გულანი
საცდელი · 1.37.0
მწუხრი 1 / 56კურთხევა

მწუხრი

დიდი მარხვა

23 მარტი 2061ხმა 7

მღვდელი

კურთხევა

შევალს მღდელი წმიდასა შინა ეკლესიასა, დაიდებს ეპეტრახილსა, დასდგების წინაშე აღსავლის კარისა, და იტყჳს:

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მკითხველი

ამინ

ამინ.

მოვედით, თაყვანი ვცეთ

და მკითხველმან:

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 103

1 აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსაარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ,

2 შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.

3 რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;

4 რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა;

5 რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.

6 უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.

7 შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.

8 აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.

9 საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.

10 რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;

11 ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.

12 მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.

13 დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.

14 რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.

15 და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.

16 განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.

17 მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.

18 მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.

19 შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.

20 დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,

21 ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.

22 აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.

23 გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.

24 ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.

25 ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;

26 მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.

27 ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;

28 მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.

29 ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.

30 გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.

31 იყავნ უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.

32 რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.

33 ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.

34 ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.

35 მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

მღვდელი

სამწუხრო (მწუხრის) ლოცვები

ხოლო მღდელი დასდგების წინაშე წმიდისა კარისა, თავმოხდილი, და წარიკითხავს ლოცვებსა მწუხრისასა:

უფალო, სახიერო სულგრძელო და მრავალ მოწყალეო, ყურად-იღე ლოცვა ჩუენი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩუენისასა, ჰყავ ჩუენ თანა სასწაულ კეთილ, წარმიძეღუ ჩუენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩუენ ჭეშმარიტებითა შენითა, ახარე გულთა ჩუენთა შიშითა სახელისა შენისა წმიდისაჲთა, რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკჳრველებათა, შენ ხარ ღმერთი მხოლო, და არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ძლიერი წყალობითა, და სახიერი კაცთ-მოყუარებითა, შეწევნად, და ნუგეშინის-ცემად და ცხოვრებად ყოველთა მოსავთა სახელისა შენისა მიმართ წმიდისა:
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩუენ, არამედ ჰყავ ჩუენ თანა წყალობაჲ მსგავსად სახიერებისა შენისა, მკურნალო და მჴსნელო სულლა ჩუენთაო; მიმიძეღუ ჩუენ ნავთსაყუდელსა ნებისა შენისასა, განანათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი ცნობად ჭეშმარიტებისა შენისა, და მომანიჭე ჩუენ ნეშტი დღისა ამის მშჳდობით და უცოდველად, და ყოველნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა:
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო ღმერთო ჩუენო, მომიჴსენენ ჩუენ, ცოდვილნი და უჴმარნი მონანი შენნი, რაჟამს ვხადოდეთ ჩუენ წმიდასა სახელსა შენსა, და ნუ მარცხვენ ჩუენ სასოებისაგან ჩუენისა წყალობითა შენითა, არამედ მომმადლე ჩუენ, უფალო, ყოველივე საცხოვრებელი თხოვაჲ, და ღირს-მყვენ სიყუარულსა, და შიშსა შენსა ყოვლითა გულითა ჩუენითა, და ყოფად ყოველსა შინა ნებასა შენსა:
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა ჩუენ ყოველნი დაუდუმებელად გაქებთ შენ, და მარადის გადიდებთ, ყოველთა ზეცისა ძალთა მიერ ქებულო, აღავსე პირი ჩუენი ქებითა შენითა, რათა უგალობდეთ სახელსა შენსა წმიდასა, მოგვეც ჩუენ ნაწილი და სამკჳდრებელი ყოველთა მოშიშთა ჭეშმარიტებისა შენისათა, დაცვითა მცნებათა შენთათა, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა და ყოველთა წმიდითა შენთათა.
რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

უფალო, უფალო, რომელსა უხრწნელითა ნებითა გიპყრიეს ყოველი დაბადებული, და სულგრძელ ხარ ჩუენ ცოდვილთა ზედა, შემნანებელად სიბოროტისა ჩუენისა, მოგჳჴსენენ წყალობითა და მოწყალებითა შენითა, და დაგჳფარენ ჩუენ სახიერებითა შენითა, მოგვეც ჩუენ განვლად ნეშტი დღისა ამის მადლითა შენითა, და განგუაშორე ბოროტისა ეშმაკისა საცთური, და უვნებელად დაიცევ ცხოვრებაჲ ჩუენი მეორედ მოსლვასა მას შენსა, მადლითა სულისა შენისა წმიდისაჲთა:
წყალობითა და კაცთ-მოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმერთო დიდო და საკჳრველო, რომელი გამოუთქუმელითა სახიერებითა შენითა და სიმდიდრითა წინასწარ მცნობელობისა შენისათა განაგებ ყოველთა, რომელმან ქუეყანისა ყოველი კეთილი მოგუეც ჩუენ, და შენ მიერი იგი აღთქუმული სასუფეველი მოგუანიჭე ჩუენ, და აღთქუმითა მით კეთილი გზაჲ გჳჩუენე ჩუენ, დღესა მას მოსვლისა შენისასა, ყოვლისა ბოროტისაგან განგუათავისუფლენ ჩუენ, და მოგუანიჭე ჩუენ შემდგომი ნეშტი ცხოვრებისა ჩუენისაჲ, უცოდველად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისა, საქებელად მხოლოჲსა სახიერისა, და კაცთმოყვარისა შენ ღმრთისა ჩუენისა:
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკუდავებაჲ და მკჳდრ ხარ ნათელსა თუალთშეუდგამსა, რომელმან ყოველი დაბადებული სიბრძნით შეჰქმენ; რომელმან განჰყავ შორის ნათლისა და შორის ბნელისა, და დააწესე მზეჲ მფლობელად დღისა, და მთოვარე და ვარსკვლავნი მფლობელად ღამისა, და ღირს მყვენ ჩუენ ცოდვილნი ჟამსაცა ამას მოსლვად წინაშე პირსა შენსა აღსარებითა და შეწირვად შენდა მწუხრის ლოცვისა, შენ, კაცთმოყუარეო, წარმართე ლოცვა ჩუენი, ვითარცა საკმეველი, შენ წინაშე, და შეიწირე სუნად სუნნელად: და მოგუმადლე მწუხრი ესე და შემომავალი ღამეჲ მშჳდობით; შეგუმოსე ჩუენ საჭურველი ნათლისაჲ, გჳჴსნენ შიშისაგან ღამისა, და ყოვლისაგან ღუაწლისა, რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე, რომელ მოგვეც განსასუენებელად უძლურებათა ჩუენთა, ყავ ყოვლისაგან ოცნებისა საეშმაკოჲსა განშორებულ. ჰე, მეუფეო, კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთაცა ჩუენთა ზედა ვინანდეთ და ღამითცა ვიჴსენებდეთ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ, და სიხარულითა სულისათა აღვსდგეთ დიდების-მეტყველებად სახიერებისა შენისა, რათა ლოცვასა და ვედრებასა შევსწირვიდეთ მოწყალებისა შენისა მიმართ ცოდვათა ჩუენთათჳს, და ერისა უმეცრებისათჳს, მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისათა:
რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მკითხველი

ფსალმუნის ბოლო მუხლები

მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე
ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია

3-გზის

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო.

დიაკონი

დიდი კვერექსი

ხოლო აღსრულებასა წინადასაწყისისა ფსალმუნისასა დიაკონი გამოვალს ჩრდილოეთით კერძო, და დასდგების ჩუეულებისაებრ ადგილსა თჳსსა, და იტყჳს კუერექსსა.

მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

ზეგარდამო მშჳდობისა და ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

მშჳდობისათჳს ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათჳს წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათჳს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

წმიდისა ამის ტაძრისათჳს (ანუ მონასტრისა) სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (აქა მოიჴსენე მღდელთ-მთავარიცა მის სამწყსოჲსა) პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოჲსა დასისა და ერისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

სამეუფოჲსა ქალაქისა ამას ჩუენისა და წმიდისა ამის ტაძრისა (უკუეთუ იყოს მონასტერი, - წმიდისა ამის მონასტრისა), და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათჳს, და სარწმუნოებით მკჳდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

კეთილ-შეზავებისათჳს ჰაერთასა, კეთილ-გამოღებისათჳს ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშჳდობისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყუეთა, ჴსნისა და ცხოვრებისა მათისათჳს უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად-კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნუთი უკუნისამდე;
ამინ.

მკითხველი

ფსალმუნი 46

შემდგომად დიდისა კუერექსისა, კანონი რიგისა. და შემდგომად კანონისა კუერექსი მცირე.

1 ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა.

2 რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.

3 დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა.

4 გამომირჩია ჩუენ სამკვიდრებელი თვისი, შუენიერებაი იაკობისი, რომელ შეიყუარა.

5 ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა.

6 უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა უგალობდით.

7 რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისაი ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.

8 სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა.

9 მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.

ფსალმუნი 47

1 დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა.

2 ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაითა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაი.

3 ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას.

4 რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად.

5 მათ იხილეს ესრეთ და დაუკვირდა, შეშფოთნეს, შეირყინეს.

6 და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი; მუნ სალმობაი, ვითარცა შობადისაი.

7 ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნე ნავნი თარშისანი.

8 ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთაისა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე.

9 შევიწყნარეთ წყალობაი შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა.

10 ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაი შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი.

11 იხარებდინ მთაი სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო.

12 მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა.

13 დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ ტაძრები მისი, რაითა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა.

14 რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნნეს ჩუენ უკუნისამდე.

ფსალმუნი 48

1 ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა.

2 ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.

3 პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის-ყოფასა.

4 მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი.

5 რაისათვის მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უშჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარე-მომიცვას მე.

6 რომელნი ესვენ ძალსა თვისსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თვისისასა იქადიან.

7 ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა კაცმან? არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისა თვისისაი.

8 და სასყიდელი სახსრად სულისა თვისისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე.

9 და ცხოვნდეს სრულიად, არა იხილოს მან განსახრწნელი.

10 რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად; ერთბამად უგუნური და უცნობოი წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი.

11 და სამარენი მათნი სახლ მათდა იყვნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.

12 კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

13 ესე გზაი არს საცთურებისა მათისაი მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ.

14 ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნაი მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ.

15 ხოლო ღმერთმან იხსნეს სული ჩემი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე.

16 ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაი.

17 რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს მისი მის თანა.

18 რამეთუ სული მისი ცხოურებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.

19 შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს.

20 კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

ფსალმუნი 49

1 ღმერთი ღმერთთაი უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისაით ვიდრე დასავალადმდე.

2 სიონით გამო არს შუენიერებაი ჰაეროვნებისა მისისაი.

3 ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისსა ნიავქარი ფრიად.

4 მოუწოდოს ზეცასა ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თვისისა.

5 შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქუმისა მისისანი საკუერთხთა ზედა.

6 და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს.

7 ისმინე, ერო ჩემო და გეტყოდი შენ; ისრაელო, და გიწამო შენ; ღმერთი, ღმერთი შენი ვარი მე.

8 არა თუ მსხუერპლთა შენთათვის გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის.

9 არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა;

10 რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათაი და ყოველი პირუტყვი.

11 ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შეუნიერებაი ველთაი ჩემ თანა არს.

12 შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი მისი.

13 ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთაი ანუ სისხლი ვაცთაი ვსუაა?

14 შეჰსწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაი და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი.

15 და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე.

16 ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა?

17 შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი.

18 იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი.

19 პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაი და ენაი შენი თხზვიდა ზაკვასა.

20 შჯდი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი და ძისათვის დედისა შენისა დასდვი საცთური.

21 ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოებაი ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა.

22 გულისხმა-ჰყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მხსნელ თქუენდა.

23 მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი სადა უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

ფსალმუნი 50

1 მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.

2 უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.

3 რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

4 შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

5 რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.

6 რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

7 მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.

8 მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.

9 გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.

10 გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.

11 ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

12 მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.

13 ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.

14 მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.

15 უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

16 რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.

17 მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

18 კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.

19 მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

ფსალმუნი 51

1 რად-მე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უშჯულოებასა მარადღე?

2 სიცრუვესა ზრახავს ენაი შენი; ვითარცა მახვილი, აღლესულ ჰყავ შენ ზაკუვაი.

3 შეიყუარე სიბოროტე უფროის სახიერებისა და სიცრუვე უფროის სიმართლისა სიტყვისა.

4 შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაი დაქცევისაი და ენაი მზაკუარი.

5 ამისთვის დაგამხუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგხადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაით.

6 იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან:

7 აჰა ესერა კაცი, რომელმან არა ჰყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა სიმდიდრისა მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თვისითა.

8 ხოლო მე ვითარცა ზეთის-ხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

9 აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.

ფსალმუნი 52

1 თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინნეს უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი.

2 ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა.

3 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე.

4 არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა, ღმერთსა არა ხადეს.

5 მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ჰყვნა იგინი.

6 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუ ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.

ფსალმუნი 53

1 ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე.

2 ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

3 რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა.

4 აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა.

5 მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი.

6 და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ.

7 რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუამლან ჩემმან.

ფსალმუნი 54

1 ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა.

2 მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი.

3 ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე.

4 გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა.

5 შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან.

6 და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო.

7 ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა.

8 მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა.

9 დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა.

10 დღე და ღამე გარე-მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა.

11 და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაი.

12 რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან.

13 ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინაძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო.

14 რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა.

15 მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა.

16 მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და უფალმან ისმინა ჩემი.

17 მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი.

18 იხსნეს სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა.

19 ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა.

20 მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს ჰსჯული მისი.

21 განიყუნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი.

22 მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა ჰსცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა.

23 ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ.

დიაკონი

მცირე კვერექსი

და შემდგომად ფსალმუნებისა გამოვალს დიაკონი ჩრდილოეთით კერძო და იტყჳს მცირესა კუერექსსა.

მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.

ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთის-მშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე:
ამინ.

გუნდი

„უფალო, ღაღად-ვყავ“

ესრეთ: უფალო, ღაღად-ვყავ: ითქუმის ჴმასა ზედა დასდებელისასა.

უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.
წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.

ფსალმუნი 140

1 უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.

2 წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ.

3 დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.

4 ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.

5 მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.

6 დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.

7 ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.

8 რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.

9 მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.

10 შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?

ფსალმუნი 141

1 ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.

2 განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.

3 მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.

4 ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.

5 ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.

6 მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.

7 გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.

ფსალმუნი 129

1 ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო; უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი;

2 იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.

3 უკეთუ უჰსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაი.

4 სახელისა შენისათვის დაგითმე შენ, უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.

5 სახუმილავითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.

6 რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაი, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაი. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უჰსჯულოებათა მისთა.

ფსალმუნი 116

1 უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი;

2 რამეთუ განძლიერდა ჩუენ ზედა წყალობაი მისი, და ჭეშმარიტებაი უფლისაი ჰგიეს უკუნისამდე.

„უფალო, ღაღად-ვყავ“-ის დასდებლები

ესრეთ დასდებელი, დიდება, აწდა.

აქ იგალობება დღის სტიქარონები თვენიდან, პარაკლიტონიდან (რვახმეულიდან) ან მარხვანიდან.

„ნათელო მხიარულო“

ნათელი მხიარული წმიდისა დიდებულისა, უკუდავისა მამისა ზეცათასა, წმიდა მაცხოვარი ჩუენი იესუ ქრისტე; მოსრულთა დასლვასა მზისასა ვიხილოთ ნათელი სამწუხრო, ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ჴმითა ტკბილითა, ძეო ღმრთისაო, ცხოვრების მომცემელო, რომლისათჳსცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს.

დღის წარდგომა

ხოლო შემდგომად შესლვისა, ჰყოფს ჩუეულებისაებრ თაყუანის-ცემასა მღდელი და დიაკონი მაღალ დასაჯდომელისასა და შემდგომ მხედველნი დასავალით დიაკონი იტყვის წარდგომასა დღისასა.

ოთხ-შაბათსა მწუხრად, ჴმა ე.
ღმერთო სახელითა შენითა მაცხოვნე მე, და ძალითა შენითა მისაჯე მე.
მუჴლი: ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, და ყურად იხვენ სიტყუანი პირისა ჩემისანი.

მკითხველი

„ღირს-მყავ, უფალო“

ღირს მყვენ ჩვენ, უფალო, მწუხრსა ამას, უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ.
იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისხმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი.
უფალო, წყალობაი შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შვენის ქებაი, შენდა შვენის გალობაი, შენდა დიდებაი შვენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

დიაკონი

თხოვნითი კვერექსი („აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ“)

აღუსრულოთ სამწუხრო ვედრებაჲ ჩუენი უფალსა.
უფალო, შეგჳწყალენ.

შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ, და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
უფალო, შეგჳწყალენ.

მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშჳდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღუარი, მცველი სულთა და ჴორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა და უშჯულოებათა ჩუენთა უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშჳდობაჲ სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშჳდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშჳდობითნი, და კეთილი სიტყჳსგებაჲ წინაშე საშინელისა სამშჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მოგუმადლე, უფალო.

ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
შენ, უფალო.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.

თავის მოდრეკის ლოცვა

ლოცვა თავმოდრეკით.

მშჳდობა ყოველთა.
და სულისაცა შენისა თანა.

თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
შენ, უფალო.

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჴედ ცხოვრებისათჳს ნათესავისა კაცთასა, მოხედენ მონათა შენთა ზედა, და სამკჳდრებელსა შენსა ზედა, რამეთუ შენ ხარ საშინელი და კაცთმოყუარე მსაჯული მონათა შენთა, რომელთა მოუდრეკიან თავნი თჳსნი, და დაუმდაბლებიან ქედნი მათნი, რამეთუ არა კაცთა მიერსა ეძიებენ შეწევნასა, არამედ შენ მიერსა ითხოვენ წყალობასა, და შენსა ეძიებენ ცხოვრებასა, რათა დაიცვნე ყოველსა ჟამსა, და შემდგომსაცა მწუხრსა, და მომავალსაცა ღამესა ყოვლისა წინააღმდგომთა მტერთა საცთურისაგან, და ამაოთა გულის-სიტყუათა და ბოროტთა განზრახვათა საეშმაკოთა.

იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.

გუნდი

სტიქარონის დასდებლები

სტიქარონსა ზედა დასდებელნი.

აქ იგალობება დღის სტიქარონები ჩასართავებზე (სტიქარონსა ზედა).

მკითხველი

სტიქარონის მუხლები

შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა. აჰა ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი ხელთა მიმართ უფალთა მათთაისა და ვითარცა თუალნი მხევლისანი ხელთა მიმართ დედოფლისა თვისისათა, ეგრეცა თუალნი ჩუენნი უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.
მიწყალენ ჩუენ, უფალო, მიწყალენ ჩუენ, რამეთუ მრავლითა აღვივსენით ჩუენ შეურაცხებითა. უფროისად აღივსო სული ჩუენი ყუედრებითა მდიდართაითა და შეურაცხებითა ამპარტავანთაითა.

„აწ განუტევე“

აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაჱლისა.

წმიდაო ღმერთო

3-გზის

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

დიდება, აწ და მარადის

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გუნდი

ტროპარი · წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი - რომის პაპი (+604)

ოხითა წესისაებრ ტჳპიკონისა.

რომელმან ღმრთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე დიდებულო გრიგოლი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვა თავს-იდევ ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

ტროპარი · ღირსი ალექსი ღვთისკაცი (+411)

სათნოებათა ზედა კეთილთა დამოკიდებულ იქმენ შენ, და გონება განიწმიდე ბილწთა გულის თქმათაგან, ხოლო ცხოვრება შენი უვნებელობითა განაშვენე, და მმარხველობაჲ სახარულევანი შეიწყნარე სვინდისისა სიწმიდითა, ხოლო ლოცვათა შინა ვითარცა უხორცო იქცეოდი, და გამობრწყინდი მსგავსად მზისა სოფელსა შინა, ყოვლად ნეტარო ალექსი.

დიაკონი

მრჩობლი კვერექსი „შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო“

კუერექსი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო:

შეგჳწყალენ ჩუენ, ღო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩუენისა, მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, (მიტროპოლიტისათჳს, ანუ მთავარეპისკოპოსისა ანუ ეპისკოპოსისა მის სამწყსოჲსა) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსაჴსენებელთა წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა მონათა ღმრთისათა, ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა (უკუეთუ მონასტერი იყოს, - წმიდისა ამის მონასტრისათა).
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათჳს და კეთილის-მყოფელთა წმიდისა და ყოვლად-პატიოსნისა ამის ტაძრისა, და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათჳს, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
უფალო, შეგჳწყალენ. გ გზის

მღვდელი

ასამაღლებელი

რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.

„სიბრძნით“ და „დაამტკიცე, ღმერთო“

სიბრძნით.
გუაკურთხენ.

რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, უკუნითი უკუნისამდე.

„ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ“

ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

მკითხველი

„უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღვდელი

„დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო“

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.

მკითხველი

დიდება, აწდა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

„უფალო, შეგვიწყალენ“ (3)

3-გზის

უფალო, შეგვიწყალენ.

გუნდი

კურთხევის თხოვნა

გუაკურთხენ.

მღვდელი

განტევება

ხოლო მღდელი მოიქცევის წმიდისაგან კარისა დასავალად ერისა მიმართ და იტყჳს განტევებასა, და მოიჴსენებს წმიდასა, რომლისაცა განგება იგალობების. და მგალობელთა თქვან მრავალ-ჟამიერ.

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად ქებულთა მოციქულთა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს ეკლესია, და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე) წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

„ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთაჲთა“

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.