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ვ
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმ ქველის-მოქმედებად ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ, მაცხორისა და მჴსნელისა სულთა ჩუენთასა, რამეთუ შენ განგჳსუენე წარსრულითა ამით კერძითა ღამისათა, და აღმადგინენ ჩუენ სარეცელთაგან ჩუენთა, და დამადგინენ თაყუანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისათჳსცა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩუენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნნეთ გალობად შენდა გულისჴმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თჳსისა ცხოვრებისა ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა: მოიჴსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელთა, და შეისმინე მათი, და შეიწყალენ, და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი:
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ლ
ღმერთო და მამაო უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩუენ ძილისაგან სარეცელთა ჩუენთასა, და შემომკრიბენ ჩუენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩუენ მადლი აღებასა პირისა ჩუენისასა, და შეიწირე ჩუენი ძალისაებრ ვედრებაჲ, და მასწავენ ჩუენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაჲ ვილოცოთ, ვითარ ჯერ-არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღუე ჩუენ, ამისთჳს, გევედრებით შენ, რაჲცა რა ვცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყჳთ გინა საქმით ანუ გონებით, ნებსით გინა უნებლიეთ, გჳლხინე, მოგჳტევენ და შეგჳნდვენ, რამეთუ, უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება, და შენ მიერ არს გამოჴსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩუენისა, და შენ მიერ არს გალობაჲ ჩუენი მარადის:
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ჱ.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან უდებებაჲ ძილისა ჩუენისა განმძარცვე ჩუენგან, და მიწოდე ჩუენ წოდებითა წმიდითა ღამესა შინა აღპყრობასა ჴელთა ჩუენთასა, და აღსაარებად შენდა სასჯელთათჳს სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩუენნი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგუმადლე ჩუენ, ღმერთო, სარწმუნოება ურცხუენელი, სასოებაჲ მტკიცე, სიყუარული შეუორგულებელი. აკურთხენ შესავალნი ჩუენნი, და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტყუანი, და მოგონებანი, და მომანიჭენ ჩუენ მიწევნაჲ დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქუმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა,
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად პატიოსანი სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა თ.
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა, მეუფეო კაცთ-მოყუარეო, ღმრთის-მეცნიერებისა ნათელი მიუწთომელი, და გონებისა ჩუენისა თუალნი განახუენ, განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩუენ ზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ჴორციელი გულის-თქუმა დავსთრგუნოთ და სულიერი მოქალაქობაჲ მოვიგოთ, და ყოველსავე სათნოდ შენდა ვზრახვიდეთ და ვიქმოდეთ,
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი და განმანათლებელი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ი.
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევებაჲ ცოდვათა კაცთა მოანიჭე, და მსგავსად ბრალთა ჩუენთა შენდობისა და აღსარებისა დავით წინასწარ-მეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გჳჩუენე, შენ მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგჳწყალენ, დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩუენი, რამეთუ შენ წინაშე ვცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი, და შენ მხოლოსა გაქუს ჴელმწიფებაჲ მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩუენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩუენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩუენ, და ნუ განმაგდებ ჩუენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო იყავ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან, ვიდრე უკუანასკნელად აღმომშჳნვად ჩუენდამდე შეწირვად შენდა მსხუერპლი სიმართლისა, და საკუერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა:
წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა ია
ღმერთო, ღმერთო ჩუენო, რომელმან ნებითა შენითა დაჰბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით: მიითუალე ჩუენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაჲ, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგუეც ჩუენ, რამეთუ შენდა მოგჳდრეკიან ყოველთა მუჴლნი, ზეცისათა და ქუეყანისათა და ქუესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა შენ მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე,
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა იბ.
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხებთ და გმადლობთ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო, რამეთუ თანა-წარმჴადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა: მლხინებელ ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით, მოწყალისა და ყოვლად ძლიერისა ღმრთისა; გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი მზჱ სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი, და საცნობელნი ჩუენნი; ყოველნი დაიცვენ, რათა ვითარცა დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწინეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნნეთ ჩუენ შუებად ნათელსა შენსა გამოუთქუმელსა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დიაკონი

დიდი კვერექსი

ესრეთ მღდელმან ანუ დიაკონმან თქუას კუერექსი დიდი.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ზეგარდამო მშჳდობისა, და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
წმიდისა ამის ტაძრისათჳს, (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე სამწყსოჲსა მის მღდელთმთავარიცა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, და წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ესრეთ ასამაღლებელი:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე;
მგალობელთა: ამინ.

გუნდი

„ღმერთი უფალი“

ხოლო ითქუმის ღმერთი უფალი, დ გზის.

ღმერთი უფალი, და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუჴლი. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუჴლი. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი. არა მოვკუდე, არამედ ვსცხოვნდე, და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი. ლოდი, რომელ შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა: უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

ტროპარი · წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)

ესრეთ ითქუმის ოხითაჲ, რომელიცა იყოს, ბ გზის, და ღმრთის-მშობელისა მისვე ჴმისა

მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

მკითხველი

ფსალმუნი 70

და მერმე ჩუეულებისაებრ ფსალმუნება.

1 შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე.

2 სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე.

3 მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ.

4 ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უშჯულოისათა და ცრუისათა.

5 რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან.

6 შენდამი განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის.

7 ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ.

8 აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა.

9 ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე.

10 რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა-ყვეს ერთბამად.

11 და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა.

12 ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ.

13 ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა შეიმოსედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის.

14 ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა.

15 პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაი.

16 შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა; უფალო, მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოისაი.

17 ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა.

18 და მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო, ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა.

19 ძლიერებაი შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ?

20 რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე.

21 განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაი შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანასითა კუალად აღმომიყვანე მე.

22 და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაითა ჭეშმარიტებაი შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო.

23 იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იხსენ.

24 უფროის და ენაიცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძვირსა ჩემსა.

ფსალმუნი 71

1 ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა.

2 განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით.

3 მიიღედ მთათა მშვიდობაი ერისაი და ბორცუთა სიმართლე.

4 განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლეს ცილის მწამებელი.

5 და თანა-ეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი ნათესავადმდე.

6 გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაი ცურინ ქუეყანასა ზედა.

7 გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე.

8 და უფლებდეს იგი ზღვითი ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.

9 მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ.

10 მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას.

11 და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას.

12 რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე.

13 ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნეს.

14 აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე.

15 და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას.

16 იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი.

17 იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.

18 კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რომელმან ჰყვის საკვირველი მხოლომან.

19 და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ.

ფსალმუნი 72

1 ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათვის.

2 ხოლო ჩემი კნინღა და შემიძრწუნდეს ფერხნი, მცირედღა და შემიცთეს სლვანი ჩემნი.

3 რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშვიდობასა რაი ცოდვილთასა ვხედევდ.

4 რამეთუ არა არს ახილვაი სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა.

5 შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ.

6 ამისთვის შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმერთოებაი და სიცრუვე თვისი.

7 და გამოხდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაითა.

8 განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს.

9 დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენაი მათი ეთრია ქუეყანასა ზედა.

10 ამისთვის მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა.

11 და თქუეს: ვითარ-მე აგრძნა ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაი მაღლისა თანა?

12 აჰა ესერა ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე.

13 და ვსთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ხელნი ჩემნი.

14 და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაი ჩემი განთიად.

15 და ვსთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ.

16 და გულსა მომიხდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე.

17 ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისხმა-ვჰყო აღსასრული მათი.

18 ხოლო ზაკუვისა მათისათვის დასდევ მათთვის ბოროტი და დაამხუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა.

19 ვითარ­ღა იქმნეს მოსაოხრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უშჯულოებისა მათისათვის?

20 ვითარცა სიზმარი განღვიძებულისაი, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ჰყო.

21 რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს.

22 და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისხმა-ვჰყავ; ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე.

23 და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ხელი მარჯუენე ჩემი.

24 და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე.

25 რამეთუ რაი ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა?

26 მოაკლდა გულსა ჩემსა და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.

27 რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.

28 ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაი ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.

ფსალმუნი 73

1 რად განგვიშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად. განრისხდა გულის წყრომაი შენი ცხოვართა ზედა სამწყსოისა შენისათა.

2 მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან; იხსენ კუერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთაი სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა.

3 აიხუენ ხელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენ მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა.

4 და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ჰსცნეს.

5 ვითარცა გამოსლვასა ზესკნელსა;

6 ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს. ბჭენი მათნი, რაითურთით ცულითა და წერაქვითა დაამხუეს იგი.

7 დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაი.

8 თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით.

9 რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინასწარმეტყუელ, და ჩუენ არავინ გვიცნნეს მერმეცა.

10 ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მხდომი სახელსა შენსა სრულიად.

11 რად გარე-მიიქცევ ხელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად.

12 ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაი შორის ქუეყანასა.

13 შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაი, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა;

14 შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისაი მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა.

15 შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განახმენ მდინარენი ითამისანი.

16 შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე.

17 შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე.

18 ესე მოიხსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი.

19 ნუ მისცემ მხეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად.

20 მოჰხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაითა სახლნი უშჯულოთანი.

21 ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხვილეული; გლახაკი და დავრდომილი, აქებდენ სახელსა შენსა.

22 აღსდეგ, ღმერთო, საჯე სჯაი შენი, მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე.

23 ნუ დაივიწყებ ხმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაი მოძულეთა შენთაი ამაღლდა მარადის.

ფსალმუნი 74

1 აღგიაროთ შენ ღმერთსა, აღგიაროთ შენ, და ვხადოთ სახელსა შენსა, მიუთხრობდე ყოველთა საკვირველებათა შენთა;

2 რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე.

3 განკფდა ქუეყანაი და ყოველნი მკვიდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი.

4 ვარქუ უშჯულოთა: ნუ უშჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა;

5 ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყვით ღმრთისათვის სიცრუვესა.

6 რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათაისა.

7 რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის.

8 რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინისა ურწყოისა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა, სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა.

9 ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა.

10 და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაი მართლისაი.

ფსალმუნი 75

1 განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი.

2 იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამკვიდრებელი მისი სიონს.

3 რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი.

4 განანათლებ შენ საკვირველად მთათაგან საუკუნეთა.

5 შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა სიმდიდრისაი ხელითა მათითა.

6 მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისაო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე-სხდეს ჰუნებსა.

7 შენ საშინელ ხარ, და ვინ წინა-აღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაი შენი.

8 რაჟამს ზეცით სასმენელ ჰყავ მსჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა.

9 რაჟამს აღდგებოდა ღმერთი სჯად, განრინებად ყოველთა მშვიდთა ქუეყანისათა.

10 რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულის­ზრახვისაი დღესასწაულობდეს შენდა.

11 ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოის მისა, შეწირონ ძღუენი.

12 საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა.

ფსალმუნი 76

1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე.

2 დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა.

3 მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი.

4 მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე.

5 ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიხსენენ.

6 და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.

7 ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე.

8 ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე?

9 ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?

10 და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი.

11 მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი.

12 და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.

13 ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?

14 შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი.

15 და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.

16 გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი.

17 დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.

18 ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი.

19 ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.

20 უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და აჰრონისითა.

შევკრბეთ სარწმუნოებით, დღესასწაულის მოყუარენო ქართველნო, და ღაღად-ვჰყოთ…

ღმრთისმშობელო ქალწულო 1-გზის. ცისკრად. ღმერთი უფალსა ზედა ტროპარი I - დიდება; ტროპარი II - აწდა ღმრთისმშობლისა შემდგომად I ფსალმუნებისა, წარდგომა.

შევკრბეთ სარწმუნოებით, დღესასწაულის მოყუარენო ქართველნო, და ღაღად-ვჰყოთ ყოველთა აღტყუელვითა ხელთაჲთ^ა წინა მდებარესა ამას დღესასწაულსა ათთა ბევრთა მოწამეთასა, რაჲთა ზეცისა მხედრობათა თანა ვიხარებდეთ. 2-გზის

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით…

დიდებაჲ... აწდა...

განეცხადების საიდუმლოჲ საუკუნითგან დაფარული მთავარანგელოზს, მითხრობად ძრწოლით ქალწულისა მიმართ, ხოლო იგი ახარებს კურთხეულსა დედათა შორის, რომლისა-თანა ვჴმო-ბდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

მკითხველი

ფსალმუნი 77

შემდგომად ბ-ისა ფსალმუნებისა:

1 ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2 აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა.

3 რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ.

4 არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ ქმნა.

5 და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა.

6 რაითა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა.

7 რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ.

8 რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო ჰყო ღმრთისა თანა სული თვისი.

9 ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა.

10 არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი.

11 და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩუენნა მათ.

12 წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნა საკვირველებანი ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა.

13 განაპო ზღუაი და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი ვითარცა თხიერთა.

14 და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა.

15 განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა.

16 გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი.

17 და შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა.

18 და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის.

19 და იდრტვინეს ღმრთისა და თქუეს: ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაი უდაბნოსა შინა.

20 ვინაითგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განზადებად ტაბლაი ერსა თვისსა?

21 ამისთვის ესმა უფალსა და განრისხნა და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის, და რისხვაი ახდა ისრაელსა ზედა.

22 რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაი, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა.

23 და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდმო და ბჭენი ცათანი განახუნა.

24 და უწვიმა მათ მანანაი საჭმლად და პური ცათაი მოსცა მათ.

25 და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად.

26 აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თვისითა ჩრდილოი.

27 და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწაი ხორცი და ვითარცა ქვიშაი ზღუათაი, მფრინველი ფრთოვანი.

28 და დაცვიოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოის კარვებსა მათსა.

29 და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულის-თქუმაი მათი მოსცა მათ.

30 და არა ხუებულ იქმნეს გულის-თქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა,

31 და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათ ზედა; და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა.

32 ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკვირველებათა მისთაი.

33 და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.

34 რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმრთისა მიმართ.

35 და მოიხსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მხსნელ მათდა არს.

36 და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას.

37 ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა.

38 არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა.

39 და მოიხსენა, რამეთუ ხორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ.

40 რაოდენ გზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა.

41 და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაი იგი ისრაელისაი განარისხეს.

42 არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღესა მას, რომელსაცა იხსნა იგინი ხელისაგან მაჭირვებელთა მათთაისა.

43 ვითარ-იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა.

44 და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი, რაითა არა სუან.

45 მიავლინა მათდა ძაღლის მწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი.

46 და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა.

47 მოსრა სეტყვითა ვენახები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთვილითა.

48 მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა.

49 მიავლინა მათდა რისხვაი გულის წყრომისა მისისაი, გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა.

50 გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთაისა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა.

51 და დასცა ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა;

52 და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერსა თვისსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ,

53 და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან.

54 და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან;

55 და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაი.

56 და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს.

57 და მიაქციეს და შეურაცხჰყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშვილდად ელამად.

58 განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას.

59 ესმა ღმერთსა და უგულებელსჰყო და შეურაცხჰყო ფრიად ისრაელი.

60 და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა.

61 და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა.

62 და შეაყენა მახვილსა ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს-ყო.

63 ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს.

64 მღვდელნი მათნი მახვილითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს.

65 და განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღვინოსა.

66 და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი.

67 განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან;

68 არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთაი სიონი, რომელ შეიყუარა.

69 და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე.

70 და გამოირჩია მან დავით, მონაი თვისი, და შეიწყნარა იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა.

71 და ცხოვართა მუცელ-ქუმულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა თვისისა.

72 და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაითა და გონიერებითა ხელთა მისთაითა უძღოდა მათ.

ფსალმუნი 78

1 ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაი შენი;

2 დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილის საცავი; დასხეს მძორები მონათა შენთაი საჭმლად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმიდათა შენთანი - მხეცთა ქუეყანისათა.

3 დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა.

4 ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა.

5 ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი?

6 მიჰფინე რისხვაი შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ და მეფეთა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს;

7 რამეთუ შეჰსჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოხრეს.

8 ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად.

9 შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა; უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის.

10 ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაი სისხლისა მის მონათა შენთაისა, რომელ დაითხია.

11 შევედინ შენ წინაშე სულ-თქუმაი შებორკილებულთაი, სიმდიდრითა მკლავისა შენისაითა შეეწიე შვილთა მოკლულთასა.

12 მიაგე გარემოისთა ჩუენთა შვიდ წილად წიაღთა მათთა ყუედრება მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო.

13 ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.

ფსალმუნი 79

1 რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ.

2 წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხოურებად ჩუენდა.

3 ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.

4 უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა?

5 მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა;

6 მყვენ ჩუენ სახდომელ გარემოისთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხვიდეს ჩუენ.

7 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ.

8 ვენახი ეგვიპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი.

9 გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაი.

10 დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი.

11 მისწუდნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე - მწუერვალნი მისნი.

12 აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?

13 განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძვინვარემან მოძოა იგი.

14 ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას;

15 და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.

16 მომწუარი ცეცხლითა და მოოხრებული რისხვითა პირისა შენისაითა წარწყმდენ.

17 იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა.

18 და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან, მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით.

19 უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ.

ფსალმუნი 80

1 უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა.

2 აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა.

3 დაჰბერეთ ახლის თვის თავთა ნესტვითა, ბრწყინვალესა დღესა დღე­სასწაულისა ჩუენისასა.

4 რამეთუ ბრძანებაი არს ესე ისრაელისაი და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი.

5 წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგვიპტით; ენაი, რომელი არა იცოდა, ესმა;

6 განიშორნა ტვირთსა ბეჭნი მისნი და ხელნი მისნი გოდრითა მონებასა.

7 ჭირსა მხადე მე, და გიხსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისასა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა.

8 ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი,

9 არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთოი, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა.

10 რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგვიპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე.

11 და ერმან ჩემმან არა ისმინა ხმისა ჩემისაი და ისრაელი მე არა მერჩდა.

12 და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაისა, რაითა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა.

13 უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო.

14 ვითარცა არარაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი.

15 მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ.

16 და აჭამა მათ სიპოხისაგან იფთქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი.

ფსალმუნი 81

1 ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.

2 ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?

3 უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ.

4 განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი.

5 არა სცნეს, არცა გულისხმა-ჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.

6 მე ვსთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი.

7 ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით.

8 აღსდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაი, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა.

ფსალმუნი 82

1 ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშვიდნები, ღმერთო.

2 რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზრახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი.

3 ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათვის;

4 და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიხსენოს სახელი ისრაელისაი.

5 რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და შენთვის აღთქუმა-ჰყუეს.

6 ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა;

7 გებალ, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა, დამკვიდრებულთა თანა ტვიროსისათა.

8 და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანა-შემწე ძეთა მათ ლოთისთა.

9 ყუენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ხევსა მას კიშონისასა.

10 მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაი.

11 დასცენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი.

12 რომელთა თქუეს: დავიმკვიდროთ თვისად სიწმიდე ღმრთისაი.

13 ღმერთო ჩემო, ჰყუენ იგინი ვითარცა ურმის თუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა.

14 ვითარცა ცეცხლმან რაი მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან რომელმან შეწუნის მთანი.

15 ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი.

16 აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო.

17 ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხვილეულ იქმნედ და წარწყმდედ.

18 და ჰსცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლოი მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.

ფსალმუნი 83

1 ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!

2 ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.

3 და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.

4 ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.

5 ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.

6 ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა.

7 ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს.

8 უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.

9 მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.

10 რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.

11 რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.

12 უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.

ფსალმუნი 84

1 გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი.

2 მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.

3 დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა.

4 მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან.

5 ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.

6 ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.

7 მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ.

8 ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.

9 რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად მისი ქუეყანასა ჩუენსა.

10 წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს.

11 ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.

12 და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი.

13 სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი.

რომელნი დაგკლნეს უწყალოდ მახვილითა, ვითარცა ცხოვარნი, რომელთამე…

შემდგომად II ფსალმუნებისა, წარდგომა.

რომელნი დაგკლნეს უწყალოდ მახვილითა, ვითარცა ცხოვარნი, რომელთამე გიგმირეს მუცელსა, რომელნიმე შუა განგკუეთეს, და რომელნიმეს გიხეთქეს თავსა და ესრეთ აღგასრულნეს, ვითარცა ჰეროდემ ჩჩჳლნი უმანკონი და ვითარცა ზაქარიაჲ უბრალოდ დაკლული. ამისთჳსცა შემოკრებულნი ესე პატივს-გცემთ თქუენ და გაქებთ ყოველნი მორწმუნენი. 2-გზის

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო…

დიდებაჲ... აწდა...

ყოველთა შემოქმედი ღმერთი და დამბადებელი, ყოვლადუბიწოო, წმიდაო, საღმრთოჲსა სულისა მიერ მუცლად იღე და უხრწნელად ჰშევ, რომლისათჳსცა გადიდებთ შენ და გიგალობთ, ქალწულო, ვითარცა ყოველთა მეუფისა პალატსა და სოფლისა შემწესა.

აწ მოგვფინეთ მადლი ლოცვისა თქუენისაჲ, ათნო-ბევრნო, და…

შემდგომად სადიდებელისა წარდგომა.

აწ მოგვფინეთ მადლი ლოცვისა თქუენისაჲ, ათნო-ბევრნო, და ნუ განგვწირავთ მოქენეთა თქუენთა, არამედ ითხოვეთ ქრისტჱსაგან, შემწენო განუყოფელნო და უძლეველნო, რაჲთა დაამჴუნეს მტერნი ჩუენნი ცბიერნი და ძლევაჲ მოსცეს შჳლად ღმრთისა გამორჩეულსა ერსა ჩუენსა, ქრისტჱს სისხლითა მოსყიდულთა და განთავისუფლებულთა, და ერად საზეპუროდ აღნიშნულთა და აღწერილთა. 2-გზის

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა…

დიდებაჲ... აწდა...

თანა დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ, შენგან მიიღებს დასაბამსა ბუნებისა ჩუენისასა, ღმრთისმშობელო, და უჟამო შემოვალს ჟამსა შინა და სიტყუაჲ განზრქებოდის, ხოლო ძჱ ღმრთისაჲ ძედ შენდა იწოდების. ეჰა, მიუწვთომელი ესე საიდუმლოჲ, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს, და იგი თავადი არს უკუნისამდე.

მკითხველი

ფსალმუნი 85

1 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.

2 იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ.

3 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.

4 ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

5 რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ.

6 ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.

7 დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.

8 არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ.

9 ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა.

10 რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი.

11 მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა.

12 აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;

13 რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.

14 ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.

15 და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.

16 მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი.

17 ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.

ფსალმუნი 86

1 საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.

2 უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროის ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.

3 დიდებული ითქუა შენთვის, ქალაქო ღმრთისაო.

4 მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაი, რომელთა მიციან მე; და აჰა ესერა უცხო თესლნი და ტვიროს და ერი ჰინდოთაი ესენი იშვნეს მუნ.

5 დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.

6 უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისაითა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.

7 ვითარ მხიარულთა ყოველთა მკვიდრობაი შენდამი არს.

ფსალმუნი 87

1 უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;

2 შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

3 რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.

4 შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.

5 მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.

6 დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

7 ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

8 განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

9 და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.

10 მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

11 მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

12 საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

13 და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.

14 რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

15 გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.

16 ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

17 გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

18 განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.

ფსალმუნი 88

1 წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლადმდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.

2 რამეთუ ჰსთქუ: უკუნისამდე წყალობაი აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაი შენი.

3 ვყავ აღთქუმაი რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა;

4 უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლადმდე საყდარი შენი.

5 აღიარებდენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.

6 რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა?

7 ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოის მისა.

8 უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ, ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაი შენი გარემო არს შენსა.

9 შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშვიდებ.

10 შენ დაამდაბლე ვითარცა წყლული ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისაითა განაბნიენ მტერნი შენნი.

11 შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაი, სოფელი და სავსებაი მისი შენ დააფუძნე.

12 ჩრდილოი და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.

13 შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ხელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი.

14 სიმართლე და განკითხვაი არს განმზადებაი საყდრისა შენისაი, წყალობაი და ჭეშმარიტებაი ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა.

15 ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაი შენი, უფალო, ნათლითა პირისა შენისაითა ვიდოდიან,

16 და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ.

17 რამეთუ სიქადული ძალისა მათისაი შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაი ჩუენი.

18 რამეთუ უფლისაი არს შეწევნაი და წმიდისა, ისრაელ, მეუფისა ჩუენისაი.

19 მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავდევ შეწევნაი ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა.

20 ვპოვე დავით, მონაი ჩემი, და საცხებელი წმიდაი ჩემი ვსცხე მას.

21 რამეთუ ხელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი.

22 არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა.

23 და მოვსრნე პირისა მისისაგან მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამხუნე.

24 და წყალობაი ჩემი და ჭეშმარიტებაი ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაი მისი;

25 და დავდვა ზღუასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი.

26 მან მხადოს მე: მამაი ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისაი.

27 და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროის მეფეთა ქუეყანისათა.

28 უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაი ჩემი, და აღთქუმაი ჩემი ერწმუნოს მას.

29 და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი, და საყდარი მისი ვითარცა დღენი ცისანი.

30 და-თუ-უტეონ შვილთა მისთა შჯული ჩემი, და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან,

31 სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ,

32 განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლოებანი მათნი;

33 ხოლო წყალობაი ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტებასა ჩემსა,

34 არცა შევაგინო აღთქუმაი ჩემი და რაი-იგი აღმოხდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვჰყო.

35 ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას.

36 ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი ვითარცა მზე წინაშე ჩემსა.

37 და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნოი ცათა შინა.

38 ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი;

39 დააქციე აღთქუმაი მონისა შენისაი, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი.

40 დაარღვიენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ;

41 და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანა-წარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოისთა მისთა.

42 აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთაი და ახარე ყოველთა მტერთა მისთა.

43 გარე-მიაქციე შეწევნაი მახვილისა მისისაი და არა შეეწიე ბრძოლასა შინა.

44 დაჰხსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამხუ;

45 შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხვილი.

46 ვიდრემდის, უფალო, გარე-მიიქცევი სრულიად, და აღატყდების ვითარცა ცეცხლი რისხვაი შენი?

47 მოიხსენე შენ, რაი არს არსებაი ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი?

48 ვინ არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა იხილოს სიკუდილი და იხსნეს სული თვისი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა?

49 სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა?

50 მოიხსენე, უფალო, ყუედრებაი მონათა შენთაი, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთაი;

51 რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა.

52 კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე, იყავნ, იყავნ.

ფსალმუნი 89

1 უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.

2 პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ.

3 ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.

4 რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შინა.

5 წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარხდეს; განთიად აღყუავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმეს და დაცვივეს.

6 რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულის წყრომითა შენითა შევძრწუნდით.

7 დასხენ უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხოურებაი ჩუენი ნათელსა პირისა შენისასა.

8 რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ;

9 წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს, დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი. რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშვიდე, და ჩუენ განვისწავლენით.

10 ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაი და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაი.

11 მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა სიბრძნე შენი.

12 მოიქეც, უფალო, ვიდრემდის; და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.

13 აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ.

14 მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი.

15 და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.

16 და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.

ფსალმუნი 90

1 რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.

2 ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

3 რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.

4 ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.

5 არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;

6 ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.

7 დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.

8 ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.

9 რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.

10 არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.

11 რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;

12 ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;

13 ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.

14 რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

15 ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.

16 დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

რომელმან მიიღე ნებსით ჩუენთჳს ჯუარცმაჲ, შემუსრენ უკუე…

შემდგომად გ სტიხოლოღიისა წარდგომა, ჴმა ზ.

რომელმან მიიღე ნებსით ჩუენთჳს ჯუარცმაჲ, შემუსრენ უკუე მტერნი რომელთა არა გიციან შენ ჭეშმარიტი ღმერთი და გუაცხოვნენ ჩუენ:

გიხაროდენ მართალნო და ზეცისანი იხარებდით, რამეთუ ქუეყანასა…

დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა: მოწამეთა.

გიხაროდენ მართალნო და ზეცისანი იხარებდით, რამეთუ ქუეყანასა ზედა იღუაწეს მოწამეთა, და მტერი დათრგუნეს, და აღიმღერებდ ეკკლესიაო მედღესასწაულე საძლეველთა ღუაწლის-დამდებელისა მიმართ მხოლოსა, და მძლე-მყოფელისა ქრისტეს ღმრთისა, რომელი მოჰსცემს სოფელსა დიდსა წყალობასა:

ჯუარცმულსა ჩუენთჳს ქრისტესა ღმერთსა და დამჴსნელსა სიკუდილისა…

დიდება, აწდა. ჯუარ-ღმრთის-მშობლისა.

ჯუარცმულსა ჩუენთჳს ქრისტესა ღმერთსა და დამჴსნელსა სიკუდილისა ძალისასა, დაუცხრომელად ევედრე ღმრთის-მშობელო ქალწულო რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი:

მკითხველი

ფსალმუნი 50

არამედ წარიკითხვიან კანონები და ნ ფსალმუნი.

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს…

კანონი ღმრთისმშობლისა. მუხლი 6 კანონი წმიდათა მოწამეთა, მუხლი 8. ჴმაჲ 1 გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 1 გუერდი ძლისპირი

ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

სამებისა ნათლითა განათლდით, ყოვლად ქებულნო, და ანგელოზთა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამებისა ნათლითა განათლდით, ყოვლად ქებულნო, და ანგელოზთა წესთა თანა აღირაცხეთ, რომელთა თანა იხარებთ და განსცხრებით მარადის, ათნო-ბევრნო მოწამენო, და საკჳრველთმოქმედებითა ცხადად ჰკურნებთ.

ჵ მოწამენო დიდნო, ღუაწლით შემოსილნო, სურვილით მგალობელნი…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჵ მოწამენო დიდნო, ღუაწლით შემოსილნო, სურვილით მგალობელნი თქუენნი გჳჴსენით ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და განსაცდელთა, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ ცათა სასუფეველსა.

რომელნი ერთსა უფალსა ეზიარენით, და ერთი სარწმუნოებაჲ…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელნი ერთსა უფალსა ეზიარენით, და ერთი სარწმუნოებაჲ განუგმობელად დაიცევით, და ერთი ნათლისღებაჲ, და შჳლებაჲ ღმრთისაჲ არა მონა ჰყვენით, აწ კარნი წყალობისანი განგვიხვენით ლოცვითა თქუენითა, გევედრებით.

მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქუენთაო, ქრისტეს სარწმუნოებისათჳს…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხნო მვედრებელთა და მადიდებელთა თქუენთაო, ქრისტეს სარწმუნოებისათჳს წამებულნო, პატიოსანნო მოწამენო ათნო ბევრნო, მეოხებითა თქუენითა დაგჳფარეთ მორწმუნენი.

გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთჳსცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგჳხუენ ჩუენ, ქალწულო.

რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც…

გალობაჲ 3, განძლიერდასა ძლისპირი

რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

გუამისა მიერ დაბძარვითა გუამითთა მათ წყლულებათა მჴსნელისა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გუამისა მიერ დაბძარვითა გუამითთა მათ წყლულებათა მჴსნელისა ჩუენისათა ეზიარეთ, ახოვანნო, ჯუარითა ჭურვილნო მჴედარნო ქრისტჱსნო, და შარავანდედი სიკეთისაჲ და გჳრგჳნი სიმართლისაჲ მართლისა მისგან მსაჯულისა მიიღეთ.

არად შერაცხეთ თქუენ გულის-წყრომაჲ ჯალალედინისაჲ, რომელი გაიძულებდათ…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არად შერაცხეთ თქუენ გულის-წყრომაჲ ჯალალედინისაჲ, რომელი გაიძულებდათ შეურაცხებასა წმიდათა ხატთასა, არამედ კრძალვით თაყუანის-ეცით, მოწამენო, ბრწყინვალესა ხატთა ქრისტჱს მეუფისასა და ყოვლადწმიდისა მშობელისა მისისასა.

არა აღირჩიეთ თქუენ, მარტჳლნო შუენიერნო, წუთ ჟამისა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა აღირჩიეთ თქუენ, მარტჳლნო შუენიერნო, წუთ ჟამისა ამის პატივი, არცა უარყავ სახელი ქრისტესი, რომლისათჳსცა იწამეცა და დასდევ სული თქუენი მისთჳს, ხოლო აწ ქართველთა ერთა ჰფარავთ და იჴსნით მარადის.

თქუენ ქრისტესთჳს ვნებითა და სიკუდილითა, შეჰმუსრეთ თავი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქუენ ქრისტესთჳს ვნებითა და სიკუდილითა, შეჰმუსრეთ თავი იგი ამპარტავანისა გუელისაჲ, რომლისათჳსცა ენასა ჩუენსა უძლურად მეტყუელსა მოეცით ძალი, რაჲთა შეგითხზნათ საგალობელი ესე დიდებისაჲ და ძლევისაჲ.

მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გჳთხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

დიაკონი

მცირე კვერექსი (III გალობის შემდეგ)

ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ სარწმუნოებითა, პატიოსანნო მოწამენო მრავალ-ბევრთაგან…

წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

ღუაწლი კეთილი მოიღუაწეთ სარწმუნოებითა, პატიოსანნო მოწამენო მრავალ-ბევრთაგან შეკრებულნო, და მძლავრთა უღმრთოებანი ამხილეთ, მჴნენო, ვინაჲცა გჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღეთ და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირეთ, წმიდითა მეოხებითა თქუენითა მიანიჭებთ ყოველთა ცოდვათა შენდობასა.

აჰა, ესერა ზეცისა დიდებასა დაემკჳდრენით თქუენ და…

დიდებაჲ... აწდა...

აჰა, ესერა ზეცისა დიდებასა დაემკჳდრენით თქუენ და მოგეცათ სუფევაჲ სამარადისოჲ და ზიარებითა საღმრთოჲთა განღმრთობილ ხართ, ათნო ბევრნი მოწამენო, მოგჳჴსენენით აწ მგალობელნი თქუენნი და ჴსენებისა თქუენისა მადიდებელნი.

ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე…

გალობაჲ 4, უფალო მესმასა ძლისპირი

ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.

სამებისა ტრფიალთა საღმრთოთა მოწამეთა, რიცხვით ათთა ბევრთა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამებისა ტრფიალთა საღმრთოთა მოწამეთა, რიცხვით ათთა ბევრთა, ქებით შეგამკობთ მორწმუნენი და ყოვლითურთ თავსა ჩუენსა შევვედრებთ საღმრთოსა საფარველსა თქუენსა.

განაქარვეთ თქუენ ყოველნივე მტერისა სიბორგილენი, ღუაწლისა მძლენო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განაქარვეთ თქუენ ყოველნივე მტერისა სიბორგილენი, ღუაწლისა მძლენო, და ბრძოლანი მისნი ფიცხელნი, რამეთუ გაქუნდათ ღმრთისა მიერ უძლეველი ძალი.

აწ წინაშე საყდართა გუნდსა თანა მოწამეთასა მდგომარენი…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აწ წინაშე საყდართა გუნდსა თანა მოწამეთასა მდგომარენი ხართ, მარტჳლნო, სავსენი საღმრთოჲთა სრულებითა გჳრგჳნთაჲთა და დაუცხრომელად მეოხ-ხართ ჩუენ ყოველთათჳს.

მარადის უფლისა მვედრებელნო, აწ მომწყდართა თქუენთა თანა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარადის უფლისა მვედრებელნო, აწ მომწყდართა თქუენთა თანა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი და შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთა.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ…

გალობაჲ 5, ღამითგანსა ძლისპირი

რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოჲ, მრავალმოწყალე.

ვითარცა ვარსკულავნი ყოვლად ბრწყინვალენი აღმობრწყინდით თქუენ, ყოვლად…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ვარსკულავნი ყოვლად ბრწყინვალენი აღმობრწყინდით თქუენ, ყოვლად ქებულნო, და უღმრთოებისა ბნელსა იოტებთ მორწმუნეთაგან და ვნებათა ალმურსა განაბნევთ მადლითა.

ვითარცა ელვაჲ მზისაჲ და ბრწყინვალებაჲ მთოვარისაჲ განანათლებს…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ელვაჲ მზისაჲ და ბრწყინვალებაჲ მთოვარისაჲ განანათლებს სოფელსა, ეგრეთვე განანათლეთ ეკლესიაჲ ქრისტჱს ღმრთისაჲ ღუაწლთა თქუენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა.

გამობრწყინდით ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა, ყოვლად დიდებულნო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გამობრწყინდით ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა, ყოვლად დიდებულნო მოწამენო, და განაქარვეთ თქუენ სიბნელჱ იგი საცთურისა. ამისთჳს აწ განდიდნა სახელი წამებისა თქუენისა.

გამოჩნდით ბრწყინვალე მნათობად, რიცხვით ათნო ბევრნო მოწამენო…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გამოჩნდით ბრწყინვალე მნათობად, რიცხვით ათნო ბევრნო მოწამენო, და განანათლებთ საღმრთოჲთა შარავანდედთა მიერ, რომელნი სარწმუნოებით გიღაღადებენ: ევედრეთ ჩუენთჳს ქრისტესა მეუფესა.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკჳდრებელად თჳსად შეგიწყნარა და იჴსნნა კაცნი.

გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ…

გალობაჲ 6, ღაღადყავსა ძლისპირი

გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ, და გიღაღადებ: მიჴსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

აღსარებითა მართლითა შეიწყნარეთ შორის თქუენსა ქრისტე, ბრძენნო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღსარებითა მართლითა შეიწყნარეთ შორის თქუენსა ქრისტე, ბრძენნო, და სისხლი თქუენი შერთეთ სისხლთა თანა მარტჳლთასა და მათ თანა მიიღეთ გჳრგჳნი იგი დიდებისა.

დაკლვითა და სისხლითა მოიპოვეთ მადლი სულიერი, მოწამენო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დაკლვითა და სისხლითა მოიპოვეთ მადლი სულიერი, მოწამენო, დღეს ჴსენებასა თქუენსა ვიხარებთ და ვაქებთ დამბადებელსა, რომელმანცა მოგცნა მადლნი ეგე ვითარნი, შემწენო ჩუენნო.

მართლმადიდებლობისა სუეტნო მტკიცენო, შებრკოლებული ესე და ქუეყანად…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მართლმადიდებლობისა სუეტნო მტკიცენო, შებრკოლებული ესე და ქუეყანად დაკუეთებული აღმადგინეთ, რაჲთა ვპოო შეცოდებათა ჩემთა შენდობაჲ.

აწ ზეცით გარდამო წყალობითა მოგუხედეთ, მრავალმოღუაწენო, მვედრებელთა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ზეცით გარდამო წყალობითა მოგუხედეთ, მრავალმოღუაწენო, მვედრებელთა თქუენთა, და გჳჴსენით სენთა და სალმობათაგან. და ვნებათა ჭირთა და განსაცდელთა.

გულსა შენსა განვლო მახჳლმან, იხილე-რაჲ ჯუარსა ზედა…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახჳლმან, იხილე-რაჲ ჯუარსა ზედა ძჱ შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოჲ გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

დიაკონი

მცირე კვერექსი (VI გალობის შემდეგ)

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშჳდობისა, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უუკუნითი უკუნისამდე:
მგალობელთა: ამინ.

მკითხველი

კონდაკი, იკოსი და სვინაქსარი

კონდაკი, და იკოსი, და კითხვა სჳნაქსრისა

აქ იკითხება დღის კონდაკი.

უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარჱ…

გალობაჲ 7, კურთხეულარსა ძლისპირი

უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარჱ ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

არა უარყავით თქუენ შემოქმედი და არცა უმადლო…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა უარყავით თქუენ შემოქმედი და არცა უმადლო ექმენით ქუელისმოქმედებასა მისსა, არამედ დასდეთ სასოებაჲ ღმრთისა მიმართ და ღაღად-ყავთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი ათთა ბევრთა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი ათთა ბევრთა მოწამეთანი, სამსჯავროსა მას უღმრთოთასა ღაღადებდეს: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

მწყობრი მოწამეთა, მღდელთმთავართა და მღდელთა, წმიდათა მამათა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მწყობრი მოწამეთა, მღდელთმთავართა და მღდელთა, წმიდათა მამათა და დედათა, ბრწყინვალჱ კრებული მადლობით ღაღადებდით: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

ახოვნებითა ღუაწლთა მათ თქუენთაჲთა და აღსარებითა ქრისტჱს…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ...

ახოვნებითა ღუაწლთა მათ თქუენთაჲთა და აღსარებითა ქრისტჱს ღმრთისაჲთა, ნეტარნო, უჩუენეთ ყოველთა უძლეველი სიმჴნჱ თქუენი და ჴმა-ყავთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

აღმოგჳბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზჱ იგი დაუღამებელი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგჳბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზჱ იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს…

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა ძლისპირი

შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

რაჟამს მტარვალთა მათ აღიმაღლნეს მარჯუენენი მათნი, რაჲთა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს მტარვალთა მათ აღიმაღლნეს მარჯუენენი მათნი, რაჲთა ძლიერად უხეთქონ ქედთა თქუენთა, მაშინ თქუენცა აღმოსთქვით: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

მეოხ-გუეყვენით ჩუენ მარადის უფლისა მიმართ, მარტჳლნო, რამეთუ…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მეოხ-გუეყვენით ჩუენ მარადის უფლისა მიმართ, მარტჳლნო, რამეთუ თქუენ ხართ შემწენი ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი აკურთხევენ ქრისტესა და ამაღლებენ მას უკუნისამდე.

რომელთა ეშმაკთა სძლეთ და მძლავრსა არცხვინეთ, აწ…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელთა ეშმაკთა სძლეთ და მძლავრსა არცხვინეთ, აწ მოგუმადლეთ ჩუენცა გულისა შემუსრვილებაჲ, რაჲთა მარადის ჴმა-ვჰყოფდეთ: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

აწ ითხოვეთ მჴსნელისაგან ლმობიერებით ჴსნაჲ ერისა ჩუენისაჲ…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ ითხოვეთ მჴსნელისაგან ლმობიერებით ჴსნაჲ ერისა ჩუენისაჲ ყოვლისაგან ჭირისა, ვედრებითა თქუენითა და უფალსა შეწირეთ გალობაჲ ჩუენი: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

შენ მიერ ჩუენთჳს ჴორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაჲ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთჳს ჴორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაჲ და ყოვლად უბიწოჲ, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთჳს მორწმუნენი ჴმამაღლად გიგალობთ შენ.

გუნდი

„ადიდებს სული ჩემი უფალსა“

ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

ესაჲა, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძჱ…

გალობაჲ 9, ადიდებდითსა ძლისპირი

ესაჲა, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძჱ დაუსაბამოჲ ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

უმაგალითო ვნებაჲ აჩუენეთ მიბაძვითა ქრისტესითა, რამეთუ ჩჩვილნიცა…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

უმაგალითო ვნებაჲ აჩუენეთ მიბაძვითა ქრისტესითა, რამეთუ ჩჩვილნიცა უჰასაკონი და დედანი უძლურნი მჴნე იქნებოდით და დამვიწყებელ ბუნებათა, ამისთჳს მმადლობელითა გულითა შეგასხამთ ქებასა.

აწ განჴსენით ცოდვათა საკრველნი მგალობელთა ამათ თქუენთანი…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აწ განჴსენით ცოდვათა საკრველნი მგალობელთა ამათ თქუენთანი, ღუაწლით შემოსილნო მოწამენო, და დააცხრუეთ ღელვანი იგი ვნებათანი, და ალმური წუალებისა, მეოხებითა თქუენითა.

რომელნი სისხლითა მარტჳრობისაჲთა ბრწყინავთ სამყაროსა ზედა, გჳჴსენით…

წმიდანო ათნო-ბევრნო მოწამენო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელნი სისხლითა მარტჳრობისაჲთა ბრწყინავთ სამყაროსა ზედა, გჳჴსენით ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, მოწამენო, და შეგვზღუდეთ, უძლეველნო, ღირსად შემოკრებულნი ყოველნი.

გუნდი უბიწოჲ, მჴედრობაჲ საღმრთოჲ, მწყობრი რჩეული, ბანაკი…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გუნდი უბიწოჲ, მჴედრობაჲ საღმრთოჲ, მწყობრი რჩეული, ბანაკი წმიდაჲ, სპარაზენობაჲ ძლიერი, სიმრავლჱ სამგზის სანატრელი გევედრების ჩუენთჳს, ქრისტე ღმერთო, მათ მიერ მოგვეც ცოდვათა შენდობაჲ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაჲსწარმეტყუელმან წინაჲთ გიხილა, ყოვლადუბიწოო…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაჲსწარმეტყუელმან წინაჲთ გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტჱს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთჳს გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

მკითხველი

„ღირს არს“

უკუეთუ არა იყოს კჳრიაკე, ღირს არსი

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიაკონი

მცირე კვერექსი (IX გალობის შემდეგ)

ხოლო შემდგომად გალობისა მე-გ-სა საგალობლისა, და მე-ვ-სა და ღირს არსისა, ითქუმის კუერექსი მცირე

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
ასამაღლებელი.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

გუნდი

„წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“

წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.

ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო…

განმანათლებელი

ეკლესიისა შეურყეველნო გოდოლნო და მართლმადიდებლობისა სუეტნო საღმრთონო, ქრისტჱს სარწმუნოებისათჳს წამებულნო, ათნო ბევრნო მოწამენო, ყოვლად უძლეველნო, გჳრგჳნოსანმყოფელსა თქუენსა იესუს ევედრენით, რაჲთა მოგუანიჭოს მგალობელთა თქუენთა მშჳდობაჲ და პატივისმცემელთა თქუენთა დიდი წყალობაჲ.

რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისხღებაჲ სისხლითა თქუენითა, და…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისხღებაჲ სისხლითა თქუენითა, და განსწმიდეთ სულნი თქუენნი, მოწამენო, აჰა, ქართლოსიანნი გევედრებით: ოხაჲ ჩუენი შესწირეთ მჴსნელისა მიმართ და გჳთხოვეთ, შეჰმუსროს მტერნი ჩუენნი ურიცხუნი, შურითა მკულელებრითა შეჭმულნი, და დაამხოს უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ბოროტნი თანამზრახველნი მათნი, აღსპობისა ჩუენისა მსურველნი.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამჴსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თჳსდა მიმართ მიმზიდველი მოწამეთა ათთა ბევრთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.

გუნდი

აქებდითის დასაწყისი

აქებდით უფალსა ცათაგან, შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.
შენ გშუენის გალობა, ღმერთო.
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.შენ გშუენის გალობა, ღმერთო.

ფსალმუნი 148

1 აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

2 აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი.

3 აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი.

4 აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი.

5 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს.

6 და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაი დასდვა, რომელი არა წარხდეს.

7 აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;

8 ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაი, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;

9 მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

10 მხეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;

11 მეფენი ქუეყნისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი.

12 ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;

13 აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისაი; და აღსარებაი მისი ზეცასა და ქუეყანასა.

14 და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.

ფსალმუნი 149

1 უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

2 იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.

3 აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას.

4 რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი და აღამაღლნეს მშვიდნი ცხორებითა.

5 იქადოდიან წმიდანი დიდებითა და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

6 ამაღლებაი ღმრთისაი პირსა შინა მათსა, და მახვილნი ორპირნი ხელთა შინა მათთა.

7 ყოფად შურის-გებაი წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,

8 შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი _ ხელბორკილითა რკინისაითა,

9 ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი; ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.

ფსალმუნი 150

1 აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროითა ძალისა მისისაითა.

2 აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა.

3 აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.

4 აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.

5 აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა.

6 ყოველი სული აქებდით უფალსა.

მოვედით, კრებულნო მოყუარენო მარტჳლთანო, მართლმადიდებელნო ქართველნო, ვიხარებდეთ…

აქებდითსა ზედა დასდებელნი. მუხლი 6

მოვედით, კრებულნო მოყუარენო მარტჳლთანო, მართლმადიდებელნო ქართველნო, ვიხარებდეთ და ქრისტჱს მოწამეთა ჴსენებასა ქებით აღვასრულებდეთ, რამეთუ შუენიერ არს და ბრწყინვალჱ ყოვლად ქებული ჴსენებაჲ მათი.

დღესასწაულობს სამეუფოჲ ქალაქი ჩუენი ნათლით შემოსილსა საჴსენებელსა თქუენსა და მხიარულებით განსცხრების ეკლესიაჲ და გჳწესს ყოველთა მორწმუნეთა გალობად და შესხმად თქუენდა.

ჵ, ნათესავნო ქართლოსიანნო, რომელნი სისხლითა მარტჳლობისაჲთა ბრწყინავთ ქუეყანასა ზედა, შეგვეწიეთ, ვინაჲცა ადგილსა მას მოწამეობისა თქუენისასა კურთხეულითა ენითა ქართულითა გევედრებით და წლითი წლად აღვასრულებთ ჴსენებასა თქუენსა.

ჵ, არვეო სიტყჳერთა ვერძთაო, რაჟამს მოგეხვივნეს მგელნი ბოროტნი და დაგბძარნეს უწყალოდ, ვითარცა ჰეროდემ ჩჩჳლნი უმანკონი და ვითარცა ზაქარიაჲ უბრალოდ დაკლული, მაშინ ჰპოვეთ, რომლისა გსუროდათ მისლვად, სადა არა არს ჭირი, არამედ სიხარული.

ვითარცა მრავალ-გზის ურიცხუთა ჭირთა ტფილისელთასა დამჴსნელ იქმენით, ეგრეთვე გარე წარაქციეთ ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳ-დრებელსა ჩუენსა ზედა და აღგვიდგინეთ მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა.

აწ განსცხრებოდე ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ შორის დაითხია სისხლი ათთა ბევრთა მოწამეთა, ხუარაზმელთაგან ტფილისს ვნებულთა, რომელთა დადვეს სული თჳსი მსგავსად მჴსნელისა და აწ წინაშე სამებისა იხარებენ და მეოხ არიან დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათჳს.

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენეთ ჴორცთა შინა…

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენეთ ჴორცთა შინა მყოფთა, ვითარცა უხორცოთა, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდათ სიკუდილი, რომლითა მიხვედით უკუდავებად, და სიხარულითა ღუაწლისა თქუენისაჲთა ეკლესიაჲ ქართველთაჲ შუენიერად მეწამულ-ყავთ, ამისთჳსცა კეთილმორწმუნე, მარტჳლთმოყუარე ერი ქართველთაჲ გალობითა გაქებს თქუენ და ღაღადებს წადიერად.

ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი, დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი…

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ღმრთისმშობლისა, დემეტრე ქართველთა მეფისა, ბაგრატოვანისა.

ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი, დედაჲ ქალწული, შუენიერი შროშანი, მას ახარებდა ანგელოზი ფრთოსანი, შენგან იშუების, მეფჱ გჳრგჳნოსანი და მას ჰმონებენ მეფენი მრავალყმოსანი.

მკითხველი

ყოველდღიური დოქსოლოგიის წინ

შენდა დიდება შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება, შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი.

ყოველდღიური დოქსოლოგია

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.

დიაკონი

სავედრებელი კვერექსი

ხოლო შემდეგომად დიდება მაღალიანისა ეგრეთვე კუერექსი: აღუსრულოთ საცისკრო ვედრებაჲ ჩუენი:

აღუსრულოთ საცისკრო ვედრება ჩუენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დღე ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳს-გებაჲ წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგუმადლე, უფალო.
ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
და მღდელმან, ასამაღლებელი:
რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღდელმან. მშჳდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
ღმერთო წმიდაო, რომელი დამკჳდრებულ ხარ მაღალთა შინა, და ყოვლისა მხედველითა თუალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგჳდრეკიან ქედნი გულთა და ჴორცთა ჩუენთანი, და გევედრებით შენ წმიდაო წმიდათაო, მოყავ ჴელი შენი უხილავი წმიდით სამკჳდრებელით შენით და გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი, და რაოდენნი რა გცოდეთ ნებსით, ანუ უნებლიეთ, ვითარცა, სახიერმან და კაცთ-მოყუარემან ღმერთმან შეგჳნდევ, და მოგუანიჭენ ჩუენ ქუეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა:
ასამაღლებელი.
რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

გუნდი

სტიქარონსა ზედა დასდებელნი

აქ იგალობება დღის სტიქარონები ჩასართავებზე (სტიქარონსა ზედა).

მკითხველი

სტიქარონის მუხლები

აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე.

ფსალმუნის 91-ის მუხლები

კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

ტროპარი · წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი (+1227)

მოწამეთა შენთა უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

დიაკონი

მრჩობლი კვერექსი

შემდგომად აღვივსენითის დასდებელისა, წმიდაო ღმერთოსა და ოხითასა, კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო:

შეგჳწყალენ ჩუენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე, და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთმთავარი მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლ-მადიდებელთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამას ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერია: წმიდისა ამის მონასტრისათა).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს, და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. გგზის
ასამაღლებელი, მღდელმან:
რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.

„სიბრძნით“ – „დაამტკიცე, ღმერთო“

დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: გუაკურთხენ.
მღდელმან: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღვთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლ-მადიდებელი სარწმუნოება, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, უკუნითი უკუნისამდე.
მღდელმან:
ყოვლად წმიდაო ღმრთის-მშობელო გუაცხოვნენ ჩუენ.

პირველი ჟამი

სადაგ დღეს ცისკარს მეყსეულად მოსდევს პირველი ჟამი; განტევება პირველი ჟამის ბოლოს არის (ტიპიკონი, თავი 9).